ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი ლექსიკონი (გამომცემლობა „ჰავლაბარ ინტერნეშენალ პრესს“, ლაზიკა, 2012)


წინასიტყვაობა:

ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი პოლიტიკური ლექსიკონი ორიგინალური გამოცემაა, რომელიც მიზნად ისახავს დამწყებ პოლიტიკოსებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეასწავლოს დემაგოგიის ფილოსოფიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები. ლექსიკონი შეიცავს 50,000 წინადადებას, ფრაზას და კითხვაზე პასუხს, რომელთა მნიშვნელობა ფასადაუდებელია – გამომდინარე ავტორის ფენომენალური უნარ-ჩვევებიდან დასახელებულ სფეროში. ლექსიკონს განსაკუთრებული ფორმა აქვს, თითოეული დემოგაგიური  წინადადება განმარტებულია ისე, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმაც გაიგონ. უახლოეს ხანებში  ლექსიკონი გამოვა ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და სუაჰილის ენებზეც, რაც ფინქ ტოლ პოლიტიკას უფრო აღქმადს გახდის მთელს მსოფლიოში.  

===============================================

კითხვა:  შეიძლება, რომ საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად უახლოეს მომავალში თქვენ პრემიერ-მინისტრად გიხილოთ?  

პასუხის ვარიანტები:

1.    არ მინდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციო იმ დროს, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.

განმარტება 1.ა – ვერც „ჰოს“ გეტყვით (იმიტომ, რომ ობამას „არა“ ვუპასუხე, რადგან ბოკერიამ ასე მირჩია) და ვერც – „არას“ (მერე პადოშას როგორ შევხედო თვალებში?!)

განმარტება 1.ბ – გაკოტრებული და დედანატირები პოლიტიკოსი ვარ, ახალნამშობიარებ ქალებთან და მათ ჩვილებთან გადაღებული ფოტოების და ვიდეორეპორტაჟების იმედით მიდგია სული, მაგრამ ამას ხომ ვერ გეტყვით (მერე პადოშას როგორ შევხედო თვალებში?!)

განმარტება 1.გ – ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კი დარჩა თითქმის ორი წელი, მაგრამ ეგ სულ ფეხებზე მკიდია, რადგან თუ პრემიერ-მინისტრი გავხდი, lame duck პრეზიდენტობის დედაც არ ვატირე (და – პადოშასიც!) ?!..

 

კითხვა:  ხანდახან ხალხი მეკითხება, “შენ პუტინად ყოფნას აპირებ?”

პასუხის ვარიანტები:

1.                  საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის

პასუხის განმარტება: საქართველო რუსეთი არ არის – რუსეთი – რუსეთია, ხოლო – საქართველოში მე ვარ.

2.                  საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, ხელისუფალი ვლადიმერ პუტინი ჰყავდეს, რადგან ვლადიმერ პუტინი საქართველო მოქალაქე არ არის

პასუხის განმარტება: ვლადიმერ პუტინს კი არა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაძლევ მოქალაქეობას და…! და საერთოდ, მალე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გაუქმდება, ხოლო ჩამორთმევა – გაფართოვდება!

3.                  მე პუტინად ყოფნას არ ვაპირებ.

პასუხის განმარტება 3.ა): მე გვარის შეცვლას არ ვაპირებ. მე პრემიერ-მინისტრად ყოფნას ვაპირებ. მაგრამ ამას არ გეტყვით (ბოკერიამ მირჩია, ნუ …)

პასუხის განმარტება 3.ბ): არ მინდა პუტინივით დაბალი და პოსლიკა ვიყო

პასუხის განმარტება 3.გ): პუტინობას ერდოღანობა სჯობს. დედამ მითხრა – დიდ რუსობას დიდი თურქობა სჯობიაო…

4.                  არ მინდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციო იმ დროს, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.

პასუხის განმარტება 4.ა): პუტინად ყოფნასაც რომ ვაპირებდე, თქვენ გეტყოდით? როგორ შევხედო მერე თვალებში ნუგზარ ხერხეულიძეს და ეკა წიკლაურს? თქვენ მე ყველაფერში გიჟი ხომ არ გგონივართ?

5.                  ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს.

პასუხის განმარტება 5.ა): ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდეს და მერე ისევ პრეზიდენტად დაბრუნდეს. ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტად დაბრუნება აღარ დასჭირდება! (ჰა-ჰა-ჰა!).

პასუხის განმარტება 5.ბ):  ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ იმას, რომ აღარ დამჭირდეს პუტინივით საყოველთაო არჩევნების მოგება! აგერ ნახავთ პუტინი რა ტურას დაიჭერს საყოველთაო არჩევნებზე! მე პუტინი არ ვარ! მე უფრო მაგარი ვარ! ჩვენ რეზინის კონსტიტუცია გვაქვს!
 

კითხვა: ვაშინგტონის გზა არ გხიბლავთ?

პასუხის ვარიანტები:

1.    მხიბლავს! ეს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი გზაა

პასუხის განმარტება 1.ა): არსებობს სხვა მომხიბვლელი გზებიც – მაგალითად კარლიტოს გზა!

პასუხის განმარტება 1.ბ): განსაკუთრებით მხიბლავს არა ის, რომ გადადგა, არამედ ის, რომ განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მას „ნაციის მამობა“ შესთავაზეს! აი, ეს მესმის! ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს ჩვენთვის მსგავს „განსაკუთრებულ მდგომარეობად“. ასევე დასაზუსტებელია „ნაციის მამის“ განსაზღვრება. ალბათ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენთვის „ერის ლიდერობა“ სჯობს!

2.    ყოველთვის მხიბლავდა!

პასუხის განმარტება: 2.ა): და მაინც, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ფოთი – ლაზიკის გზა მირჩევნია

პასუხის განმარტება: 2.ბ): ახლა რომ წარმოვიდგენ, აბსოლუტურად არ მესმის… არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მაგრამ ვიცი, რომ ასე უნდა თქმულიყო. მე რომ გადავდგები პრეზიდენტობიდან, მეც რამეს ეგეთს ვიტყვი. ბოკერია წერილს დაწერს და მთხოვს, რომ ნაციის მამად დავრჩე, მე კი ამაყად უარს ვიტყვი – პრეზიდენტობა ჩემი საქმე აღარ არის, მინდა ქართველ ხალხს ერთ რიგით პრემიერ-მინისტრად ვემსახურო-მეთქი!

– – – – – – – – – – – – – –

ლექსიკონზე მუშაობა გრძელდება…

========================================================

ეპილოგი პროლოგით, რომელიც აშკარას ხდის ლექსიკონის მნიშვნელობას:

შესაძლო გაპრემიერების შესახებ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პასუხი დასავლურმა მედიამ სხვადასხვაგვარად გაიგო.

The Washington Times წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაპრემიერების შესაძლებლობას არ გამორიცხავს”. ამის შესახებ ნათქვამია ბენ ბირნბაუმის სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.

“საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა, საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციოს იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა”, – წერს The Washington Times და ვაშინგტონში სააკაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული განცხადება მოჰყავს: “იმდენი რამეა, რამაც შეიძლება, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო”.

The Washington Times, თავის მხრივ, წერს, რომ “სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება”.

ამასთან, გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შედარებაზე, რომელიც 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება, კრემლში მესამე ვადით მოვიდეს.

“ხანდახან ხალხი მეკითხება, “შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” ა) საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის და ბ) ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს”, – აღნიშნა საქართველოს პირველმა პირმა.

The Washington Times-ის ცნობით, ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს მისი განზრახვები ღიად გაეცხადებინა. კერძოდ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეს ჭასჰინგტონ თიმეს-თან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ “პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”.

Reuters კი, თავის მხრივ, წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს”.

“სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს, განაცხადა რა, რომ “მის ქვეყანას პუტინი ვერ ეყოლება”, – წერს გამოცემა.


One Comment on “ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი ლექსიკონი (გამომცემლობა „ჰავლაბარ ინტერნეშენალ პრესს“, ლაზიკა, 2012)”

  1. naira ruxaia says:

    დიდებულად გაშიფრულია მაგრამ ეს ნაგავი ამად არ ღირს ბატონო სოლომონ თქვენ რომ დრო და თქვენი გენიალობა ხარჯოთ…!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s