მამის არჩევანი


წელს მამაჩემი 88 წლის გახდა.

მთელი სიცოცხლე შრომაში გაატარა. ის არის ჩემთვის შრომისმოყვარეობის და შრომისგან მოუსვენრობის ეტალონი. ოჯახისთვის ჭიანჭველასავით მოფუსფუსე ადამიანი. ძალიან მორიდებული – თავისი თავის, და სიამაყით თავმომწონე – შვილების და შვილიშვილების შეფასებაში. ხშირად ცინიკურობამდე მწარედ მართალი კაცი. მწარე ენა, სიჯიუტე და მიზანსწრაფვა მისგან გამომყვა, მორიდებულობა და სიფრთხილე – დედისგან.

ახლა მამას ჯანმრთელობა ვერ აქვს კარგად. უკვე სამი წელია, დედაჩემის მომვლელად იქცა. ორ სულიან ოჯახში (შინამეურნეობას რომ ეძახიან, ახლებურად) კაციც ის იყო და ქალიც, დამგეგმავიც და მომტანიც, წამკითხველიც და მსმენელიც, მრეცხავიც და მზარეულიც, ინიციატორიც და შემსრულებელიც. ისიც, ვინც უთენია დგება და ისიც, ვინც ბოლოს იძინებს და ღამით ფხიზლობს…

ხოლო ახლა მისი ჯანმრთელობაც ვერ არის კარგი. და ხშირად ვატყობ, რომ ინსულტგადატანილი და მეხსიერებადაქვეითებული დედაჩემი აღარ არის ცოლ-ქმარში უფრო სუსტი რგოლი…

მამას ხშირად უსუსურობის, უიმედობის და უილაჯობის მომენტები აქვს. ვეღარ ვცნობ – რამდენადაც ყოველთვის ძლიერი იყო სულიერად და ფიზიკურად, და აქამდე კიბეზე ასვლაშიც და ტვირთის ტარებაშიც მჯობდა, ახლა იმდენად მისი სიგამხდრე და ფიზიკური უღონობა კი არ მადარდებს იმდენად, არამედ – სულიერი დარბილება და ყოყმანი. დიდი ხანია, მისგან აღარ გამიგონია მისი საყვარელი ფრაზა – „ღმერთის გაჩენილს – ღმერთი მოუვლის!“ (არადა, განსაკუთრებულად არასდროს ყოფილა ღმერთის იმედზე, ჩვენს შორის ყველაზე ნაკლებად იყო ღვთის წყალობის იმედად მყოფი, მუდამ – საკუთარი თავის იმედით მშრომელი) .

მკურნალობის პირველი კურსი დაასრულა ახლახანს. ობიექტურად უკეთ არის, ოღონდ თავად მაინცდამაინც არ ჯერა ამის. სულ ვცდილობ, ძველი ინტერესები დავუბრუნო – მაგალითად, მას ხომ მუდამ უყვარდა ისტორია და მითოლოგია. მისი ბიბლიოთეკის ბერძნული მითები,  “ილიადა” და “ოდისეა” (პროზად ადაპტირებული ვერსია), “გმირთა ვარამი”  და ბაბუაჩემისთვის ავტორის ნაჩუქარი “დიდოსტატის მარჯვენა” უკვე ბავშვობაში ჩემთვისაც საყვარელი წიგნები გახდა და მიკვირდა, დიონისე არეოპაგელის შესახებ როგორ გატაცებით კითხულობდა ქუთაისელი ავტოინჟინერი. არადა, მე ახლაც არ წამიკითავს ეგ წიგნი. შარშანდლიდან მოყოლებული “ქართველი მეფეების” სერიის ყველა წიგნი შეიძინა და წაიკითხა (სანამ დაავადება დაასუსტებდა), ასევე – ყოველთვის ინტერესდებოდა პოლიტიკით, მეფუტკრეობით, მშობლიური ქუთაისის და წყალტუბოს ამბებით, პოეზიით, „კვირის პალიტრის“ მუდმივი მკითხველია, და, რაც მთავარია, აქამდე ყველა შაბათ-კვირას ხეხილის მოვლაში, ან სახლში ძველი ხელსაწყოების და ავეჯის აწყობა-გადაკეთებაში ატარებდა…

ახლა კი ამ ყველაფრისთვი თავი ლამის დანებებული ჰქონდა… რამდენიმე თვეა, ეზოშიც კი არ ჩადიოდა, თუ არ დავაძალებდით…

—-

დღემდე ძველ მისამართზე ვარ რეგისტრირებული. სადაც ადრე ვცხოვრობდი, ხოლო 2005 წლიდან მშობლები გადმოვიყვანე ქუთაისიდან, მე კი ცოლ-შვილთან ერთად ახალ ბინაში გადავედით. 2005 წლიდან ჩემი მშობლები და მე ერთად მივდიოდით არჩევნებზე, არასდროს ვტოვებდით. 2008 წლის 5 იანვარს ყინვაშიც ვიყავით… მამა იპოდრომის მიტინგზეც იყო. 2012 წლის ოქტომბერშიც ერთად ვიზეიმეთ ფსევდოდემოკრატიულ და მოძალადე ხელისუფლებაზე ნანატრი საარჩევნო გამარჯვება…

წინა საპარლამენტო არჩევნებზე 2016 წელს მხოლოდ მე და მამა წავედით. დედასთვის გადასატანი ყუთი სახლში მოვატანინეთ. დედა უკვე ვეღარ იყო ყოჩაღად…

შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებს კი უკვე ორივე სახლში შეხვდა…

ახლა ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა… რომ თავად აღარ მოინდომებდა არჩევნებში მონაწილეობას, მომვლელების იმედად მყოფი, საკუთარ სხეულიდან მომავალი იმპულსების მოდარაჯე, ეჭვიანი, გაღიზიანებული და ყველაფრისგან უკვე დაღლილი და დაშორებული…

და მაინც, გუშინ დილით ვკითხე, – ხომ არ გინდა, საარჩევნო კომისიაში დავრეკო და ყუთი მოიტანონ-მეთქი.

პასუხი მშვიდი და გამაოგნებელი იყო – უკვე დავრეკე თავად და ვუთხარი. მოიტანენ ყუთსო! და მერე დაამატა – ვიცი, ვისაც მივცემ ხმას – ეგ კაცი მეიმედება და მჯერა მისიო. ეგ საჭიროა ქვეყნისთვის და ამიტომაც დავრეკე, რომ ყუთი მოეტანათო…

ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი…

ისევ ის ზურიკო დაბრუნდა, თავდაჯერებული, საქმის დამგეგმავი, თავის სისწორეში დარწმუნებული, ჯიუტი (ჩემზე უფრო ჯიუტი). კაცი, რომელიც 88 წლის ასაკში, ალბათ, თავის ბოლო არჩევანს აკეთებს – ჩემთვის, ჩემი ძმისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, შვილიშვილებისთვის… არ დარჩება 28 ოქტომბერს ლოგინში, არ ბრუნდება კედლისკენ, არ ნებდება ბედისწერას… უნდა, რომ გააკეთოს თავის არჩევანი. ჯერა, რომ მისი ხმა რაღაცას ნიშნავს. მისი ხმა, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს…

და მივხვდი, რომ თუ ის ზრუნავს თავის ქვეყანაზე და თავის ოჯახზე, თუ მისთვის, – 88 წლის კაფანდარა და სანთელივით თხელი მოხუცისთვის, – ჯერ კიდევ რეკს ზარი, თუ ის თავად ითხოვს სახლში გადასატანი ყუთის მოტანას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მე მით უფრო არ მაქვს უფლება, ისე ჩუმად ვიყო, როგორც ბოლო დროს ვიყავი – ერთდროს ანონომურად ცნობილი და დღეს კი – სახელ-გვარიანად დადუმებული.

მეც ხომ მოქალაქე ვერ. მეც მამა ვარ. მეც ვარ იმ სიაში და მეც მაქვს ჩემი არჩევანი გასაკეთებელი.

და როგორც ამას ვაკეთებდი სოლომონობის დროს, ახლაც მოვალე ვარ, გითხრათ, რას ვფიქრობ დღევანდელ არჩევნებზე. მერე თქვენი გადასაწყვეტი იქნება, რას იზამთ…

  1. ე.წ. „ერთიანი ოპოზიციისთვის“ ხმის მიცემა, სრულ სიბეცედ ან ამორალურობად მიმაჩნია. მკრეხელობა იქნება, ხმა მივცეთ ძალადობრივი წარსულის გაფერადებულ ორკებს. იმ მოძრაობას, რომელშიც ვითომ 10 პარტიაა და კარგად ვიცით, საიდან აქვს მობმული ყურები და კუდები თითოეულ ამ ქოთანს. იმ გაერთიანებას, რომელსაც სსრკ-ს კრეატურა – რუსეთზე და რუსეთის პასპორტზე შეყვარებული ადამიანი უდგას სათავეში. მოძრაობას, რომელსაც „ძალა ერთობაშია“ აწერია და სიანმდვილეში „ძალა აგრესიაშია“ უნდა ერქვას, მოძრაობას, რომელიც ვითომ ანტირუსულია და საქმით კი ყველაზე დიდი მოკავშირეა პუტინის რუსეთის, რადგან სწორედ მათი სიბეცისა და პოლიტიკური ავანტიურიზმის შედეგი იყო ტერიტორიების დაკარგვა. სწორედ მათ სინდისზეა საქართველოში პროდასავლური ლოზუნგებით  შენიღბული მინი-გულაგის მშენებლობის ლამის “წარმატებული” ექსპერიმენტი, რომელიც მრავალი ოჯახის და ადამიანისათვის იმედების მსხვრევის, ტანჯვის და ბევრისთვის – სიკვდილის მომტანი აღმოჩნდა. ერთიანმა ნაცმოძრაობამ და მისმა აპოლოგეტებმა უარი არ თქვეს წარსულზე, ბოდიში არ მოიხადეს იმაზე, რასაც ჩადიოდნენ. მათ ისევ სურთ ძალაუფლებაში დაბრუნება და საკუთარი ნეობოლშევიკური ექსპერიმენტების გაგრძელება საქართველოს მოსახლეობის ჩაგვრის და დაბეჩავების გზით. ამის ბრწყინვალე (ი)ლუსტრაცია იყო იმის შეხსენება, როგორ გეგმავდნენ კონსტიტუციური (sic!!! სინამდვილეში – „უკანონო“)  უსაფრთხოების (sic! სინამდვილეში – „ძალმომრეობის“) დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას. და რას ნიშნავდა მათი ეს სიტყვები – „ჩვენ სახელმწიფო ვართ, ბიჭო! ვერავინ ვერ დაგვიდგება წინ! ყველას გადავუვლით!“

 

  1. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოყოფილ „ევროპულ საქართველოს“ ორი უპირატესობა აქვს დედანაცებთან შედარებით – ა) ასეთუ ისე ბოდიში აქვთ მოხდილი, ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა ძირითადად მაინც “შეცდომებზე” საუბრობენ და არა – დანაშაულებებზე და ამბობენ, რომ ეს “შეცდომები” უფრო მცირე მასშტაბის იყო, ვიდრე მათი „დამსახურებები“. ბ) უფრო სერიოზული უპირატესობა კი ისაა, რომ ისინი, სიტყვით მაინც, ემიჯნებიან ძალაუფლების მოსაპოვებლად რევოლუციურ და პროვოკაციულ სცენარებს, რომელიც სააკაშვილის ფრთის ქვეშ დარჩენილი ძველნაცებისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი რეალისტური გზა არის.

მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის ეს ძალაც მიუღებელია, რადგან მათი გულწრფელობის არ მჯერა, ისევე როგორც იმის, რომ ძალაუფლებაში დაბრუნების შემდეგ ისინი ისევ არ გაერთიანდებიან თავის დროებითდაპირისპირებულ ფრთასთან. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ამ მოძრობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უფრო პერსპექტიულ და ნაკლები „ბაგაჟის“ მქონე ელენე ხოშტარიას „მარადიული და ბაგაჟიანი“ დავით ბაქრაძე ამჯობინა. თუმცა, პიროვნულად ბაქრაძე უფრო გამოცდილია, ვიდრე გრიგოლ ვაშაძე. და მაინც, ვფიქრობ, “ევროპულ საქართველოს” გაუჭირდება მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება. თუმცა, ამაზე დიდად არ ვდარდობ.

  1. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჩანაწერები, რომელიც თურმე 2016 წელს იქნა პროკურატურის მიერ მოპოვებული და რომელიც ახლახანს მოვისმინეთ, არის ასევე, კონტრარგუმენტი „ქართული ოცნების“ მიმართაც – როგორ მოხდა, რომ ეს საქმე მხოლოდ ახლა გამომზეურდა? რატომ ხდება, რომ გამოძიებას ჩვენთან „ორწლიანი მალარიის“ მსგავსი ცხელება აქვს და „პიკები“ მხოლოდ არჩევნების წინ ხდება, ხოლო მერე შემდგომ არჩევნებამდე გამოძიება „მთვლემარებაში“ გადადის? სხვას რომ თავი დავანებოთ, ჟვანიას საქმის ხსენება არ უნდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ ეს უსასრულოდ გაწელილი საქმე 2016 წელსვე განახლებულიყო? სად არის დაპირებული სამართლის აღდგენის პროცესი? მურუსიძის იუსტიციის საბჭო და შუა გზაზე გაჭედილი რეფორმების ტალღა, ან – მოულოდნელად გადამდგარი ნინო გვენეტაძე არის საიმედო ნიშანსვეტი ამ მიმართულებით?

როცა „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ, უნდა ვთქვა, რომ უბრალოდ, მიუღებლად მიმაჩნია მათი ნაცმოძრაობასთან გატოლების რუსთავიორისეული მცდელობები. საერთოდ მთავრობების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს არ იყო ემოციურად გაშუალებული. არასდროს მესმოდა – პირველი პრეზიდენტიდან მოყოლებული – ხელისუფლის/მთავრობის შეყვარება და მისი/მათი გაიდეალება. მთავრობა/ხელისუფლება, ჩემი აზრით არის არა “კარგი” (გრძელვადიანად კარგი ხელისუფლება მხოლოდ სამოთხეში თუ გვეღირსება) არამედ – ან – “ასატანი”, ან – “ვერასატანი”/”აუტანელი”. ნაცმოძრაობა სასურველი იყო, სანამ ხელისუფლება გახდებოდა, მეტნაკლებად ასატანი იყო 2006 წლამდე, ვერასატანი – 2006-დან და აუტანელი – 2008-დან! „ქართული ოცნება“, მიუხედავად მის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი იმედგაცრუებისა, ჯერაც ასატანის რანგში მგონია, ბევრი დამსახურების გამო – პირველ რიგში, პენიტენციურ სისტემაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობის, საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის, სოფლის მეურნეობის და მცირე მეწარმოების წახალისების, ბიზნესზე ზეწოლისა და სასამართლოებზე კონტროლის დაუშვებლობის მიმართულებებით წარმატებების კუთხით… (ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, – ყველაფერი შედარებითია, ბატონებო). განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში ახერხებენ ხალხის რეაქციის თუნდაც გვიან დანახვას, გათვალისწინებას და კურსის შესაბამისად შეცვლას. ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ბევრი ჩემი მეგობარი და თანამოაზრე დღესაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა ხმას… მაგრამ სად არის? „ქართულ ოცნებას“ ხომ თავისი კანდიდატი არ ჰყავს? თქვეს, – არ მიგვაჩნია ეს პოსტი მნიშვნელოვნად, ისედაც ბევრი უმაღლესი თანამდებობები გვაქვს და გვეყოფა – დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო… სადაა მერე ის დამოუკიდებელი კანდიდატი?

სალომე ზურაბიშვილიც შეიძლებოდა, საკმაოდ მისაღები კანდიდატი ყოფილიყო, მართლა დამოუკიდებელი კანდიდატი რომ ყოფილიყო… მე, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ქ-ნი სალომე პრორუსი კანდიდატია (პრორუსი ვინცაა, კი ატარებდა რუსულ პასპორტს სიამტკბილობით), არც ის მჯერა, რომ ნატოში ინტეგრაციის ხელშემწყობი არ იქნება (ნატოსთან დამოკიდებულებაში ზედმეტი ოპტიმიზმი თუ არ ახასიათებს, ეს იქნებ არც იყოს ნაკლი დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით). არც მისი ბოლო გამონათქვამები, თუ ფრანგულად წიგნში დაწერილი მოგონებები 2008 წლის ომის შესახებ, არის იმის აღიარება, რომ ომი საქართველომ დაიწყო (განსახვავებით, 2008 წლის აგვისტოში დავით ბაქრაძის და ნაცხელისუფლების დელეგატების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტისა, რომელიც გაცილებით მძიმედ წასაშლელი და დასაიგნორებელია, ვიდრე ვინმეს მემუარები… სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დიდი დამსახურება აქვს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში (თუმცა, არ იქნებოდა მართალი, ეს მის ერთპიროვნულ დამსახურებად ჩაგვეთვალა) და ძალიან მაღალი დონის და სტანდარტის საერთაშორისო დიპლომატიური განათლება და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია… მაგრამ რამდენად კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ იმ ძალის რჩეულია, ვინც პრეზიდენტობის ინსტიტუტის მიმართ საკმაოდ გულგრილია და ამ ინსტიტუტის დაფასება არც წინასაარჩევნო რიტორიკის დროს დატყობიათ?

პრობლემა იმაშია, რომ, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთმანეთს მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე დახმარება გაუწიეს – დათვური სამსახური მგონია მე ეს ზღვარგადასული დახმარება, ეს უზარმაზარი და უთვალავი ბანერები ყველა გაჩერებაზე, ყველა ავტობუსზე, სამარშრუტო ტაქსიზე თუ მეტროში, ეს სარეკლამო კლიპი „48“, ეს შემოწირულობების წარღვნა… დამოუკიდებელი კანდიდატის დამოუკიდებლობა როგორ უნდა დავიჯეროთ, როცა ოცნება და მისი წევრები, სახელმწიფო კომპანიები ისე აქტიურად უჭერენ მხარს ამ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს, როგორც არასოდეს თავისი კანდიდატისათვისაც კი არ დაუჭერიათ? როგორ დავიჯერო, რომ „ქართული ოცნებისთვის“ და მისი ლიდერისათვის ეს თანამდებობა თუ მართლა ზედმეტი და უმნიშვნელო იყო, მაშინ ამდენი ძალა, ენერგია, დრო, მონდომება და ფული როგორ დაახარჯეს? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო…

მედიცინაში ცნობილია, რომ ხანდახან რეცეპტორის ზედმეტი, ზეზღურბლოვანი გაღიზიანება პარადოქსულ უკუეფექტს იწვევს. ვშიშობ, რომ ჩვენს მოსახლეობის საკმაო ნაწილზე, განსაკუთრებით კი – მოწყვლად ფენებზე ასეთი დომინანტური და ლამის ზეზღურბლოვანი რეკლამა უკუეფექტის მომტანი შეიძლება გახდეს ქალბატონი სალომესათვის. მგონი, მისმა (და ოცნების!) PR-სამსახურმა ეს ვერ გათვალა.

dav

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სალომე ზურაბიშვილი, ჩემთვის პირადად, აქამდე მაინც, საკმაოდ დამოუკიდებელ და მეტიც – ზოგჯერ საკმაოდ ხისტ პოლიტიკოსად აღიქმებოდა. ასე მგონია, ოცნებას, შეიძლება, მოენატროს კიდეც პრეზიდენტი მარგველაშვილი, თუ ქალბატონი სალომე თავის არჩევნებამდელ სირბილეს და ოცნებასთან მჭიდრო ასოცირებას შესაძლო გამარჯვების შემდეგ ისევე შეცვლის, როგორც ეს მარგველაშვილის „პლასტელინობის“ გაქვავებას მოჰყვა… ასევე გასათვალისწინებელია, რომ ქ-ნი სალომე “საზოგადოების გამაერთიანებელ” როლზე საუბრობს ხშირად. არადა, როგორც წარმოუდგენელია ვაშაძის (და სააკაშვილის!) მიერ „გაერთიანებული“ საზოგადოება, უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც – ძნელად წარმოსადგენია ზურაბიშვილის მიერ გაერთიანებული საზოგადოებაც.

ასე რომ, ქალბატონი სალომეს და „ქართული ოცნების“ ეს ტანდემი, ვშიშობ, ამომრჩევლისადმი არაგულწრფელი დამოკიდებულების, ყალბი „დამოუკიდებლობისა“ და ზედმეტი რეკლამირების გამო, შეიძლება, არ აღმოჩნდეს ისე მიმზიდველი, როგორც ამას „ქართული ოცნების“ სტრატეგები ვარაუდობენ. მით უფრო, იმ ტაქტიკური შეცდომების გამო, რაც სალომე ზურაბიშვილმა თავისი კამპანიის დასაწყისში დაუშვა; ასევე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის მიმართ იმ ხისტი გამონათქვამების გამო, რასაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ადგილი აქვს; და იმ მძლავრი ანტირეკლამის გამო, რომელსაც რუსთავი-2, ასევე – ნაცმოძრაობისა და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკოსები და მხარდამჭერები 24-საათიან რეჟიმში ანხორციელებენ.

 

  1. საარჩევნო სიაში ნამდვილად არის კანდიდატი, რომელიც ძალიან დამოუკიდებელია, როგორც ნაცმოძრაობისგან, ისევე – „ქართული ოცნებისაგან“, და რომელიც დემოკრატიის და კანონმდებლობის, ასევე თავისი შინაგანი რწმენის და პრინციპების ერთგულებით გამოირჩევა, რის გამოც ხშირად “დაზარალებულა”, როცა ძველ პარტნიორებს სწორედ ამიტომ გამიჯვნია და იოლ ცხოვრებას და მაღალი პოსტების შეთავაზებას დამშვიდობებია.  ამ საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს გამოცდილებაზე მუშაობის და მსოფლიო პოლიტიკოსებთან საქართველოს მტკივნეული საკითხების კარგად წარმოჩენის მდიდარი გამოცდილება. იგი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ბრწყინვალე კონსტიტუციონალისტი, ალბათ ყველაზე გულწრფელი ქართველი პოლიტიკოსი და ამავდროულად,  კონსენსუსების დახვეწილი ოსტატი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ სახელისუფლებო შტოებს და წარმომადგენლებს შორის არამარტო კომუნიკატორის, არამედ “მეხანძრის” და კონფლიქტების ჩამქრობის როლსაც ასრულებდა. რომლის კამპანიის ნაკლი – რეკლამის ნაკლებობა და შემომწირველების სრული არარსებობა ნაკლია გარეგნულად, მაგრამ იქნებ არც იყოს – ამ დუხჭირ ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ოპოზიციის (და ჭეშმარიტად დამოკიდებელი კანდიდატის) დაფინანსების შიში ჯერაც არ განელებია. მაგრამ ხალხისთვის უფრო მისაღები შეიძლება იყოს, ვიდრე ლამის 3 მილიონის დამხარჯავი კანდიდატი…

Image result for დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობა

ევროკავშირის არამცთუ ახალ წევრებს შორის, არამედ “ბებერი ევროპის” ქვეყნებშიც ბევრი არ მეგულება ამ ადამიანის სადარი გაწონასწორებული, ერუდირებული და პატიოსანი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთრ პოლიტიკურ კარიერას და საკუთარი პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესებს არ აყენებს საერთო სახალხო ინტერესებზე მაღლა, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე დაუთმია მისთვის უფრო შესაფერისი პირველობა სხვა პარტნიორისათვის – კონსენსუსის მიღწევისა და საერთო საქმის წარმატების მისაღწევად – საქართველოს ინტერესებისათვის. იგი არის წარმოშობით კახელი, ნიჭით და გულით – ქართველი და ჭკუით და დემოკრატიულობით – ევროპელი. მას ესმის კოალიციის ფასი და არ არის პოპულისტი. იგი არასდროს უკარგავს დამსახურებას არავის – არც ძველ თუ ახალ პარტნიორებს, არც – ხელქვეითებს და არც – პოლიტიკურ მოწინაღმდეგეებს.

ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა – ჩემგან დამოუკიდებლად, როცა დავით უსუფაშვილისთვის (#25) გადაწყვიტა ხმის მიცემა.

და მე ეს მისი სწორი და დამოუკიდებელი არჩევანი იმედს მისახავს – რომ მამაჩემიც დაამარცხებს დაავადებას, და რომ მეც ისევ გავაგონებ ჩემს გულწრფელ სიტყვას იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად უიმედობის და ძალადობრივი რეჟიმის წლები გამოვიარე, რომ ჩვენ დავამარცხებთ არა მხოლოდ მოძალადე პიროვნებებს, არამედ – მოძალადე სისტემის ნარჩენებს, მშვენივრად რომ ახერხებენ ერთი ხელისუფლების ბუდიდან მეორეში გადახტომას, რომ გვეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც გვჭირდება – არა მარტო ჩვენ – ამ მძიმე, გაურკვევლობით აღსავსე და დაძაბულ დროს, არამედ – რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ – დღევანდელ ხელისუფლებასაც, რადგან არაფერი ისე არ ასუსტებს ხელისუფლებას და პოლიტიკოსს, როგორც ყალბი და ხელოვნური სპარინგ-პარტნიორი. რომ ოცნების ნაცმოძრაობასთან ეს “გამიშვი და დამაკავე” უკვე ყელში ამოუვიდა ძალიან ბევრს. რომ ერთხელაც იქნება, ან ის ვითომ გათანგული თაგვივით სათამაშოდ მიჩნეული კომპრომეტირებული ნაცმოძრაობა, ან მუდმივად ჩასაფრებული მტაცებელი მეზობელი, რომელიც ყოველთვის ხლართავს პროვოკაციებს, ან – ორივე ერთად, საკუთარ გამოსახულებასთან სარკეში მოკეკლუცე და უალტერნატივობით გათამამებულ ხელისუფლებას ისეთ მოულოდნელ დარტყმას აგემებს, რომელსაც არ ელოდებიან… არასდროს ელოდებიან ხელოვნური სპარინგ-პარტნიორით გათამამებული მოკრივეები…

და არაფერია იმაზე სახიფათო, ვიდრე სარკე, რომელიც გატყუებს, რომ არავინაა შენზე მომხიბვლელი და რომ შენი სუფევა სამუდამო იქნება, რადგან მხოლოდ კორდელიას მარილივით სიყვარულია ჭეშმარიტი  და სუფთა, და ვინც ამას დაინახავს, მხოლოდ ის აიცდენს მეფე ლირის მწარე ხვედრს…

 

მადლობა, მამა!

 


სომხური გამბიტი


 

Armenia

===

ზვიად კირტავა,  ვიქტორ ყიფიანი.

===

სომხეთში, სრულიად მოულოდნელად, შესაძლებელია სუპერხავერდოვანი რევოლუცია მოხდეს.

თუმცა, როგორც ამბობენ, “უცეცხლოდ კვამლი არ არის”, და რევოლუციებიც უმიზეზოდ და მოულოდნელად არ ხდება.

სერჟ სარგსიანის მმართველობა რობერტ კოჩარიანის მმართველობის ბუნებრივი გაგრძელება იყო. სავსებით შესაძლებელი იყო, ახლა სარგსიანსაც რომ მოეძებნა თავისი ერთგული შემცვლელი, სახალხო მღელვარება ასეთ მასშტაბის არ ყოფილიყო. ან, საერთოდ, ხელისუფლების გადაბარება ლამის მშვიდად მომხდარიყო.

… – სტატიის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ (დააწკაპუნეთ):


Armenian gambit – by Zviad Kirtava and Victor Kipiani


Armenia

 

In Armenia, super-velvet revolution can occur rather unexpectedly.

However, “there is no smoke without fire” and no revolutions are truly unexpected.

Serzh Sargsyan’s rule was the continuation of Robert Kocharyan’s rule. Likewise Kocharyan, Sargsyan could also easily find his loyal substitute, and quite possibly political turmoil would not have reach such a scale. Or, the transfer of power could have been even almost smooth.

Sargsyan has not only made Armenian people stunned with his authoritarian rule, the decline of democracy, and the economic stagnation of the country with the bigger corruption, than ever before for independent Armenia, but he was the one to tailor the constitution according to his own will, just like Vladimir Putin. And then he made the biggest mistake – he simply lied to the society when he promised that after two terms of Presidency he would not try to get any other seat – either presidential or of Prime-minister’s.. He promised that, and he “forgot” – hoping that people would also forget…

And even more, he did not even try to paint this lie – even a small play did not come to treat public dissatisfaction. Richard III says in the Shakespeare’s play that he is basically not willing to be a king, and stages the “public appeal” and finally just “subordinates” people’s request – “I did not want to, but I have to obey to my dear citizens’ will”…

After that, we have watched classical scenario which was described as one of the preconditions for revolution in the old Soviet textbooks: namely, the elites were not able to manage and the lay-people did not want to live such a life anymore.

Of course, there is one factor to be taken into consideration – Kocharyan and Sargsyan are Karabakhians and ascended to power in Armenia through Karabakh war. Patriotic optimism, which has been national spirit by the Karabakh war in the Armenian community, probably is no longer as high as it was 20 years ago, when Kocharyan was elected president and when the whole society and the political elite in capital have given power to those who won the war and who was the most important strategic partner of Russia – having Russia’s unconditional support … but for 20 years Karabakh’s official reunion has not occurred, and significant regional isolation due to Karabakh is obvious, Azerbaijan’s economic boom  increasingly shifts balance between these – still-in-war countries, and Russia – against all odds tries to please not only its strategic ally – Armenia, but started to provide weapons also to Azerbaijan, by all these reasons already in the country and in particular in Yerevan, perhaps the prospect of the looks-now-eternal reign of Karabakhian elite results in more irritation or even frustration.

Sargsyan’s sudden resignation was not only sign of his political shrewdness, but he understood that his ambitions destabilized the country and were shaking power of his party. And he preferred to step back – thinking that he would not lose anything, securing Karapetyan’s premiership for next four years (or even less), and then he would return. That same model, which was already well-tested and certified in Russia by Putin-Medvedev tandem.

But Sargsyan was late. Nikol Pashinyan turned out to be a very strong opponent.

It is noteworthy that the Pashinyan is not a novice politician, as many believe: in his time he was close associate of the first president of Armenia Levon Ter-Petrosian, and recently won 21 percent of Yerevan Mayor’s elections. He correctly assessed the level of discontent of people and benefited from the advantage that Sargsyan had given him by his selfish wish to remain in power. Stepping back was now late already, as the public got at streets and felt the power. Everyone understood that Sargsyan’s “leave” and Karapetyan’s stay would have changed nothing – again the Armenian Republican Party and its chair – Serzh Sargsyan – would be the ruler force. And Sargsyan would not have been “long gone” – Karapetyan  would return the seat to him as soon as the public shouting sparked.

After that the events were changing with the kaleidoscopic speed – in Yerevan and other cities, the protests (and performances!) became increasingly massive and well-organized. The ruling party itself has already realized that Karapetyan’s attempt to keep the seat could easily turn the protests from velvet-ones to possibly-violent. In fact, not naming their own candidate, was probably the best solution for RPA– for easing tense situation, and at the same time to show to Nikol Pashinyan he could not become prime minister without the support of the ARP. It was an invitation for Pashinyan to negotiate with Republican Party if he wanted the second (and the final!) vote – would not end with the similar rejection on May 8th.

But, as we say in Georgia “the hail came and met the stone.”

Pashinyan only needed not even a whole day – to show what it means to be fully supported by the mobilized people and the right, well-calculated, patient, non-aggressive tactics. The entire blockade of roads, railway and airport ruled out the prospect of the ultimatum to Pashinyan.

At present, the situation is the following: Republican Party of Armenia (RPA) said it would support “People’s candidate who will get a vote of 1/3 in the parliament”.

Many have considered this as the capitulation of the RPA – that they are now ready to support the undisputed leader of the protest movement – Nikol Pashinyan (let’s consider that as option “A”).

We are not sure that this is true.

It is quite possible that the plan “B” has been worked out – if the government was agreed with Gagik Tsarukian’s block and “Dashnaktsutyun”, that these opposition factions would present their own candidate on May 8th session, and by having this new “People’s Candidate”, the Government of Armenia will try to get a new, – more acceptable than the Pashinyan – person for prime-ministership.

Another possible – “C” – option, which is less likely to be called, Alliance with the control of “cohabitated” governance – Pashinyan, as prime-minister, and RPA as a key force (controlling law enforcement and central election agencies) – the final outcome of which is not so difficult to predict, and such an outcome will more probably not be desirable for the Pashinyan’s camp.

One cannot exclude Armenian “cohabitation” – if the events are developing in this scenario – our readers should not be surprised. The point is that this kind of changes cannot be written in just by street’s power, given the firmness of the ruling political force in the Armenian political and business elite. Moreover, Sargsyan’s activity shall not be presented only in dark colors: for example, he has in fact diversified Armenian foreign policy, signing a special EU-Armenia Comprehensive and Enhanced Partnership Agreement (CEPA) as some sort of counterweight to Armenia’s membership in the Russia-managing Eurasian Union. Besides, during Karapetyan’s prime-ministership Armenia achieved very impressive 7% economic growth rate.

If the Pashinyan’s candidacy is hampered by the opposition factions of the May 8th Parliamentary election and the voting option for the other “People’s Candidate” will be dropped (as a result of mass protest of the people in the streets), according to the Constitution of Armenia, the parliament shall be dissolved and new elections held.

And the new elections will be still carried out by the existing government, which has been holding Armenia for 20 years already!

Of course, it is impossible to be sure in anything, but we think the chances of the Pashinyan’s repeated turndown is higher, as the fate of the future government of Armenia cannot be resolved without Moscow. And for Moscow, and in particular for the newly reelected-once-again Vladimir Putin, not only is it important to see the government in Armenia that he has experienced and trusts, but also the form of transfer of power itself. Pashinyan has shown a convincing political shrewdness when he said that he would not leave the Eurasian Union and “ODKB” in case he is elected as the premier, but he also emphasized that he plans to negotiate with Russia on certain issues, and expressed his wish to negotiate with the EU as well. Russian would rise brows on such bi-directional foreign policy. But the main thing is another – a bad precedent for Putin will be merely the fact of the victory of the Velvet Revolution in Armenia – it might rise same aspirations Russia and, moreover – a hope for the success of those aspirations!

So, if the domestic political influence on the Armenian affairs will continue to be the main impact of the events, then any results can be achieved, including Nikol Pashinyan’s smooth election on May 8th. Such an outcome could be possible if Armenian (yet) opposition would be successful in convincing the Russians that the velvet revolution is only an “Armenian” issue and there is no more (geopolitical) element in it than merely change of domestic power. In this case, the Pashinyan will be easily endorsed by the Parliament. However, we shall remember that this process will not be completed by the end of May 8th and the main test is waiting for him after the coronation: when the real contours of the Armenian opposition movement and the goals and dreams of society, as well as Moscow’s attitude to the changes in Armenia will be revealed. And not just of Moscow: We have almost heard nothing about Baku and Ankara’s attitude towards current developments, at least in the form of public opinions…

And if our projection is justified and the May 8th parliamentary session ends without election of prime-minister (which automatically means the new parliamentary elections, carried out by the government of acting Prime Minister Karapetyan), it would be proof that the Russian influence in the Armenian Gambit was still a decisive factor – affirming the familiar scenario and familiar partner (or maybe – simply lack of strategic vision of Russians?)

If the main participants of the Armenian process will try and successfully convince Moscow that any configuration power will remember well who is the “true friend” of the country, the velvet transfer of power will only win. We have started this article by mentioning Shakespeare, and would end by another his quote from Macbeth, which later was applied by contemporaries regarding King Charles I of England as that “nothing in his life became him like the leaving it”.

In any case, the history of such rapid and could-be-fundamental changes reveals a rule: one important thing is to change (even at the expense of extraordinary efforts) the system, and the second – and the more difficult task – the ability to navigate correctly after the change, balancing internal and external threats.

Hopefully, the common sense and peace will prevail in our neighboring Armenia!


შემთხვევა ვარკეთილის მეტროში: ვინ/რა არის დამნაშავე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს?


Varketili metro

  1. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ, საერთოდ რატომ გაკეთდა რემონტი და – რა გაკეთდა! თუ მართალია, რომ მეტროს რამდენიმე სადგურში ბეტონის თაღებზე ბზარებია გაჩენილი, ხოლო რემონტი კი შეკიდული ჭერის გამოცვლით შემოიფარგლა, ეს სირაქლემასებრი მარაზმი და მავნებლობაა. დამალული და მიმალული ბზარები უფრო საშიშია, ვიდრე ხილული. წყალში (თუ – მავანის ჯიბეში) გადაყრილ ასეულ ათასებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…
  2. ფოტოებზე ჩანს, რომ შეკიდული ჭერის მთელი უშველებელი კონსტრუქცია ერთიანად ჩამოვარდა. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭერზე თითქმის ხელუხლებლად შერჩენილია ბეტონში ჩამაგრებული საკმაოდ სქელი მავთულები, სავარაუდოდ, წყვეტა მოხდა ქვედა წერტილში, სადაც მავთულები შეკიდული ჭერის კონსტრუქციას უერთდებოდა. საინტერესოა, ხომ არ იყო ამ ადგილებში გადაბმისთვის უფრო თხელი მავთულები ან რამე სხვა უხეირო მასალა გამოყენებული – „ეკონომიის“ მიზნით.
  3. ალბათ, კატასტროფას ვერ ავიცილებდით, მაგრამ ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ეს უზარმაზარი კონსტრუქცია ერთმანეთზე გადაბმული რომ არ ყოფილიყო. მაშინ შეკიდული ჭერის მთელი ეს ფართობი (სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი?) ასე მთლიანად და ერთდროულად (!) არ ჩამოვარდებოდა, არამედ, მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილი – მაგალითად, ოციოდე კვ. მეტრი, რაც ნაკლები ადამიანის დაზიანებას გამოიწვევდა.
  4. აუცილებლად უნდა შემოწმდეს ყველა სხვა ის სადგური, სადაც ამ კომპანიამ რემონტი ჩაატარა – პირველ რიგში კი ის საკითხები, რასაც წინა პარაგრაფებში შევეხე.
  5. მსგავსი სამუშაოების რა გამოცდილება ჰქონდა სამუშაოების ჩამტარებელ კომპანიას? წინა სამუშაოები წარმატებით შეასრულა, თუ იქაც რამე სავალალო შედეგის უნდა გვეშინოდეს?
  6. როდესაც ასეთი დიდი კონსტრუქციის დაკიდება ხდება, მასალის და მზიდი კონსტრუქციების რამე ტესტირება არ უნდა ტარდებოდეს?
  7. დაბოლოს, ერთი საოცარი საკითხი, რაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის და ამ კანონის მიხედვით ჩატარებული ტენდერების ძალიან კრიტიკულ აქილევსის მყესად მიმაჩნია, არის ძირითადად ფასზე, ჩემი აზრით, გაუმართლებელი ორიენტირება. თუ ტენდერს ყოველთვის იგებს ის, ვინც ყველაზე დაბალ ფასს თავაზობს, განა გასაკვირია, რომ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ და დაფინანსებულ სამუშაოებში ხარისხი საუკეთესო კი არა, ხშირად კარგიც კი ვერ იქნება? ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია ხომ ყოველთვის ეცდება დაბალი ფასი მასალების და სამუშაოების დაბალი ხარისხით, ან დაქირავებული პერსონალის დაბალი კვალიფიკაციით და ხელფასით „აანაზღაუროს“?!!
  8. არ მგონია, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ვინმეს კრიმინალური პასუხისმგებლობა დადგება, მაგრამ რამე ფორმით უეჭველად პასუხისმგებლობა უნდა დადგეს: – ა)იმ კომპანიის ხელმძღვანელობის, ვინც სამუშაოები, სავარაუდოდ, უხარისხოდ შეასრულა, ბ)იმ პირის და ორგანიზაციის, ვინც ეს სამუშაოები ასეთი ხარისხით მიიღო, და გ)იმ პირის ან ორგანიზაციის, ვინც ასეთი სამუშაო დაუკვეთა, თუკი ის ამ ფორმით საერთოდ არ იყო გამართლებული (პარაგრაფი 1). პასუხისმგებლობაში ვგულისხმობ მინიმუმ, სერიოზული ჯარიმების გადახდას, – როგორც დაზარალებულებისათვის (და არ ვგულისხმობ მხოლოდ სამედიცინო ხარჯებს, არამედ მორალურ ზიანსაც, რომელიც ამ შემთხვევაში, ვფიქრობ სამედიცინო ხარჯებზე გაცილებით მეტი შეიძლება იყოს), ასევე –  ბიუჯეტის სასარგებლოდაც.

კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალს, მით უფრო – გაბზარული კოკა.

კიდევ კარგად გადავრჩით, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, შემდეგ ჯერზე ტრაგედია შეიძლება უფრო მასშტაბური იქნეს!

P.S. ახლა ვნახე ვიდეო, რომელიც ვიღაცას ამ მეტროში ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში გადაუღია – თუ როგორ ირხეოდა მეტროს ეს ჭერი მატარებლის გავლის დროს. ალბათ, ეს კონსტრუქცია მყარად არ იყო დამაგრებული და მართლა “შეკიდული”/”დაკიდული” იყო… კი მაგრამ, მეტროს სადგურში (სადაც ყოველ 3-4 წუთში მატარებელი მოძრაობს და სერიოზულ რხევებს იწვევს!) ასეთი ტიპის მოქანავე კონსტრუქციის მიმაგრება შეიძლება? დილიდან მედიაში სულ “შეკიდული ჭერი” ისმოდა და მეც ისე გამოვიყენე ეს ტერმინი, არც კი მიფიქრია, რომ სინამდვილეში მართლა დაკიდებული იქნებოდა ის კონსტრუქცია. მგონი, არსად არ მინახავს მსგავსი რამ. პროექტი ვინ დაამუშავა? 😦

 


9 წელი ომიდან – Quo vadis?


Georgia Protest

9 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.

ოკუპირებული ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა და ტურიზმი კი აღმავლობის გზას ადგას, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები ჩიხშია შესული და სხვანაირად ვერც იქნებოდა. რადგან საქართველოს უნდა, რომ დამოუკიდებელი იყოს და თავისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება – რეინტეგრაცია მოახერხოს. ხოლო რუსეთს უნდა, რომ სწორედ ეს ოკუპირებული ტერიტორიები სატყუარად გამოიყენოს და საქართველო ამ სატყუარას გამოყენებით ისევ ჩაყლაპოს, დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე, ხოლო შემდეგ (ან მაშინვე) – რუსულ იმპერიაშიც.

რა თქმა უნდა, საქართველომ უარი არ უნდა თქვას დამოუკიდებლობაზე.

ნინო ბურჯანაძეს თუ დავუჯერებთ, საქართველომ ევროინტეგრაციას უნდა ამჯობინოს რუსეთში უკუინტეგრაცია. რუსეთთან უვიზო რეჟიმის საფასურად უარი უნდა ვთქვათ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე. პატრიოტთა ალიანსიც თვლის, რომ რუსეთს უნდა დავუყვავოთ და გავაუქმოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, რომ რუსებს უნდა ვეხვეწოთ, – დაგველაპარაკონ.

და რაზე უნდა დაგველაპარაკონ რუსები?

  • ვინმეს გაუგია, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთვის მიტაცებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას? ან თუნდაც ლტოლვილების დაბრუნების ხელშეწყობას?
  • ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი როდესმე ქართველების სიყვარულით ან მართლმადიდებლური რწმენის გამო უარს იტყვის აფხაზური და ოსური კარტის გათამაშებაზე და საქართველოს რეალურად გაერთიანებას ხელს შეუწყობს?
  • პუტინი, რომელიც სლავი ძმები – უკრაინელები არ დაინდო და ნელ-ნელა ცდილობს ევროპის ამ ყველაზე დიდი სახელმწიფოს დაშლას, პუტინი, რომელსაც გერმანიის გაერთიანება და ვარშავის ბლოკის დაშლა ვერ მოუნელებია, – ეს ადამიანი როდესმე დაეთანხმება საქართველოს დამოუკიდებლობას?

და რა უნდა შემოგვთავაზოს რუსეთმა ჩვენ?

  • უკეთესი, უფრო სამართლიანი სახელმწიფო? – თავისთვის არ აქვს!
  • უკეთესი, უფრო არაკორუმპირებული სახელმწიფო სისტემები? – ხუმრობთ??
  • უფრო მეტი ეკონომიკური ზრდის ტემპები? – სად არის, რო?..
  • უფრო უკეთესი დემოგრაფიული ან ეკოლოგიური სიტუაცია? – ზღაპარი!
  • უფრო მეტი სიახლოვე და პერსპექტივა ევროპასთან დაახლოების? – პირიქით!
  • ან თუნდაც ჩინეთთან და აღმოსავლეთის სხვა ძლიერ ეკონომიკებთან მეტი სიახლოვე? – არც იფიქროთ, ამ ქვეყნებს დამოუკიდებელ საქართველოსთან გაცილებით უფრო აწყობთ თანამშრომლობა, ხოლო პუტინი საქართველოს ყველა გზას, ყველა დერეფანს, ყველა პერსპექტივას დაუხურავს!

მოდით, შევადაროთ სიტუაცია აფხაზეთში და საქართველოში:

  • აქვთ აფხაზებს რეალური დამოუკიდებლობა? – არა, მათ მხოლოდ სამი ქვეყანა ცნობს მსოფლიოში. მათი პასპორტი არსად არ არის აღიარებული, ხოლო ქართველებს ევროპის 30-მდე ქვეყანაში უვიზო გადაადგილების საშუალება აქვთ.
  • აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს ქართველებზე უკეთესი პერსპექტივა შინ ან გარეთ კარგი განათლების მიღების და კარიერული ზრდის მხრივ? – არა მგონია, რუსეთიც კი დიდწილად მიუწვდომელია მათთვის, რომ არაფერი ვთქვათ უცხოურ ქვეყნებზე.
  • რამე აშენდა და განვითარდა აფხაზეთში? – შედარებაც კი არ შეიძლება საქართველოსთან.
  • აფხაზების, როგორც ეთნოსის მომავალი პერსპექტივა ახლა უფრო უკეთესია, ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში აფხაზების ყოფნისას იყო? – ძალიან ვეჭვობ, რომ თავად აფხაზებს ჰქონდეთ ეს ილუზია – აშკარაა, რომ თავად რუსეთი არის დაინტერესებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებით, რომ აფხაზეთი არაღიარებული ქვეყანა იყოს, დანგრეული ეკონომიკით და მკვდარი კულტურულ-სამეცნიერო პოტენციალით, ხოლო თანდათან მოახდინონ აფხაზეთში რუსების ჩასახლება.
  • კრიმინალური მდგომარეობით? მკვდარ-ცოცხალი ეკონომიკის პირობებში კრიმინალი ჰყვავის და რუსეთი ამას იტანს – საკუთარი მოქალაქეებისთვის რისკის პირობითაც კი, რადგან სწორედ აყვავებული კრიმინალი და კორუფცია იყო და იქნება აფხაზეთის დამოუკიდებლობის მთავარი საფრთხე და აფხაზეთიდან კანონმორჩილი მოქალაქეების მიგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. და როდესაც აფხაზეთის საზოგადოება წესრიგის დამყარების თხოვნით არა საკუთარ დისკრედიტირებულ ხელისუფლებას, არამედ დიდ ძმას მიმართავს, მაშინ სწორედ ამ საბაბით მოხდება აფხაზეთში  რუსული დანაყოფების – ათასობით სამხედროს და გასამხედროებული პ;ოლიციის რაზმების, და მათი ოჯახების ჩასახლება, რაც რამდენიმე თვეში კატასტროფულად შეცვლის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ სიტუაციას.

აი, ეს არის სცენარი აფხაზეთისათვის და იგივე იქნება სცენარი საქართველოსთვისაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მე-20 საუკუნეში მის პოლიტიკას გაიმეორებს და გადაყლაპულ საქართველოში უნივერსიტეტის, თეატრის, ხელოვნების შენარჩუნებას კვლავ დაუშვებს, ძალიან ცდება, რადგან რუსები ამას ჩრდილოეთ ოსეთში, თათარსტანში, ბაშკირეთში და აფხაზეთში არ აკეთებენ და ჩვენთან მით უფრო აღარ გააკეთებენ.

რუსეთის პოლიტიკა საკმაოდ აშკარა და ნათელია:-

1) საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოხრჩობა. ეს მცოცავი ოკუპაციაც სწორედ ამას ისახავს მიზანად – რომ ქართველებმა დატოვონ საზღვრისპირა რეგიონები და უცხოელებმაც იგრძნონ, რომ რუსეთი საქართველოში ოკუპაციას აფართოებს და აძლიერებს. 8 აგვისტოს პუტინის აფხაზეთში ჩასვლაც სწორედ ამის დემონსტრირება იყო – აფხაზებზე მეტად (მათი აზრი მაინცდამაინც არ ადარდებს, ფიქრობს, რომ აფხაზებს რუსეთს იქეთ სხვა გზა მაინც არასოდეს ექნებათ) მსოფლიოსთვის იმის დანახება, ვინ არის რეგიონში ყველაფრის წარმმართველი.

2)საქართველოში საკუთარი რბილი ძალის საცეცების გაზრდა-გამოკვება და ამ რესურსებით ქართულ საზოგადოებაში რუსეთის, როგორც ”ძველი, სანდო მეგობრის და ძმის” (დროებით არ იქნება უფროსობაზე აპელირება) პუტინურ-”სპუტნიკური” იმიჯის შექმნა

3) მე-5 კოლონის გაძლიერება-გამოკვება  და მათი მოძლიერების პირობაზე შემდეგ საქართველოსთან თითქოს აღორძინებული ეკონომიკური კავშირების უეცრივ გაწყვეტა – ღვინის, მინერალური წყლების და მწვანილის ”ონიშენკოური” დაბლოკვის ფონზე, ასევე – ტურისტული ნაკადების მოსხიპვაც, ხოლო რუსეთიდან იქ მაცხოვრებელი ქართველების, სავარაუდოდ, (დროებით მაინც) გამოყრაც, რომ მე-5 კოლონის რუსოფილურ ღაღადს ეკონომიკურად დაზარალებული ქართველების ხმებიც ძალუმად შეუერთდეს.

4) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეკონომიკურ-პოლიტიკური საპროტესტო მოთხოვნებით გამოსვლების ორგანიზება.

5) და შემდეგ, მოლაპარაკების შემოთავაზება – მის მიერვე გაჩენილი ამ ხანძრების ჩაქრობის პერსპექტივის განსახილველად – რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის დათმობის სანაცვლოდ.

=======

რა უნდა ვქნათ?

  1. პირველ რიგში, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და ვხვდებოდეთ, რას იზამს ერთმორწმუნე მტერი (ჰო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ჩაყლაპვისთანავე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან ისევე მოგვიწევს დამშვიდობება, როგორც ეგზარქოსების დროს…)
  2. როგორც სიბეცე და მარაზმიც იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სხვა პოლიტიკანების მხრიდან ძლიერი მტრის მუდმივი გახელება, ასევე არანაკლები უზნეობა და ღალატი იქნება მონობისადმი შემგუებლობის რუდუნებით პროპაგანდა ჩვენი რუსოფილი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების მხრიდან. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე საუბარი ამ პოლიტიკანების მხრიდან, უკეთეს შემთხვევაში, სიბეცეა და, უარეს შემთხვევაში, – უზნეობა. მით უფრო მაშინ, როცა რუსეთს ერთი პატარა ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს აგრესიული მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.
  3. ყველანაირად უნდა განვავითაროთ დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური ურთიერთობები სხვა უცხოელ ინვესტორებთან. საქართველოს გამარჯვების საწინდარი ვერ იქნება მხოლოდ ჯარი და სამხედრო ტექნოლოგიები. ჩვენი მთავარი იარაღი – ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და საქართველოში მთელი მსოფლიოს მხრიდან აქტიური საინვესტიციო პროექტები უნდა გახდეს. რაც მომავალში აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენი, როგორც წარმატებული ქვეყნის მიმზიდველობის საწინადრი და საქართველოში მათი არსებობის ამჟამინდელზე უკეთესი პერსპექტივის შესახებ დაფიქრების საფუძველი შეიძლება იყოს. უნდა ვემზადოთ იმ დღისთვის, როცა რუსეთი ჩვენთან მის ეკონომიკურ თანამშრომლობას პოლიტიკურ იარაღად აქცევს და მათი შეჩერებით ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების გამოწვევას შეეცდება. ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც და მის ქვეყანასაც შეიძლება ჰქოდნეს პოლიტიკური მიზნებიც, მაგრამ არ ექნება იმ მასშტაბის ბმა, როგორც ეს რუსეთს აქვს ამჟამად.
  4. აუცილებელია ძალიან ზუსტად გათვლილი დიპლომატიის წარმოება, რომელიც ბოლო ხანებში იმედისმომცემი წარმატებებით გამოირჩევა ამერიკის მიმართულებით. მეტია საჭირო – როცა, იმედია, ახალი ამერიკული ადმინისტრაცია უფრო დაალაგებს საკითხებს და პრიორიტეტებს. ამ მხრივ, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო. აუცილებელია მსგავსი გააქტიურება ევროპის (განსაკუთრებით – საფრანგეთის და ვიშეგრადის ქვეყნების), ჩინეთის, იაპონიის მიმართულებითაც. დიპლომატებმა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის პროპაგანდისტების და პრომოუტერების ფუნქცია უნდა გააძლიერონ – ანაკლიის პორტის პროექტი არა მარტო ეკონომიკურ არამედ პოლიტიკურ ფარად უნდა იქცეს ჩვენთვის.
  5. და ბოლოს, როგორც ლამის ყოველთვის ჩვენს მძიმე და ძნელ ისტორიაში, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. როგორც სწორედ აღნიშნა ამას წინ ვახტანგ ძაბირაძემ, პირველი ცივი ომის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლობა გვეღირსა. ახლა იქნებ, მეორე ცივი ომის დამთავრების შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც შევძლოთ… როგორც ჩვენი ბრწყინვალე და საყვარელი პოეტი ოთარ ჭილაძე ამბობდა: ”…და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის, / თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.”

ჯანდაცვის რეფორმის ახალი ეტაპის მოლოდინში


HealthReform

საყოველთაო აღიარებით, ჯანდაცვის სექტორი ის სფეროა, სადაც დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტი მიღწევები გააჩნია – უნივერსალური სახელმწიფო დაზღვევის და C ჰეპატიტის პროგრამებმა უამრავი ადამიანის გადარჩენა შეძლო და საზოგადოების თუ ექსპერტების მხრიდან, ძირითადად, მოწონებით სარგებლობს. ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. და თუ წინა ხელისუფლების პირობებში ოჯახის წევრისათვის ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარების გაწევა ხშირად ოჯახოს ფინანსურ კაბალაში ჩავარდნას, კატასტროფული ვალების აღებას და საცხოვრებლის გაყიდვის სერიოზულ რისკს უკავშირდებოდა, დღეს ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად გამოსწორდა.

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი რეფორმა იდეალური არასდროს არის და კურსის და პროგრამების კორექტირება  ყოველთვის დაუსრულებელი პროცესია. ისიც არაა დასამალი, რომ უნივერსალურ ჯანდაცვაში უაღრესად დიდი ხარჯების ჩადება, მაშინ, როცა განათლება, მეცნიერება, კულტურა, ეკოლოგია და სხვა სფეროები ჯერაც ლამის გერების ბედში აღმოჩნდნენ, ვერ იქნება სამუდამო სტრატეგია. უნივერსალური დაზღვევის პროგრამის ხარჯ-ეფექტურობა კრიტიკას იმსახურებდა, ისევე როგორც მისი სამიზნე აუდიტორიის პროფილი – რამდენად აუცილებელი იყო, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონოდა უნივერსალური ჯანდაცვის პაკეტით სარგებლობის უფლება? დღეს ეს უკვე შეცვლილია და ახლა საქმე იმაშია, რომ ქანქარის ერთი ზღვრული გადახრიდან („ყველამ თავად მიხედოს თავის ჯანდაცვას!“) მეორე უკიდურესობაში („ყველას ჯანდაცვას სახელმწიფო მიხედავს!“) გადასვლა არასდროს არ არის გამართლებული. და ზოგადად სწრაფი და 180-გრადუსიანი ცვლილებები, რაც არ უნდა სწორი იყოს – პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური მიზნებით, ხშირად სერიოზულ გამოწვევებს უკავშირდება – ან სისტემის, ან ამ სისტემით მოსარგებლეების მხრიდან გაუმართლებელი ზემოგების სურვილის და სისტემის ფინანსური მდგრადობის კუთხით.

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაკი ზოიძის ხელმძღვანელობით, რამდენიმე თვეა, ჯანდაცვის რეფორმის სამომავლო გეგმების შესახებ მეცნიერებთან, სპეციალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრები ეწყობა. ა.წ. მაის-ივნისში მეც მქონდა რიგ ამ შეხვედრებში მონაწილეობის პატივი. გადავწყვიტე, იქ განხილულ საკითხებზე, პრობლემებსა და  შესაძლო გამოსავლებზე ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ.

შეხვედრებზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს უფროსის, ნათია ნოღაიდელის მიერ თვალსაჩინოდ იქნა წარმოდგენილი მთავარი სისტემური პრობლემები:

  • კადრების არათანაბარი განაწილება
  • ექიმების ჭარბი რაოდენობა
  • ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებული თანაფარდობა
  • ექთნების როლის, ფუნქციებისა და საჭიროებების უგულებელყოფა
  • სამედიცინო კადრების არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება
  • ფართო პროფილის ექიმების ნაკლებობა
  • დაბალი პროდუქტიულობა
  • დისბალანსი ადამიანური რესურსის წარმოებასა და მოთხოვნას შორის
  • შრომითი და სოციალური დაცვის მექანიზმების არასრულფასოვნება და დაბალი ანაზღაურება
  • კადრების დაბერების ტენდენცია
  • პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია.

 

შევეცდები, ზოგიერთ ამ პრობლემაზე და მათი გადაჭრის ან შემცირების სავარაუდო გზებზე შევჩერდე:

  • ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი – 653.9
  • ექთნებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი – 440.5
  • ექთნებისა და ექიმების თანაფარდობა – 0.67 – 0.8 (ამაზე ნაკლები მხოლოდ საბერძნეთს აქვს – 0.6, თურქეთს – 1.4)
  • ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი სტომატოლოგიური სპეციალობების გარეშე – 586.5

როგორც ვხედავთ, საქართველო გამოირჩევა ექიმებით უზრუნველყოფის მაღალი და ექთნებით უზრუნველყოფის დაბალი მაჩვენებლებით, რაც ჯამში ექთნები/ექიმები-ის ძალიან ცუდ მაჩვენებელს იძლევა, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში არამცთუ არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა კიდეც (1995 წელს 1.25 იყო). განსაკუთრებით ცუდია ეს თანაფარდობა თბილისში, შედარებით უკეთესი – რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში.

თუმცა, თსსუ-ის პროფ ზაზა ბოხუას აზრით, სამინისტროს მიერ მოყვანილი სტატისტიკა, სავარაუდოდ, ეყრდნობა გაცემული სერტიფიკატების, და არა – სადღეისოდ სექტორში მომუშავე პროფესიულად აქტიური ექიმების რაოდენობას. მართლაც, ყოველი ჩვენთაგანი ადვილად გაიხსენებს იმ ახლობლებს და ნათესავებს, რომლებიც ექიმის დიპლომის და სერტიფიკატის ფლობის მიუხედვად, დიდი ხანია, ექიმებად აღარ მუშაობენ. ამიტომ, როგორც ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი, ასევე ექთნების/ექიმების ინდექსი, რეალობას, ალბათ, 10-30%-ით მაინც არის აცდენილი. თუმცა, ამით თავის  დამშვიდება, ალბათ არ იქნება სწორი. ისე კი,  ჯანდაცვის სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პროფესიონალების (და მათი დატვირთვის) აღრიცხვა არის სწორედ სურათის ნათლად დანახვის და პრობლემის ზუსტად იდენტიფიცირების აუცილებელი პირობა.

მთლიანობაში საქართველოში დღეს სამედიცინო პროფილის უმაღლესი სკოლების კურსდამთავრებულთა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე 27.8-ის ტოლია, მაშინ როცა დსთ-ს ქვეყნებში – 12.3, დანიაში – 14, ესტონეთში – 8, აშშ-ში – 6.4. ასე რომ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ექიმების ჭარბი რაოდენობა გვყავს, მაშინ აღნიშნულ პრობლემას ჭარბწარმოებით კიდევ უფრო ვამძიმებთ. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ დღეს სამედიცინო პროფილის უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტთა საკმაო რაოდენობა უცხოელი სტუდენტებია, რომლებიც დამთავრების შემდეგ აქ დარჩენას არ აპირებენ. მაგალითად, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგიერთ ფაკულტეტზე უცხოელ სტუდენტთა ოდენობა ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობას აჭარბებს კიდეც. ასე რომ, როგორც ზევით ხაზი გავუსვი – სამინისტროს მიერ დანახული დიდი სურათი (big picture) ბევრი ნიუანსის დაზუსტებას და მოზაიკის დეტალების ახლოდან დანახვას საჭიროებს.

სამედიცინო პროფესიების რეგულირება – საქართველოში რეგულირებადია მხოლოდ ექიმის და სტომატოლოგის სპეციალობები. მიუხედვად იმისა, რომ საექთნო პროფესიისა და საექთნო განათლების რეფორმირების სფეროში 90-იანი წლებიდან უამრავი რესურსი იქნა ჩადებული, მათ შორის, მსოფლიო ბანკის და US AID-ის დაფინანსებიდან, არც ექთნის, არც ბებია-ქალის და არც ექთნის თანაშემწის პროფესიები, ისევე, როგორც – ფარმაცევტისა, საქართველოში რეგულირებას არ ექვემდებარება. თანამედროვე მსოფლიოში აღნიშნული მდგომარეობა ნამდვილად დაუშვებელია. განსაკუთრებით, ექთნის პროფესიასთან მიმართებაში. საქართველოში საექთნო ასოციაცია უკვე ორი ათეული წელია არსებობს და ვფიქრობ, მასთან თანამშრომლობით ჯანდაცვის სამინისტროს არ უნდა გაუჭირდეს საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და რეგულირების ინსტიტუციონალიზაცია. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ამ პროფესიის სრულფასოვანი განვითარებისა და დაფასების გზაზე.

სამედიცინო (საექიმო) განათლება ორსაფეხურიანია – დიპლომამდელი (რომელიც სხვა პროფესიებში დაახლოებით ბაკალავრიატს უთანაბრდება) და დიპლომისშემდგომი – რეზიდენტურა და დოქტორანტურა. ამასთან, რეზიდენტურის დასრულება აუცილებელია საექიმო საქმიანობის დაწყებისათვის და აქ უკვე, განათლების სამინისტროს პარალელურად, რეგულირებაში ერთვება ჯანდაცვის სამინისტროც. მაგრამ როგორ ხდება სპეციალისტების რაოდენობის და განაწილების სტრატეგიული დაგეგმვა? აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ დანიის მაგალითი – ქვეყანაში, რომელიც დაახლოებით საქართველოს ტოლია ფართობით და ოდნავ მეტი – მოსახლეობით, სამედიცინო სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციები უმეტესწილად კერძო სექტორს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა 5 წლით ადრე ზუსტ გათვლას აკეთებს, თუ ჯანდაცვის რამდენი პროფესიონალი დასჭირდება მას პირველადი ჯანდაცვის რგოლში 5 წლის შემდეგ და სწორედ ლიცენზირების ეს ბარიერი განსაზღვრავს კადრების მომზადების შეკვეთას. ჩვენთან კი სამედიცინო და საექთნო განათლება, რომელიც დიდწილად კერძო სექტორია, ისე ახდენს სტუდენტების მიღებას, რომ ნაკლებად ითვალისწინებს არსებულ რეალიებს. სწორედ ამიტომ გვაქვს შემდგომში სერიოზული დისბალანსი. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მკაცრი ადმინისტრირებით არც დანიაში ხდება და არც ჩვენთან იქნება გამართლებული. უბრალოდ, თუ იარსებებს სამედიცინო და საექთნო განათლების დაწესებულებათა შეფასების ისეთი ღია კრიტერიუმი, როგორიც არის მათი კურსდამთავრებულების დასაქმების რეიტინგები, მაშინ, სავარაუდოდ, მაღალრეიტინგულ სკოლებს და უნივერსიტეტებს გაცილებით მეტი აბიტურიენტი ეყოლებათ, ვიდრე მათ კონკურენტებს, რომელთაც ან სწავლის ხარისხის ამაღება მოუწევთ, ან აბიტურიენტთა რაოდენობას ვერ შეავსებენ. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არც გვაქვს იმის სტატისტიკა და გათვლები, რამდენი ექიმი ან ექთანი გვჭირდება, რამდენი – ზოგადი პროფილის და რამდენი – ვიწრო პროფილისა. ხოლო საექთნო სასწავლებლებისთვის აბიტურიენტთა კვოტირება იმის მიხედვით ხდება, რამდენი კვადრატული მეტრი ფართი, რამდენი ოთახი, რამდენი სკამი და რამდენი კომპიუტერი აქვთ საექთნო კოლეჯებს. არაფერი მაქვს ამ ინდიკატორების საწინააღმდეგო, მაგრამ მათი ერთადერთ კრიტერიუმებად ჩათვლა დაუშვებელი მგონია. თუ საექიმო და საექთნო პროფესიები პაციენტზე და ხარისხზე ორიენტირებული გვინდა, რომ იყოს, ასევე აუცილებელია, რომ სასწავლო დაწესებულების რეიტინგების განსაზღვრაში ფასებოდეს წინა წლების კურსდამთავრებულების დასაქმებისა და წარმატების სხვა მაჩვენებლები – მაგალითად, სამედიცინო პროფესიაში – უცხოურ სარეზიდენტო პროგრამებში წარმატების, უცხოური გრანტების მოზიდვის, მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების და სხვა მსგავსი ინდიკატორები. სწორედ ამ თვლადი და გამჭვირვალე რეიტინგების მიხედვით (იმის მსგავსად, Booking.com-ზე რომ არის ყველა სასტუმროს რეიტინგები) სახელმწიფომ შეიძლება ზოგიერთ სასწავლებელს კვოტის გაზრდის შეთავაზებაც კი გაუკეთოს, ან რამე სხვა შეღავათით – მაგალითად, დაბალპროცენტიანი კრედიტის მიღებაში, დაეხმაროს, ხოლო ნაკლებ წარმატებულებს კი – პირიქით, კვოტა შეუმციროს კიდეც, იმისდა მიუხედავად, რამხელა ფართი ან რამდენი კომპიუტერი აქვს ამ სასწავლო დაწესებულებას. ამ მხრივ, დამსაქმებელთა ასოციაციების და პროფკავშირების მხრიდან მოწოდებული გაზომვადი და ობიექტური ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი და საჭირო ინდიკატორი აღმოჩნდეს.

სამედიცინო საქმიანობის ხარისხის შეფასება ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, კერძოდ კი პროფესიული განვითარების საბჭოს – კომპეტენციაა. მაგრამ რა კრიტერიუმებით აფასებს იგი სპეციალისტთა კომპეტენციას და მათი საქმიანობის ხარისხს? მხოლოდ საჩივრებით და ამ საჩივრებზე რეაგირებით? თუ არ გავხდებით პროაქტიულები და წინასწარ არ მოვახდენთ სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებასა და პრევენციას, მუდამ ხანძრის ლიკვიდაციის რეჟიმში ვიქნებით და არა – ხანძრის თავიდან აცილებისა, რაც უფრო ეფექტურია და უფრო ჰუმანურიც – არა მარტო პაციენტთან, არამედ – სამედიცინო პერსონალთან მიმართებაშიც. არაა აუცილებელი რეგულირების და შემოწმების ტვირთის მთლიანად სამინისტროს კისერზე აკიდება და ამით სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვანი ზრდა. მიზანშეწონილი მგონია, რომ გარკვეული მოდულები – უწყვეტი განათლების სისტემა, ინფექციების კონტროლი, ხარისხის კონტროლი, გაიდლაინების დანერგვის და შემოწმების სისტემა და სხვა – სავალდებულოდ ითვლებოდეს, თუნდაც – კერძო ორგანიზაციებისათვის, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში ამ ორგანიზაციებს სელექტიური კონტრაქტირებისას შესაბამისი და წინასწარ ცნობილი  (!) სისტემის თანახმად – ქულები აკლდებოდეთ. ასევე ქულების დაკლება შეიძლება განისაზღვროს მაშინაც, თუ რაიმე სერიოზული შემთხვევის – პაციენტის გარდაცვალების ან მცდარი პრაქტიკის დაფიქსირებისას, შემოწმება აღმოაჩენს, რომ აღნიშნული მოდულების ფუნქციონირება დადგენილი წესიდან და პროცედურებიდან სერიოზული გადახრით ხდებოდა. არაფერი ისე ეფექტურად არ მოქმედებს საბაზრო ურთიერთობების პირობებში, როგორც ფინანსური ჯარიმები  პროცედურული ხარვეზებისათვის (განსაკუთრებით – ამ ხარვეზების რეციდივულად გამეორებისათვის!) და პირიქით, ფინანსური და სხვა სტიმულები – პროცედურების/სტანდარტების განუხრელად დაცვისათვის. როცა ეს კულტურა სტანდარტად დანერგილი და მკაცრად და ხანგრძლივად განხორციელებული იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ბიუროკრატიული აპარატიც კი გაცილებით უფრო ეფექტურად იმუშავებს.

გეოგრაფიულ და პროფილურ დისბალანსთან გამკვლავებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად ამ დისბალანსის ფინანსური მართვა მესახება – რაც და სადაც გვაკლია, იქ სახელმწიფომ ასეთი კადრების ეკონომიკური და სოციალური სტიმულირება უნდა მოახდინოს. მაგალითად, მთიან რეგიონებში ხელფასის ნამატები, ბინებით უფასო ან ნაწილობრივი უზრუნველყოფა, იაფი კრედიტის აღების პირობები ან კრედიტის გადავადება, ოჯახის წევრების სწავლის, სამედიცინო დაზღვევის, ასევე, – თავად პროფესიონალების უწყვეტი განათლების დაფინანსება  და თანადაფინანსება. შესაძლებელია ახალდამთავრებულთა რეგიონებში განაწილების წესის უფრო ეფექტურად გამოყენება – კარიერული ზრდის უკეთესი პოტენციალის შეთავაზებით მათთვის, ვინც ამ ნაბიჯს ხანგრძლივი პერიოდით (მაგ, 5 წლით და მეტით) გადადგამს, ხოლო 3-წლიანი შეიძლება სავალდებულოც იყოს, ოღონდ რაიონის არჩევის საშუალება თავად უნდა დავუტოვოთ. ალბათ, სწორედ ამ ხარვეზის ბრალი იყო, რომ წელს მაღალმთიან რეგიონებში ადგილები დარჩა, რადგან აპლიკანტებს (მომატებული ხელფასების წყალობით მსურველები მართლაც იყო) არ შეეძლოთ რაიონის თავისუფლად არჩევა. მისასალმებელია, რომ 2014-15 წლებში მთიან და მოსაზღვრე რაიონებისთვის შერჩეული იქნა იქ დეფიციტურ 7 პრიორიტეტულ სპეციალობებში 27 მაძიებელი, რომელიც სათანადო გადამზდებას გადის და უკვე 4-მა დაასრულა, სპეციალობით “გადაუდებელი მედიცინა”. თუმცა, ეს ძალიან ცოტაა და ამ მიმართულებით მუშაობა, ალბათ, უნდა გაძლიერდეს.

ფართო პროფილის ექიმების ნაკლებობა იმ მედლის მეორე მხარეა, სადაც სპეციალისტთა წილმა უკვე 78%-ს მიაღწია! და ვინმე თავს დადებს ამ სპეციალისტთა მაღალ ხარისხზე? რა ხარისხზეა საუბარი, თუ მათი დიდი ნაწილი მინიმალური დატვირთვით მუშაობს? ხომ არ სჯობია, რომ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ მათ უფრო აქტიურად შესთავაზოს ფართო პროფილის სპეციალისტად რე-კვალიფიკაცია? – სათანადო მოკლევადიანი გადამზადების გავლით და რეგიონებში დასაქმების და ხელფასის მაღალი რანგის გარანტირებით? აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ პოპულარული სამედიცინო დაწესებულებების ამბულატორიულ დეპარტამენტებში სპეციალისტების მიერ ავადმყოფის გასინჯვისა და კონსულტირების დრო შემაშფოთებლად მცირეა – 7-დან 10 წუთამდეა ხოლმე. არადა, მხოლოდ ანამნეზის ნორმალურად შეკრებასაც კი ხშირად ამაზე მეტი დრო სჭირდება. ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, როგორია იმ მედლის მეორე მხარე, როცა სპეციალისტი სამუშაო დღის განმავლობაში 30-40-ზე მეტი ავადმყოფის კონსულტირებას ახდენს, რამდენად კარგია ასეთი „რეკორდული სისწრაფე“, რომელიც ჩარლი ჩაპლინის „დროის მანქანის“ კონვეირს მოგვაგონებს. კონვეირზე გამახსენდა, – ისიც გასარკვევია, ხომ არ ხდება უნივერსალური სამედიცინო დაზღვევის პირობებში, ერთი დაწესებულების სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ერთმანეთთან ავადმყოფების „კონვეირული გადამისამართება“ ამის რეალური საჭიროების გარეშე? ვფიქრობ, პაციენტის კონსულტირების მინიმალური დროის დაწესება და/ან სამედიცინო ბარათებში კონსულტაციების მართებულობის არჩევითი შემოწმება და დარღვევებზე ასევე საჯარიმო ქულების დაწესება, რაც სელექტიურ კონტრაქტირებაზე მოახდენდა გავლებას, დაწესებულებათა მენეჯერებს უბიძგებდა ამ მავნე პრაქტიკის გაკონტროლების საკუთარი სისტემების შემოღებისაკენ. ამის უკეთ მართვა კი ჯანმრთელობის მართვის ელექტრონული სისტემბის და ელექტრონული ისტორიების დანერგვით იქნება შესაძლებელი.

თუ სახელმწიფოს მართლა ასე მწვავე პრობლემად უდგას ექთნების და ექიმების თანაფარდობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი – არ აჯობებს, რომ საექთნო სასწავლებლებს კვოტირება გაეზარდოთ და ყველაზე უფრო კარგი მაჩვენებლების მქონე სასწავლებლებში ყველაზე მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტების გადასახადის 50%, ან სულაც – 100%, სახელმწიფომ დააფინანსოს? ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის მეორე გამოსავალი მოკლევადიანი გადამზადებაა, რაც მე მგონი, იმავე დაწესებულებებში უნდა მოხდეს, სადაც ექთნების სრულვადიანი საბაკალავრო პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს. და მაინც, ვფიქრობ, მოკლევადიანი გადამზადება და სერტიფიცირების კურსები – აჯობებს, მხოლოდ დროებითი ღონისძიება იყოს. და ასეთი გადამზადების მქონე პირებს მომავალში თავისი განათლების ბოლომდე მიყვანის ვალდებულება ჰქონდეთ, რათა რაოდენობრივი დეფიციტი ხარისხობრივი დეფიციტის ხარჯზე არ „შევავსოთ“. ხოლო მანამდე ამ ორი ტიპის (დიპლომი და სერტიფიკატი) მომზადების პირების კვალიფიკაციაც (და ანაზღაურების მინიმალური დონეც!) განსახვავებული უნდა დარჩეს. განათლების მიზნობრივი დაფინანსება უნდა მოხდეს რეგიონებში და კარგი იქნება, თუ აღდგება სერვისის მსხვილი მიმწოდებლებისათვის კადრების მომზადების მიზნობრივი თანადაფინანსების პროგრამა.

აქვე ისიც უნდა დავამატო, რომ ექთნების რაოდენობის გაზრდა ავტომატურად არ მოხსნის საექთნო პროფესიის სრულყოფილად განვითარების პრობლემას. უნდა განისაზღვროს, რა სხვაობაა ექიმის, უმცროსი ექიმის და ექთნის კომპეტენციებში – ამ უკანასკნელთა ამაღლების პირობით. და სამუშაოს გაზრდის კვალობაზე ხელფასების გაზრდის გზითაც.  ისიც უნდა ითქვას, რომ ექთნობის რეგულირების არარსებობა სერიოზული გამოწვევაა ევროინტეგრაციის კუთხითაც.

საუნივერსიტეტო კლინიკები პირადად ჩემთვის, როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლისათვის, მტკივნეული თემაა

კლინიკის და საუნივერსიტეტო კლინიკის წოდება ლამის ყველა საავადმყოფოს თუ ამბულატორიას უნდა, მაგრამ რეალურად რომ ამ კლინიკაში საუნივერსიტეტო განათლების საშუალება, – ელემენტარულად – სათანადო აუდიტორიები და სასწავლო ოთახები მაინც – იყოს საკმარისი რაოდენობით, ამაზე კერძო კლინიკების ძალიან ცოტა მენეჯერი თუ ზრუნავს. ამიტომ ამ საკითხის რეგულირებაზე ისევ სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, რადგან განათლება გრძელვადიანი ინვესტიციაა და მოგებაზე ორიენტირებულ შპს კლინიკებს მოგების უფრო (სულ)სწრაფი ვარიანტები აინტერესებთ, ხშირად.

ის, რაც ზემოთ სამედიცინო და საექთნო საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ ერთადერთ თუ ყველაზე მთავარ ინდიკატორებად გაუმართლებლად მივიჩნიე – აუდიტორიების და სასწავლო ოთახების რაოდენობა და აღჭურვილობა, ვფიქრობ, საუნივერსიტეტო კლინიკის წოდების სურვილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული და ჩართული მათთვის შესაბამისი სახელის და სტატუსის მინიჭებისას. მართალია, სამედიცინო განათლება კლერკშიპის ტიპის განათლებაზეა ორიენტირებული, მაგრამ თუ ადრე ფართო კორიდორებში მაინც შეიძლებოდა სტუდენტების შემოკრება და შემთხვევის განხილვა, დღეს ზოგან ესეც გართულებულია, რომ არაფერი ვთქვათ სლაიდ-პროექტორების და ეკრანების გამოყენებაზე და ვირტუალური შემთხვევების ანალიზურ განხილვებზე, რაც არანაკლება აუცილებელია როგორც სტუდენტებთან, ასევე – რეზიდენტებთან მუშაობისას. აუდიტორიების და სასწავლო ოთახების ნაკლებობა არა მარტო სტუდენტებზე აისახება, არამედ კლინიკური და მორფოლოგიური გარჩევების, თუ კონსილიუმების ჩატარების სიხშირეზეც, რაც სამწუხაროდ, უკვე აღარ არის რუტინული პრაქტიკა ზოგიერთ იმ კლინიკაში, რომელსაც საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი მხოლოდ პრივილეგიად მიაჩნია და მის პასუხისმგებლობაზე ნაკლებად ფიქრობს.

თანდათან მივუახლოვდი იმ თემას, რომელიც ყველაზე მტკივნეული და აუცილებლად გადასაჭრელი საკითხი მგონია. უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ), ანუ, უფრო ზუსტად უწყვეტი პროფესიული დახელოვნების (უპგ) საკითხი. ეს სისტემა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოიშალა, შემდეგ 2000-2001 წელს გატარებული საკანონმდებლო რეგულაციებით ახალი ფორმით და მსოფლიოში იმ დროისათვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე  ორიენტირებული  მიდგომით განახლდა. შემოღებულ იქნა უპგ სააკრედიტაციო ქულების მრავალმხრივი სავალდებულო სისტემა და რესერტიფიცრების წესი. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის უპგ განათლების სავალდებულო სისტემა არ  მოქმედებდა დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, ჩინეთში.  სადღეისოდ, უპგ სისტემა სავალდებულოა როგორც ამ ქვეყნებში, ასევე ამერიკის და ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში  (გარდა ბელგიის, საბერძნეთის, პორტუგალიის,  პოლონეთის, ესპანეთის,  ესტონეთის, შვეიცარიის, სლოვაკეთის, ბულგარეთის და სკანადინავიის ქვეყნებისა).

სამწუხაროდ, 2002-2003 წელს საკმაოდ იმედისმომცემის სტარტის შემდეგ, საქართველოში უსგ/უპგ სისტემა პოლიტიკურ ბატალიებს შეეწირა. ხელისუფლებაში მოსვლის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ „ექიმების ღირსების დაცვის“ ლოზუნგით უსგ-სთან ბრძოლა თავის პრიორიტეტად გამოაცხადა. თურმე, ექიმი რომ პერიოდულად თავის ცოდნის დონეს ადასტურებს, ეს ღირსების შელახვა იყო, ხოლო თუ ექიმი ამ დონეს არ ინარჩუნებს და პაციენტის ჯანმრთელობას ზარალი ადგება…??? მართალია, ფორმალურად სავალდებულო უპგ სისტემამ ლამის 2008 წლამდე გაძლო, მაგრამ ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდანვე ყველასთვის აშკარა იყო, რომ უკვე ამ სისტემის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ ვადევნებდით თვალს. უნდა ვაღიაროთ, რომ უპგ-ის განხორციელებას მართლაც ბევრი ხარვეზი ჰქონდა – იყო ფორმალური და ნაკლებად სასარგებლო კურსებიც, რომელთა მთავარი „დამსახურება“ მონაწილეობაში ფულის გადახდა იყო. ხდებოდა კურსებზე დამსწრებთა მიწერები, ფარმაცევტული კომპანიების გულის მოსაგებად და დაფინანსებიის დამატებითი წყაროს მოსაპოვებლად ბევრი უპგ კურსი სწორედ ამ კომპანიების პროდუქციის რეკლამირებას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე – ექიმთა განათლებას და ცოდნის დონის ამაღლებას, ზოგჯერ ხდებოდა კურსების საათობრივ-საკრედიტო მაჩვენებლების სპეციალურად გაბერვა, იყო რაიონებიდან კურსებზე დასწრების ტექნიკური პრობლემები და სხვა. და მაინც, ეს იყო ჩვეულებრივი ზრდის პრობლემები, რომელიც ყოველ ინოვაციას მოჰყვება ხოლმე. სამწუხაროდ, ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად 2004 წლიდან უკვე სავალდებულო უპგ გაუქმების პარალელურად ისიც კი არ იქნა მოფიქრებული, რომ უწყვეტ განათლებას რამე რეალური პოზიტიური სტიმულები ჰქონოდა შენარჩუნებული, როგორც ეს ბევრ იმ მოწინავე ქვეყანაშია, რომლებიც ზემოთ ვახსენე, სადაც უპგ სავალდებულო არაა, მაგრამ პრაქტიკაში მაინც მშვენივრად არის დანერგილი, როგორც ექიმის ეთიკური ვალდებულება. აქვე დავამატებ, რომ დიდ ბრიტანეთში უპგ მხოლოდ ათიოდე წელია, რაც სავალდებულო გახდა, თუმცა მის პრატიკული განხორციელებას ძალიან ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.

სადღეისოდ, ჩვენთან სამედიცინო კადრების უპგ არსებობს ისე, რომ მხოლოდ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების მენეჯერის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მისი, როგორც სავალდებულო სისტემის სასწრაფოდ აღდგენა რთული პროცესი იქნება და, ალბათ, სჯობს, თანდათანობით აღდგენაზე ვიფიქროთ. ახლავე უნდა გაცხადდეს ნათლად, რომ უპგ სისტემა უეჭველად გახდება სავალდებულო. სიტუაციის სწორად შეფასების შემდეგ კი უნდა მოხდეს უპგ ფორმების თავიდან დაყოფა და სავარაუდო ქულების და სამოტივაციო სტიმულების სისტემის გაწერა ამოქმედება: რამდენი ქულა – უცხოურ რეფერირებად (peer reviewed) ჟურნალში განთავსებულ სტატიაზე, რამდენი – კონფერენციაზე გაკეთებულ მოხსენებაზე, რამდენი – თავად სპეციალისტის მიერ მომზადებულ უპგ კურსზე… ბევრი რამ უკვე დავიწყებული ძველის გახსენებით და ადაპტირებით შეიძლება მოხერხდეს. ამის მერე უნდა მოხდეს უპგ სავალდებულო ამოქმედების თარიღის დათქმა და სამარშრუტო გეგმის მომზადება. ის, რაც ინდოეთმა შეძლო (გაცილებით გვიან დაიწყეს) ჩვენც უნდა შევძლოთ, ბოლო-ბოლო, ინდოეთის რამდენიმე შტატისათვის მაინც, ექიმებს სწორედ თბილისში ვამზადებთ 🙂 როდესაც უკვე გვეცოდინება, როდიდან არის უპგ სავალდებულო სისტემის ამოქმედება დაგეგმილი, პროცესი თავისთავად დაჩქარდება და ყველაზე ინიციატივიანი დაწესებულებები შესაბამის კურსებსაც მოამზადებენ, ხოლო ყველაზე წინდახედული პროფესიონალები – უკვე ახლავე დაიწყებენ ქულების დაგროვებას (სავარაუდოდ, ქულების 5-წლიანი მარაგი იქნება შეფასებული. დავუშვათ მინიმუმ 50 ქულა იქნება საჭირო რესერტიფიცირების გამოცდაზე გასასვლელად, ხოლო ის ვინც 250 ქულას დააგროვებს, გამოცდის გარეშეც გაიგრძელებს სერტიფიკატის ვადას. არაა გამორიცხული, რომ მკაცრი სისტემის ნაცვლად დროებით მაინც რბილი (პოზიტიური სტიმულების) სისტემა დაინერგოს. მაგალითად, უპგ ქულები ჩაითვალოს აუცილებლად კარიერული ზრდის, პრემიის ან საგრანტო დაფინანსების მისაღებად; უპგ კურსგავლილებს მიეცეთ გარკვეული დაფინანსება კონფერენციაზე მოხსენებისას სამოგზაურო ხარჯების ან საკონფერენციო გადასახადის დასაფარავად და ა.შ. ალბათ, სახელმწიფოს მოუწევს თავადაც გასწიოს გარკევული ხარჯები რაიონების პირველადი ჯანდაცვის რგოლის პროფესიონალების გადამზადებისათვის. ასევე, მკაფიოდ უნდა იქნას შემუშავებული ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა უპგ კურსების დაფინანსებაში – მაგალითად, შეიქნას რაიმე სპეციალიზირებული ფონდი, რომლიდანაც კურსების დაფინანსებას უკვე არა თავად კომპანიები, არამედ დარგობრივი ასოციაციების ავტორიტეტული სამეცნიერო საბჭოები მოახდენენ  გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაყრდნობით. იმედი მაქვს, რეფორმის განხილვების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მალე შედგება, მრავალი სხვა და უკეთესი იდეაც გაჟღერდება, მთავარია, პოლიტიკური ნება იყოს და პირველი ნაბიჯი – ამ ნების გაცხადება და პროცესის სამარშრუტო გეგმის მომზადება და დამტკიცება მოხდეს. ალბათ, სწორედ ეს იქნება პაციენტის უსაფრთხოებისაკენ და ჯანდაცვის ხარისხის ამაღლებისაკენ ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რადგან ხარისხის უზრუნველსატოფად პროფესიონალთა მზადყოფნა არანაკლებ  მნიშვნელოვანია, ვიდრე ძვირადღირებული ტექნიკა, თუ – სერიოზული დაფინანსება.

უწყვეტ განათლებასთან არ შეიძლება არ ვახსენო დისტანციური სწავლება / ტელეგანათლება. სხვათაშორის, ჯერ კიდევ 2003 წელს დისტანციურად უპგ პირველი კურსები ქუთაისსა და ბათუმთან ტელეხიდის მეშვეობით განხორციელდა და ამ პროგრამის პილოტირებაში თქვენი  მონა-მორჩილიც ვმონაწილეობდი. უპგ-ს განხორციელებაში თანამედროვე მობილური და ინტერნეტ-აპლიკაციების გამოყენება ბრწყინვალე შანსს აძლევს ქვეყანასაც – არსებული ნაპრალის მოკლე დროში ამოსავსებად და რეგიონებში მცხოვრებ კადრებსაც. ამ მეთოდის გამოყენებისას განათლების მიღება შეიძლება ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს, იზოგება სამოგზაურო ხარჯები, არ ხდება სპეციალისტის მოწყვეტა მისი ძირითადი სამუშაოდან, ადვილია თვითშეფასება და კურსის ავტორებთან უკუკავშირი, რასაც კურსის მუდმივი განახლება მოჰყვება ხოლმე… სამწუხაროდ, ელ-სწავლების და მობილური განათლების პოტენციალი ჩვენთან უპგ სისტემის განხორციელებაში ჯერჯერობით ძალიან მწირად არის ათვისებული. ამ მხრივ, სანიმუშოა  საერთაშორისო პორტალ VIC-ზე (www.vic.eeirh.org) ქართველ გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა მონაწილეობა და ონლაინ განათლების და შეფასების ქართული პლატფორმის შექმნის მცდელობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამჟამად მიმდინარე ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალის BMJ ელ-სწავლების საქართველოს პროექტი, რომელიც ამერიკულმა ორგანიზაცია DTRA-მ (US Defense Threat Reduction Agency) დააფინანსა. ამ სამწლიანი პროექტის განმავლობაში განზრახულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის და ონლაინ სწავლების პლატფორმის მნიშვნელოვანწილად გაქართულება, მის ორივე კომპონენტში – BMJ Best Practice  და BMJ Learning რეგისტრაციისა და მონაწილეობის გზით. ამ რესურსში მონაწილეობა რეგისტრირებული ქართველი ექიმების, ექთნების და სტუდენტებისათვის უფასო იქნება კიდევ ორი წლის განმავლობაში. – ეს არის პორტალის საერთო მისამართი – http://cds.bmj.com/?utm_source=cds_GE&utm_medium=email&utm_campaign=registration_complete_cds_GE

http://learning.bmj.com/learning/home.html?locale=ka_GE

BMJ-ის სასწავლო მოდულების ქართულად თარგმნა უფრო სწრაფად ხდება ინფექციური დაავადებების მიმართულებით, რომელიც დამფინანსებელი ორგანიზაციის DTRA-ს პრიორიტეტია, ვიდრე სხვა სფეროებში. პორტალის ორივე ნაწილში უკვე 30-ზე მეტი ნათარგმნი მასალაა, ასევე შემთხვევების განხილვა. BMJ სასწავლო ნაწილში შეიძლება მონაწილის მიერ მოდულების შესრულება (ინგლისურ ენაზე 70 მიმართულებით 1000-ზე მეტი მოდულია) და მოდულის შესრულების კვალობაზე BMJ უწყვეტი განათლების სერტიფიკატების ამობეჭდვა, რომელიც მთელ მსოფლიოში ვალიდურია.  უკვე რამდენიმე ათეული სერტიფიკატია გაცემული ქართველ ექიმებზე, განსაკუთრებით ინფექციონისტები და საოჯახო მედიცინის სპეციალისტები აქტიურობენ. სულ 1000-ზე მეტი ქართველი მონაწილეა დარეგისტრირებული და ყველაზე აქტიური მონაწილისათვის ამჯერად პრიზიც არის დაწესებული – ინდონეზიაში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის საგზური.

ეს ძალიან საჭირო ნოვატორული პროექტი იმის საწინდარია, რომ უწყვეტი განათლება ექიმებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ხოლო ეფექტის მაქსიმალიზაციისათვის უპრიანი იქნება, რომ სწორედ ახლა, როცა ასეთი  სერიოზული „ლოკომოტივი“ კიდევ ორი წელი უფასოდ გვექნება, დროულად მოხდეს „ლიანდაგების დაგებაც“ და უწყვეტი განათლებასა და ტელეგანათლებაზე სათანადო რეგულაციების შემოღებაც – რაც უფრო მალე მოხდება უპგ პროცესის სავალდებულოდ გახდომის ოფიციალურად დაანონსება, მით მეტი იქნება ამ და მსგავსი სხვა ინოვიაციური პროექტების სარგებლის გამოყენება. თორემ, თუ სამი წელი გავიდა და მერე გადავწყვიტეთ, რომ უპგ პროცესს სავალდებულოდ ვხდით, მერე უკვე უფასოდ ამ და მსგავს პლატფორმებში მონაწილეობა იქნება სანატრელი…

იმედისმომცემი იყო BMJ სწავლების საკითხებზე პროექტის ავტორებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა, როცა ქ-ნმა ნინო ბერძულმა სელექტიური კონტრაქტირებისას დაწესებულებებში უპგ სისტემისა და, კერძოდ, BMJ Learning-ში ჩართვის მაჩვენებლის, როგორც კონტრაქტირების გადაწყვეტილების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ინდიკატორად მიღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

BMJ პლატფორმა იძლევა ინდივიდუალური მონაწილისთვის ე.წ  Portfolio-ს გენერირებას. პორტფოლიო ძალიან სასარგებლო ინოვაციაა, რომელსაც ბოლო ხანებში ჯანდაცვის და სამედიცინო სექტორში მრავალი ორგანიზაცია გამოიყენებს. მაგ, თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი (პროფ. კახა ჭელიძე) უკვე მრავალი წელია იყენებს. ამ დროს  პროფესიონალის მიერ გავლილი ნებისმიერი აქტივობა აღირიცხება და ერთ სისტემაში ფიქსირდება – რაც ამ ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ქულებით უნიფიცირებული შეფასების შემთხვევაში სერიოზულად გააიოლებს და გამჭვირვალეს გახდის მის მიერ რესერტიფიცირებისთვის განვლილ გზას.

რომ შევაჯამოთ, სადღეისოდ არ გვაქვს უპგ პროცესის არც დაგეგმვა, არც მოტივაცია, არც ხარისხის გაიდლაინებში ინტეგრაცია, არც შეფასების სისტემა, და არც პორტფოლიოს გამოყენების ფართო გამოცდილება. თუმცა, შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ პარლამენტიც, სამინისტროც და ექსპერტების უმეტესობაც ამ საკითხების უმოკლეს ვადაში გადაწყვეტის დაწყებას მაინც ემხრობა და აუცილებლად თვლის.  სხვანაირად ეჭვქვეშ დგება პაციენტთა უსაფრთხოების და ჯანდაცვის სერვისების მაღალი ხარისხის მიღწევადობა, ევროკავშირთან ინტეგრაცია და ჯანდაცვის პროფესიონალთა მობილურობის საკითხები.

სამედიცინო განათლების დაწესებულებები – სერიოზულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ბოლო ათწლეულში სამედიცინო პროფილის 65 უმაღლეს დაწესებულების 18-მდე  შემცირება. თუმცა, ამ მხრივ მაინც „ლიდერები“ ვართ.

აი, ჩემს მიერ მოძიებული ევროპის ქვეყნების მოსახლეობისა და სამედიცინო უმაღლესი დაწესებულებების შეფარდება, როგორც ვხედავთ, საქართველოში მოსახლეობის ერთ მილიონზე ლამის 5 სამედიცინო უნივერსიტეტი მოდის, ხოლო ევროპაში ეს მაჩვენებელი 1-ის ტოლიც კი არ არის.

  მოსახლეობა (მლნ.) სამედიცინო სკოლები /ფაკულტეტები სკოლების რაოდენობა მოსახლეობის 1 მლნზე
საქართველო 3.7 18 4.86
ბულგარეთი 7.2 7 0.97
ჩეხეთი 10.6 9 0.85
ხორვატია 4.2 3 0.71
რუმინეთი 19.8 11 0.56
სლოვაკეთი 5.4 3 0.56
უნგრეთი 9.9 4 0.40
პოლონეთი 38 11 0.29
უკრაინა 45.2 11 0.24

თუ სასწავლებლების რაოდენობიდან კურსდამთავრებულთა ცოდნის ხარისხზე გადავალთ, მაჩვენებელი, პირიქით, სავალალოა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსის, პაატა ბუკიას მონაცემებით,  2013-2016 წწ.-ში დიპლომისშემდგომ ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე დადებითი შედეგი აჩვენა გამოსაცდელთა მხოლოდ 52%-მა! შედარებით უკეთესია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები – 5549 მაძიებლიდან 77%-ის ნაშრომი დადებითად შეფასდა. აქვე უნდა აპლიკანტთათვის საკითხების დიდი ნაწილი ნაცნობია – და ამის გათვალისწინებით, შედეგები კიდევ უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს იძლევა. დარღვევების და საჩივრების გამო კომისიურად განსახილველი გახდა 965 ექიმის პასუხისმგებლობა, რომელთაგან 349-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 615-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.  თუმცა, დანარჩენი ექიმების პროფესიონალიზმის და უნარ-ჩვევების მიმართ რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს, ეს (2-5%-ის შეცდომები) არ იქნებოდა ძალიან დრამატული.  მაგრამ თუ 25-50% მინიმალურ საკვალიფიკაციო დონეს ვერ აკმაყოფილებს, ვითომ მხოლოდ ყოველ მეათეს თუ ეშლება? ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყანაში პროფესიონალთა დიპლომამდელ თუ დიპლომისშემდგომ მზადებაში არსებულ ხარვეზებს და უწყვეტი განათლების, დისტანციური სწავლების და რესერტიფიცირების პროცესის მოწესრიგების აუცილებლობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად სერტიფიცირებულ სპეციალისტთა მონაცემთა ბაზები განახლებას და სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებას საჭიროებს. ამ მხრივ, შეიძლება უფრო აქტიურად იქნას დანერგილი სამინისტროს პორტალზე თავად პროფესიონალთა აუცილებელი რეგისტრაციის და უკუკავშირის მექანიზმის დანერგვა – მინიმუმ, ქალაქებში მაცხოვრებელი ექიმებისა და ექთნებისათვის. კარგია, რომ უკვე 2014 წლიდან დაინერგა ე.წ. „იმიტირებული გამოცდების“ პილოტი, მაგრამ რამდენმა პროფესიონალმა კი მიმართა ამ გამოცდას, ამის მონაცემები არ ყოფილა მოყვანილი. დისტანციური სწავლების და სერტიფიცირების შესაძლებლობები უფრო მეტად შეიძლება იქნას გამოყენებული და ამ მხრივ, ისეთი ქვეყნების გამოცდილებაც კი შეიძლება გამოგვდგეს, როგორიც მონღოლეთია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამინისტროს ალბათ არ გააჩნია უცხოეთში მოღაწე ქართველი ექიმების და ექთნების მონაცემთა ბაზა. არადა, ეს მაინც არ უნდა იყოს ძნელად მისაღწევი – მათი უმრავლესობა სიამოვნებით და კმაყოფილებით (და იმედით!) დაგვეხმარებოდა ასეთი ბაზის შექმნასა და შევსებაში. ეს კი ჩვენი ჯანდაცვის სექტორისათვის სერიოზული ადამიანური რესურსია, რომლის დისტანციურად გამოყენება მაინც შეგვიძლია, ხოლო მომავალში, სწორი სტრატეგიის და სტიმულების გამოყენებით – მათი ნაწილი მაინც იქნებ დაბრუნდეს ქვეყანაში, რისი მაგალიითებიც ცოტა, მაგრამ მაინც არის უკვე.

მედიკამენტების ხარჯები და სახელმწიფოს მონაწილეობა – სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ქრონიკული დაავადებების მქონე შედარებით მოწყვლადი პაციენტებისათვის ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა.  მუხედავად იმისა, რომ წამლებზე დანახარჯების წილი ჯანდაცვაზე მთლიან დანახარჯებში 2011 წლიდან 10%-ით შემცირდა, იგი მაინც ყველაზე დიდ წილად რჩება – 38%. ამ მხრივ, საქართველო ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვნად „ასწრებს“, მეორე ადგილზე მყოფი უნგრეთი 32.8%, ხოლო ეუთო-ს საშუალო მაჩვენებელი – 16%. სანამ სიახლეებზე შევჩერდები, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თურმე კარგა ხანია პენსიონერებს, ბავშვებს და შშმ პირებს 100 ლარამდე ფარგლებში სახელმწიფო 50%-იან თანაგადახდას უხდის.  თუმცა, სავარაუდოდ, ამის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, რადგან ამ პროგრამის უტილიზაცია უარრესად დაბალია – სულ დაახლოებით 15,000 ლარი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად აუცილებელია კარგი ამბის ბენეფიციარამდე მიტანა.

ახალი პროგრამის მოსარგებლე იქნება პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა  არ აღემატება 100 000-ს. მათთვის განზრახულია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის  ძირითადი ქრონიკული დაავადებების, ასევე დიაბეტის  ამბულატორიული მედიკამენტების (სულ – 80-მდე დასახელება) ხარჯების 90%-ის დაფარვა. პროგრამის საწყისი ბიუჯეტი 3,360,000 ლარია და განზრახულია როგორც დაავადებათა, ასევე მედიკამენტების ნუსხის თანდათანობითი გაზრდა. დაავადებათა ჯგუფის შერჩევა მოხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სიკვდილობის სტრუქტურაში ამ დაავადებათა წამყვანი როლის გათვალისწინებით.

ამ სიახლეს სრულიად ვეთანხმები, მათ შორის თანაგადახდის პრინციპსაც. ჩემი აზრით ჯანდაცვის ნებისმიერი პროგრამის 100%-ით დაფინანსება უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მხოლოდ. თუნდაც სიმბოლურ თანაგადახდას, და მით უფრო 10%-იანს, აქვს გარკვეული დამამუხრუჭებელი ეფექტი, რომ „უფასო“ მედიკამენტის ზედმეტი მარაგის დაგროვება გამოირიცხოს, ამისთვის ერთ ჯერზე შესაძენი ოდენობის ზღვარიც არის დაწესებული. მნიშვნელოვანია ისიც გაკონტროლდეს, რომ არ მოხდეს მედიკამენტების შეძენა მეზობელ-ახლობლებისათვის „გადასანაწილებლად“.

საერთოდ, ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლი საკმაოდ პრობლემატურია. შესაბამის დეპარტამენტში მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს, რაც 4,000-ზე მეტი აფთიაქის შესამოწმებლად ნამდვილად წარმოუდგენლად მცირე შტატია. ალბათ, ყველამ ვიგრძენით, რომ რეცეპტის თავიდან მკაცრი რეგულაცია მე-2 ჯგუფის პრეპარატებზე თანდათან შესუსტდა, ამას სტატისტიკაც ადასტურებს – ამ ტიპის სამართალდარღვევათა დაფიქსირების შემთხვევები 215-დან(2015) 117-მდე(2016) ჩამოვიდა. რეცეპტის შემოღებამ ფანტასტიური ეფექტი მოახდინა სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრის მიმართულებით. ამის დასტურია ის, რომ თუ 2012 წელს ქვეყანაში 133 კგ-მდე(!) კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები იქნა შემოტანილი,  2014 წელს ეს მაჩვენებელი 48 გრამამდე ჩამოვიდა (2700-ჯერ შემცირდა! 14 მილიონი ერთეულიდან – 500-მდე!), ხოლო 2015 წელს საერთოდ შეწყდა. ამავდროულად გაიზარდა რიგი ნევროლოგიური პრეპარატების (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, ზოპიკლონი…) ბრუნვა, სავარაუდოდ, მათი ნარკოტიკულ საშუალებებად გამოყენების გამო, რის გამოც ახლახანს მათ გაცემაზეც გამკაცრდა კონტროლი. ყველაზე სავალალო მგონია ის, რომ 2016 წელს დაფიქსირდა აფთიაქების უნებართვოდ (შეტყობინების გარეშე) ფუნქციონირების 59 ფაქტი! (2013 წელს მხოლოდ 18 იყო და მის მერე განხრელად იზრდება). აუცილებელია უფრო მკაცრი რეაგირება ასეთ შემთხვევებზე, ისევე როგორც ფსიქტროპული და პირველი ჯგუფის წამლების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე. სამწუხაროდ, აქ არსებული მექანიზმები ძალიან რბილია დღესაც. მართალია, 3-ჯერ გამოვლენის დარღვევაზე ხდება ლიცენზიის გაუქმება და 34 ფარმაცევტს 3 წლით შეუჩერდა საქმიანობის უფლება. მაგრამ მაინც არსებობს კანნმდებლობაში ხვრელები, რაც კონკრეტულ დამრღვევებს არსებული რეგულაციების ადვილად გვერდით ავლის და ახალი სახელითა და ახალი დე-ფაქტო მფლობელის მეშვეობით ხელახლა საქმიანობის დაწყების საშუალებას აძლევს. ჩემი აზრით, აუცილებელია კარგი და ცუდი პრაქტიკის მკვეთრად დემარკაცია და პირველ შემთხვევაში სტიმულირება (ფინანსური თუ პროფესიულ-მორალური კუთხით), ხოლო მეორე შემთხვევაში ჯარიმის არა გაორმაგება (6,000-დან 12,000 ლარამდე), არამედ – გაათმაგება. სპეციალური რეგულაციები უნდა დაწესდეს “რეციდივისტების” წინააღმდეგ, რომ ჯანმრთელობის და ადამიანების ნარკომანებად ქცევის ხარჯზე გამდიდრების ცდუნება გაუქრეს მავანს.  თორემ, მხოლოდ სააგენტოს „12 განრისხებული რეგულატორი“, რა თქმა უნდა, გაზაფხულს ვერ მოიყვანს.

განსაკუთრებით დამთრგუნავი იყო ის ფაქტი, რომ თუნდაც ამ 12 ადამიანის მიერ ფარმაცევტული საქმიანობის სექტორში დარიცხული ჯარიმები 1.5 მილიონ ლარს აღწევს, მაგრამ აღსრულება არ ხდება! ვფიქრობ, ამაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს! სასჯელის არასრულება ხომ დანაშაულის წაქეზების გზაა და რაღა აზრი აქვს სასჯელის გამკაცრებას, თუკი ისიც არ სრულდება, რაც უკვე გასამართლებული და მისჯილია?? საჯაროობა და გამჭვირვალობა აუცილებელია ბნელი ფაქტების ე.წ. მზის სხივით (sunshine act) გასანათებლად. ასევე აუცილებელია არა მარტო იაფი წამლების, არამედ ხარჯ-ეფექტური წამლების შემოტანა და წამლების ხარისხის მონიტორინგი. განსაკუთრებული პრობლემაა ტუბერკულოზი, სადაც არაეფექტური მკურნალობა კატასტროფულ შედეგების და რეზისტენტული შემთხვევების გამრავლების მიზეზი შეიძლება გახდეს.

საკანონმდებლო და საზოგადოებაში მსგავსი ფაქტების მკვეთრად მიუღებლობის მექანიზმები უფრო ეფექტური იქნება, ხოლო ყველაზე უკეთესი კი 2016 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით უკვე დაწყებული მნიშვნელოვანი ინოვაციის – ელექტრონული რეცეპტურის სრულმასშტაბიანი დანერგვა – აი, მაშნ გვექნება საკმაოდ ზუსტი სტატისტიკა, ვინ ვის რა წამალს და რა სიხშირით უწერს. ასევე ამ გზით მოხდება ფარმაცევტულ ფირმებსა და მათ ე.წ. კონსულტანტებს შორის ბურუსით მოცული ე.წ. „თანამშრომლობის“ მზის სინათლეზე გამოტანა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რას აკეთებს ასობით კონსულტანტი, თუ არა იმას, რომ ფარმაცევტული ფირმების წამლების უპრაგონოდ და დაუსაბუთებლად გამოწერას, რისთვისაც შემდეგ, სავარაუდოდ, გარკვეულ „ატკატს“ იღებს. მეორე ჯგუფის წამლებზე რეცეპტის მოთხოვნა კი ყველას ცოტათი გვირთულებს სიცოცხლეს, მაგრამ პოლიპრაგმაზიისაგან, მრავალი წამლის სახიფათო ურთერთქმედების, და თვითმკურნალობის, ისევე როგორც დოზის გადამეტების  საფრთხეებისაგან გვიცავს. თუ ელექტრონული რეცეპტურა ნორმა გახდება, ამ მრავალ გამოწვევას უფრო ადვილად მოევლება, თუნდაც მინიმალური რაოდენობის მაკონტროლებელი აპარატის პირობებში.

ნაციონალური მოძრაობის დროს კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთი ეშმაკური მეთოდი იყო „მიუშვი და მერე გაატყავე!“ ბიზნესის საკანონმდებლო რეგულაციების გამარტივება და ბიზნესის დაწყების გაიოლება, ზოგჯერ გარკვეული ხვრელების სპეციალურად დატოვებაც კი ორ მიზანს ემსახურებოდა – საკუთარი ელიტურ-კორუფციული ბიზნესების აყვავებას, ხოლო შემდეგ საკუთარის პარალელურად აღმოცენებული ბიზნესების ელვისებურად მოგუდვას! უნდა ვაღიაროთ, რომ გაზრდილი დაჭერების და გადავსებული ციხეების ხარჯზე რეგულაციების დარღვევის შიში უფრო ეფექტურად მუშაობდა, ვიდრე დღევანდელი რბილი პოლიტიკა. სამწუხაროდ, როგორც ბრეხტის გენიალურ პიესაში ამბობს მთავარი გმირი – სულაც არ მინდა უხეში და სასტიკი ვიყო, მაგრამ ჩემი ზედმეტი სირბილის გამო ირგვლივ ყველა თავად ხდება ჩემს მიმართ უხეშიც და ზარმაციც. ამიტომ ხანდახან მჭირდება ჩემი უხეში და სასტიკი ძმაო… წარმოიდგინეთ, ნაციონალური მოძრაობის დროს რომ რეცეპტის გამოყენებაში დარღვევები დაწყებულიყო, ისინი 12-შტატიანი აპარატის ნაცვლად თინეიჯერებს დაიქირავებდნენ და მათ საკუთარი სმარტფონებზე დაფიქსირებული დარღვევების სანაცვლოდ კატასტროფული ჯარიმებით და ციხეში ჩასმული პრობაციონერების გადახდებიდან შემოსული თანხების პროცენტს დაუნიშნავდნენ ხელფასად. ჰოდა, რეჟიმი სწორედ ამ ახალგაზრდა ჰუნვეიბინების ხარჯზე შეავსებდა ბიუჯეტს და გახედნიდა ბიზნესს… გვინდა ასეთი მმართველობის და ფორმების დაბრუნება? როცა იმ აფთიაქების მფლობელებზე ვფიქრობ, ვინც მერამდენედ ხსნის აფთიაქს დანაშაულებრივი გზით გასამდიდრებლად, ვფიქრობ, რომ რეციდივისტი დამნაშავეების მიმართ დღევანდელი რეგულაციების და აღმასრულებელი სისტემა ზედმეტად ლმობიერია – საზოგადოების ხარჯზე…

ძალიან გამიგრძელდა ეს ბლოგი და ვშიშობ, ბოლომდე არავინ წაიკითხავს. ამიტომ ფინანსებზე მოკლედ გაგაცნობთ სამინისტროს მიერ (ქ-ნი მარინა დარახველიძე) წარმოდგენილ ინფორმაციას – არის პოზიტიური ძვრები – ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯბი 450 მილიონიდან 914 მილიონამდე გაიზარდა, საბიუჯეტ წილი 5.3%-დან – 8.6%-მდე, რაც მშპ-ს 1.7%-დან 2.9%-მდე ზრდას ნიშნავს, სახელმწიფო დანახარჯების წილი 21%-დან 36%-მდე გაიზარდა… მაგრამ ჯიბიდან მოსახლეობის ხარჯები ჯანდაცვაზე მაინც ძალიან მაღალი – 57.3% რჩება, რაც ძალიან მაღალია ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით. ძალიან მაღალია ხარჯები მკურნალობაზე და არა – პრევენციაზე! ჯერ კიდევ არ გვაქვს მომსახურების აქტიური შესყიდვა და სელექტიური კონტრაქტირება. ვფიქრობ, რადგან სახელმწიფო საკმაოდ ბევრს იხდის ჯანდაცვის სამსახურებში, თანაც უხდის ძირითად კერძო ბიზნეს კომპანიებს, აქაც აუცილებელია სწორედ რომ გარჩევა და სელექტირება. არ შეიძლება, ერთი ფასი ჰქონდეს იმასაც, ვინც საქმეს ბრწყინვალეს ასრულებს და იმასაც, ვინც დაასაშვების ზღვარზე მიჩოჩავს. არ შეიძლება ერთი ფასი იყოს იქ, სადაც მხოლოდ მოწვეული და სხვაგანაც მოთანამშრომლე კადრები მუშაობს (რეანიმატოლოგი და ანესთეზიოლოგი, რომელიც 5-6 სამსახურშია პარალელურად დასაქმებული!) და იქაც, – სადაც კადრების წვრთნასა და გადამზადებაზე სერიოზულ დროს და თანხებს ხარჯავენ. იქ სადაც ელექტტრონული ისტორია აქვთ დანერგილი,  მომსახურების ხარისხის მართვასა პაციენტთა კმაყოფილების შესწავლას ახდენენ და იქაც – სადაც ეს არაფერი გააჩნიათ… არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს “ურავნილოვკა” ან უნდა აღმოიფხვრას, ან ნელ-ნელა დაბალი ხარისხის მომსახურების დაწესებულებები უნდა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. საერთოდ, არ შეიძლება იყოს დაბალი ხარისხის ჯანდაცვის დაწესებულება… მით უფრო, როცა რამდენჯერმე გაფრთხილებულია და მაინც არაფერი გამოსწორდა…

მადლობელი ვიქნები, თუ სხდომების სხვა აქტიური მონაწილეები, მაგ. თენგიზ ვერულავა, დევი ხეჩინაშვილი, თინათინ ტურძელაძე, ზაზა ბოხუა და სხვები დაამატებენ ინფორმაციას აღნიშნულ შეხვედრებზე ან შემისწორებენ იმას, რაშიც ან არასწორი ვიყავი, ან რაც უკეთ შეიძლებოდა მეთქვა.


პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ, უბრალოდ, – სამართლიანი?!


elections

 

არ ვაპირებდი აღნიშნულ საკითხზე სერიოზულ მსჯელობაში შესვლას. რადგან მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩემზე გაცილებით კვალიფიციური ადამიანებია თავმოყრილი და თუ ვენეციის კომისიის შესაძლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე მმართველი ძალის მხრიდან წინასწარ გაცხადებულ მზაობას გავითვალისწინებთ, თითქოს, ამჯერად მაინც არ უნდა მოხდეს ის, რაც ბევრჯერ მომხდარა, როცა თითქოს უკეთესი სისტემის მიღება გვინდოდა, მაგრამ რეალურად ვერაფერიც ვერ გავაუმჯობესეთ. ხოლო, როგორც სააკაშვილის დროინდელი შესწორებებისას მოხდა, ზოგი რამ სერიოზულად გავაუარესეთ კიდეც.

საპრეზიდენტო არჩევნების წესის მიმართ გაჩენილი აჟიოტაჟი, ჩემთვის გასაგებია, თუმცა მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც საპარლამენტო არჩევნების წესზე შეთანხმება და სწორედ ამ ფრონტზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მიაჩნია უპირველეს პრიორიტეტად. რადგან თუ ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, სწორედ საპარალამენტო არჩევნები არის და იქნება ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები და სწორედ აქ არის განსაკუთრებით მიუღებელი ხარვეზებისა და შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების შანსის დატოვება.

მგონი, პოლიტიკური პარტიებიც, პრეზიდენტიც, არასამთავრობო სექტორიც, მედიაც და უცხოელი ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების პრაქტიკამ ვერ გაამართლა. ერთეული გამონაკლისების გარდა, მაჟორიტარები მუდმივად იყვნენ ხელისუფლების მორჩილი და მდუმარე უმრავლესობა და ადვილად გადადიოდნენ ხელიდან ხელში, როცა ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური ძალა იცვლებოდა.

და როგორც ვიცით, თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში არჩევნები მომავალში მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს: ბევრ ქვეყანაში ეს სწორედ ასეა და იქნებ, ჩვენთანაც გაამართლოსო. მართლაც, ეს წესი მოქმედებს ხორვატიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში (ყველგან – 5%-იანი ბარიერით), ნორვეგიასა და შვედეთში (4-4%),  იტალიაში (4% – პარტიებისთვის, 10% – კოალიციებისთვის), ესპანეთსა და საბერძნეთში (3-3%),  დანიაში (2%),  შვეიცარიაში, ისლანდიაში და კიდევ 80-მდე ქვეყანაში.

მაგრამ, პროპორციული წესის დანერგვით არჩევნების სამართლიანობის  გამოსწორების იმედი მე ნამდვილად ვერ მექნება, თუ პროპორციული სისტემა იმ მოდელით იქნება შემოღებული, რომელშიც პარტიული ბარიერი საკმაოდ მაღალ დონეზე – 5%-ზე დარჩება, ხოლო ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული და გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას დარჩება, პრინციპით „მოგებულს ყველაფერი რჩება!“

მოდით, ისევ განვიხილოთ 2008 და 2016 წლის არჩევნები – რა პრობლემები იყო მთავარი, და როგორ „გამოსწორდებოდა“ მდგომარეობა, თუ ეს არჩევნები ახლა შემოთავაზებული, ე.წ. „ნეოპროპორციული“  სისტემით ჩატარდება.

სურათი 1

2008 წელს ოთხმა პარტიამ მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა. პირველ ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაკლებად თანასწორი საარჩევნო გარემოსა და მრავალი დარღვევების წყალობით ძალიან მაღალი პროპორციული მაჩვენებელი – თითქმის 60% აჩვენა. მაგრამ მისი მთლიანი მანდატების რაოდენობა, იმის გამო, რომ 75 მაჟორიტარული ოლქიდან 71(!) მოიგო, საბოლოო ჯამში 119 ადგილი, ანუ მთელი მანდატების 80% მიიღო, ანუ საკუთარი პროპორციული მაჩვენებელი 20%-ით „გაიუმჯობესა“.

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ნეოპროპორციული სისტემა 2008 წელს გაცილებით უფრო სამართლიან შედეგს მოიტანდა.

სურათი 2

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და მისი პროპორციული 48.7% საბოლოო ჯამში, მაჟორიტარული მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის (70 მანდატი 73-დან!) მოპოვების ხარჯზე 76,3%-მდე გაიზარდა. ანუ, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საკუთარი პროპორციული მაჩვენებელი 27.6%-ით „გაიუმჯობესა“. ისიც საინტერესოა, რომ ამ წელს ნეოპროპორციული სისტემის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კი შემცირდებოდა 68%-მდე, მაგრამ თითქმის 20%-ით გადახრილი იქნებოდა რეალურად მიღებული პროპორციული შედეგისაგან.

სურათი 3

Slide3

ახლა წარმოვიდგინოთ თეორიული ვარიანტი რომელიმე (20.. წლის) მომავალ არჩევნებში  ნეოპროპორციული სისტემის გამოყენებისა. დავუშვათ, მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი და არცერთი მათგანის შედეგი არ აღემატება 25%-ს. ხოლო გამარჯვებულსა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის განსხვავება 1%-იც კი არაა. დააკვირდით, ეს უმნიშვნელო განსხვავება ნეოპროპორციული სისტემის გამოყენებისას კატასტროფულად იზრდება, როცა გამარჯვებულმა პარტიამ შეიძლება თითქმის გაასამმაგოს (23.7%-დან 67.1%-მდე!) თავისი რეალური შედეგი! დამეთანხმეთ, რომ ასეთი განაწილებისას ეს სისტემა სამართლიანად ვერავითარ შემთხვევაში  ვერ ჩაითვლება.

ვფიქრობ, გამოსავალი ორია:

I – თუ მაინც გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მაშინ უნდა დარჩეს გაუნაწილებელი მანდატების განაწილების ამჟამად არსებული წესი (ან შეიძლება მისი ოდნავ მოდიფიცირება). ყველა გაუნაწილებელი მანდატის მხოლოდ პირველ ადგილზე ნგასული პარტიისთვის მინიჭება, სრულიად დაუშვებელი მგონია! თუ მაინცდამაინც, ეს კიდევ იქნებოდა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან საარჩევნო ბარიერი ისევე დაბალი გახდებოდა, როგორც, მაგალითად, დანიაში. და შესაბამისად, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არც ისე ბევრი იქნებოდა.

II – ან იქნებ, მაინც შეჩვეული ჭირი სჯობდეს, – დავტოვოთ შერეული სისტემა, ოღონდ, ვეცადოთ მის მოდიფიცირებას იმგვარად, რომ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას არ ჰქონდეს მთელი მაჟორიტარული მანდატების ლამის 100%-ით დასაკუთრების თუნდაც თეორიული შანსი.

ამისთვის რამდენიმე მოდელი მინდა შემოგთავაზოთ განსახილველად:

“IIა – შერეული (მაჟორიტარული წარმომადგენლობის ლიმიტით – მაქს. 2/3-ზე)​

ეს თითქმის იგივე სისტემა იქნებოდა, როგორც აქამდე არსებული, თუმცა ჩამოყალიბდებოდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. ავიღოთ თბილისი, სადაც ახლა 22 თითომანდატიანი ოლქი იყო. ამის ნაცვლად შეიძლება ჩამოყალიბდეს 7 ოლქი, თითოეული მათგანი 3-3-მანდატიანი. მაგრამ პარტიებს არ ექნებოდათ ოლქში 2 კანდიდატზე მეტის დასახელების უფლება. ამდენად მაჟორიტარული მანდატების მინიმუმ 1/3 მაინც ვეღარ მოხდებოდა გამარჯვებული პარტიის ხელში. აღნიშნული სისტემა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ გაზრდიდა ისეთი პოპულარული კანდიდატების შანსებს, რომელთაც შეიძლება მცირედ წაეგოთ ოლქში პირველი ადგილი, მაგრამ მაინც მაღალი შედეგი ეჩვენებინათ. გარდა ამისა, ალბათ ასეთ შემთხვევაში, მაჟორიტარული ბარიერი შეიძლებოდა 20% ანდა 25%-მდე დაწეულიყო და მეორე ტურის საჭიროება ნაკლებად შეიქმნებოდა.

IIგერმანული მოდელი („სუფთაგერმანული, ანმოდიფიცირებული“ – მაქსიმალური 2/3-იანი ლიმიტით)

ამ შერეული სისტემის ვარიანტში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია დააკომპლექტოს თავისი საპარლამენტო წარმომადგენლობა როგორც – პროპორციული, ასევე – მაჟორიტარული სიიდან, ოღონდ ჯამში ვერ გადააჭარბებს მის მიერ პროპორციული ვარიანტით მიღებულ მაქსიმალურ პროცენტს.

სავარაუდოდ, ასეთ ვარიანტზე მმართველი ძალა ნამდვილად არ იქნება თანახმა. მაგრამ კომპრომისულ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ, რომ მაქსიმალური ლიმიტი იყოს არა პროპორციული სისტემით მიღებულ მაჩვენებელზე, არამედ, ვთქვათ, საპარლამენტო სიის 2/3-ზე. ასეთ დროს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ხელოვნურად ზედმეტად მოგებულნი არიან II-IV ადგილებზე გასული პარტიები, რომელთაც მთლიანად შეხვდებათ გადაუნაწილებელი ადგილები. ამიტომ, ალბათ, ამ მოდელის არჩევისას უპრიანი იქნებოდა დაბალი – 2% ან 3%-იანი – პროპორციული ბარიერის დაწესება.

IIესტონური მოდელი.

ეს მოდელი, მრავალი ექსპერტის აზრით, საუკეთესოა რეპრეზენტატულობის სამართლიანობის კუთხით, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე რთულიცაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შერეულ მოდელად ითვლება, თავისი არსით, ძირითადად, უფრო მეტად მაჟორიტარულია, მრავალმანდატიან ოლქებში. არის სამი განსხვავებული სია – მაჟორიტარების, რეგიონულ-პროპორციული და საერთო-სახელმწიფოებრივი (საკომპენსაციო), რომელთა შევსება სწორედ ამ თანმიმდევრობით ხდება. ყველაზე რთული და საპატიოა მაჟორიტარული ქვოტის გადალახვა, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. ამის შემდეგ მოდის რეგიონალურ-პროპორციული ქვოტა, რომლის ბარიერი 5%-ია, ხოლო სულ ბოლოს კომპლექტდება საკომპენსაციო (საერთო სახელმწიფო) სიები.

აღნიშნული მოდელი იმიტომაა ჩვენთვის კარგი, რომ ჩვენ ჯერაც არ გვყავს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიები, ხოლო სწორედ ესტონური მოდელი უზრუნველყოფს მაჟორიტარული სისტემის პირობებში პოლიტიკური პარტიების მდგრადობის გაზრდას და თანდათანობით ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, ამ მოდელის პოზიტიური მხარეები გადაწონის მისი დანერგვისა და ჩატარების სირთულეებს. ველოსიპედის თავიდან გამოგონების ნაცვლად, იქნებ ამ აპრობირებული სისტემით გვესარგებლა.

===

აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ გავითავისოთ, რომ ნებისმიერი სისტემის, და, განსაკუთრებითსაარჩევნო სისტემისა და წესების  – სამართლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისა და პოლიტიკური სტაბილურობისათვის. ამიტომ ნაკლები უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვაწყობს დღეს ჩვენ და ჩვენს ფავორიტ პარტიას. რადგან თუ დღეს ისეთ მოდელს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მმართველი ძალის ლამის მარადიულობის დაცვისათვის არის გამიზნული, ამას ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს, და რადგან ვერავინ შეინარჩუნა მარადიულად ხელისუფლება, ადრე თუ გვიან ძალაუფლების დაკარგვისას ჩვენსავე ზურგზე მთელი სიმწვავით ვიგრძნობთ ჩვენ მიერვე დაკანონებული უსამართლო პრინციპების მწარე მათრახს. ამიტომ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია

=======

ბლოგის სრულიი ვერსია იხილეთ გვერდზე liberali.ge

http://liberali.ge/articles/view/28855/proportsiuli-mazhoritaruli-shereuli-tu-ubralod–samartliani

 

 

 


ოჯახიდან – თემამდე და თემიდან – საზოგადოებამდე: ვის იცავს ზარი?


society

კარგა ხნის წინ შვედეთში, ქალაქ მალმოში მომიწია საკმაო ხნის გატარება – პოსტდოქტორულ სამეცნიერო სტაჟირების პროგრამით. ჩემი ხელმძღვანელი წარმოშობით დანიელი იყო და მასთან კოპენჰაგენშიც და აგარაკზეც ხშირად მიწევდა ყოფნა. შვედეთის სხვა ქალაქებშიც ვყოფილვარ კონფერენციებზე თუ სტუმრად სხვადასხვა ახლობელთა სახლებშიც. რამდენჯერმე ნორვეგიაშიც ვარ ნამყოფი… სულ ალბათ წელიწადნახევარი გავატარე სკანდინავიაში. ძალიან მიყვარს იქაურობა. ეს ის პერიოდი იყო (1992-99) წლები, როცა თუნდაც რამდენიმე თვით დალაგებულ ქვეყანაში მოხვედრა და საინტერესო სამუშაოზე გადართვა დიდ შვებას მაძლევდა და ენერგიას და სულიერ სიმხნევეს მმატებდა, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, და განსაკუთრებით აუცილებელი  იყო მაშინ…

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სხვა ქვეყნებშიც ვიყავი ნამყოფი, სწორედ სკანდინავიაში ვიგრძენი, რა სერიოზული განსხვავებაა ქართულ და იქაურ (იმდროინდელ!) საზოგადოებებს შორის.

ეს განსხვავებები დღესაც იგრძნობა ოჯახის, თემის და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე.

ოჯახი:

ჩემს სტუდენტობისას არსებული მითი „შვედური ოჯახის“, როგორც ორმხრივი მულტიგამიის მაგალითზე, სრული აბსურდი აღმოჩნდა. სინამდვილეში შვედეთში ოჯახები საკმაოდ მტკიცეა, თუმცა, როგორც წესი, ოჯახური ურთიერთობის რეგისტრაცია ან საკმაოდ გვიან ხდება (ზოგჯერ უკვე მაშინ, როცა წყვილს ერთი ან მეტი ბავშვი ჰყავს), ან სულაც არასოდეს. ამას შვედეთში “Sambo” – „თანაცხოვრება“ ჰქვია და ყველა ტიპის ანკეტასა და ფორმულარში სათანადო გრაფაც კი არსებობს. ჩემი კოლეგები, რომელთაც ასეთი „სამბო“ ჰყავდათ, სწორედ ას წარმომიდგენდნენ მას გაცნობისას და არა როგორც მეუღლეს ან შეყვარებულს. სხვათაშორის, „სამბოს“ არსებობას თავისი იურიდიული ნორმები აქვს სხვადასხვა საკითხებში, მათ შორის მემკვიდრეობის, ქონების გაყოფის და ა.შ. თუმცა ეს არც ვიცი, და არც ვაპირებ ამის განხილვას. მთავარი ისაა, რომ სამბოს მიმართ დამოკიდებულება სრულიად არ განსხვავდება მეუღლისაგან, და მათი უმრავლესობა ერთმანეთის მიმართ უაღრესად ერთგული მგონია, საქართველოში ბევრი ოჯახი რომ ინატრებდა, ისეთ დონეზე.

მთავარი გამასხვავებელი, რაც ჩემთვის მაშინ, 90-იან წლებში, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, იყო ძალიან ფორმალიზებული ურთერთობები ოჯახის წევრებს, თუნდაც, – უახლოეს ნათესავებს, შორის. მაგალითად, მშობლები და ზრდასრული შვილები ერთმანეთს მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში და განსაზღვრულ/შეთანხმებულ დროს სტუმრობდნენ. ვიზიტის ხანგრძლივობაც კი, როგორც წესი, შეთანხმებული იყო ხოლმე. ხშირად ხდებოდა იმის წინასწარ განსაზღვრაც, ვინ რას მოიტანდა და რის ფულს გადაიხდიდა. როდესაც ჩემმა ხელმძღვანელმა დედამისის აგარაკზე მეორედ დამპატიჟა, განსაკუთრებული ხაზგასმით მითხრა, რომ მე ამისთვის თანხის გადახდა არ მომიწევდა, რადგან სწორედ ასეთი იყო დედამისის სურვილი, რადგან მასზე წინა ვიზიტის დროს კარგი შთაბეჭდილება მომიხდენია. მივხვდი, რომ ჩემი წინა ვიზიტის დროს ამისთვის შეიძლებოდა თანხაც იყო ჩემი ხელმძღვანელის მხრიდან გადახდილი, რაც მან დამიდასტურა კიდეც, ოღონდ – ეს უმნიშვნელო თანხა იყოო, ნუ წუხარო, – მითხრა.

 

ოჯახს გარეთ სოციუმი:

სამაგიეროდ, საოცრად გაკვირვებული დავრჩი იმით, რა დონეზე იყო თანამშრომელთა თუ, უბრალოდ, თანამოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა. ჩასვლისთანავე, ჩემმა ხელმძღვანელმა განყოფილების ყველა თანამშრომელს გამაცნო, ძალიან ბევრმა თავისი ტელეფონი მომცა და მითხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე შემეძლო მისთვის მიმემართა და დახმარება მეთხოვნა. და ეს მართლა არ იყო ლიტონი სიტყვები. რამდენიმე მათგანმა ოჯახშიც დამპატიჟა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ნაცნობი იყო, თუ უცნობი, მზად იყო, მეორე ადამიანის მიმართ, დახმარების ხელი გაეწვდინა. ჩემს ცოლს ბავშვი დაჰყავდა ეტლით. ერთხელ, ქუჩის გადაკვეთისას შუქნიშანი იყო გაფუჭებული. უცნობმა ახალგაზრდა ქალმა პოლიციელის ნაცვლად იკისრა მოძრაობის მოწესრიგება, და მთელი მოძრაობა გააჩერა, რომ ბავშვებს და მოხუცებულებს გადასასვლელზე გადასვლა მოეხერხებინათ. ამასობაში, პოლიციელიც გამოცხადდა პოსტზე. ასევე გასაოცარი იყო საოცარი ნდობა პირველივე დღიდან – მომცეს ისეთი მასტერ-გასაღები, რომელიც ყველა სართული და ლიფტის კარებს აღებდა. სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულ საუცხოო ბიბლიოთეკაში მომცეს პლასტიკური ბარათი, რომლითაც ნებისმიერ დროს (ღამითაც) შემეძლო ბიბლიოთეკაში შესვლა და ყველა წიგნით თუ ჟურნალით სარგებლობა. ასევე მქონდა ანალოგიური 24-საათიანი წვდომა კომპიუტერების ოთახზე, სადაც სტატისტიკურ დამუშავებას ვაკეთებდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამითმო უაღრესად ძვირადღირებული დრო, რათა მოესმინა და ჩემს კვლევებზე თავისი მოსაზრებები გადმოეცა. რა თქმა უნდა, დროის შეთანხმება და პუნქტუალობის დაცვა აუცილებელი იყო, მაგრამ უცნობი უცხოელი მკვლევარის მიმართ ასეთი ყურადღება საოცრად  მამხნევებდა. როცა დავაკვირდი, მივხვდი, რომ მე სულაც არ ვიყავი გამონაკლისი და მსგავსი დახმარებით სარგებლობდნენ როგორც სხვა უცხოელი მკვლევარები (ძირითადად, აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან და სამხრეთ ამერიკიდან), ასევე – ადგილობრივი სტუდენტები და რეზიდენტებიც. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მეგობრულები იყვნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით დანიელები გამოირჩეოდნენ. პოლიციელი კი ნამდვილად მოქალაქეთა საუკეთესო დამხმარე იყო…

ახლა ამ ამბებიდან დიდი დრო გავიდა. ჩვენთანაც შეიცვალა ბევრი რამ, ნეპოტიზმის და კორუფციის მაშინდელი „მწვერვალები“ ნელ-ნელა დაძლეულია. სამოქალაქო საზოგადოება თანდათან ვითარდება. და მაინც ის ძველი დისონანსი მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია.

ჩვენი საზოგადოება დღესაც ოჯახზე და ახლო ნათესავებზეა ორიენტირებული. აქ ვხარჯავთ ჩვენი დროის და ენერგიის მაქსიმუმს. ჩვენი სიყვარული და თანადგომაც სწორედ ამ პერიმეტრითაა ძირითადად შემოსაზღვრული. თან თუ ადრე სანათესაო წრე უფრო ფართო იყო, ახლა, დროის დეფიციტის და სამსახურებრივი მოვალეობების ინტესიფიკაციის ფონზე, უფრო დავიწროვდა.

სამოქალაქო აქტივობები დღესაც არაა ჩვენი საზოგადოების მთავარი სატკივარი. გამოჩნდნენ, მაძალიან ცოტაა ადამიანები, რომელთაც ამისთვის ან დრო ან ენერგია გააჩნიათ და ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლიათ. არადა, უამრავი უმწვავესი პრობლემაა ირგვლივ – ძალიან მძიმე ეკოლოგიური ფონი, ნაგვის (განსაკუთრებით, – პლასტმასის) ნარჩენების კატასტროფული ზრდა, სრულიად დედანატირები ურბანული განვითარება – ჯუნგლები ქალაქში, (რისი საოცარი მაგალითიც არის ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორია), მანქანების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და მათ მიერ არა მარტო სავალი ნაწილის, არამედ უკვე ტროტუარების დაპყრობაც, რაიონებსა და რეგიონებში მოსახლეობის დასაქმების და დამაგრების პრობლემა, მთის და სასაზღვრო დასახლებების კატასტროფული დეპოპულაცია დაბოლოს – დემოგრაფიული კოლაფსი, რაც სულ უფრო მეტად გვიახლოვდება. ამ ფონზე პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრია არაპროფესიონალი, პოპულისტი მედროვე, ხოლო ნიჭიერი და  პატიოსანი ადამიანები კი, სამწუხაროდ,  ხშირად შეგნებულად თავს არიდებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას… – ამასაც თავისი ობიქტური გამართლება აქვს – ძნელია საყოველთაოზე კონცენტრირება, სანამ ოჯახის რჩენის პრობლემა მწარე გამოწვევად რჩება. ხოლო ქვეყანაში საშუალო კლასის ფორმირება კუს ნაბიჯით მიდის წინ. ნაწილობრივ გამოსავლად ის რჩება, რომ უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხზე მუშაობენ. მაგრამ მოდით გულახდილად ვთქვათ – ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და იქ დასაქმებული ადამიანებიც ხომ მხოლოდ იმ პირობით არიან ამ საქმით დაკავებულნი, რომ მათი მოთხოვნების შესაბამის ანაზღაურებას იღებენ… თანაც, ხშირად, მათი პროფესიონალიზმიც არაა საუკეთესო…

თითქოს გამოსავალი უნდა იყოს თემი და სათემო აქტივობები – ეს ხომ ოჯახის ინტრესების პერიმეტრის გაფართოებაც არის და თან მაინც ოჯახზე და შენს უშუალო საცხოვრებელ გარემოზე რჩები კონცენტრირებული – როგორი იქნება შენს ირგვლივ პარკი თუ სხვა რეკრეაციული სივრცე, დასუფთავება და ნაგვის გატანა, ქუჩა და მაღაზიები, საბავშვო ბაღი და სკოლა, გასართობი, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები. ეს უნდა გახდეს ჩვენი, – როგორც ოჯახის წევრის, ჩვენი, – როგორც თემის წევრამდე ზრდის ასპარეზი. და სწორედ ამ ასპარეზზე დაწინაურებული ხალხი იქცევა ხოლმე საქვეყნო პოლიტიკის აქტიურ პიროვნებებად. სხვანაირად, მართლა უცნაურია, თუნდაც სუპერგანათლებული 21 წლის ახალგაზრდის სტუდენტობიდან უცებ დიდაქტიკურ-მენტორული საუბრებით გასხივოსნებულ პოლიტიკოსად ქცევის მარშრუტი… არადა, თუ ეს გზა არ გაიარა, თუნდაც 60 წლის ასაკში რომ აირჩიო და გააპოლიტიკოსო ადამიანი, განა ეს მას შეცვლის? რამდენი კარგი სპეციალისტი გვახსოვს, პარლამენტში „შეყვანილი“ რომ დაიკარგა – ვეღარც სპეციალისტად დარჩა და ვერც პოლიტიკოსობა ისწავლა… გვინახავს ასეთი პოლიტიკოსები, და მათი „დუმილის ოქროობის“ არ გვჯერა… მანამ მაინც, სანამ ძლივს ამოღერღილი სიტყვით ისე არ შეგვაცბუნებენ, რომ ვნატრობთ, ნეტა ისევ დუმილს დაუბრუნდნენ-თქო. მეორე უკიდურესობა: ყველგან და ყელაფერზე სიტყვაალესილი ცრუმამულიშვილი პოპულისტები…

საქართველოში თემი იყო სამოქალაქო საზოგადოების საკმაოდ იმედისმომცემი მარცვალი. საფიხვნოს ირგვლივ შემოკრებული თემი იყო ჩვენი სოფლების თუ პატარა ქალაქების ნორმალური განვითარების და სამოქალაქო აქტივისტთა წარმოჩენის კარგი ასპარეზი. სამწუხაროდ, ჯერ სოციალისტურმა რევოლუციამ და გასაბჭოებამ, ხოლო შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვების მერე პოლიტიკური ვექტორის ცენტრალიზაციაზე და არა თვითმმართველობებზე მიმართვამ თემის დონე დაასუსტა. სააკაშვილის დროს თემის აქტივისტების არჩევნების გამყალბებლების და პოლიტზედამხედველობის  ინსტრუმენტებად ქცევამ კი თითქმის საერთოდ გაანადგურა.

სამწუხაროდ, დღემდე საკმაოდ უკვდავია დედაქალაქის და დიდი ქალაქების სივრცეში არსებული სულ სხვა „საზოგადოება“ და სულ სხვა „თემი“ – ეს არის ინტელექტუალური ელიტა, რომელიც ხელისუფლებასთან მუდმივი სიახლოვის გენერაციით ცდილობს არა სამოქალაქო აქტივობას, არამედ ამ აქტივობის ეგოცენტრულობის და ხელშეუხებლობის დაცვას. სწორედ ამ ტიპის აქტიური მოღვაწეები  ხშირად მთავარ ხმას წარმოადგენენ არცთუ პოლიფონიურ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში. სწორედ მათი „პანთეონფილური“ ვნებები, და არა – წესიერი ხელოვნისთვის დიდი ხნის წინ განსაზღვრული კრედო – „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით გული“, წარმოადგენს ამ ტიპის „სათემო აქტივობების“ მნიშვნელოვან წილს.

შედეგები სავალალოა:

– არ ხდება ოჯახიდან – ქვეყნის მსახურებისკენ სწორი სამარშრუტო რუკის დაგეგმვა,

– ვერ ხდება ახალგაზრდებისათვის სწორი ორიენტირების დასახვა;

– ხშირად არ ხდება საზოგადოებაში ქვეყნის განვითარების სასიცოცხლო საკითხების დაგეგმვისა და გადაჭრისთვის  ფართო და ღია განხილვების ორგანიზება, და შემდეგ არგუმენტირებული გადაწყვეტა იმ ადამიანებისა და სპეციალისტების მიერ, ვისაც ამისი უნარ-ჩვევებიც გააჩნია და პროფესიულ-ეთიკური წანამძღვრებიც.

– საკადრო პოლიტიკა (პირველ რიგში – პოლიტიკოსებთან და სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებაში) დღემდე მოიკოჭლებს და არც ხდება სწორი საკადრო პოლიტიკის შემუშავების საორგანიზაციო ფორმატის მომზადება.

და ვრჩებით ისევ იმ საზოგადოებად, სადაც ადამიანთა (საზოგადოებრაივად აქტიური პოტენციალის მქონე ადამიანთა!) დიდი ნაწილისათვის მთავარი და ლამის ერთადერთი ასპარეზი ოჯახია, ხოლო სამოქალაქო აქტივობები — მხოლოდ ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და მასთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული სამოქალაქო სექტორის (ანუ, ძირითადად, უცხოური გრანტებით დაფინანსებული ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების) ხელში რჩება. კატასტროფა ალბათ, ეს არ არის, რადგან ბევრი ჩვენნაირი ქვეყანა სწორედ ასეთ დღეშია, მაგრამ სანამ „ჩვენი თავი ჩვენ არ გვეყუდნის“ და ჩვენივე ქვეყნის ბედზე ჩვენ – მთელი საზოგადოება – არ ვფიქრობთ, მანამდე დამოუკიდებლობაც ძალიან მყიფეა და ჩვენ მაინც მხოლოდ ოჯახისკაცებად (სულაც არ ვამბობ ირონიულად!)  და/ან ამა-თუ იმ კლანისკაცებად ვრჩებით, რომელთა ერისკაცობამდე გასასვლელი გზა უაღრესად ბუნდოვანი და კლდოვანია…

სხვათაშორის, ხშირად კი ვიმეორებთ, რომ ხელისუფლება ხალხის არჩეული და ხალხის მსახურია, მაგრამ სანამ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ხმას მხოლოდ 4-5 წელიწადში ერთხელ, არჩევნების მეშვეობით იღებს ხოლმე, არცაა გასაკვირი, რომ ზემოთხსენებული ლოზუნგი მხოლოდ ლამაზ ფრაზად და არაგანხორციელებულ ლოზუნგად რჩება – ხალხისთვისაც და ხელისუფლებისათვისაც…

===

უცნაურია, რომ ამ ყველაფერზე ფიქრამდე იმან მიმიყვანა, რომ ბოლო ორი დღეა მთელი ქართული საზოგადოება იმაზე ფიქრობს, გამართლებულია თუ არა ერთი ოჯახის სამი წევრის (მათ შორის – ორი ქალის, და მათ შორის, ერთი – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილის) პატიმრობაში ყოფნა ეკონომიკური დანაშაულის გამო. ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ხელოვანი თუ ცნობადი სახე ამას კატეგორიულად მიუღებლად თვლის და არგუმენტად იმას ასახელებს, რომ ამით 6,000-ზე მეტი დაზარალებული ოჯახის ბედი არ შეიცვლება, რომ მათ მაინც არ დაუბრუნდათ დიდი ხნის წინ გადახდილი ბინების ფული, და თავად ბინების როდესმე მიღების შანსიც ნაკლებიაო…

და სწორედ ამან გამახსენა შვედეთი, დანია, ნორვეგია, ზოგადად  – სკანდინავია და ის, რაც მათგან, მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მაინც საკმაოდ გვაშორებს.

  • სამართალი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. თუ სასამართლო კანონიერად დასაბუთებულად თვლის დანაშაულს, მგონი, არ არსებობს ნორმა, რამდენი ოჯახის წევრის დაპატიმრება შეიძლება, და რამდენის – აღარ. ეს უკვე შემდგომ შეწყალების მესვეურების სფერო მგონია.
  • თეზისი იმაზე, რომ სასამართლომ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ვერ აღადგინა დაზარალებულთა უფლებები მათთვის ქონების ან თანხის დაბრუნების მხრივ, არასწორია, რადგან სასამართლოს შეიძლება არ/ვერ ჰქონდეს მსგავსი ხანგრძლივი და ტექნოლგიურად რთული პროცესის დაგეგმვს და განხორციელების შესაძლებლობა. მისი მთავარი ფუნქცია დანაშაულის და დამნაშავის დადგენა და კანონის შესაბამისად სასჯელის ზომის განსაზღვრა არის. პროკურატურამ შესთავაზა ბრალდებულებს საპროცესო გარიგება, რომელზეც მათ უარი განაცხადეს – რაც, ნურავის ეწყინება და – ლოგიკურიც ჩანს, ალბათ, 11 მილიონის გადახდა მართლაც არ შეუძლიათ და გადაწყვიტეს, რომ ციხეში 4-4 წლით ყოფნის შემდეგ გამოსვლა ურჩევნიათ, ვიდრე მათ ხელში არსებული პირადი ქონების გაყიდვა-დაგირავება და ამ ფასად თავისუფლების მოპოვება. თანაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიფიქრო, რომ მრავალი გულშემატკივრის თანადგომის იმედი აქვთ, რომ სასჯელის შემსუბუქებას, ან სულაც – შეწყალებას მიაღწევენ.
  • ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, რომელიც აპროტესტებს ერთი ოჯახის განადგურებას, საცოდავი ასაკოვანი ჯანმრთელობაშელახული ქალების დაჭერას, ყოფილი პოლიტიკოსის დაჭერას და განსაკუთრებით აპელირებას აკეთებს იმაზე, რომ ამით მაინც ვერცერთი დაზარალებული ვერ იხეირებს, არ ფიქრობს და არ საუბრობს იმაზე, რა მძიმე ზარალი მიადგა 6,000-ზე მეტ ოჯახს, რამდენი ქალი და ასაკოვანი იყო მათ შორისაც, რამდენს შეელახა ჯანმრთელობა ქონების მოულოდნელი დაკარგვით გამოწვეული მძიმე სტრესის გამო, ან სულაც გარდაიცვალა ისე, რომ ვერ ეღირსა იმ ბინას, რაშიც ზოგმა მათგანმა მთელი თავისი ქონება ან დიდი ნაწილი ჩადო… ამაზე ნაკლებად საუბრობენ ჟურნალისტებიც. ძალიან ადამიანურია, როცა გებრალება ციხეში მოხვედრილი ადამიანი! და მაინც, განსაკუთრებით მძიმეა იმაზე ფიქრი, რომ ეს სოლიდარობა გარკვეულწილად სწორედ ის ელიტარულ-კლანურ-უბნური სოლიდარობაა, რომელსაც, დამეთანხმეთ, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ თემთან და თემურ სოლიდარობასთან საერთო ძალიან ცოტა აქვს! სავარაუდოდ, ამ სოლიდარობის 1%-იც კი  არ იქნებოდა ნათქვამ-დაწერილი, საქმე რომ ვინმე პროვინციელ უბირ საქმოსანთა ოჯახს ეხებოდეს… თან ისიც ძალიან უხერხული მომენტია, როცა ბომონდი მოუწოდებს საზოგადოებას – უნდა ვაპატიოთო, მაშინ, როცა თავად მათ შორის არავინაა ამ საქმით დაზარალებული… ადვილია სხვის ხარჯზე, სხვისი ზარალის ფონზე მიმტევებელი და სულგრძელი იყო…
  • დაბოლოს, ყველას ნანახი გვაქვს სხვადასხვა ხელისუფლების დროს ამ ოჯახზე, მათ ბინებსა, აგარაკებსა და ანტიკვარიატზე მომზადებული ტელეგადაცემები. სწორედ ამით განსხვავდება ქართული საზოგადოება სკანდინავიურისაგან, რომ იქ ასეთი ისტორიის და ბექგრაუნდის და ასეთი მდიდრული საკუთრების მქონე ოჯახის მიმართ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობა არ მინახავს და ძალიან ძნელად წარმომიდგენია. ხოლო პირიქით, ეს რომ მართლა უცოდინარი, თავადაც არცთუ მდიდარი, და თუნდაც იმიგრანტი ოჯახის წარმომადგენელი ოჯახი ყოფილიყო, მაშინ უფრო შეიძლებოდა გარკვეული სოლიდარობის და მიტევების სურვილის გამოხატვაც იმ – სკანდინავიურ საზოგადოებში. საქმე იმაშია, რომ იქ – დემოკრატიის და სოციალური თანასწორობის ნავსაყუდელში – მაღალი საზოგადოების წევრობა, ინტელექტუალური ოჯახი და წარმომავლობა, პოლიტიკური კარიერა, რეპუტაცია და სიმდიდრე სულაც არაა ინდულგენცია, არამედ პირიქით, უფრო მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს ასეთ ადამიანებს, რადგან ითვლება, რომ მათ ასეთი ქმედების ლამის ერთადერთი შემამსუბუქებელი მთავარი საბუთი – სიდუხჭირე და გაუნათლებლობა – არ გააჩნდათ.

P.S. როდესაც შვედეთში ვიყავი, ერთ-ერთი იქაური მინისტრი პოლიციელმა სიჩქარის გადაჭარბებისათვის დააჯარიმა. მინისტრი ძალიან აღელდა და შეეკამათა პოლიციელს, ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა დარღვევის უფლება, რადგან მნიშვნელოვან სხდომაზე ეჩქარებოდა და რამე სახიფათო მდგომარეობა არ შექმნილაო… როცა ამ ამბავმა მედიის ყურადღებამდე მიაღწია, ამას საზოგადოების ისეთი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომ მინისტრი იძულებული გახდა, გადამდგარიყო… მხოლოდ ჩვენ – უცხოელ სტაჟიორებს და რეზიდენტებს დაგვენანა ეს კარგი მინისტრი, შვედებიდან კი არავის მოსვლია აზრად მისი დაცვა, რადგან ყველამ ჩათვალა, რომ მას შეეშალა – ის კი არა, სიჩქარეს რომ გადააჭარბა, არამედ ის, რომ კანონის არდამორჩილების თუნდაც მსუბუქი მცდელობა ჰქონდა…

ამ ბლოგით სულაც არ მინდა სოლიდარობა დავგმო. მე მხოლოდ ელიტარული სოლიდარობის მოკრძალებულ ხიბლზე მინდოდა თქვენი ყურადღების გამახვილება. და კიდევ ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეს არავის – ვინაც მიჰქარა, უპირველესაც დაზარალებულს უნდა სთხოვოს პატიება (თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება საკმარისი!!)  და არა – სოლიდარობა – თავისიანებს. და ვინც არ დაზარალებულა, ისიც ნუ იჩქარებს მიტევებისკენ სახალხო მოწოდებებს, – ეს ხომ ასე ადვილია, როცა არაფერი წაგიგია… მაგრამ არის კი ეს ეთიკური?

 


რას ცვლის და არ ცვლის ვიზალიბერალიზაცია


Georgians-Celebrate-Association-Agreement-Reuters

ვეცდები, მოკლედ ჩამოვაყალიბო, რას ცვლის ვიზალიბერალიზაცია:

1. აღარ იქნება საჭირო ვიზის ასღებად საელჩოებში ჩაწერა, რიგში დგომა, და იმაზე ნერვიულობა, მოგცემს თუ არა კონსული ვიზას
2. აღარ იქნება საჭირო ვიზისთვის თანხის (დაახლ 100 ლარის) გადახდა
3. შეგიძლია აიღო ბილეთი, რომელიც ამჟამად ქუთაისიდან მაინც ძალიან ნორმალური ფასი (100-300 ლარი) ღირს და წახვიდე ევროპაში სანახავად, მეგობრის მოსანახულებლად, იქ მყოფ ნათესავთან სტუმრად, რომელიმე საინტერესო ტურისტული თუ ისტორიული ადგილის დასათვალიერებლად, ფეხბურთზე, რაგბზე, კონფერენციაზე, სემინარზე, ოპერაზე დასასწრებად, თუ – საყვარელ ადამიანთან ერთად. თანაც – როცა გადაწყვეტ და როცა ამის თანხა გექნება – თითქოს ბაკურიანში ან ბათუმში მიდიოდე…
4. სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიზნით წასასვლელადაც აღარ არის საჭირო ვიზის მოცდა და ნერვიულობა… თუ რამე ობიექტური მიზეზის გამო გამოკვლევა გადაიდება, არ დაგჭირდება თავიდან ვიზის აღება…
5. შეგიძლია შენი თვალით ნახო ევროპა და გაიცნო ევროპელები. დაინახო შენით (და არა სხვისი მოყოლილი) – რა გვაქვს საერთო და განსხვავებული, შეამჩნიო ის, რასაც სხვა ვერ ამჩნევს, მიხვდე იმასაც – იქ რომ გესწავლა ან გეცხოვრა, რა გაგიჭრდებოდა და რა გაგიიოლდებოდა…
6. შეგიძლია დაამყარო საქმიანი კონტაქტები და მომავალში დაგეგმო უკვე ხანგრძლივვადიანი ვიზიტი – სათანადო ვიზით – უკვე სამუშაოს მოსაძებნადაც.

რას არ აუქმებს ვიზალიბერალიზაცია:
1) არ აუქმებს შენს პასუხისმგებლობას. პირიქით. ვალდებული ხარ, უვიზო ვიზიტის მაქსიმალურ ვადას – 90 დღეს (ყოველ 6 თვეზე გაქვს ეს ჯამური 90 დღე!) არ გადააჭარბო! თუ არ გინდა, რომ უვიზო მგზავრობის უფლება დაკარგო და სერიოზული ჯარიმა არ დაგეკისროს.
2) არ აუქმებს საჭირო დოკუმენტების აუცილებლობას – სამოგზაურო დაზღვევას, სასტუმროს ჯავშანს, ორმხრივ ბილეთს და საკმარის თანხას. თან ეს ყველაფერი თან უნდა გქონდეს, რომ ნებისმიერ საზღვარზე მესაზღვრის მოთხოვნის შემთხვევაში შეგეძლოს აჩვენო (თუ ნაღდი ფულის ნაცვლად საკრედიტო ბარათი გაქვს – საბანკო ამონაწერი).

თუ თქვენ ევროპაში სამუშაოს ეძებთ, უვიზო მიმისვლა ამაში ვერ დაგეხმარებათ – ასეთი მგზავორბის დროს თქვენ სამუშაოს მიღების უფლება არ გაქვთ.

თუ თქვენ არასდროს გდომებიათ ევროპის ნახვა და ზემოთჩამოთვლილი არცერთი მიზეზი არ გაქვთ, ან არ გაქვთ ბილეთის და სასტუმროს ხარჯის დასაფარი თანხა, მაშინ ვიზალიბერალიზაცია პრაქტიკულად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ რაც მეტი ადამიანი წავა და ნახავს ევროპას, მით მეტი მიხვდება, რომ ევროპა არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი – ევროპა ის კარგი და სასარგებლო ადგილია, სადაც შეიძლება ისწავლო, და ისწავლო როგორ უნდა შრომა, როგორ შეიძლება ააწყო ბიზნესი და როგორ უნდა უფრთხილდებოდე არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებს, არამედ – ყველას და ყველაფერს, რაც ირგვლივ არის…

ევროპა არის თანაბარი შესაძლებლობების და დემოკრატიის სივრცე… რა თქმა უნდა, იქაც არაა ეს ყველაფერი 100%-ით დაცული და გარანტირებული, მაგრამ გაცილებით უკეთ, ვიდრე რუსეთში ან ჩვენთან…

მე მგონი, ევროპაში იმიტომ არ უნდა წავიდეთ, რომ დავრჩეთ. არამედ იმიტომ, რომ ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ უკეთ, – არა სხვების ხარჯზე, არამედ ერთად შრომით და ერთიანი პასუხისმგებლობით, ვისწავლოთ, როგორ გავხადოთ საქართველო ევროპული დონის ქვეყანა, საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნებით, და ევროპული სამოქალაქო და სამუშაო სტანდარტების დანერგვით.

#ვიზალიბერალიზაცია #ვიზიტიევროპაში #უვიზომოგაზურობა #visafree


წილობანა


rustavi2 wilebi

ვისაც საკუთარი შრომით ნაშოვნი მანეთიანის გამო ლამის ცეცხლში შევარდნილი გლეხის შვილი და მამამისის კმაყოფილი სიტყვები გახსოვთ – “აი, ახლა კი მჯერა, რომ ეგ შენი შრომით ნაშოვნიაო”, ალბათ, ყველა კარგად ხვდებით, რომ რუსთავი2-ის კეთილსინდისიერ მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ყარამანიშვილებმა თავისი წინადადებით (51%-ის თანამშრომელებისათვის გადაცემის თანხმობაზე) დაადასტურეს, რომ რუსთავი2 არასდროს ყოფილა მათი, არაც არაფერი გადაუხდიათ შეძენისას, არც არაფერს ელიან (კარგს!) ამ ტელევიზიიდან და, და საერთოდ, “მათი განცხადებებებიც” მათი დაწერილი არაა!

მაგრამ რაც გუშინ პირდაპირ ტელეეთერში ვიხილეთ, ეს მართლაც ძნელად წარმოსადგენი იყო – რუსთავი2-ის ასობით თანამშრომლის თვალწინ კრებაზე ნიკა გვარამიამ გაანაწილა ამ 51%-ის მფლობელი მომავალი კომპანიის – “რუსთავი2ჩემია”-ს წილები. კომპანიის ბედნიერი ჟურნალისტები ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, ხმაურით, შეძახილებით და კმაყოფილებით ასახელებდნენ კანდიდატებს და, როგორც წესი – ერთხმად, აძლევდნენ ხმას. საბოლოოდ 40 თანამშრომელი აირჩიეს, რომელთაც 2.5%-იანი წილები ექნებათ.

პროფესიონალი იურისტებისთვის დამითმია იმის განსჯა, რამდენად მისაღები იყო ეს პროცესი, როცა სასამართლოში მიმდინარე დავის ფონზე დაყადაღებულ ქონებას ახალი მოსურნეები გამოუჩნდნენ. ან რამდენად გამართლებულია მომავალ აქციონერთა კრების პირდაპირ ეთერში ტელევიზიით ჩვენება (თანაც, როგორც აღმოჩნდა, აქციონერთა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა). ჩვეულებრივ, ასეთი რამ მხოლოდ მაშინ მგონია მისაღები, თუ ან ქონებაა ძალიან სიმბოლური, ან თუ ასეთ კრებას წინ უძღოდა სერიოზული შეხვედრები და წილებზე და წარმომადგენლებზე დეტალური მსჯელობა, რომ ჰაიჰარად მიღებული გადაწყვეტილება მერე არ გახდეს ეჭვებისა და ემოციების ჯახის საფუძველი… თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ამაზე მსჯელობა ჩემი ამოცანა არ არის.

მე უფრო ის მაინტერესებს, რა დგას ამ გადაწყვეტილებისა და საჯარო კრების უკან, რომელზეც უკვე ბევრი დაიწერა და გაცილებით მეტ განსჯას, სავარაუდოდ, მომავალში ვიხილავთ.

ყარამანიშვილებს და ნაცმოძრაობას რომ რუსთავი2-ის ჟურნალისტებისთვის გადაცემა სდომოდათ როდესმე, ამისთვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ (ნაცმოძრაობას – 12 წელი). ქველმოქმედება და სამართალი მათთვის აბსოლუტურად უცნობი ხილია. ჩემი აზრით, ეს ქველმოქმედება კი არა, მათი მორიგი “ხვრელმოქმედებაა”!

ახლა, შორიდან კი ჩანს ისე, რომ თითქოს თავისუფალი მედიის ისტორიაში მორიგი “უპრეცედენტო ამბავი” ხდება (უკვე, მინიმუმ ორგზის “გინესოსანია” რუსთავი2!), მაგრამ  ახლოდან ნახვისას ხშირად მირაჟი იფანტება და ვფიქრობ, ამ გადანაწილების ნამდვილი მიზნები შემდეგია:

1) რუსთავი2-ის ჟურნალისტებს გვარამიამ 2.5%-იანი წილების იმიტომ აუფრიალა, რომ ჟურნალისტების მისდამი ლოიალობა განამტკიცოს. (დარწმუნებული ვარ, რაღაც ეტაპზე ამ ახლადსაშობი სააქციო საზოგადოების წესდებაში მის მიერ დაფასებული იურისტების მიერ ისეთი მცირედშესამჩნევი მაგრამ ძლევამოსილი ფრაზა ჩაიწერება, რომელიც ისევე უგვირგვინო მეფედ აქცევს გვარამიას, როგორც აქამდე იყო, ლოიალობა და რწმენა კი ძალიან საჭირო იქნება მაშინ). ეს განსაკუთრებით ჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ ხალვაშისაგან განსხვავებით, დვალის და აქიმიძის მიმართ რუსთავი2-ის ჟურნალისტების ნდობა და დამოკიდებულება გაცილებით უკეთესია და, ალბათ, სწორედ დვალის და აქიმიძის შესაძლო გავლენის დასამსხვრევადაა მოფიქრებული ეს მაცდური წინადადება. მარქსის შემდეგ ხომ ცნობილია, რომ კაპიტალი სულ სხვანაირად ცვლის ადამიანის ფსიქოლოგიას… თუ ადრე გარანტირებული და მაღალხელფასიანი სამუშაო იყო მათი ოცნების მწვერვალი, აწი (ამ ორმოცს მანც) სხვა რამეც დაესიზმრებათ…

2) საზოგადოებაში შექმნას ილუზია, რომ სწორედ რუსთავი2 არის არა მარტო თავისუფალი მედიის სიმბოლო, არამედ უკვე – თავისუფალი ბიზნესის სამართლიანი მართვის პიონერიც. და, არ არის გამორიცხული, ამ “მაგალითით” სხვა დიდ ბიზნეს-კორპორაციებშიც სცადოს თანამშრომელთა “აღფრთოვანება”. ეს ცდება რუსთავი2-ის საქმეს და სააკაშვილისეული რევოლუციური აღტყინების ზვავის გამოწვევის მცდელობას ჰგავს.

3) კიდევ უფრო განამტკიცოს არასამთავრობო სექტორის, მედიაექსპერტების, აკადემიური წრეების თანადგომა რუსთავი2-ის საქმის სტრასბურგის სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის წინ, გააძლიეროს რა თეზა, რომ საზოგადოებისთვის მედიის თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე – საკუთრების უფლება.

4) რამდენადაც რუსთავი2-ის ქონება დაყადაღებულია, რა თქმა უნდა, ვერავითარი ცვლილება რეესტრში ამჟამად ვერ შევა, რაც არ უნდა დარეგისტრირდეს და როგორი თანხმობაც არ უნდა ჰქონდეთ ახალმოწილეებს ყარამანიშვილებისგან. სამაგიეროდ, ამ პროცესში (ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესს არ ვგულისხმობ) ხალვაშის მოწინააღმდეგედ დღეიდან იქნებიან არა ვირტუალურ-ინერტული ყარამანიშვილები, რომელთაც გვარამია დასანახად ვერ იტანს, და სააკაშვილიც, ალბათ, აღარ ენდობა, არამედ – უეცრად ბედისკალთადაბერტყილი 40 ჟურნალისტი (და მათ უკანმდგომი სხვა თანამშრომლებიც, მათი ოჯახებიც), ასევე – ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რუსთავ2-ის ოპოზიციურობას ნამდვილად საზოგადოებრივ სარგებლად მიიჩნევს (დაამატებ, რომ ოპოზიციურობას მეც ძალიან სასარგებლოდ მივიჩნევ!) და აქამდე თუ სააკაშვილის და გვარამიას ფაქტორი, ცოტა აეჭვებდათ, ახლა მყისიერად დაიჯერებენ, რომ რუსთავი2 უკვე ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და არაპარტიულ (!) ტელევიზიად იქცა – ასე რომ, ახლო მომავალში საპროტესტო აქციებზე ხალხთა რაოდენობა და გამომსვლელთა ჟინი, სავარაუდოდ, მოიმატებს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ეს სცენარი ნამდვილად არაორდინალურია, და ვნახოთ, როგორ განვითარდება იგი. აშკარაა, რომ ასეთ გამბედავი სცენარები და “მსხვერპლშეწირვები” რამდენადაც ეფექტურია, იმდენადვე – საკმაოდ რისკიანიც, ყველა ტალი ვერ იქნება. მე სპეციალურად არ შევჩერდები რისკების ანალიზზე – თავად იფიქრონ.  თანაც არ მინდა რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა შურიან მტრად ჩამთვალონ და თქვან – დაგვაძახაო!.. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილიც და გვარამიაც რისკიანი მოთამაშეებია და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანდასახევი (სააკაშვილს მაინც) უკვე აღარაფერი აქვთ!

P.S. ჰო, მართლა, თუ ეს პროცესი წარმატებული იქნება, თანამშრომლებზე გაცილებით მეტად მოგებული, ნიკა გვარამია რომ იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ! ხოლო, თუ ეს პროცესი კრახით დამთავრდა, გვარამია ნამდვილად 2020 წლამდე დატოვებს თავის პოსტს და დიდი შანსია, რომ საიდუმლო კონტრაქტით გარანტირებული ის 5 მილიონი დოლარი მიიღოს! ჰოდა, მაშინაც არ იქნება წაგებული, გამოდის! – როგორც პუშკინი იტყოდა – “Ай да Пушкин!”

რაც შეეხება რუსთავი2-ის ჟურნალისტებს, წარმატებებს ვუსურვებ! იმედია, იმის იმედზე არ დარჩებიან, რომ სააკაშვილი, გვარამია, ბურჯალიანი, უგულავა და სხვა ასეთი ფანტასტიურად “სამართლიანი” და “ქველმოქმედი” ადამიანები ყოველთვის მათზე ზრუნავენ და მათი ბედნიერებისათვის იღწვიან… და მინდა მხოლოდ ეს ვურჩიო, – რადგან ტელეკომპანიის თანამფლობელობის პრეტენზია გაქვთ, მეტი ჩართულობა და იურიდიული განსწავლულობა ნამდვილად არ გაწყენთ!

#რუსთავი2 #რუსთავი2ჩემია