2011 წლის 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე


 

 

 

 

რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშეთუ არა ავაზაკთა ბანდა”?

                                                                                                                              (ნეტარი ავგუსტინე)

26-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-2

2011 წლის 26 მაისს, არ ვიცი სხვამ რა, მაგრამ მე ბევრი გაკვეთილი მივიღე.

მართალია, ძალიან მოულოდნელი მხოლოდ არამზადათა ბანდის მიერ განხორციელებული აგრესიის მასშტაბი და სისასტიკე იყო, და სხვა ყველაფერი კი საკმაოდ დეჟავიუს ჰგავდა, მაგრამ მაინც ერთია თეორიული ცოდნა და მეორე – როცა ყველაფერს პრაქტიკაში განხორციელებულს ნახავ.

სულ სხვაა კომპიუტერის ეკრანზე ნანახი ომი, და საკუთარი თვალით ნანახი დახოცილთა გვამები. სულ სხვაა სატანის აღწერა ბიბლიაში, და საკუთარი თვალით ნანახი მანქურთი, რომელიც ამ სატანის მიერ დაპირებული 1000 ლარის მიღების სურვილით ახურვებული გულმოდგინედ ურტყამს დასისხლიანებულ მოხუცებს და შიშისგან აქეთ-იქეთ მორბენალ ბავშვს.

არასოდეს ამოვა ჩემი ცნობიერებიდან ორი ხატება – 1) მგლოვიარე, მაგრამ ამაყი ულამაზესი ქართველი გოგონასი 1989 წლის 9 აპრილს, რომლის შავ-თეთრი ფოტო იური მეჩითოვმა შემოგვინახა დროშით ხელში მანქანის უკან. 9-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90

და

2) შინდისფერპერანგიანი ახალგაზრდა, საშუალო ტანის კულულებიანი ქართველი ბიჭი 2011 წლის 26 მაისის ღამეს, რუსთაველის კინოთეატრში შემოყვანილ დასისხლიანებულ ხელებშეკრულ ქართველ ტყვეებს, მათ შორის მოხუცებს, უკნიდან რომ მოსდევს და გამეტებით თავში ურტყამს… და ისევ… და ისევ… უკვე სხვას… და ისევ  გამეტებით… და ისევ…

… და ამ ლამაზ შინდისფერპერანგიან იუდას თავზე კახური ქუდი ახურავს!

(2011 წლის ვიდეოკოლაჟი -” პალიტრა ტვ”)

გაკვეთილი I: ვინ არის აგრესორი? 1989 წლის 9 აპრილიდან – 2011 წ. 26 მაისამდე

როცა ვინმე ქართულ სისხლს გამიზნულად ღვრის, ქართველი ხალხის დარბევა ”თამაშად და უჩანს მღერად”, თუ ქართველი ხალხის ალყაში მოქცევა, სისხლის დაღვრა და დაშინება მოფიქრებული და დადგმული სცენარით ხდება, ჩემი აზრით, აბსოლუტურადაც არ არის უკეთესი, როცა ამას ე.წ.  ქართველები და ე.წ. ქართული ხელისუფლება ახორციელებს.

რაც არ უნდა რუსის ჯარი იდგეს 40 კილომეტრში, როცა ქართველი (! თუ ?) ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის დამარცხებას ზეიმობს (! თუ ?) და ათასნაირი რეალური თუ შეთითხნილი მიზეზებით ცდილობს თავისი არაადამიანური სისასტიკის გამართლებას, აბსოლუტურად არ მირჩევნია, როცა ეს მოზეიმე ავხორცი რუსი იგორ როდიონოვი კი არ არის, არამედ – ქართველი სააკაშვილი და მერაბიშვილია.

პირიქით, მე თუ მკითხავთ – სჯობდა, როცა რუსის ჯარები და სატრაპები გვარბევდნენ 1989 წელს!!!

რატომ? შევეცდები აგიხსნათ:

–         როცა უცხო აგრესორი ჯარი არბევს ადგილობრივ მოსახლეობას, მაშინ აგრესორი იდეურად ყოველთვის პოტენციურად დამარცხებულია, რადგან თავისი სისასტიკით იგი ამ მოსახლეობას ერთიან მუშტად კრავს და მათ აგრესორისადმი საშინელ ზიზღს უნერგავს. იბადება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში თუნდაც გაცილებით ძლიერ აგრესორს ბოლოს მაინც ამარცხებს და სდევნის თავისი სამშობლოდან. მაგალითები –  ნაპოლეონის და ჰიტლერის კატასტროფა რუსეთში, ინგლისის განდევნა ინდოეთიდან/პაკისტანიდან, ამერიკის მარცხი ვიეტნამში, საბჭოთა კავშირის – ავღანეთში და – მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკის განთავისუფლება ინგლისის, საფრანგეთის და პორტუგალიის კოლონიური რეჟიმებისაგან და სხვ.

–         მაგრამ როცა აგრესორი საკუთარი მოძალადე ხელისუფლება და მის მიერ კაციჭამიებად გამოზრდილი მანქურთებია, ეს ერის უცილობელი მარცხის საწინდარია. ერი კი არ ერთიანდება, არამედ იხლიჩება და ამ დროს დაბადებული ორმხრივი სიძულვილი თაობისთვის კატასტროფულია (ამას რომ ვწერ, დამნაშავე რეჟიმის მიმართ საკუთარ სიძულვილსაც ვგულისხმობ, რომელიც 2006 წლიდან თანდათან კიბოს მეტასტაზივით მოედო ჩემს ცნობიერებას), რადგან თუნდაც ის სატრაპები და მანქურთები, თუნდაც ის არაკაცები, რომელიც ქართველი მოხუცების ცემით ნაშოვნი პრემიებით და ჯიპებით აპირებენ ცხოვრებაში ლელოს გატანას, ისინიც ხომ ჩვენი ჯიშის იყვნენ ერთ დროს, მათაც (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ალბათ უკითხავდა ბავშვობაში დედა ”შვლის ნუკრის ნაამბობს” და ”იავნანამ რა ჰქმნა”-ს? მათაც ხომ უნახავთ მულტფილმები ”მტრობა” და ”წუნა და წრუწუნა”? მათაც ხომ ასმევდნენ, სავარაუდოდ, რუსთველზე ლაღიძის წყლებს და აჰყავდათ მამადავითზე (ნუ, იმათ გარდა, ვინც აკაკის საფლავს საჩხერეში ეძებს…)?..

და რა მოხდა? როგორ მივიღეთ ეს მაქციები – კახურქუდიანი მამისმკვლელები და დედისმაგინებლები? რა გვეშველება? ან ესენი გაჰყიდიან ყველაფერს ქართულს და ყველა ქართველს ლტოლვილად აქცევენ… ან როგორ უნდა მოხდეს ამ ტვინ- და ნამუსატროფირებულების მოქცევა ადამიანებად? სად არის ჩვენი 20 წლის ”დამოუკიდებლობა”? ვისი დამოუკიდებლობის დღეა და რისი სისხლმორეცხილი აღლუმია ეს? საქართველოს დამოუკიდებლობაა? – თუ საქართველოს გამყიდველთა და დამაქცევართა კანონისგან და სინდისისგან დამოუკიდებლობის სატანისტური ზეიმია, და, როგორც ბესო კურტანიძემ მოსწრებულად თქვა – ”ძაღლუმი”!?

======

–         როდიონოვმა ერთჯერ დაარბია თბილისი. ამათ – უკვე მეოთხეჯერ (7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი, 26 მაისი!) ვინ იცის კიდევ რას იზამენ? მადა ჭამაში მოდისო და პირსისხლიანი დამნაშავე რეჟიმის სისასტიკის და სისხლისღვრის მასშტაბები და ხალხის დაშინების სულ უფრო შეუნიღბავი მცდელობები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ისევე როგორც იმის ”მიგნებები”, თუ როგორ გააფორმონ ყველაფერი ისე, რომ დასავლური ღირებულებების და სამშობლოს დაცვის კრავის ქურქში გაეხვიონ და ყველაფერი დაღუპულებს დააბრალონ.

–         როდიონოვის ჯარს არ ჰქონია ისეთი რიცხვობრივი უპირატესობა მომიტინგეებზე, როგორც მერაბიშვილის სპეცნაზს. დაუზუსტებელი მონაცემებით (გთხოვთ, ვინაც იცით, შემისწოროთ) 1989 წელს მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 1.5-2-ჯერ აღემატებოდა  დარბევაში მონაწილე რუსული სპეცნაზის და მედესანტეების რაოდენობას. მაშინ, როც 2011 წლის 26 მაისის ღამეს ქართული სპეცნაზის რაოდენობა დაახლოებით 2.5-3-ჯერ სჭარბობდა მომიტინგეებს.

–         რუსეთის მიერ 9 აპრილს დახოცილების ცხედრები რუს გენერალს არ დაუმალავს ოჯახებისაგან და არც ერთი უგზოუკვლოდ დაკარგული არ იყო აღრიცხული უკვე 11 აპრილისათვის. მაშინ, როცა აშკარაა, რომ ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ხელებშეკრული ცხედრები მაღაზიის თავზე ვერ ახტებოდნენ და ”დენის დარტყმით” ვერ გარდაიცვლებოდნენ (თუ ეს დენის კვალი პოლიციის სამმართველოში ჩატარებული სპეცდამუშავების შედეგი არ იყო). მიტინგის დარბევიდან მე-4 დღესაც კი ათობით ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია. ის, რომ დაღუპულთა და სასტიკად ნაცემ დაკავებულთა ოჯახების უმრავლესობა უარს ამბობს ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, მხოლოდ იმის შედეგია, რომ შინგან საქმეთა ე.წ. “გამჭვირვალე სამინისტრო”, სავარაუდოდ, მთელ თავის ენერგიას იმაზე ხარჯავს, როგორ დააშინონ დაღუპულთა ოჯახები, რომ იმათ ლამის გრიპით გარდაცვლილებად დაიტირონ შვილები (არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ისევე არ მისცემენ ცხედრებს ოჯახებს ეს ნეოფაშისტები და ნეობოლშევიკები, როგორც თბილისის, ბუდაპეშტის და პრაღის მასიური დახვრეტების შემდეგ არ მიუციათ სკკპ-ს და ნკვდ-ს ბრძანებით, რათა ვერავის დაედგინა, სინამდვილეში რამდენი დახოცეს)… სამაგიეროდ, თავიანთ გარდაცვლილებს, როგორც ეროვნულ გმირებს, ისე კრძალავენ – რუსეთთან ომის გმირებს არ ღირსებიათ ისეთი სახელი და საზეიმო დაკრძალვა, როგორც 26 მაისს დაღუპულ (ღმერთმა მიუტევოს და აცხონოს) პოლიციელს.

–         როდიონოვის ჯარს არ შემოურტყია ალყა 9 აპრილის მომიტინგეებისათვის! ეს არის ფაქტი! 1989 წელს, ის რომ დარბევის საზარელი შედეგი მნიშვნელოვანწილად მაშინაც მომიტინგეთა ალყაში მოქცევის შედეგი იყო, რომელთაც გაქცევის საშუალება არ მიეცათ, მათივე შეცდომა იყო, რადგან რუსთაველის გამზირი, სობჩაკის კომისიის დასკვნის თანახმად, ყველა მხრიდან სწორედ მიტინგის მონაწილეებმა გადაკეტეს მანქანებით, ავტობუსებით და ტროლეიბუსებით.

საუბედუროდ, 2011 წელს სწორედ შსს სპეცნაზის მიერ აბსოლუტურ ალყაში მოქცეული მომიტინგეების არა დაშლის, არამედ – დამსჯელობითი ოპერაციის მიზანი და შედეგი ის იყო, რომ არცერთი მონაწილე ვერ გადარჩენილიყო ცემის და დასჯის გარეშე. ეს იყო ტიპიური სამხედრო ალყაში მოქცევის და დატყვევების ოპერაცია – საქართველოს ”ძლევამოსილი” ხერხემალპოლიცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ამიტომ დავეთანხმები რა ჟურნალ ”ლიბერალში” ნინო ბექიშვილის ბრწყინვალე სტატიას სათაურად – ”ნუ მაშინებთ რუსეთით!”, სწორედ ამ არგუმენტს დავამატებ მის დასკვნებს, რომ რუსეთი უკვე აქ არის!

ვანო მერაბიშვილი არის დღევანდელი იგორ როდიონოვი და მისი სპეცნაზი არის ქართველ ხალხის სისხლის სუნზე დაგეშილი მე-8 პოლკის სრული ”უფლებამემკვიდრე”.

რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ნინო ბურჯანაძე და კიდეც რომ დაეგეგმა შეთქმულება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, ეს არ ამართლებს ხელისუფლების მიერ იმ მეთოდებს – დამიზნებით რეზინის ტყვიების გამოყენებას, ასაკოვანი და აშკარად არამებრძოლი მოქალაქეების ალაყაშემორტყმას, მასიურ დაპატიმრებას, სასტიკად ცემას, ხელებშეკრულებზე და ძირს დაწვენილებზე ხელკეტების თავში რტყმევას და შემდეგ პოლიციის განყოფილებებში წაყვანას, სადაც აღნიშნული ცემა და წამება ახალი სისასტიკით გაგრძელდა. ის, რომ ჩიტაძის, იაშვილის და სხვა ახლომდებარე ქუჩებზე ხალხს მასიურად დასდევდნენ, ეზოებში უვარდებოდნენ და ძირს დაწვენილებს საშინლად ურტყამდნენ, არაფერი არ იყო გარდა იმისა, რომ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ ეს მათი – მანქურთების – ქვეყანაა და ჩვენ აქ მხოლოდ მანამდე და იმდენ ხანს ვიცხოვრებთ, როგორც ისინი მოისურვებენ და ნებას დაგვრთავენ…

 

ეს ნამდვილად იყო საქართველოს არალეგიტიმური, გაყალბებით მოსული და რუსეთისთვის მთელი ქვეყნის მიმყიდველი, ქართველთყლაპია ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ დაგეგმილი, დეტალურად მომზადებული და საშინელი სისასტიკით განხორციელებული ტერორისტული აქტი. ის, რომ ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის საუბრების ჩანაწერები მხოლოდ აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ გამოაქყვეყნეს და არა მანამდე, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას აქციის მშვიდობიანად დაშლა სულაც არ აწყობდა, თორემ ამ ჩანაწერების დროულად მოსმენის შემთხვევაში ხომ ხალხის დიდი ნაწილი თავისით აღარ მივიდოდა იქ, სადაც მათ შესაწირი პაიკების როლი ჰქონდათ თურმე განსაზღვრული! ასევე, როდესაც 12 საათს უსაზღვრავ აქციის დაშლის ულტიმატუმად და უკვე 15 წუთში ფართოდ გაშლილ სადამსჯელო ოპერაციას იწყებ – გაზის, რეზინის ტყვიების და ხელჯოხების თავში რტყმევის და ალყაში მოქცეული ადამიანების სპეცრამზელთა ჯგუფების მიერ ფეხებით ცემის გამოყენებით, ეს ხომ მხოლოდ იმის დასტურია, რომ ამ ადამიანთა სამაგალითოდ დასჯა იყო დაგეგმილი და არა – მათი დაშლა და განდევნა დაკავებული ტერიტორიიდან. უკანდახევის და გაფანტვისთვის საკმარისი დროის არმიცემა ხომ სობჩაკის კომისიის დასკვნაშიც როდიონოვის სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთ იმ ინდიკატორად ჩაითვალა, რომ შავრაზმელი გენერლის გეგმებში არა მიტინგის  დაშლა, არამედ – სადამსჯელო ოპერაცია შედიოდა.  მაშინ, როგორც მახსოვს, როდიონოვმა თავი იმით იმართლა, რომ მოსალოდნელი 300-500 კაცის ნაცვლად იმ ღამეს 10,000-მდე მომიტინგე დამხვდა და სწრაფი ”გამაოგნებელი” შედეგის მიღწევა გვინდოდაო!

და ახლა? ახლა, როცა საშინელ წვიმაში მომიტინგეთა რაოდენობა ნამდვილად იმაზე ნაკლები იყო, რასაც ალბათ გენერალი ალიხანოვ-მერაბიშვილი ელოდა და როცა თითოეულ მომიტინგეზე 2-3 სპეცნაზელი მოდიოდა, ახლაც გაოგნების და შოკში ჩაგდების აუცილებლობა არსებობდა, როცა 15 წუთში ხალხის მასიური რტყმევა და ახლო მანძილიდან თავში დამიზნებით რეზინის ტყვიებით ნადირობა დაიწყეს?

და ვერავინ ვერაფრით დამაჯერებს რომ ეს საშინელება საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის ზეიმი იყო!

პირიქით, ჩემთვის 2011 წლის 26 მაისს საქართველომ და ქართველმა ხალხმა ისევ დაკარგეს დამოუკიდებლობა! ამჟამად ეს დამოუკიდებლობა მოძალადე, გამყიდველი და მშიშარა ხელისუფლების მიერ იქნა უზურპირებული! დღეს საქართველოში ახვრების და მათი ლაქიების და ნაბოზვრების დამოუკიდებლობაა – სამართლისგან და სიმართლისგან დამოუკიდებლობა.   

 

გაკვეთილი II: ნინო ბურჯანაძეარა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი

ნინო ბურჯანაძე როდესღაც ნიჭიერ პოლიტიკოსად მიმაჩნდა, მაგრამ არასოდეს მომწონდა. როგორც იმ კუთხის შვილს, საიდანაც ქალბატონი ნინო არის, საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მაქვს მისი მამის, ბატონი ანზორ ბურჯანაძის კარიერული საფეხურების შესახებ და მიმაჩნდა, რომ ასეთი კორუმპირებული მამის პატრონი დემოკრატიის ბურჯად რომ ქცეულიყო, ამას მარტო განათლება და ინგლისურის ცოდნა და ქართველი მარგარეტ ტეტჩერის იმიჯის მორგება არ უშველიდა, ჯერ მამის კარიერულ მეთოდებს და მის სიმდიდრეს უნდა გამიჯნოდა.  ნინო ბურჯანაძეს ეს არასდროს გაუკეთებია. ნინო ბურჯანაძე ედგა გვერდში მიხეილ სააკაშვილს, როცა მან 7 ნოემბერი მოაწყო. ნინო ბურჯანაძემ გაუპრავა მიხეილ სააკაშვილს 5 იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები. მხოლოდ მაშინ მოხდა ნინო ბურჯანაძის გამოფხიზლება და ავტორიტარიზმისგან გამიჯვნა, როცა მიხეილ სააკაშვილმა გოიმივით გადააგდო ქ-ნი ნინო და პარლამენტში სერიოზული ფრაქციის შექმნის შანსი – სკანდალის ფასადაც კი არ მისცა.

და მაშინაც კი ნინო ბურჯანაძე არ წასულა ღია დაპირისპირებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაბარგდა, წყენა თითქოს გადაყლაპა და მწარე კუპრს ერთ ლარად ნაჩუქარი წყნეთის აგარაკი თაფლივით დააყოლა ყელის  ჩასაკოკლოზინებლად. უბრალოდ, ვერ მიხვდა, რომ ის ერთლარიანი აგარაკი სწორედაც რომ ძალიან ეშმაკურად გადაგდებული ანკესი იყო, რომელსაც პოლიტიკის ზვიგენი ბურჯანაძე პატარა ქორჭილასავით წამოეგო. და სწორედ ამ ნაბიჯით დაკარგა მან ჩემს თვალში ნიჭიერი პოლიტიკოსის იმიჯი. პოლიტიკოს ბურჯანაძეს მამის კვალზე მოცეკვავე მომხვეჭელმა იმ დღევანდელი კვერცხის მოსურნე ქალბატონმა გადასძლია, რომლის მიდრეკილებამ მარგალიტებისა და ძვირფასი სამოსისადმი ძალიან ცუდი სამსახური გაუწია და პოლიტიკოსის მახვილი მზერა დაუბინდა. მის მერე ისიც გამოჩნდა, რომ ნინო ბურჯანაძეს არც პოლიტიკურ მეკავშირეებთან დიალოგის აწყობა შეუძლია და მიუხედავად თავისი მრავალი ლაქისა, მათ სერიოზულ ჩამორეცხვაზე და მონანიებაზე კი არ დაუწყია ფიქრი, არამედ მსუბუქი მობოდიშების ფონზე ისევ პირველი ვიოლინოს თამაში მოინდომა. არადა, ბურჯანაძეს რომ ჭკუა ეხმარა და დროებით უკანა პლანზე გადასულიყო მოკრძალებით, მხოლოდ მოიგებდა და სერიოზულ ქულებს დააგროვებდა. მაგრამ მას ისე ეჩქარება საპრეზიდენტო სასახლეში შეგრიალება და საქართველოს სახელით დავოსში და ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება, რომ ორი კურდღლის – დასავლური დემოკრატიული იმიჯის და პუტინთან ურთიერთობის დალაგების  – მდევარმა ერთიც ვეღარ დაიჭირა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სახალხო კრების იდეა საკმაოდ ელეგანტურად გამოუვიდა ქ-ნ ნინოს.

ნონა გაფრინდაშვილის, გოგი ქავთარაძის და ლუკა კურტანიძის პოპულარულ სახელებს ამოფარებულმა, მან სცადა ”მათ შორის მეც”-ს კარტის გათამაშება, მაგრამ  ისევ წინასაახალწლო  სულსწრაფობამ – შირმის უკან დამალული მეუღლის ”აღიარებებმა”, საბუთის ჩვენების დაპირებამ და მერე მაგიდის ქვევიდან ორივე ცოლ-ქმრის გამოსვლამ – საბუთი ვანოს და მიშას აქვთო! იმდენად ”ასავალ-დასავლის” მითიურად სიმართლისმოყვარე ჯაბა ხუბუას იმიჯი კი არ დაანგრია, როგორც სერიოზული ეჭვი გააჩინა იმაში, რატომ უნდა ეთამაშა ანზორ ბიწაძეს ეს აშკარად წაგებული პარტია, რომლის ერთადერთი მოგებული მხარე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი უნდა ყოფილიყვნენ. რატომ უნდა მოეკიდებინა პოტენციურ მტრად ნინო ბურჯანაძეს ის ძირითადი და ლამის ერთადერთი პოტენციური პოლიტიკურ მოკავშირე, რომელიც ქართული პარტიის სახით მისთვის არსებობდა? ოქრუაშვილის სიტყვებმა გააღიზიანა? ოქრუაშვილის პოლიტიკურ ”ხოდებს” აჰყვა? – კავკასიელი რკინის ლედი? ოქრუაშვილმა თუ მწარედ დაარტყა, რატომ ლევან გაჩეჩილაძეს დაუბრუნა ხურდა? მოკლედ, ოჯახის ერთი წევრის დიდ პოლიტიკაში მოყვანა (ბიწაძის მანამდელი კარიერა ბიუროკორატიულ-პოლიციურ ზეაღსვლად კი ითვლება, მაგრამ რეალურად დიდ პოლიტიკასთან მას კავშირი არ ჰქონია, თუ მის სამსახურიდან წამოსვლას არ ჩავთვლით) ძალიან წარუმატებული იყო. ხოლო ოჯახის მეორე წევრის შემოყვანა – გრუს ოფიცრების და მსხვერპლის მისაღებადობის ეგვიპტურ სტანდარტებზე ახალგაზრდულ-ცინიკური მსჯელობებით – საერთოდ კატასტროფა აღმოჩნდა. და ჩემი აზრით, ჩვენ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური აგონიის მომსწრენი ვართ. ნინო ბურჯანაძემ დაამტკიცა, რომ კარგი მეუღლე და დედაა, მაგრამ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა ნონა გაფრინდაშვილი და ათასგზის შეგულიანებული უბრალო ხალხი გასაჭირში მიატოვა და მხოლოდ საკუთარი შვილის წასაყვანად მოსულ მანქანას გადაუდგა. მას რომ პოლიტიკოსის ალღო არ ღალატობდეს, ჯერ კიდევ 25-ში გამწვავებაზე არ უნდა წასულიყო, როცა ხედავდა, რომ 3-ჯერ უფრო მეტი ოდენობის სპეცნაზმა ხარცის საკეპ ალყაში მოაქცია მის მიერ მიშას წასაყვანად მოყვანილი მოუმზადებელი ხალხი (დაახლეობით ნახევარი – ასაკოვანი ადამიანები) და ახლა მაინც იმას უნდა აკეთებდეს, რომ თავად ითხოვდეს დაპატიმრებული ხალხის გვერდით საკუთარ სასამართლოსაც, რადგან მათ ხომ მხოლოდ მისი და მისი ვაჟის ჩანაწერების წყალობით  ასამართლებს ეს ყველაფრის გამყალბებელი ხელისუფლება.

ასე რომ, ნინო ბურჯანაძემ მგონი საბოლოდ გვაჩვენა, ის ბევრით არაფრით არის მიშა სააკაშვილზე უკეთესი (თუმცა უფრო გამბედავი კია და ვანო მერაბიშვილზე უკეთესი ალბათ მაინც იქნება), და საკუთარი ტყავის გადარჩენისას ყოველთვის დაავიწყდება მის იმედად მოსული ხალხი. რომ ისეთივე სიხარულით გვაუწყებს სააკაშვილისთვის მორიგ ნიღბის ჩამოხსნის ”გამარჯვებაზე”, როგორც მიშა გვახარებდა ომში წაგების კომპენსაციას რუსეთისთვის ნიღბის ჩამოხდით. რომ კარგი მეუღლე და გმირი დედაა, მაგრამ არა – გმირი პოლიტიკოსი. და რომ ისიც ისევე ადვილად გადააგდეს ძლევამოსილმა რუსმა მფარველებმა, როგორც მიშა გადააგდო აშშ რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიფმა.  მთავარი მისი ნაკლი კი პოლიტიკური სულსწრაფობაა და ამ სულსწრაფობის და ამბიციის დასაკმაყოფილებლად ხალხის პაიკებად გამოყენების მაკიაველურ-მიხეილური ბექგრაუნდი…

 

გაკვეთილი III: ყველაფერი ოქრო არაადა პლატინამით უფრო!

26 მაისის წმ. ბართლომეს ღამეში და მის წინა მოვლენებში თითქოს პირდაპირ მონაწილეობა არ მიუღია ბოლო წლების ქართული პოლიტიკის ყველაზე ქარიზმატულ-რევოლუციურ, მაგრამ ბოლოში უკანდამხევ ლიდერს!

არადა, იგი ჯერ აფხაზეთის დაბრუნებას გვპირდებოდა, მერე – ახალი წლის ღამის ცხინვალში შეხვედრას, მერე – რუსებს ნათლავდა ფეკალიების დამლევად, მერე – მიშას უახლოეს მომავალში გაქცევას ვარაუდობდა და მეორე დღეს აღიარებით ჩვენებებს იძლეოდა და თავად გარბოდა. მერე ომახიანად გვპირდებოდა, რომ დაბრუნდებოდა და დაამთავრებდა ამ დანაშავე კრიმინალურ რეჟიმს და … ბოლო მომენტში გეგმას ცვლიდა, – სხვების აზრის  გათვალისწინებით… მერე ისევ გვპირდებოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ბოლო დადგა, და რომ ვანო მერაბიშვილს მოუწევდა 25-ში სერიოზული გამოცდის ჩაბარება და … ბოლო მომენტში ისევ უარს ამბობდა – ისევ გულჩაწყვეტილი იმით, რომ სხვებმა არ მოუწონეს და პარიზში დარჩენისკენ მოუწოდეს…

ახლა, რა უპრიანია ჩემგან – ჩირგვებში დამალული, სხვის სახელს ამოფარებული საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის მოსურნე მხდლისაგან – დიდი სარდლის და სტრატეგის კრიტიკა, მაგრამ ვერ ვხვდები, როცა ირაკლი ოქრუაშვილი ომახიან განცხადებებს აკეთებს, წინა ომახიანი განცხადებების შემდეგ მომხდარი ”ჰაიები” რატომ ავიწყდება?

რატომ ჰგონია, რომ ჩვენ მხოლოდ მისი დაპირებები გაგვახსენდება და არა ამ დაპირებების და ანონსების გამსკდარი საპნის ბუშტები?

ვინ ექაჩებოდა იმის სათქმელად, რომ 25-ში საქართველოში იქნებოდა და სააკაშვილს აღლუმს არ ჩაატარებინებდა, თუ სულ რაღაც 48 საათში მერე ამ ანონსის გაუქმების თუნდაც მინიმალური შანსი არსებობდა?

რატომ არ შეიძლება, რომ ამდენი ”ჰოპ”!” ”ჰოპ”-ის ძახილის ნაცვლად ერთხელ ჩუმად გადახტეს, ოღონდ ისე, რომ გაკვირვებისგან და აღტაცებისგან სუნთქვა შეეკრას ხალხს?

რატომ აღაგზნებს მატადორივით გულგამგმირავი შეძახილებით და წითელი ცხვირსახოცის ფრიალით პუბლიკას მაშინ, როცა მშვენივრად იცის, რომ სცენაზე ათობით და ასობით ტორეადორი ხარს კი არ დაუმიზნებს მახვილს, არამედ სწორედ მას?

გასტელოა? გასტელოს რომ წინ დღეს გაზეთებში არ გამოუქვეყნებია, ხვალ მესერშმიტების ტარანს ვაპირებო?

ვერ ხვდება, რომ სწორედ იმ მიშას ემსგავსება თავისი ბაქი-ბუქით, სულ რომ რუსეთს ”ამარცხებს” და სულ რომ თავად არის დამარცხებული?

ყველაფერი ზემოთთქმული ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ასევე ეხება ეროსი კიწმარიშვილს და ირაკლი ბათიაშვილს… არ სჯობს, ბატონებო, ნაკლები იბაქიბუქოთ და ნაკლები დაჰპირდეთ ხალხს?!

ხოლო თუ ხალხის შეგულიანება გინდათ, უნდა გახსოვდეთ, რომ მოლოტოვის კოქტეილის გამუდმებითი ხსენების მერე მარტო ”ტრაინოი ადეკალონით” ან ”შიპრით” დაპკურებული არ უნდა გამოხვიდეთ ავანსცენაზე!

და ალბათ ცოტას თუ სჯერა, რომ ჯერ ხალხის გადამრჩენელია გმირი, ვინც მერე 15 საათს სახურავზე ატარებს, თანაც – იმ სახურავზე, რომლის წინ ამ დროს მერამდენედ ფერუმარილზე მოსული მმართველი შენს ლაჩრობაზე ლაპარაკობს. შე კაცო, ლი ჰარვი ოსვალდობაზე თავს იქნებ არ დებ მორალური პრინციპების გამო (ისე, რავალი ”კენედი” დგას შენ წინ, არ დაგავიწყდეს!), მაგრამ ერთი გეკო მაინც აგეტანა და ტავარიშ საახოვივით გაგემწარებინა ტავარიშჩ სააკოვი, რომ ცოტა ხნით ”სპასიბო, ია პეშკომ პასტაიუ” ეძახებინა ე.წ. ოფიციალურ ვიზიტებზე?!

 

გაკვეთილი IV: ისევ წიწიბურას [ნაწილობრივი] სარგებლის შესახებ!

მიუხედავად ჩემს მიმართ მრავალჯერ გამოთქმული ეჭვისა, უნდა ვაღიარო, არც წიწიბურას, როგორც საკვების, დიდი ტრფიალი ვარ და არც გრეჩიხასი, როგორც პოლიტიკოსის! არ მიმიცია ხმა ლევან გაჩეჩილაძისთვის და დღემდე მჯერა, რომ ის 5:4-ზე მოგება ლევანს (ისე, რომ თავად არ იცოდა!) სწორედ რომ ხელისუფლების სატელიტებმა ჩაუწყვეს და რომ ეს არა, უსუფაშვილს უფრო შეიძლება ჰქონოდა დასავლეთის მხარდაჭერა გაყალბების შემთხვევების შესაძლო გამოძიებაში.

თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ თბილისში გაჩეჩილაძის მსგავს შედეგს უსუფაშვილი, სამწუხაროდ, ვერ დადებდა, რასაც ქართველთა უმრავლესობის სავალალო ქარიზმოფილობა განაპირობებს. ზვიადიც ამიტომ გვყავდა, ედუარდიც, მიშაც, და – ლევანიც ამიტომ შეიძლებოდა გვყოლოდა, რომ არა – ბოლნის-მარნეულ-წალკა-ახალქალაქის საამომრჩევლო სამთავრობო ”ოქროს” საბადოები…

არც მიმიცია ხმა ლევანისთვის-მეთქი! მაგრამ არ გადაირიოთ – მიშასთვის, 2008 წელს, ხმა, რა თქმა უნდა, არ მიმიცია! დავით გამყრელიძეს დავუჭირე მხარი.

მაგრამ არის ერთი სერიოზული ”მაგრამ”! – რამდენადაც გაჩეჩილაძე, როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის მოსაწონი სულაც არაა (პრეზიდენტის როლში მით უფრო, თორემ ასანიძის, ნაყოფიების და პადოშების მთელ ”ესენი ვინ არიან?” ბატალიონს რომ აჯობებდა პარლამენტში, ეჭვი არ მეპარება), იმდენად მისი და მისი ძმის – როგორც ადამიანების, როგორც გულწრფელი ხალხის, როგორც კაცური კაცების – მჯერა და მათი მხარდამჭერი ვარ! არავის იმდენი არ მოხვედრია ამ ბოლო სამი წლის საპროტესტო მიტინგებზე – რამდენიც ამ ორ ადამიანს! მათ შორის – ჩემს მაგივრადაც, და ვთვლი, რომ მეც და სხვებიც მათი კაცობის წინაშე ვალში ვართ. კი, ისინიც არიან ჩვენს წინაშე ვალში – ბევრი რამ ვერ გათვალეს, ბევრი რამ არ გამოუვიდათ, ბევრი რამ მათი სიჯიუტის გამო გაფუჭდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ადამიანურად ეს ძმები მომწონს და თუ როდესმე მიტინგზე გავრისკავ წასვლას არა იდეის და პარტიის, არამედ ვინმეს მხარდასაჭერად და მოქალაქეობრივი ვალის დასაბრუნებლად – სწორედ მათი…

ეეჰ, თინა ხიდაშელის ან გიორგი მარგველაშვილის მსგავსი მრჩეველი რომ ჰყავდეს, ჯორჯ ბუშს მაინც აჯობებდა ლევანი პრეზიდენტობაში! ოღონდ აქ და დღეს – არა… ერთხელ, ამერიკაში… J)

 

გაკვეთილი V: ზომიერების ნაგვიანევი და მოკრძალებული ხიბლი

დასამალი არაა, ბოლო 10 წელია, რესპუბლიკელების მხარდამჭერი ვარ. წინა ადგილობრივ არჩევნებშიც სწორედ მათი მხარდაჭერის გამო ვიყავი, ძირითადად, ალიანსის აქტიური პროპაგანდისტი, რასაც ბევრი მეგობარი დღემდე პოლიტიკურ შეცდომად მითვლის. ვაღიარებ, ალასანიას უნიათო ფინიშმა (რომელსაც მხოლოდ იპოლიტესეული ”არ მინდა ე ფინიში!”-ს ლუღლუღი-ღა აკლდა) და განსაკუთრებით – უგულავასათვის გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვების მილოცვის სისწრაფემ (ვაითუ, ვინმემ არ დამასწროს კონსტრუქციულობაშიო!) გამაოგნა და ძალიან გამაღიზიანა.

მართალია, მუდამ არჩევნებით გამარჯვების და არა – ქუჩის აქციების მომხრე ვიყავი, უნდა ვაღიარო, რომ ამ მთავრობის დამარცხების შესაძლებლობად ამჟამად მხოლოდ ყველანაირი გზის – მათ შორის საარჩევნო და საპროტესტოს – კოორდინირებული გამოყენება მიმაჩნია.

სულ ამას ვცდილობდი დამესაბუთებინა, და მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ამიხსნა, რა არის ამის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტი, მაინც არც ერთი და არც მეორე მხრიდან რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა – პირიქით, ამ საოცრად დაძაბულ სიტუაციაში იმ ორმა ადამიანმა, რომელთაც განხვავებული თვისებების გამო უაღრესად დიდ პატივს ვცემ – სოზარ სუბარმა და დავით უსუფაშვილმა ერთმანეთს ტელეეთერში დაცხეს და მიხეილ სააკაშვილს ლამის ისეთივე საჩუქარი გაუკეთეს, როგორც ადრე – ბურჯანაძეების და გაჩეჩილაძეების ოჯახებმა…

ჰოდა, როცა სახალხო კრების და ქართული პარტიის გამოცხადებული აქციების წინ რესპუბლიკელებმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდეს – აქციებზე არ მიხვიდეთო, სახტად დავრჩი და ბურჯანაძის და კიწმარიშვილის შტაბების საეჭვოდ ზეოპტმისტური  ”მიშას დედას ვუტირებთ” – ”მიშა წავა! – ”მიშა 25-ში დამთავრდება!”” პათოსის დაუჯერებლობის მიუხედავად (200 ათასი კაცი მოსვლაზე არ წასულა და ახლა რატომ წავიდოდა ნეტა? – თუ არა პუტინის მიერ ერთი ადგილით ჩამოსაკიდებელი კავის დემონსტრირებისა) მაინც გული გამიტყდა, რომ ასეთი აშკარა შტრეიკბრეხერობის სუნი აუვიდა ჩემი ფავორიტი პარტიის ლოზუნგს.

მაგრამ ახლა, როცა ბურჯანაძის ესკორტმა ფორსაჟის კლასი აჩვენა, როცა ოქრუაშვილს ”აუკრძალეს” რისკზე წამოსვლა (ვინაა მისი ამკრძალავი, მაინტერესებს), და როცა ვანოს კაციჭამია ვირთხების ხელში დატოვებული საცოდავი ხალხისგან ლამის ფარში გააკეთეს, რვიანის და რესპუბლიკელების მოწოდებები, რაოდენ შტრეიკბრეხერულად არ უნდა მოგვჩვენებოდა თავიდან, საკმაოდ დადებითი კონტექსტით აღიქმება – როგორც საკუთარი მხარდამჭერების სოცოცხლის და ჯანმრთელობის გაფრთხილების და მათდამი პასუხისმგებლური დამოკიდებულების გამოვლენა. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ბოლო დღეებში ფეისბუქზე ჩატარებული გამოიკითხვის შედეგად  – ”ვის მისცემდით ხმას, დღეს რომ არჩევნები იყოს?” სწორედ რვიანის პოლიტიკური პარტიები საოცარ შედეგს – 58%-ს აჩვენებენ, ხოლო რესპუბლიკელები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად არამცთუ 4%-იან ბარიერს ასცდნენ, არამედ მესამე ადგილზეც არიან.

აი, ამგამოკითხვის (1062 ხმის მაგალითზე) შედეგები:

გაერთიანებული ნაციონალურ მოძრაობა – 33,3%,

თავისუფალი დემოკრატები – 30,9%

რესპუბლიკელები – 11.2%

ქრისტიან-დემოკრატები – 5,4%

ახალი მემარჯვენეები – 4,9%

ეროვნული ფორუმი – 4,8%

ლეიბორისტული პარტია – 3,7%,

სახალხო კრება – 3,7%

ქართული პარტია – 1,5%

ეროვნული საბჭო – 0,7%

რა თქმა უნდა, ამ ფეისბუქ-გამოკითხვას შემთხვევითი არჩევნის წესების დაცვით ჩატარებული სოციალური გამოკითხვის პრეტენზია და დამაჯერებლობა ვერ ექნება და ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამომხატველი უფროა, მაგრამ თუ ლევან ყურუმსაღ თარხნიშვილის საოჯახო ”ბი-სი-ჯი”-ს, და მიშას მიერ მრავალჯერ ხელმოვერცხლილი გრინბერგ-ქვინლან-როსნერის მიერ დახატულ შედეგებზე უფრო ნაკლებ ობიექტური იყოს – პრეზიდენტს ვფიცავ! 🙂

მაგრამ მაინც იმას ვფიქრობ, რომ რვიანის მოლოდინი, როგორც სახალხო ფენების მხრიდან არჩევნების მხარდასაჭერი აქტივობების, ასევე – საზღვარგარეთის მხრიდან სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმზე ზეწოლის მასშტაბების თაობაზე აშკარად გადაჭარბებულია, და რომ ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამოხატვაზე რუსული სცენარის და რუსული ბუას აპრობირებული შტამპების გამოყენებით და ხალხის სამაგალითო დამსჯელობითი ოპერაციით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კი თავად კი არ აღესრულება იოლად, არამედ – შეეცდება მთელი საქართველო დახოცოს და არსად წავიდეს!

ხელისუფლება, რომელიც სახლის სახურავზე დაგდებული ხელებშეკრული გვამების დენის სადენებთან შეხებით გარდაცვალებას უტიფრად და ”ექსპერტულად” ამტკიცებს, რომელიც იფიცება, რომ გადატრიალება მზადდებოდა და ჩანაწერებს დებს, მაგრამ ამ ”გადატრიალების” ორგანიზატორებს ალბათ იმიტომ არ იჭერს, რომ მისი ეს ”საბუთები” ტუფტაა და მხოლოდ უცხოეთისთვის შემდეგი გზავნილების – ”ნახეთ, ხალხო, რუსები როგორ გვებრძვიან მოღალატეების ხელით!” და ”ცოტა შეიძლება გადავამეტეთ, მაგრამ სახელმწიფოს გადასარჩენად ვიბრძოდით!” გაგზავნის ფუნქციას და საცოდავი ხალხის მიმართ სადამსჯელო ოპერაციის რუსეთიდან მართული შეთქმულების განადგურებად დახატვის მცდელობას წარმოადგენს… რამდენად ”წარმატებული” – სულ რაღაც ორ-სამ დღეში გამოჩნდება… ეს ხელისუფლება სამართლიანი საარჩევნო გარემოს ისეთ ცვლილებაზე დათანხმდება, რომელიც მის დიდი ხნის გაბითურებას ლეგიტიმაციას მისცემს? მეტი არაა ჩემი მტერი!

ვშიშობ, ალიანსს, რესპუბლიკელებს და რვიანის სხვა წევრებს ისევ მოუწევთ იმაში დარწმუნება, რომ დემოკრატიულ უფლებების დაცვა “მხოლოდ ფრიდომ ჰაუსის”, “ჰუმან რაითს უოტჩის” და “ტრანსპარენსი ინტერნეშენალის” ფუნქციებია, ხოლო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ ელჩი გადამწყვეტ მომენტში მაინც ავღანეთში მიშას მიერ საზარბაზნე და სანაღმე ხორცად გაგზავნილი ქართველი ახალგაზრდების რაოდენობით ”დაშთაბეჭდილებულები”, მხოლოდ ზომიერად შეშფოთდებიან და ელეგანტურად მოუწოდებენ ნაშუქურალ ნეობოლშევიკებს, რომ ძალადობაში ზომიერების ფარგლები დაიცვან და გამოიძიონ… დააზუსტონ… არ დაუშვან… დაიცვან … და ა.შ, და ა.შ. და ა.შ.

ღმერთმა ჰქნას, რომ ვცდებოდე!

 

გაკვეთილი VI: პოლიცია აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ...

მიშა ეყრდნობა სამ ვეშაპს – საკუთარი და მისი პარტიის დემოკრატიულობის მითს, რუსეთის ბუას (და ოპოზიციის მხოლოდ პრორუსულობის მითს) და ხელიდან გამოკვებილ და გესტაპოდ ქცეულ პოლიციას…

არის მეოთხე საყრდენიც, რომელიც მიშას ძალიან უნდა, რომ მუდმივ პილარად აქციოს – ეს არის ეკლესია და რწმენა. რას არ ცდილობს გიულიევიჩი – ტრადიციულ ღირებულებების დამცველობაზე თავს დებს, ბუჩქებში აღარ ეპატიჟება თინეიჯერებს, ყველაზე ცოდვილი ვარო – განაცხადა ბედნიერი ღიმილით პირდამშვენებულმა ”ოჯახის მამამ” და ომის გამსხმელმა… და, რაც მთავარია, ფულს და ჯიპებს არ აკლებს ეკლესიის მსახურთ… ის კი არადა, შვილივით ნაზარდი ბოკერია და თუთბერიძეც კი დატუქსა დროებით (მერე რა, რომ ყასიდად) – პატრიარქისადმი დაპირისპირებისადმი.

მაგრამ არ უმართლებს მიშიკოს.

მაინც ვერ ახერხებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მისი სიტყვების გამახმაურებელი რუპორი იყოს – დიდი ხანი არ არის, რაც პატრიარქმა ძალოვნებს მოუწოდა, ქართველზე ხელი არ აღმართოთო და ამის მერე მერაბიშვილი მხოლოდ იმათ იყვანს სპეცრაზმში, ვინც ათეისტური სულისკვეთების დემონსტრირებას ახდენს.

ხოლო თავად პატრიარქი ამ მოწოდების შემდეგ აუხსნელი ”გრიპით” საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოულოდნელად მარადი თოდუას კლინიკაში აღმოჩნდა (სადაც გრიპიანებს არასოდეს აწვენენ!). თუმცა პატრიარქი მალე მოვიდა ცნობიერებაზე და როცა მიხვდა, სადაც იყო, გაოცებულმა იკითხა – აქ რა მინდაო! ეტყობა, კარგად იცის, ნებისმიერი ხელისუფლების ნების როგორი უსიტყვო აღმსრულებლის სამფლობელოში იყო მოხვედრილი! და სასწრაფოდ მოითხოვა გაწერა, რამაც ძალიან დააბნია “ბედის ნებიერი პერიც” და “წმინდა რუსუდანიც”.

ამიტომ, ახლა, როცა ქართველი ხალხის სისხლით მორწყული რუსთაველი მოაპრიალეს და სუხიშვილების ხორუმის და  ბადურაშვილის კნავილის მოსასმენად მოემზადდნენ, სააკაშვილისთვის ყველაზე დიდი სილა, არა თურმე ”მის მიერ გაუქმებული” ხორუმის ჩაშლა იყო (აბა, რა ჯანდაბად უნდოდა იქ ჯარისკაცის ფორმიანი მოცეკვავეები? – რა, ჯარისკაცები აკლდა?) არამედ, – სწორედ პატრიარქის დემონსტრაციულად არგამოცხადება … ურწმუნო მიშა საკმაოდ ცრუმორწმუნეა და კარგად ახსოვს, რომ შევარდნაძის კუთვნილი ჩაის გადაყლურწვა სწორედ მაშინ მოახერხა, როცა ”ევენთს” პატრიარქი არ დაესწრო! თუ ამას კიდევ მისდამი დიპკორპუსის სულ უფრო  თვალშისაცემი ეჭვიანობა დაემატება, მიშას ტახტი უკვე სამფეხა როიალს კი არა, არამედ ორთვლიან ველოსიპედს დაემსგავსება და ეს რა არასტაბილური კონსტრუქციაა, მით უფრო მიშას მსგავსი კომპლექციის პიროვნების მოჯდომის შემთხვევაში, ეს ხომ გრძელმა და სქელმა კარგად იცის, ერთხელ ხომ მოიტეხა უკვე ხელი …

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო ის განცხადება – ქართულ პოლიციასაც იგივე 87% ენდობა, რაც ეკლესიასო!!!

ამით მიშამ პატრიარქს მესიჯი გაუგზავნა, თუ გაჯიუტდებით, ქართული ეკლესია ჩემთვის სულაც არაა რაიმე წმინდა და ქვეყანა ხომ, სახატე კი არა, ერთი გასაყიდად შესაფუთი ანტიკვარული ვეშჩიაო! თუ თქვენ არ გინდათ ჩემს სამსახურში ჩადგეთ, აგერ ვანოს ხალხს და იდეოლოგიას გამოვაცხადებ ახალი საქართველოს ახალ ნაცრელიგიადო!

– სიგიჟე გგონიათ?! კი ბატონო, სიგიჟეა!

– გგონიათ, ვერ გაბედავს?! ცდებით!

ვის გვეგონა 5 წლის წინ, რომ ხალხის სისიხლისმსმელი დამრბევი გახდებოდა? რომ დაღუპული გმირების მემორიალს ააფეთქებდა და დაღვრილი უმანკო სისხლის ადგილზე პარლამენტის გადატანას ბრძანებდა? რომ პარლამენტს მხოლოდ ქუთაისში დაუდებდა ბინას, რომ თბილისში პარლამენტის შენობას გაყიდიდა? რომ საძოვრებს და ნაკვეთებს წაართმევდა ხალხს და უცხოელებს მიჰყიდდა? რომ წაგებული ომის მოგებით იტრაბახებდა? რომ ამ წაგებული ომის მერე ამერიკის პრეზიდენტის თვალისდასაყენებელ სასახლეს აიშენებდა, ხოლო ლტოლვილებს უდაბნოში და ნესტით დამპალ ადგილებში პუტინის მაგალითის გამეორებით – დახურული “სკატავოზებით” გადაასახლებდა?

პოლიციის გამჭვირვალე შენობები ხომ მისწრებაა რიტუალური სამსახურისთვის!

ვაზისუბნის და გლდანის პირამიდული ”სათბურები” ხომ საერთოდ მასონური კულტის სიმბოლოებია.

პოლიციაზე ხომ წელიწადში ორი ჰიმნი იწერება და ყველა ქართველი ბავშვი პოლიციელობის/მანდატურობის ოცნებით უნდათ გაზარდონ!

სადაც სკოლაში მანდატურები ჩარგეს ჩითილებივით, რა იქნება გასაკვირი იმაში, რომ პოლიციის გამჭვირვალე შენობებში ან მათ ირგვლივ, ადგილობრივი მოსახლეობის მორეკვის და რადიოფიცირების პირობებში დილას და საღამოს ხერხემალ-მესა ჩატარდეს და საგანგებო პოლიცკაპელანები შეირჩნენ განსაკუთრებით სათნო გარეგნობის კაკოიათაბაგარებისგან?

არასოდეს გიგრძვნიათ ”მიშაღვთიური მადლი”, როცა ეკა ზღულაძე ნარნარად გვიყვებოდა, როგორ პატიოსნად მიჰქონდათ მოვალეობის პირნათლად შესრულების მუხტით დატენილ პოლიციელებს ბედნიერ მოქალაქეებთან საჯარიმო ტალონები რუსულ-ქართული 5-დღიანი ომის დღეებში? ან, როცა იგივე ზღულაძის ბანოვანი გვაწყნარებდა, ნუ გეშინით, ტანკმა ორჭოსანთან გადაუხვიაო, არ გინდოდათ, ”ალილუია, ალილუია!” გეძახათ?

და რა – იმედით დატენილი ხუჭუჭთმიანი კეთილმოუბარი შოთა უტიაშვილი განა ცუდი აბატი ”პრავო” იქნებოდა? როგორ პათეტიურად წაიკითხავდა ქადაგებას ოპოზიციონერობის დამღუპველ სამსალაზე და რეზინის და პლასტიკური ტყვიის მოხვედრის და სულისგადამრჩენელი  სიბრმავის ამამაღლებელ და განმწმენდელ თვისებებზე?!

”ნეტავ რა უნდა ბენს? [სეთურს]?

რა ენატრება ბენს? [სეთურს]?

რა და – ლამაზი [რწმენა] ენატრება ბენს[სეთურს]!”

 

”მამამან ჩუენმან, მომძღვნელმან პურისა ჩუენისა, რომელ არს მიშიკო, ვანიკო, გიგილო, ზურიკო, გიგა, გივი, პალიკო და ვერონიკა, იცოცხლონ მარად…”

პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ!

უფალო, შეგვიწყალენ!

 

გაკვეთილი VII:  კუზიანს სამარე გაასწორებს, კუზიანებსსასაფლაო (სიმონ დოლიძე)

მესაფლავე ჯერ არ ჩანს?.. ეგ არაფერი… როცა მომენტი დგება, მესაფლავეც დროულად მოდის…

რაც მთავარია, რატომღაც მგონია, რომ იმის მიუხედავად, დაიბარებს თუ არა, დიდი აღმაშენებელის მსგავსად,  გრძელი დაღმაშენებელი – ანდერძად, ქართველები მის საფლავს არც მისვლას დააკლებენ და არც გულზე ფეხის დადგმას… სხვა ქმედებებზე რომ არაფერი ვთქვათ…

უბედურება იმაშია, რომ მიშას გამარჯვებაც და მიშას დამარცხებაც უკვე ძალიან ნაკლები შანსია, ისე მოხდეს, რომ ამან საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ 20 წლით უკან არ დააბრუნოს ისტორიის ქარტეხილების ხელახლა გასავლელად. ერთადერთი, რატომაც მგონია, რომ მაინც აჯობებს ეს მიშას და ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ მოხდეს, ისაა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია, რაც აქ დარჩება, უკვე ისეთივე ”საქართველო”, იყოს, როგორც სინგაპური არის მკვიდრ მალაელთა ”სამშობლო”!  :((

Advertisements

როგორ გავუშვათ ხელისუფლება-5


ჩვენი საშველი არ იქნება, სანამ პრიორიტეტებს არ დავალაგებთ.

დაგიჩემებიათ – ”ახალი ოპოზიცია გვინდა, ახალი სახეები”!!!

ვინ შობს ამ ახალ ოპოზიციას? ან ანსამბლი ”სახე” ხომ არ მოგვეყვანა?

ვინმე გინახავთ ამ ბოლო დროს პოლიტიკურად ორსული?? ასე, – მე-7 თვეში?? და თან რომ ეტყობა – ტილ ულენშპიგელი, განდი და ჩე გევარა ერთად რომ ჰყავს იქ, კედელზე ფეხებმოჭერილი?

კიდეც რომ მოხდეს სასწაული და როგორც ლიბიელებმა (თფუი ეშმაკს) – ვიომეთ, როგორ გგონიათ, მერე ამ ქვეყანას ვინ ჩაიბარებს სამართავად?

ნგრევა რომ შეუძლია, ის ხალხი რომ შენებაში არ ვარგა, ესეც ხომ ვიცით (1990-91-დან)…

მოკლედ მე ჩემი მითქვამს:

1.მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმი (და არა მარტო მიშა!!!) უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას! სასამართლოთი – კარგი იქნება! (ზესტაფონი იქნებოდა კარგი ნიურნბერგი!), მაგრამ მე პირადად მაგათ გაქცევაზეც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუ ეს უსისხლოდ მოხდება! თორემ ახლა რომ ლიბიაში ვინმემ კადაფის ცოცხლად გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს, იმას ალბათ პირველს დაკიდებენ, (კადაფი ჯერ კიდევ მაგრადაა)…

2. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადაგდება უნდა მოხდეს იმ ოპოზიციით, რაც არის და იმ ხალხით, რაც ვართ! წერტ. (უ-ს გარეშე:)

3. ამ ამოცანისათვის ოპოზიციის ორმა ფრთამ – სააარჩევნომ და საპროტესტომ უნდა იმოქმედონ კოორდინირებულად (!!!). საპროტესტო მართავს გაშლილ პროტესტებს მთელს ქვეყანაში და კედელთან აყუდებს მთავრობას, ხოლო საარჩევნო უძახის მთავრობას, – დამმორჩილდი, თუ არ გინდა მაგნებმა მიგქისტონ, მოდი აგერ და მოაწერე ხელი, რომ წესიერ არჩევნებზე წამოხვალო!

4. ხალხი აირჩევს იმას, ვინც ბოლომდე და პატიოსნად შეასრულებს თავის ამოცანას, მაგრამ უფრო მეტად ალბათ იმას, ვისი გზითაც მოგვშორდება ეს რეჟიმი. ყველა ვარიანტში, მეორე ფრთაც მოგებული იქნება, რადგან ხალხი და ქვეყანა გადარჩება და ისინიც შეძლებენ ამ ნორმალური გარემოს და ნორმალური სასამართლოს, მედიის და ბიზნესის პირობებში ნორმალურად არსებობას და განვითარებას. მეტიც, თუ დამიჯერებთ, დიდი შანსია, რომ უფრო იმას გაუმართლოს ვინც ჯგუფში მეორე ადგილზე გავა… გამგები გაიგებს, რატომაც 🙂
5. იმისთვის, რომ ნორმალურად მივიდეთ გამარჯვებამდე, რამდენიმე პირობაა აუცილებლად შესასრულებელი:
ა) არცერთი ფრთა მეორის მეთოდებზე არ იძახის – ”მიუღებელია!” ”გამყიდველები” და ა.შ.
ბ) უნდა მოხდეს შეთანხმება იმაზე, რა პირობებში შეიძლება, რომ საარჩევნო ფრთა შეუერთდეს საპროტესტოს, და – პირიქით!

გ) უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი მცდელობა, რომ პროცესებში იქნა შემოყვანილი რუსეთი! ის პოლიტიკოსები, ვინც რუსული კარტის გათამაშებას ცდილობენ და რუსეთის მმართველ პირებთან თანამშრომლობენ, ალბათ, უნდა გამოირიცხონ ერთიანი საპროტესტო პროცესებიდან, დროებით (არჩევნების ჩატარებამდე) მაინც, ისევე როგორც ის პირები და პარტუკანები, რომელთა პროსახელისუფლებო ბუნება აშკარაა (მაგალითად, მაია ორჯონიკიძე რომ ჰყავს პარტიის სახედ – მიშას მთავარი ნამუსმომხცავი!).
თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ დამარცხების რეალური საფრთხის დამნახავი ხელისუფლება წავა, ამ, თითქოსდა წარმოუდგენელ, გარიგებაზე და სულაც მოიპატიჟებს რუსებს თბილისში, ხოლო თავად კი ”დევნილობაში მთავრობის” სტატუსით დაკმაყოფილდება, სადმე ლონდონში, ან სულაც ბებიას საყვარელ დუბაიში! ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ყოველი ქართველის სიცოცხლის ლაიტმოტივი უნდა გახდეს ასეთი რენეგატი ხელისუფლების წევრების მონახვა, მართლმსაჯულებამდე მიყვანა და აღსრულება.

დ) ოპოზიციის ნებისმიერი მხარე უნდა აცნობიერებდეს, რომ ნებისმიერი კულუარული გარიგებები ხელისუფლებასთან ზუსტად იგივე შედეგის მომტანი იქნება ქართველი ხალხის მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაში, როგორც პუნქტ 5გ-ში არის აღწერილი.

ე) უნდა მოხდეს აღნიშნული პოზიციის თანმიმდევრულად და კატეგორიულად გაცხადება უცხოური ორგანიზაციების, დიპკორპუსის და საერთაშორისო მედია საშუალებების მიმართ.

ბიომეტრიული პასპორტები საშუალებას მოგვცემს ამოვაგდოთ ყალბი და გაბერილი სიებიდან ასეულ ათასობით უცხოეთში მყოფი და მკვდარი სული.
გარდა ამისა, ვინც ხმას მისცემს, მისცემს მხოლოდ ერთხელ – თავის უბანზე. ეს ორმაგად მომკავდინებელი დარტყმა იქნება ნაციონალურ მოძრაობისათვის – ჯერ ერთი ისინი დაკარგავენ ძალიან დიდი ოდენობით ვირტუალურ ხმებს. და თანაც გამოაშკარავდება, რომ ქვეყანაში ამომრჩეველი არ არის 3.7 მილიონი! არამედ მხოლოდ 2,7 მილიონია, უკეთეს შემთხვევაში!
ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა არის შემდეგი:

1) არავითარ შემთხვევაში არ დახარჯონ საბიუჯეტო ფული ბიომეტრიულ პასპორტებზე.
მათ უნდათ ხალხს გადაახდევინონ ის 20-25 ლარი ბიომეტრიულ პასპორტზე და ასტეხონ ხმაური, რომ ოპოზიციამ წაართვა ხალხს ეს ფული!
ეს უსინდისოთა კასტა, რომელიც უკვე 8 წელია ყოველ წელს მილიარდობით ფულს იდებს ჯიბეში ხალხის გადასახადებიდან და ხალხის სახელით აღებული კრედიტებიდან, ახლა წუწურაქობს 60 მილიონ დოლარზე!

2) ისინი ეცდებიან თავად იგდონ ხელში უცხოურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების ბერკეტები და იმდენად უხეიროდ წარმართონ ეს მოლაპარაკებები, რომ უცხოურმა ორგანიზაციებმა უარი თქვან ბიომეტრიული პასპორტიზაციის დაფინანსებაზე. წესით, ეს ასე არც უნდა მოხდეს და ამ მოლაპარაკებებში სწორედაც რომ ოპოზიციური რვიანის მონაწილეები უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული.

3) ნაცმოძრაობის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა არის რეგიონები!. თბილისში მათ შეიძლება დათმონ ბიომეტრიული პასპორტების საკითხში, რათა უცხოეთთან საჩვენებელი და სათქმელი ჰქონდეთ – ხომ ხედავთ, როგორი კონსტრუქციულები ვართო! ბოლო არჩევნების შემდეგ ნაცმოძრაობა იმის იმედად არის, რომ ისევ ძალიან აქტიურად დააშინებებ და სახლებში დარჩენას აიძულებენ ოპოზიციის მომხრეებს, ხოლო საკუთარ მომხრეებს, პირიქით — ფულის, ნარკოტიკების, შაქრის და დაპირებების დარიგებით მაქსიმალურად მობილიზაციას გაუწევენ.

4) სამაგიეროდ, ისინი ეცდებიან, თბილისში შემცირებული მკვდარი სულები რაიონებში ამოქაჩონ და მერე თავი იმართლონ, დედაქლაქში მართლა ”შემცირებულა” ამომრჩეველი, სამაგიეროდ – რაიონებში წასულა მილიონამდე კაციო! D:D:D. ალბათ სააკაშვილის სოფლის მეურნეობისაკენ მოწოდებას მიაწერენ ამ ძირეულ გარდატეხას!

ძნელია, ყველაფერს მიხვდე, რასაც მიხეილ მაჭავარიანის, ხათუნა გოგორიშვილის და პავლე კუბლაშვილის გამყალბებელი ტვინები მოხარშავს, მაგრამ 8 წელი ცოტა დრო არაა, რომ უკვე მივხვდეთ მათ ზოგიერთ შესაძლო ნაბიჯს მაინც!


როგორ შევცვალოთ ხელისუფლება-4 (პასუხის პასუხი ია ანთაძეს :)))


ია, დიდი მადლობა პასუხისათვის. ახლა შევეცდები, გიპასუხოთ. (სამწუხაროდ, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჩემი ჰობი არაა და ამიტომ ისევ ახალი ნოუთის დაწერა მომიწია)

ქვეყანას დღეს მომავალი პოტენციური პირველი პირი არ ჰყავს. და მაინც ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო მზადაა პოლიტიკურად სერიოზული ცვლელებებისათვის, ვიდრე ეგვიპტე, ტუნისი და ლიბია. სადაც ოპოზიცია, თუნდაც თორთლაძის დონეზე, აღარაფერს ვამბობ თარგამაძეზე – პარლამენტში არ იყო და სადაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ან ციხეში იყო, ან – ემიგრაციაში.

სააკაშვილის პრობლემა არის ის, რომ განსხვავებით ალიევისაგან, ის პოლიტიკურ სტაბილურობასაც ვერ უზრუნველყოფს.

1) დამთავრდა მისი 4,5 მილიარდიანი კრედიტ-გრანტი და ამის მერე უკვე წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე მხოლოდ ვალის მომსახურების პროცენტი იქნება გადასახდელი. ამას ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ აიტანს.

2) არავითარი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არ არსებობს. და მოდით, სახეში შევხედოთ ფაქტს, რომ სანამ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც რუსეთი ოფიციალურად მაინც ნომერ პირველ მტრად აღიქვამს, აქ გიჟის მეტი სერიოზულ ინვესტიციას არ ჩადებს.ხოლო ქართველი ბიზნესმენები კარგად გრძნობენ, რომ სადაც არა სჯობს (ატყავებენ!), გაცლა სჯობს!

3) მალე სააკაშვილს მოუწევს პოლიციის შემცირებაზე წასვლა, რამდენადაც, პოლიციის ხელფასები თვიურად, სულ მცირე, 30 მილიონი ლარია. უკვე ძალიან მალე დაიწყება სახელმწიფო დაცვის კადრების შემცირებაც. ეს კი ისეთ პროცესებს გამოიწვევს პოლიციაში, რომლის პროგნოზირება ადვილია, მასშტაბის გათვლა კი – ძნელი. ის პოლიციელები, რომლებიც გუშინ ვეტერანებს ურტყამდნენ, ხვალ თავად აღმოჩნდებიან უმუშევრების როლში.

4) ამას ემატება ის, რომ სულ უფრო მეტი მაღალი რანგის პირი ”მოუტყდება” მიშას.

ნაცმოძრაობა ჯერ ახერხებს საიდუმლოდ შეინახოს გელა ბეჟუაშვილის ფაქტიურად გაქცევა ქვეყნიდან და ისიც, რომ ბეჟუაშვილმა საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სახ. დეპარტამენტს იმ მოსალდონელ ახალ ავანტიურებზე, რასაც სააკაშვილი გამუდმებით ხლართავს. მოსალოდნელია, რომ მალე კიდევ 2-3 ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანი დატოვებს სააკაშვილის გუნდს.

რა თქმა უნდა, რეჟიმი შეეცდება, რომ გაბითურებული აკელა შეცვალოს და ახალი პრინცი მოიყვანოს. ყველაზე სავარაუდოდ, – გიგა ბოკერია, რომელსაც დღემდე უცხოეთში ნიჭიერი პრაგმატიკოსის რეპუტაცია აქვს. არაა გამორიცხული – ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ქვეყანაში ეფექტური მენეჯერის იმიჯი აქვს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ერთს და არც მეორეს დასავლეთი ახალ მასშტაბურ ინვესტიციებს არ მისცემს, ხოლო ქართული საზოგადოება და ბიზნესი კი არ მოტყუვდება, რომ ასეთი როქირება სინამდვილეში არის მიშას რეჟიმის შენარჩუნება მიშას ჩრდილში მოსვენებით და არავითარი შიდა სტაბილიზაცია და ბიზნესის აქტივაცია ამას არ მოჰყვება.

ამიტომ საკითხი ძირითადად ასე დგას – რეჟიმის წევრებს უნდათ შეინარჩუნონ ის აურაცხელი სიმდიდრე, რაც დააგროვეს და მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები. ამის შანსი არის მაშინ, თუ ისინი წავლენ სერიოზულ დათმობებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და იმდენად ტრანსპარენტულს გახდიან პროცესს, რომ შესაძლებელი გახდება სულ ცოტა საპარლამენტო არჩევნებში მათი დამარცხების გაფორმება. მაგრამ უცნაური ლაფსუსია ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მათ თავად მოიჭრეს ეს გზა, როცა შეიძლებოდა ქვყნის მთავარი მმართველი – პრეზიდენტი 2013-მდე ყოფილიყო ნაციონალი, ხოლო პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას არ ექნებოდა ფორმალური უმრავლესობა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ფრაქცია და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე ეთამაშა თავისი პოლიტიკური ინტერესების გატანაში. ამჟამად შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის პირველი პირი – პრემიერ მინისტრი – სწორედაც რომ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ვარიანტზე ალასანიას და ბოკერიას შეთანხმება რეალურია და დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს (ალასანია), ახალ მემარჯვენეებს, ქდმ-ს და ფორუმს საკმაოდ კარგი შანსები ექნებათ, რომ ჯამურად 50-60%-იც კი აიღონ.  

მაგრამ თავად ნაციონალურ მოძრაობაში ასეთ მიმართულებას მომხრეები უფრო ნაკლები ეყოლება, ვიდრე – მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეები იქნებიან ისინიც, ვისაც კრიმინალური გზებით ურიცხვი ქონება აქვს დაგროვებული. და აქ, პირველ რიგში, სწორედ ბოკერიას ერთ-ერთი პოტენციური სპონსორი – კეზერაშვილი იგულისხმება. წინააღმდეგი იქნებიან ასევე ისინიც, ვინც ასეთ განაწილებაში საპარლამენტო სკამს დაკარგავს – წიკლაურები, ოჩიაურები, მალაშხიები და სხვა წვრილფეხობა, რომელთა ინტელექტუალური რესურსი ვერაფრით ახლოს მოვა მათ მყვირალა ურაპატრიოტობანასთან… თუმცა მათი ხმა მაინცდამინც არც ჩაითვლება მოსასმენად. მთავარი მაინც ისაა, რომ მერაბიშვილი გაცილებით მონდომებული იქნება, რომ საქმე ქუჩის აქციებისკენ წაიყვანოს. და შემდეგ ამ აქციების რუსეთთან კავშირის საბაბით მოახერხოს ოპოზიციის ნაწილის სერიოზული ნეიტრალიზაცია (90 დღე ციხეში მოთავსებით)

მაგრამ აი, აქ შემოდის მუბარაქის ფაქტორი!

ის რაც წარმოუდგენელი ჩანდა გუშინ, შეიძლება მოხდეს დღეს!

1. ფაქტია, რომ მერაბიშვილს ხალხის დახოცვას არავინ აპატიებს და იგი მაშინვე გაიზიარებს კადაფის ბედს, ხოლო რეზინის ჯოხების გამოყენება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ ისევ 100,000 კაცი გამოვა, თანაც განწყობილი ისე,რომ ფოთლების ჩამოვარდნა აღარ ჩაითვლება ჯოჯოხეთში მოხვედრის საფუძვლად, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურ ჯოჯოხეთს სწორედ ეს რეჟიმი გვიმზადებს!

2. მეორე მნიშვნელოვანი,რაც არაბულ რევოლუციებს თან ახლდა, არის ის, რომ მათ აშკარად დაგვანახეს – რევოლუციის წარმატებისთვის აუცილებელია პროტესტის გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. როცა მთავრობას აღარ შეუძლია სერიოზული ძალების აქეთ-იქეთ გადასროლა. ამ მხრივ, ქართული პარტიის სერიოზული რეგიონალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი საპროტესტო მოძრაობის წარმატებისათვის.

3. დაბოლოს, არაბულმა რევოლუციებმა დაგვანახეს, რომ რაც არ უნდა ხმამაღლა იყვირონ დიქტატორებმა იმაზე, რომ მათი შეცვლის მერე ქვეყანა დაინგრევა და მითიურ-რეალური საფრთხე ამოხეთქავს, ამან არ აიძულა დასავლეთის ლიდერები, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ. ჰოდა, თუ მუბარაქსა და კადაფის,მათ  შემდეგ  რეგიონის პოტენციური ფანატიური ისლამიზაციის შიშითაც კი არ დაუჭირეს მხარი, ვითომ მიშას ყვირილი – ”რუსი მოდის! რუსი მოდის!” აიძულებს ამერიკელებს, რომ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ?

ამიტომ მგონია, რომ  მალე გამოჩნდება, რომ სააკაშვილის რეჟიმი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც თითქოს ურყევი იყო, სინამდვილეში, თიხის ფეხებზე დგას. თუ საბჭოთა კავშირი 2 წელიწადში დაიშალა, სააკაშვილის ”ერთი უკვდავი პარტიის” დაშლას მაქსიმუმ 2 კვარტალი დასჭირდეს.

იმედია, რომ ოპოზიცია მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფის ნაცვლად სწორედ ისე მოახდენს თავისი ნაბიჯების კოორდინაციას, როგორც ჩვენ ყველას დიდი ხანია გვსურს, რომ მოახდინონ.

თუ არადა, სამუდამოდ მართლა წავლენ ისტორიის სანაგვეზე – მიშასთან ერთად… და  ვაითუ – საქართველოსთან ერთად !

 ===========================

ია ანთაძე: დაგვიანებული პასუხი სოლომონს

Feb 27, 16:27

პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო, რომ ჩემს ბლოგს სერიოზული კომენტარით გამოეხმაურეთ. ამგვარი დისკუსია სასარგებლოა საზოგადოებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ბლოგისთვის.

რაც შეეხება საკითხს – ხელისუფლების შეცვლის ჰიბრიდულ მეთოდოლოგიას (ანუ პარალელურ შეტევას ორ ფრონტზე). თქვენ ბრძანებთ, რომ ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა ხელისუფლებასთან დიალოგის გზით უნდა ცადოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სხვა საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა; ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილმა უნდა ცადოს ხალხის მობილიზება საპროტესტო გამოსვლებისთვის. გზადაგზა გაირკვევა, რომელი ძალა, რომელი მიმართულება უფრო ქმედუნარიანია და ხალხიც მას გაჰყვება.

თუ გულისხმობთ, რომ ოპოზიციის ორივე ნაწილმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს, ჩემი აზრით, ეს ამჯერად შეუძლებელია. პოლიტიკაში ტაქტიკურ შეთანხმებებს წინ უსწრებს ერთი სტრატეგიული შეთანხმება – ვინ იქნება პრეზიდენტი (პრემიერმინისტრი). თანამშრომლობის ბევრი მცდელობა სწორედ იმის გამო ჩაშლილა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ამ ერთ – სტრატეგიულ – საკითხზე ვერ შეთანხმებულა. კოორდინირებული ქმედება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ძალთა სამომავალო ბალანსი პროცესის მონაწილე ყველა გუნდისთვის მისაღებია (თუნდაც, ბალანსი რომელიმე ეტაპზე).

დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ მოხერხდა შეთანხმება ამ სამომავლო ბალანსთან დაკავშირებით. ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი? ბურჯანაძე? ალასანია? სუბარი? უსუფაშვილი? გამყრელიძე? გვარების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. მართალია, პოლიტიკოსები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ჯერ სააკაშვილია მოსაშორებელი და შემდეგ, არჩევნებზე უნდა გაირკვეს, ვინ დაიკავებს ქვეყნის ამა თუ იმ პოსტს, მაგრამ ეს განმარტება გულუბრყვილო მოქალაქეებისთვის კეთდება. შედარებით გამოცდილება კი იციან, რომ სანამ პოლიტიკური ლიდერები მთავარზე არ შეთანხმებიან, კოორდინირებულ მოძრაობას არ/ვერ დაიწყებენ.

საკითხავია, ბოლო წლების განმავლობაში, როდის ხერხდებოდა ოპოზიციის დიდი ნაწილის გაერთიანება? ასეთი რამ მოხდა ერთხელ ასლან აბაშიძის ირგვლივ (1998–1999 წლებში) და მეორედ ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ – 2007–2008 წლებში. სწორედ ეს ორი ადამიანი აღმოჩნდა მაკოორდინირებელი ფიგურა, რაც მთლიანად განაპირობა მათმა რესურსმა (ავტორიტეტი, ფული, მათ უკან მდგომი ძალების პოლიტიკური ნება). სიცოცხლისუნარიანი კი არც ერთი გაერთიანება აღმოჩნდა და არც მეორე, რადგან ორივე ხელოვნურად იყო შეკოწიწებული და ხელისუფლების მხრიდან წნეხს ვერ გაუძლო.

დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ არის ვინმე, ვისაც მაკოორდინირებელი რესურსი აღმოაჩნდებოდა – ან ავტორიტეტი, ან ფული, ან მის უკან მდგომი ძალების პოლიტიკური ნება, ან (მით უმეტეს) ყველაფერი ერთად. ამიტომაც ამბობენ ოპოზიციური ლიდერები გულწრფელად, რომ საზოგადოება აღარ უნდა ელოდოს მათ თავმოყრას რაიმე საერთო კოალიციაში. სინამდვილეში, ასეთი კოალიცია შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვა ახალი ფიგურა, საგანგებოდ ძლიერი რესურსით (მაგალითად, ლევან ვასაძე ან ვინმე სხვა, მისი მსგავსი). მე მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამოვრიცხავ. თუმცა, დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდება ახალი მაკოორდინირებელი ფიგურა, რჩება დიდი ალბათობა, რომ მოხდება სხვა რამ, რის შესახებაც ჩემს მოსაზრებას მორიგ ბლოგში დავწერ.

სულ ეს იყო, რაც ამჯერად თქვენი კომენტარის პასუხად მინდოდა, მეთქვა.


პი(ა)რ(ბოზობა) (სი)ჩუმის ჟამს


(პიესა 5 მოქმედებად და ეპილოგით)

მოქმედება I

კანცლერის შუშის სასახლე, სპექტრის სხივებით გაცისარტყლებული.

შემოდის ვანო, ხელში „ჰამლეტის“ ტომით, უკან კუდ-ი მოსთრევს. ვანო კითხულობს:

„ტობე ორ ნოტ ტობე?“ – რაა მაინც, ეს დალოცვილი შექსპირის ენა, უდეურს კი არ ჰგავს, უდღეურს…

–         რაღაც დალპა ამ სამეფოში (მეფე-მზის სურათს უყურებს). ასიანი, დალპა… მოცურავე და თევზი თავიდან ლპება. მაგრამ მგონი,  კუდიც დალპა. ერთი მარტივი დავალება მივეცი და ორი დღეა ვერ გამოწურეს წვენი…

შემოდის კუდის პოლკოვნიკი, შეცბუნებულ-მოზეიმე.

ვანო ინტერესით უცქერს და  სარდონიკული ღიმილით ეკითხება

–         დარბაისელი ხალხი მოგიყვანეთ, ბატონო ვანო!.. ერთი გრუზავიკი.

–         დარბაისელები ხომ უკვე გავარასხოდეთ, დოქსოპულო. ახლა სუბარული დუჟინა მინდოდა.

–         გრანდისიმო, ცოტა მეტი დრო გვჭირდება… ვაწებებთ ფოტოშოპს და აუდიოს ვადებთ. ვწვალობთ… სადაა ძველებური „პრიზნანიე – ცარიცა დაკაზატელსტვ!“?  სულ 373 ლარია „ლევი“ იმ ფირმაში ჯერ მონახული. ნოლებს ვეძებთ. უნდა მოვძებნოთ!

–         არამცთუ ნოლები, შავი კატაც უნდა მოვძებნოთ ბნელ ოთახში! მაშინაც კი, როცა ის იქ არ არის!

–         ეგრეც იქნება, რამდენიმე ათეულ მილიონამდე ავალთ, ჩვენი ნება არაა?! მაგრამ ადვოკატი და ოჯახის წევრები შეხვედრას ითხოვენ…

–         არავითარი! ხომ იცი აცილების ფორმულა?

–         „გადაგზავნილია არამცთუ შეხვედრის, არამედ მიმოწერის უფლების გარეშე!“

–         კარგია. ეპიზოდებს როცა შეთხზავთ, თან დაანაწევრეთ. ერთი ეპიზოდი 6 წელია, 5 კი – 30 წელი გამოვა. დიდება პითაგორას!

–         დღეგრძელი იყავი – დიდო მარშალო, დამშვიდების ნავთსაყუდარო და უცხოელ მეფეთა სანატრელო!

–         დოქსოპულო, შენ დედა გყავს?

–         ოთხი. ძალიან მიყვარან!

–         გასაგებია. წადი და თუ ფულები დაგჭირდა, საბნის ქვეშ ერთი ათი მილიონი ამოსადებად, მითხარი და უჯრიდან მოგცემ. გუშინ შემოგვივიდა სწორედ მექსიკიდან… და თუ ფულების ამბავი არ გამოვიდა, ხომ იცით, გვირაბი ყოველთვის არსებობს. ბომბეიდან – ლონდონამდე! მთავარია, გახსოვდეს, რომ…

–         „ყოველ სამ კაცში ოთხი მტერია!!!“ გრანდისიმოჰალე!

–         მალადეც! აჩუ!

 

ქორო: (შთაგ-მონებული იერით, მცურავის პორტრეტს მიჩერებული)

„…და ჩვენი ქვეყანა არის ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე ინვესტორმიმზიდველი, ყველაზე განათებული, ანუ ყველაზე განათლებული, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ნატოური, ყველაზე ევროპული და ყველაზე სინგაპურული, ყველაზე მცურავპრეზიდენტიანი, ყველაზე სწრაფსარდლიანი, ყველაზე ღიმილსპიკერიანი, ყველაზე კუზხერხემლიანი, ყველაზე ქოჩორგილაურიანი, ყველაზე კუბლა-სამართლიანი, ყველაზე „იმედიანი“ და ყველაზე ლიდერ-შიპიანი! ყველაზე ურნალისტებიანი და ყველაზე ახვრულპარლამენტიანი…

ჰაა-ლი-ლუიააა! ჰაა-ლი-ლუიააა! გიიიგი-წერეთ-ლუ-იააა! წერეთ-ლუ-იააა…“

——————————-

მოქმედება II

ცის-ტატა (მოზეიმედგანცვიფრებული ტონით, სირ-ბემოლ-მაჟორულად):

„ახალი წლიდან ყველა ოჯახში კომუნალური გადასახადები გაერთიანებული ქვითრით მივა და ერთერთის არგადახდის ან ვერგადახდის შემთხვევაში დანარჩენი მომსახურებაც შეუწყდებათ.

როდესაც ადამიანი რაღაც მიზეზებით რომელიმე კომუნალურ გადასახდს ვერ იხდის, გასაგებია, რომ მას ეს მომსახურება შეუწყდება.

 

დავარდნილი შუქურა:

–         რატომაც არა?! რატომაც არა?!

–         აბა, ვერ ვაიძულეთ ეს ბრბო, რომ ფული იხადონ. სახელმწიფოს ფული უნდა! ჩვენ, პარტიას „ქართველი ხალხი“ – გვინდა ფული. „ფული, ბაბა! ბევრი ფული, ბაბა!“ ფულია საჭირო პოლიციის შესანახად. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს 10-10 პოლიციელი იცავდეს! ფულია საჭირო თითოეულ ურნალისტზე! ჩვენ ხომ გვინდა, რომ ურნალისტები „რედისონებში“ მრავლდებოდნენ! „რედისონი“ კი ბევრი ფული ღირს! ასევე ბევრი ფული ღირს თავნაცემინები მინისტრის ბლანჟეიანი მოადგილე ექს-ურნალისტები. და პარლამენტარები?? თქვენ იცით, გია თორთლაძეს რამდენი კრედიტი ჰქონდა და რამდენი პროცენტი უნდა იხადოს თქვენი დამპალი დენ-წყალ-გაზ-უნიტაზიდან შეგროვილი ლარებით???

–         მოინდომეთ, გამორთეთ შუქი, მოაგროვეთ წვიმის წყალი, დაწექით ოჯახურად ერთსაბნისქვეშ და გადარჩებით! ვინც ვერ გადარჩება, მათთვის აგერ ვამარტივებთ ევროკავშირში წასასვლელ ვიზებს! ვინც ევროკავშირს ვერ შეწვდებით, მონღოლეთი და კონგო უვიზოდ მიგიღებთ!

–         წააა-დიიით! წააა-დიიით!  ბევრი ადგილი უნდა გავანთავისუფლოთ! ბურები მოდიან! ზანგები მოდიან (აბა, ჩვენი ზანგობა არ გინდოდათ)! ჩინელები მოდიან! ესკიმოსები მოდიან! ზანგები – ვაკეში (მერე ვნახავ, ვინ აირჩევს გამყრელიძეს), ესკიმოსები – ყაზბეგში! (მერე ვნახავ ნათელაშვილის გრენლანდიურს), ჩინელები – გურიაში, რომ ჩინური ჩამოასხან! ბურები – კახეთში, რომ საფერავის დაწურვა ასწავლონ. 300,000 ბური რომ ჩამოვა, მერე ვნახოთ, როგორ ბურავენ ოპოზიციას!

 

—————————

ცის-ტატა:

„Greenberg-Quinlan-Rosner-ის ყვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67% მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისკურსს ემხრობა. ამასთანავე, გამოკითხულთა 62% ოპოზიციის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.“

 

ჩარეცხილების ვაება:

სად იზრდებიან ასეთი „გამოკითხულები“? რომელ ნეშომპალიან ნიადაგზე? რა ნაკელით არიან მოსუქებულები? როგორ იგეგმება და ვისი ჯიბიდან ფინანსდება ასეთი გამოკვლევებული ყვლევები?

 

გიგი-LOO:

“მერიის პატრიოტული ბიუჯეტიდან – მამაი ენაცვალოს ავსტრიაში დაბადებულ ტახტის მემკვიდრეს!”

 

——————————-

ცის-ტატა:

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI- კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა
87%
ქართულ ჯარს ენდობა; პოლიციას – 84%; პრეზიდენტის ოფისს – 65%; ქართულ მედიას – 64%; მინისტრთა კაბინეტს – 62%; პარლამენტს – 65%, განათლების სისტემას – 52 %, სასამართლოს – 49%.

რესპონდენტები საუკეთესო მმართველად მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ.
კვლევების მიხედვით, კითხვაზე, ვის შეუძლია საუკეთესოდ მართოს ქვეყანა რუსული აგრესიის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 46%-მა დაასახელა; გიორგი თარგამაძე – 6%-მა; შალვა ნათელაშვილი – 4%-მა; ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი 3-3 %-მა; ნინო ბურჯანაძე – 2 %-მა; ზურაბ ნოღაიდელი – 1 %-მა;
12%-
კი მიაჩნია, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ამას ვერ შეძლებს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას 77 პროცენტი დადებითად აფასებს, 18 პროცენტიუარყოფითად.
რაც შეხება მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ქვეყნის მართვას, 52% მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში საუკეთესო მმართველი მიხეილ სააკაშვილია, გიორგი თარგამაძე 6%-მა დაასახელა, 3%-მა შალვა ნათელაშვილი მიიჩნია ამ ვითარებაში ქვეყნის კარგად მართვის უნარის მქონედ, 2 %-მა ირაკლი ალასანია მიიჩნია, 1%-მა კი ირაკლი ოქრუაშვილი, 0,3% – მა ზურაბ ნოღაიდელი. 10% –ის აზრით, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის ნდობა არ აქვს.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 32% სრულად უჭერს მხარს . ამავე კვლევის მიხედვით, სააკაშვილის გაპრემიერებას ნაწილობრივ მხარს უჭერს რესპონდენტთა 24%.
სააკაშვილის გაპრემიერება ნაწილობრივ მიუღებელია 7 პროცენტისთვის, კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 22%; კითხვაზე პასუხი არ აქვს 15%-.

კვლევის შედეგების მიხედვით, უმუშევრობის პრობლემას ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს. მას გამოკითხულთა 51 % ენდობა .
რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, აღნიშნულ კითხვაზე რეიტინგი შემდეგნაირად გადანაწილდა: გიორგი თარგამაძე 7%; შალვა ნათელაშვილი 5%; ირაკლი ალასანია 2%.
ამავე კვლევების მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს.
საქართველოს პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების თვალსაზრისით გამოკითხულთა 49% ენდობა.
გიორგი თარგამაძეს გამოკითხულთა 5% აქვს; შალვა ნათელაშვილს – 3%; ირაკლი ოქრუაშვილს – 3%; ირაკლი ალასანიას – 2%.

პოლიტიკურ პარტიების რეიტინგშინაციონალური მოძრაობალიდერობს. კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტიო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 42%-მანაციონალური მოძრაობადაასახელა .
გამოკითხულთა 13% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, კითხვაზე პასუხი არ აქვს 23%-.
ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიაზე ხმების 22% შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქრისტიანდემოკრატები” 11%; “ლეიბორისტული პარტია“4%; ირაკლი ალასანიასთავისუფალი დემოკრატები” 1%; ირაკლი ოქუაშვილისქართულმა პარტიამ“, “ეროვნულდემოკრატიულმა პარტიამ“, იგორ გიორგაძის პოლიტიკურმა მოძრაობამ დამრეწველებმა“, გამოკითხვის მიხედვით, 1%-ზე ნაკლები ხმები დააგროვეს.

 

ლტოლვილები, ქუჩაში მოვაჭრეები, მასწავლებლები, ექიმები, მეცნიერები, გლეხები, მუშები, სამსახურებიდან დათხოვნილები, პენსიონერები, ინვალიდები, უმუშევრები, უმწეონი, მიუსაფარნი, უდედმამონი, ნარკოდამოკიდებულები, მრავალშვილიანი დედები, გაფოცხ(ო)ილი ლტოლვილები, დახმარებაშეწყვეტილი ხალხი –  პირგამშრალი, გაშტერებულნი, დაბნეულნი, გამეხებულნი, ენაჩავარდნილნი…

–         ვინ თქვა ეს?? აი – რაია???

 

მწვანერეიტუზიანი შუქურა:

–         რატომაც არა!? რატომაც არა?! ისე, კი გამოიცანით! სწორედაც რომ „აირაია“ – IRI!

–         კი, აი-რაიმ თქვა ეს! აბა, რა გეგონათ? ვინ მოგვერევა მე და აირაიას?

–         გრინბერგის უნამუსო  დედა რა ვთქვი მე! მუდმივი კლიენტები ვართ მე და გიგილო და სულ რაღაც 7%-იანი ლიდერობა მომანიჭეს! გეგონება, ცოტა ვაჭამე!

–         7% მეყოფა მე, 7-დან 6.5 კაცის სიძულვილი რომ გადავფარო? 7% რაა 3 კილომეტრის გადამცურავი აღმაშენებლისთვის?

–         ვენაცვალე აირაის! ვენაცვალე მაკკეინს! ვენაცვალე  ჩვენს მყვლეფავ მყვლევარებს! თქვენ ხომ არ გგონიათ, ამერიკელები მოახერხებდნენ ერთ კვირაში (!) 7%-იანი ნაპრალის 60%-იან კანიონად ქცევას? საყურეებიანი ლევანას ცოლი, კიკინებიანი გოჩაიე ცქიტიშვილი და მათი კანტორები მყავდეს კარგად და ხალხის სიყვარულს ცვეტში დავხატავ!

–         აბა რა გეგონათ, ჩარეცხილებო?! თქვენ რომ ბაზრობებში დარბიხართ, ნახმარ წიგნებს ქექავთ თქვენი ბავშვებისათვის, „კათარზისში“ ელოდებით ბორშჩის რიგს, ამაოდ ნერვიულობთ წამლის ფასებზე, რომლებიც მაინც არ გიშველით, რადგან (ჩვენი!) წამალი წყალია, და ცდილობთ კაფეს გვერდით ჩავლისას მაინც დაყნოსოთ ჩოჩელისგან ჩაძვირებული ხორცის სუნი! თქვენ არასდროს არ გაქვთ დრო ჩვენი ყვლევებისთვის! თქვენ არასდროს არ ხართ იქ, სადაც ჩვენი მყვლევარები დადიან. – ისინი დადიან ბენდუქიძის აუზზე და ეკითხებიან მოდელებს, ისინი დადიან სამინისტროებში და ეკითხებიან პატარა ვერას პაწაწუნებს და დიყლომატებს ნინო კალანდაძეს და სოფო ნიჟარაძეს! ისინი მიდიან ქართული ხორცის საწარმოში და ეკითხებიან ქართული ხორცის და ძუძუს ამხევებს! ისინი ეკითხებიან ქართულ შოუმენებს და ქართველ შონზოპოლიტიკოსებს! ისინი ეკითხებიან ალპინისტს, რომელმაც პარლამენტის დაპყრობამდე ევერესტი ოლმოუსთ გაჟიმა და ახალგაზრდა მთავრობის წევრებს და ურნალისტებს, რომლებიც ინდიიდ … მათ წინაშეა გადახსნილი თბილისის მერიის უბეები და ნაცმოძრაობის წკრიალა თეძოები… აი, სად მიმდინარეობს ეს ყვლევები! და იცით თქვენ – რა ჯდება ეს  ყველაფერი??? გატყობთ, რომ – არა… და არც უნდა იცოდეთ, რადგან შეიძლება გაგიჟდეთ და არ დაიჯერებთ, რომ მე ამდენი ფულის ვინმესთვის მიცემა შემიძლია! მაგრამ რას იზამ – გამოყვლევა ძვირი ჯდება! თითოეული ურნალისტის ბუდუარები და თითოეული მომღერლის წურწუმი ძვირი ჯდება!.. თითოეული წვერებიანი დარჩიაშვილი, საყურებიანი ლევანი, თავმოპარსული პალიკო და წვერგაპარსული ბოცო თავისი ცოლებით ძვირი ჯდებიან, ძვირ-ფასები! რომ არაფერი ვთქვა ტაბულელი მონაზონების და მდგრადი და და-დი რეფორმატორების ხარჯებზე…

–         და თუ აქ – ყვლევის ეპიცენტრებში ხანდახან რაღაც გაუგებრობით ხვდებით ისინი, ვინც იქ არ უნდა ყოფილიყავით (რას იზამ?! ყველაფერს ვერ გათვლი, გინდა აირაი იყავი და გინდა აიპიემი), მაშინ თქვენც პასუხობთ ყვლევის კითხვებს და თქვენ (და)კითხვებს ესწრებიან ისინი, ვინც იქ უნდა ყოფილიყო! ვიდეოკამერიანი ურნალისტებიც! ისინიც ესწრებიან! იქვე არიან გამგმირავმზერიანი მანდატურებიც, ნაჩათლახარი სახლმმართველებიც, ექსკაბეშნიკი კომენდანტებიც, უსირცხვილი კომედიანტებიც, უდედო ზონდერებიც და იქვეა შვილგაპარებული სოსო თოფურიძეც თავისი კუდით და ომახიანი ხმით, თავისი პორტფელით, სადაც ყველა დაკითხულის სამუშაო ადგილია შეტანილი და ყველას დირექტორი გაფრთხილებულია, რა ჩვენება უნდა მისცენ, if anything goes wrong…

–         აი, როგორ უნდა გამოყვლევა! და მერე ამ ყვლევის მასალებს, რომლებიც იუესაიდის დაფინანსებულია (იუესაიდი ჩვენ გვაძლევს ფულს და ჩვენ გრინბერგს ვუხდით გრინებს! უნარჩენო წარმოებაა!) ჩვენ გამოვფენთ ხეებს შორის გაჭიმულ თოკებზე, როგორც კოპლებიან ტრუსიკებს (არსად არ ვიტყვით, რომ საბოლოო ჯამში ეს მთხლე მოსყიდული ქართველების ნაჩალიჩარია… იუესაიდი, აი-ერ-აი, ბლუმბერგი და ბედველი უკეთ ჟღერს, ვიდრე თარხნიშვილი და ცქიტიშვილი…) და არაფერი ის არ ამშვიდებს მოსახლეობას, როგორც მზეზე გაფენილი კოპლებიანი ტრუსიკები, განსაკუთრებით, თუ კოპლები ვარდისფერია და ტრუსიკები – ბიკინი!

–         და ვინმეს გიკვირთ ჩემი შედეგი, როცა ამდენი შრომა და ჯაფა მაქვს ჩადებული ამ საქმეში? ესაა სწორედ ჩემი საქმე და ჩემი ბრძოლა. ესაა – „მაინ კამპფ“! ამის პროფესიონალი ვარ მე, რომ რაც არ უნდა ვძულდე ყველას, მაინც ისე გამოვაჩინო, რომ მე ვარ თქვენი სანატრელი იმპერატორი!“
ხალხი – დაჩაგრული, დაბეჩავებული, დაშინებული, თავდახრილი, მშიერი, ოჯახგადახვეწილი, სახლგაყიდული, ბეჭდებდაგირავებული,  დაუოჯახებელი, უპერსპექტივო, უფულო, უგრეჩიხოდდარჩენილი, კაზინოებშიგატყავებული, უიმედო ხალხი… ერთდროს რომ ქართველი ხალხი, გულადი, პურადი, ღირსებით სავსე იყო და ახლა  ნაცური ვამპირის მიერ სისხლგამოწოვილ  ნაცრისფერ აჩრდილს დამსგავსებია…

 

————————————-

….

ცის-ტატა:

სანდრა რულოვსის ინტერვიუ, რომელიც მას, 2004 წ. თებერვალში, დანიური ჟურნალისთვის მიუცია (ციტირებულია შემდეგი სტატიის მიხედვით ” Georgia On His Mind – George Soros’s Potemkin Revolution”, by Amb. Richard Carlos, Sunday, 23 May 2004):

საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები: სტალინი, ბერია, გამსახურდია...

შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს, იმ პერიოდამდე მაინც, ვიდრე მას ძალაუფლების დაუძლეველი წყურვილი შეიპყრობდა. ამ ლიდერთა თვალთახედვა ცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება მკაცრი ხელი.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აღდგეს ხელისუფლებისადმი პატივისცემა, კანონი ნაკლები სიხშირით ირღვეოდეს და ხალხმა როდესმე ისწავლოს გადასახადების გადახდა. პასუხისმგებლობის გრძნობა აქ უაღრესად ნაკლებიამე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს. აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინცობაა მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემისტული თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ. დღეს ხომ ყველა ჩვენ გვიყურებს..”

ქორო: შთაგონებული ბელკანტოთი – Iberia, Iberia, Uber Alles!

ეს არ არის პირდაპირი ფაშიზმი, ეს არის ირიბი ფაშიზმი! ეს არის ვარდისფერი ნაციზმი! ეს არის ნარცისიზმი! ეს არის ნეობოლშევიზმი! ნეობოლშევიზმი როგორ იქნება ფაშიზმი? ჰალე! სტალინიზმი+ბერიიზმი+ზვიადიზმი+ ედიკიზმი=მიშიზმი. (მიშა+ სანდრა = ლავ(ა)“

შენი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, რომლისაც ერს უნდა ეშინოდეს! შენი ქმარი ისაა, ვინც ქვეყანა დააქცია და მოთხარა… როგორი მართალი ყოფილხარ, სანდრა? როგორი მარგალიტები დაგიფრქვევია დანიურ ჟურნალთან და აქ ჩვენ როგორ სველ ქატოს გვაჭმევდი უმად და მეგრული ნაზი სიმღერით გვისერავდი სულს, ჩვენო პირველო ლედო!  და თავად როგორ მოგიხდა ქმრის მკაცრი ხელი, სანატრელო? და დღეს, სანდრა? დღეს ვინ გიყურებთ? დღეს ვინ გიკრავთ ტაშს? და რა გიჯდებათ ეგ ტაშის კვრა? ჩვენ რა გვიჯდება  თქვენი სპექტაკლები, მადამ კლაუდია ოქტავია ნერონ?“

შემოდის ანაკლიიდან ჩამოსული იმპერატორი, შესაბამისად (ანაკლიისა) შემოსილი ზურმუხტისფრად.

–         სულო ჩემო! (იმპერატორი)

–         სულა ჩემო! (იმპერატრისა)

ზეიმი სულთა…

ქორო (გაბმულად, ბენიამინო ჯილის ხმით): – ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიიყვა? …იგიყვაანთ?… გიყვაანთ?… იყვაანთ?…  ყვაანთ?…  ვაანთ?…  აანთ?… ნწ!

———————————

მოქმედება III

ტურისტებით გაპიპინებული კაბრიოლეტ-ავტობუსი ქალაქის მთავარ გამზირზე. ჭიპმოშიშვლელებული ქორფატურფა გიდის ვარდხავერდოვანი ხმა:

–         თქვენ იმყოფებით ქალაქის მთავარ გამზირზე, რომელსაც ორი წელია მიშელინი ეწოდება, ადრე კი გოლოვინის პროსპექტი ერქვა. გზა გოლოვინიდან – მიშელინამდე ნათლად ასახავს დღევანდელი საქართველოს წიაღსვლას რუსული დომინაციიდან ევროპულ ღირებულებამდე. ეს პროსპექტი მოფენილია საქართველოს ისტორიის შთამბეჭდავი მარგალიტებით! მთელი ჩვენი ქვეყნის სული აქაა, – მიშელინზე. აი, მაკდონალდსი, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბიგმაკები სწორედ თბილისში ცხვება! აი, „რედისონ ბლუ“, სადაც ჩვენი ენაბლუ ურნალისტები იმაგრებენ სირცხვილის კორიდორებში გატარებით შერყეულ ფსიქიკას! აი, ასწლოვანი ზეთისხილის ხე – სახელად „გიგილოს ოცნება“. აი, უკვდავი ნანგრევები, რომელიც ერთდროს საზიზღარი “იმელი” იყო და  როდესმე ნანატრი “კემპინსკი” იქნება (ღმერთმა ხელი მოუმართოს გიგილოს, ოდესმე ხომ ააშენებს!). აი, კეზერაანთ კორპუსი – ადრე რომ კადეტთა კორპუსი იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამოდენა პროგრესია კადეტთა კორპუსიდან – კეზერაანთ კორპუსამდე? აი, ოპერა, სადაც ხანდახან მარშალი პარტიულ მიტინგებს მართავს, „ლა სკალას“ რომ არ ეღირსება, ისეთებს… აი, სახლი, საიდანაც ბრწყინვალე ქართულმა პოლიციამ ძლევამოსილად გამოაძევა დამნაშავე ბიზნესმენები (დამნაშავე იყვნენ, აბა, რა? როცა ქვეყნის მთავარ გამზირზე თავის ბიზნესებს ხსნიდნენ! ნურას უკაცრავად!) და მთავრობამ კი მერე მოამზადა ეს ულამაზესი სახლი გასაყიდად. ხომ ხედავთ, რა ლამაზია, როგორი სექსუალური შენობაა! თქვენ ღამით უნდა ნახოთ – იისფერ ტონებში რომ ბანაობს, გერშვინი გაგახსენდება. ხომ არ აღგეძრათ, სურვილი, ბატონებო? აქვე ახლოს, ჩვენი მდგრადი განვითარების სამინისტროა, ძალიან მალე გაგიფორმებენ ყველაფერს, რასაც ხელს დაადებთ… თქვენ ოღონდ ხელი დაადეთ და ამ ამბავში ფეხი ჩადგით და ცუგრუმელა ვერა ნებისმიერ ობიექტს გაგიიმასქნებთ და შეგიფუთავთ კანადური ლავაშივით! თქვენ ოღონდ ჩვენს ბიზნეს-გარემოში შემოდგით ნაბიჯი და ნახავთ, როგორ ჩინური წებოსავით მიეწებებით ჩვენს მთავრობას… არ ინანებთ! რასაც დასთესთ, ასმაგად ამოიღებთ! გარწმუნებთ! მამა ბაზილიოს და დედა ალისას სულებს გეფიცებით!

–         აი, ეს ადგილი, სადაც ზაზაზა ბეგაშვილის თაოსნობით ქართველმა ნიღბოსანმა შეფიცულებმა ფიცი დადეს და შეჯავშნული მკერდით, რეზინით და გაზით დაიცვეს ქართული საზოგადოება აგრესიისაგან! აი, აქ შეითხზა ჩვენი მთავრობის ინტელექტის დამღადასმული უკვდავი ტაეპი – „ბადრის – რა?“.. აი, იქვე მეორე სახელოვანი ადგილი, სადაც ქართველმა ყვითელლაბადიანმა მენაგვეებმა საქართველოს ძლიერებას ჩაუყარეს საფუძველი და წყლის ჭავლით მორეცხეს ჩვენი მომავალი მიშალენი ათასგვარი ნაგვისგან, რომლებმაც ხმის ამოღება გაბედეს! ნურას უკაცრავად! აქ მხოლოდ რჩეულებს აქვთ ხმის ამოღების უფლება! ხალხის – ანუ, სახლმმართველების, ცესკოს და პოლიციის – რჩეულებს! დანარჩენებმა მადლობა თქვან, თუ უფასოდ სუნთქავენ მარშლის წყალობით ნაჩუქარ ჟანბგადს (ისე, მერაბიშვილი გვყავდეს კარგად და ჟანგბადზე მეტი ცრემლდენი გაზი მოდის ერთ სულ თბილისელზე J)

–         აი, სწორედ ამ ადგილზე, როცა ქაშუეთიდან ჯერ კიდევ გაზის კვამლი გამოდიოდა, მოდიოდნენ ფეხით და აირწინაღების გარეშე (ახლაც ცრემლები მომდის უგაზოდ და მკერდი მიღელავს უმიზეზოდ, რომ გავიხსენებ) ძლევამოსილი ქართველი ღენერლები – მერაბიშვილი, გოგავა, ახალაია…  როგორც იმ ფოტოსურათზე, მოშე დაიანი, იცხაკ რაბინი და ვინმე მესამე რომ შედიან ლომების ჭიშკრით იერუსალიმში! და სწორედ ეს ქართველ ღენერლები თავიანთი შეუვალი იერით არწმუნებდნენ მსოფლიო საზოგადოებას, რომ არც არაფერი მომხდარა და არც მოხდება ჩვენს სახელმწიფოში, რაც ჩვენს მამას და მარჩენალს არ ნებავს! დიდი-დიდი ერთი-ორი რაიონის დაკარგვა… დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი! შესვით, ბატონებო, მარშლის სადღეგრძელო! ჩვენი დეპუტატ-მეღვინე-რესტორატორის ჩამოსხმული ღვინოა, სხვას აეროპორტში მაინც ვერ იყიდით, პაპა ბაზილიოს და დიდედა ალისას სულებს ვფიცავ!

–         ეს მდგრადი ვერას ბაღია, ხოლო ეს – ალანას სკვერი. აქ მაია ნადირაძეს უყვარდა ჩასეირნება, ხოლო ეგერ დოქტორ დოტის აივანია სასტუმრო კოპალას თავზე. დიახ, სწორედ იმ სახელგანთმული დრ. დოტის, ჩვენს პრეზიდენტს ჯანმრთელობა რომ აღუდგინა უცაბედი სპრინტის მერე და ქართველი ხალხის და თბილისის ქებათა-ქება რომ გააფინა ბლოგზე… მოკლედ, ეს ჩვენი პლას პიგალია, ძვირფასო სტუმრებო…

–         ეგ ქანდაკებები? – ეგენი ჩვენი ბუმბერაზი მწერლები არიან, დიდი რომანისტები და რომანტიკოსები – ილია წერეთელი და აკაკი ჭავჭავაძე. მაგათ ჩაუყარეს საფუძველი ქართულ მწერლობას მე-17 საუკუნეში, ვარდების რევოლუციამდე ჯერ კიდევ 300 წლით ადრე. აი, რა მდიდარი კულტურა გვაქვს. ეგ სკოლაც მაგათი დაარსებულია ჯერ კიდევ მაშინ.

–         კი, ეგ რუსთაველის თეატრია… საიდან გაიგეთ? ზუსტად არ ვიცი, რამდენი წლისაა… კომუნისტური გადმონაშთია, მაგრამ არ ხურავს დიდი მარშალი, ინგლისელების ხათრით… კი, კი, ზუსტად… – შექსპაირა, ბრეტი… რამდენი რამ გცოდნიათ, ქალბატონო?..  სტურუა? ჩხეიძე? ლორთქიფანიძე? თუმანიშვილი? არ ვიცი. ალბათ კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწეობდნენ, ძველ წელთაღრიცხვაში. მე რეჟისორებიდან მხოლოდ ვარსიმაშვილი გამიგია, მაგარ კომედიებს და ინაგურაციებს დგამს…

–         აქ გააჩერე, ვარდოვანი ტურიზმის დეპარტამენტის მძღოლო! ქალბატონებო და ბატონებო… აქ უნდა გადმოვიდეთ და ქედი მოვიხაროთ… სწორედ აქ გადარჩა ქართული საზოგადოება… ამ ადგილს ჩვენმა წარბშეუხრელმა მარშალმა „დიდგორი-2“ უწოდა! რატომ „-2“? არ ვიცი… ხომ არის „შრეკი-1“, „შრეკი-2“… ჰოდა, ასეა „დიდგორი-2“-ც. მოკლედ აქ გადარჩა საქართველო… სწორედ აქ, როცა მტერი გვიტევდა და კოდორის ხეობას მიირთმევდა, სწორედ აქ მიმდინარეობდა გრანდიოზული კონცერტი და აქ ისმოდა ქართველთა ომახიანი და იმედიანი – „სარკო! სარკო! მიშა! მიშა!“ ტყუილია, როცა მავანნი წერენ, თითქოს „სარ-მიშა! სარ-მიშას!“ იძახოდნენო! ჩვენ თუ ვამოკლებთ, მხოლოდ ახალ ამბებს ვამოკლებთ, რომ ხალხი დავიცვათ მავნე ზეგავლენისაგან… მოკლედ ამ კონცერტმა და გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის და სხვათა მომნუსხველმა სიტყვებმა გადაარჩინეს ქართული სული და ქართველი  ერი… აქ გადარჩა ქართველი ხალხი უდიდეს პოტენციურ უბედურებას – მთავრობის ჩამოშლას! სწორედ ამ ეპიზოდს ასახავს უნიჭიერესი და უდიდესი მსახიობი – ენდი გარსია, როდესაც თმაშევერცხლილი შეჰღაღადებს ზეცას – „უმჯობესია ჩამოიშალოს ყველაფერი, მაგრამ გადარჩეს საქართველოს იმედი! საქართველოს მომავალი – ვარდოვანი მთავრობა!“ – რა? ეს, რა ქვაა? არ ვიცი, მართალი გითხრათ…  რაღაც ქვაა… აპრილის ქვას უძახიან, მგონი 16 აპრილის, თუ 29 აპრილის… ვერ გეტყვით, რა ფუნქციური დატვირთვაა… კომუნისტური პერიოდის რუდიმენტია…

–         ეს პატარა ქუჩაც აღნიშვნის ღირსია! აქ – კინო „რუსთაველის“ გვერდით… რატომ ამდენი „რუსთაველი“? რა, ვიცი, აბა? ვიცი? რა ვიცი… არ ვიცი!.. უბრალოდ ქ. რუსთავია თბილისთან ახლოს და ქ. რუსთავის მერმა ითხოვა – მე ყველაფერს „თბილისელს“ დავარქმევ და თქვენ ყველაფერს „რუსთაველი“ დაარქვითო… მოკლედ, ამ ქუჩაზე მხოლოდ ქვებითა და არმატურის ნაჭრებით შეიარაღებულმა ქართველმა პოლიციელებმა იმ საშინელი ალყის დღეებში, როცა მარშალი ბათუმიდან მეთაურობდა ქვეყანას, დაიცვეს ხელისუფლება ასობით გავეშებული მოქალაქისაგან. პოლიციელის ფორმაც კი არ ეცვათ, სათუთებს!.. ნათელი იყოს მათი ხსოვნა! (არა, არავინ დაღუპულა, ის კი არა, 2000-2000 ლარი დაურიგა მამამ და მარჩენალმა უფორმო რაინდებს… უბრალოდ საჭიროა, რომ ჩვენი ხსოვნა და მეხსიერება გამართული და წმინდა იყოს! წმინდა ყოველგვარი ეჭვისაგან!)

–         ამით ჩვენი ექსკურსია მსოფლიოს ულამაზეს გამზირზე დასრულდა, ახლა შეგიძლიათ ჩაისეირნოთ ქვევით, თვალი შეავლოთ მსოფლიო არქიტექტურის მარგალიტს – პრეზიდენტის სასხლეს. მსოფლიო ხიდმშენებლობის ბრილიანტს – ჰაეროვან ხიდს, მსოფლიო აბანოების ლიდერს – გოგირდის ბენდუნოვსკიე აბანოებს (ხომ არის მოსკოვში სანდუნოვსკიე ბანი, ჩვენ ბენდუნოვსკიე გვაქვს…) და მსოფლიო ქანდაკების ალმასს – ქანდაკებათა სერიას – „მსუბუქი ქალები ხიდზე“. გირჩევთ გმირთა მოედანზეც გაისეირნოთ და თვალი შეავლოთ ჩვენს მემორიალს, რომელიც ჯეფერსონის მემორიალზე მაღალია და ნელსონის სვეტზე უფრო შთამბეჭდავი. მისი ნათება ვენერაზეც კი ჩანს, როგორც მარშალი გვეუბნება… არა, მე ვენერაზე არასდროს ვყოფილვარ, მხოლოდ ბაჰამის და სეიშელის კუნძულებზე მაქვს სტაფ-ტრენინგები გავლილი… აბა, კარგად. საღამოს ოპერაში ლექსენის და ნინა წკრიალაშვილის კონცერტზე შევხვდებით! ჩიაო!..

 

ქორო (მაჟორულად, ბეთხოვენის მე-5 სიმფონიის „ალეგრო კონ ბრიოს“ ტონებში):

–         ჩვენი მარშალი ბედნიერია! და ეს ქვეყანაც ბედნიერია! ჩვენი ისტორია ვარდოვანია! და ჩვენი ხალხი ხავერდოვანია! ჩვენი ღენერელები ურყევნი არიან! ჩვენი მთავრობა ჩამოუშლელია! ჩვენი პატრული გაბრწყინებულია! მადლობა პატრულს! ჩვენი კუდი უსასრულოა და ჩვენი სოდი უდიდესია! დიდება პარტიას! დიდება შენებას და მდგრად განვითარებას! კეთილ უყავ, მარშალო, ნებითა შენისა ბათუმსა და აქ აღაშენენ ზღუდენი სინგაპურისანი, რომელი არს მაგალითი ცხონებისა და გზისმკვლევი ვარსკვლავი კაბადონისა უდაბნოსა შინა ხეტიალის ჟამს! ომენ! ომენ! ომენ!

——————————–

 

მოქმედება IV

მაღალი, შავსათვალიანი კაცი თეთრი საროჩქით, მფრინავის ტყავის კურტკით და ჯინსებით დაჩოქილა ნახევრადგანათებულ ოთახში. ხელში ტომარა უკავია პირმოხსნილი. ოთახის ბნელი კუთხისკენ მიტრიალებული იატაკს დასაცქერის და ნერვიულად ლაპარაკობს აღსარებას.

–         ცოდვილი ვარ! ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ! უდიდესი! უპირველესი! უდიადესი…

–         რა ვქნა, მირჩიე, რა ვქნა? რა ჯანდაბა გავაკეთო? როგორ დავიცვა თავი? როგორ გამოვძვრე? ყოველ გამოძვრომაზე თან ვძლიერდები და თან უფრო დიდ ლაფში ვეფლობი! რომ იცოდე, რამდენი მყავს ყურებით დაჭერილი და მე თავად როგორ მეწვის ყურები?! ის კი არადა, ამ ბოლო დროს თმასაც სპეციალურად ყურებზე ვიფარებ, რადგან ყურები დამიგრძელდა და თითქოს უფრო წვეტიანი გამოხდა… ხომ არ მომწამლეს, ნეტა?

–         ვიჭერ, ყველას ვიჭერ. ზოგს მიზეზს ვუძებნი და ისე ვიჭერ. მაგრამ ისინი უფრო მაცოფებენ, ვინც მიზეზის მოძებნის საშუალებას არ მაძლევენ! რაც უფრო მეტ ხალხს ვიჭერ, მით მეტ ფულს ვაგროვებ. ყოველი ადამიანის დაჭერაში კი ვუხდი  პრემიებს ცალკე ვანოს ხალხს და ცალკე ზურასას, მაგრამ მერე მეტი მოაქვთ ამ დაჭერილებს. ყველაფერს ყიდიან… აბა, სხვა რა გზა აქვთ – 15 და 30 წელი რომ გემუქრება, გაყიდი, აბა რას იზამ (თფუი, თფუი…შორს! სხვას!) ხანდახან დღეში 1 მილიონს ვაგროვებ, მაგრამ ისე იხარჯება, როგორც წყალი – საცერში… რა მეშველება? არავინ მოდის… არავის ჯერა ჩემი… ამას წინ რომ ბათუმში გავცურე, ქვემოდან აკვალანგისტი მოცურავდა ნახევრად გაბერილი თბილი რეზინის ლეიბით. მაინც გავიყინე, სულ 200 მეტრი გავცურე და კუნთები გამესკვნა. კიდევ კარგი 5 ტელეკამერით სხვადასხვა ადგილიდან ვიღებდით და დაამონტაჟეს და ისე აჩვენეს, თორემ  შენ გაცურავ მანდ 2,5 კილომეტრს? ამდენი ვიწვალე და რა? მაინც არავის დაურეკია… არავის მოულოცავს… არავის უთქვია, მოვდივარ და მანდ ფიჭვნარში სასტუმროს ავაშენებო! კაფე რომ კაფეა, იმას არ აშენებს არავინ… ვიძახი, ააშენეთ და 15 წელი ხელს არ გახლებთ, სრულ მოსუქებამდე-მეთქი… არ ჯერავთ!.. ისეთი უნდობელნი გახდნენ ეს დამპლები… დედა რომ დავიფიცო, ან ბებია, ან ბაბუის, ან მასწავლებლის სული… მაინც  არ სჯერავთ!.. მაგათი დედა… ასე ძნელი რატომ გახდა ხალხის ანკესზე წამოგება, მითხარი, მამავ-ბატონო!

–         ბევრს თევზაობ… დინამიტით თევზაობ… ყველა თევზი გცნობს შორიდან…

–         აბა რა ვქნა? არავინ არ მელაპარაკება… ამერიკაში ჩავალ და კეთროვანი მათხოვარივით უნდა ვიჯდე მარტო… რუსეთია და მაგ სტატუსითაც არ მიღებენ – ჩვენ თვალში მკვდარი ხარო… სარკოზისათან ვიზიტი სულ სიაფანდი იყო, სულ გამირბის. მერკელი ტელეფონს არ იღებს. კლინტონებს შვილის ქორწილზე საჩუქარი გავუგზავნე და უკან მომიბრუნეს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა და ჩინეთი წერილზეც არ მპასუხობს ნორმალურად… დამპალმა ბერლუსკონიმ – მე რომ არა, ხეზე იკონწიალებდიო!..

–         მართალია!

–         ისიც მართალია, რომ თავად ბოზებში ატარებს მთელ დროს, მაგრამ მე მაგას ვლაპარაკობ სადმე?

–         რომ ილაპარაკო, ხურდას დაგიბრუნებს…

–         ერთი იმედი მაქვს: ერთ კვირაში ობამას გაასრიალებენ საპარლამენტო არჩევნებში… მერე დაბრუნდება ჩვენი დრო, მერე ისევ მოგვცემენ იარაღს! ისევ დამიყენებენ გვერდში! ისევ განათდება ჩვენი შუქურა… მერე საპრეზიდენტოსაც თუ წააგებენ დემოკრატები, ამერიკელებს კი დავამჭმევინებ რუსეთს!

–         ზედმეტი ილუზიები ხომ არ გაქვს?

–         ტრამპის იმედზე ვარ! აქ რომ სასტუმროს ააშენებს, იქ მესამე პარტიას ჩაუდგება სათავეში. ენერგიული კაცია, რისკიანი, ჩემი ყაიდისაა. ეგ იქნება მომავალი პრეზიდენტი…

–         აგიწყვია კარტის სასახლე …

–         მართალია, ჯერ სათუოა. მაგრამ მე მაგას მაგარ ჯოკერს მივცემ ხელში… კიდევ ერთხელ უნდა წამოვიკიდო რუსები! კიდევ ერთხელ უნდა ვაიძულო, დაბომბონ თბილისი… ზუსტად 2012-ში. ობამაც და მაკკეინიც გასრიალდებიან. ერთადერთი ტრამპი იქნება ვაჟკაცურად. ოღონდ არ გამიცუდდეს თამაში, ოღონდ კი გადაყლაპონ ანკესი… ამჯერად უფრო კრუპნად ჩავალ ფსონს. ახლა ყველაფერი წინასწარ მექნება გახიზნული, აქ კი არ დავრჩები! აქ ბაქრაძეს დავტოვებ პრეზიდენტად. მთავრობა კი ლონდონში წავა, პოლონელებივით…

–         ლონდონი უსაფრთხო ნავსაყუდელი გგონია?

–         არა. მაგრამ ვინ თქვა, რომ მეც იქ წავალ? მე სად წავალ, ეს არავის ეცოდინება. ჯერ თავადაც არ ვიცი, ათას ყატარში და მაროკოში ვსინჯავ ნიადაგს. ორი ბუნკერი შევათვალიერე უკვე, არ ვიტყვი – სად… ლონდონში კი ვანო იქნება, ან – გიგი. ერთი დიდი ძველი სასტუმრო უკვე ვიყიდე გარეუბანში – 2000 კაცს წავიყვან, სულ რჩეულ ვაჟკაცებს და მაგარ გოგოებს. რა იცი, იქნება 5-10 წელი მოგვიწიოს დევნილმთავრობობა. ვანოს და გიგის კი ჯერ ვაჭიდავებ, არცერთს არ ვუკარგავ იმედს! რა ვქნა, ორივემ ბევრი იცის! ორივე ბევრის მომსწრეა! ორივეს აქვს ძალა! ორივეს ჰყავს ხალხი, რომელმაც ბევრი იცის და ბევრის გაკეთება შეუძლია! ორივე მჭირდება! მათაც ვჭირდება, იციან, უჩემოდ შორს ვერ წავლენ… შენს იმედზე ვარ, მამავ-ბატონო! აგერ, საჩუქარი მოგიტანე – ტარანია, ეს…

ტომრიდან შებოლილ თევზს იღებს და იატაკზე ნელ-ნელა აწყობს, როცა თევზი უკვე ოთახის ბნელ ნაწილს მიაღწევს, უცებ შუქი ინთება, რკინის სავარძელში ვანო ზის, გაღიმებული, ხელში დაცლილი ნატახტარის ბოთლი უკავია და პენსნეს უკან მოჭუტული თვალებით იღიმის.

მაღალი კაცი გველნაკბენივით უკან წაიღებს თევზიან ხელს და ბორძიკით წამოიჭრება.

–         შეენ?

ვანო მიწიდან იღებს ტარანს და კანგაუცლელად კბეჩს.

–         ბიჭო, მიქელე! აღსარებისთვის ეშმაკს ეახლე? ვაი, მიქელე, ვაი!

——————————–

ქორო: ჩვენი ქვეყანა წინ მიდის. ადრე ვერავინ გადიოდა ქვეყნიდან, ახლა მილიონობით მიდიან. ადრე არავის ჰქონდა ნანახი საბერძნეთი, დღეს საბერძნეთში 300 ათასი ქართველი ცხოვრობს! ადრე არავინ იცოდა, საად არის კუალა-ლუმპური. დღეს კუალა ლუმპურში ქართველ დიასახლისებს ნარკოტიკი მიაქვთ სავაჭროდ. ადრე ქართველ ქალებს საწმერთულის გამოჩენის რცხვენოდათ, დღეს კი ჯეობარის პირდაპირ ეთერში ჟიმაობენ! ადრე ქართველს პერსპექტივა არ ჰქონდა, დღეს კი შეუძლია აქვე კაზინოში 2,5 მილიონი მოიგოს! გაიხარე ქვეყანავ, აყვავდი ივერთ მხარეო! ჰოპლა, ჩვენ დამოუკიდებლები ვართ! ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ! გიხაროდენ! მთავრობა არ ჩამოიშალა!..

მოქმედება V

რაიონული თეატრის სარდაფი. პატარა ნახევრადმიწურ ოთახში ზის ჩია მოხუცი დაბამბულ გაქუცულ ქურთუკში, თავზე მოფლაშული ნაქსოვი ქუდი ახურავს წარწერით  Just Do It! Nike, ორივე ხელი ჩაით სავსე ჭიქისთვის შემოუხვევია  და დასცქერის გახუნებულ და გაცრეცილყდიან წიგნს წარწერით Sebastian Brant – Stultifera Navis.

კარებზე აკაკუნებენ. კაცი ძნელად დგება, კოჭლობით მიდის კართან (ჩანს, რომ მუხლი თბილად აქვს შეხვეული) და აღებს. კარს იქით ძალიან მაღალი გამხდარი მელოტი კაცი დგას, ხელში პატარა ძველი ჩემოდანი უჭირავს და დარცხვენილი ღიმილით ამბობს:

ნაგვიანებ სტუმარს მიიღებთ… ღამისთევით?

რეზო?! (გადაეხვევა) გამოგიშვეს, ბიჭო? მოდი, კაცო, შემოდი… რასაა, რომ კითხულობ? შენზე უკეთესს ვის მივიღებ?

ჰო, გამომიშვეს. საახალწლო ამინისტია არისო და მეც არ ველოდი, ისე გამომიშვეს…

მოდი, ჩემო ოქრო კაცო! ჩაის დაგისხამ… კარგი ჩაი მაქვს, ჩვენი დამლაგებელი მამარაგებს, რამდენიმე ჩაის ბუჩქი აქვს ეზოში.

ჩაის რა სჯობს.

რამდენ ხანს იჯექი სულ?

18 თვე გამომივიდა. ორი წელი უკანონოდ ფიჩხის შეგროვებაზე მქონდა და 2 წელი – პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. ასე რომ, მადლობელი უნდა ვიყო ამ მთავრობის, რომ შეღავათი გამიწიეს. ისე, მთლად არ მგონია, მარტო შეღავათი ყოფილიყო. ამ კვირაში 70-ზე მეტი ახალი დაჭერილი მოიყვანეს – ძირითადად – ბიზნესმენები და გარე მოვაჭრეები. რამდენიმე – პოლიტიკური პარტიის წევრი „ტერორისტი“ თუ „ჯაშუში“. ადგილები აღარ ყოფნიდათ. ფულის გადამხდელი მე რომ არ ვარ, კი იცოდნენ და გამომიშვეს. ჯერ კიდევ ვალაგებდი ჩემს ნივთებს, უკვე ახალი რომ მოიყვანეს ჩემს ადგილზე – 40 წლის კაცი, ბუფეტი ჰქონია და 3 ბოთლი არაყი უპოვნეს გაუფორმებელი… ასე რომ, სვიატო მესტო პუსტო ნე ბივაეტო… ჩვენს ციხეებზეა ნათქვამი… შენ ისევ „სულელების ხომალდს“ აბულბულებ?

რა ვქნა, აბა? ბიბლიოთეკა იყო აგერ ახლოს და მომქონდა წიგნები… ჩემს მეტი, მგონი არც არვინ დადიოდა იქ. ერთი თვეა, დახურეს და გაყიდეს… ამბობენ, კაზინოს გახნსიანო… ამათ მეტი რა უნდათ, – კაზინო, ტოტალიზატორი, რესტორანი და აფთიაქი… ასე რომ, მომიწია ჩემს ბრანტზე, შილერზე, გოეთეზე და ცვაიგზე დაბრუნება… გამხდარხარ, ბიჭო?

როდის ვიყავი მსუქანი?

ახლა მაინც ნამეტანი გამხდარი ხარ…

რა ვიცი, გამსინჯეს ამას წინ და მითხრეს, ჯერ არ გაქვს ტუბერკულოზი, მაგრამ კარგი კვება და ვიტამინები გინდა, სუფთა ჰაერიო…

მერე, დარჩი აქ, ერთად ვიქნებით, ჰაერი გადასარევია, საჭმელს კი გვაჭმევენ დღეში ორჯერ, რამე სამუშაო შენთვისაც მოიძებნება. ხელფასი კი ცოტა მაქვს – 120 ლარი, მაგრამ ბევრი არ მეხარჯება, გათბობის ფულს მე არ ვიხდი და დენისას.

არა მგონია, გოგი. ელენეს საფლავს მაინც ხომ უნდა მივხედო.

ბიჭო, ვიღას ვუნდივართ ქალაქში. შენები – საბერძნეთში არიან, ჩემები – ამერიკაში. გააქირავე ის შენი ერთოთახიანი გლდანში და მაგ ფულით ზაფხულში დასასვენებლად წადი შენებთან. ერთ ასეთ ოთახს, თუ გაწყობს, შენც გიშოვნი. თუ არადა, იქნება იქირავო კიდეც ბინა. აქ ერთი ქალი ვიცი, ოთახს აქირავებს თვეში 50 ლარად. 100 დოლარს თუ გაიმეტებ, ოროთახიან ბინასაც კი იშოვი ქალაქის ცენტრში. თუ გინდა, საზიაროდ ვიქირაოთ. ეს მიწური არ მოგიხდება შენ. ჰაერი გინდა…

რა ვიცი, გოგი. ხვალ წავალ თბილისში. საფლავს დავხედავ. ვნახოთ, მოვიფიქრებ… ჩემები მექაჩებიან სალონიკში, მაგრამ არ მინდა. ხომ ვიცი, იქ რომ გადავბრუნდე ეს 75 წლის კაცი, აქეთ არავინ ჩამომასვენებს. ძვირია მაგ ამბავი. მე კიდე საფლავში მინდა ჩემს ნათელას გვერდით ვიყო…

ჰო, საბანი რომ გადაგძვრეს, გაგისწორებს…

იმასხრე შენ და სანამ ცოლი ცოცხალი გყავდა, არც შენ გაგხსენებია დედულეთი.  აქ  დაასაფლავე და ისე გადმობარგდი.

მე სახლი მქონდა აქ. იმ ჩემს შტერ ბიჭს რომ არ წაეგო კაზინოში…

რას შვება? ამერიკაშიც თამაშობს?

არა. მაგი რომ ცხოვრობს, იმ ქალაქში, კაზინო კი არა, მგონი, სათამაშო ავტომატებიც არაა. შენ წარმოიდგინე, მუშაობს იქ. მაგას ოქროს ხელი ჰქონდა და იქ ავეჯის რესტავრაციაზე მუშაობს. რაღაც მუზეუმიდანაც მიუღია ზაკაზი. ორ თვეში დაამთავრებს ვალების გადახდას და მპირდება, ერთ წელში ჩვენს სახლს გამოვისყიდიო… არ მჯერა მაინცდამაინც. მაგრამ იქნებ, მართლა მოხდეს სასწაული და მერე კი ვიცხოვრებთ ნორმალურად, ეზოც გვექნება, ვენახიც, ბოსტანიც… დარჩი, რა! შენზე ახლობელი არავინ დამრჩა და…

კარგი ახლა, თორემ, იმდენს იზამ, მივბრუნდები ციხეში…

სა მიბრუნდები, ადგილი ქე დოუკავებიათ უკვე.

შენ რა მაგრად უქცევ იმერულად?

რას იზამ, იმერლად მოვიქეცი ამ სიბერეში ისევ… კარგი, მოიწყვე აგერ ადგილი ამ დივანზე, თეთრეული აქაა. მე გავალ, პატარა „გამოსვლა“ მაქვს. სცენა უნდა დავატრიალო და განათება შევამოწმო. დღეს ორი გუბერნატორი გვესწრება და თეატრის დირექტორმა გამაფრთხილა, თავი არ შევირცხვინოთო… ასე რომ, ნუ დამელოდები. პირველი ღამეა „ვოლიაზე“ და კარგად გამოიძინე. ისე, თუ დამელოდები, ნახევარ ბოთლ არაყს კი ვიშოვი და დავილოცოთ.

დალოდებით დაგელოდები, მაგრამ არაყი არ გინდა. ამ ბოლო დროს კუჭი მაწუხებს მაინც. თბილისში ექიმსაც მინდა გავესინჯო. იქნება რამე ისეთი მჭირს, კი ღირდეს საბერძნეთში ჩემების მონახულება…

კაი ახლა… არაფერი იმისთანა არ იქნება. ციხეში იყავი და შიმშილით გტკიოდა კუჭი. მოვალ მე 20 წუთში… ნახევარ საათში მაინც…

————–

სცენა. ფარდა ჩამოშვებულია, ლოჟაში ადგილს იკავებენ იმერეთის გუბერნატორი და მისი ცოლი, პარტერში ზოგიერთები ფეხზე დგებიან და მოწიწებით ესალმებიან. იარუსიდან მოგუდულად დაუსტვინა ვიღაცამ. ორი პოლიციელი მაშინვე გაექანა კიბეებისკენ.

ლოჟაში თეატრის დირექტორი შევიდა, გუბერნატრისას ხელზე ემთხვია, გუბერნატორს სპექტაკლის პროგრამა გადასცა. ამ დროს სამეგრელოს გუბერნატორიც შემოდის, ღაჟღაჟა ლოყებით იქაურობას ანათებს და მუცლით ისედაც პატარა ლოჟას კიდევ უფრო აპატარავებს. თეატრის დირექტორი მასაც მოწიწებით აწვდის პროგრამას, რომელსაც გაკეცავენ და ადგილს შარვლის ჯიბეში უჩენენ…

უცებ ფარდა გადაიწია და სცენაზე თეთრებში გამოწყობილი  ათიოდე წლის გოგო გამოდის და ლოჟისკენ დაძაბული იყურება.

–         ეს რაა, იწყება უკვე? ბუფეტში გვინდოდა შესვლა…

–         არაა… არ ვიცი, ეს რა სიურპრიზია…- თეატრის დირექტორი გაოგნებული უყურებს ბავშვს და უცებ გაფითრებული ლოჟიდან გამორბის და ყვირის:

–          ბონდოო! რუსლანაა! ჩქარა სცენაზე…

დაბნეული ხალხი ფეხზე დგება. გოგოსკენ ხელს იშვერენ. ლოჟაში დაცვის წევრები შერბიან და ბავშვს ლაზერისსხივიან ”უზებს” უმიზნებენ.

–         უი, ეს მადონა გუბელაძის გოგო არაა, იმ მადონასი – გუშინწინ ბაზარში რომ დაიჭირეს? მასწავლებელი რომ იყო, ქიმიის და წელს გოუშვეს შემცირებაზე…

გაფითრებული ბავშვი, რომლის თეთრ კაბაზე უკვე ოთხი წითელი წერტილი დაცოცავს, ნერვიულად ბღუჯავს სცენაზე გამზადებულ მიკროფონს და ლოჟისაკენ ანთებული მზერით ნელ-ნელა მკაფიოდ მარცვლავს:

–         რომელნიც ამწარებთ ხალხის ცხოვრებას,
და სთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ  მონებას,
მოელოდეთ მათგან თქვენ მრისხანებას,
არ მარადის იშვათ – მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.

დარბაზში გნიასია, ყვირილი, ტაში, სტვენა, სიცილი. სცენაზე შემორბიან ერთი მხრიდან ორი პოლიციელი – ბონდო და რუსლანა და მეორე მხრიდან, თეატრის მუშა, ჩვენთვის უკვე ნაცნობი გოგი. კოჭლობით გამოქცეული გოგი ყველას გასაოცრად მიასწრებს, ბავშვს ჩაეხუტება და იმწამსვე თავში იღებს პოლიციელის ხელჯოხს, მეორედ. მესამედ…

როცა ხელში ჩაბღუჯული ატირებული ბავშვი და მხარზე გადაკიდებული გასისხლიანებული გოგი სცენიდან გაჰყავთ, კულისებიდან სცენაზე შემორბის ჩვენთვის უკვე ნაცნობი რეზო და გაოგნებულ რუსლანას პირდაპირ ცხვირში აზელს მუშტს…

——-

–         დაწერე: “წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით გადაწყვიტეს სახელმწიფოს აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების განადგურება. ტერორისტული აქტის განსახორციელებლად მათ შეიძინეს მაკაროვის სისტემის ორი პისტოლეტი და 3 ხელყუმბარა რგდ-1 (ამოღებულია და საქმის მასალებს თან ახლავს). იმისათვის, რომ მათ აქტს მოულოდნელობის ეფექტი ჰქონოდა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი – საშიში რეციდივისტი რევაზ ბერიძე – ციხეშივე დაუკავშირდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისათვის წინასწარპატიმრობაში მყოფ მადონა გუბელაძეს და თხოვა არასრულწლოვანი ქალიშვილის ჩაბმა კონტრრევოლუციურ საქმიანობაში, რათა მოეხდინათ…“

–         კი მარა, მადონა გუბელაძე ხონში ზის ორი დღეა და ეს ბერიძე ფოთის ციხიდან გამოუშვეს გუშინ. რაფერ მეილაპარაკებდნენ და სად?

–         დაწერე, რასაც გეუბნები… არ იცი, ციხე სისტემა რომაა? ინფორმაციის გადაცემა მანდ რომ აქვთ, ისე რუსთავი2-ს არ დაესიზმრება… „რათა მოეხდინათ მოულოდნელი ეფექტით ყურადღების გადატანა ძირითადი ტერორისტული აქტის შემსრულებლებიდან გაყალბებული ლექსის არასრულწლოვან შემსრულებელზე…“

–         „გაყალბებული ლექსი“ რას ნიშნავს?

–         რადა, ბარათაშვილის მაგ ლექსში ზოგიერთი სიტყვა შეცვლილია, თურმე. ანუ, გაყალბებულია…

–         რომელი ბარათაშვილის? ქუჩა რო გვაქ?

–         კიე…

–         კაი… ისე, თუ იცი, რამდენს მიარჭობენ მაი ბებრებს ამ ქაღალდის გამოისობით?

–         შენ იმაზე იფიქრე, შენ რანაირ პრემიას მიიღებ საახალწლოდ. მაგი ბებრები გამოვლენ მალე. ოჯახები ორივეს საზღვარგარეთ ჰყოლია. გამოუგზავნიან იქიდან ფულებს, გადეიხდიან ერთი პიისიატ ტიშჩის და გამოუშვებენ…

 

ცის-ტატა:

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI- კვლევის მიხედვით:

რესპონდენტები საუკეთესო მმართველად მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ.
კვლევების მიხედვით, კითხვაზე, ვის შეუძლია საუკეთესოდ მართოს ქვეყანა რუსული აგრესიის შემდეგ“, მიხეილ სააკაშვილი 46%-მა დაასახელა

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას 77% დადებითად აფასებს, 18%უარყოფითად...


რაც შეხება მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ქვეყნის მართვას, 52% მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში საუკეთესო მმართველი მიხეილ სააკაშვილია

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 32% სრულად უჭერს მხარს . ამავე კვლევის მიხედვით, სააკაშვილის გაპრემიერებას ნაწილობრივ მხარს უჭერს რესპონდენტთა 24%. ანუ რესპოდენტთა 56% სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის მომხრეა…

კვლევის შედეგების მიხედვით, უმუშევრობის პრობლემას ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს. მას გამოკითხულთა 51 % ენდობა ...

ამავე კვლევების მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს. საქართველოს პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების თვალსაზრისით გამოკითხულთა 49% ენდობა. ..

პოლიტიკურ პარტიების რეიტინგშინაციონალური მოძრაობალიდერობს. კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტიო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 42%-მანაციონალური მოძრაობადაასახელა .

 

ეპილოგი:

“მეძავი, პროსტიტუტკა, პუტანა, ჰუკერი, ბოზი” – ადამიანი, რომელიც სექსუალურ მომსახურების მიზნით თავის სხეულს ფულზე ან რაიმე სხვა მატერიალურ სიკეთეზე ყიდის.

თანამედროვე ტერმინოლოგიაში გაბატონებული ადგილი დაიკავა ტერმინმა – “სექსუალური ინდუსტრიის მუშაკი”.  ეს გაცილებით ამაყად ჟღერს! ადრე ქუთაისი იყო ინდუსტრიის მშენებელი, დღეს ბოზების იმედზე ვართ…

სულ უფრო მეტ ქვეყნებში თვლიან, რომ:

ა) ძველი შეხედულებებისაგან განსხვავებით, აღნიშნული ტერმინი უნდა ვრცელდებოდეს არა მარტო ქალზე, არამედ კაცზეც.

ბ) არამატერიალური სიკეთის (სამსახურში დაწინაურება, კარგი დახასიათების მიღება და ა.შ) მიღების მიზნით  გაწეული მსგავსი მომსახურებაც ასევე უნდა ხვდებოდეს ამ განსაზღვრებაში.

გ) აღნიშნული საქმიანობისათვის ეთიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს არა მარტო პირს, რომელიც იღებს ანაზღაურებას, არამედ იმ პირსაც (ხოლო ზოგიერთი ქვეყნების კანონმდებლობით – მხოლოდ იმ მხარეს), რომელიც ახორციელებს ანაზღაურების შეთავაზებას და/ან გადახდას.

მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც  მაინტერესებს.

არის შემთხვევები, როდესაც ანაზღაურების გადამხდელი მხარე იმდენად არაა (ან – სულაც არაა) დაინტერესებული სექსუალური მომსახურების მიღებით, რამდენადაც – თავის სექსუალურ პოტენციაზე მითოლოგიური, არარეალური ინფორმაციის გავრცელებით. ამ დროს ის შეიძლება საერთოდ იმპოტენტი იყოს და არ აინტერესებდეს არც საკუთარი სექსუალური შესაძლებლობების გაზომვა და არც სიამოვნების რაიმე სუროგატული სექსუალური მომსახურებით მიღება. მას მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს – ის რომ მასზე ლაპარაკობდნენ, ყვებოდნენ ზღაპრებს, ამკობდნენ სიტყვებით – “უდიდესი, გიგანტი, დაუღლელი, ფანტასტიური, ბუმბერაზი, გრანდიოზული”. ის ფულს სწორედ ამ დახასიათების გაცემასა და განსაკუთრებით – გავრცელებაში, ფართოდ ტირაჟირებასა და რეკლამირებაში – იხდის.

და რა ჰქვია ამ სერვისს?

მგონი მეძავობა და პუტანობა ეს არ უნდა იყოს, რადგან სხეულით ვაჭრობას ადგილი არ აქვს.

ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ამ სერვისს – პიარ-ბოზობას დავარქმევთ, ხოლო მას ვინც ამ მომსახურებაშია სახელგანთქმული (პროვაიდერებს ვგულისხმობ) – პიარ-ბოზობის ჩემპიონებს.

„რუსთავი2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ჟურნალი „ტაბულა“, ყველა სამთავრობო სტრუქტურების საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, საქართველოს პარლამენტარები, საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებული (ს)ექსპერტები და პიარ-ფირმები (Greenberg-Quinlan-Rosner-დან BCG-მდე და IPM-მდე)  – ესენი ყველანი არიან – არც მეტი, მაგრამ არც ნაკლები – სახელოვანი პიარ-ბოზები. რადგან ათასი მაქინაციებით და პოლიციურ-მოძალადე სახელმწიფოს დაშინებითი აპარატის უნარების სრული გამოყენებით ახდენენ საქართველოს და მსოფლიოს მოსახლეობის დაბნევას და გონების დაბნელებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებით იმ საკითხზე, რამდენად „პატიოსანი“, „ბრძენი“, „არაკორუმპირებული“, „თავდადებული“, „წარმატებული“ და „პერსპექტიულია“ ჩვენი ხელისუფლება და რამდენად „უყვარს“, „სჯერა“ და „აფასებს“ მას ქართველი ხალხი…

ნუ, თუ ძაან გულზე მოგხვდათ, ტურფებო და ქორფებო, იყოს თქვენებურად – გიწოდებთ თქვენ „პიარ-სექსინდუსტრიის მუშაკებს“! მოგეშვათ?

კიდევ ორი რამ მაინტერესებს:

1) რამდენად აწყობთ IRI-ს, NDI-ს, USAID-ს და Bloomberg-ს ამ „ბიზნესში“ საკუთარი სახელების დანახვა? რატომ არ უჩნდებათ ელემენტარული სურვილი, რომ გამოიკვლიონ, მათ მიერ დაფინანსებული ყვლევები მართლა ვიდეოკამერების თანხლებით ტარდება?? როგორ ხდება სამიზნე ჯგუფების და რაიონების შერჩევა? როგორ ხდება იმ პირთა პასუხების სტატისტიკის ანალიზი, ვინც თავს არიდებს გამოკითხვაში მონაწილეობას? რა აზრი აქვს, საერთოდ, გამოკითხვების ჩატარებას ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრები არსებობს და მედია, განათლება, სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები მთლიანად პოლიტიზირებულია? და როგორ ხდება, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 70% ეკონომიურად დუხჭირ მდგომარეობაში ცხოვრობს და ხედავს, რომ ქვეყანა ეკონომიურად უკან-უკან მიდის, მაინც იმ მთავრობას ენდობა, ვინც დააქცია, გააღატაკა, უსამართლოდ ციხეებში გაამწესა და მთელი სახელმწიფოს დოვლათი მიითვისა? რომ ქვეყანაში, საიდანაც 1,6 მილიონი ემიგრანტია და დანარჩენს მხოლოდ ვიზების მიუღწევლობა აკავებთ, თურმე ლამის 60% მთავრობით აღფრთოვანებულია და მხოლოდ იმის ეშინია, ვაითუ არ მიგვატოვონ და ვინმე სხვა არ მოვიდესო…

 

2)     და კიდევ, – ვინც ამ პიარ-ბოზების მომსახურებით ხალხის ხარჯზე სარგებლობს და შედეგების მოსმენაზე „სიხარულის კურცხალი“ სდის, იმათ რაღა დავარქვა, – იმ “ძალადგაპატიოსნებულებს”?

 

ჩემო კარგო ქვეყანავ… ვიცი, რაზედაც


შეხვედრა წარსულთან


====================

პროლოგი:  წყვდიადი.

ოდესღაც, ერთ ზომით დიდ ქვეყანაში ვცხოვრობდი, რომელსაც სრულიად არასასაცილო სახელს ეძახდნენ ხუმრობით –  „ზემო ვოლტა რაკეტებით“.

ამ ქვეყანას გოდორები მართავდნენ.

გოდორები მიხრწნილი და უტვინოები იყვნენ. მათი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ არავინ მიმხვდარიყო, რომ ქვეყანა, რაკეტების და წყალბადის ბომბების უაზრო მარაგის მიუხედავად, მაინც ზემო ვოლტა იყო.

ამიტომ საზღვრები ჰქონდათ მკაცრად ჩაკეტილი, ყველაფერს უცხოურს – წიგნი იყო თუ ფილმი, – შემოტანამდე მკაცრ ცენზურას უტარებდნენ, და მუდამ „ჩვენთანკარგი-სხვაგანცუდი“ ზღაპრების მოგონებაში იყვნენ. ფაქტიურად, იმ ქვეყანაში , რომელსაც „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი“ (სსრკ) ერქვა, ყველაფერი ალისას ქვეყანასავით გამრუდებული იყო – საბჭოები მმართველობის ორგანოები არ იყო და პარტიას შესციცინებდნენ თვალებში, სოციალიზმი და კომუნიზმი მხოლოდ რჩეულთათვის შენდებოდა, რესპუბლიკისგან (ხალხის მმართველობისაგან) ეს წყობა ყველაზე შორს იდგა და ტიპიურ ოლიგოპოლიას წარმოადგენდა. ამდენად, აბრევიატურაში „სსრკ“, მხოლოდ „კავშირი“ იყო მართალი. ოღონდ კავშირი არა – ხალხის, არამედ, – ხალხის მჩაგვრელთა  და გამაბითურებელთა – კავშირი.

როდესაც სსრკ შეიქმნა, რევოლუციის ავტორმა ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ ხალხისათვის დედამიწაზე სამოთხე შეექმნათ. ხოლო სამოთხის მიღწევის პირველ პირობად ყველას გათანაბრება დასახეს. ჯერ ყველა თანაბრად ღარიბი უნდა გამხდარიყო და მერე თანდათან – ასევე თანაბრად – გამდიდრებულიყვნენ. თანაბრად გაღარიბება არ აღმოჩნდა ძნელი – პროკრუსტეს საწოლი, როგორც მაღლების დამოკლების საუკეთესო მეთოდი,  დიდი ხანია აღმოჩენილი იყო მითიური ავაზაკის მიერ. კერძო საკუთრების ახევის და განკულაკების ეფექტური მეთოდების მეშვეობით ბოლშევიკების სახელმწიფომ სერიოზული პროექტებისათვის საჭირო რესურსების (მათ შორის – ადამიანური რესურსების – გულაგური) მობილიზება შეძლო. მაგრამ, ბოლშევიკებისდა სამწუხაროდ, პროკრუსტეს საწოლის მეშვეობით დაბლების რეალურად ამაღლება ვერ მოხერხდა.

მიხვდნენ რა, რომ „სამოთხის გზა“ ძალიან ხანგრძლივი, ან – სულაც უსასრულო  იქნებოდა, ბოლშევიკებმა პირველადი მიზანი სხვა ამოცანებით „გაამდიდრეს“.  მათ პირველ რიგში მოსპეს ან დაიმონეს ის ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებიც ან იმას ამტკიცებდნენ, რომ სამოთხე მხოლოდ ზეცაში  არსებობს, ან იმას, რომ დედამიწაზე ბოლშევიკების მიერ აშენებული ძალად სამოთხე სინამდვილეში ჯოჯოხეთთან უფრო იქნებოდა მიახლოებული. ამის შემდეგ (როცა ათასობით ადამიანი გაანადგურეს ან განდევნეს) ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების დასაფარად და საკუთარი ბატონობის საუკუნოდ განსამტკიცებლად მათ დაჭირდებოდათ ა) კონტროლი ნებისმიერ უძრავ ქონებასა და წარმოების საშუალებებზე – რომ მათ გარეშე ვერავის ვერ ეშოვა ლუკმა-პური; ბ) ნებისმიერი განსხვავებული აზრის და იდეოლოგიის ჩანასახშივე ჩაკვლა; გ) განათლებული ხალხის კონტროლი, რადგან სწორედ განათლებული ხალხი შეიძლება წარმოადგენდეს გააზრებული წინააღმდეგობის საშიშ ბირთვს, რომელმაც პირველმა შეიძლება მიუთითოს დანარჩენებს, რომ ყველაფერი მირაჟია და ამ გზას ჯოჯოხეთისკენ მივყავართ. ამის შემდეგ, ბოლშევიკები ამ ამოცანების მიღწევაზე გადაერთვნენ, ხოლო დიადი, მაგრამ უტოპიური მიზანი – თავისუფლება, თანასწორობა, საყოველთაო ბედნიერება – მხოლოდ სააღლუმოდ შემოინახეს.  ამოცანების შესასრულებლად კი ხალხის ნაწილი ამოარჩიეს და პარტიაში მიიღეს.

პარტიის წევრთა მთავარი განმასხვავებელი იყო, რომ მათ უნდა დაეჯერებინათ დიადი მიზნის რეალურობა და ამაში სხვებიც უნდა დაერწმუნებინათ, ხოლო თუ ვინმე ურწმუნო თომას კაგებე-ს (აღმზრდელობითი დაწესებულების უმაღლესი ფორმა სსრკ-ში) ჯურღმულებში თირკმლებში ურტყამდნენ, ამ დროს პარტიულებს ხმამაღლა უნდა ემღერათ „შირაკა სტრანა მაია რადნაია“ და ამით ჯურღმულებიდან ამომავალი გოდება უნდა ჩაეხშოთ. ყველაზე გამოჩენილი პარტიულები იმდენად კარგად იყვნენ გაწვრთნილები, რომ როდესაც მათი ოჯახის წევრებს იჭერდნენ და აციმბირებდნენ, ისინი ამას გაგებით და მოწონებითაც კი ხვდებოდნენ! ასეთი ნამუსდახშულობის და უზნეობის სანაცვლოდ პარტიულები ზეობდნენ, ჰქონდათ ბულკი და კარაქი (როცა სხვებს 300 გრამი შავი პური და სალა ენატრებოდათ), აგარაკები, მანქანა, უკეთეს საავადმყოფოსა და სკოლაში ოჯახის წევრების გამწესების უფლება და იმის გარანტია, რომ თუ მათზე უფრო თახსირად „მონდომებული“ პარტიული არა, რომელიმე უპარტიო მათ კარიერას ხელს ვერ შეუშლიდა.

რაც უფრო წინ მიდიოდა ცხოვრება (უფრო სწორად – იმის იმიტაცია, რომ ცხოვრება წინ მიდიოდა), მით უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა პარტიაში გაწვევრიანების სურვილი, რამაც პარტიის ბოსები დააფიქრა, რადგან კეთილდღეობის საბანი ისედაც განუხრელად პატარავდებოდა და რეცხვაში იცვითებოდა, ამიტომ პარტიაში მიღება ისე რთულდებოდა, რომ სამედიცინო და იურიდიული ფაკულეტეტების სტუდენტობის კონკურსს გაასწრო! ხუმრობა ხომ არ იყო – ლატარიის ბილეთს იღებდი, რომელიც მუდამ მოგებული იქნებოდა: ხან – მეტად, ხან – ნაკლებად, მაგრამ წაგებული – არასდროს (უზნეობა წაგებად არ ითვლებოდა სსრკ-ში).

სსრკ-ში როგორც უპარტიოთა, ასევე დაბალი რანგის პარტიულთა, ცხოვრების სტილი თავისებური იყო და მის განუყოფელ ნაწილად ე.წ. „სამზარეულოს ლაპარაკები“ ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანები სიმართლეს მხოლოდ სამზარეულოში ლაპარაკობდნენ, სადაც მუდამ დამკვირვებელი დიდი ძმის თვალი და ყური ნაკლებად აღწევდა. როგორც კი ვინმე მოდიოდა – მეზობელიც კი, სიმართლის თქმა წყდებოდა და ისევ განუმეორებელი „შირაკა სტრანა მაია რადნაიას!“ სიმღერა იწყებოდა, ან მისი ქართული ექვივალენტების („დიდება პარტიას!“), რადგან ეს მეზობელი შეთავსებით შეიძლება სწორედაც დიდი ძმის თვალის პაწაწა ნაწილაკი ყოფილიყო და მისი შემოსვლის მიზეზი არა ტელევიზორის ყურება ან მდუღარე ჩაის მირთმევა – არამედ ამ ტელევიზორის სავარაუდო ფასის დადგენა ან სამზარეულოს ლაპარაკების ჩაჭერა იყო…  სახლებში ყველაზე აქტიური „თვალები“ იღებდნენ იმის უფლებას, რომ სახლმმართველად აერჩიათ, რომელიც დაახლოებით შპიკ-ეფრეიტორის წოდებას უდრიდა და რომლის მოვალეობაში მის მეთვალყურეობას დაქვემდებარებული მოსახლეობის იდეური და მატერიალური დონის კონტროლი იყო, რაშიც ხელფასსაც იღებდა. სახლმმართველების („უპრავდომების“) ინსტიტუტი აკეთებდა  სახლებში იმას, რასაც კომკავშირი – სკოლაში, პარტკომები – სამსახურებში, კომისრები – ჯარში… ამ ინსტიტუტს ასინეთების გვარდია ერქვა და მისი პრინციპი სწორედ ქალბატონ ასინეთას მიერ იყო უბადლოდ ჩამოყალიბებული: „უნდა იცოდეს მამამ და მარჩენალმა ყოლიფერი – რას ამბობთ, რას ფიქრობთ…“. ერთმანეთთან შეხვედრისას ჩესტის აღებაც და შეძახილიც – ”დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!” სინამდვილეში სწორედ საბჭოთა ასინეთური კავშირიდან მოდის, და არა – კამორიდან…

საბოლოო ჯამში ამ სისტემამ დაახლოებით 70 წელი გაძლო, მოიგო ერთი სამამულო ომი, გაჟუჟა მილიონობით ეჭვმიტანილი (უამრავი – სისტემის შემქმნელი და ერთგულიც!), ვერ შექმნა ახალი ადამიანი (რადგან ასინეთები სულ უფრო ნაკლებად ჰგავდნენ ადამიანებს და საბოლოო ჯამში მაჩვებად ან დღნაჩვებად ჩამოყალიბდნენ), ვერ მოახერხა ეფექტური ეკონომიკური მოდელის შექმნა, და როცა ლიდერები საბოლოოდ გადავიდნენ ქარიზმატული დემაგოგიიდან არაქარიზმატულ კორუფციაზე და მსოფლიო გაბატონების სიხარბემ ისე დაუბნელათ თვალები, რომ ინტერნაციონალურ ომები გააჩაღეს, როცა საშუალო რანგის პარტიულებისთვისაც კი აღარ დარჩათ კარაქი და ბულკი, მერე ეს ზემო ვოლტა ისე ჩამოიშალა, რომ ათწლეულების განმავლობაში ამაზე მეოცნებე და ამისთვის მოღვაწე მსოფლიოს დანარჩენმა ნაწილმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, გულგახეთქილმა…  კიდევ კარგი ჩამოშლის პროცესში არცერთი წყალბადის ბომბი არ აფეთქდა…

===========================

მირაჟი

ქართველმა ხალხმა, რომელმაც გულუბრყვილოდ დაიჯერა, რომ სწორად მან დაშალა საბჭოთა კავშირი (სინამდვილეში ჩვენი ღვაწლი ერთი კარგი შემოლაწუნება იყო, რომელიც ნოკდაუნსაც ვერ გამოიწვევდა, სხვა ფაქტორები რომ არა), ფეხი ფეხზე გადაიდო და ნეტარი ხმით იკითხა – დროშა და ჰიმნი როდის უნდა შევცვალოთ და ნატოსკენ რომელი ტრასა მიდისო!.. ეს მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნატო კატოსგან ვერ გაერჩია და ასევე დიდ ნაწილს არ ესმოდა, გუშინდელი ”მოსისხლე მტერი” რამდენად ისურვებდა ჩვენს ჩასიძებას, მაგრამ ამ ეჭვის გამჟღავნებას ისევე ვერ ბედავდა, როგორც საბჭოთა პერიოდში იმის კითხვას,  მართლა მოკვდა თუ არა ლენინი სიფილისტით…

მის მერე დროშაც და ჰიმნიც ორჯერ შევცვალეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონობა – კერძოდ კი, როგორც დამონების (სადისტური), ასევე, სამწუხაროდ – მონად ყოფნის  (მაზოხისტური)  სურვილები – სრულიადაც არ ქრება რომელიმე ძეგლის გადმოგდებასთან ერთად! რადგან პრინციპი – ”ძირს – ნიკოლოზ,! მაღლა – მუშა!” თურმე არ ყოფილა თავისუფლების გარანტია… სულაც პირიქით…

და ახლა, 1989 წლის 9 აპრილიდან 20 წლის შემდეგ, ქართველებს არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი უდაბნოში 20-წლიანი ხეტიალი ვერ აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად მიზანდასახული… რომ ისევ ის ბითურები ვართ, ადრე რომ ბედნიერი ერი ვიყავით და მერე – ისევ ბედნიერი, ადრე რომ სტალინის და ბრეჟნევის კონსტიტუციებს ავუწიეთ ხელი მორჩილად და მერე – გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის კონსტიტუციებს და შესწორებებს წავუძინეთ, რადგა ჩვენთვის თავისუფლება ლენინის ძეგლების გადმოგდებით და ახალ ჰიმნზე გულზე ხელის დადებით მოვიდა  და დავიჯერეთ, რომ რადგან მოვიდა, აღარსად წავიდოდა, სამართლიანობას და ბედნიერებასაც მალე მოიყვანდა პადრუჩკით… პონჩიკებს და პირშიბოლოკგაჩრილ შემწვარ გოჭებსაც… მთავარი იყო ხანდახან ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” (რუსთავი2) ჩაგვერთო და გვეკითხა – ”ბედნიერება ჩანა?”

მაგრამ თუ მხოლოდ დამბოლებელთა იმედად ყოფნა არ გვინდა და ცოტას გავივლით და თვალებს ავახელთ, არც ისე დიდი შორსმჭვრეტელობაა საჭირო, რომ დავინახოთ – ისევ იმ სარაიაში ვცხოვრობთ (ოღონდ – ოქროსფრად გადადღაბნილში), ისევ პარტიას (ოღონდ არა – სკკპ-ს, არამედ – ნაცურს) უპყრია ერთპიროვნულად საჭე და ძველზე კიდევ უფრო ჰაიჰარად და უტვინოდ მიაპობს მსოფლიო პოლიტიკის ოკეანის ტალღებს. ისევ რიგი დამდგარა პარტიაში გაწევრიანება-გაბოზებაზე, ისევ იღიმებიან ხალხის ხარჯზე მცხოვრები სეთურები, მათი წარბშეკრული კაკოიათაბაგარები და მათი მრავალათასიანი ასინეთების სახლმმართველურ-კოორდინატორული დივიზიონ-მდედრიონი, ისევ ის ურნალისტურ-პროპაგანდისტული კისელი და ბანგი იღვრება უსინდისო ნაცტელევიზიებიდან, ისევ ისე მაამებლობით, ხელის ლოკვით და ფეხების V-სმაგვარი გადაშლით კეთდება კარიერა, ისევ ის მონები ვართ, ოღონდ არა ბერიას, ბრეჟნევის ან ედუსი, არამედ – მიშასი და ვანიჩქასი… ადრე თუ ლიუბოვ ორლოვა  და მარინა ფერაძე მიგვაჩნდა მისაბაძ გმირებად, ახლა „წინ წავედით“ და შორენა ბეგაშვილზე და  დუტას გმირებზე  ამოგვდის მზე  და ჩვენს სატკივარს ალბათ ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ადრე ყველასთვის ცნობილი, მაგრამ რეფორმირებულ-მოდელირებული ახალგაზრდების დიდი ნაწილისათვის ამჟამად უკვე მივიწყებული „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ან „ჩემი ხატია სამშობლო“ კი არ წარმოადგენს, არამედ „გენიალური“ – „მაიტა ნასოსი!“

მართლაც მაიტა!

რადგან მართალია, ხელისუფლების მეთაურობით უკვე ძაან მაგრად ვუბერამთ, მაგრამ ცოტა მეტი გვინდა, რომ საბოლოოდ დიდიან-პატარიანად გავაფრინოთ…

თავისუფლებასთან კი ამას არაფერი საერთო არა აქვს.  არც – დამოუკიდებლობასთან…

”გიჟი თავისუფალიაო!” კი ამბობენ თერნალში, მაგრამ ელპიტე ბებიას ასაკის ხალხმა კარგად იცის, რაშია გიჟი თავისუფალი – იმაში, რომ გიჟურად იფიქროს… აი, ჩვენი თავისუფლებაც მანდ იწყება და მანდვე თავდება… უბრალოდ გიჟურ ფიქრს გიჟური ქმედებებიც დაემატა, რაც ჩვენს თავისუფლებას არა მარტო გაუგებარს და სევდიანად კომიკურს ხდის, არამედ – საშიშსაც, რადგან ძალიან საშიშია საგიჟე, სადაც ექიმობის პრეტენზიის მქონე გიჟები უკანასკნელ საღად მოაზროვნე პაციენტებს იძულებით ტაბლეტებს და ელექტროშოკს თავაზობენ, რომ მათაც ამ ”ექიმების” თვალით უყურონ სამყაროს და გამუდმებით ბედნიერად იყვირონ – ”მიშა მაგარია!” – ”მაიტა ნასოსი!”

და ეს არის ქვეყანა, რომელსაც უკვე ტერიტორიების 20% აღარ აქვს და აღარც ახსოვს, მოსახლეობა – იმის 2/3-იც კი არ ჰყავს, რაც – ჰყავდა, მათხოვრები ათასობით ჰყავს და ლტოლვილები – ასეულ ათასობით, მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის 5-10% მთელი დოვლათის 80-90%-ს ფლობს, სადაც ყველაზე გავრცელებული ავტომობილი – ჯიპი და მერსედესია, ხოლო ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის ერთადერთი ყოველდღიური საჭმელი – პური ან მაკარონი. სადაც ათასობით ბავშვი სკოლაში სიარულის ნაცვლად ან მათხოვრობს, ან – მათხოვრულ გროშებს იღებს ბაზარზე წვრილმანი ვაჭრობით, სადაც სკოლის პოლიციელი 4-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე სკოლის მასწავლებელი, სადაც საბავშვო ბაღები და სკოლები იხურება, რომ მერე მათ ადგილზე ფეშენებელური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ან კაზინოები გაიხსნას, რათა მერე ამ სახლებში უცხოელებმა იცხოვრონ, ხოლო ამ კაზინოებში უმუშევარმა ქართველებმა უკანასკნელი გროშები და საცხოვრებელი წააგონ, რომ მერე მათი ბინებიც გაიყიდოს და ისინიც ლტოლვილებად და ეკომიგრანტებად იქცნენ, სადაც 250,000 ნარკომანია (ლამის ყოველი მე-10 მოზრდილი!) და ეს ნარკომანები ისე იჩხირავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მსხვილ გამსაღებლებს 4 წელიწადში ერთხელ იჭერს, ხოლო მომხმარებლებს – ყოველ 4 საათში…

ეს არაა ზემო ვოლტა რაკეტებით!

ეს უბრალოდ – ქვემო ვოლტაა (ყოველგვარი რაკეტების გარეშე)!

შეიძლება ითქვას დაშლილი, მაგრამ ამაყი ქვემო ვოლტა!

ღარიბი, მაგრამ თავმომწონე ქვემო ვოლტა, სადაც სიამაყის მთავარი საბაბი ისაა, რომ მთავრობა არ ჩამოიშალა!

ყველაფერი ჩამოიშალა, ხოლო მთავრობა ამაყად ძალადობს თავის ხალხზე. ყველას დაუწვა, ხოლო ხალხს – შედგა და იძახის – შემხედეთ, „შემდგარი“ ვარო!  სადაც ხალხს მაცივარი ვერ ჩაურთავს, სამაგიეროდ – სინათლის ქალაქია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი დენის ტარიფი პარპაშებს… სადაც მარტო შარშან 160000 ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა ლამის ამდენითვე… გაიზარდა!

ესაა ქვეყანა, სადაც მთავრობა მილიონებს და მილიარდებს უაზრო ესტაკადებში, უადგილო შადრევნებში, გვირაბების დაგრძელებაში, უმოქმედო და გაუმართლებელ რკინიგზის ხაზებში, აშენებულის ნგრევაში ხარჯავს… ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია – ეკლესიების აღდგენა-აშენებაში. მალე ალბათ ქვეყანაში დარჩენილ თითოეულ ქართველზე ორ-ორი შადრევანი, ნახევარი მეტრი გვირაბი და ერთი ეკლესია მოვა! სამწუხარო რეალობა კი ის მგონია, რომ როგორც გზებში დახარჯული ფულის ნახევარი მაინც სამთავრობო ელიტის ჯიბეებში ილექება და ჯიპოსანთა კასტის გასხივოსნებას უწყობს ხელს, ასევე არც ეკლესიების რაოდენობის გეომეტრიულ პროგრესული ზრდას ვერ ვუყურებ ერის გადარჩენის გამართლებად. ეკლესიაში მოსიარულეთა მართლაც განუხრელად ზრდის კვალობაზე ვერ ვხედავ იმ ხალხის ოდენობის ზრდას, ვისთვისაც ეს უბრალოდ ახალი მოდა კი არაა, არამედ – ჭეშმარიტი რწმენა… ვისი ცხოვრებაც ქრისტეს მადლით და ცხოვრების წესითაა გასხივოსნებული, ვინც არ ატყუებს მოყვასს და მოყვასის ხარჯზე არ აპირებს თავისი ცხოვრების ბედის ბორბალის დატრიალებას… ხელისუფლებამ, ეტყობა, დროებით, ბოლო ხანებში ხელი აიღო ეკლესიის განქიქების აშკარა წახალისებაზე და ხელისუფლების მხრიდან ხალხის მორიგ დაჩმორებას და გაბითურებას ამჟამად თან სდევს (ან – წინაც კი უსწრებს) ეკლესიის მიმართ გამოჩენილი „გულუხვობა“ და დითირამბები. სულ მაქვს იმედი, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და ქართველი ხალხისთვის ნამდვილად ყველაზე პოპულარული და საყვარელი პიროვნება, მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერთხელაც იქნება უარს იტყვის ამ დანაელთა ძღვენზე…

იმედი, როგორც ამბობენ, ბოლოს კვდება…

ხელისუფლების იმედი კი არ მაქვს.

იმის იმედიც არ მაქვს, რომ როდესმე უმტკივნეულოდ გადაშენდება…

==========================================

ამ ქვეყანაში სულ ახლახანს არჩევნები ჩატარდა!

ისევ და ისევ ამტკიცებენ, ეს არჩევნები, წინასთან შედარებით წინგადადგმული ნაბიჯი იყოო! ამაზე ის მახსენდება, 60-იანი წლებიდან დაწყებული საბჭოთა ხალხი განუხრელად რომ ”უახლოვდებოდა” კომუნიზმს, ხოლო კომუნიზმი კი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით – გაგვირბოდა. არ ვიცი, ამ ”წინსვლის” დამფიქსირებლები მორიელის ჯიშს განეკუთვნებიან თუ კიბოსას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი აზრი მოგახსენოთ იმაზე, თუ რა აჩვენა ბოლო ადგილობრივმა არჩევნებმა… თუმცა იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ ჩემი აზრები ეკა ხერხეულიძის, ნუგზარ წიკლაურის, სევდია უგრეხელიძის და პალიკო კუბლაშვილის დონის წარბშეუხრელ მიშისტებზე რაიმე გავლენას იქონიებს…

ნაცმოძრაობა: „აბა, სიდამპლეში მნახე, ვინა ვაარ!“

მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის ძირითადი მასა, როგორც ეთიკური, ასევე პოლიტიკური და ინტელექტუალური თვალსაზრისითაც ეროვნული ბალასტის ანუ ლექის აშკარა გამოხატულებაა, არის ნამდვილად ერთი განზომილება, რაშიც მათი სიმაგრე ეჭვს არ იწვევს.

ესაა სიდამპლე!

ნაცმოძრაობის გონებრივი რესურსები, მიხვედრილობა და მაკიაველური სიბრძნე  ძირითადად სწორედ სიდამპლეების მახეების დაგებაში იხარჯება. ამ მხრივ დახარჯული დროის და ენერგიის 10% მაინც რომ იხარჯებოდეს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო მიმართულებით, ალბათ მართლაც სერიოზული პროგრესი გვექნებოდა. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ტვინის უჯრედები, რომელიც სიდამპლის გენერირებაზეა მომართული, სავარაუდოდ, კარგავს სასიკეთო პოტენციალს და მის მიერ რაიმე პოზიტიურის შექმნის შანსი ნულისკენ მიისწრაფის. ამაში არაფერია გასაკვირი, „მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო“ – ესაა აფთრის მეთოდებით მოქმედი ნაცმოძრაობის დევიზი… „აფთარზე მყრალი რომ არაფერია ამქვეყნად“, ეს, კიდე, პიპინია ბიძიას დროიდან იყო ცნობილი…

და მაინც, რა იყო არჩევნებისწინა პერიოდის „ნოუ-ჰაუ“ ნაცმოძრაობის არსენალიდან, რომელიც ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას, როგორც თავად ნაციონალებში და მათ ლეგიონებში, ასევე იმათშიც, ვისაც სიდამპლეების ხილვაზე მაზოხისტური ორგაზმის ხითხითი უტყდება.

1) საარჩევნო კანონმდებლობის „დახვეწა“.

არ ვიცი, რა დაიხვეწა სასიკეთოდ, მაგრამ ფაქტია, რომ –

საარჩევნო ოლქების რაოდენობის ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის მატების, ასევე – დამკვირვებლებისათვის დაკვირვების გაძნელების,

ქალაქ თბილისისთვის ადმინისტრაციული რესურსით გაცილებით ადვილად საკონტროლებელი გარეუბნების შემოერთების და ოპოზიციური ელექტორატის ლტოლვილებით და სპეცუბნებით „გაზავების“,

„კარდაკარ შემოვლის“ საბაბით ამომრჩევლებზე აგენტურული მონაცემების შეგროვების,

საარჩევნო უბნებთან აგიტაციის დაშვების,

არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე სახლმმართველებად საკუთარი „სპეცაქტივის“ არჩევნების მიმდინარეობაზე „დაკვირვების“ და არჩევნებზე მისაყვანად ამომრჩეველების „მობილიზების“ დაკანონების,

საარჩევნო უბნებში ამომრჩევლების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფის  შემოღების,

„ყველას წინააღმდეგ“ გადახაზული ბიულეტენების ბათილად ჩათვლის და ასეთი შედეგების ცალკე დათვლის გაუქმების,

და სხვა ინოვაციებმა მხოლოდ ერთი მიმართულებით „იმუშავა“ – ნაციონალურმა მოძრაობამ ამჟამად გაცილებით უფრო უპრობლემოდ შეძლო გაყალბება. ყველა ამ მეთოდის კანონზომიერი შედეგი იყო 30 მაისი – „გაყალბება გაყალბების გარეშე – გაბითურებით!“

2) მერობის კანდიდატების გამოძერწვის,  დათანხმების და მათი სარეკლამო კამპანიის დაფინანსების გზით ხელისუფლებამ თავიდანვე უაზრო გახადა არჩევნების ბოიკოტი. ნუ მიწყენს ბატონი გოგი თოფაძე, მაგრამ მისი კომპანიის ვალი ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ 1 მილიონიდან 7 მილიონამდე „გაიზარდა“, ხოლო ამ ვალზე როგორც მისი, ასევე საგადასახადო ორგანოების მიერ საუბარი სწორედ მაშინ შეწყდა, როცა მრეწველებმა თოფაძე მერობის კანდიდატად დაასახელეს, ვითომ ეს შემთხვევითი დამთხვევაა?  რკინის კაც კახა თარგამაძის დაახლოებული ექს-პოლიციელ ნიკა ივანიშვილის ნაფტალინიდან ამოღება და რეჟიმთან მებრძოლ მზეჭაბუკად ისე დახატვა, რომ მთელს ქალაქში მისი არჩევნების შემდეგაც დიდხანს არჩამოხსნილი უზარმაზარი ბანერები ალბათ სააკაშვილის შურსაც კი იწვევდა, ვითომ ბატონი ნიკას რეჟიმისადმი მოთმინების ამოწურვით უნდა აიხსნას და ბანერების ფული ვინ გადაიხადა ნეტა – სპორტსმენებმა თუ ნიკა ტაბატაძემ? თბილისი პატარა ქალაქია და არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ბატონმა ნიკამ თავის უახლოეს მეგობრებთან გაამხილა, რომ მისი „წამოკანდიდატების“ იდეა მას ურჩიეს და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებიდან იგი საკმაოდ მოგებული დარჩა – სხვას რომ თავი დავანებოთ (მეეჭვება ისე, დანებება ღირდესJ)  ახლა უკვე „ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ნიკა“. მიუხედავად იმ ხმების მიზერული რაოდენობისა, რაც მან საბოლოოდ მიიღო…

ასევე ნაფტალინის უებარ თვისებებს უნდა მივაწეროთ ერთ დროს ფინანსთა მინისტრის და სუფრაზე და წრეში მჭერმეტყველის – დავით იაკობიძის კიდევ უფრო უცნაური ალიანსი გია თორთლაძესთან… თორთლაძემ ვერ გარისკა საარჩევნო ბანერებზე თავისი ერისთვის სასიქადულო სახის გამოტანა და იაკობიძე წამოიცვა ნიღბად. მიუხედავად კიდევ უფრო მასშტაბური საბანერო რეკლამისა, რომელიც ერთ დროს მცირე კრედიტის ვერდამფარავ შეჭირვებული ალპინისტ თორთლაძის პარტიას სულ ცოტა 1 მილიონი ლარი დაუჯდა (არადა, ცალ-ცალი კალოშიც კი არ ჰქონდა, პარლამენტში რომ შეძვრა), იაკობიძემ ისეთი რეკორდულად მცირე ოდენობით ხმები მიიღო, რომ დარწმუნებული ვარ თავად თორთლაძეც კი მეტს შეძლებდა. 

ნუ, ისეთ კოლორიტულ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი ვაშაძე და მის ჟრუანტელისმომგვრელ ექსპრესიებზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია – მან ღირსეულად ჩაანაცვლა ისეთი კოლორიტული საარჩევნოდგადანახული ფიგურა, როგორიც ქართლოს ღარიბაშვილი გახლდათ.

სხვათა შორის, ნაცმოძრაობას აღნიშნული მიმართულებით ჰქონდა გარკვეული ჩავარდნა.

ა) მათ ვერ მოახერხეს ორი ყველაზე რეიტინგული სავარაუდო კანდიდატის დაჯახება – ლევან გაჩეჩილაძემ ბოლო მომენტში არ დაასახელა თავისი კანდიდატურა

ბ) ახლახანს გუბაზ სანიკიძემ გააჟღერა, რომ მერაბიშვილის დაახლოებული პირების მეშვეობით მანაც მიიღო ძალიან სერიოზული თანხის შემოთავაზება მერობის კანდიდატად თავისი დასახელების შემთხვევაში. აქვე დავძენ, რომ თბილისის მერის პოსტზე, ალასანიასთვის ხმების წასართმევად, ალბათ გაჩეჩილაძე და ჭანტურია უფრო სერიოზულ პოტენციალს ფლობდნენ, ვიდრე გუბაზ სანიკიძე. 

3) რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა. ეს პარტია, რომელიც 7 ნოემბრის პირმშოა ძალიან ბევრი ასპექტით და რომელიც ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც 2008 წლის აშკარად გაყალბებულ არჩევნებში უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ნებისმიერი ექსპერტი ივარაუდებდა, უკვე მართლაც იმდენად ჩამოყალიბდა, რომ როგორც რუსულად იტყვიან – „დალშე -ნეკუდა!“ პარტია, რომელიც შეუპოვრად ებრძვის ნაცმოძრაობას პარლამენტში! პარტია, რომლის ლიდერს მიხეილ სააკაშვილი თავის შემცვლელად ასახელებს – მერე რა, რომ უშორეულეს მომავალში! პარტია, რომლის ლიდერის საბაიდენო სიაში ჩასმა უკანასკნელ მომენტში ხდება (ნეტა ბაიდენმა ითხოვა თავად?)… პარტია, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული (მერე რა, რომ ამ პროფესიონალთა 80% ერთი პროფესიის და სულაც ერთი ბუდიდან აფრენილი ფრინველთა გუნდია!)… ყოველივე ეს ამ პარტიას აქცევს … ნაცმოძრაობის საყვარელ პირმშოდ! აი, რით შეუძლიათ სამართლიანად იამაყონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა… ხოლო ოპერაცია „გაზო-მერი ბაქოდან!“ ალბათ საარჩევნო გაცურებათა ქრესტომათიაში შევა, როგორც უბადლო შედევრი იმისა, როგორ შეიძლება გუშინ ძებნილი შემოირიგო… და არა მარტო შემოირიგო, არამედ – მერის სკამიც შესთავაზო… ანუ თუ საზღვარგარეთ ხშირად მერობის კანდიდატი ეძებს პარტიას და ფულსაც კი იხდის თავისი ნომინაციისთვის, ჩვენთან პირიქით – არა მარტო პარტია, არამედ ხელისუფლებაც კი თავდაუზოგავად ეძებს მერობის ოპოზიციურ (!) კანდიდატებს, რათა მერე მათი ხელით საზოგადოება დააბნიოს და რეალურ კანდიდატებს ხმები ჩამოაჭრას! ისიც ძალიან ნიშანდობლივია, რომ პირველი, ვისთანაც ჯერ კიდევ კანდიდატად არდასახელებული  გია ჭანტურიას შეხვედრა შედგა, ეს იყო ლევან ვეფხვაძის კაბინეტში „შემთხვევით“, მაგრამ დროულად შეხეტებული მიხეილ მაჭავარიანი, რომელსაც „გაყალბების დიდი მაგისტრის“ ხარისხი აქვს მინიჭებული… ასე ამოტივტივდა ეს „ძლიერი“ კანდიდატი (ძლიერი იმით, რომ შევარდნაძის დროინდელი ამომრჩევლისათვის იგი ნიჭიერი მენეჯერის იმიჯის მატარებელია). შემდეგ შეირჩა ფანტასტიურად დემაგოგიური ლოზუნგიც – „გაზი – 5 თეთრი, დენი – 10 თეთრი, წყალი უფასოდ!“ გიგი უგულავას სულ ნერწყვი მოსდიოდა ალბათ ამ მსუქან ლოზუნგზე, რომელსაც ჯერ კიდევ დაპირებულით ადვილად ხიბვლადი ქართველი ამომრჩეველი ანკესიანად ყლაპავდა, მაგრამ რა ექნა? თავად გიგის რომ გადაეგდო ეს ანკესი, ხომ ეტყოდნენ, – ამდენხანს რას ელოდებოდიო?

4) ისევე, როგორც 2008 წლის არჩევნებზე, ამჟამადაც ვრცელდებოდა ხმები სახელისუფლებო გუნდში არსებულ სერიოზულ დაპირისპირებაზე – რომ ვანო მერაბიშვილი და მისი გუნდის წევრები კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ უგულავას მერად არჩევაზე, რაასაც ამ პოლიტიკური პიროვნების წონის სერიოზული ზრდა და მისი საპრეზიდენტო ამბიციების უპირობო ზრდა მოჰყვებოდა. რომ თითქოსდა სწორედ მერაბიშვილის პროექტი იყო თარგამაძის ქდმ და სწორედ მერაბიშვილის ფინანსური ბერკეტებით მოხდა ლონდონში სანდროსავით სასწავლებლად წასული ინგა გრიგოლიას პოლიტიკოსად ზეგარდმო მოვლინება და მერი უგულავასადმი მის მიერ გაჟღერებული „მუდმივი არმოსვენების“ მუქარები. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ გასატყავებელი ცხვრების წინააღმდეგ თუნდაც მოქიშპე ყასბების გაერთიანება გაცილებით ადვილად ხდება, ვიდრე თავად ამ ცხვრებისა… ცისკარიშვილი რესტორნის დაპირისპირების შემდეგ შეეგუა გიგის გამერებას, ადეიშვილის ფრთის ქვეშ  საბოლოოდ შეფარებული კოდუა მალე აღიდგენს ვითომ დაკარგულ ძლიერებას და მოსალოდნელი ნაცური გახლეჩაც გადაიდო… თუმცა, ალბათ საბოლოო ჯამში მიშას მოშორება სწორედ ამ გზით მოხდება და საკითხავი მხოლოდ ისაა, ვინ დაასწრებს…

5) სააარჩევნო სცენაზე სპეციალურად გაწვრთნილი ენჯეოების – მაკვირვებელი ცხვრების ქურქში გახვეული გამყალბებელი მგლების აქტივაცია… წინა არჩევნებიდან კარგად დამახსოვრებული „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI) თავის დამაარსებლის – დავით კირკიტაძის ძმაკაცის – სწორუპოვარი და აწ უკვე მერისხელად ქცეული კოკი იონათამიშვილის გარეშეც ელავს და კაშკაშებს.

ერთი პერიოდი უცხოური ორგანიზაციები ქართული ხელისუფლების კაიკაცობებს არასამთავრობო სექტორიდან მოსული პირუთვნელი ინფორმაციით ამოწმებდნენ და ვიშვიშებდნენ, მერე – როცა ყველა „პატიოსანმა ნაცმა“ პატიოსნად” დააფუძნა ცოლის, ცოლისდის, ბიძაშვილის, სიდედრის, სიდედრის დაქალის და ტრუსების მეგობრების ენ-ჯე-ოები, აღმოჩნდა, რომ ყოველ პატიოსან და მიუკერძოებელ ენ-ჯეო-ზე საქართველოში 3-4 სიდედრიონი ან ძმაკაციონი მოდის! ამიტომაც ამ ერთეული პატიოსანი წიფელის ირგვლივ მოდებულ სარეველების ჯაგნარში რაიმეს გარჩევა ძაან ძნელია, სანამ სათითაოდ არ გავერკვევით, დღისით მედგარი ენ-ჯე-ოს შეფი ღამით რომელ ნაცლიდერს უწევს ლოგინში…

6) ნოღაიდელის დაბრუნება პოლიტიკურ ორბიტაზე და მის მიერ პრორუსული ვექტორის ღიად დაფიქსირება.

ნოღაიდელის გამოჩენის დღიდან მე იგი არასაპარლამენტო ოპოზიციის გასვრის იარაღად მიმაჩნდა და ვფიქრობ, არ შევცდი. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ, თუმცა ამჟამად უფრო გაჭირვებით მოახერხა დასავლეთის თვალში „პრორუსული ოპოზიციის“ კარტის გათამაშება. ნოღაიდელის პლასტმასური ხელოვნურობა განსაკუთრებით აშკარა გახდა პუტინთან და „ედინაია რასიასთან“ მისი უზომო ჩახუტებისა და მისი საჩვენებლად აგრესიული რიტორიკის შედეგად. მართალი გითხრათ, ბიშკეკის სისხლიანმა ამბებმა ცოტა შემაფიქრიანა, მიშას მიერ მედვედევის დასაკერად გაგზავნილმა ჯიუტმა ტექნიკურმა ემანდ საკუთარი თამაში არ დაიწყოს-მეთქი… ხომ უთქვამთ – „ბევრი ვეცადე შენთვისო და გამომივიდა – ჩემთვისო“. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნები და რაც უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ნოღაიდელის ბადეს მარტო კონსერვატორები და სახალხო პარტია ამოჰყვა (რომელთაც ჟირინოვსკისთან შეხვედრით დაგვამახსოვრეს ეს ღირსეული საარჩევნო კამპანია), ხოლო ვერც ნინო ბურჯანაძე ვერ მოექცა ნოღაიდელის ჩრდილში და რაც მთავარია, ვერც ალასანიას და გაჩეჩილაძის მოჩანგვლა მოხერხდა, რომ ექს-პრემიერის რიტორიკა რაღაც ჩაინავლა,  ხელების დასამტვრევი მეთოდოლოგია ვერ განვითარდა და რეგიონებში ბლომად გახსნილი ოფისებიც ისე სასწრაფოდ მიახურა, რომ არამცთუ მიტინგების ჩატარება და ხალხის აზვირთება, არამედ  სერიოზული სიტყვიერი პროტესტიც კი არ უცდია… ახლა მგონი ჩოთქს ყრის აქეთ-იქეთ, ბალანსი უნდა დასვას და მერე წავა ალბათ საზღვარგარეთ. დავალება შესრულებულია, წესით ძველი პატრონი კი უნდა იყოს მადლიერი და ახალ თანამებრძოლებთან ყველაფერი რომ დროებითი გარიგება იყო, ამას ისინიც არ მალავდნენ… ოპოზიციონერობაში ნოღაიდელი კიდევ უფრო ხელმომჭირნე გამოდგა და ადრე რა ხელგაშლილი იყო, ხომ გვახსოვს… ახლა ნოღაიდელი ბადეში ოქრუაშვილის დაჭერას თუ შეეცდება, ნამდვილად ვიფიქრებ, რომ დიდი გაქანების მსახიობი ყოფილა… თუმცა თუ ოქრუაშვილმა ნოღაიდელზე უფრო მსხვილი და სერიოზული პარტნიორი ვერ მონახა, მასაც ალბათ ჟირინოვსკის ხელის ჩამორთმევაზე მოუწევს ოცნება…

7) NDI-ის შეთანხმების ჩაშლა მერის არჩევნების ჩასატარებლად 50%-იანი ბარიერის დასაწესებლად. ოფისზეგაყიდული ეროვნულ-დემოკრატების მიერ კუბლაშვილის კაბინეტში მორჩილი მიძუძგურება პირველი ზარი იყო  (ტყუილად ჰგონიათ ბაჭუკი ქარდავას და გურამ ჩახვაძეს, რომ ამ მასშტაბის ღალატს თავისი ომახიანი ”ინიციატივებით“ დაავიწყებენ ქართველ ხალხს) და მალე ქრისტიან-დემოკრატების და მრეწველების მიერაც 30% ბარიერზე თანხმობა მოჰყვა. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ეს „ენ-დი-აი“-ობა ისეთივე კოშმარით დამთავრდა, როგორც ადრე – „აი-რა-იო“-ბა და „გრინბერგ-ქვინლან-როსნერ“-ობა… აქაოდა, ეგება 50%-იანი თუ არა, 40%-იანი ბარიერი მაინც გავაგდებინოთ ყვავ პალიკოს ნისკარტიდანო და ამაზე მოჭიდავე ოპოზიციამ ”არ შეიმჩნია“ საარჩევნო უბნებზე სიებმომარჯვებული მდედრიონის ჩასკამეიკების დაკანონება! მერე ბარიერმა ფაფუ ქნა და მდედრიონი კი გრადზე უფრო საშინელ იარაღად იქცა…

8) საარჩევნო ადმინისტრაციის ხისტად პროსამთავრობო მოდელიდან რბილ და ლოიალურ ხარატიშვილისეულ მოდელზე გადასვლა, რამაც ოპოზიციას ხანგრძლივი და მომაკვდინებელი ილუზია შეუქმნა – არცერთი მტერი ხომ ისე საშიში არაა, როგორც მოყვრად მოსული მტერი. ბატონმა ხარატიშვილმა გამოძერწა ილუზია, რომ ცესკო ოპოზიციის სამართლიან პრეტენზიებს იზიარებდა, ასწორებდა საარჩევნო სიებს… საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ჩიტი ბდღვნად არ ღირდა… როდესაც თუნდაც ისეთი არარევოლუციური პოლიტიკური ძალის, როგორიც მრეწველებია, მიერ შემოწმებულ სიებში უზუსტობები, მიწერები და დარღვევები 10%-ს აღწევდა, ხოლო ცესკო-ს საბოლოო დასკვნაში აღმოჩნდა, რომ დარღვევები თურმე „1%-ს არ აღემატებოდა“, ეს მათემატიკური დომხალი სრულიად ადვილად „აიხსნა“: მრეწველებმა დათვალეს დარღვევების % შემოწმებული სიების რაოდენობიდან, ხოლო ცესკომ აღმოჩენილი დარღვევების ოდენობა სრულიად მთელ სიას „შეუფარდა“! ანუ, თუ ოპოზიციას უნდა, რომ მის მიერ აღმოჩენილმა დარღვევებმა ცესკო-ზე მართლაც მოახდინოს შთაბეჭდილება, მან სიების 100% უნდა გადააამოწმოს. ამას კი 1 მილიონი ლარი და ერთი თვე ნამდვილად არ ეყოფა. საბოლოო ჯამში მივიღეთ, ის, რომ ცესკო-მ მხოლოდ 12000 მკვდარი სული ჩაასწორა, ისე რომ არც კი დაინტერესებულა, ეს მკვდარი სულები თავისით აღმოცენდნენ, თუ რომელიმე ჩიჩიკოვის მეცადინეობით! ამ დროს აბსოლუტურად აშკარაა ჩიჩიკოვის ვინაობაც. ეს არის სამოქალაქო რეესტრის მარადმოზეიმე ლირფთვალება თავმჯდომარე ბატონი ვაშაძე, რომლის ბაქი-ბუქი ბოლო ორი წელია არემარეს აზანზარებდა – შემხედეთ, რამხელა საქმეს ვაკეთებთ, როგორ გავასწორეთ და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ჩავაყენეთ სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მონაცემებიო… საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ სიები იყო კატასტროფულად დამახინჯებული – ათობით (და ასობით!) ადამიანი იყო მიწერილი ეკლესიებზე, მაღაზიებზე, საბავშვო ბაღებზე და ფარდულებზე! ასობით ადამიანი „ცხოვრობდა“ მისამართებზე და კორპუსებში, რომელიც არც არასდროს ყოფილა და ალბათ არც მომავალში იქნება! ამის აღმოჩენას კი შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ განერვიულებულ-გაოფლილი და წვერგაუპარსავი (!) ვაშაძე ერთი-ორ გადაცემაში დაბნეულად თავს იმართლებდა, მაგრამ ცესკო-ს ერთი საყვედურიც კი არ დაცდენია და არ მოსვლია თავში აზრად, რომ დაესვა კითხვა – როგორ მოხდა, რომ მილიონობით ლარის მხარჯველ სახელმწიფო ორგანიზაციას ასეთი კატასტროფული შედეგი აქვს საქმიანობის მე-5 წელს! ალბათ, ბატონმა ჩხარტიშვილმა ჩათვალა, რომ მალე ბატონი ვაშაძის გაუპარსავი წვერის სიგრძე მის საკუთარს გაუტოლდება და საქმეებიც მაშინ გასწორდება! შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ორთვიანი კატავასიის მერე, სიები ისევ ისეთი გამაბითურებელია, როგორც იყო – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიოდა უამრავი ინფორმაცია დარღვევებზე სიებში, რასაც ცესკოს მხრიდან გვიან ნიღაბახდილი ხარატიშვილის მხრიდან მხოლოდ მხრების აჩეჩვა და ცალკეული დარღვევების ფატალურ აუცილებლობაზე დასავლური ქვეყნების მაგალითების მოზეიმე მოყვანა თუ მოსდევდა…

9) საზოგადოების გახლეჩა… მცდელობა ბევრი იყო. დაწყებული ჯერ კიდევ „დიდი ქართული ათეულიდან“ და მარადიული მანანა არჩვაძის დემარშიდან… მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ მალე გაცილებით კოშმარულ – საფლავურ – დემარშებამდე მივიდოდა ქალბატონი მანანა… მერე თეა თუთბერიძის ანტიეკლესიური ამორძალობიდან მის ნანკაკალატოზიშვილისეულ ანათემამდე… ისევ გამსახურდიების ოჯახის პერიპეტიები – დაჭრა-დაჭერა-გასამართლება და ისევ ნანკა კალატოზიშვილისეულ პატარძლის მორალურ სტრიპტიზამდე (საქალბატონე ნანკას  სქელი ვნებიანი ტუჩები რომ არ უშლიდეს ხელს, ნაღდად პოლიტიკოსის სარბიელზეა შემდგარი 🙂 … სულ ახლახანს კი ილიაუნურ-ლიგამუსური არასაიდუმლო სირობების რეკლამირებით და მართლმადიდებლური ინკვიზიციით პირდაპირ ეთერში – და ტელეკომპანია „კავკასიის“ ფაქტიური გადართვით აქტიური წინასაარჩევნო პოლიტიკური რეჟიმიდან სექსუალური უმცირესობების და ფუნდამენტალიზმზე პრეტენზიის მქონე პრორუსული პოლიტიკანების დაპირისპირების რეჟიმში, რამაც „მაესტროს“ გახანგრძლივებული რეორგანიზაციის პირობებში ლამის ისევე სულზე მოუსწრო სააკაშვილის ხელისუფლებას, როგორც 2007 წლის ბოლოს „იმედის“ თანამშრომელთა ხარაკირმა… თუმცა მასშტაბი არ იყო იმ დონის… დაბოლოს, ზუსტად არჩევნების წინ ცოტნე გამსახურდიას ჯურღმულიდან გაჟღერებული მოწოდება – ალასანიას არ მისცეთ ხმაო… მაინც არ გამოუშვეს ცოტნე, მგონი ფუჭად ჩაიარა ამ განწირულის სულის კვეთებამ…

და მაინც, მიუხედავად ზემოთქმულისა, უნდა ვაღიაროთ – ამჯერად სააკაშვილის გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა … ოპოზიცია.

მთელი თვეების განმავლობაში თავდაუზოგავად და ალბათ ზოგჯერ ბევრისათვის – სასაცილოდ ინფანტილურად ვცდილობდი, რომ დამეჯერებინა ჩემი თავიც და თქვენც, ძვირფასო მეგობრებო, რომ არჩევნებს აზრი ჰქონდა… რომ არჩევნების მოგება თბილისში შეიძლებოდა… და რომ ამ ბრძოლის მოგების საუკეთესო შანსი ჰქონდა „ალიანსს საქართველოსთვის“…

თავს ვერ ვიმართლებ და არც ვიმართლებ. ახლაც ვიტყვი, ამ არჩევნებზე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანების უმრავლესობამ სწორედ ალიანსს მისცა ხმა – უკეთესი მაინც არავინ იყო. ამავე დროს უნდა გამოგიტყდეთ, არ ვარ არც უბირი და არც, როგორც მჭერმეტყველი გია ბარამიძე იტყვის – „ნაივური“.

იმასაც ვიტყვი, რომ დღესაც ვრჩები რესპუბლიკელების მხარდამჭერად, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული შეცდომები იქნა მათ მიერ დაშვებული.

არ ვაპირებ დავასახელო ის პირები – პოლიტიკოსები, რომელთაც კერძო მიმოწერაში ვთხოვდი, რომ შეეცვალათ ტაქტიკა! რომ არ შეიძლება კალიგულას უპირისპირდებოდე და ჯენტლმენური ბრძოლის ილუზია გქონდეს! არ შეიძლება ხედავდე ამდენ მზადებას გაყალბებისთვის, საარჩევნო გარემოს ასეთ გამრუდებას, ასეთ ხელოვნურად ამოტივტივებულ „კანდიდატებს“, რომელიც კარგად იცი, რას თამაშობენ… ასეთ გაყალბებულ სიებს, მერაბიშვილის ძმაკაცს ცესკოს თავმჯდომარედ, სვანეთში დატრიალებულ ამბებს, მასიურ ზეწოლას და პოლიტიკოსების და ჟურნალისტების დაშინება-გადაბირებას რეგიონებში, ცინიკურად დისპროპორციულ მედიას და… კიდე მაინც ჯენტლმენურად იქცეოდე!

ანეგდოტი მახსენდება ქუთაისური:

ინტელიგენტები შევიდნენ რესტორანში და ძველი ბიჭების გვერდზე დაჯდნენ. რაღაც ვერ მოუვიდნენ თვალში ერთმანეთს და ერთმა ძველმა – რამაზიემ – ამ ინტელიგენტებს სულ კარგები და კეთილები აგინა მთელი რესტორნის თვალწინ. ერთ-ერთმა გაწითლებულმა ინტელიგენტმა უთხრა რამაზიეს – გარეთ გამობრძანდით, ყმაწვილოო. გავიდნენ და ხუთ წუთში  დაბრუნდნენ – ინტელიგენტი კიდევ უფრო გაწითლებული და რამაზიე – ხარხარ-ხარხარით, მუცელი ძლივს ეჭირა. ჰკითხეს ინტელიგენტს გაოცებულმა თანამეინახეებმა, რა მოხდაო?

– გავიყვანე გარეთ და სულ ტუტუცი ვუძახეო! – ღირსეულად უპასუხა ინტელიგენტმა…

არ ვგავარ მე იმ ადამიანს, ჩხუბზე და კუნთებზე რომ ვიყურები და არც ვარ… არც დედის გინება მიმაჩნია პოლიტიკოსების ღირს საქციელად.

მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ისეთი “თეთრპერჩათკებიანი” კამპანია, როგორიც ალიანსმა ჩაატარა წელს – საქმეს წაადგება, ასეთი სისხლისმსმელი აფთრების და გაქნილი ტურების წინააღმდეგ… ნუთუ არ შეიძლებოდა იმის მსგავსი კამპანიის ჩატარება და იმის მსგავსი კლიპების მომზადება, რაც 2008 წელს იყო? ნუთუ არ უნდა შეგვეხსენებინა ხალხისთვის ამათი აფთრობები და ტურობები? არც დანგრეული სახლები და მემორიალები? არც დამარხული ახალგაზრდები და დედა-შვილი? არც ძველი გაყალბებები? არც შეჭმული მილიონები? არც უტვინოდ დაწყებული და 2 დღეში გასხმული ომი? არც შეთითხნილი „მუხროვანის ამბოხი“ და დახვრეტილი პოლკოვნიკი კრიალაშვილი? არც ის საპრეზიდენტო სასახლე? არც დავიწყებული ლტოლვილები??? არც „ნულოვანი ტოლერანტულობა“ და ბიზნესის სრული დახრჩობა?

რატომ – თეთრი პერჩათკები რომ არ დაგვსვროდა???

რომ “კონსტრუქციული იმიჯი” არ შეგველახა? ჩვენს ოჯახს რომაწიოკებდნენ, მაშინაც უნდა ვიკონსტრუქციულოთ? თუ ოჯახზე შეიძლება ხელის გამოღება და “მიშველეთ!”-ს ძახილი და ქვეყანა – ოჯახი არ არის! :(((

დიდი ბოდიში, მაგრამ პიერ დე კუბერტენის დევიზით ვმონაწილეობდით? გამარჯვება ფეხებზე გვეკიდა?

აბა, თუ ეგრეა, გაუმარჯოს „მეთვითონ“ პაატა დავითაიას! – არჩევნებზე საერთოდ ამერიკაში წავიდა მეთვითონ კაცი! კონსტრუქციულობა და ხელთათმანების ქიმწმენდა იქ რომ იციან, მტრისას!

არ ვიცი, ვისი აღმოჩენა ან ვისი “პადაჩა” იყო ეს “კონსტრუქციულობა”, მაგრამ ასე მგონია, ალასანიას მთელი კამპანიის განმავლობაში იმდენი რომ ეთქვა პირში უგულავასთვის, რაც დაჩი ცაგურიამ ბენზინგასამართ სადგურზე 2 წუთში მოასწრო, გაცილებით უფრო ეფექტური კამპანია ექნებოდა ალიანსს! გაცილებით უფრო მონდომებული იქნებოდა ოპოზიციური ელექტორატი არჩევნების დღესაც. ხომ ფაქტია, რომ ნაცებმა „თავისი“ ამომრჩევლის სიებით გამოძახებით, დაპირებებით და დაშინებით (ჩემი ნაცნობი მოხუცი ლტოლვილი აფხაზეთიდან დაფიქრებით მეუბნებოდა, თურმე ყველა ბიულეტენს შეამოწმებენ თითის ანაბეჭდებზეო! – წარმოგიდგენიათ, რა ზებოები და ასინეთები ჰყავს დასაქმებული სეთურს?) 120%-ით მოახერხეს თავისი ელექტორატის მობილიზება, ხოლო ოპოზიციური ელექტორატის საკმაოდ დიდი ნაწილი ან სახლში დარჩა, ან საერთოდ ყველა გადახაზა…

მე პირადად ეს ყველაფერი ირაკლი ალასანიას „დამსახურება“ მგონია… აშკარად გამოჩნდა, რომ რამდენადაც „პიარულია“ ჟურნალისტების პარტია, იმდენადაც „დიპლომატიური“ – დიპლომატების პარტია! ალასანიას პარტია ჩემი აზრით ცუდ სამსახურს უწევდა თავის ლიდერს… ერთადერთი ადამიანი, რომელიც ალასანიასთვის მართლა სერიოზული დასაყრდენი შეიძლებოდა ყოფილიყო – ბატონი ლევან მიქელაძე – უდროოდ გამოეცალა საქართველოს. ალასანია შეიძლება ცუდი დიპლომატი არაა, მაგრამ ან ვერ შედგა როგორც პოლიტიკოსად, ან არც მოინდომა… რატომ არ უნდა მოენდომებინა, არ ვიცი… ვინმე რაიმეს დაპირდა, რომ ლანგარზე მიართმევდა? სანამ უნდა გვყავდეს პოლიტიკოსები, რომელთაც ლანგარზე მირთმეულის სჯერათ? რომ ამერიკა დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ხოლო უცხოელი დამკვირვებლები – დაკარგულ ხმებს? ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ხმებისთვის და უცხოელები მოიკლავენ თავს? წინა არჩევნებზე ზონდერბიჭების მიერ სარაიაში ჩაკეტილი პიტერ სემნების “ლომობის” იმედზე ვართ?..

მე პირადად, ამჟამად შემიძლია ვთქვა ის, რასაც აქამდე ვცდილობდი, არ მეთქვა – რესპუბლიკელების და მემარჯვენეების მხრიდან შეცდომა იყო ირაკლი ალასანიას უპირობო კანდიდატად მიღება და გამეფება… ადამიანი, რომელიც სხვებთან მოსალაპარაკებლად ისე მიდის, რომ თავისიანებს არ უთანხმდება, პოლიტიკის ანბანს არღვევს და დიპლომატიასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს… როცა არ მოგვწონს, რომ ეგზით-პოლების შედეგებზე დაყრდნობით ბუში მეგობარ მიშას გამარჯვებას ულოცავს, ვითომ მოსაწონია ასეთი გაყალბებული არჩევნების ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე არჩევნების შემდგარად გამოცხადება და დემოკრატიის „წინგადადგმულ ნაბიჯებზე“ ლაპარაკი? რა არის წინგადადგმული ნაბიჯი? – რომ თუ თარხნიშვილს საკუთარი ოთახში ჩაკეტილი ფაქსის აპარატით და პოლიციელების მიერ მასობრივი ურნების ტრიალის იმედი ჰქონდა, ახლა ხარატიშვილმა დაახლოებით 20000 „დამკვირვებლის“ ჩართვის ხარჯზე გაცილებით „ელეგანტურად“ გააყალბა და ურნებში მასიურად ჩასაყრელად გამზადებული ბიულეტენების გამოყენება საჭირო არ გახადა? ის, რომ არჩევნებმა დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, იმის შედეგია, რომ უბნების ასინეთების მდედრიონის უსირცხვილო მამაშებს ჩვენ იმითაც ვერ დავუპირისპირდით, რომ მათთვის ტუტუცები გვეძახებინა…

თუმცა, იქნებ მე ვცდები, და ირაკლი ალასანიას დიდი პოტენციალი აქვს? არ ვიცი, მიაღწევს საქართველო იმ დრომდე, როცა ასეთი ჯენტლმენური ტაქტიკა იქნება გამართლებული? არ ვიცი, ამ მთავრობის ხელში მე ამის იმედი რომ მქონდეს, მართლა 200% „ნაივური“ უნდა ვიყო…

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ვერც სოზარ სუბარის ბოლო ნაბიჯებს ვატყობ პოლიტიკურ სიმწიფეს… ცოტა რომ მოეცადა, იქნებ ალიანსის იმ ნაწილთან მაინც დარჩენილიყო, ვისთანაც საერთო თვალსაზრისი გამოიკვეთებოდა? ხოლო თუ ასეთი იქ არავინ ეგულება, მაშინ მისვლა და ამდენხანს ყოფნა რაღა იყო? თავის დროზე ვფიქრობდი, რომ სოზარ სუბარისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა რაიმე პოლიტიკური მოძრაობის, მაგალითად – „დაიცავი საქართველოს!“ სათავეში მოსვლა და უკვე შემდგომ ფიქრი ალიანსთან გაერთიანებაზე… მისი ერთ დროს ძალიან მაღალი პოტენციალი უკვე სერიოზულად შელანძღულია და არ მგონია,  თუ საკუთარ იმიჯს ძველი შეცდომებით დატვირთულ სახეებს გადააქელინებს, ამით რაიმე მოიგოს.

მოგებული არის თითქოს გიორგი თარგამაძე, მაგრამ რა მოიგო? ის, რომ ხალხი ტარიფების შემცირების იმედით მომავალშიც მას მისცემს ხმას? ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ მერაბიშვილის ჩრდილში მოთამაშე თარგამაძეს არ უნდა ჰქონდეს უფრო სერიოზული „წინსვლის“ იმედები. ხოლო თუ მისი ამბიციები საპარლამენტო მანქანით და მდივნით, უცხოეთში ვიზიტებით და ქართველი ჟირინოვსკული ფსევდოჯოკერობით ამოიწურება, მაშინ ალბათ მისი პიკი სწორედ ახლაა, როცა ძველი შედეგი გააორმაგა… არა მგონია, ისე „ნაივური“ იყოს, რომ მუდმივი გეომეტრიული პროგრესიის სჯეროდეს…  მიშასთვის და ვანოსთვის ამაზე უფრო ადვილი ხომ ახალი პარტიის დათესვაა, რომელსაც ჯერ 6%-ს აჩუქებ, მერე 12%-მდე გაუორმაგებ…მერე ისევ ახალს ჩათესავ და…

მოგებული არის ლევან გაჩეჩილაძე? გარკვეულად კი… მას რომ თავისი კანდიდატურა დაეყენებინა, ყველაფერი ხომ მას დაბრალდებოდა… მაგრამ მისმა მუდმივმა მერყეობამ მგონი სერიოზული დაღი დაასვა ხალხის თვალში მის ერთპიროვნულ ლიდერობას და მომავალში მხოლოდ რაიმე გაერთიანებაში თუ შეძლებს თამაშს. მისთვის ალბათ სოზარ სუბართან ალიანსი საკმაოდ გამართლებული იქნება, რასაც ალბათ სუბარზე ვერ ვიტყვი, რადგან თუნდაც  პირველ ნომრად მყოფი სუბარის ზურგში გაჩეჩილაძის ძალუმი ფშვინვა არავის მისცემს ილუზიის განცდას, ამ ტანდემში რეალურად ვინ დაუკრავს პირველ ვიოლინოს… სხვათა შორის, აქვე დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლევან გაჩეჩილაძის ერთპიროვნული ლიდერობა თუნდაც თბილისის მასშტაბით მე ჩავლილი ეტაპი მგონია, რესპუბლიკელების და მემარჯვენეების სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია იმ პოტენციური ზარალის არდათვლა, რაც ლევან  გაჩეჩილაძის პროცესებში ვერჩართულობას მოჰყვა… თუმცა ლევანი რომ არაა ადვილი საურთიერთობო ადამიანი, ამას მგონი ყველა ვხედავთ უკვე… და უბრალო ჯარისკაცობის სიტყვები არც პატარკაციშვილისგან მიმაჩნდა გულწრფელად და უკვე არც გაჩეჩილაძისგან მიმაჩნია… და საერთოდ როდესმე გვყოლია ქართველებს უბრალო ჯარისკაცი? ერთი იყო მგონი და ისიც ბერი იყო – თევდორე L(

ყველაზე მეტად მოგებული არჩევნებში არმონაწილე პარტიები დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძისადმი სიმპათიას ვერ დავიბრალებ, უნდა ვაღიარო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მან ორჯერ: 2009 წლის აპრილიდან ივნისამდე და 2009 წ. დეკემბრიდან -2010 წლის ივნისამდე სერიოზულად მოახერხა თავისი რეიტინგის გაუმჯობესება და გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი უნდობლობების მიუხედავად, რასაც როგორც რუსეთი, ასევე ამერიკა მისდამი უნდა განიცდიდნენ, სწორედ ამ ორ ძალის შუა ფარვატერში ყოფნა აძლევს მას შანსს, რომ თუ სააკაშვილის მთავრობა საბოლოოდ მაინც ჩამოიშლება ეკონომიკური ფაქტორების კატასტროფული გაუარესების ფონზე ხალხის ბიშკეკურ-რუმინული რისხვის შედეგად, სწორედ ბურჯანაძეზე გააკეთებს უსიტყვო შეთანხმებას რუსეთი და ამერიკა… ქართველ ხალხს კი მოუწევს ამას შეეგუოს, რადგან მეორე არჩევანი მერაბიშვილი ან უგულავა იქნება, კარადაში გადამალული საპრემიერო სააკაშვილის ფიტულით…

შალვა ნათელაშვილს სერიოზული შანსი აქვს თეთრ ცხენზე დაბრუნდეს სტადიონზე, სადაც ერთი წლის წინ სიტყვა არ მისცეს… ეკონომიკური სიდუხჭირე ხომ ყველაზე მეტად გაზრდის პოპულისტურ ლოზუნგებს და ამ ლოზუნგების დაჯერების კოეფიციენტსაც… შალვას ძირითადი კონკურენტი ქრისტიან-დემოკრატი თარგამაძე იქნება, ხოლო გაჭირვებული ხალხისთვის წესით პრინციპული და შეჭირვებული შალვა უფრო თავისიანად აღიქმება, ვიდრე ფლუგერიზმის აპოლოგეტი კარგად მაცხოვრებელი გიორგი თარგამაძე. არავინ იცის, რამდენ პროცენტს აიღებდა ქდმ, არჩევნებში ლეიბორისტებს რომ მიეღოთ მონაწილეობა…

დაბოლოს, ეროვნული ფორუმი. ამჟამად ყველაზე უფრო მოგებულ სიტუაციაში მყოფი პარტია, რომლის სიძლიერეც და ნაკლიც ერთი და იგივეა – მათ არ აქვთ გამოკვეთილი საგარეო ორიენტირები და არ ჰყავთ გამოკვეთილი საპრეზიდენტო კანდიდატი. როგორადაც არ უნდა ეწყინოთ გუბაზ სანიკიძეს და კახა შარტავას, მათი საპრეზიდენტო რეიტინგები უფრო დაბალი მგონია, ვიდრე იგივე თარგამაძის, ალასანიას, უსუფაშვილის, გამყრელიძის ან უგულავასი. მაგრამ ფორუმს აქვს მართლაც ისტორიული შანსი, საფუძველი ჩაუყაროს გარკვეულ ეროვნულ თანხმობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ირგვლივ. თუ ისინი მოახერხებენ ერთი მხრივ მემარჯვენეებთან (რესპუბლიკელები-ახლები), ხოლო მეორე მხრივ – გაჩეჩილაძესთან და ლეიბორისტებთან კარგი სამუშაო ურთიერთობის დამყარებას, ამით ისეთ ცენტრს შექმნიან, რომ ალბათ ნინო გაჩეჩილაძის, კონსერვატორების და თუნდაც ნოღაიდელის და ოქრუაშვილის ძალებს სწორედ მათთან მხარდამხარ ბრძოლა მოუწევთ, თუ არ უნდათ კიდევ ერთი ვატერლოო ნახონ…

წაგებულია ხალხი!

ისიც, ვინც ბოლომდე ეცადა, რომ ოპოზიციას შანსი გასჩენოდა და ისინიც, ვინც ხმები და ნამუსი უნამუსოდ გაყიდა… სამწუხაროდ, ეს უკანასკნელნი მალე დაინახავენ თავის სავალალო სიბეცეს და საქონლობას (100%-ით ვეთანხმები გუბაზ სანიკიძეს – აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ რომ ხმა გაყიდა და მეზობელი დააშინა ან მოისყიდა, ის ადამიანი სწორედ ამ შეფასებას იმსახურებს! და რაც გინდათ ის მითხარით, ბევრი პატიოსანი საქონელი თუ უფრო არ მეცოდებოდეს ამ შეფასების გამო!). მაშინ, როცა ყველაფერი გაძვირდება, ქვეყანა აირევა, სამუშაოს დაკარგავენ და მათსაც ჭიტლაყს ამოჰკრავს მიშა და ნაცმოძრაობა…

ასევე ძალიან ნერვებზე მშლიან ეს უცხოელი დამკვირვებლები ყველა უბანზე 15-15 წუთით რომ შეირბენენ და გაღიმებული „კომენდანტების“ დანახვისას რომ ლამის სიხარულის კურცხლი ღვარონ! დავიჯერო, 1936 წელს რომ ჩამოსულიყვნენ საბჭოთა კავშირში, მაშინ ვერ ნახავდნენ გაღიმებულ და ბედნიერ საბჭოთა ხალხს? „ვოლგა-ვოლგა“ და „ცირკი“ იყო სიმართლე, თუ „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ და ვარლამ შალამოვის მოთხრობები? ვერ ხვდებიან, რომ ერთ უბანზე ბოლომდე ყოფნა სჯობს 10-ის „შემორბენას“? თუ მწვადზე და ჯვარზე დაგეშილები არიან და არა სიმართლეზე? მაგრამ ჩვენ რომ ვიღიმებით და “ვსიო ხარაშო, პრეკრასნაია მარკიზას ვთამაშობთ”, მათგან – მარკიზებისგან ველით შეშფოთებას? ეგენი ეთნიკურ წმენდაზე იფარგლებიან შეშფოთებით და ასეთ „იდილიურ“ არჩევნებზე ხომ შუბლიც არ შეეჭმუხნებათ!

ოპოზიციას ჰქონდა უნიკალური შანსი მოეგო არჩევნები – და გაუშვა

ოპოზიციას ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ გაყალბებული არჩევნები გაეპროტესტებინა და გაუშვა (ემანდ ვინმე სხვამ არ მოიგოს, ჯანდაბას ისევ მიშას თავიო!)

ამას რო ვერ ხვდება ოპოზიცია – რომ არჩევნების გარეშე პროტესტს არავინ უყურებს უცხოეთში, ხოლო გაუპროტესტებლად მიშა და ვანო რომ არასდროს ერთ უბანსაც კი არ დათმობენ! – ეს ოპოზიცია არის რაიმეს ღირსი, გარდა შერცხვენისა? რამდენჯერ უნდა ჩავარდე ერთსადაიმავე ორმოში, რომ რაიმე დასკვნა გააკეთო? რა უფრო სავალალოა ქვეყნისთვის – უზნეო მთავრობა – ავაზაკთა ბანდა, რომელსაც სულუფრო მეტად გაუდის თავს, თუ უტვინო ოპოზიცია, რომელიც ვერ ხვდება, რომ მოგებისთვის სერიოზული თავდადებაა საჭირო… ნუთუ არ ვიცით, რომ უეკლოდ ვარდნი არავის მოუკრებიან… ნუთუ არ წაუკითხავთ ეს სიტყვები, რაც სწორედ რომ დროა გადაშენების გზაზე დაყენებულ ქართველ ხალხს ვუთარგმნოთ და ხშირად მოვასმენინოთ. და როდესაც ჩვენი ლიდერები ამ რწმენით გაგვიძღვებიან წინ, ჩვენც არ დავიმალებით და მივხვდებით, ყველაზე დიდი ქარიზმა სწორედ თავისუფლებაა და ყველაზე დიდი საქონლობა – მონობით ტკბობა:

… And I do not want to give you the impression that it’s going to be easy. There can be no great social gain without individual pain.

And before the victory for brotherhood is won, some will have to get scarred up a bit.

Before the victory is won, some more will be thrown into jail.

Before the victory is won, some, like Medgar Evers, may have to face physical death.

But if physical death is the price that some must pay to free their children and their white brothers from an eternal psychological death, then nothing can be more redemptive.

Before the victory is won, some will be misunderstood and called bad names, but we must go on with a determination and with a faith that this problem can be solved.   (Martin Luther King)

მაგრამ ჩვენი ლიდერები ერთმანეთის ჭამას უნდებიან და რეალურ საფრთხეს ვერ აფასებენ. ჩვენს ლიდერებს პასუხისმგებლობის აღება სიტყვაზე უყვართ და არ უყვართ, როცა ამას შეახსენებენ…

2013 წლამდე მიშამ ფრთები გაშალა… ვაი მასეთ ფრთების გაშლას, როცა ფრთები მოტეხილია და კასტილებით ფრენ, მაგრამ სანამ ნაცტელევიზიები ალისას ქვეყანაში გვამყოფებენ – ხომ შეიძლება დაიჯერო, რომ სწორედ საქართველოა ბედნიერების ოაზისი?

მაიტათ ნასოსი!

მესტიაში საზაფხულო თოვლი და თოვლს დანატრებული ევროტურიზმი, ბათუმში – ბარსელონა და კარერასული ოპერა (პეტარდებით!), თერნალთან – წყლის არხით ციხესავით მიუვალი კუტაიური პარლამენტი, თბილისში – მეფე ხუან კარლოსი და თავისუფლების მოედანზე – უბერებელი კუტუნიო!

გიხაროდენ!

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შტორმში ლაღად მონავარდე გემ „ჯორჯიას“ მგზავრებო!

გიხაროდენ! თქვენ ხომ არ იცით (ან,  არ იმჩნევთ), რომ ეს ლაინერი ფანერისაა და კაპიტანი – დაბოლილი ბულბული!

თქვენ „ტიტანიკზე“ არ ხართ! თქვენ აისბერგიც არ დაგჭირდებათ! მიშა მაგარია – ყოველგვარი აისბერგის გარეშეც!

=======================

ეპილოგი: მწუხრი

ბავშვობაში ვიცოდი, რომ არ უნდა მეთქვა სკოლაში ის, რასაც მშობლები სახლში, სამზარეულოში ლაპარაკობდნენ. პავლიკ მოროზოვის „გმირობა“ რომ გმირობა არ იყო, გაუჭირდა მამაჩემს ჩემს კითხვაზე პასუხი. მერე მითხრა, ხომ ხვდები, შვილო, ეს გმირობა კი არა, სისულელეა, როგორ შეიძლება შვილი მამას, ან მამა შვილს აბეზღებდესო. მერე გვერდზე გაიხედა და თქვა, ოღონდ, ამას ნუ იტყვი სკოლაშიო.

მახსოვს, როგორ დაიბნა ბებიაჩემი, ძველ გაზეთებში „თვალებდათხრილი“ და სახეგადახაზული ხალხის სურათები რომ აღმოვაჩინე. ის გაზეთები სასწრაფოდ გადამალა. მერე სხვა ძველი გაზეთი მაჩვენა, სადაც სათვალეებიანი კაცი იდგა ტრიბუნაზე სტალინის გვერდით. იმ კაცის სახე ასევე გადახაზული იყო და მითხრა – ეს ბერია იყო, ხალხის მტერი, ბევრი ადამიანი დახოცაო. მე ვკითხე – იმ სურათებზე ყველა ბერია ხომ არ იქნებოდა-მეთქი (ზოგიერთ სურათზე ორი-სამი სახე იყო გადახაზულ-ამოჭრილი)… ბებიამაც მამაჩემივით დახარა თვალები და მითხრა, ისინი ისინი იყვნენ, ვინც ბერიამ დახოცაო.

ამასწინათ ჩემი ნათესავს შვილის დამრიგებელმა უთხრა, თქვენი ბავშვი ანეგდოტებს ჰყვება მიშაზე და ფრთხილად იყავით, ხომ არ გინდათ, ატესტატი გაუფუჭდესო… არჩევნების წინ კი დაურეკა და უთხრა, ხომ მობრძანდებით არჩევნებზე, ხომ იცით, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა და ვის უნდა მისცეთ ხმაო… ვიციო, უთხრა ჩემმა ნათესავმა და ისე განერვიულდა, წნევამ აუწია… მე კიდევ კი ვუთხარი, რას გაიგებს, შენ ვის მისცემ ხმას მეთქი, მაგრამ აღარ მიკითხავს მერე – ვის მისცა ხმა…

რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რაც წარსულში იყო… რადგან ასე მგონია, რომ სწორედ წარსულში ვბრუნდები და ვფიქრობ, მოვახერხებ იმას, რომ ისეთივე დარიგებები მივცე შვილებს და შვილიშვილებს, როგორც ჩემი მშობლები და ბაბუა-ბებიები მაძლევდნენ?.. მგონია, რომ ვერც მე შევძლებ ამას და არც ისინი გამიგებენ… მაგრამ იქნებ ვცდები, და ჩვენ ყველაზე უფრო სწორედ მონობისთვის ვართ მზად… უბრალოდ, ზოგიერთები ამას უფრო გემოს ატანენ… უფრო “შნოიანად” იციან დაჩოქება და ხელზე კოცნა…

აბა რა გითხრათ? ის, რომ ალმასხანის პური მწარეა?

თუ უფრო დიდი სიბრძნე:

„ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის.

სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას
და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?.. მოსპოს სიცოცხლე…

ბოლო მოუღოს.. მიიძინოს.. სხვა არაფერი…
ამ მიძინებით გათავდება ის გულის ქენჯნა
და ათასი სხვა ბუნებრივი უკუღმართობა,
რაიც ხორცშესხმულ ადამიანს წილად ხდომია.
განა ეს ბოლო სანატრელი არ უნდა იყოს?
მოვსპოთ სიცოცხლე… დავიძინოთ.. რომ დავიძინოთ,
მერე სიზმრად იქ ვნახავთ რასმე?.. ძნელი ეს არის,
არ ვიცით მაშინ რა სიზმრები მოგვევლინება,
რომ სიკვდილის ძილს მივეცემით და მოვშორდებით
მოკვდავთ ცხვოვრების მღელვარებას! აი ეს გვიშლის
და გრძელს ცხოვრებას ჩვენსას იგი გრძელ ტანჯვადა ჰხდის.
ვინ მოითმენდა უამისოდ ჟამთა სიმწარეს,
მტარვალის ჩაგვრას, სიამაყეს თავგასულობას,
ტანჯვასა მწვავსა უარყოფილ სიყვარულისას,
მართლმსაჯულების გვიანობას, მძლავრთ უკმეხობას,
შეურაცხყოფას ღირსეულის უღირსისაგან, –
მშვიდობის პოვნა რომ შეგვეძლოს დანის ერთ დაკვრით?
ვინა ზიდავდა ჯაფით, კვნესით ამ სიცოცხლის ტვირთს,
რომ არა გვქონდეს იმის შიში, თუ სიკვდილ-შემდეგ
იქ რა იქნება, იქ, იმ ბნელსა და უცნობ მხარეს,
სადით არც ერთი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება.
ეს შიში გვიხშობს ნებისყოფას და უფრო ვრჩევობთ
შემოჩვეულის და ნაცნობის ჭირის ატანას,
ვიდრე უცნობის შესახვედრად მისწრაფებასა.
აი, ასე გვხდის ლაჩრად ჩვენივ ცნობიერება,
გაბედულობას მოსაზრება უსუსტებს შუქსა
და სასახელო ძლიერ საქმით, დიდად განზრახულთ
წინ ეღობება…“


მიმართვა უცხოეთის მთავრობებს და დონორ ორგანიზაციებს – შეუჩერეთ დახმარება სააკაშვილის მთავრობას!


მივმართავ უცხოეთის მთავრობებს და დონორ ორგანიზაციებს

– შეუჩერეთ დახმარება სააკაშვილის მთავრობას!

სულ ერთია, ამ ფულს სააკაშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის სასარგებლოდ – კი არა, სწორედ – ქართველი ხალხის დასაჩმორებლად და მოსახრჩობად იყენებს!

მტკიცებულება: „ტრანსპარენსი ინტერნეშენალ – საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი ანგარიში (2010 წ. 29 მარტი) „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის“

http://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/First%20Report%20on%20Misuse%20of%20Administrative%20Resources_GEO_0.pdf