წინადადებები აფხაზებს


ვფიქრობ, დღევანდელი მომენტი დროულს ხდის რაიმე ახალი – არგაცვეთილი წინადადებებით მიმართვას აფხაზი ხალხისათვის!

აშკარაა, რომ დღეს დამთავრდა უდღეური ზღაპარი იმაზე, როგორ ყოველთვის “ზრუნავდა” რუსეთი აფხაზი ერის გადარჩენაზე და თვითგამორკვევაზე! როგორ “მნიშვნელოვანი” იყო რუსეთისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება! უკვე თავად აფხაზებისთვისაც აშკარა ხდება, რომ რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება იმ “დიადი გზის” დასაწყისია, რომელზეც მათ დიდი ხნის წინ გაუყენეს უბიხები! ამ გზაზე სიარულის შემთხვევაში გავა 10-20 წელი, როცა დაუფინანსებლობის თუ სხვა მიზეზთა გამო აფხაზეთში აღარ იქნება არცერთი აფხაზური სკოლა (როგორც ჩრდილოეთ ოსეთშია), აღარ იქნება აფხაზური უნივერსიტეტი, ბავშვების უმეტესობას აფხაზურიც არ ეცოდინება, და მხოლოდ ტოპონიმიკა თუ შეიძლება ვინმეს მოაგონებდეს აფხაზეთს…

ახლა მაინც უნდა მიხვდნენ აფხაზები, “დაყავი და იბატონეს” ამ მარადიულ თამაშში, რატომ აარჩია რუსულმა იმპერიამ ისინი დროებით მოკავშირეებად – უფრო მცირერიცხვოვანნი იყვნენ და იმიტომ. ახლა, როცა რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველოს უკვე გაუსწორდა, ახლა აფხაზების დამოუკიდებლობაზე ზღაპრის დასრულების და მათი თანდათან კაზაკებით ჩანაცვლების დროც მოვიდა!

სამწუხარო რეალობაა, რომ დღესაც კი – ქართველების მიმართ რუსული თუ კომუნისტური იმპერიების აპოლოგეტთა მიერ დათესილი უნდობლობა და მტრობა, რომელიც ჯერ კაცთმოძულე ავანტიურისტი ბერიას, ხოლო შემდეგ 1992 წელს ჩვენივე უგუნური და სასტიკი ქმედებების გამო გავაღვივეთ, აფხაზთა დიდ ნაწილში ისეა მტკიცედ გამჯდარი, რომ რუსეთის მხრიდან მათი ასიმილაციისა და თანდათანობითი ჩანაცვლების უკვე გამოკვეთილ გეგმასაც კი თვალს არიდებენ და ხავსს ეჭიდებიან, რომ არავითარი საფრთხე რუსეთის მხრიდან არ არსებობს…

მაინც საჭირბოროტო მგონია, ითქვას ქართული სახელმწიფოს მხრიდან, სად გადის ის შესაძლებლის ზღვარი, რაზეც ჩვენ თანახმანი ვართ… იმედი მაქვს, რომ როცა საფრთხეს უფრო უკეთ გააცნობიერებენ, მათი ის ძველი ილუზია, რომ რუსულ ოკეანეში დახრჩობა ერჩივნათ ქართულ ჭაობში ჩაძირვას (სერგეი შამბას აფორიზმი), თანდათან უფრო პრაგმატული ხედვით შეიცვლება – იმაზე, რეალურად სად უფროა აფხაზი ერის არსებობისათვის საფრთხეები და სად – გადარჩენის და განვითარების რეალური შანსი.

საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენივე საზოგადოებაში გაბატონებული ცრურწმენების გამო და წინა ავანტიურისტი ხელისუფლების ნარჩენების პროვოკატორული კურსის გათვალისწინებით, შეიძლება, ამჟამად არ გააჩნდეს სრული თავისუფლება თამამი და ექსტრაორდინარული განცხადებების და ნაბიჯების დაპირებისათვის.
მაშინ საზოგადოების – პროფესიონალი ისტორიკოსების, პოლიტოლოგების და საზოგადოების აქტიური წევრების, ვალია, წამოვაყენოთ ასეთი წინადადებები, რომელთა აქტიური განხილვა ჩვენთანაც უნდა მოხდეს და აფხაზებსაც უნდა მივცეთ დრო, რომ კარგად დაფიქრდნენ და აწონ-დაწონონ ის – რას ვპირდებით ჩვენ, და რას პირდება რუსეთის ხელისუფლება! არა მგონია, აფხაზებს, რომელთაც სიტყვით და საქმით დაამტკიცეს, რომ საკუთარ დამოუკიდებლობას უმაღლესი რანგის საკრალურ ღირებულებად თვლიან, ახლა რუსული პენსიის ფასად შეეძლოთ ამ დამოუკიდებლობის გაყიდვა…

ჩემი მხრიდან, ასეთ წინადადებების პაკეტად მიმაჩნია:

1. საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების შეთავაზება;

2. აფხაზეთში 1992-93 წლების შედეგად ლტოლვილების დაბრუნებაზე შეთანხმებისა და პროცესის დაწყების შემთხვევაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის დროებითი (10-წლიანი) შეზღუდული აღიარება, მათი უსაფრთხოების გარანტიებზე გაეროს, ევროკავშირის და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგით;

3. აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების შემუშავება-განხორციელებაში დახმარება;

4. აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნურად ცვლილების მცდელობების არდაშვება (ქვეყანაში შეიძლება დაბრუნდნენ მხოლოდ 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალი პირები და მათი უშუალო მემკვიდრეები);

5. დროებითი დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლის თავზე აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარება საქართველოსთან შესაძლო ფედერაციული ან კონფედერაციული ურთიერთობის დამყარების თემაზე. იმ შემთხვევაში, თუ კონფედერაციული და ფედერაციული მოწყობის მომხრეები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საბოლოოდ ცნობა – საერთაშორისო საზოგადოებისათვის ამ ცნობის აღიარების თხოვნის პარალელურად.

P.S. მიმაჩნია,რომ ჩემი, როგორც არაპროფესიონალის, ეს წინადადებები სათანადო პროფესიონალების(ისტორიკოსების, კავკასიოლოგების, იურისტებისდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების მიერ) დახვეწას და შესწორებებს საჭიროებს. ფაქტიურად, მე იგი ჯერჯერობით, ძირითადად ქართული საზოგადოების სამსჯავროზე გამომაქვს.

აფხაზ-ქართული სანათესაო. 1910 წელი
აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.აფხაზ-ქართული სანათესაო, სოხუმი, 1910 წ.

P.S. (27.11.2014)

გადავწყვიტე, რომ სხვა საინტერესო წინადადებებიც გამოვაქვეყნო ამ ნოუთში, რათა იქნებ მათ საჯარო განხილვას დავუდოთ სათავე.

ამავდროულად, ვეთანხმები ჟურნალისტის, ”სტუდია-რე”-ს დირექტორის, ბატონ მამუკა ყუფარაძის ფეისბუქის ნოუთში გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული ამ ხელშეკრულების მოწერით არაფერი განსაკუთრებული – ანუ, იმაზე მეტი, რაც უკვე მოხდა, არ მომხდარა – https://www.facebook.com/notes/10204356877513678/?pnref=story .

რუსეთი მაინც არასოდეს აპირებდა აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის რეალურად მინიჭებას და თუ ახლა თანდათან ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ამან აფხაზების გამოფხიზლებაზე უნდა იმოქმედოს და ჩვენ არ უნდა გვიბიძგოს იმ სრულიად უსარგებლო და პიარულად-დემონსტრაციული ნაბიჯებისაკენ, რისკენაც ყოფილი ხელისუფლების მომხრეები ბრავადულად (და შეგნებულად!) მოგვიწოდებენ!

ახლა კი ის წინადადებები, რაც მე ვნახე და საინტერესოდ მივიჩნიე:

ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი, საქართველოში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

1. აფხაზეთის ტერიტორია უნდა გაიყოს მდ. კელასურის გასწვრივ და მის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილში (კელასურიდან ფსოუმდე) გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებელი რეპუბლიკა, ხოლო მის სამხრეთით მდებარე ნაწილი (კელასურიდან ენგურამდე) დაუბრუნდეს საქართველოს იქ ქართველი დევნილების განსასახლებლად.

2. საქართველო ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას (ფსოუდან კელასურის საზღვრებში) და მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას თხოვნით მოხდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

3. დამოუკიდებლობის აღიარებიდან და გაერო-ს წევრობიდან რამდენიმე წეილწადში ორივე სახელმწიფოში – აფხაზეთში და საქართველოში ჩატარდება რეფერენდუმები ფედერაციული მოწყობის მიზანშეწონილობაზე.

უფრო დაწვრილებით ბ-ნი ჯუმბერის მოსაზრებები შეგიძლიათ იხილოთ – http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/125797-jumber-kirvalidze-qarthulafkhazuri-shethankhmeba-kavkasiashi-rusethis-hegemoniis-dasasrulis-dasatsyisi.html?ar=A

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება:
აფხაზეთის რესპუბლიკამ – დედაქალაქით სოხუმში და საქართველოს რესპუბლიკამ – დედაქალაქით თბილისში შექმნან კონფედერაციული გაერთიანება – დედაქალაქით ქუთაისში, სადაც განთავსდება გაერთიანებული პარლამენტი და კონფედერაციის სხვა მმართველი ორგანოები.

იმედია, ქართველებს გვეყოფა საღი აზრი, რომ დროზე დავინახოთ, რა არის ჩვენთვის მისაღები და 10 წლის შემდეგ არ ვიძახოთ, ნეტა ეს წინადადება მაშინ მიგვეცა აფხაზებისთვისო, როგორც ეს სულ მოგვდის 1989 წლის შემდეგ…

Advertisements

ვალდებულების სიმძიმე – ყირიმული გაკვეთილები


russian_soldiers.jpg.size.xxlarge.letterbox

„ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“ (ა. სენტ-ეგზიუპერი, „პატარა უფლისწული“)

ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები უკრაინაში და გასაგებია, რომ ეს პუტინის მიერ ხდება დაჩქარება – რუსეთი ხომ ყველაზე დიდხანს ემზადებოდა ამ შესაძლო სცენარებისათვის, ყველაზე ნაკლებ სჭირდება პოზიციების ვინმესთან შეჯერება (საერთოდ არავისთან, რადგან არავინ – ჩინეთი და ყაზახეთიც კი – რეალურად მხარს არ დაუჭერენ!), და ყველაზე მეტად წააგებს, თუ გაურკვევლობა დიდხანს გაგრძელდება – ყოველდღე ძალიან ძვირი უჯდებათ ვარდნისკენ წასული რუბლის და საფონდო ინდექსების შენარჩუნება!

მაგრამ ეს ობიექტური ფაქტორებია!

არის სუბიექტური ფაქტორიც, რომელიც პუტინისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია!
პუტინს მუდმივად სურს განამტკიცოს თავისი უძლეველობის მითი! 2008 წლის შემდეგ მას აღარ აქვს იმის ილუზია, რომ მსოფლიოს თავის დემოკრატობას (სუვერენულს, ტანდემურს, ევრაზიულს თუ ჯანდაბურს) დააჯერებს. უკეთეს შემთხვევაში, იცის, რომ მას მხოლოდ რაკეტების და ენერგომატარებლების გამო აიტანენ. ასე რომ, რაც უფრო მეტად დააშინებს იგი მსოფლიოს, მით უკეთესი მისთვის. აი, ქვეყნის შიგნით კი მისი რეიტინგი მისი დემოკრატობის უკუპროპორციულია. ამიტომაც, რაც უფრო მეტი იქნება დასავლეთის თუნდაც ზიზღნარევი ძრწოლა პუტინის მიმართ, მით უფრო მაღალი იქნება მისი რეიტინგი რუსეთის იმპერიაში (დავივიწყოთ, რომ რუსეთს უახლოეს დეკადაში მაინც დემოკრატიული განვითარება უწერია, ან რომ იმპერიულ სტატუსზე რომელიმე რუსი მმართველი, ნავალნი იქნება თუ კასიანოვი – გადაჭრით უარს იტყვის…)

ხოლო პუტინის ამ შიშისმომგვრელ იმიჯს საშინელი დარტყმა მიადგა 3 მარტს! არა მარტო იმით, რომ რუსეთის ეკონომიკამ ერთ დღეში 72 მილიარდი დოლარი იზარალა, არამედ იმიტომ, რომ იმ დღეს რუსეთს ულტიმატუმი გამოუცხადეს! სულაც რომ 700 მილიარდი ყოფილიყო პუტინის ზარალი იმ დღეს, მისი სტრატოსფერული ცნობიერება და ჰიპერეგო ვერაფრით აიტანდა ამ ფაქტს, რომ მას ობამამ (რეიგანი რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო!) ულტიმატურად მოსთხოვა ყირიმიდან ჯარების გაყვანა. ამიტომ მან ის გააკეთა, რასაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც პუტინის ფსიქოლოგიას იცნობს, ადვილად იწინასწარმეტყველებდა – მარტის ბოლოს ყირიმის დამოუკიდებლობაზე დანიშნული რეფერენდუმი გაცილებით ადრე – 16 მარტისთვის გადმოიტანა, ხოლო ვინმეს ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა იმაში, ეს რეფერენდუმი რა შედეგს მოიტანს, ყირიმის პარლამენტმა უკვე დღეს ხმათა 100%-ით სთხოვა რუსეთს ყირიმის შემადგენლობაში რუსეთის შეყვანა!

გასაგებია, რომ მთელი დასავლური სამყარო გაოგნებულია! ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არალეგიტიმური გადაწყვეტილებაა, რომ უკრაინის კონსტიტუციით ასეთი გადაწყვეტილების რეფერენდუმი მარტო ყირიმში კი არა, მთელ ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს, რომ დაუშვებელია სხვის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარების შეყვანა, ახალი მთავრობის კომპლექტაცია, უკრაინის ჯარების ბლოკირება, უკრაინის მთავრობის სრული იგნორირება, ათასნაირი ტყუილების შეთხზვა უკრაინაში რუსების დევნის შესახებ და 45 მილიონიანი ქვეყნისათვის 26,000 კვ. კმ ტერიტორიის და 2 მილიონი მოსახლეობის „შეწერა“… რომ საზღვრების ურყევობა და სუვერენიტეტი, როცა საქმე დემოკრატიულად არჩეულ ქვეყანას ეხება, განუხრელად უნდა იყოს დაცული…

ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ…

ა) ყირიმი უკრაინას ხრუშჩოვმა აჩუქა და მანამდე იგი რუსეთის ტერიტორია იყო, ხოლო მანამდე – თურქეთის…
ბ) თუ ლაპარაკია უკრაინის კონსტიტუციის დარღვევაზე, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ იანუკოვიჩის გადაყენების და ამჟამად მოქმედის მთავრობის ლეგიტიმურობის შესახებ კითხვები არსებობს.
გ) ყველაფერი სწორი იქნებოდა, როცა საქმე საზღვრების ურყევობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება, რომ არა კოსოვოს პრეცედენტი. გასაგებია, რომ მილოშევიჩის მთავრობას დემოკრატიულს ვერაფრით დაარქმევდი, მაგრამ კოსოვო ხომ მაშინ აღიარეს, როცა მილოშევიჩი აღარ იყო, ხოლო სერბეთის მთავრობა – ძალიანაც დემოკრატიული?!
დ) დაბოლოს, ვლადიმერ პუტინისთვის დასავლეთის ყველა არგუმენტი ძალიან უსუსურია, რადგან ეს არგუმენტები არსებობდა 2008 წლის აგვისტოშიც და მიუხედავად ამისა, მან საქართველოში სრულმასშტაბიანი ანექსია განახორციელა და ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო დე-ფაქტო – მიიერთა! და ეს ყველაფერი, დროებით და მცირე პრობლემებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, გაუვიდა! ჰოდა, პუტინის გაგებით, რაც ერთხელ გაუვიდა, ის მეორედაც უნდა გაუვიდეს!

საინტერესო ისაა, რომ თავიდან ალბათ უკრაინისგან ყირიმის დამოუკიდებლობის ვარიანტიც განიხილებოდა, ზუსტად ისევე როგორც აფხაზეთისა, ყოველგვარი რუსეთთან მიერთების გარეშე, რაც „უხერხულობას“ ნამდვილად უქმნის რუსებს. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ აფხაზეთისაგან განსხვავებით, რუსეთს ყირიმთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, ხოლო მედვედევი როდის ააშენებს ქერჩის სრუტეზე ხიდს – უცნობია, ამიტომ პუტინმა ეს ნიღაბიც ჩამოიხსნა და ყირიმის გადაყლაპვის სურვილი ღიად გამოაცხადებინა ყირიმის პარლამენტს…
მოკლედ, ბიჭი ვარ და მოვდივარო!.. ეს იყო ულტიმატუმზე პუტინის თავხედური პასუხი…
ვნახოთ, რას უპასუხებს შეშფოთებული დასავლეთი… ფაქტია, რომ დეესკალაცია აღარ გამოვა – როცა ვინმე კედელთან მიგიმწყვდევს, მერე მობოდიშებას უკვე დეესკალაცია აღარ ჰქვია.

გამოსავალი?
კრიზისის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ უკრაინული ოპოზიციის მხრიდან იანუკოვიჩის გადაყენება არჩევნებამდე იქნებოდა ძალიან მძიმე შეცდომა. არც შევცდარვარ. სხვათა შორის მისი კიევიდან გაქცევის შემდეგაც, ალბათ, ჯერ კიდევ არ იყო გვიან მისთვის გარკვეული გარანტიების მიცემა და იმის მიღწევა, რომ ლეგიტიმურად წასულიყო. მაგრამ ეტყობა, რევოლუციურმა მართლაც არნახულმა წარმატებამ და თავდავიწყებამ, სევე, როგორც საოცარმა სისხლიანმა ტრაგედიამ, რომელსაც იანუკოვიჩს მართლაც ვერაფრით ჩამოაწერ, არ მისცათ ამის საშუალება…
ასევე ყველასთვის გასაგები იყო, რომ პუტინი ან მიიღებდა მთელ უკრაინას ფეშქეშად, ან – ყირიმის დათრევას მაინც შეეცდებოდა, თუ დარწმუნდებოდა, რომ მთელი უკრაინის დაიღლიავება არ გამოუვიდა…
ძალიან დიდი შეცდომა იყო იანუკოვიჩის გაქცევისთანავე ევრომაიდნის მიერ ხელისუფლების ისე ფორმირება, რომ აღმოსავლეთ უკრაინასთან არავითარი კონსულტაციები არ ჩაატარეს, ხოლო კიდევ უფრო მიუტევებელი – რადას ნაჩქარევი გადაწყვეტილება რუსული ენის სტატუსის გაუქმებაზე. მართალია, მერე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა ამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და რუსული ენის სტატუსი ისევ იგივე დარჩა, მაგრამ სიტყვა ჩიტზე უსწრაფესად გაფრინდა და რუსეთს და აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას მეტი არ უნდოდათ…

უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ როგორც პუტინმა ვერ მიიღო მთელი უკრაინა, ასევე ნაკლები შანსია იმის (ამჟამად მაინც), რომ პროდასავლურმა, მაგრამ აღმოსავლეთ რეგიონების მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულმა ხელისუფლებამ მოახერხოს მთელი უკრაინის ევროკავშირისკენ და ნატოსაკენ წაყვანა (არც ეს ნატოში შესვლის დაკანონება იყო ახალი ხელისუფლების მხრიდან დიდი სიბრძნე, აჯობებდა, ეს საკითხი რეფერენდუმზე გამოეტანათ)…

მოკლედ არჩევანი ასეთია –
ა) ან უკრაინის ახალი ხელისუფლება უბრუნდება 21 თებერვლის ავადსახსენებელ შეთანხმებას (რაც იანუკოვიჩის პრეზიდენტად დაბრუნებას ნიშნავს და ახლა უკვე მეც გამორიცხული მგონია!);
ბ) ან უკრაინის ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ თანახმაა უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაუყონებლივ ხელმოწერაზე და ნატოში მისაწრაფებაზეც და ორივე ამ საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს, იმ პირობით, თუ რუსეთი უარს იტყვის ყირიმის პარლამენტის თხოვნის შესრულებაზე, მოხსნის ყველანაირ ბლოკადას და გაიყვანს ყირიმიდან ყველა იმ საჯარისო ფორმირებას, რომელიც იქ 1 თვის წინ არ იყო;
გ) ან უკრაინის ხელისუფლება ღიად და არაორაზროვნად მიმართავს ევროკავშირს და ნატოს, მიიღოს იგი თავის რიგებში ყირიმის გარეშე და ამით ფაქტიურად აღიარებს, რომ დე-ფაქტო ყირიმი უკვე დაკარგულია.

ხოლო აშშ, ევროკავშირსიდა ნატო, თუ სურთ, რომ მათ მიერ მიერ შარაგზის ყაჩაღისათვის გამოცხადებული ულტიმატუმი უსუსურ ბლეფად არ ჩაითვალოს, ვალდებულნი არიან:
ა) საქმით დაამტკიცონ ყბადაღებული სიტყვები იმაზე, რომ უკრაინას დაიცავენ! კერძოდ, – გაამკაცრონ სანქციები, არა მარტო უკრაინის ყოფილი ხელისუფლების, არამედ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართაც.
ბ) თუ საჭირო გახდება, მოახდინონ სამხედრო ძალის დემონსტრირებაც საზღვაო ხომალდების სახით;
გ) ღიად განაცხადონ, რომ, გამომდინარე არსებული ექსტრემალური მდგომარეობიდან, რუსეთის მიერ ყირიმიდან ჯარების არგაყვანის შემთხვევაში და თუკი რუსეთის დუმა დაამტკიცებს ყირიმის რუსეთისათვის მიერთებას, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სტრუქტურები დაიწყებენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ინტეგრაციის დაჩქარებულ პროცესს, თუ ასეთი ტიპის თხოვნა გამოხატული იქნება შესაბამისი მთავრობების მიერ.

… ხოლო თუ ხვდებიან, რომ ეს მათ შესაძლებლობებს აღემატება, მაშინ აჯობებს, დროულად აღიარონ ეს, რადგან როგორც დანტემ ჯოჯოხეთში აღმოაჩინა, უმძიმესი ცოდვაა დაპირება და მინდობილის მოტყუება…
=====
Tu deviens responsable pour toujours de ce que tu as apprivoisé.
„- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელიამ, – მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი.
შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…


ლენინიდან – აზიზიემდე, სერგოდან – მიშამდე… (გამოხმაურება ვ. მაღლაფერიძის ბლოგზე – “ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი”)


უაღრესად დროული და ზუსტი სტატია გამოაქვეყნა ვასილ მაღლაფერიძემ – «ახალი ოსმალეთი, აზიზიეს მეჩეთი და გზაჯვარედინი».

როცა ვესაუბრები ჩემს აჭარელ მეგობრებს, რომლებიც ძალიან დათრგუნულნი არიან აჭარაში თურქების მოძალებით, თურქებისთვის სასათბურე პირობების შექმნით და ისიც ხომ არავისთვის აღარაა დაფარული, როგორ იზრდება მთიან აჭარაში თურქების მიერ დაფინანსებული რელიგიური სკოლების, ხოლო ბათუმსა და ქობულეთში – თურქი „ინვესტორების“ იმედად მომრავლებული საუნა-ბორდელების რიცხვი, ბოღმა მიპყრობს იმის შეგნებაზე, რომ ასლან აბაშიძის უვარგისი რეჟიმი უფრო საშინელი რეჟიმით შეიცვალა … ახლა კიდე ეს აზიზიეს მეჩეთის, როგორც თურქეთის იმპერიის აჭარაში ბატონობის სიმბოლოს, აღმართვა…

ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსული იმპერიის კლანჭებიდან თავის დაღწევის ერთერთ მაშველ რგოლად მეც თურქეთი მესახებოდა, იმაზეც ვფიქრობდი, რომ სულ რაღაც 20 წელიწადში ეკონომიკურ აღმავლობის გზაზე მდგარი თურქეთის მიძინებული იმპერიული ამბიციები, მზარდი აპეტიტი და პოსტსაბჭოთა სივრცეში თურქულენოვან ხალხებში ცენტრიდანული ტენდენციების ცენტრისკენულით ცვლილება საკმაოდ საშიშ ტენდენციებს დაუდებდა სათავეს. სამწუხაროდ, ეს ტენდენციები გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, რასაც აქვს თავისი როგორც გლობალური მიზეზები, ასევეშიდათურქულ პოლიტიკურეკონომიკურიც, მაგრამ, ასევე, ჩვენდა სავალალოდ, ყველაზე მწვავე და სამარცხვინოშიდაქართულნაცმოძრაობული

იმმსოფლიო რანგის” პოლიტიკანების (თავხელიძე, მასხარაშვილი, გაბაშვილი, წიკლაური…) საყურადღებოდ, რომელთაც მსოფლიოში ერთადერთ და განუმეორებელ საფრთხედ მხოლოდ რუსეთის იმპერია მიაჩნიათ, მინდა, უბრალოდ შემოგთავაზოთ იმ ტერიტორიების რუკა, რომელიც თურქულენოვანი ხალხებით არის დასახლებული. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვასილ მაღლაფერიძის სტატიაში საკმაოდ ნათლად წარმოჩენილი პოლიტიკური დოქტრინატურგუთ ოზალის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ განვითარებული ნეოოსმანურანატოლიურიკულტურულიერთობასაკმაოდ ელეგანტური სატყუარია და თუ ზემოთდასახელებული ქართველი პოლიტიკანები ამას ვერ ამჩნევენ, ეს არაფერს ამტკიცებს, ანთუ ამტკიცებს, მხოლოდ ამ პოლიტიკანების მწირ ჰორიზონტს და ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს აბსოლუტურად დისკრედიტირებულ საგარეო პოლიტიკას (თუ ამას საერთოდ პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს).

ეს კი ამ ხალხთა ჩამონათვალია: თურქები, კვიპროსელი თურქები, აზერები, ყაზახები, ყირგიზები, ბაშკირები, კაშკაი, გაგაუზები, იაკუტები, ყირიმელი თათრები, ჩუვაშები, ყარაკალპაკები, ყარაჩაეველები, ნოღაელებიამ ხალხთა რაოდენობა 170-175 მილიონია, ხოლო ევროპაში განსახლებული თურქული დიასპორისა და ბოსნიელ, ალბანელ თუ კოსოველ მუსულმანთა ჩათვლით, რომლებსაც თურქეთთან სულ უფრო მზარდი პოლიტიკურეკონომიკური კავშირები აკავშირებთ, 200 მილიონიც არ არის ზღვარი. დაბოლოს, ჩრდილო აფრიკასა და არაბეთში დაწყებული რევოლუციური პროცესების განვითარების სულ უფრო აშკარა ბენეფიციარად სწორედ თურქეთი ისახებაიმ დროს, როცა რუსეთის გაძლიერების მთავარი მტერი მკვეთრად უარყოფითი დემოგრაფიული ვექტორია, თურქეთის და ნეოოსმანური კულტურულსოციალური თანამეგობრობის სილუეტში ეს ვექტორი მკვეთრად დადებითიააი, ამაზე უნდა ფიქრობდნენ დღეს ქართველი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, მათ შორის თითოოროლა ნიჭიერი თუ გამოერევა, მაგალითად თორნიკე გორდაძე, სერგი კაპანაძე.. და ისინიც, ნაცმოძრაობის მიერ დაკრულ დუდუკზე ცეკვავენ

ახლა კი იმ შიდა ფაქტორის შესახებ, რატომ იქცა თურქეთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლის უკანასკნელ იმედად და ნავსაყუდელად.

1)                  სააკაშვილი გამწარებით ეძებს კრედიტორებს.

ამერიკა და ევროპა გამორიცხულია. მათი მხრიდან მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღოს, 10-50 მილიონი დოლარია. მიშას კი არჩევნების მოსაგებად, ლაზიკის მსგავსი მეგაფანტაზიების განსახორციელებლად და საბიუჯეტო ხვრელების სასწრაფოდ „დასალარტკად“, სულ ცოტა, ნახევარი მილიარდი სჭირდება! ჩინეთმა უარი უთხრა… ისრაელის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად „ოპერაფრენდ-მეგაბიზნესმენ“ კეზერაშვილის შარავანდისა, ისრაელის საქმიან წრეებში მისი რეპუტაცია და მისდამი ნდობა, როგორც ირანთან იარაღით ვაჭრობის საეჭვო მონაწილის მიმართ, ძალიან დაბალ ნიშნულზეა, ხოლო ფუქსის და ფრენკელის საქმის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების რენომე საბოლოოდ მოთხრილია. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი „მადლობა“ განაცხადეს „შეწყალებულმა“ პატიმრებმა და ებრაელმა პოლიტიკოსებმა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მათ მიმართ ტიპიური სახელმწიფო ტერორი და შანტაჟი გამოიყენა. არაბ ინვესტორებზეც ადრინდელი იმედებიც არ გამართლდა – სააკაშვილის ბებიის არაბეთში ჩასვლამ ვერ გამოიღო ის მაგიური შედეგი, რასაც შვილიშვილი იმედოვნებდა…  არაბები პასიურობენ…

მხოლოდ სამი შანსი აქვს – სომხეთი (მაგრამ ეკლესიების გადაცემის დაპირებაზე მათ “უტრომ – სტულია, ვეჩერომ – დენგი”-ო:), აზერბაიჯანი – მიშა ჰპირდება ტერიტორიულ დათმობებს, რომელთა ნაწილი უკვე ასრულებულია, ხოლო ახლახანს გაცხადებული იდეა –  ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთობლივ განაცხადზე იმის რისკს ზრდის, რომ აზერბაიჯანი მისთვის ამ აბსოლუტურად არამომგებიან ტანდემზე მხოლოდ საქართველოს მხრიდან სერიოზული ტერიტორიული დათმობების ხარჯზე თუ წამოვა. დაბოლოს – თურქეთი. ყველაზე უფრო მდიდარი და დაინტერესებული „ინვესტორი“.  მით უფრო, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს, სააკაშვილის მართლაც გაღლეტილი რეჟიმისათვის ფინანსური დახმარების სამაგიეროდ, ტერიტორიული დათმობების მიღების სურვილი ექნებათ, რაც საქართველოში მიშას და ნაცმოძრაობის რეიტინგს საბოლოოდ დაასამარებს. ხოლო თურქების ინტერესი უფრო შორს მიდის და სავსებით შეიძლება, რომ ხირდაპირ და ხისტად ტერიტორია კი არ მოითხოვონ, არამედ ლაზიკის მშენებლობა დააფინანსონ – იმ შემთხვევაში, თუ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება და ლაზიკის ძირითადი მოსახლეობა იქ კომპაქტურად ჩასახლებული თურქი მესხებით შეივსება. სააკაშვილი კი ერთდროულად 5(!) კურდღელს დაიჭერს, ქალაქსაც ააშენებს, ევროსაბჭოს ვალდებულებასაც შეუსრულებს, აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან  ლტოლვილების და რეპატრიანტების ასეულათასიან ცოცხალ ფარს აღმართავს, მილიარდსაც ჩაიჯიბავს და…  ოშკსაც აღადგენს, რომელიც არც მას, არც – რურუას, და არც არავის ნაცმოძრაობაში ასი წელი არ გაახსენდებოდათ, პოლიტიკურ-ეკონომიკური გაჭირვება რომ არა…

2) სააკაშვილი ეძებს ადგილს, სადაც ფულს უსაფრთხოდ დააბანდებს. არც ისეთ არეკილია, რომ საერთოდ არ ფიქრობდეს წასვლაზე. ამერიკის და ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა – ბენ ალის, მუბარაქის და კადაფის ანგარიშების დაყადაღებამ სერიოზულად ჩააფიქრა. კორეაში და კუბაში ეგ არ წავა. აქაც  ორი ვარიანტი რჩება -არაბეთი (მაგრამ იქაური მკაცრი ფუნდამენტალისტური წესები არ უნდა ხიბლავდეს) და ისევ – თურქეთი.

3) სააკაშვილი ეძებს დახმარებას – არა მარტო პოლიტიკურს, არამედ – სამხედროსაც. არაა გამორიცხული, რომ თუ არჩევნები წააგო, თურქეთს ჯარი სთხოვოს. და მართალია, ძნელად წარმომიდგენია, რომ თურქეთი ასეთ ავანტიურაზე წავიდეს, მაგრამ გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ, რომ ერთი 5,000-იანი კონტიგენტი გამოუგზავნონ აჭარაში გასამაგრებლად (და მერე იქედან მოსამაგრებლად?) საიდან ასეთი გიჟური ნაბიჯის მოლოდინი, რომელსაც ამერიკა მხარს არ დაუჭერს?! ამაზე ვასილ მაღლაფერიძის სტატიის შემდეგ დავფიქრდი, სადაც რუსეთსა და თურქეთს შორის სერიოზულად დამთბარ-დამტკბარ ურთიერთობაზე მახვილდება ყურადღება…  მართლაც, თუ გავითვალისწინებთ იმ ძაააალზე ზომიერ კრიტიკას, რომლითაც თურქეთი საქართველოში რუსების შემოჭრას შეხვდა და მხოლოდ იმაზე მინიშნებას, რომ მასაც შეეძლო – არც მეტი არც ნაკლები – ჯარების აჭრაში შეყვანა, დიდხანს ყოყმანს ნატოს ხომალდების საქართველოსკენ გამოტარებაზე დასტურის საკითხში, ასევე Black Sea Force-ში თურქულ-რუსულ სამხედრო თანამშრომლობას, სერიოზულ კოლაბორაციას ენერგეტიკულ პროექტებში, – არაა გამორიცხული, ახლა 2008 წლის აგვისტოს უკუ-ვარიანტი გათამაშდეს! ჩათვალეთ, რომ აჭარაში თურქი იანიჩარების გამოჩენა, არსებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ,  რუსეთსაც ძალიან უნდა აწყობდეს – იმწამსვე შემოიყვანს ჯარს სამეგრელოში!..

4) ორივე ახლადგამოჩეკილი ქართული სამხედრო მანქანა სინამდვილეში ნორმალურ დონეზე შესრულებული ერზაცია – „ლაზიკა“ – ამერიკული M113-ისა, რომელსაც უკვე 20 წელია, თურქები და პაკისტანელები მასიურად აწარმოებენ, ხოლო „დიდგორი“ – თურქული „ოტოკარ-კობრა“-სი. სავარაუდოდ, ეს TAM-სა და „დელტაში“ დაპროექტებული კი არა, თურქეთში აწყობილი მანქანები უნდა იყოს – ან ნახაზები და დეტალები გამოგვიგზავნეს თურქებმა… არაა გამორიცხული, რომ ეს ამერიკასთან იყოს შეთანხმებული, ან – არც იყოს…

Otokar-Cobra

დიდგორი

m113 APC

ლაზიკა

5) დაბოლოს – სააკაშვილი ისევე არ არის დასავლური აზროვნების და დასავლური ღირებულებების მატარებელი ადამიანი, როგორც სტალინი არ იყო რელიგიური და ლენინი – დემოკრატი. როგორც ეკზიუპერი ამბობდა, „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“… ბავშვობაში კი სააკაშვილს ზრდიდნენ რუსეთის კგბ-ს ოფიცერი ბიძა და თურქეთზე და ყველაფერ  თურქულზე შეყვარებული დედა! ამიტომ არის მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად “მომზადებული” რუსულ და თურქულ იმპერიულ აზროვნებაში, ამიტომ ახერხებს ასე კარგად ერთი ნავიდან მეორეში გადახტომას, მთავარია, რომ ამ ნავში მისთვის გამზადებული საპრეზიდენტო სკამი, მილიარდებით სავსე ჩემოდანი და ლამაზი ფატმან-ხათუნები დახვდნენ…

საქართველოს ხშირად ჰყოლია “გამოჩენილი” ადამიანები, რომელიც „გამოჩენას“ და თვითდამკვიდრებას სხვა იმპერიების მსახურების ხარჯზე ახერხებდნენ – როგორც წესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს მიწების და ქართველი ხალხის ცინიკური გაყიდვის ხარჯზე… ხანდახან ასეთ ადამიანებს ძეგლებს საქართველოშიც უდგამდნენ… როგორც წესი – ეს ძეგლები დიდხანს არ ძლებდა… მიუხედავად იმისა, რომელ კონკრეტულ იმპერიას მსახურებდნენ გამოჩენილი “მანქურთები”…

სერგო ორჯონიკიძე – რუსეთის იმპერიის ერთგული ქართველი მანქურთი