„მიშა თავისუფალია!“ კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე „გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?“


მადლობა, ია! ჩვეულებისამებრ, ძალიან კარგი ანალიზია (http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24441051.html#relatedInfoContainer)  და ახალი წლის ძალიან საინტერესო დასაწყისი ბლოგზე!

ახალ წარმატებებს და მეორე სუნთქვას  ვუსურვებ “იანეთს”, ხოლო მის დიასახლისს – მრავალ სიხარულს და გამარჯვებებს!

 

კითხვა ნამდვილად დროულია – გადადგება თუ არა ამხ. სააკაშვილი!

 

მე მაინც მგონია, რომ არ გადადგება და აი, რატომ:

 

მიხეილ სააკაშვილი არის ისეთი მოთამაშე, რომელიც მხოლოდ მაშინ მიდის რისკზე, როცა ორი ჯოკერიდან სამივე მისია! :))

2008 წელს მისი მთავარი ჯოკერი, ჩემი მოკრძალებული აზრით, იყო აშშ ელჩი ჯონ ტეფტი, რომელიც ყველაზე უფრო მიკერძოებული ელჩი იყო, რაც კი აშშ მთავრობას საქართველოში ჰყოლია. ელჩი, რა თქმა უნდა მიკერძოებულია ყოველთვის – თავისი ქვეყნის და მთავრობის ინტერესების გამტარებელია, აი, ტეფტი კი გაცილებით მეტად მიხეილ სააკაშვილის კლანური ინტერესების გამტარებელი იყო და იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა მას მოუწევს როგორც ქართველი კანონმდებლების, ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგალითად, რატომ ახდენდა ყველა სხვა ელჩისაგან განსხვავებული ინფორმაციის გადაცემას 2008 წლის აგვისტოს ომის წინა დღეებში და კიდევ იმ კითხვებზე, რაც სააკაშვილის ჩვენებების შემდეგ გაჩნდება… მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ  უეთოს მისიაში მთავარ დამკვირვებლად ამერიკელი სენატორის და ყოფილი ფედერალური მოსამართლის (რომელიც შემდეგ 150,000 დოლარის ქრთამის აღებისათვის ამ სამსახურიდან გაანთავისუფლეს) შერჩევა ტეფტის ჩარევის გარეშე არ მომხდარა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტეფტს მიშას ერთგულებას აშშ მთავრობა და სახ დეპარტამენტში მისი უშუალო კურატორი, ასევე ცნობილი მიშისტი მეთიუ ბრაიზაც ურჩევდნენ. აშშ პრეზიდენტის სულსწრაფი მილოცვაც ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე კიდევ ერთი ნიმუშია, რა სერიოზული ჯოკერი ეჭირა ხელში დემოკრატიის შუქურყოფილს.

დღეს აშშ ელჩის პოზიცია ძირეულად განსხვავებული მგონია იმისგან, რასაც ტეფტი აკეთებდა 2007 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილის გადადგომის და დაბრუნების სცენარი იწერებოდა. ჯერ ერთი, ჯონ ბასი გაცილებით უფრო პრინციპული ადამიანი ჩანს მედიის და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებში, ხოლო ახლა უკვე – საპარლამენტო თაღლითობების დაუყონებლივ კრიტიკაშიც, მეორეც – აშშ სახ. დეპარტამენტი სულ უფრო რეგულარულად ახსენებს სააკაშვილს, რომ არჩევნები მისი ტესტი იქნება და საქართველოსთან მომავალი ურთიერთობები სწორედ ამ ტესტის ჩაბარებაზე არის დამოკიდებული, და რომ აშშ ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს არცერთ პარტიას და კანდიდატს, არამედ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.  და ბოლოს – არა მგონია, რომ მიშასადმი უნდობლობის დემონსტრირება პერსონალური ფაქტორებით იყოს განპირობებული. აშშ ადმინისტრაცია ვერ გაამართლებს თვალის დახუჭვას საარჩევნო დარღვევებზე საქართველოში, როცა ასე მკაცრად შეაფასა საარჩევნო დარღვევები რუსეთში. და თუ მაინც წავა ამაზე, ამით წერტილს დაუსვამს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ განწყობას ამერიკისადმი და ხელს უბიძგებს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთმორწმუნე რუსეთი უფრო მისაღებად აღიაროს, ვიდრე ისეთი ამერიკა, რომელიც ქართველი ხალხის  პარაზიტების მხარდაჭერით არის დაკავებული.

აქედან გამომდინარე, რამდენადაც სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს ამერიკიდან მხარდაჭერის დიდი იმედი, ხოლო ევროპიდან მხარდაჭერის იმედი კიდევ უფრო მიზერულია, იმის შანსი, რომ იგი მშვიდად გადადგება და თავის ბედს სასწორზე შეაგდებს, ნაკლებია!

 

2. სააკაშვილს აბსოლუტურად არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ იგი ივანიშვილს შეუთანხმდება! ასე რომ 2007 წელს მოქმედი მეორე ჯოკერიც არ აქვს. ივანიშვილის საცდუნებლად მას ქვეყნის ბიუჯეტიც კი არ ეყოფა. ივანიშვილი არ ყოფილა მისი საარჩევნი შტაბის უფროსი და ლევან გაჩეჩილაძისგან განსხვავებით არ ენდობა მიშას დაპირებას, ეს ერთი მომაგებინე და შემდეგ არჩევნებს წესიერად ჩავატარებო! მიშას მთელი ტაქტიკა ახლა გათვლილია იმაზე, რომ დააშინოს ივანიშვილი და ქვეყნიდან გაქცევა აიძულოს, მაგრამ მას ეს უნდა სხვების ხელებით განახორციელოს, ხოლო თავად აბსოლუტურად ყალბი განცხადება გააკეთა ბი-ბი-სისთან, რომ თურმე ივანიშვილი მისთვის და ნაცმოძრაობისთავის კარგია, რადგან კონკურენცია პირადად მას და ნაცმოძრაობას მოდუნების საშუალებას არ აძლევს და აძლიერებს!!! საინტერესოა, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტს საკმარისი დრო ჰქონდა, ეს „გამაძლიერებელი კონკურენტი“ საქართველოს მოქალაქედ დაებრუნებინა, მაგრამ არაფრით სურს ამის გაკეთება. პირიქით, აბსოლუტურად დრაკონული საბანკო, საფინანსო და პოლიტიკური რეგულაციები და რეტროაქტიული კანონები მიაღებინა პარლამენტს!

3. სააკაშვილი ბოლომდე ვერ ენდობა ბაქრაძეს! ბაქრაძემ კარგად დაინახა, როგორ გამოიყენა და გადააგდო სააკაშვილმა ნინო ბურჯანაძე და არა მგონია, ნინოს ბედის გაზიარება სურდეს. ბაქრაძე ბურჯანაძესთან შედარებით კი თონთლო ჟელეა, მაგრამ ამ ჟელეს უკან საკმაოდ ხისტი პიროვნებებია და არავინ იცის, მიშას რა კვანტს დაუდებენ, როცა იგი უკვე  რიგითი საპარლამენტო კანდიდატი იქნება. ვაი-და უცებ ისევ მოიშვას სადმე გაზის ვინტილმა, ან საბურავმა დაუშვას ტრასაზე? მერე ხომ დროებითი ბაქრაძე ხანგრძლივ მარიონეტად ტრანსფორმირდება? ამის შანსი, რა თქმა უნდა, დიდი არ არის, მაგრამ თქვენ როგორ გგონიათ, მიშას ხურვებაშეყრილი ტვინი ასეთ ვარიანტს არ ითვალისწინებს?

4. სააკაშვილი თუ პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს, მას კიდევ ერთხელ მოუწევს მრავალჯერ გადაკეთებული საკონსტიტუციო პიჯაკის ხელახლა გადაკეთება (ქვეყნის მთავარ კანონში პრემიერის ფიგურის „ჩამოლაბორანტება“ და სპიკერის „გაკეისრება“) და ეს – საახალწლო „ჭრა-კერვის“ მერე – უკვე საერთოდ მოთხრის მის რეიტინგს მსოფლიოში. თან გაითვალისწინეთ, თუ მას ეს უნდა გააკეთოს – ეს ახლავე უნდა გააკეთოს, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია!

5. მთელი მსოფლიო აშშ და ჩინეთის ჩათვლით სერიოზული პოლიტიკური პერტურბაციების (მაგალითად ირანზე დარტყმის, აშშ-პაკისტანის სერიოზული დაშორების და სულაც თურქეთ-ისრაელის ურთიერთობების გამწვავების) მოლოდინშია. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ამას იმ მღვრიე წყლად აღიქვამს, რომელშიც იგი სათავისო თევზის დაჭერას შეეცდება და ამდენად ძალიან არ ენდომება ამ მომენტებს უმრავლესობის სიის პირველ ნომრად მყოფი შეხვდეს და არა – ქვეყნის ნომერ პირველ პირად. იგივე ეხება სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც თუ დაიწყო და საქართველოსაც გაჰკრა კუდი, სააკაშვილის გუნდმა (მაგალითად ბოკერიამ) დასავლეთის მხრიდან ნდობის მოსაპოვებლად სწორედ სააკაშვილის დაძირვა შეიძლება გამოიყენოს – არ დაგავიწყდეთ, ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველოს უკვე 2012 წელში გადასახდელი ვალების პროცენტების რესტრუქტურიზაცია მოუხდინონ, ეს ისაა, რომ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალოს. ასე რომ სააკაშვილის მიერ პუტინის კოპირება კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ 2013 წლის შემდეგ სააკაშვილი უნდა გახდეს რიგითი მოქალაქე – რა თქმა უნდა შეიძლება იყოს პარლამენტარი, ან მშენებლობის თუ კულტურის მინისტრი, მაგრამ არა ისეთი ძლევამოსილი პიროვნება, რომელსაც ჯარი, ფინანსები, პოლიცია ან სასამართლო დაემორჩილება!

ამიტომ ჩემი ვარაუდი ასეთია – მიხეილ სააკაშვილი, 2008 წლისგან განსხვავებით, ახლა არ წავა ასეთ სარისკო ნაბიჯზე (რომელიც, 2008 წელს მხოლოდ მოჩვენებით იყო „სარისკო“ და სინამდვილეში კარგად ჩაწყობილი ბლეფი იყო, რომელიც ჩელენტანოსაც კი შეშურდებოდა) და არ გადადგება.

იგი ეცდება არჩევნები დანიშნოს ვადამდე – მაგალითად 2012 წლის 5 მაისს, რაც შეიძლება შეზღუდოს ქვეყანაში უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლის შანსი, თუ დაჭირდა, წავიდეს სერიოზულ გართულებებზე დასავლეთთან, რომელიც თითქმის დარწმუნებულია, რომ მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს და სააკაშვილის გაპრემიერებას მაინც გააკრიტიკებს და მოიგოს არჩევნები სერიოზული ძალადობის წყალობით (რისთვისაც უკვე ამზადებს ე.წ. ნებაყოფლობით რეზერვს სამეგრელოში და ზონდერბრიგადებს შიდა ქართლში და კახეთში), რასაც დაემატება სახლმმართველობის მდედრიონის, ადმინისტრაციულოი მოსყიდვების და უბნებზე საკუთარი ამომრჩევლების მასიური მობილიზაცია და კარუსელები.

ანუ, 2012 წლის არჩევნები იქნება ყველაზე უსამართლო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება წამსვლელია თუნდაც სამოქალაქო ომის გაჩაღებაზე ან – უფრო დახვეწილად – რუსეთის შემოჭრის იმიტაციაზე (რისი „წარმატებული“ ვერსია იმედმა უკვე დატესტა 2010 წელს) და არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერების დროებით დაკავებაზე ან სხვა პროვოკაციებზე.

მაგრამ ბოლოს ისეთი რამე უნდა ვთქვა, რაც ნებისმიერი ლოგიკური ანალიზის სარგებელს აქარწყლებს.

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა არის პარანოიდალური კრიზისის ზღვარზე და მისი არასტაბილური ფსიქიკა რას მოიმოქმედებს, ისევე ძნელი გასათვლელია, როგორც ჰიტლერის მოქმედებები 1945 წლის გაზაფხულზე. ასევ წარმოუდგენელია გათვალო მისი გუნდის წევრების ქმედებებიც, რომლებიც ჯერჯერობით ჩრდილში დარჩენას ამჯობინებენ, მაგრამ სააკაშვილისაგან განსხვავებით არანორმალური ფსიქიკა არ ახასიათებთ და სადამდე დარჩებიან ერთ ნავში არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანთან, რომელიც რეალობას სულ უფრო შორდება, ძნელი სათქმელია.

 

ფაქტი ერთია, მიხეილ სააკაშვილი თუ გააგრძელებს ისეთივე მოქმედებებს, როგორც 2011 წლის 10 ოქტომბრიდან ახორციელებს, ბიძინა ივანიშვილის პოპულარობას სწორედ მიხეილ სააკაშვილი გაზრდის! თუ მიშას არჩევნების მოგება უნდა, იგი უნდა დაბრუნდეს ძალადობის და შულერობის ველიდან პოლიტიკური ბრძოლის ველზე, გამოაცხადოს თავისი გეგმები (და ეს არ გადააბაროს გრიგოლ ვაშაძეს, რომლის მარიონეტობა უცხოეთისთვის აშკარაა) და მიიღოს მონაწილეობა დებატებში, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ “პრეზიდენტ-ატკრივალკა” იყოს… თუ მას ჰგონია, რომ რაიონებში მის მიერ დადგმული სპექტაკლები ძალიან მაღალი დონისაა, მინდა გავაწბილო – არც მეიერჰოლდია და არც ეიზენშტეინი, რომ მსოფლიო 8 წელი ტაშს უკრავდეს…

მიხეილ სააკაშვილი, 2011 წლის შემდეგ, უფრო არალეგიტიმური და ავტოკრატი მმართველი გახდა რეგიონში, ვიდრე მეზობელი რესპუბლიკების ლიდერები. და მას არც რუსეთის არმია ჰყავს მხარდამჭერად და არც ნავთობის და გაზის უზარმაზარი რესურსები. ასე რომ მისი ერთადერთი შანსი ქვეყანაში სერიოზულ დესტაბილიზაციაზე გადის. ხოლო დესტაბილიზაცია რომ არავის აწყობს, ეს ორჯერ ორი ოთხია.

 

ასე რომ, შალვა ნათელაშვილის აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთო, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები ასეთი იქნება

Not to be or… not to be :))

Advertisements

5 Comments on “„მიშა თავისუფალია!“ კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე „გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?“”

  1. levan ამბობს:

    ფინალი განსაკუთრებით მომეწონა 🙂

  2. ამ ”გადადგებამ” დააყენა ეგ ტიპი ფეხზე და რადენჯერ! მისი გამთეთრებლები რომ მისივე საყრდენებს წარმოადგენენ, აღარავის ეპარება ეჭვი! და მიუხედავად ბევრი აბსოლუტურად არასწორი შეფასებისა, მაინც საინტერესო საკითხავია; დაინახავ კაცი, როგორ უნდა გადაარჩინო ქვეყანას შემოსეული მტერი!!!
    საკვირველია, როგორ შეიძლება მტერს არჩევნები მიუძღვნა, ხოლო ის მასკარადი, რასაც ის(და თქვენც!) არჩევნებად გინდათ შეასაღოთ ქართველ ხალხს, არის მხოლოდ ”არჩევნები”, ანუ კიდევ ერთი მცდელობა ქართველობის მოტყუებისა!
    იქნებ ახლა მაინც დავუძახოთ ყველაფერს თავისი სახელი, ნუთუ სამშობლოს გათავისუფლების სურვილი არ გაწუხებთ?!
    საოცრება და კიდევ საოცრება!!!

  3. gocha ამბობს:

    mishas dro damtavrda.kargad gamoiyena BUSHMA,da ara marto.rusetmac magrad gamoiyena misi somxoba.magram ar vyofilvat bolomde ganciruli eru.da chemi azrit yvelam unda davudget BIDZINA-PATRIOT QARTVELS,rom gadarches eri.dadavgvardebit,MISHAS xelshi

  4. ana ამბობს:

    chvens prezidenttan shedarebit, italiis ex premier ministri rom mixvda rom sxva gxa ar qonda uproblemod gadadga.tvit italielebic ki gancvifrebulni darchnen.chveni prezidenti ki ufro meti ganatlebuli da chkviania da archevani shemi azrit aseve uproblemod unda gaaketos, rogorc berluskonma…..

  5. levan ამბობს:

    ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მთავრობა უკვე სერიზულ კონტროლზეა აყვანილი. ასე ვთქვათ პრობაციონერბეი არიან :] ამერიკა ძალიან კარგად ხედავს და არჩევს სწორი მომენტისთვის სწორ პიროვნებებს, ასე ვთქვათ იმ მომენტისთვის ძლიერ პიროვნებებს. ვფიქრობ ისინი ხედავენ რომ სააკაშვილის რესურსი ნოლზეა დასული და ქვეყანა ერთპიროვნულ მმართველობაში იძირება. სააკაშვილის პიროვნებიდან გამომიდინარე ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, თავისი ძალაუფლების გადასარჩენად შეიძლება ქვეყნისთვის წარმოუდგენელი ზარალის მომტანი საქციელი ჩაიდინოს, მათ შორის ომიც. დღევანდელი ამერიკის ელჩი საქართველოშ ძალიან კარგად ხედავს სიტუაციას და დარწმუნებული ვარ ტეფტისგან განსხვავებით სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის თეთრ სახლს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო (იმიტომ რომ ამ თემაზე უსაზღვროთ შეიძლება ლაპარაკი)
    მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უდიდესი გამოცდა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ქვეყანას ეძლევა შანსი რათა დემოკრატიული გზით, მშვიდობიანად მოხდეს ხელისუფლების გადაცემა, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება. თუ ეს ასე არ მოხდა და ხელისუფლება კვლავ ამათ ხელში დარჩა………….. თქვენთვის მომინდია გადასაწყვეტათ თუ რა მოხდება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s