პოსტდრაკონული მოთხრობა – ზღაპრად


… ჰოდა, ბოროტი დრაკონი რომ გაეცალა წყაროსთვალს, მის მერე იმატა სოფელში გადარჩენილი მზეთუნახავი ქალიშვილების რიცხვმა… წყალი რომ მინდვრებს მიუშვეს, ხვავი და ბარაქაც გამრავლდა, ხალხს დარდი გაუქარვდა, შიში აღარ აღვიძებდათ ღამით, ღიმილმა დაამარცხა უილაჯობა და ნაღველი!.. სწავლობდნენ, შრომობდნენ, ქორწინდებოდნენ, ხეს რგავდნენ, ვაზს უვლიდნენ, ბავშვებს ზრდიდნენ, ჩვეულებრივ ჭაპანს ეწეოდნენ და ჩვეულებრივად მიდიოდნენ წუთისოფლიდან…

ერთი ეს იყო მხოლოდ დანაკლისი – ადრე, გველეშაპის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა ამ სოფელში, იღებდნენ ფილმებს, იწერებოდა რეპორტაჟები გადასანსლულ გოგონებზე და დასახიჩრებულ თუ ცეცხლით დამწვარ ვაჟკაცებზე, მთელ ქვეყანას პირზე ეკერა ამ სოფლის სახელი… ყველა ახალი ამბავი ადრე სწორედ აქედან იწყებოდა… “ახალი ამბები კეთდება აქ!” – ეწერა წყაროს წინ დადგმულ სათვალთვალო ქოხზე…

და აი, ეს ყოველკვირეული მსხვერპლშეწირვის და მარადიული თავგანწირვის ეგზოტიური “ივენთები” რომ გაქრა, სოფლის ინტერესიც დაჰკარგა მსოფლიომ… საშინელებებს მოწყურებული ტურისტებიც აღარ ჩამოდიოდნენ, აგვისტო აგვისტოს მისდევდა და ფილმი აღარ გადაუღიათ, “ეკონომისტი” და “ვაშინგტონ პოსტიც” აღარ ახსენებდნენ ამ უეცრად გამოჩვეულებრივ და წყნარ სოფელს ჰედლაინებში…

ცხოვრება გახდა მშვიდი, უპრობლემო და მოსაწყენი…

🙂


2 Comments on “პოსტდრაკონული მოთხრობა – ზღაპრად”

  1. Author says:

    ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეგ მოსაწყენი სიმშვიდე🙂
    პ.ს. სოლომონ თერნალელის ვინაობას გავიგებთ, თუ შემორჩება საიდუმლოდ ისტორიას?

  2. Lii Elgo says:

    აფერუმ, ჯგირ კოჩი!!!!🙂

    Среда, 20 ноября 2013, 10:41 UTC от “სოლომონის ფიქრები” : >SolomonTernaleli posted: “… ჰოდა, ბოროტი დრაკონი რომ გაეცალა წყაროსთვალს, მის მერე იმატა სოფელში გადარჩენილი მზეთუნახავი ქალიშვილების რიცხვმა… წყალი რომ მინდვრებს მიუშვეს, ხვავი და ბარაქაც გამრავლდა, ხალხს დარდი გაუქარვდა, შიში აღარ აღვიძებდათ ღამით, ღიმილმა დაამარცხა უილაჯობა” >


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s