კითხვები მოტივირებულ და ჰიპერაქცენტირებულ ჟურნალისტს


 

თავის გადაცემა “აქცენტებში” 2012 წ. 16 ნოემბერს უკვე დაუფარავად აქცენტირებულმა და მოტივირებულმა ეკა კვესიტაძე-უტიაშვილისამ ბრალი დასდო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომ მან თურმე ბაჩო ახალაიას  უწოდა „მონსტრი“ და ამით  დაარღვია უდანაშულობის პრეზუმფცია!

მინდა ვკითხო ობიექტური ჟურნალისტობის დედოფლობაზე პრეტენზიის მქონე ძვირფას ქ-ნ ეკას:

1)       ჰქონდა თუ არა მას იმის განცდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არღვევდა უდანაშუალობის პრეზუმფციას, როცა ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ დღეებში პირდაპირ ეთერში ბრალი დასდო გენერალ კობა კობალაძეს სამშობლოს ღალატში და განაცხადა, რომ ასეთები, როგორიც კობალაძეა, ადრე იყვნენ დასაჭერი და მათ აქამდეც არ უნდა ებოგინათ საქართველოში?

2)       მოუსმენია თუ არა ქ-ნ კვესიტაძეს პრეზიდენტის გამოსვლა, როცა მან 53-ე სკოლის 15 წლის მოსწავლეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უწოდა “ხულიგანი” და “კრიმინალი”? პრეზიდენტი პარლამენტში – “ხულიგანი” მოწაფის შესახებ

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/14911-prezidentma-53-e-skolidan-garickhul-mostsavles-khuligani-utsoda.html?fullComments=1

3)       იცის თუ არა თუ არა ქ-ნმა ეკა კვესიტაძემ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარღვია არა მარტო უდანაშუალობის პრეზუმფცია, არამედ უკვე სამართალაღსრულების ელემენტარულ პრინციპი, როცა კეისრის მსგავსად ერთპიროვნულად და სასამართლოს ვერდიქტის გარეშე გასცა აფრასიძეების განადგურების, და არა დაკავების ბრძანება! (რაც პირდაპირ ეთერში თავად აღიარა): – ციტატა:

“მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების ბრძანება და ამას ერთი წამითაც არ ვნანობ. ეს იყო ბანდა აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს. გამაგრებულები იყვნენ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მაღალ კოშკში და, ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან გახსნილ იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით. ეს კოშკები განადგურდა, მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება!” (ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, თბილისში სასტუმრო “რედისონის” გახსნის ცერემონიალზე თქვა).

4)      როდესმე თუ გასჩენია სურვილი, ქ-ნ ეკა კვესიტაძეს, – ეკითხა ქვეყნის კონსტიტუტიციისა და ადამიანის უფლებების გარანტისათვის, რომელიმე ზემოთაღნიშნული ფაქტის შესახებ და/ან მოეთხოვა, როგორც დღეს ითხოვს თეა წულუკიანთან დაკავშირებით – აღნიშნული უმაღლესი ხელისუფლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

5)      თუ მოუსმენია მაღალ სტანდარტებზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს  ეკა ბერიძის 2012 წ. 09 ნოემბრის გადაცემაში, რა კონტექსტში იხმარა ქ-ნმა თეამ „მონსტრი“ ბაჩანა ახალაიასთან დაკავშირებით? ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ მოუსმენია ეს ჩანაწერი, თორემ, ალბათ, ვერ ექნებოდა ის პრეტენზიები, რაც ასე ხმამამღლა განაცხადა:

http://www.youtube.com/watch?v=Fma_8zhYlSE

წულუკიანი ამბობს (25:35) – „საზოგადოების თვალში ბაჩო ახალაია არის მონსტრი“.

მე მგონი, სავსებით გასაგებია, რომ მინისტრი აქ არა თავის პოზიციას აფიქსირებს ბაჩო ახალაიას შესახებ, არამედ აცხადებს იმას, თუ, მისი აზრით, რას ფიქრობს საზოგადოება ბაჩო ახალაიაზე.

რა თქმა უნდა, შეიძლება დავა იმაზეც, საზოგადოების რამდენ %-ს სავარაუდოდ მიაჩნია ბაჩო ახალაია მონსტრად და რამდენს -თეა თუთბერიძის (და ალბათ ქ-ნი ეკას) მსგავსად – ანგელოზად, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პირველთა რაოდენობა მეორეებთან შედარებით (ციხის ბუნტის, სახალხო დამცველის და აშშ სახ. დეპარტამენტის ანგარიშების, ლაფანყურის ოპერაციის, ციხეში პატიმრების გაუპატიურების და უკვე  არსებული მრავალი ბრალდების გამო) გაცილებით მეტია. ყოველ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ თეა წულუკიანს არ უთქვამს, რომ მისი აზრით ბაჩო მონსტრია და ამდენად მის მიმართ ეკა კვესიტაძის პრეტენზია, ჩემი აზრით, უსაფუძვლოა. და საერთოდ – კარგს იზამდა ეგზომ ცნობილი ჟურნალისტი, სანამ ბრალდებებს დაარიგებდა, პირველწყაროს თუ გაეცნობდა, თორემ არცხვენს მის შემქებ ჯონ ბასსაც და ბიძინა ივანიშვილსაც.

დაბოლოს, ერთი რამ მინდა ვთქვა.

ბოლო ხანებში, მის მერე, რაც პროკურატურამ თავდაცვის და შს სამინისტროების მაღალჩინოსანთა საქმეების გამოძიება და დაკავებები დაიწყო, ქ-ნი ეკა ძალიან გაღიზიანებული ტრადიციულზე კიდევ მეტად ტენდენციური ჩანს. განსხვავებით იმ დღეებისაგან, როცა ციხეებში პატიმრების წამების გამო მოწყობილ მრავალათასიან მიტინგებზე სტუდენტების გვერდით იდგა და უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად პროსახელისუფლებო ჟურნალისტის ტრადიციულ იმიჯს “ამსხვრევდა”.

ადამიანურად მე მესმის ქ-ნ ეკასი, და მაინც, თუ ის ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მუდამ ცდილობდა გაეფანტა ის ეჭვი, რომ მის ოჯახურ მდგომარეობას მის ჟურნალისტურ მიუკერძოებლობაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლია (რაც მე ყოველთვის საეჭვოდ მიმაჩნდა გამომდინარე იმ მაღალი საფეხურიდან, რასაც მისი მეუღლე შსს იერარქიაში იკავებდა), კარგი იქნება, თუ ამას დღესაც შეეცდება, ან – თუ ვერ ახერხებს, – ამას გულახდილად აღიარებს მაინც…


3 Comments on “კითხვები მოტივირებულ და ჰიპერაქცენტირებულ ჟურნალისტს”

  1. chichi says:

    da ra shuashia? saakashvili tu cuds aketebda, culukianmac unda gaaketos? sazogadoebis carmodgenebs culukiani ra metodebit zomavs neta, an sazogadoebis carmodgenebi gamjgereblad kargia iusticiis ministri? tu kvesitadze mashin xmas tu ar igebda, exlac gasusuli unda ikos? idiotebis qvekanad vkalibdebit….. ra samcuxaroa…..

    • SolomonTernaleli says:

      გეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი არ არის საუკეთესო ფიგურა საზოგადოების აზრების გასაჟღერებლად. თუმცა, რაშიც ბრალი დასდო კვესიტაძემ წულუკიანს, – უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, – ის მას არ ჩაუდენია. “მონსტრი” არის შეფასება და არა კონკრეტულ დანაშაულზე მითითება. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვეოდა, თუ ვინმე იტყოდა – “ბაჩო ახალაია არის მკვლელი”, ან – “…არის მწამებელი”. რადგან “მკვლელობა” და “წამება” იურიდიული ნორმებია და ასეთ დანაშაულში ბრალდება უნდა იქნას დამტკიცებული. “მონსტრობა” არ არის იურიდიულად კვალიფიცირებული დანაშაული და მე რომ ვთქვა კიდეც – რომ ბაჩო ახალაია არის მონსტრი, ეს არ იქნება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ხოლო წულუკიანს ესეც კი არ უთქვამს, – განაცხადა – საზოგადოების თვალში მონსტრიაო…
      რაც შეეხება სააკაშვილის სამივე ეპიზოდს, იქ სახეზეა უდანაშაულობის პრეზუმფციის ძალიან უხეში დარღვევა, თანაც საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების გარანტის მხრიდან! მან თქვა, რომ ალექსიძე არის ხულიგანი (ხულიგნობა არის იურიდიული ნორმა, რომელზეც არსებობს სათანადო სასაჯელი და ამდენად სააკაშვილმა ბრალი დასდო, თანაც 15 წლის მოზარდს (!!!), რომ იგი არის ხულიგანი. მეორე შემთხვევაში, მან, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე (!) დამნაშავედ შერაცხა ომის გმირი გენერალი კობა კობალაძე, და ისიც კი თქვა – აქამდეც დასაჭერი იყოო, რითაც, როგორც ხელისუფლების უმაღლესმა პირმა, აშკარა ზეწოლა მოახდინა სასამართლოზე. ხოლო მესამე – საერთოდ, წარმოუდგენელ შემთხვევაში – მან ერთპიროვნულად გასცა არა ადამიანის, არამედ რამდენიმე ადამიანის განადგურების ბრძანება, ისეთი საშუალებების გამოყენებით, რაც ძალიან ბევრ ირგვლივ მყოფი უეჭველად უდანაშაულო ადამიანის დაზიანების რისკს შეიცავდა, და თან ისე, რომ განადგურების ბრძანებაში სამიზნე პირები ეჭვმიტანილებიდაც არ ჰყავდა ცნობილი სასამართლოს…რომელთაც ბრალიც კი არ ჰქონდათ წაყენებული! არაფერს ვამბობ ბრალის დამტკიცებაზე. თან ეს განცხადება სააკაშვილმა გააკეთა მის შემდეგ, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაციის დროს მინიმუმ ერთი ეჭვმიტანილი იქნა ლიკვიდირებული არა საბრძოლო შეტაკების დროს, არამედ – იქნა ტყვედ აყვანილი და დახვრეტილი!! მხოლოდ ამ ერთი ეპიზოდისათვის პრეზიდენტი (და იურისტი!) სააკაშვილი, ჩემი აზრით, იმსახურებს, რომ ჰააგის ტრიბუნალმა იგი უმძიმესი დანაშაულში ეჭვმიტანილად ჩათვალოს და მისი საქმე განიხილოს.

    • SolomonTernaleli says:

      P.S. რაც შეეხება კვესიტაძის გამართლების თქვენეულ მცდელობას, იგი ისეთივე უსუსურია, როგორც თავად კვესიტაძის მარადიული სურვილი, რომ არაფერი თქვას წარსულზე და ილაპარაკოს მხოლოდ დღევანდელ გადაცდომებზე! სუფთა ფურცლიდან სურს, რომ დაიწყოს ცხოვრება, რაც მის მიერ ჩადენილ დანაშაულს (საბედნიეროდ – არა სისხლის სამართლის კომეპტენციისას, არამედ – ეთიკური რანგის) აშკარას ხდის. ჟურნალისტი კვესიტაძე, რომელსაც არ აწუხებდა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებანი, რადგან სააკაშვილის რეჟიმის დროს იგი და მისი ხელისუფალი მეუღლე თავს სამოთხეში გრძნობდნენ, ძალიან მძიმე “ბაგაჟის” პატრონია, რომ ვინმეს მორალი უკითხოს! და ეს ბაგაჟი ჩვენს მიერ მანამ ვერაფრით იქნება დავიწყებული, სანამ მას თავის ურნალისტური წარსულზე ბოდიში არ მოუხდია და მიზეზები არ აუხსნია… მე მგონი, ეს დროც მოვა და შემდეგ, მე პირადად, ძალიანაც მხარს დავუჭერ ეკა კვესიტაძის, როგორც ნიჭიერი ადამიანის მცდელობებს, რომ სამართლიან და ეთიკურ ჟურნალისტიკას ემსახუროს…
      P.P.S ქართულად თუ დაწერთ, ძალიან დაგვავალებთ ყველას.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s