მძიმე ფიქრები


ვინ იყვნენ ის დღემდე მოუხელთებელი სნაიპერები, რომლებმაც კიევში პროტესტანტები და პოლიციელები დახოცეს?

ბოლო დღეებში ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვერსიები, ვიდეოკლიპები და ანალიზები, რომელშიც ისმის ასეთი კითხვა – ნამდვილად იანუკოვიჩის მომხრეებმა დახოცეს კი მაიდანზე ათობით პროტესტანტი?

დღეს კი გავრცელდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ქეთრინ ეშტონთან (http://www.youtube.com/watch?v=ZEgJ0oo3OA8), სადაც მინისტრი უყვება ევროკომისარს კიევში ვიზიტის შესახებ და უზიარებს მაიდნის სამედიცინო სამსახურის უფროსის – ოლგა ბოგომოლეცის – ეჭვებს იმის შესახებ, რომ როგორც პროტესტანტები, ასევე პოლიციელები მოკლულნი არიან ზუსტად ერთი და იგივე ტაქტიკით და ტყვიების ანალიზიც საეჭვოს ხდის იმას, რომ ისინი შეიძლება ერთიდაიმავე სნაიპერთა ჯგუფის მსხვერპლნი იყონ!

მოდით, ასე დავსვათ კითხვა (რასაც თავად ესტონეთის მინისტრიც კითხულობს დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე – http://rus.postimees.ee/2718414/press-konferencija-urmasa-pajeta-v-svjazi-s-ego-razgovorom-s-kjetrin-jeshton-tekstovaja-transljacija) – თუ ეს სატელეფონო საუბარი მაშინვე – 26 თებერვალს მოისმინეს, რატომ გაჩნდა ჩანაწერი ქსელში სწორედ ახლა და არა ერთი კვირის წინ? დიდი შანსია, რომ მაშინ მას, ვინც ეს საუბარი ჩაწერა, არ ეგონა, რომ მისი ასე მალე გამოყენება დაჭირდებოდა. ახლა კი მოვლენები ისე ვითარდება, რომ მომსმენმა მხარემ თავისი პირვანდელი პოზიცია – “მოდი, ეს „ბომბი“ სამომავლოდ შევინახოთ!” – შეცვალა.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომელ მხარეს გადაიხარა პოლიტიკური უპირატესობა 26 თებერვლის შემდეგ, გასაგებია, რომ ჩამწერი მხარე რუსეთი ან მისი ერთგული იანუკოვიჩის სპეცსამსახურები იყო (იუთუბზე ატვირთულ ვიდეოს სწორედ ასე აწერია, რომ ჩაწერა იანუკოვიჩის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლეა!), ამიტომ ახლა გავრცელებაც (როცა რუსეთმა ყველაზე სერიოზული მოკავშირე – იანუკოვიჩი დაკარგა) ლოგიკურად სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედის.

ვერსია 1) – სნაიპერები რუსები (რუსი სპეცნაზელები) იყვნენ!
ახლა ეს ვიკითხოთ – შეეძლო თუ არა რუსეთის მხარეს დაექირავებინა სნაიპერები, რომლებიც ორივე მხარეს დახოცავდნენ ხალხს? თუ დავუშვებთ, რომ სახურავებიდან სწორედაც რომ რუსეთის სპეცნაზის წევრები ისროდნენ, არაა გამორიცხული, რომ მათ სწორედ ასეთი დავალება ჰქონდათ, როგორც ის, რომ ისინი მას “წარმატებით ასრულებდნენ”, უფრო წარმატებით და უყოყმანოდ, ვიდრე ამას უკრაინელი სპეცნაზი იზამდა… რა უნდა ყოფილიყო ამ ქმედების მიზანი? – იმის მერე, რაც დაინახა, რომ იანუკოვიჩს ქვეყნის მართვის სადავეები ხელიდან გაექცა და რომ არც ძალის გამოყენებას აპირებდა, რუსეთს, სავარაუდოდ, აწყობდა ორივე მხრიდან სისხლის დაღვრა, რაც ან იანუკოვიჩს აიძულებდა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინა, ან სრული ანარქიის პირობებში რუსეთს მისცემდა საბაბს ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით ანექსია მოეხდინდა და წესრიგის დამმყარებლად მოვლენილიყო.

ვერსია 2) – სნაიპერები მემარჯვენე ნაციონალისტები იყვნენ!
რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ მაიდნის მხარეს პრინციპულად არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ძალები, რომლებიც ასეთ საშინელ გეგმას დასახავდნენ. ის ფაქტი, რომ მრავალ ვიდეოში ისინი საკმაოდ დამიზნებით ისვრიან მოწინააღმდეგის მხარეს, ნამდვილად ართულებს ასეთი იდეალისტურ შეხედულებას. რა უნდა ყოფილიყო ამ ქმედების მიზანი? – იანუკოვიჩის ხელისუფლების ჩამოგდება და ევოლუციურიდან რევოლუციურ სცენარზე გადასვლა, სადაც უფრო ზომიერი და პროდასავლელი ლიდერების ჩანაცვლებას მოახერხებდნენ.
ასე რომ, გამოძიებაა ჩასატარებელი. მიუკერძოებელი გამოძიება!

ვერსია 3) = ვერსია 1) + ვერსია 2)დაბოლოს, როდესაც ვისმენდი ამ მემარჯვენე სექტორის “მოლოდჩიკების” განცხადებებს – რომ უკრაინა უკრაინელებისთვის უნდა იყოს და რომ ყველა დანარჩენი უნდა წავიდეს თავის სამშობლოში, სულ იმას ვფიქრობდი, თუ ვისთვის იყო პოლიტიკურად ხელსაყრელი ოპოზიციის მხრიდან: ა)მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, ბ)ხელისუფლების შენობებში შევარდნა, და გ) უკვე იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგაც კი ასეთი ქსენოფობიური განცხადებები ბი-ბი-სის ეთერში? პასუხი ლოგიკურად ერთია – რუსეთისთვის! რომელიც ამ ყველაფრის გამოყენებით საკმაო არგუმენტებს აგროვებს იმისათვის, რომ ამტკიცოს, მაიდნის მხრიდან ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი და მაიდნით მოსული ხელისუფალნი არ არიან(ნაწილობრივ მაინც) ევროპული დემოკრატიის განუხრელი მცველები!

ასე რომ მესამე ვარიანტი, რომელიც ორივე პირველს აერთიანებს ასეთია –
დიახ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რუსეთის დაგეგმილი!
დიახ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მემრაჯვენე ნაციონალისტების ნამოქმედარიც!
და
დიახ, მემარჯვენე ნაციონალისტები შეიძლება ყოფილიყვნენ რუსეთის ფსბ-ს იარაღი, ისე, რომ იქნებ თავად (მათმა უმრავლესობამ) არც იცოდა ეს! D:D:D

ის, რომ ეს ამბავი დღეს გასკდა, როცა ევროკავშირმა უკრაინისათვის 11-მილიარდიანი (ხოლო ცოტა ხნის შემდეგ 15-მილიარდიანი (!) დახმარების შესახებ განცხადება გააკეთა, იმას მაფიქრებინებს, რომ იუთუბზე პაეტის და ეშტონის საუბრის ჩანაწერი სწორედაც რომ რუსების ატვირთულია, რომელთაც დღეს ევროკავშირის ამ დახმარების მოსმენაზე „ჟიდკოსტმა გაუსხა!“🙂 არადა, თუ ნამდვილად სუფთები არიან და ასეთი სერიოზული კომპრომატი (თუ – კომპრომატული ეჭვი) ჰქონდათ, წესით მაშინვე უნდა განეთავსებინათ, ხომ?! და უშიშროების საბჭოს სხდომაზეც სულ ეს ჩანაწერი უნდა ეფრიალებინა ჩურკინს და არა – იანუკოვიჩის ძველი რიცხვით შეთხზული ლიპა წერილი… ასე რომ, ვფიქრობ, არც ისე სუფთადა ჰქონდათ (რუსებს) საქმე. მოკლედ, ჩემი აზრით ან #1 ვერსიაა სიმართლე, ან – #3!
სხვანაირად, სწორი ვერსია რომ #2 ყოფილიყო – სულ ცოტა 1 მარტს უნდა გაგვეგო ეს ამბავი!

რევოლუციის დროს იქ, სადაც არიან გმირები, მათ გვერდზე არიან ხოლმე პოლიტიკოსებიც, პროვოკატორებიც და ბანდიტებიც… გმირები უფრო ხშირად იღუპებიან (ბევრი მათგანი სწორედ მერე იქცევა გმირად!), დანარჩენები – უფრო ხშირად იმარჯვებენ…

სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი იყოს ზედმიწევნით ობიექტურად გამოძიებული…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s