მიუნხენი-2? (მიმართვა 21-ე საუკუნის დემოკრატ მმართველებს)


obama-putin-faceoff1

ვფიქრობ, ამაღამ (04.03.2014) რუსული ჯარები ყირიმში სისხლიან კონფრონტაციაზე წავლენ!

მიუხედავად რუსების მიერ უკრაინელებისათვის დილის 5 საათამდე “დიდსულოვნად” მიცემული ულტიმატუმისა, მათ უკვე დაიწყეს სევასტოპოლში უკრაინის ფლოტის შტაბზე შეტევა! ნაცნობი პროვოკაციული მეთოდით – წინ გაუშვეს ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები და სპორტსმენები – ტიტუშკები. თუ უკრაინელები თავდასაცავად იარაღს გამოიყენებენ, რუსები მათ ჩახოცავენ, თან წინასწარ გადაიღებენ, როგორ გაიხსნა “პირველი ცეცხლი” უკრაინელების შტაბიდან! D:D:D

პუტინის აჩქარების მიზეზი ორია –
1) მას არ სურს ეუთოს სადამკვირებლო მისიის შესაძლო ჩამოსვლის შემდეგ (ამაზე უარს კი ვერ იტყვის) აკეთოს ბნელი საქმეები. ტერიტორია მანამდე უნდა “მოასუფთავოს”…

მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა:
2) დღეს რუსულმა საფინანსო ბაზრებმა დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის ზარალი ნახეს!

პუტინის ამოცანაა, დაუყონებლივ დაარწმუნოს მსოფლიო და თავად რუსებიც, რომ თავად უმაგარესია, და რომ მსოფლიო მის წინაშე უსუსურია. თუ სასწრაფოდ ამის დემონსტრირებას მოახერხებს, რუსული საფონდო ინდექსები და რუბლი მალე ძველ ნიშნულებს დაუბრუნდება! პუტინის ხსნა ელვისებურ გამარჯვებაშია! თან ძალიან კარგად ხვდება, რომ რაც უფრო მეტად დაიცდის, უკრაინელებიც და დასავლეთიც უკეთ მოახერხებს გეგმების დასახვას და კოორდინაციას!

ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ, როგორც დღეს გამოჩნდა, განსხვავებით ამერიკისაგან, ევროპელი ლიდერების დახმარების მაქსიმუმი მხოლოდ სოჭში G8 შეხვედრაზე წასვლის შესახებ გულდამწყდარი უარი და უკრაინისათვის 600 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფაა! მხოლოდ კანადის და დიდი ბრიტანეთის მთავრობები წავიდნენ მოსკოვიდან ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევაზე…
მართალია, უკვე მარტია, მაგრამ ჯერ კიდევ ცივა და გაზის გადაკეტვის პერსპექტივა უფრო მძიმე ალტერნატივაა, ვიდრე პუტინის მიერ ჯერ ყირიმის, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება… ასეა?

იმედია, მიუნხენის მეორე სამარცხვინო შეთანხმებას არ ვიხილავთ! თუმცა, ჯერჯერობით პერსპექტივა საკმაოდ არაოპტიმისტურია… 😦

გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღშფოთებულმა განაცხადა, რასაც რუსეთი აკეთებს, ეს არის 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის დაპყრობითი ტაქტიკის და მეთოდების გამოყენება, და ეს დაუშვებელიაო!..

ბატონებო და ქალბატონებო!

მოვიდა დრო, ანახოთ მე-19 საუკუნის უკვე მრავალჯერ ნიღაბჩამოხსნილ აგრესორს, როგორ მოსვამთ თავის ადგილზე 21-ე საუკუნის ნატიფი დიპლომატიური მეთოდებით! (და ეს შეუძლებელი მართლაც არაა!)
მაგრამ თუ ამას ვერ ანახებთ, თქვენი მჭერმეტყველების ფასი გახვრეტილი ცენტი იქნება.

რა თქმა უნდა, მშვიდობის დამყარება სჯობს ომს და სისხლისღვრას. ნამდვილად არ მივეკუთვნები იმათ, ვისაც თქვენგან მესამე მსოფლიო ომის დაწყება „ეიმედებოდა“…

მაგრამ თუ ამ მშვიდობის მისაღწევად მტაცებლისთვის რიგრიგობით თქვენი მეზობლების ბარტყების გადაყრის ტაქტიკა იგულისხმება, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი ახალი მეზობლის გაწირვა რიგში თქვენც სულ უფრო წინა პოზიციაზე გწევთ.

რადგან მტაცებლის მადა ჭამაში მოდის,!.. და მერე როგორ მოდის…

რამდენიმე დღეში ალბათ პუტინი ყირიმზე სრულ კონტროლს დაამყარებს და ცინიკური ღიმილით მსოფლიოს კიდევ ერთ სილას გააწნის…

რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საბოლოო დამარცხება.
დამარცხება ის იქნება, თუ თქვენ ამას შეშფოთებით, მაგრამ მაინც ელეგანტურად შეეგუებით…

მაშინ გამოვა, ჯობდა, უკრაინელებისათვის ტყუილი იმედები არ მიგეცათ…


ვიქტორია ნულანდის ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში


2012 წლის 2 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ  – პრეზიდენტ სააკაშვილის თამადობით აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოინახულა. “მოინახულა” იმიტომ ვთქვი, რომ ეს შეხვედრა, ისევე, როგორც სხვა შეხვედრების უმრავლესობა, წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა და სააკაშვილის ლობისტი ფირმების დაუღალავი მუშაობის შედეგად მხოლოდ უკანასკნელ მომენტში შეთანხმდა. იყო დრო, როდესაც ქ-ნი კლინტონი მიხეილ სააკაშვილის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას აპირებდა და დღეს, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის ყოველ დანახვაზე ეს ახსენდება და ფიქრობს, როგორ გაუმართლა,  რომ ნობელის კომიტეტმა მის წარდგინებაზე უარი თქვა…

საბოლოოდ რას ეტყვის ჰილარი კლინტონი მიხეილ სააკაშვილს – გაზაფხულზე მისი საქართველოში სტუმრობისას გაირკვევა. სააკაშვილის ლობისტმა ფირმებმა ახალი “დავალება” მიიღეს – არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან კლინტონის ჩამოსვლა თბილისში, არამედ მხოლოდ ბათუმში “ცუმპა-რამპას” ტიპის ლაით-ვიზიტით შემოიფარგლონ. ეს იმისათვის, რომ ოპოზიციას არ მიეცეს სახელმწიფო მდივანთან სრულყოფილი საუბრის შესაძლებლობა. რამდენად გაუვა მიხეილ სააკაშვილს ეს ნომერი, მაისში ვნახავთ. ჯერჯერობით ის იმითაც ბედნიერია, რომ კლინტონის საქართველოში ვიზიტი (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) 3 კვირის ნაცვლად 3-4 თვეში შედგება – ანუ მანევრირებისათვის დრო მოიგო და შეეცდება, უაზრო და წვრილმანი დათმობებით შექმნას იმის განცდა, რომ ოპოზიციასთან სერიოზული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და ვაშინგტონში მიცემულ პირობებს დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარებაზე – ასრულებს…

მანამდე კი მინდა გაგიზიაროთ სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ვიქტორია ნულანდის ბრიფინგის ერთი ნაწილის თარგმანი. (ალბათ, უფრო სწორი – “ნალანდი” იქნებოდა, მაგრამ ქართულ პრესაში დამკვიდრებულ გამოთქმის შეცვლაზე ამჟამად თავს შევიკავებ). შეკითხვა ჩვენთვის საინტერესო ასპექტს ეხება და, სავარაუდოდ, რუსმა ჟურნალისტმა “დიმამ” დასვა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა ამ შეკითხვას საერთოდ იგნორს უყურებს, როგორც ყველაფერს იმას, რასაც რუსული ფესვი აქვს, და მაინც, მე მგონი, საინტერესოა იმაზე დაფიქრება, რა თქვა და რა, – არავითარ შემთხვევაში არ თქვა, სახელმწიფო დეპარტამენტის გამოცდილმა პრესს-სპიკერმა (სამწუხაროდ,  ქართულ მედიაში ამ კითხვა-პასუხის მხოლოდ შეკვეცილი ვარიანტი გავრცელდა).

========================================

კითხვა: საქართველოს პრეზიდენტი საკაშვილი ვაშინგტონშია, გუშინ შენობაში [იგულისხმება თეთრი სახლი?] იყო, ორშაბათს პრეზიდენტ ობამას შეხვდა. რამდენიმე თვის წინ ფართოდ გავრცელდა ხმები, რომ ბ-ნი სააკაშვილი აპირებს დარჩეს ხელისუფლებაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც 2012, ანუ საქართველოში მომავალი წლის არჩევნების შედეგად, – უკვე როგორც პრემიერ მინისტრი უფრო გაფართოებული უფლებებით. ამ რეფორმების პროცესი საქართველოში სწორედ ახლა ტარდება. მინდოდა თქვენთვის მეკითხა, როგორ უყურებს ამ შესაძლებლობას აშშ ხელისუფლება? თქვენ განიხილეთ ეს იდეა, ანუ ეს ინფორმაციები – ეს შესაძლებლობა ბატონ სააკაშვილთან ან აქ – სახელმწიფო დეპარტამენტში, ან – თეთრ სახლში შეხვედრისას? და მე გაგრძელებაც მექნება ამ კითხვაზე.

ქ-ნი ნულანდი: კარგი, დიმა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ პრეზიდენტ ობამას სიტყვები პრეზიდენტ სააკაშვილთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას, როდესაც მან გასაგებად ილაპარაკა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკვეთრი მხარდაჭერის გარდა, ჩვენი სურვილია ერთად ვიმუშაოთ მათი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად და ა.შ., ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს მათ უწყვეტ პოლიტიკურ განვითარებას, იმის ჩათვლით, რომ მათ მოელით არჩევნების პერიოდი მომავალ წელს – ან მიმდინარე წელს.

კითხვა: მაგრამ ეს სპეციფიური შემთხვევა თქვენ მასთან [სააკაშვილთან] განიხილეთ?

ქ-ნი ნულანდი: ვფიქრობ, თეთრმა სახლმა აშკარად განაცხადა, რომ განვიხილეთ. დიახ.

კითხვა: კარგით. და მე გაგრძელება მაქვს, თუ შეიძლება.

ქ-ნი ნულანდი: დიახ.

კითხვა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სიტყვაში გუშინ ახსენა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის რაღაც ახალი დონე. მე მაინტერესებს ვიცოდე, რას ეხება ეს? მაგალითად, გეგმაში გაქვთ მძიმე შეიარაღების გაგზავნა საქართველოში?

ქ-ნი ნულანდი: ნუ, პირველ რიგში, მინდა ისევ დაგაბრუნოთ პრეზიდენტის [ობამას] კომენტარებთან. პრეზიდენტმა ილაპარაკა ამაზე, როდესაც ის იყო – პრეზიდენტ საკაშვილთან ერთად ოვალურ კაბინეტში. შეერთებულმა შტატები და საქართველო შეთანხმდნენ, განავითარონ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს თანამშრომლობა ემყარება წარმატებულ პროგრამებს, რომელიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, რათა დავეხმაროთ ქართველო სამხედროებს რეფორმისათვის მათ ძალისხმევებში, – ეს რაღაც ისეთია, რასაც ჩვენ მრავალი ქვეყნის სამხედროებთან ვახორციელებთ მთელს მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოს მრავალ მეზობელთანაც, და მათი თავდაცვის მოდერნიზების ძალისხმევებში საკუთარი თვით-თავდაცვის მხარდასაჭერად, – ასე რომ, ჩვენ თავდაცვაზე ვლაპარაკობთ.  და ასევე  ქართველი [სამხედრო] ძალების მუშაობის მხარდაჭერაში ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში და მათთვის ნატოსთან ინტეროპერაბილურობის შესანარჩუნებლად. საქართველო ნატოს არაწევრი  ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ISAF მისიაში.

კითხვა: თუ გახსოვთ, შეერთებულმა შტატებმა კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი პუტინი? მაინტერესებს, რატომ უნდა აწონ-დაწონოთ ამ – საქართველოს – შემთხვევაში, თუ არ გიქნიათ…

ქ-ნი ნულანდი: მე ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ვწონით ხოლმე რუსულ მხარესთან მიმართებაში ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიისათვის და გამჭვირვალობისათვის. მე არ შემიძლია ვილაპარაკო…

კითხვა: ნუ, ეს, ვფიქრობ, – მე ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისე, როგორც კითხვა იყო ჩამოყალიბებული, ეს იყო, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე სპეციფიური შეშფოთება სააკაშვილთან მიმართებაში, როცა ის იგივეს აკეთებს, რაც პუტინმა გააკეთა. და მე ვერ ვიხსენებ რაიმე გამოთქმას, იმის გარდა, რომ უბრალოდ, –  გვინდა დავინახოთ დემოკრატიული პროცესი…

ქ-ნი ნულანდი: და მე ვფიქრობ, რომ იყო…

კითხვა: … რუსეთში  – პუტინის სიტუაციის დროს. მე ვცდილობ, მივხვდე, ხომ არ არის რაიმე მეტი, ან რაიმე დაკავშირებული პირადად სააკაშვილთან, რაც იქნებოდა შეშფოთების ან უფრო მეტი შეშფოთების საფუძველი მაშინ, თუ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ვიდრე ეს იყო მაშინ, თუ პუტინი მიიღებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრობას.

ქ-ნი ნულანდი: ისევ, მე ვაპირებ გირჩიოთ, თეთრ სახლს მიმართოთ სპეციფიური საუბრების შესახებ, მაგრამ ჩემი გაგება – იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რაზე იყო ფოკუსირებული ეს საუბარი, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში რუსეთთან,  – დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე.

===================================================================================

QUESTION: President Saakashvili of Georgia is in town, he was – President Saakashvili of Georgia is in town, he was in the building yesterday, he met President Obama on Monday. It was widely reported couple of months ago that Mr. Saakashvili is going to stay in power after presidential elections of 12 – of the next year in Georgia as a prime minister with broader powers. The process of those reforms are being carried in Georgia right now. I wanted to ask you, how does this possibility sit with the U.S. Government, whether you discussed this idea, that those reports – this possibility with Mr. Saakashvili either here at the State Department or at White House? And I have a follow-up.

MS. NULAND: Well Dima, let me just refer you back to the remarks made by President Obama with President Saakashvili during that Oval Office visit, I think it was Monday, where he made clear that in addition to our strong support for Georgia’s sovereignty and territorial integrity, our desire to continue to work together to support their economic development, et cetera, we strongly support their continued political development, including as they head into an election season next year – or this year.

QUESTION: But did you discuss this specific case with him?

MS. NULAND: I think the White House made clear that we did. Yes.

QUESTION: Okay. And a follow-up if I may.

MS. NULAND: Yes.

QUESTION: President Saakashvili referred in his remarks yesterday to some kind of new level of military cooperation between Georgia and the United States. I wanted to know, what does it entail? For instance, are you now planning to ship heavy weaponry to Georgia?

MS. NULAND: Well, first of all, I would also refer you back to the President’s comments. The President spoke about this when he was – when he had President Saakashvili into the Oval Office. The United States and Georgia have agreed to continue to develop our bilateral defense and security cooperation. This cooperation is built on the successful programs that we already have to help the Georgian military in its reform effort, something that we do with many militaries around the world, including many of Georgia’s neighbors, and their defense modernization effort to support their self-defense – so we’re talking about defense. And also to sustain the work that Georgian forces do in ISAF in Afghanistan and to help them remain interoperable with NATO. Georgia is one of the largest non-NATO contributors to the ISAF mission.

QUESTION: Do you recall if the United States weighed in all when President Putin decided that he was going to become Prime Minister Putin? I’m wondering why you would weigh in on this case in Georgia if you didn’t —

MS. NULAND: I think we have weighed in regularly on the Russian side in terms of our support for democracy and transparency. I can’t speak —

QUESTION: Well, I think that – I know, but I think that the way the question was phrased was that there might be some specific concern about Saakashvili doing what Putin did. And I don’t recall that there was any expression other than just we would like to see a democratic process —

MS. NULAND: And I think that was —

QUESTION: — in Russia with the Putin situation. I’m trying to figure out if there’s something more or something related to Saakashvili himself that would be a concern or of more concern with him taking over the prime ministership than it would with Putin taking over the Russian prime ministership.

MS. NULAND: Again, I’m going to refer you to the White House on the specific conversation, but my understanding from the readout that we all saw was that the conversation focused, as it has with Russia in the past, on the importance of democratic institutions and democratic processes.

Transcript of the press-briefing


ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი ლექსიკონი (გამომცემლობა „ჰავლაბარ ინტერნეშენალ პრესს“, ლაზიკა, 2012)


წინასიტყვაობა:

ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი პოლიტიკური ლექსიკონი ორიგინალური გამოცემაა, რომელიც მიზნად ისახავს დამწყებ პოლიტიკოსებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეასწავლოს დემაგოგიის ფილოსოფიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები. ლექსიკონი შეიცავს 50,000 წინადადებას, ფრაზას და კითხვაზე პასუხს, რომელთა მნიშვნელობა ფასადაუდებელია – გამომდინარე ავტორის ფენომენალური უნარ-ჩვევებიდან დასახელებულ სფეროში. ლექსიკონს განსაკუთრებული ფორმა აქვს, თითოეული დემოგაგიური  წინადადება განმარტებულია ისე, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმაც გაიგონ. უახლოეს ხანებში  ლექსიკონი გამოვა ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და სუაჰილის ენებზეც, რაც ფინქ ტოლ პოლიტიკას უფრო აღქმადს გახდის მთელს მსოფლიოში.  

===============================================

კითხვა:  შეიძლება, რომ საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად უახლოეს მომავალში თქვენ პრემიერ-მინისტრად გიხილოთ?  

პასუხის ვარიანტები:

1.    არ მინდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციო იმ დროს, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.

განმარტება 1.ა – ვერც „ჰოს“ გეტყვით (იმიტომ, რომ ობამას „არა“ ვუპასუხე, რადგან ბოკერიამ ასე მირჩია) და ვერც – „არას“ (მერე პადოშას როგორ შევხედო თვალებში?!)

განმარტება 1.ბ – გაკოტრებული და დედანატირები პოლიტიკოსი ვარ, ახალნამშობიარებ ქალებთან და მათ ჩვილებთან გადაღებული ფოტოების და ვიდეორეპორტაჟების იმედით მიდგია სული, მაგრამ ამას ხომ ვერ გეტყვით (მერე პადოშას როგორ შევხედო თვალებში?!)

განმარტება 1.გ – ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კი დარჩა თითქმის ორი წელი, მაგრამ ეგ სულ ფეხებზე მკიდია, რადგან თუ პრემიერ-მინისტრი გავხდი, lame duck პრეზიდენტობის დედაც არ ვატირე (და – პადოშასიც!) ?!..

 

კითხვა:  ხანდახან ხალხი მეკითხება, “შენ პუტინად ყოფნას აპირებ?”

პასუხის ვარიანტები:

1.                  საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის

პასუხის განმარტება: საქართველო რუსეთი არ არის – რუსეთი – რუსეთია, ხოლო – საქართველოში მე ვარ.

2.                  საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, ხელისუფალი ვლადიმერ პუტინი ჰყავდეს, რადგან ვლადიმერ პუტინი საქართველო მოქალაქე არ არის

პასუხის განმარტება: ვლადიმერ პუტინს კი არა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაძლევ მოქალაქეობას და…! და საერთოდ, მალე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გაუქმდება, ხოლო ჩამორთმევა – გაფართოვდება!

3.                  მე პუტინად ყოფნას არ ვაპირებ.

პასუხის განმარტება 3.ა): მე გვარის შეცვლას არ ვაპირებ. მე პრემიერ-მინისტრად ყოფნას ვაპირებ. მაგრამ ამას არ გეტყვით (ბოკერიამ მირჩია, ნუ …)

პასუხის განმარტება 3.ბ): არ მინდა პუტინივით დაბალი და პოსლიკა ვიყო

პასუხის განმარტება 3.გ): პუტინობას ერდოღანობა სჯობს. დედამ მითხრა – დიდ რუსობას დიდი თურქობა სჯობიაო…

4.                  არ მინდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციო იმ დროს, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.

პასუხის განმარტება 4.ა): პუტინად ყოფნასაც რომ ვაპირებდე, თქვენ გეტყოდით? როგორ შევხედო მერე თვალებში ნუგზარ ხერხეულიძეს და ეკა წიკლაურს? თქვენ მე ყველაფერში გიჟი ხომ არ გგონივართ?

5.                  ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს.

პასუხის განმარტება 5.ა): ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდეს და მერე ისევ პრეზიდენტად დაბრუნდეს. ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტად დაბრუნება აღარ დასჭირდება! (ჰა-ჰა-ჰა!).

პასუხის განმარტება 5.ბ):  ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ იმას, რომ აღარ დამჭირდეს პუტინივით საყოველთაო არჩევნების მოგება! აგერ ნახავთ პუტინი რა ტურას დაიჭერს საყოველთაო არჩევნებზე! მე პუტინი არ ვარ! მე უფრო მაგარი ვარ! ჩვენ რეზინის კონსტიტუცია გვაქვს!
 

კითხვა: ვაშინგტონის გზა არ გხიბლავთ?

პასუხის ვარიანტები:

1.    მხიბლავს! ეს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი გზაა

პასუხის განმარტება 1.ა): არსებობს სხვა მომხიბვლელი გზებიც – მაგალითად კარლიტოს გზა!

პასუხის განმარტება 1.ბ): განსაკუთრებით მხიბლავს არა ის, რომ გადადგა, არამედ ის, რომ განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მას „ნაციის მამობა“ შესთავაზეს! აი, ეს მესმის! ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს ჩვენთვის მსგავს „განსაკუთრებულ მდგომარეობად“. ასევე დასაზუსტებელია „ნაციის მამის“ განსაზღვრება. ალბათ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენთვის „ერის ლიდერობა“ სჯობს!

2.    ყოველთვის მხიბლავდა!

პასუხის განმარტება: 2.ა): და მაინც, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ფოთი – ლაზიკის გზა მირჩევნია

პასუხის განმარტება: 2.ბ): ახლა რომ წარმოვიდგენ, აბსოლუტურად არ მესმის… არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მაგრამ ვიცი, რომ ასე უნდა თქმულიყო. მე რომ გადავდგები პრეზიდენტობიდან, მეც რამეს ეგეთს ვიტყვი. ბოკერია წერილს დაწერს და მთხოვს, რომ ნაციის მამად დავრჩე, მე კი ამაყად უარს ვიტყვი – პრეზიდენტობა ჩემი საქმე აღარ არის, მინდა ქართველ ხალხს ერთ რიგით პრემიერ-მინისტრად ვემსახურო-მეთქი!

– – – – – – – – – – – – – –

ლექსიკონზე მუშაობა გრძელდება…

========================================================

ეპილოგი პროლოგით, რომელიც აშკარას ხდის ლექსიკონის მნიშვნელობას:

შესაძლო გაპრემიერების შესახებ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პასუხი დასავლურმა მედიამ სხვადასხვაგვარად გაიგო.

The Washington Times წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაპრემიერების შესაძლებლობას არ გამორიცხავს”. ამის შესახებ ნათქვამია ბენ ბირნბაუმის სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.

“საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა, საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციოს იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა”, – წერს The Washington Times და ვაშინგტონში სააკაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული განცხადება მოჰყავს: “იმდენი რამეა, რამაც შეიძლება, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო”.

The Washington Times, თავის მხრივ, წერს, რომ “სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება”.

ამასთან, გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შედარებაზე, რომელიც 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება, კრემლში მესამე ვადით მოვიდეს.

“ხანდახან ხალხი მეკითხება, “შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” ა) საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის და ბ) ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს”, – აღნიშნა საქართველოს პირველმა პირმა.

The Washington Times-ის ცნობით, ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს მისი განზრახვები ღიად გაეცხადებინა. კერძოდ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეს ჭასჰინგტონ თიმეს-თან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ “პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”.

Reuters კი, თავის მხრივ, წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს”.

“სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს, განაცხადა რა, რომ “მის ქვეყანას პუტინი ვერ ეყოლება”, – წერს გამოცემა.


900 წამი


„ოო, ძვირფასო 900 წამო! ნეტავი  იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა!“

=====================================================

როგორც ვფიქრობდი, – არც მწვადი დაიწვა და არც შამფური!

ცუდი იყო ის, რომ ობამამ ღიად მადლობა უთხრა მიშას სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის! თუმცა იქვე დაამატა, წარსულის (!) რა დამსახურებებისათვის უხდიდა მადლობას – უმცირესობათა უფლებების დაცვა, პოლიციის მნიშვნელობა (გაუგებარი იყო, კერძოდ, რა – პოლიციაში? იმედია – პატრულის წარმატებული რეფორმა 2004-2005 წლებში და არა – 2006 წლიდან დაწყებულ ნულოვანი ტოლერანტობის სასაკლაო და პოლიტიკური პოლიციის ჩამოყალიბება) და კანონის უზენაესობა (ეგ სტალინსაც მაგრად ჰქონდა, ბიჭი იყავი და არ შეასრულებდი!)

ობამამ კი ახსენა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოლოდინი, რომლის შედეგად ძალაუფლების კანონით დადგენილი გადაცემა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი დაუკონკრეტებია თავად საკაშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე. კერძოდ, არ ულაპარაკებია იმაზე, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის მომავალს – არ უხსენებია ვაშინგტონის გზა, ან – პუტინის ჩიხი…

მიშამ კი, რამდენიმეწამიანი ნოკდაუნის მიუხედავად (როცა დასტურის ნიშნად მანამდე ინტენსიური თავის კანტურიც შეწყვიტა და ღიმილიც სახეზე მომენტალურად შეახმა – იხ. ვიდეო), მაინც საკმაოდ მალე მოახერხა გროგიდან გამოსვლა, მეტიც, აიტაცა არჩევნების ეს თემა და ობამას დაურეპორტა – პოლიტიკური სისტემა იცვლება, საპარლამენტო რესპუბლიკა ვხდებით, მომავალ წელს ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული და მომავალი პრეზიდენტი გააგრძელებს რეფორმებსო … მაგრამ „მე უნივერსიტეტის პროფესორობაზე ვფიქრობო“, არ უთქვამს.

და მაინც, მიმაჩნია, რომ ობამას სიტყვაში ეს – მესამე – პარაგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია და აი, რატომ:

And so I want to express my appreciation for the work that’s been done in the past, but also anticipating fair and free elections here; the formal transfer of power that will be taking place in Georgia, which I think will solidify many of these reforms that have already taken place.
ობამამ  მადლობა გადაუხადა სააკაშვილს მიღწევებისათვის, ოღონდ წარსულში ჩატარებული სამუშაოები აღნიშნა და თანაც საინტერესოა ეს კავშირი – „მაგრამ“ …მადლობელი ვარ წარსულში ჩატარებული სამუშოსათვის, მაგრამ (!) ველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს აქ, ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას საქართველოში, რომელიც ჩემი აზრით განამტკიცებს მრავალ იმ რეფორმას, რომელიც უკვე განხორციელდა.“

თითქოს უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ობამამ,  ვფიქრობ, შეგნებულად აარიდა თავი კავშირ „და“-ს , რითაც წინადადების აზრი შედარებით პოზიტიური იქნებოდა, ხოლო გამოყენებულ ფორმაში კი ნეგატიურ-დაპირისპირებულია და შეიცავს იმის გაფრთხილებას, რომ თუ ეს „მაგრამ“-ის პირობა არ განხორციელდება, ის წარსული მიღწევებიც გაფერმკრთალდება და რეფორმების გამტკიცების მაგიერ მათი ნიველირება შეიძლება მოხდეს!

დაბოლოს, გაიხსენეთ, რომელ ქვეყნებთან მიმართებაში უსვამენ ხაზს აშშ-სა და სხვა დასავლური დემოკრატიის მმართველები არჩევნების წესიერად ჩატარების მოლოდინს და აუცილებლობას! თუ ადრე ჯონ ბასის, მერე – ფილიპ გორდონის, მერე – ჰილარი  კლინტონის, ხოლო ახლა უკვე ბარაკ ობამას მხრიდან გაჟღერებულ ამ თემას გავიხსენებთ, აშკარა პარალელი იკვეთება – ასე ელაპარაკებიან რუსეთს, ბელორუსიას, ირანს, ვენესუელას… ევროპაში მოკავშირე ქვეყანები, ვის მიმართაც ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების წესიერად ჩატარება სათუო იყო, აზერბაიჯანი და კოსოვოა! ეს მაშინ, როცა იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატია უკვე რეალობად იქცა (არა მარტო ბალტიისპირეთი და ცენტრალური ევროპა, არამედ მოლოდოვაც და უკრაინაც) და სადაც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა ნანატრი ოცნება აღარ არის, როგორც წესი, სხვა რამ შეიძლება დაუწუნონ, მაგრამ წამდაუწუმ არჩევნების ჩატარებაზე აღარ ახსენებენ ხოლმე.

მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ ობამამ ახსენა, საქართველო ნატოს წევრი გახდება “ბოლოსდაბოლოსო” (ULTIMATELY), რაც მე მგონი წერტილია ჩიკაგოს ილუზიებზე…

ობამამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, რაც ახალი მსუქანი დაპირებაა. თუმცა რეალურად ან როდის იქნება, და ან სააკაშვილის მიერ დაკრიშული და გაჩანაგებული ეკონომიკის პირობებში რას მოიტანს – ექსპორტი ნულზეა დასული და იაპონურ მარჯვენასაჭიან მანქანებს თუ გავიტანთ ამერიკაში, არ ვიცი! :))), მაგრამ მიშამ ძალიან შეიფერა და დიდი მადლობები უხადა…

რაღაც გაუგებრად იყო საქართველოს თავდაცვის საკითხი – მიშამ ბარე ორჯერ ახსენა, როგორც თემა, რომელზეც ილაპარაკეს. მაგრამ რადგან ობამას ეს არ უხსენებია და, მგონია, კონგრესის გადაწყვეტილებას არ მოაწერს ხელს… რაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას მე, პირადად, გამართლებული მგონია – სხვანაირად არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ისევ არ მოუვა თავში რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში შეხტომის ცდუნება. მით უფრო, რომ ობამასთან შეხვედრა ნამდვილად არ უნდა აძლევდეს დამშვიდების საშუალებას და ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან პროვოკაციებზე წასვლის ალბათობა იზრდება.

არაა გამორიცხული, შეხვედრის 900 წამში ობამამ და მიშამ ყველაზე მეტი დრო სწორედ იარაღის მიწოდებას დაუთმეს. სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაც შეთანხმება კიდეც მიღწეულ იქნა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ის არ იყო, რაც სააკაშვილს სურდა. მნიშვნელოვანია, რომ ობამამ აარიდა თავი იარაღზე შეთანხმების შესახებ ბრიფინგზე ლაპარაკს, მიშამ კი პირიქით – სწორედ იარაღზე ჩამოაგდო სიტყვა, რითაც, ვფიქრობ, ობამასთან გრილი ურთიერთობები საბოლოოდ გაიფუჭა… რადგან ეგ დიპლომატიაში ოქროს წესია, თუ პარტნიორი გეტყვის, რომ ამას ბრიფინგზე არ ვახსენებთ, ესეიგი შენც არ უნდა ახსენო და არ უნდა გაყიდო პარტნიორი, რომ მან ამაზე გელაპარაკა! მაგრამ მიშას ობამასთან ურთიერთობის დამყარების რეალურ შედეგზე მეტად პიარი და იარაღის მიღების გაჟღერება აინტერესებდა, რომ საქართველოში თავისი ფენომენალურობის მინავლებული მითისთვის ცოტა ფიჩხი შეეკეთებინა… აკი დაუფარავად განაცხადა, საქართველოში ამას  მნიშვნელოვან მესიჯად ჩათვლიანო.  :))

We are very grateful for elevating our defense cooperation further and talking about Georgia’s self-defense capabilities and developing it, because that’s also of course an important message back to my nation.

საინტერესოა, რომ ობამამ და სააკაშვილმა არ ახსენეს რუსეთი!

ამან კიდევ უფრო გამიმტკიცა იმის ვარაუდი, რომ ეს შეხვედრა, პირველ რიგში, იყო ობამას საჩუქარი საკაშვილისათვის სწორედ რუსეთთან დათმობის გამო! როგორც პოლიტიკაში ხშირად ხდება, რაც მიზეზი იყო – ის არც დასახელდა! 🙂 გაიხსენეთ ახლო წარსულის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა – სააკაშვილი ახურებდა, და არ აძლევდა რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესასვლელ ბილეთს. ამერიკას და დასავლეთს არ უნდოდათ საქართველოსთვის უხეშად დაძალება ან მისი იგნორირება, მაგრამ ძალიან უნდოდათ რუსეთისთვის მიცემული დაპირების ასრულება. სააკაშვილმა არ მოინდომა დათმობის გაცვლა საქართველოსთვის სასიკეთო პრეფერენციებში. სამაგიეროდ, როგორც ეს არაერთხელ აქამდეც მომხდარა, მყისიერად გაცვალა თავისთვის სასიკეთო პი-არ აქციაში – ობამასთან შეხვედრაზე!

ამ ეჭვს მიმტკიცებს ის lapsus lingua, რაც ობამას მოუვიდა, როცა შეხვედრის დასაწყისში სააკაშვილს მადლობა გადაუხადა … რუსეთში (!) განხორციელებული რეფორმების გამო 🙂 … ეტყობა, ქვეცნობიერად სააკაშვილი მისთვის არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ამბავში დაეხმარა… თუმცა, იქნებ, ვმო-ზე უფრო სერიოზული ასოციაციაც არსებობს და სინამდვილეში მართლაც ფიქრობს ობამა, რომ საქართველო სააკაშვილის ხელში ძირითადად იმიტომაა საქები დემოკრატია, რომ რუსეთში ოპოზიციის სამოდელო როლი გახდა! რომ ქართულმა ოპოზიციამ თავისი მრავლწლიანი და ასეულათასიანი მიტინგებით ის მოახერხა, რომ რუსებსაც გაუჩინა ავტოკრატი და არჩევნების გამყალბებელი მმართველის წინააღმდეგ გამოსვლების სურვილი?! კიდევ ერთი ვარაუდი – სააკაშვილის პუტინის გზით გაპრემიერების ვარიანტი ამერიკისათვის განსაკუთრებით მიუღებელი ახლა გახდა, როცა აშშ ადმინისტრაციამ და კერძოდ, ჰილარი კლინტონმა, უსწრაფესი და უმკვეთრესი რეაქცია მისცეს რუსეთში გაყალბებულ არჩევნებს და პუტინის ხელისუფლებაში უვადოდ (სამუდამოდ?) დარჩენის პერსპექტივას. გასაგებია, რომ გაღიზიანებული რუსეთი არ მოითმენს და საქვეყნოდ ამხელს ამერიკის ორმაგ სტანდარტს, თუ ზუსტად მსგავს სიტუაციაში აშშ სააკაშვილის თაღლითობებზე თვალს დახუჭავს!

ასეა თუ ისეა, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს –  (ომი/ვმო/დემოკრატიზაცია/არჩევნები/მიტინგები) – რის გამოც ობამასთვის სააკაშვილი საკმაოდ მკვეთრად ასოცირდება სწორედ პუტინთან და რუსეთთან. ალბათ, ამიტომაც წამოცდა ობამას – “მადლობა, რომ რუსეთის დემოკრატიზაციას უზრუნველყოფთ!” – დაახლოებით ისევე ქვეცნობიერად, როგორც მიშამ უთხრა ლაგოდეხელ მელოგინეს: – “მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი!”

დაბოლოს, რატომ არის საქართველოსა და სააკაშვილის “დემოკრატიულობა” მნიშვნელოვანი ამერიკისათვის:

Finally, I wanted to say to the President that we appreciate the model of democracy and transparency that they’ve been setting not just for their own country but also for the region as a whole. And we think that with continued progress over the next several years that a lot of countries will say to themselves that if Georgia can perform these transformations, then we can as well. They’ve been a responsible player on the world scene and in multilateral fora.

საქართველო დღემდე რჩება ამერიკული დემოკრატიის მოდელის დსთ სივრცეზე იმპლემენტაციის მეტ-ნაკლებად წარმატებულ „ქეისად“, რომელსაც სერიოზული მიღწევებიც აქვს – ზოგიერთი ინსტიტუციონალური განვითარების და საბჭოური კორუფციის აღმოფხვრის მხრივ, და – სერიოზული ხარვეზებიც – სამართლიანობის, ეკონომიკის,  მედიის თავისუფლების და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გეომეტრიული რეგრესიის და დემოკრატიული ფასადის სულ უფრო მზარდი ეროზიის მხრივ.  ის, რითაც მიშა, ვითომ, უნდა ამაყობდეს, სულ უფრო მეტად იშლება და მახინჯ ფორმას იძენს, რომლითაც ძალიან ძნელია ამერიკამ – როგორც სტრატგიულმა მოკავშირემ და მენტორმა თავი მოიწონოს. ამიტომ  ალბათ ეს ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობა იყო, რომ შეახსენონ საკაშვილს და მის ნაციონალურ მოძრაობას, რომ მსოფლიო სცენაზე პასუხისმგებელი მოთამაშის როლის შესრულებით და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით (და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტით) ისინი რეგიონში მისაბაძ მოდელად დარჩებიან… ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქვეყნოდ მოიჯაყავენ თავს და ამერიკის მიერ გამოყოფილ დახმარების მილიარდების მართებულებასაც  – თანაც კრიზისის პერიოდში  – საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ…

რომ შევაჯამოთ:

  1. მიშამ მიიღო შეხვედრა ობამასთან, თუმცა ეს მხოლოდ მოკლე მოქმედების გამარჯვებაა და მალე, თუ დადასტურდა, რომ 900 წამიანი შეხვედრა და წარსულის გამო მადლობები მხოლოდ ფოჩიანი ქაღალდი იყო კამფეტის (რეალური მხარდაჭერის) გარეშე – შეიძლება უარყოფითი შედეგიც კი მოიტანოს. რადგან ის – ბრიფინგის მესამე პარაგრაფი ძალაში დარჩება.
  2. ამერიკის ადმინისტრაცია არ აპირებს სააკაშვილს ძველი ცოდვებისთვის პასუხი მოსთხოვოს, მაგრამ მხოლოდ იმ მანამ გააგრძელებს მის (არცთუ აქტიურ) მხარდაჭერას, სანამ აშკარა არ გახდება, რომ სააკაშვილი არ აპირებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, არამედ გადაწყვიტა პუტინის გზით სიარული და მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში დატოვება.
  3.  წინა დასკვნის სისწორის დადასტურება დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა უახლოეს ხანებში (მაქსიმუმ 2 თვეში, ხოლო უფრო სავარაუდოდ – ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ) სააკაშვილის მიერ ივანიშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნება და საარჩევნო კანონმდებლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სერიოზული შეზღუდვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
  4. თუ სააკაშვილს ეს არ აიძულეს, გამოდის, რომ მას ამერიკისაგან კარტ-ბლანში აქვს და საქართველოს ნაცმოძრაობის ტყვეობისაგან განთავისუფლების ერთადერთი გზა რევოლუციაზე გადის.

მიშა, რა თქმა უნდა, ნებით არაფერს არ შეცვლის… იცის რა, რომ ბუშისაგან განსხვავებით, ობამა მისი მხარდამჭერი არ არის, ახლა უკვე მაქსიმალურად ეცდება, დრო გაჭიმოს და არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩაატაროს, როცა ობამას საკუთარი საარჩევნო ციებ-ცხელება ექნება… თუმცა, იმის მიხედვით, ვოლფრამის ძაფივით გაცხელებულ ტვინში რა იდეა მოუვა, მანამდე ბევრი სიურპრიზიც შეიძლება შემოგვთავაზოს – ძირითადად პროვოკაციული ტიპის…

=================================

თუ დააკვირდით – ობამასთან შეხვედრაზე მიშას უკან მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი რომ იდგა!.. სულ ვფიქრობდი, ამ ბიუსტს ხელები რომ ჰქონოდა, რა შალაბანს ხეთქავდა დემოკრატის ტყავში გახვეულ ამ პარაზიტს მეთქი! 🙂

=========================================

P.S. სააკაშვილმა ჯერ შეხვედრაზევე შეახსენა ობამას, სანამ შენ მოხვიდოდი ამ ოვალურ კაბინეტში, მე უკვე გაცვეთილი მქონდა აქაური ხალიჩებიო. მერე კი თეთრი სახლის გვერდით მინდორზე სახელდახელოდ დადგმულ სპექტაკლში სახელწოდებით – „პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ მსოფლიო მედიასაშუალებებს“ (არცერთ მიკროფონზე მედიის ამოსაცნობი ლოგო არ ჩანდა!)კიდევ უფრო გააღრმავა ოვალურ კაბინეტსა და მას შორის არსებული საკრალურ-სპირიტუალური კავშირის თემა და ასეთი განცხადება  გააკეთა:  „მე უკვე მერამდენედ ვარ ამ ოვალურ კაბინეტში და უნდა გითხრათ, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ.“

… ანუ, ობამა კონკრეტიკის კაცია, ბუში ლაყაფისტი იყოო… თხასავით გაყიდა მოკლედ ბუში … იუშენკო… ტიმოშენკო… ბუში…

ჯორჯ ბუში უმცროსი: – როგორ მოხვდი ოვალურ კაბინეტში?

მიშა:  – ბავშვობიდან აქა ვზივარ!


P.P.S. თარგმანში დაკარგულ ვაი-თარჯიმნებს და ურნალისტებს შემიძლია ვურჩიო რომელიმე ნორმალური ინგლისური ლექსიკონი, მაგალითადი მაკმილანის (http://www.macmillandictionary.com ) სადაც გარკვევით წერია, რომ სიტყვა formal-ს ძირითადი მნიშვნელობა არის „ოფიციალური“, „კანონის მიხედვით განხორციელებული“…


სკვო-ველიში რა გინდოდა?..


ობამამ მიშა დაპატიჟა!

– რაზეო? იკითხავთ თქვენ…

– არ ვიცი მეთქი, გეტყვით.

ვხვდები, რაზეც, მაგრამ მოვიცდი ბარემ 30-მდე.

მიშამ დაადო თავი და შეხვედრამდე 5 დღით ადრე წავიდა! თან ვაშინგტონში კი არ წავიდა, კალიფორნიაში წავიდა!

არ თქვათ ახლა, ჰოლივუდი, სანსეტ ბულვარი, სილიკონ ველი,  გოლდენ გეიტი და ალკატრასიო!.. ალკატრასი რათ უნდა ბიჭს, ისეთი ციხეები გვაქვს, ხათუნას მოწონებული! ხალხი სამსახურს თავს ანებებს და ციხეების რიგში დგება, რომ კომფორტს დაეწაფონ! ოღონდ მაგან გადაწყვიტოს და საკანიც და კოიკაც ასარჩევად ექნება!

 

“მიხეილ სააკაშვილი უკვე გაემგზავრა ამერიკაში!” – გვახარეს ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 25 იანვარს – სააკაშვილის ინაგურაციის დღეს. დროებით შეწყდა სამშობიაროების გახსნის სპარტაკიადა… ზოგიერთმა მელოგინემ მოცდა გადაწყვიტა – რათა მერე დაიმსახუროს პრეზიდენტის უცნაური, მაგრამ უკვე ტრადიციული შექება – ”გმადლობთ, რომ დროულად გააჩინე ბავშვი!”

”ობამასთან შეხვედრამდე, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს BaseCamp კონფერენციაში, რომელიც კალიფორნიაში 27-30 იანვარს გაიმართება, და რომელსაც მსოფლიოს უდიდესი ინვესტორები და ბიზნესლიდერები დაესწრებიან. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მიწვეული სტუმარია და მისი მოხსენება იქნება თემაზე ”ტირანიის ნგრევა და დემოკრატიის შენება – ვარდების რევოლუციის გაკვეთილები საქართველოში” – არ ისვენებენ ჟრიამულს ჟრიამულას (TM – Otar Chrdileli) ერთგული ”მიდიები და მოდიები”

 

აბა, რა გეგონათ?!

 

მაგ ჭკუაზე იყო მიშიკო, მორცხვად თავი დაეხარა და ობამას შეგონებები ესმინა!

ნურას უკაცრავად!

ჩავა და თავად ჩაუტარებს ამერიკელებს მასტერკლასს იმაზე, როგორ უნდა ტირანიის შენება და დემოკრატიის ნგრევა!

აი, როგორი სასტავი ესწრება ბეისკამპის შეხვედრას სკვო-ველიში (კალიფორნია) სადაც მიხეილ საკაშვილი კოცონის ირგვლივ წამოგორებულ ახალგაზრდებს მოუყვება ტირანიის წინააღმდეგ საკუთარ გმირულ ბრძოლებზე (ალბათ მოკბეჩილი ჰალსტუხიც იქნება ჩამოტარებით და შლიოპანციანი კვერცხები – ჩადგმით!)

http://plancast.com/p/8m9i/summit-basecamp

ხოლო აი, რისთვის წავიდა მიშა სკვო-ველიში – სწორედ ამ მომაჯადოებელ ატმოსფეროში უნდა მოიფიქროს ბიჭმა როგორ დააბოლოს ობამა!

http://www.squaw.com/the-village/trilogy-spa

 

ახლა კი ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს სქვო-ველი და გავარკვიოთ, რა უნდა აკეთოს პატარა სოფელში 5 დღე მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე მოუსვენარმა (”ატროვებულს” იხმარდა ელპიტე ბებია!) ნპოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ოქტომბერში ის არჩევნები აქვს მოსაგები, სადაც ჯერ თავისი ადგილი ვერ გაურკვევია და სწორედ 5 დღეში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერს ხვდება, რომელსაც რა უნდა უთხრას, ესეც ჯერ ვერ გაურკვევია…

Olympic Valley (commonly known as Squaw Valley) in the U.S. state of California is an unincorporated community located in Placer County northwest of Tahoe City along Highway 89 on the banks of the Truckee River near Lake Tahoe.

It is the home of the Squaw Valley Ski Resort, the site of the 1960 Winter Olympics. It is the smallest place in the world to ever host the Olympic Games.

 

ახლა ხომ ყველაფერი აშკარა გახდა, ხალხო?!

 

სავარაუდოდ, ბეისკამპ (”საბაზო ბანაკი”) კონფერენცია – ახლაგაზრდების ტუსოვკაა… ზოგი მღერის, ზოგი ცეკვავს, ზოგი ქაჩავს, ზოგი სუნთქავს. დღისით – ლუდი და ციგები, საღამოს – მასაჟები და ძინ-ძინი. ცეცხლის ირგვლივ წამოწოლილი ტიპები რაღაცეებს ჰყვებიან, ზოგი – სკოლაზე, ზოგი – ნაშაზე, ზოგი – ძერაზე და ზოგიც – ვერაზე!

მიშას უთქვამს – მე ტირანიაზე მოვყვებიო. ჰოდა, წარმოიდგინეთ, რას გააჭენებს და სად გაუბერამს!

 

მაგრამ მთლად უსაქმოდაც  კი არ არის წასული!

 

ეს ამხელა ნახევარმილიონიანი ჭაობ-ქალაქი ლაზიკა რომ წამოიწყო, რომლის ასაშენებლად ინვესტორები უკვე, თურმე, ერთმანეთს ყელს ჭრიან, ამას ხომ სასწრაფოდ უნდა მსოფლიო მასშტაბის ფუნქცია!

 

ჰოდა, 2014 წლის ოლიმპიადა სოჭს უნდა წაართვას და ლაზიკაში უნდა ჩამოიტანს ჩვენმა პრომეთემ!

 

ამიტომ სწავლობს ოლიმპიური ველის გამოცდილებას და სერენადებს! აგერ ნახავთ, რა პროჟექტებით დაჭვირთული ჩამოვა!

ობამა არა, ოსანა! მიშას – ოსანა, რასაკვირველია!

2009 წელს – პამიდვრის ჩითილები ჩამოჰქონდა ბოდრუმიდან ცხრუკვეთში.

2012 წელს – ოლიმპიური სოფლის კონცეფცია და ნახაზები ჩამოაქვს სქვო ველიდან – ლაზიკაში!

 

არაა ეს პროგრესი?

გიგანტური პროგრესია!!!

================================

P.S. კარგი, ავლიპი მოკვდა, მაგრამ ნოშრევან კუჭუხიძეც აღარ გვყავს? თავისი აბი გლუკოზით და ბროწეულის ოყნებით?