მოვიდა სეტყვა და … მოჰყვა მიშა!


The government solution to a problem is usually as bad as the problem.
Milton Friedman

კახეთში და სამცხეში სეტყვა ვის გაჰკვირვებია?!.

მაგრამ ის, რაც ახლა ორიოდ დღის წინ მოხდა, – სეტყვის გრიგალი – მართლაც სტიქიის არნახული შემოტევა იყო.

50-ზე მეტი სოფელი სამ რეგიონში (სეტყვამ მცხეთა-მთიანეთისც დააზიანა, თუმც უფრო მსუბუქად), 100%-ით განადგურებული მოსავალი, დანგრეული(!) სახლები, ახდილი სახურავები, ჩამოვარდნილი აივნები და ჩამოშლილი კედლები, ძირფესვიანად ამოთხრილი უზარმაზარი  ხეები და გაჭყლეტილ-ამობრუნებული მანქანები…

მაგრამ ყველაზე მეტად ხალხი… უილაჯო, დამუნჯებული, გათანგული…

კიდევ ეს უნდოდა საცოდავ ხალხს?..

არ არის მათთვის ნუგეში და სითბო, არ არის გაწვდილი ხელი და სამართალი,თუნდაც დროებითი შვება… არც ის ყბადაღებული (სეფერთელიძისეული) „კომფორტი“… კომფორტი, სადაა?.. ნეტა ოდნავი სამართალი მაინც ეღირსოთ, და ხელს არ უშლიდნენ ჯაფასა და შრომაში…

ახლა კიდე ეს სეტყვა…

მაგრამ, ამ უბედურებასაც აიტანდა ადამიანი…  კახელი კაცი – მით უფრო, რაღაც პატარ იმედი რომ იყოს… რაღაც იმის მოლოდინი, რომ როცა ასეთი სტიქი დაგატყდება ადამიანს თავზე, ვინმე მოგხედავს – ან სოფლის გამგებელი, ან რაიონის თავკაცი, ან რეგიონის გუბერნატორი, ან – მთავრობა… ხომ არის ქვეყნები, სადაც ამაზე უარესი რამ ხდება და ხელისუფლება ხელებს დაიკაპიწებს, აბა, ეს დახმარებაო, აბა, ეს შეღავათებიო, აბა, ეს სარეზერვო ფონდიდან გაღებული სახსრებიო…

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სწორედ „არსაიდან ხსნა, არსით საშველის“ მდგომარეობაშია ქართველი გლეხი. ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც მხოლოდ დასანახავად არიგებს ტრაქტორებს და მერე, ჩუმად, ისევ უკან მიაქვს… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის სასიცოცხლო ინტერესს სწორედ ქართული სოფლის გაჩანაგება და თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტით საკუთარი კომპანიების ჯიბის გასქელება წარმოადგენს… ეს ხომ ის მთავრობაა, ოთხ წელიწადში ერთხელ 25 ლარის დიზელს რომ ურიგებს გლეხებს და თვეში მინიმუმ ერთჯერ სწორედ იმ დიზელს და ბენზინსაც ღმერთოდ და უნამუსოდ აძვირებს… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც წლის დასაწყისში გლეხებს აგულიანებს, – მოსავალი მოიყვანეთო და, თუ გჭირდებათ – კრედიტიც აიღეთო, და მერე სწორედ ამ კრედიტით ახრჩობს და სახლ-კარს და საკარმიდამოს უყიდის… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ ამერიკული ღორის ხორცის იმპორტით გამდიდრების მიზნით საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია გამოაცხადებინა და ქვეყანაში არსებული ღორის სულადობის 2/3 რამდენიმე თვეში გააწყვეტინა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის ჰიბრიდულმა სიმინდმა ჯერ მოსახლეობა დააშინა და მერე მთავრობის რჩევას მინდობილი გლეხები გააპარტახა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელსაც ბიუჯეტში ქართული სოფლისათვის აქამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი თუ ემეტებოდა და ახლა, წინასაარჩევნოდ, სოფელს მილიარდებს ჰპირდება!.. ეს ხომ ის მთავრობაა, ყოველ მეხუთე სოფელში რომ სკოლა გააუქმა და ბავშვებს ან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ყოველდღე სიარული, ან – უსწავლელობა განუწესა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელმაც სოფლის მეურნეობის მინისტრად ისეთი უწვერული ჩოჩორი დანიშნა, ძროხებს დედლებად და მამლებად რომ ყოფდა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც დაქცეული სოფლის აღდგენის მაგიერ, ხან ზღვაზე ხიდს დებს (რომელსაც სამ კვირაში ქარი ანგრევს), და ხან – ჭაობში მოსახლეობით ნახევრმილიონიანი და ხარჯებით მრავალმილიარდიანი სუპერქალაქის მშენებლობას იწყებს…

ამ მთავრობას და მის მარადგაუძღომელ მინისტრებს (არ ვიცი, საერთოდ, რატომ ჰქვიათ მათ მინისტრები, პირდაპირ „მონსტრები“ რომ ერქვათ, უფრო გამართლებული იქნებოდა და მათ სამფლობელოებს – „სამონსტროები“) ყველაფერზე ემეტებათ ფული, გარდა ქართული სოფლისა. თუმცა, არა – იყო შემთხვევა, როცა ძალიანაც გაიმეტეს ფული – სოფელში გლეხებს თავაზობდნენ, ვენახი გაეჩეხათ და განსაკუთრებული თავის გამოჩენისთვის სწორედ ამაში დაჰპირდნენ ფულს! მართლაც ამათზეა ნათქვამი ლეგენდარული ქართველი გლეხის, ჯარისკაცის და მამის სიტყვები:

„…Ты его не сажалТы егоне пахал. Ты только виноградкушать любишь… Такой молодой, еще ни одно дерево ни посадил уже такой сад портишь… Не стыдно тебе?..“

და რა თქმა უნდა, არ რცხვენიათ… რადგან, პირიქით, ყოველთვის სამარცხვინოდ მიაჩნდათ სოფელი… რადგან არც გლეხი ყოფილან არასდროს, არც – ჯარისკაცი და არც – მამა… ბავშვის გაკეთება არაა მამობა და ეს მანქურთები რომ მართლა მამები იყვნენ და თავის შვილებისთვის – მინიმუმ სამშობლოს დატოვებას რომ აპირებდნენ, დღედაღამ საქართველოს გაყიდვით და გაპარტახებით არ იქნებოდნენ დაკავებულნი. რასაც ესენი თავის შვილებს უმზადებენ, იმას მტერი არ გაუკეთებდა და ძალიან მეეჭვება, ეგენი თუნდაც საკუთარი შვილებისთვის იყვნენ კარგი მამები…

ნორმალურ მთავრობას  ასეთი სტიქიური უბედურების შემთხვევაში ამისათვის განკუთვნილი სარეზერვო ფონდის გამოყენება უწევს. განა საქართველოს არა აქვს სარეზერვო ფონდი?! ერთი კი არა, ორიც აქვს – საპრეზიდენტო  და საპრემიერო! შევარდნაძის დროს თუ ასეთ ფონდში 10 მილიონი ლარი იყო, შარშან, რაც ვიცით – 100 მილიონი კი იყო ოფიციალურად, და არაოფიციალურად რამდენს დებენ კარის ბიზნესმენები, მაგას მომავალში გავიგებთ მხოლოდ. მაგრამ ამ 100 მილიონის ხარჯვის შესახებ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სააკაშვილმა ახალხანს დათხოვნილი პარლამენტის სასწრაფოდ შეკრება ბრძანა (კინო „რუსთაველში“ თუ დაპატიჟებს პარლამენტარებს, არ ვიცი, რადგან პარლამენტის სასწრაფოდ დაცლის საველე ოპერაცია მანამდე ორიოდ დღით ადრე დაიწყო…), რადგან თურმე სასწრაფოდ ფულია მოსაძიებელი!

დავუშვათ, იმ 100 მილიონიდან ნაწილი ა.წ. განვლილ შვიდ თვეში დაიხარჯა. მე ერთადერთი, რაც მახსენდება, თბილისის წყალდიდობა იყო, მაგრამ მაშინ არავის უხსენებია სარეზერვო ფონდები. სავარაუდოდ, მაშინ ზარალი ხუთ მილიონზე მეტი არ ყოფილა, მერია ძალიან მწირი განცხადებებით შემოიფარგლა: რამდენიმე მილიონი იყო ზარალიო. www.opinion.ge/?p=12712  

ამის გარდა, კიდევ იყო წყალდიდობა კახეთში 22-24 ივნისის პერიოდში, რომლის ზარალის შესახებ მხოლოდ კახეთის საინფორმაციო ქსელი და პირადად გელა მთივლიშვილი იუწყებოდა – ალბათ ზარალი ათ მილიონს აღწევსო.

დავუშვათ, რომ ამ ორ ეპიზოდზე და კიდევ რამდენიმე უფრო მცირე მასშტაბის სტიქიურ უბედურებებზე (რიკოთის გვირაბი დაზიანდა – მგონი 1 მილიონი იყო ზარალი და ა.შ.) ჯამური ზარალი 15-20 მილიონი ყოფილიყო და კიდეც რომ სარეზერვო ფონდებიდან წასულიყო ეს თანხა, მინიმუმ 80 მილიონი ხომ უნდა ყოფილიყო მაშინ დარჩენილი?

80 მილიონი ლარი რომ ჰქონოდა სააკაშვილს გადანახული სარეზერვო ფონდებში, დავიჯერო, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღე იმას ვერ მოახერხებდნენ, რომ რეგიონისათვის – საკვები (განსაკუთრებით – პური) წყალი, ტანსაცმელი და თბილი პლედები მიეწოდებინათ?

საქმე იმაშია, რომ ფული არ არის…

შეჭმულია!!!

ის ფული, რომელიც პირველ რიგში სწორედ კატასტროფების დროს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი საჭიროებებისათვის უნდა იყოს დარეზერვირებული, გახარჯულია ათობით სხვა სახის ღონისძიებებზე, რომელთა გარეშე მმართველი ელიტა მოიწყენდა! რომელთა გარეშე მიშას არ ექნებოდა სატრაბახო, რომ არსად ისე ხალისიანი არაა ცხოვრება, როგორც ბათუმსა და ანაკლიაში! არსად ისე არ ზეიმობენ საოპერო თუ პოპ-ვარსკვლავების კონცერტებს, როგორც პიაცაზე და ქუთაისის და ბათუმის „წყალგამტარ“ ოპერებში… საიდან ააშენებდნენ ამ „ოლვეიზ“ ხიდებს და „ნინო+ალი“ კონსტრუქციებს, ბუდა ბარებს და შანგრი-ლა კაზინოებს, სარეზერვო ფონდებიდან რომ არა, საიდანაც აქვთ სწორედ უკონტროლოდ ხარჯვის უფლება? და საიდანღა დაფარავდნენ პოლიციის გამჭვირვალე შენობების და პოლიციის აღლუმების ხარჯებს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი უცებ დიდი ქართველიდან „რუს ოლიგარქად“ გადააქციეს?

უეჭველად შემეპასუხება რომელიმე ლიბერტარიან-აწსოციალისტი მიშათავხელიძე ან  სუფთაზე სუფთა პოლიტიკის მიჯნური ნინოლაპიაშვილი – ეგ ყველაფერი სულ სხვა ხარჯებიდან აშენდა და დაიფარაო!

გვაჩვენონ, ბატონო!

გვაჩვენონ, რაზე დაიხარჯა სარეზერვო ფონდის 100,000,000 ლარი და მერე იქნებ ბოდიში მოვიხადო! ხოლო, სანამ არ უჩვენებიათ, ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, ეჭვი შევიტანო, რომ მთავრობამ ეს თანხა შეჭამა! რაში შეჭამა – ოპერების მშენებლობებში და გვირაბების გაყვანაში, თუ – პრეზიდენტის მოგზაურობებში და შოპინგებში, სოფო ნიჟარაძის კაბებში და საკალათბურთო ჩემპიონატზე ნასუქი დეპუტატების და მინისტრების მრავალდღიან მივლინებებში, – არ ვიცი. ეჭვი მაქვს, რომ ორივეში, და მეორეში – უფრო მეტი და უფრო ლაზათიანად!

ახლა კი გავიხსენოთ სააკაშვილის მიერ ციდან ჩამოღებული ციფრი – კახეთის სეტყვის შედეგად ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტიაო! და მოდით, თავად გავაკეთოთ მარტივი კალკულაცია, რა უჯდება ხერხემალყოფილი ვანოს მთავრობას მათ მიერ ფართოდ გაპიარებული „არნახული დახმარების“ პაკეტი.

დაზიანებული სოფლების და დაზარალებული ოჯახების რაოდენობა თავად მთავრობამ გაახმაურა – 38 სოფელი და 20,000 ოჯახი. დავუშვათ (ისევ გელა მთივლიშვილზე დაყრდნობით), რომ ეს არასრული ციფრია. თან არის სამცხე-ჯავახეთის დაზარალებული მოსახლეობა. მოდით, ჩავთვალოთ, რომ დაზარალებულია 30,000 ოჯახი და შევთანხმდეთ, რომ ვანოს კლასიფიკაციით ზარალის სამ კატეგორიად დაყოფილ ოჯახთა რაოდენობა ალბათ თანაბარია და საერთო რიცხვის 1/3-ს ანუ 10,000-10,000 ოჯახს შეადგენს. აგერ, თავად მერაბიშვილის კლასიფიკაციაც და მის მიერ გამოყვანილი და მიშას მიერ „არნახულად“ და „უპრეცედენტოდ“  შეფასებული „სტავკები“:

იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1300 ლარიდან 1500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70–80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ.“

გამოდის, რომ პირველი კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 1,400 ლარი) გამოყოფა დაჯდება 14 მილიონი ლარი.

მეორე კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 850 ლარი) გამოიყოფა – 8,5 მილიონი ლარი.

და მესამე კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 400 ლარი) გამოიყოფა – 4 მილიონი ლარი

ანუ სულ ეს გამოვიდა – 14+8,5+4=26,5 მილიონი ლარი

ამას მოდით დავამატოთ „არნახული გულუხვობის“ მაგალითი: სასურსათო პაკეტი, რომელიც შეიცავს 5 კგ შაქარს, 5 კგ მაკარონს და 2 ლიტრ ზეთს. ეს ყველაფერი მაქსიმუმ 30 ლარია! (ჩვენი მთავრობის ამბავი რომ ვიცი, ყველაზე იაფ, ჩაწოლილ პროდუქციას ამოიღებენ საკუთარი კომპანიის საწყობებიდან და ამის ნახევარიც არ დაუჯდებათ, დანარჩენს – გაწერენ და იხეირებენ, ოღრაშები). 30 ლარიც რომ გავამრავლოთ 30,000-ზე იქნება კიდევ 1 მლნ ლარი. ამას შეიძლება დავამატოთ დაახლოებით იგივე თანხა  სასუქებზე და საწვავზე, რაც ჯამში შეიძლება 1-2 მილიონი ლარი იყოს.

ნუ დავივიწყებთ ჩვენი მთავრობის მეუფის – ვანო „გაღლეტილ“ მერაბიშვილის მიერ თავდაუზოგავად მოღლეტილ საფულეს და გაცემული დაპირებას, რომ იმ ოჯახებს, რომელთაც საბანკო კრედიტები ჰქონდათ გადასახდელი, 1 წელი მთავრობა დაუფარავს ამ ხარჯებს.

30,000 ოჯახიდან, არა მგონია, 3,000-ზე მეტს ჰქონოდა საბანკო კრედიტი, რადგან ცხრა წლის განმავლობაში ნაცმოძრაობამ კარგად დაანახა ხალხს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში „ბანკი ხალხის მტერია!“ და კრედიტი პირდაპირი გზაა გაპარტახებისა და ოჯახის დაქცევისაკენ. ამიტომ, ვეჭვობ, 3,000-იც დიდი ციფრი იყოს. საშუალოდ სასოფლო კრედიტის ოდენობა კი, ალბათ, 5,000 ლარიც არ არის და ამ თანხის 25-30%-ია კრედიტის პროცენტი. გამოდის, კრედიტის თანხა 15 მილიონი შეიძლება იყოს, ხოლო საპროცენტო თანხა ერთი წლის განმავლობაში. 4,75-5 მილიონი ლარი.

ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, გამოდის დაახლოებით 33 მილიონი ლარი!

დამერწმუნეთ (ეს არ ეხება „სუფთა პოლიტიკის“ (ს)ექსპერტებს, თეა თუთბერიძეს, ვასილ ჭყოიძეს და სხვა ცნობილ დემაგოგებს, მაინტერესებს მეტნაკლებად პატიოსანი და პროფესიონალი ეკონომისტის აზრი, მაგალითად – ბატონი პაატა შეშელიძის, რომელსაც, ბენდუქიძისაგან განსხვავებით, სოციალიზმისთვის „ოსანას“ სიმღერა არ დაუწყია მერაბიშვილის პროგრამის მიღების შემდეგ)  – რაც მე ვიანგარიშე, არის უფრო ახლოს მაქსიმუმთან, ვიდრე იმასთან, რასაც რეალურად ეს მთავრობა დახარჯავს!

ხომ კარგად გვახსოვს, საქართველოს ომის არწამგებმა ხელისუფლებამ როგორ მიითალა 2008 წლის ომის შემდეგ ათეულ ათასობით ლტოლვილთა დასახმარებლად გამოყოფილი უცხოური დახმარებიდან ყოველ ახლადაშენებულ სახლზე 35,000 დოლარი (50,000 ლარი), ხოლო როგორც შემდგომში ექსპერტები აღნიშნავდნენ, ამ სახლების რეალური ფასი 20,000-25,000 ლარს არ ცდებოდა, ხოლო მშენებლებს ამის ნახევარიც კი არ გადაუხადეს!

რა გამოვიდა?

ჩემი ანგარიშით, ის თანხები, რომლითაც ხელისუფლება სეტყვით დაზარალებულ ხალხს „ეხმარება“, მხოლოდ 33 მილიონი ლარი თუ იქნება, ხოლო სააკაშვილის მიერ გაცხადებული თანხა  – 100 მილიონი იყო! სავარაუდოდ, ამ მოთხოვნილი თანხის (და საპარლამენტო ყურმოჭრილი მონების მიერ უსიტყვოდ და დაუანგარიშებლად გაცემული) – მინიმუმ 2/3  – ანუ 67 მილიონი ლარი ისევ დაიხარჯება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი ავხორცი და გარეკილი ფანტაზიების დაკმაყოფილებაში, ან – საარჩევნო მოსყიდვების განსახორციელებლად, რათა შემდეგ მიშას ავხორცი და გარეკილი ფანტაზიების დაკმაყოფილებას მომავალი 4 წელი ისევ ვუცქიროთ…

მაგრამ როცა ზემოთ სულმნათი ილია ჭავჭავაძის სიტყვები გავიხსენე:

„არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!“

–            მაშინ მხოლოდ ხელისუფლებას ვგულისხმობდი.

საქართველოს მოსახლეობას, საბედნიეროდ, ნამდვილად ჰყავს ადამიანი, რომელიც მას უანგაროდ ეხმარებოდა ბოლო 20 წლის მანძილზე. ეხმარებოდა როგორც პირადად ათასობით ადამიანისათვის გადახდილი საკმაოდ სერიოზული ხელფასებით, ასევე – ქვეყნის ბიუჯეტისათვის გაცემული ასეულ მილიონობით ლარით და ასევე – ასეულ მილიონობით ლარით, რომელიც ქვეყნის ისტორიის, კულტურის და რელიგიური ძეგლების აშენებას და რემონტს მოხმარდა!

ხელისუფლებისაგან ტრაბახით გაჭრილი ყველა ლენტის და საქვეყნოდ გაპიარებული ყველა ობიექტის უკან, იდგა ერთი დიდხანს უჩინარი ადამიანი, რომელიც სწორედ ისე, როგორც უფროსი ძმა კეჟერაძე – შალვა, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სხვებისთვის იქნებ უცნაური, მაგრამ სწორედ რომ სამშობლოს გულანთებული ადამიანის ყველაზე დიდი იმპერატივი ამ სიტყვებში არის გაცხადებული: „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება!“

და მაშინ, როცა კოვბოურად ჩაზმანული, მაგრამ მთელი საქართველოსთვის უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში შიშვლად მოტანტალე და უაზროდ მომღიმარ-მოხითხითე „მეფე“ თავის ამალასთან ერთად მორიგ „პაკაზუხურ“ სპექტაკლს აწყობდა თელავში – სამხედრო ფორმაში გამოწყობილ „რეიბანებიან“ „რემბო“ შაშკინთან, ხალხის გასაჭირისგან „შეძრულ“ სხვა მინისტრებთან ერთად, და როცა მერე ქუჩაში მიდიოდა ერის მამის შარავანდედით შუბლშეჭმუხნული, როცა ყასიდად ეკითხებოდა მისგან გულშეწუხებულ კახელებს, რაო, სტიქიამ შეგაწუხათო? (მაგრად გრძნობდა თავს, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა ვინმე თუ არა, რაიმე მაინც – ჩემზე მეტად რომ გაგაპარტახათ და გაგაუბედურათო, ახლა მაინც ხომ მოგიწევთ ჩემგან გადმოყრილი დახმარების სანაცვლოდ ჩემთვის ხელის ალოკვა და არჩევნებზე ხმის მოცემაო!)… – „უკანონობამ შეგვაწუხაო!
უკანონობამო!“- თავზე დააფერთხა სიმართლე მარადცრუ პრეზიდენტს მართალი სიტყვის მჭედელმა უბრალო ქართველმა ქალბატონმა… – მაგაზე მერე ვილაპარაკოთო, – მიაძახა თავის მოქალაქეს მასზე გაცოფებულმა და პირგამეხებულმა სიზმრების მეფემ და ისე აიქნია ხელი, რომ აშკარა იყო, „მაგაზე“ ეგ არასოდეს ილაპარაკებს, სანამ დაკითხვის რეჟიმში არ იქნება ჩაყენებული…

და სწორედ მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული დარტყმა მიაყენა თავის თავკერძა ოპონენტს!

გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მზღუდავენ და მავიწროებენ და 75 მილიონი ლარით დამაჯარიმეს, მე ხალხის უბედურებას განს არ განვუდგები, და მართალია,  ამ ხელისუფლებამ ჩემი ყველაზე ჩვეული საქმე – სხვების დახმარება და ქველმოქმედება უკანონო კანონის ძალით ამიკრძალა, მაგრამ ავდგები და გადავიხდი იმ ყოვლად უკანონო ჯარიმიდან, რომლის გადახდას არ ვაპირებდი, 10 მილიონ ლარს და იმედი მაქვს, ხელისუფლება, რომელიც იძახის, სასწრაფოდ ფული უნდა მოვიძიო, რომ ხალხს დავეხმაროო, ამჯერად მაინც ჩემგან შეტანილ ამ ფულს სწორედ ხალხის დასახმარებლად დახარჯავსო. და თუ სწორად და პატიოსნად დახარჯეს, არაა გამორიცხული, მთელი ზარალი მე დავუფარო დაზარალებულ ხალხსო!

ეს იყო შოკი ხელისუფლებისათვის!

რაც არ უნდა „იარგუმენტონ“ დარჩიაშვილებმა, ოჩიაურებმა და სხვა დარჩი-ჩარჩი და ფოჩიანმა ნაცმოძელებმა, რეალურად მათ ივანიშვილის ამ განცხადებაზე არამცთუ კარგი საპასუხი სვლა არა აქვთ, არამედ საერთოდ არ შეუძლიათ პასუხის გაცემა. რადგან ერთ მხარეს დგანან ისინი, რომელთა თამასუქს და ბეჭედს გახვრეტილი ბუშტის ფასი აქვს, და მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არასდროს დაპირებია ხალხს იმის 1%-საც კი, რასაც მერე ასმაგად უკეთებდა!

ორი ლიდერი კახეთში მოსახლეობას ხვდება – თავად განსაჯეთ…

განვიხილოთ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

ა) ვთქვათ ხელისუფლება, როგორც მას ჩვევია, ივანიშვილის მიერ გადმორიცხულ თანხას იჯიბავს, ხოლო მოსახლეობას კი რეალურად არც ეხმარება. ხომ აშკარაა, რომ უკვე 1-2 დღეში ჩარიცხული 10 მილიონი დაზარალებულ ოჯახებს სერიოზულად უნდა დაეტყოს. თუ ხელისუფლების დახმარება მხოლოდ ზეთის, შაქრის და მაკარონის დარიგებით ამოიწურა, როგორც აღვნიშნე, ეს მაქსიმუმ 1 მილიონი თუ იქნება, ასე რომ გასაგებია – ხელისუფლებამ არამცთუ 2/3-ის მითვისება, არამედ 10 მილიონიდან 90%-ის მოტეხვა დააპირა. არჩევნების წინ ეს ნაბიჯი როგორ შეიძლება შემოუბრუნდეს ხელისუფლებას, ამას ვნახავთ!..

ბ) ხელისუფლებამ შეიძლება მართლაც დაიწყოს სერიოზული თანხების ხარჯვა და დაარიგოს თუნდაც ის აბსოლუტურად არათანაზომადი თანხები, რომელსაც მთელი გალაქტიკის გასაგონად დაჰპირდა ხალხს, როგორც ჯერარნახულ და ჯერარგაგონილ  დახმარებას. მაგრამ ამავე დროს ჩაატაროს პარლამენტის სხდომა და მოითხოვოს სარეზერვო ფონდებში თანხების დამატებით მობილიზება. მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება, როგორც ეს არაერთხელ უქნია – ივანიშვილის თანხებით აკეთებს საქმეს, ხოლო საბიუჯეტო თანხებს იპარავს, როგორც ყველაზე უსინდისო ქურდი! არც ეს გაუვა სააკაშვილს – არჩევნების გამოცხადებასთან ერთად ნებისმიერი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სწორედ ამის გამორკვევას დაიწყებს, სად წავიდა შვებულებიდან სპეციალურად მორეკილი ინსიტატუსების პარლამენტის მიერ სასწრაფო წესით გამოყოფილი მილიონები – ხომ არ მოხდა მათი „მობილიზაცია“ საარჩევნო მიზნებით?!.

გ) ხელისუფლებამ შეიძლება გამოაცხადოს, რომ ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა მოხმარებოდა და რომ მას საკუთარი მოსახლეობის  უზრუნველყოფა თავადაც შეუძლია! ეს ყველაფერი საკმაოდ რეალური გამოსავალი იქნებოდა… მაგრამ რა უნდა უყონ ამ სასწრაფოდ გამოცხადებულ SOS!-ს და პარლამენტის საგანგებო სესიას? როგორ უნდა ახსნან, რატომ დაინიშნა სესია მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე მარადმღიმარე დავით ბაქრაძემ საკმაოდ არადიპლომატიური უარი განაცხადა დიპლომატების შეთავაზებაზე – “must carry” არჩევნების დღესაც და შემდეგაც გაგრძელებულიყო. და მიზეზად სწორედ ის მოიმიზეზა, აგვისტოს ჩანგალსარდალმა გმირმა, – პარლამენტმა უკვე მუშაობა დაამთავრა და დეპუტატებს ვეღარ შევაწუხებთ, რაც შეგვეძლო, ხომ გავაკეთეთ უკვე ამ „მასთ ქერი“-ზეო! ახლა კი, რა გამოდის? თუ საპარლამენტო სესია დაინიშნა, ე.ი. დეპუტატებს დიპლომატების ამ წინადადების განხილვა და ოფიციალურად უარის თქმა მოუწევთ (რომ არაფრით არ დათანხმდებიან, ამაზე 1000 დოლარს დავდებ!), რაც მოახლოებული არჩევნების წინ მედიის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართ ხელისუფლების დაუძლეველი შიშის კიდევ ერთი საჯარო ლუსტრაცია იქნება.

დ) ხელისუფლებას შეუძლია, ჯერ მართლაც არნახულ და გაუგონარ კომპრომისზე წავიდეს და ივანიშვილთან მართლაც დაიწყოს კონსულტაციები იმ მიზნით, რომ მთელი ზარალის ლომის წილი მას დააფარინოს, ხოლო თავად სახე შეინარჩუნოს და პროცესში მონაწილეობით ისევ ის სტატუსი განაახლოს, რასაც ადრე მუდმივად იყენებდა – „ივანიშვილი (ჩუმად) აფინანსებს, ჩვენ (საქვეყნოდ) ლენტას ვჭრით!“ უბედურება ისაა, რომ უკვე ამას არავინ ჭამს (ყველას ეცოდინება, რომ რეალური კომპენსაციის ავტორი და სინამდვილეში ხალხზე მზრუნველი, კეთილისმყოფელი და გადამრჩენელი სწორედ ივანიშვილია). და თან რაც მთავარია, ამაზე, ალბათ, კიდევ შეეძლოთ წასვლა, როცა პრემიერი გილაური იყო, მაგრამ ახლა გადადგმული ეს ნაბიჯი მთელ საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ივანიშვილსა და მერაბიშვილს მართლაც შეუძლიათ ითანამშრომლონ, და რომ პრობლემა მხოლოდ მათშია, ვისაც ამ თანამშრომლობის დაშვება არაფრით არ უნდათ! ამას კი სწორედ ის მოჰყვება შედეგად, რასაც სააკაშვილი საშინლად უფრთხის – პირადად მისი იზოლაციის კიდევ უფრო მეტად ზრდა – უკვე ქვეყნის შიგნითაც და საკუთარ პარტიაშიც.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა კახეთის სხვადასხვა რეგიონებში თავად ნახა სტიქიის მიერ მოყენებული ზარალი და ისევ დაადასტურა – „რეალურ კომპენსაციას მე გადავიხდი!“ მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ უკვე ყველაფერი იცის – ვინ ფიქრობს მათზე და მათ ოჯახების კეთილდღეობაზე, და ვინ – ხალხის ხარჯზე საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე! ის, რომ ხელისუფლებამ ისევ მოახერხა რამდენიმე ზონდერპერსონის აქტივაცია და პროვოკაციების განხორციელება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ბიძინა ივანიშვილისთვის და სავალალო – მთელი ქვეყნისათვის, სადაც მოძალადე უზურპატორს და ქვეყნის მთავარ სირცხვილს ტაშით და გაბადრული სახეებით ვხვდებით, რადგან მისი ძალადობის გვეშინია, ხოლო რეალურად ქვეყნის და ხალხის დამხმარეს და მოამაგეს სახლში არ ვუშვებთ, აქაოდა იმ დამპალმა მათხოვრული ხელფასი/პენსია/დახმარება არ მოგვიხსნასო… ყვეალაზე თავზარდამცემი ჩემთვის იყო ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობლების საქციელი, რომლებიც დღესაც კი, ომიდან 5 წლის თავზე, ისევ იმ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, რომ არც იციან, სინამდვილეში ვინაა მათი შვილის სიკვდილში დამნაშავე – ივანიშვილი, თუ სააკაშვილი და მისი დამნაშავე ბანდიტების მთავრობა – პუტინთან ერთად, რომელთაც თან ვითომ ებრძვიან და თან კი – მთელი საქართველოს ეკონომიკა ჩუმად გადაულოცეს.

მოკლედ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ვუყურებ, საუცხოო აფორიზმად მესახებ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის და მოაზროვნის, ნობელის პრემიის ლაურეატის მილტონ ფრიდმენის სიტყვები:

„პრობლემის სამთავრობო გადაწყვეტა, ჩვეულებრივ, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე თავად პრობლემა.“

P.S. ვნახოთ, რას იზამს სააკაშვილი…

ალბათ, შეეცდება, ვინმე დაიჭიროს.

ან პირიქით – რაიმე საქმე გახსნას!..

არაა გამორიცხული, ორივე მოიმოქმედოს – დაიჭიროს და გახსნას…

ანდა „გრინბერგ-ქვინლან-როსნერს“ ახალი კვლევა დაუკვეთოს თემაზე – „ვინ უფრო მეტად დაეხმარა სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას?“

სავარაუდო პასუხები ასეთი იქნება:

  1. საქართველოს ახალი აღმაშენებელი, მარად მოსახლეობაზე მზრუნველი მიხეილ სააკაშვილი
  2. საქართველოს ხერხემალი და მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი – ვანო მერაბიშვილი
  3. თავდაცვის, ექს-განათლების, ექს-ციხეების და ექს-IRI მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის მარცხენა ხელი – დიმიტრი შაშკინი
  4. კახეთის გუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილის ერთგული ხელი – გიორგი ღვინიაშვილი
  5. ეკონომიკის მდგრადი მინისტრი – მიხეილ სააკაშვილის მარადერთგული – ვერა ქობალია
  6. რუსი ოლიგარქი, კახეთის მოსახლეობისათვის მიუღებელი, პუტინის კარის მილიარდერი – ბიძინა (ბორის) ივანიშვილი…

NO LIE CAN LIVE FOREVER!

საქართველოს ბევრ ქალაქსა და სოფელში სულ უფრო მეტი ადამიანი ამაყად ეუბნება მათ საყიდლად ჩასულ ჩინოსნებს და ხელისუფლების ახლობლებს – „ჩვენ თქვენს მათხოვრულ დახმარებაზე არ ვიყიდებით!“

http://www.youtube.com/watch?v=t8c5LUgoRI8 


ნავაროს ”ნავარი” (*)


რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს. (ლუკა 8:17)

 მინდა გკითხოთ, ძვირფასო მკითხველებო და კოლეგებო – არის რომელიმე რეპრესიული რეჟიმის მქონე ქვეყანა, სადაც დიდი დემოკრატი არ და ვერ დაბადებულა და  ვერ აღზრდილა?

არა მგონია, ვინმემ ეს გარისკოს! გაგვიგია და ვიცით აუნ სან სუ ჩი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საზარელი რეჟიმის პირობებში გაიზარდა, მაჰათმა (მოჰანდას კარამჩანდ) განდი სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის პირობებში ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი. ბრწყინვალე დემოკრატები და საოცრად მებრძოლი დემოკრატები აღიზარდნენ ირანში, ეგვიპტეში, ჩინეთში… და საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როდესაც მსოფლიოს ჰყავს სამხრეთაფრიკელი ნელსონ მანდელა! აქედან გამომდინარე, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ დემოკრატების რაოდენობა კი მეტია დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ გამორჩეულ და სწორუპოვარ დემოკრატთა ჩამოყალიბება (მარტინ ლუთერ კინგის ჩათვლით), სულაც არ საჭიროებს მაინცდამაინც დემოკრატიულ პირობებს. სულაც – პირიქით.

ახლა საწინააღმდეგო კითხვა დავსვათ – ქვეყნის დემოკრატიულობა, დასავლურობა, საბაზრო ეკონომიკის ერთგულება გამორიცხავს, რომ  ამ ქვეყანაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც დემოკრატიაც, ადამიანის უფლებებიც,  მმართველობის ტრანსპარენტულობაც და კორუფციის მიუღებლობაც სისხლში არ ჰქონდეთ გამჯდარი?

რა თქმა უნდა, შეიძლება…

ვეიმარის რესპუბლიკა არ იყო არადემოკრატიული ქვეყანა, მაგრამ ჰიტლერის და სხვა კაციჭამიების ჩამოყალიბებას ვერ შეუშალა ხელი. ანდრეს ბრეივიკის სამშობლო – ნორვეგია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება… ისლამისტ ტერორისტთა დიდი ნაწილი  ევროპულ საზოგადოებებში იზრდებოდა… სწორედ ევროპისა და ამერიკის დემოკრატიულ წიაღში ჩამოყალიბდნენ ყველაზე დიდი ფინანსური  აფერისტები  –  ბერნარდ მედოფი (აშშ, უოლ სტრიტი) კენეტ ლეი (აშშ, ენრონი), ნიკ ლიისონი (დიდი ბრიტანეთი, ბერინგს ბანკი), ჯერომ კერვიელი (საფრანგეთი, სოსიეტე ჟენერალ), ბერნარდ ებერსი (აშშ, უორლდკომი)… სხვათა შორის, პოლიტიკურ სკანდალში იყო გახვეული 2008 წელს საქართველოში ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ელსი ჰესტინგსი, რომელიც ამერიკის ისტორიაში იმ იშვიათ ფედერალურ მოსამართლეთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც იმპიჩმენტი მოუწყვეს…

საითკენ მიმყავს?

იქეთკენ, რაც მომავალი არჩევნების დროს კრიტიკულ საკითხად შეიძლება იქცეს ის, რომ ქართული საზოგადოება ძალიან არის დამოკიდებული უცხოელთა მიერ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე. ამიტომ სულ ვიხედებით იქეთკენ, რას იტყვის დასავლეთი? რას იტყვის ამერიკის პრეზიდენტი? რას იტყვიან დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები – გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი… საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციები… რას იტყვიან IRI  და NDI?

მაგრამ აქ ვაწყდებით სწორედ იმ პრობლემას, რასაც საზოგადოებრივ-პიროვნულ ღირებულებათა შესაძლო დისონანსს ვუწოდებდი და რაზეც 17 ივლისს ”მაესტროს” ”სუბიექტური აზრის”  ეთერში ზაზა შათირიშვილი, შალვა რამიშვილი და დიანა ტრაპაიძე საუბრობდნენ.. მართლაც, როგორც ზაზა შათირიშვილმა სამართლიანად აღნიშნა, არ შეიძლება ტოლობის ნიშანი დავსვათ ერთი მხრივ ისეთ ამერიკელ მოხელეს შორის, როგორიც ლუის ნავაროა (და უეჭველად დავამატებდი – მეტიუ ბრაიზასაც) და მეორე მხრივ – თომას ჯეფერსონსა და ჯორჯ ვაშინგტონს შორის! ის, რომ ლუის ნავარო არის ამერიკის მოქალაქე, სრულიად არ ნიშნავს, რომ იგი ამით ავტომატურად  არის ამერიკული ღირებულებების განსხეულება! ბატონი ნავარო, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ არის არც  ამერიკული ღირებულების ტოლფასი და არც – NDI-ის ავტორიტეტის ექვივალენტი. ლუის ნავარო იყო დიდი ხნის განმავლობაში ჯოზეფ ბაიდენის თანაშემწე და ამ უკანასკნელის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ლიდერი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეს ნიშნავს, (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში), რომ რითაც დღეს მოქმედებს და ხელმძღვანელობს ლუის ნავარო, ეს ჯოზეფ ბაიდენის ცხოვრების კრედოს და ღირებულებების ტოლფასია. გარკვეულწილად, შეიძლება დავეთანხმოთ ამ გადაცემაში ზაზა შათირიშვილის იუმორის კიდევ ერთ ბრწყინვალე ნაკვესს: რომ მოვიდა დრო, გავავლოთ ზღვარი ორ ამერიკას შორის – “ნავაროს ამერიკასა” (არ შემიძლია არ დავამატო – “ბრაიზას ამერიკასა”) და ე.წ. დამფუძნებელი მამების – ვაშინგტონ-ჯეფერსონის ამერიკას შორის…

რატომ გახდა ასე მნიშვნელოვანი დღეს NDI  და მისი ოფისის ხელმძღვანელი?

ადრეც იყო NDI-ის ოფისი თბილისში და ქართველებმა არც ვიცოდით, ვინ იყო მისი უფროსი! სხვათა შორის, დღეს სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და არგუმენტირებული კრიტიკის ავტორი – ლინკოლნ მიტჩელი იყო ამ ოფისის ხელმძღვანელი რამდენიმე წლის წინ. შემიძლია ვთქვა, რომ NDI-ის ავტორიტეტი ემყარება სწორედ ისეთი პიროვნებების ღირსებებს, როგორიც არის ლინკოლნ მიტჩელი, ხოლო ლუის ნავარო იმ პიროვნებებს ეკუთვნის, რომლებიც ხარბად ისრუტავენ NDI-ის ავტორიტეტს, რათა საკუთარი უმსგავსოებები გაამართლონ. პროფესორ ლინკოლნ მიტჩელს არ სჭირდება თავისი პირადი ავტორიტეტის განმტკიცება მისი თბილისის NDI-ის ოფისის უფროსობით, ხოლო ლუის ნავაროს, – თუ NDI-ის, ჯო ბაიდენს და მისი СV-ის სხვა პუნქტებს ჩამოვაშორებთ, – მეეჭვება, რაიმე ფასეული ეთიკურ-მორალური უნარ-ჩვევები დარჩეს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რაკურსი არსებობს, რაც, სამწუხაროდ, მე ასეთ შეხედულებას მიმტკიცებს. მოხარული ვიქნები და ბოდიშსაც საჯაროდ მოვიხდი, თუ ჩემი შეხედულებების გაბათილების საფუძველი მომეცემა..

პასუხი ზემოთდასმულ კითხვაზე ძალიან მარტივია – ლუის ნავარო და NDI-ის ოფისი დღეს კრიტიკული გახდა იმიტომ, რომ დღეს სწორედ ამ დონეზე შეიძლება გავიდეს ქართულ არჩევნებში ამერიკის ჩარევის დონე! და ეს ასე მოხდება თუ არა – ძალიან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული არა მარტო საქართველოს სრულიად სამარცხვინო და პლუტოკრატულ-ფასადურ პრეზიდენტზე, არამედ ჩვენზე – საქართველოს რიგით მოქალაქეებზეც. ისევ დავუბრუნდები ”სუბიექტური აზრის” ამ ძალიან შთამბეჭდავ გადაცემას, სადაც გაცხადდა, რომ ყოველ ქვეყანას ჰყავს ისეთი NDI-ის ოფისი, რომელსაც იგი იმსახურებს. ვაგლახ, რომ ასეა :).

ზვიად გამსახურდიას ძვირად დაუჯდა ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიცემული დახასიათება – ”გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიდის”. მართალია, ამერიკა არ ჩარეულა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართულ გადატრიალებაში, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლური სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს მმართველისაგან ცნობილი დისიდენტისათვის მიცემულმა ამ დახასიათებამ მას სერიოზული პოლიტიკური ზიანი მიაყენა და მანევრის არეალი შეუზღუდა.

ედუარდ შევარდნაძე ყოველთვის ცდილობდა გაყალბების ისეთი მეთოდების მოგონებას, (რაშიც მას უბადლო სამსახურს უწევდნენ დღევანდელი გაყალბების მარშლებიც – მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი), რომელიც დასავლეთისთვის მისაღები ან – თვალდასახუჭავად მისაღები მაინც – იქნებოდა! მაშინაც კი, როცა საქმე მეტნაკლებად აჟურში იყო,  საქართველოს არჩევნებში დასავლეთის ჩარევის დონე იყო საშუალო და არათვალშისაცემი.

მდგომარეობა გართულდა 2003 წელს, როცა საქართველოში მოვიდა ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი, რომელმაც ამერიკის ადმინისტრაციას გაუგზავნა აწგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მიერ დაწერილი და მანამდე და მის შემდგომ არამჭერმეტყველი ვანო მერაბიშვილის მიერ უეცრად გახმოვანებული (საინტერესოა, რომელ ენაზე??  სავარაუდოდ, ”მთვრალი” ვანო ქართულად მიედ-მოედებოდა, ხოლო თანმხლები ბარამიძე ”უთარგმნიდა”) ”მესიჯი”:

–         შევარდნაძე დაბერდა, მას აღარ აქვს რეფორმების თავი, იგი სრულად ჩაეფლო კორუფციაში, ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის და დიდი შანსია, ხელისუფლება პრორუსულ ძალებს (აბაშიძეს) გადააბაროს! ჩვენ ამას ყველაფერს შევცვლით და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ერთგულები ვიქნებით.

ამის შემდეგ ქართული არჩევნებისადმი უცხოელთა ინტერესი გაიზარდა და იმის ფონზე, რომ მომზადდა ”კმარა”, და საარჩევნო ტექნოლოგიები ”სა-კმარის” დონეზე დაიხვეწა, ამავდროულად საქართველოში გამოგზავნილი იქნა ძალზე მაღალი დონის დიპლომატი – ჯეიმს ბეიკერი. ბეიკერმა, რომელიც შევარდნაძის მეგობრად ითვლებოდა, ედუარდს ჩამოუტანა მისთვის ძალიან მწარე ფორმულა, რომელშიც შავით თეთრზე ეწერა – ”აწი ნუღარ გააყალბებ!” მეგობარზე გულგაცივებულმა შევარდნაძემ, რომელიც ისედაც კრიზისში იყო, რადგან გაყალბების მთავარი მემურაბეები უკვე ოპონენტთა ბანაკში იყვნენ გადაბარგებულები, მესიჯი გადააგდო და ისე აუვარდა თავში, რომ ბეიკერის და ბუშის ზარებიც კი დაიკიდა.

შედეგი ”თეთრი მელასათვის” საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა – მას დაუპირისპირდა მისი მმართველობით გაღიზიანებული და დაღლილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კარგად გაწვრთნილი ახალგაზრდული ორგანიზაცია, საკმაო ფული, ნაციონალური მასშტაბის ტელევიზია და რაც მთავარია, სწორედ ის საერთაშორისო ჯოხიანი კონტროლიორი, რომელმაც პირველი ოთხი ფაქტორის ფონზე სასტვენის ჩაბერას არ დაახანა და შევარდნაძეს ყვითელი ბარათი ამოუღო. ხოლო, რადგანაც ერთი ყვითელი ბილეთი თურმე უკვე იყო კიდეც მანამდე (ქუჩაში გამოსული საკმაო ოდენობით მომიტინგეები და შევარდნაძისადმი თანაგრძნობის კრიტიკულად დაბალი მასა), ეს უკვე წითელი ბარათის ტოლფასი აღმოჩნდა. ”თეთრ მელას” საკმაო ჭკუა და ჰუმანიზმი აღმოაჩნდა იმისათვის, რომ ძალა არ ეხმარა და სახლში წასულიყო. როდესაც დრო გავა, იმ რამდენიმე ნაბიჯს შორის, რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება შევარდნაძეს ღირსებად ჩაუთვლის (ბევრ ნაკლთან და დანაშაულთან ერთად) ეს – სახლში წყნარად და უსისხლოდ წასვლა, – ალბათ, ყველაზე დიდი იქნება.

ამის შემდეგ თითქოსდა მოვიდა დრო, რომ საქართველოში დემოკრატიის ყლორტებს – თავისუფალი მედია, მზარდი სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი სასამართლო,  კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, სახელისუფლებო შტოების ბალანსი, ადამიანის უფლებები და კანონის (და არა ხელისუფლების!) უზენაესობა – თითქოს თვისუფლად უნდა განვითარებულიყო, რასაც პარალელურად თავისუფალი არჩევნების კონტროლის შიდა მექანიზმების გაძლიერება და გარე მექანიზმების აუცილებლობის მოხსნა უნდა მოჰყოლოდა…

მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უკუღმა წავიდა.

2007 წლის ბოლოს დაწყებულმა მძლავრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ხელისუფლების ცვლის რეალური შანსი გააჩინა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, კარგად გამოიყენა რა, როგორც ქართული ოპოზიციის უმწიფარობა, ასევე – საერთაშორისო საზოგადოების სრული დილეტანტიზმი დემოკრატიისა და პლუტოკრატიის გარჩევაში, გადატრიალების მოდელირების (”რუსი მოდის! რუსი მოდის!” პირველი სერიალის შემდეგ) კიდევ უფრო ფანტასტიური სვლა განახორციელა –  პრეზიდენტი გადადგა! რამაც ”გადადგომითა გადადგომის დამთრგუნავი” ეფექტი მოიტანა – გულაჩუყებულმა ჯორჯ ბუშმა (”ერთი შვილ მაინც გავზარდე, გადადგომშემძლებელიაო!”) არჩევნების დაწყებიდან სულ რაღაც 4 საათში დაურეკა მიხეილ საკაშვილს (სააკაშვილმა მოკრძალებულად სთხოვა, შენ რომ გაიღვიძებ, შეიძლება უკვე გვიან იყოს და მოდი, სანამ დაიძინებ, მანამადე დამირეკე და რამე გამამხნევებელი მითხარიო!) და მიულოცა კიდეც! დღემდე ვერ მიმხვდარვარ – რისი მილოცვა შეიძლებოდა ამ დროს? იმის, რომ იანვრის სუსხიანი დღის მიუხედავად, ხალხი დილიდან რიგებში იდგა? თუ იმის, რომ თბილისის ”მარიოტის” რესტორანში  კონცენტრირებულ დამკვირვებელთა კოჰორტა ნაცმოძრაობის ლიდერებთან ერთად წერდა საკმაოდ მონოტონურ და დამაძინებელ პირველად დასკვნებს?

ფაქტი ერთია, 2008 წელს ქართულ არჩევნებში (როგორც საპრეზიდენტოში, ასევე – საპარლამენტოში) სააკაშვილის გამარჯვების ლომის წილი – საკმაოდ უხეშ გაყალბებებთან, პოლიციის და ზონდერბრიგადების მიერ განხორციელებულ ძალადობებთან, უბნებზე ხმის მიცემის მასიურ დარღვევებთან, ცესკოს თავმჯდომარის – ლევან თარხნიშვილის  უსაზღვრო და ვირტუოზულ უსინდისობასთან და საჩივრების პროცესის სრულ იგნორირებასთან ერთად, მოდიოდა დასავლეთის ლიდრების ძალიან მაღალი რანგის მხარდაჭერაზე სააკაშვილის მიმართ. ეს იყო ტიპური “Let’s help our son of a bitch!” მარში, რომელმაც საპროტესტოდ მზადმყოფ ქართულ საზოგადოებას არცთუ ისე მორიდებით უთხრა – ”კაცო, თქვენ კი არ მოგწონთ ეს დედაძაღლი (SOB), მარა ჩვენ რომ მოგვწონსო??”

შედეგი #1), საპრეზიდენტო არჩევნებიდან ლამის 4 თვის და საპარლამენტო არჩევნებიდან 2 თვის თავზე დაწერილი ეუთოს საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის საბოლოო ანგარიშები, რომელთა პირველ აბზაცებში წერია – რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძირითადად და მთლიანობაში შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების ნორმებს, ხოლო შემდეგ რამდენიმე გვარდზე შავით თეთრზე ეწერა – ”დედას ვფიცავართ, თუ გვესმოდეს, ეს პირველი აბზაცი ვინ და რის საფუძველზე დაწერაო!”

შედეგი #2) მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5 წლით პრეზიდენტად დარჩა და [პარლამენტში სრული საკონსტიტუციო ნავარდის და ჭრა-კერვის განუსაზღვრელი უფლება მიიღო

შედეგი #3) – მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან გამოგზავნილი სიგნალები არასწორად გაიგო, პუტინის მიერ დაგებულ ხაფანგში შლეგივით შეშლიგინდა და ცხინვალში აღლუმის ჩატარების მაგიერ, როგორც თავად თქვა, ”სულ რაღაც ორი რაიონი” დაკარგა…

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – აგვისტოს ომი და მისი კატასტროფული შედეგები, რომლის სიმძიმეს საქართველო კიდევ ძალიან დიდხანს იწვნევს, იყო თავში ძალაუფლებაავარდნილი მიხეილ სააკაშვილის და მისი ნეობოლშევიკური ვირუსით დაავადებული ნაცმოძრაობის, მათ დაპირებებზე წამოგებული ქართველი ხალხის უდარდელი ნაწილის და გაყალბებული არჩევნების ”გამპრავებელი” დასავლელი ლიდერების ”დამსახურება”! და ეს არ გადაწყვეტილა IRI-ის, NDI-ის და სხვა ასეთ, შედარებით დაბალ დონეზე… სამწუხაროდ…

ომის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა.

სააკაშვილის არსებობის ფაქტიურად ერთადერთი გამართლება დასავლეთის თვალში გახდა ის, რომ იგი ერაყსა და ავღანეთში ქართველი ვაჟკაცების სახით საზარბაზნე ხორცს უხვად (წინსწრებით!) აგზავნის, რუსეთს მხოლოდ შორიდან აგინებს და, ისევე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე, გაყალბების ისეთ მეთოდებს მიმართავს, რომელიც დასავლეთის ლიდერებს იმის კომფორტს აძლევს, რომ საქმეში აქტიურად არ ჩაერიონ და თვალდახუჭულად შორიდან თავი დააკანტურონ. ანუ პროცესი ჩამოვიდა პრეზიდენტების და საგარეო საქმეთა მინისტრების დონიდან ეუთოს, ხოლო შემდეგ უკვე – IRI და NDI-ის დონეზე.

ამას მშვენივრად აუღო ალღო მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკვე 2005-06 წლიდან დაიწყო NGO სექტორიდან და უფლებადამცველი ორგანიზაციებიდან ცნობილი სახეების გადმობირების კამპანია – ”ჩემი ოქრო – ჩემთან!” გაიხსენეთ, რამდენი გამოჩენილი “ენჯეოშნიკი” გახდა მიხეილ სააკაშვილის მინისტრი, პარლამენტარი, კარის (ს)ექსპერტი თუ სუპერ-ურნალისტი! ეს სია იმდენად გრძელია, რომ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ცნობილ სახელს დავასახელებ: დიმიტრი შაშკინი (IRI), კახა ლომაია (ევრაზიის ფონდი, სოროსის ფონდი), დავით დარჩიაშვილი (სოროსის ფონდი), გიგა ბოკერია (თავისუფლების ინსტიტუტი), თემურ იაკობაშვილი (სოროსის ფონდი), ეკა ტყეშელაშვილი (IRIS-საქართველო), ბაჩო ახალაია (თავისუფლების ინსტიტუტი, სახალხო დამცველის ოფისი), გია ქავთარაძე (US AID), გივი თარგამაძე, (თავისუფლების ინსტიტუტი), ზურაბ ჭიაბერაშვილი (სამართლიანი არჩევნები) , გიორგი პაპუაშვილი (სოროსის ფონდი), გია ნოდია (კავკასიის ინსტიტუტი).

ამ ტვინების გადმოქაჩვას ორი მიზანი ჰქონდა – ის, რომ მთავრობაში მაქსიმალურად ყოფილიყო ის ხალხი, ვისი დანახვაც კი უცხოელებისათვის – დიპლომატებისა და პოლიტოლოგებისათვის – საკმარისი იქნებოდა პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. და ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაეტოვებინათ სერიოზული კადრი, რომელიც მთავრობაში არ იქნებოდა, სააკაშვილის ხელიდან არ მიიღებდა წყალობას, და ამით დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა.

ამჟამადაც, გავრცელებული ინფორმაციით, NDI-ის ოფისის ორი თანამშრომელი შეიძლება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნი სიაში ვიხილოთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი მადლიერია ნაცმოძრაობა ლუსი ნავაროს ბიჭების და გოგოების.

სააკაშვილის მდგომარეობა და მისი გამარჯვების ურყეობა სერიოზულად შეარყია 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან ძლიერი კონკურენტის – ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. თუ თავდაპირველად მისი სიძლიერე მხოლოდ შთამბეჭდავ  ფინანსურ რესურსებს და მისი ფილანტროპული საქმიანობის გამო (რაც თუმცა, ძალიან ვიწრო წრისათვის იყო მეტ-ნაკლებად ცნობილი) არნახულად მაღალ ავტორიტეტს უკავშირდებოდა, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ქართული ოცნება” დიდ უპირატესობით უგებს ნაციონალურ მოძრაობას კიდევ რამდენიმე პარამეტრით:

ა) სამართლიანობის დაცვის ნდობით!

ბ) პარტიაში მოზიდული შთამბეჭდავი ადამიანური რესურსებით;

გ) კარგად წარმართული და მომხიბვლელი საარჩევნო კამპანიით;

დ) უსამართლოდ დაჩაგრულის მიმართ გაჩენილი ადამიანური თანაგრძნობით;

ე) საერთაშორისო ასპარეზზე გაჩენილი მზარდი ინტერესით.

ამან ისევ გააჩინა ქართულ საზოგადოებაში დაუსრულებელი ”მაოხრებელი გზირის” თავიდან მოშორების შესაძლებლობის განცდა. და ისევ, როგორც 2003 წელს, იმედი იმაზე იყო, რომ დასავლელი ლიდერები მიშას გამოუგზავნიდნენ ვინმე ბეიკერისმაგვარს (კონდოლიზა რაისი იქნებოდა შესაფერისი, თუმცა მიშამ ბოლოს რაღაც ისე შეურაცხყო კონდი, რომ ამ უკანსაკნელმა ბათუმში გემიდან გამოსვლა და ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა არც იკადრა), მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მართლდება…

მიშასაც ჰქონდა იმედი, რომ 2008 წლის მსგავსად, თუ ობამა არა, ჰილარი მაინც გაუპრავებდა მოსალოდნელი გაყალბების მოსალოდნელად გაპროტესტებულ შედეგებს. ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ ფოტოებმა, სადაც ბოლო ვიზიტის დროს ხან აქეთ და ხან იქეთ ტირიფივით გადაღრანჯული მიშა ჰილარის ”ვაიმე-ლა-ვუკო-ლა” როჟებს უკერავს. როგორც ჩანს, არც სააკაშვილის მოლოდინი გამართლდება და როგორც ობამა, ასევე ჰილარი კლინტონი მოერიდებიან უპატიოსნო სააკაშვილის გაპატიოსნებას…

სიტყვა ნათქვამია – ობამას მიერაც, კლინტონის მიერაც და კლინტონის მოადგილე ბარნსის მიერაც. ასევე დადასტურებულია რასმუსენის, ბაროზოს, რომპეის და სხვათა მიერ – 2012 წლის არჩევნების დემოკრატიული არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისათვის დემოკრატიულობის ტესტი იქნება.

მიშამ ხელისუფლება უნდა გადასცეს ფორმალურად (ანუ კანონიერად! ინგლისურში ”ფორმალური” არ ნიშანავს ”სიაფანდურს”!) და ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების შედეგად და არა – ელცინის მიერ პუტინის გაპრემიერების მემკვიდრული ვარიანტით.

და სწორედ აქ გამოდის სცენაზე მეორე ამერიკის წარმოამდგენელი ლუის ა. ნავარრო!.. რომელსაც მიხეილ სააკაშვილის და მისი ყალბისქმნელბის სცენარში სგანარელის როლი აქვს მინიჭებული. ის ძალად ექიმი უნდა იყოს და საზოგადოებას დააჯეროს ის, რასაც არცერთი ჭკუათმყოფელი უბირიც კი არ დაიჯერებს, არამცთუ – ჭკუათმყოფელი განათლებული…

არა, მარტო ნავაროს იმედზე არ იქნება მიშა და მისი გვარდია.

–         იქნება მოწვეული ”კარგ” (პრომიშისტურ) უცხოელ დამკვირვებელთა კორპუსი – სავარაუდოდ, ევროპის სახალხო პარტიის კარგად დაკერილი ბირთვი, რომელსაც ერთი შარაფ-სემინარი ბათუმში უკვე ჩაუტარეს და უმაღლეს ქართულ ჯილდოებს, და ბათუმის ”მაგნოლიაში” რენე ჰარლინის სამეზობლო ბინებსაც, ალბათ, უკვე დაჰპირდნენ. ამის პარალელურად ხელისუფლება მობილიზებულია, არ დაუშვას ”ცუდი” (ობიექტური) დამკვირვებლების მონაწილეობა და საერთოდ ისე, მოახერხოს, რომ 3000-ზე მეტი უბნიდან დამკვირვებლები მხოლოდ იმ რამდენიმე ათეულ უბანზე (სკოლებში) მიავლინოს, სადაც სკოლის დირექტორი შაშკინის მიერ სისხლდალეულ-გავამპირებულია და პერიმეტრი – მანდატურების და ზონდერების მიერ გაკონტროლებული.

–         რა თქმა უნდა დროულად – არჩევნებამდე 20 საათით ადრე გამოირთვება ყველა ის სატელევიზიო არხი, სადაც სიმართლე შეიძლება გავრცელდეს. არაა გამორიცხული დაიკეტოს პრესის გავრცელების ჯიხურები და მოსალოდნელია ”მოულოდნელად” გამოირთოს ინტერნეტი.

–        მობილიზებული იქნება ასობით ურნალისტი და ზონდერ-ჭურნალისტი, რომელთაც ნაციონალებისაგან არაკონტროლირებადი მედიის წარმომადგენლებზე გადამწყვეტი ფსიქოლოგიური შტურმის მიტანა ექნებათ დავალებული – შეიძლება – სულაც გიენების კოსტუმებში და ვუვუზელებით შეიარაღებულები ვიხილოთ.

–         უბნების ახლოს იმუშავებენ სწორედ ის სოცაგენტ-კოორდინატორ-სიდედრიონი, რომელიც შალვა რამიშვილისგან ყოფილი ასეთი კოორდინატორის რუსიკო წიკლაურის ინტერვიუში ვიხილეთ!

–         მოხდება ახალი აი-დი ბართებით მასიური გაყალბების დისტანციურ-ვირტუალური მოდელის პირველად გამოყენება.

–         გამოყენებული იქნება სხვა ცნობილი მეთოდებიც მიშას და ხათუნას არსენალიდან – კარუსელები, პატიმართა ოჯახების მიერ ნათხოვნი მეზობლები, შემოხაზული ხუთიანისათვის ფოტოს გადაღების მეთოდი, ბიულეტენებზე ბეჭდის არასწორი დასმა, საჩივრების არ მიღება და ა.შ. ა.შ.

მაგრამ ეს ყველაფერი – ამჯერად, როცა “ქართული ოცნების” მხარეს მილიონამდე ერთგული და მობილიზებული ამომრჩეველი იქნება, ძალიან ძნელი განსახორციელებელი იქნება და ამიტომ სწორედ თავისუფლების და დემოკრატიის პრინცს – ლოპე დე აგირეს – ლუის ა. ნავაროს მიენიჭება გადამწყვეტი პენალტის დარტყმის საპატიო მისია!

ლუის ნავარომ უკვე მოამზადა საზოგადოებრივი აზრი იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა სულ ცოტა, ორჯერ უფრო მაგარია ”ქართულ ოცნებაზე”.

მან უკვე განახორციელა ყურადღების გადატანის ოსტატური ფანდი (თუ – ფინტი!) – ივლისის გამოკითხვებში დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი 11%-ით (ანუ ლამის მეოთხედით – თებერვალთან შედარებით) შემცირდა, ხოლო ქართული ოცნების რეიტინგი – 8%-ით, (ანუ თებერვალთან შედარებით ლამის ორჯერ) – 80%-ით გაიზარდა! მაგრამ ეს მხოლოდ ფანდია და მეტი არაფერი.

გადამწყვეტი პენალტის აზრი სწორედ იმაშია, რომ ეს წარმატებისაგან თავბრუდახვევა გამოიყენოს! ლუის ნავაროს ივლისის შედეგები კიდევ უფრო სახიფათოა, ვიდრე თებერვლის აბსოლუტურად კატასტროფულად დაუჯერებელი შედეგები – სწორედ იმიტომ, რომ იგი იმედს აჩენს  – იმედს იმისა, რომ ლუის ნავარო და მისი ხელქვეითი (უფრო სწორედ – სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა – ლევან თარხნიშვილი, და მისი CRRC) – წესებით ითამაშებენ!  ნურას უკაცრავად! რა დროს წესებია, როცა ბედის სასწორზე მიშას და მისი მანქურთების  მომავალი დევს!

ხომ გახსოვთ, რომ ნავაროს შედეგებში 40% რომ არ ამხელდა/არ იცოდა თავისი პოლიტიკურ სიმპათიებს! ენა არ მიტრიალდება ამ შედეგებს NDI-ის შედეგები ვუწოდო, რეალურად ხომ ეს თარხნიშვილის და მისი მარჯვენა ხელის – კობა თურმანიძის 150 გაწვრთნილი სოცექსპერტის ნამუშევარ ნაღვაწია. სწორედ იმ 150-ისა, რომლებიც, როგორც ბატონმა კობამ გვითხრა, უკვე 3-4 წელია წვრთნიან და ხვეწავენ! მკითხველისთვის ადვილი წარმოასადგენი უნდა იყოს, მიშასთვის სანუკვარი შედეგის დასადებად და შესათხზველად – 2008 წლის არჩევნების დიდი გამყალბებელი, არჩევნების გათახსირების გროსმეისტერი – ლევან თარხნიშვილი,  რაში მოამზადებდა და დახვეწდა ამ 150 სოცექსპერტს!

აბა, ისიც გაიხსენეთ, რა შედეგი დადო სწორედ იმავე დღეს ნაციონალთა სწორუპოვარმა სარეცხმა ფხვნილმა – Greenberg-Quinlan-Rossner-ს რომ უძახიან და ნაცმოძრაობის რეპუტაციაზე შავი ლაქების ამოყვანაში Procter & Gamble-ის ნებისმიერ პროდუქტს რომ სჯობნის? 57%-იანი GQR-შემოევლოსნაციონალებს! NDI-ის 36%-სა და GQR-ის 57%-ს შორის მთელი 21%-ია! ეს კი წარმოდუგენლად დიდი განსხვავებაა, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ორი კომპანია აბსოლუტურად სხვადასხვა მეთოდიკით იკვლევს და შავზე ერთი, – ”ღია ნაცრისფერს” თუ ამბობდა, მეორეს ალალად ”არიელივით” ”ქათქათა” ემეტება!

ახლა ისიც გაიხსენეთ, რა თქვა ნაცმოძრაობის ერთერთმა უუუსინდისოესმა წარმომადგენელმა (ეგენი მაგაში ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, ასე, რომ კონკრეტულად რომელმა გახსნა პირველად სამატყუარო ღრუ, მაგაზე არ დაგღლით!):  გქრ-მ იმიტომ დადო 57%, რომ მაგან ველი გახსნაო და ის NDI-სთვის ჯერდაფარული საუნჯე უკვე გამოაშკარავაო!

ახლა ხომ ყველაფერი გაიგეთ! როგორ შედეგს უნდა ველოდოთ საბოლოოდ?

მოკლედ NDI-ის სუ პატარა, ციცქნა ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. იმ თავისი არაუშავს 36%-დან მიშასათვის ჯანდაბას-მისაღებ 57%-მდე. მიზეზი ორი იქნება:

–         ა) რეგიონებში ვანორაგადასარევიას სეფერთელიზებული ”რეჩებით” (მეორედრომჩამოვალჯანმრთელობაზეარაფერსმალაპარაკებთ) გასხივოსნებული მომავლით თურმე მოხიბლული მოსახლეობა,  რომელიც ივლისის შუა რიცხვებიდან (ნავაროს მოლოდინით) სულ უფრო მოიხიბლება და აღფრთოვანდება მერაბიშვილით და

–         ბ) იმ ხალხის გაცხადებული არჩევანი, რომელმაც გაბედა და გაამხილა, რომ ”მიშაც უყვარს, ვანოც უყვარს, ბაჩო – ყველას ურჩევნია!”

ახლა თქვენ იტყვით, რა ამბავია 57% იმ პარტიისათვის, რომელსაც 71%-იანი უმუშევრობა იმავე NDI-ის კვლევებში უფიქსირდება, თანაც 35 წლის ახალგაზრდების ჯგუფშიო?

ეეეჰ! მაალობელი იყავით, რომ მიშა-ბიჭი გათოკეს და ისე მოაწერინეს ამ მისაღებ 57%ზე ხელი, მაგას ხომ ბასიშვილის ზონდერების მიერ აგდებული ქვებისათვის ჰქონდა თავი შეშვერილი, – 67%-ზე ნაკლებზე დამთანხმებლის რა ვთქვიო!. ასე რომ, მადლობელი იყავით, 57%-ზე დათანხმდნენ ნაციონალები და გქრ-ის მაჩვენებელი 67% რომ არააა!

არის კიდევ ერთი ნიუანსი – იმ გაუმხელელთა პროცენტი ჯერჯერობით ხომ 40%-ია, თუ აქედან 21% ნავაროულად და ალალად ნაცმოძრაობას მიეწერება, დანარჩენ 19%-ს რა ელის? ნუთუ ”ქართულ ოცნების” დაწყნარებას და მომადლიერებასაც ეცდებიან?

–         ნურას უკაცრავად! – ისმის ისევ თანამედროვეობის უტეხი შუქურას მოძახილი!

მართლა და რა მოგივიდათ? დაგავიწყდათ მინდვრის მთიბავი თარგამაძის და ვეფხვაძის დროულად დაწყებული კამპანია?

დაგავიწყდათ ”ასდუკ”-ის მთავარი გამაასდუკებელი დიუკის – ჰერცოგ კაციტაძის და მისი მეწარმეექიმლიდერის ინტერესები?

ან იმ ბაჩუკი ქარდავას რას უშვებით, ბაში აჩუკივით რომ მოთოხარიკობს და ივანიშვილს დამარცხებას უპირებს? და მის კორუფციასთანმებრძოლ ჩახ-ჩახ ჩახვაძეს?

და ისა, ადრე რომ ევერესტზე ისე უბრალოდ ადიოდა და ახლა ყველა ბორცვზე რომ პუტინის გინებას და ვუდუს ნიშნებს ტოვებს – დიდი პატრინაქტის ჰავტორი – ბიჭი პადოშა დაგავიწყდათ? – სიკვდილსაც და ახლოდან ნატყორცნ კვერცხსაც დავიწყებოდეს! ნუ ახლა იმ ”თვითონ დავითაიაზე” აღარაფერს ვიტყვი, ეგ თვითონ მიხედავს თავს. ეგ უკვე დიდი ბიჭია,  გაიზარდა!

19% ყველას, სამწუხაროდ, ვერ დააპურებს, მაგრამ ხელისუფლებას ხომ სათქმელი ექნება – მეტი რა გვექნა, ტოო? – ხო ხედავთ, რაც შეგვეძლო, გავიხადეთ და თქვენ მოგახურეთო!!

და მაინც რა არის ის, რის გამოც მე ვფიქრობ, რომ ლუის ნავარო და მის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები არაა ობიექტური და მიზნად ნაცმოძრაობის მომავალი უცილობელი გამარჯვების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას და რეალობის გაყალბებას ემსახურება?

  1. ლუის ნავაროს ცოცხალი თავით არ უნდოდა, რომ გახსნილიყო იმფორმაცია იმ მეთოდებზე, როგორ ადგენენ ველს და ვინ და როგორ აგროვებს ინფორმაციას, რა კითხვებს და როგორ სვამენ და ვინ გადაწყვიტა, რომ ივლისის გამოკითხვაში არცერთი კითხვა არ ყოფილიყო არც მასთ ქერიზე, არც კონტროლის პალატაზე, ხოლო 5 კითხვა – ლაზიკაზე!
  2. ლუის ნავაროს არ უჩნდება კითხვა იმაზე, რომ თუ 40% თავის არჩევანს არ ამხელს, რამდენად თავისუფალია დანარჩენი 60%-ის პასუხები რაიმე შიშის ფაქტორისაგან.
  3. ლუის ნავარო არ გვეტყვის თუნდაც სულ მარტივ რამეს ველზე – რამდენი % იყო გამოკითხულთა შორის (და კერძოდ ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის) საჯარო სექტორში დასაქმებულები, და რამდენი – უმუშევარი
  4. ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი იმაზე, რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება იყოს კომპანია რომელიც NDI-ის მეთოდიკით კი ატარებს კვლევას, მაგრამ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და იდეური მამა 2008 წლის გაყალბებული არჩევნების მამამთავარი და მიშას მარჯვენა ხელი ლევან თარხნიშვილია.
  5. ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი, რატომ არ შეიძლება, რომ ველის ცოტა უფრო გასათამამებლად CRRCმ-აც ის მეთოდი გამოიყენოს, რაც იაგო კაჭკაჭიშვილმა გამოიყენა – გარკვეულად ანონიმური პასუხის მოგროვება პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ – ეს ხომ დაგვანახებს პასუხს იმაზე, რამდენად რეალურია შიშის ფაქტორი.
  6. ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი იმაზე, რატომ არ შეიძლება, რომ სააკაშვილის დამქაშის მიერ მონოპოლიზიებული კვლევა საერთო მეთოდიკკით რამდენიმე ორგანიზაციამ ჩაატაროს!

სწორედ ამიტომ, მე მგონია, რომ ლუის ნავარო დღეს, სამწუხაროდ, წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და ამდენად, არც ის იქნება გამართლებული, რომ მის მიერ მოყვანილ არასწორ ციფრებს ვენდოთ, და არც ის, რომ მისი დამხმარებით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრების მიერ ჩატარებულ ოდიოზურ და ძალიან ბევრი კითხვის გამომწვევ კვლევას ან NDI-ის სტიკერი დავაკრათ, ან  ”Proudly Made in USA”, ან რამენაირად ისეთ სახელების რეპუტაცია გავავრცელოთ მასზე, როგორებიცაა სოციოლოგიის მამები ემილ დურკჰეიმი, მაქს ვებერი, ან ჰერბერტ სპენსერი. სოციოლოგიის მამები სოციოლოგიის მამებია და ლევან თარხნიშვილი და კობა თურმანიძე, მათი პროფესიონალიზმის მიუხედავად  – სულ სხვა რაღაცის მამები და მამიდები შეიძლება იყვნენ, მორალურ-ეთიკური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

ხოლო ბატონ ლუის ნავაროს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში თომას ჯეფერსონის, ჯორჯ ვაშინგტონის, ბენჯამენ ფრანკლინის, ჯეიმს მედისონის და  ჯონ ადამსის მიერ დაარსებული დემოკრატიის ნავსაყუდელის წარმომადგენლობა ერგო, მინდა ვთხოვო, მიხეილ სააკაშვილის ნავში ჩამხტარის სახელზე ნუ გაცვლის ამ დიდებული ხალხის თანამემამულის და იდეების მატარებლის წოდებას  და რამდენიმე ციტატაც მინდა შევახსენო, როგორც დემოკრატს და როგორც მორწმუნე კათოლიკეს (კათოლიკეობა  ფეისბუქში აქვს თავად აღნიშნული და დემოკრატობაზე  NDI-ის თანამშრომელმა და დემოკრატიული პარტიის წევრმა, არა მგონია, უარი თქვას თავად):

For nothing is hidden that will not become evident, nor anything secret that will not be known and come to light.  (Luke 8:17)

The time is always right to do what is right.

In the End, we will remember not the words of our enemies, but the silence of our friends.

He who passively accepts evil is as much involved in it as he who helps to perpetrate it.

He who accepts evil without protesting against it is really cooperating with it.

The hottest place in Hell is reserved for those who remain neutral in times of great moral conflict.

No Lie Can Live Forever!

For whatever is hidden is meant to be disclosed, and whatever is concealed is meant to be brought out into the open. (Mark 4:22)

=================================

* – როგორც ახლა გავიგე, ტერმინი “ნავაროს ნავარი” პირველად ბატონ შოთა გლურჯიძეს გამოუყენებია. ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ბატონი შოთასადმი და ვამაყობ, რომ ამ ნიჭიერი ადამიანის ნაფიქრი მოგვიანებით, მაგრამ მეც მომივიდა თავში აზრად. 🙂


Saakashvili-loyal official provokes opposition member Kakha Kaladze. Propaganda TV channels fabricate video blaming Kaladze in aggression


Saakashvili Propaganda methods of manipulation

Saakashvili Propaganda methods of manipulation

On July 12 Meeting in Karaleti where refugees from South Ossetia live in government built village, turned in most dramatic clashes so far between GD supporters and Saakashvili’s Zondercommandos leaded by MP Badri Basishvili. One of the well–known zonder – Gogi (Gogita) Gochashvili (on video in black cap and sunglasses), which is working for Gori Municipality, though his exact job remains unclear (apparently he and his friends are  paid simply for intimidating society)  and  who has beaten several journalists even before, has provoked opposition Georgian Dream member, famous soccer player Kakha Kaladze, which tried to calm down situation.

unmontaged video by Info9 journalists  http://www.youtube.com/watch?v=4uS37P9E_mA

Initially Gochashvili was blames GD leader Bidzina Ivanishvili and all GD movement in being pro-Russian and not helping them during 2008 August war. Kakha tries to calm down him and first it seems he is successful. But then Gochashvili suddenly says – “I have to say something to you directly. You lost your brother! Do you know why you havelost your brother? He was kidnapped, and you didn’t want to pay money, and theykilled him. You are guilty that your brother died!”

After that Kakha gets raged and swears Gochashvili. Then the clash starts.

 —————————————————————-

Info about Levan Kaladze’s tragic death:

In 2001, Kakha Kaladze’s brother Levan, a medical student, was kidnapped in Georgia, with a ransom of $600,000 demanded. Georgia’s president at that time, Eduard Shevardnadze promised “everything is being done to locate him”, despite this the only time that Levan was ever seen was in a video where he was shown blindfolded and begging for help. The local media claimed that the ransom was paid by Kaladze’s family, although another source says that Kaladze’s father attempted to meet the kidnappers, who fled as they believed he was followed by the police. During Shevanrdnadze’s  term there have been lot’s of rumours Levan being held somewhere (including Svaneti and Chechnya being named), but no clue has ever being found. Family tried to meet different “informers”, some of them have been in fact swindlers, without any real information. Roughly four years later, on 6 May 2005, Georgian police officers found eight dead bodies in the Svaneti region and it was speculated that Levan was among the dead. That was soon after Government had one of the bloodiest operations in Svaneti – terminating Aphrasidze family of famous bandits (apparently at least one of them have been executed at spot after being injured and arrested).  Government (Interiors Minister Gia Baramidze was himself leading the operation) used excessive force – 4 helicopters and around 200 special commandos which made the whole village kept as hostages of the battle as heavy armament and rockets have been used to destroy Aphrasidze’s home. After that government was willing to justify the deed and said they found mass grave of Ahrasidze peisoners and among them Levan Kaladze’s body. However, forensic exams shown the bodies were buried some 80 years ago and belonged to family graveyard.  21 February 2006 was the date when Levan was officially identified among the deceased and buried without identification at Tbilisi outskirts, after tests from FBI experts. Two men were sentenced to prison for the murder:  David Asatiani for 25 years and Merab Amisulashvili for five years. Interiors Minister Merabishvili has received special thanks both from President Saakashvili and from mourning Kaladze family.

————————————————–

After reading this tragic saga of the one of the greatest soccer player you can imagine how meticulously targeted and how humiliating that provocation was. And it reached the goal – to make Kakha raged and swearing. That gave pro-governmental propaganda media chance to put the story upside down – how Kaladze and his guard assaulted refugees and attacked them!

================

This video compilation is done by Rustavi2 TV’s reporter – one of the most famous “journalist” Tamar Bagashvili, who for her devoted service for Misha’s propaganda machine will be named as UNM MP candidate in elections, rumors say.

Reporter’s voice says that Karaleti IDPs has been not willing to receive GD leaders. Kakha Kaladze came with armed bodyguards and provoked confrontation. Despite of request of local residents to leave the place peacefully, Kaladze and his guard have assaulted them both verbally and physically. And then video shows Kakha swearing, without showing prior episode when Gogi Gochashvili has provoked him.

Fabricated montaged video by Rustavi2 news.

===============================

On July 13 Maestro TV’s Politmeter talk-show anchor Nino Zhizhilashvili has compared both videos and it is obvious that Rustavi2 videohas been montaged in a way to hide the truth and present defenders as attackers. It is interested that other recorded videos have shown that not only Gochashvili but several other man also have been crying to Kaladze (13:12) – “You are traitor, you killed your brother… you sold your brother!” So, it is obvious that all that play was planned in advance and that was not just one man’s “accidental” blaming.

http://www.youtube.com/watch?v=Vt1uNEvp3mU&feature=g-all-u 

Politmeter (13.07.2012) video (see the interesting timings in the text)

(from 10:24) – first shown the video which is fabricated, Kakha’s swearing is repeated 3 times for making effect stronger. But there is previous episode shown. The next video, which is not montaged, and belongs to TV9 channel, shows the whole conversation. How Gogita Gochashvili provokes Kaladze by accusing him beingguilty for his brother’s tragic death. (from 11:30). Nino also has shown the episode when Kakha Kaladze’s guard gets a gun. – it is obvious that there was stone rain directed to Kaladze and other supporters of Georgian Dream as well as journalists and guard was trying to defend Kakha simply by showing a weapon.

On July 13 afternoon one of the bodyguards of Kaladze  Tsotne Shengelia has been detained in Samtredia by police and his whereabouts were unknown for whole day. First relatives were told Shengelia was moved to Kutaisi, then it was said he was transfered to Gori – 150 km from Samtredia (that is usual tactics of Saakashvili police – to kep the relatives and lawyers uninformed until the court is already starting a trial!). Tsotne’s family, GD movement activists and lawyers demanded from Gori Police to disclose where Tsotne Shengelia was but they kept silence and were saying they don’t have any information about this person. Apparently Gori police simply has lied to family –Tsotne Shengelia was in that police building and the court session started at after midnight 1:32 AM of July 14 (as usually in Georgia, to start trials after midnigth and without notyfying defender’a family and lawyer – when it comes to opposition trials – for making it harder) and Tsotne is accused in hooliganism by (trial by administrative code maximum possible sentence 3 months!).

It seems, police will try hard to get admittance from Shengelia, that it was Kaladze ordering to shoot villagers. Saakashvili’s prosecution badly wants to arrest Kakha Kaladze.

This is Kafkaesque face of Saakashvili’s “democracy” – lie, provocation, intimidation, 100% criminalization of the government,- sentencing defender, awarding aggressor – WHO THE HELL MAY CALL ALL THIS DICTATORSHIP  A “DEMOCRACY”???!.

P.S. On July 14 MIA announced that 6 persons (3 from Saakashvili loyalist zondercommandos and 3 from Georgian Dream activists/Kaladze bodyguard have been detained). It is interesting that like in Mereti incident, when only GD supporters were beaten and taken to hospital, similarly after Karaleti incident several dozen people (among them 7 journalist)  were injured from opposition side and 13 (all GD supporters) were directed to GoriMed hospital. That shows that in both cases attackers were from Saakashvili’s loyalist side, but police in both cases detained equal numbers of clash particiapants from each side – 2-2 in Mereti and 3-3 in Karaleti. This facade “impartiality” of police serves only camouflage to Saakashvili’s injust justice system. It needs to be mentioned that GoriMed hospital head doctor was not willing to give injured patients discharge form which would serve them for later investigation until NGO representatives protest and rushed patients despite of more care needed to leave hospital immediately after initial examination by doctors.

 


Where Saakashvili’s government was during 2008 August war?


Saakashvili’s supporters and UNM activists often attack Bidzina Ivanishvili, asking him – “Where you have been during Georgian-Russian war?” Bidzina Ivanishvili had vacation at his summerhouse in Ureki (Black Sea resort in Georgia).

Of course those people have right to ask that question.
But I wonder, why they never ask where the Georgian government has been during August 2008 war?
Why they left country in such dramatic moment, and why they never informed population in Shida Kartli timely about advancing Russian army, when they themselves have been running out…
See the list with data from border patrol. I guess it is incomplete, but still…
NB!: All MPs, but Giorgi Targamadze, represent Saakashvili’s United National Movement (UNM) in the Parliament.
Saakashvili announced restoration of constitutional order in Tskhinvali region by Live TV appeal at 23:25 PM local time of August 7, 2008.  Interestingly, 4 government officials left country earlier that day. Of course, today they may say they had some important meetings planned…

Will Saakashvili pull a Putin or not? – Damned, he will!


I'll show you - "formal transfer of power"!

I’ll show you – “formal transfer of power”!

One of the argument supporting “Misha will not pull a Putin!” version (e.g. article by Paul Rimple in The Moscow Timeshttp://www.themoscowtimes.com/opinion/article/saakashvili-it-seems-will-not-pull-a-putin/461798.html)  at least between the words, is that if Misha would follow Putin’s footsteps he would rather choose somebody much softer and puppet-like (e.g. somebody like Medvedev), than as strongman as Merabishvili (called Spine of the State by Misha himself)

Well, let me doubt that argument.

I) Merabishvili’s “promotion” – is it really promotion or deprivation? Merabishvili was indeed the most strong person until recently, when he was a head of nearly 50,000 police forces – Patrol, Security Defense police, Special Operating Department (equivalent of Russian SpecNaz), Constitutional Security Department (equivalent to Russian FSB), Militarized Units of MIA (nearly an army with lots of light armored vehicles, these have been used to attack Mukhrovani Military Base in 2009 when it was said there was a “military coup” planned) – that is indeed huge force, something which nothing can compete in Georgia, even an army, which has passed heavy years under Bacho Akhalaia’s period of “humiliate and suppress” ruling. Besides, Merabishvili controlled through loyal to him Ministers the following Ministries:

1) of Correctional services and Probation (prisons) – extremely powerful agency with puppet Barbie Minister Kalmakhelidze as a head – there are 30,000 prisoners and over 100,000 probationers in Georgia – multiple that on 3 and You will get nearly half million population which depends on mercy of that monster and they are extremely useful before elections, when government may release (temporarily!) prisoners demanding to bring 100 votes among neighbors as a “ransom”.

2) of Education – another powerful ministry which unlike 2006-2008 period no controls each of 3,000 schools in Georgia through appointing or dismissing directors and through them – any teacher which they feel is opposition supporting. That’s why schools became a Vandea against GD these days – the teachers fate depends on their loyalty to the regime, so they try to show up against GD attacking them (see the photo I provided). Besides, MIA collects lots of intimation through schools – who the children’s parents are, their ID numbers are often asked and copied (of course, government knows those ID numbers, but they give you “Big Brother is Watching You!” warning), also it is often that before election class teacher calls parents of future graduates and “advices” them not to misbehave if they would like their child’s marks to be better! Finally – schools are 80% of election precincts points and those teachers will be hired for local election commission staff – they will be UNM’s last soldiers to perform and hide wrongdoings during elections. You have seen a video, when UNM election “coordinator” admitted that she was given a cover job as head of logistics at school, and that is nearly a rule!

3) of Agriculture. Not so sure about this, Previous minister was clearly Misha’s creature. However, this one, Zaza Gorozia – while being a governor of Samegrelo, was fiercely opposed to local Prosecutor – Roland Akhalaia, who is Bacho and Data Akhalaia’s father! Therefore, it is natural that now Gorozia is in opposite Merabishvili’s “camp”

4) Finally, All majoritarian MP’s for UNM have been nurtured and governed by Vano – that was a deal during 2008 elections – Vano formed Majoritarian’s list and Zurab Adeishvili (Justice Minister) – Party List of UNM. Besides, there are rumors that Vano is a middle man between Saakashvili and his satellite party – Christian-Democratic Movement (CDM). Apparently it was Vano Merabisvhili who paid several million dollars for very expensive advertisement campaign for CDM in 2008 Parliamentarian and 2010 local elections, when newly formed party (established in 2008, just before elections!) got sensational “success”.

So, now Vano should feel like Napoleon without loyal to him army and his office at State Chancellery is just a nicer version of island Elba. Not only the “Spine” is left without many of those strings, in addition he was given several such “missions impossible” which would bend and crash even T-Rex’s spine – unemployment (forget about 16% official rate, if correct methodology used, then there is at least 50% unemployment in Georgia, the most shrewd experts say, and it very well may be even over 70%!), agriculture (over 50% of Georgians live in villages but local agriculture provides only 8% of Georgia food market products), Public Health (see the recent report by transparency International, which proves that Saakashvili “reforms” have been disastrous to whole healthcare service and population. http://www.transparency.ge/en/post/general-announcement/transparency-international-georgia-investigates-property-rights-violations), and public trust (currently at a level, something similar which Hitler’s NSPG had in 1945!). Add to the listed, that talking convincingly always has been the weakest Achilles hill for Merabishvili, and that’s why he was so popular while he was acting silently, and that image has been ruined dramatically after only 15 min  interview in “Politmeter” talk-show by Nino Zhizhilashvili at Maestro TV. Finally, it was rather bitter joke from Georgia’s puppet speaker of the Parliament – David Bakradze (he was considered to be Merabishvili’s loyal and would never allow such jokes just before Vano was MIA and really the “Spine”), who said: “we do not love and like Merabishvili’s government for their nice eyes and charming speech… in fact, their speech is not that charming after all (laughing)… we like them for what they can do, will do and how they manage to do things!” Well, not so bitter joke by US standards, but let me assure you that for man of Merabishvili’s composition, and in Georgia, such “humor” from a person which he considers a talking puppet, is very hard to be tolerated. But he has to now! I suppose such jokes wouldn’t come to “braveheart” Bakradze’s mind, unless specially suggested by Misha.

Let me state that after becoming a PM, Vano Merabishvili got “Medvedevisized” :))

He’s got a job, which is “a golden cage”. His strength will decrease gradually, although not so dramatically before elections. Misha needs him as nearly the last popular UNM figure to win elections, that would finish his task and his PM-ship as well, I guess.

II) Now let’s go to other signs, which are predictors that Misha Saakashvili dreams 24X7 that he will stay ultimate ruler for Georgia even after 2013 Presidential elections.

  1. Saakashvili 4-5 times avoided answering straight-forwarded question about his future after 2013. He has done it in  front of Hillary Clinton few weeks ago when Reuter’s journalist got as much blurred reply as all others before. Let me ask you – now, after naming Merabishvili as a PM, why not to say that he is leaving politics since 2013 and he trusts PM, whose post will become the most powerful in Georgia since 2013 constitutional changes being activated after presidential elections, to hold the steering wheel and let the country to the same tasks? I am sure Misha will avoid the straightforward answer again, which to me proves that Merabishvili’s term is limited by 2013!
  2. In the above mentioned interview with Nino Zhizhilashvili the journalist asked repeatedly (3-times I guess) Vano Merabishvili whether his position is for only few months or he sees himself as the most powerful person after 2013 as well. The only answer Merabishvili has mumbled was that the program he presented by endorsement of the party (2.5 pages total, done in less than 24 hours since his PM position was announced, completely copied from Ivanishvili Georgian Dream main vectors, just multiplied by 4 for 4 year term, making digits more impressive:) – is for 4 years, but couldn’t dare to say a word more, which tells me that Saakashvili made crystal clear to Merabishvili that he must refrain from speaking about his plans after 2012 elections! Let me ask you – why would you think that you are good enough to help party to win the most difficult elections in most dramatic time, but then you can’t be good to maintain the ruler’s post after storm is over?
  3. The same evening in the same Politmeter talk-show, journalist asked one of the influential MP from UNM – Goka (George) Gabashvili whether Merabishvili, trusted the position of PM which becomes the highest position in 2013 will head the UNM party list in elections. Gabashvili didn’t answer that question, but stressed that Merabishvili is the leader of UNM. Surprised journalist asked “- so, now it’s Merabishvili who is the leader of UNM, not Saakashvili?” Confused MP corrected that there are many leaders in their party: Saakashvili, surely is the Leader of UNM, while Merabishvili is now leader of executive power and he also is amongst several leaders.
  4. Since last October, when Bidzina Ivanishvili contested Saakashvili and UNM, Saakashvili went on One Man Show campaign! Nobody else! He was doing all country trips, opened over 50 new hospitals (well, “Hospitals” sound exaggerated as most of them have only 20 beds but are supposed to replace 100-200 district hospitals in past. Besides, none of them belong to the state), many supermarkets, living blocks for refugees, sport palaces, swimming pools, tunnels, roads, school cafeteria, also donated gifts and given prizes. For legal reasons that was not called “election campaign”, but in fact it was… and it was rather difficult to understand – at least for foreigners – why and how only one man does all advertisement for Parliamentary elections, where he won’t participate at all? The reasons might be two – Misha still believes (and wants others also to believe) that he is the most popular person in UNM; besides, even knowing that he is not, he can’t be 2nd! That’s what is a difference between him and Putin – Putin tolerated to be, at least de-jure, #2 – for 4 years. Saakashvili trusts nobody, as he fears that for any politician, even from his own camp, the easiest way to become very popular would be to unveil all the wrongdoings and criminal acts done by orders of Misha and put him in jail! That is another reason, why I think that for Saakashvili the only way to live in Georgia is tied with precondition to rule Georgia!
  5. August will be decisive month in many terms – in August government should start to implement “Must Carry” principle and allow opposition channels to be (in there are opposition channels still left for that time despite of hardest press from the government) retranslated to regions by means of either cable or satellite channels. That would certainly increase information access to those living in regions. But most importantly Saakashvili has to announce date of elections (I guess it will be October 5, for making number 5 – UNM’s all time preferred number – being fixed once again in electorate’s subconsciousness. UNM then has to present its candidates and that is very interesting – who will be number one in the list. If Merabishvili is #1, there is greater chance he will maintain prime-minister’s position after constitutional changes being enacted, but if there is somebody else – like Bakradze, Karbelashvili , etc, that means… #1 leader’s seat after constitutional changes is reserved for Saakashvili again!
  6. Finally, why would Saakashvili change the whole constitution and make President just a decorative figure since 2013 and Prime Minister as powerful, as it is in German, British and other systems, if he is not willing that to be his own seat? Very illogical that Saakashvili would make such significant shift for any other reason but to please himself. Those tasks have been performed by constitutional experts (I would call them “constitutional tailors”) Avtandil Demetrashvili and Tengiz Sharmanashvili 2 years ago. Former got very nice position of Director of Constitutionalism Research and Promotion Center with excellent building in Batumi and 10-members staff with high salaries; the latter – position of Georgian ambassador in Armenia. Interestingly, Mr. Demetrashvili has been recently ordered to come back to Tbilisi for some extra work to be done. I am nearly sure this will have to do with new amendments of poor Georgian constitution. I don’t exclude that Mikheil Saakashvili will resign now, take part in Parliamentary elections and then will become a Speaker of the Parliament – for that moment Demetrashvili and his co-tailors will try to convince the whole world that according to Venice Commission (give me a brake, they only contact Venice commision for propaganda reasons!)recommendations and for strengthening Parliament’s role, the most powerful person in Georgia must be … guess who? – of course – Chairman of the Parliament (which happens to be so famously familiar darling Misha…)

Mikheil Saakashvili is twin-brother of Vladimir Putin – same authoritarian ruling methods, same Goebelsian propaganda machine, same dislike towards free media, same pressure on business and pocket-justice, same love and trust of law enforcement bodies, same Musolini principle – “For friends – everything, for eveybody else – the Law!”. The only difference is that Putin served in KGB and Misha in Border Patrol forces (subordinate to KGB then), Putin was colonel, while Misha was Effreitor, Putin speaks only German, Misha speaks 5 languages, Putin was KGBshnik, Misha was Columbia graduate and Council of Europe stagierre, but when it comes to methodology of getting and maintaining power – they are exactly the same!

III) Regarding methodology some of which are already used and will be farther strengthened with Bacho Akhalaia’s arrival at MIA:

  1. psychological press on free media journalists, done by either Misha Saakashvili’s propaganda workers (I call them Urnalists) or by Zonderbriggades
  2. attacks on participants of Georgian Dream meetings in regions – done by ZonderCommandos, Police, Financial (Tax) police, members of local administration families
  3. Usage of internationally hired propagandists (e.g. Vladimir Socor, Krzysztof Lisek, Vitautas Landsbergis).  Using International organizations (NDI, IRI) poll results which are biased by inappropriate (for Georgia environment) methodology and by wrong selection of fields and questions (done by NDI and IRI Georgian counterparts influenced/subordinates to UNM)
  4. War against satellite dishes very similar to what Iranian state does against free media
  5. Unjust usage of legislation and financial punishment of anybody connected or mistifically associated with Georgian Dream by National Chamber of Control which is de-facto converted to National Confiscation of Opposition.
  6. Planning and executing fake terrorist actions against different state entities and commercial structures, especially banks and pro-governmental media, on behalf of the Georgian Dream and preparing fabricated video “evidence”, which will be used against GD leadership and probably arresting them and canceling party’s registration.

მრავალნაცნობიანი ნაცმო(უ)ძრ(ა)ობა


მაშ ასე, წილი ნაყარია და გემი ისევ მიცურავს (ოღონდ, სოხუმისკენ – აღარ).
წინა სტატიაში – „ირანული გამბიტი“ რამდენიმე დასკვნა გავაკეთე იმის შესახებ, რატომ დანიშნა მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად და რა შემდგომი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა ამ ნაბიჯს. რამდენადაც 4 ივლისს პროგნოზი ძირითადად (სამთავრობო ცვლილებების ნაწილში) ახდა, თავს უფლებას მივცემ გავიმეორო იგი:
====================================================
„ა) მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად ცდილობს დაარღვიოს ის ლამის ტრადიცია, როცა მისი ყოველი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე მას გაცილებით ნაკლებ დივიდენდებს აძლევს, ვიდრე დანაკარგებს!  მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად არის იძულებით ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ამას არაფრით დაუშვებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ლამის გარანტირებული მარადიული პრემიერობა.
ბ) მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯით აპირებს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები მერაბიშვილის ხელით, რომლის რეიტინგი ნამდვილად მეტია ნაცმოძრაობის რეიტინგზე (თუმცა გაცილებით ნაკლებია NDI-ის კვლევის შედეგებზე – ველის შერჩევის და მეთოდოლოგიის ცდომილების გამო). მერაბიშვილის გაპრემიერებით სააკაშვილი ცდილობს უზრუნველყოს ნაცმოძრაობის უსახური პარტიული სიის რეიტინგის მეტ-ნაკლები ამაღლება (ვანოს შხეფების გადმოსხურებით კუბლაშვილზე, ურუშაძეზე, კარბელაშვილზე და სხვა აბსოლუტურად დისკრედიტირებულ პოლიტიკანებზე ), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში თავად ჩაანაცვლოს მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის უკვე გაცილებით უფრო ძლევამოსილ პოსტზე. ამავდროულად, არაა გამორიცხული სარეზერვო ვარიანტებიც – ბ1)მიშა ცდილობს მოახდინოს კონსტიტუციის ხელახალი რევიზია, იმდაგვარად, რომ არა პრემიერ-მინისტრი იყოს ყველაზე ძლევამოსილი, არამედ – პარლამენტის სპიკერი და თავად იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებში (იმ პირობებში, როცა ქვეყანას მერაბიშვილი მიხედავს), ბ2)მოგონილი/გათამაშებული მიზეზით, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით.
გ) ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, რომ  არ გააძლიეროს ხელისუფლებაში არსებული სხვადასხვა ბანაკები. პირიქით, მოახდინოს მათი შეძლებისდაგვარად დასუსტება და თითქმის ყველა არსებულ ძალოვან სტრუქტურაში შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი გადაყენების  შანსი. სწორედ ეს იყო ვანო მერაბიშვილის „დაწინაურების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი. აქედანვე გამომდინარე, ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი (ამირან მესხელი ან დიმა შაშკინი) არ დაინიშნება შს მინისტრად, ბაჩო ახალაია არ დარჩება თავდაცვის მინისტრად, დიმა შაშკინი არ დარჩება განათლების მინისტრად, და ხათუნა კალმახელიძე – სასჯელაღსრულების მინისტრად. სააკაშვილს ექნება სერიოზული ცდუნება ასევე გადაანაცვლოს იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი – გიგა ბოკერია. თუმცა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მან ეს მოახერხოს. მაგრამ ახლო მომავალში რომ ცდას არ დააკლებს, ესეც მალე გამოჩნდება.“
===========================================
ახლა კი შევეცადოთ იმის ანალიზს, რას ნიშნავს და რას მოიტანს ის სამთავრობო ცვლილებები, რაც უკვე სახეზეა. დავიწყოთ არსებულით და მერე – ტენდენციებზეც შევჩერდეთ:
არსებული მდგომარეობა
1.      მიშა გაძლიერდა.
მან პოლიციას მოაშორა, და ხალხის დამსაქმებელ-გამაბედნიერებელი პრემიერ-მინისტრობის სიზიფეს ტვირთის აკიდებით დაასუსტა მერაბიშვილი. მან არ გააძლიერა ბოკერია-ადეიშვილის ისედაც ძლიერი კლანი. ძალაუფლება კი რეალურად გაუზარდა ახალაიებს, რომელთა წარსულის მიმართ სერიოზული კომპრომატები არსებობს და რომლებიც მისი კონკურენტები ვერასოდეს გახდებიან. გარდა ამისა, ძლიერი პიროვნების პრემიერ-მინისტრად დანიშვნით მან შექმნა საკმაოდ მომხიბვლელი ილუზია იმისა, რომ „მიშა გაემიჯნა პუტინის ვარიანტს“ (უკვე ერთმა რუსულმა გაზეთმა დღეს გამოჩეკა ეს „უტკა“) და რომ მან გადაწყვიტა 2013 წლის შემდეგ ქვეყანა მერაბიშვილს დაუტოვოს.
2.      ყოველგვარი ილუზია იმის თაობაზე, რომ «მერაბიშვილი გაძლიერდა», «მერაბიშვილი სუპერ-პრემიერად იქცა», «მერაბიშვილი არის ის პრემიერი, რომელიც პრემიერად დარჩება 2013 წელსაც, როცა სააკაშვილი პრეზიდენტობას დაემშვიდობება» და ა.შ… – მიმაჩნია აბსოლუტურად ფუყედ და უსაფუძვლოდ. მერაბიშვილს არავითარი გაძლიერება არ სჭირდებოდა, იგი ისედაც იყო დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და უამრავ სამინისტროს – შინაგან საქმეთა და უშიშროებას, განათლებას, სასჯელაღსრულებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას… და პარლამენტის მაჟორიტარ ინსიტატუს-დეპუტატთა რემას – აკონტროლებდა. რაც მთავარია, იგი აკონტროლებდა თავად პრემიერ-მინისტრ გილაურსაც. და ეს ყველაფერი ხდებოდა ნაცრისფერი კარდინალის კაბინეტიდან, რაც მერაბიშვილს იმის კომფორტსაც უქმნიდა (ოხ, ეს სეფერთელაძის ამოჩემებული სიტყვა), რომ ამ სფეროებზე (პოლიცია-უშიშროების გარდა) პასუხი არ ეგო. ახლა კი მერაბიშვილი ძალიან დასუსტდა – ჯერ ერთი მის პასუხისმგებლობაში გადავიდა ის სფეროები, რომელთა ამოქაჩვა მის „ტალანტს“ აღემატება – უმუშევრობა, ეკონომიკა, დასაქმება, სოფლის მეურნეობა, დაზღვევა და ლამის – ნამოცძრაობის მიერ 9 წლის განმავლობაში შეურაცხყოფილი, დაბეჩავებული და დამცირებული ქართველი ხალხის გულის მოგებაც. და მეორეც – მერაბიშვილი იქცა ნაპოლეონად, რომელსაც ჯარი არ ჰყავს და მის კუნძულ ელბას „სახელმწიფო კანცელარია“ ჰქვია… ერთ დროს უძლეველ ხერხემალს მხოლოდ განათლების სამინისტრო და მანდატურებიღა შემორჩა კალის ჯარისკაცებად…


3.      მერაბიშვილის მთავარი იარაღი, მისი ძლევამოსილების საიდუმლო, მისი მრავალათასიანი პოლიცია, მისი ასობით გამჭვირვალე შენობა –  რვა წლის რუდუნებით შეკოწიწებული და პირადი ურთიერთობებით დაცემენტებული, თვალსა და ხელს შუა იშლება! შსს შუშის შენობას დღეს ასეთი აბრა უნდა ამშვენებდეს – „შენი იყო, ახლა ჩვენია!“ (ახალაიები). შს სამინისტროდან წავიდნენ მინისტრის მოადგილე და მარჯვენა ხელი ამირან მესხელი, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი დევი ჭელიძე და მრავალი სხვა სამსახურის თუ დეპარტამენტის უფროსი… თუმცა მერაბიშვილის მოთხოვნით ახალაიამ შეაჩერა უმაღლესი რანგის კადრების წმენდა, მაგრამ ეს მხოლოდ მოკლევადიანი პაუზაა. უახლესი ერთი თვის განმავლობაში შსს მინისტრის მაღალი რანგის კადრების უდიდესი ნაწილი გამოცვლილი იქნება. ვინც თავისით და უხმაუროდ წავა, ეცდებიან (ვანო ეცდება, თორემ ბაჩოს სულ ფეხზე არ ჰკიდია!) – რაიმე კარგი თანამდებობა მოუნახონ.  სხვებს კი ისეთ „პირობებს“ შეუქმნიან, რომ თავისით წავიდნენ. ბაჩო ახალაია არასდროს ენდობა მერაბიშვილის მიერ დატოვებულ კადრებს. მეტიც, ასეთი უნდობლობის კარტ-ბლანში, და, შეიძლება, – დავალებაც კი, მას მიხეილ სააკაშვილისაგან ექნება მიღებული.
4.      ქვეყანა გახდა „საახალაიო“. ამ კონტექსტში არა მარტო ბაჩო ახალაიას შსს მინისტრად მოსვლა არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი ძმის – დათა ახალაიას დანიშვნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. თუ ცოტაოდენ ლოგიკას მოვიშველიებთ და ვანო მერაბიშვილის ცხოვრების ნირს და გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მერაბიშვილის მიერ სააკაშვილისგან პრემიერ-მინისტრობის შეთავაზების პირველი პასუხი ის უნდა ყოფილიყო, ექნებოდა თუ არა მას უფლება შსს მინისტრის პორტფელი შეენარჩუნებინა. სააკაშვილი, სავარაუდოდ, თავის უარს ასეთი „შეთავსების“ დასავლეთის მხრიდან მიუღებლობით გაამართლებდა. მაშინ შემდეგი სვლა ვანოს მხრიდან უნდა ყოფილიყო თავის ადგილზე თავისი ერთგული კადრის დატოვების ბუნებრივი სურვილი – მესხელის, ზღულაძის ან შაშკინის (ამ სამიდან ნებმისმიერი მათგანის შს მინისტრად დატოვება იქ ვანოს დარჩენის ტოლფასი იქნებოდა). მიშამ ამაზეც უარი განუცხადა. სავარაუდოდ, იმის მომიზეზებით, რომ შსს-ს ძლიერი ხელი სჭირდებოდა. და ასეთად მხოლოდ ბაჩო ახალაია ეგულებოდა. ხოლო ვანო რომ ძალიან არ გაღიზიანებულიყო, კარგა მოზრდილი ძვალი გადმოუგდო, – არა უშავს, სამაგიეროდ, შენს კაცს – შაშკინს – თავდაცვის სამინისტროს ჩავაბარებო! ვანოს, ალბათ, ეს ვარიანტი ჭკუაში დაუჯდა. გამოდიოდა, რომ მან და ახალაიამ უბრალოდ სამინისტროები „გაცვალეს“ (ხომ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ?!). და, მართალია, შსს უფრო შეკრული და დიდი სტრუქტურაა (საინტერესოა, ვინმემ თუ იცის, რამდენი ადამიანია შსს სისტემაში?), ვიდრე ჯარი, მაგრამ არც ჯარია მთლად ხელწამოსაკრავი. თან ჯარი ამერიკელებთან აუცილებელ და ხშირ კონტაქტს გულისხმობს, რაც მერაბიშვილისთვის ყოველთვის სუსტი წერტილი იყო და ვანო, (რომელიც თან ამ დანაელთა მოულოდნელ ძღვენში საფრთხეს უეჭველად გრძნობს, მაგრამ თან მოახლოებული საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების ჭია ღრღნის და საკუთარ თავზე უკვე მეფის სკიპტრას იზომებს), ამერიკელებთან დაახლოებას თავისი კარიერული ზეაღსვლის აუცილებელ ელემენტად მიიჩნევს.
მაგრამ ეს „გაცვლა“ იმწამსვე სიაფანდად იქცა, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თავისი თავზეხელაღებულობით ცნობილი დათა ახალაია დაინიშნა. მინისტრი შაშკინი როგორ „დაიმორჩილებს“ მოადგილე დათას, ყველასთვის გასაგებია. და არც თავად შაშკინს და არც უკვე ვანოს არ უნდა აწუხებდეს ილუზიები იმის თაობაზე, რა სიაფანდი აღმოჩნდა მიშას დაპირება – ახალაიები არც თავდაცვიდან წამოვიდნენ და შსს-ც ხელში იგდეს! ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ კუდის უფროსად ახალაიების მარჯვენა ხელი და უერთგულესი კადრი – ლევან ქარდავა უკვე დანიშნულია და სოდ-ის უფროსის სავარაუდო კანდიდატად მერაბიშვილის მიერ შსს-დან გაგდებულ ერეკლე კოდუას ვარაუდობენ, აშკარაა, რომ შსს-დან ვანოს ფეხისამოკვეთის პარალელურად ახალაიების გაძლიერება სინათლის სიჩქარით მიდის. თუმცა ერეკლე კოდუას „გასოდება“ პირადად სააკაშვილის სურვილი უნდა იყოს, რომელიც „პატარკაციშვილის ოპერაციას“ არ ივიწყებს და საკუთარი ნათლულის მამის ამოტივტივება შეიძლება იმიტომაც უნდოდეს, რომ თავადაც ხედავს, რა თვალუწვდენელი უფლებები ჩაუგდო ხელში ახალაიებს, რომლებიც პროკურატურის დიდ ნაწილს (სამეგრელოში), ჯარს, სოდ-ს, კუდ-ს, სასაზღვრო ჯარებს და პოლიციას აკონტროლებენ.
5.      თავდაცვის სამინისტრო! ბედკრული სამინისტრო, რომელსაც 2008 წლამდე ყველანაირად აძლიერებდნენ და ფულს არ აკლებდნენ, ხოლო 2008 წლიდან მოძულებულ გერად შერაცხეს, ამბოხი და ღალატი დააბრალეს და სადისტების, მანქურთების და, ახლა უკვე, კომიკური ფარშევანგების სამართვად აქციეს. თავდაცვის სამინისტროში ახლა მიდის პოლიციური კადრების გადაქაჩვა. მარტო სოსო თოფურიძის დანიშვნა გენშტაბის ადმინისტრაციის უფროსად რად ღირს! ეს სოსო თოფურიძე რაიმე საგის ღირსია! – კაცი ლეგენდა, კაცი-კუდი, კაცი-მამხილებელი, შერონ სტოუნის უბის მაყურებელი, ამავდროულად – წმინდა სინოდის „მაყურებელი“, და ახლა უკვე -გენშტაბის „მაყურებელიც“! შეიძლება, ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ პოლიციური კადრებით არმიის გაჯერება ვანოს თამაშის ნაწილია, მაგრამ ცოტა უფრო მეტი დრო და მეტი დაკვირვება გამოკვეთავს იმას, რომ სინამდვილეში აქაც ახალაიების და მათი ერთგული კადრების მოზღვავება იქნება.
ნამდვილად საინტერესო ფიგურაა შაშკინი – ბედის ნებიერი პერი!
ადამიანი, რომლის ერთადერთი ტალანტი მისი რუსული გვარი და IRI- ული გამოცდილებაა, უკვე მესამე სამინისტროს იცვლის. გასაგებია, რომ სააკაშვილს, მისი პირადი კომპლექსების გამო, კოსმოპოლიტური მისწრაფებების ხაზგასმა მოსწონს – რუსებს თითქოს ვერ იტანს და ბიძამისის რუს მეგობრებს და ბიზნეს პარტნიორებს საქართველოს ნახევარი ბიზნეს-პოტენციალი ჩააბარა, საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე ვაშაძე ჰყავდა (თანაც იმ დროს, როცა საქართველო და რუსეთი ომობდნენ), ძალიან უყვარს მთავრობაში ისეთი ხალხის ყოფნა, რომელთაც, მის მსგავსად უცხოელი თანამეცხედრეები ჰყავთ – ზღულაძე, იაკობაშვილი, არველაძე, ბაჩო ახალაია, ვიღაც უსურათო თავდაცვის მინისტრის მოადგილე – სიფრაშვილი-ლი… მაგრამ ამ ფონზეც კი რუსული გვარის მქონე შაშკინის კარიერული ცამპა-რუმპა ნამდვილად გაცილებით შთამბეჭდავია. ალბათ იმიტომ, რომ სააკაშვილს გარკვეული იდეა-ფიქსი აქვს, როგორ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ უდიდესი დემოკრატია და ამიტომაც თავად დაასახელა წარმომავლობით რუსი შაშკინი მომავალ პოტენციურ პრეზიდენტად. ამით კიდევ ერთი პიარული ნაბიჯი უნდა გადადგას. – ისეთი, რასაც პუტინი ვერ გაიმეორებს (თინა კანდელაკი რომ გამოაცხადოს მემკვიდრედ!) :)). მე პირადად მგონია, რომ  ნარცის-ფარშევანგი დიმა შაშკინი, თავისი განუყრელი სანჩო-პანსა – კოკა სეფერთელაძით, თავდაცვის სამინისტროში ნახევრადკომიკურ მარიონეტად გადაიქცევა. თან ისეთ მარიონეტად, რომელსაც კოორდინირებული მოძრაობა არ გამოსდის. რადგან თუ ადრე მისი ძაფები მხოლოდ ვანოს ეპყრა ხელთ, ახლა  მრავალი ადამიანი მოინდომებს ამ ძაფების ხელში მოგდებას – ვანო, ახალაიები, მიშა, და დიდი შანსია – ბოკერია/ადეიშვილიც.
6.      ბოკერია და ადეიშვილი ვახსენე და აქ ნამდვილად უნდა შევჩერდეთ. ქვეყანაში ამდენი რამ მოხდა და არცერთი არ გამოჩენილა ავანსცენაზე. ბევრი ფიქრობდა, რომ ბოკერია გახდებოდა თავდაცვის მინისტრი, რაც პირადად თქვენს მონა-მორჩილს ერთი წუთითაც არ დამიშვია. სააკაშვილი არასოდეს დაუშვებს ძალოვანი სამინისტროს სათავეში ისეთი ადამიანის მოსვლას, რომელსაც დასავლეთთან ლიბერალის და დემოკრატის პოზიტიური იმიჯი ექნება. ამიტომ იყვნენ დღემდე ძალოვანი სტრუქტურების სათავეში მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაია – სამივე დასავლეთისათვის არცთუ მომხიბვლელი და ზოგჯერ – მიუღებელიც კი ფიგურა. ხოლო დასავლეთისათვის მისაღებ ბოკერიას მხოლოდ ფიქტიური ორგანოს – უშიშროების საბჭოს – მდივნობა ერგო. რაც დასავლეთში კი ჟღერადი პოსტია, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში ბოკერიას მოსვლამაც კი ვერ შესძინა ამ თანამდებობას სერიოზული დატვირთვა.  ბოკერიამ და ადეიშვილმა, მრავალთა აზრით, თითქოს წააგეს. დღევანდელ დღეს შეიძლება ასეც ჩანდეს – მერაბიშვილი გაპრემიერდა, ახალაიებმა ძალოვანი სტრუქტურები გადაიბარეს, შაშკინს შაშკები (ხმლები) აჩუქეს, ხოლო ადეიშვილი და ბოკერია გამოდის – ხელცარიელები დარჩნენ და თითქოს გავლენის სფეროები სერიოზულად დათმეს. მაგრამ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და თუ მანამდე პრემიერ-მინისტრმა უმუშევრობა, სოფლის გაპარტახება და ინვესტიციური შიმშილი ბეჭებზე ვერ დადო, ხოლო ახალაიებმა მთელ მსოფლიოს ანახეს მიშისტური სადიზმის სახე, არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილს კადაფის აღსასრულისაგან გადასარჩენად სწორედ ადეიშვილ-ბოკერიას მოხმობა დასჭირდეს. ახლა საქართველოში ხელისუფლების აქტიური ქმედებების დრო დადგა, მაგრამ აბსოლუტურად ურეიტინგო და საკუთარი შეცდომების და დანაშაულის ტყვე ხელისუფლებას აქტიურობა ვეღარაფერს შველის და როგორც ჭაობში ჩაფლული ადამიანის გადარჩენის შანსი ფართხალით არ იზრდება, ასევე სათუოა, რომ დღეს ხელისუფლების ვერტიკალში დაწინაურება და აქტივობის დაწყება ვინმესთვის სტრატეგიულად გამარჯვების მომტანი აღმოჩნდეს.
7.      არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ კარუსელის შედეგად ერთმნიშვნელოვნდად წაგებული აღმოჩნდა. ეს მერი უგულავაა, რომელმაც გამინისტრებული პირადი მძღოლი დაკარგა. არადა, სუბელიანი, რომლის თავზე მოქუფრული ღრუბლები იმდენჯერ გადაიყარა, რომ თითქოს წაუქცეველ ფიგურად ჩანდა, რას ემსხვერპლა ამჟამად, ძნელი გასაგებია. პრობლემა სუბელიანში არაა – ის ამ ბოლო დროსაც უსეთივე სტანდარტულად უსარგებლო და მატყუარა იყო, როგორც ყოველთვის. პრობლემა მოახლოებულ არჩევნებშია, როცა ხელისუფლებამ აშკარად დაინახა, რომ უკვე ძალიან უჭირს ლტოლვილებში ხმების მოგროვება და ლტოლვილებს მათი ცრუ დაპირებების აბსოლუტურად აღარ სჯერათ. უმუშევრად დარჩენილი და ტრაპაიძის დასასაქმებელი სუბელიანი იქეთ იყოს და გიგი უგულავამ ამ კვირაში კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო – სახალხოდ გაცხადდა, თანაც სამღვდელოების საკმაოდ პოპულარული წარმომადგენლის მხრიდან, რომ სწორედ გიგი უგულავა არის ის ადამიანი, რომელიც ეკლესიის საქმეებში ჩარევას და პარტრიარქისადმი ხმამაღლა ლაპარაკს და მუქარის გამოყენებას ბედავს. ის, რომ ამ სატელევიზიო სიუჟეტს საპატრიარქოს მხრიდან უარყოფა არ მოჰყოლია, იმას ადასტურებს, რომ უგულავას „მოთხრა“ სწორედ საპატრიარქოს სურვილით და ფარული თანხმობით მოხდა. საინტერესო ისაა, რომ როცა უმაღლეს ხელისუფლებაში მრავლადაა ათეისტებიც, აგრესიული ანტიკლერიკალებიც და სხვა სარწმუნეობის მიმდევრებიც, სწორედ უგულავა გახდა ის პირი, რომელიც ბოლო ხანებში საპატრიარქოს სულ უფრო ფართო ფენების მხრიდან სულ უფრო მზარდი მიუღებლობის შეგრძნებას იწვევს, რადგან აქ ის პრინციპი მოქმედებს, ხემ რომ თქვა, – ნაჯახი რას დამაკლებდა, ჩემი ჯიში რომ არ ეგოს ტარადაო…  ყოფილი სტიქაროსნის მხრიდან საპატრიარქოს საქმეებში აქტიური ჩარევა გახდა ამ, გარკვეულად უკურექციის მიზეზი. არადა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომავალი პოტენციური ლიდერის  მიმართ სამღვდელოების დამოკიდებულებაზე ვფიქრობდი, სწორედ გიგი უგულავა მეჩვენებოდა იმ პიროვნებად, რომლის მიმართ (სხვათა ფონზე) ეკლესია შეიძლებოდა უფრო ლოიალური ყოფილიყო. ახლა ეს ძალიან ნაკლებსარწმუნოდ ჩანს. ასე რომ, გიგი უგულავა „კვირის წაგებულის“ წოდების უალტერნატივო გამარჯვებულია. და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო ფოჩიანი კამფეტის სახით მალე უგულავას ფანასტიური ინოვაციის – დენზე მიბმული ნაგვის გადასახადის – გაუქმებას აპირებს, მოსალოდნელია, რომ ტანად გიგის “შალაბანები” კიდევ ელოდება.
8.      რაც შეეხება ისეთ ახალ მინისტრებს, როგორც დალი ხომერიკი და ხატია დეკანოიძე არიან, სერიოზული კომენტარისაგან თავს შევიკავებ.
უნდოდათ ქალები და დანიშნეს ქალები! ძირითადად ესაა…
მიშას ყოველთვის უნდა ქალები! და მთავრობაშიც/ირგვლივაც რომ უნდა, ქალები მეტი იყოს, ეს მისი პირველი დღიდან და პირველი განცხადებიდან გვახსოვს. სხვათა შორის, ბევრს გაუკვირდა მისი „ხუმრობა“ – „პრემიერ-მინისტრიც გვინდოდა ქალი ყოფილიყო, მაგრამ მთლად არ გამოგვივიდაო!“, რომ განაცხადა ვანო მერაბიშვილის დანიშვნის შემდეგ. არადა,  („ყოველივე ახალი – კარგად დავიწყებული ძველია!“)  ზუსტად ეს ფრაზა წარმოთქვა მიშა სააკაშვილმა ჟვანიას დანიშვნის დროსაც და ასე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილს უფრო სწორედ მოკლულ პრემიერ-მინისტრთან ეს პარალელი ემცხეთებოდა უფრო მეტად და არა ის საკმაოდ გამჭვირვალე და უხერხული კონტექსტი, რაც სხვებს გაუჩნდათ სააკაშვილის „ხუმრობის“ შემდეგ.  მაგრამ ახლა „ქალების მონდომებას“ სხვა მიზეზიც ჰქონდა: მთავრობის ამ კარუსელამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში NDI-ის დელეგაცია იყო და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა საკმაოდ სერიოზული რამდენიმე რეკომენდაცია გააცხადა მთავრობის მიმართ, რომელთა ფონზე შედარებით ნაკლებმნიშვნელოდ და ყველაზე საყველპუროდ მე ეს ჩავთვალე – კარგი იქნება, ხელისუფლების სხვადასახვა შტოებში წარმოდგენილ ქალთა რაოდენობა თუ გაიზრდებაო! ჰოდა, მეტი რა უნდოდათ ნაცმოძრაობის პლუტოკრატებს! დანარჩენი (და ძალიან მნიშვნელოვანი!) რეკომენდაციები – ძალადობას შეეშვით, ყველასთვის ამომრჩევლისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა უზრუნველყავით და “Must Carry” არჩევნების დღის შემდეგაც გააგრძელეთო – ცალ ყურშიც კი არ შეუშვიათ, და მაინდამაინც ეს – „ქალები მეტად!“ აიტაცეს და სამ დღეში საქმედ აქციეს! სწორედ იმიტომ, რომ სათქმელი ჰქონოდათ – NDI-ის რეკომენდაციებს გულისყურით ვისმენთ და აგერ, ერთი სასწრაფოდ გავითვალისწინეთ კიდეც, დანარჩენებზო ვფიქრობთო! კიდევ კარგი, NDI-იმ ისიც არ დაიბარა, არჩევნებს მაინცდამაინც 5 რიცხვში ნუ ჩაატარებთო, თორემ ეგეც ექნებოდათ უკვე ასრულებული და მათ თავმომწონეობას საზღვარი არ ექნებოდა…
9.      არის კიდევ ერთი ახალი მინისტრი, რომელიც არა მარტო ახალი მინისტრია, არამედ ახალი სახელმწიფო სამინისტროს თავკომბალაცაა! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც თავიდან სამინისტროების შერწყმით და ეკონომიკაში სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მოწოდებებით დაიწყო, ახლა (8 წლის მერე!) სამინისტროების დაყოფა და სოციალისტურ ლოზუნგებზე გადასვლა შემოგვთავაზა.  თავად ეს სახ.მინისტრი, ვინმე პაატა ტრაპაიძე, იმითია ძალიან საინტერესო, რომ მისი წინა ორი ქმნილება – ანაკლიის ხიდი და ქუთაისის პარლამენტი – სააკაშვილის მიერ დასრულებულად გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში კატასტროფულად დაინგრა. ეს კაცი ასევე მორიგი მარიონეტი მგონია, მაგრამ თავად სამინისტრო და ის ფუნქცია, რაც მას დაეკისრა, ხოლო კიდევ უფრო მეტად, – ის მეთოდი, რომლითაც მან თავისი „ფუნქცია“ უნდა განახორციელოს, ძალიან საყურადღებო ჩანს და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ტენდენციები:
1)      მიშა ყველანაირად შეეცდება, რომ გავარდნილი ხმა – „მიშა პუტინობას აღარ აპირებს, ზეძლიერი პრემიერი ვანო იქნება!“ განამტკიცოს და თავის მომავალზე შეკითხვების დასმა დაავიწყოს ყველას – “მაესტროდან” დაწყებული და “როიტერით” დამთავრებული…  სამაგიეროდ, ხშირად გამოვა ვანოსთან ერთად და დავალებებს მისცემს, რომ მომავალში (თუ მისი ოცნება ახდა და არჩევნები ისე გააყალბა, რომ გაუვიდა), უცებ მოატრიალოს კეხი და ყველას შეგვახსენოს, რომ სწორედ მისი მზრუნველი ხელმძღვანელობის წყალობით შეძლო ვანომ ის, რაც შეძლო! სააკაშვილს მერაბიშვილი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სჭირდება პრემიერად, ხოლო შემდეგ პრემიერის ვინაობა (მიშასთვის მაინც!) გარკვეულია – „მიშა, მხოლოდ მიშა და არავინ მიშას გარდა!“ იმ ჰიპოტეთური ვარიანტის გარდა, თუ ავთანდილ კონსტიტუციათერძი დემეტრაშვილი რაიმე ახალ თარგს არ გამოჭრის (მიშას მზრუნველი ხელმძღვანელობის წყალობით, რასაკვირველია). აქვე უნდა ხაზი გავუსვათ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც არ იმჩნევენ დღემდე რატომღაც დასავლელი ექსპერტები – საქართველოს პრეზიდენტმა ისე მოიფიქრა, ისე დაგეგმა, ისე წარუდგინა მთელ საქართველოს და მსოფლიოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ისე მიულოცა ეს დანიშვნა და ისე დაჰკრა მხარზე ხელი და უთხრა, აბა წავედით და საქმეს შევუდგეთო, რომ პარლამენტის მხრიდან პრემიერის სავალდებულო დანიშვნის პროცედურა არც კი გახსენებია! ახლა ხომ აშკარა გახდა, როგორ პოლიტიკურ რუდიმენტად აქცია სააკაშვილმა პარლამენტი და რატომ გადააქვს ეს სტრუქტურა დედაქალაქიდან 220 კილომეტრში?
2)      მერაბიშვილი სულ მალე იგრძნობს, რა ძნელია, როცა ჟურნალისტებს უნდა უპასუხო და უწინდელივით ფეხებზე ვეღარ დაიკიდებ. უკვე ნახა! – იმ ეთერშიც კი, რომელიც ნინო ჟიჟილაშვილს ზედმეტად რბილად ჩაუთვალა აუდიტორიის დიდმა ნაწილმა, მერაბიშვილი საცოდავად ბლუკუნებდა, მუდმივად (შეკითხვის-და მიუხედავად)ორ ფრაზას ატრიალებდა და როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, სრული „სეფერთელიძეიზაცია“ დაემართა! ვანომ არ იცის, რაა, როცა შენი პოლიციის მიერ საცხოვრებლებიდან რტყმევით გამოყრილ  და დახურული ავეჯის ფურგონებით გადასახლებულ ლტოლვილებს უნდა ელაპარაკო… როცა უნდა ელაპარაკო იმ ხალხს, რომელსაც ქონება აახიე და აუხსნა, რომ ახლა, თურმე, მათ დასაქმებას აპირებ! როცა ყოველდღე გაგახსენებენ გირგვლიანს და ენუქიძეს, 7 ნოემბერს, ომს, ათას მამაძაღლობას და შენ ეს უნდა ისმინო… რომ მხოლოდ ლოგოპედის გაკვეთილება არაა საკმარისი კითხვებზე პასუხის გასაცემად… უკვე იგრძნო დღეს და ჯერ სად ხარ, ვანო… შენ არ იცი, რომ ვახტანგ გორგასლის შემდეგი ორდენი კი გელოდება, მაგრამ – „პასმერტნო“! (პოლიტიკურ სიკვდილს ვგულისხმობ, თუმცა სხვები, ვინ იცის, რას გულისხმობენ).
3)      ძალიან საინტერესო მგონია დასაქმების სამინისტროს იდეის სასწრაფოდ მოფიქრება და ელვისებური რეალიზაცია. საერთოდ ისიც ხომ აღსანიშნავია, რომ მთელი ეს სამთავრობო სუპერკარუსელი დაიწყო ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სესიის დახურვიდან ორ დღეში (!) და არავითარი განხილვები, მოფიქრებები, მსჯელობები და დისკუსიები ყველაფერ ამის თაობაზე – ახალი სამთავრობო პროგრამა, ახალი მინისტრები და ახალი პრემიერ-მინისტრი  – მათ შორის ახალი სახ. მინისტრის აპარატის ფუნქციების განხილვაც კი – არ ყოფილა! ხომ მაგარი ნიშანია დემოკრატიული სახელმწიფოსი?!  მაგრამ მოდით, განვიხილოთ რა იქნება ამ სამინისტროს ფუნქცია, რომელსაც ფორმალურად ვინმე პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს, ხოლო რეალურად – ამირან მესხელი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის მეგობრობის და პარტნიორობის (ხოლო ზოგის აზრით – მენტორობისაც!) ხანგრძლივი სკოლა აქვს გავლილი აქვს. თურმე ეს სამინისტრო მოაგროვებს და შექმნის მონაცემთა ბაზას საქართველოში ყველა უმუშევრის შესახებ! ძალიან საინტერესოა, რომ მაშინ როცა მინისტრი ტრაპაიძე აღიარებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია სანდო მონაცემები უმუშევართა რაოდენობაზეც კი, პრემიერ-მინისტრი  უკვე პატაკს აბარებს პარლამენტში, რომ 273,000 უმუშევარი დასაქმდება. ხოლო იმისათვის, რომ უმუშევრები არ შეწუხდნენ, მათ კი არ მოუწევთ მისვლა ტრაპაიძის უწყებაში (ხომ გადაქელეს 900 ათასად დაფინანსებული 30 დასაქმებული თანამშრომელი), არამედ 3,000 სოციალური აგენტი! – 25 ივლისიდან 9 ნოემბრამდე დასაქმების სამინისტროს მიერ დაქირავებული 3000 რეგისტრატორი (!) მოქალაქეებს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის კითხვარებს შეავსებინებს. მოქალაქეებთან ვიზიტი კი ელექტროენერგიის სააბონენტო ნომრის მისამართების მიხედვით განხორციელდება. ”ამ ბაზის ანალიზი, გეოგრაფიის მიხედვით, ასაკის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, ანუ ვინ არიან დაუსაქმებელნი. პარალელურად ვიმუშავებთ უმუშევრის სამართლებრივი სტატუსის შექმნაზე, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის უმუშევარი”, – ამბობს პაატა ტრაპაიძე.  და განმარტავს, რომ უმუშევართა ბაზის დამუშავების შემდეგ ბაზაში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს სპეციალური ტესტირების გავლა მოუწევთ, რის შემდეგაც დადგინდება მათი პროფესიონალიზმის ხარისხი და, შესაბამისად, დასაქმების შანსი, ამატებს რა, რომ უმუშევარნი და სამუშაოს მაძიებელნი, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, გადამზადების კურსებსაც გაივლიან. მოკლედ ჩატარდება კიდევ ერთი სახელისუფლებო „კარდაკარ“, როდესაც საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 2 მილიონი შრომის ასაკისუნარიანი მოსახლიდან, რომელთაგან დღეს ხელფასს მხოლოდ 670,000 ღებულობს, ხოლო 1,4 მლნ – „ნატურით“ ცხოვრობს, ბინაზე მოვლენილი 3000 რეგისტრატორი (ჩათვალე – ნაცმოძრაობის მამაშა სოცაგენტი, შერჩეული ამირან მესხელის სტანდარტებით) გამოარკვევს, ვინ რით სუნთქავს და მერე ამ უმუშევრების პოლიტსანდოობის მიხედვით გადაწყვეტს – „ამას – შინ ჯდომა, ამას – დასაქმება!… ამას – შინ ჯდომა, ამას – დასაქმება!“ თან რამდენადაც ბაზა ნოემბერში დასრულდება, მთავრობა უმუშევრობის ამოცანის “გადაჭრაზე” არჩევნებამდე ერთ თეთრსაც არ დახარჯავს (თუ 3000 მამაშის 3 თვიან ხელფასს – დაახლოებით 1,5 – 2 მილიონ ლარს არ ჩავთვლით) და მხოლოდ ცარიელი დაპირებებით და „მესხელური დარწმუნების“ მეთოდებით  აიძულებს ასეულ ათასობით უმუშევარს მომავლის ფუჭი იმედით მხარი ნაცმოძრაობას დაუჭირონ. თუ 273,000 უმუშევარს დავამატებთ კიდევ მათი ოჯახების 2-3 წევრს, გამოდის, რომ ამ ახალი სიაფანდობით ხელისუფლება სადღაც 600-700,000 ხმის მოსყიდვას ცდილობს – ცალ მხარეს მომზირალი ნათია მოგელაძის სრული ლოცვა-კურთხევით და გამოლაზიკებული ლუის ნავაროს ნეტარმორწმუნეობრივი თვალისდახუჭვით, რასაკვირველია!

4)      მოგელაძემ უკვე ამოიღო ყველაფერი, რისი ამოღების შანსი ჰქონდა. მალე დაიწყება ამ გამდიდრების სპეცოპერაციის უკუეფექტი – „ქართუ ბანკის“ და „ქართუ ჯგუფის“ დაყადაღების პროცესი გადავა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მიშას დასავლური – ბიზნესპრომოუტერის – იმიჯის კრახის დასაწყისი იქნება.  არაა გამორიცხული, მოგელაძის უწყება ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებს და რეგიონალურ ტელევიზიებს შეუსიონ. რადგან ფაქტია, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაში ამ ორი სექტორის როლი გადამწყვეტი იქნება და ხელისუფლება დროზე ეცდება მათ სისხლი გამოაცალოს და დააშინოს.
5)      ევროპარლამენტის მოსმენები სერიოზული სილა იყო სახელისუფლებო მანქანისათვის – აქამდე ვაშაძე-ბოკერია-ჩერგოლეიშვილი-მინაშვილი-ცისკარიშვილი-თაქთაქიშვილი და თარგამაძეც (!) ახერხებდნენ იმას, რომ ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სტრუქტურებში მიშას ანტიდემოკრატიულობის საკითხი მხოლოდ კულუარული საუბრების თემა ყოფილიყო და არა მოსმენების და გარჩევების. ნამდვილად შეიძლება ეს ყველაფერი ივანიშვილის ლობისტებს დააბრალო, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაქირავებულ  ლობისტებს აქამდე უპირობო მონოპოლია ჰქონდათ,  თანაც მათ მხარს უმაგრებს საქართველოს 30-მდე საელჩო და დიპკორპუსი, რომელიც საჯარო მოხელეობიდან ნაცმოძრაობის პარტიულ ფუნქციონერებად იქცნენ. მართალია, მოსმენებზე გამომსვლელ ეროპარლამეტართა საკმაო ნაწილმა ივანიშვილის ოლიგარქობას და რუსეთის კარტის განხილვას დაუთმო დიდი დრო, მაგრამ ჯერ ერთი, ეს მხოლოდ ორი ფრაქცია იყო – ევროპის სახალხო პარტია და … კომუნისტები (!). მათგან პირველი ფრაქცია მიშას პარტიის დედობილია ევროპაში და ახლა აპირებენ ბათუმში გრანდიოზული შარაფ-კონფერენციის ჩატარებას და ევროკავშირის სახელით მიშას წინასაარჩევნოდ კურთხევას. მათ შორის არის ხალხი, რომელიც ყველაფერს იმის მიხედვით ლაპარაკობს და აზროვნებს, არის თუ არა რომელიმე პოლიტიკური მოღვაწე რუსეთის გამოცხადებული მტერი, რომელიც მზადაა რუსეთის დარტყმა თავის ქვეყანაზე მიიღოს და იმპერიას კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოაგლიჯოს… 1989 წელს ვიტაუტას ლანდსბერგისი მეც მიმაჩნდა ქართველი ხალხის ძალიან დიდ მეგობრად, მაგრამ დღეს ეს მხცოვანი ადამიანი რომ აბსოლუტურად ვერ ერკვევა იმაში, ვინაა ქართველი ხალხის ლიდერი და ვინ – ქართველი ხალხის წურბელა და ქართველთყლაპია, ეს აშკარაა. კიდევ უფრო საინტერესო იქნება მსგავსი მოსმენების გამართვა ამერიკაში, სადაც პოლიტიკურ პროცესში ჩაბმული პირისათვის ქონებრივი მდგომარეობის გამო სპეციალური და არნახული შეზღუდვების დაწესება ნონსენსია! იქ პირიქით, ძალიანაც მიესალმებიან, რომ ხელისუფლებაში მდიდარი და უზრუნველყოფილი ადამიანი მოდის და არა მიშას და ვანოსნაირი „გაღლეტილები“, რომლებსაც მერე სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვის მაღალი ხარისხის ცდუნება ექნებათ.
6)      ჩვენ ყველა მალე ვიგრძნობთ ხელისუფლების ძირითად ტაქტიკას არჩევნების მოსაგებად – „ძალადობა! ძალადობა! ძალადობა!“
უკვე სახეზეა ცალკეული მონახაზები და სქემები, რომელთაც ახალაიას ბანაკი ამუშავებს და შეეცდება გამოიყენოს:
a.       ტაქსებში მძღოლად გაფორმებული პოლიციელები, რომელთა ამოცანა ჯერ ყასიდად ხელისუფლების, ხოლო შემდეგ ივანიშვილის გინება იქნება და იმის „ფაქტები“, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია…
b.      ივანიშვილის შეხვედრებზე დაძაბულობის შექმნა ნაცმოძრაობის აქტივისტების ოჯახის წევრების (განსაკუთრებით – ქალების და ახალგაზრდების) აქტიურად გამოყენებით; ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ ნაცმოძრაობის უკვე გაშიფრული სატელიტი პარტიების – ქრისტიან-დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, გია (პადოშა) თორთლაძის, ირაკლი წერეთლის და სხვა მოტივტივე, მიძინებული თუ დანაფტალინებული ”პოლიტიკოსების” გამოყენება;
c.       მე-9 არხის, მაესტროს და რეგიონალური ჟურნალისტების მიმართ ფსიქოლოგიური ტერორის კამპანია, რომელიც უკვე   დაიწყო და სულ უფრო ფართოვდება ყალბი ლოზუნგით „ჟურნალისტები ამხელენ ჟურნალისტებს!“ აქ გათვლა იმაზეა, რომ ფსიქოლოგიური პრესით გატანჯულ ნორმალურ ჟურნალისტებს ნერვები უმტყუნებთ და თავადაც დაიწყებენ პროვოკატორ-ურნალისტებისთვის ”ხურდის დაბრუნებას”, რის შემთხვევაში მათ მიმართ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გაატარებენ…
d.      ზონდერბრიგადების ჩართვა შს ოფიციალურ სტრუქტურებში (ძირითადად  კუდ-ში) და პოლიციის უფრო მსაშტაბური გადაკეთება პოლიტიკურ პოლიციად (გესტაპოდ);
e.       ციხეებიდან პირობით და ვადამდე გამოშვებულების, განსაკუთრებით – ნარკომანების, კონტრაქტირება ზონდერბირგადების ცვლის დასაკომპლექტებლად, მათი ოჯახის წევრების ჩათრევა ოპოზიციის საწინააღმდეგო მიტინგებში და აქციებში;
f.        ერთი რაიონის ზონდერბრიგადების გადასროლა მეორე რაიონში და – პირიქით (რაც საქართველოს კუთხეებს შორის სამოქალაქო შუღლის გაღვივების მცდელობის და საქართველოს კიდევ უფრო მეტად გათიშვის ნაცმოძურ ამოცანასაც პასუხობს);
g.       ტერაქტების მოწყობა სხვადასხვა პრო-სამთავრობო სტრუქტურებში – გაზეთები, ტელევიზია, ასევე რიგ ბანკებში და ამ ტერაქტების შედეგად – ქართული ოცნების ატრიბუტიკის ამოღება, ან ქართული ოცნების აქტივისტებად გასაღებული დავერბოვკებული აგენტების „აღიარებები“ საჩვენებელი იარაღის ამოღებებით და „ენვერიადის“ მორიგი სერიალებით.

მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად იშიფრება და უკვე ვეღარ შეიყვანს შეცდომაში ვერც ქართულ საზოგადოებას, და ვერც – უცხოელებს (თუ ლუის ნავაროს კალიბრის მხარედქცეულ რამდენიმე პირს არ ჩავთვლით). და ძალიან ამაზრზენია იმისათვის, რომ თუნდაც ლიზეკის ან ლანდსბერგისის ან ნავადვორსკაიას მხარდაჭერა გარანტირებულად ჰქონდეთ. დღეს ნაციონალურ მოძრაობას როგორც თანხების, ასევე – „კრეატიული“ იდეების და უკვე შემსრულებლების დეფიციტიც აქვს. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ჟურნალისტის ბირკებით და მიკროფონ-კამერებით  შეიარაღებულ უბირ ლაწირაკებს, რომელთაც 2003 წელი ვერ ემახსოვრებათ, დანარჩენებს გვახსოვს, რომ ზუსტად ანალოგიურად შევარდნაძის ხელისუფლების დაისი მაშინ დაიწყო, როცა ხალხი მიხვდა, რომ მთავრობას მათი ოჯახის წევრების და რამდენიმე ასეული ყველაფერზე მზადმყოფის მეტი მხარს არავინ უჭერდა. ნებისმიერი ის ზონდერი( და მათი სრული რიცხვი 3000-ც კი არ იქნება), რომელიც კადრში ხვდება და იშიფრება, იმ დღიდანვე – მეზობლების და ნაცნობებს დამოკიდებულებით უკვე მშვენივრად გრძნობს, რომ ის უმცირესობაშია, და როცა მიშა და მისი გუნდი თავს მშვენივრად უშველის გაქცევით, მათ პასუხის გაცემა მოუწევთ საკუთარი მეზობლების და ახლობლებისათვის, ვისაც ახლა ძალადობის ობიექტებად უსახავენ.  

სააკაშვილის მთავარი პრობლემა იმაშია,  რომ მან ასე თუ ისე პოპულარული ვანო, და დასავლეთში ასე თუ ისე ჯერ კიდევ დემოკრატის და დასავლელის იმიჯის მქონე ბოკერია „ჩააჩოჩა“ და სრული ბანდიტები მოიყვანა ხელისუფლებაში: ახალაიები და ქარდავები ხომ ის სისხლისმსმელი ავაზაკებია, რომლებიც ყველას სძულს – მათ შორის თავად ნაცმოძრაობის წევრებსაც! აქამდე მიშა ეყრდნობოდა პატრულს, ლიბერტარიანელებს, საჯარო მოხელეებს, სკოლების პერსონალს… მაგრამ ახალაიების და ქარდავების გამეფება ხომ ის საშინელებაა, რაც არცერთ ამ კატეგორიას არ მოეწონება! როგორ წარმოვიდგინო, რომ ე.წ. ”მედასავლეთე ინტელექტუალები” – გია ნოდია, ალექს რონდელი, კახა ლომაია, თემურ იაკობაშვილი,  და სხვები – ახალაიების და ქარდავების მანქურთულ-ზონდერული ოპრიჩნინის მომხრეები გახდებიან? თუ გახდებიან და ამით საკუთარ თავს და შთამომავლებს გამოუტანენ სამარცხვინო განაჩენს ისტორიის სამსაჯავროზე.

ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ხვდება, ვისთან აქვს საქმე – ეს არის საქართველოს სახადი, რომელიც მანამ უნდა მოვიშოროთ, სანამ სულ არ მოგვაშთო და დაგვახრჩო.

ეს არის როგორც ნეტარი ავგუსტინე განმარტავს – ხელისუფლება კანონის გარეშე – ანუ ავაზაკთა ბანდა, რომელიც ჩვენს ნაშრომს, ნაჯაფს, ჩვენს მიწას, ჩვენს კულტურას, ჩვენს საგანძურს, ჩვენს ტყეებს, ჩვენს მდინარეებს, ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს შვილებს გვართმევს… და უნდა ეს ყველაფერი ისე მოზილოს და გადაზილოს, რომ არც ქართული აღარ იყოს და არც – ჩვენი!

მათ უნდა ტარასი შავშიშვილების, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის და ლევან ქარდავების, ნუგზარ წიკლაურების, მიშა თავხელიძეების, ქეთა გაბიანების, დავით ახლოურების საქართველო გამოძერწონ, სადაც ჩვენი და ჩვენი შვილების ხვედრად მხოლოდ მონობას და პირ-უტყვობას დაგვიტოვებენ. მათ უნდათ ჰქონდეთ მარადიული უფლება, ურტყან ნებისმიერ ქართველს, ვისაც ისინი არ მოსწონს… ჰქონდეთ უფლება 7 ქართული სოფელი ჩალის ფასად მიჰყიდონ ირანელ „ბიზნესმენს“. მათ უნდათ თურქების ბორდელად გადაქცეული აჭარა და ქართველებისაგან დაცვლილი და ჩინელებით ავსებული იმერეთი და კახეთი… მათ უნდათ დაგვტოვონ უმუშევრები, გვაყურებინონ ჩვენი დამშეული ოჯახების გაჭირვებას… გვაიძულონ, გადავიხვეწოთ საზღვარგარეთ და საკუთარ შვილებს და მშობლებს დანატრულებს იქ სხვისი მშობლების და შვილების მოვლაში გვძვრებოდეს სული… უნდათ, ყველას გაგვიყიდონ სახლები ბანკის ვალებში, რათა მერე მათ მიერ დაქურავებულ მანქურთებად ვიქცეთ და ყველაფერი თავად გავყიდოთ – ჩვენი სიცოცხლის და სინდისის ჩათვლით… მათ უნდათ მანდატურებით გავსებული სკოლები, სადაც ჩვენს შვილებს მიშმადიდებელ უსულო რობოტებად გამოზრდიან და სახლებში ჩვენს მაკონტროლებელ ჯაშუშებად დაგვიბრუნებენ.

მათ უნდათ სამუდამო ბატონობა ჩვენზე…

მათ უნდათ, როცა მოუნდებათ, დახოცონ ჩვენი ახალგაზრდები, გააუპატიურონ ჩვენი ქალიშვილები და ცხვირში ძმრად მუდამ ამოგვადინონ ის, რომ საქართველოში მანქანებს აღარ იპარავენ, გვაქვს შუქი (ღრმად შეიტენეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირი დენი ზედ მიბმული ნაგვით, რომელსაც ახლა თურმე ორი თვით დროებით გაგვიუქმებთ!) და 80 კმ ბეტონის გზა, რომელზეც მალე ფეხით მოგვიწევს სიარული, რადგან მათი ბენზინის ფასს ჩვენს ვეღარ შევწვდებით!

… და ამას ყველაფერს მჟღერი სიაფანდი სახელი ჰქვია –
–         „უფრო მეტი სარგებელი ხალხს!“

საინტერესოა, ეს რომელ „ხალხს“ – უფრო მეტი სარგებელი?

ალბათ იმ „ხალხს“, ვისაც უკვე ძალიან ბევრი სარგებელი აქვს და კიდევ უფრო მეტი უნდათ?!
მაგალითად, გიგი უგულავას, რომლის სანათესაო მთელ პლეხანოვს დაეპატრონა! ან – გია უდესიანს, რომელმაც ნახევარ საქართველოს ბიზნესი აახია! ასევე – დავით კეზერას, რომელიმაც მთელი საქართველო ნაბადივით გათელა და მერე იეფად ისრაელში გადაიტანა და იქ დააბანდა! და კიდე კახა ბენდუ ბენდუქიძეს, რომელიც პუტინის ერთგული ოლიგარქი იყო და ახლა მიშას ერთგული ოლიგარქია!..

და რატომაც არა – მიშას, ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მიუხედავად კიდევ დიდხანს და დიდხანს აპირებს ჩვენს ხარჯზე უფრო მეტი და მეტი სარგებლის მიღებას?!..


P.S. მურად გორგაძე, რომან სურმანიძე, მარად ართმელაძე – სამი უდანაშაულო აჭარელი ახალგაზრდა, რომლებიც  2006 წლის 1 დეკემბერს ჩამოვიდნენ თბილისში ნავთლუღის ბაზართან მათი განადგურების მიზნით და შეთითხნილი ბრალდებით სპეცოპერაციის დამგეგმავმა დათა ახალაიამ საკუთარი ხელით დახვრიტა!

http://natiarokva.blogspot.com/2009/05/blog-post_153.html

http://www.youtube.com/watch?v=CWIoTmvsV4Y

ასე იწყებოდა „უფრო მეტი სარგებელი ხალხს!“


10 Commandments for Western Politicians/Diplomats in Georgia


  1. If you see children in government, do not smile with excitement and joy. Children are good in kindergartens. Kindergarten in government might be a horror for citizens of that country.
  2. When you meet a Prime Minister or Head of Parliament, accompanied by one of the deputy minister or official of even lower rank, watch and listen carefully  that unknown person, as he clearly may be the one who holds the power, while the other might be simply a well-decorated joker (unless he was Minister of Interiors before).
  3. If you are a western diplomat and somebody asks you in front of camera whether government can remove opposition demonstrants by force after the time-limit given by authorities to hold a rally expires, do not dare to say a word, as later government will use unseen brutality, encircling and killing peaceful demonstrants in just 5 minutes after time ends, and you will be kept accountable as an Evil Master who authorized this massacre.
  4. If you see other western diplomats praising and worshiping Georgian government for their democratic deeds, great achievements and superhumanity, try to enquire whether those worshipers have received expensive jewels for their weddings, or high honor Ordains of Presidential Shining from the President before.
  5. Whether you read that there was a terrorist act against President and his honorable Guest from the most powerful partner country, ask whether the grenade used could have ever explode.
  6. If you decide to meet opposition, meet the parties one by one, as some of them are considering others as government satellites and when you will meet them, you will be surprised how verily so that assumption could have been.
  7. If you see the TV saying that country is flourishing, economics is booming, investors are pouring in and pensions exceed minimum basket several times, switch off that TV, go out and find out yourself what’s up – by speaking with people, speaking not with ministers, but with small merchants, with pensioners, with students, with patients, with refugees, with mothers, with doctors, with teachers, with engineers, with veterans, with disabled, with anybody who doesn’t work for the government. Do not be surprised to find out another truth. Don’t be even more surprised that there are no other job-givers in this country but government and their inner-circlers’ and families’ private businesses. If the pro-governmental channel says everything is just superb, be ready to evacuate soon due to any disaster or war which never will be announced in such channels.
  8. If you hear how much buildings were built by the government, how much roads were done, how much schools and universities, theaters and sport halls, military camps and police buildings were built or renovated, –  before you get amazed, ask whose money paid all that. Don’t be surprised to hear that man is now announced as Enemy of State by the government who sacked his finances endlessly before.
  9. If you happened to meet the Minister of Interiors, run immediately – as despite of his blue eyes, you are seeing the greatest mobster and sadist in front of you. If you happened to get in Georgian court as an accused, do not spend time on calling lawyers, just prey – that would help more, naturally.
  10. If you want to see the man who is the craziest, dresses craziest, acts craziest, behaves craziest, speaks craziest, spends craziest, do not try to look for some showman. Instead, go and simply ask to meet the President. You will find out then that Tupac was a man of wisdom, respectability, academic behavior and good taste! If you want to be hated by great majority of people in Georgia – Stand by Misha!

==============================

AND HERE COME SOME HOME READING MATERIALS FOR THOSE POLITICIANS/DIPLOMATS WHICH WORSHIP MIKHEIL SAAKASHVILI:

https://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/27/misha-unplugged/

https://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/25/saakashvilis-ruling-party-has-official-donors-among-accused-mafia-members/

https://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/21/encouraged-sex-tourism-in-gonio-adjara-georgia/

https://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/20/why-beacon-of-democracy-saakashvili-moves-parliament-from-the-capital-and-martyrs-of-presidents-childish-fantasies/

https://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/13/open-letter-to-us-secretary-of-state-mrs-hillary-rodham-clinton/

https://solomonternaleli.wordpress.com/2011/12/05/child-and-staunch-enemy-of-media-chronicles-of-undeclared-cold-war-and-hot-raider-conquers/

https://solomonternaleli.wordpress.com/2011/07/19

https://solomonternaleli.wordpress.com/2011/02/24/the-great-simulator-mikhail-saakashvili-as-a-prominent-film-director-and-his-technique-of-overlapping/

https://solomonternaleli.wordpress.com/2010/05/06/%E2%80%9Cthat-is-what-mikheil-did%E2%80%9D%E2%80%93-georgias-%E2%80%9Cunited-national-movement%E2%80%9D-words-and-deeds-2003-2010/


სიცილიური თამაში (გამბინოს გამბიტი)


 

Life is a kind of Chess, with struggle, competition, good and ill events
(Benjamin Franklin)

 1.    e4 c5

თუმცა, ამ თამაშს და ამ სვლებს, ზუსტად ასე, ალბათ, ვერ გავაგრძელებთ…

საქმე იმაშია, რომ იტალიელი ჯულიო პოლერიოს მიერ 1594 წელს აღწერილი და  1777 წელს დიდი ფრანგი მოჭადრაკის ანდრე ფილიდორის მიერ ხელახლა აღმოჩენილი სიცილიური დაცვა, რომელიც სადღეისოდ ჭადრაკის ყველაზე პოპულარული ვარიანტია, ვერ გახდება დღევანდელი საუბრის ზუსტი საგანი, – ორი მიზეზის გამო.

ერთი ის, რომ მოთამაშე, რომელიც დღევანდელ თამაშში ერთ-ერთი მხარეა, იმდენად დაუპროგნოზირებელია, რომ მისი სვლები არანაირ ლოგიკას და თეორიას არ ექვემდებარება. და მეორე ის, რომ ის თამაში, რასაც ეს სწორუპოვარი დიდოსტატი თამაშობს, შეიძლება მართლაც სიცილიიდან იღებდეს სათავეს, მაგრამ მას ჯულიო პოლერიოსთან, დონ პიეტრო კარერასთან, ფრანჩესკო კოზიოსა და  სხვა ცნობილ იტალიელ მოჭადრაკეებთან ძალიან ცოტა აქვს საერთო,  და გაცილებით მეტი – ისეთ არანაკლებ ცნობილ სიცილიელებთან, როგორიც იყვნენ თავისი საქმის მართლაც რომ გროსმეისტერები – ჯუზეპე მასერია, სალვატორე მარანზანო, კარლო გამბინო…

თუმცა არის მაინც რაღაც კავშირები ამ ორ თამაშს შორის:

ა) სიცილიურ დაცვასაც პირველად „სიცილიური თამაში“ ერქვა.

ბ)ზემოთაღწერილი გროსმეისტერები სიცილიის გარდა ამერიკასთანაც იყვნენ ასოცირებული, და

გ)სიცილიური დაცვა შავებით თამაშის საუკეთესო ვარიანტად ითვლება და, ჩვენდა გასაოცრად, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ზემოთხსენებული სწორუპოვარი და ლოგიკაზე მწყრალად მყოფი მოთამაშე იძულებულია შავებით ითამაშოს, მოწინააღმდეგის სვლებს ელოდოს და თავი დაიცვას. თუმცა მისი თავდაცვა ხშირად პირწავარდნილი თავდასხმაა და სწორედ ამიტომ, ალბათ, სწორია ის ვარიანტი, რომელიც სათაურად ავირჩე – „სიცილიური თამაში (გამბინოს გამბიტი)“

==================================================

გაუჭირდა მიშიკოს!

აბა, რომ არ გაჭირვებოდა, 8 წელია, ზურა ჟვანიას ე.წ. „გაზით გაგუდვის“ შემდეგ, ძლიერი კი არა, საშუალო სიძლიერის პრემიერ-მინისტრი არ მონდომებია… ძაან ბოდიში, მაგრამ სულ იმისთანა ხალხს ირჩევდა, საფერფლეს რომ ესვრი და მაქსიმუმ, თირკმლის ატკივების გამო განცხადებას დაწერს და ჩუმად და მორიდებულად წავა… ჰოდა, ახლა რამ მოანდომა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება? რატომ დაჭირდა „ძლიერი მენეჯერი“, რომელიც აქამდე არ დასჭირვებია? რატომ ალაპარაკდა იმაზე, რომ ვანო გადაჭრის დასაქმების პრობლემას, მიხედავს ქართულ სოფელს, ააღორძინებს ეკონომიკას და იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც… [თავად მიშა არ ყოფილა???].  ეს ხომ ყველაფერი ისე შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, რომ მიშამ რაშიც თავად ვერ ივარგა, ახლა იქ უშვებს ვანოს! შე კაცო, კორუფცია და კრიმინალი, 6 წელია იძახი, დავამარცხე და გავანადგურეო,  და, აბა, აქამდე დაგეკარუსელებინა პრემიერად ეს ღვთისგან ბოძებული მენეჯერი, და შენც დაისვენებდი და – ქვეყანაც!

სიმართლე სხვაა: მიშას გაუჭირდა და სწორედ ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელიც მისთვის ძალიან ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს ტაქტიკურად, მაგრამ სტრატეგიულად, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტ თავის ტკივილს და პრობლემებს შეუქმნის, ვიდრე ეს წარმოუდგენია.

სამშაბათამდე, როცა მიშა (თუ უკვე ვანო?) მინისტრების წარმოდგენით კარტებს გახსნის (თუმცა, ყველა კარტი რომ არ გაიხსნება დაუყონებლივ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ), ალბათ ბევრი რამ ბურუსით მოცული დარჩება. მაგრამ ხომ საინტერესოა, როგორ იგეგმება ეს სიცილიური პარტია? რა სვლებს თვლის და როგორ უყურებს თავის პერსპექტივას მიშა (სხვების და ქვეყნის პერსპექტივა მას ხომ ყოველთვის ფეხებზე ჰკიდია), რომელიც წესების გარეშე თამაშის დიდოსტატია – ყველა გაგებით?!.. ვნახოთ, როგორ თამაშობს სიცილიურ[მაფიოზურ] დაცვას დემოკრატად შერაცხული მიშა გამბინო. რამდენად სწორად გამოვიცნობ გამბიტში მის სვლებს, არ ვიცი, მაგრამ – „ცდა ბედის მონახევრეაო“.

ჯერ განვიხილოთ ვანო „ხერხემალ“ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის ძლიერი მხარეები (შევთანხმდეთ, რომ დაფას ამჟამად მიშას მხრიდან ვუყურებ :))

  1. მიშა ამით ეუბნება პოლიციელებს: – თქვე ოხრებო, ჩემს დასაცავად არ ანძრევდით ხელს, მაგრამ ახლა თქვენი საყვარელი ვანო გავამეფე და ეგებ ახლა მაინც გაინძრეთ! დაარბიეთ მიტინგები, მეტი ცეცხლით და მგზნებარებით ეკვეთეთ ხალხს, ნურაფრის შეგეშინდებათ! ხომ ხედავთ, რომ უკვე ლამის ღიად და გამოცხადებულად პოლიციურ სახელმწიფოს ვაშენებთ და სადაც ვანო გახდა პრემიერ-მინისტრი, თქვენც შეგიძლიათ იოცნებოთ დეპუტატობაზე, გუბერნატორობაზე, გამგებლობაზე, კაი-კაი ბიზნესებზე…
  2. მიშამ ამით უთხრა ყველას – შინაურს და გარეულს – მორჩით ახლა ამ საშინელ ჭორებს, რომ ვანო შეიძლება ივანიშვილს შეეკრას და გადმომაგდოს (!!!). დამიჯერეთ, და სხვებიც დააჯერეთ, რომ ვანო ჩვენია! მეტიც, ვანო ჩვენი ელმავალია!
  3. თავად ვანოსაც უთხრა – ამაზე მეტს რაღას მოგცემდა ივანიშვილი, ვანო?! მაგას ხომ პრემიერ-მინისტრობა თავისთვის უნდა და მე კი ხომ ხედავ, როგორი გულუხვი ვარ შენს მიმართ! ეს პოსტი მალე ქვეყანაში #1 პოსტი იქნება კონსტიტუციით – შენია ეს ქვეყანა, ჩემო კარგო! ოღონდ ბიძინას არ დაუთმო და შენი იქნება – ისედაც და ასედაც…
  4. ამერიკელებს უთხრა: აჰა, ბატონო, რომ გეშინოდათ ჩემი „გაპუტინების“! ‘გაპუტინება რომ მდომებოდა მე – დემოკრატიის შუქურას! – პრემიერ-მინისტრად ან თავად გავიქაჩებოდი, ან ვინმე მორიგ ჩვარს დავნიშნავდი! ვერ ვნახავდი კანდიდატებს, თუ? აგერ არაა სულმომღიმარი დათო ბაქრაძე? აგერ არაა მრისხანე პიჟონი შაშკინი?  აგერ არაა მდგრადი ვერა, რომელიც ყველაფერში თვალდახუჭული მემორჩილება?! მე კი, ხომ ხედავთ, როგორი ხისტი ხერხემალი დავსვი ამ ადგილზე?! ესეიგი, მე არ ვაპირებ გაპუტინებას! დაწყნარდით!..
  5. ამით მიშამ გზავნილი გაუგზავნა რუსეთსაც (ტყუილად ხომ არ განაცხადა ბრიუსელში, –  მალე რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაიწყებაო!). ყველამ იცის, რომ რუსეთში ვანოს აფასებენ, ის ხომ ერთადერთი ქართველი მინისტრი იყო დსთ-ში ყოფნის დროს, რომელსაც პატივი ხვდა წილად თავისი კოლეგების საბჭოს უფროსი ყოფილიყო და საქართველოში დსთ-ს შსს მინისტრების სამიტისთვისაც კი ემასპინძლა! რუშაილოსთან კარგი კავშირების გარდა, მერაბიშვილს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები სერგეი ივანოვთანაც და როგორც ნინო ზურიაშვილის ფილმი „მინისტრის მეგობარი“ აჩვენებს, მის ყველაზე სანდო ბიზნეს პარტნიორებს, სწორედ რომ რუსეთში აქვთ დღეს სერიოზული ბიზნესი. მერაბიშვილს არასოდეს გამოუჩენია თავი ან ნატოსკენ მოწოდებებით, ან (ბოკერიასგან განსხვავებით) დასავლელ პარტნიორებთან რაიმე განსაკუთრებული კავშირებით (თუ შევარდნაძის დროს ნამთვრალევზე შევარდნაძის „ჩაშვების“ ეპიზოდს არ გავითვალისწინებთ). ამიტომ, სავარაუდოდ, დღევანდელი ხელისუფლებიდან, მერაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შანსები ყველაზე მეტად აქვს.
  6. ამერიკის ადმინისტრაციას (დემოკრატიამორჩილების გარდა, იხ. 4), გარკვეულად სხვა გზავნილიც გაუგზავნა: „არ გინდოდათ ჩემი დარჩენა და მოდით ახლა და, შემადარეთ მე – კოლუმბიის უნივერსიტეტდამთავრებული, დასავლურად მოაზროვნე, 5 ენაზე  მოჭარტალე პოლიტიკოსი, და ეს – მობლუკუნე ტლუ რუსეთუმე, გირგვლიანის საქმეში გასვრილი მერაბიშვილი! და იქნებ ერთი წლის მერე კიდეც შემეხვეწოთ, ოღონდ ეს ნუ იქნება პრემიერ-მინისტრი და, ჯანდაბას – ისევ შენ დარჩი და ავიტანთ და არ მოგაძახებთ პუტინიზაციასო!“
  7. ყველაზე სერიოზული გზავნილი მერაბიშვილის გაპრემიერება საკუთარი გუნდისადმი იყო. იმაში, თუ როგორი მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ყველამ დაინახა, ისიც რომ მიშა მოულოდნელ სვლებში მართლაც განუმეორებელია და ისიც, რომ იგი უკვე ლამის არავის ენდობა. სასაცილო იყო არამარტო ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერების დაბნეულობა და სურვილი, მიკროფონებს დამალვოდნენ, არამედ თავად შსს მაღალჩინოსნების ბლუკუნი მერაბიშვილის გაპრემიერებაზე და იმაზე, რას ფიქრობდნენ ან თავად რა გეგმები ჰქონდათ. მიშა გამბინომ თავისი პარტიის წევრებს, რომლებიც ბოლო ხანებში სულ უფრო ბევრს ჭორაობდნენ იმაზე, რომ მიშა დაბერდა, სახეშებიჟვინებულ მიკიტანს დაემსგავსა, ვეღარაფერს ვერ ახერხებს, ივანიშვილთან ხისტ და სწორხაზოვან ჭიდილში აშკარად აგებს, რომ დროა პარტიამ სხვა ლიდერზე გააკეთოს არჩევანი (ბოკერიაზე, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე, უგულავაზე…), ამ ნაბიჯით ნიშნი მოუგო და, სულ ცოტა, ორი დღის განმავლობაში ისევ აფიქრებინა – „მართლა მაგარია ეს შობელძაღლი!“… იმის მაგიერ, რომ პარტიულ სიებზე და ტაქტიკაზე, პოლიტიკურ სვლებზე და მიტელშპილის პოზიციური უპირატესობის ნელ-ნელა დაგროვებაზე ეფიქრა (რაშიც თავად ხვდება, რომ არამცთუ ივანიშვილს, არამედ მაჭავარიანსაც კი ვერ შეედრება), მიშამ ისეთი გამბიტი ამოაგდო, რომ ყველა ნაციონალი სახტად დატოვა და აფიქრებინა – „გიჟი უძახე შენ და!..“ ამით მან მომენტალურად დაიბრუნა ნაციონალური მოძრაობის უპირობო და შეუდარებელი ლიდერის პოზიცია და აიძულა ყველა, რომ მის მიერ განხორციელებულ ამ პირუეტზე საპასუხო ნაბიჯი მოიფიქრონ.
  8.  დაბოლოს, სწორედ 30 ივნისის საღამოს ვანოს გაპრემიერებით, მიშამ მოსახლეობას ჰკითხა ნიშნისმოგებით, კიდევ გაბედავთ და 1 ივლისს მიტინგზე მიხვალთო?

–         – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  –

ახლა კი გადავიდეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ შექმნა.

სააკაშვილმა სიცილიური დაცვის მეტნაკლებად მდორე საჭადრაკო პარტია ამ ნაბიჯით უკიდურესად დაძაბა. მაგრამ, თუ მისი გაცხელებული ტვინი მართლა დუღილის ფაზაში არაა ჯერ, არ უნდა ელოდებოდეს, რომ კვანძის გახსნისას ყველაფერი სწორედ ისე მოხდება, როგორც მან საუკეთესო სიზმარში ნახა! ვნახოთ, რამდენად მომზადებულია მიშა გამბინოს ეს გენერალური შეტევა და შევეცადოთ, ჩამოვთვალოთ ის გამოწვევები, რომელიც მეც კი, ჭადრაკში და პოლიტიკაში უბირ ადამიანს, მომივიდა თავში და მერე სხვები, უფრო გამოცდილები, შეაფასებენ, რა დამავიწყდა და რა ვერ გავთვალე, ან – რაში გადავამლაშე. და იმასაც, ჩვენ ორიდან, რომელი უფრო მეტს თვლის და რომელი უფრო ახლოს ხედავს. ამ ნაბიჯებს (-) ნუმერაციით აღვნიშნავ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მხოლოდ მიშასთვისაა უარყოფითი და ჩემს გულისწუხილს ნამდვილად არ იწვევს… მაგრამ არის ისეთებიც, რომელიც მთლიანად ქვეყნისათვის რისკებს კიდევ უფრო ზრდის…

(-1) პოლიციელთა უმრავლესობას ვანო შეიძლება მიაჩნდეს კარგ მენეჯერად, მაგრამ მათმა მინიმუმ მესამედმა მაინც, უკვე ისიც იცის, რომ  მერაბიშვილის მენეჯერობა გახვრეტილი შაურიანი იქნებოდა ივანიშვილის მიერ პოლიციის დაფინანსების გარეშე!. უკვე დღეს აშკარაა, რომ პოლიციას თანდათან დაფინანსება მოაკლდა. სწორედ ამიტომაა, რომ გამგეობებმა და სამხარეო ადმინისტრაციებმა პოლიციის დასახმარებლად „საკუთარი ინიციატივით“ საკმაო თანხების გამოყოფა დაიწყეს (თუმცა, რამდენ ხანს გაძლებენ, საეჭვოა). ამაზე ლაპარაკობენ ის პოლიციელებიც, ვისაც პრემიები უკვე შეუმცირდათ და ისინიც,  ვის მანქანებსაც ბენზინის ლიმიტი ჩამოაჭრეს. არაა გამორიცხული, პოლიციაში დაწყებული შემცირებები ვანოს გაპრემიერების შემდეგ უფრო გაძლიერდეს კიდეც. პოლიციელთა ნაწილმა შეიძლება სამართლიანად ჩათვალოს, რომ აწი პრემიერს მათთვის ისე აღარ ეცლება და მისი ინტერესები, როგორც მიშა გამბინომ მოხაზა, ახლა დასაქმება, საყვარელი სოფლის მეურნეობა, ლაზიკიზაცია და ზოგადად მთელი ქვეყნის (და უკვე არა მარტო – პოლიციის) მოვლა იქნება.

(-2) ვანოს გაპრემიერებას პოლიციელთა ოცნებების გააქტიურება მხოლოდ მაშინ შეიძლება მოჰყვეს, თუ ვანოს ადგილზე ამ სისტემისათვის ცნობილი კადრი მოვა. ასეთად სადღეისოდ მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, როგორც ზოგი ამბობს, მერაბიშვილის „იდეური მასწავლებელი“ და ბიზნეს-პარტნიორი – ამირან მესხელი მოიაზრება. ეს კი ნაკლებად სავარაუდო მგონია (რატომ – მოგახსენებთ ქვემოთ). უფრო მეტი შანსია, რომ ასეთ სერიოზულ სამინისტროს მიშა რომელიმე უკვე გამოცდილ მინისტრს ჩააბარებს, ვისაც თავადაც ენდობა. ასეთებად ბაჩო ახალაია და დიმიტრი შაშკინი დასახელდნენ. თუ ეს ასე მოხდა, პოლიციაში საკმაოდ ბევრს დაცულობის შეგრძნება გაუქრება. ბაჩო ახალაიას სადიზმისადმი მიდრეკილებები ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან ცნობილია, და იგი თავის ძმასთან ერთად პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის ნაკლებად მისაღებ კადრად მოიაზრება (ზოგადად მიზანთროპობის გამო იმდენად არა, როგორც უსაზღვრო ამბიციების და ჯარში „დაჩმორების“ მისეული ტაქტიკის დანერგვის გამო), ხოლო დიმა შაშკინი, რომელიც მერაბიშვილისთვის საუკეთესო არა, მაგრამ მისაღები ვარიანტი იქნებოდა, პოლიციის სათავეში სასაცილო იქნება და ვერავის დააჯერებს, რომ ერთი პეწენიკი მარიონეტი არაა მხოლოდ.  სეფერთელაძეც თუ თან წაიყვანა „ბოდიგარდად“, მაშინ ხომ სულ „კომფორტული“ გახდება შსს… არანაკლებ კომიკური იქნება შაშკინი არმიის სათავეში, თუმცა ეს ვარიანტი, განსხვავებით – „შაშკინი – შსს მინისტრისაგან“, სულაც არ მგონია მიშური „რეალობიდან“ შორს და რატომ, ქვემოთ მოგახსენებთ. თუ ეს ასე მოხდა, რომ ვანოს ადგილზე ვანოს კაცი არ დაინიშნა, ხალხისთვისაც საეჭვო გახდება მიშას და ვანოს შორის არსებული „იდილია“!

(-3) თუ შსს მინისტრად მესხელი დაინიშნება, მაშინ მართლაც დავიჯერებ, რომ მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონი ვანოა, რომელიც პრემიერ-მინისტრიც გახდა და შსს-ც თან დაიტოვა. სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსია სიტუაცია შაშკინის გამინისტრებისასაც, რომელიც ვანოს კაცად მოიაზრება. თუმცა, დალაგებული შსს შაშკინის ხელში შეიძლება აირიოს. თანაც, რამდენად დარჩება შაშკინი ვანოს კაცად, თუ შსს-ს გემო გაუგო და მოჯდა, ძნელი სათქმელია… ფაქტია, რომ ადეიშვილ-ბოკერიას ბანაკი არ იქნება შაშკინისადმი „გულგრილი“). მესხელის დანიშვნაზე ორი პრობლემაა – (-3.1) თავად მიშას არ ენდომება ვანოს ასეთი გაძლიერება. (-3.2) ეს ძალიან დააზარალებს ბოკერია-ადეიშვილის ბანაკს, რომელთაც, იქედან გამომდინარე, რომ ძალოვნების გარდა, სხვა მინისტრებს უკვე პრემიერი ვანო დანიშნავს, ისედაც უმცირდებათ ჟანგბადის მარაგი.

(-4) თუ შსს მინისტრად მერაბიშვილის კრეატურა არ ინიშნება და ინიშნება ადეიშვილ-ბოკერიასთვის მისაღები კადრი (უგულავა, მაგალითად! თუმცა, მას თუ ჭკუა აქვს, არ უნდა წავიდეს), ან მით უფრო – მიშას ერთგული ბაჩო ახალაია (რაც ჩემი აზრით, ყველაზე უფრო მოსალოდნელი ვარიანტია), მაშინ ძალიან ადვილია იმის დანახვა (ყოველგვარი „ვანო მაგარია!-ს“  და ფეიერვერკების ფონზეც კი!), რომ ჩვენი ძვირფასი ხერხემალი კი არ დააწინაურეს, არამედ მალების გარეშე დატოვეს და ფაქტიურად – დაშალეს! შსს-ზე გავლენის გარეშე მერაბიშვილი ხერხემალი კი არა, მრისხანე ფიტულიღა იქნება და მისი რეალური ძალის შესუსტება და არეალის შემოფარგვლა მალე გამოჩნდება! სწორედ მაშინ, როცა 2013 წლისთვის პრემიერ-მინისტრობა ყველაზე დიდი პოსტად გადაიქცევა, მიშა ვანოს ახალაიების ხელით უმტკივნეულოდ მოიშორებს და საბაბი რა იქნება – გირგვლიანის საქმე, თაკო სალაყაიას სკანდალური ცხოვრება, თუ ვანოს კათოლიკეობა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მიხეილ სააკაშვილ-ბორჯიას თავისი გუნდის ყველა წევრზე აქვს სხვადასხვა სახის (ერთი ან რამდენიმე!)  სერიოზული კომპრომატი, რომელსაც შავი დღისთვის ინახავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მათაც არანაკლები ექნებათ თავად სააკაშვილზე. მთავარი მხოლოდ ისაა, ვინ ვის დაასწრებს.  ასე რომ, თუ შსს-ში ვანოსთვის მისაღები კაცი არ რჩება, ე.ი. ვანო კი არ დააწინაურეს, არამედ დასრიალებას უპირებენ და მხოლოდ ის უნდათ, რომ ვანოს ხელით და სახელით არჩევნები მოიგონ (ან სულაც უარესი – არჩევნები გააუქმონ! ამაზე ქვემოთ). ასე რომ ეს პარაგრაფი (-4) მიშას შეგვიძლია ძალიანაც პლიუსში ჩავუთვალოთ. ოღონდ ერთი პრობლემაა (-4.1) – მერაბიშვილი სააკაშვილის ამ ვერაგულ გეგმებს, წესით, უნდა ხვდებოდეს და არაა გამორიცხული, თავისი სერიოზული თამაში დაიწყოს. ხოლო ახალაიას რამდენი დრო დასჭირდება ვანოს ერთგული კადრებისაგან  პოლიციის გასაწმენდად, ან ამ კადრების თავის მხარეზე გადმოსაბირებლად, ეს საკითხავია. ისეთი სწრაფი და სადისტური მეთოდებით წმენდას, როგორც მან ჯარში განახორციელა, შსს-ში ვერ გამოიყენებს – თან არჩევნებია (ჯერჯერობით მაინც) ახლო მომავალში, და სერიოზულ გართულებას შედარებით მოერიდება. და თან – წინააღმდეგობაც გაცილებით მეტი შეხვდება, ვიდრე წაგებული ომის შემდეგ შეთითხნილი საქმეებით დემორალიზებულ ჯარში.

(-5) თუ ვანო მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ხდება და შსს-ზე ხელი აღარ მიუწვდება, ეს ვითომ დაწინაურებაა? ხომ აშკარაა, რომ შსს-ს გარეშე მერაბიშვილი თითქმის იგივეა, რაც გილაური იყო?!.. თუ უფრო უარესი – არა! მაგალითად, საფერფლის სამიზნე – გოგა მგალობლიშვილი.  აქამდე ვანო იცავდა მიშას და აწი ვანოს ვიღა დაიცავს? რა თქმა უნდა, მერაბიშვილს ერთი საოცნებო მაინც რჩება, თუ 2013 წლამდე წელი მიიტანა, მერე მისი პოსტი უცებ დემეტრაშვილის ჯადოსნური საკონსტიტუციო ჯოხის შეხებით ქვეყნის უზენაესი მმართველის თანამდებობად იქცევა! მაგრამ ნახეთ, როგორი დავალება მისცა მიშა გამბინომ უსაყვარლეს მინისტრს გაპრემიერებისას – უმუშევრობის ბეჭებზე დადება, სოფლის მეურნეობის აღორძინება… ეს ხომ ისეთი mission impossible არის, რომელზეც კისრის მოტეხვა ძალიან ადვილია! მაშინ რა გამოდის? სანამ სააკაშვილს სჭირდება ქვეყნის სათავეში მეტნაკლებად პოპულარული პრემიერი, მაშინ ვანო კარგია. ხოლო თუ ვანო არჩევნებს გადაუგორებს, რღვევის ბზარების მქონე ნაცმოძრაობას ასე-თუ ისე შეაკოწიწებს, თავის ანგარიშებზე დაგროვილ დიდძალ ქონების საკმაო ნაწილს ნაცმოძრაობის სარეკლამო და მოსახლეობის მოსასყიდ თანხებად აქცევს, რუსეთსაც შემოირიგებს და ამერიკასაც არ გადარევს,  ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით არჩევნებს მოიგებს/გააყალბებს, ბაქრაძის, წიკლაურის, ხაბაზის, წერეთლის, ასანიძის და სხვა მორჩილი ჯაგლაგების რემიდან ისევ კეთილშობილ ინისტატუსების კალიგულასთვის მოსაწონ პარლამენტს დააკომპლექტებს… მაშინ, მერე – რა? აქამდე ჩრდილში მდგარი მიშა გამოვარდება ავანსცენაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს აამოქმედებს და ვანოს მადლიერი გულაჩუყებით ეტყვის – „მადლობა, ჩემო ერთგულო ხერხემალო! გეყო, რაც იტანჯე! წადი ახლა და დაისვენე ამ დამპალი პოლიტიკური თამაშებისგანო?!.“

კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ მიშამ აგვისტოში შეიძლება ახალი ოინი გამოაგდოს, გადადგეს, ქვეყანა ვანოს გადააბაროს, ხოლო თავად პარლამენტში კენჭი იყაროს. ხოლო როცა პარლამენტარი გახდება, მერე დემეტრაშვილს კიდეც ერთხელ გადააწერინოს საქართველოს ბედდამწვარი კონსტიტუცია იმ ვერსიაზე, სადაც უკვე პარლამენტის სპიკერი იქნება Capo di Capi და სწორედ ამ თანამდებობის მოსაპოვებლად დაიწყოს ჭიდაობა… ამით დღეისათვის  მსოფლიოში უნიკალური საკონსტიტუციო მოდელი, რომელსაც ვახტანგ ხმალაძემ „საპრემიერო რესპუბლიკა“ უწოდა,  აღარ ამოქმედდება და საქართველო „სასპიკერო რესპუბლიკად“ გადაკეთდება – ინსიტატუსების ქვორუმი და მისი ჯანი, ჯერ ჯერობით ხომ ისევ 2/3-ია საკონსტიტუციო უმრავლესობა!! ამ ახალ ვერსიას ის დიდი პლიუსი ექნება მიშასთვის, რომ ამერიკელები და ევროპელები მას „პუტინის ვარიანტს“ (ამ ცნების სიტყვასიტყვით გაგებით) ვეღარ დაარქმევენ! მაგრამ ეს ვარიანტი, აბსოლუტურად რეიტინგდაქვეითებული და გონებაგახურებული სააკაშვილისათვის კიდევ უფრო mission impossible-ს ჰგავს, ვიდრე მერაბიშვილის დენ სიაო პინობა! ყველაფერ ზემოაღწერილში თითქოს სააკაშვილისათვის დიდი მინუსი არ ჩანს, მაგრამ მინუსი ისაა, რომ მერაბიშვილს შსს მინისტრის გამოცხადებიდან, წესით 3 დღეზე მეტი არ უნდა დასჭირდეს იმის დასადგენად, როგორი „პატივი სცა“ მისი წყალობით 2007 წლის შემდეგ ძალაუფლებაში  დარჩენილმა სააკაშვილმა და, თუ მე გუმანი არ მატყუებს, მერაბიშვილი გოგა მგალობლიშვილზე უფრო მორჩილი არ უნდა იყოს. მოკლედ, თუ მერაბიშვილი დარწმუნდა, რომ პრემიერ-მინისტრის სკამი საჩუქარი კი არა, სერიოზული ხაფანგია, მერე წესით საკუთარი თამაში უნდა დაიწყოს. რაც ძნელი იქნება, მაგრამ არც ისეთი უიმედო, როგორც სააკაშვილის საქართველოში უმუშევრობის ბეჭებზე დადება, ან ახალაიების მოწყალების იმედად ყოფნა…

(-6) ვანოს რუსეთისთვის გზავნილად გაპრემიერებას მაშინ ექნება აზრი, თუ თავად მიშა ჩემოდნის ჩალაგებას დაიწყებს. რაც არ უნდა ესიამოვნოს პუტინს ვანოს გაპრემიერება (და რომ არ ეწყინება, დარწმუნებული ვარ!), სააკაშვილისადმი მეგობრულ გრძნობებს და მადლიერებას ეს არ გაუღვივებს! კიდეც რომ შეხვდეს პუტინი ვანოს, არა მგონი, მიშას ხელისჩამორთმევის დღე დაუნიშნოს. ხოლო ვანოს პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებული რისკები კი არსებობს. მთელი 10 წელია, სააკაშვილი რუსეთის ხატით აშინებს საქართველოს მოსახლეობას და ნებისმიერ პუტინთან მოლაპარაკეს ერის მოღალატედ და ხალხის მტრად აცხადებს. ხოლო თუ მიშას მიერ კურთხეული ვანო პუტინს დაეზრასტება და მხიარულად გადაეხვევა, მაშინ რა გამოვა? – რა ნაცმოძრაობის მიერ ქვეყნის გამყიდველად შერაცხული ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი და რა – ქვეყნის ხერხემალი ვანო, რომელიც სწორედ ამ ხერხემალს პუტინის წინაშე ნარნარად მოიდრიკავს?! როგორ გინდა მერე, მალაშხიას აუხსნა და წიკლაური დააწყნარო?

(-7) მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს, და ისიც, მხოლოდ ზერელე ან გულუბრყვილო, დამკვირვებელს, რომ ივანიშვილის გაპრემიერებით თითქოს მიხეილ სააკაშვილი პუტინის გზას გაემიჯნა! სინამდვილეში, თუ არ დავიზარებთ და გავიხსენებთ, პუტინს თავის დროზე ორი პოტენციური კანდიდატი ჰყავდა ტანდემოკრატიისათვის – „რბილი დემოკრატი“ მედვედევი და „ხისტი ქორი“ სერგეი ივანოვი. რამდენიმეთვიანი თითქოსდა ჭოჭმანის შემდეგ პუტინმა ფსონი მედვედევზე დადო, მაგრამ მიშას პრობლემა ისაა, რომ თუ ის გადადგომას და პარლამენტში კენჭისყრას მართლაც აპირებს, ხელისუფლების სადავეების რბილ (უფრო სწორედ – დონდლო) ბაქრაძისათვის დატოვება იმ პირობებში, როცა მოსახლეობის უმრავლესობა უკვე აშკარად ბიძინა ივანიშვილს თვლის ქვეყნის მომავალ ლიდერად, თუნდაც  – რამდენიმე თვით, ძალიან სარისკოა. იმ  შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი უფრო პროზაულადაა და მიშა გადადგომას და სარისკო თამაშს არ აპირებს, ბაქრაძე და მისთანანი ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოაგებინებენ. გარდა ამისა, თუ მიშა ვანოს პოლიციას ჩამოაშორებს, ამით, მისი აზრით ვანოს შხამიან კბილებსაც ელეგანტურად დააძრობს და მისგან ისეთ ტანდემპარტნიორს მოზილავს, რომელიც გარეგნულად სერგეი ივანოვივით მრისხანე იქნება (ხალხისთვის), ხოლო შინაგანად მედვედევით რბილი და დამთმობი (მიშასთვის). სააკაშვილს თუ ამერიკელების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება უნდოდა, ივანიშვილის მსგავსად მასაც საკუთარი პარტიის კანდიდატების დასახელება დაეწყო, რესტორნებში ჩუმად კი არ უნდა აგრძელებდნენ საიდუმლო შეხვედრებს მიის პარტიის ბონზები, არამედ ღიად და სახალხოდ, და ჯამში – არჩევნების დემოკრატიზაციაზე უნდა ეზრუნა, და არა – სამ თვეში ახალი პარლამენტის მიერ ასარჩევი პრემიერ-მინისტრის სამი თვით ადრე დანიშვნაზე, რაც კიდევ ერთი ცინიკური ნაბიჯია აშშ ადმინისტრაციის მიმართ: „ვინც რა უნდა თქვასო, მიშიკომ კი ფქვასო…“ ამით ხომ მიშამ ფაქტიურად ცერცვად შეაყარა კედელს ობამას, კლინტონის, სარკოზის, რასმუსენის,  და სხვათა მიერ მრავალჯერ გამეორებული თეზისი – საქართველოში 2012 და 2013 წლების არჩევნების დემოკრატიულად და ტრანსპარენტულად ჩაბარებას და ძალაუფლების კანონიერ გადაცემას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვსო. მიშას პასუხი ასეთია – საქართველოსთვის მთავარია, ვინ ატარებს და ვინ ითვლის არჩევნების შედეგებს (ხომ გახსოვთ, იოსებ ბესარიონის ძეც ზუსტად იმავეს ფიქრობდა დემოკრატიაზე!)

(-8) რამდენად იყო მიხეილ სააკაშვილის კონსპირატორული სამთავრობო გადატრიალება გენიალური ნაბიჯი, და რამდენად – სასოწარკვთილის ნახტომი ცეცხლმოდებული სასტუმროს მაღალი სართულიდან, ეს მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდება. მე მხოლოდ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს: საკუთარ გუნდში დაწყებული „დვიჟენიები“  ჯერ ბროუნის მოძრაობად რომ არ ექცეს, და მერე – საკმაოდ მიზანსწრაფულ გაქცევად, აუცილებელია, რომ გუნდის წევრები იზიარებდნენ ამ ნაბიჯის აუცილებლობას და სისწორეს. დემოკრატიულ ინსტიტუტებში კონსენსუსის მისაღწევად საკმაოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებათა და კომპორმისთა ურთიერთმონაცვლე ციკლების გავლა.  ავტორიტარულ ინსტიტუტში  კი ყველაფერი ერთი ან რამდენიმე კაცის ნებაზეა დამოკიდებული. ნაციონალური მოძრაობა აქამდე ძირითადად ხუთეულის მიერ იმართებოდა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უგულავა. როგორც ხედავთ, ამ ხუთეულში პრემიერ-მინისტრის ნასახი არაა. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა ეს ხუთეული ფართოვდებოდა (ძირითადად, ადრე – კეზერაშვილის და, ბოლო დროს – ახალაიას ხარჯზე), ასევე იყო მომენტები, როცა ხუთეულის ზოგიერთი წევრი უფრო ნაკლებად იყო ამა თუ იმ პროცესის მონაწილე. ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებდა, მაგრამ არა მარტო, არამედ მაინც გუნდის წევრებთან (ერთი-ერთზე თუ საერთო) კონსულტაციის შემდეგ. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო დღეებში, მიუხედავად გავრცელებული ვერსიისა, რომ ამ გუნდის ერთდროულად რამდენიმე წევრი „შემთხვევით“ თურმე არდადეგებზე ატარებდა დროს … დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მალე გამოჩნდება, მეშლება თუ არა, რომ ჩემი ვარაუდით, ეს ბოლო გადაწყვეტილება სააკაშვილმა პრაქტიკულად მარტომ მიიღო. რა თქმა უნდა, მან შემდეგ საქმის კურსში ჩააყენა ხუთეულის წევრები, მაგრამ ასე მგონია, რომ ყველას სხვადასხვანაირად აუხსნა მოტივაციები და რაც მთავარია – არა ის, რას იტყოდა 30 ივნისს, არამედ, რა მოხდება მერე! ვისაც აკუტაგავას ბრწყინვალე მოთხრობის მიერ გადაღებული აკურო კუროსავას დიდებული ფილმი „რაშემონი“ უნახავს, მიხვდება, როგორ იცვლება ამბავი იმის მიხედვით ვინ და რა მოტივით ყვება მას. ვფიქრობ, სააკაშვილმა თავადაც არ იცის, რას და როგორ გააკეთებს საბოლოოდ და ის ფაქტი, რომ თავიდან ორშაბათს გამოცხადებული სამთავრობო კაბინეტის წარდგენა მერე სამშაბათისთვის გადაიდო, იმაზე მეტყველებს, რომ ან მიშა თავად არაა დარწმუნებული იმაში, მისთვის რა და ვინ აჯობებს, ან მას ამჟამად მეტი წინააღმდეგობა შეხვდა, ვიდრე ელოდა. ასე რომ ის, რაც თავიდან გენიალობის გაბრწყინებად ითვლებოდა, მალე შეიძლება იმპულსურობის კიდევ ერთ დადასტურებად გამოჩნდეს.

(-9) ხალხმა მიშას გამოწვევას, აბა გაბედეთო, მცხეთაში ხალხმრავალი აქციით უპასუხა. კონკურენტულ პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის კატასტროფულად  მოშიშარ სააკაშვილს სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ თავის ზონდერებს უკვე ახალაიას ხელით მართული პოლიციის რაზმები ოფიციალურად დაუმატოს. ეს კი მხოლოდ ორი რამის დასტური იქნება – მერაბიშვილი კი არ „დააწინაურეს“, როგორც ეფექტური მენეჯერი, არამედ ჩამოაშორეს პოლიციას, რომელიც სააკაშვილის შეხედულებით არასაკმარისად თავზარდამცემი იყო. და ასევე იმას, რომ საკმაოდ შელანძღული მითი სააკაშვილის „დემოკრატობაზე“ საბოლოოდ დაინგრევა და მსოფლიო პოლიტიკაში მისი ადგილი ზუსტად იქ იქნება, სადაც თავისივე სურვილით აღმოჩნდა ამ ორიოდ დღის წინ – ლუკაშენკოს გვერდით.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე არ მყავს ინფორმატორი სამთავრობო წრეებში და რომ ის, რასაც მოკლე რეზიუმეს სახით მოგაწოდებთ, ჩემი ანალიზის შედეგია და არა საინფორმაციო შპიონაჟისა.

ა) მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად ცდილობს დაარღვიოს ის ლამის ტრადიცია, როცა მისი ყოველი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე მას გაცილებით ნაკლებ დივიდენდებს აძლევს, ვიდრე დანაკარგებს!  მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად არის იძულებით ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ამას არაფრით დაუშვებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ლამის გარანტირებული მარადიული პრემიერობა.

ბ) მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯით აპირებს მოიგოს საპარლამენტო არჩევნები მერაბიშვილის ხელით, რომლის რეიტინგი ნამდვილად მეტია ნაცმოძრაობის რეიტინგზე (თუმცა გაცილებით ნაკლებია NDI-ის კვლევის შედეგებზე – ველის შერჩევის და მეთოდოლოგიის ცდომილების გამო). მერაბიშვილის გაპრემიერებით სააკაშვილი ცდილობს უზრუნველყოს ნაცმოძრაობის უსახური პარტიული სიის რეიტინგის მეტ-ნაკლები ამაღლება (ვანოს შხეფების გადმოსხურებით კუბლაშვილზე, ურუშაძეზე, კარბელაშვილზე და სხვა აბსოლუტურად დისკრედიტირებულ პოლიტიკანებზე ), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში თავად ჩაანაცვლოს მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრის უკვე გაცილებით უფრო ძლევამოსილ პოსტზე. ამავდროულად, არაა გამორიცხული სარეზერვო ვარიანტებიც – ბ1)მიშა ცდილობს მოახდინოს კონსტიტუციის ხელახალი რევიზია, იმდაგვარად, რომ არა პრემიერ-მინისტრი იყოს ყველაზე ძლევამოსილი, არამედ – პარლამენტის სპიკერი და თავად იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებში (იმ პირობებში, როცა ქვეყანას მერაბიშვილი მიხედავს), ბ2)მოგონილი/გათამაშებული მიზეზით, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით.

გ) ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ეცდება, რომ  არ გააძლიეროს ხელისუფლებაში არსებული სხვადასხვა ბანაკები. პირიქით, მოახდინოს მათი შეძლებისდაგვარად დასუსტება და არჩევნებისათვის კრიტიკული მასის მქონე თითქმის ყველა სამინისტრო სტრუქტურაში (განსაკუთრებით – ძალოვან სამინისტროებში) შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს საკუთარი გადაყენების  შანსი. სწორედ ეს იყო ვანო მერაბიშვილის „დაწინაურების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი. აქედანვე გამომდინარე, ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი (ამირან მესხელი ან დიმა შაშკინი) არ დაინიშნება შსს მინისტრად, ბაჩო ახალაია არ დარჩება თავდაცვის მინისტრად, დიმა შაშკინი არ დარჩება განათლების მინისტრად, და ხათუნა კალმახელიძე არ დარჩება სასჯელაღსრულების მინისტრად. სააკაშვილს ექნება ძალიან სერიოზული ცდუნება, ასევე გადაანაცვლოს იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი – გიგა ბოკერია (თუნდაც მათთვის ადგილების გაცვლით). თუმცა მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე მან ეს მოახერხოს. მაგრამ ახლო მომავალში რომ ცდას არ დააკლებს, ესეც მალე გამოჩნდება.

დ) ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიების შედგენაში გადამწყვეტ როლს არ შეასრულებს არცერთი ის პიროვნება, რომელთაც შემდგომში ამბიციაც და შანსიც ექნებათ, არ დაუშვან მიხეილ სააკაშვილის მოვლინება სამუდამო მმართველად (იქნება ეს პრემიერ-მინისტრის რანგში, როგორც ამჟამად მოსალოდნელი საკონსტიტუტციო ცვლილებით, თუ – პარლამენტის თავმჯდომარის როლში, სავარაუდო ახალი კონსტიტუციური ცვლილებებით) – ზურა ადეიშვილი, გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა. არაა გამორიცხული, ეს პროცესი დაევალოთ მიხეილ მაჭავარიანს ან პალიკო კუბლაშვილს.

დასკვნა: აღნიშნული ცვლილებები და ტაქტიკა გარკვეულწილად წარმატებული იქნება ნაციონალური მოძრაობის ფასადის შესალესად, მაგრამ ვერ მოახდენს მის შიგნით არსებული წინააღმდეგობების დაძლევას. ვანო მერაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისაგან პლაგიატის წესით მითვისებული სოციალური თანასწორობის პრინციპები – სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა და სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა (აღარ ვამბობ არაფერს ისეთ პოპულისტურ „ინოვაციებზე“, როგორიცაა დასაქმების სამინისტრო და ათასლარიანი ვაუჩერები), მიუღებელი იქნება ბოკერია-ადეიშვილ-ბენდუქიძის ლიბერტარიანული ფრთისათვის. ახალაიების მიერ დანერგილი ტერორის გადმოტანა შსს-ში და ხალხის დარბევევბის უალტერნატივო საარჩევნო მეთოდად გამოყენება ასევე ძნელად გასამართლებელი იქნება ყველა იმ პრო-ნაცისათვის, ვინც თავს დასავლური ღირებულებების მატარებლად მიიჩნევს (ძალიან მაინტერესებს თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარი მერეთის ინციდენტზე), აღარ ვამბობ არაფერს დასავლელ პოლიტიკსებსა, დიპლომატებს და მედიაზე. ვანო მერაბიშვილი, თუკი „მის“ სამინისტროში ბაჩოა ახალაიას თარეშს მოესწრება, ვერ იქნება გულგრილი და ვერ დაუდებს გულს დასაქმების და სოფლის აღორძინების ზეამოცანებს… ისევე როგორც ბაჩო ახალაიასაც არ მოეწონება „მის თავდაცვის სამინისტროში“ მოგოგმანე შაშკინი თუ ბოკერია!..

საბოლოოდ კი ყველა, ნაცმოძრაობის გარეთაც და შიგნითაც, ქვეყანაშიც და უცხოეთშიც დაინახავს იმას, რაც დიდი ხანია, უკვე მრავალთათვის ცხადი გახდა: მიხეილ სააკაშვილს გულის ფიცარზე აწერია:

„მე!.. მარტო მე!.. მხოლოდ მე!.. მხოლოდ ჩემთვის!..“ – არცერთი ზემოთხსენებული ნაბიჯი ხომ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება! სულაც – პირიქით!

რაც მთავარია – დღეს ნაცმოძრაობის არც ერთი (!) ლიდერის სიტყვას და დაპირებას ფასი არ აქვს! თუ ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდება საარსებო მინიმუმის გაზრდას და მინიმალური პენსიის აყვანას სწორედ ამ დონემდე, ხალხი ამას უფრო დაიჯერებს, ვიდრე თუნდაც ვანო მერაბიშვილის მიერ დაპირებულ, თუნდაც, 1000 ლარიან პენსიას! ბიძინა ივანიშვილს, შეუძლია საერთოდ არაფერი დაჰპირდეს ხალხს, რადგან იგი დაპირების გარეშეც უამრავ სიკეთეს აკეთებდა, ხოლო ნათქვამი არს: „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!“ მაშინ როცა ნაცმოძრაობის სიტყვა მხოლოდ 4 წელიწადში ერთადერთხელ ემთხვევა მათ საქმეს! ისიც მხოლოდ მაშინ გადმოაგდებენ სამათხოვროდ 20-ლარიან ვაუჩერს, თუ თავად 20 მილიონით გაატყავეს ხალხი  უკვე…

=================================================

სვლები და ტაქტიკა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი თამაშობს, ტიპიურია სიცილიური თამაშის იმ ვარიანტისათვის, რომლის სათავესთან  ჯულიო პოლერიო, დონ პიეტრო კარერა, ფრანჩესკო კოზიო და  სხვა ცნობილი იტალიელ მოჭადრაკეები კი არ მდგარან, არამედ ისეთი არანაკლებ ცნობილი სიცილიელი გროსმეისტერები, როგორებიც იყვნენ ჯუზეპე მასერია, სალვატორე მარანზანო, კარლო გამბინო…

პრობლემა იმაშია, რომ ამ თამაშს, როგორც წესი დაბოლილები თამაშობენ და მის მიმდევრები e4 c5-ის მაგიერ შემდეგი დებიუტით იწყებენ გამბინოს გამბიტს – 

“The World is Yours!”