საქვეყნოდ ცნობილი ალპინისტები


Edmund Hillary, ახალი ზელანდია

 

ცნობილი მთამსვლელი, მოგზაური და ფილანტროპი, რომელმაც პირველად მსოფლიოში 1953 წ. შერპ თენზინგ ნორგეისთან ერთად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი – ევერესტი (ჰიმალაები) დაიპყრო. შემდეგში მან დაიპყრო ჰიმალაების კიდევ 10 მაღალი მწვერვალი, იმოგზაურა სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე და დაარსა შერპი ხალხის დახმარების ”ჰიმალაების ფონდი”. ჟურნალმა ”თაიმმა” იგი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გამოჩენილ ადამიანთა სიაში შეიყვანა. მისი სახე გამოსახულია ახალზელანდიურ 5-დოლარიან ბანკნოტზე.

Reinhold Messner, იტალია

 

”ჯადოქარი”, ”ცოცხალი ლეგენდა”, – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ალპინისტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს მსოფლიოს 14-ვე რვაათასმეტრიანი მწვერვალი. პირველი მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო ევერესტი დამატებით ჟანგბადის გარეშე. ნანგა პარბატის (ჰიმალაები) ასვლის დროს დაეღუპა ძმა, გიუნტერ მესნერი და თავად ტერფის თითების ამპუტაცია დასჭირდა, მაგრამ ალპინიზმი არ მიუტოვებია. გახსნა მესნერის მთის მუზეუმი, რომლის დირექტორიც თვითონაა.

Jerzy Kukuczka, პოლონეთი

 

მსოფლიოში მეორე ალპინისტი, რომელმაც 14-ვე რვაათასმეტრიანი მწვერვალი დაიპყრო, თანაც – ყველაზე მოკლე ინტერვალში,  11 – ახალი მარშრუტით, 4 – სწრაფი ასვლით ზამთარში და 1 – სოლო. ტრაგიკულად დაიღუპა 1989 წელს ლჰოცეს სამხრეთ მარშრუტზე. 

Hermann Buhl, ავსტრია

 

ერთ-ერთი იმ ალპინისტთაგანი, რომელთაც უკვე ახალგაზრდა ასაკში სუპერადამიანის სახელი შეარქვეს. 1953 წ. მან პირველმა მარტომ დაიპყრო 8,000-იანი პიკი – ნანგა პარბატი (ჰიმალაები), ხოლო 1957 წელს – ჯგუფურად მეორე 8,000-იანი მწვერვალი ბროუდ პიკი. წარმატებით გამხნევებული ბულმა მეგობართან ერთად გააგრძელა ექსპედიცია და შეეცადა დაულაშქრავი მწვერვალის – ჩოგოლიზას (ბრაიდ პიკის) დაპყრობას, მაგრამ ტრაგიკულად დაიღუპა. 

Marc Francis Twight, აშშ

 

ექსტრემალური ალპინიზმის ფუძემდებელი და სახელმძღვანელოს ავტორი.

Ricardo Cassin, იტალია

 

რამდენიმე დღემდე საუკეთესო მარშრუტის ავტორი, მათ შორის ნორს ფეისზე 6 სხვადასხვა დიდი მარშრუტისა. 1975 წელს განახორციელა წარმოუდგენლად რთული ასვლა ლჰოცეზე (ჰიმალაები) სამხრეთის მარშრუტით. მის მიერ დაარსებული კომპანია დღემდე აწარმოებს ალპინისტურ მოწყობილობებს.

Gerlinde Kaltenbrunner, ავსტრია

 

სადღეისოდ საუკეთესო ქალი ალპინისტი, რომელსაც უკვე დაპყრობილი აქვს 9 რვაათასმეტრიანი მწვერვალი და აქვს შანსი (ჯერ მხოლოდ 41 წლისაა) დაიპყროს თოთხმეტივე.

ქართველი პოლიტალპინისტები

Gia Tortladze, საქართველო

 

Mr. PadoshA, ”ჯომოლუნგმას ძირი” – კაცი-ლეგენდა, რომელმაც დაიპყრო ევერესტიც და საქართველოს პარლამენტიც. მართალია, ორივე შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, თუ რამდენად კანონიერი იყო მეთოდები, რომლითაც მან ეს დაპყრობები განახორციელა, მაგრამ უმწიკვლო საკრედიტო ისტორიის წყალობით საქართველოს მიხ. სააკაშვილის სახელობის დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელს, ლიდერს და ერთადერთ წევრს ეს დიდად არ ანაღვლებს, რადგან პატრიოტული აქტის ფუძემდებელია და ბიძინა ივანიშვილისგან იმით განსხვავდება, რომ პოლიტიკაში ბიზნესიდან კი არ მოსულა, პირდაპირ ევერესტიდან ისკუპა.

Erosi Kitsmarishvili,  საქართველო

ლეგენდარული ავანტიურისტი, რომელმაც სამედიცინო განათლებაზე უარი თქვა და ავანტიურებში გადაეშვა. დააარსა დამოუკიდებელი ტელევიზია რუსთავი-2, რომლის მეშვეობითაც მოახდინა მსოფლიოში ცნობილი კანცელარიის პიკის დაყრობა და იქედან ავეჯის საზეიმო გადმოყრა. შემდეგ ეს ტელევიზია ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად გამოაცხადა” და სწორედ მისი მეშვეობით ეს ხალხი პირწმინდად დაამარცხებინა საკუთარ შერპს – მიშზინგ მაღლეის. შემდეგ კი ამავე შერპის ბატონობის დასრულების ლოზუნგით სათავეში ჩაუდგა იისფერი ყურძნის პარტიას და 8000 ერთმეტრიანი ბორცვის დაპყრობით დაგეგმა ”ზილების” რევოლუცია, რომელიც საკუთარი მონაწილეობა უამინდობის და არასაფრენი ამინდის გამო ბოლო მომენტში გააუქმა. 2011 წ. 30 ნოემბერს ე.კ.-მ საკუთარი დაცვისა და და მაღლეის პატრულის დახმარებით (მადლობა პატრულს!) განახორციელა ფანტასტიური რეიდერული დაპყრობა, იერიში მიიტანა რა მსოფლიოში ყველაზე მიუდგომელ მაესტროს ღობეზე (აკვრით) და მიაღწია ე.წ.  ღლონტის დონეს, სადაც დაიდო ბანაკი და ბივუაკში გაათენა ღამე.

მთელი მსოფლიოს ალპინისტები გულმხურვალედ ახსენებენ ეროს-დიდს მათი პროფესიული სტანდარტების კრიმინალურ-რეიდერულ სექტორში აქტიური დანერგვისათვის.

ამ სულისშემძვრელი რეიდ-ალპინიზმის ისტორიული კადრები:

http://www.youtube.com/watch?v=OV0Q25IPO0o



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s