გერმანული იდეალიზმი და იმერული რაციონალიზმი


იმ დროში როდესაც მე გავიზარდე, საქართველოს ახალგაზრდობის უმრავლესობა ამ ახალგაზრდობას სტუდენტობაში ატარებდა (ზოგი – მამიკოების პარტბილეთების, ზოგი – ოლღა ბებიას ფაქიზოების წყალობით) და ამ სტუდენტობის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი იყო ისეთი ფუნდამენტალური მეცნიერება, როგორიცაა ფილოსოფია. მართალია, საბჭოთა კავშირში ამ ფუნდამენტალური მეცნიერების გაოხრებულ ერზაც-ფორმას, მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიას ასწავლიდნენ, მაგრამ ლექტორები მაინც იძულებულნი იყვნენ, ან – ზოგიერთი იშვიათი მათგანი, მართლაც – მოწადინებულნი, ფილოსოფიის საფუძვლების ახსნისას ჩვენთვის მეცნიერულად მოეწოდებინათ ის მარადიული ჭეშმარიტებები და ტვინის და სულის საკვები, რასაც ქართველთა უმრავლესობა, საკმაოდ არამეცნიერულ კონტექსტში და ალტერაციებით მაშინ მხოლოდ სუფრაზე თუ ეზიარებოდა და დღეს – ზიარებისას. ამიტომ ჩემი თაობის ხალხს სპინოზას, კანტის და ჰეგელის სახელები რაღაცას ეუბნება, თუმცა სამწუხაროდ, უხშირესად – მხოლოდ რაღაცას…

მაგრამ თუ სათაურის წაკითხვის შემდეგ ვინმე ჩემგან – ფილოსოფიის დილეტანტისაგან – ფიხტეს, შელინგის ან ჰეგელის ნააზრევის ინტერპრეტაციებს, ანალიზს ან თუნდაც თქვენთვის გაზიარებას ელოდება, მინდა გაგაწბილოთ. მე სულ სხვა დროის და ტიპის გერმანულ იდეალიზმს მინდა შევეხო და არა „სულის ფენომენოლოგიას“.

“გერმანულ იდეალიზმად” ამ სტატიაში მე მოვნათლე გერმანიაში მაცხოვრებელი ან იქ განათლებამიღებული ქართველი ინტელექტუალების მოსაზრებები, რომლებიც ქართულ არჩევნებს დასავლური სტანდარტებით უდგებიან. მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა და, კერძოდ,  ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგზე გამოქვეყნებული მასალებით მრავალჯერ მოგვრილი აღფრთოვანებისა, უნდა ვაღიარო, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი არის ისეთი იდეალისატური, რომ მეტი არ შეიძლება! რა თქმა უნდა, მხოლოდ გერმანიაზე არ ვრცელდება ეს ქართული არჩევნებისადმი იდეალისტური მიდგომები. შეიძლება ითქვას, რომ ეს შუაშიზმის მოგვიანებითი ეტაპი, ან შეიძლება ნაცმოძრაობისათვის საოცნებო კატა ლეოპოლდის სამშვიდობო დევიზის გაპიარების ადრეული ფაზა იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ აზრების ზოგიერთ გამახმაურებელთა სურვილები სრულიად უანგარო იყოს, ისევე როგორც ცალკეულ შემთხვევებში ანგარების გამორიცხვაც არ იქნება ალბათ სწორი…

აი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გასული „პოლიტმეტრი“, სადაც ზაალ ანდრონიკაშვილის და ლევან გიგინეიშვილის ძალიან საინტერესო მოსაზრებებში ჩემთვის პირადად ცხადი გახდა, რომ ორივე ავტორის ძალიან სწორი და როგორც ინგლისელები იტყოდნენ thoughtful პოზიციის მიუხედავად, ბ-ნი ზაალის აზრები, ერთ რაკურსში მაინც, იდეალიზმის ძალიან მსუყე პორციას შეიცავს.

1:02:07- 1:24:36. (განსაკუთრებით 1:17:31-დან)

ზაალ ანდრონიკაშვილი: „ვუყურებდი, როგორ ლაპარაკობდნენ ტელევიზიით ორივე საარჩევნო ბლოკის ლიდერები ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზე – ვიღაც ჯღანაზე და ვინი პუხაზე, და ერთმანეთზე კომპრომატებს აქვეყნებენ მაშინ, როცა საჭიროა პროგრამებზე გველაპარაკონ. ეს არის აბსურდი, სისულელე და დროის (მათ შორის ტელევიზიის და ამომრჩევლის დროის) უსარგებლო ფლანგვა! სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელი ამომრჩეველი არის ყვითელი, მაშინ როცა მე მიმაჩნია, რომ კომპრომატების გროვება და გამოქვეყნება საარჩევნო კამპანიის დროს არის არც რელევანტური და არც – რაიმე სარგებლის მომტანი“.

მაგრამ არის კი ე.წ. პროგრამა და ამ პროგრამის დეტალები ჩვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი?

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც ჩვენ (და ბატონმა ზაალმაც!) ვიცით ნაცმოძრაობის სიტყვის და საქმის ტოტალური აცდენის შესახებ, აქვს კი ჩვენთვის რაიმე, თუნდაც მიზერული მნიშვნელობა, რას გვეტყვის, როგორ „ნანას“ გვიმღერებს და რა ზღაპრებს მოგვიყვება ნაციონალური მოძრაობა?

როგორც საკმაოდ დელიკატურად მოგიგოთ თქვენივე კოლეგამ, ბატონო ზაალ, რამდენად რეალურია, რომ დღევანდელ საქართველოში (და არა ჰეგელის მშობლიურ დღევანდელ შტუტგარტში!) არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპონენტებმა სოფლის მეურნეობის პროგრამების ან საგადასახადო პოლიტიკის შედარებითი ანალიზით მოგვხიბლონ? იმ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც (როგორც ახლა, უკვე პოსტ-ფაქტუმ ვიცით!) ნაციონალური მოძრაობა თან  თავის გამჭვირვალე პატიოსნებაზე და დემოკრატიის განუხრელ დაცვაზე მასიურად გვაბოლებდა და თან ზონდერებს მიმაგრებულ სპეცნაზს საარჩევნო უბნებზე შეჭრის სპეცოპერაციის გეგმა „ბარბაროსას“, ხოლო პრობაციონერთა და პატიმართა ოჯახებს კარუსელების განრიგების ურიგებდა? ამ „ინოვაციურმა“ საარჩევნო მეთოდოლოგიამ ხომ მხოლოდ იმიტომ ვერ მოიტანა სააკაშვილისთვის სასურველი შედეგი, რომ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა არა მარტო ბრძენი და ხეებზე ფოთლის მარადიულად დამზოგველი, არამედ ერთდროულად – მოქალაქეობრივად საკმაოდ მობილიზებულიც და უდრეკი თავისი არჩევნის დაცვაში! როგორ გგონიათ, ჩვენს ამომრჩევლებს რომ ამ არჩევნებზე არ გაეგოთ ის, რაც გაიგეს თუნდაც ძალიან შეზღუდულად ხელმისაწვდომი – ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიებით („მაესტრო“ და ტვ-9), რამდენიმე ბეჭდვითი თუ ელექტრონული საშუალებების (ipn.ge, „კვირის პალიტრა“) და რეგიონული ჟურნალისტების (კახეთის და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრების, „ნეტგაზეთის“, TSPress-ის და „გურია ნიუს“-ის და მრავალთა სხვათა) თავგანწირული მუშაობით, როგორ გგონიათ, დადგებოდა ეს შედეგი, რაც დადგა? თუ იქნებ ივანიშვილისაგან სასწრაფოდ გადაწერილი სოციალურად მომხიბვლელი ლოზუნგების მაქსიმალური ტირაჟირებით და გაპიარებით სახელოვან ნაცმოძრაობას ისევ ის შედეგი დაედო და ამაყადაც ნიშნი მოეგო, – „ჩვენი პროგრამა უკეთესი იყო, ოლოლო თქვენო!“

დიახ, ჩვენ დღეს მართლაც ვირჩევთ ძალიან დაბალ დონეზე, მაგრამ როგორ უნდა განვირჩიოთ (გადავირჩიოთ) ძალიან დაბალი მორალური დონის მქონე ნაციონალური მოძრაობა ძალიან მაღალ დონეზე? მაშინ, როცა ციხის სკანდალის შემდეგ ბაჩა ახალაია და კალმახელიძე მხოლოდ გადადგნენ და საკმაოდ მსუყე ბონუსები, უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს პრეზიდენტისაგან, შეიძლება, რომ ჩვენ მაღალ დონეზე ვირჩევდეთ და მეტოქის მიმართ კომპრომატების გამოყენებაზე ისევე აზიზად უარი ვთქვათ, როგორც ამას სკანდინავიის ქვეყნებში აკეთებენ? (ისე, იქაც დაზღვეული არავინაა!)

მაგრამ აი, დამთავრდა არჩევნები. მთელი მსოფლიოს გასაოცრად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. გამწარებული ტანზე იხევს კაბებს სააკაშვილისაგან ძალიან მსუყედ ნაკვები იულია ლატინინა, გამწარებული ვილფრედ მარტენსი ბელგიიდან ანათემას გვითვლის – თუ საქართველო რუსეთთან ურთიერთობას დაამყარებს, მისთვის ნატოს  კარი დაიხურებაო (!), ერთდღიანი შოკის შემდეგ ნაცმოძრაობამ უცებ ისკუპა თავის პრეზიდენტიან-გუბერნატორებიან-გამგეობებიან-პოლიციან-სასამართლოებიან-ურნალისტებიანად ოპოზიციის იმუნიტეტიან მაშველ ნავში და ახლა იქედან არხეინად იმუქრება, კიდეც გაბედავენ და 6 თვეში სამოთხეს არ დაამყარებს “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რომ ყველაფერს ვაკვირდებით და გაგაკონტროლებთო! ბაქრაძე და ბოკერია – როგორც ხალხის ინტერესების სადარაჯოზე მდგარი „ვოჩდოგები“! პრეზიდენტი, რომელიც თან პრეზიდენტია და თან ოპოზიციონერია! თან ერთ დღეს აცხადებს, – ვიცი, ეგენი ქვეყანას დაღუპავენო, მეორე დღეს კი ფლიდად იცინის – ნეტა ეგენი ქვეყანას ააყვავებდნენ და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებაო!

ახლა კი მეორე ვიდეორგოლი. უკვე არჩევნების შემდეგ ჩაწერილი:

ლაშა ბაქრაძე გადაცემა „კვირის არგუმენტებში“ (13:07-დან):

ლაშა ბაქრაძე: „ის რომ, მაგალითად, ზღაპრებს რომ ჰყვებოდნენ აეროპორტიდან ვიღაც გარბის, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, როგორც ჩანს. კეზერაშვილმა შეისყიდა „რუსთავი2“-ის და „მზის“ წილები. ე.ი. პროპაგანდის ინსტრუმენტებით და მეთოდებით ბრძოლა გაგრძელდება.

(14:09-დან): საერთოდ ერთი დიდი პლიუსი, რაც ეხლა მოხდა, ის რომ კონსტიტუციური უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, ორივე პარტია თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი პარლამენტში. ეს იძლევა შანსს, რომ პარლამენტი გახდება ის ადგილი, სადაც დაიწყება დებატები, სადაც დაიწყება დიალოგი, და ჩვენ ნელ-ნელა მივეჩვევით, რომ პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც საკითხები წყდება. ერთმანეთზე დამოკიდებული ვიქნებით. ადამიანებიც უფრო კარგად გაიგებენ, რას ნიშნავს დემოკრატია. მე პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, არის დიდი შანსი, რომ საზოგადოებამ მეტი კონტროლი დაუწესოს ყველა პროცესებს, არ მივანდოთ პოლიტკოსებს, მუდმივად ლუპის ქვეშ იყოს ყველაფერი, რაც ხდება, ამისათვის, რაც მეტი საჯაროობა იქნება, მეტად შეგვეძლება.“

მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბატონი ლაშა არაფერს ამბობს, რა მოხდება მაშინ, თუ ნაციონალების დაპირება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს არ შეუშლიან მთავრობის ჩამოყალიბებაში, სინამდვილეში არ ახდება! განა ცოტა გვინახავს კედელთან მიმწყვდეული სააკაშვილისაგან  ისეთი დაპირებები (საზოგადოებრივი არხის კონტროლი… ძალოვან უწყებებში მინისტროს მოადგილის დანიშვნა ოპოზიციის რიგებიდან და სხვა…), რომლებიც მერე – პრეზიდენტზე პრესის შემცირების პარალელურად – ტექნიკურად აორთქლებულა? დაპირებები არაფერს ნიშნავს… უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც არჩევნების წაგების შემდეგ პოლიციიდან და კუდი-დან დოკუმენტაციის გატანით და დაწვით არის დაკავებული, რომლის აღიარებული ჯალათები – ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, „მასტერა“ დგებუაძე და სხვები – ნამდვილად გაიქცნენ, რადგან სხვანაირად ნაცმოძრაობას მათ გასამართლებაზე თანხმობის გაცემა მოუწევდა. რომლის მიერ არჩევნები დემოკრატიულად კი არ ჩატარდა, არამედ ვაიძულეთ და ვერ გააყალბეს… როგორ შეიძლება გვეგონოს, რომ კრიმინალებთან და კრიმინალების მრავალწლიან მფარველებთან და “გამპრავებლებთან” ჩვენ ნორმალური (პირმოთნე) დიალოგი და დისკუსიები გვჭირდება? როგორ შეიძლება ასეთ ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, რომ კარგია, როცა „ორივე ძალა პარლამენტში თითქმის თანაბრად არის წარმოდგენილი“? ხომ გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა, არჩევნები რომ მართლაც სამართლიანად და ნორმალურად ჩატარებულიყო, – 40%-ს კი არა, ალბათ ამის ნახევარს თუ მიიღებდა?! ნუთუ ბატონი ლაშა მართლაც მოხიბლულია, რომ პარლამენტში მოხვდა როლანდ ახალაია, რომლის შტაბის უფროსი სწორედაც რომ მეგის ქარდავა იყო, ხოლო შვილების საგმირო საქმეები კი რამდენ ტომს დაიტევს, ღმერთმა იცის? ნუთუ მისაღებია იმ ტიპის განცხადებები, რასაც როლანდ ახალაია თავისი ოპონენტის შესახებ აკეთებს, რომ ალასანაის თურმე ბოროტება „გენში უზის“ (ამას ამბობს კრიმინალში ეჭვმიტანილი და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ორი პირის მამა იმ ადამიანზე, რომლის მამა საქართველოს ეროვნული გმირია!) ნუთუ სასიხარულოა ის, რომ აბსოლუტურად გაყალბებულ ხაშურის ოლქში დღემდე ის ადამიანი არის გამოცხადებული მოგებულ მაჟორიტარად, რომელსაც ხელს ადებენ, რომ ის თავის თანაქალაქელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და და დამკვირვებლებს იარაღს ადებდა და საარჩევნო დოკუმენტაციის გატაცების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა? ნუთუ, ის კადრები  (1:18:23-დან), რომელიც იგივე „კვირის არგუმენტების“ გადაცემაში აჩვენეს, არ ცხადყოფს, ნაცუმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ჯერ კიდევ მოქმედი როგორი მასიური გაყალბების ფასად არის მიღწეული ის საბედნიერო „ლამის თანაბრობა პარლამენტში“, რაც ბატონ ლაშას იდეალისტურ აღფრთოვანებას იწვევს? ნუთუ ის ფაქტი, რომ ახალქალაქში საარჩევნო უბანზე უკანონოდ მყოფმა ადამიანმა არა მარტო კამერა დაუმტვრია სტუდია GNS-ის ოპერატორს, არამედ შემდეგ კამერის წინვე განაცხადა, უნდა მომეკლა კიდეცო, და რომ 70-ვე უბანზე დარღვევები იმ მასშტაბის იყო (დეპუტატის მიერ მოწყობილი ხელჩართული ჩხუბების ჩათვლით), რომ წესით, არჩევნები გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს, – ნუთუ ეს ყველაფერი იმის შეგრძნებას არ არღვევს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ახლა ამაში დამსახურებულ პარტნიორ ნაცმოძრაობას შესაბამისი პატივი უნდა მივაგოთ და მათი “კეთილი ზრახვების” უნდა ვიწამოთ?

არ გაუყალბებიათ??? უბრალოდ, არ მივეცით ყველგან გაყალბების საშუალება, თორემ შერცხვებოდათ?!

აი, ერთი ფაქტი და ერთი ინფორმაცია იმის მაგალითად, თუ როგორ აპირებს საქართველოს ჩამოოპოზიციონერებული პრეზიდენტი და მას დაქვემდებარებული სტრუქტურები „თანამშრომლობას“:

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წ. 5 ოქტომბრის N 924 ბრძანებულებით, სახელმწიფო ქონებაზე კონტროლი დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მართვა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაულოცა.

ბრძანებულებით ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც რამდენიმე დღეში ახალი კადრებით დაკომპლექტდება, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე ხელი აღარ მიუწვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციის, ასევე – ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯებს ახალი მთავრობა ვეღარ გააკონტროლებს. ასევე, პრეზიდენტის უშუალო კონტროლს ექვემდებარება საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების გახორციელება.

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, რომ რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების ხარჯი პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა გაიღო. 5 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებმა მსგავს ქმედებებს უკვე კანონიერი სახე მისცა.

http://www.gurianews.com/index.php?option=com_content&view=article&id=6109%3A2012-10-07-11-42-32&catid=66%3A2010-11-25-16-47-31&Itemid=11

გრეტა ციცავა:

გუშინ ვიყავი რუსთავში და იმ სუპერმარკეტს ვესტუმრე, რომელიც ტვიმედისინფორმაციით,თითქოს დააყაჩაღეს. მოკლედ გაგიჟდა ქალბატონი გამყიდველი და მითხრა: შვილო, 2 დღეა ხალხი გახარებული შემოდის აქ და უკეთესი ამბავი ვერ მითხარიო, რა დამაყაჩაღეს რის დამაყაჩაღესო!..  კი გამომისტუმრაიმედ+გაცრუებული

http://www.facebook.com/nato.gabunia.90/posts/513888908639743#!/gretatsitsava/posts/3267370142899

საბოტაჟი რომ ნელ-ნელა ძალას იკრებს, ეს აშკარაა, სააკაშვილი კი ყასიდად ესაუბრა კამერების წინ ზოდელავას და ზღულაძეს და დაავალა, არცერთმა პოლიციელმა არ თქვას უარი თავისი მოვალეობის შესრულებაზეო, მაგრამ ეგ კამერების წინ, და აბა ესეც ნახეთ

ნინო დუმბაძე:

ყველამ წაიკითხეთ და გაავრცელეთ!!!

აჭარის კუდის უფროსი თემურ პატარიძე შანტაჟით და მუქარით, ყოფილ პატიმრებს, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს, აიძულებს ოქტომბრის გამავლობაში, განსაკუთრებით თვის ბოლოს დაიწყონ მოქალაქეების ძარცვა და ბანდიტიზმი ქალაქში. ეუბნება მათ, რომ ექვს თვეში ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და აქვთ ამისი გეგმა. მთელი საქართველოს მაშტაბით იგივე ხდება, მოგმართავთ ყველას იყავით განსაკუთრებულად ფრთხილად. მივმართავ ქართული ოცნებას იყავით ყურადღებით სანამ ესენი აკონტროლებენ ძალოვნებს და თვითმართველობებს არაფერი არ არის დამთავრებული. ეს ინფორმაცია ძალიან სარწმუნოა და ამას ამბობს ათობით ყოფილი პატიმარი, რომლებიც არ აპირებენ ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობას. მიაქციეთ ყურადღება ამ საქმეს განსაკუთრებით ჟურნალისტებმა!!!!!!

აი, რას ამბობს ფეისბუქზე შალვა რამიშვილი ნაცმოძრაობის გეგმის შესახებ, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდება:

ნაც მოძის გეგმა მარტივია:

1. განწმენდა ბნელი წარსული მქონე პირებისაგან (ახალაიები და მისი ბანდა, ზონდერების უფროსები)
2. მაქსიმალური კონსოლიდირება საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის სახით
3. საკუთარი მაჟორიტარების შენარჩუნებისთავის ბრძოლა
4. მედია რესურსების გადაწყობა და მათგან საინფორმაციო-დივერსიული ძალის შექმნა.
5. მატერიალური რესურსების მობილიზება, გადაწყობა, დალაგება, გადამალვა
6. ადგილებზე (ქალაქებსა თუ სოფლებში) ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლა
7. სხვა და სხვა სახის საბოტაჟის მოწყობა, რომელიც ახალ ხელისუფლებას პრობემებს შეუქმნის.
8. ივანიშვილისთვის ცეცხლი გახსნა ყველა ამ მიმართულებიდან 6 თვის შემდეგ, როცა მიშას პარლამენტის დათხოვნა შეეძლება.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მე ძალიან უცნაურად მიმაჩნია, რომ დღესაც კი ბატონ ლაშა ბაქრაძეს მეტი არაფერი აწუხებს, თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯერარდასახელებულ მთავრობაში ბევრი მისთვის მიუღებელი ადამიანია და რომ ძალიან ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ არ ახდენს თავისი საკადრო გადაწყვეტილებების ქართველი ხალხისათვის წინასწარ გაცნობას და ამას ასე კულუარულად აკეთებს, რომ მეტი გახსნილობა და ხალხთან მოთათბირება იყო საჭირო…

ძალიან უცნაური მგონია ის, როგორ ლაპარაკობს ასეთი დარწმუნებით ლაშა ბაქრაძე ლამის სასირცხვილო კანდიდატებზე, რომლებიც ჯერ ოფიციალურად არავის დაუსახელებია. მე პირადად 3 სხვადასხვა ექსკლუზიური ვერსია მოვისმინე და სამივე განსხვავებული იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული საერთოც იყო მათ შორის. ასევე უცნაურია, ქვეყანაში, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მის მიერ მართული სამივე ტელევიზია მთლიანად საგანგებო მდგომარეობაში გადაიყვანა და საინფორმაციო ცეცხლის გახსნა დაავალა, სადაც ყოველდღე იფრქვევა ათასი დეზინფორმაცია იმაზე, როგორ ხვდება ბიძინა ივანიშვილი ქურდებს, როგორ საშინლად იძარცვება უკვე მაღაზიები და როგორ გაიზარდა კრიმინალური სტატისტიკა, ხოლო ამის ფონზე ყოველდღიურად რეჟიმის ერთგული კრიმინალები „პაჩკა-პაჩკა“ გარბიან ქვეყნიდან, ხოლო დარჩენილთა დიდი ნაწილი სამუშაო დღეს სხვადასხვა ტყეებსა და ტბის ნაპირებზე დოკუმენტების დაწვაში ატარებს, დავიჯერო, იმის დრო გვაქვს, რომ  მოსახლეობასთან მშვიდი და აუღელვებელი კონსულტაციები ვმართოთ და ოცამდე მინისტრი ნება-ნება ვარჩიოთ?

ყველაზე მეტად კი ერთი რამ არ მომწონს ბატონი ლაშას იდეალიზმში – რაღაც ვერ ვიხსენებ, მას როდესმე ნაცმოძრაობის მიერ მთავრობაში დატრიალებულ კარუსელებზე, ან – მდგარდად გამოცხადებული მინისტრების უნარ-ჩვევებსა და მათი შერჩევის კრიტრიუმებზე კითხვები დაესვას…

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ კარგია მეტი გამჭვირვალობა, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სამოქალაქო კონტროლი! მაგრამ იქნებ ჯერ ის მოგვეთხოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამომჟღავნებულ საარჩევნო გაყალბებზე მაინც პასუხი აგებინოს გამყალბებლებს (და თან არა ისე, როგორც ციხის წამების ორგანიზატორებს, რომელთაგან მთავარი ჯალათები უკვე ან საზღვარგარეთ გააცუნცულეს, ან ევრორემონტით მოწყობილი ლუქსებში გაამწესეს და ცივ ნიავს არ აკლებენ, როგორც ადრე გირგვლიანის მკვლელებს. გამონაკლისი მხოლოდ ის ორი პირია, ვინც ვიდეოები გადაიღო და გაავრცელა, მათი ბედი უცნობია!) და თავი დაანებოს პრეზიდენტის ხელით საკანონმდებლო თარეშს!

მე პირადად, როგორც იმერელ კაცს, რეალიზმი მიყვარს. და არ გამიკვირდება, თუ ბიძინა ივანიშვილიც რეალიზმით იხელმძღვანელებს და არა ბატონი ლაშასათვის მისაღები იდეალიზმით. თან ბოლო წლებში ეს ნაცმოძური იდეალიზმი და ფასადური გაპლასტმასება ისე ამომივიდა ყელში, რომ ლამის სასიქადულო გერმანული იდეალიზმიც კი გადამიყვარდეს.

არაფერი ჯერ მოგებული არ არის!

ნაციონალურმა მოძრაობამ მისთვის მხოლოდ აქამდე ყველაზე უმნიშვნელო დაწესებულება – პარლამენტი (სააკაშვილის ხელში – სანოტარო ბიურო!) წააგო, და იქაც კი უნდა ისეთი გაყალბებული რეალობა შეინარჩუნოს, რომ არაფერი არ დათმოს. აღარაფერს ვამბობს ისეთ მძლავრ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა სუპერუფლებებით შეჭურვილი პრეზიდენტი, უსამართლო სასამართლოები, სადაც ნებისმიერი შავით თეთრზე ნაწერი საქმე მაინც უსამართლოდ ტრიალდება, პოლიცია, პროკურატურა, ნაციონალური მედია, – ეს ყველაფერი ამ თავმოკატუნებული “ოპოზიციის” ხელშია, რომელსაც მე ვფიქრობ, ცოტა სხვა სახელი – “ობოზიცია” უფრო მოუხდებოდა – ტერმინოლოგიური აღრევის გამოსარიცხად! 🙂

ამიტომ, პირველ რიგში:

ა) მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს, ყველა გაყალბებულ უბანსა და ოლქში ხმების დაცვა და სასამართლო დავებში ყველა არსებული დოკუმენტის გამოყენება! არცერთი ადგილი არ უნდა დავთმოთ იმ ყალბი დაპირებების სანაცვლოდ, რომ თურმე გაკონსტრუქციებული ნაცმოძრაობა ყველაფერში ხელს შეუწყობს აქამდე ოპოზიციას და მალე კი მთავრობას! ეს არის ბლეფი, რომელსაც მხოლოდ იდეალისტების იჯერებენ, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, პალიკო კუბლაშვილი და გოკა გაბაშვილი უმწიკვლო თუ არა, სამართლიან პარტნიორებად მიაჩნიათ! ნაციონალური მოძრაობის მუქარები (ბაქრაძის და ბოკერიას მიერ გაჟღერებული), რომ ისინი კრიზისზე წავლენ, ამჟამად ძირითადად ბლეფია და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტი გაყალბებული მანდატი შეიხვილოფონ! აი, თუ გაუვიდათ, მერე კი ნამდვილად წავლენ დაპირისპირებაზეც და კრიზისზეც! როგორ წარმოდგიგენიათ, ნაცმოძრაობა თეა წულუკიანს, ან – თინა ხიდაშელს, იუსტიციის მინისტრად უშფოთველად და უდრტვინველად დაამტკიცებს?

ბ) სასწრაფოდ უნდა მომზადდეს სასამართლო რეფორმა დაჩქარებული წესით. ამაში უნდა ჩავრთოთ მსოფლიოს სხვა ანალოგიური გამოცდილების მქონე ექსპერტები. სააკაშვილის ჯიბის მოსამართლეები სამართალს ვერ აღასრულებენ, ხოლო სამართლის აღსრულების გარეშე ქვეყნის გამოსწორება ვერ დაიწყება!

გ) სასწრაფოდ უნდა გადატყდეს წელში გებელსურ-პროპაგანდისტული  მედიის ბატონობა ადამიანების გონებასა და ცნობიერებაზე. პარლამენტის პრიველივე სხდომაზე უნდა დავიწყოთ მედიის ახალი კანონის მიღება, რომელიც გაქსუებულ ცრუტელევიზების დაფინანსების წყაროებს აშკარას გახდის. ამის პარალელურად უნდა მოიხსნას უკანონო და დარკონული შეზღუდვები სატელიტურ თუ საკაბელო ტელემაუწყებლობაში რომელიმე ტელევიზიის ჩართვაზე. Must Carry – Forever!

დ) უნდა დაიწყოს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის როტაცია – ყველა ელჩი უნდა იყოს გამოწვეული (მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნით) და უნდა აღმოიფხვრას მანკიერი პრაქტიკა, როცა ელჩებად ხელისუფლებსის ახლობლები, უმეცრები და სულაც უზრდელი ხეპრეები ინიშნებოდნენ!

კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი იმისათვის, რომ იდეალიზმის ფუფუნება მივცეთ თავს! რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ ახლა ვინც მოვიდა, ამათზე კონტროლს ვაწესებთ და ადრე ვინც იყო, იმათ საქმეებს არ ვიძიებთ.


კუჭის კანონიდან – ჯოკერის კანონამდე


ჩემო მეგობრებო, საქართველოს თავდადებულო მოქალაქეებო! გუშინ თავისუფალო ხალხო!

მადლობა მინდა გითხრათ და თავი დაბლა დავხარო!

როგორც წინა ხელისუფლების ერთ დროს პრემიერი და აწ-დამწვარი ბანკირი იტყოდა: „მისმა უდიდებულესობა ხალხმა ილაპარაკა და ჩვენ შევისმინეთ!“

ჩვენ კი შევისმინეთ, მაგრამ ნინიას ბაღის – დემოკრატიად გამსაღებელ ავაზაკთა ბანდას შესმენამდე ძალიან ბევრი უკლია და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლა არ დამთავრებულა, უბრალოდ – გადამწყვეტ ფაზში შედის!

ჯერ მიმდევრობით.

როგორც სათნოდ სალათისფერმა და უბიწოდ თეთრმა ცესკომ აგვისახა რეალობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2,197,000 ამომრჩეველმა, რაც თუ უაღრესად პატიოსან ასდუკ-ის ქურუმს – ასევე გამწვანებულ (პირდაპირ ხალიფატია, ნუ!) მამუკა კაციტაძეს დავუჯერებთ (მე – პას!) საქართველოს ამომრჩეველთა 3,613,851-იანი არმიის 60,7%!

მაგრამ ეს იყო პირველი რამ, რაც ცესკომ გვაჭამა! სცადა, რომ ეჭმია დაღლილი და ბედნიერებით დამთვრალი ხალხისათვის, მაგრამ გაბრაზებულზე უეცრად გადაგვივლის ბახუსი და სრული სერიოზულობით მინდა ვუთხრა მათემატიკოს ზურა ხარატიშვილს – არ ჩვენ ვართ ოროსნები, ბიძავ!

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის 3,6 მლნ ამომრჩეველი! არ ვიცი, ამდენი საერთოდ ადამიანი თუ ცხოვრობს დღეს საქართველოში. როგორც ამასწინ ბლოგისთვის („საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი, დასაკარგავი?“) მოვიძიე, საერთაშორისო ორგანიზაციების (UN, IOM, WB) მონაცემებით, საქართელოდან მიგრანტთა რაოდენობამ 2012 წელს უკვე   1,16-1.2 მლნ-ს მიაღწია. საქართველოს მთავრობამ სწორედ იმიტომ არ ჩაატარა 2010 წელს ჩასატარებელი მოსახლეობის საყოველთაო აღრიცხვა, რომ ქვეყანაში დარჩენილ და მიგრანტ მოქალაქეთა ზუსტი რიცხვი არ გამოჩენილიყო, თორემ ლაზიკის მაშენებელ ხელისუფლებას და მსოფლიოში რამის მე-16 ადგილზე გამოჭიმულ ეკონომიკას ფულის არქონა დააშინებდა? ამასვე ემსახურებოდა ზურაბ თარხნიშვილის და გრიგოლ ვაშაძის უდიდესი ტყუილი იმაზე, რომ თურმე საზღვარგარეთ (თუნდაც რუსეთის გარეშე!) მხოლო 42,163 ქართველი ამომრჩეველი ყოფილა!.

სიმართლე კი იმაშია, რომ ქართველ ამომრჩეველთა რაოდენობა ქვეყანაში, ყველა ნორმალური და მიუმხრობელი გათვლით 3 მილიონზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო სავსებით რეალურია, რომ სულაც 2,5 მილიონი იყოს. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ნახეთ გუშინ საარჩევნო უბნებზე ხელჯოხებით და ყავარჯნებით მოსული მოხუცები, ინვალიდის კალიასკით მოქანებული ინვალიდები და ვეტერანები, ადამიანები, რომელთაც ალბათ სულ რაღაც ერთი თვის წინ შეუსრულდათ 18 წელი და უკვე ცნობისმოყვარედ და ამაყად მოჰყვებოდნენ თავიანთ მშობლებს და ბაბუა-ბებიებს, ვინც ნახეთ არა მარტო რიგები, არამედ ისიც, როგორ მთელი საქართველო, მოხუც-ახალგაზრდიანად და ჯანმრთელ-ავადმყოფიანად იდგა უდრტვინველად ამ რიგებში, იცით, რომ ჩვენ ბახტრიონზე მძიმე ბრძოლა მოვიგეთ და უკლებლივ ყველა, ვისაც სული ედგა ან ძლივს მაინც ეჭირა, ყველა იქ ვიყავით, რადგან ჩვენს უკან საქართველო იყო!

ანუ, ამომრჩეველთა აქტივობა არა 60,7% იყო, არამედ ჩემი საფუძვლიანი და ძალიან გონივრული ეჭვით – 73%-დან -88%-ს შორის მერყეობდა!

ახლა გავიხსენოთ საზღვარგარეთ მყოფი ის, მინიმუმ, 700,000 ამომრჩეველი, რომელიც უსინდისოდ გამოთიშეს არჩევნებიდან ამ ქართველთყლაპიებმა! საზღვარგარეთ კი არცერთ უბანზე ქართულ ოცნებას არ წაუგია: პარიზი – 60%, ნიუ-იორკი – 73%, ლონდონი – 75%, ბერლინი –  77%! გაამრავლეთ ეს პოტენციურ 700 ათას ამომრჩეველზე და მიხვდებით, რომ სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ხმა „კულტურულმა“ ვაშაძემ და მათემატიკოსმა ხარატიშვილმა უცხოეთიდან მოგვპარეს!

მოდით, ახლა ის გავიხსენოთ, რომ ყველა უბანზე 10-20%-ით ნაკლები საარჩევნო ბიულეტენი მიიტანეს! ამ დროს, ბიულეტენთა რაოდენობა კანონით არ შეიძლება იყოს უბანზე სიაში არსებულ ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლები! ლოგიკით, პირიქით, ოდნავ მეტიც კი უნდა იყოს, რომ თუ ბიულეტენი შემთხვევით გაფუჭდება, უბნის თავმჯდომარეს ოლქსა და ცესკოში შიკრიკების გაგზავნა არ დაჭირდეს!

ხარატიშვილმა განაცხადა – ეს იმიტომ, რომ ხომ იყო სპეცუბნები და გადასატანი ყუთები, ამიტომ ძირითად საარჩევნო უბნებს ბიულეტენები პროპორციულად მოაკლდაო! დიდი ბოდიში, ჩვენო პითაგორავ თუ იბნ-სინავ, მაგრამ რამდენია სპეცუბნებზე რეგისტრირებული? არა მგონია, ძალოვნების რაოდენობა 100,000-ს აღმატებოდეს! + 24,000 პატიმარი + იმ დღეს გადასატანი ყუთის მოსურნე, დავუშვათ, – 50,000. ეს კი სულ 175,000 ბიულეტენია მაქსიმუმ. რაც სულ 4,8%-ს შეადგენს და არა – 10%-ს ან – 20%-ს!!!

გარკვეულწილად, ცესკოს საქციელში ლოგიკა არის!

ეს ის ლოგიკაა, რომ სინამდვილეში ვაშაძემ, კაციტაძემ, ხარატიშვილმა და მიშამ ხომ იციან, რომ ასდუკის მიერ „გაპრავებულ“ სიაში უცხოეთში მყოფი ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანია ჩაწერილი! ისიც, ხომ იციან, რომ მათი 95% იმ დღეს ვერ ჩამოვიდოდა სამშობლოში ფინანსური თუ სხვა პრობლემების გამო! ჰოდა, მოაკლეს ამ დედუქციის დედა-ოსტატებმა ეს ხალხი და უბნებზე ბიულეტენები, სინამდვილეში, სწორედაც რომ მეტობით დაარიგეს! ამას ის ადასტურებს, რომ უბანზე ბიულეტენის დაკლების ფაქტი, მგონი, არ ყოფილა. ანუ სიაში კი იყო მეტი, მაგრამ ის მეტი არ მისულა მარტივი მიზეზის გამო – ვერც მივიდოდა, საზღვარგარეთაა! ამ ლოგიკით ჩემი დასკვნები დასტურდება – რომ ქვეყანაში 3,6 მლნ ამომრჩეველი ის ბლეფია, რომელსაც ცესკო, როცა უნდა სიმართლედ გვატენის, ხოლო როცა უნდათ, მშვენივრად იყენებენ სათავისოდ!

მაგრამ სინამდვილეში ამ გამყალბებლების (ბატონო ზურაბ, როგორც ვხედავ, მათემატიკოსები უფრო უკეთესი გამყალბებლები შეიძლება იყონ ხოლმე, სიყალბეზე იმუნიტეტი კი მათემატიკოსობაში არ ყრია) ნამდვილი მიზანი სულ სხვაა! ის დაბეჭდილი და სადღაც აორთქლებული ბიულეტენები, სავარაუდოდ 500 – 700 ათასი (!) არის ის მასალა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად ყალბდებოდა! სწორედ ამისთვის აგროვებდნენ მთელი წლები მასწავლებლები – მშობლების და საჯარო სამსახურის უფროსები – მოზრდილთა პირადობის მოწმობების ასლებს. პირადობის მოწმობის და მოქალაქეთა ხელმოწერის ნიმუშების ასლები აქვთ ყველა სადაზღვევო კომპანიაშიც, რომელნიც უპირობოდ და შეკითხვის გარეშე გადასცემდნენ ცესკოს ამ ფასდაუდებელ (და კონფიდენციალურ!) ბაზას, სადაც დაახლოებით 1,5 მილიონი მოქალაქის მონაცემებია!

მაშინ, როცა ჩვენ ნაადრევად ვზეიმობთ, ნაცმოძრაობის სტრატეგების – მიხეილ მაჭავარიანის და ხათუნა გოგორიშვილის – მიერ დაქირავებულ კალიგრაფთა და ხელმოწერის გამყალბებელთა ათეულები და ოცეულები სავარაუდოდ სადღაც, რომელიმე სკოლის ან უნივერსიტეტის ოთახებში სხედან და ძალიან კონფიდენციალურ სამუშაოს ატარებენ – ასობით ადამიანის ხელმოწერებს აყალბებენ, რომ მერე უბნის ოქმები ამ ახალი საარჩევნო ყუთების ნაჩალიჩარ „შიგთავსს“ მიარგონ! იტყვით, უბნის ოქმის გაყალბება ძალიან ძნელიაო? „ძნელი“ შეუძლებელს არ ნიშნავს!

იტყვით, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?

არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩემი ფანტაზია ხომ თქვენი შემოქმედების ნაყოფია, საყვარელო ნაცმოძელებო?!!! ეს თქვენი განმუხურის და ხურჩის სპექტაკლების ნაყოფია, ეს თქვენი „მოდელირებული ქრონიკის“ ნაყოფია, ეს თქვენი ლაზიკის და ანაკლიის მირაჟების და გარედან გიპსოკარდონით და ბიაზით „შემოსილი“ შენობების ნაყოფია, ეს ლაფანყურის სისხლიანი დადგმული ტრაგედიის ნაყოფია! ეს არის სწორედ ხათუნა გოგორიშვილის, მიხეილ მაჭავარიანის, პალიკო კუბლაშვილის, ცრემლებამდე აღშოფთებული გოკა გაბაშვილის, კასტეტიანი „რაინდის“ პეტო ცისკარიშვილის, ყველაფრის გამპრავებელი ტუტუცის თეა თუთბერიძის, ტალანტი ურნალისტის – თამარა ჩერგოლეიშვილის,  „უმანკოდ თვალებგაფართოებული“ ჩიორა თაქთაქიშვილის და მათი მთავარი ყალბისმქნელი სარდლის – მიხეილ სააკაშვილის მრავალწლიანი „მოღვაწეობის“ ნაყოფი!

არ მჯერა თქვენი, თქვე ოღრაშებო!

რამდენი დაგვიჯერებია, იმდენი მოგიტყუებივართ! რამდენჯერ არ დავიჯერე, იმდენჯერ ზუსტად მართალი აღმოვჩნდი, თქვე სუპერსიაფანდებო!

მაგრამ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რაც უფლებას მაძლევს ვამტკიცო, რომ ყველა ჩემი ეჭვი საფუძვლიანი და ლეგიტიმურია! – თქვენს მიერ უკვე გამოჩენილ ოქმებში ძალიან საინტერესოა, რომ ერთსადაიმავე უბანზე ხშირად ორ-ორი ბეჭედი ფიქსირდება, რაც კანონით დაუშვებელია! ეს ორი ბეჭედი სპეციალურად იმისთვისაა, რომ მერე ერთი – რომელიც საუბნო კომისიის ორიგინალურ ოქმებზე იქნება, ყალბად გამოაცხადოთ, ხოლო მეორე, რომელიც თქვენს მიერ ღამით შეთითხნილ ოქმებს დაამშვენებს  – სწორუპოვრად და ლეგიტიმურად!

ძალიან ბევრ რამეზე კი გიფიქრიათ, ჩვენი სიყალბის გაუსებო და მიკი მაუსებო!

მაგრამ როგორც იტყვიან – и мы тоже не лыком шиты! – თქვენი გაკვეთილების წყალობით, ჩვენო „განმანათლებლებო“!

მიხეილ სააკაშვილის ღამეული გამოჩენა და „აღიარება“ სინამდვილეში მხოლოდ იმის აღიარება იყო, რომ მან ისე ვერ გაიმარჯვა, როგორც უნდოდა – 70%-ით!, თორემ ეს არ იყო დამარცხების აღიარება. ამ ფლიდობის გროსმეისტერს, ხვლიკის არ იყოს, კუდის შეტოვების ფანტასტიური უნარი აქვს! და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არაერთხელ მომსვლია, არის ის, თუ ან მისი ნიანგის ცრემლების გამო შემცოდებია ან როდესმე დროზე ადრე ჩამითვლია, რომ წააგო და ამას შეეგუა!

ახლა ნაცმოძრაობის ტაქტიკა ძალიან აშკარაა:

1)      ყველანაირად ცდილობენ, რომ დღეს საღამოს ეუთოს მიერ დანიშნულ წინასწარი ანგარიშის გამოქვეყნებამდე კრავებად და ანგელოზებად მოგვაჩვენონ თავი! მათიუ მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ ეუთოს ODIHR-მა და სხვა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა დაწერონ, რომ „არჩევნები, მიუხედავად   მრავალი გადაცდომისა და დარღვევისა, მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების სტანდარტებს!“ თუ ამ დასკვნას მოიპოვებენ, რასაც წინასწარი განცხადებით აშშ ადმინისტრაციაც უცვლელად გაიზიარებს, მერე ნაცმოძელ ყალბისმქნელებს რამდენიმეთვიანი ვადა ექნება, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება და ამ რამდენიმე თვეში ისინი მრავალ საზიზღრობებს მოაწყობენ, განსაკუთრებით ხმის დათვლაში და თუ საჭირო გახდა – განმეორებით არჩევნებში (მაგალითად, ხაშურის ოლქში, სადაც მიშას ტაქტიკამ უმტყუნა, გელაშვილის მიმართ ბოღმა ვერ მოთოკა და თავისი აფთრის სიფათი სრულად გამოავლინა!)

2)      ზემოთხსენებული გამო დღეს საღამომდე, ხარატიშვილის კომისია ეცდება, რომ ყველა იმ უბნის პირველად დათვლით, სადაც ნაცმოს უპირატესობა აქვს, მართალია შეინარჩუნოს ქართული ოცნების 50%-ზე მეტი მაჩვენებელი, მაგრამ სულ უფრო მიუახლოვოს 50%-ს ნაცმოს ციფრი. ნახეთ როგორ იცვლება დინამიკა, როგორ თანდათან მცირდება სხვაობა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის – 56-39(17%), 57-41(16%), 54-42(12%), 53.3-41.6(11.7%)-ზე!

3)      ამავდროულად ხდება მასიური გაყალბება ყველა იმ უბნის პირველად დოკუმენტაციაში, სადაც ნაცმოძელებს იმედი აქვთ, რომ გაყალბება გაუვათ! არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან, მათთან ერთად იბრძვიან ნამუსგარეცხილი და საბოლოოდ ლუსტრირებული ლეიბორისტები, მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები! მათ ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ახლა, როგორც ჭეშმარიტი კოლაბორაციონისტები, საკუთარ მეტ-ნაკლებად „უზრუნველ“ მომავალს ისევ ნაცმოს გამარჯვებაში ხედავენ! ქრისტიან-დემოკრატებს ჯერ კიდე არ დაუკარგავთ იმედი, რომპატარკაციშვილის გაყიდვის და „იმედის“ ჩაბარების ღვაწლს მიშა არ დაუკარგავთ და ბოლო მომენტში სანუკვარ 5%-მდე აქაჩავს ხარატიშვილი! ეს მართლაც არაა გამორიცხული, თუ ნაციონალების მიმართ კრიტიკა და გამოსვლები სერიოზულად დაემუქრება არჩევნების გაყალბების მათეულ სქემას და ისინი, საკუთარ უცოდველობას ქდმ-ს უეცრად მაღალი პროცენტით ახსნიან!

4)      თუ დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისია (სხვები არ ვიცი, რას იზამენ, სავარაუდოდ IRI ასევე მიშასთვის მისაღებ დასკვნას დადებს, NDI – არა მგონია!) დღეს იმ დასკვნას დადებს, რაც მიშას მანქურთებს ხელებს გაუხსნის – ტერორი ახალი ძალით არის მოსალოდნელი! ხაშური მერე შეიძლება ყველგან განმეორდეს!

5)      დააკვირდით ყველა იმ უბნებს, სადაც ეგზიტპოლით „ქართული ოცნება“ შთამბეჭდავად იგებდა: ყველგან იდება მხოლოდ რამდენიმე უბანი (თუმცა პრობლემა არ იყო, უკვე მთელი ოლქიც დაედოთ იქ, სადაც მოსახლეობა მცირერიცხვოვანია!), რომელშიც ეგზიტპოლის შედეგების გაბათილებას ცდილობენ – მარტვილში მურთაზ ხურცილავა, რომელსაც ეგზიტპოლში 82%-მდე ჰქონდა, თურმე აგებს 20 წლიან მარადიულ მაჟორიტარ, კორუფციის სიმბოლო ნაული ჯანაშიასთან! აღარაფერს ვამბობ ირაკლი ალასანიას სულ უფრო გაუარესებულ მაჩვენებელზე ახალაიების ბანდის მთავარ სათარეშოში! არსებობს მინიმიუმ ერთი საუბნო ოქმი ზუგდიდში, სადაც გაყალბება აშკარაა: უბანზე ალასანიას აქვს მიღებული 83 ხმა, ხოლო როლანდ ახალაიას – მხოლოდ 15, რომელსაც მერე წინ, უკვე გადახაზულ უჯრაში მსხვილად მიწერილი 3-იანი 315-ად აქცევს!

განსაკუთრებული წნეხი მიდის გარდაბნის ოლქზე (სადაც მამუკა არეშიძის დაძირვის ბრძანება აქვს ხარატიშვილს, რადგან არეშიძემ ლაფანყურის შემზარავი დანაშაულის დეტალები ძალიან კარგად გაშიფრა!), ახმეტაში ( სადაც ცისკარიშვილისთვი ზვიადაურთან წაგება, ნაცმოს აზრით – არ უნდა დაუშვან), თეთრიწყარო (სადაც ბეჟუაშვილის დახარჯულმა ფულებმა მართლაც გამოიღო რაღაც შედეგი, მაგრამ თუ სამართლიანობა იზეიმებს, მან უნდა წააგოს), ტყიბულზე, სადაც პალიკო კუბლაშვილის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარს ნაცმოძრაობა, წყალტუბო, სადაც წარმოუდგენლად განსხვავებული ციფრებია წარმოდგენილი ცესკოდან, რომ ნაცმოძრაობის ძველმა ბიჭმა კაკოია ბობოხიძემ პაატა ზაქარეიშვილს მოუგოს, რომელსაც ხელისუფლება ორგანულად ვერ იტანს აფხაზეთის საკითხში ხელისუფლების მრავალი უსინდისობის გამოაშკარავების გამო, ჩხოროწყუ – ლევან იზორიას მიმართ შსს-ს განსაკუთრებული აქტივობა ახასიათებს…

მოკლედ, მგონი, ნაადრევი იყო ის ზეიმი! ახლა საჭიროა თითოეული გაყალბებული ოქმის იურიდიულად დასაბუთება! საჭიროა იმ ფოტოგადაღებების შედარება იმასთან რამდენი ხმაა იმ უბანზე დაფიქსირებული, საჭიროა ართოდ გაპიარებული ფეისკონტროლის კომპიტერული პროგრამის მიერ რაიმე რეალური და კარუსელის დადასტურება, დაბოლოს საჭიროა ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი!

თუ ის ტენდენცია და მაჟორიტარების ის ხმები, რაც ახლა იდება და სულ უფრო ძლიერდება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, შენარჩუნდება, მაშინ გამოვა, რომ ქართულ ოცნებას არამცთუ 2/3, არამედ უბრალო უმრავლესობაც კი ვერ ექნება პარლამენტში და მხოლოდ 65-70 მანდატს თუ მიიღებს, ანუ ნაცმოძრაობა უფრო ახლოს შეიძლება იყოს 2/3-დან 80-85 ხმით!

და თუ ვინმეს ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მასალები აქვს, სისულელე იყო მოცდა და ყოყმანი! უნდა გვეჩვენებინა, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცოდნოდა, რასთან და ვისთან აქვთ საქმე! და სისულელე იყო თვალის დახუჭვა იმ ასობით ნაცკოორდინატორის მიმართ, რომლებიც მთელი დღე აქტიურად აშინბდნენ უბანზე ძალით მოჰყავთა დაშინებული ამომრჩევლები! საჭირო იყო თითოეული მათგანის დაფიქსირება, და არჩევნების პორტალზე ამ იუდების სურათების დადება, სწორედ მათი წყალობით შეიძლება ქართველი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩეს!

მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა კუჭის კანონი –  ისევ ის ბითური და მამაძაღლია, როგორიც იყო!

და ასევე დაგვიდასტურა ჯოკერის კანონი – გასახიშტი უნდა გაიხიშტოს და შესატენს უნდა შეეტენოს! A la guerre com a la guerre!

როდესაც შენს ათასობით დამკვირვებელს მისთვის ოფიციალურად გაცემულ ბეჯს სპეციალურად არ აძლევენ, როცა უბნებზე დაკვირვების საშუალება და გადაღება შეზღუდულია, როცა დამკვირვებელ ქალბატონს ბეისბოლის ბიტით ფეხებს უმტვრევენ, როცა ათობით მანქურთი 9 შვილის მამას – დამკვირვებელ მღვდელს ურტყამს, როცა სპეცნაზი ყუთებს იპარავს, და რეზინის ტყვიებს ესვრის მოსახლეობას, როცა მამაოს მშვიდობიანი პროტესტისათვის იარაღს ადებენ, და როცა არჩევნების წინა პერიოდში დარღვევის და უთანაბრობის ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა მთავარ კონკურენტს მოქალაქეობა წაართვეს და არ მისცეს, როცა მილიონობით ლარი უკანონოდ წაგლიჯეს და თავისი ბინძური კამპანია აფინანსეს, როცა ათასობით ადამიანს უკანონოდ და პოლიტიკური საფუძვლით ყადაღა დაადეს, როცა იმ ციხის ვიდეოებით გვანახეს, რა გველოდება, თუ მათი ნების და სურვილის წინააღმდეგ წავალთ, როცა ლაფანყურში სისხლიანი ტრაგედია მოაწყვეს, როცა მილიონზე მეტ სამშობლოდან წასდულ ადამიანს ფაქტიურად მოქალაქეობა აჰყარეს და უუფლებოდ დატოვეს, როცა ძალადობდნენ ქალებზე და ბავშვებზე, როცა იგონებდნენ აბსურდულ ფაბრიკაციებს, როცა ხან რუსის დამქაშები ვიყავით თურმე და ხან –  კანონიერი ქურდების ნატრულნი, როცა არცერთი ბანერი არ გვაღირსეს, როცა მხოლოდ 60 დღით დაუშვეს თავისუფალი მედია, რომ ისევ გებელსის პროპაგანდაში და გაფერადებულ “ცხოველების ფერმაში” შეგვაბრუნონ ისვე, როცა ადამიანები დაიჭირეს და დააშინეს სატელიტური თეფშების დამონტაჟების გამო, როცა ურნალისტების გარდა – ურნალისტების ზონდერბრიგადებიც შექმნეს, როცა ყველაფერი იკადრეს, რაც საქართველოში არასდროს არავის უკადრია – არ შეიძლება! არ შეიძლება ადამიანის სახის მქონე ამ ცოცხიან სადისტებს ეს “გამარჯვება”  გავუპრავოთ და შევარჩინოთ!

თუ არ გინდათ, რომ ხალხის ენთუზიაზმი ნიჰილიზმად იქცეს (უკვე მერამდენედ) – ეს პირველი დღიდან ბოლო წუთამდე გაყალბებული არჩევნები ქართველი ხალხის საზიზღარ მტერს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – არ უნდა მოვაგებინოთ!

ხომ ვიცით, რომ ეს უბრალოდ წაგება კი არ იქნება, არამედ მიხეილ სააკაშვილის სამუდამო გაპრემიერება!

ხომ ვიცით, როგორ სისხლში ჩაგვახრჩობს ეს მოლოქი, რომელსაც აქამდეც არ აკლდა ჩვენი სისხლი! როგორ დაანგრევს საქართველოსაც და ქართულ ოცნებასაც!

ბატონო ბიძინა, ველით თქვენს გადაწყვეტილებას!


მიშასთვის შეწირულები


მინდა სამძიმარი გამოვთქვა ქუთაისში, პარლამენტის უდღეური შენობის მშენებლობაზე დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ.

=============================================

„ადამიანები“-მეთქი, რომ ვთქვი, შეცდომით არ მითქვამს – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფლიდი ხელისუფალი მხოლოდ ერთ გარდაცვლილზე საუბრობს, ასე მგონია, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია და თანდათან შემოგვაპარებენ. თუმცა, თუ გაუვიდათ, საერთოდ გადამალავენ კიდეც გვამებს. ეს ხომ სააკაშვილის ავაზაკ ხელისუფლებას საკმაოდ ეხერხება…

საქართველოში, უბედური შემთხვევები ხდება და ხალხიც იღუპება.

ლამის ისევე, როგორც სხვაგან…

მაგრამ საქართველოში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, არასოდეს ქვეყნის ხელისუფლება პასუხს არ აგებს იმაზე, რაც ხდება. მაშინაც კი, როდესაც მათი ბრალეულობა აბსოლუტურად ზედაპირზე ძევს, მიხეილ სააკაშვილს და მის ავაზაკთა ბანდას, რომელიც თავის თავს საქართველოს მთავრობას უწოდებს, ჰყოფნის უტიფრობა, ყველაფერზე მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი სხვას გადააბრალოს. ხოლო თუ ამისათვის ფაქტების გაყალბება არის საჭირო, ამაზეც უკან არ იხევს.

გაიხსენეთ, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია, და რა გვითხრეს ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა – რომ თურმე ეს გაზის გაჟონვის ბრალი იყო (მაშინ, როდესაც იმ ღამეს ავარიის გამო საბურთალოს იმ უბანში გაზი საერთოდ გათიშული იყო!), რომ თურმე ორმა ადამიანმა ისე ივახშმა, რომ არცერთ ნივთზე არცერთი ანაბეჭდი არ დატოვა! რომ თურმე რაულ იუსუპოვი ცალი ფეხსაცმლით იყო „მისული“ იმ ბინაში! რომ ექსპერტიზის ჩამტარებელი ლევან სამხარაული რამდენიმე დღეში თურმე 20 წლის უნახავმა მისმა ბავშვობის მეგობარმა მოკლა, და მერე ერთდროულად ორი პიტოლეტით თავიც მოიკლა! საქართველოს მთავრობის მესვეურებმა თავისი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი გაასაღეს, გამოძიება არ დაუმთავრებიათ, გამოძიებაში არსებული ეს და მრავალი სხვა ფაქტები დღემდე თეთრ ლაქებად რჩება და ეს ყველაფერი იყო და არის იმის საწინდარი, რომ როცა დანაშაულის დამეგმავი, შემსრულებელი და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი დაუსჯელია, დანაშაული გაგრძელდება და გამრავლდება…

გაიხსენეთ, როგორ დახოცეს ათეულობით ახალგაზრდა ქუჩაში… თითოეულ მათგანზე როგორ აყალბებდნენ რეალობას – როგორ იძლეოდნენ  ჩადენილი დანაშაულის ეჭვის საბაბით ეჭვმიტანილების ადგილზე განადგურების უკანონო ბრძანებას, როგორ უთვლიდნენ დანაშაულის განზრახვას უკვე დანაშაულის ჩადენად და ადგილზე ხვრეტდნენ, როგორ დებდნენ  არაკაცები პოლიციის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდათა გვამების გვერდით იარაღს მათი ბრალეულობის შესათითხნად… არცერთ ამ შემთხვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ უგია. და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე დაკისრებული 50,000 ევრო რომ გადაიხადა, ისიც დაგვამადლა, ხოლო ხელახალი გამოძიების მოთხოვნა ფეხებზე დაიკიდა… ამიტომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ეს შემთხვევა არ უნდა იქნას კლასიფიცირებული, როგორც უბედური შემთხვევა და/ან გაუთვალისწინებელ შემთხვევითი ქმედების შედეგი. და როცა სასამართლო ასეთი ტიპის უსერიოზულეს და რეციდივის ხასიათის მქონე კრიმინალს არ იძიებს, ეს სრული გარანტიაა, რომ უდანაშაულო ხალხის მკვლელობები გაგრძელდება…

გაიხსენეთ, რუსთავი2-ის „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევა, რომელიც ქალაქის მერმა  კატასტროფიდან რამდენიმე საათში საათში მოინახულა და თავისი „ავტორიტეტული დასკვნაც“ დადო. ხოლო მალევე მისულმა პრეზიდენტმა ათი დღის ვადაში ყველაფრის სრული გამოძიება მოითხოვა (რასაც 40 დღე დაჭირდა, რადგან საჭირო ვერსიის შეთითხვნა და რეალობის ჩაფარცხვა არ აღმოჩნდა ადვილი). თუმცა მას მერე, რაც გავიგეთ, რომ მშენებლობას გიგა ბოკერიას ცოლისდის რუსუდან ჩერგოლეიშვილის, და დავით კეზერაშვილის ცოლის – სოფიო ჩიქოვანის ფირმა – „არტიქსი“ აწარმოებდა, საზოგადოებისთვის გასაგები გახდა, რომ არც ამ ფირმას და არც მის მესვეურებს სააკაშვილის „ჯიბის მართლმსაჯულება“ არ დასჯიდა, მიუხედავად იმისა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.  http://www.youtube.com/watch?v=5JUAKcMv4gs . საქმის მასალების ჟურნალისტური შესწავლით დადგინდა, რომ რუსთავი2-ის ორი მემონტაჟის – გიორგი გაბუნიას და ნიკა გელაშვილის – სიკვდილი მართლაც უკანონოდ და არასწორად ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. http://www.youtube.com/watch?v=G3mUZO5mvoQ . შუაღამისას შენობის ჩამონგრევიდან რამდენიმე საათში ქალაქის მერმა გიგი უგულავამ უკვე „იცოდა“, რომ „მზიდ კედლებთან შეხება არ ყოფილა და არტიქსი უბრალოდ კოსმეტიკურ რემონტს ატარებდა“.  http://www.youtube.com/watch?v=-W40qwmgURk.  ეს თითიდან გამოწოვილი განცხადება უგულავას მხოლოდ იმიტომ დაჭირდა, რომ ხელისუფლების პირების ცოლების და რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის დანაშაული დაეფარა.  როცა ასეთი რამ ხდება, ეს არის სრული გარანტია, რომ მსგავსი მოვლენები გამეორდება! და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვისათვის სამსახურებრივი მოვალეობის და კანონების დამრღვევი მაღალჩინოსნები ისევ არ დაისჯებიან.

გავიხსენოთ საქართველოს ციხეებში მარტო ბოლო წლის განმავლობაში გარდაცვლილი 140-ზე მეტი პატიმარი, რომელთა შორის ზოგიერთს აშკარად წამების ან უყურადღებობის გამო სიკვდილის კვალი ეტყობოდა! და ის შემთხვევები, როდესაც ადამიანები პოლიციის შენობებში გარდაიცვალნენ საკმაოდ უცნაურ გარემოებებში, რომელთა სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ეწინააღმდეგება! http://www.youtube.com/watch?v=HxNEVMqrNa8   ომბუდსმენის და უფლებისდამცველ ორგანიზაციათა განცხადებები კი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა… განა გასაკვირი იქნება, რომ საქართველოს ციხეებსა და პოლიციის შენობებში საიდუმლო ვითარებებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობამ კიდევ უფრო იმატოს?

გაიხსენეთ სულ ახლახანს თბილისში მოსული წყალდიდობის შედეგად მიყენებული მრავალმილიონიანი ზარალი და ხუთი გარდაცვლილი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ხელისუფლებამ მთლიანად აიცილა პასუხისმგებლობა, ყველაფერი დააბრალა მოულოდნელ წვიმას, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო თბილისის მერიის სრული უმოქმედობა, სანიაღვრე სისტემების და წყლის კოლექტორების სრული უწესრიგობა, ხოლო ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების უკონტროლო ხარჯვა და ფლანგვა. მაშინ, როდესაც მრავალი თვითმხილველი და ექსპერტი ფიქრობს, რომ ორთაჭალაში ხალხის დაღუპვა და მასიური ნგრევა შეიძლება ხელოვნური ტბის გასაწმენდი კოლექტორის უწესრიგობის შედეგად ტბის გადმოსვლის და წყლის მოვარდნის შედეგი იყო, ისევ ღამის  4 საათზე ისევ გააკეთა კომენტარი ყველაფრის “ექსპერტმა” გიგი უგულავამ, რომელმაც დაგვამშვიდა, ტბის ბრალი ნამდვილად არაფერია, ეს ხალხს მოეჩვენა, სინამდვილეში მტკვარი გადმოვიდა ნაპირებიდანო! როგორც პირველ – „ვარსკვალვების აკადემიის“ ნგრევის – შემთხვევაში ცრუობდა უგულავა, ისე – ახლაც. მისი სასწრაფო გამოჩენა კატასტროფის ადგილზე სწორედ იმას ემსახურება, რომ დანაშაულის კვალი წაიშალოს, რადგან ახლაც სწორედაც რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნის დაფარვას ისახავდა მიზნად – ტბა თურმე კახა ბენდუქიძის საკუთრება ყოფილა… როგორც მაშინ, ახლაც ხელისუფლების მთავარი საზრუნავია დანაშაულის ადგილზე არ დაუშვას მიუკერძოებელი ჟურნალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საქართველოს ხელისუფლების მარადიული საზრუნავი ხომ რეალობის დამახინჯება და გაყალბებაა… სააკაშვილმა ყასიდად კი გამოთქვა მწუხარება და იქვე აღნიშნა, ბარაკები უნდა დავანგრიოთ ყველგანო. იმავე საღამოს კი სასწრაფოდ სლოვენიაში გადაფრინდა, სადაც ბედნიერი სახით ფეხბურთის ტრიბუნაზე ყელყელაობდა, ხოლო მეორე დღეს მილანის ცენტრში უძვირფასეს საათების მაღაზიებში „იშოპინგა“…

დაბოლოს, ყველას გვახსოვს, როგორ და რითი დაიწყო ქუთაისის უდღეური პარლამენტის მშენებლობა. დაიწყო აბსოლუტურად უმეცარი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით, რომ უნდა მომხდარიყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მონუმენტალური ძეგლის – მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი, რათა იქ საქართველოს პარლამენტი აშენებულიყო! ამას დაემატა სულსწრაფი ავანტიურისტი უზურპატორის დაჟინებული მოთხოვნა, რომ მემორიალის დემონტაჟი ქუთაისში  მის ჩასვლამდე, ანუ 2009 წლის 19 დეკემბერს უნდა მომხდარიყო (თუმცა დემონტაჟისათვის სამუშაოების მწარმოებელი ფირმა მინიმუმ კიდევ ერთ კვირას ითხოვდა). ასაფეთქებელი სამუშაოების სასწრაფოდ დაგეგმვას და არასათანადო სიფრთხილის ზომებით  განხორციელებას კი მოჰყვა უდანაშაულო მსხვერპლი. თავისი საცხოვრებელი სახლის წინ დაიღუპნენ დედა-შვილი ჯინჭარაძეები.  http://www.youtube.com/watch?v=rC9HgaVwc18&feature=related

მიხეილ სააკაშვილმა კი მთელი პასუხისმგებლობა სწორედ იმ კომპანიებს გადააბრალა, რომელზეც ხელისუფლება სასწრაფოდ აფეთქების ჩასატარებლად ზეწოლას ახორციელებდა. ყასიდად გამოგზავნილი სამძიმრის შემდეგ, მაინც არ მოიკლო მემორიალის დანგრევით გამოწვეული სიხარულის აღნიშვნის სიამოვნება და მერე ქუთაისიდან ბათუმში წავიდა კონცერტის ჩასატარებლად. ვერაფერი ვერ უფუჭებს ხასიათს მიხეილ სააკაშვილს, პირიქით, როცა რაიმე უბედურებას – ომს, სიკვდილს, მიწისძვრას, სტიქიურ უბედურებას – შეესწრება, სასწრაფოდ უნდა გადაეშვას ქეიფსა და დროსტარებაში, სექსუალური, შოპინგის ან გასტრონომიული ჟინი უმდა მოიკლას, რათა ამით დაივიწყოს მისთვის უსიამოვნო წუთები და ის მოგონებებიც ჩარეცხოს, რომლებზეც პასუხისმგებლობას არავითარ შემთხვევაში არ აიღებს. მგონი, კანონად აქცია, რომ რაც უფრო დიდი ტრაგედია ხდება მისი გამოისობით, მით უფრო მეტად თავაშვებული ორგია უნდა მოიწყოს, რომ ჰედონიზმის ზეიმით მოიშოროს ხალხის მწუხარებით მოგვრილი მუცლის გვრემა…

ახლა კი ბოლო ტრაგედიას დავუბრუნდეთ და იქნებ გამიგოთ, რატომ მგონია, რომ ქუთაისში მსხვერპლი მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც მას ყოველთვის ჩვევია, თავდაპირველად კატეგორიულად უარყოფდა ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე მომხდარ ტრაგედიას, შემდეგ ჭირმა თავი არ დამალა და მიხეილ სააკაშვილმა ოპერატიულობაში თავად დაასწრო ყველა მორჩილად გაჩუმებულ თავის ურნალისტს და ინფორმაცია გაავრცელა. (ვფიქრობ, იმიტომ, რომ ამ გავრცელებულ ინფორმაციაში საკმაო ოდენობითაა სიყალბე).

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ყოფილა მსგავსი მასშტაბების მშენებლობა, მაგრამ “მშენებლობების დროს უსაფრთხოების ყველა წესი დაცული უნდა იყოს”.
“საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ამხელა მასშტაბის მშენებლობა, რაც ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს, თან ეს ხდება ამდენი წლის არაფრის კეთების, უმუშევრობის ფონზე, მაგრამ მეორეს მხრივ, მე ყოველდღე ვურეკავდი რამაზ ნიკოლაიშვილს, და არა იმიტომ, რომ მეგონა, ვერ დაამთავრებდა დროზე, ვიცოდი – რომ მოასწრებდა… არამედ იმიტომ, რომ უსაფრთხოება მაწუხებდა და ვეუბნებოდი, რამაზ, შეხედე უსაფრთხოების წესებს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა ასევე პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისას ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზეც. მისი თქმით, პირველ საავადმყოფოში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. “განათება არ იყო, ღობე არ იყო, ელემენტარული წესები არ იყო და ეს ტელევიზორიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.“ ეს განაცხადა მოსწავლეებთან შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა ტრაგედიის შესახებ, მიხეილ სააკაშვილს არ მოსვლია აზრად მოსწავლეებთან შეხვედრა გადაედო და ტრაგედიის ადგილზე გადაფრენილიყო…

როგორ გგონიათ, რითი ინტერესდებოდა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი რამაზ ნიკოლაიშვილთან საუბრებში? ეს წინადადება ხომ გადაბრალების ტიპიური ნიმუშია. ხომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ პირდაპირ ემუქრებოდა სააკაშვილი იმ პირებს (მათ შორის ნიკოლაიშვილს – პირდაპირ ინფარქტით!), რომლებიც ტყავს არ გაიძრობდნენ და მის ულტიმატურ ხუშტურს 26 მაისს პარლამენტის სხდომის ქუთაისში ჩატარების შესახებ არ აასრულებდა?  http://opinion.ge/?p=12188

ხომ გვახსოვს, იმ დროს, როცა მთელი საქართველოს სტიქიურ უბედურებათა ტალღამ გადაუარა, მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის შენობის დასრულება (ან – მიფუჩეჩებული და მოჩვენებითი დასრულება!) იყო საქართველოს ხელისუფლის მთავარი საზრუნავი და სატკივარი! ასე რომ, ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი სააკაშვილის დღევანდელი „აღიარება“, რომ თურმე ის უსაფრთხოებაზე იყო გადაგებული და ნიკოლაიშვილს ამაზე აფრთხილებდა. ყველას გვახსოვს, სინამდვილეში რაზე „აფრთხილებდა“ სააკაშვილი ნიკოლაიშვილს. გასაგებია, რომ სააკაშვილი მემორიალის აფეთქების მსგავსად, ახლაც ეცდება სამშენებლო კომპანიის წვრილფეხობას გადააბრალოს დანაშაულზე ბრალი… თუმცა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა თურმე მშენებელი კომპანია საკუთარივე „მაგი სტილია“! ვითომ დასჯიან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კერძო ბიზნესს? თუ ისევ უგულავა გამოვა და დაგვარწმუნებს, არც არაფერი მომხდარა, იმ მუშებს კოლექტიური ინფარქტი დაემართათ და ხარაჩოებიდან იმიტომ ჩამოვარდნენო? არაა გამორიცხული იმის მცდელობა, რომ პარლამენტის შენობიდან დაღუპული გვამები სხვა ადგილებზე დაღუპულებად გამოაცხადონ და ამით „მსხვერპლის დივერსიფიკაციის“ ოპერაცია  ჩაატარონ… ხომ აშკარაა, რომ ქუთაისის საავადმყოფოების ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ ინფორმაცია დამალონ! სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა ჩამოეყალიბებინა არა მარტო ნაგავი ურნალისტები, არამედ ნაგავი ექიმი-ადმინისტრატორებიც, რომლებიც გაყალბების გროსმაისტერებად იქცნენ.

==============================================

ძვირფასო ქუთაისლებო! ჩემო საყვარელო ხალხო! გაიგეთ, რომ ეს ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი, და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არის ჩვენი ქვეყნის სახადი… ყოველი დღე, რომელსაც ეს ხალხი ხელისუფლებაში ატარებს, არის ახალი მსხვერპლის, ახალი ტრაგედიის და ახალი უბედურების საწინადარი!

უპასუხისმგებლო ავაზაკების ბანდა, რომელიც მხოლოდ თავისი დანაშაულების კვალის ჩაფარცხვითაა დაკავებული, ვერასდროს ვერ მოგვიტანს ვერც სიმშვიდეს და ვერც ბედნიერებას!

სისხლზე და დანაშაულზე დამყარებული „პროგრესი და ბედნიერება“ არ არსებობს! სისხლიან ადგილზე, უდანაშაულო დედა-შვილის სისხლზე ფუძეჩაყრილი უდღეური პარლამენტის შენობა ახალი უბედურების საწინდარი რომ იქნებოდა, ამას ბევრი წინასწარმეტყველებდა.

თუ არ გვინდა, რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები, მთელი საქართველო – ერთი კრიმინალი ავანტიურისტის და მისი დამნაშავე ბანდის მსხვერპლი გახდეს, გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ არ გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხს სასიკვდილოდ იმეტებს და არასდროს არაფერზე პასუხს არ აგებს!

მჯერა, რომ 10 ივნისს ყველა ის ქუთაისელი, რომელსაც თავისი ოჯახის ბედნიერება უნდა, გამოვა და ერთად ჩაახედებს სააკაშვილს იმ სარკეში, სადაც მისი სიმახინჯეები პირუთვნელად ჩანს.

=====================

P.S.  ჩემი ვარაუდი სწორი გამოდგა – ჩამონგრეულია არა ხარაჩო, არამედ სწორედაც რომ პარლამენტის შენობის რკინაბეტონის კონსტრუქცია, სწორედ ამიტომ არ უშვებენ დღემდე შემთხვევის ადგილზე დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. დაშავებულები მრავლად არიან საავადმყოფოებში, სწორედ ამიტომ გადაიტენა ქუთაისის საავადმყოფოები პოლიციელებით და იქაც მკაცრად აიკრძალა ჟურნალისტების შესვლა. და აი, კიდევ ეს ორი ინფორმაცია –

რადიო “ძველი ქალაქი”:
გუშინ პარლამენტის კანცელარიის მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად რეზო ნებიერიძე ადგილზე გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ ეს ფაქტი დასტურდება. თუმცა, რადიო “ ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურს სანდო წყარომ აცნობა, რომ პარლამენტის ხარაჩოს ჩამონგრევის დროს გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი, ქუთაისში მცხოვრები ნიკო მამაგეიშვილი.
დია ჩიანელის ქუჩაზე მცხოვრები 50 წლის ნიკო მამაგეიშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ ნათესავები და მეზობლები, თუმცა მედიასთან საუბარს ერიდებიან და რადიო „ძველ ქალაქთან“ ვერ ასახელებენ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს. ნიკო მამაგეიშვილი მარტოხელა მამაკაცი იყო და იგი დროებითი სამუშაოებით ირჩენდა თავს.

“ინტერპრესნიუსი”:

ბათუმში, სამშენებლო კომპანია “დექსუს დეველოპმენტის” ობიექტზე – ბათუმის “მაგნოლია”, დღეს 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ოჯახის ახლობელმა ზვიად ძველაიამ განაცხადა, ობიექტზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ მათ უთხრა, რომ მშენებლობის დროს კედელი ჩამონგრა და გია ძველაია მოიყოლა. ზვიად ძველაიას განმარტებით, გარდაცვლილი ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული და ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდართან დაკავშირებით კომპანია “დექსუსს” ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

==================

ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ნგრევა და საქართველოს უზურპატორი ხელისუფლებისათვის მოქალაქეების მსხვერპლშეწირვა გრძელდება! ამას წერტილი უნდა დაესვას! თუ არ გავერთიანდებით, ყველას სათითაოდ ზვარაკად მიგვიტანენ მიხეილ პირსისხლიანის სამსხვერპლოზე!