ვაჰ, მედიავ, რაშიგან ხარ…


სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ მედიას აინტერესებს მხოლოდ ნეგატიური ამბები – როცა ქალებს კლავენ, როცა ლარის დევალვაცია საშიშ ტემპს კრეფს, თუ რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა აფხაზეთთან, თუ ბიუჯეტი ვერ სრულდება, თუ ინვესტიციებმა იკლო, თუ პოლიცია გვისმენს და თუ მთავრობაში ნეპოტიზმმა იმძლავრა, თუ უმცირესობებს ჩაგრავენ და ბავშვები შიმშილით იღუპებიან…

როგორც კი მდგომარეობა გამოსწორებისკენ მიდის, მედია ინტერესს კარგავს…

და პრინციპში ჟურნალისტიკას ჩვენ თავად ვუკვეთავთ ამ მუსიკას, რადგან სამწუხაროდ, [საზოგადოების დიდ ნაწილს] უფრო გვიზიდავს საშინელი ამბები, თუნდაც ერთეული და ძალიან ყვითელი… ჰოდა, ისინიც იმას კერავენ, რაც კარგად იყიდება – ზიზილ-პიპილო საზარლობებს…

მეორეს მხრივ კი ეს ნეგატივიზმი, რაღაც დოზით მაინც, ძალიანაც კარგია, რადგან მედია watchdog-ის ფუნქციას უნდა ასრულდებეს და არა – სიზმრების მინისტრისას…

სად გადის ზღვარი სწორ და მრუდე სარკეს შორის? ნამდვილად არსებულ მწვავე პრობლემასა და გაბერილ სენსაციონალიზმს შორის? მართალ და საჭირო თანაგრძნობასა და საკუთარი რეიტინგის მოსამატებლად გაფუებულ ცრუ ემოციონალიზმს შორის?

მზა რეცეპტები არ არის… გასაგებია, რომ მოსახლეობის უმეტესობას “სამი დალიე” მოწონს და უფრო ცოტას – ბახი… გასაგებია, რომ თუ მუდამ ნეგატიურ ინფორმაციას მოვისმენთ, ნიჰილიზმი დაგვახრჩობს, ხოლო თუ მუდამ გებელსურ პროპაგანდას მივირთმევთ, რეალობას ავცდებით და გადავიჩეხებით…

ერთი აშკარაა – წინა ხელისუფლება ფანტასტიურად კარგად ფლობდა მედიის გახედვნის და გაჭენების უნარ-ჩვევებს. შეადარეთ, როგორი დადებითი იყო მათი ძველი მოდელირებები, როცა თავად ფლობდნენ მედიას და ხელისუფლებას, და როგორ ნარნარად გადავიდა ნიჰილისტურ მარაზმატიკაში, როცა ხელისუფლება დაკარგეს და ცა უნდათ გააშავონ…

გამოდის, ახალი ხელისუფლება ვერ ან არ მართავს მედიას?

ჰოდა, იქნებ არც იყოს ეს ცუდი?

ანუ, პარადოქსამდე მივდივართ, რომ როცა ყველაფერს ცუდად გვაჩვენებენ, შეიძლება ეს არც ისე ცუდია, ვიდრე ის, როცა ყველაფერს კარგად გვაჩვენებენ?! იმიტომ, რომ თუ მედია გაშინებს, რომ ლარი/ეკონომიკა დაიქცევა, მაგრამ ის სინამდვილეში არ იქცევა, ეს ხომ უკეთესია, ვიდრე ის, თუ მედია გეუბნება, რომ ომს ვიგებთ და სინამდვილეში ვაგებთ და ხალხს ის ხვრეტენ საკუთარ ეზოებში, რომ ვერც კი იფიქრეს გაქცევა?

თქვენ როგორ ფიქრობთ?…

tv-crap-35

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s