ორი მილანელი


კალა წყალდიდობა-ჩამომჯდარი

კალა წყალდიდობა-მუშებთან

ეს კაცი ქართველია. საქართველოს მოქალაქე. საქართველოში მას ყველა იცნობს, უფრო მეტად – როგორც ლეგენდარულ ფეხბურთელს. თუმცა არანაკლებად იცნობენ მილანშიც, სადაც თავისი კარიერის უმაღლეს წერტილებს მიაღწია, სადაც გახდა იტალიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

ეს ფოტოები დღეს, 2015 წლის 14 ივნისს, თბილისისთვის შავ დილას არის გადაღებული. ამ დღეს კახა კალაძე იქ იდგა, სადაც უნდა მდგარიყო კიდეც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, თავისი ქვეყნის შვილი და დღეს უკვე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერიც – ქალაქის ცენტრში დამანგრეველი წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის გვერდით. აკეთებდა იმას, რასაც უნდა აკეთებდეს მოქალაქე, ხელისუფალი და უბრალოდ, კაცი – თავის ხალხს ეხმარებოდა…

=======

მიშა მილანში  მიშა მილანში2

ეს კაციც ქართველია. თუმცა საქართველოს მოქალაქე ფაქტიურად აღარ არის – თავისი ნებით დათმო, – სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე გაცვალა. მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, ძირითადად, – როგორც დიდ რეფორმატორს… მას საქართველოშიც კარგად ვიცნობთ, ძირითადად, როგორც მარშალ ბეტანკურს, რომელმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორც დაამთავრა, ჩვენ კი კარგად მოგვეხსენება და სხვების – არ ვიცი…

ეს ფოტოები სამი წლის და ერთი თვის წინ – 2012 წლის 14 მაისს არის გადაღებული. თბილისს მაშინაც დიდი წყალდიდობა დაატყდა და მაშინაც დაიღუპნენ ადამიანები… პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამ ამბიდან უკვე რამდენიმე საათში თვითმფრინავში ჩაჯდა და გეზი მილანისაკენ აიღო… მას იქ სანუკვარი ნივთები ელოდებოდა – მისი საყვარელი უძვირფასესი საათები! ის იმ დღეს “მილანელი” იყო… იმ დღეს პრეზიდენტი მიშა ქართველი ხალხის გვერდით არ დამდგარა… არ უნდოდა, რომ მისი სახელი ტრაგედიასთან ყოფილიყო ასოცირებული და ამ ტრაგედიაში ხალხის თანადგომას აწეწილი ნერვების მილანური შოპინგით დაწყნარება  ამჯობინა…

მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იყო დაბადებიდან პოლიტიკოსი – სამწუხაროდ, ამ სიტყვის ძალიან ცუდი, მაკიაველური გაგებით. მაგრამ იმ ავბედით დღეს იგი ხალხისგან გაქცეული იყო…

კახა კალაძე ნამდვილად არ ყოფილა დაბადებიდან პოლიტიკოსი.

საბედნიეროდ, მას ნამდვილად აქვს შანსი ახალი ტიპის პოლიტიკოსი გახდეს, რომელიც მხოლოდ ქეიფში და კონცერტზე, აღლუმზე და კარგ ამბავში არ იქნება საკუთარი ხალხის გვერდით… რომელიც მისთვის მართლაც ძვირფას მილანში საშოპინგოდ არ წავა მაშინ, როცა მის მშობლიურ ხალხს გლოვა აქვს და 12 დაღუპულის გარდა კიდევ 24 დაკარგულს ვეძებთ…

აი, ასეთი 2 მილანელი გვყავს ჩვენ, ქართველებს…

დანარჩენი თავად განსაჯეთ…


One Comment on “ორი მილანელი”

  1. Frank says:

    ასეთი სისულელეების წერა ამ მომენტში ძაან არასწორია, მარტო ლაფათკით ტალახში ჯდომა არაფერს ნიშნავს და საქმე რაც კეთდება ამ 3 წლის მანძილზე მგობი ყველა ხედავს, სუპერ თასი ტარდება თბილისში და მრცხვენია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. რუსთაველზე მისასვლელი გზაც კი არ გვაქვს ნორმალური სოფლის გზასავით არის ცენტრალური ქუჩებიც კი სხვა რო არაფერი თქვა ელემენტარულს ვამბობ..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s