იმპერატორული აღლუმი


საქართველოს იმპერატორის წინასაარჩევნო არსენალში ახალი მეთოდები მკვეთრი დეფიციტია.

სულ ბოლო მეთოდი, რაც მან დააპატენტა, იყო კონტროლის პალატის გადაკეთება ოპოზიციის ფინანსური გატყავების პალატად. რასაც დასჭირდა პალატის შტატში მდედრობითი გარეგნობის რობოკოპის იმპლემენტაცია, მთელი მსოფლიოს დასანახად გამართული მოქალაქეთა არნახული ტერორი, კანონმდებლობის შეცვლა და საბოლოოდ პალატისათვის სახელის შეცვლაც კი! ეფექტი – დაახლოებით წაგლეჯილი 10 მილიონი ლარი და მთელ მსოფლიოში მოთხრილი რეპუტაცია.

მეორე, ანალოგიური „ინოვაცია“ იყო ეროვნული ბანკის გადაქცევა პოლიტიკური ოპონენტების საბანკო დაყაჩაღების გამპარვებელ და სათვალთვალო კანტორად. ეფექტი – 200 მილიონი ახეული ლარი, საბანკო სექტორისადმი შერყეული რწმენა, ინვესტიციების შემცირება, ლონდონის ბირჟის პრემიერლისტინგში ძლივს მოხვედრილი საქართველოს ბანკის  აქციებისადმი ინტერესის სერიოზული კრახი და ისევ – მთელ მსოფლიოში მოთხრილი რეპუტაცია.

ნუ, იყო კიდევ რაღაც აბსოლუტურად გაფრენილი შებერვები – ჰოლოგრაფიული ადეიშვილი, ნიუ-ლაზიუკი, ჩეკების ლატარეა, უცხოეთიდან ექიმების მოზიდვა (ევროპაში უდიდესი 200-საწოლიანი კორეული კლინიკით და ლაგოდეხში მოზვავებული აზერბაიჯანელი პაციენტებით), და ა.შ. და ა.შ. ამის კრიტიკა საერთოდ დროის კარგვად მიმაჩნია, ამაზე უკვე მიშა თავხელიძესაც უჭირს ლაპარაკი…

ამიტომ, საქართველოს დაბოლებულ და გა-3D-ვებულ იმპერატორს სხვა არა დარჩენია რა, ძველ სკივრში დაობებული მეთოდების ქექვის იმედად იყოს… ქექავს, და რასაც ნახავს, ამოიღებს, შალის ნაჭრით აპრიალებს და ჩასჩურჩულებს: „მიშველე, ჩემო ნაქებო მეთოდო! გადამარჩინე და მე ვიცი შენი დაპატენტება და გაღმერთებაო!“

17 მაისს საქართველოს მოსახლეობამ იხილა ნაცმოძრაობის მიერ უკვე რამდენჯერმე აპრობირებული მეთოდი – სექსუალური უმცირესობების და რელიგიური მოღვაწეების დაპირისპირება…

მინდა გაგახსენოთ, რომ ეს მეთოდი, საკმაოდ წარმატებულად მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა 2010 წლის მაისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა „კავკასიის“პირდაპირ ეთერში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სექსუალური უმცირესობების დამცველთა დაპირისპირება ვიხილეთ. რასაც მოჰყვა რამდენიმე მართლმადიდებელი ახალგაზრდის დაჭერა (დღემდე ციხეში არიან) და საზოგადოების ნაწილში უნდობლობის დათესვა ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ! მოგებული კი დარჩა მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და გიგი უგულავა, რომელთაც საზოგადოება გახლიჩეს და მღვრიე წყალში მერობის თევზი დაიჭირეს. ამაზე სტატიაც დავწერე მაშინ, რომელიც დღევანდელ დღეს საკმაოდ ეხმიანება:

https://solomonternaleli.wordpress.com/2010/05/05

ახლა?

ისევ არის არჩევნები – საკმაოდ მალე.

ისევ არის საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო კარგად ხედავს ნაცმოძრაობის ლიდერების ერთმნიშვნელოვან მოღალატეობას, უსინდისობას, კორუმპირებულობას, უტიფრობას და იმ კატასტროფას, რაც მათ ხელისუფლებაში დარჩენას მოჰყვება უეჭველად. წყალდიდობა თბილისში, დავითგარეჯის ჩუმად გასხვისების მცდელობა, მსხვილი კორუფუციული გარიგებები, ხელისუფლების მიერ მითვისებული აღმაშენებელი და ძველი თბილისი, ძალადობა ჟურნალისტებზე, ტოტალური კონტროლი და ტოტალური გატყავება…

დღეს არის ძალიან პოპულარული ოპოზიცია, არის ძალიან რეირტინგული ძალა – „ქართული ოცნება“, რომლის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, თითქმის  აღარავის სჯერა არც მიშას შეუცვლელობის, არც მისი ყალბი რეიტინგების… ხელისუფლება ყიდის ყველაფერს – პარლამენტს, რკინიგზას, მთელ აჭარას, დავით-გარეჯს, რომ სასწრაფოდ პოლიტიკური დივიდენდები და არჩევნების გასაყალბებლად საჭირო ფული მოიპოვოს… საქართველოს საგარეო ვალი 11 მილიარდ დოლარზე ავიდა… თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა 1 წელიწადში ბანკროტად გამოცხადდება…

ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ მოხდეს ერის უდიდესი ნაწილის კონსოლიდაცია „ქართული ოცნების“ ირგვლივ.

ხელისუფლების ერთადერთი იმედი არის საზოგადოებაში შუღლის დათესვა და მის მრავალ ნაწილად გახლეჩა. სწორედ ამიტომ უნდათ დაუპირისპირონ სექსუალური უმცირესობა და მათი დამცველები (საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შემართებით ებრძვის) – მართლმადიდებლებს და საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც ასევე შემართულია მიხეილ სააკაშვილის ანტიეროვნული, ანტიადამიანური, ყველაფრის გამყიდველი და უნამუსო რეჟიმის მიმართ!

მერე დაიწყება ქალაქელების და სოფლელების, უმუშევრების და დასაქმებულების, მასწავლებლების და მოსწავლეების, სტუდენტების და ლექტორების, პაციენტების და ექიმების – დაპირისპირების მცდელობები!

„გაყავი და იბატონე!“ – აი, მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგი და იმედი!

სწორედ ამიტომ, პოლიციამ შეაგულიანა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომ მათ დაიცავდა, ხოლო არ გამოვრიცხავ, მათთვის შეურაცხყოფის მიმყენებელთა მხრიდანაც ზოგიერთი სპეციალური დავალებით მოქმედი პროვოკატორი ყოფილიყო! ბოლოს კი, სწორედ პოლიციელებმა დააკავეს ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები და მათ მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ხვალ, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოზიციები ძალიან შერყეულია დასავლეთში, რომლის წინააღმდეგ არსებობს Human Rigths Watch-ის და ევროკავშირის, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის და Amensty International–ის ძალიან კრიტიკული დასკვნები და მალე იქნება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო კრიტიკული – აშშ სახ. დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში, უნდა წარსდგეს მსოფლიო საზოგადოების წინაშე და პასუხი აგოს იმ უკანონებებზე რაც ხდება მისი პოლიციის, სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, მედიაქოფაკების და სექსპერტების მიერ! და ამ დროს, როგორც ციური მანანა, ისე მოევლინა მას დღევანდელი შეჯახება თბილისის ცენტრში და მთელ მსოფლიო მედიასაშუალებებში გავრცელებული კადრები.

მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ამ კადრების იმედად, ისევ შეეცდება, დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ იგი არის დემოკრატიის თეთრი მტრედი და ქართული საზოგადოება – ჰომოფობიით დაბრმავებული, ბნელი და არატოლერანტული! რომ მისი და მისი პოლიციის გარეშე საქართველოში შუღლი და გაუტანლობა იფეთქებს! რომ სწორედ იგი არის ადამიანის უფლებების გარანტი საქართველოში!

ძმებო და დებო! იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ ერთმანეთზე და ერთმანეთის უფლებებზე –  ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები! და თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ, ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ იმ საშინელებას, რომელსაც ქვეყნის მოღალატე და გამყიდველი თახსირი ხელისუფლება ეწოდება! ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაივიწყებს ყველა იმ უბედურებას, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა, და დაიწყებს თავის თანამოქალაქეზე იერიშის მიტანას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მისგან განსხვავებულია – აზროვნებით, რწმენით, და ორიენტაციით, მომავალში ისევე დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს დაშლასა და სამშობლოს დაკარგვაზე, როგორც სააკაშვილის ავაზაკთა ბანდას.

ჩვენ უნდა გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი უთანხმოებანი და უნდა გავერთიანდეთ სწორედ კრიმინალური რეჟიმის საწინააღმდეგოდ!

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ჩვენი მთავარი სატკივარი დღეს – ქართველი ხალხი არის დევნილი თავისი ქვეყნიდან იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც მზადაა ნებისმიერს მიჰყიდოს ჩვენი ქვეყანა და სურს მთლიანად დაცალოს საქართველო – საქართველოს მოქალაქეებისაგან. სწორედ ამიტომ უნდა ნაცმოძრაობას, მიიღონ აბსურდული ცვლილება, რომ საქართველოს არჩევნებში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს არამოქალაქეები – ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭონ ამ სტატუსის ღირს ადამიანს!

როდესაც ჩვენ გვტკივა ჩვენი ქუჩაში დაღუპული ახალგაზრდები, ჩვენი ომში დაღუპული ახალგაზრდები, ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი აოხრებული ბუნება, ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობა, ჩვენი დაქცეული სოფელი და ბარაკებში შეხიზნული ქალაქები, ჩვენი მიგრანტებად გაფანტული მილიონობით თანამემამულე, ჩვენი უდანაშაულოდ ციხეებში გამომწყვედული და ნაწამები მოქალაქეები… როდესაც ამდენი რამე გვტკივა, ნუთუ მოქალაქეთა ერთი მცირე ჯგუფის აღლუმის გამართვა არის ის „უზენაესი სატკივარი“, რასაც უნდა შეეწიროს სამოქალაქო ერთობა? ხოლო ყველაფერ ზემოთჩამოთვლილზე პასუხისმგებელი და პასუხის არგამცემი მთავრობა ისევ უნდა დარჩეს ჩვენს მოსისხლე ბატონად და უფლებაბოძებულ მოძალადედ? ნუთუ თქვენ,ჩაგრულო უმცირესობავ, თქვენი საკუთარი უფლებების გარდა, სხვა არავის შელახული და შერყვნილი უფლებები არ გაღელვებთ, რომ დღეს ამაზე გაგჩენიათ პროტესტი და ყველაფრის დამამცირებელ და გამყიდველ ხელისუფალთ შეკვრიხართ, ოღონდ კი ამ აღლუმის და საქვეყნოდ თავის გამოჩენის უფლება გიბოძოთ?

და მე ვეკითხები მეორე მხარესაც – თუ ქრისტიანობის დამცველი ხართ და ქრისტესმიერი სიყვარული არის თქვენი რწმენის საფუძველი, სად გაქრა ის მოწყალება და მიმტევებლობა, რომელიც უფალმა გვიქადაგა? ნუთუ ფიზიკური ძალადობა უნდა იყოს იარაღი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ჩვენგან განსხვავებულია? რამდენიმე ათეული ჩვენი რწმენის და ქცევის საჯაროდ უარმყოფელი ადამიანი თუ ჩვენს აგრესიამდე მისულ მრისხანებას იწვევს და არ ძალგიძთ მათ სიტყვით, რწმენით და გონების ძალით აჯობოთ, და თუ გეშინიათ, რომ ეს რამდენიმე ათეული გარყვნის მთელ ერს, განა ეს უფრო არ აკნინებს ჩვენი რწმენის ძალას, ვიდრე ამ რამდენიმე ათეული განდგომილის ეპატაჟური პროტესტი?

ახლა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება – 21 მაისს სამღვდელოება დავითგარეჯისკენ მსვლელობას აწყობს, მაშინ როცა ხელისუფლება იძახის, ვაითუ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა საზღვარზე გადამსვლელი დააპატიმრონო. იმავე 21 მაისს საქართველოს ლგბტ-აქტივისტები კი ახლა პარლამენტთან აპირებენ ჩაშლილი გეი-აღლუმის გაპროტესტებას. სააკაშვილი კი ამ დროს ჩიკაგოს ნატოს სამიტის ტრიბუნაზე იდგება მაპზე უკეთესის მოლოდინში… ან იმის მოლოდინში, რომ დასავლეთში იტყვიან – არა, ხომ ხედავთ, ეს კაცი რომ წამოვიდა, ნახეთ რა ხდება საქართველოში, სასწრაფოდ დავაბრუნოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგას ერთს უპყრია იქ სიტუაციის მართვის გასაღებიო…

ნუთუ ავუხდენთ ოცნებას საერთო ტრაგედიის დროს თამაშსა და საყიდლებზე წაბრძანებულ აცუნდრუკებულ „მმართველს“? ნუთუ ჩვენი სიბრმავით დავასხამთ წყალს იმ ჭეშმარიტი მაქციების წისქვილზე, რომელთა შესახებ ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“

ძალიან კარგად უნდა გავთვალოთ. ბეწვის ხიდზე გავდივართ…

Advertisements

”შუა უნდა გაიკრიფოს” – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ია ანთაძესთან (21/10/11)


ბატონო ბიძინა, საზოგადოება ხედავს, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება თქვენ წინააღმდეგ და იმ ხალხის წინააღმდეგაც, რომლებიც თქვენთან არიან დაკავშირებულნი. რას ელოდებით კიდევ?
მე ვფიქრობ, ძირითადი უკვე გააკეთეს – ნათელია, რა მეთოდებსაც გამოიყენებენ. დაიჭირეს ჩემი უახლოესი მრჩევლის და თანამშეწის – ირაკლი ღარიბაშვილის – სიმამრი, ავტომატი ჩაუდეს, როგორც ამათ ჩვევიათ. ასეთივე ხელწერით დაიჭირეს ჩემი შვილის მეგობარი, პოპულარული დიჯეი, ნარკოტიკი ჩაუდეს. “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს. ღამის თერთმეტის ნახევარზე ჩემს დაცვას იარაღის ჩაბარება მოსთხოვეს. შეიძლება პროკურატურა შევიდეს და დახუროს “ქართუ ბანკი”; შეიძლება, საქველმოქმედო ფონდიც დახურონ – ქველმოქმედება ქრთამად ჩამითვალონ. ჩემი შვილის ერთ მეგობარს და მის მეუღლეს მანქანები დასდევენ. შეიძლება, ჩემი ნათესავი და ახლობელი დააპატიმრონ ბანკიდან.

დღენახევარში მათ თავისი სახის ლუსტრაცია მოახდინეს იმით, რაც გააკეთეს.
პირადად თქვენი შესაძლო დეპორტის შესახებ რომ განაცხადეს, ამაზე რას იტყვით?
– ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ. ისიც კი ვერ გათვალეს, რომ თუ ჩემ შემთხვევაში რაღაც მოსადავებელი კიდევ იყო, ჩემი მეუღლის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვაც არ შეიძლება დაისვას.

ერთმა დეპუტატმა ქალბატონმა ახსენა 90 დღე და დეპორტაცია. ისიც კი არ იცის, რომ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ერთი წელი აქვთ უვიზოდ ყოფნის უფლება. მათი უბედურება ის არის, რომ მაგ გუნდში ჭკვიანი კაცი არ ჩანს, რომ სწორად გააანალიზოს ვითარება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თქვან – ეს კაცი საშიშია სახელმწიფოსთვისო – და ჩემი დეპორტაცია გადაწყვიტონ. მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ამით მხოლოდ მდგომარეობას გაიუარესებენ.

მათ უნდათ, მთელ ქვეყანას შავი ფარდა გადააფარონ; შუქი სადაც აღწევს და ვინც რაღაცას ხედავს, ისინი დააშინონ; მეორე ნაწილი კი სიცრუის მანქანით მოატყუონ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესროლონ, ამას ვაცნობიერებ და ფრთხილად ვარ.

ძალიან არ მომწონს მათი არასწორი ნაბიჯები და ყველანაირად ვცდილობ, რომ აქ კადაფიზაცია არ დაიწყოს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ ესენი როგორმე შევაჩეროთ, როგორმე კანონიერების ფარგლებში დავაბრუნოთ. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ შიდა ტემპერატურა დავწიო, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ძალიან მეშინია, ქუჩის აქციები არ დაიწყოს, რაც ამათ აწყობთ. არ უნდა ვითამაშოთ მათი თამაში. როგორმე არჩევნებამდე უნდა მივიდეთ.
ბიზნესმენი იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოდ მიაჩნია და პირადი კეთილდღეობით რისკავს. პოლიტიკოსი იძულებულია, გადაწყვეტილებები სხვებთან შეათანხმოს და მის რისკებზე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა დამოკიდებული. თუ ხელისუფალი იმას აკეთებს, რაც მას სურს, ესე იგი, ქვეყანაში ავტორიტარიზმია. ბიზნესიდან წამოღებული რა გამოცდილება გამოგადგებათ პოლიტიკაში და რამდენად ხართ მზად კომპრომისებისა და შეთანხმებებისთვის?
– სინამდვილეში, ძალიან ბევრია საერთო, განსხვავება კი – ცოტა. ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს – როგორც ჩვენი მთავრობა იქცევა.

ვინც წარმატებას მიაღწია – და მე არ ვიქნები გამონაკლისი – ის ყოველთვის მაქსიმალურ ოპონირებას მოითხოვს, რათა შეცდომა არ დაუშვას. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, აუცილებლად უნდა დაეყრდნო ლიბერალიზმსა და დემოკრატიას.

ბიზნესმენი, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიულ მართვას, ვერ ახერხებს ოპონენტების მოსმენას და ისეთი გუნდის შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი, ჩემი აზრით, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის შედეგი იყო, რომ როდესაც დეფოლტი მოხდა და ბანკი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, არც ერთი თანამშრომელი ადგილიდან არ დაძრულა, თვეობით მუშაობდნენ უხელფასოდ.

ახლა პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შევადაროთ. დემოკრატია რა არის? ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ბიზნესმენი ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ლიბერალი არ არის და ერთპიროვნულად მართავს. მეორე მხრივ, პოლიტიკოსიც პირადი წარმატებისთვის იღვწის, თუმცა, ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინდეს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასეა.

წარმატებისკენ სწრაფვაში პოლიტიკოსი ბიზნესმენისგან არ განსხვავდება, პირიქით, ხშირად უფრო მეტადაც აგრესიულია. ბიზნესმენი თანდათან იზრდება და თვითონ ქმნის თავის სამოქმედო არეალს, პოლიტიკოსი კი მოდის გამზადებულზე და საზოგადოებისგან უკვე შექმნილის მოხმარებას იწყებს. ნიჭიერ პოლიტიკოსს შეუძლია – და ამის მაგალითი ბევრია – რომ სახელმწიფოც განავითაროს და სკამიც შეინარჩუნოს. უნიჭო და ნაკლებად ნიჭიერი, რომელიც ორივეს ერთად ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე სკამს აყენებს და ყველაფერზე მიდის მის შესანარჩუნებლად. გააჩნია, რა დონეზე მისცემს ამის უფლებას საზოგადოება. სინამდვილეში, სხვაობა ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს შორის არც თუ ისე დიდია მართვის კუთხით.
ამბობენ, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქმედურანიანი, ენერგიული მთავრობა. ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმედით შეჰყურებდა. შემდეგ ხელისუფლება სულ უფრო არაპოპულარული და მიუღებელი გახდა. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ხელისუფლებისადმი ნდობა უნდობლობად გადააქცია?
– ქმედუნარიანი მთავრობა?! ვერ დაგეთანხმებით. რამდენიმე პროექტი მართლაც განხორციელდა. პოლიციაში მოხდა რეფორმა და ის სირცხვილიც მოვიშორეთ, როდესაც უმაღლესში ქრთამით ეწყობოდნენ. მე არ მინდა, რომ ის კარგი დავკარგო, რაც გაკეთდა. მაგრამ განათლების სისტემაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაზეც ახლა არ შევჩერდები. საუბედუროდ, პოლიციამაც ის ეფექტურობა მთლიანად დაკარგა, რაც თავიდან ჰქონდა – პრაქტიკულად, სათავისოდ და ხალხის დასაშინებელ მანქანად იყენებენ.

ამიტომაც, ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ქმედუნარიანი მთავრობა შეიქმნა. თანამდებობის პირთა მუდმივი გადაადგილებები საბავშვო თამაშებს ჰგავს. მართლაც ქმედუნარიანი მთავრობა ცოტა სხვანაირ შედეგებს მიიღებდა. ქმედითი შექმნეს ფულის შეგროვების მექანიზმი ბიუჯეტში, რაშიც მეც მივეხმარე და რასაც შევარდნაძის მთავრობა ვერ ახერხებდა.

სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ უნდა მოკრიბოს გადასახადი. საგადასახადო სამსახურში და საბაჟოზე ფულის დიდი ნაწილი ადგილზე რჩებოდა და ნაწილდებოდა, იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტში წასულიყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. პირველ ეტაპზე ეს იყო ეფექტური, როცა ბიუჯეტს თავისი სახე მიეცა. რაღაც ინვერსტიციები შემოვიდა, მშენებლობები დაიყო, მაგრამ დიდი და სერიოზული ინვესტიცია აქ არ განხორციელებულა.

ფულის შეგროვება რომ მოახერხეს, ეს ნამდვილად უნდა ჩავუთვალოთ, მაგრამ რაც ამ ბოლო დროს ხდება, წარმოუდგენელია. ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც ფინანსთა სამინისტროში ხდება. ან რას ჰგავს სახელმწიფო ბიუჯეტი?! ფინანსთა სამინისტრო და ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ გადაიქციეს. ატარებენ კონცერტებს, უაზრო ღონისძიებებს, ეს ნონსენსია. ასეთი რამ ვერ მოხდება, მაგალითად, საფრანგეთში, რომელიც საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოა.
მაინც, რა იყო მიზეზი, რომ ნდობა უნდობლობით შეიცვალა? ყველამ თავისი გზა გაიარა ნდობიდან უნდობლობამდე. თავიდან ხომ იყო ნდობა?
– დიახ, ნდობა იყო და მეც ეიფორიაში ვიყავი. ცალ-ცალკე ვიტყვი, რა იყო უნდობლობის გაჩენის მიზეზი ჩემთვის, და რა იყო, ჩემი აზრით, იმავეს მიზეზი ხალხისთვის. ნდობამ ჩაქრობა დაიწყო მაშინ, როცა ამათ თავისი რეალური სახის ჩვენება დაიწყეს; როცა რაღაც გაუგებარი მიზეზების გამო სახლებს ანგრევდნენ, როდესაც დამსახურებულ ადამიანებს აბუჩად იგდებდნენ და ასე შემდეგ.

დიახ, ეიფორია ნამდვილად იყო, რომ მოვიდა დემოკრატიული მთავრობა. მეც ამ განწყობით ვიყავი. თუნდაც, იგივე მეცხრე არხი, რომელიც დემოკრატიის მხარდამჭერ სათადარიგო არხად მქონდა. მთელმა პერსონალმა იცოდა, რომ თუ რამე მოხდებოდა, ჩვენ გამოვიწევდით წინა პლანზე თავისუფალი სიტყვის დასაცავად. როცა ეს მთავრობა მოვიდა, ვერ ვიკადრე, რომ ამ ტელევიზიას ფუნქციონირება გაეგრძელებინა. ვფიქრობდი, რომ, ასრულდა ჩვენი ოცნება და არ მინდოდა, ჩასაფრებულის როლში აღმოვჩენილიყავი. ხელისუფლებას ვაჩუქე ტელევიზია, რომლის ნაწილი “რუსთავი 2”-ს მისცეს, ნაწილი, მე მგონი, პირველ არხს გადაულოცეს.

გახსოვთ, ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ აპატიეს… ამას მოჰყვა უკანონო ნგრევა, ქონების წართმევა, კიდევ სხვა და სხვა… ხალხმა ჩემზე ადრე დაიწყო სინამდვილის გაცნობიერება.

მათ ნელ-ნელა გამოაჩინეს საკუთარი სახე. დღეს ხომ არ დაბადებულან? ყოველთვის ასეთები იყვნენ. მე, ჩემდა სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. ჩემთვის ინფორმაცია ან თავად სააკაშვილს მოჰქონდა, ან მერაბიშვილს, რომელსაც ხანდახან მიშა გამოგზავნიდა ხოლმე, როცა ჩამოსვლა არ შემეძლო. მთავრობაშიც თითქმის არავის ვიცნობდი.

არადა, თავიდან ყველანაირად გვერდში ვედექი – რჩევით, ფინანსებით. ვეუბნებოდი, ოღონდ თქვენ კორუფცია მოსპეთ და წესრიგი დაამყარეთ, რაც საჭიროა, ყველაფრით დაგეხმარებით-მეთქი. საზოგადოებას რომ ეგონა, მთავრობას სოროსი აფინანსებდა, სინამდვილეში, იმ თანხას, ძირითადად, მე ვიხდიდი.

დრო რომ გადიოდა, რაღაცეები მესმოდა და არ მომწონდა, მაგრამ 7 ნოემბერს უკვე ძალიან დავიძაბე და მიშას დავურეკე. მითხრა, მე მოგცემ ყველა მასალას, მერაბიშვილი ჩამოვა და ჩამოგიტანსო. ამასობაში “იმედის” ამბები დატრიალდა. ძალიან გაცეცხლებულმა დავურეკე, ჭორვილაში ვიყავი. კატეგორიულად მოვთხოვე: “შეაჩერე!” მეუბნებოდა: შენ არ იცი, რა ხდება… საშინელება ხდება… სახელმწიფო გადატრიალება ხდება… მერე აგიხსნიო.

მეორე დღეს ჩამოვედი და ვკითხე, აბა, რა მოხდა-მეთქი. რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდათ რეალური, რითიც დამარწმუნებდნენ.

სულ მეუბნებოდა, შენთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასიაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე აღარ იყო საუბარი – “სასწრაფოდ გადადექი და საზოგადოებამ შეაფასოს შენი საქციელი. პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემთვის მიუღებელი პრეზიდენტი ხარ”.

მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, გადავდგებიო. მერე გავიგე, რომ ამაში უცხოეთიც ყოფილა ჩარეული.

გამიხარდა, რომ გადადგა. მაგრამ ამით რაღაც პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. რადგან რჩევით დახმარებას მთხოვდა, მეც, ნაწილობრივ, ჩავერთე პროცესში. ტელევიზორის ყურება დავიწყე და ამასობაში მივხვდი, რომ არ ყოფილა საქმე ისე, მე რომ მეგონა. თურმე, თბილისელები დასანახად ვეღარ იტანდნენ.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დავინახე, რომ ამან საზოგადოების ისე განაწყენება მოახერხა, – ხმებს ვერ აგროვებს. ვუთხარი – ისე ჩანს, არჩევნებს ვერ მოიგებ-მეთქი. თავიდან იხტიბარს არ იტეხდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამომიტყდა, მძიმედ არის საქმეო. უკვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ დაწყებულის გაწყვეტა და პროცესიდან გამოსვლა ვერ ვიკადრე, მაგრამ კონტაქტი შევამცირე. ძალიან შემრცხვა ჩემი თავისა ამ ყველაფრის შემდეგ. განვიცადე, რომ სწორი პოზიცია ვერ დავიჭირე დროულად. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ინაუგურაციის დღეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით. იმ წუთში ძალიან შეცბა და მითხრა – მტოვებო? მე კი ვუპასუხე, რას ნიშნავს, გტოვებ – ინაუგურაციის დღე გაქვს, არჩევნებს ხომ არ იწყებ-მეთქი. ასე დამთავრდა ეს ამბავი.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ ნდობა იმის გამო ხომ არ დაკარგა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილს ერთპიროვნული ძალაუფლება ჰქონდა? პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას მუდმივად გაჰყავდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო ყველა ადგილობრივ არჩევით ორგანოში – უმრავლესობა; რაც სახელისუფლო პარტიას საშუალებას აძლევდა, არავისთვის გაეწია ანგარიში და თვითნებური გადაწყვეტილებები მიეღო.
– გეთანხმებით. როდესაც მე ვამბობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალ, ვგულისხმობ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ⅔-ს პლუს ერთი. ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია.

როცა პარტია სულ რამდენიმე ადამიანით არის წარმოდგენილი პარლამენტში და გუნდი არ ჰყავს, ხედვებს ვერ აყალიბებს და პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას იმიტომ ვხედავ, რომ, უფრო პატარა გუნდით არსებით სისტემურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, ვინაიდან ჩვენი და ნაციონალების ხედვები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. არადა, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, აუცილებელია, რომ კონსტიტუცია გავმართოთ.
როგორი იქნებოდა კარგი კონსტიტუცია თქვენთვის? რა პრეტენზია გაქვთ ამ კონსტიტუციასთან?
– ამათ ხელწერას ვხედავ – როცა უნდათ და როგორც უნდათ, ერთ ღამეში ისე გადაწერენ და მოირგებენ კონსტიტუციას, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ და მიაღწიონ სინგაპურიზაციას, თუ რაღაც ასეთს… მაგათ რომ ჰკითხო, სულ ეგენი უნდა იყვნენ და იყვნენ. კარგი ის კონსტიტუცია კი არ იქნება, რომელსაც მე დავწერ, არამედ, ის, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდება. ასევე, უნდა შედგეს – რასაც მიშასაც ვთავაზობდი – ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა: რა უნდა გაკეთდეს დასავლეთში, აღმოსავლეთში, მთაში, ბარში… ეს გეგმა უნდა შეადგინონ პროფესიანალებმა და ის მისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის. მე კი მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ მარტო არაფერს გადავწყვეტ, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი წესით სურს ცხოვრება.
მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას ხსნიდა იმით, რომ ქვეყანაში სწრაფ და ეფექტიან რეფორმებს მხოლოდ ერთიანი, შეკრული გუნდი გაატარებდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები არც მთავრობაში ფერხდება და არც პარლამენტში, მაგრამ ამ რეალობამ შეიწირა დემოკრატია. ხომ არ ჯობდა, რეფორმები უფრო ნელა, დებატებისა და დისკუსიების ფონზე წარმართულიყო, რაც, მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვების წყვეტის ფასად დაუჯდებოდათ, მაგრამ ასეთ რეჟიმში მუშაობა მოსახლეობას ბევრი თვითნებური გადაწყვეტილებისგან დაიცავდა? ის არგუმენტი, რაც თქვენ ბრძანეთ, ზუსტად ემთხვევა სააკაშვილის არგუმენტს.
– რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა ვართო, რომ აცხადებდნენ, რეალურად, ორი რეფორმა გაატარეს და ორივე დიდი ხარვეზებით, რაზეც ზემოთაც გესაუბრეთ. ამის გარდა, მათ არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებიათ.

მართვის გამოცდილება არ გააჩნიათ, არც იციან და ვერც შეიძენენ ვერასდროს. რაც მოხდა, ამათ სიჩქარის გამო კი არ მოუვიდათ, არამედ – უცოდინრობით. ვერ დავწამებ, რომ არ უნდოდათ. ბევრი მეუბნებოდა, ესენი ქვეყნის დასანგრევად არიან მოსულებიო. მე ამას ვერ ვიზიარებ. ბევრ რამეს მათი უმეცრებითა და თავისებურებით ვხსნი.

ახლა თქვენ მეუბნებით, რომ რასაც ისინი ამბობდნენ, თქვენც იმავეს ამბობთ და რატომ უნდა დაგიჯეროთო. რამდენიც უნდა ვირტყა გულში ხელი, რა თქმა უნდა, თეორიულად ამის საფრთხე არსებობს. თუმცა, იმისთვის, რომ მენდოთ, წარსულში უნდა გავიხედოთ, ჩემი გავლილი გზა უნდა გაითვალისწინოთ – რას მივაღწიე და რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის მიმართ.

შეიძლება, მსოფლიოში ვერ ნახოთ მაგალითი, როცა კაცს პოლიტიკა კატეგორიულად არ უნდოდა და მაინც პოლიტიკაში მოვიდა. როცა ვამბობ, რომ ევროპელები შეიძლება გავაკვირვო დემოკრატიით, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რამის გაკეთება შედარებით იოლად შეიძლება. თუმცა, მე მეოცნებე ვარ, მაგრამ პრაგმატიზმიც მყოფნის და კონსერვატიზმიც. პოლიტიკაში რადგან მოვედი, ესე იგი, მაქვს განცდა, რომ შემიძლია, ეს მოვახერხო.
და მაინც უნდა ჩაგეძიოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ცუდად დაებედა ე.წ. “აბსოლუტური უმრავლესობის” სინდრომი. შეუძლებელია, დავივიწყოთ, რომ პარტიები ხელისუფლებაში მოდიოდნენ დიდი უმრავლესობით და დიდი ნდობით, მაგრამ მიდიოდნენ პოლიტიკური კატაკლიზმებით. მათ ადგილს იკავებდა ახალი უმრავლესობა – იმავე პერსპექტივით. თქვენ საქართველოს მოსახლეობას ჰპირდებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობით მოხვალთ და ორ–სამ წელიწადში არსებით რეფორმებს გაატარებთ. თავად ეს უმრავლესობა ხომ არ აღმოჩნდება საფრთხე, ერთი მხრივ, თქვენთვის და, მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის? უკეთესი ხომ არ იქნება, რომ მოჯადოებული წრე გაირღვეს და ძალთა ბალანსზე დამყარებული პარლამენტი ჩამოყალიბდეს? თუნდაც, შეიქმნას კანონი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარს განუსაზღვრავს და კოალიციის შექმნას აიძულებს?
– ძალიან კარგი კითხვაა. ზუსტად ამას ვაპირებ, როცა კონსტიტუციურ ცვლილებებზე ვსაუბრობ. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა შევქმნათ, რომ გამოვრიცხოთ რისკები. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩემთვის იდეალური ბალანსით – ერთი მესამედით – რომ მოვიდეთ – ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. მე კი ძირეულ ცვლილებებს ვგეგმავ და ამის შემდეგ ხელისუფლებიდან წავალ. აქამდე ეს არ მითქვამს: ვაპირებ, გადავიდე ჩვენ მიერ შექმნილი მთავრობის ოპოზიციაში. როცა ჩემს პირველ წერილში ვთქვი, რომ ორი-სამი წლის შემდეგ წავალ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი მთავრობის პირველი ოპონენტი მე ვიქნები და ყველანაირად გავაძლიერებ ოპოზიციას, რათა სათანადო კონტროლი გავუწიო ხელისუფლებას. ამის პრეცედენტი მინდა, რომ შევქმნა.
ახლა თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეთ, რომელიც გულზე ჩამოკიდებული ლოდივით გექნებათ: გინდათ, მოხვიდეთ უმრავლესობით, რათა შექმნათ კონსტიტუცია და ქვეყნის მართვის მოდელი, რომელიც ერთპარტიულ მართვას და ავტორიტარიზმს გამორიცხავს.
– დიახ, კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ავტორიტარიზმისგან მხოლოდ კონსტიტუცია ვერ დაგვიცავს. საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. სწორედ საზოგადოების გაძლიერებას ვაპირებ, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი.
ბევრი კრიტიკა ისმის დღევანდელი მთავრობის პერსონალური შემადგენლობის მიმართ. აპირებთ თუ არა, საპარლამენტო არჩევნებამდე გამოაცხადოთ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შედარების საშუალება?
– ჩრდილოვან კაბინეტზე ჯერ არ მიფიქრია, მზა პასუხი არ მაქვს. ნელ-ნელა შემექმნება ხედვა, ვის რა შეუძლია და ვინ სად აჯობებს, რომ დადგეს. ზოგს არ მოსწონს ალასანია, ზოგს რესპუბლიკელები, ზოგს სხვა და ზოგს – სხვა. მაგრამ, ჩვენი საზოგადოება ეს არის. მთვარიდან ხალხს ვერ მოვიყვან. მეც ბევრს არ მოვწონვარ… უნდა გავიგოთ, რომ არჩევანი ჩვენი საზოგადოებიდან უნდა გავაკეთოთ. მეც აქედან შევარჩევ ოპტიმალურ ვარიანტს.
ბევრი დარწმუნებულია, რომ თქვენ არჩევნების მოსაგებად საკმარის ხმებს მოიზიდავთ; ასევე, ბევრი ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე არჩევნებში თქვენს მონაწილეობასაც კი ეკარგება აზრი – რადგან ნაციონალური მოძრაობა მაინც იმ შედეგს დადებს, რაც მას სჭირდება. როგორ აპირებთ, აიძულოთ ხელისუფლება, შეცვალოს საარჩევნო გარემო? თუ მიგაჩნიათ, რომ არსებულ პირობებშიც შესაძლებელია არჩევნების მოგება? საკუთარი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას თუ აპირებთ?
– გუნდის ჩამოყალიბებას აუცილებლად ვაპირებ. ცხადია, პარტიაც უნდა ჩამოვაყალიბო. მართალია, არსებობს განცდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მჯერა, რომ ეს შესაძლებელი იქნება.

ვფიქრობ, ხელისუფლება ლეგიტიმურ ჩარჩოში მოექცევა. ამის რწმენას არ ვკარგავ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს: მაგალითად, მზად ვარ პირადად დავაფინანსო ბიომეტრიული პასპორტები, რაკი მთავრობამ განაცხადა, რომ ამის ფული არ აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არჩევნებს არსებულ პირობებშიც მოვიგებთ, სულ რომ არაფერი შეიცვალოს.

ეს კანონმდებლობა მაშინ არის საშიში, თუკი ჩვენი და მათი შედეგი ახლოს იქნება ერთმანეთთან. ნაციონალები რეალურად მიიღებენ ათიდან ოც პროცენტამდე ხმებს. იმისათვის, რომ ამერიკამ და ევროპამ შედეგები ლეგიტიმურად ცნოს, მაქსიმუმ, ამ პროცენტის გაორმაგება შეუძლიათ და მეტი – არა. მე უკიდურეს ვარიანტს გეუბნებით, ამის მეტს ვერ შეძლებენ.
– 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა, თუ შევარდნაძე ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, ის მიიღებს რევოლუციასო. თქვენ განაცხადეთ, რომ სააკაშვილს არ უნდა მივცეთ ქვეყნის მართვის გაგრძელების უფლება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. თუ იგი მაინც ვერ შეელევა ძალაუფლებას, ამ შემთხვევაში, თქვენს ლექსიკონში ხომ არ გაჩნდება სიტყვა “რევოლუცია”?
– ძალიან არ მინდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. თუ ამ სიტყვის გამოყენება მომიხდა, ჩავთვლი, რომ ჩემი მოსვლა პოლიტიკაში მცდარი იყო. მაგრამ, მე მგონია, რომ დროულად და სწორად მოვედი და ხელისუფლების შეცვლას ყოველგვარი რევოლუციის გარეშე მოვახერხებთ. თუ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა მექანიზმით მოახერხებს, შევძლებთ მისი არალეგიტიმურობის დამტკიცებას. ის ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით ვერ მოვა. სიტყვა “რევოლუციის” გაგონება არ მინდა და არც სიტყვა “ქუჩის” ხსენება მინდა. ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის პირველი პრეცედენტი უნდა შევქმნათ. ეს ერთ-ერთი დიდი წარმატება იქნება.
ბევრ ადამიანს გაუკვირდა თქვენი მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზება ვანო მერაბიშვილისადმი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარ ხერხემლად მიაჩნია. მერაბიშვილი – ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი სხვა პირები – როგორ შეიძლება სასარგებლო და მისაღები აღმოჩნდნენ იმ საზოგადოებისთვის, რომელიც თქვენგან დღევანდელი სისტემის ძირფესვიანად შეცვლას ელოდება?
– როიტერმა ასეთი შეკითხვაც კი დამისვა, მთავრობაში თუ მოიაზრებთ მერაბიშვილსო. ცხადია, რომ არა. რა თქმა უნდა, ეს არ მქონდა მხედველობაში, როცა მერაბიშვილს მივმართე. დღევანდელი ხელისუფლების საკვანძო ფიგურები ახალ მთავრობაში არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრებიან. მათ დათვური სამსახური გაუწიეს თვითონ სააკაშვილს და დღეს რაც გვჭირს – ამაში მათი დიდი წვლილია. მერაბიშვილისადმი ჩემი მიმართვის არსი იყო ის, რომ თუ სწორად მოიქცევიან და კანონის ფარგლებში დარჩებიან არჩევნებამდე – რისი დიდი სურვილიც მაქვს – მათ მიეცემათ საშუალება, რომ, თუნდაც, პოლიტიკური პარტია შექმნან, თუნდაც, იყვნენ ბიზნესში, ან სხვა რამე მოიფიქრონ. მაგრამ ჩვენს მთავრობაში არ იქნებიან.
მალე ახლოს გაიცნობთ ქართულ სასამართლოს და მოგეცემათ შანსი, ამტკიცოთ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, სადაც შობილხართ, გაზრდილხართ და გისროლიათ ისარი… თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია დამოუკიდებელი სასამართლო. თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილი იყო სასამართლო რეფორმის ავტორი. თქვენ რას გვთავაზობთ – რომ ვენდოთ თქვენს კეთილ ნებას, თუ რაიმე მექანიზმი გეგულებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად?
– არ მაქვს მზა რეცეპტი, მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. საქართველოში მრავლად არიან კვალიფიციური იურისტები. ზოგ მათგანს უკვე შევხვდი. თავს უფლებას არ მივცემ, რომ გადავწყვიტო, რა მექანიზმებით უნდა განხორციელდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. მოვკრებ სპეციალისტებს და პოლიტიკური ნების პირობებში სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს მექანიზმების შესახებ. მე არ მაქვს ამის ცოდნა, მაგრამ ვიცი, როგორ მოვთხოვო მცოდნეებს და როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი.
საქართველოში მეტად მტკივნეულია უკანონო პატიმრების თემა. როგორ უნდა გაიმიჯნონ ერთმანეთისგან უკანონო და კანონიერი პატიმრები? არსებულმა სასამართლომ უნდა გადახედოს მათ საქმეებს? თუ ახალი სასამართლოს ფორმირებას უნდა დაელოდონ? ან, იქნებ, რაიმე საგანგებო კომისია უნდა შეიქმნას სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად?
– ძალიან რთული კითხვა მომეცით. მზა პასუხი არ მაქვს, ვინაიდან ეს საკითხიც სპეციალისტების გადასაწყვეტია. პროცედურები მათ უნდა შეიმუშაონ. მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ბევრი მიფიქრია. შევქმნი იმ პირობებს, რომ სპეციალისტებმა შეძლონ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. საშინელ დღეში ჩააგდეს საზოგადოება. მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ შეცდომას შეცდომა დავამატოთ. ვაცნობიერებ, რა საშინელება დამხვდება ამ კუთხითაც. საზოგადოების დიდი ნაწილი გაატარეს პირობითი სასჯელების წნეხში. ეს მოსახლეობის გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ადამიანები სახლებს ყიდიან, რომ ოჯახის წევრი ციხიდან დაიხსნან. წამლის ფული აღარ რჩებათ, ხალხი გაუგონარ სიღატაკემდე მიიყვანეს. ყველაფერს ყიდიან და ქუჩაში რჩებიან. არაფერი გააჩნიათ, გარდა ვალებისა.
საქართველოს არაერთმა მოქალაქემ თავისი კუთვნილი ქონება, სხვადასხვა სახის ზეწოლის შედეგად, სახელმწიფოს აჩუქა. მათ უნდა ჰქონდეთ თუ არა იმედი, რომ საკუთარ ქონებას დაიბრუნებენ?
– მყისიერად ვერც ეს მოხდება, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს არ დავეხმაროთ?! სამართლიანობა უნდა აღდგეს იმ სასამართლოს მეშვეობით, რომლის ჩამოყალიბებაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს ახალი ადამიანის, ახალი ქართველის შექმნას. თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ ეს ახალი ადამიანი? რა დამოკიდებულება გაქვთ ამ იდეის მიმართ?
– ასეთი ტერმინები, როგორიცაა “ახალი ადამიანის შექმნა” – კომკავშირული გამონათქვამების მსგავსია და ჩემთვის სრულიად მიუღებელია. საზოგადოება უნდა გარდაიქმნას. ამაზე ჩემს პირველ წერილშიც მოგახსენეთ – უახლოეს დროში უნდა შევქმნათ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების კრიტიკული მასა. საზოგადოება დაშლილია. ამათ მოახერხეს და ის მუხტი, რაც იყო, ბოლომდე გაანადგურეს. მე საზოგადოებრივ ცვლილებებზე მაქვს პრეტენზია, საზოგადოებასთან ერთად დავდგები და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. ახალი ტიპის ადამიანის შექმნა და ახალი ტიპის ადამიანის გამოყვანა ჩემთვის ძალიან უხერხული ტერმინებია. საზოგადოებამ უნდა მოახერხოს გარდაქმნა. ამ პროცესში ქართველებმა ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და შევცვალოთ.
თქვენ გაავლეთ სადემარკაციო ხაზი დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის და ყველას მოუწოდეთ, რომ მკაფიოდ განსაზღვროს თავისი ადგილი. სად უტოვებთ სივრცეს დამოუკიდებელ მედიას?
– ობიექტური მედია, ვისაც უნდა ცვლილებები – არის სადემარკაციო ხაზის აქეთ. მე უფრო ტელევიზიებს ვაკვირდებოდი, რადგან ისინი ქმნიან ძირითად კლიმატს და ამჯერად მხოლოდ მათზე ვისაუბრებ. “იმედი”, “რუსთავი 2” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად ხაზის იქით არიან. არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ჩემი რეაქცია “მაესტროსა” და “კავკასიის” მიმართ. აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ბატონ რამაზ საყვარელიძის მიმართ. დამოუკიდებელი მედია ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ იქნა დამოუკიდებელი მედია, ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და პირიქით. დამოუკიდებელი მედია არის დემოკრატიის ერთ-ერთი ქვეკუთხედი, რომელიც უნდა შევქმნათ.
მაგრამ სადერმაკაციო ხაზის აქეთ ყოფნა ოპოზიციონერობას ნიშნავს. ოპოზიციონერობა კი არ არის ჟურნალისტის საქმე. კეთილსინდისიერებაა მთავარი.
– მე ოპოზიციონერობისკენ არავის მოვუწოდებ. ეტყობა, თქვენც ვერ გამიგეთ, ან ჩემს ტექსტში ვერ გამოვხატე კარგად. არ მაქვს პრეტენზია ყველაფრის ცოდნაზე და შეიძლება, ტერმინები სწორად არ გამოვიყენე. მინდა, რომ, პირველ რიგში, ჟურნალისტმა აჩვენოს სინამდვილე ისეთი, როგორიც ის არის და მეორე – ის იყოს ღირებულებების მხარეს. უნდა მოახერხოს, რომ კარგი და ცუდი გაარჩიოს და თუ ორივე ცუდია, გაარჩიოს, რომელია ცუდი და რომელი – უარესი.
როგორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თქვენეული ხედვა? რომელი სფეროები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად?
– მე კარგად ვიცი თანამედროვე ეკონომიკა. სოფლის მეურნეობა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არის წამყვანი, არ არის “ორთქმავალი”. უმეტეს ქვეყნებში სოფლის მეურნეობა დოტაციაზეა. მაგრამ ყველა განვითარებული ქვეყანა, მათ შორის, ამერიკა, აუცილებლად ინარჩუნებს სოფლის მეურნეობას.

ჩვენ, ტრადიციულად, აგრარული ქვეყანა ვართ, ამიტომ, სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენთან ადვილია. თუმცა, მთავარია ის, რაზეც ვისაუბრე ჩემს წერილში და რასაც ოცნების პროექტი დავარქვი: მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ინტელექტი უნდა იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინტელექტი შენარჩუნდება საფინანსო ჯგუფებში, საბანკო სექტროში, თუ ეს სფეროები კარგად აწყობილი არ არის, ეკონომიკა არ განვითარდება. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, მაგრამ ეს სისტემა, ძირითადად, გამართულია.

ტურიზმი, თავისთავად, საინტერესოა. მაგრამ ეს ბიზნესმა უნდა გადაწყვიტოს, სად რა გააკეთოს, კარნახით არ მოხდება. საინტერესო ქვეყანაა, საინტერესო კლიმატური პირობები გვაქვს, ჩამოვლენ, ნახავენ, გადაწყვეტენ.

მთავარი საფუძველი კანონიერებაა, ეს უნდა შეიქმნას. ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაუძახებენ და რაღაცას მოსთხოვენ. მე ვიცი, რა აფრთხობს ბიზნესმენს. აუცილებელია სტაბილური პოლიტიკა. კანონდებლობა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ ჩინოვნიკს არ ჰქონდეს უფლება, კანონის ზევით ბიზნესმენს რაღაც მოსთხოვოს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მაქვს განცდა, რომ ამას მოვახერხებ. ჩინოვნიკი ბიზნესმენს თუ არ ჩამოეხსნა, ილუზიაა, რომ ევროპელები აქ ინვესტიციას ჩადებენ.

ქართველები ზარმაცები რომ ჰგონიათ და ამბობენ, საქმის კეთება არ იციანო, სინამდვილეში, ქართველებს დიდი კულტურა გვაქვს. კულტურა კი იწვევს იმას, რომ თუ სწორად აუხსნი, უცებ იგებენ. ოღონდ, ერთი რამ არ შეგვეშალოს: ზოგიერთ ქართველს რომ მიაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც სხვას არავის აქვს, ასე არ არის. მაგრამ ქართველს აქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება სხვაგანაც ნახო. სხვაგანაც მშვენიერი ბუნებაა, მაგრამ ამ ერთი ბეწო მიწაზე თუ ყველაფერი გინახავს, სხვაგან აღარაფერი გაგაოცებს.
როგორ საგადასახადო მოწყობას უჭერთ მხარს?
– ძალიან მოკლედ გეტყვით: მთავრობამ იმდენი კვერცხი უნდა გამოართვას ქათამს, რამდენიც მის გამრავლებას არ შეაფერხებს. თუმცა, პენსიონერების რაოდენობაც უნდა გაითვალისწინოს. სახელმწიფო სტრუქტურებსაც შენახვა უნდა. ეს ყველა ქვეყანაში მუდმივად საკამათო თემაა. ამას ვერც საქართველო გადაურჩება. შუალედური პოზიცია უნდა მოვძებნოთ. ქათამი არ უნდა დავკლათ, ანუ ბიზნესი არ უნდა წავაქციოთ. ყველაზე მძიმე იქნება ჩემი მოსვლიდან 6 თვე, მაქსიმუმ, 1 წელი. ეიფორიაში მყოფ ხალხს ეგონება, ფულს დაგვირიგებენ და ყველანი უცებ გავმდიდრდებითო. მაგრამ ასე ვერ მოხდება. სიტუაციის აწონ-დაწონვა მოგვიწევს, როგორც ოჯახში – ამდენი და ამდენი ფული გვაქვს, როგორ მოვიქცეთ? შარვალი ვიყიდოთ? თეატრში წავიდეთ? ახალი სახლის მშენებლობა დავიწყოთ?

მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი საგადასახადო სისტემა უნდა გვქონდეს, რომ არც პენსიონერები დავხოცოთ შიმშილით და ბიზნესსაც ჰქონდეს განვითარების საშუალება.
დღევანდელ ხელისუფლებას სახელმწიფოს იდეალად სინგაპური მიაჩნია. გვიამბეთ ცოტა რამ იმ საქართველოზე, რომელში ცხოვრებასაც თქვენ ჰპირდებით მოსახლეობას; მაგალითად, სახელმწიფო რა დოზით მონაწილეობს ახალგაზრდების განათლებაში? ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაში? მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში?
– ამ სფეროებში სახელმწიფო იშვიათად და ნაკლებად უნდა ჩაერიოს; მაგრამ უნდა ჩაერიოს იქ, სადაც აუცილებელია. ამის მაგალითი იყო, როცა მიშას ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი სოფლის მეურნეობას. ასევე შეიძლება მოხდეს განათლებაშიც – მასაც დასჭირდეს დახმარება. სტრატეგიულ დარგებში – განათლება იქნება თუ მეცნიერება – განვითარებული სახელმწიფოები ამის კოორდინაციას ახდენენ და ჩვენთანაც ასე მოხდება. რა დოზით ჩაერევა სახელმწიფო, ამაზე პასუხის გაცემა ამჟამად რთულია. კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, სპეციალისტებთან ერთად. სოფლის მეურნეობას არ შეიძლებოდა, არ დავხმარებოდით. სხვათა შორის, პირველი ორი წელიწადი მევენახეებს ვეხმარებოდი. მესამე წელიწადს მიშამ მითხრა, აღარ არის საჭიროო.
თქვენ მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თქვენი ფონდი აკადემიკოსებს ეხმარებოდა, რომლებიც უკვე ნაკლებად პროდუქტიულები არიან. ფაქტობრივად, ფონდი ადამიანებს ეხმარებოდა სიცოცხლის გადარჩენაში, მაგრამ პროგრესზე არ იყო ორიენტირებული.
– მომავალს უნდა მივცეთ დაფინანსება პირველ რიგში და ეს უნდა ავუხსნათ საზოგადოებას. მაგრამ, თქვენ აკადემიკოსები ახსენეთ და – არც დამსახურებული ადამიანები უნდა გავწიროთ შიმშილით სიკვდილისთვის. ვისაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ შეუქმნია და დღეს აღარ შეუძლიათ, მათაც უნდა მივხედოთ, ეს ჩვენი ვალია. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაა, რომ ქველმოქმედება არ არის საუკეთესო გამოსავალი. ქვეყნისთვის საუკეთესოა სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანი თვითონ დასაქმდეს, თავისი ფული იშოვნოს. მეგობრები დავკარგე ამის გამო. თუ ეხმარები, დამოკიდებული ხდება და ვეღარ ინარჩუნებს ობიექტურობას. მძიმეა, როცა თვალებში გიყურებს კაცი იმის გამო, რომ დავალებულია. ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, რომ ადამიანებს ეს არ სჭირდებოდეთ. ამ გაჭირვებულ ყოფაში სხვა ვერაფერი შევძელი და იოლი გზა ვნახე. უფრო დიდი დახმარება იქნებოდა ქვეყნისთვის, რომ მე რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შემექმნა. ორი პროექტი მოვიფიქრე, რაზეც წერილშიც ვსაუბრობდი. პირველი არ გამომივიდა, რადგან უარი მითხრეს; მეორე პროექტის – მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იდეა მოეწონათ, ოღონდ, შენობის ნაწილში. მაშინვე მითხრეს, ცათამბჯენი ააშენეო. ძლივს დავარწმუნეთ “ჩვენი მაღალი”, რომ ეს არ შეიძლებოდა.
სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გამახსენდა – უფრო ადრე უნდა მეკითხა – ტელეკომპანია მეცხრე არხი რატომ დახურეთ?
– ჩვენ გვეჭირა შუალედური პოზიცია. შეგიძლიათ, ჟურნალისტებს ჰკითხოთ. შევარდნაძის მთავრობის დროს სხვადასხვა ტიპის საფრთხეები იგრძნობოდა. ჩანდა, რომ რაღაც არ მოსწონდათ “რუსთავი 2”-ის, რომელიც კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას. ამიტომ, ჩვენ შუალედური პოზიცია გვეჭირა და სათადარიგო ტელევიზიის როლი გვქონდა. თუ “რუსთავი 2”-ს საფრთხე დაემუქრებოდა, წინა პლანზე გადავიდოდით. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც, რევოლუციის მერე, ეიფორიაში მყოფმა, ვეღარ ვიკადრე, რომ სათადარიგო ტელევიზია შემენარჩუნებინა, რაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ნიშნავდა. ამ ვითარების შექმნაში, დღეს რაც გვაქვს, ჩემი ყველაზე დიდი ბრალეულობა და შეცდომა ტელევიზიის დახურვა იყო.
სახელმწიფოში რისი გაყიდვა მიგაჩნიათ შეუძლებლად?
– არ შეიძლება იმ ობიექტების გაყიდვა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. მგონი, ასეთი აღარაფერი დატოვეს, თუმცა, გავითვალისწინოთ, რომ, ზოგადად, სახელმწიფო საკუთრების ყველაზე არაეფექტური მმართველია.
რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ორ ქვეყანას, ფაქტობრივად, გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. დღევანდელი ხელისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მეშვეობით მოახდინოს რუსეთზე ზემოქმედება. რა არის თქვენი სტრატეგიის შინაარსი? როგორ გესახებათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა?
– ძალიან რთული კითხვაა. ვაცნობიერებ, რომ დიდი არჩევანი არ გვაქვს. ჩვენ გვქონდა უფრო ფართო არჩევანი გამსახურდიას მთავრობის დროს, მაგრამ შეცდომები დაუშვეს. ამას მოჰყვა ახალი შეცდომები შევარდნაძის მთავრობის დროს, მესამემ კიდევ დაამატა, თავის მხრივ. მანევრის საშუალება სულ უფრო მეტად შეგვიმცირდა.

პატარა ქვეყნების საქმე ასეა: ზოგს ამერიკის გავლენის სფეროში ასახელებენ, ზოგს – რუსეთის… ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი. ამ მხრივ საქართველო რთულ სიტუაციაშია. ჩვენი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება.

რომ გითხრათ, რომ მაქვს კონკრეტული გეგმა – როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თანაც, როგორ მოვახერხოთ ეს უახლოეს დროში – სწორი არ ვიქნები. მე ვიცი ერთი რამ, ისტორია და დღევანდელობა დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ. ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა დიდი სახელმწიფოები, რომ ურთიერთობისთვის გადაეხედათ. ამერიკის და რუსეთის დამოკიდებულება შეიცვალა ერთმანეთის მიმართ და კიდევ შეიცვლება, ისევე, როგორც ევროპისა და რუსეთის.

ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო და არ გავხდებით საინტერესო აფხაზებისთვის და ოსებისთვის, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და ძლიერი, – შედეგს ვერ მივაღწევთ. შიდა ვითარება დიდ გავლენას ახდენს საგარეო ურთიერთობებზეც. აფხაზები კი არა, ქართველები გარბიან საქართველოდან. აქ გაჩერება არავის უნდა. ამ პირობებში, როგორ მოახერხებ, აფხაზი დაარწმუნო, ჩვენთან მოდი, ჩვენთან ჯობიაო.

მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, თუ არ დაინახეს, რომ აქ მართლაც დემოკრატიაა და კომფორტული გარემოა, თვითონ თუ არ გაუჩნდათ ცდუნება, ძალიან რთული იქნება მათთან საუბარი.

ცალკე თემაა რუსეთი. რუსეთთან დაკავშირებით ერთ-ერთი – და არა ერთადერთი – იმედი ისაა, რომ მასთან ინტერესების თანხვედრა მოხდეს. ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია, მე მგონი, რუსეთსაც ყელში აქვს გაჩხერილი. თუ რუსეთი გეგმავს ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგებას, წინსვლას ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი ლოდივით ექნება ჩამოკიდებული. თანაც, ამას ძალიან კარგად იყენებენ მისი ოპონენტები და მუდმივად გამოიყენებენ მომავალშიც. გარდა ამისა, ეს თვითონ რუსეთის მდგრადობისთვისაც საშიშია. კავკასია ძალიან რთული რეგიონია და ამ მიმართულებით შესაძლებელია საქართველოს და რუსეთის ინტერესების თანხვედრა.
როგორ ფიქრობთ, რას ითხოვს რუსეთი საქართველოსგან, თუ არსებობს რაღაც ისეთი, რისი დათმობაც რუსეთს დააკმაყოფილებდა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ დააზარალებდა?
– მართალი მოგახსენოთ, არ ვიცი, რა არის ისეთი, რაც შეგვიძლია, დავთმოთ. დამოუკიდებლობა იყო და ყოველთვის იქნება უმთავრესი. თავისუფლების გარეშე არაფერი გვინდა. ეს არც კი შეიძლება, კითხვის საგანი გახდეს. ეკონომიკიდან რამე სერიოზული, რაც რუსეთს შეიძლება აინტერესებდეს, მგონი, არაფერი დაგვრჩა.

ის, რაც მოხდა, საშინელებაა ჩვენთვის. და არც მათთვის არის მომგებიანი. იმედი მაქვს, ამას ჩემ გარეშეც მიხვდებიან და მეც შევეცდები, დავარწმუნო. ამის იმედი მაქვს ძირითადად. ასეთი სამხრეთ ოსეთი და ასეთი აფხაზეთი რუსეთისთვისაც მძიმე ტვირთია. სხვა რამ დამატებით შეთავაზებებს რუსეთისთვის მე ვერ ვხედავ. თუ რამე გამოჩნდა მომავალში, საზოგადოებას დავეკითხები.
თუ უშვებთ, რომ ისე წახვიდეთ ხელისუფლებიდან, ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღადგინოთ?
– რა თქმა უნდა. ამას ვაცნობიერებ. ძალიან დაბალია ალბათობა, რომ ეს ორ-სამ წელიწადში მოხდება, თუმცა, გამორიცხული არ არის.
სულ რომ არ დაიძრას პროცესი ადგილიდან?
– ამას თითქმის გამოვრიცხავ. პროცესის დაძვრას აუცილებლად მოვახერხებთ. მტკიცე განცდა მაქვს, რომ ოდესმე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიან საქართველოში დაბრუნდებიან. ეს აუცილებლად მოხდება, ისეთ ვადებში რომ მე ნამდვილად მოვესწრები.
ამისთვის რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
– პირველი და გადამწყვეტია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, აფხაზებისთვის და ოსებისთვის მიმზიდველი ქვეყანა; მეორე – ეს არის რუსეთთან ინტერესების თანხვედრა; მესამე – ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ამ სამი კომპონენტის ერთიანობა წარმოადგენს პრობლემის გასაღებს.
საგარეო საფრთხეებისგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ გზად ხელისუფლებას ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ესახება. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს როლი, რომელიც მისაღები იქნება ამერიკისთვის, ევროპისა და რუსეთისთვის. იქნებ, უფრო მეტი გვითხრათ ამ როლის რეალურ კონტურებზე. როგორ ჯდება ამ კონტექსტში ნატო–ში გაწევრიანების თემა? ხომ არ გულისხმობს ეს როლი საქართველოს მხრიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას?
– ნეიტრალიტეტს, მე მგონი, ჩვენ ვერ შევძლებთ. ასეთი სუსტი სახელმწიფოს პირობებში, სუსტი ეკონომიკით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე – რომ ვთქვა, ნეიტრალიტატისთვის ვიბრძოლებ-მეთქი – ამის მოლოდინი ნუ გვექნება. იდეალური, რა თქმა უნდა, ნატო იყო ჩვენთვის და მასთან დაახლოებას კვლავაც ვეცდები.

ნატო საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართულებით ვითარება სწრაფად შეიცვლება. ის შანსი, რაც გაუშვეს ხელიდან დიდი ხნით, იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ არ დაგვიკარგავს და ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ.

რა თქმა უნდა, ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენთვის და მადლიერების მეტი არაფერი შეიძლება გამოვხატოთ მის მიმართ. მომავალში უნდა ვცადოთ ამ ურთიერთობის გაღრმავება და ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო, პირველ რიგში, მათთვის. ეს ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ.

და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია. მას ვერავინ შეცვლის და სხვაგან ვერ გადაიტანს.
რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ნატო, რუსეთი, ამერიკა, ევროპა…
– გლობალური პოლიტიკის ჭრილში ნატოს და რუსეთის დაახლოება ჩვენ გარეშე მიმდინარეობს. სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს იციან. პროცესი იქით მიდის, რომ მათ ერთმანეთი საფრთხედ არ განიხილონ. მე მაქვს იმედი, რომ გლობალურ პოლიტიკაში მოხდება დაახლოებები და ხისტი პოზიციები შერბილდება. ეს ჩვენც მოგვცემს, საშუალებას, რომ უფრო იოლად ვიყოთ კომფორტული ყველასთვის და ჩვენც ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხო ადგილი.
მიგაჩნიათ, თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის კარგი პარტნიორი ამერიკისთვის?
– რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს განიხილავდა, როგორც საინტერესო პრეცედენტს რეგიონში, სადაც შეიძლებოდა დემოკრატიზაციის პროცესი დაჩქარებულიყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამერიკელებს, ქართველების მგავსად, ჰქონდათ ეიფორია, რომ მოხდა ის, რაც მათ სურდათ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი საინტერესო იყო მათთვის, ისევე, როგორც ბევრი ქართველისთვის. პირდაპირ გავავლებდი პარალელს. როგორც გვიყვარდა რევოლუციის დროს და პირველ ხანებში, ისევე უყვარდათ მაშინ ამერიკელებს. მე მგონი, ის გაწბილება, რაც ქართველებმა განვიცადეთ, განიცადეს ამერიკაშიც.

რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს. ამერიკას საქართველოზე უარესი დემოკრატიის ქვეყნებთანაც აქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ამერიკელები არ გადადებენ თავს, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც ჩვენ, ქართველებს, სანატრელი გვაქვს. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს და უნდა მიიღოს ის, რაც სურს. ამავდროულად, ამერიკა გვეხმარებოდა და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ეს დახმარება.

რითია გამორჩეული მაინცდამაინც სააკაშვილი? ჩვენც მოვახერხებთ, რომ ანგარიში გავუწიოთ და ყველაზე დიდი სახელმწიფოს ინტერესები გავითვალისწინოთ. რას აკეთებს სააკაშვილი ისეთს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ? ამერიკა ისეთივე მსხვერპლია თავისი პროექტის – სააკაშვილის – როგორც ჩვენ. დღეს მისთვის იმდენადვე საინტერესოა სააკაშვილი, რამდენადაც – ჩვენთვის.

დღეს საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. ხელისუფლებამ მოახერხა ლობისტური ჯგუფების შექმნა, ამაში უამრავ ფულს ხარჯავს და ლობისტებს ერთი დავალება აქვთ, რომ აქ დაგვაჯერონ; გარეთ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენს გასაკეთებლს არავინ გააკეთებს.

მიმაჩნია, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის სატელიტი არ უნდა ვიყოთ; არ უნდა გავაუარესოთ და მხოლოდ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ამერიკასთან, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობა ევროპასთან და დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან.

ის, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა – არ არის პოლიტიკა და ამას მხოლოდ რუსეთთან ომის გამო არ ვამბობ. ომამდე მათ, ფაქტობრივად, მოახერხეს და ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს რუსეთთან, სააკაშვილის არადიპლომატიური, ემოციური, გაუაზრებელი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო საქართველოსთვის დაიკეტა რუსული ბაზარი, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ამ ბაზრისკენ გარბის. და არც ომის შემდეგ გადაუდია ვინმეს ჩვენთვის თავი. ყველა ცდილობს, რომ რუსეთს ზედმეტად არ აწყენინოს. ამათ ეს მოახერხეს. ღვინო ვეღარ გააქვთ რუსეთში და გააქვთ ჩინურ ბაზარზე. ჩინელები კიდევ ღვინოს არ სვამენ.
ესე იგი, თქვენ ბალანსს უჭერთ მხარს?
– დიახ, ჩვენ ყველასთვის საინტერესო უნდა ვიყოთ და ამით ვიპოვნოთ ჩვენთვის საინტერესო ადგილი ცის ქვეშ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ.
ბევრი ადამიანი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ დიდ პროექტებზე და ქველმოქმედებაზე. თუმცა, ჭორ–მართალი ერთმანეთშია არეული და საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის მათ კონკრეტულ შინაარსსა და მასშტაბზე. ხომ არ დადგა დრო, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ საკითხზე სრული ინფორმაცია მიაწოდოთ?
– მსოფლიო ბანკისგან აღიარებული ხუთი აუდიტორული ფირმა არსებობს. მათგან ერთ-ერთი ყოველ წელიწადს აწარმოებს ჩემი საქმიანობის აუდიტს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, სრულიად ღიაა – ფულის წარმოშობა, მოძრაობა, სად მიდის და რაში იხარჯება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებული აუდიტორული ჯგუფი ამოწმებს.
თქვენ მიმართ სამგვარი დამოკიდებულება შეიმჩნევა: ბევრს გულწრფელად ეიმედებით; ამავე დროს, თქვენ წინააღმდეგ ღვარძლიანი კამპანია მიმდინარეობს და, ამის პარალელურად, თქვენი გაიდეალების ტენდენციაც შეინიშნება. როგორც წესი, ასეთ გარემოში მაამებლური გარემოცვა ლიდერსა და ხალხს შორის თანდათან გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა და მლიქვნელები გაცილებით საშიშები ხდებიან, ვიდრე აშკარა მოწინააღმდეგეები. როგორ ფიქრობთ, რამდენად გემუქრებათ ასეთი საფრთხე დღეს და, მით უმეტეს, სამომავლოდ, თუკი თქვენს დიდ ავტორიტეტს და ფინანსურ რესურსს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობაც დაემატება? ვინ და რა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საპირწონე?
– ძალიან კარგია, ეს რომ მკითხეთ. ჩემი პიროვნება, ჩემი ცხოვრების წესი უნდა იყოს ჩემი საპირწონე. ჩემი განვლილი ცხოვრების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ გამაჩნია. ჩვენს პოლიტიკოსებს რიტორიკაში ვერ ვაჯობებ. ამბობენ, თუ გინდა, კაცი გაიცნო, მიეცი მას ფული და ძალაუფლებაო. მგონია, რომ ორივე გამოცდა ჩავაბარე. ხელისუფლებაში არც ფულისთვის მოვდივარ და არც ძალაუფლებისთვის. ვინც აგრესიულად მლანძღავს, მგონია, რომ მათი უმრავლესობა მთავრობის მიერ არის დაქირავებული, ვინაიდან, არც ერთი ქართველისთვის ლანძღვის საფუძველი არ მიმიცია ჩემი ცხოვრების წესით.

ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რომ, სულ ცოტა, შენი მეზობელი არ უნდა შეაწუხო შენი ყოფით. მე ასე ვცხოვრობ და საგინებელი რატომ უნდა ვიყო? იმის გამო, რომ ვიღაცეებმა კონკურენტად მიმიჩნიეს, მლანძღველთა მთელი ჯარი დაიქირავეს, ინტერნეტიც და ტელევიზიებიც ამით არის აჭრელებული.
მაინც მგონია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან ძლიერი ცენტრი გამოგივათ. საინტერესოა, რა დაგაბალნსებთ?
– მხოლოდ ჩემი ადამიანობა, ჩემ მიერ განვლილი ცხოვრება და ხელწერა. სხვა არგუმენტი არ მაქვს. აბა, ჩემზე უფრო ლამაზად სხვა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ.
როგორ მოახერხებთ, თავი დაიცვათ იმ მლიქვნელებისგან, ვინც თქვენსა და საზოგადოებას შორის ჩადგომას შეეცდებიან?
– მოვახერხებ, მოვახერხებ. ჩემი წარმატების საფუძველი – თუ თქვენც იზიარებთ, რომ წარმატებული ვარ ბიზნესში – ზუსტად ის არის, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ადამიანებში. თუ ადამიანს ცოტა რამ აკლია წარმატებისთვის, ვეხმარები, რომ სწრაფად ჩამოყალიბდეს – ეს კარგად ვიცი. ყველაზე ნაკლებად ამის მეშინია. რადგან ეს იყო ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი – კარგად ვერკვეოდი, კარგად ვაყალიბებდი და კარგად ვეხმარებოდი. რუსეთში პირველი კოლეჯი მე შევქმენი, ლექტორი ვიყავი და უამრავი კადრი გავზარდე. კადრების სამჭედლოს ეძახდნენ “როსიისკი კრედიტს”. მთელი საბანკო სექტორი უზრუნველვყავი, იმდენი ახალგაზრდა გავზარდე. ნადირობა იყო ჩემ მიერ გამოზრდილ კადრებზე.
კიდევ ერთ თემაზე მინდა ვისაუბროთ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ ხვალ და ზეგ, ეჭვი გამოითქმის ხოლმე, რომ მათი მხარდაჭერა ნაყიდია. ადამიანები ამით თითქოს დაკომპლექსდნენ. ბევრი შეიძლება გულწრფელად გიჭერდეთ მხარს, მაგრამ თავი შეიკავოს დემონსტრირებისგან სწორედ იმის გამო, რომ “ნაყიდის” იარლიყი არ მიეწებოს.
– კარგი შეკითხვაა. მაქსიმალურად ვცდილობ, შეცდომები არ დავუშვა. მრჩეველთა საბჭოს შექმნა ჯერ არ დამთავრებულა და ყველა წევრთან დაკავშირებით ძალიან ვფრთხილობ. არ მინდა, საზოგადოებას იმედი გაუცრუვდეს. მგონი, შევძლებ, თუ საუკეთესო არა, ოპტიმალური ჯგუფის შეკრებას.

შეცდომები, რა თქმა უნდა, იქნება. ნუ მომთხოვენ, რომ ყველა იდეალური იყოს. თვითონ ჩემი იდეალიზებაც ჩემივე სერიოზული პრობლემაა. სადაც მაიდეალებდნენ როგორც ყოველისშემძლეს, ამ ილუზიას სწრაფად ვუქარწყლებდი, რადგან არასდროს არავის ვპირდები იმას, რაც არ გაკეთდება.

რაც შეეხება კადრებს, პირველ რიგში, ვეცდები, რომ უმწიკვლო ადამიანები შემოვიკრიბო. მეორეც – თუ საჭირო გახდა, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით განმარტებებს გავაკეთებ. შემიძლია, რომ წარსული შეცდომებიც ვაპატიო, თუ რომელიმე პიროვნებას თავისი გამოცდილებით საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ერთად უნდა დავდგეთ, არავინ უნდა დარჩეს პროცესებისგან გარიყული. საზოგადოებაში ისედაც ცოტა რესურსია, ჩვენ ეს ვართ, რაც ვართ – ეს არის ჩვენი საზოგადოება და ამ რესურსით უნდა წავიდეთ წინ. ცუდიც გვაქვს და კარგიც, წარსულიც გვაქვს, აწმყოც და მომავალიც უნდა გვქონდეს.
დღევანდელი საუბრის ფონზე, არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი წერილები კონფრონტაციული იყო?
– მე ვფიქრობ, რომ პირველი ორი წერილი სწორი იყო. და რაც ვთქვი, ამის თქმა მნიშვნელოვნად და საჩქაროდ მიმაჩნდა. ძალიან მეშინია შუალედური პოზიციის. ვითომ შუაში მდგომი და სინამდვილეში ორპირი ხალხია ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე.

შუა უნდა გაიკრიფოს.

იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება.

მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ.

ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს.

ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს – ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან – არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება.
მაგრამ, ხომ არის ხალხი, ვისაც უნდა, რომ არც იქით იყოს და არც აქეთ.
– ისინი ჩუმად არიან. არ თამაშობენ და არ ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ პროცესებზე.
ესე იგი, პრობლემა გქონიათ ორპირობასთან და არა იმ ადამიანებთან, ვისაც არც იქით უნდა დგომა და არც აქეთ.
– დიახ, მათთან პრობლემა არ მაქვს. ასეთები ტელევიზიით არ გამოდიან. ეს კარგი ხალხია.

მე მოთამაშე-მოლაპარაკეებს ვამხელ, საჯაროდ რომ გამოდიან და გვატყუებენ. თორემ, ღმერთმა გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებიც თავისთვის არიან, სულ ეჭვით გიყურებენ, პოპულარობის პიკზეც რომ იყო, მაინც იმას ამბობენ – მხარი რომ დაგიჭირო, კიდევ უნდა გამოგცადო, რას წარმოადგენო!
საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის თქვენი ოჯახის შესახებ, თუმცა, ბერა მეტად პოპულარულია. რამდენი შვილი გყავთ? ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი? სიმღერა თუ გეხერხებათ? როგორია თქვენი დამოკიდებულება ქართული სუფრის მიმართ? თამადობა თუ გიწევთ? რომელ ღვინოს სცემთ განსაკუთრებულ პატივს? ნარდი, ჭადრაკი თუ გიყვართ? რა ინტერესები აქვთ თქვენს შვილებს?
– ევროპულ ასაკში დავქორწინდი – 35 წლის ვიყავი. ვიეშმაკე და 19 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად. ოთხი შვილი გვყავს. ყველაზე კარგი, რაც შემიქმნია ცხოვრებაში, ჩემი ოჯახია. მაქვს პრეტენზია, რომ თუ კარგი ოჯახი არსებობს, ჩვენი – სწორედ ასეთია. მეუღლე – ეკა ხვედელიძე – ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. დღეს ჩვენი ჯვრისწერის ოცი წლისთავია და ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

შვილები სწორ ადამიანებად გავზარდე. არც ერთი მათგანი არ იკადრებს, რომ სხვისი უბედურებით იოტისოდენა ბედნიერებას წაეტანოს. შეძლებენ თუ არა, რომ თავისი ნიჭით მხარში ამოუდგნენ ვინმე სხვას – ეს ცალკე საკითხია.

რაც შეეხება საყვარელ მწერლებს, ქართველებს გვერდს ვერ ავუვლი. ვაჟა ბუმბერაზია ჩვენთვის და ჭაბუა გვყავს ცოცხალი. კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და რადგან წიგნების შემრჩევი არ მყავდა, ყველაფერს ვკითხულობდი. დიუმა განსაკუთრებით მიყვარდა. თითქმის ზეპირად ვიცოდი. მისაღებ გამოცდებზე თემა დავწერე და ციტატები მოვიყვანე. ეგონათ, გადავიწერე. დამიბარეს და გამესაუბრნენ. მაღალი ნიშანი არ მიმიღია, ოთხიანი მივიღე იმიტომ, რომ გრამატიკული შეცდომები მქონდა. მზექალა შანიძე იყო კომისიის თავმჯდომარე და რთული თემები მოიტანეს. ჩაწვა ხალხი, ვერ დავწერეთ, “ტეხნარები” ვიყავით. ბოლოს თავისუფალი თემა შემოაგდეს და დავწერე “ჩემი საყვარელი მწერალი”.

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მკითხველია. დიდხანს მეხვეწებოდა, ორუელის “ცხოველების ფერმა” წაუღე მიშასო. ჩემი საყვარელი მწერალია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს წიგნი კი მართლაც გაგახსენებს ჩვენი მთავრობის ამბავს.

რადგან სიმღერაზე მკითხეთ, სიმღერა ჩემი ჰობია. კარგად ვმღეროდი. ჩემი ძმა პროფესიონალია, მამია ხატელიშვილის გუნდში მღეროდა. მამაჩემი და დედაჩემიც კარგად მღეროდნენ. ჩემს შვილებს ოთხივეს აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავენ.

უტა მყავს 19 წლის, ბერა – 16-ის, 14 წლის მყავს გვანცა და 6 წლის – ცოტნე. უტას კი შეეძლო, მაგრამ მუსიკოსობა არ მოინდომა. უნივერსიტეტში სწავლობს საფრანგეთში. გვანცა ძალიან კარგად ხატავს, უკრავს და მღერის. არ მინდოდა, რომ ჩემი ოჯახის წევრები პოლიტიკაში ჩართულიყვნენ. როგორც მე ვიყავი ნეიტრალური პოლიტიკის მიმართ, ისე იყვნენ ესენიც. მაგრამ ასე მოხდა, რომ გვანცას გარდა ყველანი ჩავერთეთ. პატარა ცოტნემაც კი ჩაიცვა მაისური “ქართული ოცნებით” და ყოველ საღამოს მახსენებს, მამიკო, შენ რატომ არ გაცვიაო.

სუფრაზეც ვთქვათ. თამადობა მიწევს, როცა სახლში სტუმრები მყავს და როცა ხასიათზე ვარ, მაგალითად, როცა ჩემს მეგობრებთან ვარ, “ქართულ ხმებთან”. მათ უყვართ ჩემი თამადობა. არავის ეწყინოს, მაგრამ, კარგი ტრადიცია ცოტა არ იყოს დავამახინჯეთ: სამი კაცი რომ შეიკრიბება და 60 სადღეგრძელოს ამბობს – არ მგონია ლამაზი. ეს უნდა ხდებოდეს იშვიათად და იმ პეწით, რაც ამშვენებს ქართულ სუფრას. კარგი ლექსი უნდა ითქვას სუფრაზე, კარგი სიმღერა, უნდა შეზარხოშდე კიდეც და არა – გატიალდე. და ეს შეზარხოშება, რაღა დაგიმალოთ, ძალიან მიყვარს. მაგრამ ეს ყოველდღიური ცხოვრების წესად არ უნდა იქცეს.

ქართული ღვინოები მომწონს ძალიან. ღვინოს სახლში ვაყენებ, მამაჩემის დანატოვარ ქვევრებში. ჩემი სიმამრიც მოყვარული იყო ამ საქმის. ამ ათი წლის წინ დიდი ტრაგედია გვქონდა ჩემს მეუღლეს და მე – სამი მშობელი დავმარხეთ ერთ წელიწადში.

დედა მყავს 89 წლის. ერთად ვაგრძელებთ იმ ტრადიციას, რაც მამაჩემს ჰქონდა და მეც ძალიან მიყვარს ეს საქმე. მხოლოდ ჩემი სახლის ღვინოს მოვიხმარ, თუმცა ფრაგული ღვინოების კარგი კოლექცია მაქვს.

დედაჩემმა პოლიტიკაში ჩემი წასვლის ამბავი რომ გაიგო, ტელეფონში მითხრა, შვილო, დაწინაურებას გისურვებო. მეორეჯერ რომ დაველაპარაკე – ჩემი ყოველი დილა იმით იწყება, რომ დედას ვურეკავ და მოვიკითხავ, სადაც არ უნდა ვიყო – ვეკითხები, დედა, დაწინაურებას აღარ მისურვებ-მეთქი? ეცინება და მეუბნება, კარგი, დამანებე თავი, დაივიწყე, რაც გითხარიო.

ნარდი ძალიან მიყვარს და ჭადრაკსაც კარგად ვთამაშობ. ნარდი ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საშუალებაა. გრძელი ნარდი მიყვარს ძალიან და “ქართულ ხმებთან” მაგარი ომი გვაქვს. ჩემპიონატებს ვატარებთ ხოლმე.
რა ნიშნავს თქვენთვის ჭორვილა? რითი ხართ სოფელში დაკავებული თავისუფალ დროს? ნადირობთ? თევზაობთ? ბოსტანს უვლით?
– არც ვნადირობ და არც ვთევზაობ. ძალიან მიყვარს ბუნება და ამას ვერაფრით ვიკადრებ. მახსოვს, 19 წლის ვიყავი, როცა მწყერზე ნადირობიდან ვბრუნდებოდი. ნახნავებიდან გვრიტი აფრინდა და ვესროლე. წაფრთხიალდა და დავარდა. მეორე, როგორც ეტყობა, მისი წყვილი იყო. იმდენი იწვალა, ჩავიდა-ამოვიდა იმის ამოსაყვანად, ჩავიდა-ამოვიდა. ისე გამიფუჭდა ხასიათი, დავაგდე ორლულიანი თოფი და მახსოვს, რომ კონდახი შუაში ამოტყდა. იმის შემდეგ თოფი ხელში აღარ ამიღია.

სხვათა შორის ბეღურები არ მიყვარს. მუდმივად ართმევენ ბუდეს მერცხლებს და ეს ვერ მიპატიებია.

ბუნება ძალიან მიტაცებს. ჩემი ჰობია – სეირნობა და ფიქრი. ჭორვილაა ჩემი სამშობლო. ყველაფერი მიყვარს მისი, სულ მესიზმრებოდა. სამი წელიწადია, გარეთ არ გავსულვარ, ისე მეძნელებოდა მისი დატოვება. უნიკალური ნერგები ჩამოვიტანე. ძალიან მიყვარს ბაღის გაშენება და სულ ჩემი ხელით ვაკეთე პარკი ჯერ ჭორვილაში, მერე ურეკში და თბილისშიც. უამრავი ნერგი მაქვს დარგული…

(გადმოტანილია გვერდიდან: http://kalmasoba.com/politika/516 )


გამომზეურება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: ”საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!”, რომელიც მან ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს უძღვნა, ყველას გვახსოვს.

 

შევარდნაძეს დაუფასდა და პოლიტბიუროს წევრობას გამოჰკრა ხელი ჩრდილოურ მზისქვეშეთში. მაგრამ  მერე,როცა მის შეძახილს – ”ნასტუპაეტ დიქტატურა!” – ყური არ უგდეს, სამშობლოს დაუბრუნდა იმისთვის, რომ ახალი ასტრონომიული ცვლილებები მოეხდინა პოლიტიკაში და ნელ-ნელა მზის ამოსვლის პუნქტი ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთით – კოლუმბიის ფედერალურ ოლქში  გადაეტანა. 

და მაინც, გულმა უგრძნო, რომ იმ ერთხელ მიქარულისთვის მეორე არ უნდა დაემატებინა და ისე ჩაი-მწყურვალი წავიდა, ”საქართველოსთვის მზე ვაშინგტონიდან ამოდისო”, ხმამაღლა მაინც, არ უთქვამს…

 

მერე მოვიდნენ ახალგაზრდა რეფორმატორები… და ისეთი რიხით დაიწყეს ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში სამოთხის შენება (თავისთვის, რასაკვირველია!), რომ მზის ამოსვლის ცენტრიდან გადმოხედეს და… დემოკრატიის მთავარი შუქურის სიგელი უბოძეს…

 

გაანათა, მარა, რა გაანათა ამ ქვეყანაში!!!

 

ხომ ყველაზე ძვირი ელექტროდენის ქვეყანა იყო, – მაინც – ყველაზე განათებულ და სინათლის ქალაქად იქცა…

[ან, პირიქით, რადგან ყველაზე განათებულად იქცა, ამიტომაც შუქურვარსკვლავებმა დენის ტარიფი დენით ტერორად აქციეს. დენის ეკონომიას ხომ ის აკეთებს, ვინც იხდის. ხოლო, ვისაც უხდიან და ამდიდრებენ, იმას რა ენაღვლება?! ”მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავსო?”, კოსტაია ჟორჟოლიანი რომ იძახოდა ”დაკარგულ სამოთხეში”, ისეა ზუსტად! რაც უფრო განათებულია თბილისი, მით უფრო ღატაკდება ხალხი და მით უფრო მდიდრდებიან ”რაო ეეს- თელასთან” წილში ჩამჯდარი ვითომდა ”ამერიკათუმეები”]

 

ადუღდა ცხოვრება, ავშენდით… სინათლეს ვხედავდით იქაც და უფრო მეტად სწორედ იქაც – სადაც სიბნელე იყო! იმედი გვქონდა, რომ ზეგ საღამოს სოჭს და საინგილოს  დავიბრუნებდით და ხვალ დილით – სოხუმს და როკის გვირაბს… ამას თავისთავად მოჰყვებოდა ლანგრები ზედ დაწყობილი ოშკით, ხახულით, ტრაბზონით და ნოვორასიისკით…

 

მაგრამ მერე რაღაც მოხდა…

რაღაც გაიბზარა გალაქტიკაში და მზემ ისეთი უცნაური მოძრაობები განახორციელა, ჯორდანო ბრუნო რომ გაცოცხლებულიყო, გაოცებული და შერცხვენილი თავად ისკუპებდა ჭიაკოკონაში.

 

ჯერ იყო და შუქურა დაიბზარა და იმერეთში რომ იტყვიან – ”ლამფოჩკამ პარპალი დეიწყო”… მგელზე ნადირობა აიკრძალა საქართველოში – გიგი თევზაძის თხოვნით და, სამაგიეროდ, კაცზე ულიცენზიო ნადირობის უვადო სეზონი გაიხსნა…

 

მერე იყო და დღისით მზისით ისეთი გაყალბება და უნამუსობა დაიწყო, ადრე ღამით თუ იკადრებდა ვინმე უჯიშო…

 

დაბოლოს, ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ საოცრად მოვიგეთ ომი!

ისე მწარედ მოვიგეთ, რომ მსოფლიოს მთელი პრეზიდენტობა შუქურას უთევდა ღამეს! ბიძინა კვერნაძის საოცრად ზუსტი მეტაფორა – ”ამაღამ ვინ გვითევს?” იყო ქართველების  ამ ”ძლევაი სატირალის” ზუსტი ალეგორია.

ჩვენ კი ვიდექით და გვიხაროდა, რომ სხვებისგან განსხვავებით, მოგებას ვხედავდით იქ, სადაც საჩვენო ნაცრისფერი კატაც კი არ ჭაჭანებდა…

 

ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა მზის ანომალიები…

 

ჯერ იყო და მზე სამხრეთიდან – აზერბაიჯანიდან ამოვიდა. ხოლო მერე, საერთოდ, ეტყობა, Frequent Flyer-ზე მილები დააგროვა ბლომად და და ერთ კვირას რომ სტამბოლიდან ამოდიოდა,მეორე კვირას – თეირანიდან…

 

ჩრდილოეთის და დასავლეთის მზეობების მერე ძლივს მიეჩვია ქართველი ხალხი ასეთ სამხრეთულ განთიადებს და მარტო ის გვაწუხებდა, ნეტა ნატო რავაა უჩვენოდო და…

 

უცებ, ადგა მზე და ისევ აღმოსავლეთით გადასახლდა…

 

ოღონდ ”ვისოლის” გაძვირებული ავიაბენზინი იაპონიამდე არ ეყო, ეტყობა, და – სინგაპურიდან დაიწყო ამოსვლა…

ამას მოჰყვა საქართველოს პოლიტიკაში დიდ თურქობაზე უფრო ძლევამოსილი ”დიდი სინგაპურობა!”

– სად არის ყველაზე კარგი ცხოვრება? – სინგაპურში! ყველაზე თავისუფალი ბიზნესი? – სინგაპურში! ყველაზე მაგარი სოფლის მეურნეობა? – სინგაპურში! ყველაზე მდგრადი პარტია? – სინგაპურში! ყველაზე დიდი კუანი? – სინგაპურში! სად გრძნობს შუქურა თავს ყველაზე კარგად? – ნუ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სინგაპურში!!!

 

ჯერ მონელებული არ გვქონდა ის ფაქტი, რომ ევროპელები საქართველოდან იყვნენ თურმე წასულები და აღმოჩნდა, რომ ჩვენ თავად სინგაპურში ვიყავით წასასვლელები… ან, ჩვენ თუ არ წავალთ სინგაპურში, სინგაპური, როგორც ბედნიერების ნავსაყუდელი, თავად მოვა ჩვენთან – და დარჩება, როგორც სამუდამო გამიშება/გაკუანებით მზიური გაბრწყინების ნაცური ოცნების რეალიზაცია.

 

მაგრამ მზიური ანომალიები ამით არ დამთავრებულა. მეტიც! ყოველ სისხამ დილით, როდესაც ამინდი.გე-ს მიაწყდებით, აწი ის კი არ უნდა გაინტერესებდეთ, რამდენი გრადუსი იქნება დღეს, როგორც ის, – მზე საიდან ამოდის!

ეს ვექტორი ყოველდღე იცვლება! გუშინ რომ ირანიდან ამოდიოდა, დღეს ერდოღანმა გამოგვიგზავნა, ხვალ ალბათ ისევ სინგაპურული მზე დააცხუნებს, ხოლო ზეგ სულაც ჩილე ან პერუ იქნება პროგრამაში. ყველაზე საინტერესო ის ვარიანტებია, როცა ორი მზე ერთდროულად ამოდის – ევროკავშირული და სინგაპურული! ან – ამერიკული და ირანული!!! ხომ მაგარია?! გაორებული ობამურ-აჰმადინეჯადური მზე! ასევე გასაოცარია სომხურ-აზერბაიჯანული მზის მცხუნვარება – ვინ ვის აჯობებს საქართველოს გაცისკროვნებაში! უფრო სწორად, საქართველოს სწორუპოვარ ხელისუფლებას ვისი სული(ფული!) უფრო სურს და რამდენად ჩქარა იცვლება აზერბაიჯანული მზე სომხურით!

სულ იმის მოლოდინი მაქვს, როდის ამოვა საქართველოს ცაზე ყველაზე უფრო რეალური (საქართველოს მთავრობისთვის) ბელორუსიული მზე და მერე რამდენი ხანი დაჭირდება იმის გარკვევას, რომ ეს მზე სინამდვილეში რუსულია! ანუ, როდის დაამთავრებს მიხეილ სააკაშვილი 8 წლის წინ დაწყებული ჯადოსნური ჩაის სმას და მიხვდება, რომ წრე შეიკრა და მისი მზე ისევ იქედან ამოდის, საიდანაც მისი მოდელი ამოვიდა (ბიძამისის ხელით მორთმეული, ”მეჟდუ პროჩიმ”!)!

 

რაც მთავარია, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მზეთამზეობა საქართველოს ბედნიერების გარანტიაა!

 

დაიღალა ხალხი, ბატონებო! დაიღალა!

 

როგორ უნდა დაჯდეთ ისე, რომ ცალი საჯდომი ბრიუსელში გედოთ და ცალი – ინდოეთის ოკეანეში სველდებოდეს?  სად კუანობა და სად რობერტ შუმანობა? თუ ეს შუმანობა კი არა, მარტივი შამანობაა?

 

აგერ ახლა, სარკოზი ჩამოდის!

 

გასაგებია, რომ სარკოზი ისტორიული ფიგურაა და ის რომ არა, შეიძლება ჩვენი მზე ისეთი დაჩრდილული ყოფილიყო, რომ თვალი აგვერიდებინა – რა იცი, რა ოხრობა იქნებოდა ხეზე დაკიდებული…

ამიტომ სარკოზი საფრანგეთშია სარკოზი, თორემ ჩვენთვის სწორედაც რომ სარკო-მზეა!

 

ამიტომაც სამზადისი განსაკუთრებულია: თბილისში ხარაჩოები აღმართეს, თბილისის საკრებულო თავიდან გადალესეს და გადაღებეს. წმინდა გიორგი მოაპარკეტეს (ლაქს იმედია, არ წაუსვებენ), სცენა დადგეს, როგორც მითხრეს სცენასთან ახლოს ლუქს-ბიოტუალეტიც იქნება. მთელი ეს ტრიბუნა ისეთი სპეცორგმინით გადაიხურება, რომ ნებისმიერი არუთინოვის ნატყორცნ ლიმონკას კი არა, შვარცნეგერის ბაზუკას გაუძლებს. ალბათ, სარკოზის წინ ინდივიდუალური მინიტელევიზორი დამონტაჟდება, საიდანაც სარკო-მზე სამშობიაროდ გამზადებულ კარლა ბრუნის მიესიყვარულება და კარლაც უკეთ იმშობიარებს, თავისი რაინდის საყოველთაო დიდების შემყურე! მე მაგალითად, იმის მომხრეც ვარ, რომ მშობიარობა დიდ ეკრანზე ვაჩვენოთ, რათა ეს დიდი ეკრანი მთელი მსოფლიოს სააგენტოებმა პირდაპირ ეთერში აჩვენონ! ხუმრობაა? თბილისში თავისუფლების მოედანზე თავისუფლების სულის და ქანდაკების სამშობლოს პირველი პრინცი იბადება! ესეც ახალი მზის ამოსვლა იქნება ჩვენი შუქურისტანისთვის და მიშა და სანდრა მონათლავენ ბავშვს! სახელად ალბათ ნიკოლოზს დაარქმევენ! ხოლო გოგო თუ იქნება – ვერას!

 

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ სარკოზობის დღე-სასწაულს ჩვენმა ხელისუფლებამ და მისმა  ტანადმა თბილისობის დღესასწაულის გადმოტანა ”დაამთხვია”! თბილისობა ყოველთვის ოქტომბრის ბოლო კვირას იყო, მაგრამ ახლა გაახსენდათ ჩვენს ასტრონომ-მეტროლოგებს, რომ ოქტომბრის 7-ში ტემპერატურა უკეთესია და გადმოიტანეს! ეტყობა, კოკომ დაიკაკანა ჟენევიდან – მეტროლოგიის ფარშევანგმა!

თუმცა უფრო მარტივი ახსნა ისაა, რომ, ბუშობისგან განსხვავებით, სარკოზობას ნაკლებად მიეტანებოდა ხალხი! და ვაითუ სარკო-მზეობას აუდიტორია დაკლებოდა! ახლა კი, თბილისობა დილით მწვადის სუნით და ჩურჩხელებით გამოიტყუებენ სახლებიდან დედაბუდიანად და… ჰოპ!.. ისე გადაკეტავენ ქუჩებს, როგორც მორეკილ ნადირს მარეკები და სხვა რა გზა ექნება 20-ლარიან ხორცს მონატრებულ და წმინდა გიორგის სცენასთან მირეკილ ქართველობას, თუ არა ტაში უკრას იმას, ვინც ჩვენი მთავრობა ჩამოშლას გადაარჩინა და ჩვენი ”მადლი” საუკუნოდ (თფუი, ეშმაკს!) მოისხა!

 

ჰაი, დედასა!..

ოღონდ პაწა პეწი დაგვიბრუნოს და ორიოდ წუთით მსოფლიო ეკრანებზე გაგვაელვოს და, თბილისობას კი არა, შობა-ახალ წელს არ გადმოიტანდნენ 7 ოქტომბერს, როო!!

 =========== 

ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა  და ედუარდმა ლიფტიანი ტუალეტი გაუხერხა ტრიბუნის ქვეშ, მაშინ ვინმე იფიქრებდა, რომ ამ მსოფლიო რეკორდს ასე მალე მოხსნიდნენ?

 

წინ მიდის ცხოვრება!

 Here come the Suns!

 


“მიშას სახელით!” (ფიქრები რადიო ”თავისუფლებაზე” გოგი გვახარიას ბლოგის და ნესტან ცეცხლაძის დღიურების შარიკოვულ კომენტარებზე)


ქვეყანა გადაგვარდა…

ისე, რაც თავი მახსოვს, სულ გადაგვარებული იყო… სხვა იყო და სულ სხვას ირქმევდა…

გვქონდა ე.წ. სოციალიზმი, რომელიც არ იყო სოციალიზმი. სინამდვილეში იყო ავტორიტარიზმი. სოციალიზმი იყო შვედეთში…

მერე გვქონდა დამოუკიდებლობა, რომელიც არ იყო დამოუკიდებლობა, იყო დილეტანტების დამოუკიდებლობა და ახვრების თარეში. დამოუკიდებლობა იყო ბალტიისპირეთში.

ახლა გვაქვს დემოკრატია, რომელიც სინამდვილეში არაა დემოკრატია, არის დამპალი ავტოკრატია! დემოკრატია არის ბალტიისპირეთში, შვედეთში, საბერძნეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში…  განაშიც კი მეტი დემოკრატიაა…

დღეს ის, რომ ქვეყანა გადაგვარდა, ჩანს არა მარტო იმაში, როგორ ეპყრობა ხელისუფლება ხალხს – შემდგარია ფეხებით, – არამედ იმაშიც, რომ წარმოიშვა ადამიანებზე ძალადობის გამმართლებელ პროფესიონალ შარიკოვთა კასტა! ეს ძაღლისგულიანი ერთგულები ძალიან საჭირონი გახდნენ ამ ხელისუფლებისათვის, რომელსაც არ უნდა, რომ „დიქტატორს“ უძახოდნენ. განსხვავებით კადაფისგან და ბაშარ ასადისგან, მათ უნდათ, რომ დემოკრატის იმიჯი ჰქონდეთ. ამიტომ, გარდა სისხლიანი ზონდერბრიგადებისა, მათ არანაკლებ სჭირდებათ ცინიკოს ყურუმსაღთა კასტა, რომელიც პიონერული მზადყოფნით მყისიერად განაცხადებს, რომ ძალადობა სახელმწიფოს წინააღდეგ (მიტინგი!) უსაშინლესი ძალადობაა, ხოლო ძალადობა ხალხზე (რტყმევა, წამება,  უსაფუძვლო დაკავება, დაპატიმრება, ახლობლების დაშინება, მკვლელობა, გვამების ელექტროშოკით დადაღვა და მერე სახურავებზე შემოდება, ათეულობით ადამიანის უკვალოდ გაქრობა!!! ) – ეს თურმე არის აუცილებელი, გამართლებული და თავად ხალხისთვისვე უაღრესად სასარგებლო, აღმზრდელობითი ღონისძიება!

რეჟიმის ყველაზე დიდი მეგობარია უსინდისო ფილოსოფოსი, უნამუსო ჟურნალისტი და ჩათლახი დამკვირვებელი, რომლებიც კარგი ანაზღაურების ფასად ნებისმიერ დასკვნაზე ხელს მოაწერენ!  

 

რეჟიმის ყველაზე დიდი მტერია პატიოსანი მოქალაქე, პატიოსანი მასწავლებელი, პატიოსანი ექიმი, და განსაკუთრებითპატიოსანი ჟურნალისტი!

იმიტომ, რომ ის, რასაც რეჟიმი გამუდმებით ეწევა, – ტიპიური გებელსური პროპაგანდის წარმართვა, – აბსოლუტურად ვერ იტანს თავისუფალ და პატიოსან ჟურნალისტს. და თუ რეიხის მთავარ პროპაგანდისტს ათობით და ასობით ჟურნალისტის ციხეში და ბანაკებში გამომწყვდევა არაფრად უღირდა, სააკაშვილს ჯერ კიდევ ეპრობლემება ეს – კარგად ახსოვს, რომ ყველაზე მეტი აღ-შეშფოთება სწორედ „იმედის“ შტურმს, ჟურნალისტების იატაკზე დაწვენას და მერე ჯოზეფა ქეისთვის „იმედის“ღამეულ გადაფორმებას მოჰყვა…

ამიტომ 26 მაისის შემდეგ განსაკუთრებული სიმწვავით დაიწყო მოუსყიდველ ჟურნალისტებზე მოდერნიზებული სსრკ-ული (ან – ნაცისტური) მეთოდებით შეტევა – სოციალურ ქსელებში ერთდროს ფრენდები და, ასევე, ე.წ. „უბრალო მოქალაქეები“ უტევენ გოგი გვახარიას, ურჩევენ, რომ ნუ გადავა პოლიტიკური საკითხების განხილვაზე, ნუ დაიცავს “ნეტგაზეთის“ დარბეულ ჟურნალისტებს, ნუ წერს 26 მაისის დარბევის პერიპეტიებზე… უტევენ, და უფრო მეტიც, ცინიკურად დასცინიან პატისან და ძალიან მაგარ ჟურნალისტს – ნესტან ცეცხლაძეს, იწუნებენ მის პროფესიონალიზმს… დასცინიან, რომ შეეშინდა, ქილიკობენ მის ვარცხნილობაზე… მოკლედ ფსიხიჩესკი შეტევაა – „პა პროსბე ტრუდიაშიხსია“…

აი, ასეა… მიშას ორი ტიპის ზონდერები ჰყავს – იარაღიანი გოთვერნები და ბეზ…

ხალხს პირველები არბევენ, ხოლო ეს რომ ვერავინ ნახოს და გაიგოს, ამიტომ მეორეებს ჟურნალისტებს უსევენ… და თან გამუდმებით ამაყად გვაჩვენებენ ქართული ჟურნალისტიკის სამ სვეტს – თანამეცხედრეებს – ბედნიერების ნავსაყუდლებს – ნანუკა ჟორჟოლიანს, ეკა კვესიტაძეს და თამარა ჩერგოლეიშვილს… და ამით ეუბნებიან ყველას – თუ გინდათ გახდეთ ცნობილი, გქონდეთ ბევრი ფული და იმდენი რეკლამა, რომ აღარ გეცოდინებათ, სად შეიტენოთ (თამარა ჩერგოლეიშვილის სტილი და სიტყვები დაცულია!) – მაშინ გახდით რეჟიმის მეუღლე, მოეფერეთ რეჟიმს, სადილი დაახვედრეთ რეჟიმს, აქეთ და ადიდეთ რეჟიმი, ცივი ნიავი არ მიაკაროთ რეჟიმს, ბავშვები გაუჩინეთ და აღუზარდეთ რეჟიმს, პატრინოტები(!), – რომლებიც ყოველთვის იმღერებენ პოლიციის ჰიმნს დამიშა მაგარიას!“ და რომელბიც არასოდეს მოხვდებიან მიტინგზე, რადგან ეცოდინებათ, რომ მიტინგი ცუდია, სახელმწიფოკარგი და სახელმწიფო მხოლოდ მაშინ შედგება, თუ მიტინგზე გამოსულ ხალხს შესდგება!!!

ხოლო თქვენ, – გოგი გვახარიავ და ნესტან ცეცხლაძევ, – იცოდეთ, რომ თქვენ ამ ხალხს (ისევე, როგორც მათ მომთვინიერებლებს) არ უყვარხართ! – აი იმ ხალხს, ვინც მიშას უმღერის და ამით ცხოვრობს, არ უყვარხართ, რადგან თქვენ მათ ლუკმაპურს ართმევთ და თან სულიერ სიმშვიდეს ურღვევთ – მათ უნდათ, რომ მსოფლიო დონის ჭეშმარიტად დემოკრატიული ლიდერის მადლიერი ხელიდან თქვლეფდნენ სალაფავს, ხოლო თქვენ ამბობთ და აჩვენებთ, რომ ეს ლიდერი შიშველია, სასტიკი და მატყუარაა… თქვენ ამბობთ, რომ საქართველო ამქვეყნიური სამოთხისგან არათუ ძალიან შორსაა, არამედ სულ უფრო შორდება, იმის კვალობაზე, როგორ უზრდიან ხალხს სამთავრობო დაწესებულებებთან მინიმალურად მიახლოების დისტანციას, ხოლო სპეცნაზს – ხალხის დარბევისას დასაშვები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპექტრს! ჰოდა, არ სიამოვნებს ამ ხალხს… ეშინიათ, რომ მათ გეჯაში არ გამწარდეს სალაფავი, რადგან რეჟიმი ანჩხლდება და შეიძლება, შაქრის მაგიერ წიწაკა ჩააყაროს ფაფაში… ამიტომაც მწარდებიან და იღრინებიან შარიკოვები! ზოგს ზემოდან ურეკავენ და ეუბნებიან “ფას”, ხოლო სხვები – ყველაზე “თვითშეგნებულები” თავისით გადმოდიან შეტევაზე … პატრიოტული  ამბავია, ვინც ფსოუს წყალი ვერ დალია, სამაგიეროდ რუსთაველზე ხალხის სისხლი დალია სულმოუთქმელად – ლაღიძის წყალივით. ისინი ხვდებიან, რომ მათ მსოფლიო კრიზისი კი არ ემქრებათ, არამედ – გოგი გვახარია და გიორგი მაისურაძე! ხვდებიან, რომ პუტინი სინამდვილეში მათი მომხრეა, რომ უპუტინოდ ძალიან გაუჭირდებათ თავიანთი არსებობის აზრის დადასტურება, ამიტომ პუტინი მოკავშირეა, რომელსაც სულ აგინებ და ამით საკუთარ ტახტს იმყარებ! ხოლო აი, ნესტან ცეცხლაძე კი – ძალიან საშიშია მათთვის, სწორედ იმით, რომ სუსტი, კაფანდარა გოგოა და წარმოუდგენლად ძნელია აუხსნა შეშფოთებად მსოფლიოს, რატომ გადის ქართული სახელმწიფოს შედგომის მიშისტური „გზა“ ნესტან ცეცხლაძის და მისნაირი პატიოსანი და სულით ძლიერი ჟურნალისტების ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის უკვე უამრავ ფაქტზე!

აი, ეს არის მარტივი მიზეზი იმ აფთრული ყმუილისა, რაც ყოველგვარ ადამიანობას მოკლებულია და აყროლებული მონობის სუნი უდის, – რაც არ უნდა შეფუთონ გებელსებმა და ურნალისტებმა, და ამ „მოქალაქეებმა“, პატრიოტულ-ცინიკურ პათოსში და სახელმწიფოს გაძლიერების მარადიულ მირაჟში!

ძლიერი სახელმწიფო დამცირებული ხალხისაგან ვერ შეიქმნება!

ყოველთვის, როცა ეს ძალადობრივი მონსტრი ხალხს და განსაკუთრებითპატიოსან ჟურნალისტებს შესდგება და ძალადობს, ის საკუთარ აგონიას აჩქარებს, რადგან პუტინი და კომპანია სწორედ იმას ელოდება, როდის გახდებიან ისინი ქართველი ადამიანებისთვის უფრო ნაკლები მოძალადეები, ვიდრე ეს დამპალი რეჟიმი, რომელიც თავისი მზარდი ძალადობით თავის საფლავსაც თხრის და ქვეყნისაც

=============================================

ახლა კი, გოგი გვახარიას სტილში – „წითელი ზონა“ – სააკაშვილის შარიკოვების ამაყი ყეფა [ჩემი კომენტარები კვადრატულ ფრჩხილებშიაბოლდიტალიკით“]:

=============================================  

ბატონო გოგი, ძალიან მომწონს თქვენი კინო კრიტიკა და “წითელი ზონა”. მაგრამ არ ვეთანხმები თქვენს პოლიტიკურ პროცესებზე გაკეთებულ კრიტიკულ შენიშვნებს. ამ ბოლო დროს ძალიან ტენდენციური გახდით თქვენ შეფასებებში. მაგალითად ვერ დამარწმუნებთ რომ ნესტან ცეცხლაძე კარგი ჟურნალისტი არის. (გიო)

—–

“დედათა ბუნება იწრო არს”- ნინშნავს, ქალის ბუნება სათუთიაო. ეს ისე, ცნობისთვის. რაც შეეხება ნესტან ცეცხლაძეს, გულწრფელი ნამდვილად არის, მაგრამ ნუ გვარწმუნებთ რომ მაგარი ჟურნალისტია(ნუ მეტყვით ასე არ მითქვამსო), თორემ მერე ამაზე დაიწერება სტატიები, როგორ ვერ ვარჩევთ ნამდვილ ჟურნალისტიკას და იმას, რომ ვისაც არ ეზარება, ჟურნალისტობს. (ავტორი: 1212 საიდან გვწერთ: marsi – საშუალო სატისტიკური ჟუჟნა)

——

ბატონი გოგის უკეტესი ბლოგებიც გვახსოვს, ეს ცოტა არათანმიმდევრული მეჩვენა, დაახლოებით `ხელი გავიქნიე ფეხი~-ს სტილში… უფრო კონკრეტულად – უნიჭო და უგემოვნო `მასმოდის~ გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, არც ნესტან ცეცხლაძის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულწრფელი და გულჩვილი ადამიანი აუცილებად კარგი პროფესიონალი უნდა იყოს, მითუმეტეს ჟურნალისტი – ეს პროფესია ინფორმაციის მოპოვება-მიწოდების გარდა შინაგან ძალას და კონცენტრაციას მოითხოვს, თუ გნებავთ, მოვლენების ცივი გონებით დანახვის და რაც მთავარია, გაანალიზების უნარს… თუ ჟურნალისტს ეს არ შეუძლია, უარი უნდა თქვას ამ პროფესიაზე, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელია და არა ობიექტური შემფასებელი! რამდენჯერაც ჟურნალისტი ექსტრემალუს სიტუაციაში აღმოჩნდება, თუ იმდენჯერ დეპრესიაში ჩვარდა, ჯობს, საბავშვო მოთხრობები წეროს, სადაც ყოველთვის კეთილი დასასრული გარანტირებულია! (Jurnalisti, tbilisi)

[ანუ, რა აკლია ნესტან ცეცხლაძეს? – თანამეცხედრე ნანუკა ჟორჟოლიანს, თანამეცხედრე ეკა კვესიტაძეს და თანამეცხედრე თამარა ჩერგოლეიშვილს რომ აქვთ, -” მოვლენების ცივი გონებით დანახვის და რაც მთავარია, გაანალიზების უნარი”, აი ეგა??

მართლაც, ეგ ჩამოთვლილი ბანოვნები ხომ ნამდვილად არ არიანერთერთი მხარის წარმომადგენელი და არაობიექტური შემფასებელი!!!” პირიქით, მათი ობიექტურობა აქსიომატურია და ბალანსირებაეკვილიბრისტული! და თანაც, ტარგეტქორწინებით განმტკიცებული უსაფრთხოების ბეჭდით შემოსილებს არც არასდროს მოუხდებათდეპრესიაში ჩავარდნა”!

ბრავო, ურნალისტო, ბარემ დაგეწერა, სად გიხდიან ვერცხლეულსრეალტივიში, ტაბულაში, თუ იმედ/ერორში? საბავშვო მოთხრობებს შენ რომ ვერასდროს დაწერ, აშკარაა, მაგას სინდისი და გული ჭირდება…]  

—-

ბატონო გოგი, თქვენი საქმის კარგი პროფესიონალი ხართ, დაანებეთ რა პოლიტიკას თავი. აი “X მენის” ახალი სერიაა გამოსული, მაგაზე ვისაუბროტ არ ჯობია? (sandrius,  xaShuri) –  [ამ წერილს გაფრთხილების აშკარა სუნი დაჰკრავს].

 —-

გოგი, ერთი თემა რომ აიღო და მას მისდიო აჯობებდა. მაგალითად, გეი უფლებებზე არ გინდა დაკონცენტრირდე? ავტორიტეტი გაქვს მეტნაკლებად ორივე მხარეს და ხალხიც მეტნაკლებად მოგისმენს. ამ წერილს რაც შეეხება, ყველაფერს შეეხება და საბოლოოდ არაფრს. მიშა არ მოგწონს, ეს გასაგებია. ამის იქით რა გინდა, ვერ მივხვდი. კონფორმიზმს ებრძვი? ადამიანი ადამიანისთვის მგელი რომაა, ამას არ ეთანხმები? უკმაყოფილო რომ ხარ, გასაგებია, მაგრამ რა გინდა, არ ჩანს. რა უნდა გაკეთდეს, (ანუ შენი შემოთავაზებები) არც ეგ ჩანს. აბა ეგრე ჭკვიანური სახით უკმაყოფილებს გამოხატვა ყველას შეუძლია, გოგი. მაგრამ ყველაფრით ყოველთვის უკმაყოფილება ცუდი თვისებაა. “აგვისტოს 5 დღე” რომ არ მოგეწონა, ეგ გასაგებია, მაგრამ ეს ვის გაუკვირდებოდა. როდის იყო შენ ჰოლივუდის ბლოკბასტერები მოგწონდა? ჰოდა შეეშვი ამ ფილმის კრიტიკას. შენ არ მოგწონს, სხვას მოეწონება. ინგლისურენოვან “თავისუფლებაზე” წავიკითხე შენი სტატია ამ ფილმზე, ისეთი საოცარი მაგალითი მოიყვანე, რომ დისკუსიამ მთლიანად ისტერიული სახე მიიღო სომხების ე.წ. გენოციდზე და საქართველო და ეს ფილმი საერთოდ აღარც ახსოვს არავის. მოკლედ, გირჩევ გეი უფლებებზე დაკონცენტრირდე, იქნებ რამე ღირებულიც გამოგივიდეს ავტორი: (ako საიდან გვწერთ: USA 13.06.2011 06:34)  

[აი, კიდევ ერთი გაფრთხილება დარჩევა”, ალბათ, საქართველოს საელჩოდან ამერიკაში]

—-

[გოგი გვახარიას ციტატა] : „შევეგუოთ კრავის როლს? ველოდოთ, სანამ არ შეგვახრამუნებს მგელი – სულ ერთია, ვინ იქნება – რუსი ვანია; შეფიცული ყმაწვილი ჯოხით ხელში; პოლიციელი, რომელიც დაუსჯელი რჩება, რადგან არ აქვს პირადობის აღმნიშვნელი ნიშანი; ვიღაც ისაკაძის მრევლი, ახლა უკვე წყევლა-კრულვაზე რომ გადავიდა? შევეგუოთ ”მასმოდას” და ამ მართლაც რომ ”ლობიოობას” ძალაუფლების ოქროსფერ სივრცეში? თუ ახალ მაჰათმა განდის ველოდოთ?

ალბაათ ამ სტრიქონებისთვის დაიწერა ეს სტატია. ყველა გავლანძღოთ ამერიკის და ე.წ რვიანის გარდა. არადა მკვლელობა რუსთველზე ამერიკელების სანქციით მოხდა, ხოლო ე.წ რვიანი მეორე დღეს სამძიმარსააც არ ამბობდა გარდაცვალებუების გამო. და სიტუაციისთვის შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა მართალი და არასწორი გზის გამო. გაყიდული რვიანი და რადიო “თავისუფლება” და რამდენს გიხდიან? (ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: ონი 13.06.2011 05:41) –

[რა კარგია, რომ ონშიც უკვე ხალხი დილას არა პურის ჩაკვრით, ლოცვით, მოსწავლის რვეულის გასწორებით ან საქონლის საძოვარზე გადენით იწყებს, არამედგოგი გვახარიას მოთხრით! თან როგორ ბროდვეული დიალექტით შეიცვალა ტიპიურიქვე შენი ჭირიმე”!]

—-

ერთი კომუნისტი რობ სტურუა არ გვეყო ეხლა ეს ლევაკ/მარქსისტი გვახარია დაგვემატა? ამდენი საბჭოთა ნომენკლატურის გამოზრდილი და ამ სისტემაში გატუტუცებული “ინტელიგენტი” ერთი პატარა საქართველოთვის ნამეტანი ზედმეტი იქნება, ისე გოგი შეგახსენებ ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვებს: @ “ჲნტელიგენცია გამოზრდილი კოლონიზატორების მიერ არის თავისი ხალხის მტერი” – თქვენი საქმეც ცუდადაა… ავტორი: [zepp საიდან გვწერთ: აქედან

13.06.2011 04:54 ]

—–

[გესლი ნესტან ცეცხლაძის მიმართ]:

 

ქ-ნ ნესტან, არაა ჟურნალისტობა თქვენი საქმე, დაანებეთ თავი, ძალიან დილეტანტურად გამოგდით (იმედია პირად შეურაცხოფად არ მიიღებთ),

<<<გვიყვება შეხვედრაზე ამერიკელ გამომძიებელ ჟურნალისტთან, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო. მისი სახელია სანდრა პედი.

წლის განმავლობაში მან ერთ თემაზე 100 სტატია გამოაქვეყნა. თავიდან ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას არ გაქცევს. ამიტომ საჭიროა, სულ წერო და მუდმივად აქვეყნო. მერე მოგაქცევენ ყურადღებასო.>>>

მხოლოდ ეს დასკვნა გამოიტანეთ ხომ შეხვედრიდან 🙂 დამიჯერეთ (ან ნუ დამიჯერებთ) მილიონჯერაც რომ გამოაცხოთ თქვენი შედევრები, ნეტგაზეთს და პალიტრას მაინც ვერასდროს ვერ გაცდებით 🙂 დროის ფუჭი კარგვაა..

პ.ს.

პულიცერი არ ქვია მაგ ჯილდოს, პილიტზერის ჯილდო ჰქვია, თუმცა არ მიკვირს რომ არც ეგ იცით.. ავტორი: (sizmara საიდან გვწერთ: NL

08.06.2011 12:52)

[სიზმარ, დეპოში ხარ, შე დაბრედილო! ”ნეტგაზეთსდაპალიტრასვერ გაცდებითო!!!?? და  ”გაცდენარაა, ნეტა? –„ იმედამდედაერორ“-ამდე მისვლა? შენისთანა მიშმონები კი უგალობთ ოსანას მაგ ურნალისტურ მედიას, მაგრამ მოვა დრო, როცა ყველას და ყველაფერს სამართლიანად მიეზღვება! მერე ვნახავთ, როგორ შლიდნენ იქნება ურნალისტები CV-დან მაგ მიშავიზიებში მუშაობის ფაქტებს.! ”პილიტზერიარა,  – პილესოსი, იუზგარ! პილესოსის პრემია გეკუთვნის, მიშას ირმის ნახტომის მტვრის ბუდევ!]

—–

ნესტან, აი, შენ გულწიკი: ❤ ნეტგაზეთის დახურვა რამ გაფიქრებინა, მაგითაა, თავი კიტრივით რომ მომაქვს :))

ისე, რა მაგარი ვარცხნილობა გაქვს 🙂 ავტორი: ზურაბ ალხანიშვილი

08.06.2011 01:57

[ამის დამწერ ბოღმისგუდას ალხანიშვილზე უფროჩალხანაშვილიმოუხდებოდა]

ნესტან ცეცხლაძის მონოლოგი არის უგემური კოქტეილი შემდეგი ინგრ…ედიენტებით: გრანტის ლოდინი, თვალთმაქცობა (რა ვქნა ?!ხალხს ინფორმაცია არა აქვს! -მა დახურა), გრანტის ლოდინი, უშინაარსობა, გრანტის ლოდინი, უნიჭობა, გრანტის ლოდინი და გრანტის ლოდინი (ხელფასი არ აუღიათ!). ეგრედ წოდებული “თავისუფალი მედიის” ნაწილი, ისევე როგორც რადიო თავისუფლება, ამართლებს თავის არსებობას და ფინანსდება უცხოეთიდან მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დარჩება მშიერი. ამიტომაც ამუქებენ სიტუაციას და ერთორ შემთხვევით თუ გამიზნულად მიტყეპილ ადამიანზე (იქ ყველა ნამდვილად არ იყო ადამიანი) რაღაც გასაოცარი და ქრისტესმიერი თანაგრძნობით ლაპარაკობენ, რომ უცხოელები გრანტების აუცილებლობაში დაარწმუნონ. მიზანი: შეკვეცილი გრანტების გაზრდა და ახლების მიღება. იქვე ექიმებსაც გაჰკრა კბილი ვითომ პოლიტიკურ მიკერძოებაში ან არაპროფესიონალიზმში. იმდენად ჩლუნგი მონოლოგი იყო და ისე “დაიბომბა” ნესტან ცეცხლაძე, რომ გადაწყდა (ალბათ) ამ სტატიით დახმარება აღმოჩენოდა. ნესტან ცეცხლაძეს იმანაც კი არ უშველა რომ თავის არაფრისმთქმელ სახელსა და გვარს გვერდით “ჟურნალისტი”-ც რომ მიუწერა – ვითომ წონას მივცემო. კი არ უნდაჟურნალისტობდე“, არამედ ურნალისტი უნდა იყო! ნესტან ცეცხლაძის მონოლოგმა კი გამოიწვია თანაგრძნობა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მის “სასტავს” ხელფასები არ აუღიათ. უცებ გამახსენდა ერთი სცენა: მეხიკოს ცენტრში უნიჭო და მახინჯი მარიაჩები რომ დგანან და მანქანებს აჩერებენ – იქნებ ვინმემ წამიყვანოს, მამღეროს, დამაკვრევინოს და ცოტა ფულიც გადამიხადოსო (თან რომ დრო და დრო მწარდებიან და წამოიძახებენ – ღმერთი არა გწამთ?! მშია!-ო) (ავტორი: nika საიდან გვწერთ: Tbilisi)

 [აქ უკვე პირდაპირ მოწოდებაა – “დაანებეთ თავი ჟურნალისტობას! მოდით ჩვენთანურნალისტებთან, აქ, ნეხვში, თბილა! თან ფულიც იმდენია, რომ ურნალისტებმა არ ვიცით, სად შევიტენოთ“]

========

ეს ის ხალხიასირცხვილის კარიდორებს და სალომე ზურაბიშვილისგანთქვენობითკრიტიკას რომ ვერ იტანდა ურნალისტების მიმართ! სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ აპირებდნენ (თითქოს) ჟურნალისტების უფლებების დაცვას! ეს ის ხალხია, ვინ ურნალისტი გაპონი ნიკა ავალიანი გაამინისტრა! ხალხის მატერორიზებელი ნანუკა ჟორჟოლიანი გააჰბენდიერა და მეუღლის ოფლით მონაპოვარი იმედის სტუდია უფეშქაშა! შერონის უნიტაზებზე მლოცველი ნოდარიკო ჟურნალისტის ეტალონად დაგვისახა, ხოლო ხალხის გამბითურებელი ლაშა ხარაზიშვილი –  პირუთვნელი ნიუსმეიკერის! ეს ის ხალხია, დანაშაულის ფალსიფიკატორი გარეწარი დონაძე ღვაწლისათვის რომ დააჯილდოვა! მათ მიზნად დაისახეს ნესტან ცეცხლაძის, ნეტგაზეთის, მედია პალიტრის, ლიბერალის, მაესტროს, რადიო თავისუფლების გაჩუმება! ისინი გებელსის მიმდევრები არიანსიმართლე მათთვის ყველაზე დიდი მტერია!


სომხური კარტი დონ კორლეონეს კალოდაში


 

გთხოვთ, გაეცნოთ ნინო თარხნიშვილის სტატიას რადიო ”თავისუფლების” ვებ-გვერდზე:

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2336123.html

სტატიაში მოყვანილია ანტისომხური ხასიათის ქსენოფობიური გამონათქვამები რამდენიმე ინტერნეტ რესურსზე. კერძოდ, ITV.ge-სა და presa.ge-ზე.

==================

ციტატა:

როგორც თბილისელ სომეხთა ასამბლეაში აცხადებენ, გაურკვეველი წარმომავლობის ბლოგერების მიერ გაგზავნილ პეტიციებსა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ატვირთულ ჰიმნებს სომეხი ხალხის რეპუტაცია არ უნდა ეწირებოდეს.

ეს არის მარგინალთა ჯგუფი, რომლებიც ჰიმნებისა და გერბების შექმნით ერთობა და სწორედ ამიტომ ნამდვილად არ ღირს მსგავს არასერიოზულ ქმედებებზე აურზაურის ატეხა, მიაჩნია ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს და ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაზე მეტად საფიქრალი ის სულისკვეთებაა, რითაც მედიაში გავრცელებული მასალებია გაჟღენთილი:

”სულისკვეთებაში ვგულისხმობ აღტაცებას, ასე ვთქვათ, პატრიოტიზმით, რომელიც ხანდახან (ოღონდ არა ჟურნალისტების ხელში) ”ზოოლოგიურ პატრიოტიზმად” იქცევა ხოლმე. ვგულისხმობ იმ კომენტარებს, რაც ახლავს პრესა.გე-ზე გამოქვეყნებულ მასალას. იქ პირდაპირ ფაშისტური რიტორიკაა დაფიქსირებული, რასაც ამბობდა ჰიტლერი ებრაელებზე, ზუსტად ანალოგიურ რაღაცას წერენ მომხარებლები, რომ სომხების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. გასაგებია, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ ინტერნეტსაიტებს იმისათვის ჰყავთ ადმინისტრატორები, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი ფრაზებისაგან გაიფილტროს”, – ამბობს დავით პაიჭაძე.

თბილისელ სომეხთა ასამბლეის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ ინტერნეტ-ტელევიზია ITV.ge-დან სიუჟეტი, სახელწოდებით ”ჯავახეთი – დანაღმული რეგიონი” და მას მოყოლებული კომენტარები მოიხსნა. რაც შეეხება პრესა.გე-ს, იქ დაინტერესებულ მკითხველს ახლაც შეუძლია, მაგალითად, ასეთი კომენტარის წაკითხვა: ”ყველა სომეხს ურთიერთობის დროს უნდა ანიშნო, რომ სომეხია (!!!!!!), რომ თავის თავს ბევრი უფლება არ მისცეს(!!!).”

 

 

ჩემი კომენტარი:

არავინ დაინტერესდა ვისი რესურსია პრესა.გე? მრისხანე და მწუხარე სახის რაინდი დავით პაიჭაძე არ და ვერ დაინტერესდა ამ, თითქოს და აბსოლუტურად ლოგიკური, კითხვით?

 

ვინ ფლობს დღეს პრესა.გე-ს და ITV.ge-ს?

 

ეს ხომ გიორგი კაპანაძეა, droni.ge-ს და რეალ-ტივის ”კრეატიული” ურნალისტი, – გურამ დონაძის და შსს-ს კრეატურა და ლადო ვარძელაშვილის ხელიდან გამოკვებილი აბსოლუტურად უპრინციპო და არაეთიკური სუბიექტი, რომელმაც ისე იცის ჟურნალისტიკა, როგორც ხათუნა კალმახელიძემ – ადამიანის უფლებები და ეთიკა!

გასაგებია, რომ ამ ქსენოფობიურმა გეიზერმა შემთხვევით არ ხდება!

გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის სომხური კარტის გათამაშებას ამზადებს!

როდესაც ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობა დაიწყება, ვანო მერაბიშვილი ჯავახეთში კოცონს ააგიზგიზებს.

ეს შედის რუსეთის ინტერესებშიც! კიდევ ერთხელ დადასტურდება რუსეთის და სააკაშვილ-მერაბიშვილის ინტერესთა თანხვედრა საქართველოს დასამარებაში.

ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და სააკაშვილის რეჟიმის ამ პროვოკაციულ ”რეიხსტაგის დაწვას” მათი ლუსტრაციით უნდა ვუპასუხოთ!

ყველას გააგებინეთ: პრესა.გე და ITV.ge უკვე  ხუთი თვეა, რაც სამთავრობო რესურსი გახდა და მიხეილ სააკაშვილის დაახლოებული შარანგიების კლანი (მამა – ლორენცო, შვილები – გია და მერაბ) ფლობს, ხოლო მერაბიშვილის და გურგენ დონაძის მიერ გამოზრდილი პოლიციელ-ურნალისტი გიორგი კაპანაძე არის ამ ჰოლდინგის დირექტორი!

წავიდეს ახლა შუბლშეჭმუხნული მწუხარე სახის რაინდი დავით პაიჭაძე და არკვიოს, რატომ არ ხდება ამ საიტების ადმინისტრატორის მიერ ქსენოფობიური და რასისტული გამონათქვამების წაშლა!

იმიტომ, რომ ამ რესურსის ადმინისტრატორს აბსოლუტურად საწინააღმდეგო ზადანიე აქვს მისი მაფიოზი ბოსებისგან, ბატონო დავით! მააააშ!

——

P.S. ნოემბრამდე პრესა.გე  ITV.ge საკმაოდ საინტერესო და ობიექტური რესურსები იყო. მერე, როდესაც ხელისუფლებიდან უპრეცედენტო ორწლიანი ზეწოლის შემდეგ ადრე ხელისუფლებასთან დაახლოებული მამია სანადირაძე იძულებული გახდა კავკაზუს ონლაინი და მის მიერ დააარსებული ეს ორი ინტერნეტრესურსიც გაეყიდა, ისინი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა და აბსოლუტურად პროპაგანდისტულ რესურსად იქცა! დირექტორად გიორგი კაპანაძის მოსვლა უკვე ისეთი სიგნალის იყო, როგორც იმედზე გიორგი არველაძის აბობღება. ეს მედია რესურსები დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც შექმნეს ალტერნატიული ინტერნეტგაზეთი presage.tv     

 

P.P.S. სტატიაში გამოყენებულია სურათი, რომელიც ვანო მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე პროფილურ ფოტოდ არის განთავსებული


რის ფასად?


ეს ადამიანი, რომელიც სკოლიდან 14 წლის ასაკში გარიცხეს და სერიოზული განათლება არ მიუღია, შემდგომში თავისი ამბიციურობის, მესიანური მენტალიტეტის, ფსიქოლოგიის, სამხედრო საქმის და პოლიტიკის საოცარი ცოდნით (ზოგიერთის აზრით – მიხვედრილობით და ფანტასტიური ალღოს წყალობით) გამოირჩეოდა, რამაც მის თავბრუდამხვევ კარიერას შეუწყო ხელი.

მან მოახერხა თავისი გაცილებით სერიოზული და განსწავლული პოლიტიკური ოპონენტების მაქსიმალურად სწრაფი ნეიტრალიზაცია.  ქარიზმატული ორატორობის და პროპაგანდის დიდოსტატური უნარ-ჩვევების წყალობით, არჩევიდან ყველაზე მალე თავისი ხალხის ყველაზე პოპულარული ლიდერი გახდა. ის იყო ერის მესია.

მან მოახდინა საზოგადოებაში დედის როლის იდეალიზაცია: ”ქალის სამყარო უნდა იყოს მისი ქმარი, მისი ბავშვები, მისი ოჯახი და მისი სახლი”. დააწესა გმირი დედის ორდენი – 4 და მეტი შვილის აღზრდისათვის. ქალების სახლში გაგზავნით მოახერხა მაღალი უმუშევრობის მკვეთრი შემცირება.

მოახდინა ქვეყნის არქიტექტურის უმაგალითო შემოტრიალება და ინფრასტრუქტურის [გზების, რკინიგზის, აეროპორტების და პორტების] არნახული განვითარება.

შემოიღო სახალხო ავტომობილის კონცეფცია და ავტოწარმოებას სათავეში ჩაუყენა ბრწყინვალე გენიოსი.

მან მოახდინა ერის დისციპლინიზაცია. ჯარიმების და მკაცრი სასჯელის (ზოგ შემთხვევებში – სიკცდილით დასჯის გზითაც კი) მან მოახერხა დანაშაულის მკვეთრი შემცირება, კრიმინალური ელემენტების განადგურების და განდევნის მეშვეობით – საზოგადოებაში უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნების ზრდა. ხოლო გადასახადების ამოღების ზრდით მოახდინა ქვეყნის ბიუჯეტის და სახელმწიფოს სოციალური დაცვის (მათ შორის – საპენსიო) სისტემის განმტკიცება.  

მილიტარიზაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით მოახერხა 4 წელიწადში უმუშევრობის შემცირება 6-ჯერ! მთლიანი ეროვნული პროდუქცია და ერთ სულზე შემოსავალი გაორმაგდა, ხოლო კომპანიების საერთო მოგებამ 28-ჯერ მოიმატა!

მან მიაღწია ფანტასტიურ საგარეო წარმატებებს, როდესაც მისი აღიარებული მტრებიც და კრიტიკოსებიც მასთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. ქვეყნის მილიტარიზაციის წყალობით მან მოახერხა შედარებით სუსტი ახლო მეზობლების დაშინება და უმტკივნეულო ანექსია, ხოლო ამის შემდეგ გამოჩენილი ახალი ენერგეტიკული და ინდუსტრიული რესურსების სწრაფი გამოყენებით შექმნა  არმია და ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით კატასტროფული მარცხი აგემა იმ დიდ სახელმწიფოებსაც, რომლებიც თავიდან მას ანგარიშში არ აგდებდნენ.

მან მიიღო დამცირებული, განადგურებული, ტერიტორიებწართმეული ქვეყანა და სულ რაღაც 7 წელიწადში აქცია იგი მსოფლიოს უდიდეს იმპერიად, იმდეგაცრუებული და დეპრესიაში მყოფი ერი – მსოფლიოს მპყრობელად და ისტორიაში შევიდა, როგორც დაჩოქილი ქვეყნის აღმაფრენის ყველაზე დაუჯერებელი მაგალითი.

მან მოახერხა სახელმწიფოს არნახული კონტროლის აპარატის შექმნა, როდესაც თითოეული ადამიანის ფიქრი და შეხედულებები კონტროლდებოდა, ადამიანებზე პროპაგანდის უძლიერესი მანქანა ახერხებდა იმას, რომ მათ ეფიქრათ ის და ეფიქრათ ისე, როგორც ეს მანქანა ეუბნებოდა. ამავდროულად ხდებოდა რეჟიმთან შეუთავსებადი პიროვნებების იდენტიფიკაცია, დაშინება, ”გამოსწორება”, ნეიტრალიზაცია ან განადგურება.

მან შემოიღო ერის სიწმინდის თეორია, როდესაც ნებისმიერი გადახრა მის მიერ დაწესებული ნორმიდან -ანატომიური, ფიზიოლოგიური, რასობრივი, სექსუალური, რელიგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ მენტალური (ფსიქიატრიული დაავადებები) – იყო ამ ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფების მიმართ სახელმწიფო ტერორის გამომჟღავნების და ამ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების ნეიტრალიზაციისა ან განადგურების საფუძველი, რასაც რეჟიმის მხრიდან ჰქონდა იდეოლოგიური და სამართლებრივი გამართლება.

ერის ლიდერის პირდაპირი მითითებებით და დიზაინით 11-დან 14 მილიონამდე ადამიანი იქნა განადგურებული საკონცენტრაციო ბანაკებში. გაზის კამერებში სიკვდილის შემდეგ ადამიანებს აძრობდნენ კბილებს, ატყავებდნენ, ტყავისგან ჩანთებს და ხელთათმანებს კერავდნენ, ხოლო ცხიმს საპნად ხარშავდნენ. ქვეყნის ინტელექტუალთა  25-30%-მდე იქნა დაპატიმრებული, ექსტრადირებული ან სიკვდილით დასჯილი.

საბოლოოდ კი ”მესიის” თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღეში ქვეყანა დამარცხდა მსოფლიო ომში და 50 წლის განმავლობაში გახლეჩილი იყო ჯერ – 4, ხოლო შემდეგ – 2 ნაწილად.  აღმოსავლეთ ტერიტორიების დაახლოებით 30% სამუდამოდ იქნა დაკარგული. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეების 70% დროებით ან მუდმივად იქნა გატანილი ქვეყნიდან. დაახლოებით 1,5 მილიონი ქალი იქნა გაუპატიურებული მოწინააღმდეგე არმიის ჯარისკაცების მიერ. ზოგიერთი დიდი ქალაქის შენობების და ინფრასტრუქტურის 80%-მდე იქნა განადგურებული მოწინააღმდეგის მხრიდან დაბომბვების შედეგად.  

ამიტომ, როდესაც რომელიმე სათნო ბავშვის სურათს ნახავთ და ბრავადული პროპაგანდისტები მოგიყვებიან მის მიერ განხორციელებული ფანტასტიური რეფორმების, არნახული ეკონომიკური წარმატებების, დაუჯერებელი მიღწევების და ხალხის მხრიდან უზომო სიყვარულის შესახებ, უეჭველად ჰკითხეთ ამ მოჭიკჭიკე მოლაღურებს:

ა) რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი?

ბ) როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?

P.S.

1) დნმ ანალიზით დამტკიცებულია, რომ ადოლფ ჰიტლერს, ნაწილობრივ მაინც, ებრაული და აფრიკული წარმომავლობა ჰქონდა [Hall, Allan. “DNA tests reveal ‘Hitler was descended from the Jews and Africans he hated'”. dailymail.co.uk. http://www.dailymail.co.uk/news/worldnews/article-1305414/Hitler-descended-Jews-Africans-DNA-tests-reveal.html. ]

2) ბავშვობაში ჰიტლერს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამამისთან და მიწებებული იყო დედაზე.

3) არის მტკიცებულებები, რომ ჰიტლერი ნარკომანიის კონკრეტული ტიპით იყო შეპყრობილი – ამფეტამინდამოკიდებული იყო. ფიქრობენ, რომ 1942 წლიდან დაწყებულმა ამ პრობლემამ სერიოზული როლი ითამაშა იმ ხისტ სამხედრო გადაწყვეტილებებში (უკანდახევის სრული გამორიცხვა), რამაც ჰიტლერი და III რეიხი კატასტროფამდე მიიყვანა.  

P.P.S.

”თუ თქვენ ხალხს ატყუებთ, და ეს ტყუილი საკმარისად დიდია, და ამ დიდ ტყუილს დიდხანს იმეორებთ და იმეორებთ, – ბოლოს და ბოლოს ხალხი ამას იჯერებს.
მაგრამ ტყუილის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სახელმწიფო იცავს ხალხს ამ ტყუილის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შედეგებისაგან.
ამდენად, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოიყენოს მთელი თავისი ძალები, რათა აღმოფხვრას და დათრგუნოს სხვაგვარად მოაზროვნეობა [დისიდენტობა], რადგან სიმართლე ტყუილის სასიკვდილო მტერია. და აქედან გამოდინარეობს, რომ სიმართლე სახელმწიფოს უდიდესი მტერიცაა!
იოზეფ გებელსი, მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრი

“If you tell a lie big enough and keep repeating it, people will eventually come to believe it. The lie can be maintained only for such time as the State can shield the people from the political, economic and/or military consequences of the lie. It thus becomes vitally important for the State to use all of its powers to repress dissent, for the truth is the mortal enemy of the lie, and thus by extension, the truth is the greatest enemy of the State.”

 Joseph Goebbels, IIIrd Reich Propaganda Minister

 

 

 

ამ ადამიანმა ბავშვობაში ყვავილი გადაიტანა, რაც იმ დროს თითქმის ყოველთვის სიკვდილს უდრიდა. 12 წლისა ეტლით ავარიის გამო ცალი ხელით დაინვალიდდა.  სემინარიაში კარგ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ უფულობის გამო გარიცხულ იქნა, თუმცა შემდგომში პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ათეიზმის გამოიქნა გარიცხული. ნიჭი იმაშიც ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში მის მიერ დაწერილი ლექსი დაბეჭდა იმ ადამიანმა, რომელიც მაშინ ქართველი ხალხის მამად ითვლებოდა, და რომელიც შემდგომ ახალგაზრდა პოეტის მომავალმა მეგობრებმა მხეცურად მოკლეს.

ამ ადამიანმა გამოიარა საშინელი გამოცდები, და იქცა უმკაცრეს მმართველად, რომელიც ფოლადის ხელით მართავდა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას 30 წლის განმავლობაში. იმპერიის განაპირას დაბადებულმა უბრალო მეჩექმის შვილმა, რომელსაც არასრული განათლება ჰქონდა მიღებული, გაიარა გზა ბანკის მძარცველიდან და ტერორისტიდან პარტიის ლიდერამდე და სამხედრო გენერლამდე, გზიდან ჩამოიშორა მასწავლებლები და მეგობრები, შექმნა ახალი ტიპის პარტია, ახალი ტიპის რწმენა, ახალი ტიპის ადამიანები და ახალი ტიპის მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა. როგორც მისმა ყველაზე მწარე კრიტიკოსმა შემდეგ მის ნეკროლოგში მოწიწებით აღნიშნა, მან ჩაიბარა ქვეყანა, რომლის მთავარ იარაღს გუთანი წარმოადგენდა და დატოვა იგი შეიარაღებული ატომური ბომბით.  

არავის არასდროს არ მოუხდენია დიდი ქვეყნის ისეთი მასშტაბის აღმასვლა სრული ქაოსიდან და გაპარტახებიდან ფანტასტიურ აღმოჩენებამდე და პროგრესამდე ტექნიკის სხვადასხვა სფეროში, როგორც მას. მას ჰქონდა ტექნოლოგიური ნიჭის მქონე პიროვნებების შენიშვნის და გამორჩევის ბრწყინვალე უნარი და საოცრად სწორად ახდენდა პრიორიტეტული ამოცანების ამოცნობას და სტრატეგიის დასახვას.

მან რკინის ხელით მოახერხა ერთმანეთთან ფანტასტიურად დაპირისპირებული ადამიანების, კლანების, ერების და ქვეყნების შედუღაბება და რაც ამ დუღაბში ვერ ჩაეტია, გულცივად ამოთხარა და მოისროლა – ადამიანებიც (მეგობრებიც და ნათესავებიც), კლანებიც (საკუთარი პარტიული მოკავშირეებიც), ერებიც და ქვეყნებიც. მას ჰქონდა თავისი ხედვა იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს გიგანტუტი ქვეყანა და არავინ ისე ახლოს არ მისულა თავისი ხშირად ავადმყოფური ოცნებების რეალიზაციაში, როგორც სწორედ ის.

მან მოიგო ომი, რომლის მსგავსი იშვიათად ვინმეს გადაურჩენია, არამცთუ მოუგია. ნაპოლეონის დამარცხებაზე უფრო აღმატებული გამარჯვება მოიპოვა მან, რამდენადაც მონსტრი უფრო დიდი და ცოფიანი იყო, ხოლო მის გამარჯვება – უფრო დიადი და შორსმიმავალი შედეგების მქონე. მისი ქვეყანა ომის შემდეგ მსოფლიოს ერთი მეექვსედი იყო, ხოლო მისი იმპერია – ერთი მესამედი.

მან შექმნა უფრო დიდი, ვიდრე დიდი ქვეყანა. მან შექმნა დიდი რელიგია, რომლის ქურუმად თავისი თავი აქცია. მეტიც, მისი სიკვდილის შემდეგაც კი გარკვეული დროის განმავლობაში, ის ამ რელიგიის ქურუმად რჩებოდა. მისი ფანტასტიური შედეგები ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, სამხედრო და პოლიტიკური მონაპოვრების განვრცობაში იმდენად შთამბეჭდავია და მიღწეულია იმდენად მწირი საწყისი დონიდან, რომ კიდევ დიდხანს დარჩება ამ ქვეყნის მმართველებისთვის საოცნებო და სათაყვანებელ იდეალად, რომლის შედეგებს მიეტოლებიან და გულბოღმიანად შეშურდებათ აწმყოშიც და მომავალშიც.   ვერ კი გაუტოლდებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო – იგი შეუდარებელი ასკეტი იყო, ერთი კიტელით და ორი წყვილი ჩექმით ცხოვრობდა. ამაზე კი კურშეველის და მონტე-კარლოს მოყვარულ ნაბობებს გართულება აქვთ, ”დომ პერიონიონში” ბანაობის გარეშე ცხოვრება უჭირთ სათუთებს.

 

ის იყო დიდი ადამიანი და … უდიდესი ტირანი.

მან გაანადგურა 10-დან 20 მილიონამდე ადამიანი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ციფრი 40 მილიონიც კი უნდა იყოს.

მან გაანადგურა თავისი ოჯახი, თავისი ახლობლები, თავისი მეგობრები და თანამებრძოლები, თავისი ერი და თავისი ქვეყანა. როდესაც უახლოესმა თანამებრძოლმა – მისივე ერის და სისხლის კაცმა, რომელმაც მასთან ერთად დაიპყრო საკუთარი პატარა ქვეყანა და სისხლმოწყურებული იმპერიის ხახაში მოისროლა – მას დახმარება და დაცვა სთხოვა, როცა მის დასაჭერად მივიდნენ, მან ცივად უპასუხა – აბა რა გითხრა, ხვალ იქნებ ჩემს დასაჭერადაც მოვიდნენო. მან თვითმკვლეობამდე მიიყვანა ცოლი და შემდეგ დაბოღმილმა ყველაფერი იღონა, რომ ყველა მის პარტიულ მეგობარს ცოლი გადასახლებაში ეხილა. საკუთარი შვილის ტყვედ ჩავარდნა ღალატის ტოლფასად ჩათვალა – არასდროს ერთი სიტყვაც კი არ შეუთვლია და ისიც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მილიონობით ადამიანი იქნა გადასახლებული და შეთითხნილი ბრალდებებით განადგურებულები – ხშირად ელემენტარული სასამართლო პროცედურული ნორმების გარეშე, ხოლო თითქმის ყოველთვის – ამ ფორმალური ნორმების ფიქტიური აღსრულების ფონზე. ყველაზე ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანები, როგორც წესი, განწირულები იყვნენ დასახვრეტად და ბოლოს მის გვერდით მხოლოდ შურიანი კარიერისტები დარჩნენ. ერთგულების მომშორებლის ბედი მარტოობაში ხროტინით სიკვდილი აღმოჩნდა.

მიუხედავად ქვეყნის შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევებისა, სისტემა, რომელიც მან შექმნა, ეკონომიკურად საჭურისი იყო, რადგან მონურ შრომას ემყარებოდა და ინიციატივის და კერძო საკუთრების წაუხალისებლობის გამო განწირული იყო საბოლოო მარცხისათვის. ამიტომაც ქვეყნებმა, რომელიც მან დაამარცხა და დაანაწევრა, უკვე 20-25 წელიწადში გადაასწრეს თავის დამმარცხებელ გიგანტს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. ახალი რელიგია ყველაზე უდღეური აღმოჩნდა ყველა რელიგიას შორის. ახალი იმპერია ხუხულასავით დაიშალა და მას დედამიწის მეექვსედის დაშლაც მოჰყვა. ახალი ადამიანის ყალბი სილუეტიც  მალე აორთქლდა და ყველა ის მანკიერი თვისებები ძალუმად გამოამჟღავნა, რასაც თითქოს ის უნდა დაპირისპირებოდა.  

ძალადობაზე დამყარებული იმპერიამ 70 წელი გაძლო. ყველა ის ”შედევრები”, რაც ვითომ საუკუნოდ უნდა შენახულიყო – სასაცილო და მახინჯი კარიკატურები აღმოჩნდა, ხოლო ყველა ის ნამდვილი შედევრი, რასაც იგი ებრძოდა და ანადგურებდა, ისევე როგორც ყველა მის მიერ განადგურებული მოაზროვნის და ხელოვნის სახელი დღესაც ცოცხლობს და სწორედ ეს საგანძური ითვლება იმ სასტიკი და დაუნდობელი ხანის მედლის რეალურად პოზიტიურ მხარედ.

დღეს მის პატარა სამშობლოში მისი სახელის მქრქალი აჩრდილიღა არსებობს. თითქმის ყველა მიხვდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მას თავის სამშობლოზე არც უფიქრია, ხოლო რაც უფიქრია და მოუფიქრებია, ნეტა საერთოდ არც ეფიქრა. მის მშობლიურ ქალაქში ძეგლებთან მებრძოლმა ღორმუცელა, ამბიციურმა,  გრძელმა ქონდრისკაცებმა მისი ბოლო ძეგლის დამხობით სცადეს თავიანთი მინატურული რეპუტაციის ამაღლება – აქაოდა, რა მაგრები ვართ, დიქტატორის ძეგლებს ვებრძვითო!..

როგორც აკაკის ღამურას, არც მის შექმნილ იმპერიაში ერგო აღიარებული დიდება – ამოთხრიან, მერე ჩუმად განადიდებენ, მერე ისევ ამოთხრიან, მერე ისევ განადიდებენ. მაინც იქ უფრო უყვართ, და არცაა ეს გასაკვირი – იმათი იყო, იმათთვის იბრძოდა, იმათ მიუტანა ხელის გულზე თავისი მარგალიტივით ცრემლადქცეული ქვეყანა.  

 

ამიტომ, როდესაც რომელიმე ნიჭიერი ბავშვის დაწერილ ლექსს წაიკითხავთ და ბრავადული პროპაგანდისტები მოგიყვებიან მის მიერ განხორციელებული ფანტასტიური რეფორმების, არნახული ეკონომიკური წარმატებების, მოგებული ომების, დაუჯერებელი მიღწევების და ხალხის მხრიდან უზომო სიყვარულის შესახებ, უეჭველად ჰკითხეთ ამ მოჭიკჭიკე მოლაღურებს:

ა) რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი?

ბ) როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?

 P.S.

1. ბოლო დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით სტალინი დაიბადა 21 დეკემბერს – ანუ წლის ყველაზე ხანგრძლივ ღამეს. თუმცა ბოლო წლებში გამოჩენილი ზოგიერთი ავტორის მონაცემებით იგი ძველი სტილით 5 დეკემბერს (ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს) არის დაბადებული. სტალინის ალბათ ყველაზე უფრო ზუსტი ისტორიოგრაფი – სიმონ სიბაგ მონტეფიორე ამტკიცებს, რომ სტალინის დაბადების არამცთუ თარიღი, არამედ წელიც კი – 1879 – ფიქციაა, რომელიც თავად სტალინმა თავის მდივანს ყველა ოფიციალურ წყაროებში შეაცვლევინა 1925 წელს. 1920 წლამდე კი იგი თავად ყველგან 1878 წელს უთითებდა. მონტეფიორეს აზრით ყველაზე სარწმუნო თარიღია 1878 წლის 6 დეკემბერი (ანუ, ახალი სტილით 19 დეკემბერი).

2. სტალინის მშობლებს 1875 და 1876 წლებში დაბადებული ორი პირველი ვაჟი მალევე დაეღუპათ. ორივე მათგანის ნათლია ოჯახის ახლობელი, მდიდარი ვაჭარი და  გორის ჩემპიონი ჭიდაობაში – იაკობ ეგნატაშვილი იყო. მესამე შვილზე ბესო ჯუღაშვილმა ეგნატაშვილს არ თხოვა ნათლობა – მაგას ცუდი ფეხი ჰქონიაო. მიუხედავად ამისა, სტალინიც და კეკეც ეგნატაშვილს ”ნათლია კობას” ეძახდნენ.

3. სხვადასხვა წყაროები ეჭვობენ, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი არ იყო სტალინის ნამდვილი მამა. ყველაზე ხშირად მკვლევარები სწორედ კობა ეგნატაშვილს მოიაზრებდნენ სტალინის მამად. გენეტიკური ანალიზი არ არსებობს.

4. ბესო ჯუღაშვილი ალკოჰოლიზმის მსხვერპლი გახდა. ოჯახური ძალადობის ხშირი ეპიზოდების გამო, სტალინს მამა არ უყვარდა და დედის დაცვას ცდილობდა. დედა სოსოს სემინარიისთვის ამზადებდა, საიდანაც მამამ იძულებით გამოიყვანა შვილი, რომელიც უნდოდა მასავით მეჩექმე გამოეყვანა და თბილისში ფეხსაცმლის ფაბრიკაშიც კი წაიყვანა 10 წლის სოსო. მაგრამ მალე ბესოს ავადმყოფობამ დარია ხელი და სოსო ისევ დაუბრუნდა სემინარიას.

5. თავის წერილებში დედისადმი სტალინი ლამის მეთოდურად იმეორებს სიტყვებს – ”ძვირფასო დედა, იცოცხლე ათასი წელი”. 1937 წლის მაისში დაწერილ ბოლო წერილშიც ეს ფრაზა მეორდება. იქვე მინიშნებულია, რომ სტალინი წამლებს აგზავნიდა. 13 მაისს კეკე გაცივებულა. ამდენად, სავარაუდოდ, წერილი მაისის ბოლოსაა დაწერილი და შეიძლება ვერც ჩამოუსწრო დედას, რომელიც 4 ივნისს გარდაიცვალა. სტალინი დასაფლავებაზე არ ჩამოსულა. დედისათვის გამოგზავნილ გვირგვინზე ასეთი წარწერა იყო ქართულ და რუსულ ენებზე: ”ძვირფას და საყვარელ დედას მისი შვილ იოსებ ჯუღაშვილისაგან (სტალინისაგან)”

P.P.S.

ხალხისთვის საკმარისია იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდა. მთავარი ისინი კი არ არაა, ვინც ხმას აძლევს – ისინი არაფერს წყვეტენ. მთავარი ისაა,  ხმებს ვინ ითვლის!
It is enough that the people know there was an election. The people who cast the votes decide nothing. The people who count the votes decide everything.
იოსებ სტალინი
Joseph Stalin (Dzhughashvili) 


ისევ წერილი… ისევ თხოვნა… ისევ ოპოზიციას…


მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხერხდება ამ ხელისუფლების (ამ კრიმინალი და უსინდისო ხელისუფლების!) არჩევნების გზით დამარცხება, უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელმა აქციამ აჩვენა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ:

1. ნინო ბურჯანაძემ ვერ მოახერხა სახალხო პოლიტიკოსად ჩამოყალიბება (რაც წარმოუდგენელია კიდეც. მას შეუძლია იყოს ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ არა სახალხო). და თუ კარგად დაფიქრდება, წესით ხელი უნდა აიღოს პირველი ვიოლინოს პარტიაზე და იფიქროს, როგორ მოთოკოს თავისი ამბიციები. დათანხმდეს იმას, რომ უბრალოდ დარჩეს ოპოზიციური სპექტრის სერიოზულ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პირველ ლიდერად. ბურჯანაძის პროგრამა მაქსიმუმი ამჟამად უნდა იყოს მის მიერ დაშვებული შეცდომების და სააკაშვილის დანაშაულებებში მონაწილეობის სრული მონანიება და მომზადება იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხელახლა დაწყება მთლად თავიდან არა, მაგრამ მნიშვნელოვნად ქვემოდან მოუწევს, და არა იმ ოლიმპიდან, სადაც იგი უკვე იყო.

2. ფორუმმა უნდა მოახერხოს გუბაზ სანიკიძის როლის ლიმიტირება. გუბაზ სანიკიძის მაქსიმალიზმი და ხშირად იმის მტკიცება, რომ ყველაფერი გათვლილია და გეგმა არის, მაშინ როცა მერე მტკიცდება, რომ გეგმა არ ყოფილა და გათვლა აცდენილი იყო, იმდენად თავად ბატონი გუბაზის იმიჯზე და პოპულარობაზე არ მოქმედებს (ვისაც იგი მოწონს, სწორედ მაქსიმალიზმის და მკვეთრი განცხადებების გამო და არა სწორი გათვლების და ზუსტი გეგმების გამო), რამდენადაც თავად ფორუმის – როგორც სერიოზული ძალის იმიჯზე. ფორუმმა 3 კვირის წინ არ იცოდა, რა უნდოდათ სახალხო კრების მონაწილეებს, მერე ერთი კვირის წინ უცებ ყველაფერი გაიგო და გაითავისა, და ახლა მიჭირს გავიგო, რისი გაგების საფუძველზე გახდნენ სახალხო კრების იდეის მხარდამჭერები.

3. დღევანდელი აქცია არ იყო წარუმატებელი.

ეს იყო იმის დადასტურება, რომ ხელისუფლების ქმედებებით სასოწარკვეთილი და აღშფოთებული ხალხის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამ ხალხს ჭირდება სწორი გეგმის მიწოდება. დღევანდელი აქციის წარმატება იქნებოდა სწორედ ამის დაფიქსირება და ზედმეტი მოლოდინისგან ხალხის გაბრუების აცილება. ასევე სერიოზული შეცდომაა ჩამოყვანილი ხალხის ქუჩაში დატოვება იმის ბრაზით, რომ უფრო მეტი ხალხი არ მოვიდა.

ვინც მოვიდა, იმას რას ვერჩით, ბატონო პოლიტიკოსებო?

კარგია, რომ აქციის გაბუტული ლიდერები უკან მობრუნდნენ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, არ წასულიყვნენ.

ხელისუფლებისგან დაბეჩავებულ და შეურაცხყოფილ ხალხს ოპოზიციისგან დაყვავება და ადამიანური თანადგომა ჭირდება. ორივე მხარემ – საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ დღეს დაუნდობელ მედროვეთა კლანის მოცილება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. 

4. ეკონომიკური კრიზისი თავის საქმეს იზამს. ხალხს ჯერ გათბობის სეზონი არ დადგომია და ხელისუფლებამ უკვე ამდენი სადისტური დარტყმა მიაყენა. როცა ახალ წელს გაჩახჩახებული თბილისის ფონზე თბილისელების ძალიან დიდ ნაწილს გაუჭირდებათ თუნდაც ორიოდე დღით საკუთარ ოჯახში “მსოფლიოს #1 რეფორმატორი ქვეყნის” “ბედნიერი მოქალაქეების” იმიჯის შექმნა, მიტინგებზე გამომსვლელი სასოწარკვეთილი ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ამ დროისთვის მაინც გაცილებით უფრო კარგი დაგეგმვა და გაცილებით უფრო სერიოზული მოთმინებაა საჭირო, მით უფრო, რომ ზამთარში ხანგრძლივი მიტინგები გამორიცხულია. საჭიროა სხვა ტაქტიკაზე გადასვლა – ხშირი და ხანმოკლე მიტინგები – შეიძლება გარკვეული პერიოდულობით, მაგალითად, – ყოველ პარასკევს 3 საათზე. მთავარია, ქართული სუფრისგან განსხვავებით ისინი არ იქცეს ერთიდაიმავე თანმიმდევრობის სადღეგრძელოების ოდნავ სახეცვლილ ვარიანტებად.

5. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლების წასვლა უფრო აქციების შედეგად წარმომიდგენია, ვიდრე საარჩევნო პროცესის დახვეწის შედეგად, უნდა ვაღიარო, დღეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიების მიერ გამოვლენილი მუშაობის დაფიქრებული გეგმაც და მიღწეული შედეგებიც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე საპროტესტო ფლანგზე მიღწეული შედეგები ან იქ მიმდინარე მუშაობის გეგმების შესახებ წარმოდგენა. როგორც კრივში, ისე პოლიტიკაშიც, ხანდახან ზუსტი და საშუალო სიძლიერის დარტყმები უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი გადამწყვეტი დარტყმისთვის ხელსაყრელი მომენტის ძებნაში მთელი დროის გატარება.  ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი დაავადება არის ის, რომ ყველა მხედარმთავრობაზე ოცნებობს და არავის არ უნდა შეთანხმებული კოორდინირებული მუშაობის შესრულება – ფლანგების მომზადება იქნება ის, თუ შეთანხმებული უკანდახევის იმიტაცია. სწორედ ამჟამად შეიქმნა საუკეთესო სიტუაცია იმისთვის, რომ მოხდეს სინქრონული მუშაობით ამ რეჟიმის თანდათანაობითი (ან მყისიერი!) წარმატებული მოშორება.  

ამისათვის საჭიროა, რომ მოხდეს ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპის გააზრება და ტვინში ჩაჭედვა:

6. მთავარია, რომ ან საარჩევნო კოდექსზე მომუშავე რვიანმა, ან საპროტესტო მუხტის გაძლიერების ფრთამ აღიარონ, რომ მთავარი მტრის – ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში არცერთი მათგანი არამცთუ მოგებული არ დარჩება, არამედ საერთოდ საქართველოში ვერ დარჩება! ნელ-ნელა მათ ყველას (და პირველ რიგში – ნინო ბურჯანაძეს დცა მის ოჯახს!) ქვეყნიდან განდევნიან ან ფიზიკურად გაანადგურებენ! (ეს ეხება გიორგი თარგამაძესაც, რომელსაც ისევე მშვენივრად გადააგდებს ეს რეჟიმი, როგორც ერთდროს მისთვის უაღრესად საჭირო და სასარგებლო ბადრი პატარკაციშვილი გადააგდო და გაანადგურა).

და რაც მთავარია, თუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ეს მთელი საქართველოს კრახი იქნება. მოხდება საქართველოს პოლიტიკური სინგაპურიზაცია (ეკონომიკურ სინგაპურიზაციას ერთი 20 წელი უნდა ვუცადოთ) – საქართველო დაიცლება ქართველი ხალხისაგან (მარტო ეთნიკურ ქართველებს არ ვგულისხმობ, არამედ საქართველოს ნორმალურ მოქალაქეებს, რომლებიც არც მაზოხისტები არიან, და არც სადისტები) და მათ ადგილზე ვიხილავთ ბურებს, ჩინელებს, ირანელებს, მასწავლებლებად დაპატიჟებულ გაურკვეველი ცოდნის და მისწრაფებების სუბიექტებს და ა.შ.

ამიტომ კი ნუ გაერთიანდებით, ბატონო ოპოზიციონერებო, არამედ იმოქმედეთ ისე, როგორც მოკავშირეები მოქმედებენ – აკეთეთ თქვენ თქვენი საქმე, ნუ მიაყენებთ შხამიან დარტყმებს ერთმანეთს, მოიფიქრეთ არა “გრანდიოზული”, არამედ გონივრული გეგმები და იცოდეთ, რომ ნებისმიერი ოპოზიციური მიმართულების წარმატება მეორე ოპოზიციური მხრის წარმატებაც იქნება, რადგან უზრუნველყოფს თავისუფალ  და სწორ საარჩევნო კოდექსს და სამართლიანობას. ამის გარანტი ბევრჯერ ცხვირწამტვრეული საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების დაუნდობელი ყურადღება და კონტროლი უნდა გახდეს!

საქართველოს სახელით და საქართველოს გადასარჩენად – სამშობლოში შვილების გაზრდის უფლების შესანარჩუნებლად – იმოქმედეთ ჭკვიანურად და არა ემოციით!

იმოქმედეთ იმაზე დაფიქრებით, რომ ეს შეიძლება თქვენი და ჩვენი ამ ჯერ კიდევ არსებული სამშობლოს ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალი მოქალაქეების გადარჩენის უკანასკნელი შანსი იყოს!

და კიდევ, თუ შეატყობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მმართველი ვირთხები (ეგეთი სულ ალბათ 50-100  იქნება) ჩასაძირავი გემიდან გაქცევას აპირებენ, წაიღონ, რასაც მოერევიან.

ოღონდ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დაგვიტოვონ.  თითოეული ქართველი, თუნდაც ის, ვინც ბოლო 7 წელი მიშას იმედად იყო და “მიშა მაგარიას” იძახოდა, ჩვენთვის ძვირფასია. თითქმის ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, გარდა სამშობლოს ღალატისა და უდანაშაულო კაცის განზრახ მკვლელობისა.

ჩვენ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელთაც დღეს საუბედუროდ მართავს და ხელმძღვანელობს კორუმპირებული და სულგაყიდული კრიმინალების ხროვა. მათ არ ერიდებათ ადამიანების მკვლელობა, მოსყიდვა, მოტყუება, დაშინება, დაყაჩაღება, საკუთრების წართმევა, გაძარცვა და დამცირება. მათ არ ერიდებათ ქვეყნის დაქუცმაცება, გასხვისება, გაყიდვა, უცხო ხალხის გადამთიელების მასიურად ჩამოსახლება, საკუთარი ბუნებრივი სიმდიდრეების გადაწვა, გაყიდვა, მითვისება და გავერანება. საკუთარი მოსახლეობის მიგრანტებად გადაქცევა, არჩევნების წინ დარიგებული სამათხოვრო გორშებით მოსყიდვა და დაპატიმრებით დაშინება, ქვეყნის ბეღლების და ხაზინის დაცარიელება და ციხეების ავსება, ქვეყნის პოლიციურ ციხედ გადაქცევა, ოღონდ – ზიზილ-პიპილოდ შეღებილ და ფსევდო-გამჭვირვალე ციხედ.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მეთაური წაგებული ომის დარდს ჩვენს ხარჯზე დაქირავებული მასაჟისტის კბენებით იქარვებს, ხოლო მთავრობა – დიპლომატიურ “გარღვევას” – ჩვენს ხარჯზე დაქირავებული ბოზების სასტუმროში ჰარემული შერეკვით. ეს არის უკიდურესი მარაზმი და უკიდურესი ცინიზმი.

გვინდა ეს? გინდათ ეს? ვიმსახურებთ ამას? ნუთუ ამის წინააღმდეგ კოორდინირებულ თანაქმედებას ვერ მოახერხებთ, ისევ და ისევ თქვენი ამბიციების გამო?!

პასუხს მე არ გთხოვთ! თქვენი შვილები მოგთხოვენ, როდესმე.