ავლაბრის ღამე
Posted: 2012/02/29 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტი, ქართული ოცნება, ცაგარეიშვილი, ჯონდი დატოვე კომენტარიაღმოთქმული 2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტის დარბაზის ჯაზ-კაფეში…
… და მეც დავრჩე ოცნებებში ავლაბრის კოჭლ იხვად,
ოღონდ ვთქვა, თუ ჯონდიმ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ გიულიმ ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
გადადგომის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
კოჭლი იხვის შადრევანთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ბიძამ რომ აღზარდა,
პუტინის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია ნაცმო-ს სითამამე,
რომ არასდროს არ ვყოფილვარ ასე ცუდად, ვაჰ-მე.
რომ, მანქურთნო, მე თქვენს ახლო შამათს ვეგებები,
რომ მეფე ვარ – აფერისტი და ბოღმაში ვჭკნები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი “ქნარი”1…
არასოდეს არ შობილა … ვერა ასე წყნარი!
(1 – ცნობილი ქართველი ყველანაირი (იმნაირიც) მომღერალი, ქეთოს პარტიის შეუდარებელი შემსრულებელი)
განცხადება ბილწსიტყვაობით დაკავებული მანქურთების გასაგონად
Posted: 2012/02/25 Filed under: ინტერმეცცო, წერილები და მიმართვები | Tags: მეფე შიშველია, მიშმადიდებლები, ნეობოლშევიზმი 2 Commentsძვირფასო მიშმადიდებლებო!
გარწმუნებთ, რომ არ ვარ არც ვასილ მაღლაფერიძე, არც ლაშა ნაცვლიშვილი, არც ლევან ბერძენიშვილი, არც ირაკლი კაკაბაძე, არც დავით ზურაბიშვილი და არც ვინმე სხვა ცნობილი ადამიანი! არც ვასიკო ოდიშვილი ვარ! შალვა ნათელაშვილი ხომ – არა და არა…
ტყუილად ნუ ძაბავთ ტვინის უჯრედებს ჩემსა და რომელიმე ცნობილ ოპოზიციონერს შორის რაიმე მსგავსების აღმოსაჩენად!
ნუ ბილწსიტყვაობთ და შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ამ და სხვა ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც ექს-“მოქალაქე” მიშა II მაჭავარიანი იტყოდა, თქვენი გაფუჭებული ფანტაზიით თქვენი მონური სულისკვეთება სახალხოდ დაამტკიცოთ…
მიშა I-ს მიხედეთ, მიშა I-ს! უკვე ისე “გამაგრდა”, რომ ბალზამიც არ ჭირდება!
იმაზე იდარდეთ, რომ რომ თქვენს ფარას პოლიტიკური ყოჩი აღარ ჰყავს – ცარიელ ფიტულს მიჰყვებით “ბეე-ბეე”-ს ბღავილით…
[სხვისი] სისხლით ამაყნი
Posted: 2012/02/23 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ავღანეთი, აშშ საელჩო, ბაჩო ახალაია, მიხეილ სააკაშვილი, ქართული ჯარი 5 Comments“თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია!
თუ გვინდა არმია, ავღანეთში უნდა ვიყოთ!” (მიხეილ სააკაშვილი)
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში მრავალჯერ უამაყია იმით, რა როლს ასრულებდნენ ქართველი საჯარისო ფორმირებები ჯერ ერაყში და ახლა – ავღანეთში. ავღანეთში ქართული კონტიგენტი მალე 937-დან 1700-ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს.
ISAF-ის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების წვლილი (ცხრილი)
ამჟამად საქართველო მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება 1 მილიონ მოსახლეობაზე გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით (აშშ – 291, საქართველო – 219, დიდი ბრიტანეთი – 153, დანია – 136, ესტონეთი – 117, კანადა, ნორვეგია, რუმინეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, მაკედონია – 80-85… ნატოს წამყვანი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია – მეორე ათეულში არიან. როდესაც ქართული კონტიგენტი 1700-მდე გაიზრდება, ამერიკა 90,000-დან 68,000-მდე შემაცირებს თავის კონტიგენტს, საფრანგეთი 3,600-დან – 2,000-მდე… და ამ დროს საქართველო მოსახლეობის მიხედვით გაგზავნილი ჯარის ოდენობით ISAF-ის ლიდერი ქვეყანა იქნება და მისი მაჩვენებელი 397/1,000,000-ზე გახდება! ანუ, საქართველო დაეწევა და გადაუსწრებს ამერიკას! ამერიკის მიერ დაწყებულ ომში მთავარი კონტრიბუტორი საქართველო გახდება…
ეს ყველაფერი სისხლის ფასად მოდის!.. ქართველი ჯარისკაცების სისხლის ფასად.
პრეზიდენტს ბევრი უწუნებდა იმას, რომ ამდენი წლების განმავლობაში, აღლუმებისა და სამხედრო ანტურაჟებისადმი მისი დაუოკებელი სიყვარულის მიუხედავად, ვერასოდეს „ვერ მოიცალა“ და არ ჩასულა არც ავღანეთში და არც ერაყში.
და აი, ორი დღის წინ პრეზიდენტი ბაჩო ახალაიასთან ერთად მოულოდნელად ჰელმანდის პროვინციის ქართულ ბაზა „შუკვანში“ გამოჩნდა. ქართული საზოგადოება სახტად დარჩა, როცა სპორტულ ბაზებსა, ძეგლების და საავადმყოფოების გახსნასა და კონცერტის ნაცვლად ახლა მართლაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იხილა მთავარსარდალი, რომელიც ტრადიციულად ჯარისკაცებთან სადილს არ დააკლდა და მათ სიტყვითაც მიმართა.
რატომ ჩავიდა სააკაშვილი ავღანეთში?
უფრო სწორად, რატომ ჩავიდა სწორედ ახლა?
სავარაუდოდ, ეს არჩევნებს უკავშირდება. 2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთ ნაბიჯს არ დგამს ისე, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდებოდეს. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ქართველი ხალხის თვალწინ თავისი „გმირული და უშიშარი სულის“ დემონსტრირება მოეხდინა და დიდ ქართველ მხედართმთავრებს – ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, შალვა და ივანე ახალციხელებს, გიორგი სააკაძეს, გიორგი XI-ს, ერეკლე II-ს… გატოლებოდა! «Vene, Vidi, Vici!»…
მაგრამ სწორედ ამ „ვიდი-სთან და „ვიცი“-სთან არის პრობლემა…
სააკაშვილის ჩასვლას 2 დღეში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამოცხადება მოჰყვა. სააკაშვილი ახლა უკვე ერის მჭმუნვარე მამის როლში ვიხილეთ – დაღუპულთა ოჯახების თანამგრძნობელი. თან კაეშნით გულგანგმირული და თან, როგორც თავად თქვა – უზომოდ ამაყი:
„გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო ჩემთვის. გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება. ყველაზე მეტად მათ ოჯახებზე მაქვს აქცენტი, ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ეს დღემდე ყველაზე მძიმეა ჩემთვის – ის, რასაც ვერასდროს შევეჩვევი, არის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს, მსგავს გარემოებებში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე.“
კარგად დააკვირდით ამ კადრებს და ამ სიტყვებს. სააკაშვილი ზის, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქალბატონისა და ელჩისაგან სამძიმარს იღებს და ყვება იმაზე, რაც ყველაზე მძიმეა მისთვის…
„…გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება...“
ანუ, თურმე გუშინწინაც (ორშაბათს, 20 თებერვალს) დებდნენ თალიბები ნაღმს!
ამის წამკითხველს, სავარაუდოდ, მაშინვე იმის განცდა შეიპყრობს, რომ თალიბებმა, როგორც კი გაიგეს, რომ ქართველთა ბაზას კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და ამერიკელთა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი სტუმრობდა, დაუყონებლივ გადაწყვიტეს ბომბის დადება, მაგრამ მთავარსარდლის იქვე ყოფნით გულანთებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა ეს არ დაუშვეს. სავარაუდოდ, სწორედ მთავარსარდლისა და მისი მხარდამამშვენებელი თავდაცვის მინისტრის თვალწინ მოახდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ნაღმის გაუვნებელყოფა და ცეცხლითაც უპასუხეს თალიბებს… მაგრამ მერე, როცა მთავარსარდალი და მინისტრი წამოვიდნენ… მერე თალიბებმა, როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება…
ეს არის ერთი ვერსია… ბატონი პრეზიდენტის მიერ მოყოლილი… და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ “ანკარა წყაროსავით სიმართლეს” ჰყვება ხოლმე ბატონი პრეზიდენტი… განსაკუთრებით, როცა ეს მის შორეულ თუ ახლო წარსულს ეხება…
ახლა წარმოვიდგინოთ სხვა ვარიანტი, რომელიც რეალობასთან შეიძლება ისე ახლოს იყოს, რომ მეტი არ შეიძლება. ორი ცნობილი ავანტიურისტი, ერთი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გირგვლიანის მკვლელების დაფარვასა და გამოძიების ხელის შეშლაში, ხოლო შემდეგ – ციხის ბუნტის პროვოცორებასა და სისხლიან ჩახშობაში, რისთვისაც დამსახურებულად აშშ სახ. დეპარტამენტის წლიურ მოხსენებაში მოხვდა, და მეორე, რომელმაც სახელი გაითქვა უამრავი დიდი და უდიდესი პროვოკაციების და თეატრალური თუ სისხლიანი სპექტაკლების დადგმით (ჟვანიას გაგუდვა, სვანეთის სპეცოპერაცია, 7 ნოემბერი, 7 აგვისტო, 6 მაისი, მოდელირებული ქრონიკა, 26 მაისი…) წინასაარჩევნო პერიოდში ჩადიან ცხელ წარტილში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ხვდებიან. თავის გამოსაჩენად ენთუზიასტი მინისტრი სთავაზობს პატრონს, რომ ანახოს ქართველ ჯარისკაცთა მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია იმ მიწაზე, სადაც ქართველები ოდითგან იბრძოდნენ. სპეცოპერაცია ტრაგედიით სრულდება. მთავარსარდალი და მინისტრი სასწრაფოდ ტოვებენ ავღანეთს და ორი დღის შემდეგ ცხადდება სამი ჯარისკაცის გარდაცვალების ამბავი. ყოველგვარი დეტალების გარეშე… არ ამბობენ, როდის და როგორ დაიღუპნენ ეს ჯარისკაცები… სამაგიეროდ, პრეზიდენტი ბუნდოვნად იხსენებს:
„… ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება…“
ხომ არ გაგონებთ ეს დეტექტივებში ნანახ სცენებს, როდესაც ეჭვმიტანილი, რომლის თითების ანაბეჭდები დანაშაულის ადგილზე ნახეს, ამბობს: „- ჰო, ვნახე გარდაცვლილი… მაშინ არაუშავდა… მესაუბრა, იცინოდა კიდეც… მაგრამ რაღაც აგზნებული იყო და ლოგინთან ალესილი ხანჯალი ედო… ეტყობა, რომ წამოვედი, მაინც მოახერხა…“
მეორე ვერსია:
სამი დღის წინ სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებმა – პრაიმტაიმმა, თბილისიონლაინმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ თბილისს ეწვეოდა „ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ვალანდერი“. ქვეტექსტები და სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო „ჩიირლიდერები“ აგზნებას ძლივს ფარავდნენ – აჰააა! ვაშინგტონში მიშას ვიზიტს უკვე მოჰყვა შედეგები… თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადმოცემული ამერიკული შეიარაღების პირველი პარტიის ჩამოსვლის დეტალებს დააზუსტებს…
სინამდვილეში ქალბატონი სელესტე ვალანდერი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეა. იგი ევრაზიის საკითხებს კურირებს და საქართველოში რამდენჯერმე უკვე იყო, მათ შორის ბოლოს – 2 თებერვალს ბათუმში კადეტთა კონფერენციას დაესწრო. ქალბატონი ვალანდერი სააკაშვილთან ჯონ ბასთან ერთად მივიდა და სამძიმარი გამოხატა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა იყო და ვალანდერმა ქართველი სამხედროების დაღუპვა გზაში, ან – სულაც თბილისში გაიგო. და მაინც, რადგან არაფერი ვიცით იმაზე, კერძოდ, როდის დაიღუპნენ ქართველი სამხედროები, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ჯერ კიდევ ამერიკელი სტუმრის წამოსვლამდე მოხდა და არც იმას, რომ მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი სწორედ პარტნიორი ქვეყნის მთავრობისათვის სამძიმრის გამოცხადება იყო! თუ ეს ასეა, მაშინ სავარაუდოდ, საქართველოს პიარ-გენია პრეზიდენტმა გადაწყვიტა, გადაჭარბებით აეთვისებინა გამოჩენილი სატელევიზიო შანსი, გაქანდა ჰელმენდის პროვინციაში და დაღუპული ჯარისკაცების გვამების გადმოსვენება საკუთარი ავღანური ვოიაჟით გააფერადა, ხოლო შემდეგ ქალბატონი ვალანდერისაგან სამძიმარი უკვე თავისი ავღანური შთაბეჭდილებების მოყოლის ფონზე მიიღო…
ამ ორივე ვერსიას (რა თქმა უნდა, ერთი თუ შეუძლება იყოს სიმართლე) ეჭვად უდევს ის არასაზეიმო ფონი, რაც ჩვენი სწორუპოვარი მთავარსარდლის ავღანეთში ვოაიჟის კადრებში გამოსჭვივის. იქნებ მე მეჩვენება კიდეც (ობიექტურობაზე თავს ვერ დავდებ!), მაგრამ ამ კადრებში ქართველი ჯარისკაცებიდან გაღიმებული და გახარებული არავინ ჩანს… საერთოდაც, ისეა გადაღებული და დამონტაჟებული, რომ მაინცდამაინც არავინ ჩანდეს, მოზეიმე კურდღლის მეტი… მაგრამ როდესაც აქა თუ იქ ჩნდებიან ჯარისკაცები, მათ თვალებში სწორედ ის ბუნებრივი სევდა და დაბნეულობაა, რაც ნამდვილ სამძიმარს თან ახლავს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც ამ კადრებს იღებდნენ – ტრაგედია ან უკვე მომხდარი იყო, ან – იგეგმებოდა და ყველამ იცოდა, რა რისკი იყო ასეთ „თამაშებში“…
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ჰელმანდის პროვინციაში (პრეზიდენტის სამსახურის ვიდეოკადრები)
ვიცი, რა საშინელ აღშფოთებას გამოვიწვევ ამ ჩემი წერილით!
ვიცი, როგორ უკანსაკნელი სიტყვებით მაგინებენ გოგოტიშვილები, თავხელიძეები და ბერულავები… როგორ დამდებენ ბრალს ნაციონალური ფრონტის ფარისეველი მიშოხისტები ამორალობაში, მკვდრების სულების და სახელების პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში და ა.შ. ზოგიერთი მათგანი დღეს ცნობილ დემაგოგიურ „შერისხვას“ მიმართავდა ბლოგებზე – „ღმერთი არავის გაუწყრეს!.. არ გაბედოთ პოლიტიკურ მიზნებით დაღუპულთა სულების შეწუხება!…“ ამას ის ხალხი ამბობს, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით ოთხი წელია საფლავში მკვდარს ატრიალებენ…
ღმერთი უკვე გამწყრალია, თქვე უღმერთოებო!
ვის ამუნათებთ, როდესაც ამას წერთ: – „მადლობა ღმერთს, რომ დღეს საბჭოთა კავშირი აღარაა და ყველა თავისი სურვილით მიდის ავღანეთში!“??
რაო? “თავისი სურვილითო”?
და ვინ შეისწავლა ეგ ამბავი?
ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ბიზნესით და პატიოსანი პროფესიონალიზმით თავის გატანის და წელში გამართვის შანსი თითქმის ნულამდეა დაყვანილი, გასაკვირია, რატომ და რისთვის მიდიან ჩვენი ვაჟკაცები ავღანეთში?
ვინმემ გაარკვია, რამდენია მათგან მართლა მხედრული სულით აღტყინებული და თალიბებისაგან მსოფლიოს გაწმენდის მისიის მართლაც სამართლიანი საქმის ლეგიონერი, ხოლო რამდენი – ჯარში სპეციალურად აკიდებული კრედიტებით გაწამებული, როდესაც ავღანეთში წასვლა ძლივს ნაყიდი ბინის ან სხვა სესხის დაფარვის ერთადერთ საშუალებად ქცეულა?! განა საიდუმლოა, რომ ახალაიამ ჯარი ერთ დიდ სატუსაღოდ აქცია, სადაც მთავარი მეციხოვნე და ჯალათი – საბანკო კრედიტია?
სარკეში ჩაიხედეთ, ჯიგრებო!
ვისი არ მჯერა? ვისი უნდა მჯეროდეს?- მსახიობი გურულის მიერ მუცლით გამოლოცილის? მუხრანის წყაროზე სახანძრო მანქანის მიერ მდინარის წყლის დამლევის? ასობით ობიექტის ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უსირცხვილოდ გამხსნელი – „ატკრივალკა“ პრეზიდენტის? ადამიანის, რომელმაც კობა კობალაძეს აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ საქვეყნოდ ცილი დასწამა? რომელმაც მუხროვანის ჯანყი შეთხზა და ათობით პატიოსანი ოფიცრის კარიერა დაანგრია? ადამიანის, რომელმაც შავაძე და კრიალაშვილი სასამართლოს გარეშე დაახვრეტინა და ოთანაძე მთელი ოჯახის და მცირეწლოვანი ბავშვის დაპატიმრებით დააშანტაჟა? ადამიანის, რომელიც ქართველების სისხლით გაწითლებული რუსთაველი სასწრაფოდ მოარეცხინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეზეიმა? ადამიანის, რომელსაც მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან გვამები სპეციალურად არ გამოჰქონდა, ხოლო როდესაც ჩვენმა სამღვდელოებამ გმირების გვამები გამოიტანა, სასწრაფოდ ბულდოზერით ჩააყრევინა სანგარში და გადაასწორებინა, რომ საკუთარი დანაშაულის კვალი იმ ბულდოზერით დაეფარა?…
არ მჯერა მათი სიტყვის! არ მჯერა მათი ხელოვნურად დაღვრემილი სახეების და ნიანგის ცრემლების!
არც არასოდეს დავიჯერებ, რომ მიხეილ საკაშვილს და ბაჩო ახალაიას ჯარისკაცების ბედი ანაღვლებს!
რომ ეგენი ქართველი ჯარისკაცების დაღვრილ სისხლს ნაღვლობენ!
სწორედ ქართველი ჯარისკაცების სისხლით აპირებენ ისინი და მათი მანქურთები საბატონო სკამის სამუდამო ლიცენზიის ყიდვას! და რაც მეტს დაღვრიან, მით უფრო რიხით ლაპარაკობენ საქართველოს შეუცვლელობაზე და წვლილზე (და ამაში საკუთარ შეუცვლელობას და „წვლილს“ გულისხმობენ)…
და ვერაფერს უფრო მეტს ვერ გავაკეთებდი მე (საუბედუროდ), იმ დაღუპული ვაჟკაცების სახელის მოსაგონრად და სულის პატივსაცემად, თუ არა ამ ორი ვაჟბატონის ჭეშმარიტი სახის სხვებისათვის დანახებას…
რადგან, თუ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, ათობით და ასობით, ვაითუ, იქნებ – ათასობით ახალ მსხვერპლს ნახავს ქართული ჯარიც და ქართული საზოგადოებაც… თანაც უაზრო მსხვერპლს! მსხვერპლს მხოლოდ იმისათვის, რომ ეს სკამსმიზრდილები სამუდამოდ ჩვენს მტანჯველ ბატონებად დარჩნენ…
არ ეგების ესე!
=====================================================================================
ამას კი დაღუპულ ქართველ გმირებს ვუძღვნი. ნათელში ამყოფოს! (“გაფრინდი, შავო მერცხალო” – ჰამლეტ გონაშვილი)
===============================
P.S. ნაადრევი სამძიმარი თუ ნაგვიანევი აღიარება?
აშშ საელჩოს ვებ-გვერდზე ყველა მთავარ განცხადებას (Headlines) თავისი თარიღი აქვს დასმული. გარდა ერთისა – რომელშიც საელჩო სამძიმარს უცხადებს ავღანეთში ტრაგიკულად დაღუპული მეომრების ოჯახებს.
როგორ გგონიათ, ეს რატომ მოხდა?
სავარაუდო ვერსია:
საელჩომ ეს განცხადება უკვე 21 თებერვალს მოამზადა, მაგრამ რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო კრინტს არ ძრავდა ერთდროულად სამი ქართველი ჯარისკაცის ტრაგიკულ დაღუპვაზე, ამიტომ საელჩო მოერიდა ტრაგიკული ამბის პირველწყაროდ გამოსვლას; სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 22 თებერვლისთვის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის – სელესტე ვალანდერის შეხვედრა შეუთანხმა და მოკრძალებულად ისიც აღნიშნა, რომ ქ-ნი ვალანდერი აპირებდა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ავღანეთში დაღუპული სამხედროების გამო თავისი სამძიმარი გამოეხატა! ამით საელჩომ კედელთან მიიმწყდვია ქართული მხარე, რომელიც საერთოდ არ აპირებდა (!) უახლოესი 2 კვირის მანძილზე ტრაგიკული ფაქტის გახმაურებას, რათა არავის ეჭვად არ აეღო, რომ ეს ამბავი სწორედ სააკაშვილის ვიზიტის დროს მოხდა! ეს შეხვედრა და სამძიმარი რომ არა, მთელი საქართველო სრულ ინფორმაციულ სიბნელეში იქნებოდა კიდევ დიდხანს, როგორც ეს ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების წინანდელი დაღუპვის დროსაც არაერთხელ მომხდარა…
თუმცა საელჩოს მოერიდა თავის ვებ-გვერდზე სამძიმრის განცხადებისთვის 21 (ან სულაც – 20!) თებერვლის თარიღის მითითება, რაც სახელისუფლებო ვერსიის სრული ლუსტრაცია იქნებოდა. ამავე დროს, ისიც არ უნდოდათ, რომ „22 თებერვალი“ მიეთითებინათ და სახელისუფლებო სიცრუე გაემყარებინათ! მოინახა ბრწყინვალე დიპლომატიური გადაწყვეტილება – განცხადება თარიღის გარეშე გამოქვეყნდა!
ამ და მსგავსი „ჩხვლეტებით“ (აშშ საელჩოს ვებ-გვერდზევე იხილეთ ქალბატონ ვალანდერის უაღრესად გამჭვირვალე გამოსვლა საქართველოს თავდაცვის აკადემიაში იმავე დღეს – 22 თებერვალს, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მომავალ ქართველ ოფიცრებს, რომ მათი უმთავრესი მოვალეობა სწორედ დემოკრატიის დაცვაა!) ამერიკის მთავრობა ცდილობს, აზრზე მოიყვანოს საქართველოს გაჯიუტებული პრეზიდენტი. მაგრამ სააკაშვილი დათმობას არ აპირებს. რაც, ალბათ, „ჩხვლეტების“ სიხშირისა და მტკივნეულობის გაზრდას გამოიწვევს.
P.P.S. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მოიძია ISAF-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც განცხადებულია, რომ ISAF-ის შემადგენლობის 3 ჯარისკაცი დაიღუპა 20 თებერვალს (სააკაშვილის ავღანეთში ჩასვლის დღეს!) დასავლეთ ავღანეთში!! იქვე წერია, რომ დეტალების გახმაურება ისაფ-ის შესაბამისი წევრი ქვეყნის მთავრობის პრეროგატივაა!!!!
http://www.isaf.nato.int/article/isaf-releases/isaf-casualties-55.html
ახლა რას ველოდოთ? რომ აკო მინაშვილი რომელიმე სხვა ქვეყანას „შეაწერს“ 20 თებერვლის მსხვერპლს? (მაგრამ უკვე 5 დღე გავიდა და საქართველოს გარდა მსხვერპლის შესახებ არავის განუცხადებია)
თუ რომ ნუგზარ წიკლაური ჰელმენდის პროვინციას და თავად მდინარე ჰელმენდს აღმოსავლეთ ავღანეთში „გადაისვრის“?
რას უნდა ველოდოთ თავქარიანი და მშიშარა მთავარსარდლისგან, რომელიც მუდამ ურცხვად ტყუის და მის თავქარიანობას, სიმხდალეს და ტყუილს მუდამ ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლი ახლავს თან?
აბა, ვნახოთ, ვინ დაუსვამს საპარლამენტო მოსმენებზე მიხეილ სააკაშვილს ამ შეკითხვას: რატომ მოიტყუა მან და რატომ დამალა, რომ ავღანეთში სწორედ მისი ჩასვლის დღეს დაიღუპა სამი ქართველი კაპრალი?
“ღმერთებს” სწყურიათ…
Posted: 2012/02/17 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: აბსურდი, ბიძინა ივანიშვილი, გია თორთლაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნათია მოგელაძე, საკონსტიტუციო ცვლილებები, ქრისტიან-დემოკრატები, nGnI დატოვე კომენტარითუ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო ორი თვის სიახლეებს დავაკვირდებით, სახეზეა ორი თვალშისაცემი მოვლენა – პოლითეიზმი და სუპერაბსურდი.
პოლითეიზმი – ანუ მრავალღმერთიანობა ქართული პოლიტიკისათვის უცხო ხილია. ბოლო ოცი წელია ქართული პოლიტიკის „ღმერთები“, როგორც წესი, გარკვეული დროით მაინც, უკონკურენტონი იყვნენ… აი, პოლიდემონიზმი კი ნამდვილად იყო ჩვენში – დრო-და-დრო და ალაგ-ალაგ…
მართალია, საქართველოს ცის კაბადონზე უბადლო მიშას ჯერაც ისევ უკონკურენტო ხატება ზეობს, მაგრამ უკანასკნელ დროს მთელი რიგი ადრე რიგითი მოკვდავებიც ღვთიური უფლებებით, რეგალიებით და არნახულ-უსაზღვრო დისკრეციებით აღიჭურვნენ, და ზეკაცის/ზექალის სუპერნატურალური ნიმბით შეიმოსნენ. ანუ სახეზეა მეორე დონის ნაციონალური ღმერთების მომრავლება!
მაგალითად, კობა ხაბაზი, რომელმაც დაჭმუჭნულ ქაღალდზე დაჯღაბნილი ნაწერი ლამის ისევე საკრალური გახადა ნაციონალური მოძრაობისათვის, როგორც მოსეს ქვის ფილებზე ამოტვიფრული ღვთიური ათი მცნება იყო ჯერ ებრაელებისათვის, ხოლო შემდეგ – მთელი საქრისტიანოსათვის. მას მერე სულ ველი, რომ ხაბაზი მოსესავით მიგვატოვებს და სადმე მთაზე განმარტოვდება, მაგრამ, ეტყობა, კიდევ სხვა ნაგლეჯებით უნდა დაგვაჯილდოვოს ჩვენი მაღლისაგან…
მერე ამას მოჰყვა საერთოდ წარმოუდგენელი რამ – ღმერთად გამოცხადდა „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორი! ადამიანი, რომლის სახელი და გვარი არც მანამდე ვიცოდით და არც ახლა ვიცით, აღიჭურვა იმ უფლებით, რომ ჩვენი ერის „სასიქადულო შვილების“ – „ნაციონალური სინდისის“ ტოგის მატარებლების ნააზრევი და ნამოქმედარი, მათ მიერ მრავალთვიანი დებატებით ნაჭირნახულევი კანონები – ანუ ქართველი ხალხის ცხოვრების წესი – თავისი ჭკუით თუ უჭკუობით მიჭრა-მოჭრას, გადაკეროს და გადააკეთოს! ის, რომ ჩვენი ნაცმოძრაობული კონსტიტუციის ორი დიდი ქურუმის – არათერძ ავთანდილის და დაბალი თენგიზის შემოქმედება ქართული ჩუჩხეს საწყისად გამოცხადდა, ამას შევეგუეთ. თანაც ერთმა ოფისი მიიღო, მეორემ ელჩობა და ეს ჩვეულებრივ მოკვდავურ გარიგებად – „დამიკვეთე – შეგიკერავ, შეგიკერავ – ჩამივერცხლე“-დ ჩაითვალა… ხოლო სრულიად უცნობი და უსახელო რედაქტორის ლამის გააპოლონებამ ძალიან განმაცვიფრა… ნამეტნავად!
ამას დაემატა ჩვენი ახლადგამომცხვარი ათენა პალადა – ნათია მოგელაძე (მოგველანდე!), რომელიც ერთპიროვნულად და ქალღმერთულად უფლებამოსილია, განსაზღვროს, ვინ არის პოლიტიკური პირი ან პოლიტიკური აქტივობის განმახორციელებელი სუბიექტი, ვინ არის ამ პირთან/სუბიექტთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი, მოიძიოს ყველა ამ პირთა შესახებ (ყოველგვარი დამატებითი სასამართლო ნებართვის გარეშე) ნებისმიერი ფინანსური, პოლიტიკური, პირადი, სენსიტიური თუ ჭორიკნულ-რეალტივური ინფორმაცია, თავადვე დაადგინოს, რომელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს დაუმტკიცდა ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან ამა თუ იმ სახის კავშირები, დაბოლოს – თავისი შეხედულებისამებრ – თავადვე აღკვეთოს, შეკვეცოს, შეაჩეროს ან სულაც გააუქმოს ყველა და ყველაფერი… ვუყურებ ამ ცისფერთვალება ვალკირიას და მხოლოდ იმაში მეპარება ეჭვი – ნამდვილად ათენა პალადაა, თუ ყინულის დედოფალი, რომელსაც ანგარიშების გაყინვასთან ერთად გულების და ერების გაყინვაც ხელეწიფება (რა თქმა უნდა, ისევ მაღალი გიულიას კეისრის დავალებით და მოწონებით!)?!
დაბოლოს, მოვესწარით იმას, რომ ერთი ჩვეულებრივი კოკის (თუმცა მერე დიდმეორე (მერის) დიდმეორედ ქცეულის!) მიერ ერთ ჩვეულებრივ დღეს დაფუძნებული ერთი 2008 წლის არჩევნებზე ლუსტრირებული nGnI -„ახალი თაობა – ახალი ღოთვერნობა“ – არც მეტი, არც ნაკლები, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას და კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ვადების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს!
მერე რა, რომ კონსტიტუციით – საკონსტიტუციო სასამართლო არ იხილავს იმას, რამდენად კონსტიტუციურია ის, რაც კონსტიტუტციაში წერია, არამედ მხოლოდ კანონების კონსტიტუტიციურობას სწავლობს!
მერე რა, რომ კონსტიტუციით არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელის შეტანის უფლება აქვს მხოლოდ სამ სუბიექტს – საქართველოს პარლამენტს (დეპუტატთა ერთ მეხუთედს), საქართველოს ღვთიურ პრეზიდენტს, და საქართველოს სახალხო დამცველს! – დიდი კოკის დიდმა მემკვიდრემ მიშამ (დევდარიანმა) იცის, რომ თუ ადგები და დააბრეხვებ – ესეიგი, ითხოვ და მოგეცემა! საქართველოს აბსურდულ (უკვე სუპერაბსურდულ) – სახელმწიფოში სავსებით დასაშვებია, რომ ხვალ მიშა დევდარიანმა კი არ შეიკავოს თავი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ აბსურდული და იურიდიულად შეუძლებელი სარჩელის შეტანაზე, არამედ საქართველოს მაღლითკურთხეულმა პარლამენტმა ჩაასწორ-ჩააგვირისტოს კონსტიტუცია და ზემოთხსენებულ სამ სუბიექტს დაამატოს – „… და არასამთავრობო ორგანიზაციას“… ხოლო ვინმეს რომ რამე არ აერიოს, უფრო გამოკვეთილად და გასაგებად ჩასწეროს – «… და არასამთავრობო ორგანიზაციას nGnI-ის»… ან კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვნად – „და არასამთავრობო ორგანიზაციას nGnI-ის, თუ მისი კურსი და პოლიტიკური პლატფორმა ისეთი იქნება, მიშას (მაღალს) რომ გაუხარდება“… და თუ ეს ასე მოხდება, საქართველოში გვექნება კიდევ ერთი ახალი ღვთიური ორგანიზაცია და კიდევ ერთი მომცრო ღვთაება – მიშა II (ნიუჯენერეიშენსკი!)
ახლა კი მოკლედ და გასაგებად ისეთ გაუგებარ რამეზე, როგორიცაა აბსურდი.
„აბსურდის“ განმარტებაში შემდეგი მცნებები მოვიძიე – უკიდურესად უაზრო მსჯელობა, სასაცილო, ან სისულელე
საქართველოს ნაცმოძრაობული საფაშო თავისი დეგრადაციული განვითარების იმ ფაზაშია შესული, როცა უბრალოდ აბსურდი კი არ მეფობს, არამედ – სუპერაბსურდი. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მათ საერთოდ არ სცხია აზრის ნატამალი, კოშმარულად სასაცილოა და უბრალოდ სისულელე კი არაა, არამედ – არასაიდუმლო და ქაჯური სირობა.
რამდენიმე მაგალითი.
მიხეილ სააკაშვილი წავიდა ნანატრ (მონატრებულ!) თეთრ სახლში, სადაც მას 15 წუთიანი შეხვედრა და 6 წუთიანი ბრიფინგი ჰქონდა (თუმცა იყო კიდევ სადღაც ვაშინგტონურ მდელოზე, რომელიღაც უსახელოური სააგენტოებისათვის ჩატარებული სოლობრიფინგი თემაზე – „დედა, რა იყო ეს, ააა?!“). ამაზე დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ზუსტად 4 წელი, ერაყში და ავღანეთში გაგზავნილ-გაფართოებული კონტიგენტი, სამი სატელევიზიო მონსტრის და ერთი პაწაწუკა ბოღმიკო რეალტივის, დიდმეცხედრე თამარას „ტაბულას“, გიგის პრაიმტაიმის, სხვადასხვა დრონიჯიების და პრესაჯიების ბიუჯეტი და ენერგია, ხუთი ამერიკული პი-არ- და ლობისტური კომპანიებისათვის გადახდილი მილიონობით დოლარი, პრეზიდენტის 10-დღიანი მგზავრობა და კალიფორნიაში ჰიპებთან ჩატარებული ლექცია თემაზე, „როგორ მივაღწიეთ ჯენიფერ ენოსტონისნაირ მებაჟეებს და ვერა ქობალიასნაირ (მდ)გრადებს“…
სააკაშვილის ერთადერთი გულიდან ამოსული და არადამბოლებელი ფრაზა მთელი ამ 10 დღის განმავლობაში: „რჩევები კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მივიღოთ“!
მერე ჩამოვიდა მიშა და … არც არაფერი. იმის მაგიერ, რომ გაემართა შეხვედრები და აეხსნა ერისთვის, კერძოდ, რა შეიტანა და რა გამოიტანა იმ ოვალური კაბინეტიდან, სადაც ახლა ვითომ ყველაზე მეტი გამოიტანა… აეხსნა, მაინც რა უნდა ობამას საქართველოს არჩევნებიდან, რატომ ახსენებს დემოკრატიული და თავისუფალი უნდა იყოსო? რას ნიშნავდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის დადასტურება იმაზე, რომ ობამას ჰქონდა საუბარი სააკაშვილთან მისი გაპრემიერების შესაძლო ვარიანტზე?.. რა ურჩიეს, როდესაც განაცხადა, გადაწყვეტილება თავად უნდა მივიღოთო?.. რას ფიქრობს „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიით ერთაზროვან გაფრთხილებაზე… არაფერი ეს არ მოუყოლია ტრიუმფატორს! ტრაპიდან პირდაპირ ვერტმფრენზე გადახტა და დუშეთის საავადმყოფოს ეწვია, სადაც ახალშობილიც გაჩნდა… საკეისრო კვეთით, მაგრამ ხომ გაჩნდა და…
მერე კი ისევ ისე გაგრძელდა… თეთრიწყარო, გამგეობა, ბათუმი, ღარიბი ოჯახი, ვაუჩერი, ციტატები ბნელეთის ძალებზე, რომლებიც თურმე მაღალ რაინდს ებრძვიან …
მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გაახსენდა ქვეყნის მთავარ მეუსაფრთხოეს და მთავარი იდეოლოგის თანამეცხედრეს – ვიზიტმოზიარე გიგა ბოკერიას, რომ არ იქნებოდა ცუდი ხალხისთვის იმის მოყოლა – რა მოხდა ვაშინგტონში. და ეწვია სადიალოგოდ მაღლითკურთხეულ დავით პაიჭაძეს, რომელიც საკმარისად ზრდილია იმისთვის, რომ რაიმე უხერხულად არ იკითხოს და საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ რაიმე იკითხოს. და იყო ტრადიციული „არასდროს აქამდე“, „პირველად მსოფლიოს ისტორიაში“, „სრულიად ახალ საფეხურზე ასვლა“, „სტრატეგიული პარტნიორების უმნიშვნელოვანესი შეხვედრა“, „თავისუფალი ვაჭრობის აქამდე არნახული პერსპექტივები“… თუმცა გავიგე საკმაოდ საინტერესო რამ – რომ თურმე „ნატოს ჩიკაგოს შეხვედრა ჩვეულებრივი შეხვედრაა და მასზე გაფართოება არ იგეგმება!“ (ვახ, აქამდე იგეგმებოდა, გიგაჯან! რაო, შეგკრიჭეს ფანტაზიები, ძვირფასო?). ასევე ძალიან სერიოზული იყო გიგა, როცა „ვაშინგტონ პოსტსა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის სტატიაზე აგდებულად ლაპარაკობდა – არავითარი პოზიტიური მესიჯი არ იყო, და საერთოდ არასერიოზულია სარეკლამო ფართად შეძენილ გვერდზე სტატიის დაბეჭდვაო, მესმის სარედაქციო სტატია ყოფილიყოო! ჯერ ერთი, ბატონ გიგას ეტყობა დაავიწყდა, რა ნეტარებით იქნევდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ერთი წლის წინ „ფაინენშელ ტაიმსში“ სწორედ ეგეთივე სარეკლამო ფართზე დაბეჭდილ სტატიას მიხეილ სააკაშვილი და ნიშნისმოგებით იძახდა – ხედავთ, გვაღიარეს, როგორც ევროპაში ყველაზე უფრო კორუფციასთან მებრძოლიმ ქვეყანაო?! თუმცა ერთი წლის წინ ნათქვამის შეხსენებას რა აზრი აქვს, როცა ბოკერიას „ვაშინგტონ პოსტის“ სწორედაც რომ სარედაქციო სტატიის გახსენებაც არ უნდა.
ახლა კი განვიხილოთ რა ხდება – მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ფონზე საქართველოში ისევ გაძვირდა ბენზინი.
მსოფლიოში მართლაც რომ პირველად დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადების შემომღებმა მერმა თანამოქალაქეებს და კერძო ბიზნესებს მოუწოდა, რომ პატრიოტულად თავად დაასუფთავონ ქალაქი (აბა, სიმწრით წაგლეჯილი ფული თუ მართლა ქალაქის დასუფთავებასა და თოვლის გაწმენდაზე დახარჯა, მერე არჩევნების მოსაგებ ფულს ვინ ოხერი მიაშავებს?)
საქართველოს პარლამენტში საოცრებების სეზონი დაიწყო – თავისი საქმეებით ძლიერ ცნობილმა გია თორთლაძემ კინაღამ შვილივით ნაზარდი უძლიერესი ფრაქცია – „ძლიერი საქართველო“ დაკარგა! რადგან ფრაქციიდან დეპუტატი რომან მარსაგიშვილი წავიდა! თორთლაძეს გვერდში ამოუდგა ასევე ძლიეროპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა და დეპუტატი ასესხა! ასეთი რამ მართლაც იშვიათობაა – გამიგია ფულის სესხება, ადრე ყაბალახის და აზიაცკების სესეხებაც მოდიოდა იმერეთში, მანქანის სესხებაც აღარ არის იშვიათობა, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვისათვის საკარნავალოდ ფორმის სესხებაზე, მაგრამ დეპუტატის სესხება?
აი, რას წერს ამ პარლამენტარულ სუპერაბსურდზე პრესაგე-ტვ-ის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე:
„… თორთლაძეს ქდმ-მ ათხოვა ერთი დეპუტატი. დიახ, ათხოვა, რადგან ქდმ-ს წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე იმ დღეს სააგენტოებთან პირდაპირ ამბობდა, რატი მაისურაძე იდეოლოგირად ჩვენთან დარჩება და პარტიის წევრი იქნებაო. ისე, ვეფხვაძეს ამ შემთხვევაში ორი უპატიებელი შეცდომა მოუვიდა და, წესით, უმრავლესობას ამაზე თვალი არ უნდა დაეხუჭა. პირველი, ეს არის ის, რომ პარლამენტის რეგლამენტი კრძალავს, რომელიმე პარტიის წევრი სხვა ფრაქციაში გაწევრიანდეს, თუ მის პარტიას პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი. და მეორე, ფრაქციას ქმნიან თანამოაზრეები და, თუკი რატი მაისურაძე ქრისტიან-დემოკრატების თანამოაზრედ რჩება და ამ დროს თორთლაძის ფრაქციაში წევრიანდება, გამოდის, რომ თორთლაძეს და თარგამაძეს შორის არანაირი სხვაობა არ არის.“
მაგრამ ეს სუპერაბსურდი კიდევ უფრო შორს წავიდა. საქმე იმაშია, რომ სწორედ იმ დღეს ნაცმოძრაობამ ბევრჯერ ურჩობაში (= უსამართლო საკითხებზე ხმის მიცემიდან თავის არიდებაში და წინააღმდეგ ხმის მცემაშიც!) შემჩნეული ბეჟან ხურციძე თავისი რიგებიდან გარიცხა. სავარაუდოდ, პარლამენტში მეფე-მზის მიხეილ სააკაშვილის მობრწყინებისათვის ციკლოვკას და ლაქირებას პარკეტზე მეტად სწორედ დეპუტატებს უტარებენ და ხურციძე იმიტომ მოიშორეს, ემანდ საკუთარი რიგებიდან ჩამჭრელი კითხვა არ ჩაურტყას ნაობამარ ბაღანასო! ამ, თითქოსდა, სუფთა ნაცურ ნაბიჯს ისევ საწყალი პადოშასთვის აღმოაჩნდა მომაკვდინებელი ძალა – რადგან ამის პარალელურად უმცირესობისთვის ფრაქციის მინიმალური რაოდენობა გაიზარდა და მაისურაძის სესხებით „ძლიერი საქართველოსათვის“ შეყენებული წყალი ვერ დაშრა! უმრავლესობის ფრაქცია ისევ სასწრაფოდ შეიკრიბა (რა მძიმე დღე იყო, მგონი ომის დროს არ იკრიბებოდნენ ასე ხშირ-ხშირად! – თუ წითელ ხიდზე და მერე აზერბაიჯანულ სასტუმროს სასადილოში შეკრებას არ ჩავთვლით, რასაკვირველია!) – შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა და ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ დარბაზიდან ტექნიკური პერსონალიც კი გამოუშვეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ნაცმოძრაობის ამ საიდუმლო სერობამ აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – უმრავლესობამ თორთლაძის ფრაქციაში დეპუტატი კურდღელაშვილი მიავლინა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტში როსტევანის არაბეთივით „თხა და მგელი ერთად ძოვდეს“!
ამ სუპერაბსურდს მარტივი ახსნა აქვს – მალე საქართველოს პარლამენტს მრავალ არენაზე – ვენეციის კომისიასთან, ევროსაბჭოს და ევროკავშირის, ეუთოს სტრუქტურებთან და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მოუწევს იმის დადასტურება, რომ ჩვენთან ერთპარტიულობა არ არის, ამიტომ მათ ჰაერივით სჭირდებათ ხელის ოპოზიცია! თორემ სად ყოფილა და ვის გაუგია, უმრავლესობა უმცირესობის გადასარჩენად საგანგებო შეკრებებს მართავდეს და დეპუტატებს შამპანურივით აგზავნიდეს მეზობელ („მოწინააღმდეგე!“) მაგიდაზე? მაგრამ რა „ოპოზიციონერებიც“ არიან ქდმ თავისი გაზიხუთითეთრი ჭანტიურიათი და (ს)ექსპერტ სარჯველაძით, და პადოშა – თავისი ნაფტალინგაფერთხილი იაკობიძით და სუპერმიშისტი მაია ორჯონიკიძით და ლევან ჩოლოყაშვილით, ეხლა უკვე საბოლოოდ გამოჩნდა და გაიშიფრა, ათას მამაძაღლობაზე გადამხტარი (შევარდნაძის ყოფილი სახე, კსწაწი!) მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი რომ არა, ვნახავდით ხელმარჯვე ოსტატივით დაშლილ ალპინისტ-პოლიტიკოსს. მაგრამ როგორც ადრე საკრედიტო შიმშილი დაუფარეს, ახლა – საფრაქციო დეფიციტიც შეუვსეს ნაციონალური პარლამენტარიზმის სიმბოლოს და სიამაყეს.
ნათია მოგელაძემ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლა და ორი კარდინალურად განსხვავებული დასკვნა დადო – რესპუბლიკურ ინსტიტუტს რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებასთან კავშირი „დაუმტკიცა“ (ბავშვობიდან გამახსენდა აბრევიატურა „რ.დ.გ.“ – „რისი დამტკიცებაც გვინდოდა“!) , ხოლო ზემოთხსნებულ ნაკოკარ „ახალ თაობა ახალ ინიციატივას“ საქალწულე აპკის ურღვევობის დამამტკიცებელი ფირმანი უბოძა! და ძალიან დროულადაც, რადგან მას მერე, რაც მიხეილ დევდარიანი არჩევნების მაისში გადმოტანის კონსტიტუციურ აუცილებლობაზე აჭიკჭიკდა, მისი ორგანიზაციის ქალაწულობისა მხოლოდ სამ მიხეილს თუ სჯერათ – სააკაშვილს, მაჭავარიანს და თავხელიძეს! (თავად დევდარიანს რომ არ სჯერა, დარცხვენილ ღიმილზე და დახრილ თვალებზე ეტყობოდა!)
თავად ამ კონსტიტუციური მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის და არჩევნების ერთხელდასამუდამოდ კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების დაუძლეველ წყურვილზე, რომელიც „ახალ გენერატორებს“ თურმე დიდი ხანია ჰკლავთ და ახლა ვეღარ იოკებენ:
– არ გასულა მათი განცხადებიდან ორიოდ საათი და ცალკე დიდმა იურისტმა და ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ორბურჯის ცალმა კალოშმა – პალიკო კუბლაშვილმა შეიცხადა – „ტიტუუ, რავა შეიძლება კონსტიტუციის არაკონსტიტუციურად ცნობაო?“ (გეგონება, ბოლო 8 წელია ამის მეტს რამეს აკეთებდეს, განსხვავებულს?!) და მერე დიდი კონსტიტუციონალისტი და კონსტიტუციის რეფორმის მამა ავთანდილ დემეტრაშვილი ამ გამყინვარების სეზონში ღილშეხსნილი თეთრი პერანგით (რას ნიშნავს კარგი ოფისი და კარგი გათბობა?!) ისე გამოვარდა და იბღავლა – რეფორმა არ დამინგრიოთო!, – ქართული ფოლკლორის დიდება – სიმღერა „ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ“ გამახსენდა და თვალზე ცრემლი მომადგა, იმის წარმოდგენით, როგორ წარმოიდგინა, რომ თუ რეფორმა გაუქმდებოდა, მისი „ნაჯაფი“ ოფისიც და კაი ხელფასიც – ჩკა!.. და ალბათ იმ სომხითში ელჩსაც როგორი ოფლი შეუდგა „ჩკა“-ს პერსპექტივაზე?!
ეპილოგის ნაცვლად:
გაგეცინებათ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში თავად არ იციან – რას აპირებენ! არამცთუ არ იციან მინისტრებმა და პარლამენტარებმა, არამედ დიდ ხუთეულშიც კი არ იციან, მგონი! (ყოველ შემთხვევაში, არავის ეუბნებიან).
დღემდე სერიოზულად განიხილება ვარიანტი, რომ მიშა გახდეს პრემიერ-მინისტრი (რაც იყო კიდეც დემეტრაშვილის რეფორმის ამოსავალი და ჩამავალი წერტილებიც და ღერძიც, იდეაც და ჰაზრიც!), მაგრამ ობამასთან საუბრების შემდეგ ყველა ხვდება, რომ ამ ვარიანტის რისკები მაქსიმალურია – თუ ამომრჩეველმა ხმა არ მისცათ (და თავად უკვე 40%-ზეც თანახმა იქნებოდნენ), უცხოეთი არც თვალს დახუჭავს და არც გაჩუმდება – არც დასავლეთი, და არც დასავლეთისგან ბევრჯერ იმავე მიზეზით დანაცინი პუტინი…
განიხილება მეორე ვარიანტიც – საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში, მიშა მაჟორიტარი დეპუტატი რომელიმე რაიონში (გრიგოლიას მიერ ნახსენები გლდანი საკმაოდ „რელევანტურია“ – რადგან იქ პოლციელთა და ჯარისკაცთა დიდი მასებია თავმოყრილი, თან მიშას იმედი აქვს, რომ კობა დავითაშვილს მოუგებს, მაგრამ ალბათ ნირი წაუხდება, თუ თინა ხიდაშელი ეყოლა კონკურენტად!), ივანიშვილს მოქალაქეობას აძლევენ ივლის-აგვისტოში, როცა მიშა პრეზიდენტობიდან გადადგება და სამივე ნაციონალური არხი გადაჰყავთ 7X24 რეჟიმში ამომრჩევლის ღია და დაუფარავ ზომბირებაზე. დასავლეთიდან ამ ვარიანტზე ალბათ ყველაზე მინიმალური წინააღმდეგობა იქნება, თუმცა, პატიოსან თამაშად ამას მაინც ვერავინ და არავინ ჩათვლის! არავინ იტყვის „მიშა მაგარია!“
არამედ – „მიშა მაგარი აფერისტია!“
დაბოლოს, ყველაზე შმაგი ვარიანტი (რომელიც სოფიო ხორგუანმა გაახმოვანა) – საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 5 მაისს! ნაცმოძრაობა იგებს რეგიონებს იმის ხარჯზე, რომ ივანიშვილი ვერ ასწრებს რეგიონებში პარტიული მუშაობის გაშლას და ტელევიზიის ამოქმედება („იგრიკას“ ტელევიზიის სადგური დაზიანებული ჩამოვიდა!) და ეცდება, ამით გადაფაროს თბილისსა და დიდ ქალაქებში გარანტირებული მარცხი. საპრეზიდენტო არჩევნებში არაა გამორიცხული, რომ ბაქრაძეს გიორგი თარგამაძემ მოუგოს – რაც დასავლეთისათვის გაგორებული კოჭი იქნება „- ა, ბატონო, ხომ მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული ცვლაო!“ თუმცა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება, დემეტრაშვილის რეფორმა ამოქმედდება და პრეზიდენტი ქაღალდის ვეფხვად იქცევა. ამ ვარიანტში მიხეილ სააკაშვილი, როგორც გადამდგარი პრეზიდენტი, და ერთი უბრალო ჯარისკაცი – სათავეში ჩაუდგება თავის საპარლამენტო ლაშქარს, აარიდებს თავს პუტინის ზუსტი ვარიანტის გამეორებას და ეცდება, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ბაქრაძე ივანიშვილს მოქალაქეობას კი მიანიჭებს, მაგრამ მაქსიმალურად დაგვიანებით, რომ პარტიის სათავეში ხვედელიძის გვარი იყოს და არა – ივანიშვილისა… სააკაშვილისთვის ამ ვარიანტის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ის 99.9%-ით იანვარი-2008 წლის ოპერაციის გადამღერებაა და ახლა უკვე ყველაფერი გაშიფრულია!
სამივე ამ ვარიანტს აქვს თავისი ხიბლი სააკაშვილისათვის და ნაცმოძრაობისთვის და დიდი რისკებიც.
ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ამ სიტუაციაში ნაცმოძრაობის ბანდამ გადაწყვიტა, ის არჩევანი გააკეთოს, რასაც ოპოზიცია ყველაზე მეტად შეუშინდება და შეეწინააღმდეგება! ამიტომ ისინი, შესაძლებელია, სავსებით გამიზნულად, ამ სამივე ვარიანტს გაახმოვანებენ (თუმცა, არ დაადასტურებენ) და ივანიშვილის შტაბის რეაქციას დააკვირდებიან. ხოლო აირჩევენ იმ გზას, რაზეც მთავარი ოპონენტების მხრიდან ყველაზე უფრო მეტი უარყოფა ექნება…
რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი – კოკიობანა და კონსტიტუციურრეფორმობანა – რაიმე სხვა აქტივობის გადასაფარავად იყოს, მაგალითად – იმ ძალიან საჭირო სოლიდარობის აქციის – „ეს შენ გეხება!“, რომელიც მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს განუმარტავს ხელისუფლების მიერ დეკემბრის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების რისკებს და არაკონსტიტუციორობას! ასევე არაა გამორიცხული, რომ კონსტიტუციური სარჩელის 9-თვიანი მაქსიმალური ვადის მომიზეზებით საპარლამენტო არჩევნების ნოემბრის იქეთ გადაწევა სურდეთ მოლაპარაკე მარიონეტი “ღმერთების” მეკუკლეებს – ეგება ობამამ ვერ გაიმარჯვოს არჩევნებში და მერე გავჯეჯილდებითო!..
================================================
„ღმერთებს სწყურიათ“ – წერდა ანატოლ ფრანსი პირველი მსოფლიო ომის წინ საფრანგეთის დიდი რევოლუციის გმირების მიერ რევოლუციური იდეალებით დაწყებულ სისხლიან ტერორზე…
საქართველოში „ღმერთებს“ აბსურდი სწყურიათ…
იმედია, ანატოლ ფრანსის გმირებამდე ჩვენი „გმირები“ ვერ მივლენ…
თუმცა, გარანტიები არ არის…
ვიქტორია ნულანდის ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში
Posted: 2012/02/05 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: ვიქტორია ნულანდი, თეთრი სახლი, მიხეილ სააკაშვილი, ობამა, სააკაშვილის ვიზიტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ჰილარი კლინტონი დატოვე კომენტარი2012 წლის 2 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ – პრეზიდენტ სააკაშვილის თამადობით აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოინახულა. “მოინახულა” იმიტომ ვთქვი, რომ ეს შეხვედრა, ისევე, როგორც სხვა შეხვედრების უმრავლესობა, წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა და სააკაშვილის ლობისტი ფირმების დაუღალავი მუშაობის შედეგად მხოლოდ უკანასკნელ მომენტში შეთანხმდა. იყო დრო, როდესაც ქ-ნი კლინტონი მიხეილ სააკაშვილის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენას აპირებდა და დღეს, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის ყოველ დანახვაზე ეს ახსენდება და ფიქრობს, როგორ გაუმართლა, რომ ნობელის კომიტეტმა მის წარდგინებაზე უარი თქვა…
საბოლოოდ რას ეტყვის ჰილარი კლინტონი მიხეილ სააკაშვილს – გაზაფხულზე მისი საქართველოში სტუმრობისას გაირკვევა. სააკაშვილის ლობისტმა ფირმებმა ახალი “დავალება” მიიღეს – არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან კლინტონის ჩამოსვლა თბილისში, არამედ მხოლოდ ბათუმში “ცუმპა-რამპას” ტიპის ლაით-ვიზიტით შემოიფარგლონ. ეს იმისათვის, რომ ოპოზიციას არ მიეცეს სახელმწიფო მდივანთან სრულყოფილი საუბრის შესაძლებლობა. რამდენად გაუვა მიხეილ სააკაშვილს ეს ნომერი, მაისში ვნახავთ. ჯერჯერობით ის იმითაც ბედნიერია, რომ კლინტონის საქართველოში ვიზიტი (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) 3 კვირის ნაცვლად 3-4 თვეში შედგება – ანუ მანევრირებისათვის დრო მოიგო და შეეცდება, უაზრო და წვრილმანი დათმობებით შექმნას იმის განცდა, რომ ოპოზიციასთან სერიოზული პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და ვაშინგტონში მიცემულ პირობებს დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარებაზე – ასრულებს…
მანამდე კი მინდა გაგიზიაროთ სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ვიქტორია ნულანდის ბრიფინგის ერთი ნაწილის თარგმანი. (ალბათ, უფრო სწორი – “ნალანდი” იქნებოდა, მაგრამ ქართულ პრესაში დამკვიდრებულ გამოთქმის შეცვლაზე ამჟამად თავს შევიკავებ). შეკითხვა ჩვენთვის საინტერესო ასპექტს ეხება და, სავარაუდოდ, რუსმა ჟურნალისტმა “დიმამ” დასვა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა ამ შეკითხვას საერთოდ იგნორს უყურებს, როგორც ყველაფერს იმას, რასაც რუსული ფესვი აქვს, და მაინც, მე მგონი, საინტერესოა იმაზე დაფიქრება, რა თქვა და რა, – არავითარ შემთხვევაში არ თქვა, სახელმწიფო დეპარტამენტის გამოცდილმა პრესს-სპიკერმა (სამწუხაროდ, ქართულ მედიაში ამ კითხვა-პასუხის მხოლოდ შეკვეცილი ვარიანტი გავრცელდა).
========================================
კითხვა: საქართველოს პრეზიდენტი საკაშვილი ვაშინგტონშია, გუშინ შენობაში [იგულისხმება თეთრი სახლი?] იყო, ორშაბათს პრეზიდენტ ობამას შეხვდა. რამდენიმე თვის წინ ფართოდ გავრცელდა ხმები, რომ ბ-ნი სააკაშვილი აპირებს დარჩეს ხელისუფლებაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც 2012, ანუ საქართველოში მომავალი წლის არჩევნების შედეგად, – უკვე როგორც პრემიერ მინისტრი უფრო გაფართოებული უფლებებით. ამ რეფორმების პროცესი საქართველოში სწორედ ახლა ტარდება. მინდოდა თქვენთვის მეკითხა, როგორ უყურებს ამ შესაძლებლობას აშშ ხელისუფლება? თქვენ განიხილეთ ეს იდეა, ანუ ეს ინფორმაციები – ეს შესაძლებლობა ბატონ სააკაშვილთან ან აქ – სახელმწიფო დეპარტამენტში, ან – თეთრ სახლში შეხვედრისას? და მე გაგრძელებაც მექნება ამ კითხვაზე.
ქ-ნი ნულანდი: კარგი, დიმა, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ პრეზიდენტ ობამას სიტყვები პრეზიდენტ სააკაშვილთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას, როდესაც მან გასაგებად ილაპარაკა, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკვეთრი მხარდაჭერის გარდა, ჩვენი სურვილია ერთად ვიმუშაოთ მათი ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად და ა.შ., ჩვენ ძლიერ ვუჭერთ მხარს მათ უწყვეტ პოლიტიკურ განვითარებას, იმის ჩათვლით, რომ მათ მოელით არჩევნების პერიოდი მომავალ წელს – ან მიმდინარე წელს.
კითხვა: მაგრამ ეს სპეციფიური შემთხვევა თქვენ მასთან [სააკაშვილთან] განიხილეთ?
ქ-ნი ნულანდი: ვფიქრობ, თეთრმა სახლმა აშკარად განაცხადა, რომ განვიხილეთ. დიახ.
კითხვა: კარგით. და მე გაგრძელება მაქვს, თუ შეიძლება.
ქ-ნი ნულანდი: დიახ.
კითხვა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სიტყვაში გუშინ ახსენა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის რაღაც ახალი დონე. მე მაინტერესებს ვიცოდე, რას ეხება ეს? მაგალითად, გეგმაში გაქვთ მძიმე შეიარაღების გაგზავნა საქართველოში?
ქ-ნი ნულანდი: ნუ, პირველ რიგში, მინდა ისევ დაგაბრუნოთ პრეზიდენტის [ობამას] კომენტარებთან. პრეზიდენტმა ილაპარაკა ამაზე, როდესაც ის იყო – პრეზიდენტ საკაშვილთან ერთად ოვალურ კაბინეტში. შეერთებულმა შტატები და საქართველო შეთანხმდნენ, განავითარონ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს თანამშრომლობა ემყარება წარმატებულ პროგრამებს, რომელიც ჩვენ უკვე გაგვაჩნია, რათა დავეხმაროთ ქართველო სამხედროებს რეფორმისათვის მათ ძალისხმევებში, – ეს რაღაც ისეთია, რასაც ჩვენ მრავალი ქვეყნის სამხედროებთან ვახორციელებთ მთელს მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოს მრავალ მეზობელთანაც, და მათი თავდაცვის მოდერნიზების ძალისხმევებში საკუთარი თვით-თავდაცვის მხარდასაჭერად, – ასე რომ, ჩვენ თავდაცვაზე ვლაპარაკობთ. და ასევე ქართველი [სამხედრო] ძალების მუშაობის მხარდაჭერაში ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში და მათთვის ნატოსთან ინტეროპერაბილურობის შესანარჩუნებლად. საქართველო ნატოს არაწევრი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანია ISAF მისიაში.
კითხვა: თუ გახსოვთ, შეერთებულმა შტატებმა კარგად აწონ-დაწონა ყველაფერი, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი პუტინი? მაინტერესებს, რატომ უნდა აწონ-დაწონოთ ამ – საქართველოს – შემთხვევაში, თუ არ გიქნიათ…
ქ-ნი ნულანდი: მე ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ვწონით ხოლმე რუსულ მხარესთან მიმართებაში ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიისათვის და გამჭვირვალობისათვის. მე არ შემიძლია ვილაპარაკო…
კითხვა: ნუ, ეს, ვფიქრობ, – მე ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისე, როგორც კითხვა იყო ჩამოყალიბებული, ეს იყო, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო რაიმე სპეციფიური შეშფოთება სააკაშვილთან მიმართებაში, როცა ის იგივეს აკეთებს, რაც პუტინმა გააკეთა. და მე ვერ ვიხსენებ რაიმე გამოთქმას, იმის გარდა, რომ უბრალოდ, – გვინდა დავინახოთ დემოკრატიული პროცესი…
ქ-ნი ნულანდი: და მე ვფიქრობ, რომ იყო…
კითხვა: … რუსეთში – პუტინის სიტუაციის დროს. მე ვცდილობ, მივხვდე, ხომ არ არის რაიმე მეტი, ან რაიმე დაკავშირებული პირადად სააკაშვილთან, რაც იქნებოდა შეშფოთების ან უფრო მეტი შეშფოთების საფუძველი მაშინ, თუ იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ვიდრე ეს იყო მაშინ, თუ პუტინი მიიღებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრობას.
ქ-ნი ნულანდი: ისევ, მე ვაპირებ გირჩიოთ, თეთრ სახლს მიმართოთ სპეციფიური საუბრების შესახებ, მაგრამ ჩემი გაგება – იმაზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რაზე იყო ფოკუსირებული ეს საუბარი, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში რუსეთთან, – დემოკრატიული ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე.
===================================================================================
QUESTION: President Saakashvili of Georgia is in town, he was – President Saakashvili of Georgia is in town, he was in the building yesterday, he met President Obama on Monday. It was widely reported couple of months ago that Mr. Saakashvili is going to stay in power after presidential elections of 12 – of the next year in Georgia as a prime minister with broader powers. The process of those reforms are being carried in Georgia right now. I wanted to ask you, how does this possibility sit with the U.S. Government, whether you discussed this idea, that those reports – this possibility with Mr. Saakashvili either here at the State Department or at White House? And I have a follow-up.
MS. NULAND: Well Dima, let me just refer you back to the remarks made by President Obama with President Saakashvili during that Oval Office visit, I think it was Monday, where he made clear that in addition to our strong support for Georgia’s sovereignty and territorial integrity, our desire to continue to work together to support their economic development, et cetera, we strongly support their continued political development, including as they head into an election season next year – or this year.
QUESTION: But did you discuss this specific case with him?
MS. NULAND: I think the White House made clear that we did. Yes.
QUESTION: Okay. And a follow-up if I may.
MS. NULAND: Yes.
QUESTION: President Saakashvili referred in his remarks yesterday to some kind of new level of military cooperation between Georgia and the United States. I wanted to know, what does it entail? For instance, are you now planning to ship heavy weaponry to Georgia?
MS. NULAND: Well, first of all, I would also refer you back to the President’s comments. The President spoke about this when he was – when he had President Saakashvili into the Oval Office. The United States and Georgia have agreed to continue to develop our bilateral defense and security cooperation. This cooperation is built on the successful programs that we already have to help the Georgian military in its reform effort, something that we do with many militaries around the world, including many of Georgia’s neighbors, and their defense modernization effort to support their self-defense – so we’re talking about defense. And also to sustain the work that Georgian forces do in ISAF in Afghanistan and to help them remain interoperable with NATO. Georgia is one of the largest non-NATO contributors to the ISAF mission.
QUESTION: Do you recall if the United States weighed in all when President Putin decided that he was going to become Prime Minister Putin? I’m wondering why you would weigh in on this case in Georgia if you didn’t —
MS. NULAND: I think we have weighed in regularly on the Russian side in terms of our support for democracy and transparency. I can’t speak —
QUESTION: Well, I think that – I know, but I think that the way the question was phrased was that there might be some specific concern about Saakashvili doing what Putin did. And I don’t recall that there was any expression other than just we would like to see a democratic process —
MS. NULAND: And I think that was —
QUESTION: — in Russia with the Putin situation. I’m trying to figure out if there’s something more or something related to Saakashvili himself that would be a concern or of more concern with him taking over the prime ministership than it would with Putin taking over the Russian prime ministership.
MS. NULAND: Again, I’m going to refer you to the White House on the specific conversation, but my understanding from the readout that we all saw was that the conversation focused, as it has with Russia in the past, on the importance of democratic institutions and democratic processes.
Transcript of the press-briefing
ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი ლექსიკონი (გამომცემლობა „ჰავლაბარ ინტერნეშენალ პრესს“, ლაზიკა, 2012)
Posted: 2012/02/03 Filed under: ინტერმეცცო | Tags: არჩევნები, დემაგოგია, დემოკრატია და პლუტოკრატია, ვლადიმერ პუტინი, ლექსიკონი, მიხეილ სააკაშვილი, ობამა, პრემიერ-მინისტრი %(count)s კომენტარიწინასიტყვაობა:
ფინქ ტოლ ყურუმსაღის დემაგოგიური პოლიტიკის განმარტებითი პოლიტიკური ლექსიკონი ორიგინალური გამოცემაა, რომელიც მიზნად ისახავს დამწყებ პოლიტიკოსებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეასწავლოს დემაგოგიის ფილოსოფიის პრაქტიკული გამოყენების ასპექტები. ლექსიკონი შეიცავს 50,000 წინადადებას, ფრაზას და კითხვაზე პასუხს, რომელთა მნიშვნელობა ფასადაუდებელია – გამომდინარე ავტორის ფენომენალური უნარ-ჩვევებიდან დასახელებულ სფეროში. ლექსიკონს განსაკუთრებული ფორმა აქვს, თითოეული დემოგაგიური წინადადება განმარტებულია ისე, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმაც გაიგონ. უახლოეს ხანებში ლექსიკონი გამოვა ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და სუაჰილის ენებზეც, რაც ფინქ ტოლ პოლიტიკას უფრო აღქმადს გახდის მთელს მსოფლიოში.
===============================================
კითხვა: შეიძლება, რომ საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად უახლოეს მომავალში თქვენ პრემიერ-მინისტრად გიხილოთ?
პასუხის ვარიანტები:
1. არ მინდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) ვაქციო იმ დროს, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.
განმარტება 1.ა – ვერც „ჰოს“ გეტყვით (იმიტომ, რომ ობამას „არა“ ვუპასუხე, რადგან ბოკერიამ ასე მირჩია) და ვერც – „არას“ (მერე პადოშას როგორ შევხედო თვალებში?!)
განმარტება 1.ბ – გაკოტრებული და დედანატირები პოლიტიკოსი ვარ, ახალნამშობიარებ ქალებთან და მათ ჩვილებთან გადაღებული ფოტოების და ვიდეორეპორტაჟების იმედით მიდგია სული, მაგრამ ამას ხომ ვერ გეტყვით (მერე პადოშას როგორ შევხედო თვალებში?!)
განმარტება 1.გ – ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კი დარჩა თითქმის ორი წელი, მაგრამ ეგ სულ ფეხებზე მკიდია, რადგან თუ პრემიერ-მინისტრი გავხდი, lame duck პრეზიდენტობის დედაც არ ვატირე (და – პადოშასიც!) ?!..
კითხვა: “ხანდახან ხალხი მეკითხება, “შენ პუტინად ყოფნას აპირებ?”
პასუხის ვარიანტები:
1. საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის
პასუხის განმარტება: საქართველო რუსეთი არ არის – რუსეთი – რუსეთია, ხოლო – საქართველოში მე ვარ.
2. საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, ხელისუფალი ვლადიმერ პუტინი ჰყავდეს, რადგან ვლადიმერ პუტინი საქართველოს მოქალაქე არ არის
პასუხის განმარტება: ვლადიმერ პუტინს კი არა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაძლევ მოქალაქეობას და…! და საერთოდ, მალე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გაუქმდება, ხოლო ჩამორთმევა – გაფართოვდება!
3. მე პუტინად ყოფნას არ ვაპირებ.
პასუხის განმარტება 3.ა): მე გვარის შეცვლას არ ვაპირებ. მე პრემიერ-მინისტრად ყოფნას ვაპირებ. მაგრამ ამას არ გეტყვით (ბოკერიამ მირჩია, ნუ …)
პასუხის განმარტება 3.ბ): არ მინდა პუტინივით დაბალი და პოსლიკა ვიყო
პასუხის განმარტება 3.გ): პუტინობას ერდოღანობა სჯობს. დედამ მითხრა – დიდ რუსობას დიდი თურქობა სჯობიაო…
4. არ მინდა საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) ვაქციო იმ დროს, როდესაც ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა.
პასუხის განმარტება 4.ა): პუტინად ყოფნასაც რომ ვაპირებდე, თქვენ გეტყოდით? როგორ შევხედო მერე თვალებში ნუგზარ ხერხეულიძეს და ეკა წიკლაურს? თქვენ მე ყველაფერში გიჟი ხომ არ გგონივართ?
5. ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს.
პასუხის განმარტება 5.ა): ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდეს და მერე ისევ პრეზიდენტად დაბრუნდეს. ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტად დაბრუნება აღარ დასჭირდება! (ჰა-ჰა-ჰა!).
პასუხის განმარტება 5.ბ): ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ იმას, რომ აღარ დამჭირდეს პუტინივით საყოველთაო არჩევნების მოგება! აგერ ნახავთ პუტინი რა ტურას დაიჭერს საყოველთაო არჩევნებზე! მე პუტინი არ ვარ! მე უფრო მაგარი ვარ! ჩვენ რეზინის კონსტიტუცია გვაქვს!
კითხვა: ვაშინგტონის გზა არ გხიბლავთ?
პასუხის ვარიანტები:
1. მხიბლავს! ეს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი გზაა
პასუხის განმარტება 1.ა): არსებობს სხვა მომხიბვლელი გზებიც – მაგალითად კარლიტოს გზა!
პასუხის განმარტება 1.ბ): განსაკუთრებით მხიბლავს არა ის, რომ გადადგა, არამედ ის, რომ განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მას „ნაციის მამობა“ შესთავაზეს! აი, ეს მესმის! ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რა შეიძლება ჩაითვალოს ჩვენთვის მსგავს „განსაკუთრებულ მდგომარეობად“. ასევე დასაზუსტებელია „ნაციის მამის“ განსაზღვრება. ალბათ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენთვის „ერის ლიდერობა“ სჯობს!
2. ყოველთვის მხიბლავდა!
პასუხის განმარტება: 2.ა): და მაინც, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ფოთი – ლაზიკის გზა მირჩევნია
პასუხის განმარტება: 2.ბ): ახლა რომ წარმოვიდგენ, აბსოლუტურად არ მესმის… არ მესმის, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მაგრამ ვიცი, რომ ასე უნდა თქმულიყო. მე რომ გადავდგები პრეზიდენტობიდან, მეც რამეს ეგეთს ვიტყვი. ბოკერია წერილს დაწერს და მთხოვს, რომ ნაციის მამად დავრჩე, მე კი ამაყად უარს ვიტყვი – პრეზიდენტობა ჩემი საქმე აღარ არის, მინდა ქართველ ხალხს ერთ რიგით პრემიერ-მინისტრად ვემსახურო-მეთქი!
– – – – – – – – – – – – – –
ლექსიკონზე მუშაობა გრძელდება…
ეპილოგი პროლოგით, რომელიც აშკარას ხდის ლექსიკონის მნიშვნელობას:
The Washington Times წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაპრემიერების შესაძლებლობას არ გამორიცხავს”. ამის შესახებ ნათქვამია ბენ ბირნბაუმის სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას Foreignpress აქვეყნებს.
“საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშაბათს უარი თქვა იმის გამორიცხვაზე, რომ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი გახდეს და განაცხადა, რომ მას არ უნდა, საკუთარი თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად (lame duck) აქციოს იმ დროს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თითქმის ორი წელი დარჩა”, – წერს The Washington Times და ვაშინგტონში სააკაშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული განცხადება მოჰყავს: “იმდენი რამეა, რამაც შეიძლება, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბევრი თაობის სიცოცხლე შეცვალოს, რომ ყველაზე ნაკლებად ის მინდა, ჩემს მომავალზე სპეკულაციებით თავი გაკოტრებულ პოლიტიკოსად ვაქციო”.
The Washington Times, თავის მხრივ, წერს, რომ “სააკაშვილმა 2010 წელს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, რამაც გააჩნია ვარაუდი, რომ ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერობას შეეცდება”.
ამასთან, გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა მისი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის შედარებაზე, რომელიც 2000-2008 წ.წ. რუსეთის პრეზიდენტი იყო და მარტში შეეცდება, კრემლში მესამე ვადით მოვიდეს.
“ხანდახან ხალხი მეკითხება, “შენ პუტინად ყოფნას აპირებ?” ა) საქართველოს იმთავითვე არ შეიძლება, პუტინი ჰყავდეს, რადგან საქართველო რუსეთი არ არის და ბ) ჩვენ ზუსტად ახლა ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც პუტინის მსგავსი მოვლენების საქართველოში არსებობას სამუდამოდ გამორიცხავს”, – აღნიშნა საქართველოს პირველმა პირმა.
The Washington Times-ის ცნობით, ქართული ოპოზიციის ლიდერები მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილს მისი განზრახვები ღიად გაეცხადებინა. კერძოდ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გასულ თვეს ჭასჰინგტონ თიმეს-თან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ “პრეზიდენტი იმოქმედებს ჯორჯ ვაშინგტონივით: ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ წავა და საქართველოს მოსახლეობას ახალი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას მისცემს”.
Reuters კი, თავის მხრივ, წერს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს”.
“სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარყო ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენა სურს, განაცხადა რა, რომ “მის ქვეყანას პუტინი ვერ ეყოლება”, – წერს გამოცემა.
900 წამი
Posted: 2012/02/01 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ობამა, ოვალური კაბინეტი, ჰილარი კლინტონი 3 Comments„ოო, ძვირფასო 900 წამო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთაქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა!“
=====================================================
როგორც ვფიქრობდი, – არც მწვადი დაიწვა და არც შამფური!
ცუდი იყო ის, რომ ობამამ ღიად მადლობა უთხრა მიშას სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის! თუმცა იქვე დაამატა, წარსულის (!) რა დამსახურებებისათვის უხდიდა მადლობას – უმცირესობათა უფლებების დაცვა, პოლიციის მნიშვნელობა (გაუგებარი იყო, კერძოდ, რა – პოლიციაში? იმედია – პატრულის წარმატებული რეფორმა 2004-2005 წლებში და არა – 2006 წლიდან დაწყებულ ნულოვანი ტოლერანტობის სასაკლაო და პოლიტიკური პოლიციის ჩამოყალიბება) და კანონის უზენაესობა (ეგ სტალინსაც მაგრად ჰქონდა, ბიჭი იყავი და არ შეასრულებდი!)
ობამამ კი ახსენა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოლოდინი, რომლის შედეგად ძალაუფლების კანონით დადგენილი გადაცემა უნდა მოხდეს, მაგრამ არაფერი დაუკონკრეტებია თავად საკაშვილისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე. კერძოდ, არ ულაპარაკებია იმაზე, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის მომავალს – არ უხსენებია ვაშინგტონის გზა, ან – პუტინის ჩიხი…
მიშამ კი, რამდენიმეწამიანი ნოკდაუნის მიუხედავად (როცა დასტურის ნიშნად მანამდე ინტენსიური თავის კანტურიც შეწყვიტა და ღიმილიც სახეზე მომენტალურად შეახმა – იხ. ვიდეო), მაინც საკმაოდ მალე მოახერხა გროგიდან გამოსვლა, მეტიც, აიტაცა არჩევნების ეს თემა და ობამას დაურეპორტა – პოლიტიკური სისტემა იცვლება, საპარლამენტო რესპუბლიკა ვხდებით, მომავალ წელს ახალი პრეზიდენტი იქნება არჩეული და მომავალი პრეზიდენტი გააგრძელებს რეფორმებსო … მაგრამ „მე უნივერსიტეტის პროფესორობაზე ვფიქრობო“, არ უთქვამს.
და მაინც, მიმაჩნია, რომ ობამას სიტყვაში ეს – მესამე – პარაგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია და აი, რატომ:
And so I want to express my appreciation for the work that’s been done in the past, but also anticipating fair and free elections here; the formal transfer of power that will be taking place in Georgia, which I think will solidify many of these reforms that have already taken place.
ობამამ მადლობა გადაუხადა სააკაშვილს მიღწევებისათვის, ოღონდ წარსულში ჩატარებული სამუშაოები აღნიშნა და თანაც საინტერესოა ეს კავშირი – „მაგრამ“ …მადლობელი ვარ წარსულში ჩატარებული სამუშოსათვის, მაგრამ (!) ველი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს აქ, ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას საქართველოში, რომელიც ჩემი აზრით განამტკიცებს მრავალ იმ რეფორმას, რომელიც უკვე განხორციელდა.“
თითქოს უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ობამამ, ვფიქრობ, შეგნებულად აარიდა თავი კავშირ „და“-ს , რითაც წინადადების აზრი შედარებით პოზიტიური იქნებოდა, ხოლო გამოყენებულ ფორმაში კი ნეგატიურ-დაპირისპირებულია და შეიცავს იმის გაფრთხილებას, რომ თუ ეს „მაგრამ“-ის პირობა არ განხორციელდება, ის წარსული მიღწევებიც გაფერმკრთალდება და რეფორმების გამტკიცების მაგიერ მათი ნიველირება შეიძლება მოხდეს!
დაბოლოს, გაიხსენეთ, რომელ ქვეყნებთან მიმართებაში უსვამენ ხაზს აშშ-სა და სხვა დასავლური დემოკრატიის მმართველები არჩევნების წესიერად ჩატარების მოლოდინს და აუცილებლობას! თუ ადრე ჯონ ბასის, მერე – ფილიპ გორდონის, მერე – ჰილარი კლინტონის, ხოლო ახლა უკვე ბარაკ ობამას მხრიდან გაჟღერებულ ამ თემას გავიხსენებთ, აშკარა პარალელი იკვეთება – ასე ელაპარაკებიან რუსეთს, ბელორუსიას, ირანს, ვენესუელას… ევროპაში მოკავშირე ქვეყანები, ვის მიმართაც ბოლო წლების განმავლობაში არჩევნების წესიერად ჩატარება სათუო იყო, აზერბაიჯანი და კოსოვოა! ეს მაშინ, როცა იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატია უკვე რეალობად იქცა (არა მარტო ბალტიისპირეთი და ცენტრალური ევროპა, არამედ მოლოდოვაც და უკრაინაც) და სადაც ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა ნანატრი ოცნება აღარ არის, როგორც წესი, სხვა რამ შეიძლება დაუწუნონ, მაგრამ წამდაუწუმ არჩევნების ჩატარებაზე აღარ ახსენებენ ხოლმე.
მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ ობამამ ახსენა, საქართველო ნატოს წევრი გახდება “ბოლოსდაბოლოსო” (ULTIMATELY), რაც მე მგონი წერტილია ჩიკაგოს ილუზიებზე…
ობამამ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, რაც ახალი მსუქანი დაპირებაა. თუმცა რეალურად ან როდის იქნება, და ან სააკაშვილის მიერ დაკრიშული და გაჩანაგებული ეკონომიკის პირობებში რას მოიტანს – ექსპორტი ნულზეა დასული და იაპონურ მარჯვენასაჭიან მანქანებს თუ გავიტანთ ამერიკაში, არ ვიცი! :))), მაგრამ მიშამ ძალიან შეიფერა და დიდი მადლობები უხადა…
რაღაც გაუგებრად იყო საქართველოს თავდაცვის საკითხი – მიშამ ბარე ორჯერ ახსენა, როგორც თემა, რომელზეც ილაპარაკეს. მაგრამ რადგან ობამას ეს არ უხსენებია და, მგონია, კონგრესის გადაწყვეტილებას არ მოაწერს ხელს… რაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას მე, პირადად, გამართლებული მგონია – სხვანაირად არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს ისევ არ მოუვა თავში რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში შეხტომის ცდუნება. მით უფრო, რომ ობამასთან შეხვედრა ნამდვილად არ უნდა აძლევდეს დამშვიდების საშუალებას და ამ შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის მხრიდან პროვოკაციებზე წასვლის ალბათობა იზრდება.
არაა გამორიცხული, შეხვედრის 900 წამში ობამამ და მიშამ ყველაზე მეტი დრო სწორედ იარაღის მიწოდებას დაუთმეს. სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაც შეთანხმება კიდეც მიღწეულ იქნა, მაგრამ სავარაუდოდ, ეს ის არ იყო, რაც სააკაშვილს სურდა. მნიშვნელოვანია, რომ ობამამ აარიდა თავი იარაღზე შეთანხმების შესახებ ბრიფინგზე ლაპარაკს, მიშამ კი პირიქით – სწორედ იარაღზე ჩამოაგდო სიტყვა, რითაც, ვფიქრობ, ობამასთან გრილი ურთიერთობები საბოლოოდ გაიფუჭა… რადგან ეგ დიპლომატიაში ოქროს წესია, თუ პარტნიორი გეტყვის, რომ ამას ბრიფინგზე არ ვახსენებთ, ესეიგი შენც არ უნდა ახსენო და არ უნდა გაყიდო პარტნიორი, რომ მან ამაზე გელაპარაკა! მაგრამ მიშას ობამასთან ურთიერთობის დამყარების რეალურ შედეგზე მეტად პიარი და იარაღის მიღების გაჟღერება აინტერესებდა, რომ საქართველოში თავისი ფენომენალურობის მინავლებული მითისთვის ცოტა ფიჩხი შეეკეთებინა… აკი დაუფარავად განაცხადა, საქართველოში ამას მნიშვნელოვან მესიჯად ჩათვლიანო. :))
We are very grateful for elevating our defense cooperation further and talking about Georgia’s self-defense capabilities and developing it, because that’s also of course an important message back to my nation.
საინტერესოა, რომ ობამამ და სააკაშვილმა არ ახსენეს რუსეთი!
ამან კიდევ უფრო გამიმტკიცა იმის ვარაუდი, რომ ეს შეხვედრა, პირველ რიგში, იყო ობამას საჩუქარი საკაშვილისათვის სწორედ რუსეთთან დათმობის გამო! როგორც პოლიტიკაში ხშირად ხდება, რაც მიზეზი იყო – ის არც დასახელდა! 🙂 გაიხსენეთ ახლო წარსულის მთავარი პოლიტიკური ინტრიგა – სააკაშვილი ახურებდა, და არ აძლევდა რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესასვლელ ბილეთს. ამერიკას და დასავლეთს არ უნდოდათ საქართველოსთვის უხეშად დაძალება ან მისი იგნორირება, მაგრამ ძალიან უნდოდათ რუსეთისთვის მიცემული დაპირების ასრულება. სააკაშვილმა არ მოინდომა დათმობის გაცვლა საქართველოსთვის სასიკეთო პრეფერენციებში. სამაგიეროდ, როგორც ეს არაერთხელ აქამდეც მომხდარა, მყისიერად გაცვალა თავისთვის სასიკეთო პი-არ აქციაში – ობამასთან შეხვედრაზე!
ამ ეჭვს მიმტკიცებს ის lapsus lingua, რაც ობამას მოუვიდა, როცა შეხვედრის დასაწყისში სააკაშვილს მადლობა გადაუხადა … რუსეთში (!) განხორციელებული რეფორმების გამო 🙂 … ეტყობა, ქვეცნობიერად სააკაშვილი მისთვის არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ამბავში დაეხმარა… თუმცა, იქნებ, ვმო-ზე უფრო სერიოზული ასოციაციაც არსებობს და სინამდვილეში მართლაც ფიქრობს ობამა, რომ საქართველო სააკაშვილის ხელში ძირითადად იმიტომაა საქები დემოკრატია, რომ რუსეთში ოპოზიციის სამოდელო როლი გახდა! რომ ქართულმა ოპოზიციამ თავისი მრავლწლიანი და ასეულათასიანი მიტინგებით ის მოახერხა, რომ რუსებსაც გაუჩინა ავტოკრატი და არჩევნების გამყალბებელი მმართველის წინააღმდეგ გამოსვლების სურვილი?! კიდევ ერთი ვარაუდი – სააკაშვილის პუტინის გზით გაპრემიერების ვარიანტი ამერიკისათვის განსაკუთრებით მიუღებელი ახლა გახდა, როცა აშშ ადმინისტრაციამ და კერძოდ, ჰილარი კლინტონმა, უსწრაფესი და უმკვეთრესი რეაქცია მისცეს რუსეთში გაყალბებულ არჩევნებს და პუტინის ხელისუფლებაში უვადოდ (სამუდამოდ?) დარჩენის პერსპექტივას. გასაგებია, რომ გაღიზიანებული რუსეთი არ მოითმენს და საქვეყნოდ ამხელს ამერიკის ორმაგ სტანდარტს, თუ ზუსტად მსგავს სიტუაციაში აშშ სააკაშვილის თაღლითობებზე თვალს დახუჭავს!
ასეა თუ ისეა, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს – (ომი/ვმო/დემოკრატიზაცია/არჩევნები/მიტინგები) – რის გამოც ობამასთვის სააკაშვილი საკმაოდ მკვეთრად ასოცირდება სწორედ პუტინთან და რუსეთთან. ალბათ, ამიტომაც წამოცდა ობამას – “მადლობა, რომ რუსეთის დემოკრატიზაციას უზრუნველყოფთ!” – დაახლოებით ისევე ქვეცნობიერად, როგორც მიშამ უთხრა ლაგოდეხელ მელოგინეს: – “მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი!”
დაბოლოს, რატომ არის საქართველოსა და სააკაშვილის “დემოკრატიულობა” მნიშვნელოვანი ამერიკისათვის:
Finally, I wanted to say to the President that we appreciate the model of democracy and transparency that they’ve been setting not just for their own country but also for the region as a whole. And we think that with continued progress over the next several years that a lot of countries will say to themselves that if Georgia can perform these transformations, then we can as well. They’ve been a responsible player on the world scene and in multilateral fora.
საქართველო დღემდე რჩება ამერიკული დემოკრატიის მოდელის დსთ სივრცეზე იმპლემენტაციის მეტ-ნაკლებად წარმატებულ „ქეისად“, რომელსაც სერიოზული მიღწევებიც აქვს – ზოგიერთი ინსტიტუციონალური განვითარების და საბჭოური კორუფციის აღმოფხვრის მხრივ, და – სერიოზული ხარვეზებიც – სამართლიანობის, ეკონომიკის, მედიის თავისუფლების და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გეომეტრიული რეგრესიის და დემოკრატიული ფასადის სულ უფრო მზარდი ეროზიის მხრივ. ის, რითაც მიშა, ვითომ, უნდა ამაყობდეს, სულ უფრო მეტად იშლება და მახინჯ ფორმას იძენს, რომლითაც ძალიან ძნელია ამერიკამ – როგორც სტრატგიულმა მოკავშირემ და მენტორმა თავი მოიწონოს. ამიტომ ალბათ ეს ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობა იყო, რომ შეახსენონ საკაშვილს და მის ნაციონალურ მოძრაობას, რომ მსოფლიო სცენაზე პასუხისმგებელი მოთამაშის როლის შესრულებით და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით (და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტით) ისინი რეგიონში მისაბაძ მოდელად დარჩებიან… ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქვეყნოდ მოიჯაყავენ თავს და ამერიკის მიერ გამოყოფილ დახმარების მილიარდების მართებულებასაც – თანაც კრიზისის პერიოდში – საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ…
რომ შევაჯამოთ:
- მიშამ მიიღო შეხვედრა ობამასთან, თუმცა ეს მხოლოდ მოკლე მოქმედების გამარჯვებაა და მალე, თუ დადასტურდა, რომ 900 წამიანი შეხვედრა და წარსულის გამო მადლობები მხოლოდ ფოჩიანი ქაღალდი იყო კამფეტის (რეალური მხარდაჭერის) გარეშე – შეიძლება უარყოფითი შედეგიც კი მოიტანოს. რადგან ის – ბრიფინგის მესამე პარაგრაფი ძალაში დარჩება.
- ამერიკის ადმინისტრაცია არ აპირებს სააკაშვილს ძველი ცოდვებისთვის პასუხი მოსთხოვოს, მაგრამ მხოლოდ იმ მანამ გააგრძელებს მის (არცთუ აქტიურ) მხარდაჭერას, სანამ აშკარა არ გახდება, რომ სააკაშვილი არ აპირებს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, არამედ გადაწყვიტა პუტინის გზით სიარული და მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში დატოვება.
- წინა დასკვნის სისწორის დადასტურება დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა უახლოეს ხანებში (მაქსიმუმ 2 თვეში, ხოლო უფრო სავარაუდოდ – ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ) სააკაშვილის მიერ ივანიშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნება და საარჩევნო კანონმდებლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სერიოზული შეზღუდვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
- თუ სააკაშვილს ეს არ აიძულეს, გამოდის, რომ მას ამერიკისაგან კარტ-ბლანში აქვს და საქართველოს ნაცმოძრაობის ტყვეობისაგან განთავისუფლების ერთადერთი გზა რევოლუციაზე გადის.
მიშა, რა თქმა უნდა, ნებით არაფერს არ შეცვლის… იცის რა, რომ ბუშისაგან განსხვავებით, ობამა მისი მხარდამჭერი არ არის, ახლა უკვე მაქსიმალურად ეცდება, დრო გაჭიმოს და არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ჩაატაროს, როცა ობამას საკუთარი საარჩევნო ციებ-ცხელება ექნება… თუმცა, იმის მიხედვით, ვოლფრამის ძაფივით გაცხელებულ ტვინში რა იდეა მოუვა, მანამდე ბევრი სიურპრიზიც შეიძლება შემოგვთავაზოს – ძირითადად პროვოკაციული ტიპის…
=================================
თუ დააკვირდით – ობამასთან შეხვედრაზე მიშას უკან მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტი რომ იდგა!.. სულ ვფიქრობდი, ამ ბიუსტს ხელები რომ ჰქონოდა, რა შალაბანს ხეთქავდა დემოკრატის ტყავში გახვეულ ამ პარაზიტს მეთქი! 🙂
=========================================
P.S. სააკაშვილმა ჯერ შეხვედრაზევე შეახსენა ობამას, სანამ შენ მოხვიდოდი ამ ოვალურ კაბინეტში, მე უკვე გაცვეთილი მქონდა აქაური ხალიჩებიო. მერე კი თეთრი სახლის გვერდით მინდორზე სახელდახელოდ დადგმულ სპექტაკლში სახელწოდებით – „პრეზიდენტ სააკაშვილის ინტერვიუ მსოფლიო მედიასაშუალებებს“ (არცერთ მიკროფონზე მედიის ამოსაცნობი ლოგო არ ჩანდა!)კიდევ უფრო გააღრმავა ოვალურ კაბინეტსა და მას შორის არსებული საკრალურ-სპირიტუალური კავშირის თემა და ასეთი განცხადება გააკეთა: „მე უკვე მერამდენედ ვარ ამ ოვალურ კაბინეტში და უნდა გითხრათ, რომ ყველა წინა შეხვედრა იყო კარგი, მაგრამ არასდროს ამდენი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ჩვენ ამ კაბინეტიდან არ გამოვსულვართ.“
… ანუ, ობამა კონკრეტიკის კაცია, ბუში ლაყაფისტი იყოო… თხასავით გაყიდა მოკლედ ბუში … იუშენკო… ტიმოშენკო… ბუში…
ჯორჯ ბუში უმცროსი: – როგორ მოხვდი ოვალურ კაბინეტში?
მიშა: – ბავშვობიდან აქა ვზივარ!
P.P.S. თარგმანში დაკარგულ ვაი-თარჯიმნებს და ურნალისტებს შემიძლია ვურჩიო რომელიმე ნორმალური ინგლისური ლექსიკონი, მაგალითადი მაკმილანის (http://www.macmillandictionary.com ) სადაც გარკვევით წერია, რომ სიტყვა formal-ს ძირითადი მნიშვნელობა არის „ოფიციალური“, „კანონის მიხედვით განხორციელებული“…