900 წამი


„ოო, ძვირფასო 900 წამო! ნეტავი  იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა!“

=====================================================

როგორც ვფიქრობდი, – არც მწვადი დაიწვა და არც შამფური!

ცუდი იყო ის, რომ ობამამ ღიად მადლობა უთხრა მიშას სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის! თუმცა იქვე დაამატა, წარსულის (!) რა დამსახურებებისათვის უხდიდა მადლობას – უმცირესობათა უფლებების დაცვა, პოლიციის მნიშვნელობა (გაუგებარი იყო, კერძოდ, რა – პოლიციაში? იმედია – პატრულის წარმატებული რეფორმა 2004-2005 წლებში და არა – 2006 წლიდან დაწყებულ ნულოვანი ტოლერანტობის სასაკლაო და პოლიტიკური პოლიციის ჩამოყალიბება) და კანონის უზენაესობა (ეგ სტალინსაც მაგრად ჰქონდა, ბიჭი იყავი და არ შეასრულებდი!)

ობამამ კი ახსენა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოლოდინი, რომლის შედეგად ძალაუფლების კანონით დადგენილი გადაცემა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი დაუკონკრეტებია თავად საკაშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე. კერძოდ, არ ულაპარაკებია იმაზე, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის მომავალს – არ უხსენებია ვაშინგტონის გზა, ან – პუტინის ჩიხი…

მიშამ კი, რამდენიმეწამიანი ნოკდაუნის მიუხედავად (როცა დასტურის ნიშნად მანამდე ინტენსიური თავის კანტურიც შეწყვიტა და ღიმილიც სახეზე მომენტალურად შეახმა – იხ. ვიდეო), მაინც საკმაოდ მალე მოახერხა გროგიდან გამოსვლა, მეტიც, აიტაცა არჩევნების ეს თემა და ობამას დაურეპორტა – პოლიტიკური სისტემა იცვლება, საპარლამენტო რესპუბლიკა ვხდებით, მომავალ წელს ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული და მომავალი პრეზიდენტი გააგრძელებს რეფორმებსო … მაგრამ „მე უნივერსიტეტის პროფესორობაზე ვფიქრობო“, არ უთქვამს.

და მაინც, მიმაჩნია, რომ ობამას სიტყვაში ეს – მესამე – პარაგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია და აი, რატომ:

And so I want to express my appreciation for the work that’s been done in the past, but also anticipating fair and free elections here; the formal transfer of power that will be taking place in Georgia, which I think will solidify many of these reforms that have already taken place.
ობამამ  მადლობა გადაუხადა სააკაშვილს მიღწევებისათვის, ოღონდ წარსულში ჩატარებული სამუშაოები აღნიშნა და თანაც საინტერესოა ეს კავშირი – „მაგრამ“ …მადლობელი ვარ წარსულში ჩატარებული სამუშოსათვის, მაგრამ (!) ველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს აქ, ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას საქართველოში, რომელიც ჩემი აზრით განამტკიცებს მრავალ იმ რეფორმას, რომელიც უკვე განხორციელდა.“

თითქოს უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ობამამ,  ვფიქრობ, შეგნებულად აარიდა თავი კავშირ „და“-ს , რითაც წინადადების აზრი შედარებით პოზიტიური იქნებოდა, ხოლო გამოყენებულ ფორმაში კი ნეგატიურ-დაპირისპირებულია და შეიცავს იმის გაფრთხილებას, რომ თუ ეს „მაგრამ“-ის პირობა არ განხორციელდება, ის წარსული მიღწევებიც გაფერმკრთალდება და რეფორმების გამტკიცების მაგიერ მათი ნიველირება შეიძლება მოხდეს!

დაბოლოს, გაიხსენეთ, რომელ ქვეყნებთან მიმართებაში უსვამენ ხაზს აშშ-სა და სხვა დასავლური დემოკრატიის მმართველები არჩევნების წესიერად ჩატარების მოლოდინს და აუცილებლობას! თუ ადრე ჯონ ბასის, მერე – ფილიპ გორდონის, მერე – ჰილარი  კლინტონის, ხოლო ახლა უკვე ბარაკ ობამას მხრიდან გაჟღერებულ ამ თემას გავიხსენებთ, აშკარა პარალელი იკვეთება – ასე ელაპარაკებიან რუსეთს, ბელორუსიას, ირანს, ვენესუელას… ევროპაში მოკავშირე ქვეყანები, ვის მიმართაც ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების წესიერად ჩატარება სათუო იყო, აზერბაიჯანი და კოსოვოა! ეს მაშინ, როცა იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატია უკვე რეალობად იქცა (არა მარტო ბალტიისპირეთი და ცენტრალური ევროპა, არამედ მოლოდოვაც და უკრაინაც) და სადაც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა ნანატრი ოცნება აღარ არის, როგორც წესი, სხვა რამ შეიძლება დაუწუნონ, მაგრამ წამდაუწუმ არჩევნების ჩატარებაზე აღარ ახსენებენ ხოლმე.

მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ ობამამ ახსენა, საქართველო ნატოს წევრი გახდება “ბოლოსდაბოლოსო” (ULTIMATELY), რაც მე მგონი წერტილია ჩიკაგოს ილუზიებზე…

ობამამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, რაც ახალი მსუქანი დაპირებაა. თუმცა რეალურად ან როდის იქნება, და ან სააკაშვილის მიერ დაკრიშული და გაჩანაგებული ეკონომიკის პირობებში რას მოიტანს – ექსპორტი ნულზეა დასული და იაპონურ მარჯვენასაჭიან მანქანებს თუ გავიტანთ ამერიკაში, არ ვიცი! :))), მაგრამ მიშამ ძალიან შეიფერა და დიდი მადლობები უხადა…

რაღაც გაუგებრად იყო საქართველოს თავდაცვის საკითხი – მიშამ ბარე ორჯერ ახსენა, როგორც თემა, რომელზეც ილაპარაკეს. მაგრამ რადგან ობამას ეს არ უხსენებია და, მგონია, კონგრესის გადაწყვეტილებას არ მოაწერს ხელს… რაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას მე, პირადად, გამართლებული მგონია – სხვანაირად არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ისევ არ მოუვა თავში რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში შეხტომის ცდუნება. მით უფრო, რომ ობამასთან შეხვედრა ნამდვილად არ უნდა აძლევდეს დამშვიდების საშუალებას და ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან პროვოკაციებზე წასვლის ალბათობა იზრდება.

არაა გამორიცხული, შეხვედრის 900 წამში ობამამ და მიშამ ყველაზე მეტი დრო სწორედ იარაღის მიწოდებას დაუთმეს. სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაც შეთანხმება კიდეც მიღწეულ იქნა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ის არ იყო, რაც სააკაშვილს სურდა. მნიშვნელოვანია, რომ ობამამ აარიდა თავი იარაღზე შეთანხმების შესახებ ბრიფინგზე ლაპარაკს, მიშამ კი პირიქით – სწორედ იარაღზე ჩამოაგდო სიტყვა, რითაც, ვფიქრობ, ობამასთან გრილი ურთიერთობები საბოლოოდ გაიფუჭა… რადგან ეგ დიპლომატიაში ოქროს წესია, თუ პარტნიორი გეტყვის, რომ ამას ბრიფინგზე არ ვახსენებთ, ესეიგი შენც არ უნდა ახსენო და არ უნდა გაყიდო პარტნიორი, რომ მან ამაზე გელაპარაკა! მაგრამ მიშას ობამასთან ურთიერთობის დამყარების რეალურ შედეგზე მეტად პიარი და იარაღის მიღების გაჟღერება აინტერესებდა, რომ საქართველოში თავისი ფენომენალურობის მინავლებული მითისთვის ცოტა ფიჩხი შეეკეთებინა… აკი დაუფარავად განაცხადა, საქართველოში ამას  მნიშვნელოვან მესიჯად ჩათვლიანო.  :))

We are very grateful for elevating our defense cooperation further and talking about Georgia’s self-defense capabilities and developing it, because that’s also of course an important message back to my nation.

საინტერესოა, რომ ობამამ და სააკაშვილმა არ ახსენეს რუსეთი!

ამან კიდევ უფრო გამიმტკიცა იმის ვარაუდი, რომ ეს შეხვედრა, პირველ რიგში, იყო ობამას საჩუქარი საკაშვილისათვის სწორედ რუსეთთან დათმობის გამო! როგორც პოლიტიკაში ხშირად ხდება, რაც მიზეზი იყო – ის არც დასახელდა!🙂 გაიხსენეთ ახლო წარსულის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა – სააკაშვილი ახურებდა, და არ აძლევდა რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესასვლელ ბილეთს. ამერიკას და დასავლეთს არ უნდოდათ საქართველოსთვის უხეშად დაძალება ან მისი იგნორირება, მაგრამ ძალიან უნდოდათ რუსეთისთვის მიცემული დაპირების ასრულება. სააკაშვილმა არ მოინდომა დათმობის გაცვლა საქართველოსთვის სასიკეთო პრეფერენციებში. სამაგიეროდ, როგორც ეს არაერთხელ აქამდეც მომხდარა, მყისიერად გაცვალა თავისთვის სასიკეთო პი-არ აქციაში – ობამასთან შეხვედრაზე!

ამ ეჭვს მიმტკიცებს ის lapsus lingua, რაც ობამას მოუვიდა, როცა შეხვედრის დასაწყისში სააკაშვილს მადლობა გადაუხადა … რუსეთში (!) განხორციელებული რეფორმების გამო :) … ეტყობა, ქვეცნობიერად სააკაშვილი მისთვის არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ამბავში დაეხმარა… თუმცა, იქნებ, ვმო-ზე უფრო სერიოზული ასოციაციაც არსებობს და სინამდვილეში მართლაც ფიქრობს ობამა, რომ საქართველო სააკაშვილის ხელში ძირითადად იმიტომაა საქები დემოკრატია, რომ რუსეთში ოპოზიციის სამოდელო როლი გახდა! რომ ქართულმა ოპოზიციამ თავისი მრავლწლიანი და ასეულათასიანი მიტინგებით ის მოახერხა, რომ რუსებსაც გაუჩინა ავტოკრატი და არჩევნების გამყალბებელი მმართველის წინააღმდეგ გამოსვლების სურვილი?! კიდევ ერთი ვარაუდი – სააკაშვილის პუტინის გზით გაპრემიერების ვარიანტი ამერიკისათვის განსაკუთრებით მიუღებელი ახლა გახდა, როცა აშშ ადმინისტრაციამ და კერძოდ, ჰილარი კლინტონმა, უსწრაფესი და უმკვეთრესი რეაქცია მისცეს რუსეთში გაყალბებულ არჩევნებს და პუტინის ხელისუფლებაში უვადოდ (სამუდამოდ?) დარჩენის პერსპექტივას. გასაგებია, რომ გაღიზიანებული რუსეთი არ მოითმენს და საქვეყნოდ ამხელს ამერიკის ორმაგ სტანდარტს, თუ ზუსტად მსგავს სიტუაციაში აშშ სააკაშვილის თაღლითობებზე თვალს დახუჭავს!

ასეა თუ ისეა, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს –  (ომი/ვმო/დემოკრატიზაცია/არჩევნები/მიტინგები) – რის გამოც ობამასთვის სააკაშვილი საკმაოდ მკვეთრად ასოცირდება სწორედ პუტინთან და რუსეთთან. ალბათ, ამიტომაც წამოცდა ობამას – “მადლობა, რომ რუსეთის დემოკრატიზაციას უზრუნველყოფთ!” – დაახლოებით ისევე ქვეცნობიერად, როგორც მიშამ უთხრა ლაგოდეხელ მელოგინეს: – “მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი!”

დაბოლოს, რატომ არის საქართველოსა და სააკაშვილის “დემოკრატიულობა” მნიშვნელოვანი ამერიკისათვის:

Finally, I wanted to say to the President that we appreciate the model of democracy and transparency that they’ve been setting not just for their own country but also for the region as a whole. And we think that with continued progress over the next several years that a lot of countries will say to themselves that if Georgia can perform these transformations, then we can as well. They’ve been a responsible player on the world scene and in multilateral fora.

საქართველო დღემდე რჩება ამერიკული დემოკრატიის მოდელის დსთ სივრცეზე იმპლემენტაციის მეტ-ნაკლებად წარმატებულ „ქეისად“, რომელსაც სერიოზული მიღწევებიც აქვს – ზოგიერთი ინსტიტუციონალური განვითარების და საბჭოური კორუფციის აღმოფხვრის მხრივ, და – სერიოზული ხარვეზებიც – სამართლიანობის, ეკონომიკის,  მედიის თავისუფლების და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გეომეტრიული რეგრესიის და დემოკრატიული ფასადის სულ უფრო მზარდი ეროზიის მხრივ.  ის, რითაც მიშა, ვითომ, უნდა ამაყობდეს, სულ უფრო მეტად იშლება და მახინჯ ფორმას იძენს, რომლითაც ძალიან ძნელია ამერიკამ – როგორც სტრატგიულმა მოკავშირემ და მენტორმა თავი მოიწონოს. ამიტომ  ალბათ ეს ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობა იყო, რომ შეახსენონ საკაშვილს და მის ნაციონალურ მოძრაობას, რომ მსოფლიო სცენაზე პასუხისმგებელი მოთამაშის როლის შესრულებით და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით (და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტით) ისინი რეგიონში მისაბაძ მოდელად დარჩებიან… ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქვეყნოდ მოიჯაყავენ თავს და ამერიკის მიერ გამოყოფილ დახმარების მილიარდების მართებულებასაც  – თანაც კრიზისის პერიოდში  – საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ…

რომ შევაჯამოთ:

  1. მიშამ მიიღო შეხვედრა ობამასთან, თუმცა ეს მხოლოდ მოკლე მოქმედების გამარჯვებაა და მალე, თუ დადასტურდა, რომ 900 წამიანი შეხვედრა და წარსულის გამო მადლობები მხოლოდ ფოჩიანი ქაღალდი იყო კამფეტის (რეალური მხარდაჭერის) გარეშე – შეიძლება უარყოფითი შედეგიც კი მოიტანოს. რადგან ის – ბრიფინგის მესამე პარაგრაფი ძალაში დარჩება.
  2. ამერიკის ადმინისტრაცია არ აპირებს სააკაშვილს ძველი ცოდვებისთვის პასუხი მოსთხოვოს, მაგრამ მხოლოდ იმ მანამ გააგრძელებს მის (არცთუ აქტიურ) მხარდაჭერას, სანამ აშკარა არ გახდება, რომ სააკაშვილი არ აპირებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, არამედ გადაწყვიტა პუტინის გზით სიარული და მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში დატოვება.
  3.  წინა დასკვნის სისწორის დადასტურება დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა უახლოეს ხანებში (მაქსიმუმ 2 თვეში, ხოლო უფრო სავარაუდოდ – ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ) სააკაშვილის მიერ ივანიშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნება და საარჩევნო კანონმდებლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სერიოზული შეზღუდვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
  4. თუ სააკაშვილს ეს არ აიძულეს, გამოდის, რომ მას ამერიკისაგან კარტ-ბლანში აქვს და საქართველოს ნაცმოძრაობის ტყვეობისაგან განთავისუფლების ერთადერთი გზა რევოლუციაზე გადის.

მიშა, რა თქმა უნდა, ნებით არაფერს არ შეცვლის… იცის რა, რომ ბუშისაგან განსხვავებით, ობამა მისი მხარდამჭერი არ არის, ახლა უკვე მაქსიმალურად ეცდება, დრო გაჭიმოს და არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩაატაროს, როცა ობამას საკუთარი საარჩევნო ციებ-ცხელება ექნება… თუმცა, იმის მიხედვით, ვოლფრამის ძაფივით გაცხელებულ ტვინში რა იდეა მოუვა, მანამდე ბევრი სიურპრიზიც შეიძლება შემოგვთავაზოს – ძირითადად პროვოკაციული ტიპის…

=================================

თუ დააკვირდით – ობამასთან შეხვედრაზე მიშას უკან მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი რომ იდგა!.. სულ ვფიქრობდი, ამ ბიუსტს ხელები რომ ჰქონოდა, რა შალაბანს ხეთქავდა დემოკრატის ტყავში გახვეულ ამ პარაზიტს მეთქი!🙂

=========================================

P.S. სააკაშვილმა ჯერ შეხვედრაზევე შეახსენა ობამას, სანამ შენ მოხვიდოდი ამ ოვალურ კაბინეტში, მე უკვე გაცვეთილი მქონდა აქაური ხალიჩებიო. მერე კი თეთრი სახლის გვერდით მინდორზე სახელდახელოდ დადგმულ სპექტაკლში სახელწოდებით – „პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ მსოფლიო მედიასაშუალებებს“ (არცერთ მიკროფონზე მედიის ამოსაცნობი ლოგო არ ჩანდა!)კიდევ უფრო გააღრმავა ოვალურ კაბინეტსა და მას შორის არსებული საკრალურ-სპირიტუალური კავშირის თემა და ასეთი განცხადება  გააკეთა:  „მე უკვე მერამდენედ ვარ ამ ოვალურ კაბინეტში და უნდა გითხრათ, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ.“

… ანუ, ობამა კონკრეტიკის კაცია, ბუში ლაყაფისტი იყოო… თხასავით გაყიდა მოკლედ ბუში … იუშენკო… ტიმოშენკო… ბუში…

ჯორჯ ბუში უმცროსი: – როგორ მოხვდი ოვალურ კაბინეტში?

მიშა:  – ბავშვობიდან აქა ვზივარ!


P.P.S. თარგმანში დაკარგულ ვაი-თარჯიმნებს და ურნალისტებს შემიძლია ვურჩიო რომელიმე ნორმალური ინგლისური ლექსიკონი, მაგალითადი მაკმილანის (http://www.macmillandictionary.com ) სადაც გარკვევით წერია, რომ სიტყვა formal-ს ძირითადი მნიშვნელობა არის „ოფიციალური“, „კანონის მიხედვით განხორციელებული“…


3 Comments on “900 წამი”

  1. Zura says:

    es blogic, rogorc bevri sxva opoziciuri emsaxureba mnishvnelovani shexvedris gashavebas! as xdeba xolme, roca adamianma cagebis agiareba ar icis, rac mag. iavanishvilis shemthxvevashic gamochnda da es mere gadadis gvardzlian nishnismogebashi, ris drosac kvelaze pirvelad qvekana avickdebath am psevdoopozicionerebs.

    magram rogorc nathqvamia, dzagli kefs, qaravani midis… .O)

  2. maitoo says:

    საინტერესო პოსტია🙂

  3. mari says:

    vaime daviRale…. guli miskdeba oqtomberSi chrdiloeT koreaSi ar gaviRviZo.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s