უკრაინა – ტკივილი…


KIEV

ძალიან სამწუხაროა ამ საშინელი კადრების ყურება კიევიდან.
იღუპება ხალხი… ქალაქის ცენტრში ისვრიან და ცეცხლი მეფობს…
სახეზეა სულ უფრო მეტი ძალადობა, რომლის შეჩერება პოლიტიკოსებს მგონი არც სურთ, ან აღარ შეუძლიათ (იანუკოვიჩს, მაგალითად, არ სურს, აშკარად… ხოლო კლიჩკოს და ოპოზიციის სხვა ლიდერებს – არ შეუძლიათ)… დასავლეთი სრულ გაუგებრობაშია იმაზე, თუ რა შეიძლება იმოქმედონ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას არ ელოდნენ (რატომ, არ ვიცი…), პუტინი გახარებული ხელებს იფშვნეტს და ემზადება სატახტო სეფე-სიტყვისათვის, როცა (სირიის შემდეგ) კიდევ ერთხელ გამოვა მშვიდობისმქმნელის დაფნის გვირგვინით დამშვენებული და ობამას, მერკელს და სხვებს მოუწოდებს, აცალონ უკრაინელებს “მშვიდობიანი ცხოვრება”…

ჩემთვის აშკარაა, რომ იმ პირებში, ვინც სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილებს და ქვებს ესვრის, და მეტალის ხელჯოხებს ურტყამს არიან იანუკოვიჩის მხარდამჭერი პროვოკატორები. თუმცა ბევრი მაინც, ალბათ, მათაყოლილი ევროინტეგრაციის გულწრფელი მხარდამჭერებია – ძალიან ძნელია ორი თვე ყინვაში იდგე, უყურებდე ოპოზიციის უსუსურ ნაბიჯებს, ხედავდე, რომ არაფერი იცვლება, რომ პარლამენტი უკვე მიტინგების თავისუფლებასაც კრძალავს, და ამ ფონზე ლიდერების უმოქმედობამ და საკუთარი უილაჯობის განცდამ არ გიბიძგოს “ენერგიული ქმედებებისაკენ”…😦 მაგრამ ამით ისინი მშვენიერ საბაბს აძლევენ იანუკოვიჩს, რომ სისხლში ჩაახშოს ევრომაიდანი და ეს ყველაფერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯებით გაამართლოს.

თუმცა თავად იანუკოვიჩისათვის ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პოლიტიკური კარიერის დასასრულიც იქნება. არა მგონია, ასე სისხლში გასვრილი მალე ხელახლა აირჩიონ! მაგრამ პუტინი სხვას მონახავს, უფრო მორჩილს, რომელსაც დასავლეთისაკენ გახედვაც კი არ მოუვა თვალში!

ალტერნატივა მხოლოდ ქვეყნის ორად გაყოფაა. და უკრაინელებმა კარგად უნდა გაიაზრონ ამ ალტერნატივის პლიუსები და მინუსები.

ჩემთვის დღევანდელ დღეს კიდევ უფრო აშკარა ხდება, რას გადავურჩით 2003 წელსაც და 2012 წელსაც!
ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ შევარდნაძესაც, და სააკაშვილსაც (რომელთაც ეყოთ ჭკუა, ვა-ბანკზე არ წასულიყვნენ და სამოქალაქო დაპირისპირებაში ხალხის ხოცვა-ჟლეტის სეზონი არ გაეხსნათ) და დასავლეთსაც, (პირველ რიგში, ამერიკის საელჩოს) რომელმაც ჩვენს შემთხვევაში უფრო აშკარა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ხალხის არჩევნის მხარდასაჭერად… აღარაფერს ვამბობ ივანიშვილზე, აქ მგონი, განგებას უნდა ვუთხრათ მადლობა…

მაგრამ პირველ რიგში, მაინც საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ მადლობა – მთელ ხალხს, რომელმაც ყბადაღებული “ერთი ფოთლის არჩამოგდების” სტრატეგია აირჩია… დღეს სულ არ მეღიმება ამაზე…😦

მთელი გულით თანავუგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან იმსახურებს, რომ მონობაში არ ცხოვრობდეს! რომ თავისუფალი არჩევნის უფლება ჰქონდეს! რომ ასეთ ძმათამკვლელ ომში არ ჩაებას…
ვუსურვებ მათ უფრო დაფიქრებულ ნაბიჯებს, უფრო გონიერ და პატიოსან პოლიტიკოსებს, უკეთეს ბედს და ამ ძალიან მწარე გაკვეთილიდან სწორი დასკვნების გამოტანას!

ბრძოლა არ დამთავრებულა. იგი მხოლოდ იწყება!
მაგრამ ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაგრძელდეს!

😦
kiev-dead


3 Comments on “უკრაინა – ტკივილი…”

  1. anna says:

    ჩვენს ქვეყანას რამხელა საფრთხე ემუქრება თუ იქ ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა😦 მერე რუსები ჩვენზე გადმოვლენ.

    • SolomonTernaleli says:

      გეთანხმებით. თუმცა რუსები ჩვენზე გადმოსვლას მ აინც შეეცდებიან, თუ უკრაინაში ოპოზიციამ გაიმარჯვა და დროულად უნდა მოვემზადოთ. მათ შორის იმ უამრავი ცილისწამების ნეიტრალიზაციისათვის, რაც დღეს დასავლეთზე იწერება – დარწმუნებული ვარ, რუსული ფულით მსუყედ დაფინანსებული მედიასაშუალებების და პირების მიერ. დასავლურ ცივილიზაციაში არის გადაწყვეტილებები, სადაც ისინიც კი ერთიანი არ არიან და არავინ არ დაგვაძალებს, რომ ჩვენ მათი კოპირება მოვახდინოთ. ერთმორწმუნე აგრესორი და მოძალადე კი ვერ იქნება ჩემთვის სასიქადულო მხოლოდ იმიტომ, რომ პირჯვარს ჩემნაირად იწერს…

      • anna says:

        მეც მომხრე ვარ რომ რუსებს არ დავუჩოქოთ,მაგრამ განა რას გავხდებით უზარმაზარ სახელმწიფოსთან?ყველა ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირება მათთან ბრძოლას😦 ცუდად გვაქვს საქმე..ძალიან ცუდად მარა მჯერა რომ ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაღუპვას


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s