მიშა/გრიშა-ს [ი]ლუსტრაცია
Posted: 2018/11/12 Filed under: განვრცობილი ფიქრები, Uncategorized | Tags: გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რუსეთ-საქართველოს ომი, საპრეზიდენტო არჩევნები დატოვე კომენტარი„მიშა იყავ და გრიშად იქეციო!“ (რუსული დალოცვა).
თუ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებას ეტაპებად დავალაგებთ, შევამჩნევთ საკმაოდ კარგად გამოყოფილ პერიოდებს, როდესაც ის სხვადასხვა ძლიერ სახელმწიფოს მიაპყრობდა თავის მზერას და გიგანტურ ამბიციებს, რათა კავშირები, ფინანსები, გავლენები და, საბოლოო ჯამში, – ძალაუფლება მოეპოვებინა ან შეენარჩუნებინა. ყოველთვის სწორედ ეს იყო მისი მთავარი მოტივატორი და არა – ეთიკური ან შინაგანი პრინციპები. ვფიქრობ, არასწორია მსჯელობა იმაზე, სააკაშვილი პროდასავლელია თუ პრორუსი. როგორც ამერიკელები იტყვიან ხოლმე, “it depends!…” („გააჩნია, როდის – როგორ!“)
თავისი პოლიტიკური ასპარეზის გარიჟრაჟზე მიხეილ სააკაშვილმა ფსონი ამერიკული და დასავლური პოლიტიკური და ბიზნეს წრეების მხარდაჭერაზე გააკეთა და ფანტასტიურად წარმატებული აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამას, მთლიანად მაინც, ვერ დავაბრალებთ მაგნატი ბიძის (სავარაუდოდ, კგბ-ს და ფსბ-სთან ასოცირებული და მერე გაეროში გადასროლილი საბჭოთა ფუნქციონერის), პროფესორი დედისა და ჰოლანდიელი ცოლის ფაქტორს. სააკაშვილი ძალიან ნიჭიერი მოწაფე აღმოჩნდა და ედუარდ შევარდნაძის და ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით სერიოზული მასტერკლასი გაიარა, რომელიც შემდეგ წარმატებით გამოიყენა, პირველ რიგში – სწორედ თავისი მასწავლებლების წინააღმდეგ.
ეს პირველი – 1995-2006 წლების პერიოდი აღმოჩნდა სწორედ მიხეილ სააკაშვილისთვის ოქროს პერიოდი. ამ დროს ყველასთვის მოულოდნელად ახალგაზრდა და უცნობი იურისტი აღზევდა იუსტიციის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრობამდე, შემდეგ წავიდა შევარდნაძის ოპოზიციაში და ტრიუმფალურად დაბრუნდა – არა მარტო საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ვარდების უსისხლო რევოლუციის გმირად – ხალხისთვის სანუკვარ მიშად, (რომელიც ტროლეიბუსით დადიოდა და ეკონომ-კლასით მგზავრობდა) და – რაც მისთვის უმთავრესი იყო – დასავლური ისტებლიშმენტის მიერ რეგიონში დემოკრატიის შუქურად აღიარებულ ყველაზე ახალგაზრდა ლიდერად, რომლის ენერგიულობაზე, ანტიკორუფციულობაზე და წარმატებულ რეფორმატორობაზე ლეგენდები დადიოდა (როგორც აღმოჩნდა, ამ ლეგენდებისა და სიმღერების – „მიშა მაგარია!“ შეთხზვასა და გავრცელებაზე თავად მიშა სერიოზულად ზრუნავდა).
მიშას მმართველობის პრობლემები 2006 წელს ხელისუფლების მაღალჩინოსან ძალოვანთა მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მერე უფრო ადრეული სხვა სასტიკი მკვლელობებიც გახდა ცნობილი, გირგვლიანის საქმე და დამნაშავეთათვის გაწეული უმაღლესი დონის მფარველობა, რამაც სტრასბურგის სასამართლოც კი გააოგნა, იყო ის პირველი ჟანგი, რაც მალე სააკაშვილის რეჟიმის მასშტაბური ეროზიის დასაწყისად იქცა. და სწორედ აქედან, განსაკუთრებით კი, – 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკი დაშლისა და კერძო ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის შემდეგ, დაიწყო სააკაშვილის ვარდისფერი პოტიომკინის ფასადური დემოკრატიის სწრაფი გახუნება და მზარდი ავტორიტარული სისტემის, არჩევნების გაყალბების, სასამართლოს და მედიის ტოტალური კონტროლის და ბიზნესსა და ადამიანებზე მასობრივი ძალადობის, მოსმენების, ფარული ჩანაწერების – სულ უფრო მეტი ფაქტების გამოაშკარავება. რაც უფრო მეტ ძალადობას იყენებდა რეჟიმი საკუთარი „შუქუროვნების“ და „ფანტასტიური წარმატებულობის“ დასამტკიცებლად, მაინც მით უფრო ცხადი ხდებოდა, რომ “ვარდები” დაჭკნა და „რეფორმატორი“ მიშა სინამდვილეში სწრაფი ტემპებით პატარა ვარდისფერ გულაგს აშენებდა, რაშიც, სავარაუდოდ, ბიძამისის რჩევები და გამოცდილება დიდად ეხმარებოდა.
სისტემის გახისტების, მაგრამ ამავდროულად კრახის მოახლოება იყო 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც მასიური დარღვევებით გამოირჩეოდა და სულ უფრო არაპოპულარული რეჟიმის სულ უფრო მეტ ჩაბეტონებას იწვევდა. თუმცა ამ ბეტონის სიმყარის მოჩვენებითობა გამოააშკარავა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა. კატასტროფული ავანტიურიზმი და შეცდომები, რომლებმაც ომში სწრაფი მარცხი განაპირობა, დაკარგული ტერიტორიები, დევნილების ახალი დიდი ნაკადი, მნიშვნელოვნად განადგურებული სამხედრო პოტენციალი, არასწორი ფორმულირებები სარკოზის ხელშეკრულებების იმ პარაგრაფებში, რამაც რუსეთს აფხაზეთის და ოსეთის აღიარების შემდეგ ფაქტიურად ამ ხელშეკრულებაში საკუთარი პასუხისმგებლობის გაბათილების ფორმალური შანსი მისცა… სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა მოიგონეს ფანტასმაგორიული სპექტაკლების კასკადი – მაგალითად, რომ ომი ჩვენ მოვიგეთ, რომ ამ კონფლიქტის მთავარი და წარმატებული შედეგი, თურმე, რუსეთისთვის ნიღბის ჩამოგლეჯა იყო. ამ სუპერგებელსურმა პროპაგანდამ და დასავლეთისაგან მიღებულმა ფინანსურმა დახმარებამ, ისევე როგორც უსისტემო და არაორგანიზებული ოპოზიციის შეცდომებმა, და ძალოვანი სტრუქტურების და მედიის ტოტალურმა კონტროლმა, – ხელი შეუწყო სააკაშვილის რეჟიმის დროებით სტაბილიზაციას.
მაგრამ ამ ომის შემდეგ გამოჩნდა მიშას მიმართ დასავლური სამყაროს ლიდერების აშკარა იმედგაცრუება: გრანტები და ფული კი მისცეს, მაგრამ სულ უფრო გაურბოდნენ, თითქმის ერთი წელი უცხოელები აღარც ხვდებოდნენ, და მის მიმართ აშკარა კრიტიკა გაისმა ისეთი ლიდერების მხრიდან, როგორიც იყვნენ კონდოლიზა რაისი, ანგელა მერკელი და სხვები. განსაკუთრებით გამოიკვეთა ეს ტენდენცია ობამას ადმინისტრაციის მხრიდან.
იმედგაცრუებულმა მიშამ 2008 წლის შემდეგ თავის პოლიტიკურ კარიერაში პირველი შემოტრიალება გააკეთა. კერძოდ, ბიძამისის დახმარებით ეცადა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. ამავე დროს ემთხვევა ორპასპორტიანი კულტურის მინისტრის – გრიგოლ ვაშაძის მცდელობა რუსეთში კონცერტების და გასტროლების ჩატარებისა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. მიშა მიხვდა, ფუჭი იყო მისი ილუზიები, რომ თემურ ალასანიას კავშირები მას რუსეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შანსს მისცემდა. რუსეთმა უკვე აისრულა თავისი დიდი ხნის ოცნება, გაიფორმა მანამდე მითვისებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ნაწილები, ამას დაუმატა ცხინვალის ახლომდებარე ქართული სოფლები, ახალგორის რაიონი და, განსაკუთრებით – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კოდორის ხეობა, და ტალიავინის კომისიის დასკვნითა და ნაცმოძრაობის ხელისუფალთა მიერ ხელმოწერილი PACE-ს რეზოლუციით მოახერხა იმ აზრის განმტკიცება, რომ საომარი მოქმედებების დაწყება (მნიშვნელოვანწილად მაინც) საქართველოს მიერ მოხდა.
ამის შემდეგ, გაღიზიანებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავადაც დაიწყო დასავლეთის მიმართ დემარშების დემონსტრირება – გვახსოვს მისი დაცინვითი გამონათქვამები – კონდოლიზა რაისის, და შემტევი ტონი – ანგელა მერკელის მიმართ. უეცრად ირანთან უვიზო რეჟიმის გამოცხადების და ბიზნეს კონტაქტების დაწყების კამპანია, რამაც სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის გაღიზიანება გამოიწვია (ჩემი აზრით, სააკაშვილის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო, არაა გამორიცხული, ამ ჩხვლეტებით ისევ რუსეთთან დაახლოების შესაძლებლობას სინჯავდა). ამავდროულად, 2008-2009 წლებში დასავლეთის ლიდერების მხრიდან თითქმის იზოლაციის ფონზე გაცილებით უფრო გრძელვადიანი სტრატეგიის ფორმა მიიღო თურქეთის ლიდერთან – რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების დამყარებამ. სააკაშვილმა გადაწყვიტა, სწორედ თურქეთის მაგალითით და ერდოღანთან განსაკუთრებული სიახლოვით დაებრუნებინა ძველი დიდება. ამას ხელს უწყობდა დედამისის – თურქოლოგი პროფესორის გიული ალასანიას პირადი კავშირებიც, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერდოღანთან დაახლოებულ უაღრესად გავლენიან თურქ თეოლოგთან და ბიზნესმენთან ფეთულა გიულენთან, და თავად იყო გიულენის ქსელის რამდენიმე შემადგენელი უნივერსიტეტის და სკოლის დამფუძნებელიც საქართველოში. სწორედ ამ პერიოდს (2009-13 წწ.) უკავშირდება მიშასთვის მანამდე იდეალის კვარცხლბეკზე მყოფი ჯორჯ ვაშინგტონის ჩანაცვლება ათათურქის პერსონით, გაძლიერებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობა თურქეთთან – გახშირებული ორმხრივი ვიზიტები, ერდოღანის მიმართ განსაკუთრებული პიეტეტი, საქართველოში თურქული ბიზნესისთვის მეტი ხელშეწყობა, და თურქეთის მოქალაქეებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მზარდი ტენდენცია, განსაკუთრებით, 2013 წელს – როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამ თვეში სამი ბრძანება გამოსცა: 10 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა თურქეთის რესპუბლიკის 935 მოქალაქეს, 13 ოქტომბრის ბრძანებით – 1088 პირს, ხოლო 5 ნოემბრის ბრძანებით – 735 პირს. ანუ, ამ მოკლე პერიოდში საქართველოს მოქალაქის სტატუსი თურქეთის რესპუბლიკის 2758-მა მოქალაქემ მიიღო. ამავე პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთი სავსებით ლოგიკური ვექტორი – ასევე მკვეთრი დაახლოება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. თურქული და აზერბაიჯანული ავტორიტარზმი და სწორედ ეს ლიდერები გახდნენ მიშას ახალი role-model.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ის პროექტი, რომელსაც სააკაშვილი თავისი მმართველობის ბოლო წელს ყველაზე მეტად ელოლიავებოდა – ნახევარმილიონიანი ქალაქი ლაზიკა. აი რას ვწერდი ამ საკითხზე 2014 წელს ბლოგში „სცილას, ქარიბდას და ჯანდაბას შორის“ – „… განსაკუთრებით საინტერესო იყო სააკაშვილისეული პროექტი “ლაზიკა” – 500,000-იანი ქალაქის უსწრაფესი აშენება მოკლე დროში. საქართველოს იმ დროისათვის დაქცეული ბიუჯეტის და ინვესტიციების მკვეთრი შიმშილის პირობებში, მხოლოდ გარედან და მხოლოდ რომელიმე სახელმწიფო სუბსიდიით თუ იქნებოდა შესაძლებელი. და ასეთი სახელმწიფო, – დაინტერესებულიც და ფინანსურად შემძლებელიც, – რეალურად მხოლოდ ერთი იყო – თურქეთი! მისი ლოგიკური ინტერესი კი იმაში იქნებოდა, რომ ჯერ კიდევ სტალინის დროს ცენტრალურ აზიაში გასახლებული ქართველი მუსულმანები (ე.წ. „თურქი მესხები“) დაებრუნებინა და ლაზიკაში კომპაქტურად დაესახლებინა (სახელი „ლაზიკაც“, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაში შემავალი უძველესი ქართველი ტომის სახელია, სწორედ ამ ისტორიის ასახვა იყო! ხომ ადვილი წარმოსადგენია, როგორი ნაღმი იქნებოდა თურქეთიდან 1 საათის სავალზე კომპაქტურად ჩასახლებული ნახევარი მილიონი მუსლიმი, რომელთაც არასოდეს დაავიწყდებოდათ, რომ სწორედ თურქეთის წყალობით და ფულით იყვნენ საქართველოში დაბრუნებულები. (შენიშვნა: მიმაჩნია, ქართველი მაჰმადიანები უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ ისე, რომ ამან საქართველოს სახელმწიფოს ისედაც მაღალი გარე– თუ შიდაპოლიტიკური რისკები კიდევ უფრო არ გაზარდოს).“
სხვათა შორის, ერდოღანთან განსაკუთრებული ურთიერთობები სააკაშვილმა უკრაინაში გადაბარგების შემდეგაც გააგრძელა. მაგრამ მის ოცნებებს, რომ დასავლური „დემოკრატიის შუქურის“ ვარიანტის ჩაფლავების შემდეგ ახლა ერდოღანის თურქეთის თარგზე აჭრილი „ავტოკრატიული შუქურა“ აეშენებინა, კარტის სახლივით დაიშალა მოულოდნელი მიზეზის – 2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის – გამო. ამის შემდეგ ერდოღანმა ყველა უბედურების სათავედ სწორედ თავისი ყოფილი მარჯვენა ხელი – ფეთულა გიულენი და მისი საგანმანათლებლო ორგანიზაციების ქსელი – „ფეტო“ გამოაცხადა და ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით სერიოზული კამპანია დიწყო. გიული ალასანიას ძველი კავშირები გიულენთან ახლა მიხეილ სააკაშვილისთვის დაბრკოლებად იქცა – მას ერდოღანთან ძველებურად სანდო და ძმურ ურთიერთობებზე ოცნებები შეეკვეცა.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რისი მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა, რომ თავის ამბიციებზე და განზრახვებზე ხელი აეღო?!
და ამერიკა/დასავლეთ ევროპის და თურქეთ/აზერბაიჯანის შემდეგ მიშამ თავისი მზერა ისევ რუსეთს მიაპყრო.
ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძის დასაახელებისას ბევრმა ის იფიქრა, რომ ვაშაძის არჩევანი მისი დიპლომატობით და გაწონასწორებული (ნაცმოძრაობის სხვა დღევანდელი ლიდერების ფონზე) იმიჯით იყო განპირობებული. მაგრამ რაც უფრო მეტად ახდენს ვაშაძე თავისი საბჭოთა წარსულის არა მარტო ხაზგასმას, არამედ – გაფეტიშებას და ამით ტრაბახსაც, მით მეტად ვრწმუნდები, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა, და ვაშაძის კანდიდატურით სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ლავროვს და მის უფროსს გაუგზავნოს მესიჯი – „არ ვარ იმნაირი, თვალი დაუდგეს ევროპას, ოღონდ დამაბრუნეთ ხელისუფლებაში და ხომ ხედავთ, ვინ იქნება პრეზიდენტი – კაცი, რომელსაც საბჭოთა წარსული, რუსული პასპორტი და Смоленская набережная ყველაფერს ურჩევნიაო – ცოლიც რუსეთის მოქალაქე ჰყავს და ვაჟიშვილიც – რუსეთის სამხედროვალდებულიო…“
ამიტომ, ის რაც ატოცში ხდება – გამალებული ბორდერიზაციის პროცესი – არაა გამორიცხული, სწორედ ვაშაძის ხელშესაწყობად დაწყებული კამპანიაა რუსეთის მხრიდან… კი იძახდნენ პუტინი და მედვედევი – მიშას არასდროს ხელს არ ჩამოვართმევთ, მაგრამ არ უთქვამთ იგივე გრიშა ვაშაძეზე, რომელსაც ცოლის პა-დე-დეე-ბით რუსული ისტებლიშმენტის მოგების დიდი იმედი აქვს, როგორც ჰქონდა ეს 2008 წლის ომის დამთავრებისთანავე, როცა პიჯაკის მეორე შიდა ჯიბეში სანუკვრად ჩაკერებული ორთავიანარწივიანი პასპორტი ჰქონდა გადანახული.
გრიგოლ ვაშაძეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა, არ უფიქრია ქართული პასპორტის აღება – პირიქით, რუსული პასპორტი აიღო და ამით საქართველოს მოქალაქეობაზე, ფაქტიურად, უარი განაცხადა. და ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა რუსეთი ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, როცა მერე რუსეთი საქართველოს აფხაზეთში ეომებოდა – იკარგებოდა გაგრა, სოხუმი, ოჩამჩირა… როცა რუსეთმა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა – რუსეთის მოქალაქე ვაშაძე კი ამ დროს ყოველთვის მეორე ნაპირზე იყო, და გაგიგიათ, რომ ოდესმე რამეთი საქართველოს დახმარება სცადა?
იგივე განმეორდა 2008 წელს, როცა გრიგოლ ვაშაძემ მანამ არ დააბრუნა ქნარივით მკერდს მიდებული რუსული პასპორტი, სანამ რუსეთის დუმის დეპუტატმა ბაღდასაროვმა დუმის სხდომაზე საქვეყნოდ არ გაახმაურა ეს სამარცხვინო ფაქტი! ამ დროს უკვე რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო, რომელთანაც ომის წაგების შემდეგ დიპლომატიური კავშირი სწორედ ვაშაძის უწყებამ გაწყვიტა, ომში ასობით ქართველი დაიღუპა, 30 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე დევნილად იქცა, დავკარგეთ ასორმოცდაათი სოფელი, რომლებიც ტრაქტორებით გადახნეს, ქართველების ეთნოწმენდა განახორციელეს… ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჯიბით რუსული პასპორტი დაჰქონდა და ვინ იცის, ღამ-ღამობით რუსეთის ჰიმნსაც ღიღინებდა ძილის წინ…
დავანებოთ თავი ემოციებს და სენტიმენტებს – ვინმეს გიფიქრიათ, რამდენი კომპრომატი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის უშიშროებას საბჭოთა დიპლომატ ვაშაძეზე? რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტი გახდება, რამდენნაირი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ამ ადამიანზე, რომლის ვაჟი დღეს რუსეთის მოქალაქეა?
მიხეილ სააკაშვილს ეს არ ადარდებს.
მას ახლა არჩევნების მოგების იმპერატიული (დაუოკებელი) სურვილი აქვს და მერე რა მოხდება, – სულ, მაპატიეთ და – ფეხებზე ჰკიდია. ვაშაძე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეც რომ იყოს, მაინც სიამოვნებით დაასახელებდა საპრეზიდენტო კანდიდატად, თუ კიმ ჩენ ინის არმიის, ბირთვულ-ქიმიური არსენალის და პუტინთან ახლობლობის გამოყენების იმედი ექნებოდა – მიშა ხომ საოცარი პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელია!
მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ დიდი თეატრის დასის უცხოეთის ვიზიტებში გამცილებელი ვაშაძე, რომელიც მისი ყოფილი სიმამრის – სსრკ #1 ბანკირის – გავლენით საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაშიც კი მუშაობდა, მაგრამ საიდანაც სიმამრის დასრიალების შემდეგ გამოუშვეს, თუ ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანს მართლა სერიოზული კავშირები აქვს პუტინთან, მედვედევთან ან თუნდაც ლავროვთან, რომ იგი იმას მიაღწევს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებში რუსეთი რამეს შეცვლის, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ ამ დონის ბავშვური მიამიტობა! ეგ იგივეა, პოლკოვნიკ კულახმეტოვთან კარგი ურთიერთობების წყალობით რომ ჰქონდა წინა ხელისუფლებას იმის მოლოდინი, რომ რუსული სამშვიდობო ძალები ნეიტრალურები იქნებოდნენ! ან, რომ თემურ ალასანიას კავშირების წყალობით რუსეთი საქართველოსთან ომს არ დაიწყებდა!
ამ ილუზიებს რა მოჰყვა, ხომ გვახსოვს?!
ვაშაძე პრეზიდენტად რომ აირჩიონ, და მარია ზახაროვამ ერთი რომ დაასველოს სიტყვა, – ცუდი არ იქნებოდა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან შეხვედრაო, ხომ წარმოგიდგენიათ, ისე ფრენა-ფრენით წავა ციმციმ, მგონი, თვითმფრინავი არც დაჭირდება. ჰოდა, რას დაელაპარაკება და რაზე მოუწერს ხელს გრიშა ვოვას, ამას ვინ წარმოიდგენს? მერე რა უნდა ვქნათ? ვიძახოთ, არ ქონდა უფლებამოსილებაო?! და ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ვაშაძე ვერაფერს გამოტყუებს პუტინს, ხოლო პუტინი – ყველაფერს?!
მე მინდა ვკითხო იმ ადამიანებს – პოლიტიკოსებს, არასამთავრებო სექტორს – მედასავლეთეებს, დემოკრატებს, ლიბერალებს, – რომ იძახიან, ვაშაძე იმდენად არ მოგვწონს, რწყევაც კი გვეწყება მისი წარსულის გახსენებაზე, მაგრამ მაინც მას მივცემთ ხმას და იქვე, საარჩევნო უბანთან ვაღებინებთო(!) – რამდენად დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ღებინება შვებას მისცემთ?
როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ – ღებინებას ხანდახან მართლაც შეიძლება შვება მოჰყვეს, თუ პაციენტი ტოქსინებისაგან განთავისუფლდა, მაგრამ ზოგჯერ ვერავითარ შვებას ვერ გრძნობს ავადმყოფი, როცა რწყევას მისი გამომწვევი მიზეზის მოცილება არ მოჰყვება. ამ დროს, ასეთმა პირღებინებამ შეიძლება მხოლოდ მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს…
9 წელი ომიდან – Quo vadis?
Posted: 2017/08/10 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: მცოცავი ოკუპაცია, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთი დატოვე კომენტარი9 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.
ოკუპირებული ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა და ტურიზმი კი აღმავლობის გზას ადგას, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები ჩიხშია შესული და სხვანაირად ვერც იქნებოდა. რადგან საქართველოს უნდა, რომ დამოუკიდებელი იყოს და თავისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – რეინტეგრაცია მოახერხოს. ხოლო რუსეთს უნდა, რომ სწორედ ეს ოკუპირებული ტერიტორიები სატყუარად გამოიყენოს და საქართველო ამ სატყუარას გამოყენებით ისევ ჩაყლაპოს, დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე, ხოლო შემდეგ (ან მაშინვე) – რუსულ იმპერიაშიც.
რა თქმა უნდა, საქართველომ უარი არ უნდა თქვას დამოუკიდებლობაზე.
ნინო ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, საქართველომ ევროინტეგრაციას უნდა ამჯობინოს რუსეთში უკუინტეგრაცია. რუსეთთან უვიზო რეჟიმის საფასურად უარი უნდა ვთქვათ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე. პატრიოტთა ალიანსიც თვლის, რომ რუსეთს უნდა დავუყვავოთ და გავაუქმოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომ რუსებს უნდა ვეხვეწოთ, – დაგველაპარაკონ.
და რაზე უნდა დაგველაპარაკონ რუსები?
- ვინმეს გაუგია, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთვის მიტაცებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას? ან თუნდაც ლტოლვილების დაბრუნების ხელშეწყობას?
- ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი როდესმე ქართველების სიყვარულით ან მართლმადიდებლური რწმენის გამო უარს იტყვის აფხაზური და ოსური კარტის გათამაშებაზე და საქართველოს რეალურად გაერთიანებას ხელს შეუწყობს?
- პუტინი, რომელიც სლავი ძმები – უკრაინელები არ დაინდო და ნელ-ნელა ცდილობს ევროპის ამ ყველაზე დიდი სახელმწიფოს დაშლას, პუტინი, რომელსაც გერმანიის გაერთიანება და ვარშავის ბლოკის დაშლა ვერ მოუნელებია, – ეს ადამიანი როდესმე დაეთანხმება საქართველოს დამოუკიდებლობას?
და რა უნდა შემოგვთავაზოს რუსეთმა ჩვენ?
- უკეთესი, უფრო სამართლიანი სახელმწიფო? – თავისთვის არ აქვს!
- უკეთესი, უფრო არაკორუმპირებული სახელმწიფო სისტემები? – ხუმრობთ??
- უფრო მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპები? – სად არის, რო?..
- უფრო უკეთესი დემოგრაფიული ან ეკოლოგიური სიტუაცია? – ზღაპარი!
- უფრო მეტი სიახლოვე და პერსპექტივა ევროპასთან დაახლოების? – პირიქით!
- ან თუნდაც ჩინეთთან და აღმოსავლეთის სხვა ძლიერ ეკონომიკებთან მეტი სიახლოვე? – არც იფიქროთ, ამ ქვეყნებს დამოუკიდებელ საქართველოსთან გაცილებით უფრო აწყობთ თანამშრომლობა, ხოლო პუტინი საქართველოს ყველა გზას, ყველა დერეფანს, ყველა პერსპექტივას დაუხურავს!
მოდით, შევადაროთ სიტუაცია აფხაზეთში და საქართველოში:
- აქვთ აფხაზებს რეალური დამოუკიდებლობა? – არა, მათ მხოლოდ სამი ქვეყანა ცნობს მსოფლიოში. მათი პასპორტი არსად არ არის აღიარებული, ხოლო ქართველებს ევროპის 30-მდე ქვეყანაში უვიზო გადაადგილების საშუალება აქვთ.
- აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს ქართველებზე უკეთესი პერსპექტივა შინ ან გარეთ კარგი განათლების მიღების და კარიერული ზრდის მხრივ? – არა მგონია, რუსეთიც კი დიდწილად მიუწვდომელია მათთვის, რომ არაფერი ვთქვათ უცხოურ ქვეყნებზე.
- რამე აშენდა და განვითარდა აფხაზეთში? – შედარებაც კი არ შეიძლება საქართველოსთან.
- აფხაზების, როგორც ეთნოსის მომავალი პერსპექტივა ახლა უფრო უკეთესია, ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში აფხაზების ყოფნისას იყო? – ძალიან ვეჭვობ, რომ თავად აფხაზებს ჰქონდეთ ეს ილუზია – აშკარაა, რომ თავად რუსეთი არის დაინტერესებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებით, რომ აფხაზეთი არაღიარებული ქვეყანა იყოს, დანგრეული ეკონომიკით და მკვდარი კულტურულ-სამეცნიერო პოტენციალით, ხოლო თანდათან მოახდინონ აფხაზეთში რუსების ჩასახლება.
- კრიმინალური მდგომარეობით? მკვდარ-ცოცხალი ეკონომიკის პირობებში კრიმინალი ჰყვავის და რუსეთი ამას იტანს – საკუთარი მოქალაქეებისთვის რისკის პირობითაც კი, რადგან სწორედ აყვავებული კრიმინალი და კორუფცია იყო და იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის მთავარი საფრთხე და აფხაზეთიდან კანონმორჩილი მოქალაქეების მიგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. და როდესაც აფხაზეთის საზოგადოება წესრიგის დამყარების თხოვნით არა საკუთარ დისკრედიტირებულ ხელისუფლებას, არამედ დიდ ძმას მიმართავს, მაშინ სწორედ ამ საბაბით მოხდება აფხაზეთში რუსული დანაყოფების – ათასობით სამხედროს და გასამხედროებული პ;ოლიციის რაზმების, და მათი ოჯახების ჩასახლება, რაც რამდენიმე თვეში კატასტროფულად შეცვლის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ სიტუაციას.
აი, ეს არის სცენარი აფხაზეთისათვის და იგივე იქნება სცენარი საქართველოსთვისაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მე-20 საუკუნეში მის პოლიტიკას გაიმეორებს და გადაყლაპულ საქართველოში უნივერსიტეტის, თეატრის, ხელოვნების შენარჩუნებას კვლავ დაუშვებს, ძალიან ცდება, რადგან რუსები ამას ჩრდილოეთ ოსეთში, თათარსტანში, ბაშკირეთში და აფხაზეთში არ აკეთებენ და ჩვენთან მით უფრო აღარ გააკეთებენ.
რუსეთის პოლიტიკა საკმაოდ აშკარა და ნათელია:-
1) საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოხრჩობა. ეს მცოცავი ოკუპაციაც სწორედ ამას ისახავს მიზანად – რომ ქართველებმა დატოვონ საზღვრისპირა რეგიონები და უცხოელებმაც იგრძნონ, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპაციას აფართოებს და აძლიერებს. 8 აგვისტოს პუტინის აფხაზეთში ჩასვლაც სწორედ ამის დემონსტრირება იყო – აფხაზებზე მეტად (მათი აზრი მაინცდამაინც არ ადარდებს, ფიქრობს, რომ აფხაზებს რუსეთს იქეთ სხვა გზა მაინც არასოდეს ექნებათ) მსოფლიოსთვის იმის დანახება, ვინ არის რეგიონში ყველაფრის წარმმართველი.
2)საქართველოში საკუთარი რბილი ძალის საცეცების გაზრდა-გამოკვება და ამ რესურსებით ქართულ საზოგადოებაში რუსეთის, როგორც ”ძველი, სანდო მეგობრის და ძმის” (დროებით არ იქნება უფროსობაზე აპელირება) პუტინურ-”სპუტნიკური” იმიჯის შექმნა
3) მე-5 კოლონის გაძლიერება-გამოკვება და მათი მოძლიერების პირობაზე შემდეგ საქართველოსთან თითქოს აღორძინებული ეკონომიკური კავშირების უეცრივ გაწყვეტა – ღვინის, მინერალური წყლების და მწვანილის ”ონიშენკოური” დაბლოკვის ფონზე, ასევე – ტურისტული ნაკადების მოსხიპვაც, ხოლო რუსეთიდან იქ მაცხოვრებელი ქართველების, სავარაუდოდ, (დროებით მაინც) გამოყრაც, რომ მე-5 კოლონის რუსოფილურ ღაღადს ეკონომიკურად დაზარალებული ქართველების ხმებიც ძალუმად შეუერთდეს.
4) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეკონომიკურ-პოლიტიკური საპროტესტო მოთხოვნებით გამოსვლების ორგანიზება.
5) და შემდეგ, მოლაპარაკების შემოთავაზება – მის მიერვე გაჩენილი ამ ხანძრების ჩაქრობის პერსპექტივის განსახილველად – რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის დათმობის სანაცვლოდ.
=======
რა უნდა ვქნათ?
- პირველ რიგში, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ვხვდებოდეთ, რას იზამს ერთმორწმუნე მტერი (ჰო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ჩაყლაპვისთანავე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან ისევე მოგვიწევს დამშვიდობება, როგორც ეგზარქოსების დროს…)
- როგორც სიბეცე და მარაზმიც იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სხვა პოლიტიკანების მხრიდან ძლიერი მტრის მუდმივი გახელება, ასევე არანაკლები უზნეობა და ღალატი იქნება მონობისადმი შემგუებლობის რუდუნებით პროპაგანდა ჩვენი რუსოფილი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების მხრიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე საუბარი ამ პოლიტიკანების მხრიდან, უკეთეს შემთხვევაში, სიბეცეა და, უარეს შემთხვევაში, – უზნეობა. მით უფრო მაშინ, როცა რუსეთს ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს აგრესიული მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.
- ყველანაირად უნდა განვავითაროთ დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური ურთიერთობები სხვა უცხოელ ინვესტორებთან. საქართველოს გამარჯვების საწინდარი ვერ იქნება მხოლოდ ჯარი და სამხედრო ტექნოლოგიები. ჩვენი მთავარი იარაღი – ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და საქართველოში მთელი მსოფლიოს მხრიდან აქტიური საინვესტიციო პროექტები უნდა გახდეს. რაც მომავალში აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენი, როგორც წარმატებული ქვეყნის მიმზიდველობის საწინადრი და საქართველოში მათი არსებობის ამჟამინდელზე უკეთესი პერსპექტივის შესახებ დაფიქრების საფუძველი შეიძლება იყოს. უნდა ვემზადოთ იმ დღისთვის, როცა რუსეთი ჩვენთან მის ეკონომიკურ თანამშრომლობას პოლიტიკურ იარაღად აქცევს და მათი შეჩერებით ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების გამოწვევას შეეცდება. ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც და მის ქვეყანასაც შეიძლება ჰქოდნეს პოლიტიკური მიზნებიც, მაგრამ არ ექნება იმ მასშტაბის ბმა, როგორც ეს რუსეთს აქვს ამჟამად.
- აუცილებელია ძალიან ზუსტად გათვლილი დიპლომატიის წარმოება, რომელიც ბოლო ხანებში იმედისმომცემი წარმატებებით გამოირჩევა ამერიკის მიმართულებით. მეტია საჭირო – როცა, იმედია, ახალი ამერიკული ადმინისტრაცია უფრო დაალაგებს საკითხებს და პრიორიტეტებს. ამ მხრივ, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო. აუცილებელია მსგავსი გააქტიურება ევროპის (განსაკუთრებით – საფრანგეთის და ვიშეგრადის ქვეყნების), ჩინეთის, იაპონიის მიმართულებითაც. დიპლომატებმა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის პროპაგანდისტების და პრომოუტერების ფუნქცია უნდა გააძლიერონ – ანაკლიის პორტის პროექტი არა მარტო ეკონომიკურ არამედ პოლიტიკურ ფარად უნდა იქცეს ჩვენთვის.
- და ბოლოს, როგორც ლამის ყოველთვის ჩვენს მძიმე და ძნელ ისტორიაში, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. როგორც სწორედ აღნიშნა ამას წინ ვახტანგ ძაბირაძემ, პირველი ცივი ომის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლობა გვეღირსა. ახლა იქნებ, მეორე ცივი ომის დამთავრების შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც შევძლოთ… როგორც ჩვენი ბრწყინვალე და საყვარელი პოეტი ოთარ ჭილაძე ამბობდა: ”…და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, / თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.”
8 წელი 8 აგვისტოდან
Posted: 2016/08/10 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 8 აგვისტო, ნინო ბურჯანაძე, პრორუსული ოპოზიცია, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთი დატოვე კომენტარი
გუშინ რვა აგვისტო იყო.
რვა წელი გავიდა იმ ტრაგიკული 2008 წლის რვა აგვისტოდან.
ყველა ეს განვლილი 8 წლისთავი იყო მწარე და მძიმე დღე ნებისმიერი ქართველისათვის – სულ უფრო მეტად ამოდის ბალახი ქართველთა ნასახლარებზე, რუსები ავლებენ მავთულხლართებს, იტაცებენ ქართველებს, აგრესორი სულ უფრო ხვეწს ტაქტიკას – ჰიბრიდულ ომს და მცოცავ აგრესიას იყენებს…
და მაინც, იყო რაღაც განსახვავებულიც წლევანდელ რვა აგვისტოს: ორი რამ – სასიხარულოც და გულისდამამძიმებელიც.
8 აგვისტოს საღამოს ვიხილეთ კარალეთელი ბიჭის – ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ოლიმპიადაზე. ეს ბრინჯაო ოქროს ტოლფასი იყოო – ბევრმა აღნიშნა. არ ვიცი… მგონი, გუშინ, ბევრ ჩვენგანს, ბრინჯაოზე და ოქროზე მეტად ლაშას რუს იარცევთან მოგება გაგვიხარდა. ბოლო 30 წამში წარმოუდგენელი გარდატეხა, ლამის წაგებული ბრძოლის მოგება და ის ძალიან ემოციური ჟესტი – მიწაზე გართხმულ რუს მოჭიდავეს საქართველოს დროშა რომ დაანახა თავის კიმონოზე!..
ეს ხომ ის ლაშაა, რომელმაც 8 წლის წინ, მაშინ 16 წლის ბიჭმა გადამწვარი მშობლიური კარალეთიდან, ცეცხლისა და რუსების ტანკებისგან გამოქცეულმა ლამის მხოლოდ ჯვრის და კიმონოს წამოღება-ღა მოახერხა სახლიდან.
რა თქმა უნდა, იარცევი არ იყო იმ სამხედროთა შორის, კარალეთს და აჩაბეთს რომ წვავდნენ, ან გორს და სენაკს რომ ბომბავდნენ. და დარწმუნებული ვარ, ლაშა მტრად არ მოიაზრებს არც მას და არც სხვა რუს სპორტსმენებს. მაგრამ იარცევმაც და სხვა რუსებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქართველებს, განსაკუთრებით კი ლაშას ასაკის ბიჭებს და გოგოებს – ამ თაობას – არ დაავიწყდებათ საკუთარი გადამწვარი სახლ-კარი, ნაწამები გიორგი ანწუხელიძე, დახოცილი შინდისის გმირები, აოხრებული და გადახნული სასაფლაოები, – რომ ამას ყველაფერს ვერ გადაფარავს დოსტოევსკი და ტურგენევი, რუსული ბალეტი და ჩაიკოვსკი.
=====
და უცებ, სწორედ იმ წუთებში, ათასობით ქართველი ბედნიერნი რომ ვუყურებდით გამარჯვებულ ლაშას, იმ ბიჭს, რომელიც მშობლიური კერიდან რუსის ჯარმა რომ აჰყარა 8 წლის წინ და რომელმაც – სისხლით კი არა, – ჯანით და სისხარტით, ღონით და თავდადებით რომ დაჯაბნა რუსი და ჩვენთვის ყველაზე უახლეს და მოუშუშებელ ეროვნული ტრაგედიის მე-8 წლისთავზე მალამო რომ მოგვცხო, სწორედ იმ წუთს, როცა ომში დაღუპული ჩვენი გმირების სულებიც ხარობდნენ ალბათ, უცებ …
უცებ ეკრანზე ჩნდება კოხტად ჩაცმული ქალბატონი, რომელსაც ყველა ვიცნობთ – ალბათ, უფრო მეტიც კი ვიცნობთ, ვიდრე ლაშა შავდათუაშვილს, რომელიც საქართველომ მხოლოდ 4 წლის წინ გაიცნო, ხოლო ამ ქალბატონს ვიცნობთ უკვე ლამის 30 წელია, ხოლო მე პირადად კი მასთან ისიც მაკავშირებს, რომ ერთი სკოლა დავამთავრეთ… მხოლოდ 2 თუ 3 წლის ინტერვალით და ალბათ, იგივე მასწავლებლები გვასწავლიდნენ, იგივე მასწავლებლები გვასწავლიდნენ დიდგორის ომის ამბებსა და რაფიელ ერისთავის თუ ვაჟას ლექსებს…
ჰოდა ეს ქალბატონი, თვალებში თვალს გვიყრის ათასობით (ან მილიონობით) ქართველს, რომელთაც რამდენიმე წუთის წინ გამარჯვების ყიჟინა აღმოგვხდა და ცივად გვაჭედებს ტვინში სარეკლამოდ გამიზნულ პოსტულატებს:
“საქართველოს უბლოკო სტატუსი სჭირდება.
ჩვენი სამშობლო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი.
ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი.
სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური აღორძინების გარანტია.
ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება.
მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს შეგვიძლია გავატაროთ ეროვნული, გონივრული და გამბედავი პოლიტიკა. ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან და მოვაგვაროთ თითოეული თქვენგანის პრობლემები…”
და უცებ ეს ისეთი ცივი შხაპია, როგორც პატარა ბავშვს რომ უსმენ, ამაყად რომ ამბობს – „მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას…“ და უცებ … „ვრემიას“ დიქტორები რომ ჩნდებიან შემთხვევით დარჩენილ ტელევიზორის ეკრანზე და იწყება ორთავიანარწივიანი ჰიმნი:
„Славься, Отечество наше свободное,
Братских народов союз вековой…
სამწუხაროდ, ბევრი გულუბრყვილო ადამიანი გადაყლაპავს ამ სატყუარას.
მინდა მჯეროდეს, რომ ჩემს თანასკოლელ ქალბატონს, რომელსაც არც ცოდნა და არც უნარ-ჩვევები არ აკლია, ამჟამად საკუთარი თავის მოტყუებაც სურს ქვეცნობიერად. თორემ სხვანაირად გამოვა, რომ მხოლოდ ჩვენ გვატყუებს ანგარიშიანად.
მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ ამას ვერ ხვდება, რომ საქართველოს უბლოკო სტატუსი სინამდვილეში საქართველოს ოფიციალურად დაბლოკვაა, ხელფეხშეკვრაა, მოძალადისათვის საკუთარი ერთგულების შეფიცვაა და მეტი არაფერი. რომ საქართველო, რომელიც უბლოკო სტატუსის ზებუნებრივ დაცვით პოტენციალს დაიჯერებს, ისევე მწარედ მოტყუვდება, როგორც უკრაინა, რომელმაც ბირთვული განიარაღებისას ბუდაპეშტის მემორანდუმის „ფიცი“ დაიჯერა. რომ ახლაც არაფერმა უშველა უკრაინას, რომელიც ნამდვილად არ ჰქონდა გაცხადებული ნატოსკენ მისწრაფება, და ძალიანაც უბლოკო სტატუსიანი იყო, მაგრამ ამით რა მოიგო? ყირიმი არ აახია ერთმორწმუნე და მოძმე ხალხის იმპერიამ, თუ მალოროსიის ჩაყლაპვაზე და უკრაინის გახლეჩვაზე თქვა უარი?
„ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი.“-ო!
– გადავირიე და ესაა! და როდის არ უნდა იყოს? და რომ არის უკვე? ნუთუ არ იცის ამდენი რეგალიებით დამშვენებულმა ისტორიკოს-იურისტმა ქალმა და საერთაშორისო სამართლის მცოდნემ, რომ საქართველოში დიდი ხანია არის უცხო სახელმწიფოს ჯარი? ეს არ გაუგია? ჩვენ უნდა ვუთხრათ, – სად არის, როდიდან არის და რამდენი არის? თუ, იქნებ, ის დაკარგული ტერიტორიები აღარ მიაჩნია საქართველოს სახელმწიფოდ და ახლა იმის პირობა უნდა ჩვენგან, რომ საქართველოში არასოდეს სხვა მეორე სახელმწიფოს ჯარს არ დავპატიჟებთ, რომ ვინც უკვე არის, იმან არ იგრძნოს თავი უხერხულად და შმუშვნა არ დაეწყოს, ან ღაწვები არ შეეფაკლოს მორცხვად?
და რატომ პირდაპირ არ გვეუბნება იმას, საითკენაც მიჰყავს ეს თავისი სარეკლამო რგოლი? რომ საქართველოში, მისი აზრით არ უნდა იყოს არცერთო სხვა სახელმწიფოს ჯარი, თვინიერ რუსის ჯარისა! ალბათ, ის დღეც უნდა დავინახოთ, როცა რუსის ჯარის მთავარსარდალი საქართველოში არამცთუ სხვა ქვეყნის ჯარის ხილვას ჩათვლის დაუშვებლად და უკანონოდ, არამედ თავად საქართველოს ჯარის ხილვასაც, რადგან მათთვის ისიც ხომ სხვა სახელმწიფოს ჯარი იქნება??
“საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი”-ო!
– ვაიიი? და ეს ნეტა შეთანხმებულია იმ ქვეყნის მთავარსარდალთან, ვისი ჯარიც უკვე არის საქართველოს ტერიტორიაზე და ვინც ქალბატონ ნინოს აღშფოთებას არ იწვევს? ანუ, ის არც აგრესორია, არც ოკუპანტია, და არც ისე ცუდია, ალბათ, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ქ-ნი ნინო მას ცუდად არ მიიჩნევს, ან საერთოდ, არც იმჩნევს… ჰოდა, იქნებ ეს პატიოსანი კაცი სულაც არ არის უარს, რომ საქართველო გახდეს სამხედრო კავშირის წევრი, ოღონდ, იმ სამხედრო კავშირის არა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან სურდა… მე მგონი, ქალბატონ ნინოს მოუწევს ამ პოსტულატის უფრო დაზუსტება – “საქართველო არ უნდა იყოს არცერთი სამხედრო კავშირის წევრი, გარდა იმ სამხედრო კავშირისა, რომელსაც დიდი ძმა შექმნის და გვირჩევს”!
„სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდება ქვეყნის გამთლიანების და ეკონომიკური აღორძინების გარანტია“-ო!
– მართალია!! ეს გადაწყვეტილება „გააერთიანებს“ საქართველოს! როგორც იყო ზოგჯერ „ერთიანი“ საქართველო მონღოლთა ქვეშ, ან – ოტომანთა იმპერიის ქვეშ, ან – რუსეთის იმპერიის ქვეშ… რა შეიძლება იყოს ასეთ “ერთიანობაზე” უფრო სანატრელი და სტაბილური?!
და როგორი ეკონომიკური აღმავლობის საწინდარი იქნება ეს, ესეც შეიძლება წარმოვიდგინოთ – ყველაფერი, თუ კი რამ წარმოება არსებობს საქართველოში – მაგთი იქნება თუ ჯეოსელი, რკინიგზა თუ აეროპორტი, ფოთის პორტი თუ ღვინის ქარხნები – მალე ეს ყველაფერი რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში გადავა, როგორც არის კიდეც ეს ჩვენს მეზობელ ერთ სახელმწიფოში.
„ასეთი გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა და პროფესიონალიზმი ჭირდება“-ო.
– მართალია, უნდა გაბედო და თვალებში შეხედო გიორგი ანწუხელიძის შვილებს და უთხრა, რომ საქართველოს არც სამხედრო კავშირი ჭირდება და ალბათ, არც სამხედროები ჭირდება. რადგან ის დიდი ძმა იქნება ქალბატონ ნინოს გამბედაობის მიზეზიც და საქართველოს „დამცველიც“.
„მხოლოდ მე და ჩემს პოლიტიკურ გუნდს შეგვიძლია გავატაროთ ეროვნული, გონივრული და გამბედავი პოლიტიკა“-ო…
და რამდენჯერ იყო ჩემი თანასკოლელი ქალბატონი და მისი გუნდი სახელმწიფოს სათავეში? და მაშინ როგორ პოლიტიკას ატარებდა?
და საერთოდ, მხოლოდ ერთი დაპირება მახსოვს მისგან ამ ბოლო ხანებში – დავიწყოთ რუსეთთან უპირობოდ მოლაპარაკებები და გარწმუნებთ, რუსეთი მოგვცემს … უვიზო რეჟიმსო!!!
რუსეთთან უვიზო რეჟიმზე გავცვალოთ აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი?
რუსეთთან უვიზო რეჟიმით ვანუგეშოთ ასეულ ათასობით ლტოლვილი?
რუსეთთან უვიზო რეჟიმი იქნება ევროპასთან უვიზო რეჟიმის საპირწონე?
მაინტერესებს, რას გვპირდება რუსეთი, თუ საქართველო უბლოკო სტატუსს მიიღებს?
აფხაზეთის დაბრუნებას? – არა! (ამას ჩემი თანასკოლელიც კი ვერ ბედავს, თქვას, მიუხედავად გამბედაობისა)
ცხინვალის ოლქის დაბრუნებას? – არა!
ახალგორის რაიონის დაბრუნებას? – არა!
სოფელ პერევის დაბრუნებას ? -არა!
თავიანთ მშობლიურ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილების ღირსეულად დაბრუნებას? – არა!
საერთოდ, რამის დაბრუნებას???
ან, იქნებ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას? – არა!
საერთოდ არაფერს არ გვპირდება!
გამოდის, ჩვენ უბლოკო სტატუსი უნდა განვაცხადოთ, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოსკენ მისწრაფებაზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროკავშირთან ასოცირებაზე (ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სწორედ ამას გვაიძულებს ჩემი თანასკოლელისთვის მისაღები „არაოკუპანტი“ იმპერია!), ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სურვილზე (აბა, გამოდის, უფროსი ძმა ჩამოგვრჩება და უხერხული გამოვა, ნაღდად!), ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, ალბათ, დამოუკიდებელ ჯარზე და დამოუკიდებელ ეკონომიკაზე, ჩვენ უნდა დავთანხმდეთ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას და „დამოუკიდებლობას“…
და ამის საფასურად რუსეთი … აღადგენს უვიზო რეჟიმს, გააგრძელებს იყიდოს ჩვენი ღვინო, ნელ-ნელა (ან ჩქარ-ჩქარა) მოაშთობს საქართველოს ტრიტორიაზე გამავალ მილსადენებს და ნელ-ნელა (ან ჩქარ-ჩქარა) ჩაიგდებს ხელში მთელს ჩვენს ეკონომიკასაც. ალბათ, იმის უფლებას კი დაგვრთავს, რომ იმპერიის მთავარი გამრთობის სტატუსი გავიფორმოთ…
ხოლო ჩემი თანაკლასელი ქალბატონი წელიწადში ერთხელ შეხვდება პუტინს, სავარაუდოდ, – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან ერთად და ყოველ ჯერზე დაგვიბრუნდება იმის ურყევი რწმენით, რომ უბლოკო სტატუსი ისეთივე ბედნიერებაა საქართველოსთვის და ქართველებისათვის, როგორც მისი და მისი პოლიტიკური გუნდის „ეროვნული, გონივრული და (ძალიან) გამბედავი პოლიტიკა“…
ისე კი, რას გადავეკიდე ქ-ნ ნინოს, ბოლო-ბოლო ქუთაისლობის და თანასკოლელობის ხათრით მაინც ხომ შეიძლებოდა დამეხუჭა თვალი მისი ლამაზი და გამბედავი პოსტულატების საეჭვო სიწრფელესა და სიმართლეზე…
მით უფრო, რომ ნინო ბურჯანაძეს ერთი რამ უნდა დავუფასოთ – ის, რასაც იგი პირდაპირ ამბობს, ბევრ სხვასაც აქვს გულში და ცდილობს, უფრო შეალამაზოს და შეფუთოს… განა იგივეს არ ამბობს თამაზ მეჭიაური და მისი გუნდი? ყველა ოკუპანტია – რუსეთიც და ამერიკაცო! (კიდე კარგი, მონღოლეთი და ინკებიც არ დაამატა სიას სისრულისთვის!), განა იგივეს კიდევ უფრო მძაფრად არ იძახიან მრეწველობით საქართველოს გადარჩენის დამპირებელთა პარტიის სტალინ-ნატრული ლიდერები? განა იგივე ნოტები არ ისმის პატრიოტთა ალიანსის “დაბალანსებული ურთიერთობების“ მოწოდებებში? განა იგივე იმედი არ ასაზრდოებს МГИМО-ს კურსდამთავრებულ შალვა ნათელაშვილს? და თურმე მედასავლეთეებით გარშემორტყმული პაატა ბურჭულაძეც თავს კვლავაც საბჭოთა ადამიანად გრძნობს (2012-ში მაინც ასე გრძნობდა!) და ძალიან გული სტკივა, რომ ეს დიადი ქვეყანა დაიშალა და ჩვენს შვილებს სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება…(http://izvestia.ru/news/519688)… და ამ ადამიანებს ეს ყველაფერი შეფუთული აქვთ სარწმუნოების დაცვის, ეროვნულობის, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდისკენ მოწოდებების მართლაც სერიოზულ თემებში, მაგრამ ამ შემთხვევაში კი – მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოყენებულ ლოზუნგებში…
ჰოდა, სწორედ ეს – ქართულ პოლიტიკაში რუსეთის აგრესიიდან მე-8 წლისთავზე ასე მოძალებული “ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანი” აშკარა თუ ფარული რუსეთუმეები და მათი ღია თუ ლამაზად შეფუთულ-შეფარული შეტევები საქართველოს ევროპულ არჩევანსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე, არის 8 აგვისტოს მე-8 წლისთავზე ჩვენი გულდამძიმების მიზეზი…
რომ იყვნენ რამის მართლა შემცვლელები და რამის მართლა დამბრუნებლები – კი, ბატონო, მოვუსმენდი ეჭვით, მაგრამ მაინც მოვუსმენდი… მაგრამ, მგონი, ვხვდები, რისი დაბრუნების მსურველებიც არიან – საკუთარი სკამების, ალბათ … 😦
წინადადებები აფხაზებს
Posted: 2014/11/24 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: აფხაზები, აფხაზეთი, მერაბ მეტრეველი, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთის იმპერია, ჯუმბერ კირვალიძე %(count)s კომენტარივფიქრობ, დღევანდელი მომენტი დროულს ხდის რაიმე ახალი – არგაცვეთილი წინადადებებით მიმართვას აფხაზი ხალხისათვის!
აშკარაა, რომ დღეს დამთავრდა უდღეური ზღაპარი იმაზე, როგორ ყოველთვის “ზრუნავდა” რუსეთი აფხაზი ერის გადარჩენაზე და თვითგამორკვევაზე! როგორ “მნიშვნელოვანი” იყო რუსეთისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება! უკვე თავად აფხაზებისთვისაც აშკარა ხდება, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება იმ “დიადი გზის” დასაწყისია, რომელზეც მათ დიდი ხნის წინ გაუყენეს უბიხები! ამ გზაზე სიარულის შემთხვევაში გავა 10-20 წელი, როცა დაუფინანსებლობის თუ სხვა მიზეზთა გამო აფხაზეთში აღარ იქნება არცერთი აფხაზური სკოლა (როგორც ჩრდილოეთ ოსეთშია), აღარ იქნება აფხაზური უნივერსიტეტი, ბავშვების უმეტესობას აფხაზურიც არ ეცოდინება, და მხოლოდ ტოპონიმიკა თუ შეიძლება ვინმეს მოაგონებდეს აფხაზეთს…
ახლა მაინც უნდა მიხვდნენ აფხაზები, “დაყავი და იბატონეს” ამ მარადიულ თამაშში, რატომ აარჩია რუსულმა იმპერიამ ისინი დროებით მოკავშირეებად – უფრო მცირერიცხვოვანნი იყვნენ და იმიტომ. ახლა, როცა რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს უკვე გაუსწორდა, ახლა აფხაზების დამოუკიდებლობაზე ზღაპრის დასრულების და მათი თანდათან კაზაკებით ჩანაცვლების დროც მოვიდა!
სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც კი – ქართველების მიმართ რუსული თუ კომუნისტური იმპერიების აპოლოგეტთა მიერ დათესილი უნდობლობა და მტრობა, რომელიც ჯერ კაცთმოძულე ავანტიურისტი ბერიას, ხოლო შემდეგ 1992 წელს ჩვენივე უგუნური და სასტიკი ქმედებების გამო გავაღვივეთ, აფხაზთა დიდ ნაწილში ისეა მტკიცედ გამჯდარი, რომ რუსეთის მხრიდან მათი ასიმილაციისა და თანდათანობითი ჩანაცვლების უკვე გამოკვეთილ გეგმასაც კი თვალს არიდებენ და ხავსს ეჭიდებიან, რომ არავითარი საფრთხე რუსეთის მხრიდან არ არსებობს…
მაინც საჭირბოროტო მგონია, ითქვას ქართული სახელმწიფოს მხრიდან, სად გადის ის შესაძლებლის ზღვარი, რაზეც ჩვენ თანახმანი ვართ… იმედი მაქვს, რომ როცა საფრთხეს უფრო უკეთ გააცნობიერებენ, მათი ის ძველი ილუზია, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ერჩივნათ ქართულ ჭაობში ჩაძირვას (სერგეი შამბას აფორიზმი), თანდათან უფრო პრაგმატული ხედვით შეიცვლება – იმაზე, რეალურად სად უფროა აფხაზი ერის არსებობისათვის საფრთხეები და სად – გადარჩენის და განვითარების რეალური შანსი.
საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენივე საზოგადოებაში გაბატონებული ცრურწმენების გამო და წინა ავანტიურისტი ხელისუფლების ნარჩენების პროვოკატორული კურსის გათვალისწინებით, შეიძლება, ამჟამად არ გააჩნდეს სრული თავისუფლება თამამი და ექსტრაორდინარული განცხადებების და ნაბიჯების დაპირებისათვის.
მაშინ საზოგადოების – პროფესიონალი ისტორიკოსების, პოლიტოლოგების და საზოგადოების აქტიური წევრების, ვალია, წამოვაყენოთ ასეთი წინადადებები, რომელთა აქტიური განხილვა ჩვენთანაც უნდა მოხდეს და აფხაზებსაც უნდა მივცეთ დრო, რომ კარგად დაფიქრდნენ და აწონ-დაწონონ ის – რას ვპირდებით ჩვენ, და რას პირდება რუსეთის ხელისუფლება! არა მგონია, აფხაზებს, რომელთაც სიტყვით და საქმით დაამტკიცეს, რომ საკუთარ დამოუკიდებლობას უმაღლესი რანგის საკრალურ ღირებულებად თვლიან, ახლა რუსული პენსიის ფასად შეეძლოთ ამ დამოუკიდებლობის გაყიდვა…
ჩემი მხრიდან, ასეთ წინადადებების პაკეტად მიმაჩნია:
1. საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების შეთავაზება;
2. აფხაზეთში 1992-93 წლების შედეგად ლტოლვილების დაბრუნებაზე შეთანხმებისა და პროცესის დაწყების შემთხვევაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის დროებითი (10-წლიანი) შეზღუდული აღიარება, მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გაეროს, ევროკავშირის და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგით;
3. აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შემუშავება-განხორციელებაში დახმარება;
4. აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურად ცვლილების მცდელობების არდაშვება (ქვეყანაში შეიძლება დაბრუნდნენ მხოლოდ 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი პირები და მათი უშუალო მემკვიდრეები);
5. დროებითი დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლის თავზე აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება საქართველოსთან შესაძლო ფედერაციული ან კონფედერაციული ურთიერთობის დამყარების თემაზე. იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაციული და ფედერაციული მოწყობის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საბოლოოდ ცნობა – საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ ცნობის აღიარების თხოვნის პარალელურად.
P.S. მიმაჩნია,რომ ჩემი, როგორც არაპროფესიონალის, ეს წინადადებები სათანადო პროფესიონალების(ისტორიკოსების, კავკასიოლოგების, იურისტებისდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მიერ) დახვეწას და შესწორებებს საჭიროებს. ფაქტიურად, მე იგი ჯერჯერობით, ძირითადად ქართული საზოგადოების სამსჯავროზე გამომაქვს.
აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.
P.S. (27.11.2014)
გადავწყვიტე, რომ სხვა საინტერესო წინადადებებიც გამოვაქვეყნო ამ ნოუთში, რათა იქნებ მათ საჯარო განხილვას დავუდოთ სათავე.
ამავდროულად, ვეთანხმები ჟურნალისტის, ”სტუდია-რე”-ს დირექტორის, ბატონ მამუკა ყუფარაძის ფეისბუქის ნოუთში გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული ამ ხელშეკრულების მოწერით არაფერი განსაკუთრებული – ანუ, იმაზე მეტი, რაც უკვე მოხდა, არ მომხდარა – https://www.facebook.com/notes/10204356877513678/?pnref=story .
რუსეთი მაინც არასოდეს აპირებდა აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის რეალურად მინიჭებას და თუ ახლა თანდათან ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ამან აფხაზების გამოფხიზლებაზე უნდა იმოქმედოს და ჩვენ არ უნდა გვიბიძგოს იმ სრულიად უსარგებლო და პიარულად-დემონსტრაციული ნაბიჯებისაკენ, რისკენაც ყოფილი ხელისუფლების მომხრეები ბრავადულად (და შეგნებულად!) მოგვიწოდებენ!
ახლა კი ის წინადადებები, რაც მე ვნახე და საინტერესოდ მივიჩნიე:
ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი, საქართველოში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:
1. აფხაზეთის ტერიტორია უნდა გაიყოს მდ. კელასურის გასწვრივ და მის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილში (კელასურიდან ფსოუმდე) გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებელი რეპუბლიკა, ხოლო მის სამხრეთით მდებარე ნაწილი (კელასურიდან ენგურამდე) დაუბრუნდეს საქართველოს იქ ქართველი დევნილების განსასახლებლად.
2. საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ფსოუდან კელასურის საზღვრებში) და მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას თხოვნით მოხდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
3. დამოუკიდებლობის აღიარებიდან და გაერო-ს წევრობიდან რამდენიმე წეილწადში ორივე სახელმწიფოში – აფხაზეთში და საქართველოში ჩატარდება რეფერენდუმები ფედერაციული მოწყობის მიზანშეწონილობაზე.
უფრო დაწვრილებით ბ-ნი ჯუმბერის მოსაზრებები შეგიძლიათ იხილოთ – http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/125797-jumber-kirvalidze-qarthulafkhazuri-shethankhmeba-kavkasiashi-rusethis-hegemoniis-dasasrulis-dasatsyisi.html?ar=A
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება:
აფხაზეთის რესპუბლიკამ – დედაქალაქით სოხუმში და საქართველოს რესპუბლიკამ – დედაქალაქით თბილისში შექმნან კონფედერაციული გაერთიანება – დედაქალაქით ქუთაისში, სადაც განთავსდება გაერთიანებული პარლამენტი და კონფედერაციის სხვა მმართველი ორგანოები.
იმედია, ქართველებს გვეყოფა საღი აზრი, რომ დროზე დავინახოთ, რა არის ჩვენთვის მისაღები და 10 წლის შემდეგ არ ვიძახოთ, ნეტა ეს წინადადება მაშინ მიგვეცა აფხაზებისთვისო, როგორც ეს სულ მოგვდის 1989 წლის შემდეგ…
დეჟა ვაი!
Posted: 2014/08/29 Filed under: განვრცობილი ფიქრები, ინტერმეცცო | Tags: მიხეილ სააკაშვილი, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, უკრაინა დატოვე კომენტარიეხლა ვნახე “ალ ჯაზირაზე” საქართველოს ექს-ლიდერის და ვაშინგტონში თათარიახლად დაარსებული “ახალი საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, – მიხეილ შეფარდებულის ინტერვიუ, და ჩემს თავს კითხვა დავუსვი
– ეს კაცი რომ ისევ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო, რა ვითარება გვექნებოდა დღეს ქვეყანაში?
ალბათ, აი, ასეთი:
– საქართველოს სამხედრო ძალების მინიმუმ რამდენიმე ბატალიონი ან ერთი დივიზია ეყოლებოდა გაგზავნილი უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე;
– უკრაინაში გვეყოლებოდა რამდენიმე ათეული დაღუპული და დაჭრილი, რომელთა შესახებ მხოლოდ უცხოური მედიიდან თუ გავიგებდით შემთხვევით, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს ისევ ძველებურად აიძულებდნენ, რომ მიცვალებული ღამით ჩუმად დაემარხათ.
– რუსეთის მიერ დაწესებული იქნებოდა უკმაცრესი აკრძალვა ქართული პროდუქციის რუსეთში შეტანაზე და დიდი ალბათობით, რამდენიმე ათასი ქართველი იქნებოდა სასწრაფოდ დეპორტირებული, ხოლო რამდენიმე ათეული – დაპატიმრებული შპიონაჟის ან ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით;
– გაძლიერდებოდა აფხაზების და ოსების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების და დაპატიმრების ფაქტები ზემოთხსენებული ბრალდებებით. არაა გამორიცხული, გორის მახლობლად რუსული სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციული გამოყვანის შემთხვევებიც გვეხილა;
– მოიმატებდა დე-ფაქტო საზღვრისპირა რეგიონებიდან ლტოლვილთა ნაკადი;
– შეწყვეტილი იქნებოდა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა;
– თბილისის და საქართველოს სხვა ტერიტორიის თავზე რუსული თვითმფრინავები განახორციელებდნენ დემონსტრაციულ გადაფრენებს მოსახლეობის დაშინების მიზნით;
– საქართველოში ჩავარდებოდა ტურისტული სეზონი;
– საქართველოს ნაცმთავრობა ისევ მოაწყობდა წითელი ხიდის მახლობლად კაზანტიპზე უფრო მრავალრიცხვოვან აქციას – ოჯახის წევრებისა და ქონების სახალხო-საჯარო დემონსტრირებით;
– მიხეილ სააკაშვილის ჰალსტუხების კოლექციას ისევ დაემუქრებოდა ლიკვიდაციის საფრთხე;
– მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტ ინტერვიუს მისცემდა საერთაშორისო მედიას, ვიდრე უკრაინის მთელი მთავრობა – ერთად აღებული;
– მაპს მაინც არ მოგვცემდნენ;
– ერთადერთი, უკრაინელი ხალხიც და ხელისუფლებაც ნამდვილად უფრო მადლიერი იქნებოდა ჩვენი…
რამე გამომრჩა?
ტრიბუნაზე ერთი კაცი იდგა…
Posted: 2013/04/15 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 19 აპრილი, გიორგი ანწუხელიძე, გმირები და ლაჩრები, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რუსეთ-საქართველოს ომი %(count)s კომენტარიტრიბუნაზე ერთი კაცი იდგა. და არეულად ლაპარაკობდა გმირზე… თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა…
ლაპარაკობდა გმირზე, რომელიც საქართველოში ყველასათვის ძვირფასია… გმირზე, რომელიც მართლაც ჩვენი ეპოსის თუ წარსულის საუკეთესო წარმომადგენლების მსგავსად თავისი სიკვდილით ამაღლდა და მარადისობაში გადაინაცვლა… გმირზე, რომელმაც არ დაიჩოქა და თავი მიწას არ დაადო… წამებულ გმირზე, რომელიც მტერმა ვერაფრით დააშინა და ვერ გატეხა… გმირზე, რომელიც მსოფლიომ მებრძოლი, დაუმორჩილებელი, გმირული საქართველოს სიმბოლოდ აღიქვა…
მაგრამ, ვაი რომ, ამას ლაპარაკობდა სუბიექტი, რომელიც ასევე ცნობილ სიმბოლოდ იქცა – უსირცხვილობის, უნამუსობის, ლაჩრობის, ძალადობის, უსამართლობის, მომხვეჭელობის, ეგოიზმის, და ფლიდობის სიმბოლოდ!.. და როცა ლაპარაკობდა იმაზე, როგორ ვერაფრით დააჩოქა მტერმა გიორგი ანწუხელიძე, როგორ ვერაფრით დაადებინა ვაჟკაცს მიწაზე თავი, მახსენდებოდა საკუთარი დაცვის წინ მარდად მორბენალი კურდღელი, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი (მაშინ, როცა არავინ – ქალები, მოხუცები, უცხოელები – არ გაქცეულან!), მაგონდებოდა მიწაზე გართხმულიც და დაჩოქებულიც, და მხოლოდ ერთ რამეზე შეშფოთებული – „ჟურნალისტები მოაშორეთო!“, რომ ბღაოდა – რადგან ხვდებოდა, ისტორიისთვის მის მიერ რუდუნებით შექმნილი სწორუპოვარი ლიდერის და მამაცი მხედართმთავრის იმიჯს თვითონ რომ წააყარა სამუდამოდ მიწა…
ჰოდა, ახლა, კარიერის უსახელო დასარულის ჟამს, ეს სუბიექტი ყველანაირად ეპოტინება ყველაფერს, რაც კი წმინდაა. ცდილობს წმინდა სიმბოლოებზე შეიწმინდოს თავისი ბინძური ხელები და ქართველი ხალხისათვის თავდადებული გიორგი ანწუხელიძისთვის გმირის მედლის გადაცემით სურს, დაგვავიწყოს, თავად ვინ და რა არის… ფიქრობს, გმირის მეუღლისა და შვილებისათვის გადაცემული ჯილდოს ფასად გმირის სახელთან შეზიარებას შეძლებს თავადაც…
და სწორედ ამიტომაც დასჭირდა გმირის შვილების ხელში ატატება და მათი გულში ჩაკვრა! ძალიან სჭირდება, რომ თავისი გახვრეტილ შაურად ქცეული იმიჯი რაიმე წმინდას ამოაფაროს – დაღუპული გმირის სურათს, დაღუპული გმირის დედის და მეუღლის ცრემლებს, დაღუპული გმირის შვილების უმანკო სახეებს! იმის იმედი აქვს, რომ ამ ბრძანებულების გამოცემით და კიდევ ერთი „პერფორმანსით“ გადაფარავს თავის მრავალ უგვანო საქციელს თუ კრიმინალურ ქმედებას – 2008 წლის აგვისტოში, 2007 წლის 7 ნოემბერს, 2011 წლის 26 მაისს, ლაფანყურის დადგმულ ოპერაციას, წართ,ეულ ქონებებს, ხალხისთვის მოპარულ და მითვისებულ მილიარდებს, ციხეში ჩაყრილი ათასობით ადამიანის გამწარებულ ცხოვრებას, მოპარულ არჩევნებს, სიცრუით გაჟღენთილ ამაოებას…
ცდილობს ამას ისევე დიდი გულმოდგინებით, როგორც ცდილობდნენ სხვა სისხლიანი კრიმინალები, ისევე გულმოდგინედ და ძალადგაღიმებულები რომ იტატებდნენ და გულში იკრავდნენ ბავშვებს, ისევე რომ არიგებდნენ ჯილდოებს იმ განწირული გმირებისთვის, ვინც თავად მიატოვეს და უღალატეს…
არა მგონია, რომ მოვტყუვდეთ ისევ… მართალია, მან საკმაო ხანს ატყუა მთელი ხალხი… და არის პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც თავად სურს კვლავაც მისი ტყუილების ხიბლში გაატაროს მთელი სიცოცხლე… მაგრამ როგორც სხვებმაც ვერ შეძლეს, ისიც ვერ შეძლებს მთელი სიცოცხლე ატყუოს მთელი ერი, და მთელი მსოფლიო…
გიორგი ანწუხელიძის სახელს და დიდებას იგი ვერასოდეს შესწვდება. და წესით იმას უნდა ხვდებოდეს, რომ რაც უფრო იშვითად დაიწყებს ქართველ გმირებზე საუბარს, მით უკეთესი იქნება მისთვის, რადგან ამ გმირებთან მიმართებაში იგი მხოლოდ საოცრად უსახური ანტიპოდია – იმის გამოც, როგორ „უყვარს“ საქართველო, და იმის გამოც, როგორ იცხოვრა…
ჩვენ გვახსოვს!
Posted: 2012/08/09 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 2008 Russian-Georgian war, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რუსეთ-საქართველოს ომი, ყაყაჩოები 4 Commentsმახსოვს! როგორ შეიძლება, არ მახსოვდეს!
მახსოვს, როგორ მითხრა ნაცნობმა, რომელიც შინაგან ჯარებში მუშაობდა – შენ არ იცი, რას გადავრჩითო!.. ივნისში მითხრა.
– რა იყო, რუსეთი ხომ არ აპირებდა აფხაზეთიდან დარტყმას მეთქი, ვიკითხე… რკინიგზა რომ გახსნა რუსეთმა, რაღაცას ველოდი ცუდს… უცნაურად ჩაიღიმა და მითხრა, – რუსებზე ნაკლები დამრტყმელი ვართო?!
მახსოვს 7 აგვისტოს ის საღამო.
ცეცხლის შეწყვეტაზე სააკაშვილის გამოსვლა არ მომისმენია. სამაგიეროდ მახსოვს, როგორ ვერ ხვდებოდა თემურ იაკობაშვილი იმ დღეებში ოსური მხარის წარმომადგენელს ჩოჩიევს, და როგორ „გაკვირვებული“ იყვნენ ამ ამბით რუსი ელჩი პოპოვი და რუსების სამშვიდობოების სარდალი კულახმეტოვი. მახსოვს, ცოლს ვუთხარი, ნუთუ მთლად დებილები არიან მთავრობაში და მართლა სჯერათ, რომ კოკოითი უცებ ისე „ჯიუტი და თავნება“ გახდა, რომ რუსები აძალებენ ქართველებთან შეხვედრას და ეს „არ ნებდება“ მეთქი?
თურმე – იყვნენ…
წიგნს ვკითხულობდი. ბავშვებს ეძინათ. ცოლი შემოვიდა გაფითრებული და მითხრა – მიშა გამოდის, ცხინვალში შესულანო…
… მახსოვს სიმბოლურად ვარდისფერსაროჩქიანი პრეზიდენტი და მის უკან კედელზე ყველა ის დროშა, რომელთა გამოფენა ამ სუბიექტის უკან სირცხვილია და მარაზმი – საქართველოს ღერბი, ქართული დროშა, ევროკავშირის დროშა… მახსოვს არაბუნებრივი გამომეტყველება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა – გამეხებულ, გაბრაზებულ სახეს უცებ უსერავდა ღიმილი და ისევ ქრებოდა. მახსოვს მისი სიტყვები – ჩვენი სოფლებისადმი გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი, და მე გავეცი შეტევაზე გადასვლის ბრძანება… ჩვენ უკვე ვაკონტროლებთ თრიაყანის მაღლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ცხინვალსო… ვერ ვიხსენებ, იხმარა თუ არა სიტყვები „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, რომელიც ნამდვილად იხმარა გენერალმა ყურაშვილმა. სამაგიეროდ, ის კი კარგად მახსოვს, რომ იმ ღამეს არავის არც ერთხელ არ უხსენებია რუსული არმია, რუსული ტანკები და 58-ე არმია…
მახსოვს ის კადრები, როგორ თავმომწონედ ჩამოგვითვალა ის პუნქტები, რომლებსაც ქართული ჯარი აკონტროლებდა. „სოფლების“ გვერდით ცალკე და სიამაყით გამოჰყო „დიდი სოფლები“, გეგონებოდა ჩინეთის ჯიანგსუს პროვინციას ვიღებდით, სადაც ზოგი სოფელი ოცი ათასიანია და ზოგი – გაცილებით დიდი.
ის ღამე აგარაკზე ვიყავით. არ მეძინა.
მეორე დღეს ტაქსით წავედი თბილისში. ტაქსისტი წყნეთელი მეზობელი იყო, აფხაზეთიდან ლტოლვილი. თვალებანთებული მიყვებოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ მალე სოხუმსაც დავიბრუნებთ… რომ ყველამ დაინახა, რუსეთი ისე დაჩმორებულია, რომ ხელის განძრევაც არ შეუძლიაო. ჩუმად ვიჯექი. მაღიზიანებდა ამ კაცის ასეთი სიბეცე და ვერც ვერაფერს ვეუბნებოდი – მას ხომ მთელი ცხოვრების ოცნება ეჭირა ახლა ფრთით ხელში!.. როგორ უნდა მეთქვა, დროზე გამოფხიზლდი მეთქი… ან რატომ უნდა გამკვირვებოდა მისი სისულელე – თუ მთავრობამ დაიჯერა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, მთავრობისგან ტვინდაბნელებული და გაჭირვებული ადამიანი როგორ არ დაიჯერებდა…
თბილისელმა ახლობელმაც რომ მკითხა, როგორ ფიქრობ, სოხუმზეც თუ მივიტანთ შეტევასო, ვეღარ მოვითმინე და მივახალე, ორ დღეში თუ არ დაგვბომბეს რუსებმა, მერე მკითხე და უფრო ზუსტად მაშინ გეტყვი მეთქი…
მერე ვიჯექით ტელევიზორთან. ნაციონალური ტელევიზიები სრული მარაზმი იყო. სრული დეზინფორმაცია. ალერგია მეწყებოდა სამხედრო ფორმაში გამოჯგიმული შოთა უტიაშვილის დანახვაზე. ვიცოდი, რომ მისი ერთი სიტყვაც არ იყო დასაჯერებელი. დაამთავრებდა შოთა ყელყელაობას და მერე მისი თვალფახულა მეღლე შეუდგებოდა ჩვენს დაბოლებას. კიდე კარგი, ძველი ჯაბახანა რადიო მოვარჯულე და „თავისუფლებას“ ვუსმენდი. გოგა აფციაური და კობა ლიკლიკაძე – აი, ვინ მეუბნებოდა სიმართლეს! ტელევიზორში ჯავას ვიღებდით ვითომ – წარბშეუხრელად მატყუებდა ერთდროს ჟურნალისტი უტიაშვილი, და სინამდვილეში – გორს ბომბავდნენ – გოგა აფციაური მატყობინებდა… ამერიკამ საზღვაო არმადა დაძრაო, მატყობინებდნენ ტელევიზიით ერთ დროს ჟურნალისტი ერ-ორისტები, ხოლო კობასგან ვიგებდი, რომ აშშ თავდაცვის მდივანი შვებულებაში გადიოდა, ხოლო იმ გემებს თურქეთის მთავრობა აფერხებდა… როგორ მინდოდა, რომ ცრუპენტელა შოთა ყოფილიყო მართალი… და როგორ ვაპატიებდი კობას და გოგას, მათი ინფორმაცია მცდარი თუ იქნებოდა, მაგრამ, ვაი რომ, სიმართლე სიმართლე იყო და ბლეფი – ბლეფი…
1000 დროშა და 2 ტრიბუნა საზეიმოდ წაღებული ცხინვალში საზეიმო აღლუმის ჩასატარებლად! – აი, რატომ წავაგეთ ომი… უგულავას ნალოჯისტიკარი საომარი კამპანია… ნარკომანი თავდაცვის მინისტრი და პოლიციელი გენშტაბის უფროსი… თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, რომელიც ომის წაგების დღეს სააგარაკე ნაკვეთებს იფორმებდნენ სასწრაფო წესით. უპატრონო ცხვრებივით მიტოვებული რეზერვი… ჯარისკაცები, რომლებიც გამორბოდნენ ისე, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა აღარც ახსოვდათ… მტრისთვის დატოვებული ამერიკული ჰამერები და უახლესი ტანკები, სანაპირო დაცვის ამერიკული კატარღები და აგრერიგად გაპიარებული მ4-ები…ყველაფერი წაიღეს რუსებმა… იმით კი „ვამაყობდით“, ჩვენს უნიტაზებს და ჩანგლებს რომ ეზიდებოდნენ, მაგრამ მთელი ტექნიკის 40% რომ გაიტანეს? ფოთში ჩაძირული მთელი ქართული სამხედრო ფლოტი… რუსების ასეულის მიერ აღებული ფოთი, რუსის ლეიტენანტმა რომ აიღო… ჩუმად პარაფირებული საიდუმლო კაპიტულაცია, რომლის ხელმოწერა ლამის 24 საათის შემდეგ გავიგეთ, ხოლო შინაარსი – ვერაფრით…ლტოლვილები… ლტოლვილები… გაუპატიურებული ქალები, ადგილზე ჩახოცილი მოხუცები და ახალგაზრდები… ხალხი, რომელიც სააკაშვილს და უტიაშვილს უსმენდა… ხალხი, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ომის დროს მატყუარების მოსმენა სიკვდილის ტოლფასია… ხალხი, რომელიც ისე გაიჟლიტა, ვერ გაიგეს რადიო „თავისუფლების“ და მართალი სიტყვის ფასი…
ღამით შეკრულ ჩემოდნებზე ვისხედით. უფროსი შვილი კახეთიდან გვეხვეწებოდა , აქ ჩამოდითო. ჩვენ კიდე აღარ ვიცოდით, რა გვექნა – თბილისში დავრუნებულიყავით, თუ აგარაკზე დავრჩენილიყავით…
მიშა პირში ჰალსტუხით – მთელ მსოფლიოში საქართველოს ახალი „სავიზიტო ბარათი“ – ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი ჰალსტუხს მიირთმევს!… ჯავშანჟილეტიანი მიშა – თვითმფრინავის ხმაზე გორში სახალხოდ შიშით ჩასვრილი და გაქცეული (ახლა ვფიქრობ, სწორედ იმიტომ ააფეთქებინეს გორში რუს გენერლებს სტალინის ძეგლი – გორელები ხომ უშიშარი გენერალისიმუსით ამაყობდნენ და გორში ჩასვრილმა დაღმაშენებელმა სტალინის ძეგლი ვეღარ აიტანა) … მასპინძლისგან მიტოვებული კოსტუმიანი საფრანგეთის საგარეო მინისტრი და სილასავით გაწნილი ამაყი სიტყვები – “საფრანგეთი არ გარბის!”…
კოლონა კახეთის გზატკეცილზე… კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ უფროს შვილს… მთავრობის საშინელი სიმხდალე წითელ ხიდთან, სადაც გადმოცემით, გამწარებულები ცდილობდნენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, რომ საკუთარი ოჯახები და ანტიკვარი სასწრაფოდ გაეზიდათ… ამ დროს კი ლტოლვილების რიგები საბავშვო ბაღებთან, საცხობებთან, მერიასთან, დაუმთავრებელ მშენებლობებთან.
მერე იყო ეს მანამდე და შემდეგ მარადმღიმარი ინტელექტუალი ბაქრაძე. თაგვისფერნადები. აცახცახებული. ლამის ატირებული… რა იყო ეს? გაფრთხილება? რა თქმა უნდა, ჯობდა იმას, რაც სამხრეთ ოსეთის ქართველ მოსახლეობას გაუკეთეს – როცა ბოლო მომენტამდე ვარდისფერი ტყუილებით ბერავდნენ, სანამ ავტომატიანი რუსები და ოსები ტელევიზორებთან არ დაადგა ხალხს. ზუგდიდელებს პირდაპირ უთხრეს – რუსი მოდის, ჩვენ აღარ ვვარგივართ, ჯარი თქვენ არ დაგიცავთ! თავად დაიცავით საკუთარი თავიო! მაგრამ რა იყო ეს გამოსვლა, რა საშინელი მეტამორფოზი იმ ხელისუფლებისა, რომელიც ორი კვირის წინ დაჟანგულ რისულ ტანკებზე, რუსების მიერ ვერმოგებულ ომებზე და გენერალ ჩაბანის ჩაბანვებზე რომ შაყირობდა??? ქვეყნის მეორე პირი – უტრაკო ყარაჩოღელების უთავოდ დარჩენილი პარტიის ლამის გაბოსებული დაოსებული… დღეს კი ისევ მღიმარია, ყაყაჩო დაუბნევია ფერზემოსულს…
და ეს სიტყვები, რომლებიც შემდეგ ტელეპროგრამებიდან და იუთუბიდან ლამის გააქრეს, წადით და ყველა შესაძლო იარაღით თავი დაიცავითო – ხალხს მაშინ უთხრა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც მიტოვებული მოსახლეობისათვის იარაღის დატოვება არც უფიქრია! იმ ხელისუფლებამ, რომელმაც კოდორის მოსახლეობა განაიარაღა და მერე ისე გამოიყვანა კოდორიდან ჯარი, ერთი არ გაუსვრია! და ეს ხელისუფლება დღეს იმ თითო-ოროლა ვაჟაცს ასამართლებს, რომლებმაც თავისი ოჯახების და სამსახურის ქონების დასაცავად იარაღით ხელში უდარაჯეს სამშობლოს! გაქცეული ლაჩრები ასამართლებენ არგამქცევ ვაჟკაცებს!
მახსოვს გადამწვარი ბორჯომის ხეობა, მახსოვს ეკა ზღულაძის ფენომენალური – „ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან გადაუხვია!“ დაბომბილი სენაკის აეროპორტი და თბილისის აეროპორტის საამაყო სანავიგაციო კოშკი, დაბომბილი მახათას მთა… გვახსოვს ყველას რუსი გენერლების მძღოლებად მომუშავე ქართველი მაღალჩინოსნები – ლომაია, გოროზია, ვარძელაშვილი… ბიძინა კვერანძის – უმწარესი იუმორი – „ამაღამ ვინ გვითევს?..“ ნანატრი ამერიკული გემები პამპერსებითა და მინერალური წყლებით… და პირველი საკაპიტულაციო კონტრიბუცია – რუსებისთვის ჩუმად გადაცემული ენგურჰესი…
მახსოვს მიტოვებული და ლამის დამპალი ქართველ ვაჟკაცთა გვამები, რომელიც სამღვდელოებამ გამოიტანა! როგორც თავის დროზე შევარდნაძეს არ სურდა სოხუმიდან ქართველთა გვამების გამოტანა, ზუსტად ისე მოიქცა სააკაშვილიც! არ უნდოდათ, რომ გვენახა, რამდენი ვაჟკაცი დაიღუპა მათი კრიმინალური და დეგენერატული ქმედებებით! არ უნდოდათ, რომ მშობლებს ეტირათ შვილები! არ უნდოდათ, რომ მსოფლიოს ენახა მგლოვიარე საქართველო! ამიტომ მოაწყვეს კონცერტი, ამიტომ აყვირეს ხალხს „სარკო-სარკო!“ სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ დროს, კოდორიდან ჯარი გამოდიოდა ერთი გასროლის გარეშე – ვტოვებდით აფხაზეთში ასე სიმწრით შენარჩუნებულ ბოლო პლაცდარმს, აქამდე აუღებელ კოდორის ხეობას და იქეთ გამილიონერებული მამის შვილი ბოკერია, და აქეთ პისტოლეტის და მიკროფონის ეგზოტიკურ- რომანტიული დუეტი უტიაშვილ-კვესიტაძე აღელვებულნი გვაქეზებდნენ – „სარკოს!“ საყვირლად და ტაშ-ფანდურის გასამართავად…
„და არ იყო ჩვენს შორის გმირი!“
გავიდა დრო…
4 წელიწადში რაღაცეები შეიცვალა. ლომაია ნიუ-იორკშია, იაკობაშვილი – ვაშინგტონში, სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ჭიაბერაშვილი…
ეკონომიკა ჩაფლავდა, ინვესტიციები გაჩერდა, ვითომ დაწყებული იმიგრაცია ემიგრაციის ახალმა ტალღამ შეცვალა. ყველა ჩვენთაგანს გვყავს ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ან ათობით ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, რომელიც დღეს თურქეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიაში თუ ამერიკაში მოხუცებულების და ბავშვების მოვლით, საკუთარი ბავშვების და მოხუცების ნატვრაში აღამებენ და ათენებენ. ძლივს ახერხებენ ფულის მოგროვებას, რომ ოჯახები გადაარჩინონ! ეს ადამიანები აცოცხლებენ დღეს სულის მღაფავ ქართულ ეკონომიკას, საიდანაც უკვე უფრო ხშირად გარბიან ინვესტორები – ებრაელები, თურქები, არაბები – ყველამ გაიგო, რა „სამოთხეცაა“ მიშას ნაქები doing business easy!
არავის ახსოვს ომის გმირები… დაღუპულთა ოჯახებს სასაცილოდ დაბალი პენსია არაფერში არგიათ, ინვალიდებს სახელმწიფო მხოლოდ სიტყვით ეხმარება. ის ქალი, რომლის სურათებმა ცეცხლმოკიდებული გორის ფონზე მთელი მსოფლიო შემოიარა, დღეს ინვალიდობის ჯგუფის პენსიას აღარ იღებს და რომ ნახოთ, ვერც კი იცნობთ – ალბათ 20 კილოგრამი ექნება დაკლებული… ომში შვილმკვდარი მამა სულიკო ასათიანი, რომელსაც სააკაშვილმა დიდის ამბით პირადად გადასცა შვილის ორდენი, 2011 წლის 26 მაისს იმავე სააკაშვილის ბრძანებით რუსთაველზე მოკლეს. მოკლეს, რადგან გაბედა და შვილის სიკვდილში დამნაშავე და ნდობადაკარგული პრეზიდენტისადმი პროტესტის ნიშნად მიტინგზე დადგა…
და აი, ორი დღის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვავალა, ყაყაჩოები გვეტარებინა. სრული მარაზმია ეს! მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ქართველების ისტორიულ მეხსიერებაზე ზრუნავს. ის მართლაც „ზრუნავს“, რომ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული მეხსიერება მოუსპოს და გაუყალბოს! ადამიანი, რომელიც თავის თავს აღმაშენებელს და გიორგი ბრწყინვალეს ადრის, არის 21-ე საუკუნის საქართველოს გატიალების მთავარი არქიტექტორი! პუტინმა აღიარა, რომ 2006 წლიდან ჰქონდა საქართველოში შემოსვლის გეგმაო! სწორედ მიშას დამსახურებაა ის, რომ პუტინის ეს გეგმა ასე ზუსტად განხორციელდა! განა ვინმე ამბობს, რომ პუტინს გეგმა არ ჰქონდა და ემოციურად ვერ აიტანა ცხინვალზე საარტილერიო შეტევა და „სისხლის ცრემლები ღვარაო?“ დიახ, პუტინს ექნებოდა გეგმა და ეს გეგმა ჰქონდა კულახმეტოვს, პოპოვს, კოკოითს… ეს გეგმა იყო საომარი თამაშებით აღტყინებული სააკაშვილ-უგულავა-თარგამაძის პროვიცირება და სააკაშვილის მხრიდან პირველი დარტყმის განხორციელება… სწორედ ამიტომ იძახოდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პუტინის მიერ აშკარად თუ უნებლიედ მოხიბლული იაკობაშვილი და ძმანი მისნი – კოკოითი რუსეთს არ ემორჩილებაო და ყიჟინას სცემდნენ – რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებსო…
ვარდები ხომ შეგვაძულეს ნაცმოძრაობის დემაგოგმა მანქურთებმა, ახლა ყაყაჩოებს მისდგნენ! ყველა ისინი, ვინც წითელ ხიდზე ერთმანეთს ახტებოდა, დღეს წითელი ყაყაჩოთი იწონებს თავს. იწონებენ გიგი წერეთელი და კობა ნაყოფია! სწორედ ის ნაყოფია, რომელიც ომის დროს მთელი თვით გადაიხვეწა საქართველოდან, ხოლო შემდეგ 20 მილიონად ისეთი ურაპატრიოტული უნიჭო ბლოკბასტერი სისულელე „გადაიღო“, რომ მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათასმა კაცმა თუ ნახა. დღეს გამოდის მატყუარა თვითმარქვია პრეზიდენტი და იძახის, რომ ფოთში იმიტომ შემოდიოდა რუსეთის ჯარი, რომ მხოლოდ მისი – ერთადერთი ქართველის დატყვევება სურდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სწორედ ეს ერთადერთი ქართველი იყო მთელი საქართველო!.. ამ დროს ომის დროს ფოთში საერთოდ არ ყოფილა გორის სპრინტერი! და ეს იცის ყველამ, ვისაც ტვინი არ გამოულაყეს მიშისტებმა და მათმა ურნალისტებმა!
საშინელებაა ეს! რუსთაველიც კი არ არის ერთადერთი ქართველი, რომელიც მთელი საქართველოა! სააკაშვილის ფენომენი და მიშიზმი კი არის ის, რითაც საქართველო კი არ უნდა ამაყობდეს (და მადლობა ღმერთს, აღარც ამაყობს უკვე, რამდენიმე ათასი მოსყიდული მანქურთის გარდა), არამედ ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს, როგორც ტალახი, როგორც ბანგი, როგორც ლაჩრობა, უღირსობა და უსინდისობა…
არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული!
ყველაფერი გვახსოვს! რაც არ უნდა „იყაყაჩოვოთ“, ჰალსტუხჭამია კურდღლებო!
მიხეილ სააკაშვილის ისტორიული გამარჯვებები რუსეთის ძირმომპალ იმპერიაზე (სერიიდან ”მიშა, მომგები 100 ომის”)
Posted: 2011/11/05 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, მიხეილ სააკაშვილი, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთი 3 Comments1984 და 1987 წლები – გიული ალასანიას მიერ დისერტაციების დაცვა და რუსეთის იმპერიის თურქეთით ჩანაცვლების ისტორიული პროცესის საფუძვლის ჩაყრა
2006 წელი – საქართველოდან 4 რუსი ჯაშუშის დემონსტრატიული გაყრა და პირველად მსოფლიოში ამ დამამცირებელი პროცესის საჯარო ტელეპრემიერა
2006 წელი – რუსეთის დატოვება კოშმარულ პახმელიაზე მინერალური წყლის და ღვინის გარეშე
2006 წელი – რუსეთის დატოვება ქართული მუშახელის გარეშე და რუსეთში კრიზისის ინიცირება
2007 წლის 7 ნოემბერი – რუსეთის მიერ ორგანიზებული გამოსვლების ჩახშობა, რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის წარმატებული განდევნა და თავისუფალი მედიის უკანასკნელი ბასტიონის წარმატებული ღამეული გადმოფორმება
2007 წლის დეკემბერი – სუპერმოდელირებული ფილმის – ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” მსოფლიო პრემიერა
2008 წელი, 7 აგვისტო – რუსულ პროვოკაციაზე ოსტატურად წამოგებით კონტრპროვოკაციაზე რუსეთის წამოხევა და მისთვის ნიღბის ახევის დიდოსტატურად განხორციელება
2008 წლის 10-12 აგვისტო – რუსეთთან ზავის დადების ფაქტის ორი დღით დამალვა და რუსეთის საჯარო გაპამპულავება, როცა მსოფლიოს ეგონა, რომ ომი გრძელდებოდა და ჩვენ კი მორალური გამარჯვების საზეიმო კონცერტის რეპეტიციებს გავდიოდით
2008 წლის აგვისტო-სექტემბერი – რუსეთის მრავალჯერადი დამარცხებები პროპაგანდისტულ ფრონტზე
2010 წლის მარტი – ”იმედის” მოდელირებულ ქრონიკაში მოდელირებული შეთქმულების მოდელირებული ჩაშლა და მიხეილ ნაცანგელოზის მკვდრეთით აღსდგომა სიკვდილითა რუსეთისა დამთრგუნავად
2011 წ. 26 მაისი – რუსეთის მიერ ორგანიზებული ვანდეის ვანდალურად ჩახშობა, რუსი გენერლის როდიონოვის 22 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნა და საზეიმო აღლუმი
2011 წელი – დიდი პროდიუსერის კობა დე ნაყოფიას ”აგვისტოს 5 დღით” რუსეთის საბოლოოდ დასამარება და ”შერონობის” სოსოთკურთხეული ზეიმი თბილისში ქართველის ურნალისტების წინაშე რენე ჰარლინის დაჩოქებით და შერონის წმინდა ცრემლთადენით
2011 წელი 7 ოქტომბერი – ”სარკოზობა”თბილისში და სიტყვა ”ოკუპაციის” 1001-ჯერ საზეიმოდ გამეორება
2011 წ. 2 ნოემბერი – რუსეთის სამარცხვინო თანხმობა მისთვის კაპიტულანტური პირობებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. პაზორ! პაზორ! ი ეშჩო პაზორ!
2011 წელი ვარდების რევოლუციის ვარდისფერპერანგიანი გმირის ვენახში გამობრწყინება და რუკაზე რუსეთის დაშლილი იმპერიის საზღვრების დემონსტრირება – საქართველოს კიდევ ერთი (მერამდენე!) მიშკურთხეული გამარჯვება
P.S. როგორც თანდათან ირკვევა ამ გასაიდუმლოებული შეთანხმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაციიდან, თურმე ამ დოკუმენტში ფსოუს კორიდორი ზუგდიდამდე, ხოლო ლარსის -გორამდე ფიქსირდება, რაც, სავარაუდოდ, იმის წინაპირობაა, რომ კერძო კომპანიის მიერ საბაჟო კონტროლი ზუგდიდთან და გორთანაც განხორციელდება. ანუ, თავისი სიჯიუტის შედეგად საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ იმას ”მიაღწია”, რომ თავად დააფიქსირა – საიდან იწყება მისი დე-ფაქტო საზღვრები! თანაც საბაჟო მონიტორინგი არ შეეხება არც საჰაერო და საზღვაო ტვირთებს! მარაზმია, მოკლედ – რუსეთს თუ მოუნდა შეიარაღებას დე ფაქტო რესპუბლიკებში ან საზღვაო ან საჰაერო გზით შეიტანს, ხოლო თუ ტვირთი ლარსით შევა და გორში არ ”გამოვა” (და ვინმე ელოდა, რომ ლარსიდან მერე გორში გადმოვიდოდა?), ვითომ გვექნება ამ ტვირთების შესახებ ინფორმაციის მიღების გარანტია?
თუმცა ვენახის ვარდისფერპერანგიან შებერილს უხარია და გვაბოლებს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ დავაჩოქეთ და გავანადგურეთ! ნუთუ შეიძლება რამემ მის ამ ახურვებულ ოპტიმიზმს ხელი შეუშალოს?!
ვერა!.. ვერა!.. და სოფო!!!
”რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაული”
Posted: 2011/08/10 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ლტოლვილები, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნეობოლშევიზმი, ჟურნალისტები და კონფორმისტები, ჟურნალისტის ბედი საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთი, საქართველო თუ მიშა?, უსამართლობა დატოვე კომენტარისამი წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.
სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა ყველას ჰგონია, რომ საქართველომ წააგო.
სამი წელი გავიდა ომიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გარდა, ყველას ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლის და მხედართმთავრის სულელური ავანტურის და რუსულ ხაფანგში ოთხივე კიდურით შევარდნის შედეგი იყო.
სამი წელი გავიდა ომიდან, რომელშიც საქართველომ დაკარგა, მისი პრეზიდენტის და კონსტიტუციის გარანტის თქმით, „სულ რაღაც ორი რაიონი“, 150-ზე მეტი სოფელი, 500-ზე მეტი მოკლული, სამაგიეროდ მიიღო ათასამდე დაჭრილი, 40,000-მდე ახალი ლტოლვილი და, რაც მთავარია, 4,5 მილიარდი დოლარი!!! და განა ვინმეს მოუბრუნდება კიდევ ენა, რომ ენა შეუბრუნოს საქართველოს კონსტიტუციის გარანტს და შეეპასუხოს, რომ ეს გამარჯვება არ იყო? თქვენ ჭკუაზე ხართ? – სულ რაღაც 2 რაიონი და სამაგიეროდ – 4,5 მილიარდი დოლარი??? სადაც ორ რაიონში 4,5 მილიარდი იშოვა, ის კაცი დარჩენილ 68 რაიონს რამდენად „გააიმასქნებს“, წარმოგიდგენიათ?!!
სულ რაღაც 3 წელიწადში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა არნახული და არგაგონილი:
- · ის 4,5 მილიარდი დოლარი ხომ შესანსლა და არც დაუბოყინებია, მერე ისიც მოახერხა, რომ საქართველოს საგარეო ვალი გააორმაგა! (ისე, ცოდვა გატეხილი ჯობს, იმ 4,5 მილიარდიდან 2,5 მილიარდი ვალი იყო, ჰოდა, აბა, რას ერჩით ამ კაცს…)
- · 40,000 ლტოლვილი 3 თვით თბილისში ჩაასახლა, ხოლო შემდეგ 100,000-ზე მეტი ლტოლვილის თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან გადასახლების გეგმა შეადგინა და ისე უნაკლოდ ანხორციელებს, რომ რუსებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც პირი დააღეს – ეთნოწმენდა ამას რომ ცოდნია, ისე უნდა – ბარემ თავიდანვე ამისთვის გვეცლია და ჩვენ შორიდან სერიალივით გვეყურებინაო!
- · დაკარგულ ტერიტორიებს დაუმატა სოფლები და ტეორიტორიები რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებზე. ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მიღწულით და ორი რაიონის დაკარგვით ხომ არ დაკმაყოფილდება?! ის ომი როგორც “მოიგო”, ახლა მშვიდობიანობის დროსაც განაგრძობებს სასაზღვრო “მოგებებს”. სასაზღვრო რაიონების მოსახლეობისაგან დაცარიელება ხაზინის დაცირიელების პროპორციულად მიმდინარეობს და ალბათ ხაზინის თუ არა, პირადი ჯიბეების შევსებას ემსახურება… გეგმები დიდია – თურქებს – აჭარა, აზერებს – გარეჯი, სომხებს – სამცხე… და ეკლესიებიც! განა მარტო ენა და მამული იყიდება, უკვე – სარწმუნოებაც!
- · სასწრაფოდ დაასრულა გადაცემა, გადასცა ან მოამზადა გადასაცემად აგრესორისათვის აქამდე ჯერვერგადაცემული სტრატეგიული ობიექტები – ენგურჰესი, საქართველოს რკინიგზა, თბილისის წყალი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა… განსაკუთრებული სასათბურე პირობები შეუქმნა რუსულ “მადნეულს” და კიდევ მეტი – რუსულ მობილურ ოპერატორს „მობიტელს“ („ბილაინს“), რომელიც „ვიმპელკომის“ საკუთრებაა და აფხაზეთშიც და ოსეთშიც ახორციელებს მობილურ კავშირს;
- · ჩაატარა ჟენევის შეხვედრები, სადაც უცვლელად აფიქსირებდა, რომ არავითარ დათმობაზე არ წავა. ჟენევის შეხვედრებზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობების წევრების გულაობის პარალელურად სწრაფი ტემპებით მიდიოდა თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან აფხაზეთიდან და ოსეთიდან ლტოლვილების გადასახლება-გაფოცხოეწერების პროცესი.
- · მაქსიმალურად გააძვირა ყველაფერი, რომ თავად არ მოეკლო არაფერი! წყალი, დასუფთავება, მუნიციპალური ტრანსპორტი, ხორცი, შაქარი, ბენზინი, ჯარიმები… – რათა საქართველოს მოსახლეობამ ფასების ევროპული დონით მაინც იგრძნოს, რომ სულ უფრო ახლოს ვართ ნანატრ ევროპასთან;
- · ჩაკლა მცირე და საშუალო ბიზნესის ის დარჩენილი მცირეოდენი კერები, რომლითაც ჯერ კიდევ თავს ირჩენდა ხალხი – გარემოვაჭრეები, სამარშრუტე ტაქსების მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები, ბაზრობაზე მოვაჭრეები – შეუერთდნენ მსოფლიოში ”ყველაზე თავისუფალი ბიზნესის” (ბაბუ გიცხონდა!) იარლიყიანი ქვეყნის უმუშევართა არმიას, რომელსაც არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ არჩევნებზე თავისი ხმის და სინდისის გაყიდვის იმედად იყოს. ხოლო თუ მანამდე ვერ მიაღწევს, დროზე აიბარგოს „სინათლის ქალაქიდან“ და „ნიცა-კანიდან“ და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ევროპის დამლაგებელ-მომვლელთა მრავალმილიონიანი არმია შეავსოს;
- · მოაწერა ხელი რეადმისიის ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის ძალითაც სწორედ იმ ევროპაში ემიგრანტთა უკან გადმოსახლების პროცესი დაიწყება. ეს იმისთვის სჭირდება, რომ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა გაზარდოს და ადრე მომუშავე და ოჯახის მარჩენალი ხალხი და მათი ოჯახები უმუშევრებად და ისევ იმ დამშეულ საარჩევნო ფარად აქციოს, 10 ლარის დანახებით, 100-დოლარიანი პენსიის ცრუდაპირებით, ციხეში ჩასმის ან ნარკოტიკის ჩადების მუქარით რომ, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს!
- · ობამას შეხვდა!!!!!! ობამას შეხვდააააააააააა! ობამას ხელი ჩამოართვა და… 80 მეძავიც იქირავა ევროპელი პოლიტიკოსების თვალისდასაფსებად!!!
- · ვერა?!! ვერიჩქა? ვერონიკა??! ვინმეს სადმე ჰყავს ესეთი [დღისით] “მდგრადი” მინისტრი, რომ დაალილავებ და მაინც ერთგულად შემოგციცინებს თვალებში??? ვერა გადაარჩენს ქართულ ეკონომიკას! გადაარჩენს ვერა?.. ვერა!..
- · მონოპოლია გაუკეთა მონოპოლიებს – ლატარია, ბენზინი, მშენებლობა, ბანკები, ვაჭრობა, სურსათი, უნივერსიტეტები, სასტუმროები!!!! ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის დამაარსებელი (ისევე როგორც თბილისში კიდევ ორისა) მისი დედაა! ბათუმის „რედისონის“ მოწილე – მისი კლავიატურაზე მოკაკუნე რეკორდსმენი შვილი!!! რა ოჯახია! რა ტალანტი – ა, ტალანტი! რამდიდარი!!!
- · ჩამოიყვანააააა, მარა რა ჩამოიყვანა! კუტუნიოებს გასცდა და მოაგროვა დიდებული კოლექცია – ბრაიან ადამსი (რუსების ფულით!), პლასიდო დომინგო, ანდრია ბოჩელი, სტინგი, ენრიკე და თავად შერონი!!! მოახდინა თბილისის შერონიზაცია და ბათუმის იგლესიასიზაცია! დიდმა ბასტარდმა დადგა ბლოკბასტერი! ნაყოფიას ნაყოფმა ეკრანზე ხომ მაინც მოგვაგებინა დიდი ომი და პუტინისგან თბილისში ჩამოსულმა შერონმა იტირა ისე მაგრად, რომ პრეზიდენტი ენძი გარსია თბილისიდან სასწრაფოდ პუტინთან წავიდა…
- · ჟურნალისტიკა აქცია ჩერგოლისტიკად და ფიგოვი ლისტიკად! ჟურნალისტები აქცია პიარისტებად და პრესსმდივნებად, ცოლებად და ისე… ვინც არ ისურვა ლაქიობა და ბოზობა, დაუკეტა ყველა არხი და ბოლოს შპიონებადაც გამოაცხადა იმის გამო, რომ თურმე თბილისელი პენსიონერის ტელეფონის ნომერზე რეკავდნენ… „მოდელირებული ქრონიკა“ დადგა – მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დეგენერატული და ყველაზე დიდი სიაფანდობა! ამით ხალხს უთხრა, მაშინ ხომ მე ვჭამე ჰალსტუხი, ახლა თქვენ გიჩვენებთ, შეშინება როგორ უნდაო…
- · და ამდენი ჯაშუშების დაჭერა?!!!! განა ვინმეს ოდესმე სადმე დაუჭერია დიდი ქვეყნის ამდენი ჯაშუში! განა ვინმეს აუხდენია დიდი ლოზუნგი – „ყოველ 3 კაცში ოთხი აგენტია!“? მარტო ამერიკის საელჩოს “ამფეთქებელი კოჭოია” რად ღირდა?! რად ღირდა ”იმედის” ეზოში მიმობნეული ტროტილიანი ”ტუშონკები” და ”ბამბანერკები”, 6 თვის მერე ფეხქვეშ რომ ააცალეს მარადმომღიმარე ნოდარიკო მელაძეს და მარადიულ ლაშა ხარაზიშვილს! რად ღირდა ”ენვერი” და იმის აღიარება, რომ ყოველი მესამე სამხედრო მფრინავი თურმე ჯაშუში იყო :((( და მუხროვანის „ბუნტის“ მოდელირება? ერთი კაცის „აღიარებებზე“ დამყარებული ფანტასმაგორია?.. ისედაც სისხლგამოცლილი ჯარის მთლად მოსპობა და სათავეში სადისტის დაყენება? კობა კობალაძის დაპატიმრება იარაღის ქონებისათვის? წინ დღეს მოკლული გია კრიალაშვილის გვამით დადგმული სისხლიანი სპექტაკლი?!..
- · და ხალხზე ძალადობა? – ლტოლვილებზე, მოვაჭრეებზე, ინვალიდებზე, ექიმებზე, მძღოლებზე, მოსწავლეებზე… პოლიცია და სპეცნაზი ისევ ხალხზე დაგეშილ ძაღლებად აქცია… 26 მაისი… თავისუფლების დღის სისხლიანი აღლუმი, როცა სისხლიანი რუსთაველი ნაუცბათევად მორეცხეს საცეკვაოდ და მედლების დასაკიდებლად… ხალხზე მუდმივი, ყოველდღიური ძალადობა – დაგიჭერთ… გაგასახლებთ… სამსახურიდან გაგიშვებთ… შვილს დაგიჭერთ… სახლს დაგინგრევთ… ბიზნესს წაგართმევთ… 112 მილიონი ნაშოვნი წურბელების მიერ – საპროცესო გარიგებებით და ხალხის სისხლის წოვით…
=======================
3 წლის წინ ომი რომ დაიწყო, ცოლს ვუთხარი – დიდ უბედურებას გადაგვკიდა ამ ტვინთხელამ, მაგრამ ასე იქნება, თუ ისე, ერთი რამ მაინც იქნებ გამოვიდეს მცირე ნუგეშად-თქო – თუ გამოუვიდა ეს ავანტურა (ე.ი. მართლა ჩაუწყვია ეს ყველაფერი რუსებთან-მეთქი) – მაშინ უბედურება ის იქნება, რომ ამას ვეღარასოდეს ვერ მოვიცილებთ, დიდგორს გადაფარავენ ამის მოგებაზე ლაპარაკით მეთქი ნაცები და არჩევნები ალბათ სულ გაუქმდება, მაგრამ სამხრეთ ოსეთს მაინც ხომ დავიბრუნებთ-თქო… (თუმცა იმას კი ვფიქრობდი, ეტყობა – აფხაზეთში გაცვალა მეთქი)…
ხოლო თუ არც არაფერი ჩაუწყვია, ორ კვირაში რუსები შეიძლება თბილისში შემოვიდნენ და საშინელება იქნება, მაგრამ არა მგონია, ანექსია გაბედონ… ალბათ, მალევე უკან გაბრუნდებიან და ის მაინც ხომ იქნება ნუგეშად, რომ ამ ავანტურისტს მოგვაცილებენ მეთქი!!
შევცდი! ორივე უბედურება მოხდა – რუსეთმა ოსეთიც და აფხაზეთიც წაიღო და მიშას სავარძელიც ჩაცემენტდა :(((
მას მერე 3 წელი გავიდა და ქვეყანა სულ უფრო უკან მიდის… ოღონდ ეს უკანსვლა საზეიმო ალაფურშეტებით და ფეირვერკებითაა გასხივოსნებული! ალბათ, საბოლოოდ რომ ჩაიძირება ფელინის გემივით, ბათუმის პიაცაზე ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ ვერდის „ნაბუკოს“…
ახლა ამდგარან და ყაყაჩოები დაუბნევიათ ამ ტაკიმასხარებს… ვითომ გლოვობენ… სინამდვილეში კი დაგვცინიან – ჩვენი უბედურებით გადაუწყვეტიათ საკუთარი ბედნიერების შენება… ზეიმობენ… აკი თქვა ერთმა აღზევებულმა – „რუსეთ-საქართველოს ომის დღესასწაულიო“… რატო არ ეზეიმებათ?.. უკვე გამზადებული აქვთ საპარლამენტო არჩევნებში დამშეული ხალხის მოსასაყიდლად ხალხისგანვე ჯიბიდან ამოცლილი მილიონები…
მე არასოდეს მქონდა იმდენი რწმენა, რომ ახვრებისთვის, რომელთაც ადამიანის რტყმევის და დამცირების მეტი არაფერი იციან, ქრისტიანობის გამო ლოყები მეშვირა და მოყვასივით მყვარებოდა… ახლაც ასე მჯერა – ეს არაკაცები, რომლებმაც ხალხის უბედურებით მოიწყვეს ბედნიერი ბუდე, და ხალხის გარყვნით აპირებენ მუდამ ზეობას, უნდა გვძულდეს! არ შეიძლება მოძალადე გიყვარდეს და ეგუებოდე ძალადობას… ისინი არ არიან ჩვენი სისხლი და ხორცი… ისინი ჩვენს სისხლს და ხორცს გადაშენებით ემუქრებიან… კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიშოროთ ეს მაჯლაჯუნა…