მარიამობის ენვერიადა – “აგვისტოს 5 დღე”-2, როგორც მოდელირებული ფარსი
Posted: 2012/08/29 Filed under: ინტერმეცცო | Tags: არჩევნები, განმუხური, ლაფანყურის ოპერაცია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, საარჩევნო გარემო, სპექტაკლი, ქართული ოცნება, ხურჩა %(count)s კომენტარიAnd the Oscar for the Most Absurd Blokbaster nomination goes to… Mikhail Saakashvili!
საქართველოს ერთიანი ნაცმოძური პოლიტბიურო იუწყება, რომ 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, როცა მთელი ქართველი ხალხი თავის წილხვედრ ღვთისმშობელს მისი წილხვედრი ქვეყნის გადარჩენას, აყვავებას და დიადი ნაცმოძური პარტიის მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ შემდგომ გამდგრადებას და მეტ სარგებელს ევედრებოდა, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა, გარედან ადრე თვალებში ჩახედილი მოღალატე პუწინის, და შიგნიდან – ადრე ნდობით აღჭურვილი მილიარდერის ქურქში გახვეული ოლიგარქის ბორის ივანიშვილის, – თამადობით ისევ ვერაგად შემოუტიეს ჩამოუშლელ ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის სიმბოლოს – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – მსხ (მეტი სარგებელი ხალხს!)!
სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოს მმართველმა და ბრძენმა ძალამ კიდევ უფრო განამტკიცა ქვეყნის დემოკრატიული იმიჯი, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა დადებულიყო ერთიანი ნაცმოძების დეპუტატთა კანდიდატების ყოვლისწამლეკი სია, სწორედ მაშინ, როდესაც უნდა ჩატარებულიყო ჰაერიდან ავია და კოსმოსური დაკვირვება 11 ქართულ ქალაქში ნაცმოძური მობილიზაციის აღლუმზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო აუდიტის სამსახურმა ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შემავსებლის და ერის ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ერის უპირველესი სატრაპის სტატუსი მიიღო, სწორედ მაშინ, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიაგნო თავის ყველაზე განმაცვიფრებელ სტატუსს – მსხ-ს, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა ახალი ნავსაყუდელი დაიდო ერის სინდისის დასაყუდებლად, და როდესაც საქართველოში უნდა ჩამოსულიყო მეათმემილიონე ტურისტი ვგკ ვვს (ვარდს გაეფურჩქნა კოკორი – ვინმე ვლადიმერ სოკორი), ქვეყნის მტრებმა მოსალოდნელად მოულოდნელი ლახვარი ჩასცეს ჩვენს დემოკრატიას!
მაგრამ – ნურას უკაცრავად!
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: ბორის ივანიშვილთან დაახლოებულმა პირებმა: ხარება მ.-მ, გოგია უ.-მ, ბეემვე ხ-მ, კოჭოია ჭ.-მ და კლარა ყ.-მ გაითამაშეს საკუთარი გატაცების ინსცენირება. ეჭვი რომ არავის შეპარვოდა, ისინი გავიდნენ კახეთის ტყეებში და საეჭვოდ დიდხანს დუმდნენ. შემდეგ მათ განახორციელეს თვითგაკოჭვა (გაზპრომის აგენტის, ცნობილი ინგლისელი ილუზიონისტის დევიდ კოპერფილდის მეთოდიკით) და მოახდინეს თავისი ადგილსამყოფელის ესემესირება შსს ოპერატიული მუშაკის, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ენვერ ქიბროწ…-ლის მობილურზე. გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ გაეტყუებინათ ქვეყნის ყველა ქვეითთა ბრიგადები, სატანკო-მოტორიზებული კოლონები და არტილერია ლოპოტას ხეობაში, გაეშიშვლებინათ ქვეყნის ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები და მიეცათ გავეშებული მტრისათვის ქვეყნის ჯერგადაუცემელი ტერიტორიების დაპყრობის ფაქტობრივი შანსი!
მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ – ნურას უკაცრავად!
ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურმა ლიდერშიფმა და ერის უცვლელმა მესაჭემ (დღეგრძელი იყოს დიდი პრაპორშჩიკი!) მყისვე გაშიფრეს მტრის ვერაგული გეგმები და კოვზი ნაცარში ჩაუგდეს (მსხ!)
კახეთის სოფელ ლაფანყურაში იქნა შეყვანილი საპოლიციო ნაწილები ქვეყნის აწმთავარი პოლიციელის და ადრე – თავდაცვის მინისტრის, სწორუპოვარი ახალაიას ხაზის არქიტექტორის, ქვეყნის ახალი ხერხემლის – ბაჩანა როლანდოვიჩ ახალაიას მენეჯმენტით! პოლიციური, საციხო, უფლებადამცავი, სადისტური და თავდაცვითი უნარ-ჩვევების უზადო პროპორციამ განაპირობა ჩამოუშლელი ტაქტიკა – მტრის პიკაპური დევნის და მოწინააღმდეგეზე წერტილოვან-დეფისური საავიაციო დარტყმების კომბინირებით. ტანკების ნაცვლად შეყვანილი იქნა მფრინავი ტანკები, რომლებიც აუწერელ ზარალს აყენებენ ლაფანყურაში გამაგრებულ სადივერსიო ნინძიათა რაზმეულს და მტრისგან იცავენ ლოპოტის დამსვენებლებს – თან ისე აკეთებენ ამას, რომ ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ სპეცნაზელებს არ ავიწყდებათ ღიმილით ნომერში საუზმედ მიართვან ნანატრი ბეკონი და ორანჯჯუსი! რაზეც ტურისტების ასევე ღიმილიან გაგებას იმსახურებენ ხურდაში (მსტ! – მეტი სარგებელი ტურისტებს!)
ამავდროულად კახეთის კუდი, სოდი, მოდი, წადი და ჩფწ („ჩემს ფეხებს წავალ!“) დანაყოფები ატარებენ საძიებო-ოპერატიულ-ენისგამხსნელ-აღიარებაამოგლეჯვით სამუშაოებს ზემოთ დასახელებულ დაკავებულებთან, რამაც უკვე გამოიღო ნაყოფი – უკვე 2-მა პირმა აღიარა ის, რაც ისედაც ვიცოდით – რომ მთელი ოპერაციის დაგეგმვა, დაფინანსება და იდეოლოგიურ-ლობისტური მხარდაჭერა განხორციელდა ბორის ივანიშვილის მიერ და მისი პოლიტიკური ალიანსის ადამიანური რესურსების გამოყენებით! ამასვე ემსახურებოდა ბერა ივანიშვილის კონცერტები, სადაც მაყურებელს ჩუმად დაურიგებდნენ პარაშუტებს, რომლებიც გაშლის შემდეგ სატელიტურ თეფშებად გადაიქცეოდნენ (პარაშუტულ-თეფშური მოსყიდვის მერამდენე მცდელობა!)
საქართველოს უშიშროების საბჭოს და მისი ქორების მიერ განხორციელდა ოპერატიული გეგმა ენვერი-DDD გეგმის ამოქმედება:
- საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს მიეცა დავალება ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით მოახდინონ მტრის დისკრედიტაცია
- სტუდენტ გვარამიას მიეცა დავალება სასწრაფოდ დაასრულოს მუშაობა სცენარზე „ოქტომბრიდან – ოქტომბრამდე“
- საქართველოს უდიდეს ალპინისტ პარლამენტარს მიეცა დავალება შეავსოს სალუსტრაციო ცხრილი წინასწარ შეთანხმებული კანდიდატურებით
- ბატონ გიგა ნასარიძის ორგანიზაციას მიეცა დავალება საკუთარი და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყოველ 10 მეტრში ჩაასონ პალოები „საქართველო არ იყიდება!“, გარდა შემდეგი ობიექტების ტერიტორიებისა: „ენგურჰესი“, „თელასი“, „მადნეული“, „თბილისის წყალი“, თბილისის რკინიგზა და საქართველოს კანცელარია.
- დაინიშნოს სამარშრუტო ხაზები ლაფანყური-გორის ჰოსპიტალი, რომელზეც მარშრუტირება განახორციელონ სასწრაფო დახმარების მიკროავტობუსებმა ჩართული სირენებით და ბანერებით – „მსხ!“ „#5“ „მსხ!“. ფანჯრებზე განთავსდეს სისხლიანი ხელების ანაბეჭდები! აღნიშნული ტრანსპორტით რეგიონიდან სასწრაფოდ გამოყვანილ იქნას 105 წელზე მეტი ხნის ნებისმიერი ქალბატონი და ჩატარდეს მათი გინეკოლოგიური ექსპერტიზა საჭირო მტკიცებულებების მისაღებად.
- ქვეყნის ყველა სამხედრო და არასამხედრო ჰოსპიტლის სახურავზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში სამდეიცინო თუ არასამედიცინო ვერტმფრენების აფრენა თუ დაფრენა, იქედან შავ ნაჭერში გახვეული პარალელეპიპედის ფორმის საგნების გატანა-შემოტანით. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს ჩვეულებრივი და გამართული – „მიმართეთ პრეს-ცენტრს!“
- მოხდეს საპრეზიდენტო სასახლიდან ცხრა დაბურულმინებიანი ლიმუზინის ერთდროული გამოსვლა და ქვეყნის ცხრა კუთხეში გადანაწილება მტრის კვალის დასაბნევად.
- მოხდეს მეტეოსამსახურის სრული და საყოველთაო მობილიზაცია მოღრუბლული ცის უზრუნველსაყოფად.
- მომზადდეს ჯაჭვი საქართველო იმ 11 ქალაქში, სადაც უნდა ჩატარებულიყო საარჩევნო დემონსტრაციები. საქართველოს მთელს ტერიტორიას გადაეფაროს თალხი ზეწარი, რომლის შეკერვა დაევალოს ლაურა ღაჭავას გაკოტრებულ ფირმას.
- მომზადდეს ნიადაგი საარჩევნო დამკვირვებლების სასწრაფო იძულებითი ევაკუაციისათვის. ვინც უარს განაცხადებს, ხელი მოაწერინონ განცხადებაზე, რომ შედეგებზე თავად იღებს პასუხისმგებლობას და რომ გადასვენების ხარჯების დაფარვაზე პრეტენზია არ გააჩნია!
- გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა
- პრეზიდენტი გადადგეს გენერალსიმუსად და მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოვდეს ყველასათვის. საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს პლასტიკური ოპერაცია ყველაფრის შეცვლით (მგზნებარების გარდა!).
- არჩევნები გადატანილ იქნას…
სადღეისოდ მთელი საერთაშორისო მედია მხარს უჭერს საქართველოს მარადჩამოუშლელი გმირული მთავრობის თავგანწირულ ბრძოლას ურიცხვი და გათავხედებული მტრის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პოლკოვნიკმა მაკკეინმა უკვე გამოთქვა სურვილი უხელმძღვანელოს მოიერიშეთა ავიარაზმს.
ჩვენთან არს კალისტრატე!
————————————————–
ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს.
საქართველოს მთავრობა იქცა მსოფლიო მასშტაბის კლოუნად, რომელიც კოლუნადაში ისეთ საშიშ სათამაშოებს იყენებს, როგორიცაა ვერტმფრენები, ბომბები, და სამხედრო ძალა… და ნამდვილ ადამიანებს აკისრებს ჭანჭიკების და სათამაშო სამიზნეების როლს… დააკვირდით, ნაციონალური არხები ჯერჯერობით არ აქტიურობენ ამ ყველაფრის გაშუქებაში. მათ უნდათ ჯერ პანიკა დათესონ და მერე პანიკით მოცული ხალხი ანახონ საქართველოსაც და მსოფლიოსაც!.. ძალიან დიდია ფსონი… ძალიან ბევრს კარგავდნენ აქამდე, ხოლო ახლა, თუ მათ თამაშს არ ავყვებით და მსოფლიო კიდევ ერტხელ დაინახავს რა მასშტაბის “ორსონ უელსთან” აქვს საქმე, ბევრს კი არა, ყველაფერს დაკარგავს, ვინძლო პლასტიკურმა ოპერაციამაც აღარ უშველოს! ამიტომაა, რომ მათ სპექტაკლში ჩაბმული სტატისტებიც ძალიან ნერვიულობენ და სახეებს მალავენ! იციან, რომ გიჟის პროვოკაციაში მონაწილეობა ძალიან სახიფათოა, იმის გარანტიაც არ გაქვს, რომ გადარჩები და არ გაგასაღებენ, როგორც თანამზრახველს, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცის და არც იმის, თავს სხვისი სიგიჟით გაიმართლებ – ხომ გეტყვიან, კი მაგრამ შენც გიჟი ხომ არ იყავიო?!
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აქამდე მკაცრ იზოლაციაში ჰყავთ ის პირები, რომელთა “განსათავისუფლებლად” დაიწყო ვითომ ეს გიგანტური სპეცოპერაცია! მათ არავისთან არ აკონტაქტებენ! სავარაუდოდ, მათზე ზეწოლა მიდის, რომ რაღაც მაკომპრომეტირებელი მასალა მოიპოვონ “ქართული ოცნების” ლიდერებზე. ასევე უცნაურია, რომ არ გვაჩვენებენ დაჭრილებს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ სადღაც მიიყვანეს დაჭრილები, მაგრამ ექიმები ამის შესახებ ჟურნალისტებისგან იგებენ… ხურჩის დროსაც “დაიჭრა: ერთი ქალი, რომელიც კვნესოდა და მეგრულად იძახდა, რა ვიცოდი, თუ მართლა დავიჭრებოდი, რატომ არაფერი მითხარითო! 🙂
მართალი გითხრათ, რაღაც მსგავს მოდელირებას ველოდი, თუმცა არა ასე მასშტაბურს, და თანაც – უფრო ზუგდიდთან. არაა გამორიცხული, ეს გენერალური რეპეტიცია აღმოჩნდეს და მთავარი სპექტაკლი მაინც სამეგრელოში დადგან. განმუხური და ხურჩა ძალიან კარგად “გამოუვიდათ”…
განმუხური… ხურჩა… ლაფანყურა… „7 ნოემბრის გადატრიალების მცდელობა“… პატარკაციშვილის „შეთქმულება“… „მუხროვანის ბუნტი“… “მოდელირებული ქრონიკა”… კოჭოიები… ენვერები… ბომბებიანი ტუშონკები… „იმედის“ განადგურების მცდელობები… ამერიკის საელჩოს აფეთქებები… კოჭოიები… კოჭოიები… რამპა… ცუმპა… რამპა…
ნუთუ განვითარებული მსოფლიო ახლაც ვერ ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი სულ სხვა „თეატრშია“?
კაც(ებ)ის მონაცემი: მიხეილ სააკაშვილის ფილოსოფიური კრედო
Posted: 2012/08/26 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ვაჟა, ვაჟაობა, ვეფხისტყაოსანი, მიხეილ სააკაშვილი, მოცემული ქვეყანა, ნაცმოძრაობა, ღმერთი, შოთა რუსთაველი 2 Commentsმიხეილ სააკაშვილმა თავისი ფილოსოფიური კრედო გაგვიმხილა.
ეს შემთხვევით მოხდა.
ეს მოხდა ახალციხეში.
ეს მოხდა ახალ ციხეში.
და ამას შოთა რუსთაველს უნდა ვუმადლოდეთ.
———————————————————————
შევეცდები, ბევრი არ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა ამ ბოლო თვის განმავლობაში. რომ მიხეილ სააკაშვილმა არ იცის ქართული პოეზია. ჩემი აზრით, მან ზოგადად არც პოეზია იცის და არც პროზა. მან არ იცის არც ქართული პროზა და პოეზია, და არც რომელიმე სხვა ეროვნული – მაგალითად, მისი სათაყვანებელი სინგაპურის პროზა-პოეზიაც… ან – გაცილებით უფრო დასაფასებელი და მდიდარი, და დედამისის სათაყვანებელი, თურქული ლიტერატურა… რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის საძულველ და მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს რუსულ ლიტერატურაზე…
არ არის მიხეილ სააკაშვილი ის კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა! ზომიერადაც კი არ მოსწონდა, ძლიერ სიყვარულზე რომ აღარაფერი ვთქვათ! არც არასდროს შეიყვარებს. და ამით, მართალი გითხრათ, არც ლიტერატურა წააგებს! რადგან მე, პირადად, მეწყინებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილი გურამ დოჩანაშვილის გმირებიდან მარშალ ბეტანკურის ან პოლკოვნიკ სეზარის გარდა, რომელიც სხვა გმირის თვისებებითაც იქნებოდა კაზმული.
ასე რომ, ამ საკითხს – „მიშა და ლიტერატურის ცოდნა“ – დავუტოვებ ჩემთვის უაღრესად პატივსაცემ იმ პროფესიონალებს – ვასილ მაღლაფერიძეს, დავით მაღრაძეს და ზაზა შათირიშვილს, რომლებმაც ამ თემაზე თავისი ნიჭის ბრწყინვალე გაელვებით ქართველ ერს გული მოუოხეს და სიხარულის კურცხლი ადინეს! ბრავო, ბატონებო!
ხოლო მე ახალციხეში მიხეილ სააკაშვილის ფენომენალური გამოსვლის სხვა ასპექტზე მინდა შევჩერდე, რომელიც ასევე ლიტერატურას, კერძოდ, – ქართულ ლიტერატურას, კერძოდ, ქართული ლიტერატურის შეუდარებელ საგანძურს – შოთა რუსთაველის პოემას „ვეფხისტყაოსანს“ ეხება. (ის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ პოემაა და არა ლექსი, ამაზე, ზოგიერთი უნიკუმის გარდა, იმედია, შევთანხმდებით).
და კერძოდ, ეხება, „ვეფხისტყაოსნის“ შესავალს.
ცნობილია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი და ეპილოგი სერიოზულ ფილოსოფიურ დატვირთვას ატარებს, სადაც ავტორი ცდილობს თავისი ფილოსოფიური შეხედულება გაგვიზიაროს სამყაროზე, ღმერთზე, ადამიანზე და ადამიანის სიცოცხლის არსზე.
მიხეილ სააკაშვილმა, მის ცნობილ გამოსვლაში, მრავალი ექსპერტის აზრით, დაუშვა უამრავი შეცდომა და დაამტკიცა, რომ ის „ვეფხისტყაოსნის“ აზრზე არ არის – ციტირებისას როსტევანის სახელის შემდეგ შეჩერდა… „ლაშქარ-მრავალის“ ნაცვლად იხმარა „უხვლაშქრიანი“ (რაც, ჩემი აზრით, რითმის სისწორის დაცვით რუსთაველის შესწორების არცთუ ყველაზე ცუდი მცდელობა იყო) და „მრავალ-ლაშქრიანი“ (ამის მოწონება კი ნაღდად მიჭირს…), და სხვა… მაგრამ იყო კიდევ ერთი ჩანაცვლებაც, რაშიც კატეგორიულად არ დავეთანხმები არცერთ ფილოლოგს, რომ მიხეილ სააკაშვილმა აქაც არასწორი ციტირება მოახდინა, ანუ – უმეცრებით შეეშალა.
ეს სტროფი მინდა აუდიტორიამ თავად მოისმინოს, რადგან ჩემი მთელი სტატია სწორედ ამ სტროფის, – უფრო სწორად, სტრიქონის – მიშასეულ ინტერპრეტაციას ეყრდნობა.
ეჭვი რომ არავის შეეპაროს, სწორედ იმ მედია-წყაროს ვიყენებ მაგალითად (ტელეკომპანია „იმედს“), რომლის პრეზიდენტისადმი ერთგულება (2008 წლიდან) მართლაც რომ საარაკოა:
http://www.youtube.com/watch?v=dHvvSv23Z24&feature=related
რუსთაველის ვერსიაში ჩვენ ვკითხულობთ:
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა.
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა.“
სააკაშვილმა ამ სტროფის მესამე სტრიქონი თავიდან ისევე წაიკითხა, როგორც შოთას უწერია. მაგრამ შემდეგ განსხვავებული ვერსია მოგვაწოდა.
მან, გარკვეული შეყოვნების შემდეგ, რუსთაველი გადააკეთა (sic!) და ასე მოჰყვა ესე ამბავი:
„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა…“
(პაუზა)
„ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა!“
ბევრმა ექსპერტმა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დისონანსი პრეზიდენტს შეცდომად ჩაუთვალა! მე კი, სრული კატეგორიულობით მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო შეცდომა! ეს იყო შეგნებული ცვლილება, იმ ფილოსოფიური კრედოს ამოტრიალება, რაშიც მაგარი პრეზიდენტი მაგარ მელექსეს არ ეთანხმება!!!
რუსთველის აზრით, ქვეყანა ღმერთმა შექმნა და მერე ჩვენ – კაცთა – მოგვცა!
სააკაშვილი არ იზიარებს ამ მსოფლმხედველობას და ამბობს (ბევრი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რაც მან გაბედა, მაგრამ მას ამის საფუძველს მას საკუთარი ისტორიული გამოცდილება აძლევს!):
„ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა!“
ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიცით, მიდის თუ არა სააკაშვილი ისე შორს, რომ სამყაროს შექმნასაც კაცის მოქმედების შედეგად განიხილავს, და უპირისპირდება თუ არა იგი ამით არა მარტო შოთა რუსთაველს, და ზოგადად – ნებისმიერ რელიგიას, არამედ – დარვინსაც (მე შენ გეტყვი და, გაუჭირდება!!!)… ამას იგი მომავალში გვეტყვის. სავარაუდოდ, გორის ციხის გახსნაზე, ან – გელათის გადაშუშვაზე… არაა გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილი არც წავიდეს კოსმოლოგიაში ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებებზე და იმ შუალედური ვარიანტით შემოიფარგლოს, რაც დღეს სახეზეა. დავუშვათ, მართლაც იყო ვიღაც ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა თავისი ძლიერი ძალით, ან – ეს იყო ზეახალის აფეთქება, გალაქტიკის შეკუმშვა-გაფართოება, მარსელები ან ალფა-კენტავრის მაცხოვრებლები, რომლებიც თეფშით ან ჩაიდნით ჩამოფრინდნენ… ამ საკითხში, – სამყაროს შექმნის რეალური სურათის ახსნაში – მიხეილ სააკაშვილი (არჩევნებამდე მაინც) თავს იკავებს…
მაგრამ მან ერთხელ და სამუდამოდ, მკაცრად და უეჭველად განაცხადა, რომ უკვეშექმნილ სამყაროში ქვეყანა კაცმა მოგვცა!
ჩემი ვარაუდის სისწორეში რომ დარწმუნდეთ, კიდევ ერთხელ მოუსმინეთ კაცკურთხეულ პრეზიდენტს და დააკვირდით, – მის მიერ რუსთველის ინტერპრეტაციის შეცვლილ ვარიანტში ჩემი ჰიპოთეზის გრამატიკული მტკიცებულებაც არის – მძიმეები აღარ ფიგურირებს! „შეცდომა“ რომ მოსვლოდა, ჯერ ერთი თავიდანვე მოუვიდოდა ალბათ, და არა გამეორებისას! და, თანაც, რიტმიკა ასეთი იქნებოდა:
„ჩვენ, (პაუზა) კაცმა, (პაუზა) მოგვცა ქვეყანა“
ხოლო მიშა ასე იმეორებს:
„ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა“!!! ყოველგვარი პაუზების, მიკიბ-მოკიბვების და ყოყმანის გარეშე!
————————————————————-
ეხლა მე მოგიყვებით ჩემეულ ინტერპრეტაციას, ეს ყველაფერი როგორ მოხდა:
მიხეილ სააკაშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ ეს სტრიქონები (სავარაუდოდ, საერთოდ, „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი, ან სულაც – „ვეფხისტყაოსანი“, როგორც მაგარი ლექსი) – იმ დღეს პირველად წაიკითხა!!
ამაში არაფერი გასაკვირი არაა – სხვა პოლიტიკოსები წინასწარ კითხულობენ ციტატებს და იზუთხავენ, რომ მერე არ შეეშალოთ. მიხეილ სააკაშვილი კი, თავისი უბადლო მეხსიერების წყალობით (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ადრე. და ამას სააკაშვილის ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი – ქ-ნი თინა ხიდაშელიც ადასტურებს!) ასეთ წინასწარ ზუთხვას არ საჭიროებს (ან – ადრე მაინც არ საჭიროებდა)… ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მას „ვეფხისტყაოსნის“ საციტირებელი სტროფები წინასწარ არ წაეკითხა?! – არ ჭირდებოდა, ბატონებო, კაცს! – მთელი 45 წელია, არ დასჭირვებია ეს სტრიქონები, ეს ლექსი – არ ჭირდებოდა, ისე იცხოვრა და იღვაწა! ისე ააშენა მსოფლიოში ალექსანდრიის შუქურაზე უფრო ცნობილი „დემოკრატიის შუქურა“! და მაინცდამაინც ახლა რატომ წაიკითხავდა, მე თქვენ გეკითხებით?!
———————————————————
ახლა, მოდით ერთად დავფიქრდეთ იმაზე, რა ხდება, როცა უცნობ ნაწარმოებს ან სტროფებს კითხულობ?
როგორც წესი, ბევრ სიახლეს აღმოაჩენ! და გაოცდები!
და თუკი საქმე ისეთ მაგარ ნაწარმოებს ეხება, როგორიც ხსენებული ლექსია, რომლის შესახებ ხშირად შენს ირგვლივ მყოფი ხალხისაგან (ადრე – დავუშვათ, ლევან ბერძენიშვილისგან, ახლა – დავუშვათ, ნუგზარ წილაურისაგან) გაგიგია… მაგალითად, გაგიგონია, რომ ეს რაღაც ფენომენალური ღირებულების შედევრია და ა.შ… მაშინ ეს გაოცება შეიძლება იყოს ორგვარი – პოზიტიური – „აუუ, მართლა რა მაგარი ყოფილა, ტოო?!“ ან ნეგატიური – „ეუჰჰ, ეს რა სისულელე დაურეხვებია? ამაზე გიჟდება ყველა? ესაა პიკასოს ბიჭი?!“
აი, სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე რაბათის ციხის ისტორიულ გახსნაზე!
მოვიდა კაცი (და რა კაცი! როგორ ლომივით ხტუნვა-ხტუნვით შემოიჭრა სცენაზე სისხლისფერი პერანგის ამაყი ფრიალით!)!.. გაშალა ის ფურცლები, სადაც ვიღაც სპიჩრაიტერის მიერ დაწერილი უცნობი ტექსტი (ძირითადად, – ციტატები, ეწერა… თორე, აბა რუსეთის ხსენებას და მუმიების წყევლას რათ უნდა დაწერა და დამახსოვრება, ეს ხომ „მამაო ჩვენოსავით“ აქვს ქვეცნობიერში გადასული)… დაიწყო კითხვა და…
… და უცებ რას ხედავს – ეს ახალციხელი რუსთაველი იძახის – „ჩვენო ქვეყანა ღმერთმა მოგვცაო!“
– წარმოგიდგენიათ?
არადა, 2 წუთის წინ რომ აქე და ადიდე – „მაგარი მელექსე იყოვო“, როგორია ახლა საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა?.. თუ თვითმფრინავის ხმაც არ ისმის, მითუმეტეს!
მაგრამ მართლაც მაგარი მაშინაა ეს ხალხი (ნაცმოძელ პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი), რომ ნებისმიერი ავტორიტეტის ფეხებზე დაკიდება უნდა შეეძლოს! (ამას ხომ ნიკა რურუა vs. Riccardo Migliori-ც ცხადყოფს!)
და მიხეილ სააკაშვილი, როგორც სიბრძნის კიდობანი და მთელი ერის სახელით მოლაპარაკე ბეტონის ცნობიერების მქონე უდიდესი შეუვალი პოლიტიკოსი უცებ, ერთი ხელის მოქნევით, ჭრის ამ გორდეის კვანძს და გვეუბნება:
– ჩემო ძვირფასებო, ამას იქეთ იცოდეთ, რომ ქვეყანა ჩვენ, ღმერთმა კი არა, კაცმა მოგვცა!
როგორც ერთი სერიალის პოპულარული გმირი ამბობს – „მორჩა და გათავდა!“
ქვემოთ მე შევეცდები, შეგახსენოთ ის პერსონალური გამოცდილება, რამაც მიხეილ სააკაშვილს უფლება მისცა, რომ 9 საუკუნის განმავლობაში გაბატონებული აზრი მომენტალურად შეეცვალა, ანუ, რას ეყრდნობოდა იგი, როცა რაბათის ციხის გალავნიდან ისეთივე თავდაჯერებული იყო, როგორც მოსე სინას მთიდან დაბრუნებისას, ან იესო – ნეტარების ბორცვიდან ქადაგებისას.
————————————————————————————————
მიხეილ სააკაშვილმა თქვა – „ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა!“
პირველ რიგში, ალბათ გასარკვევია არა ის, ვინ იყო ის კაცი, არამედ ის, ვინ იგულისხმება პირველი პირის მრავლობით ნაცვალსახელში „ჩვენ“.
მიხეილ სააკაშვილი რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა იყოს (ერთ-ერთი მაინც), გასაგები აქსიომა იქნებოდა, რომ „ჩვენ“=“ხალხს“.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნაცმოძური რექსუბლიკის დაფუძნებელი მამაა და გასაგები მიზეზების გამო მისი „ჩვენ“ არასდროს არ უდრის ზოგადად „ხალხს“.
საკაშვილისთვის „ჩვენ“=“ჩვენს ხალხს“ !!!
ჩემს ერთ-ერთ წინა სტატიაში მე უკვე გითხარით, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცილიური დაცვის, უფრო სწორედ – სიცილიური თამაშის მიმდევარია. კერძოდ, იმ ვერსიისა, რომელსაც „ჩვენი საქმე“ (Cosa Nostra) ეწოდება და რომლის მთავარი პრინციპებია: „გამარჯვება ნებისმიერ ფასად!“ (რაც შეცდომით დავით აღმაშენებელს მიაწერა კაცკურთხეულმა) და ომერტა. და ამ თამაშში „ჩვენ“ ყოველთვის საკუთარ ოჯახზე/კლანზე ითქმის და არა ზოგადად ხალხზე.
რამდენადაც გავარკვიეთ, ვინ იგულისხმება „ჩვენ“-ში, გაცილებით ადვილი ხდება იმის გაშიფვრა, ვინ იყო ის კაცი, ვინც „ჩვენ“ (უფრო სწორედ – „ამათ“!) ქვეყანა მისცა.
ეს იყო ედუარდ შევარდნაძე.
მან ისინი მოიყვანა, ასწავლა, რაც თავად იცოდა, აღაზევა, მსოფლიოს პოლიტიკურ წრეებში გამოიყვანა, მერე ცოტა წაეჩხუბა, მერე ძაან გაჯიუტდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოლბა და ქვეყანა დაუტოვა. ანუ მისცა ქვეყანა!
აქვე მინდა გამოვთქვა ვარაუდი, რომელიც, იმედია, თქვენთვის დამაჯერებლად ჟღერს და ალბათ, მომავალში, ბატონი მიხეილი და მისი კლანის წევრებიც დაადასტურებენ:
ეს „კაცი“ ერთი არ ყოფილა!
სინამდვილეში ეს იყვნენ, სხვადასხვა „კაცები“, რომელთაც სერიოზული როლი ითამაშეს იმაში, რომ ქვეყანა მიშასთვის და მისი კლანისთვის/პარტიისთვის არის მიცემული (როგორც თავად პრეზიდენტი ირწმუნება – მინიმუმ 30 წლით, ხოლო როგორც მისი თანამდევნი ირწმუნებიან – სანამ რუსეთი და რუსული საფრთხე იარსებებს, ანუ – აწ და მარადის!).
აი, რამდენიმე მათგანი:
- რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი, რომელმაც რუსეთის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, მოალბო გაჯიუტებული შევარდნაძე და სამეფოდ აკურთხა და დალოცა მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს, ხოლო ნახევარი წლის შემდეგ ასევე მოალბო და გააქცუნა ასლან აბაშიძე და საერთოდ ალექსანდრე მაკედონელის სიმაღლეზე აიყვანა სააკაშვილის დიდება.
- ჯორჯ ბუში, რომელმაც პირველად უწოდა მიხეილ სააკაშვილს და მის მიერ შექმნილ ქვეყანას დემოკრატიის შუქურა და ამით ბატონ პრეზიდენტი კაცკურთხეულად აქცია… რომელმაც დაიჯერა, რომ რუსეთის იმპერია სწორედ თბილისში ცდილობდა მის განადგურებას და ამისთვის ერთი დაჟანგული და უვარგისი „ლიმონკა“ მოიძია მხოლოდ… რომელმაც 2008 წლის 5 იანვარს ჯერ კიდევ არჩევნების დღეს, ხმების დათვლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიულოცა „გამარჯვება“ მიხეილ სააკაშვილს და ამით უთხრა, მიდი მიაწექიო…
- ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტი და მისი უფროს-უმცროსი მეთიუ ბრაიზა, რომელთაც 2007 წლის 7 ნოემბერს ასწავლეს სააკაშვილს, როგორ დაეთმო ხელისუფლება ხელისუფლების გასაძლიერებლად, რა და როდის უნდა ეთქვა, და როგორ უნდა დაბრუნებულიყო ტახტზე… რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საკუთარ მთავრობას ცრუ ინფორმაციას აწოდებდნენ და შეცდომაში შეჰყავდათ იმის თაობაზე, რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება… რომელთაც დიდი როლი ითამაშეს 2009 წლის საპროტესტო მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან წარმატებით ჩახშობის „გაპრავებაში“…
- „გრინბერგ-ქვინლან-როსნერი“, რომლებიც 2006 წლიდან მოყოლებული დაქვეითებულ, ხოლო მერე კატასტროფულად დავარდნილ საპრეზიდენტო და მისი კლანის რეიტინგს არნახულ მწვერვალებამდე ბუქავენ და ბერავენ. აქვე შეიძლება მოვიხსენიოთ NDI- ის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.
- ვილფრედ მარტენსი, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ვალერია ნავადვორსკაია, გარი კასპაროვი, ანდრეი ილარიონოვი და სხვა უცხოელი დემოკრატები, ისევე როგორც იულია ლატინინა, ოლეგ-სანდრო პანფილოვი, ვლადიმერ სოკორი, და სხვა „ობიექტური ექსპერტ/ჟურნალისტები“, რომლებიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მარად თვალს ხუჭავენ სააკაშვილის რეჟიმის კრიმინალურ-კლანურ უკანონობებზე და კარგი ჰონორარების თუ პირადი ამბიციების დაკმაყოფილების სანაცვლოდ არასოდეს იშურებენ დითირამბებს და აღტყინებულ სტატიებს…
რა თქმა უნდა ეს სრული სია არაა. იმის მიხედვით, როგორ თანდათან ივსება და სუქდება სააკაშვილის ნაპატივები რეჟიმი, სულ უფრო მეტ ფულს იხდის იგი საკუთარი მოდუდღნული სახის მაკიაჟში და სულ ახალ-ახალი „კაცები“ იხდიან ტანზე, რომ რეჟიმის მარადიულობა უზრუნველყონ…
ახლა კი მოდით იმაზე ვთქვათ, რა გზა გავლო ამ „ჩვენ“-მა, რომელთაც, მათ მერე რაც მიიღეს მფლობელობაში, „…ქვეყანა აქვთ უთვალავი ფერითა“ …
————————————————————–
გაიხსენეთ, რას ამბობდა სააკაშვილი თავის პირველ წლებზე – სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით, ჩვენს უმრავლესობას ჯიბეში არასოდეს 40 ლარზე მეტი არ გვქონდა და, ძირითადად, ტროლეიბუსით დავდიოდითო! ალბათ, ამის ბრალია, რომ მერე ტროლეიბუსები ამოძირკვეს, როგორც საკუთარი დუხჭირი წარსულის გახსენების წყარო… თან თავად ხომ უკვე ყოველი ადრე ნაქონი ლარი მილიონად აქციეს და სხვებისთვის საჭირო ტროლეიბუსი რაღა საჭირო იყო?
გაიხსენეთ მარიკა ვერულაშვილი – ერთი ტლუ, ძალიან გაჭირვებული ქალბატონი, რომლის პროფესია სხვადასხვა ანკეტაში ხან იურისტი იყო, ხან – ჟურნალისტი, ხოლო ჩემი აზრით, მისი ძირითადი უნარ-ჩვევა მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან დგომა, მარადიული მწყაზარი ღიმილი და სააკაშვილის კოსტიუმიდან ბეწვების ნაზად აცლა იყო? ვინმემ ვიცით, რა ტალანტის გამო იქცა მარიკა ვერულაშვილი საქართველოს ერთერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად? დღეს ის 2008 წლის ომის დროს მისთვის საიდუმლოდ ცნობილ „ფაქტზე“ – 106 წლის ქალბატონის გაუპატიურებაზე უყვება კოშმარებს ყვარლის მოსახლეობას და ამით უნდა ხალხს „საკუთარი გზა“ და საკუთარი პარტიის „გამოცდილება“ დაავიწყოს.
გაიხსენეთ ვარდების რევოლუციის ყველაზე ცნობილი სახე – თეა თუთბერიძე – მარად მომკივანი, კალაშნიკოვივით მორატრატე, უცოდინარი, მეტიც – კატასტროფულად უცოდინარი სტუდენტი, რომლის დიპლომს სამიანები ენატრებოდა? როდესმე გიკითხავთ, ილიას უნივერსიტეტში რისი პროფესორია, როგორ და საიდან – ღირსი ქალბატონი თეა?
გაიხსენეთ ვარდების რევოლუციის კიდევ ერთი მეტყველი სახე – დავით კეზერაშვილი? მისი პირველი გამოსვლა ასპარეზზე, როგორ დედას აგინებდა ტელეფონში თავის უფროსს, გამოცდილ დიპლომატს? გაიხსენეთ მისი თავბრუსდამხვევი კარიერა, როდესაც 28 წლის უმეცარი უეცრად თავდაცვის მინისტრად იქცა და მთელი ხუთდღიანი ომი გაგლეჯილ კაიფში ისე გაატარა, რომ საერთოდ არც კი გამოჩენილა არც ჯართან და არც ხალხთან? ახლა, როცა უეცრად გამილიონერებულ და „ოპერის მეგობრად“ ქცეულ დავით კაპონე კეზერაშვილს საქართველოდან გატანილი ფულით ისრაელში წარმატებული ბიზნესი აქვს, განა ვინმეს ეპარება ეჭვი, მათ შორის მის მიერ დატერორებულ და დაყაჩაღებულ ასობით პატიოსან ბიზნესმენს, რომ კეზერას მინიმუმ უკვე ორი ქვეყანა „აქვს უთვალავი ფერითა“?
გაიხსენეთ ვლადიმერ ლადო ვარძელაშვილი – სრული მრგვალი 0 ყოველვარი ჯოხის გარეშე (ყოველ შემთხვევაში – 0-ის წინ), რომლის მიერ საშუალო სკოლის ატესტატის აღება სერიოზული პრობლემების და გაწევ-გამოწევების შემდეგღა მოხდა… როდესმე გაგიგიათ, რა დაამთავრა, სად ისწავლა, სად მუშაობდა, რა იცის, გარდა იმისა, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია!“, რომ იანვარში მთელი წლის პრემია უნდა გამოიწერო საკუთარ თავზე წინასწარ, და რომ ერის სასახელო სპორტსმენებს „ძვლები უნდა დაუმტვრიოს“? საიდან მოვიდა ეს მომხიბვლელი, ცისფერთვალება ნეანდერტალელ-მილიონერი, თავის მეორე (უბრალოდ) ნეანდერტალელ-მილიონერ უდესიანთან ერთად?
გაიხსენეთ კიდევ ერთი სახელოვანი „ჩვენ“-იანი, მხედრიონელი ნიკოლოზ რურუა, რომელიც ომში ვერაფრით სახელგამოჩენის შემდეგ კულტურული ოჯახიდან წარმომავლობის გათვალისწინებით კულტურის მინისტრად გაამწესეს (კიდევ კარგი, რომ ეს ოჯახი ჟორიკა რურუას გარდა კიდევ ერთი შვილის პატრონია, თორემ ტრადიციები და სიამტკბილობა მერე უნდა გვენახა!). მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ნიკოლოზს ზემოთდასახელებულებთან შედარებით, ტვინი აშკარად მომადლებული აქვს, მორალთან ყოველთვის მწყრალად იყო. ადვილად შეეძლო ყველასთვის მიედო თავთან პისტოლეტი და, აქედან გამომდინარე, ყველაზე ეძახა „საოცრად სულელი“, თუნდაც ისე, რომ მათ შესახებ და მათი გამონათქვამების შესახებ ბევრი არაფერი სცოდნოდა. რაც კულტურის კულტის ნაცვლად პისტოლეტის კულტის შედეგია…
გაიხსენეთ არაფრის მცოდნე მომღიმარი ბარბები – ვერა ქობალია, ხათუნა კალმახელიძე, ნინო კალანდაძე!.. ხომ იცით, რატომ გახდნენ მინისტრები, რა უნარ-ჩვევების წყალობით? გაიხსენეთ იმავე უნარ-ჩვევის წყალობით დაწინაურებული ალანა გაგლოევა, მის მიერ ავარიაში დასახიჩრებული ადამიანი (რომლის სახელი უკვალოდ ჩაფარცხეს), და მისი ბებიის გამოსაყვანად სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი სპეცოპერაცია, ლამის დაახლოებით იმ მასშტაბის, როგორც რიგითი რაიანის გადასარჩენად…
დაბოლოს გავიხსენოთ სააკაშვილის სამეფუკას („რექსუბლიკა“ სწორედ ამას ნიშნავს) ხერხემლები – ძველი, საქართველოს მედიისთვის მარადმუნჯი და რუსებთან გახსნილი ვანო და ახლანდელი – სამთავიანი ვეშაპი როლანდ-დათა-ბაჩო ახალაიები. და მოიფიქრეთ, დემოკრატიის რომელ სხვა პოტენციურ შუქურაში მიაღწევდნენ ასეთი ტალანტის მქონე პირები ასეთ სტატუსს, რომ ისინი არიან დემოკრატიული ქვეყნის ხერხემლები?
ვფიქრობ, თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს ხალხი, რომელთაც პრეზიდენტი „ჩვენ“-ში გულისხმობდა, ნამდვილად არ შეიტანს ეჭვს მის მიერ გამოთქმულ ამ ჭეშმარიტებაში, რომ „ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა“!
და ისინი, მიუხედავად მათი განსაცვიფრებელი უნარ-ჩვევებისა, უფრო კი – სწორედ ამიტომ, რომ სხვა არაფერი შეუძლიათ, კბილებით დაიცავენ საკუთარი განსაკუთრებულობის მარადიულად ჩათვლილ უფლებას.
—————————————————————
რამდენიმე მითი მაგარ მიშაზე:
„მან ამოძირკვა კორუფცია!“.
– უფრო სწორად, მან იმ ხალხის კორუფცია ამოძირკვა, ვინც მისი ერთგული არაა და იმ ხალხის კორუფცია დააკანონა, ვინც მისიანებია!
„მან ამოძირკვა კლანურობა!“
– უფრო სწორად, მან ცუდი (სხვა!) კლანების ბატონობა ჩაანაცვლა კარგი (საკუთარი!) კლანის ბატონობით! აბა, გადახედეთ მის სანათესაოს – მამამისი ერთი უბრალო ექიმიდან და საშუალო რანგის მოხელედან იქცა ინსტიტუტის დირექტორად და რამდენიმე კურორტის მფლობელად… დედამისი, ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ უზომოდ ამბიციური პროფესორიდან იქცა რამდენიმე უნივერსიტეტის მფლობელად და თანადამფუძნებლად და მილიონერად, რომელსაც მისი შვილის საამებლად სხვადასხვა უმაღლესი მოხელეები 1 ლარად ქონებებს ჩუქნიან! განა ეს არ მიუთითებს ამ კლანის ღვთიურ (კურო-პალატურ) ხასიათზე, რომ ქალი მილიონერად გახდომის შემდეგაც კი სახელმწიფოსაგან 1 ლარად იღებს ასეულ ათასობით დოლარად ღირებულ ქონებებს და მის ლამის ყოველთვიურ უცხოეთში ვიზიტებს სახელმწიფო აფინანსებს? განა განსაკუთრებული ნიჭით არ გასხივოსდნენ პრეზიდენტის ძმები, რომლებიც უხილავი ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ზოლუშკად არა, მაგრამ მილიონრებად გადაიქცნენ? განა საოცარი ფენომენი არ არის პრეზიდენტის ბიძა, რომელიც თან რუსეთის კგბ-ს ფუნქციონერი იყო და თან რუსეთთან „სამკვდრო-სასიცოცხლოდ“ გადაკიდებული დისწული აღზარდა; თან გაეროში განიარაღების საკითხებში მაღალი რანგის პოსტი ეკავა და თან იარაღით ვაჭრობის ბიზნესში მოიდგა წელი; და იმ დროს, როცა მისი დისშვილი რუსებს რისხვიანი რიხით ელაპარაკებოდა, ბიძამისი რუსებს (საკუთარ ძმაკაც გენერალოვებს) აბარებდა საქართველოს ოქროს და სპილენძს!
—————————————————————–
შოთასგან მიშას განსხვავების კიდევ ერთი სერიოზული ასპექტი.
შოთა, – ამტკიცებს რა, რომ ქვეყანა ღმერთმა მოგვცა ჩვენ, კაცთა, – იქვე ამბობს:
„მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა.“
ეს კი ნამდვილად ვერ ჯდება მიხეილ სააკაშვილის მსოფლმხედველობაში.
მართალი გითხრათ, არ მახსენდება სააკაშვილის აზრები იესო ქრისტეზე. ნაცმოძრაობის ერთგული მიმდევრებისათვის, რომლებიც ბუდისტები, ან – უფრო ზუსტად „ბუდა-ბარისტები“ არიან, განვმარტავ, რომ მე-12-13 საუკუნეთა ზღვარზე, როდესაც, სავარაუდოდ, შოთა რუსთაველი წერდა თავის მაგარ ლექსს, თუნდაც ეს ახალციხეში, ან სულაც – უდეში მომხდარიყო, აქ სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა იყო და შოთას სწორედაც რომ ქრისტე ღმერთი ეყოლებოდა მხედველობაში, და არა ბუდა, ან – მუჰამედი.
მაგრამ, მოდით, შევხედოთ ქრისტეს მიშა მაგარის თვალით.
ალბათ, არ ვიქნები მტყუანი, თუ ჩავთვლით, რომ მიშა მაგარი სულაც არ განიხილავდეს იქნება ქრისტეს მაგრად! მისი წარმოდგენით და „გაგებებით“ ქროსტე ალბათ არის ხელმოცარული კაცი, რომელსაც ებრაელთა მეფობის პრეტენზია ჰქონდა, და რომელმაც ეს ვერ დაამტკიცა… რომელსაც არ უფიქრია თავის მიმდევრების მიმართ კომპრომატების მოგროვება, რამაც საშუალება არ მისცა მათი მუდმივი ეფექტური შანტაჟი განეხორციელებინა და ნებისმიერი მათგანის მხრიდან ღალატი გამოერიცხა… ეს იყო ადამიანი, რომელმაც, მიშას აზრით, ვერ მოახერხა მის მიერ განხორციელებული მრავალრიცხვოვანი სასწაულის სწორი და ენერგიული პიარ-კომპანია, რის გამოც საბოლოოდ არჩევნებში უფრო ენერგიულ ბარაბასთან დამარცხდა… ქრისტეს არ მოსვლია თავში, რომ ტაძრიდან ბიზნესმენთა განდევნის ნაცვლად მათთვის სერიოზული თანხები შეეწერა და ისინი საკუთარი პარტიის ყულაბის მეწველ ძროხებად ექცია, რაც საჭირო მომენტში მას მისცემდა საშუალებას მოესყიდა პონტიუს პილატუსი და საკუთარი თავი არამცთუ გადაერჩინა, არამედ მომავალში თავად გამხდარიყო ამ გუბერნატორის უფროსი, თუ იუდეას იარაღის დაჟანგვის ხარისხით ცნობილ რომის იმპერიას წაართმევდა და საკუთარ სამეფოდ გამოაცხადებდა… რაც შეეხება იმას, რომ ქრისტემ ხალხის ცოდვების გამოსასყიდად საკუთარი სიცოცხლე დათმო და მოწამეობრივი სიკვდილი საკუთარი ნებით და შეგნებულად მიიღო, ეს ხომ ისეთი რამეა, რასაც მიშა ქრისტეს არამცთუ ვერასოდეს გაუგებს, ვერაფრით შეუნდობს! სააკაშვილის მიერ აწყობილ „სისტემაში“ იესო ნაზარეველს ციხეში თუ არა, ფსიქიატრიულში მოხვედრის მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე ანდრეს ბრეივიკს.
ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, რუსთაველის სიტყვები, რომ „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითაო“ , სააკაშვილისთვის მისაღები იქნებოდა?
აქ გადის კიდევ ერთი ძირეული სხვაობა „ახალციხელ მელექსესა“ და ახალციხის ციხის დამდგმელ რეჟისორს შორის. სააკაშვილი ვერაფრით შეეგუებოდა იმას, რომ იგი ასეთი ღმერთისაგან ყოფილიყო ხელდასმული, რომელიც შემდეგ მასაც საკუთარი ცხოვრებისადმი, პრინციპებისადმი და ქცევებისადმი შესატყვისობას მოსთხოვდა…
– მოწამეობრივი სიკვდილი არა, – კვახი! (სავარაუდოდ, ასეთი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის რეაქცია მეორე მაგარი წიგნის – ბიბლიის გაცნობისას, რაც არაა გამორიცხული პრემიერობის ჟამს აქვს დაგეგმილი კიდეც).
———————————————————————————–
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დირექტორის, ჟურნალისტ ია ანთაძის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ყოროლისთავის საჯარო სკოლის დერეფანში გადაღებული ფოტო, სადაც ქართველი ლიტერატურის სიმბოლოები – შოთა, ილია, აკაკი და გალაკტიონი მხარს უმშვენებენ ცენტრში გამოჯგიმულ მიშას, რომელმაც ვაჟას სურათი „ჩაანაცვლა“.
სურათს ასეთი სახელი აქვს: „შოთა, ილია, აკაკი, მიშა და გალაკტიონი“.
და ეს „ჩანაცვლება“ განსაკუთრებით სიმბოლურად ჩანს ამ დღეებში, როდესაც ჩარგალში „ვაჟაობის“ აღნიშვნაზე ბიძინა ივანიშვილის დაპატიჟების შემდეგ ვაჟას მუზეუმის დირექტორი, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი მოხსნეს.
ვაჟა-ფშაველას სამშობლოში მასპინძელი სტუმრის მიღებისთვის მოხსნეს!
იმ ე.წ. „ხალხმა“, რომელსაც კაც(ებ)ისგან ნაბოძები ქვეყნის პრეზიდენტი თავის ხალხად თვლის, და რომელთაც არ გაუგიათ და ვერც გაიგებენ სიტყვებს – „დღეს სტუმარია ეგ ჩემი…“ მოხსნეს დიდი პოეტის შთამომავალი იმისთვის, რომ მან საქართველოს მოამაგეს, საქართველოს უპირველეს ქველმოქმედს უმასპინძლა.
და სამუდამოდ კვალი რომ წაეშალათ, ამ – მაპატიეთ უცხო სიტყვა (მით უფრო – აგრესორული), მაგრამ ძალიან ზუსტად ერგება მათ ფაქტურას და – „მუდაგებმა“ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და უკვე ჩატარებული „ვაჟაობა“ კიდევ ერთხელ დანიშნეს!!!
ესენი არიან ისინი, ვისაც საქართველო თავიანთვის ნაჩუქარ ქვეყნად მიაჩნიათ! მათ ქვეყნიდან განდევნილი მილიონზე მეტი მოქალაქე კანონგარეშედ გამოაცხადეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს! მათ დაუკეტეს ჭაბუა ამირეჯიბს გზა მთაწმინდისკენ, მათ აუკრძალეს თეატრის რეჟისორობა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქართველ რეჟისორს – რობერტ სტურუას… მათ მოკლეს და მერე არ გამოიძიეს საკუთარი მასწავლებელი – ზურაბ ჟვანია…
ისინი ებრძვიან ძეგლებს… მათ „თბილისობა“ გადააქვთ და გადმოაქვთ ისე, როგორც დავით აღმაშენებლის ძეგლი… მათ აქვთ თავისი „ვაჟაობა“, რადგან თუ შეიძლება, რომ სკოლაში ვაჟას სურათი მიშას სურათით ჩაანაცვლო, რატომ არ შეიძლება, რომ „ვაჟაობა“ მაშინ დანიშნო, როცა მიშას უნდა? ხომ შეიძლება, რომ „ვაჟაობაზეც“, „დიდგორობაზეც“, ფერისცვალობაზეც და ნებისმიერ სხვა სახალხო თუ რელიგიურ დღესასწაულზე მხოლოდ ის ხალხი დაუშვა სიით, ვინც შენ მოგწონს? ხოლო სხვა ხალხი ამოიღო „დაშვებულთა“ სიიდან, და საერთოდ – ხალხის სიიდანაც, რადგან, თუკი ლუი XIV ამბობდა, „სახელმწიფო – ეს მე ვარ!“, ხოლო ელისაბედ I: – „კანონი – ეს მე ვარ!“, მიშასაც ხომ სრული უფლება აქვს თქვას, „ხალხი – ეს მე ვარ! ეს ქვეყანა მე მომცეს, გარკვეულმა მაგარმა კაცებმა, მე ვარ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და რასაც მინდა იმას ვიზამ!“
მათ ქვეყნის დროშა მიითვისეს!
ისინი ქვეყნის დედაქალაქს ცვლიან!
მათ ქვეყანაში მოსახლეობის შეცვლა უნდათ და ამას უკვე აღარც მალავენ! სწორედ ამიტომ უკრძალავენ ქვეყნის არჩევნებში მონაწილეობას ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ხელგაშლით ეპატიჟებიან უცხოელებს!
ისინი ხალხის ქონებას ითვისებენ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით სულ უფრო მდიდრდებიან. ისინი ერთმანეთს უკვე ციხეებს ჩუქნიან და მერე თავისთვის უფრო მაგარ ციხეს ითხოვენ!
ისინი მართლაც იმსახურებენ ციხეს!
უეჭველად!.. სასწრაფო!.. და დიდი ხნით!!!
პარტიზანობის უარყოფიდან – ზონდერბრიგადების დაკანონებამდე
Posted: 2012/08/16 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არჩევნები, ზონდერ-ჟურნალისტები, ზონდერბრიგადები, ზონდერები, მიხეილ სააკაშვილი, ნაციზმი, ნაცმოძრაობა, ფიურერი, SS %(count)s კომენტარი“პოლკოვნიკის, მიჩინიოს, კადიმასი, და მისთანანის ნუ გეშინია – დიდი-დიდი, მოგკლან… მარშალ ბეტანკურს მოერიდე – შეიძლება წარგწყმიდოს!” (“სამოსელი პირველი”)
აფხაზეთი / გალის რაიონი – პარტიზანული დაჯგუფებები „თეთრი ლეგიონი“ და „ტყის ძმები“.
„თეთრი ლეგიონი“ და „ტყის ძმები“ იყო ძირითადად ეთნიკური ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებული არაფორმალური შეიარაღებული პარტიზანული დაჯგუფებები, რომელებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ საქართველოს რეგულარული არმიის აფხაზეთის ომში (1992-93) დამარცხების შემდეგ. ეს დაჯგუფებები განაგრძობდნენ დაბალი ინტენსივობის შეიარაღებულ წინააღმდეგობას აფხაზეთის ჯარებთან ცეცხლგამყოფი ზოლის გასწვრივ გვიან 1990-იან და ადრეულ 2000-იან წლებში. „ტყის ძმებს“ მეთაურობდა დათო შენგელია, ხოლო „თეთრ ლეგიონს“ – ზურაბ სამუშია.
პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ორივე პარტიზანული ჯგუფი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე – 2004 წლის თებერვალში – დაშალა. ამ გადაწყვეტილებას სოხუმის დე-ფაქტო მთავრობა მიესალმა, როგორც კონფლიქტის მხარეეებს შორის ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯს. სავარაუდოდ, პარტიზანული შენაერთების დაშლა ასევე მოწონებულ იქნა რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდანაც, რასაც 2004 წელს მოსკოვში სააკაშვილის წარმატებული ვიზიტი, ხოლო მალევე მაისში საქართველოს ხელისუფლების მიერ აჭარის მმართველის ასლან აბაშიძის და მისი მმართველი კლანის გაძევება მოჰყვა და ამ დროს აჭარაში მყოფი რუსული შენაერთების მხრიდან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება უზრუნველყო.
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღდგენის მისაღწევად იგი დაეყრდნობოდა არა პარტიზანული შენაერთების მოქმედებას, არამედ – მხოლოდ რეგულარული არმიის გაძლიერებას. შევარდნაძის ეპოქის ტაქტიკა, როცა სახელმწიფო ოფიციალურად არა, მაგრამ ჩუმად მხარს უჭერდა პარტიზანულ ჯგუფებს, დაგმობილ იქნა. საზოგადოებამ, შეიძლება ითქვას, რომ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რამდენადაც აფხაზეთის კონფლიქტის დამთავრების შემდეგ პარტიზანული მოძრაობის ეფექტი მინიმალური იყო, მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ასოცირდებოდა ან კრიმინალურ სამყაროსთან ან – ნარკოტიკების ტრაფიკთან და საზოგადოებაში გაჩნდა ჯერ არ გახმაურებული, მაგრამ სულ უფრო პროგრესირებადი შეგრძნება იმის, რომ შევარდნაძის წასვლის და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ აფხაზებთან ურთიერთობა უფრო მეტად მოლაპარაკებებზე იქნებოდა დამყარებული და ამაში პარტიზანების ფაქტორი ნამდვილად არ განამტკიცებდა ნდობას.
თუმცა, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დაამტკიცა, საქართველოს მთავრობა სულაც არ აპირებდა არც მოლაპარაკებების განახლებას და არც არალეგალური შეიარაღებული ფორმირებების გამოყენებაზე უარის თქმას. “თეთრი ლეგიონის” და “ტყის ძმების” დაშლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ისინი ვარდების ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი იყვნენ. ხოლო ვარდების ხელისუფლებისთვის არაკონტროლირებადი ადამიანი თავიდანვე მტრად აღიქმებოდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლპობის ისტორია აჩვენებს, მათთვის კრიმინალიც საკმაოდ მისაღებია, თუ ეს კონტროლირებადი კრიმინალია, და კრიმინალების თუ პარტიზნების წინააღმდეგ წარმოებული პროცესი მხოლოდ ერთ მიზანს ისახავდა – მათ ტოტალურ კონტროლს.
———————————
კოდორის ხეობა – ბატალიონი„მონადირე“
აფხაზეთში ქართული რეგულარული არმიის 1993 წლის დამარცხების შემდეგ საქართველომ შეინარჩუნა ერთადერთი პლაცდარმი აფხაზეთში – კოდორის ხეობა. მიუხედავად იმისა, რომ კოდორის ხეობაში ქართული საჯარისო ფორმირებები და პოლიცია არ იყო, ხოლო აფხაზების და რუსების მხრიდან კოდორის ხეორის აღების და გაკონტროლების არაერთი მცდელობა იყო, ხეობა ყოველთვის რჩებოდა ქართული კონტროლის ქვეშ და ამას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობით დაკომპლექტებული შეიარაღებული ბატალიონი „მონადირე“ ახერხებდა. ეს ჯგუფი 2002 წელს თავდაცვის სამინიტროს დაქვემდებარებაში შევიდა, როგორც ადგილობრივი გასამხედორებული სასაზღვრო ბატალიონი (შემადგენლობა 300-500 კაცის ფარგლებში მერყეობდა). ჯგუფის ხელმძღვანელი, ემზარ კვიციანი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. რწმუნებული იყო ის მას შემდეგაც, რაც ხელისუფლება “ვარდების რევოლუციის” გზით შეიცვალა. თუმცა, 2004 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ხეობაში რწმუნებულის პოსტის გაუქმების გზით შეძლო.
ამის გამო კვიციანსა და ახალ ხელისუფლებას შორის დაძაბულება ყოველთვის იყო, მაგრამ განსხვავებით „თეთრი ლეგიონისა“ და „ტყის ძმებისაგან“, 2004 წელს ხელისუფლებამ თვალი დახუჭა „მონადირის“ დე-ფაქტო პარტიზანულ სტატუსზე. თუმცა, უკვე 2005 წლის აპრილში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „მონადირემ“ თავისი ფუნქცია ამოწურა, და როგორც თავად უწოდა – „უსაქმურებით დაკომპლექტებული რაზმი“ – მალევე გააუქმა. ოქრუაშვილმა შენაერთის წევრებს კრიმინალურ საქმიანობაში დასდო ბრალი და ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებისკენ მოუწოდა. აფხაზეთის მთავრობა, რომელსაც მაშინ ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა და უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გელა ბეჟუაშვილის მხარდაჭერაც მოიპოვა. მართალია, ოქრუაშვილმა რაზმის სტატუსის გაუქმებაზე თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა, მაგრამ კოდორში ფაქტიურად ყველაფერი ძველებურად დარჩა. თუმცა ბატალიონისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებამ აფხაზებს და რუსებს საფუძველი მისცათ, კოდორის ხეობაში უკვე არარეგულარული, ანუ „უკანონო რაზმის“ არსებობა კიდევ უფრო ხმამაღლა გაეპროტესტებინათ.
2006 წლის ზაფხულში, როცა ალასანია უკვე გაეროში იყო საქართველოს წარმომადგენელად, კოდორის ხეობაში ისევ გამწვავდა სიტუაცია. 23 ივლისს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას – მეორე დღეს მთავრობის დამტკიცებისას ვანო მერაბიშვილის გადაყენების შესახებ (სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით), „მონადირის“ უფროსმა ემზარ კვიციანმა ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომის ულტიმატუმის ფორმით მოთხოვნაც დაუმატა. ოპოზიციური პარტიები კვიციანის მოთხოვნას გაემიჯნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც ამ დროისათვის სვანეთში აფრასიძეების კლანის განადგურების მასშტაბური სისხლიანი ოპერაცია ჩაატარა, აჭარაზე კონტროლი აღადგინა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ საპრეზიდენტო ლოზუნგით მოტივირებულმა მრავალი ათეული ახალგაზრდა პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილა, გადაწყვიტა, ერთი დარტყმით ორი კურდღელი დაეჭირა – თან აღეკვეთა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანასკნელი არაკონტროლირებადი რაზმი, თან ამ სერიოზულ კრიზისზე ყურადღების გადატანით „გადაეფარა“ გირგვლიანის საქმეზე საზოგადოების სულ უფრო მზარდი პროტესტი.
27 ივლისს კოდორის ხეობაში, რომელიც 13 წლის განმავლობაში იარაღასხმული ცხოვრობდა დასავლეთ მხრიდან აფხაზთა და რუსთა შენაერთების შეტევის მოლოდინში, აღმოსავლეთიდან ქართული საბრძოლო შენაერთები (ჯარი და პოლიცია) შევიდნენ, მათი შემადგენლობა სავარაუდოდ 2,000 ჯარისკაცს უახლოვდებოდა. ოპერაციის ბოლო ფაზაში სოფელ ჩხალთაში გამაგრებულ კვიციანის ჯგუფზე ქართულმა ჯარმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით მიიტანა შეტევა ვერტმფრენებით და არტილერიის გამოყენებით. რაზმ „მონადირის“ ნაწილმა სოფელი ჩხალთა დატოვა და აფხაზეთში გადავიდა. ხელისუფლებამ დაშალა ბატალიონი „მონადირე“ და ხეობის დასაცავად დაახლოებით 600-კაციანი პოლიციური საბრძოლო დანაყოფი დატოვა. ამ სპეცოპერაციით ხელისუფლებამ არამცთუ მერაბიშვილი „გადაარჩინა“ გადაყენებას, არამედ თავიდან მოიშორა საკმაოდ სერიოზული და თან შეიარაღებული ოპონენტი იმ ტერიტორიაზე, სადაც აჭარის და სვანეთის შემდეგ უკვე ასევე სრულად აღადგინა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დააპატიმრა – მოღალატე კვიციანისათვის „მორალური მხარდაჭერის“ აღმოჩენის საბაბით – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.
2006 წლის 17 დეკემბერს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა – ქართველმა სამართალდამცავებმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი და იმ დროისათვის უკვე დაშლილი პარტიზანული დაჯგუფების “ტყის ძმების“ ყოფილი მეთაური დავით შენგელია “დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების“ შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შენგელია მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც პოლიციამ თბილისში მის მანქანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი აღმოაჩინა. დათო შენგელიას 24 წელი მიუსაჯეს.
შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა, რომ საქართველოში პარტიზანული შენაერთების პერიოდი უკვალოდ გაქრა.
————————
2007 წლის თებერვალი – გალის რაიონში ეფემერული პარტიზანული დაჯგუფების გაჩენა
2007 წლის თებერვლიდან გალის რაიონში ქართული გასამხედროებული ჯგუფი სახელწოდებით ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” გამოჩნდა, როგორც იარაღი იმ ”ქართველ მოღალატეების” წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. პირველად ჯგუფის საქმიანობა ყურადღების ცენტრში თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 11 თებერვლის ადგილობრივი არჩევნების წინ მოექცა, რაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა მათი საქმიანობა გააშუქა. ჯგუფმა მოქმედება 4 მარტს დაგეგმილი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების წინაც გააგრძელა.
23 თებერვალს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ”პატრიოტებმა აფხაზეთისთვის” გალის რაიონში მცხოვრები იმ ქართველების 12 სახლი დაწვეს, რომელთაც აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ედებათ ბრალი. ამავე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში რეიდები განახორციელეს სოფლებში ნაბაკევი, ოტობაია, ბარღები და ჭუბურხინჯი. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურების მოპოვება შეუძლებელი გახდა.
23 თებერვალს ”რუსთავი 2”-მა ”კურიერში” გაუშვა მოკლე ინტერვიუ უცნობ ნიღბიან პირთან, რომლის თქმითაც, ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს იმ პირების შევიწროებას, რომლებიც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. ყველამ იცოდეს, რომ არავის არ შერჩება სამშობლოს ღალატი. ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ შეგვწევს საკმარისი ძალა იმისა, რომ გავუსწორდეთ სამშობლოს ნებისმიერ მოღალატეს”, – დასძინა მან.
”რუსთავი 2”-ისვე ინფორმაციით, ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ძირითადად დაკომპლექტებულია გალის რაიონის ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც ცდილობენ, დაუპირისპირდნენ გალის ქართველობის წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს.
აფხაზურმა მხარემ უარყო ინფორმაცია სახლების მასიურად დაწვის შესახებ და მხოლოდ ერთი ქართველის – თემურ მორგოშიას – საქონლის სადგომის დაწვა დაადასტურა, და განაცხადა, რომ მორგოშიას უცნობი პირები დაემუქრნენ, შეეწყვიტა თანამშრომლობა აფხაზური მხარის საარჩევნო სტრუქტურებთან.
აფხაზური მხარე აცხადებდა, რომ 3 თებერვალს გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გატაცებაზე და 2006 წლის დეკემბერში ორი გავლენიანი აფხაზი სამართალდაცავის მკვლელობებზე პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ”სპეცსამსახურებს” ეკისრებოდათ.
ოფიციალურმა თბილისმა კატეგორიულად უარყო, რომ ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ჯგუფის სახით შსს-ს სპეცრაზმი მოქმედებდა.
”ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია… ქართულ სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს ნიღბიან ადამიანებთან”, – განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 23 თებერვალს ”სივილ ჯორჯიას”.
http://www.civil.ge/geo/article.php?id=14857
————————————————–
ასე რომ, პარტიზანული რაზმების დაშლის და პარტიზანულ დივერსიებზე 2004-06 წლებში უარის თქმის შემდეგ, 2007 წელს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში დაგეგმილი დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევნების წინ უცებ „გამოეპარა“ ახლადშექმნილი პარტიზანული რაზმის არსებობა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რაზმის წევრები მხოლოდ პროსახელისუფლებო „რუსთავი2“-ს აძლევდნენ ინტერვიუს და იმასაც, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, დე-ფაქტო აფხაზეთის ლიდერები პარტიზანების არსებობას ამჯერად უარყოფდნენ, ასევე იმას, რომ ამ პერიოდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში იარაღის შემოტანის სფეროში საკმაოდ მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ეს ახლადნაშობი „პარტიზანთა ჯგუფი“ საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად მოქმედებდა. ასევე საინტერესო იყო ისიც, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, როცა აფხაზური მხარე უფრო მეტ ტერაქტში გვდებდა ბრალს, ვიდრე ქართული მხარე აღიარებდა, ამჟამად სიტუაცია სარკულად შეიცვალა – ქართველები უფრო მეტ ტერაქტს იბრალებდნენ, ხოლო აფხაზები – საერთოდ არ ახსენებდნენ.
ცნობისათვის, ეს ის მხედრიონელი ნიკა რურუაა, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი, რომელიც ცნობილი „ვერელი ბოროტების“ საძმოს წევრი იყო და თავის ძმასთან – ჟორიკასთან ერთად, ნიღბით თუ უნიღბოდ მრავალი ადამიანის თუ იურიდიული პირის დაწიოკებაში და განადგურებაში მიუძღვის ბრალი. მიუხედავად მისი სიტყვებისა მალე – სწორედ იმავე 2007 წელს – გამოჩნდა, რომ ნიღბიანთა რაზმები მისთვის და ნაცმოძრაობისათვის არამცთუ კარგად ნაცნობი ტაქტიკა, არამედ თვითგადარჩენის სტრატეგიის ამოსავალი წერტილი გახდა.
—————————————
ინფორმაცია დასაფიქრებლად:
ტერმინი „ზონდერბრიგადები“ მოდის გერმანული SS-Sonderkommando-დან, რომელიც ნაცისტების ერთ-ერთი სერიოზული ქვედანაყოფის Schutzstaffel, ანუ SS-ის სინონიმია.
The Schutzstaffel (შუტცშტაფფელ) ითარგმნება როგორც დამცავი ესკადრონი ან დამცველი კორპუსი, აბრევიატურა SS ან წარმოადგენდა ადოფლ ჰიტლერის და ნაცისტური პარტიის მთავარ პარამილიტარულ დაჯგუფებას 1925-45 წლებში. 1929 წლიდან მისი მეთაური იყო თავად რეიხსკანცლერი ჰაინრიხ ჰიმლერი.
SS დაიწყო, როგორც მცირე ზომის მუდმივი დამცავი ჯგუფები, რომლებიც მიუნხენში ახლადჩამოყალიბებული ნაცისტური პარტიის შეხვედრებს იცავდნენ. თავიდან SS უფრო დიდი დანაყოფის – შტურმბატალიონის – SA-ს ქვედანაყოფს წარმოადგენდა. მაგრამ SA მთლიანად პარტიის დამცავი ნაწილი იყო, ხოლო SS -უშუალოდ პარტიის ლიდერის – ადოლფ ჰიტლერის ერთგული დანაყოფი და როცა ჰიტლერმა პარტიაში თავისი ჰეგემონია დაამყარა, SA დაშალეს, ხოლო SS თანდათან უზარმაზარ – მილიონიან – შენაერთად გაიზარდა, რომელიც ფაშისტური იდეოლოგიის მანქანის მთავარ მექანიზმად ჩამოყალიბდა, და თავისი ძალით და გავლენით გერმანულ არმიას – ვერმახტსაც კი ეცილებოდა. SS-ში ჩარიცხვისას და კარიერულ ზრდაში მთავარი არა ნიჭი და განათლება იყო, არამედ – ერთგულება, ეფექტურობა და პოლიტიკური სანდოობა. მთავარი პრინციპი იყო ნაცისტური პარტიისადმი ტოტალური ერთგულება და სრული მორჩილება მის რიგებში შესვლიდან – სიკვდილამდე. სწორედ ამიტომ იქცა ეს დანაყოფი ჰიტლერისათვის და ნაცისტური პარტიისათვის მათი ყველაზე შავბნელი ჩანაფიქრების, პარტიული ოპონენტების განადგურების, რასობრივი ეთნოციდის და გენოციდის, ჰოლოკოსტის და სხვ. – განხორციელების მთავარ შემსრულებელ რგოლად.
1945 წელს ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ SS დაშლილ იქნა, დაახლოებით 1700 ხელმძღვანელი პირი გასამართლდა და მრავალი მათგანი სიკვდილით იქნა დასჯილი. თუმცა, არის მოსაზრება, რომ ასევე მრავალი ესესელი ლინჩის წესით იქნა გასამართლებული, განსაკუთრებით – საკონცენტრაციო ბანაკების განთავისუფლების შემდეგ.
—————————–
ხელისუფლების ნატვრისთვალი – ზონდერბრიგადები
საქართველოს წინა ხელისუფლების დევიზი 1999-2003 წლებში შეიძლება შემდგნაირად განისაზღვროს „მაქსიმალური კომფორტი – ხელისუფლების წევრებისათვის, სიტყვის და პრესის ზომიერი თავისუფლება, მინიმალური სარგებელი – ხალხს!“ ხოლო ვარდების ხელისუფლების შემდეგ, უფრო სწორად კი 2004 წლიდან ეს დევიზი, საწყისი ნაწილის გარდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა და გახდა: „მაქსიმალური კომფორტი – ხელისუფლების წევრებისათვის, მაქსიმალური რეკლამა – საერთაშორისო ასპარეზზე, მაქსიმალური დაშინება – ხალხს!“
ვარდოვანი ხელისუფლების ამოცანა, ისევე როგორც ნებისმიერი რევოლუციური ხელისუფლების, და განსაკუთრებით – ნეობოლშევიკური თუ ნეოფაშისტური ხელისუფლებისა, იყო და არის „ახალი ადამიანის ჩამოყალიბება“. ტყუილად ხომ არ იწონებდა სააკაშვილი ჰილარი კლინტონის წინაშე თავს, რომ საქართველოში მისმა ხელისუფლებამ შეძლო მოეხდინა „მენტალური რევოლუცია“!
2003-2005 წლებში შეიძლება ითქვას, რომ „მენტალური რევოლუციის“ გარკვეული კომპონენტი მართლაც განათლების რეფორმაზე და ახალი ადამიანის აღზრდაზე მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ ვარდების ხელისუფალთა სახით მათ არა მორალური ხელისუფლება, არამედ – მორალზე მოლაპარაკე ამორალური ხელისუფლება შერჩათ ხელში, და როცა ცხვრის ტყავში გამოწყობილმა მგლებმა თავისი მგლური სახის მალი-მალ დემონსტრირება დაიწყეს, სულ უფრო ძნელი გახდა საგანმანათლებლო კომპონენტის გამოყენება და ხელისუფლებაც, რომელიც ამისთვის შინაგანად ყოველთვის მზად იყო, ადვილად გადაერთო მუქარის, დაშინების და ძალადობის ტაქტიკაზე. „მენტალური რევოლუცია“ პოლიციის, სოდ-ის, კუდ-ის, პროკურატურის, საგადასახადო სამსახურის, მანდატურების და… ზონდერბრიგადების მეშვეობით!
და მაინც, რატომ ზონდერბრიგადები?
რატომ უნდა დასჭირვებოდა ლამის 100,000 ძალოვნის მქონე ქვეყანას უსაფრთხოების ძალისმიერი ამოცანების გადასაჭრელად შენიღბული, უკანონო, არალეგალური გასამხედროებული ქვედანაყოფები?
საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას აქვს ორი მთავარი იმპერატივი – 1) მარადიული და აბსოლუტური ძალაუფლება და 2) იმის სურვილი, რომ დემოკრატი ერქვას (იმის გარეშე, რომ დემოკრატი იყოს!)
სწორედ ამიტომ, თავისი პირველი მიზნის შავბნელი ამოცანების გადასაწყვეტად,მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ნიღბიანი ზონდერბრიგადები, რომლებიც ხალხის დაშინების და ძალადობის ამოცანას ისე გადაწყვეტენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დემ.შუქურულ ფიგურას ჩრდილი არ მიადგეს! სწორედ ამიტომ, სააკაშვილი იძულებულია, ან საკუთარ პოლიციელებს (განსაკუთრებით ერთგულ და ყველანაირ სიბინძურეზე უყოყმანოდ წამსვლელ მელნიკოვებს და მისთანებს) დრო-და-დრო გადააცვას სამოქალაქო ფორმა, ან – ცალკე მოამზადოს მისი წყალობით მასიურად ლუმპენიზებული საზოგადოებიდან ისეთი ზონდერმებრძოლები, რომლებიც ფულის გულისათვის ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ახლობელს და ნათესავს ქვას ესვრიან, თავ-პირს დაამტვრევენ, და ხელფეხშეკრულ გვამს მაღაზიის სახურავზე შეაგდებენ.
მიხეილ სააკაშვილის მიერ ზონდერბრიგადების გამოყენების შემდგომი გრაფიკი და სპექტრი ადვილად გვარწმუნებს იმაში, რომ ნაცმოძრაობას მადა ჭამაში მოდის.
2007 წლის 7 ნოემბერი:
პირველად ჯინსებში გამოწყობილი ნიღბიანების რაზმეული, დაახლოებით 60-100 ადამიანი, რომლებიც ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულნი რუსთაველზე მოდიოდნენ და იძახდნენ – „ბადრის რა? დედის ტყ…ა!“ სწორედ 7 ნოემბერს ვიხილეთ. ამ რაზმის წევრებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგის მონაწილეთა დაუნდობელ დევნასა და ძალადობაში. ერთ-ერთმა მათგანმა კი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ავთო ჯორბენაძეს ხელკეტით ისეთი ტრავმები მიაყენა, რომ ეს უკანასკნელი რამდენიმე დღე რეანიმაციაში იყო. მოუხედავად იმისა, რომ მთელი თბილისი უკავშირებდა ამ რაზმს ყოფილ მხედრიონელს და იმჟამად პარლამენტარ ნიკა რურუას, გამოძიებას არაფერი დაუდგენია, არავინ დაუკავებია. რაც წარმოდუგენელია, რადგან მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არავითარი პრობლემა იქნებოდა მრავალრიცხვოვანი ვიდეოების და ფოტოების წყალობით ამ ხალხის ნაწილის მაინც დადგენა და დაკავება.
2009 წლის 100-დღიანი ოპოზიციური აქციების დარბევა:
2009 წლის აპრილ-ივლისის 100-დღიანი საპროტესტო მოძრაობის დროს ზონდერბრიგადების და გადაცმული აგენტების მიერ ოპოზიციონერთა წინააღმდეგ მრავალი აქტი განხორციელდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ოპოზიციის მიტინგის მიმართ ბმვ-ს ტიპის მანქანიდან ფეკალური მასებით დატენილი ცელოფნის პარკების გამოტყორცნა. როგორც რუსთაველი ამბობს – „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების…“. მაგრამ იყო უფრო დრამატული შემთხვევები, როცა ადამიანებმა მხედველობა დაკარგეს, მოტეხილობა და სხვა სახის დაზიანება მიიღეს, მრავალი მათგანი კი ცემეს და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აი, ამონარიდი „ჰუმან რაითს უოთჩის“ ანგარიშიდან:
2009 წლის აპრილიდან ივლისამდე დაუდგენელი პირები დროდადრო თავს ესხმოდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ათეულობით აქციის მონაწილეს. მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველდღე ხდებოდა. ყველა ამ ფაქტს საერთო მახასიათებელი ჰქონდა – ღამით, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი თავს ესხმოდა აქციის მონაწილეებს, არა იმ ტერიტორიაზე სადაც დემონსტრაცია მიმდინარეობდა, არამედ ახლო მდებარე ქუჩებზე. ყველა თავდასხმა ერთი ნიშნით ხასიათდებოდა – თავდამსხმელების სამიზნე ხდებოდნენ ოპოზიციური პარტიების კონკრეტული წარმომადგნელები და აქტივისტები. ჩვენებებში ნათქვამია, რომ პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა მსგავს ფაქტებზე, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციელებს ადანაშაულებდნენ ძალადობის ფაქტებზე თვალის დახუჭვაში.
29 მაისს საღამოს 8 საათზე, როცა რუსთაველზე მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, მათ მიმართ დაიწყო აგურების და ქვების მსროლელი რაზმეულის შეტევა ფურცელაძის ქუჩიდან. როგორც შემდეგ გამოირკვა, სამოქალაქო ფორმებში გამოწყობილი ეს ზონდერთა რაზმი, ნაწილობრივ მაინც, კუდ-ის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. სამწუხაროდ, ყველა ის მოქალაქე, ვინც იმ ღამეს სხვადასახვა დაზიანებებით მიიყვანეს საავადმყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებმა ისე სასწრაფოდ გაწერეს, რომ დაზიანებები არ დაუფიქსირებიათ, ხოლო „სპეცდავალების დროს დაჭრილი გმირი პოლიციელები“ კი ხელისუფლების წევრებმა ტელეკამერების თანდაწრებით პალატებში მოინახულეს. არავის უკითხავს, რატომ იყვნენ “გმირი პოლიციელები” სპეცდავალების შესრულების დროს უნიფორმის გარეშე და როგორ უნდა მიმხვდარიყო ოპოზიციონერი მოქალაქე, რომ აგურის ნატეხით შეიარაღებული და მისი მაგინებელი პირი პოლიციელი იყო.
კიდევ უფრო სასტიკი იყო იმავე წლის 15 ივნისის აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგის დარბევა პოლიციის სამმართველოსთან. ეს იყო თავდასხმა მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ზურგიდან, მასიური სასტიკი შეტევა ქალებზე, ჟურნალისტებზე!.. აი, ამონარიდი „ჰუმან რაითს უოთჩის“ ანგარიშიდან:
2009 წლის 15 ივნისს რეზინის ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები, რომელთა ნაწილს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ და ნიღბები ეკეთათ, (Sic!) თავს დაესხნენ აქციის მონაწილე ოპოზიციური ჯგუფების ახალგაზრდული ფრთის ათეულობით წარმომადგენელს, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას აწყობდნენ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
სამართალდამცველები ათეულობით მშვიდობიან მომიტინგეს სასტიკად გაუსწორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევით და არც აგრესიულად იქცეოდნენ.
უფრო მეტიც, ზოგიერთი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა; ჟურნალისტებს ასევე წაართვეს აპარატურა (მოგვიანებით დაუბრუნეს). შედეგად დააკავეს 39 ადამიანი, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის ხუთ აქტივისტს (მათ შორის დაჩი ცაგურიას) ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვები კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი ვახტანგ მენაბდე პოლიციამ სცემა, მიუხედავად იმისა, რომ მას სპეციალური ფორმა ეცვა „სახალხო დამცველის“წარმომადგენლის ნიშნით.
ამ სურათზე ნათლად ჩანს, რომ რამდენიმე აგრესორი არ არის პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი.
2009 წლის ოპოზიციის აქციების შემდეგ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ ზონდერბრიგადების გამოყენება სტრატეგიის რანგში აიყვანეს. ყველასთვის აშკარა გახდა, რომ სააკაშვილი ვეღარ გამოიყენებდა ისეთ მასიურ საპოლიციო ძალას, როგორც ეს მან 2007 წელს გააკეთა. ამით ის საკუთარ “დემოკრატის იმიჯს” საბოლოდ დამარხავდა. ამიტომ მან გამოიყენა მცირე ზონდერჯგუფების და წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკა, 100-მდე ოპოზიციონერი სცემეს, როცა ისინი მიტინგებიდან შინ ბრუნდებოდნენ, იყო შემთხვევები, როცა ეს ყველაფერი დაფისქირებული იყო კამერებზე. მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია და უცხოეთის რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში დაფიქსირებულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, მიშას და ნაცმოს პასუხი არაფერზე მოსთხოვეს. აღმოჩნდა, რომ მაშინ, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ზონდერებმა გადაარჩინეს სააკაშვილის რეჟიმი.
ამ პერიოდისათვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ მოახდინა ზონდერბრიგადების სტრუქტურული ფორმირება – ლაპარაკობდნენ კოდუას, ბასიშვილის, ჯანაშვილის, რურუას, უდესიანის ზონდერბრიგადებზე. თითოეულ ამ რაზმში არიან პირები, რომლებიც გაფორმებული არიან სხვადასხვა სტრუქტურებში, სადაც ხელფასს ვითომ ამ სტრუქტურაში – კუდ-ი, გამგეობა, სპორტული კლუბი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სკოლა – სამსახურისთვის იღებენ, ხოლო მათი მთავარი დანიშნულება ოპოზიციური მიტინგების დაშლა და ოპოზიციის აქტივისტთა თუ ჟურნალისტთა მიმართ დაშინება და ძალადობაა.
ინფორმაცია დასაფიქრებლად -2:
2011 წლის თებერვალში ხელისუფლებამ მოულოდნელად გაანთავისუფლა 24 წლით პატიმრობამისჯილი დათო შენგელია! „ტყის ძმების“ ყოფილი უფროსი შენგელია უეცრად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების(!) მოტივით. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას და პენტიენციარულ სისტემას მსგავსი გულჩვილობა კატეგორიულად არ ახასიათებს!
——————————————————————
საინტერესო ფაილი აღმოვაჩინე, რომ საგადასახადო სამსახურმა 2011 წ. 6 ივნისს ყადაღა დაადო ვინმე ზურაბ სამუშიას ქონებას. საინტერესოა, შემთხვევით, ეს ის ზურაბ სამუშია ხომ არაა, „თეთრი ლეგიონის“ ყოფილი მეთაური?
6 ივნისი 2011 – ყადაღადაედოს “ზურაბსამუშია“-ს (ს/ნ 01012009768; იურიდიული მის: ქ. თბილისისისნისრაიონში /. ვაზისუბნისდას. კორპ 22 ბ 5)
nbe.gov.ge/files/documents/sagadasaxado/zurab_samuSia.pdf
———————————————————————-
„ომში დაღუპულებს – ძეგლები, გადარჩენილებს – ხელკეტები!“
2011 წ. 3 იანვარს – ომის გმირების მემორიალური სტელიდან ორიოდე ასეულ მეტრში და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა საპატიო კედლის ახლოს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ვეტერანების აქციის დარბევა.
ომის ვეტერანები აქციის დარბევიდან რამდენიმე საათით ადრე იმაზეც წუხდნენ, რომ რვადღიანი შიმშილობის შემდეგ, მათ ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. თავდაპირველად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მათ მიმართ არ ჰქონიათ არანაირი წინააღმდეგობა და აგრესია, მაგრამ შემდეგ იქ გამოჩდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერბრიგადები, რომლებმაც ძალიან აგრესიული შეტევა დაიწყეს ვეტერანებზე. ძალთა განლაგება აშკარად უთანასწორო იყო, ვეტერანები და მათი გულშემატკივრები 30-40 კაცი იყო, რომლებიც არანაირად არ კეტავდნენ ტრანსპორტის მოძრაობას, ხოლო ზონდერბრიგადები თავისი პატრულის ჩათვლით მათზე სამჯერ–ოთხჯერ მეტი. მათ საშინელი აგრესია გამოიჩინეს და სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან პროტესტანტებს. სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა ოთარ გვენეტაძემ (სურათზე – წითელი წრით) სახეში გამეტებით დაარტყა მიტინგის მონაწილე ეკა მათიაშვილს. ქალის ცემის ამ ფაქტზე, რა თქმა უნდა, ვეტერანებმა პროტესტი გამოხატეს და რამდენიმე მათგანი ზონდერებმა ცემეს. ანუ, უფორმო პოლიციელთა უკანონო, პროვოკაციულმა ქმედებამ გამოიწვია ვეტერანთა კანონიერი აქციის შეწყვეტა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით – მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს პოლიციელის მხოლოდ კანონიერი მოთხოვნა! თუ ეს მოთხოვნა არ არის კანონიერი, მოქალაქე ვალდებული არ არის შეასრულოს უკანონო მოთხოვნა და, მითუმეტეს, როცა ფორმის გარეშე მყოფი სამართალდამცველი აყენებს მოთხოვნას, მოქალაქე არამცდაარამც არ არის ვალდებული შეასრულოს მოთხოვნა.
ომის ვეტერანთა აქციის დაშლიდან ზუსტად ერთ საათში, ვარაზისხევში საქართველოს პრეზიდენტის ესკორტმა ჩამოიარა. ისინი მუქი მანქანების ჩაწეული მინებიდან ყურადღებით ათვალიერებდნენ გმირთა მემორიალის გასუფთავებულტერიტორიას. სავარაუდოდ, ვეტერანების აქციის დაშლა და ზონდერბრიგადების გამოყენება სწორედ მიხეილ სააკაშვილის პირადი მითითებით მოხდა.
(რადიო „თავისუფლების“ მასალების მიხედვით.)
www.radiotavisupleba.ge/content/article/2265994.html
2011 წლის 26 მაისი
ამ თემაზე სპეციალური სტატია მაქვს ჩემს ბლოგზე – “2011 წლის 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე!”. ამდენად, შინდისფერ მოსასხამებში გამოწყობილი ზონდერბრიგადების მიერ პროტესტანტების და ჟურნალისტების მიმართ კატასტროფულ ძალადობაზე ამჯერად აღარაფერს დავამატებ.
ამავდროულად, სრული სერიოზულობით ვიმეორებ, რომ ჩემთვის ნაციონალური მოძრაობის სერიოზული ეროზია დაიწყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან, რომელიც მართლაც იქცა ვარდოვანი ხელისუფლების იმ ტესტად, რამაც მათი ნამდვილი სახე გამოაშკარავა. 2007 წლის 7 ნოემბერი და იმედის დარბევა იყო წყალგამყოფი, რომელმაც დაასაფლავა მითი ამ ხელისუფლების დემოკრატიულობაზე. 2008 წლის გაყალბებული არჩევნები და რუსეთ-საქართველოს ომი იყო სააკაშვილის სრული კრახი, რომელმაც ეს ხელისუფლება ქართული სახელმწიფობრიობის განვითარებასთვის შეუთავსებელ სიმსივნედ აქცია. ამის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის გადადგომა უნდა ყოფილიყო… 2011 წლის 26 მაისის ღამე იყო მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის გაფორმება საქართველოს მოსახლეობის მოსისხლე მტრად, რომლის ხელისუფლებიდან მოშორება უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი ნორმალური მოქალაქის მიზანს. როგორც თომას ჯეფერსონი ამბობდა, „როცა უსამართლობა კანონად იქცევა, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება!“
სააკაშვილის დავალებით და ყოფილი თავდაცვის, ხოლო ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით ზუგდიდში არჩევნების წინ ზონდერებს წვრთნიან. დააკვირდით, რომ ამ უცნაურად გამოწყობილ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლება მათ ე.წ. „ნებაყოფლობით რეზერვად“ ასაღებს, და რომელიც თითქოს მტრის თავდასხმის შემთხვევაში თავდასაცავად შექმნა, ისეთი ეკიპირებით და ტაქტიკით ამზადებენ, რომელიც მხოლოდ მიტინგების დასაშლელად გამოიყენება.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=MH2gIIyaWg0
დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ „ზონდერი ქალების“ ჯგუფები ჩამოაყალიბა. http://pirweli.com.ge/?menuid=8&id=12576
ზესტაფონის სამხედრო კომისრის და ადგილობრივი მაშველთა სამსახურის უფროსის მიერ ინფო-9-ის ოპერატორის ცემის ფაქტი
http://www.youtube.com/watch?v=-zpVspV8_Y4&feature=endscreen&NR=1
გამგეობის თანამშრომლები მიათრევენ ცაიშში პრეზიდენტთან შეხვედრის მსურველ მოხუცებულ ქალბატონს, 3 ინვალიდი შვილიშვილის მარჩენალს როზა წყაბელიას, რომელმაც გაბედა და პრეზიდენტისათვის თავისი სატკივრის გამხელა სურდა:
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=R9dIUHH1g-E
მერეთის ინციდენტი – ყოფილი და ამჟამინდელი გამგეობის წევრების, სამაშველო სამსახურის უფროსის, სპორტსმენი ზონდერების ძალადობა ქართული ოცნების აქტივისტების მიმართ –
ხელისუფლებამ მერეთის ინციდენტის ზონდერები წაახალისა – გამგებლებსა და გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს პრემიები დაურიგა, ხოლო სპორტსმენი სამართალდამრღვევები გორის დილის გასვლით მატჩზე საზღვარგარეთ საგზურით დააჯილდოვა.
კარალეთში დევნილთა დასახლებაში ცნობილი ზონდერის, გამგეობის წევრის გოგიტა გოჩაშვილის მიერ ქართული ოცნების აქტივისტების მიმართ გამოყენებული პროვოცირების მეთოდები და ქვის სროლის ფაქტები.
ხელვაჩაურის გამგებელი თამაზ დუმბაძე ბეშუმის ინციდენტში მონაწილეობას ადასტურებს და აცხადებს, რომ არის და იქნება ზონდერი … მოკლედ ჰიმლერი არ იამაყებდა ასე ზონდერობით! 21-ე საუკუნეში მაინც, ყოველ შემთხვევაში! ?VS=0&id=2539&l=G&m=1000
WWW.info9.ge/?VS=0&id=2539&l=G&m=1000
ზონდერები უცხოეთში – ემიგრანტების ტერორი:
“ძალიან ცუდ დღეში ვართ იტალიაში. საკონსულო ითხოვს დოკუმენტს საცხოვრებელი ადგილიდან. აქ უმეტესობა არალეგალია, ვისაც საბუთი აქვს, იმათ კარს უხურავენ – ფაქტობრივად ესენი ხალხის დაშინებით არიან დაკავებულები. აქ არის რამდენიმე ორგანიზაცია, ამას არ დავმალავ, ერთ-ერთია “ჯალეთი”, რომელიც დაახლოებულია გიული ალასანიასთან. 19 ივლისსს გვქონდა შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, გვინდოდა მოგვემზადებინა პეტიცია, რომ სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას საარჩევნო უბნები – ეს გაიგო საელჩომ და ატყდა ერთი ამბავი. არადა, აქ 60 000 ქართველია”, – აცხადებს იტალიაში მცხოვრები ბექა გოგოსაშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით – „გიული ალასანიამ ემიგრანტების დასაშანტაჟებლად “ზონდერბიგადები” შექმნა?!“
“ჯალეთის” ხელმძღვანელი არის ნათია ზაზაშვილი, გიული ალასანიას ახლობელი და მას თვითონ გიული ალასანია აფინანსებს. (view.php?for_id=14710&f_cat=9&a_title=%60giuli+alasaniam+emigrantebis+dasaSantaJeblad+%22zonderbrigadebi%22+Seqmna?!)
სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოიყვანა ახალი ყაიდის ზონდერ-ჟურნალისტები, რომლებიც უკვე ჩემს მიერ ადრე გამოყენებულ ტერმინს – “ურნალისტებს” აღარ აკმაყოფილებენ. ისინი, – რეალ-TV, მედიის თავისუფლების ჯგუფი, ვინმე ექს-პოლიციელი ბიჭიკო გვენეტაძე, აბსოლუტურად მარაზმატიკული ეკა ყოლბაია, ერთ დროს მართლაც ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია, სავარაუდოდ კუდ-ის თანამშრომელი ალისტრახო როხვაძე და სხვები გაცილებით „წინ წავიდნენ“ და უკვე ახორციელებენ არამარტო მოსახლეობის სრულ საინფორმაციო დაბოლებას, არამედ – სრულფასოვან ფსიქოლოგიურ ტერორსაც, ამჯერად – ჟურნალისტების მიმართ. განსაკუთრებით ამოიჩემეს მათ ინფო-9-ის ჟურნალისტი, ეკა დუგლაძე, რომელსაც მუდამ თან დაჰყვებიან და პროფესიული მოვალეობის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ, თანაც უხეშად ერევიან მის პირად ცხოვრებაში და აყენებენ მორალურ შეურაცხყოფას!
ეკა ყოლბაია – ზონდერ-ჟურნალისტი ქალის “ეტალონი” –
http://info9.ge/?l=E&m=1000&id=1688
მაგრამ გაცილებით უფრო სერიოზულია ის, რომ ამ ზონდერ-ჟურნალისტების კოორდინაციას სახელმწიფო ეწევა. მათ მფარველობს პატრული. ხოლო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ასეთი განცხადება გააკეთა – „ეს არის იმავე მეთოდების გადმოღება კონკურენტი ჟურნალისტების მიერ, რაც თავიდან პრაქტიკაში თავად ინფო-9-მ დანერგა!“ და ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული, პროფესიული გამოცდილების მიხედვით მშვენივრად იცის, რა სერიოზული განსხვავებაა ადმინისტრაციული სამსახურის მოხელისთვის შეკითხვების დასმასა და ჟურნალისტისათვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას შორის! და თანაც გიგა ბოკერიას, რომელმაც ხელი დაიბანა ზონდერტერორისტი ჟურნალისტების საქმიანობის გამოძიებაზე, სწორედაც რომ მოეთხოვება თანამდებობრივად ამის გაკეთება და მართლაც მარაზმია, რომ იგი იმავე არგუმენტაციას იყენებს, რასაც მისი მეუღლე, დემაგოგიის დედოფალი და პროსახელისუფლებო ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი – თამარ ჩერგოლეიშვილი – თურმე ეს არ არის ხელისუფლების საქმე, რომ ჟურნალისტებს შორის ჩადგეს! საინტერესოა, როგორ აჭიკჭიკდებოდა ბატონი ბოკერია, თუ მისი ძვირფასი მეუღლის და მისი თანამშრომლების მიმართ იქნებოდა გამოყენებული ასეთი ოპერატიულ-ფსიქოლოგიური ტერორის მეთოდები?!
ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტ დავით ჩავლეიშვილზე:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისთვის „ინფო 9“-ს ოპერატორს ხელით შეეხნენ და შუბლი გაუტეხეს. გადამღები ჯგუფი მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული მანქანებიდან ერთ-ერთში ავიდა და იქ მყოფთ ჰკითხა, სად მიდიოდნენ და რა მიზნით. ამ კითხვამ სამარშრუტო ტაქსის გარეთ მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი გააღიზიანა. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ „ინფო 9“-ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერას ხელი დაარტყა. სახის არეში მიყენებული დაზიანებით ოპერატორი ჩავლეიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „გურია NEW“-ის ჟურნალისტი ლალი იმედაშვილი ამბობს, რომ როგორც კი ამ ფაქტის შესახებ შეიტყო, შემთხვევის ადგილზე მივიდა და გამგებელს გაესაუბრა. „არ ვარ ფაქტის თვითმხილველი მითხრა გამგებელის მოადგილე კახა ასკურავამ და ისტერიულად დაიწყო სიცილი,“-აცხადებს ლალი იმედაშვილი. ჟურნალისტი ნინო ხელაძე ამბობს, რომ გამგეობას პედაგოგები ბათუმში მიჰყავდათ. ამას ადასტურებს ლალი იმედაშვილი და აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ავტობუსებში ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა წევრებიც ჩასვეს.
გასაგებია, რომ ხელისუფლებას ზონდერებზე მზარდი მოთხოვნილება გააჩნია. მაგრამ როგორ ჩნდება ზონდერბრიგადებში გაწევრიანების სურვილი? საქართველოს „მენტალური რევოლუციის“ პროტაგონისტმა მთავრობამ ეს კარგად გათვალა და სათანადო პირობები შექმნა, რომ მის მიერ სხვადასხვა მეთოდებით (გადასახადები, საბანკოი კრედიტები, ჯარიმები, მიწის წართმევები, სამსახურიდან განთავისუფლებები) ლუმპენიზირებული ადამიანური რესურსებით ზონდერბრიგადების შევსების წყარო არასოდეს დაშრეს:
ზონდერბრიგადები, როგორც უმუშევრობის ალტერნატივა:
დასკვნა:
საქართველოს ხელისუფლებამ 2004-2006 წწ. გააუქმა პარტიზანული მოძრაობა – არალეგალური პარამილიტარული ჯგუფების გამოყენება საგარეო მიზნების და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თუ კონტროლის მიზნით. თავისი ეს ნაბიჯი მან ახსნა პროგრესული ხედვით, ცივილური ნორმების დანერგვის სურვილით და ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიით, რომელშიც საგარეო და თავდაცვითი ამოცანების გადაჭრა სერიოზულად მომზადებულ, გაწვრთნილ და სტრუქტურირებულ სახელმწიფო ინსტიტუციებს დაევალა და არა – უსისტემო და არალეგალურ პარტიზანებს.
მაგრამ იმავე ხელისუფლებამ განახორციელა აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯი საშინაო პოლიტიკაში, როდესაც ცივილური ნორმების დანერგვის მაგიერ მოახდინა ყოფილი პარტიზანების, ყოფილი მხედრიონელების, სპორტსმენების, ნარკომანების, უმუშევრების და ნებისმიერი გაჭირვებული ფენებიდან მოზიდული ადმიანების მანქურთიზაცია და არალეგალური, შეიარაღებული და გაწვრთნილი ზონდერბრიგადების ჩამოყალიბება თავისი ვიწროპარტიული და ანგარებითი ინტერესების მისაღწევად! უცანურია, როგორ შეიძლება ვენდოთ მათ განცხადებებს, რომ საგარეო და თავდაცვის ამოცანების გადაჭრა პარტიზანების ხელით მიუღებელია, თუ საშინაო პოლიტიკაში – საკუთარი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების და პოლიტიკური ოპონენტების დასაშინებლად და მათზე ძალადობის განსახორციელებლად ჩვეულებრივი ფაშიზმის მეთოდებს იყენებენ! რა არის ეს, თუ არა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გაჩაღებული ნამდვილი სამოქალაქო ომი?! თანაც ამას აკეთებენ ძალიან მარტივი სქემით – მოსახლეობას აღატაკებენ – გაუსაძლის პირობებს უქმნიან, ართმევენ ელემენტარული სარჩო-საბადებლის მოპოვების ნებისმიერ გზას და შემდეგ ლუმპენზირებულებს თავაზობენ “მარტივ გამოსავალს” – გახდეს ზონდერი, მანქურთი და ოჯახი გამოკვებოს საკუთარი თანამოძმეების და თანამოქალაქეების რტყმევითა და დაშინებით მოპოვებული იუდას 30 ვერცხლით!
ეს არის დახვეწილი გენოციდი!
ერის დაპირისპირება, სულიერი გარყვნა და ფიზიკური მოსპობა!
სწორედ ამიტომ უნდა ჩაითვალოს მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის გამრყვნელ მარშალ ბეტნაკურად, რომელმაც შეიძლება “კარგად დაიწყო”, მაგრამ როგორც დაამთავრებს, აშკარაა!
ხელისუფლებაში მყოფი მაღალი რანგის ოფიციალები თავის დროზე სწორედაც რომ იგივე საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, როგორც SA-ის და SS-ის შტურმოვიკები მიუნხენის ლუდის პუტჩის პერიოდში – ისროდნენ ქვებს, ურტყამდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აწყობდნენ პროვოკაციებს, აშინებდნენ კონკურენტი პარტიის ლიდერებს და აქტივისტებს და გამოხატავდნენ „ფიურერის“ მიმართ მორჩილებას და არნახულ მოწიწებას, რითაც ხელს უწყობდნენ „მიშა მაგარიას!“ ფენომენის დაბადებას. სწორედ მათი დამკვიდრებულია ის სტანდარტი, რომ არა მარტო ზონდერჯგუფები, არამედ, სამწუხაროდ საქართველოს პოლიციაც კი, იქცევა როგორც ზონდერები (და ნაცისტები!) და პოლიტიკური პროცესების – ოპონენტებთან მშვიდობიანი დაპირისპირების დროს მთელი ძალით გაჰყვირის „მიშა! მიშა!“, რაც სრული ანალოგიაა სავალალოდ ცნობილი «Hail Hitler!»-ისა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ – კირკიტაძეს, კეზერაშვილს, სანოძეს, ახალაიებს, არსოშვილს, ცისკარიშვილს, გეწაძეს, ბრეგაძეს და სხვებს, სწორედ რომ ზონდერობის გამოცდილება და ზონდერბრიგადებით ქვეყნის მართვის დიდი სურვილი აქვთ. ეს ისაა, რაც მათ ხუთიანზე იციან. ეს არის მათი “დედა-ენა”, მათი ალფა და ომეგა…
როგორ იწყებოდა ზონდერიზმი ნაცმოძრაობაში – ქვების სროლა 2003 წელს
ოღონდ რა შუაშია აქ “დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მდიდარი გამოცდილება” და “შთამბეჭდავი ინსტიტუციონალური განვითარება”, ან – „მენტალური რევოლუცია“, ამის პასუხს მე პირადად ამერიკის და ევროკავშირის ლიდერებისაგან ველი… ხომ არ შეიძლება, საკუთარ ქვეყნებში თომას ჯეფერსონი, ჯორჯ ვაშინგტონი, მაჰათმა განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ვაცლავ ჰაველი, აუნ სან სუ ჩი, ნელსონ მანდელა გყავდეს აღიარებული დემოკრატიულ ლიდერებად, და საქართველოში ზონდერბრიგადების ფიურერს უძღვნიდე დითირამბებს, როგორც რეგიონის წარმატებულ ლიდერს! ნეტა, ასეთი რა ხიბლი აქვს ამ ყბადაღებულ იუსტიციის სახლებს, რომ მათ უკან წარმოებული სახელმწიფო ტერორი და ზონდერპოლიტიკა წარმატებით იფარება?
ჩვენ გვახსოვს!
Posted: 2012/08/09 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: 2008 Russian-Georgian war, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, რუსეთ-საქართველოს ომი, ყაყაჩოები 4 Commentsმახსოვს! როგორ შეიძლება, არ მახსოვდეს!
მახსოვს, როგორ მითხრა ნაცნობმა, რომელიც შინაგან ჯარებში მუშაობდა – შენ არ იცი, რას გადავრჩითო!.. ივნისში მითხრა.
– რა იყო, რუსეთი ხომ არ აპირებდა აფხაზეთიდან დარტყმას მეთქი, ვიკითხე… რკინიგზა რომ გახსნა რუსეთმა, რაღაცას ველოდი ცუდს… უცნაურად ჩაიღიმა და მითხრა, – რუსებზე ნაკლები დამრტყმელი ვართო?!
მახსოვს 7 აგვისტოს ის საღამო.
ცეცხლის შეწყვეტაზე სააკაშვილის გამოსვლა არ მომისმენია. სამაგიეროდ მახსოვს, როგორ ვერ ხვდებოდა თემურ იაკობაშვილი იმ დღეებში ოსური მხარის წარმომადგენელს ჩოჩიევს, და როგორ „გაკვირვებული“ იყვნენ ამ ამბით რუსი ელჩი პოპოვი და რუსების სამშვიდობოების სარდალი კულახმეტოვი. მახსოვს, ცოლს ვუთხარი, ნუთუ მთლად დებილები არიან მთავრობაში და მართლა სჯერათ, რომ კოკოითი უცებ ისე „ჯიუტი და თავნება“ გახდა, რომ რუსები აძალებენ ქართველებთან შეხვედრას და ეს „არ ნებდება“ მეთქი?
თურმე – იყვნენ…
წიგნს ვკითხულობდი. ბავშვებს ეძინათ. ცოლი შემოვიდა გაფითრებული და მითხრა – მიშა გამოდის, ცხინვალში შესულანო…
… მახსოვს სიმბოლურად ვარდისფერსაროჩქიანი პრეზიდენტი და მის უკან კედელზე ყველა ის დროშა, რომელთა გამოფენა ამ სუბიექტის უკან სირცხვილია და მარაზმი – საქართველოს ღერბი, ქართული დროშა, ევროკავშირის დროშა… მახსოვს არაბუნებრივი გამომეტყველება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა – გამეხებულ, გაბრაზებულ სახეს უცებ უსერავდა ღიმილი და ისევ ქრებოდა. მახსოვს მისი სიტყვები – ჩვენი სოფლებისადმი გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი, და მე გავეცი შეტევაზე გადასვლის ბრძანება… ჩვენ უკვე ვაკონტროლებთ თრიაყანის მაღლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ცხინვალსო… ვერ ვიხსენებ, იხმარა თუ არა სიტყვები „კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად“, რომელიც ნამდვილად იხმარა გენერალმა ყურაშვილმა. სამაგიეროდ, ის კი კარგად მახსოვს, რომ იმ ღამეს არავის არც ერთხელ არ უხსენებია რუსული არმია, რუსული ტანკები და 58-ე არმია…
მახსოვს ის კადრები, როგორ თავმომწონედ ჩამოგვითვალა ის პუნქტები, რომლებსაც ქართული ჯარი აკონტროლებდა. „სოფლების“ გვერდით ცალკე და სიამაყით გამოჰყო „დიდი სოფლები“, გეგონებოდა ჩინეთის ჯიანგსუს პროვინციას ვიღებდით, სადაც ზოგი სოფელი ოცი ათასიანია და ზოგი – გაცილებით დიდი.
ის ღამე აგარაკზე ვიყავით. არ მეძინა.
მეორე დღეს ტაქსით წავედი თბილისში. ტაქსისტი წყნეთელი მეზობელი იყო, აფხაზეთიდან ლტოლვილი. თვალებანთებული მიყვებოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ მალე სოხუმსაც დავიბრუნებთ… რომ ყველამ დაინახა, რუსეთი ისე დაჩმორებულია, რომ ხელის განძრევაც არ შეუძლიაო. ჩუმად ვიჯექი. მაღიზიანებდა ამ კაცის ასეთი სიბეცე და ვერც ვერაფერს ვეუბნებოდი – მას ხომ მთელი ცხოვრების ოცნება ეჭირა ახლა ფრთით ხელში!.. როგორ უნდა მეთქვა, დროზე გამოფხიზლდი მეთქი… ან რატომ უნდა გამკვირვებოდა მისი სისულელე – თუ მთავრობამ დაიჯერა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, მთავრობისგან ტვინდაბნელებული და გაჭირვებული ადამიანი როგორ არ დაიჯერებდა…
თბილისელმა ახლობელმაც რომ მკითხა, როგორ ფიქრობ, სოხუმზეც თუ მივიტანთ შეტევასო, ვეღარ მოვითმინე და მივახალე, ორ დღეში თუ არ დაგვბომბეს რუსებმა, მერე მკითხე და უფრო ზუსტად მაშინ გეტყვი მეთქი…
მერე ვიჯექით ტელევიზორთან. ნაციონალური ტელევიზიები სრული მარაზმი იყო. სრული დეზინფორმაცია. ალერგია მეწყებოდა სამხედრო ფორმაში გამოჯგიმული შოთა უტიაშვილის დანახვაზე. ვიცოდი, რომ მისი ერთი სიტყვაც არ იყო დასაჯერებელი. დაამთავრებდა შოთა ყელყელაობას და მერე მისი თვალფახულა მეღლე შეუდგებოდა ჩვენს დაბოლებას. კიდე კარგი, ძველი ჯაბახანა რადიო მოვარჯულე და „თავისუფლებას“ ვუსმენდი. გოგა აფციაური და კობა ლიკლიკაძე – აი, ვინ მეუბნებოდა სიმართლეს! ტელევიზორში ჯავას ვიღებდით ვითომ – წარბშეუხრელად მატყუებდა ერთდროს ჟურნალისტი უტიაშვილი, და სინამდვილეში – გორს ბომბავდნენ – გოგა აფციაური მატყობინებდა… ამერიკამ საზღვაო არმადა დაძრაო, მატყობინებდნენ ტელევიზიით ერთ დროს ჟურნალისტი ერ-ორისტები, ხოლო კობასგან ვიგებდი, რომ აშშ თავდაცვის მდივანი შვებულებაში გადიოდა, ხოლო იმ გემებს თურქეთის მთავრობა აფერხებდა… როგორ მინდოდა, რომ ცრუპენტელა შოთა ყოფილიყო მართალი… და როგორ ვაპატიებდი კობას და გოგას, მათი ინფორმაცია მცდარი თუ იქნებოდა, მაგრამ, ვაი რომ, სიმართლე სიმართლე იყო და ბლეფი – ბლეფი…
1000 დროშა და 2 ტრიბუნა საზეიმოდ წაღებული ცხინვალში საზეიმო აღლუმის ჩასატარებლად! – აი, რატომ წავაგეთ ომი… უგულავას ნალოჯისტიკარი საომარი კამპანია… ნარკომანი თავდაცვის მინისტრი და პოლიციელი გენშტაბის უფროსი… თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, რომელიც ომის წაგების დღეს სააგარაკე ნაკვეთებს იფორმებდნენ სასწრაფო წესით. უპატრონო ცხვრებივით მიტოვებული რეზერვი… ჯარისკაცები, რომლებიც გამორბოდნენ ისე, რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვა აღარც ახსოვდათ… მტრისთვის დატოვებული ამერიკული ჰამერები და უახლესი ტანკები, სანაპირო დაცვის ამერიკული კატარღები და აგრერიგად გაპიარებული მ4-ები…ყველაფერი წაიღეს რუსებმა… იმით კი „ვამაყობდით“, ჩვენს უნიტაზებს და ჩანგლებს რომ ეზიდებოდნენ, მაგრამ მთელი ტექნიკის 40% რომ გაიტანეს? ფოთში ჩაძირული მთელი ქართული სამხედრო ფლოტი… რუსების ასეულის მიერ აღებული ფოთი, რუსის ლეიტენანტმა რომ აიღო… ჩუმად პარაფირებული საიდუმლო კაპიტულაცია, რომლის ხელმოწერა ლამის 24 საათის შემდეგ გავიგეთ, ხოლო შინაარსი – ვერაფრით…ლტოლვილები… ლტოლვილები… გაუპატიურებული ქალები, ადგილზე ჩახოცილი მოხუცები და ახალგაზრდები… ხალხი, რომელიც სააკაშვილს და უტიაშვილს უსმენდა… ხალხი, რომელთაც არ იცოდნენ, რომ ომის დროს მატყუარების მოსმენა სიკვდილის ტოლფასია… ხალხი, რომელიც ისე გაიჟლიტა, ვერ გაიგეს რადიო „თავისუფლების“ და მართალი სიტყვის ფასი…
ღამით შეკრულ ჩემოდნებზე ვისხედით. უფროსი შვილი კახეთიდან გვეხვეწებოდა , აქ ჩამოდითო. ჩვენ კიდე აღარ ვიცოდით, რა გვექნა – თბილისში დავრუნებულიყავით, თუ აგარაკზე დავრჩენილიყავით…
მიშა პირში ჰალსტუხით – მთელ მსოფლიოში საქართველოს ახალი „სავიზიტო ბარათი“ – ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი ჰალსტუხს მიირთმევს!… ჯავშანჟილეტიანი მიშა – თვითმფრინავის ხმაზე გორში სახალხოდ შიშით ჩასვრილი და გაქცეული (ახლა ვფიქრობ, სწორედ იმიტომ ააფეთქებინეს გორში რუს გენერლებს სტალინის ძეგლი – გორელები ხომ უშიშარი გენერალისიმუსით ამაყობდნენ და გორში ჩასვრილმა დაღმაშენებელმა სტალინის ძეგლი ვეღარ აიტანა) … მასპინძლისგან მიტოვებული კოსტუმიანი საფრანგეთის საგარეო მინისტრი და სილასავით გაწნილი ამაყი სიტყვები – “საფრანგეთი არ გარბის!”…
კოლონა კახეთის გზატკეცილზე… კიდევ კარგი, რომ არ დავუჯერეთ უფროს შვილს… მთავრობის საშინელი სიმხდალე წითელ ხიდთან, სადაც გადმოცემით, გამწარებულები ცდილობდნენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“, რომ საკუთარი ოჯახები და ანტიკვარი სასწრაფოდ გაეზიდათ… ამ დროს კი ლტოლვილების რიგები საბავშვო ბაღებთან, საცხობებთან, მერიასთან, დაუმთავრებელ მშენებლობებთან.
მერე იყო ეს მანამდე და შემდეგ მარადმღიმარი ინტელექტუალი ბაქრაძე. თაგვისფერნადები. აცახცახებული. ლამის ატირებული… რა იყო ეს? გაფრთხილება? რა თქმა უნდა, ჯობდა იმას, რაც სამხრეთ ოსეთის ქართველ მოსახლეობას გაუკეთეს – როცა ბოლო მომენტამდე ვარდისფერი ტყუილებით ბერავდნენ, სანამ ავტომატიანი რუსები და ოსები ტელევიზორებთან არ დაადგა ხალხს. ზუგდიდელებს პირდაპირ უთხრეს – რუსი მოდის, ჩვენ აღარ ვვარგივართ, ჯარი თქვენ არ დაგიცავთ! თავად დაიცავით საკუთარი თავიო! მაგრამ რა იყო ეს გამოსვლა, რა საშინელი მეტამორფოზი იმ ხელისუფლებისა, რომელიც ორი კვირის წინ დაჟანგულ რისულ ტანკებზე, რუსების მიერ ვერმოგებულ ომებზე და გენერალ ჩაბანის ჩაბანვებზე რომ შაყირობდა??? ქვეყნის მეორე პირი – უტრაკო ყარაჩოღელების უთავოდ დარჩენილი პარტიის ლამის გაბოსებული დაოსებული… დღეს კი ისევ მღიმარია, ყაყაჩო დაუბნევია ფერზემოსულს…
და ეს სიტყვები, რომლებიც შემდეგ ტელეპროგრამებიდან და იუთუბიდან ლამის გააქრეს, წადით და ყველა შესაძლო იარაღით თავი დაიცავითო – ხალხს მაშინ უთხრა იმ ხელისუფლებამ, რომელსაც მიტოვებული მოსახლეობისათვის იარაღის დატოვება არც უფიქრია! იმ ხელისუფლებამ, რომელმაც კოდორის მოსახლეობა განაიარაღა და მერე ისე გამოიყვანა კოდორიდან ჯარი, ერთი არ გაუსვრია! და ეს ხელისუფლება დღეს იმ თითო-ოროლა ვაჟაცს ასამართლებს, რომლებმაც თავისი ოჯახების და სამსახურის ქონების დასაცავად იარაღით ხელში უდარაჯეს სამშობლოს! გაქცეული ლაჩრები ასამართლებენ არგამქცევ ვაჟკაცებს!
მახსოვს გადამწვარი ბორჯომის ხეობა, მახსოვს ეკა ზღულაძის ფენომენალური – „ნუ გეშინიათ, ტანკმა ორჭოსანთან გადაუხვია!“ დაბომბილი სენაკის აეროპორტი და თბილისის აეროპორტის საამაყო სანავიგაციო კოშკი, დაბომბილი მახათას მთა… გვახსოვს ყველას რუსი გენერლების მძღოლებად მომუშავე ქართველი მაღალჩინოსნები – ლომაია, გოროზია, ვარძელაშვილი… ბიძინა კვერანძის – უმწარესი იუმორი – „ამაღამ ვინ გვითევს?..“ ნანატრი ამერიკული გემები პამპერსებითა და მინერალური წყლებით… და პირველი საკაპიტულაციო კონტრიბუცია – რუსებისთვის ჩუმად გადაცემული ენგურჰესი…
მახსოვს მიტოვებული და ლამის დამპალი ქართველ ვაჟკაცთა გვამები, რომელიც სამღვდელოებამ გამოიტანა! როგორც თავის დროზე შევარდნაძეს არ სურდა სოხუმიდან ქართველთა გვამების გამოტანა, ზუსტად ისე მოიქცა სააკაშვილიც! არ უნდოდათ, რომ გვენახა, რამდენი ვაჟკაცი დაიღუპა მათი კრიმინალური და დეგენერატული ქმედებებით! არ უნდოდათ, რომ მშობლებს ეტირათ შვილები! არ უნდოდათ, რომ მსოფლიოს ენახა მგლოვიარე საქართველო! ამიტომ მოაწყვეს კონცერტი, ამიტომ აყვირეს ხალხს „სარკო-სარკო!“ სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ დროს, კოდორიდან ჯარი გამოდიოდა ერთი გასროლის გარეშე – ვტოვებდით აფხაზეთში ასე სიმწრით შენარჩუნებულ ბოლო პლაცდარმს, აქამდე აუღებელ კოდორის ხეობას და იქეთ გამილიონერებული მამის შვილი ბოკერია, და აქეთ პისტოლეტის და მიკროფონის ეგზოტიკურ- რომანტიული დუეტი უტიაშვილ-კვესიტაძე აღელვებულნი გვაქეზებდნენ – „სარკოს!“ საყვირლად და ტაშ-ფანდურის გასამართავად…
„და არ იყო ჩვენს შორის გმირი!“
გავიდა დრო…
4 წელიწადში რაღაცეები შეიცვალა. ლომაია ნიუ-იორკშია, იაკობაშვილი – ვაშინგტონში, სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა ჭიაბერაშვილი…
ეკონომიკა ჩაფლავდა, ინვესტიციები გაჩერდა, ვითომ დაწყებული იმიგრაცია ემიგრაციის ახალმა ტალღამ შეცვალა. ყველა ჩვენთაგანს გვყავს ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი ან ათობით ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, რომელიც დღეს თურქეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიაში თუ ამერიკაში მოხუცებულების და ბავშვების მოვლით, საკუთარი ბავშვების და მოხუცების ნატვრაში აღამებენ და ათენებენ. ძლივს ახერხებენ ფულის მოგროვებას, რომ ოჯახები გადაარჩინონ! ეს ადამიანები აცოცხლებენ დღეს სულის მღაფავ ქართულ ეკონომიკას, საიდანაც უკვე უფრო ხშირად გარბიან ინვესტორები – ებრაელები, თურქები, არაბები – ყველამ გაიგო, რა „სამოთხეცაა“ მიშას ნაქები doing business easy!
არავის ახსოვს ომის გმირები… დაღუპულთა ოჯახებს სასაცილოდ დაბალი პენსია არაფერში არგიათ, ინვალიდებს სახელმწიფო მხოლოდ სიტყვით ეხმარება. ის ქალი, რომლის სურათებმა ცეცხლმოკიდებული გორის ფონზე მთელი მსოფლიო შემოიარა, დღეს ინვალიდობის ჯგუფის პენსიას აღარ იღებს და რომ ნახოთ, ვერც კი იცნობთ – ალბათ 20 კილოგრამი ექნება დაკლებული… ომში შვილმკვდარი მამა სულიკო ასათიანი, რომელსაც სააკაშვილმა დიდის ამბით პირადად გადასცა შვილის ორდენი, 2011 წლის 26 მაისს იმავე სააკაშვილის ბრძანებით რუსთაველზე მოკლეს. მოკლეს, რადგან გაბედა და შვილის სიკვდილში დამნაშავე და ნდობადაკარგული პრეზიდენტისადმი პროტესტის ნიშნად მიტინგზე დადგა…
და აი, ორი დღის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ დაგვავალა, ყაყაჩოები გვეტარებინა. სრული მარაზმია ეს! მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ქართველების ისტორიულ მეხსიერებაზე ზრუნავს. ის მართლაც „ზრუნავს“, რომ საქართველოს მოსახლეობას ისტორიული მეხსიერება მოუსპოს და გაუყალბოს! ადამიანი, რომელიც თავის თავს აღმაშენებელს და გიორგი ბრწყინვალეს ადრის, არის 21-ე საუკუნის საქართველოს გატიალების მთავარი არქიტექტორი! პუტინმა აღიარა, რომ 2006 წლიდან ჰქონდა საქართველოში შემოსვლის გეგმაო! სწორედ მიშას დამსახურებაა ის, რომ პუტინის ეს გეგმა ასე ზუსტად განხორციელდა! განა ვინმე ამბობს, რომ პუტინს გეგმა არ ჰქონდა და ემოციურად ვერ აიტანა ცხინვალზე საარტილერიო შეტევა და „სისხლის ცრემლები ღვარაო?“ დიახ, პუტინს ექნებოდა გეგმა და ეს გეგმა ჰქონდა კულახმეტოვს, პოპოვს, კოკოითს… ეს გეგმა იყო საომარი თამაშებით აღტყინებული სააკაშვილ-უგულავა-თარგამაძის პროვიცირება და სააკაშვილის მხრიდან პირველი დარტყმის განხორციელება… სწორედ ამიტომ იძახოდნენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პუტინის მიერ აშკარად თუ უნებლიედ მოხიბლული იაკობაშვილი და ძმანი მისნი – კოკოითი რუსეთს არ ემორჩილებაო და ყიჟინას სცემდნენ – რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებსო…
ვარდები ხომ შეგვაძულეს ნაცმოძრაობის დემაგოგმა მანქურთებმა, ახლა ყაყაჩოებს მისდგნენ! ყველა ისინი, ვინც წითელ ხიდზე ერთმანეთს ახტებოდა, დღეს წითელი ყაყაჩოთი იწონებს თავს. იწონებენ გიგი წერეთელი და კობა ნაყოფია! სწორედ ის ნაყოფია, რომელიც ომის დროს მთელი თვით გადაიხვეწა საქართველოდან, ხოლო შემდეგ 20 მილიონად ისეთი ურაპატრიოტული უნიჭო ბლოკბასტერი სისულელე „გადაიღო“, რომ მთელ მსოფლიოში რამდენიმე ათასმა კაცმა თუ ნახა. დღეს გამოდის მატყუარა თვითმარქვია პრეზიდენტი და იძახის, რომ ფოთში იმიტომ შემოდიოდა რუსეთის ჯარი, რომ მხოლოდ მისი – ერთადერთი ქართველის დატყვევება სურდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სწორედ ეს ერთადერთი ქართველი იყო მთელი საქართველო!.. ამ დროს ომის დროს ფოთში საერთოდ არ ყოფილა გორის სპრინტერი! და ეს იცის ყველამ, ვისაც ტვინი არ გამოულაყეს მიშისტებმა და მათმა ურნალისტებმა!
საშინელებაა ეს! რუსთაველიც კი არ არის ერთადერთი ქართველი, რომელიც მთელი საქართველოა! სააკაშვილის ფენომენი და მიშიზმი კი არის ის, რითაც საქართველო კი არ უნდა ამაყობდეს (და მადლობა ღმერთს, აღარც ამაყობს უკვე, რამდენიმე ათასი მოსყიდული მანქურთის გარდა), არამედ ეს არის ის, რაც საქართველომ უნდა ჩამოირეცხოს, როგორც ტალახი, როგორც ბანგი, როგორც ლაჩრობა, უღირსობა და უსინდისობა…
არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული!
ყველაფერი გვახსოვს! რაც არ უნდა „იყაყაჩოვოთ“, ჰალსტუხჭამია კურდღლებო!
Beacon of Autocracy – Why Mikheil Saakashvili Appointed Elections on October 1st (Monday) 2012?
Posted: 2012/08/05 Filed under: TRanslation of Georgian media articles | Tags: election environment, elections 2012, Georgian emigrants, Grigol Vashadze, Kakha Kakhishvili, Mikheil Saakashvili, October1st Elections, United National Movement ruling party, Vakhtang Khmaladze, Vakhushti Menabde დატოვე კომენტარიPresident of Georgia Mikheil Saakashvili has announced his decision to appoint the Parliamentary elections on October 1st, 2012, Monday. It is the first election since Georgian independence in 1990, which was appointed on regular weekday although for this reason it will be announced as non- working day.
Georgian politologists, constitutional experts and journalists have discussed the probable reasons why would have Saakashvili chosen that particular day. There are political (both domestic and foreign) and constitutional reasons.
First of all, it needs to be mentioned that initially, Parliamentary elections were scheduled for May 2012 – in 4 years since previous similar elections, carried out on May 21, 2008, just before the Russian-Georgian war. However, Saakashvili and his 80% Parliamentary majority holder – ruling party – United National Movement (UNM) have made constitutional amendment, moving elections from May to October. Head of Elections and Political Technologies Center, Kakha Kakhishvili considers that move as political shrewd step by UNM.
1. Elections in May mean that election campaigns will be carried out in March-April (Georgian law considers pre-election period limited by 60 days). Spring is usually very active period. In winter, due to extremely high rates on gas and electricity majority of Georgians cannot afford heating their homes (heating average flat costs around $150 which is nearly 40% of average salary). Therefore, after winter it is not difficult for opposition to get mass protests of impoverished and suffered population. Contrary to that, if elections are hold in October, pre-election campaign period is August-September. Nearly 90% of Georgians are having vacations exactly that time and large cities are empty during that period. Schools and Universities start in mid-September. Therefore, People move to villages, mountains and seaside, and those months are politically “dead season”, which makes task of opposition parties to meet electorate, explain their programs and carry rallies, most complicated.
2. Not only is harder for parties to carry out election campaign during August-September, it is also notable dead season on National TVs. With 3 statewide televisions, all controlled by UNM and their inner circlers, only one having once a week political talk-shows, August-September is exactly that period when even those very seldom political TV programs are off for holiday season! So, along with limited options to meet electorate in personal, parties would have similar hardship to talk with parties and oppose opponents at nation-wide TVs as well. Surely, one can say that both those problems affect ruling UNM as well. Well, not at that extend. They have their own methods to “organize the meetings”. Remember, when Saakashvili was celebrating alone Georgia’s independence day on May 26, 2009 (when opposition held mass rally at National stadium with 80,000 supporters), pupils of 9th grade were summoned on holiday from homes and Saakashvili has carried out a lesson of geography which all National TVs. For whole May-July UNM leaders were holding secret meetings with teachers, bankers, and public servants at restaurants. When it comes to ruling party meetings, everything can be “organized”.
3. For the same reason, starting long awaited “Must Carry” program which would allow some of residents of Georgian regions to see anything but UNM-controlled propaganda, in summer holidays might be more complicated, as cable and satellite companies might complaining on lack of qualified personnel and related technical problems. Such reasons have already delayed effective start of “Must Carry” on 2 weeks.
4. Obvisouly, all polls run in July – NDI, IRI, Oxford Consulting and PSB (http://www.neurope.eu/article/georgian-opposition-takes-lead-poll) have shwon that rate of opposition Georgian Dream movement has doubled since February, whilst rate of UNM continues to decline. Therefore, it was no surprise, Saakashvili decided to carry out the elections sooner – better… The rumors, that election would have been appointed on October’s first week, have been circulating since NDI’s poll’s results. It seemed natural to follow tradition and appoint elections on Sunday – Oct 7. However, as Radio Liberty reports, it could send a signal – circle 7 at October 7 (apparently “7” will be number for Georgian Dream) and Saakashvili would never do such a thing… http://www.rferl.org/content/georgian-parliamentary-election-date-set/24663625.html
5. But now – why on Monday? In every country, suddenly announcing a working weekday as non-working holiday for election reason would mean substantial economic lost. Well, Georgian for president this means nothing compared to chance of power extension (besides, real unemployment hits over 50% in Georgia, and economic lost will probably be not as significant as in economically viable country). The main reason – why Monday, for many Georgian politologists is not domestic, it is international. This is done to keep Georgian emigrants away from elections! As much as possible! It will be holiday in Georgia, but it won’t be holiday elsewhere! Most of foreign experts would probably not accept such categorical judgment, but here is why – Georgian emigrants constitute nearly 25% of Georgian citizens (World Bank and IOM estimate their numbers over 1 mln. Some Georgian experts believe the number is well ahead of 1,2 mln) and they send to their families over $1 bln. Annually, bringing nearly 25% of Georgia’s currency income and stabilizing live of nearly 30% of households at home. And in 2012 Georgian emigrants show firm disapproval of Saakashvili and UNM. They recently formed an international alliance for free and democratic elections in Georgia and proposed Georgian governments to provide 50,000 satellite dishes to those families which lack access to information. Those two facts made Saakashvili’s government furious and they first issued decree demanding from every emigrant passing consular registration 2 months before elections (the decree was issued less than 4 months before elections, but induced strong movement on Facebook and quick organization of yet unorganized Georgian diaspora, especially in Greece, Italy, Germany and USA with largest number of Georgians residing. www.gopetition.com
Then MoFA of Georgia has produced even more draconian decree, demanding not only consular registration, but even a certificate from living place! After acknowledging that such documents do not exist in most of foreign countries, confused Minister Vashadze added a phrase – “or any equivalent document proving residency in that country”. Knowing well, that majority of Georgians live in EU or outside illegally, Georgian government cynically gives a choice – either refrain from elections, or risk a deportation and loosing survival source for your family! But many Georgian emigrants say that this government with its cleptocratic and mob-type racketing, killing any independent business in the country and inducing mass impoverishment of SMEs or individual businessman, is a main reason why they had to leave the homeland and they would take a risk of deportation but will try to vote. Therefore, appointing elections on Monday, Saakashvili knows that in most of the countries only residents of those few cities, where Georgia has embassies or consulates, could probably have chance to come for voting. There is no way to travel to another city for voting on weekday. By making this choice, Saakashvili hopes to cut off from elections nearly every 4th Georgian citizen! Such a cynical move, considering that 2 months ago Georgian Parliament has granted a right to participate in Georgian elections to every non-citizen of Georgia, but citizens of EU!
6. Final query – Why not on Friday, which is Oct 5? Especially, as 5 is all time numebr for UNM and Saakashvili strongly believes in this digit being happy to him. Long time ago I wrote a post called 5/5 and predicting that Saakashvili would prefer to appoint snap election on May 5 or August 5, and if still leaving elections in October, then on Friday, Oct. 5. But here comes the constitutional reason. When Saakashvili has tailored Georgian constitution for sizing it on himself, he was rather accurate to calculate meticulously every step of that transfer from Presidential republic to PrimeMinisterial republic which is unique model in the world. According to new constitution both Parliamentary and Presidential elections must be carried out in October. Newly elected Parliament cannot be dismissed in its first 6 months since election, and in last 6 months before presidential elections. Confronting situation, when Georgian Dream movement can really defeat UNM in Parliamentary elections (Saakashvili knows the real credibility of IRI and NDI open polls, which in a country like Georgia with mass intimidation of the voters – by illegal imprisonment, firing, physical and psychological assaults on persons and family minors – has 40% of people who either hide their political preference or prefer to answer – “I am not sure”), Saakashvili considers an option if he will be confronted by opposition-running Parliament, which will not be obedient notarial office to approve his caprices momentarily. Therefore, he wants to have chance to dismiss such parliament! And for doing that he will have very limited time. Such chance would only exist with Parliamentary elections are appointed at onset of October 2012 and presidential – at end of October 2013. So, right today we can guess, that Georgia’s presidential elections will be set for October 31st, and that would give Saakashvili the whole month of April from 1st to 30st – for dismissing Parliament. As Constitutional Experts Vakhushti Menabde and Vakhtang Khmaladze concluded, Parliament has some chances for overturn, and President may need 27 days for committing his plan. Which means, Georgian Parliament might face dismiss decree from the President on days of April 28, 29 or 30…
But all those mathematical calculations may be void, if Georgian Dream wins constitutional majority of seats in newly elected Parliament. But Beacon of Autocracy has a plan for avoiding that too. I will try to touch that issue in the next Post.
However, there are situations, when he’s got a big blows – for examply, after already naming 1st October as election day, it became clear that this day according to Georgian Church’s calendar is Day of St. Bidzina Cholokashvili, or “Bidzinoba” :))) Saakashvili, with his addiction to symbols, was most probably furious to provide such an unexpected gift to his main rival – Bidzina Ivanishvili! Every church in Georgian will mention on October 1st Bidzina’s name during liturgies! :)))
In my blog “Will Saakashvili pull a Putin or not? – Damned, he will!” https://solomonternaleli.wordpress.com/2012/07/12/1459/ I have expressed an opinion that President of Georgia Mikheil Saakashvili makes all possible and impossible, legal or whatsoever efforts to remain at power after he finishes his 2nd presidential term. Watching him – his non-stop visits and speeches, his astonishingly and close to absurd and already criminal actions against opposition, media, justice and common sense, it is more and more obvious that this man cannot think himself without power. But there is a dilemma – in what capacity he dreams he could maintain a power? I am sure, he won’t hesitate to pull a Putin! Even to pull a Mugabe…
Based on Georgian materials – interviews/talk-shows with of Kakha Kakhishvili, Vakhushti Menabde and Vakhtang Khmaladze.
http://blogs.liberali.ge/ge/blog/1631/112090/
პაქტი მზაკვრისგან
Posted: 2012/08/01 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არჩევნები, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნაცმოძრაობის სატელიტები, საარჩევნო გარემო, ქართული ოცნება, ქრისტიან-დემოკრატები, ხელშეკრულება დატოვე კომენტარინაციონალურ მოძრაობას მოუნდა ხელშეკრულების დადება!
მოამზადეს ხელშეკრულება, რომელიც კარგად გამოიყურება… კარგად ჟღერს… გარეგნულად არაუშავს და თითქოს, არც ყარს!
მაგრამ, ხალხნო და ჯამაათნო, როცა ხელშეკრულებას დებ, ორ მთავარ რამეს აქვს მნიშვნელობა:
ა) რამდენად ნორმალურია ხელშეკრულება, რომელსაც გთავაზობენ
ბ) რამდენად ნორმალური და სანდოა ის პირი, ვინც ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი მეორე მხარეა!
რა უფრო სანდოა – კარგი, გამართული ხელშეკრულება ჰიტლერის, კადაფის ან ბაშარ ასადის მსგავს ადამიანთან? თუ – უფრო დაუხვეწავი, გაუმართავი და იურიდიულად მოწყვლადი, სულაც სიტყვიერი შეთანხმება დალაი ლამას, დედა ტერეზას ან ვაცლავ ჰაველის მსგავს ადამიანთან?
როდის უფრო უნდა დაფიქრდე და ასჯერ გაზომ-აწონო?
რამდენად ღირს კი, საერთოდ, პაქტი მზაკვართან?
როცა იცი, რომ ეს მზაკვარი ის ყვავია, რომელიც არასდროს გათეთრდება, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, და ისეთი კუზიანია, რომელსაც მხოლოდ სამარე გაასწორებს. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორია ეს ხელშეკრულება – რამდენად აწონილი და გამართული?
ასე რომ მე პირადად, ჩემი მოკრძალებული აზრით, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართა, რასაც ნაციონალური მოძრაობა თავაზობს ოპონენტებს. ეს არის მორიგი ფანდი, მორიგი ხრიკი, მორიგი ფოჩიან ქაღალდში გახვეული ნაღმი.
როცა ნაცმოძრაობა იყენებს რეზერვად წოდებული ზონდერჯგუფების მომზადებას ამომრჩევლების დასათრგუნად, მიტინგების და შეხვედრების ჩაშლის დახვეწილ მეთოდიკებს, ფსიქოლოგიურ ტერორს, ფიზიკურ ძალადობას, ქვის სროლას, პოლიტიკურ პოლიციას, ყოველდღიურ გაყალბებას, აგრესიულ დემაგოგიას, ოპონენტებისათვის ბინძური იარლიყების მიკერებას, თავისუფალ ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას, სიძულვილის ენას, ფანტასტიური მასშტაბის ტოტალურ დაყადაღებებს, ტოტალურ უსამართლობას ეროვნული ბანკის, საგადასახდო ინსპექციის, კონტროლის პალატის და სასამართლოების მხრიდან, საქართველოს საელჩოების მიერ უცხოელ დიპლომატთა შეგნებულად შეცდომაში შეყვანას და პარტიული ნეიტრალობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვას, საარჩევნო სიების შელამაზებას (და არა 0 გამჭვირვალედ და სამართლიანად გასწორებას!), თეფშების წინაღმდეგ – თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ არანახული მასშტაბის ომს… და არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს უკვე ჩადენილი კრიმინალის გამოსაძიებლად, უკვე დამახინჯებული საარჩევნო გარემოს გამოსასწორებლად… აი, ამ დროს და აი ამ მოცემულობით, როგორ შეიძლება ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ რაიმე ხელშეკრულების დადებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება??
კიდევ უფრო ახლოს რომ მივიდეთ მიხეილ მაჭავარიანის მიერ ჩაფიქრებულ ღოთვერნობასთან (ხომ არ გგონიათ, მართლა უმწიკვლო დოკუმენტი შემოგვთავაზა ძალიან ბინძური მეთოდოლოგიების პროფესორმა?), ლაქები ამ, თითქოს-და, ”ქათქათა დოკუმენტზეც” საკმაოდ ჩანს.
- ჯერ ერთი, როგორ გგონიათ, შემთხვევით მოხდა, რომ არასამთავრობოთა 17 მუხლი 1 მუხლად გამოძერწეს, ხოლო საკუთარი ინიციატივები 4-ად გაშალეს? საქმე იმაშია, რომ ის ყველა 17 ინიციატივა, რომელიც არასამთავროებმა მოამზადეს, ძირითადად არსებული საარჩევნო გარემოს სიმახინჯეებს ასახავს და გამოსწორებას ისახავს მიზნად. ხელისუიფლებას კი სწორედ ის უნდა, რომ მახინჯი საარჩევნო გარემო შეინარჩუნოს, ”ქართულ იცნებას” ბინძური თამაშის წესებით და საკუთარი მსაჯებით (ცესკო, ”სანდო” დამკვირვებლები და ა.შ.) მოუგოს და მერე აყვირდეს, ”- აბა, არ გაბედოთ გაპროტესტებაო! ეს ზუსტად იგივე ტაქტიკაა, დანით და პისტოლეტით შეიარაღებული ბანდიტი, რომ ვინმეს მიერ დამცველი ფარის ან ჩაფხუტის ქონებას აპროტესტებს – ეგ ომისთვის ემზადებაო! თანაც, რადგან 17 ერთად აქციეს, შეიძლება ისიც გათვლილი აქვთ, რომ მათ მიერ ამ 17-ვე მუხლის დარღვევა მხოლოდ -1 ქულად დაეწერებათ და თუ ”ქართულმა ოცნებამ” უდრტვინველად არ მიიღო თეთრი ძაფით ნაკერი და ”გაპრავებული” შედეგები, იმწამსვე აყვირდებიან – ჩვენ ერთი უბრალო, ”დამატებული” პუნქტი შეიძლება დავარღვიეთ, მაგრამ ესენი ”მთავარ” ფუძემდებლურ” პუნტს არღვევენო!
- ვინ განსაზღვრავს რომელი სადამკვირებლო ორგანიზაციაა ”სანდო” და რომელი ”არასანდო”? ალბათ – ”სანდო” ზურაბ ხარატიშვილი და მისი ”სანდო” – ცესკო! ჰოდა, გაგიკვირდებათ, რომ მსგავს ”სანდოებში” მოხვდნენ – სუფთა პოლიტიკა, ვიტაუტას ლანდსბერგისი და ნავარო და მისი რაზმი (კავკასიის კვლევით რესურსთა ცენტრი და მისი უკვდავი თარხნიშვილით)??
- რატომ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ არჩევნები არ მთავრდება არჩევნების დღეს და რომ საბოლოო შედეგები მაშინ იდება, როცა ყველა საჩივარი სამართლიანად არის განხილული და ყველა სადავო ოლქის შედეგები სამართლიანად გადათვლილი ან სულაც განმეორებით ჩატარებული?
- რატომ არ არის არაფერი ნათქვამი იმაზე, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში? თუ მხოლოდ პარტიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხოლო მინისტრების, გუბერნატორების, მერების, გამგებლების და საკრებულოს თუ მუნიციპალიტეტების თანამშრეომლების, ჯარის და პოლიციის, მასწავლებლების და უბნის ე.წ. ”სოცაგენტების” გამოყენება არ ითვლება, მაშინ ხომ გასაგებია, რომ ასეთ მაღვალაკებთან ხელშეკრულების გაფორმება საკუთარი დამარცხების წინასწარი გაფორემაბ იქნება?
ეს ის პირველი რიგის კითხვებია, რაც თათარიახლად მომაფიქრდა და ან რაც სხვებისგანაც მესმის.
მთავარი კი ისაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ხელშეკრულება ისე შემოაგდო, რომ არც კი უკითხია, – რამე ხომ არ გინდათ, განვიხილოთ, დავაზუსტოთ და შევთანხმდეთო… ეს ხომ მათი ”უკვდავი” სტილია – ხელშეკრულება საქართველოსთან! კომპენსაცია კახეთის სტიქიით დაზარალებულებს! საერთო საცხოვრებლები (ფოცოხოეწერში) – ლტოლვილებს! ლაზიკა – საქართველოს!- ეს არაფერი არასდროს არ განუხილავთ, მეფურად შემოგვთავაზებენ ხოლმე. მეფურად კი არა – მაფიოზურად – როგორც ისეთ წინადადებას, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება!
დაბოლოს, ეს წინადადება ისეთმა ცნობილმა მზაკვარმა გაახმოვანა და ისეთმა გაშიფრულმა ”გამპრავებლებმა” დაუჭირეს მხარი სასწრაფოდ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ – ეს მორიგი ხრიკი, ფანდი და ღოთვერნობაა, ლამაზი ყველის ნაჭერი – ოსტატურად შენიღბულ სათაგურში…