მეფური გამბიტი (ფიქრები ივანიშვილის წინადადებაზე)


სამწუხაროდ, ახლა რაც წერია კონსტიტუციაში, იმის მიხედვით სააკაშვილს ყველაფერის უფლება აქვს – როცა უნდა დაითხოვს მთავრობას, დანიშნავს ერთპიროვნულად მინისტრებს, მერე თხოვს პარლამენტს ამის დამტკიცებას და თუ პარლამენტი ამაზე უარს ეტყვის 3-ჯერ, დაითხოვს პარლამენტსაც (ოღონდ ეს მხოლოდ აპრილში შეუძლია!)! თან ისე დაითხოვს, რომ დარჩება სწორედაც რომ ერთპიროვნულად დანიშნული (ერთი კაცის ხუშტურით დანიშნული!) მთავრობა, რომელიც ჩაატარებს კიდეც საპარლამენტო არჩევნებს!

მართალია, არის ერთი პატარა დაბრკოლება, მიშას ეს ორივე ერთდროულად შეუძლია გააკეთოს მხოლოდ აპრილში. ამიტომ იქცა “აპრილი” გოკა ხაჩიძის, გიორგი ვაშაძის, და სხვა ნაცმოძი აშუღების ახალ მუზად…

ივანიშვილმა 27 დეკემბერს “იმედის” არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო და უზნეო ნორმაა (რომლის არსებობას ცნობილ საკონსტიტუციო ვაი-თერძებს – ავთანდილ დემეტრაშვილს და თენგიზ შარმანაშვილს უნდა ვუმადლოდეთ) – და სთხოვა პარლამენტს, განიხილონ საკონსტიტუციო შესწორება, რომ თუ პრეზიდენტი დანიშნავს ახალ მინისტრებს, ისინი უნდა დაამტკიცოს ხალხის მიერ არჩეულმა ლეგიტიმურმა პარლამენტმა. ხოლო თუ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, მაშინ ახალ არჩევნებამდე ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის (და არა – ერთი კაცის მიერ!) დანიშნულმა ლეგიტიმურმა მთავრობამ!

მართლაც, აბსოლუტურად ალოგიკურია და უსამართლოა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი (თანაც აშკარად გაყალბების წყალობით არჩეული 2008 წელს!) ითვლებოდეს ყველაფრის ლეგიტიმაციის მიმცემად – თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი “ბეჭდების მბრძანებელია”!..

ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, ამ ცვლილებების შემთხვევებში საპარლამენტო უმრავლესობა თანახმა იქნება, რომ პრეზიდენტს ახლავე ჰქონდეს პარლამენტის დათხოვის და მინისტრთა გადაყენების უფლება, – ნუ მოიცდის აპრილამდეო!🙂

რა თქმა უნდა, არ იქნება ადვილი ამ საპარლამენტო შესწორების მიღება, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური შესწორება, რომელსაც, ვფიქრობ, დასავლელი ექსპერტებიც სამართლიანად ჩათვლიან. იმედი მაქვს, ამ ლოგიკას უმცირესობის ზოგი წევრიც დაეთანხმება და შესწორებისათვის საჭირო 98 ხმაც მოგროვდება!

თუ ეს წინადადება დამტკიცდება და კონსტიტუციის არსებული მახინჯი პარაგრაფი ჩასწორდება, მერე მიშას და ნაცმოძრაობის გიჟურ ფანტაზიებს – 6 თვეში მობრუნებაზე – ფრთები ლამაზად შეეკვეცება…

 

მოკლედ, ისეთი წინადადება გაუკეთა ბიძინამ, რომელზეც მიშა უარს ვერ იტყვის🙂

 

Viva Cohabitation!

Vava Misha…

bidzo2

Misha-st2



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s