მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები


ვარდების რევოლუცია იყო მედიის პირმშო!

და ბედის ირონიაა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა იქცნენ სამართლიანი მედიის ყველაზე დაუძინებელ მტრად! თანაც – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან!

ქართულ მედიაზე შეტევა სააკაშვილმა პრეზიდენტად არჩევისთანავე დაიწყო. უკვე 2004 წელს  ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია – ტელეკომპანია ”იბერია”, გაზეთი ”ახალი ეპოქა”, ”დილის გაზეთი”, ”მთავარი გაზეთი”, ჟურნალი ”ომეგა”, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესი”; დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები – ”ღამის კურიერი”, ”ღამის მზერა”, ”რა ხდება”, ”ტაიმაუტი”, ”ცაიტნოტი” და, განსაკუთრებით აღსანიშნავია – ”60 წუთი”,  შევარდნაძის დროს საოცრად მაღალი რეიტინგის მქონე ყოველკვირეული ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც მაშინდელი ოფიციოზის რამდენიმე პირის კარიერა ემსხვერპლა. დაიწყო ეთერიდან ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის მიუღებელი სიუჟეტების მოხსნა. ჟურნალისტების დახარისხების პარალელურად დაიწყო ზოგიერთი მათგანის ხელის მოოქროვების, ხოლო სხვების – არშემჩნევის, განქიქების და მოკვეთის  პოლიტიკა.

2005 წელს მთავრობის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად დაიხურა ტელეარხ ”მზის” საინფორმაციო გადაცემები – იმ მოტივით, რომ საჭირო იყო მკაცრად გასართობი არხი, და რომ მოსახლეობას არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაცია. პარლამენტარ კობა ბექაურის მიმართ თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს პოპულარული ჟურნალისტი და სააკაშვილის პიარ-ქმედებების მენეჯერი, პოპულარული შოუ “დარდუბალას” ავტორი და ტელეკომპანია 202-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ხოლო არხი, რომელიც სულ უფრო მეტად ხდებოდა მთავრობის მოქმედებების კრიტიკოსი, ასევე დაიხურა.

აი, რა განცხადება გააკეთეს ქართველმა ჟურნალისტებმა 2005 წლის 8 ივლისს რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის ხმაურიანი დაშლის და ზოგიერთი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების პასუხად:

”ჩვენ, საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები, ღიად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს და გააკონტროლოს ჩვენი საქმიანობა. აგვიკრძალოს მისთვის არასასურველი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე მოხვედრა, პრობლემები შეგვიქმნას ინფორმაციის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებაში. განახორციელოს სადამსჯელო ღონისძიებები იმ მედია-საშუალებათა წინააღმდეგ, რომელთა ინფორმაციები, ანალიტიკური გადაცემები თუ თოქ-შოუებიც არ მოეწონება. დღევანდელ საქართველოში მედია-საშუალებებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა მზარდი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის განვითარების საუკეთესო ინდიკატორად ნამდვილად არ გამოდგება. ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი მისამართით აკეთებენ.” 

2005 წლის 1 დეკემბერს, ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში, აკაკი ბობოხიძემ, რომელიც მაშინ იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. იმის მაგიერ, რომ ბობოხიძე პოლიტიკური საქმიანობისათვის ჩამოეშორებინა, პრეზიდენტმა თავისი სურვილით თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო დააწინაურა – საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად! ხოლო ნიჭიერი ახალგაზრდა ჟურნალისტი, სავარაუდოდ – მასზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად – იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ამჟამად ინგლისში ცხოვრობს.

2005 წლის დეკემბერშივე გაზეთებში თავისი თავის მიმართ მზარდი კრიტიკით გაღიზიანებულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ქართულ პრესას თითქმის არ კითხულობს. მანვე გასცა არაოფიციალური ზეპირი ბრძანება, რომლითაც სამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალათ (!) ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაწერად ხარჯების გაწევა. ამ სერიოზული ფინანსური წნეხის გავლენა 2006 წელს ძალიან მტკივნეულად იგრძნეს ქართულმა გაზეთებმა, რომელთა უმრავლესობის ტირაჟი  1000-3000-ით შემცირდა.

2006 წელს სატენდერო განცხადებების განთავსების უფლება მიიღო შევარდნაძის დროს ყველაზე მკვეთრად ოპოზიციურმა გაზეთმა „24 საათი“,  რომელიც 2004 წლიდან მკვეთრად პროსამთავრობო გახდა. ბოლო 3-4 წელია, აღნიშნული გაზეთის რეიტინგი უაღრესად დაბალია და მისი არსებობის ერთ-ერთი ან ერთადერთი სერიოზული წყარო სწორედ სატენდერო განცხადებებიდან შემოსული მსუყე დოტაციაა.

2006 წ. 7 ივლისს -ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ყველაზე რეიტინგული გადაცემის “თავისუფალი თემის” ავტორმა და წამყვანმა, და ამავდროულად საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში ძალოვნების მიერ ახალგაზრდა ბანკირის სანდრო გირგვლიანის მოტაცების, სადისტურად წამების და მკვლელობის თემის განხილვისას განაცხადა, რომ მან ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის – გიგა ბოკერიასაგან (დღეს – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი) მიიღო ინსტრუქციები იმის შესახებ, რა უნდა ეთქვა და რა – არა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან წამოსულმა ასეთი ”რჩევებმა” უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო, რომ იგი არ აპირებს, დაემორჩილოს ზეწოლას და პროტესტის ნიშნად დატოვა ტელეკომპანია რუსთავი-2. არავითარი გამოძიება ამ ფაქტს არ მოჰყოლია.

სტუდია „მონიტორის“ (ავტორი – ნინო ზურიაშვილი) ძალიან მძაფრ და საინტერესო ფილმი ქართული  ტელევიზიების მძიმე ბედის შესახებ (http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=38)  დოკუმენტურად აჩვენებს, რომ 2003 წელს საქართველოში იყო 12 კერძო ტელევიზია, რომელთაგან 4 მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და რომელთა ნახევარი მაინც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 4 წელიწადში აქედან 11-ს (“რუსთავი2”-ს, “იბერიას”, მე-9 არხს, “202”-ს, “ევრიკას”, … ფაქტიურად ყველას, გარდა ტვ „კავკასიიისა“) შეეცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია! ევროკავშირის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტელევიზიათა მფლობელობის საკითხი მჭიდროდაა გადაჯაჭვული  ამ ტელევიზიების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ასპექტთან, ასევე – მათდამი ნდობის ხარისხთან

http://www.epfound.ge/files/geo_media_research_report_ge.pdf   http://irdb.wordpress.com/2009/11/24/სატელევიზიო-სივრცე-საქარ/ http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3795〈=ge

ამჟამად საქართველოში მოქმედი 40-ზე მეტი სატელევიზიო არხის მფლობელი, მიუხედავად კანონის მხრიდან აკრძალვისა, ზოგ შემთხვევაში, იყვნენ ან არიან ხელისუფლების მოქმედი ან ახლო წარსულში აქტიური პირები, ან მათი ოჯახების წევრები, (კონკრეტულად – კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი, ამავე კომისიის  წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლე ნოდარ ჭარხალაშვილი, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი გიორგი არველაძე), მუნიციპალიტეტები (ახმეტის) ან მუნიციპალიტეტის წევრები. გამოვლენილია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები/მეზობლები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლნენ ტელევიზიების მსხვილ ან საკონტროლო პაკეტებს. ერთი და იგივე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოშობის და ოფშორებში რეგისტრირებული კომპანია – Degson Limited  – ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან“ ერთად ფლობს ეროვნული რანგის ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „მზე“.  მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია „ევრიკის“ 51%-ს ფლობს. ტელეკომპანია „იმედის“ აქციების 100%–ის მფლობელია „Georgian media production group”.  ამ კომპანიების უმრავლესობა რეგისტრირებული ოფშორულ ზონებში და მიუხედავად სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებებისა, საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს მოახდინოს ეროვნულ სამაუწყებლო კომპანიებზე ასეთი ოფშორული მფლობელობის წესის პრაქტიკულად აკრძალვა და ტელეკომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციების გასაჯაროება.

2004 წლიდან დაწყებული I სატელევიზიო არხის – ანუ საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობაში მოდიოდნენ მთავრობის მიერ დანიშნული – სულ უფრო ოდიოზური, სულ უფრო მეტად კონტროლირებადი პირები და საზოგადოებრივი არხიც სულ უფრო ხდებოდა სააკაშვილის სურვილების შემსრულებელი და ქართული საზოგადოების დეზინფორმაციის სერიოზული ინსტრუმენტი…

2006-07 წლები – ვანო მერაბიშვილმა და ნაცმოძრაობის სხვა დიდმოხელეებმა მოახერხეს მრავალი მედიასაშუალების დაქვემდებარება, რის შემდეგ ეს მედიარესურსები ან დაიხურა,  ან მყვირალა, არაეთიკურ და ნაკლებად ობიექტურ მედიასაშუალებებად იქცა, რომელთა საქმიანობის სტილი მარტივად შეიძლება ასე დახასიათდეს – „ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ლაფში გავსვაროთ ოპოზიცია!“

2007 წლის 7 ნოემბერი – უკანასკნელი ეროვნული მასშტაბის დამოუკიდებელი ტელევიზია – „იმედი“განადგურებულ იქნა  სპეცნაზის შეჭრის და არნახული დარბევის შედეგად.

2008 წელი – იმედის ტელეარხი ღამით ზეწოლისა და სხვადასხვა მაქინაციებით გადაუფორმდა პატარკაციშვილის შორეულ ნათესავს, საქართველოს მთავრობასთან გარიგებაში მყოფ ჯოზეფ კეის, ხოლო შემდეგ – ვითომ არაბულ ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგს”, რომლის ”წარმომადგენელი”, ვინმე მარკ მონემი, ისე გაქრა პრეზენტაციის შემდეგ, რომ არავის არსად აღარ უნახავს. არაბული კომპანიის ”რაკ”-ის ხელმძღვანელმა 2009 წელს განაცხადა, რომ ტელევიზია ”იმედი” მათი აქტივი არასოდეს ყოფილა და რომ ის ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგი” მისთვის უცნობი კომპანია იყო! და ამით ირიბად დაადასტურა, რომ ”იმედი” სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა, შექმნა რა არაბული რაკიინის ვითომდა შვილობილი მსგავსი სახელის მქონე კომპანია, რომელიც რეალურად ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირები მართვადნენ. ამას ისიც ადასტურებდა,რომ 2008 წელს ტელეკომპანია იმედის სახელფასო ხარჯებს ქ. თბილისის მერია ფარავდა! 2011 წელს პატარკაციშვილის ოჯახმა სხვა აქტივების დათმობის სამაგიეროდ ოფიციალურად დაუთმო იმედი საქართველოს მთავრობას, რითაც ფაქტიურად დადასტურდა, რომ ჯოზეფ ქეიც და ”არაბებიც” სააკაშვილის ხელისუფლების შირმა იყო მხოლოდ.

2008 წლიდანვე დაიწყო სამივე ნაციონალურ მასშტაბის ტელეარხის – ”საზოგადოებრივი არხი”, ”რუსთავი2”, ”იმედი” – თანდათან სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ცენზურა. ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ლიდერები – გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე – სხვადასხვა დროს ამ არხების პირადი ცენზორების როლს ასრულებდნენ.

2010 წ. – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა – თუნდაც სტელაჟებიდან – გარე ვაჭრობის ნაირსახეობად ჩაითვალა და აიკრძალა. რამდენიმე ასეული ადამიანი თბილისში უმუშევარი დარჩა.

2010 წ. – სტელაჟებიდან მოვაჭრეების ლიკვიდაციის შემდეგ თბილისის მერის გიგი უგულავას განკარგულებით თბილისში რამდენიმე ასეული Press ჯიხური ჩაიდგა. ამ Press ჯიხურებში, რომელსაც ვითომ დუბაიური ფირმა, ხოლო სინამდვილეში – ლატარიის კომპანიის მაშინდელი მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა, მალე საქართველოს ლატარეის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ისინი ჟურნალ-გაზეთების გაყიდვაზე უკვე ნაკლებ დამოკიდებულნი გახდნენ. დღეს ეს ჯიხურები ჟურნალ-გაზეთებსაც ჰყიდიან, მაგრამ ეს მათი შემოსავლების მინიმუმია და თუ მთავრობას (ვინც მათ საკუთარი ახლობლების ხელით მართავს) დასჭირდა, რომ პრესა, ან  რომელიმე კონკრეტული გაზეთი, არ გაიყიდოს, ეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება.

2010-2011 – საქართველოს მთავრობამ დაიწყო საქართველოს ფოსტის პრივატიზაციის პროცესი და საბოლოოდ ეს უკვე კერძო კომპანია სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ფინანსთა მინისტრს – კახა ბაინდურაშვილს ჩააბარა. არაა გამორიცხული, რომ სხვა მიზნებთან ერთად ეს ფოსტის მეშვეობით ჟურნალ-გაზეთების გავრცელების კონტროლის მიზნითაც გაეკეთებინოთ. კერძო კომპანიას ერთ დღეს შეუძლია რაღაც მოგონილი მიზეზით უარი თქვას პრესის გავრცელებაზე, ან – უფრო ტექნიკურად, დისტრიბუციის ისეთი ტარიფი დააწესოს, რომელიც ნებისმიერი გაზეთის ბინაზე მოტანის შემთხვევაში მის ფასს გააორმაგებს. სანამ გაზეთები ჯიხურებში იყიდება, და ეს ჯიხურები საკმარისად მრავლადაა, გამოწერის პრობლემა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ჯიხურებზე ზეწოლის ახალი ნაბიჯები სწორედ ამჟამად ხორციელდება.

2011 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ”მაესტრომ” ლამის ერთწლიანი ბრძოლის შედეგად სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, მთელი საქართველოს რეგიონების მასშტაბით დაიწყო  ”მაესტროს” მიმართ საკაბელო ტელევიზიების დაუსაბუთებელი უარის კამპანია, რის შედეგად თელავის, რუსთავის, ახმეტის და ბევრ სხვა ქალაქებში ”მაესტროს” გავრცელება შეიზღუდა. ხშირად საკაბელო კომპანიების თანამშრომლები კერძო საუბრებში აღიარებდნენ, რომ მათ ამ სახის დავალება სახელისუფლებო წრეებისაგან მიიღეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ბოჭკოვანი ქსელების და კაბელური ტელევიზიის ორივე დუოპოლისტი  – ”სილკნეტი” და ”კავკაზუს ონლაიანი” – ტელეკომპანია ”მაესტროს” ჯიუტად არ რთავს თავის პროგრამების სიაში, აშკარაა, რომ როგორც კი მაღალსიჩქარული  ინტერნეტის და ტელევიზიის ერთობლივ პაკეტზე დემპინგური ფასებით მოხიბლულ თბილისელთა უმრავლესობა ამ საკაბელო ტელევიზიებიდან ერთ-ერთს აირჩევს, მათ მოუწევთ ცხოვრება „მაესტროს“ გარეშე და „მაესტროს“ მიღების ერთადერთი წყარო სატელიტური თეფში გახდება, რაც არც მაღალი ხარისხით იქნება გარანტირებული, და თანაც – საეჭვოდ ჩატარებული ტენდერის შემდეგ – ტელეანძის საეჭვო მფლობელს არაა გამორიცხული, საჭირო მომენტში (მაგალითად – არჩევნების დღეს!) ტექნიკური პრობლემების ”გაუჩნდეს”.

2011 წ. 26 მაისის ღამეს – ხელისუფლებამ არნახული სისასტიკით დაარბია უკვე არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი რუსთაველზე. მიტინგის დარბევისას დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელი, რომელიც ოპოზიციის ლიდერს ნინო ბურჯანაძის კორტეჟის მანქანას დაბრალდა, თუმცა გამოძიებამ და ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ეს ვერ დაადასტურა. მიტინგის დარბევის დროს ათობით ჟურნალისტის მიმართ პოლიციის და სპეცნაზის მხრიდან გამოყენებულ იქნა ფიზიკური და მორალური ძალადობის მეთოდები. ზოგიერთი უკანონოდ დააკავეს და უკვე განყოფილებაშიც სცემეს, ჩამოართვეს აპარატურა და გადაღებული მასალები. დღემდე ამ საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

2011 წელი ივნისიდან – საგადასახადო პოლიციამ დაიწყო უსასრულო (დღემდე დაუსრულებელი! მხოლოდ – შეჩერებული!) შემოწმება მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ 6 დამოუკიდებელ სტრუქტურაში. მართალია, დარღვევები ფაქტიურად ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ სურვილი ძალიან დიდი იყო, რომ „პალიტრა“ დაეხურათ და სავარაუდოდ „პალიტრა“ გადარჩა მხოლოდ იმ არნახული სოლიდარობისა წყალობით, რაც საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა და უცხოელმა დიპლომატებმა (განსაკუთრებით – აშშ საელჩომ) გამოიჩინეს. შემოწმების ბოლო ვადის დამთავრებამდე 4 დღით ადრე შეჩერებული შემოწმება შეიძლება ნებისმიერ მომენტში განახლდეს და ეს დამოკლეს მახვილი საგადასახადომ იმიტომ დატოვა  ”პალიტრის” თავზე, რომ მედია, რომელმაც 26 მაისის მიტინგის სისხლიანი დარბევის ბეჭდვითი და ვიდეომასალები გაავრცელა, მორჩილი გახადოს!

2011 წ. 7 ივლისს დაიწყო ე.წ. ”ჯაშუში ფოტოგრაფების” საქმე. დაკავებულ იქნა ის 4  ფოტოგრაფი (მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი), სწორედ რომელთა მიერ გადაღებულ იქნა და გავრცელდა  26 მაისის მიტინგის სასტიკი დარბევის ფოტომასალა. დაკავებულ იქნა ერთ-ერთი მათგანის მეუღლეც – ასევე ფოტოგრაფი, რომელიც მალე გაასამართლეს და 10,000 ლარის გირაოთი გამოუშვეს, ხოლო მისმა ქმარმა ნახევარ საათში ჯაშუშობის შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა… აშშ საელჩოს ჩარევით დაკავებიდან მალევე გაანთავისუფლეს ”Associated Press”-ის თანამშრომელი შაჰინ აივაზოვი, რაც ადასტურებს, რომ ეს თათრი ძაფით ნაკერი საქმე პოლიტიკური შეკვეთა იყო და მართლაც რომ ჯაშუშობა ყოფილიყო, ამერიკის საელჩო ვერ მოითხოვდა ”რუსი ჯაშუშის” განთავისუფლებას(!). საბოლოოდ, ჟურნალისტებზე განხორციელებული არნახული ზეწოლის შედეგად საქმე საპროცესო გარიგებით დამთავრდა და „ჯაშუშები“ – საქმის დეტალების საიდუმლოდ შენახვის პირობით – გაანთავისუფლეს! თავისი ამ საქციელით სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკურად არასასურველი მასალების გავრცელებისას ის ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი იარლიყის მიკერებაზე წამსვლელია, თან ისე, რომ არც არაფერს დაამტკიცებს და დაადასტურებს (ერთადერთი ნივთმტკიცება იყო სიმბარათი, რომელიც ვითომ რუსეთის ფსბ თანამშრომელს ეკუთვნოდა და ბოლოს თბილისელი პენსიონიერის საკუთრება აღმოჩნდა).

2011 წ აგვისტო – სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ საკუთარ კარის ბიზნესმენებს (კერძოდ – ძმებ შარანგიებს და ოფშორულ ზონაში დაფუძნებულ International Online Network-ს) საბოლოოდ ჩაუგდეს ხელში ორივე ინტერნეტ პროვაიდერი – სილქნეტი და კავკაზუს ონლაინი. ამავდროულად, კავკაზუსის მფლობელობაში მყოფი ორივე ინტერნეტ რესურსი – ITV.ge  და presa.ge ასევე ნაცმოძრაობის ერთგული პოლიციელ-ჟურნალისტ გურამ დონაძის პოლიციურ ტელევიზიას რეალ-ტივის მფლობელობაში გადავიდა.

2011 წლის ნოემბერი – თბილისის მერიამ წამოიწყო ტენდერი, რომ გაანადგუროს ის რამდენიმე ათეული პრესის ჯიხური, რომელიც გიგი უგულავას და ნაცმოძრაობის კონტროლის გარეთ რჩება. სატენდეროდ გამოცხადდა სწორედ ის ადგილები, სადაც ათეული წლებია „პლანეტა ფორტეს“, „ელვა-სერვისის“ და „მაცნეს“ პრესის ჯიხურები იყო განთავსებული. ელექტრონული ტენდერის ჩატარების მომენტში სერვერი გაითიშა და ზოგიერთმა მსურველმა მონაწილეობა ვერ მიიღო. ძველი ჯიხურები 2 დღეში ასაღებად გამოაცხადეს (მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სრულიად სამართლიანად აქვს შეძენილი ეს ჯიხურები), ხოლო ახალი ჯიხურის მეპატრონეებს სრული თავისუფლება მიანიჭეს, რომ გაყიდონ იქ ნებისმიერი პროდუქტი (ხელისუფლების ერთ- ერთი პროპაგანდისტული მედიასაყვირის – ჟურნალ ”ტაბულას” მთავარი რედაქტორის და ამავე დროს ქვეყნის უშიშროების მდივნის გიგა ბოკერიას თანამეცხედრის – თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებით არაა გამორიცხული, რომ ჯიხურებში შაურმა, ან ცოცხები გაიყიდოს, როგორც საკუთრების ახალი  მფლობელი გადაწყვეტს).

ყველა ზემოთხსენებული შეზღუდვების და პრესის გავრცელების თანდათანობით შევიწროების გამოყენების ფონზე ხელისუფლებამ მწყობრ ლეგიონად აქცია სახელისუფლებო პროპაგანდისტები, რომელთაც ერთადერთ ამოცანად საქართველოს მოსახლეობის დაბრმავება, დაყრუება და მოტყუება დაუსახა, და რომლებიც ამ ამოცანას მართლაც შესაშური  ერთგულებით ასრულებენ.

ერთ-დროს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკით ცნობილი იმედის ტელევიზი გაცილებით უფრო ცნობილი გახდა 2010 წლის 13 მარტს, როდესაც მისმა ხელმძღვანელობამ ერთერში ე.წ. რუსეთთან მოდელირებული ომის ქრონიკა ისე გაუშვა, რომ მაყურებლები არ გაუფრთხილებია, რამაც საქართველოში მასიური პანიკა გამოიწვია. მოგვიანებით ინტერნეტში გაჩნდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ არხის გენერალური დირექტორი, სააკაშვილის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე სავარაუდოდ არხის საინფორმაციო უზრუნველყოფის უფროსს ეკა წამალაშვილს ეუბნებოდა, რომ ”მიშას” სურვილია, სუბტიტრებით არ წასულიყო წარწერა, რომ ეს მოდელირებული, და არა რეალური ომის სცენები იყო! აღნიშნულის შესახებ ასევე არ ჩატარებულა გამოძიება, ხოლო ოპოზიციის მიერ ინგლისის ცნობილ კერძო ფირმაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სავარაუდოდ ჩანაწერი ავთენტური იყო.

www.news.bbc.co.uk/2/hi/8566571.stm

http://www.rferl.org/content/Saakashvilis_Erratic_Response_To_Invasion_Hoax_Raises_Suspicions/1984530.html?page=2 

ხელისუფლების, სავარაუდოდ – შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობით შეიქმნა პოლიციელებით დაკომპლექტებული ტელევიზია – რეალ-ტვ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ აშშ სახ.დეპარტამენტის ანაგარიშებში მრავალჯერ მოხვედრილი ექს-ჟურნალისტი და რეალურად ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი უგვანო პირი – გურგენ დონაძე ხელმძღვანელობს.

www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4664&lang=en     www.civil.ge/eng/article.php?id=11921

ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ამ კოჰორტას ავსებენ გიგი უგულავას ცოლისდის მიერ მართული ”პრაიმ-ტაიმი” და სახელისუფლებო დოტაციაზე მყოფი, ერთ დროს პოპულარული და ამჟამად აბსოლუტურად ურეიტინგო – ”24 საათი”. ეს სწორედ ის ბეჭდვითი მედია-საშუალებებია, რომლებიც მერიის მხრიდან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებზე და ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე ბოლო შეტევის დროსაც კი სოლიდარობას არ უცხადებენ სხვა ჟურნალისტებს, რადგან ისინი თავად არც არიან ჟურნალისტები, ისინი პროპაგანდის ნაცისტურ-ბოლშევიკური ტრადიციების გამგრძელებლები არიან და მათ მერიის ეს ნაბიჯი თავიანთი მომავლის საფრთხედ, გაზეთების დისტრიბუციის და კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევად არ მიაჩნიათ.

დაბოლოს, 2011 წლის 30 ნოემბერს, დილის 07:15-ზე ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი 10 დაუდგენელ პირთან ერთად შეიჭრა დამოუკიდებელი კომპანია ”მაესტროს” ტერიტორიაზე, არ მისცა ”მაესტროს” თანამშრომელ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, გამოაცხადა, რომ მმართველობიდან აძევებს კომპანიის დამფუძნებლებს და გენერალურ დირექტორს (რისი უფლებაც წესდებით არ ჰქონდა!), გამაგრდა შენობაში პოლიციის დახმარებით, რომელიც არ ამხელს, ვისი ბრძანებით მოქმედებს, და ფაქტიურად თავისი რეიდერული დაპყრობით ჩაშალა ”მაესტროს” გადაცემები. აღნიშნული ძალიან ჰგავს რუსეთის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ნტვ-ს რეიდერულ დაპყრობას. საქართველოს ხელისუფლება ისეთ პოზას იჭერს, რომ ეს თითქოს დამოუკიდებელი კომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველს შორის მიმდინარე ყოფითი გაუგებრობაა, შინაგან სამინისტროს პრესს-სპიკერი მთელი დღე ტელეფონს არ იღებს და აცხადებს, რომ არ იცის,ვის უნდა მიმართონ დაზარალებულმა დაფუძნებლებმა და ”მაესტროს” ჟურნალისტებმა.  სავარაუდოდ, ხელისუფლების მოთმინების ფიალა აავსო იმან,  რომ 29 ნოემბერს ”მაესტროზე” გავიდა ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილის – ახალი ოპოზიციონერი კანდიდატის – მილიარდერი ბიზნესმენის და ფილანტროპის – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. ხელისუფლებამ მოთმინება დაკარგა და ეროსი კიწმარიშვილის ხელით თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის ერთ-ერთი ბოლო კუნძულის მოსპობას შეეცადა. ხაზი უნდა გავუსვათ, თავის პირველივე გამოსვლებში ბატონი ივანიშვილი საკმაოდ უარყოფით აზრებს გამოთქვამდა ბ-ნი კიწმარიშვილის როლზე, რომელმაც დააფუძნა ოპოზიციური პარტია – ” ქართული პარტია”, რომლის მთავარი მოქმედების გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის ქუჩის აქციებით დასრულება იყო. გასაგებია, რომ კიწმარიშვილის და ხელისუფლების ინტერესები, სულ ცოტა, ერთმანეთს დაემთხვა. ხელისუფლება ისევ ცდილობს სხვის ზურგს ამოფარებულმა მოახერხოს დამოუკიდებელი მედია საშუალების დაპატრონება, დამუნჯება და არჩევნების წინ საზოგადოების სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში გადაყვანა.

აუცილებელია, მივმართოთ ყველა უფლებისდამცველ ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა თავისუფლების დამცველ პროფესიულ ორგანიზაციებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, Human Rights Watch-ს, Transparency International-ს, საქართველოში განთავსებულ დიპლომატიურ კორპუსს – მისცენ შეფასება მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ მართული ნაცმოძრაობისა და მთავრობის მთელ რიგ მწყობრ, დესტრუქციულ, უკანონო და პროვოკატორულ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობისათვის თავისუფალი ინფორმაციის შეზღუდვას, ჟურნალისტთა საქმიანობის დაბლოკვას და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ჟურნალისტების დაშინებას, ცენზურისა და თვითცენზურის დამკვიდრებას, მედია საშუალებების ტოტალურ კონტროლს და მედიის პროპაგანდისტულ მანქანად ქცევას, იმ მანქანად, რომელიც განამტკიცებს მითს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული სამოთხის აშენების შესახებ…

No Lie Can Live Forever!


კითხვები ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძეს


ქალბატონ ხათუნას არ ვიცნობ, მაგრამ შორიდან პატივს ვცემ. მის სტატიებში ყოველთვის ჩანს საფუძვლიანი ანალიზი. თუმცა ადრეც და ახლაც, არ მტოვებდა იმის განცდა, რომ ქალბატონ ხათუნას ნაციონალური მოძრაობის მიმართ კდემამოსილი სიმპათიები აქვს, რაც მის დასკვნებს ზოგჯერ უფრო მეტად ავარდისფრებს, ვიდრე დღის შუქი ამის შესაძლებლობას იძლევა… აი, ამ ბოლო ინტერვიუზე, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობმა ნათია ახალაიამ ჩაიწერა, თავი ვერ შევიკავე და კითხვები და კომენტარები გადავწყვიტე [კვადრატულ ფრჩხილებში და კურსივით] გამომექვეყნებინა. თუ ქალბატონი ხათუნა პატივს დამდებს და მიპასუხებს, მის პასუხს უცვლელად საკუთარ ბლოგზეც განვათავსებ.

================================================

თეორეტიკოსების სიჭარბე: დაბრკოლება ივანიშვილისთვის ბრძოლის გრძელვადიან დისტანციაზე   http://n-akhalaia.blogspot.com/

18:53 26.11.2011

[რეზონანსი]

 

პოლიტიკასთან სისხლხორცეული კავშირი და ამ სივრცეში შემთხვევით მოხვედრა განსხვავებულ მოტივაციებს ეფუძნება. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომნაციონალური მოძრაობისწამყვანი ფიგურები და ივანიშვილის გუნდის გარკვეული ფიგურები ბრძოლაში რესურსებს სრულიად სხვადასხვა მოტივაციით ჩადებენ. ასე რომ, ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე შანსების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, ხელისუფლება იგებს“, – აცხადებსრეზონანსთანსაუბრისას პოლიტიკური ექსპერტიხათუნა ლაგაზიძე.

[და მაინც რა არის „პოლიტიკასთან სისხლხორცეული კავშირი“? რა უფრო მეტია ამ კავშირში? ხორცი? თუ სისხლი?  და მაინც რითი იგებს ხელისუფლება? – მის მიერ დაღვრილი სისხლით, თუ მის მიერ  მოსახლეობისათვის ათლილი ხორცით?]

როგორ აფასებთ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ინტელექტუალურ, პოლიტიკურ რესურსს მიმდინარე პროცესში? რა არის თქვენთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი ფაქტორი, რაც მან უნდა გაითვალისწინოს?  

პოლიტიკურ პროცესში და კონკრეტულად, საარჩევნო პროცესში ადამიანურ რესურსებს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ფინანსებს. ფინანსებს შეუძლია ადამიანური რესურსის მობილიზება და არაშექმნათუკი ქვეყანაში ადამიანური რესურსი არ არსებობს, დასახული მიზნის მისაღწევად მხოლოდ ფინანსები, უბრალოდ, უძლურია.

არჩევნების კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში დანიშვნის შემთხვევაში, ივანიშვილს გრძელვადიანი დისტანცია ექნება გასავლელი. ამ დისტანციაზე მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჰყავდეს ძალიან კვალიფიციური ადამიანური რესურსი. ის გამარჯვებას მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს. და, თუკი ივანიშვილი საკუთარი პერსონის გარშემო სათანადო ადამიანური რესურსის მობილიზებას ვერ მოახერხებს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა ნაადრევი იყო.

[ქ-ნო ხათუნა, გავკადნიერდები და შეგისწორებთ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანი რესურსი, რომლის მობილიზებას კონკრეტული პოლიტიკური ძალა ახერხებს, გასამარჯვებლად უნდა იყოს არა „ძალიან კვალიფიციური“, არამედ მნიშვნელოვნად უფრო კვალიფიციური, ვიდრე კონკურენტი პოლიტიკური ძალის ადამიანური რესურსი… სხვანაირად უცნაური იქნებოდა საქართველოს მაგალითზე გველაპარაკა ძალიან კვალიფიციურ – აბსოლუტურად კვალიფიციურ ადამიანურ რესურსზე, რომელიც კონკურენციას გაუწევდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და თუნდაც ნორვეგიის პოლიტიკურ რესურსებს… ყველაფერი ხომ ფარდობითია…]                    

ადამიანური რესურსების დეფიციტში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან მუშაობდნენ პიარტექნოლოგები, იმიჯმეიკერები, პოლიტტექნოლოგები; პოლიტიკური სახეებიადამიანები, რომლებიც მის პოლიტიკურ სტრუქტურებს ააგებენ. ეს უნდა იყოს მრავალრიცხოვანი გუნდი, რომელიც ხელისუფლების ინტელექტუალურ ნაწილს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ძალიან რთულია. მეორე მხრივ, უნდა მუშაობდნენ იმ კატეგორიის პირები, რომლებსაც  პარტიული მშენებლობის, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის, ამ პროცესების მართვის გამოცდილება აქვთ.

[აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პარაგრაფის თითეულ ფრაზას…]

დააზუსტეთ, თუ შეიძლება: ივანიშვილი ადამიანური რესურსის მობილიზებას ვერ ახერხებს თუ იგი, თქვენი დაკვირვებით, უბრალოდ, არც არსებობს?

სწორედ ამიტომ არის აქტუალური შეკითხვასწორად იყო თუ არა შერჩეული პოლიტიკაში მისი მოსვლის დრო. ახლა ნამდვილად არ ჩანს ის რესურსი, რომლითაც ივანიშვილი თავს კომფორტულად იგრძნობდა; იმ ტიპის რესურსი, რომელიც მას მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემდა. ამ ტიპის რესურსი საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულიაეს პატარა ქვეყანაა. არსებული რესურსები ძალიან ბევრ პოლიტიკურ სუბიექტშია გაბნეული და მათი მობილიზება ადვილი არ არის. ხაზგასასმელია ისიც, რომ ინტელექტუალური რესურსის ძალიან დიდი ნაწილი საქართველოდან გასულია.

[აი, აქ კი, მაპატიეთ, მაგრამ  დემაგოგიას ან ალოგიკურობას ვამჩნევ… სააკაშვილის ნაცმოძრაობის სულ უფრო აგრესიული მოქმედებების „წყალობით“ ადამიანური რესურსი საქართველოში სულ უფრო მცირდება და კვალიფიციური ადამიანური რესურსი – მით უფრო! პოლიტიკური პარტიების უთანაბრობა იზრდება – ფინანსდება მხოლოდ ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ფსევდო- და მართული ოპოზიცია, ბიზნესის ტერორი ძლიერდება, ბევრი პატიოსანი ადამიანი ქვეყნიდან მიდის, ბევრი,  სამწუხაროდ.  გარდაიცვალა… ამ პირობებში ვის გაზრდას ელოდებით, ქ-ნო ხათუნა? დავით ბაქრაძის ფეისბუქელი მეგობრების? ვირტუალური საპარლამენტო არჩევნების დავარცხნილი ახალგაზრდა ჰინტელექტუალების? თუ მართლა გიორგი თარგამაძეზე ამოგდით მზე, ან მის მერობის კანდიდატზე? თუ რესურსი ახლა არ ჩანს, ახალი არ იქნება – არც ხვალ და არც ზეგ – შეიძლება 10 წლის მერე გამოჩნდეს… 10 წელი კი ის დროა, რომელშიც ნაცმოძრაობა ქვეყანას საბოლოდ დააქცევს და დაასამარებს!]

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვალიფიციური სპეციალისტების უმრავლესობამ საკუთარი პერსონის დისკრედიტაცია მოახდინა და ამიტომ, მათი გაერთიანების შესაძლებლობაც რომ გაჩნდეს, რამდენად მომგებიანი იქნება ამფეისებისივანიშვილის გვერდით აღმოჩენა?

[ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისევ გავიწყდებათ ბალანსის დაცვა და ფარდობითობის თეორია, ქ-ნო ხათუნა?! სააკაშვილის გვერდით მდგომ „ფეისებს“ ნებისმიერი განზემდგომი “ფეისი” რომ სჯობს მომგებიანობით, ამას რატომ არ აღიარებთ? ნინო ბურჯანაძე არ არის ჩემი ფავორიტი პოლიტიკოსი, არც ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ სააკაშვილის არამზადათა ბანდასთან შედარებით, არ გაგიკვირდეთ და, გაცილებით ნაკლებ დისკრედიტირებულები მგონია! თქვენ – არა? მესმის, რომ მეტყვით, მე საუკეთესოები მინდაო… საუკეთესოების ძებნაში ყველაზე უარესების ხელში რომ არ დავრჩეთ მარად, მე შედარებით უკეთესებზეც თანახმა ვარ – თქვენ მაქსიმალიზმის გამო, იმედია, ალბერტ შვაიცერის ან მაჰათმა განდის მოლოდინში არ აპირებთ მთელი სიცოცხლის გატარებას…]

და კიდევ ერთიძალიან მნიშვნელოვანი მდგენელიეს შიშის ფაქტორია. ძალიან ბევრი ადამიანი, იმის გამო, რომ მას არჩევნებამდე არსებული დისტანციის გავლის ეშინია, ივანიშვილთან მისვლაზე უარს ამბობს.

ამ მიზეზებით გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ ივანიშვილისთვის მოკლევადიან დისტანციაზე (არჩევნებამდე უფრო ახლო პერიოდში) ბრძოლა უფრო მომგებიანი იქნებოდა.

[არ გამოვრიცხავ, რომ ასეც იყოს… თუმცა სანამ სააკაშვილს 26 მაისს ქუთაისში ახალი პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების იდეა აქვს ფანატიურად აკვიატებული, იქნებ  მარტო ივანიშვილს არ აწყობდეს არჩევნების წინ გადმოწევა? ან იქნებ სწორედ მიშას აწყობდეს ეს და ისიც აწყობდეს, რომ ივანიშვილისთვის უფრო მომგებიანად დახატოს ეს კარწინკა? ჰოდა, რა გადასარევია, თუ ამ დამოუკიდებელი ექსპერტისაგან გახმოვანდება, რომ არჩევნების წინ გადმოტანა ივანიშვილს აწყობს…]

ივანიშვილის მიერ დღემდე მოძიებულ რესურსზე კონკრეტულად რა შეგიძლიათ, თქვათ? როგორ დაახასიათებთ იმ გუნდის შესაძლებლობებს, რომელიც ახლა მის გვერდითაა?

ამ ადამიანების უმრავლესობა პროფესიონალია. მაგრამ რა მნიშვნელობა ექნება მათ მონაწილეობას პოლიტიკურ ბრძოლაში? როგორია მათი კვალიფიკაცია საარჩევნო ტექნოლოგიების სფეროში? იციან თუ არა საარჩევნო პროცესის დაგეგმვა და, შემდეგ, შეუძლიათ თუ არა გამარჯვების მიღწევა? აქვთ თუ არა უნარი (რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ), საკუთარ თავზე აიღონ პოლიტიკური ბრძოლის წარმოება ისეთ გიგანტთან, როგორიცნაციონალური მოძრაობაა“? აქვთ ამ ადამიანებს  გამოცდილება პოლიტიკაში, რომელიც ივანიშვილის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევისთვის არის საჭირო?

[„გიგანტი“?? ნაციონალური მოძრაობა როგორც „პოლიტიკური გიგანტი“ და ასევე – „გიგანტების საჭედლო“?? ჰხუმრობთ, ქ-ნო ხათუნა? წიკლაური, დარჩიაშვილი, ნოდია, პალიკო, ეკა ხერხეულიძე, გიგი წერეთელი, გოკა, დიდი ბაქრაძე, – გიგანტების დივიზიაა პირდაპირ!

არა, არის მართლაც რამდენიმე ადამიანი, რომელიც გიგანტებად შეიძლება შევრაცხოთ: გაყალბების გიგანტები – მაჭავარიანი და გოგორიშვილი, ინტრიგების გიგანტები – ლევან რამიშვილი და ადეიშვილი, დემაგოგიის გიგანტები –  ბოკერია და უგულავა, სადიზმის გიგანტები – ახალაიები, გესტაპოს გიგანტი – ვანო… თავად მიშა, როგორც მირაჟების, არქიტექტურის და “მსოფლიოში პირველად”-ს გიგანტი… მაგრამ როგორები იყვნენ ეს „გიგანტები“ 2003 წელს? ვანო მაშინაც გიგანტი იყო? გიორგი არველაძე, კეზერაშვილი, უგულავა, ახალაიები, ლევან რამიშვილი, ბოკერია – გიგანტები იყვნენ? მაშინ რომ გეპასუხათ ამ კითხვებზე, ქალბატონო ხათუნა, კოჭებში შეატყობდით ამ ვარსკვლავბიჭუნებს „გიგანტობას“? და ის გიგანტები, ვინც უკვე მათთან აღარ არის ან სულაც უპირისპირდება? რაღაც ფრთამოტეხილს ჰგავს თქვენი ლოგიკა ქალბატონო ხათუნა, თორემ მეც მაქვს ეს განცდა, რომ ივანიშვილის შტაბს საარჩევნო პროცესის დაგეგმვის (თუ – გაყალბების?!) ნაკლები გამოცდილება აქვს? ამის გამო რა – გადავდოთ 10-20 წლით? თუ „ციკლოპების“ მხარეს ვითამაშოთ?]

თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლების ინტელექტუალურ ნაწილს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, და რომ ეს ძალიან რთულია. იმიტომ, რომ გამოცდილება არ აქვთ?

პირველი: იმიტომ, რომ არ აქვთ გამოცდილება; და მეორე: ბევრი მათგანი, უბრალოდ, არ არის იმ სფეროს წარმომადგენელი, რომ აქამდე პოლიტიკასთან აქტიური შეხება ჰქონოდა.

დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თავის დროზე, საკუთარ დანიშნულებას, ფუნქციას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში ხედავდნენ. ამავე თვალსაზრისით, რამდენად შეიძლება პარალელის გავლება იმ პერსონებთან, რომლებიც დღეს ივანიშვილის გარშემო დაჯგუფდნენ? ხედავენ კი ეს ადამიანები თავიანთ დანიშნულებას პოლიტიკაში? არის პოლიტიკა მათი ცხოვრების ნაწილი? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკასთან სისხლხორცეული კავშირი და ამ სივრცეში შემთხვევით მოხვედრა განსხვავებულ მოტივაციებს ეფუძნება. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომნაციონალური მოძრაობისწამყვანი ფიგურები და ივანიშვილის გუნდის გარკვეული ფიგურები ბრძოლაში რესურსებს სრულიად სხვადასხვა მოტივაციით ჩადებენ. ასე რომ, ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე შანსების თვალსაზრისით, ჯერჯერობით, ხელისუფლება იგებს. როგორი უსიამოვნო მოსასმენიც უნდა იყოს, ეს ცალსახაა.

[ქ-ნო ხათუნა, იქნება ამიხსნათ, რა არის ხელისუფლების „მოგება“? – ის, რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს და მარტო ბიძინას კი არა, არამედ მის ცოლსაც, და მთელ მსოფლიოში მოითხარეს ისედაც შელახული იმიჯი? ის, რომ „ფულის გათეთრების“ მოტივით ბანკის მანქანა დააყაჩაღეს, 2 მილიონი ევრო და 1 მილიონი დოლარი გაიტაცეს და მერე საქმე დახურეს? ის, რომ ხალხი „ქართუს“ გვერდით სოლიდარობისთვის დააყენეს? ის, რომ პრეს-კონფერენციაზე ყურსასმენებით ინსტრუქტაჟის მიმღები პროვოკატორები გააგზავნეს? ის, რომ რასმუსენმა ქართველ სტუდენტებს 2003 წლის ქმედებების სიმაღლეზე ყოფნა მოუწოდა? ის, რომ 18 ელჩი ივანიშვილს რეზიდენციაში ეწვია? ის, რომ პრეზიდენტმა პლეხანოვ/აღმაშენებლის გამზირი გახსნა, რომლის გალამაზებაზე რამდენი მილიონი თუ მილიარდი შეჭამეს ბოკერიას ცოლისდამ და მამამ და კეზერაშვილის ცოლმა – არავინ იცის? ის, რომ დღეში ორ ავანგარდისტულ ქანდაკებას დგამენ თავად კვერცხები? ეს არის ხელისუფლების „მოგება“? ეგრე ხომ ომიც „მოვიგეთ“!]

თქვენ ასახელებთ კონკრეტულ მიზეზებს, რითაც ივანიშვილის გუნდში რესურსების სიმწირეს ხსნით. მაგრამ ხომ შეუძლებელია, ქვეყანაში არსებული რესურსი მთლიანად სააკაშვილის ხელისუფლებაში იყოს განფენილი? თქვენი დაკვირვებით, მაინც რა გზებს უნდა მიმართოს ივანიშვილმა, რათანაცმოძრაობის„ „ტვინებსღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს?

კონკრეტული მაგალითით დავიწყებ: მაგალითად, იაგო კაჭკაჭიშვილი არის, გარკვეულწილად, ნიშნული ქართულ სოციოლოგიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლოდ კვალიფიკაციით, არამედ მაღალი რეპუტაციითაცსოციოლოგიური კვლევა ხომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ფსიქოლოგიური ბრძოლის ერთერთი გადამწყვეტი იარაღია. იაგო კაჭკაჭიშვილისთვის კი სოციოლოგიური კვლევა ყოველთვის იყო საზოგადოების აზრის შესწავლის და არასაზოგადოებასთან ბრძოლის საშუალება.

რა თქმა უნდა, ასეთი ფიგურები ივანიშვილის გარემოცვაში არიან, მაგრამ არის ერთი, ჩემი აზრით, ყურადსაღები პრობლემა: ივანიშვილს ძლიერი თეორეტიკოსები ჰყავს, მაგრამ მის გარემოცვაში პრაქტიკოსების სერიოზული დეფიციტი იგრძნობა.

[ამაში გეთანხმებით, რადგან პრაქტიკოსების უმრავლესობა გაყალბების, ხალხის ტერორის და ურნალისტური დეზინფორმაციის პრაქტიკოსებად იქცნენ და ეს ხალხი ივანიშვილთან თუ არ არის, ეს პრაქტიკული თალსაზრისით ცუდია, მაგრამ სტრატეგიულად კარგიცაა! მათგან ზოგიერთი უკვე ფიქრობს ახალ ბანაკში მისვლაზე და სულაც არაა გამორიცხული, რომ ისინი ამას ჩუმად უკვე აკეთებენ… და ისე იმას რატომ არ აღიარებთ, რომ ხალხის საკმაო ნაწილი უკვე აღარ თვლის საჭიროდ ქართუ ბანკისადმი სიმპათიების დამალვას? მიშა ცუდ დღეშია – ივანიშვილს ვერ დაარტყამს დასავლეთის შიშით და თუ ვერ დაარტყამს, მისი ეს გიგანტურობის მითი ხუხულასავით დაიშლება და ხალხი დაიწყებს თავისი სიმპათიების და ანტიპათიების ღიად დაფიქსირებას. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ უკვე იმდენი ასეული ათასია უმუშევარი, რომ სამუშაოს დაკარგვის შიშით მარტო 15% შეიძლება ჩააფიქრო!.. ]

ამას რით ახსნით?

ჩვენი სივრცეში ასეთი პროფესიონალები ძალიან ცოტანი არიან. „ნაციონალურმა მოძრაობამმოახერხა და ლამის მთელი ინტელექტუალური რესურსის მონოპოლიზება მოახდინა. პრაქტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ ქართველ ამომრჩეველთან მუშაობის გამოცდილება, რაღაც ფორმით მაინც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან: ზოგს კვლევები აქვს შეკვეთილი ხელისუფლებიდან, ზოგსპროპაგანდა და ..

ამიტომ, იმის ძიებაში, თუ რომელ პოლიტტექნოლოგს უმუშავია ჟვანიასთან, ბურჯანაძესთან თუ სააკაშვილთან, ივანიშვილი შეიძლება, უბრალოდ, მარტო დარჩეს.

ივანიშვილს უმძიმეს ფსიქოლოგიურ ომში ბრძოლა მოუწევს. მან უნდა მოახერხოს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის ხელისუფლების ზეწოლისგან ადამიანების დაცვას შეძლებს. ეს უმთავრესი და ურთულესი ამოცანაა.

თქვენი დაკვირვებით, შეძლებს ის, საზოგადოებაში ამ რწმენის საფუძველი გააჩინოს?

ეს ძალიან რთულია, მაგრამპროცესია. და ამ პროცესს კვალიფიციური ადამიანების მიერ დაგეგმვა სჭირდება.

თავის მხრივ, ურთულესი ამოცანის წინაშე დგას ხელისუფლება. მან არ უნდა დაუშვას, რომ ივანიშვილმა ადამიანებს უსაფრთხოდ, დაცულად ყოფნის რწმენა შესძინოს. ხელისუფლებას, ივანიშვილის სახით, ათუცნობიანი მოწინააღმდეგე ჰყავს და ამდენად, ამ ამოცანის სირთულე კიდევ უფრო ნათელია.

დღემდე, საქართველოში პოლიტიკური ფიგურები მეტნაკლებად შეესაბამებოდნენ გარკვეულ კლიშეებს. ივანიშვილი კი ვერც აგრესიული, ვერც ქუჩაზე ორიენტირებულივერც იმდენად მოწყვლადი პოლიტიკური ამბიციის მქონე პერსონის კლიშეში ჩაჯდა, რომ მისთვის რუსული იარლიყის მიწებება იოლი გამხდარიყო.

ამ ფონზე, ხელისუფლებას აგრესიის ახალახალი დოზების წარმოჩენა არაფრით აწყობს: ეს განსაკუთრებით თვალსშისაცემია დასავლეთისთვის; სააკაშვილის ხელისუფლება კი, მისი რეაქციების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. და, რადგან აგრესიული იმიჯი მას დასავლეთთან ურთიერთობისას სრულიად არამომგებიან მდგომარეობაში აყენებსს, იძულებულია, მოირგოს სრულიად ახალი იმიჯი. სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ივანიშვილი საკუთარ მოედანზე გადაეყვანა. ამიტომ, მან ახლა სხვის მოედანზე უნდა ითამაშოს და იქ გაიმარჯვოს.

ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი გარე პროექტია?

ივანიშვილის პერსონის განეიტრალება პოლიტიკაში მისი მოსვლიდან ათი დღის განმავლობაში ძალიან მარტივი იყო. თუნდაც იმ დღეს, როდესაც მის დაცვას იარაღი აჰყარეს, დეპორტაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. თუკი ობიექტურად ვიმსჯელებთ, ამ გზით, საქართველოში ივანიშვილის თემა, როგორც დაიწყო, ისევე დასრულდებოდა.

[მაპატიეთ, მაგრამ ეს ძალიან სუსტი არგუმენტაციაა! – დეპორტაცია ალბათ არავითარ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენდა იმ მომენტში, მაგრამ თავად დეპორტაცია (აბსოლუტურად უკანონო და უსაფუძვლო!!) მეორე დღესვე შეუქმნიდა სააკაშვილს  ისეთ პრობლემებს, რომ გვიანღა იქნებოდა თითზე კბენანი და ეს მთავრობამ გვიან, მაგრამ მაინც გაიაზრა! სააკაშვილი ივანიშვილს თითს ვერ დააკარებს, რადგან ეს მისი ფიზიკური დასასრულის დასაწყისი იქნება და მან ეს კარგად იცის… ძალიან ცდება სააკაშვილი, თუ ფიქრობს, რომ ისევე დაიჭერს ივანიშვილს, როგორც პუტინმა გამოკეტა ხადარკოვსკი და დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლება… ჯერ ერთი, ივანიშვილი არ არის ხადარკოვსკი (მას საქართველოში არაფერი აქვს იმის მსგავსი, რაზეც ფორმალურად მიზეზი მოუძებნო) და სააკაშვილსაც იმის მეათასედი თვითკმარი რესურსი არ აქვს, რაც რუსეთს… სააკაშვილი დასავლეთის დახმარებაზეა შემჯდარი ნარკომანივით და სწორედ ეს იქნება ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მას პერსპექტივა არ აქვს – ყველა აცნობიერებს, რომ მიშას სახით მუდმივი მათხოვარი (ეს ლიტერატურულ-ფიგურალურად ვთქვი, წიკლაურულად) აიკიდეს, რომელსაც თავად მდგომარეობის გამოსწორების შანსი არ აქვს და მუდმივად „დიადია, დენგი დავაი“-ზე იქნება გადასული, ოღონდ ამას გამართული ინგლისურით იტყვის, ლუკაშენკოსგან განსხვავებით…]

მაგრამ რადგან დასავლეთმა ეს არ დაუშვა, ჩანს, რომ ივანიშვილი საჭიროა საქართველოში სწორედ დღეს და სწორედ მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში.

 ასე რომ, ფაქტია: თუკი ივანიშვილი დასავლეთს არ შემოუყვანია, იმას მაინც ვერავინ უარყოფს, რომ მისი შემოსვლის შემდეგ დასავლეთის მხრიდან სიმპათიები გაჩნდა. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლება საკუთარ თავს კითხვას უნდა უსვამდეს: რატომ გახდა აუცილებელი მისი რეალური ალტერნატივის შემოყვანა ქვეყანაში? ეს არის მთავარი კითხვანაციონალური მოძრაობისთვის“.

 საუბარი იმაზე, რომ შეერთებულ შტატებს აქ დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები აინტერესებს, უბრალოდ, აბსტრაქციაა. ის ისეთ ტოტალიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობს და თანაარსებობს, რომ მათთან საქართველოს ხელისუფლების შედარება, უბრალოდ, უხერხულია.

და, რადგან ასეა, რატომ მიიღო დასავლეთმა ივანიშვილი, როგორც ფაქტორი? იმისათვის, რომ საქართველოში პროცესები უმართავი არ გამხდარიყო, დასავლეთმა, თავის გადაზღვევის მიზნით, პოლიტიკურ რეალობაში კიდევ ერთი მოთამაშე  შემოიყვანა.

[ამაშიც ვერ დაგეთანხმებით, რომ დასავლეთს მხოლოდ მეორე-მესამე მოთამაშის ხილვის სურვილი ჰქონდა… მთავარი მიზეზი – სააკაშვილის რეჟიმის ეკონომიური კრახია, რომელიც უკვე 2009 წელს მოხდებოდა, რომ არა ის 4 მილიარდიანი დახმარება, რომელიც სააკაშვილმა 3 წელიც ვერ იმყოფინა, რომ არაფერი ვთქვათ, ეკონომიური სტიმულების სასარგებლოდ გამოყენებასა და ზრდის ტემპების ამაღლებაზე…  სააკაშვილმა საქართველო ინვესტიციების უდაბნოდ აქცია, სადაც მხოლოდ სიაფანდი ეგვიპტური “ფრეშები”, ფსევდოარაბული “რაკიინ-იმედები” და რუსულ-სააკაშვილური ”ვიმპელკომები” ანათებენ… მხოლოდ კრიმინალური მეთოდებით მთავრობასთან გადაჯაჭვული ინვესტორები შეიძლება შემოვიდნენ, რადგან ბიზნესის ადვილად დაწყებაზე უფრო ადვილი ბიზნესის ახევა გამხდარა და ადგილობრივი ბიზნესმემენები ტოტალური ტერორის ქვეშ იმყოფებიან…]

ნაციონალურმა მოძრაობამსწორედ ის ფაქტორები უნდა გაანეიტრალოს, რასაც დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხედ აღიქვამს.

ვფიქრობ, რომ ახლა დასავლეთისთვის მომგებიანია საქართველოში სრულიად ახალი პოლიტიკური რუკის ხილვა. ეს რუკა კი მრავლაპარტიულ პარლამენტს გულისხმობსსადაც უმრავლესობაში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იქნება. ივანიშვილის აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლაც კი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სათავეში ერთი პოლიტიკური პარტია მოვა: როგორც დღეს ჩანს, მოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც, სულ მცირე, სამი სუბიექტისგან შედგება.

თქვენი აზრით, დაუშვებს თუ არა დასავლეთინაციონალური მოძრაობისპოლიტიკური სივრციდან გარიყვას?

ვფიქრობ, რომ დასავლეთი `ნაციონალურ მოძრაობას~ არავითარ შემთხვევაში არ შეელევაიმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით, ამერიკასთან სასაუბრო ენა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობისგარკვეულ ფრთასთან ურთიერთობა მათთვისაც ყველაზე კომფორტულია. ისინი ამ კომფორტს არ მოიკლებენ და, ზოგადად, არ შეელევიანნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის გაქრობას. და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, რადგან არ შეიძლება, ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ყოველ ათ წელიწადში ძირეულად იცვლებოდეს. ასე სახელმწიფო ვერ აშენდება.

[ვნახოთ – აღდგომა და ხვალეო! მგონი, ვიტალი ხაზარაძის პოსტპოლიტიკური ყოფა  სანატრელი ექნება მათ უმრავლესობას… მათ რომ პოლიტიკური არსებობის რეალური სურვილი ჰქონდეთ და არა პოლიტიკური მონოპოლიის მომნუსხავი სიზმრები, უკვე უნდა ეზრუნათ სააკაშვილის ჩანაცვლებაზე, მაგრამ მაოსავით ვერ ელევიან! ამაშია მათი “გიგანტიზმი”…]

===========================================

P.S. presage.tv-ზე მეორე სტატიაც დაიდო – სულისშემძვრელი სათაურით – “ქაოსი ბანაკში”… ამ სტატიის განხილვაზე დროს არ დავხარჯავ… 🙂

============================================================და

დანართი 1: პასუხი ბატონ გია ფაცურიას:

ბატონო გია, დიდად გამახარეთ!
 
ისე, მადლობელი ვიქნებოდი, თუ პასუხის გამოქვეყნებამდე, ან თუნდაც შემდეგ ხათუნა ლაგაზიძისადმი ჩემს წერილსაც გამოქვეყნებდით, თორემ გამოდის, რომ თქვენ იცით რაზე ლაპარაკობთ და სხვებმა – არა. მე ხომ დიდი ხანია, ფეისბუქზე ვეღარ შემოვდივარ… იმედია, თხოვნას პრეტენზიად არ ჩამითვლით. თქვენს წერილზე პასუხის გაცემას ქვემოთ ტექსტშივე შევეცდები.
 
ბლიჟე კ დელუ გადავიდეთ.
ბევრი რო არ გავახურო, ლაგაზიძეს პროცესები სოციოლოგიური, ტექნოლოგიური კუთხით აქვს განხილული და რისკებზე მიუთითებს. ამიტომაა საინტერესო და პალეზნი. ისეთ პონტშია დაწერილი, როგორც მეცნიერი პრაბირკაში უყურებს ბაქტერიების გამრავლებას. ყოველ შემთხვევაში, მაგ პრეტენზიით.
შენ კი, ჩემო იდეურო ძმაო, ემოციურ სტილში გადაიყვანე ბაზარი და ხორცის აჭრებზე გადახვედი მამენტალნა
 
მართალი ბრძანდებით. ხორცს დანატრული ვარ და მიკრობები ნაკლებ მიტაცებს :). ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
სერიოზულად კი, მე მომწონს ქ-ნ ხათუნას მცდელობა და მოყვარეს პირში უძრახეო-თი თუ განვსჯით, ხათუნა – ივანიშვილის მოყვარეა და მე – მიშასი! (ნახევრად სერიოზულად გამომივიდა, მაინც!:)
საქმე იმაშია, რომ ქალბატონ ხათუნას შედარებები, რომ ნაცმოძრაობას ”გიგანტური” პოტენციალი აქვს და რომ ”იგებს”, თანაც დიდი ანგარიშით, არაფერს ამბობს იმაზე, რომ ეს გიგანტურობა სიდამპლის ხარჯზეა და მოგება – სრული ამორალურობის და უკანონიბის ხარჯზე! თუ ამას არ ვამბობთ, გამოდის, რომ უფრო წესიერ ადამიანს მის შეზღუდულობაზე ველაპარაკებით. თქვენ და მე რომ გავარჩიოთ ერთმანეთში ივანიშვილის შტაბის პოლიტიკური მარგი ქმედების კოეფიციენტი, იმდენი რამე გვაქვს ნათქვამი მიშას სისტემის აბსოლუტურ ამორალურობაზე, რომ შეგვიძლია, ამაზე აღარ მოვცდეთ და უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ, ხარს პირდაპირ რქებში მოვიკიდოთ ხელი… ქ-ნ ხათუნასგან კი ასეთი ”ვსემ სესტრამ პა სერგამ” ვერ დავინახე და ეს ცალმხრივობა არ მომეწონა, ზემოთნახსენები მორალური ფაქტორის უგულვებელყოფის ხარჯზე.

 
მე უფრო აპარატის პრობლემებზე მითითება დავინახე. შეიძლება ბებერი ბოლშევიკივით მომდის – „Кадры решают все!“ . მარა რა ვქნა?
იდეის გენერირებიდან მის განხორციელებამდე ტექნოლოგიაზე აქვს ბაზარი, ანუ პოლიტტექნოლოგებზე. უბნის ბებიიდან/1 ნასედკა – გიგა ბოკერიამდე ჯაჭვია – პრეზიდენტის განკარგულებების განმახორციელებელი.
3500 უბანია მგონი. არჩევნებია მოსაგები. საუბნო კომისიები,…. რომელი ერთი მიმართულება ჩამოვთვალო?
გოგორიშვილმოგორიშვილებს აწყობილი აქვთ ეს ჯაჭვი. ბიძინა როგორ იჩალიჩებს ტოტალური შიშის, ტელევიზიის უქონლობის და ა.შ. პირობებში, ეგაა ხო გლავნი ამოცანა?
აქეთ გადმოვიტანოთ ბაზარი.
თორე მე გუშინვე დაუფრენდდი და ბებრული ოცნებები გავანდე ჩემი 😉

კარგით. აპარატის პრობლემებზე გეთანხმებით…
მაგრამ ბოლშევიკები ვითომ საქვეყნოდ იხილავდნენ ”ჩტო დელაც?”-ს და ”კაკ პაბედიტ?”-ს? რაღაც ვერ ვიხსენებ…
კადრებზეც გეთანხმებით და ქალბატონი ხათუნა მართალია, როცა ამბობს, რომ ივანიშვილის ადამიანური რესურსები ძირითადად კარგი თეორეტიკოსები არიან და პრაქტიკოსების მხრივ კი დეფიციტია… იმასაც აღიარებს, რომ პრაქტიკოსების უმრავლესობა საქმეშია გასული ნაციონალებთან და ამდენად მათი გამოყენება პრობლემურია. შიშის ფაქტორზე რომ არ დავეთანხმო, ჩემი მხრიდან აშკარა დემაგოგია იქნება! არის შიშიც და სიფრთხილეც… დამერწმუნეთ, რაც უფრო დრო გავა და მიშა სერიოზულ დარტყმებს ვერ მიაყენებს ვერც ბიძინას და ვერც მის შტაბს, რაც უფრო დამძიმდება ეკონომიური მდგომარეობა, რაც უფრო გამოიკვეთება ფინანსური კრახის კონტურები, რაც უფრო მოიმატებს ფასები, გაძვირდება კომუნალური მომსახურება და განათლების თუ ჯანდაცვის გადასახადები, რაც უფრო მეტ ადამიანს შეექმნეა გათბობის და ოჯახის გამოკვების პრობლემები, და რაც უფრო დაგვიანებით აიღებენ ხელფასს პოლიციელები, რაც უფრო მეტ საკუთარ ბიზნესმენის დაძირვა მოუწევს მიშას (სხვები უკვე დაძირა და ახლა საკუთარ მსუქნებს უნდა აათალოს ხორცი), მით უფრო მეტი ხალხი დაძლევს სიფრთხილესაც და შიშსაც და გაზაფხულზე მიშა თუ არჩევნებს გადმოიტანს, უცხოეთი ღიად დაიწყებს მის კრიტიკას, და არა ეზოპეს ენით და რასმუსენულად… ხოლო თუ არ გადმოიტანს და ქუთაისის პარლამენტი დახურულ და ცარიელ აკვარიუმად დარჩება, ამით ყველა მიხვდება, რომ მეფე მარტო შიშველი კი არა, უკვე ბითურიცაა!  
 
 
ის სცენარი კაი იყო, მიშას ვატერლოოს გეგმა.
ლაგაზიძე მაგ გეგმის ნაწილიც რო იყოს, მაინც საინტერესოა, რისკებზე მიუთითებს.
მეტი რა გითხრა? პადპისჩიკი გავხდი თქვენი ბლოგის. ისტორიას შემორჩება – ჯერ კიდე მიშას პრეზიდენტობისას გავრისკე და გადავდგი ეგ ნაბიჯი! 😉
შენი ყურადღება რო დაიმსახურა უკვე სერიოზული პონტია!!!
მიშას გეგმა რაც დაწერე, მაგის კონტრ-გეგმა არ გვინდა ზუსტად?
 
ქალბატონ ხათუნას ბრალს ვერ დავდებ. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. სოსო ცისკარიშვილის არგუმენტები და სტილი მირჩევნია რამაზ საყვარელიძისას, მაგრამ ვერ წავართმევ ვერც ბატონ რამაზს და ვერც ქალბატონ ხათუნას იმის უფლებას, რომ ისე და იმაზე წერონ, როგორც ხედავენ მოვლენებს და პრიორიტეტებს… ყველა ამ ანალიტიკოსს პატივს ვცემ განსხვავებით ნაცმოძრაობის იმ ჯიბის სექსპერტებისაგან, რომელთა მსჯელობა აბსოლუტურად მოკლებულია ელემენტარულ ლოგიკას, სიმართლეს და მორალს! სამწუხაროდ, ასეთი ბევრია, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც ადრე ჭკუა უჭრიდათ და დღეს კი ამაზრზენია იმის ხილვა, რა დონეზე დახოხავენ და რამდენ ტონა ვაზელინს ისვამენ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ტვინის ჩათვლით…
 
კონტრ-გეგმა საჭიროა და იმედია, ამაზე ვინმე მუშაობს შტაბში. აქ ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. არც მიმაჩნია ჩემი თავი ამ საკითხების მცოდნედ. თუმცა იმის ცოდნა კი მაქვს, ვინ შეიძლება იყოს სასარგებლო…
 

ქალბატონ ხათუნას შემოუთვლია ია ანთაძის კედელზე, მითხრას სოლომონმა რატომ იმალება და მის კითხვებს პასუხს გავცემო –

აი ჩემი პასუხი და ყველას მადლობელი ვიქნები, თუ გადასცემთ ქ-ნ ხათუნას. იცის, ალბათ, რომ ფეისბუქზე დაბლოკილი ვარ.
=======================================================
დანართი #2: ქ-ნ ხათუნას შეკითხვაზე.


ქ-ნო ხათუნა, მადლობელი ვარ, რომ ჩემმა წერილმა არ გაგაღიზიანათ (ამის საშიშროებას ვგრძნობდი) და პირიქით, პატივისცემა გამოხატეთ.

თქვენს კითხვაზე – რატომ ვმალავ ჩემს იდენტობას, პასუხი ორია:

ა) ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ჩემმა მეუღლემ, როცა აღმოაჩინა ჩემი ღამეული საქმიანობის შესახებ, რასაც ბოლო ორი წელია უდიდესი დრო, ენერგია და ნერვები მიაქვს, მთხოვა, რომ ჩემი იდენტობა არ გამემხილა, დამეცვა ოჯახი და განსაკუთრებით შვილები – იმ პრობლემებისაგან, რასაც სააკაშვილის რეჟიმი შემიქმნის, თუ მათ სოლომონ თერნალელის იდენტობა ეცოდინებათ.
მესმის, რომ ამით ვამტკიცებ თქვენს თეზისს იმის შესახებ, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგე ბევრი ადამიანი ვერ ბედავს ივანიშვილთან მისვლას, მაგრამ იმედი მაქვს, ეს სულ მალე შეიცვლება. თანაც მე შემიძლია სოლომონის ინკოგნიტოს განხსნის გარეშე ჩემი რეალური სახელით მივიდე და ჩავება ქართული ოცნების სახალხო მოძრაობაში.

2) არის ერთი ჩემი ახლობელი – არც ისე შორეული ნათესავი ადამიანი, რომელიც სამთავრობო წრეშია. მეტიც, იგი სწორედაც რომ იმ ასეულში შედის, რომელიც ჩემი მოდელირებული ნაცმოძრაობის პარტაქტივის სხდომაზე პარტერში ზის. მან არ იცის ჩემი სოლომონობის შესახებ – ფეისბუქის დიდ მომხმარებლად ნამდვილად არ ჩაითვლება და ალბათ არც გაუგია ”სოლომონ თერნალელი” და ვერც მიხვდებოდა, რომ ცოდნოდა, რადგან არც ისე ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მაგრამ ჩვენი ნათესაობა ძნელი დასადგენი არაა და ჩემი იდენტობის გახსნის შემთხვევაში მისი კარიერა ნამდვილად დასრულდებოდა. ბოლო ხანებში უკვე ისეთ რაღაცეებზე ლაპარაკობს, რომ ვატყობ, მთელ ოჯახს ჩემოდნები ჩალაგებული აქვს. ჩემს წინა სტატიაში ზოგი რამ მოდელირებულია, მაგრამ მინიმუმ 3 რამ რომ სერიოზულად განიხილება მიშას ბანაკში, ეს მისგან ვიცი… თუ ეს კაცი მალე ოჯახთან ერთად უცხოეთში აღმოჩნდება, ეს მეორე მიზეზი მოხსნილი იქნება და ჩემი ნამდვილი სახელით შემეძლება ჩემი საკეთებელი საქმე ისე ვაკეთო, რომ პირველი – უმთავრესი პირობა არ დავარღვიო.

ველი თქვენს წერილს. რატომღაც მგონია, რომ მისი გახსნილად გამოქვეყნების სურვილი გაქვთ.

პატივისცემით,

სოლომონი

P.S. რა მაგის პასუხია და, ლაგაზიძეები საიდან ბრძანდებით?


Mein Kampf – გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის (რეალობასთან ძალიან მიახლოებული მოდელირება)


(სამობილიზაციო სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი)

კანცელარიის დარბაზი. ერის ასამდე რჩეული. დარბაზში სიჩუმეა. ჟღერს ნაციონალური ჰიმნი – „დარია თუ ავდარია“…

გაღიმებული ბელადი ტრიბუნაზე ადის და ისტორიულ შეხვედრას იწყებს:

–         თანამებრძოლნო!

უკვდავი პარტიის ლეგიონერებო!

დემაგოგიის სწორუპოვარო ლექტორებო!

ზონდერ-ბრიგადირებო, სოდელებო და კუდელებო!

საქართველოს ჩამოუშლელი ხელისუფლების ყველაზე ერთგულო შვილებო!

–         თქვენი დაუძინებელი ბელადი მოგმართავთ თქვენ!

არასოდეს არ გვქონია ისეთი სერიოზული გამოცდა, როგორიც წინ გველის!

მტერი არამარტო განუზომლად მდიდარია, არამედ ვერაგიც! ის ცდილობს იმ ტერიტორიაზე შეგვებრძოლოს, სადაც ჩვენ – ჩვენი დახვეწილი და მრავალნაცადი სისტემის წყალობით, – ყოველთვის წინასწარ გამარჯვებულები ვიყავით! მას უნდა, არჩევნები მოგვიგოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მოვახერხოთ და გადავაგდოთ მტერი ქუჩის აქციების ფრონტზე და შემდეგ ჩვეული მეთოდებით დავამარცხოთ, გავსრისოთ და მივაკეროთ რუსეთის და კრემლის აგენტების ის იარლიყები, რომლებიც 2006 წლიდან გვაქვს ათასობით დამზადებული და შენახული ეროვნული ბანკის სავალუტო საცავებში…

სამწუხაროდ, საგარეო ფაქტორები ისე ვითარდება, რომ ჩვენი მოკავშირეები ყველგან უკანა პლანზე არიან გადასროლილები და მათ მაგიერ უნიათო, რუსების მლოკავი საცოდავი პოლიტიკანები მძლავრობენ. მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი საბოლოოდ გაწირვა მათაც კი არ მოუვათ თავში აზრად – სხვა ვინ გაუგზავნით ასე უხვად საზარბაზნე ხორცს?! სხვა ვინ დაუდგამს მათ ყოფილ პოლიტიკოსებს ძეგლებს? სხვა ვინ იქნება რუსეთის წინააღმდეგ ყველა აქციის ასეთი ერთგული შემსრულებელი და თავის თავზე დარტყმების მიმღები, თუ არა საქართველო? ჩვენი – ნაცმოძრაობის – საქართველო!

ნუ შედრკებით, ჩემო ერთგულო ცერბერებო! ჩვენ დიდი გამარჯვებები გველის წინ. ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფენიქსი, აღდგება და ისევ მოიხვეჭს ძლევამოსილ გამარჯვებებს შინ და გარეთ! დედას და ბებიას ვფიცავარ, ჩვენი დიადი ბატონობა და საქართველოს მესაჭეობა 100-წლოვანი იქნება და ათასწლეულებს გასწვდება ჩვენი დიდება!

მინდა გაგანდოთ გეგმა, რომელიც ჩვენმა პარტიის რუხმა კარდინალმა ლევან რამიშვილმა, ნაციონალური მოძრაობის უსაფრთხოების მწონავმა გიგა ბოკერიამ, იუსტიციის მინისტრმა ბატონმა ზურა ადეიშვილმა და მე, თქვენმა ბელადმა, შევიმუშავეთ. ბატონი ვანო მერაბიშვილიც გვესწრებოდა, რა თქმა უნდა, როცა კი შეძლო…

შევიმუშავეთ სამი მიმართულება – შეტევითი, თავდაცვითი და მედიის. ყველა მიმართულებას მე ვუხელმძღვანელებ! ასე აჯობებს! ქვეყნისთვის, პარტიისთვის და ჩემთვისაც!

შეტევითი მიმართულება რამდენიმე ვექტორს მოიცავს:

1) ჩვენი ეროვნული გმირები – დათა და ბაჩო ახალაიები ქმნიან ე.წ. ახალ ნებაყოფლობით რეზერვს, რომლის ბირთვი უკვე გადის წვრთნებს სამეგრელოს ტყეებში. იარაღის ნაწილი დარიგებული აქვთ. დივიზიის მეთაურად დავნიშნე დავით შენგელია, რომელმაც ერთგულების ფიცი მოგვცა. თუმცა ერთგულების ფიცის გარეშეც ვერ გაბედავს ვერაფერს, თორემ დაბრუნდება ოცწლიანი „სროკის“ მოსახდელად. მე მივეცი ბრძანება ფინანსთა მინისტრს და უკვე მოინახა ბიუჯეტში 45 მილიონი ლარი ამ ახალი ძალოვანი უწყების დასაფინანსებლად. სამეგრელოს სარეზერვო დივიზიის მიზნებში შედის სამეგრელოს მასშტაბით „ქართული ოცნების” ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის ძირშივე ჩახშობა და ლიდერებთან გასწორება. მოქმედება ძირითადად ღამით უნდა ხორციელდებოდეს. სამეგრელო ჩვენი ვანდეა უნდა გახდეს! ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას. სამეგრელო უნდა გახდეს პოლიგონი იმისთვის, რასაც შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, თელავში, თბილისში განვახორციელებთ.

2) ანალოგიურად იმოქმედებს უფრო მცირე მოცულობის ზონდერბრიგადები გორში – ბასიშვილის, თბილისში – ნიკა რურუასი, ბათუმში – მაიმუნასი, სიღნაღში – ადეიშვილის სახელობის. მათ კოორდინაციას ბატონი გია უდესიანი განახორციელებს, რომლის გამოცდილებას და დაუნდობლობას ბოლომდე ვენდობი. მათ შედარებით უფრო დამზოგველ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. თუმცა გორის რაიონში თუ ლტოლვილები ამოიღებენ ხმას, ურტყით ბოლომდე! გადავყევი ამ უპატრონოებს – ასეთი ფანტასტიური სახლები ავუშენე, ერთი წელი დენის ფულს ვუხდიდი! მეტი რა ჯანდაბა უნდათ? რატომ არ არიან მადლიერნი? მოკლედ ამოვიდა ყელში მაგათი უმადურობა – ვაცხადებ ნულოვან ტოლერანტობას ლტოლვილებზე! ჩვენ უნდა მოვახერხოთ ლტოლვილების საბოლოდ ელარჯივით ამოზელა მორჩილ და მუნჯ მასად!.. – ხელისუფლების უპირობო მხარდამჭერებად! ლტოლვილი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც 100%ით დამოკიდებულია საქართველოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე და რომელიც მონურად უნდა იყოს ჩვენი მორჩილი!.. ისეთ დღეში უნდა ჩავაგდოთ თითოეული ურჩი, რომ მართლა ფოცხოეწერის მიწის ჭამა მოენატროთ!.. ამ სამუშაოების დასაფინანსებლად მე უკვე ველაპარაკე მერი უგულავას და მან 14 მილიონით შეამცირა განათლების და ჯანდაცვის ხარჯები. სწორედ ეს დაზოგილი თანხა წავა ზონდერბრიგადების ახალი კადრების რეკრუტირების და წახალისებისათვის! გაზარდეთ ერთ სულ ნაცემზე პრემიის მოცულობა, ხოლო თუ ვინმე „ჩავარდება“ და ჟურნალისტები დააფიქსირებენ – პირიქით, გარიცხეთ ზონდერბრიგადიდან და ბანკში წინასწარ დაგირავებული სახლი გააყიდინეთ! უდესიანს ეგ ოპერაციებიც კარგად აქვს ათვისებული.

3) ბატონი ვანო მერაბიშვილის ფუნქცია იქნება ძალის ტოტალური დემონსტრაცია, განსაკუთრებით თბილისში. ოღონდ მშვიდად და ექსცესების გარეშე! ყველგან, სადაც კი მოხდება ჩვენი მოწინააღმდეგეების შეკრება, უნდა მოხდეს პოლიციის და სპეცნაზის დემონსტრირებაც – სამხედრო აღჭურვილობით – იყონ კარაბინერებივით აღჭურვილი, – ავტომატებით, ჩაჩქანებით… გამოიყვანეთ სპეცნაზის ნაწილები – იგივე ძაღლების კამუფლიაჟით, როგორც 7 ნოემბერს, რომ მეხსიერება აღუდგეთ… იმ ოლიგარქის ყრილობის დღეს დააყენეთ ფილარმონიასთან სამხედრო ტექნიკის რამდენიმე ერთეული და წყლის ჭავლიანი მანქანებიც, რომ ყველა მომსვლელმა შიში იგრძნოს! ჩვენ უნდა დავთესოთ შიში! გაავრცელეთ ხმები, რომ მოსალოდნელია ყრილობის დარბევა! რამენაირად უნდა შევძლოთ, რომ ძალიან ცოტა ხალხი მოუვიდეთ ყრილობაზე. დარბაზი თუ არ შეივსება – ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ შეივსო, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ქუჩაში არავინ იყოს. ამავე დროს – არავითარი ისეთი ზეწოლა, რასაც ვინმე დააფიქსირებს. ფსიქიური შეტევა უნდა განახორციელოთ მხოლოდ. არ გაბედოთ, რომ ვინმეს რამე გაუკეთოთ და ეგ არაკონტროლირებადმა მედიამ დააფიქსიროს! ეხლა ეგ მაკლია, კიდე ელჩები ესტუმრონ – უკვე საავადმყოფოში – მაგათ დაჭრილებს! დაიმახსოვრეთ, სხვა რეალობაა! ექს-პრემიერ-მინისტრს რომ ვურტყით და შეგვრჩა იმ პირის მოუძებნელობა, ეხლა ასე არ გამოვა. ვინც ჩავარდება, იძულებული ვიქნებით დავაკავოთ და სულ რო მელნიკოვის რანგის დამსახურება ჰქონდეს – გავასამართლოთ! პირიქით, დაგეგმეთ პროვოკაციები, რომ ვინმემ სპეცნაზს ქვა ან ბოთლი ესროლოს. ამაზე დაიჭირეთ ვინმე! აჯობებს, თუ დაჭერილი ტერორისტი რუსული გვარის იქნება. ორ კურდღელს დავიჭერთ… ვანო, რამე არ წაგცდეს და არ შეგეშალოს, თორემ ცოლთან ერთად სვანებს გადაგცემ… გეხუმრე, რა თქმა უნდა!…

4) შეგზავნეთ ხალხი მოწინააღმდეგეთა ბანაკში. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რა ინფორმაციას მოახერხებს, გამოიტანოს. მთავარია, რომ შეგზავნოთ. თუ გამოაშკარავდებიან, ეგეც არაა ცუდი! ამით იმასაც მოვახერხებთ, რომ ყველა ახალმოსულის მიმართ უნდობლობა ექნებათ…

5) ბანკის დაძირვა არ გამოდის! არავინ არ მირჩევს! ცუდი რეზონანსი იქნებაო… მთელი საბანკო სექტორი მიჰყვებაო! არადა, არ ვარ დარწმუნებული… რა ვიცი, ბადრის დროს კი უმტკივნეულოდ გადავყლაპეთ… არც არავინ შექანებულა სხვები!.. კახი კალაძე ამოიღეთ ყველა რეკლამიდან! შორენა ბეგაშვილმა თქვას, რომ კახის აძლევდა… გაავრცელეთ ხმები, რომ კახი საქართველოშიც და იტალიაშიც თამაშებს ყიდდა! ჩაჯექით ორივე ბანკში და ყველა გადარიცხვა აკონტროლეთ, ეცადეთ, ეგებ გაყიდონ… ვინმე მყიდველი მიუგზავნეთ. იქნება ფრანგებს მიყიდოს – „სოსიეტე ჟენერალს“, მაგალითად … ეს მაგის ბანკი ძაან მანერვიულებს… ფულის ონკანი რომ დამაკეტინა, ის მინდა… შეიძლება მაინც მოგვიწიოს ბანკის დაკეტვა, დროებით მაინც… რომ არაფერი ითქვას, იქნებ რამდენიმე ჩვენიანი ბანკიც მივაყოლოთ. ნიკა, უთხარი შენ ძმას, რომ  სულ ერთი კვირით დავკეტავთ, ვითომ წყალგაყვანილობა გასკდა ახალ ოფისში, უცხოელებს კო ვეტყვით, რომ სიტიბაკიდან და დოიჩე ბანკიდან ფულის გათეთრების საქმეს ვსწავლობთ… შენ კიდე, რაიმე მოიფიქრე, შე ჩემა, ეროვნული ბანკის დირექტორი ხარ თუ გააზნაურებული მდაბიო!

6) კოდუას გამოყენებაზეც ვფიქრობ… ძაანაც არ უნდა გავმეორდეთ… თუმცა, იქნებ გამოვიყენოთ კიდეც… მაგ ოჯახში ბევრნი არიან… უკვე დავიწყე გიორგისთან მუშაობა, მაგრამ ალბათ არ ჩაყლაპავენ ამ ანკესს…

7) როცა არჩევნები ჩატარდება, მე საზღვარგარეთ ვიქნები და დავით ბაქრაძე და ახალაია რამდენიმე დღით სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებენ. მიზეზი მოინახება. ბოლო-ბოლო გორიდან 1-2 გასროლას განვახორციელებთ ცხინვალის მიმართულებით, რუსების რამდენიმე ტანკის გადმოსვლა საკმარისი საბაბი იქნება. ზურას მანამდე უკვე 1 მილიონი ახალი პირადობის მოწმობა ექნება დაბეჭდილი, ხოლო ვანოს – 1 მილიონი წინასწარ შემოხაზული ბიულეტენი ჩაყრილი ყუთებში… გიგის თავისი მდედრიონის მობილიზაცია არ გაუჭირდება. არა მგონია, დიდი ხმაური ატყდეს. ბოლო-ბოლო საზღვარგარეთაც რაიმეს გავითამაშებთ, ლონდონში ვინმე მესვრის… და ყველას ვეტყვით, რომ რუსეთს ისევ უნდოდა regime change! მთავარია, ეკლესიის ნეიტრალიზაცია მოხერხდეს. ამაზეც ვიმუშავებთ, სოსოს ჰყავს ხალხი, ვისთანაც მუშაობს. შენი იმედი მაქვს, სოსო… შვილი გაიხსენე…

თავდაცვითი მიმართულების კოორდინატორად ვნიშნავ ბატონ გია ნოდიას. ბატონი გია თავით ფრჩხილებამდე ჩვენი ერთგულია, ფილოსოფოსი კაცია და დასავლეთში სერიოზული ექსპერტის რეპუტაცია აქვს. მასზე ვერ იტყვიან, ნაცმოძრაობის წევრიაო. ბატონი გია ლევან რამიშვილზე იქნება მიმაგრებული. აქ ხუთი ვექტორი გვექნება, სავარაუდოდ:

ა) უნდა გავაძლიეროთ რამდენიმე თემა – ოჯახური ძალადობა,ბავშვებზე ძალადობა, რელიგიური ტოლერანტობა, სექსუალური უმცირესობები. უნდა ჩავატაროთ რამდენიმე დიდი კონფერენცია ამ საკითხებზე, უნდა დავბეჭდოთ ამ კონფერენციების ანგარიშები. ჩამოვიყვანოთ ბიბისი და ლარი კინგი… მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები და ყველგან უნდა ვილაპარაკოთ, რომ სწორედ ამ რამდენიმე საკითხის გადაჭრაღა დაგვრჩა დემოკრატიის პრინციპების სრულ ზეიმამდე საქართველოში!

ბ) აუცილებელად უნდა გავაძლიეროთ კონტაქტები იმ უცხოელ ექსპერტებთან, რომელთაც რუსეთთან გადატვირთვა არ მოსწონთ – ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი მარტო ვლადიმერ სოკორი ხომ არ არის? რადგან რონ ასმუსი აღარ გვყავს, ხელები უნდა ჩამოვუშვათ? მონახეთ ვინმე ამბიციური ახალგაზრდები, ვინც სიამოვნებით დაწერდა რაიმე წიგნს რუსეთის საშინელ რეჟიმზე და იმპერიის მოახლოებულ კრახზე. აუცილებელია ასეთი ხალხის გვერდში ამოყენება. ჩამოვიყვანოთ, ვაზიაროთ ჩვენს სუფრას… ვინმე შევრთოთ… ამაში თუ საჭიროა, მეც დაგეხმარებით… ვაჩუქოთ ქორწილზე ბეჭედი, ახალი პორშე, ბინა ბათუმში… ასე უნდა ვეძებოთ კადრები! კადრები წყვეტენ ყველაფერს!

გ) ამოსაწევია ის მდიდარი რესურსი, რაც ქალბატონ მანანა გამსახურდია-არჩვაძეს გააჩნია. ახლა, როცა კოკო აღარ გვყავს თბილისში, ქ-ნი მანანა გამოვიყენოთ! შეხვდით ამ ქალს, ოღონდ მაინცდამაინც რურუას ნუ შეახვედრებთ… შეახვედრეთ ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, სევდია უგრეხელიძე – სხვა სერიოზული ადამიანები. ჩავატაროთ რაიმე სერიოზული კონფერენცია თემაზე – „ზვიად გამსახურდია – საქართველოს სულიერი მესია“… რაა? მესია კი არა, მისია? ასე ერქვა წიგნს? ნუ წიგნს ისე ერქვა და ჩვენ კონფერენციას ასე დავარქვათ… მანანას გაუხარდება მესიის ცოლის სტატუსი… თუ საჭიროა, გურამ აბსნაძეც ჩამოვიყვანოთ! რას ჰქვია, არ ჩამოვა! ისეთ რამეს გავახსენებთ, ჩამოვა! ისიც… მივიყვანოთ ბოლომდე ის კოკოს გამოძიება. მაშინ ვერ მოვიფიქრეთ, ეს სერიოზული საქმე ვისზე დამთავრებულიყო და ახლა ყველაფერი აშკარაა, ვისზეც დამთავრდება!.. ზურა! ამ საქმეში შენ უნდა ჩაერთო… თქვენ გაქვთ ყველა მასალები, ჩაატარეთ რამდენიმე ექსპერტიზა, დაკითხეთ, ვინც საჭიროა… მალხაზ გულაშვილი არ დაგავიწყდეთ, ამ კაცს თანამშრომლობის სურვილი აქვს… უნდა, რომ დაგვეხმაროს და მივცეთ საშუალება.. სწორ გზაზე დავაყენოთ… აუხსენით, შეახსენეთ… მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ტრაქტორებამდე, იმ ოლიგარქს ტანკებიც ექნებოდა გამოგზავნილი… სწორედ ეს უნდა ახსოვდეს გულაშვილს!.. შეახსენეთ თქვენებურად… ფოტოებს დონაძე მოგაწოდებთ, მაგას ყველას და ყველაფრის ფოტოები აქვს ფოტოშოფში… სასამართლო პროცესი ზუგდიდში აჯობებს!.. სამეგრელოსთვის მარტო მათრახი კი არ მემეტება! (იცინის სპეციფიური სიცილით). ეს პროცესი მეგრელებისთვის თაფლი იქნება! ნაცემარ ჭრილობებზე წასასმელი თაფლი (სიცილი დარბაზში, კობა ხაბაზის სოლო სიცილის თამადობით)

დ) ძალიან მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი დიასპორის კეთილგანწყობა. ამ მიმართულებით პროგრესი შენელდა… ჩავატაროთ კონფერენცია ბათუმში, ჩამოვიყვანოთ ჩვენი ერთგული ექსპატრიატები. ისეთი პატივი ვცეთ, თავი სამოთხეში ეგონოთ! განსაკუთრებით ოთარ ზურაბიშვილის იმედი მაქვს! კარგი იქნება, თუ ილიას უნივერსიტეტი მას საპატიო დოქტორობას მიანიჭებს. მე დაველაპარაკები გიგის. სწორედ დიასპორამ უნდა იძახოს, რომ წინააღმდეგნი არიან რუსი ოლიგარქის! ამის ფონზე კარგი იქნება, თუ ხალხი მასიურად დაიწყებს იმ ოლიგარქისგან აღებული ფულის დაბრუნებას. სხვათაშორის, მე უკვე ველაპარაკე ექიმ თოდუას და ვფიქრობ, ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალისთვის. თუ არადა, ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას!.. ზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩვენგანაც აქვთ საჩუქრები მიღებული. ჰოდა, თუ იქეთ ვერ  აბრუნებს ნაჩუქარ ფულს, ჩვენ დაგვიბრუნებს ნაჩუქარ შენობას! (სიჩუმე დარბაზში)… მოკლედ, ემიგრანტების კონფერენცია გვინდა. იქნებ, ემიგრანტების პარტიის დაარსებაზეც გვეფიქრა – რამე ისეთი, მოოპოზიციო პარტია რომ იყოს… შეუძლიათ ცოტა გვაგინონ კიდეც… საქმისთვის გვჭირდება…

ე) მოქალაქეობის საკითხი უნდა სერიოზულად დაამუშავო, გია ჩემო! ფილოსოფოსი კაცი ხარ, მოქექე არგუმენტები, პლატონიდან და სოკრატედან დაიწყე თხრა, იქნებ რამე პრეცედენტი იყო! ცისკარიშვილი შეგიძლია გამოიყენო, მაგას ჰქონდა კარგი არგუმენტი – ისრაელში რომ პალესტინის მოქალაქე ჩავიდეს და პარტია დაარსოს, რა მოუვაო! კეზერაშვილს დავურეკავ, იქნება ვინმე ებრაელი ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და ვალაპარაკოთ… მაგრამ ამ დამპალი ფუქსის და ფრენკელის გამო ებრაელებს ცხვირი აქვთ მაღლა აწეული…

მოქალაქეობას კი მაინც არ მივცემ! პატრიარქმა კი არა, სულაც რომის პაპმა რომ მთხოვოს! ბასტა!..

მიაშავეთ მის ცოლს მოქალაქეობა! ოღონდ ჯერ საჩივარი უნდა გამოიტანოს სასამართლოდან! ის დეგენერატი ვაშაძე მოაშორეთ რეესტრიდან, ამხელმა სირმა ის როგორ ვერ გაარკვია, მის ცოლს რა როდის ჰქონდა მიღებული… სწორი იყავი ვანო, სირიაო, რომ მეუბნებოდი შარშან! განცხადება დაწეროს და სადმე გრენლანდიაში სასწავლებლად გაუშვით!.. ეგ დეგენერატი, ეგა…

დაბოლოს, მედიის მიმართულება. აქ თენგო გოგოტიშვილი დაგვეხმარება კოორდინაციაში. ნატო დროებით მოიცდის, რადგან აქ თუ ვერ გავიმარჯვეთ, ვერც ნატოში შევალთ და ვერც – კატოში! (სპეციფიური, ნერვული სიცილი)

1. არცერთი არაკონტროლირებადი პრესის ჯიხური თბილისში!! არც ერთი!! მოვა დრო და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი… არჩევნების შემდეგ დღეს უეცრად გაითიშება „მაესტროც“ და „კავკასიაც“! ხოლო ჩვენს მიერ უკვე სრულად კონტროლირებად ჯიხურებში არ გაიყიდება არც „კვირის პალიტრა“, არც „რეზონანსი“, არც – „ლიბერალი“… უფრო სწორედ მათი მთელი ტირაჟი დილის 8 საათზე უკვე „გაიყიდება“ და აორთქლდება კიდეც! რა თქმა უნდა, იჩივლებენ, მაგრამ სანამ სასამართლო იქნება, ჩვენ ჩვენს გამარჯვებას გავინაღდებთ და წერენ და იკითხონ მერე.

2. თეფშების შესახებ გაუშვით ჩვენს სამივე არხზე სიუჟეტები, რომ სატელიტურ თეფშებს გამოსხივება აქვს და კიბოს და შიდსს იწვევს! მერე ერთ კვირაში აკრძალეთ თეშების შემოტანა და ამოიღეთ ყველა სატელიტური თეფში მოსახლეობიდან. რეგიონებში უნდა დავაყრუოთ და დვაბრმავოთ ხალხი! საბოლოოდ კი არჩევნების წინ „მაესტრო“ და „კავკასია“ თბილისშიც გაითიშება. „მაესტროს“ – ტექნიკურად გავთიშავთ. ანძიდან ეს მარტივია. ანძა უკვე ჩვენია. „კავკასიაზე“ მართლმადიდებლები მიიტანენ იერიშს, სწორედ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვუშვებთ იმ დაპატიმრებულ მორწმუნეებს. კორიდის ხარებივით გამოვარდებიან… მანამდე კი ორივე ტელევიზიაზე უნდა ვიმუშავოთ – ჩვენი ხალხი უნდა ჩაინერგოს, გამოცდილი კადრები… რომ საჭირო მომენტში, თუ სიტუაცია დაიძაბება, ალაპარაკდნენ, რომ ტელევიზიის უფროსები აშანტაჟებდნენ და წნეხის ქვეშ ამუშავებდნენ, რომ ნახეს შავი ფულის გათეთრება… ოკულტიზმი ახსენეთ… ცაგარელი გამოაცხადეთ შავი მაგიის  მაგისტრად… ღლონტი და აქუბარდია – მასონებად… ჩვენმა კადრებმა კი თქვან, რომ ნახეს ტელესტუდიებში როგორ მოდიოდნენ რუსეთის კგბ-ს ინსტრუქტორები… პანფილოვმა გადაიღოს თავისი საბუტილნიკები რამდენიმე… რუსული ინსტრუქციების ფოტოები დაგვჭირდება…რუბლები ჩადეთ მეშოკებში და დააგდეთ სადმე… ამერიკელებზე მაგარი ეფექტი ექნება, სოსოს ამოღებულ რუბლებს რომ გავშლით მაგიდაზე! რაღაც ეგეთი ამბები… თენგო, ისე უნდა იმუშავო, როგორც მაშინ, რუსის სალაგას ოქრის კოვზი რომ ამოუღე ჯიბიდან!… კოვზი – იქნება! თუ არ იქნება, თავად უნდა გქონდეს ჯიბეში! ტყუილად ხარ ამხელა ნატოს კოორდინატორი?! გაანძრიე თავი… ყველამ გაანძრიეთ თავები, თუ არ გინდათ, რომ დაგენძრეთ!

3. რაღაც უფრო კრეატიული სიუჟეტები უნდა მოვიფიქროთ. არ ჭრის უკვე ეს „რუსის აგენტი“ მხოლოდ. ამ კაცის ფსიქიკას უნდა დავარტყათ. ხომ ხედავთ ოჯახზე ლოცულობს! ჰოდა, სწორედ იქ უნდა დავარტყათ, რაზეც ლოცულობს. რაიმე რუსის ქალების ისტორიები უნდა მოვიფიქროთ. ზაზა გოროზია და გივი თარგამაძე ჩავრთოთ… რაღაც იმ მასშტაბის უნდა იყოს, როგორც მაშინ ასათიანზე რომ იყო… შემზარავი… თენგო, თუ გინდა, რომ ის დიდი კრედიტი დაფარო, უნდა გაინძრე! ისეთი რამე უნდა მოიფიქრო, რომ ოჯახში შხამი ჩაასხა… უნდა მიხვდეს, სად შემოდგა ფეხი… მის შვილებზე იმუშავეთ… არავითარი დანდობა! მოიფიქრეთ რამე – ავადმყოფობა, ფსიქიური გადახრები, ვამპირიზმი! საზოგადოებრივ არხს არ აწყენდა, ცოტა აკადემიზმი გვერდზე გადადოს და რეალ-ტივის სტილში იმუშავოს! თუ არ გინდათ, რომ ის ჩანთხლეული მილიონები უკან ამოგანთხევინოთ! გია და ლევან, პარსონის წაღებულ ფულსაც თქვენ დაგაბრუნებინებთ, თუ ვერ ივარგეთ, თქვე დედამ… თუ გინდათ, სტაჟირებაზე გაგიშვებთ არველაძესთან, ხო ხედავთ კაცი რაებს იგონებს!..

4. უნდა გახვიდეთ საერთაშორისო დონეზე! მოიწვიეთ ყველა, ვიზეც ხელი მიგვიწვდება! მონაკოს პრინცს კალმახელიძე დაურეკავს! მე ანდრე გლუქსმანს ჩამოვიყვან… ეკას დაურეკე ვანო, ზღულაძეს! ნემის ყუნწში გაძვრეს და მამამთილიც ჩამოიყვანოს და კიდევ სხვებიც!.. სარკოზი რომ ჩაფლავდება არჩევნებზე, მერე მაგასაც ჩამოვიყვან ოჯახთან ერთად! “პიკი” უნდა ავამუშავოთ… კოტრიკაძეს გავკარი …! ინგლისურ არხად უნდა გადავაკეთოთ „პიკი“! რა დროს კავკასიაა, თავს უნდა მივხედოთ!.. რამე თქვენც მოიფიქრეთ, თქვე იდიოტებო…

==================================

ნერვული სიცილი…

–         სადაა წაიღეთ ჩემი ცხვირის წვეთები, თქვენი ახვარი დედა…!

ბელადი მოულოდნელად ტრიბუნიდან გარბის… დაცვა მისდევს… დარბაზში ჩოჩქოლია, ვიღაცას გული მისდის…

დაცვის უფროსი გარბის და მობილურში ჩაჰყვირის:  “ქალბატონო გიული, ჩქარა… ისევ გასქურა!.. მე-8 ვარიანტი გვაქვს!”…

ისევ ირთვება ჰიმნი:

„დარია თუ ავდარია…“


საქართველო თუ მიშა?


ჩემს ბლოგზე სხვადასხვა ტაგები მაქვს. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა ”მიხეილ სააკაშვილი” არის, ხოლო მესამეზე უცნაური მოკლე შეკითხვა – “საქართველო თუ მიშა”?

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფორმით ეს კითხვა მგონი მხოლოდ მეორედ დავსვი, ლამის თითოეულ ჩემს სტატიაში ეს კითხვა ფარულად არის… რადგან ჩემი რწმენით, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ,  ”საქართველო და მიშა” მხოლოდ ძალადობის აღმნიშვნელ ანტაგონიზმების ხელოვნურად გადაჯაჭვული ტანდემია…

==================================================================

ავიღოთ ყველაზე მწარე და გახმაურებული კითხვა, რომელიც ნაცმოძრაობამ პატრიოტიზმის ლაკმუსის ტესტად აქცია, ოღონდ – სხვებისთვის…

ვინ დაიწყო ომი?

კონდოლიზა რაისი, ჯოშუა კუცერას მიერ მისი მემუარების შესახებ დაწერილი სტატიაში გაკეთებული დასკვნების შემდეგ, სადაც ავტორმა რაისის სიტყვებში სააკაშვილის მიერ ცხინვალზე შეტევის დაწყება კატასტროფულ შეცდომად და საომარი მოქმედებების დაწყებად შეაფასა, თავის მართლებას ცდილობს: ”აზრი, რომ მე ვადანაშაულებ ქართველებს ომის დაწყებაში, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს… არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია“.

ამ დროს კუცერას სტატიის მიხედვით რაისი თავისი მემუარებში No Higher Honor ამბობს: Saakashvili Let Russians Provoke Him Into Starting War. ანუ სააკაშვილმა რუსებს ომის დაწყების პროვოკაციაში მისი შეთრევის საშუალება მისცაო.

თუმცა დახვეწილი და შორეული დიპლომატის გარდა  ”სააკაშვილის” და ”ქართველების” ან ”სააკაშვილის” და ”საქართველოს”, ცნებების აღრევა უფრო ახლოდანაც გვხვდება. ნიჭიერი და მამაცი ახალგაზრდა ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი  ”ნეტგაზეთში” ციხეში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის ნიკო მახარაძის გარდაცვალების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ასე ასათაურებს – ”მოქალაქის სიკვდილში დამნაშავე საქართველოა”. გასაგებია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსარჩელე მხარე სწორედ საქართველო იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, სტატიაში უფრო სწორი იქნება უნდა ეწეროს – ”დამნაშავე – საქართველოს დე-ფაქტო მთავრობაა”…

მგონი დროა მივხვდეთ და გავარჩიოთ – ”საქართველო” და ”სააკაშვილი”. ”ქართველები” და ”სააკაშვილი”.

საქართველო არ არის სააკაშვილი!

პატიმრების წამებაში, მათ გარდაცვალებაში, ხალხის გაღატაკებასა და გატყავებაში, პოლიციის პოლიტიზაციაში, სასამართლოს პროკურორიზაციაში, ბიზნესის დატერორებაში და ა.შ. დამნაშავე არის სააკაშვილი და არა – საქართველო.

რაისი სწორია იმაში, რომ სააკაშვილმა რუსებს ომის დაწყებაში მისი პროვოცირების საშუალება მისცა და ამავე დროს იგი იმაშიც მართლია, რომ  ომის დაწყებაში ქართველებს არ ადანაშაულებს, რადგან ”ქართველები” სხვაა და – სააკაშვილი სხვაა…

და ამით იმის დისკუტირება ან კონსტატირება კი არ მინდა, არის თუ არა სააკაშვილი გენეტიკურად ქართველი!

მე ეს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თუმცა ვერ ვხედავ იმასაც, რატომ უნდა იყოს თავისთავად ტაბუდადებული ამ საკითხის განხილვა და შეკითხვის დასმა. მე საერთოდ მგონია, რომ ნიკო მარი და მარჯორი უორდროპი არიან უდიდესი ქართველები, რისი თქმაც არ შემიძლია პავლე კუბლაშვილსა და ნუგზარ წიკლაურზე, მათი გენეტიკური მასალის მიუხედავად. მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს სააკაშვილის, კუბლაშვილის, წიკლაურის და ძმათა მათთა იდეალები და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის (დარწმუნებული ვარ – აბსოლუტური უმრავლესობის) ქმედებების და იდეალების აბსოლუტურად საწინააღმდეგოა!

ამიტომ, თუ ვეთანხმებით ტალიავინის კომისიის დასკვნას და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზლუციას, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნით დაიწყო სააკაშვილმა [და მისმა ნაკანტუზიებმა გენერალმა ყურაშვილმა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა გამოაცხადა ამ მოქმედებების დაწყების მიზნად], ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ომი დაიწყო საქართველომ.

ვოლუნტარისტული, პარლამენტთან და საქართველოს ხალხთან შეუთანხმებელი ქმედებების შედეგად რამდენიმე ტვინგაცხელებულმა არამზადამ, რომლებმაც მანამდე 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო, ხოლო 21 მაისს – საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გზით მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია და იქ სრულიად უკონტროლოდ მოკალათება, 2008 წლის 7 აგვისტოს დაარხეინებულებმა შეაბიჯეს ვლადიმერ პუტინის და რუსი სამხედროების მიერ დაგებულ ხაფანგში და გახსნეს ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, მათ შორის – გრადის გამოყენებითაც. ეს ყველაფერი ხდებოდა მათი ბრავადული გამოსვლების,  აღებული ოსური სოფლების რიხიანად ჩამოთვლის (მათ შორის, ახლაც მახსოვს, რომ ეფექტის მოსახდენად სააკაშვილი ”დიდ სოფლებს” ცალკე გამოჰყოფდა, გეგონებოდა, ჩინეთის გუანგდონგის პროვინციას იპყრობდა, სადაც სოფელი 1,000-დან 50,000-მდე მოსახლეც კი შეიძლება იყოს!), სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შოთა უტიაშვილის ტელეპოდიუმზე ტინგიცობის, ღამის ცაზე გრადების ელვის ტელეეკრანებზე ხშირად დემონსტრირების და მალე ოსების უკანასკნელი დარჩენილი პუნქტის – ჯავის აღების პერმანენტული ანონსირებით.

ეს დადასტურებულია ტალიავინის დასკვნით, და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი ნაცმოძრაობის იმ ნეობოლშევიკ პროპაგანდისტებსაც, რომლებიც ოპოზიციას ”ვინ დაიწყო ომი?”-ს თემაზე ხშირ-ხშირად ტესტირების გავლას სთავაზობენ! ის, რომ როკის გვირაბის გავლით რუსული ტანკების კოლონების შემოსვლას 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით და 8 აგვისტოს დილით ადგილი არ ჰქონია, დადასტურებულია ამერიკული და ევროპული კოსმოსური თვალყურის სისტემებითაც. და გოკა გაბაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, დავით დარჩიაშვილმა და სხვა პირწყლიანმა დემაგოგებმა ან საკუთარი ხელმოწერების დენონსირება მოახდინონ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ანდა დაყენდნენ და გესლიანი შეკითხვებს ოპოზიციისკენ ნუ ისვრიან გრადებივით… როგორც სააკაშვილს დაუბრუნდა ის გრადები, ისე დაუბრუნდებათ მათაც ყველა ეს შხამი და გესლი, რასაც ახლა განსაკუთრებით ძალუმად ანთხევენ…

ასე რომ, მე ყველას გთხოვთ, ვაღიაროთ:

  1. ომი დაიწყო სააკაშვილმა და მასთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა (ვინ ვის უვარდებოდა მუხლებში, ამას თავად დაფქვავენ ახლო მომავალში).
  1. ომის დაწყება ნამდვილად ინსპირირებული იყო რუსეთის მიერ,  მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა. როგორც ეს მანამდე ბევრჯერ მომხდარა, რომ არა სააკაშვილის და მისი გენერლების, მაგალითად, ლოჯისტიკის გენერალ უგულავას და თავდაცვის გუდერიანის გივი თარგამაძის არაადექვატური შეხედულებები რუსული არმიის პოტენციალზე, მათი ტანკების არნახულ დაჟანგულობაზე და პუტინის საოლიმპიადო პეკინში ჩარჩენის და მოთაფლული კულახმეტოვის ”სიტყვის ერთგულებაზე”.
  1. საქართველო სხვაა და სააკაშვილის ბანდა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი …
  1. ქართველების და საქართველოს ინტერესები დღეს აბსოლუტურად განსხვავდება სააკაშვილის და მისი ბანდის ინტერესებისაგან. დამთხვევა ჯერ კიდევ შეიძლება იყოს დასავლური ორიენტაციის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, მაგრამ იმდენად დიდია სააკაშვილის დისკრედიტაციის დონე, რომ თუკი იგი რაიმეს მიზნად დასახავს და მხარს უჭერს, ამით სწრაფი ტემპით ახდენს ამ იდეის, პიროვნების თუ მოვლენის დევალვაციას. ასე რომ, რაც მეტი იქნება სააკაშვილის მხრიდან ამ იდეების ”ერთგულებაზე” ფიცი, მით მეტია შანსი, რომ სულ უფრო მეტი ქართველი უარს იტყვის მათზე.
  1. ამიტომ ჩვენ სწორი ზღვარი უნდა გავავლოთ ყოველთვის სააკაშვილსა და საქართველოს, სააკაშვილსა და საქართველოს მოქალაქეებს, სააკაშვილსა და ხალხს შორის…
  1. დაბოლოს, იმისათვის, რომ ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების და სხვა სერიოზული დოკუმენტების ნეგატიური ძალა სააკაშვილიდან საქართველოზე არ გადმოვიდეს, აუცილებელია ჩვენი სერიოზული ძალისხმევა, რომ საქართველოს სხეულში ჩაბუდებული ეს ამაზრზენი ფითრი მალე მოვიშოროთ.
  1. თუ ამაში ნაციონალური მოძრაობის ელიტა თავად დაგვეხმარება – თავისი უგვანობის, კორუმპირებულობის, კანონის აბსოლუტური იგნორირების, პოლიტიკური მოწინააღმდეგების პოლიტიკური დევნის დემონსტრირების, კრიმინალური საქმეების შეთითხვნის, ბანკების სპეციალურად გაკოტრების, მოსახლეობაზე ტოტალური თვალთვალის გაათმაგების, პოლიტიკური ოპონენტების შეკრებების მაქსიმალურად დაბლოკვის – გზით, შეიძლება ამით თავიანთი პოლტიკური აუტოდაფე გადასწიონ, მაგრამ ხარისხობრივად დაამძიმონ.

სხვანაირად, არ გამოვა… მე უარს ვამბობ იმაზე, რომ სააკაშვილთან საერთო ღირებულებების მატარებლებად განმიხილოს ვინმემ. ვინც თვლით, რომ მასთან და მის დამქაშებთან ბევრი რამ საერთო გაქვთ (გარდა იმისა, რომ ერთსა და იგივეს წერთ გრაფაში ”მოქალაქეობა”), იფიქრეთ იმაზე, რა მასშტაბის დაპირისპირებაზე მიდიხართ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან, საკუთარ ისტორიასთან, საკუთარი ხალხის მომავალთან, საკუთარ შვილების მომავალთან (ადამიანურ მომავალზე ვლაპარაკობ და არა – მაძღარი მანქურთების მომავალზე!), საკუთარ სინდისთან (თუ რა თქმა უნდა ის არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოგწონდეთ მინისტრი, რომელიც 130,000 ლარიან მანქანას ყიდულობს, ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1,000,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს – ლამის ყოველი მესამე)…

საქართველოს გადარჩენის და აღორძინების გზა მიშას უარყოფაზე გადის. მიმართულება შეიძლება დარჩეს, ვექტორი – დაზუსტდეს, სასახლესაც ეშველება რამე და დაჭყლეტილი ბოთლის ქანდაკებაც არ იქნება ძნელი ასაღები… მთავარია, ეს 99,99%-იანი სიცრუე და 100%-იანი უსამართლობა დავძლიოთ. მთავარია, ქვეყანას არ მართავდეს ხელისუფლება, რომელიც სწორედ ხელისუფლების უზურპაციით და მოსახლეობაზე მზარდი ძალადობით ცდილობს თავისი ბატონობის სამუდამოდ დაბეტონებას…

 


მაკროკვერცხონომიკა (ანუ, დიდი კვერცხების ეკონომიკა)


საქართველოში დიდი ამბავია ატეხილი იმ საუკუნის პროექტებზე, რასაც სააკაშვილის მთავრობა ლამის ყოველდღიურად ხსნის: იდება კვერცხები ბათუმში, და კვერცხებზე იდება შლიოპანცები, ხოლო არავის რომ არ ეგონოს, რომ ეს საქართველოს მთავრობის კვერცხებზე დაჭერილი რუსული შლიოპანცებია, მათზე ამაყად არის აღბეჭდილი საქართველოს დროშა… მერე დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილზე დგამენ უშველებელ ველოსიპედს, რომელსაც ორი სკამი ერთმანეთისაკენ აქვს მიტრიალებული, რაც იმის ნიშანია, რომ ველოსიპედზე ამხედრებულები არა მის მართვას, არამედ, ალბათ, ზასაობას შეეცდებიან… მალე ბათუმშიც იქნება ველოსიპედის ძეგლი (გოგონა ველოსიპედზე), რომელიც სხვა პროექტებისაგან განსხვავებით ესთეტიურად ლამაზად გამოიყურება… ბათუმშივე შენდება გრანდიოზულ-ფალოსური ”ანბანის კოშკი”, რომლიდანაც სააკაშვილი ფიქრობს, რომ კარგ ამინდში ტრაბზონსაც დაინახავს და ოჩამჩირესაც… რიყის პარკში მოვიდა და სკამზე ჩამოჯდა ედუარდ შევარდნაძის ძველი მეგობარი და ”დავერიაი, ნო პრავერიაი”-ს დოგმის ერთგული რონალდ რეიგანი, რომლის ძალისხმევით საქართველო 90-იან წლებში განთავისუფლდა. (ისე, აქ უმტყუნათ ნაც-სიმბოლიზმის მეტრებს კრეატიულობამ, თორემ რეიგანს ცალ ხელში ვარდი უნდა ეჭიროს და მეორეში – ნახევრად დაცლილი ჭიქა უშაქრო ჩაით, ხოლო სკამზე, თავისუფლების პატივისცემის სიტყვების მაგიერ, აჯობებდა წარწერა Misha is Cool!)… გაიხსნა რიკოთის გვირაბი, რომელიც ალბათ მსოფლიოში ყველაზე გაჩახჩახებული გვირაბია, სადაც მძღოლებს შავი საათვალეებით მოუწევთ მოძრაობა… 23  ნოემბერს ავრალურად იხსნება პლეხანოვ/აღმაშენებლის განახლებული გამზირი… ქუთაისში, ასევე დავით აღმაშენებლის ნაძეგლარზე გაკეთდება ქართული ეთნოგრაფიული განძეულის ფიგურებით დამშვენებული გრანდიოზული შადრევანი… გაჟღერდა სააკაშვილის სანუკვარი ოცნებებიც – საქართველოში მრავალი გვირაბის და, მინიმუმ ერთი, 200-სართულიანი შენობის აშენების შესახებ და იმაზეც, რომ სასწრაფოდ ახალი ოქროს თევზია მოსაძებნი ამ იდეების ხორცშესასხმელად!.. ძველი ოქროს თევზი  ხომ პოლიტიკაში წავიდა…

ამ სიახლეებმა ბევრს დააწყებინა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ხელისუფალი ქვეყნის მართვაში არქიტექტურის და სკულპტურის გამოყენებას ცდილობს. ზოგმა, აჯანყებული გურულის ძეგლის საიდუმლოდ გასვენების ამბის შემდეგ გამოიტანა დასკვნა იმაზე, რომ საქართველოში ტრადიციული ხელოვნება კვდება და ”არტი” იბადება (ამის ნიშნები ადრეც ჩანდა ლექსენის, ბიჭოლას და დეფის გამეფების მცდელობებით). ხოლო ყველაზე პროზაულებმა ის დაასკვნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მორიგი გარდარეული ვნება იმის გზავნილია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გუგენჰეიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მსგავს მუზეუმს უმზადებს, მიშამ მთელი საქართველოს ცისქვეშეთის გუგენჰემიზაცია გადაწყვიტა – მთელი საქართველო უნდა გახდეს მიშას არტ-პერფორმანსის არენა – ”ნულოვანი ტოლერანტობიდან – ნულოვან გემოვნებამდე!”, რომელზეც ვერავინ იკამათებს (ნულოვანი ტოლერანტობის გათვალისწინებით, ცხადია!)

მაგრამ,  ძვირფასო მუზეუმის ჯერ კიდევ მაცხოვრებლებო (არ გაგიკვირდეთ!  არაა გამორიცხული მუზეუმში ცხოვრება შეიზღუდოს, როგორც, მაგალითად შუშის ხიდის მოაჯირზე ჩამოყრდნობა ან რიყის პარკის სკამებზე შეყვარებულისთვის ხელის გადახვევნა არის შეზღუდული!), – სინამდვილეში, ამ კულტუროლოგიური მონუმენტალიზმის მიზეზი, ყოველ შემთხვევაში – ძირითადი მიზეზი – გაცილებით მარტივია!  და როგორც სხვა შემთხვევებში, მარქსიზმის კლასიკოსების მიერ არის განსაზღვრული:

–         ფული, ბაბა,ფული!.. ბევრი ფული, ბაბა!…

თუ მიაქციეთ ყურადღება, ინფარქტგადატანილ მეგზევე მინისტრს რა დაუჯდა ევროპაში საუკეთესო რიკოთის გვირაბი (სხვათაშორის, ”იმედის” რეპორტაჟში ”რიკოთის გვირაბი გაიხსნაო!”, ისე გვახარეს, ვითომ ეს გვირაბი მიშას და ნიკოლეიშვილს გაეჭრათ წელს!)

46 მილიონი ლარი!

როგორ გგონიათ, სინამდვილეში ამდენი დაჯდებოდა 1750 მეტრი სიგრძის და 9.5მ სიგანის გვირაბი? ანუ დაახლოებით 2800 ლარის ხარჯი – გზის 1 კვ.მ-ზე?  რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის განახლება არაა იაფი სიამოვნება, თუ ამას ნორმალურად აკეთებ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სწორედ იმიტომ იყო გვირაბი ბროდვეიზე მეტად გაჩახჩახებული, რომ მარტო თვალები კი არა, ტვინიც დაგვბრმავებოდა და არ მოგვეკითხა, რაშია დახარჯული ფული! აგერ ვარ მე და აგერ – ეგ გვირაბი და ვნახავთ გაზაფხულამდე რამდენი წყალი ჩამოვა მის გაჩახჩახებულ კედლებზე – არა მგონია ერთი წელი იფუნქციონიროს დახურვის გარეშე…

როგორც ბათუმის ნაციონალური მთავრობა ამბობოს, შლიოპანცების და კვერცხების ქანდაკება სულ რაღაც 160,000 ლარი დაუჯდათ, თუმცა სავარაუდოდ, ეს მხოლოდ თავად მოქანდაკე ფანტოცისათვის გადარიცხული თანხაა და მისი ტრანსპორტირების და მონტაჟის გათვლით კომპოზიციის სრულ ხარჯებად 800,000 ლარი გაიწერა.

78,000 ლარი დაჯდა ოფიციალური ცნობებით რესპუბლიკის მოედანზე დავით აღმაშენებლის ჩამნაცვლებელი გიგანტური ველოსიპედი, რომელიც თავიდან – მოქანდაკის ”საჩუქრად”გამოცხადდა. თუმცა გაჟღერდა ისიც, რომ ამ ძეგლის მხოლოდ მონტაჟი დაჯდა 36,000 ლარი, ხოლო მის სრულ ღირებულებად ფანტასმაგორიული ციფრი  – 7 მილიონი ლარი სახელდება. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და თბილისის ბიუჯეტები, ისევე როგორც საპრეზიდენტო და სამთავრობო ფონდები სრულიად გაუმჭვირვალეა, ძნელია, რაიმე კომენტარი გააკეთო…

მაგრამ ეს თანხები სრულად ფერმკრთალდება 64 მილიონ ლართან, რაც ბათუმის ”ანბანის კოშკი” დაჯდება… არავინ ამბობს, რა დაჯდა პლეხანოვის ახალი სიცოცხლე… გაგიკვირდებთ, რომ 1 მილიარდი დაეხარჯათ? მე არ გამიკვირდება, კაცმა ბავშვობის ნატვრა აიხდინა და მილიარდის დედაც!.. მით უმეტეს, იმ მილიარდის, რომელიც მანამდე სახელმწიფოსი იყო და ახლა სანახევროდ შენი ხდება (ამაზე – ქვემოთ!)

ხოლო 200 სართულიანი შენობის ფასი რომ რამდენიმე მილიარდი დოლარი იქნება, ეს გასაგებია…

ჩემი მოკრძალებული აზრით დასახელებული პროექტები 3 ფუნქციას ასრულებენ:

1)      მთავრობა ხალხს აჩვენებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია ამ ქვეყნის იერსახის შეცვლა (კარგისკენ თუ ცუდისკენ, ეს არაა მნიშვნელოვანი!). ამის მოთხოვნილება მიშას განსაკუთრებით გაუმწვავდა მის შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მთაწმინდაზე წამოჭიმულ ივანიშვილის სასახლეს აქვს მიპყრობილი და სააკაშვილის მხრიდან ამ ფაქტის გადასაფარავი ჭინთვები ხანუმას სახეზე ფერუმარილის ინტენსივობის მსგავსად იზრდება!

2)      მთავრობა ცდილობს უცხოეთს დაანახოს, რომ იგი თანამედროვე ლიბერალური ღირებულებების და პოსტმოდერნისტული ტენდენციების მატარებელია, თუმცა ვერ ატყობს, რაოდენ უმსგავსოა მისი საქციელი, როდესაც მილიონებს არა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ადამიანების ყოფის შესამსუბუქებლად და გამოსახსნელად, არა – ათასობით ცე ჰეპატიტით დაავადებულის სამკურნალოდ, არა – მილიონზე მეტი უმწეოს დასახმარებლად, არა – ლტოლვილებისათვის და პენსიონერებისათვის ყოფის გასაუმჯობესებლად ხარჯავს, არამედ – კვერცხებზე, კოშკებზე და შლიოპანცებზე!

3)      და, რაც მთავარია, მთავრობა სწორედ იმიტომ არის დაკავებული მეგაპროექტებით, რომ მათზე გაწერილი მეგახარჯების ლომის წილი დანიშნულებისამებრ კი არ იხარჯება, არამედ სამთავრობო სამშენებლო და მუნიციპალური კომპანიების (კეზერაშვილის ცოლის, გიგა ბოკერიას მამის და ცოლისდის, შარანგიების კლანის, გიგი უგულავას საახლობლოს) ჯიბეებში ილექება, ხოლო იქედან შემდეგ ნაცონალური მოძრაობის საარჩევნო ყულაბაში მიედინება. რაც მეტად გრანდიოზული იქნება მშენებლობა, მით მეტ ფულს აახევს სააკაშვილი ჩვენი საშემოსავლოებით და ფულშეწერილთა საპროცესო გარიგებებით  შევსებულ ხაზინას, მით უფრო მეტად გააღარიბებს თითოეულ ისედაც უპოვარ ადამიანს, მით უფრო გაიადვილებს საარჩევნოდ მათი ”იეფად” მოსყიდვის შესაძლებლობას და მით უფრო მეტი ექსპერტების, პიარ-კომპანიების  (მო)სასყიდი თუ სარეკლამო თანხა დარჩება არჩევნებისათვის, რომ თავისი ოჯახის, საყვარლების და კლანის ბედნიერი მომავალი და ქვეყნის დანგრევა უზრუნველყოს!

თქვენ კი იძახით, ”არტი”-ო! 

არტი არა, – კვატი!

 

 


დასაქმება! დასაქმება! დასაქმება!


საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი – ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით – ბოლო წლებში საშუალოდ16%-ია.

უფრო ზუსტად – იყო 16.9%,  გახდა 16.2% და მიშგაბრწყინებული ქვეყნის მოზეიმე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც თვალსა და ხელს შუა იქცა ბრიოლონით ქოჩორაპრეხილი მარადმომღიმარე ბიჭიდან თმაშევერცხლილ და დაღლილ კაცად, რომელმაც კარგად იცის, რომ ნეხვშია ჩაფლული და ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მოზეიმე ხმით გვაცნობს ამ  ფენომენალურ გაუმჯობესებას და ამით იმის წინაპირობას ქმნის, რომ ერთი კვირის შემდეგ ჩვენი გაკახელებული ბელადი გამოვიდეს და გამოგვიცხადოს, საქართველოში უმუშევრობა მალე 10%-მდე შემცირდებაო…

მაგრამ ვინ ითვლება საქართველოში დასააქმებულად?

თუ საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის მიერ სახელმძღვანელოდ მიჩნეულ მეთოდიკას გავეცნობით, ფანტასტიურ აღმოჩენებს გავაკეთებთ!

თურმე, საქართველოში დასაქმებულია 15-ზე მეტი წლის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც:

ა) გამოკითხვამდე ბოლო 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (მერე რა თუ მანამდე 300 დღე არ მუშაობდა!).  და ამ პირობას – მუშაობა – აკმაყოფილებს ნებისმიერი შემდეგი:

–         თუნდაც 1 საათი მუშაობა (მთავარია ამაში ანაზღაურება ჰქონდეს, თუნდაც 1 ლარი!)

–         შინამეურნეობაში ოჯახის სხვა წევრებს დახმარება(თუნდაც უსასყიდლოდ)

–         სამსახურში გაფორმებულად ყოფნა (თუნდაც თუ სამსახურში არ უვლია და ხელფასს არ იღებს)

ბ) ან თვითდასაქმებულია, რომელიც:

–         მუშაობს როგორც ინდივიდუალური მეწარმე

–         მუშაობს შინამეურნეობაში – მაგალითად, სოფელში საკუთარ მიწის ნაკვეთზე, უვლის შინაურ ცხოველებს, და იღებს მატერიალურ ან ნატურით (!) ანაზღაურებას.

ამრიგად, თუ საქართველოში მცხოვრები მამაკაცი კვირაში ერთხელ წავა და თევზს დაიჭერს, ხოლო მერე თუნდაც 3 ლარად გაყიდის, ის უკვე დასაქმებულია! მაგრამ კიდევ უფრო ფანტასტიურია იმის გაცნობიერება, რომ ის მაინც დასაქმებულად ჩაითვლება, თუ ამ თევზს თავად შეწვავს და მიირთმევს, რადგან ჩაითვლება, რომ მან თავისი საქმიანობისათვის ნატურით ანაზღაურება მიიღო! 

ასეთივე დასაქმებულია ქალი, რომელიც კვირაში ერთხელ ბინის დალაგებაში თუნდაც 10 ლარს იღებს!

და იგივე ითქმის 16 წლის გოგონაზე, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც თავის უმუშევარ მამას მიეხმარება, და სამუშაოს მოსაძებნად CV-ს კომპიუტერზე აუკრიფავს! ეს მაგალითი განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, რადგან შვილის „დასაქმება“ მამის უმუშევრობას ანეიტრალებს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბრძნული გადაწყვეტილებით ამ ოჯახში უკვე 1 დასაქმებული მაინც არის! ხოლო თუ ამ ოჯახში კიდევ არის ბებია, რომელიც წინდებს ქსოვს, და ბაბუა, რომელიც ხისგან ფიგურებს ჩორკნის და შაბათ-კვირას ბაზარზე თუნდაც 3 ლარად გაყიდის, მაშინ ქართველი სტატისტიკოსების მეთოდიკის ფანტასტიური გულუხვობის წყალობით, ოჯახში უკვე 3 დასაქმებული იქნება! განა ეს საქართველოს ეკონომიკური ბუმის კიდევ ერთი დასტური არ არის?!

განა თანასწორობის საუცხოო მაგალითი არ არის, რომ ის ჩვენს მიერ ნახსენები გოგონა, ან წინდების მქსოველი პენსიონერი ბებო ისეთივე დასაქმებულებად ითვლებიან საქართველოში, როგორც კობა ნაყოფიას შვილი, რომელმად მამის კერძო კომპანიაში კონსულტანტად მუშაობს და წლიურად სულ რაღაც 1,100,000 ლარს იღებს?! განა ბედნიერება არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულია ერთადერთი მ არჩენალი ძროხის მწველავი მოხუციც, რომელიც საღამოს რძით და ყველით შვილიშვილებს აპურებს და პრეზიდენტის დედაც, რომელიც სულ რაღაც მესამედი წილის მფლობელია საქართველოს უნივერსიტეტში და ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში? ეს ხომ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენთან დასაქმება და ბიზნესის დაწყება ყველაზე იოლია და კრიზისით გათანგულ მსოფლიოში საქართველო – ლამის ერთადერთი გადარჩენილი ეკონომიკური ოაზისია!

თუმცა არის ნიუანსები, რომელზეც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური და მისი წარმართველი ნეტარი ნაცპარტია ჯიუტად სდუმან.

საქმე იმაშია, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების დაანგარიშების დროს მხედველობაში არ იღებენ საპენსიო ასაკის პირების შინამეურნეობაში დასაქმებას!

საქმე იმაშია, რომ აბსოლუტურ ლოგიკას მოკლებულია დასაქმებულად ჩათვალო ადამიანი, რომელიც კვირაში მხოლოდ 1 საათი მუშაობს, თუ მისი თვიური შემოსავალი საარსებო მინიმუმს (საქართველოში – 155 ლარს) მაინც ვერ აღწევს!

საქმე იმაშია, რომ ევროპელები აფრიკის და აზიის ღარიბი ქვეყნებშიც კი უმუშევრობის დაანგარიშებისას არ თვლიან დასაქმებულად ადამიანს, რომელიც ფორმალურად სამუშაოზე დაქირავებულია, მაგრამ რომლის დღიური შემოსავალი 2 ევროზე ნაკლებია (ერთ სულზე). ანუ რომ გადმოვიანგარიშოთ – თვეში 135 ლარზე ნაკლებია. თან ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (4500 დოლარი წელიწადში) გაცილებით ნაკლებია.

აბსოლუტური მარაზმია, დასაქმებულად ჩათვალო  ადამიანი, რომელიც სოფელში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს უვლის და მხოლოდ იმდენი სარჩო რჩება, რომ ოჯახი გამოკვებოს. რომელიც არ ჰყიდის თავის შრომის პროდუქტს (არ აქვს იმდენი, რომ გაყიდოს) და მოგება კი არა, არსებობა და ზამთრისთვის შეშის შოვნა ნატვრად ქცევია.

ეს  მთავრობა, რომელიც დღედაღამ მუხლჩაუხრელად ქუჩის მოვაჭრეებს ებრძვის, პატრულს უსევს, ართმევს სიმწრით ნაშოვნ და ვალში აღებულ პროდუქციას, ურტყამს და არბევს, შემდეგ… სწორედ ამ ქუჩის მოვაჭრეების ხარჯზე ამაყად იმაღლებს დასაქმების პროცენტულ მაჩვენებელს!.. განა ამაზე მეტი უნამუსობა იქნება, რომ ცალი ხელით ხელკეტი ურტყა შიმშილის გამო ქუჩაში გამოყრილ ადამიანებს და ამავე დროს ამაყად მეორე ხელით ისინი დასაქმებულებად  ჩააწიკწიკო სტატისტიკურ „სპრედშიტებში“ და ბედნიერ მოქალაქეებად გაასაღო?!

ვაშა, ამ დასაქმებულ საქართველოს, ვაშა – შენებას!

მეგობრებო, ძვირფასო ჯერ კიდევ დაუსაქმებელო მოქალაქეებო!

საქართველოს ბედნიერი მთავრობის კიდევ უფრო გასაბედნიერებლად და პატრიოტული სულისკვეთების დროშის კიდევ უფრო მაღლა ასაფრიალებლად, მოგიწოდებთ:

დავეხმაროთ ჩვენს ციფრებზე შეყვარებულ და თავმომწონედ მოცანცარე მთავრობას – კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი დასაქმების მაჩვენებლები!

საბოლოდ დავამარცხოთ და ნულზე მივასრისოთ უმუშევრობა!

ყოველთვის, როდესაც სკოლაში ბავშვს წაიყვანთ – დააფიქსირეთ, რომ დასაქმდით! არ დაგენანოთ 6 თეთრი, გააგზავნეთ SMS სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში, რომ მათ კიდევ რამდენიმე მეასედი პროცენტით აამაღლონ დასაქმების მაჩვენებელი!

დააფიქსირეთ ისიც, თუ სკოლაში ბავშვის წაყვანისას ქუჩაში ვინმე მათხოვარს 10თეთრიანს ჩაუგდებთ ქუდში! უფრო სწორედ, სთხოვეთ ამ მათხოვარს, რომ მან თავი დასაქმებულად იგრძნოს და ამაყად დარეკოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში – ჩააწერინოს თავისი შემოსავალი, მოითხოვოს საშემოსავლო დეკლარაციის შევსება და ამაყად დაელოდოს საგადასახადო აგენტს! აჯობებს, გულზე დაიკიდოს წარწერა – „წაიკითხეთ! გშურდეთ! მე – დასაქმებული მათხოვარი ვარ!“

ვინმე შემისწორებს, რომ მათხოვარი შინამეურნეობაში არ მუშაობს? მერე რა, შემოვიღოთ ”გარემეურნეობის” ცნება და ჩავთვალოთ, რომ მათხოვრის ირგვლიც 3 კვადრატული მეტრი მისი გარემეურნეობაა, ისევე როგორც მიწის გადასასვლელი – იქ მდგომი უმუშევარი მუსიკოსის გარემეურნეობა! და გავუტოლოთ ისინი დასაქმების თვალსაზრისით ასევე მათხოვარ რუსუდან კერვალიშვილს, რომელმაც 6000 ადამიანს აახია ”შესაწირავი” ან სოფო ნიჟარაძეს, რომელიც ასევე ხელოვნების მსახურია – პრეზიდენტის მომსახურების პარალელურად, რასაკვირველია… 

ყოველთვის, როცა ტყეში მაყვალს ან სოკოს მოკრეფთ, დარეკეთ და აცნობეთ, რომ დასაქმდით! ოღონდ არ შეგეშალოთ და იქ არ დარეკოთ, საიდანაც მალე მოგაკითხავენ და მოკლე ხნით დასაქმებულიდან დიდი ხნით სასჯელმისჯილის სტატუსში გადაგიყვანენ!

თუ თქვენ არაყს ხდით – ანუ პრეზიდენტს მიბაძეთ და ”ზაოტობა” გაქვთ, დალიეთ თქვენი შრომის პროდუქტი, მიიღეთ სარგებელი ნატურით  და შექეიფიანებულზე (პახმელიამდე მაინც) თავი დასაქმებულად იგრძენით! არ დაგავიწყდეთ, რომ ჭიქა მაღლა ასწიოთ და წრფელი გრძნობით ახსენოთ ის ადამიანები და მათი მოკეთეები, ვინც თქვენ ასეთი არნახული დასაქმების ბედნიერება გაჩუქათ!

და თუ მეუღლეს ბაზარში წაყვებით, იქედან ყველს წამოაღებინებთ და სახლში ამ ყველის მომცრო ნაჭერი თქვენც შეგხვდებათ, ჩათვალეთ, რომ შინამეურნეობაში დასაქმდით! გააფორმეთ კონტრაქტი მეუღლესთან, რომ კვირაში ერთხელ – 1 საათით მაინც მოგეცემათ ასეთი ბედნიერება და მიაფურთხეთ  უმუშევრის სტატუსს!

დაბოლოს, თუ ეს გზები არ მოგწონთ და მაინც ვერ დასაქმდით, სახლში კვირაში ერთხელ მტვერი მაინც რომ გადაწმინდოთ?! ანდა მოეფერეთ ბავშვს, ჩაეხუტეთ და მიიღეთ მისგან ნატურალურ-მორალური სარგებელი სიყვარულის სახით! – უკვე დასაქმებული იქნებით, და ზედმეტად აღარ იფიქრებთ იმაზე, ბოლოს როდის შეძელით მისთვის  სათამაშოს ყიდვა!

ნუთუ ასე ძნელია, რომ კრეატიულად დავსაქმდეთ?! ნუთუ სულ სახელმწიფოს უნდა შევყურებდეთ ხელებში? ხომ ვხედავთ, გიგი უგულავა რა მრავალფეროვნად ცდილობს საკუთარი დასაქმების კოეფიციენტის ამაღლებას? ხომ ვხედავთ, მიშა თვითმფრინავის მართვას და არქიტექტორობას, მეღვინეობას და მძღოლობას, ზეინკლობას და პრეზიდენტობას რომ შივასავით ერთდროულად ასწრებს…  ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება? რატომ ვერ ვახერხებთ, რომ ასე ადვილად დასაქმების შანსის მომცემ სამოთხეში ჩვენივე ფანტაზიით დავსაქმდეთ და შევამციროთ ეს დაწყევლილი უმუშევრობის მაჩვენებელი!!!

თუ ოჯახში ვინმე უმუშევარია, განა ძნელია, რომ ლექსი წავაკითხოთ კვირაში ერთხელ? ან  ვამღეროთ „მიშა მაგარია“ და ფული არ გვაქვს, რომ გადავუხადოთ, ნატურით მაინც დავტკბეთ ხელოვნების დიადი ძალით?

ძვირფასო თანამოქალაქეებო! ავიტაცოთ სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინოვაცია და მსოფლიოში პირველად გამოვაცხადოთ დასაქმების ქუდზე ქალის, კაცის და 15 წლიდან მოზარდების საერთო-სახალხო მობილიზაცია!

დავუდგეთ გვერდში ჩვენზე მარად მზრუნველ დიად პარტიას! – არცერთი დაუსაქმებელი ჩვენს გვერდით!!!

”გათენდა!.. შეერთდით!.. შეერთდით!.. შეერთდით!..

დასაქმდით!.. დასაქმდით!.. დასაქმდით!.. ყველა!..”


კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე ”შეხვედრა სამშობლოსთან” და თემურ ჭკუასელის გამოხმაურებაზე ”კვირის პალიტრაში”


ია,

თემურ ჭკუასელმა, როგორც კარგმა მეგობარმა, სწორედ ისე წაიკითხა ეს ბლოგი, როგორც მეგობრობით მიკერძოებული ადამიანი წაიკითხავდა. მის ადგილზე, ალბათ, მეც ასეთ წერილს დავწერდი. მე ვიცი, რომ თქვენ “სამშობლოსთან შეხვედრაში” სულ სხვას გულისხმობდით, და არა იმას, იყო თუ არა ნამყოფი ბიძინა ივანიშვილი ფშავში თუ სვანეთში და იცის თუ არა მან ქართული ადათ-წესები. ან რამდენად მოსალოდნელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხში გაერევა და უბრალო ადამიანებთან საუბარს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანივით გააბამს. დიდად არ გამკვირვებია, რომ სწორედ ასე იქცევა.  

 

თქვენ გინდათ, ია (თუ მე სწორად გავიგე), რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი სახელით და გვარით მივიდეს ქართველებთან, გაეცნოს მათ და ჰკითხოს, რა უჭირთ და როგორ უჩანთ საქართველოს გადარჩენა.

თქვენ გინდათ, რომ იმ უამრავ კარგ მოქალაქეს, გულანთებულ პატრიოტს და სიმართლის მსახურ მოუსყიდველ ადამიანს (მაგალითად, ხარაგაულელ იზა ვეფხვაძეს ან ბათუმელ ეთერ თურაძეს), რომელთაც თქვენ – ია ანთაძე – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობებიდან  და თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობთ, მიეცეს ბიძინა ივანიშვილთან უშუალოდ შეხვედრის და საუბრის საშუალება. რითაც ბიძინა ივანიშვილი გაცილებით მეტად გაიცნობს საქართველოს ჭირ-ვარამს და ეცოდინება, ვინ არის ჩვენში ”მარილი მიწისა”, – ის ხალხი, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება და რომლებიც არსებულმა არანორმალურმა ხელისუფლებამ ან ბატონი ტულივით (ნათელში ამყოფოს!) ჩარეცხა, ან  უნდა, ქალბატონი იზასავით მოიშოროს!  და ეს სურვილი არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი!

 

არა მგონია, თავად ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ამის მსურველი! ნებისმიერი კარგი მენეჯერის ამოცანაა, არა ის, რომ წინასწარმეტყველივით მიხვდეს, რა უნდა აკეთოს, არამედ თავის ხალხთან მუდმივი შეხვედრებით განსაზღვროს, რაა პირველი რიგის ამოცანა, და რა – მოითმენს, სად იყო შეცდომები დაშვებული და როგორ ავიცილოთ ისინი მომავალში. და ამ საქმეში, რაც უფრო სწორად აარჩევს იგი ადამიანებს – არა პირადი ერთგულების, არამედ საქმის ერთგულების,  ნიჭისა და პროფესიონალიზმის ნიშნით, და რაც უფრო მეტად შეძლებს, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი და იგივე ”რჩეულთა” თვალებით არ უყუროს ზემოდან საქმეს და ქვეყანას, მით უფრო კარგი და სწორი იქნება მისი მენეჯერობა და მმართველობა.

 

ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაუწუნა ქვეყნის მართვა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყველაფერს იმის საწინააღმდეგოდ აკეთებს, რაც მენეჯმენტის სახელმძღვანელოებშია აღწერილი და სწორედ ისე აკეთებს, როგორც მედიჩების, ბორჯიების, მაკიაველის პოსტულატები ქადაგებს…

 

მაგრამ არის ერთი ”მაგრამ”!

 

ერთია, რა არის სწორი და მეორე, როგორ  და როდის იქნება სწორი.

 

ია, თქვენი სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად მივიდეს ხალხის სახლებში, სანამ ისინი მივლენ მის ოფისებში, არის ცოტა შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც სააკაშვილმა და მისმა მანქურთებმა საქართველოში შექმნეს. და პრაგმატული თვალსაზრისით, მე ვერ ვურჩევდი ბიძინა ივანიშვილს ამ ნაბიჯის ამჟამად გადადგმას.

 

კარგად უნდა ვხედავდეთ, რომ სააკაშვილი უზომოდ კომფორტული სიტუაციიდან, რომელშიც იყო ივანიშვილის გამოჩენამდე, მოხვდა უზომოდ დისკომფორტულ სიტუაციაში, როცა მისი ყოველი ქმედება თუ უმოქმედობა თანაბრად წამგებიანია მისთვის. რადგან ერთადერთი ველი, სადაც მან წესით და სამართლით უნდა მოახერხოს და მოუგოს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ხალხის წინაშე პოლიტიკური დებატები, რაზეც აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმი და მისი პლასტელინივით მაგარი მიშა ვერაფრით ვერ წავლენ.

 

სამაგიეროდ, მათ კარგად ახსოვთ მათგან საჩვენებლად კვარცხლბეკიდან გადმოდგებული ბელადის შეგონება – ”არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!” საჩვენებლად-მეთქი, ვამბობ, რადგან სააკაშვილის და მისი რაზმის სახით ნეობოლშევიზმს ერთგული გამგრძელებლები ჰყავს.

 

ამიტომ მე ძალიან მიჭირს დავეთანხმო ხალხში გასვლის არა იდეას, მაგრამ – ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაციის გეგმას – ამჟამად მაინც…

 

და იმაშიც ვეთანხმები ბატონ თემურ ჭკუასელს, რომ სააკაშვილის წალენჯიხიდან წამოსვლის გახსენება საკმაოდ ორაზროვან ასოციაციებს იწვევს. მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციური გზა არ არის ის, რასაც უნდა ვესწრაფოდეთ.  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების სულელური პროვოკაციების შედეგად (თუ არჩევნებს ჩვეულებისამებრ გააყალბებენ) იგი მაინც ცუდ, მაგრამ უკვე ერთადერთ გამოსავლად იქცეს. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ მაშინ, თუ მაინც ისევ რევოლუცია გვიწერია, ბიძინა ივანიშვილის ქ-ნ იზა ვეფხვაძესთან და მისნაირ ათასობით ადამიანებთან პირადი შეხვედრები კი არ გადაწყვეტს საქართველოს მომავლის მიმართულებას გზაგასაყარზე, არამედ საქართველოს მილიონობით მოქალაქისაგან (ქვეყანაში, თუ ქვეყნის გარეთ) იმის გაცნობიერება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! რომ ეს რეჟიმი არასდროს გადაშენდება და პირიქით, სულ უფრო წარმატებული იქნება ჩვენს გადაშენებაში, თუ ჩვენ არ გადავაშენეთ მუბარაქის და ბენ ალის რეჟიმებივით!

 

და ”მოქალაქეობის მოპოვების” თემაც ძალიან საფრთხილოა, რამეთუ აქაც კარგ მთქმელს ფანტასტიური გამგები სჭირდება. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, არის და იქნება თავისი საქმით, საქართველოს და მისი მოქალაქეების მიმართ თავისი ერთგულებით და არა – სააკაშვილის მიერ გაცემული პასპორტით. და სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, როგორ უნდა ”მოიპოვოს”  მან საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივ ადამიანებთან შეხებით და ადამიანური ხიდების გაბმით, მე პირადად იმ ”მოღვაწეებზე” ფიქრს გავუსწრებდი, ვინც მიუხედავად თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებებისა, დღეს არამცთუ საქართველოს თავისუფალი მოქალაქის სტატუსს ფლობენ, არამედ იმასაც ბედავენ, რომ ვინმეს, და მით უფრო ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან!

 

საქართველოში უკანონობის წყვდიადი მეფობს!

 

ამას უნდა ვებრძოლოთ და ამისთვის უნდა გავერთიანდეთ. ძალიან ცუდი იქნება, თუ თქვენი სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია, ია, და ბატონ თემურის არანაკლებ სწორი მეგობრული პოზიცია გაბუტვებამდე მიგვიყვანს მაშინ, როცა რეჟიმის და მისი ერთგული აფთრების გადარჩენის ძირითადი შანსი მხოლოდ ამაშია: Divide et impera!

 

http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24387106.html

http://www.kvirispalitra.ge/public/10140-gza-samshoblosaken.html

 


ქართველი პროფესორის წერილი ბიძინა ივანიშვილს


ძვირფასო ბატონო ბიძინა,

გწერთ ერთი ჩვეულებრივი ქართველი პროფესორი. ცხოვრების ბევრი ქარტეხილით გაწამებული, მაგრამ ვერ გატეხილი მანდილოსანი.

ძალიან დამაზიანა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ზრდის ტემპის დროებითმა შენელებამ. თავი რომ რამენაირად გავიტანო სამი შვილის მარტოხელა დედამ, იძულებული ვარ, ჩემი ახლობლების მიერ დარსებულ ორ უნივერსიტეტში ავიღო საათები და შაბათ-კვირასაც კი ლექციები ვიკითხო. წელს უკვე ისე გამიჭირდა, რომ ბათუმის უნივერსიტეტშიც კი დავიწყე მუშაობა. არადა, იქ აღებული მთელი ფული მარშრუტკებში მიმდის და იმასაც ვერ ვახერხებ, რომ რძლებს და შვილიშვილებს რახათ-ლუქუმი მაინც ჩამოვუტანო. ამიტომ ხანდახან სარფში ავტობუსით თურქეთის საზღვარზე გადავდივარ (კიდევ კარგი ვიზა არაა საჭირო, გაახარებს ღმერთი ჩვენს პრეზიდენტს), სადაც ეს ტკბილეული შედარებით იაფია.

ბოლო 30 წელია ვცხოვრობ ერთსადაიმავე არაპრესტიჟულ ბინაში, რაც ჩემს თავმდაბლობაზე მეტყველებს. მყავს ასაკოვანი დედა, რომელსაც ექიმებმა დუბაის ან შანხაის ჰაერი ურჩიეს, მაგრამ სად მაქვს ამდენი ფული და დედა უჰაერობით ხელში მაჭკნება.

ამას ყველაფერს კი ის ემატება, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, მერიამ შემოიღო აბსოლუტურად დრაკონული გადასახადი დასუფთავებაზე, რომელიც დენის გადასახადს მიაბეს და იძულებული ვარ, ღამით სტუდენტების ნაშრომები პარაფინის სანთლის შუქზე ვასწორო. კომპიტერსაც ვერ ვამუშავებ, რადგან ბატარეა ძველი აქვს და უდენოდ ისიც არ მუშაობს.

დაბოლოს, იმის გამო, რომ მიუხედავად ჩემი ახალგაზრდული შემართებისა, ჩემს ასაკში ხალხის გამატყავებელი სადაზღვევო კომპანიები უკვე პოლისს არ იძლევიან, ვარ ქრონიკულად დაუზღვეველი, რაც იმის საშუალებასაც კი არ მაძლევს, რომ ვალიდოლი, ვალერიანკა და ნოშ-პა შევიძინო, აღარაფერს ვამბობ გალაზოლინის ცხვირის წვეთებზე…

ასე ვიტანჯები…

უფროსი შვილი, დედა ენაცვალოს, არაუშავს ადგილზე მუშაობს ბოლო 8 წელია, მაგრამ ისეთი მორიდებულია და თავმდაბალი, რომ თავისი თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის დასახმარებლად ვერავის აწუხებს. აი, დაზღვევაც კი ვერ მომიხერხა. დანარჩენი ორი ბიჭია და რამდენი ხანია დაუმთავრებელი ბინების მშენებლობას გადაყვნენ სადღაც კაკლების ტყეში და მე კი არა, საკუთარი ოჯახებიც ნაგირავებში ჰყავთ დროებით შეფარებული…

ალბათ ყველა გეტყვით, როგორი უთქმელი და მორიდებული ვარ მე თავადაც.

რომ არა ეს საშინელი გაჭირვება და კრიზისი, არავითარ შემხთხვევაში არ მოგმართავდით, ვერ შეგაწუხებდით.  მე ხომ თქვენი საქმიანობის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ჩემს შვილებს სწორედ თქვენზე ვურჩევ სწორებას! ამ ცხოვრებას რა ვუთხარი, რომ საქმის ერთგულ მეცნიერებს დაფასება არ გვეღირსა.

იქნებ დამეხმაროთ!  ისე მიჭირს, რომ ერთი 10,000 დოლარი ნამდვილად დიდი შვება იქნება ჩემთვის! თუნდაც 5,000 დოლარი ხელფასი! გარწმუნებთ, 3-4 წელიწადში მოვიდგამდი წელს! ვერ გავბედავდი ნამდვილად, მაგრამ ჩემმა ერთმა ახლობელმა მირჩია – თქვენთვის მომემართა – იცნობთ თქვენ – მომღერალი კაცია, ადრე მოსკოვში მეფაიტონედ მუშაობდა, მერე ომალოში – ვერტალიოტჩიკად. თქვენი ამაგის დიდი დამფასებელია!

თუ ეს საჭიროა, შემიძლია წარმოვადგინო განათლების მინისტრის დადებითი რეკომენდაცია, რომელიც დიდ პატივს სცემს ჩემს მოღვაწეობას და არ დამზარდება.

პატივისცემით და იმედით აღსავსე,

პროფესორი,

ორი უნივერსიტეტის ლექტორი, სამი შვილის დედა და 85 წლის დედის მარჩენალი ქალიშვილი


მიხეილ სააკაშვილის ისტორიული გამარჯვებები რუსეთის ძირმომპალ იმპერიაზე (სერიიდან ”მიშა, მომგები 100 ომის”)


1984 და 1987 წლები – გიული ალასანიას მიერ დისერტაციების დაცვა და რუსეთის იმპერიის თურქეთით ჩანაცვლების ისტორიული პროცესის საფუძვლის ჩაყრა
2006 წელი – საქართველოდან 4 რუსი ჯაშუშის დემონსტრატიული გაყრა და პირველად მსოფლიოში ამ დამამცირებელი პროცესის საჯარო ტელეპრემიერა
2006 წელი – რუსეთის დატოვება კოშმარულ პახმელიაზე მინერალური წყლის და ღვინის გარეშე
2006 წელი – რუსეთის დატოვება ქართული მუშახელის გარეშე და რუსეთში კრიზისის ინიცირება
2007 წლის 7 ნოემბერი – რუსეთის მიერ ორგანიზებული გამოსვლების ჩახშობა, რუსეთში გამდიდრებული ქართველი მილიარდერის წარმატებული განდევნა და თავისუფალი მედიის უკანასკნელი ბასტიონის წარმატებული ღამეული გადმოფორმება
2007 წლის დეკემბერი – სუპერმოდელირებული ფილმის – ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” მსოფლიო პრემიერა
2008 წელი, 7 აგვისტო – რუსულ პროვოკაციაზე ოსტატურად წამოგებით კონტრპროვოკაციაზე რუსეთის წამოხევა და მისთვის ნიღბის ახევის დიდოსტატურად განხორციელება
2008 წლის 10-12 აგვისტო – რუსეთთან ზავის დადების ფაქტის ორი დღით დამალვა და რუსეთის საჯარო გაპამპულავება, როცა მსოფლიოს ეგონა, რომ ომი გრძელდებოდა და ჩვენ კი მორალური გამარჯვების საზეიმო კონცერტის რეპეტიციებს გავდიოდით
2008 წლის აგვისტო-სექტემბერი – რუსეთის მრავალჯერადი დამარცხებები პროპაგანდისტულ ფრონტზე
2010 წლის მარტი – ”იმედის” მოდელირებულ ქრონიკაში მოდელირებული შეთქმულების მოდელირებული ჩაშლა და მიხეილ ნაცანგელოზის მკვდრეთით აღსდგომა სიკვდილითა რუსეთისა დამთრგუნავად
2011 წ. 26 მაისი – რუსეთის მიერ ორგანიზებული ვანდეის ვანდალურად ჩახშობა, რუსი გენერლის როდიონოვის 22 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნა და საზეიმო აღლუმი
2011 წელი – დიდი პროდიუსერის კობა დე ნაყოფიას ”აგვისტოს 5 დღით” რუსეთის საბოლოოდ დასამარება და ”შერონობის” სოსოთკურთხეული ზეიმი თბილისში ქართველის ურნალისტების წინაშე რენე ჰარლინის დაჩოქებით და შერონის წმინდა ცრემლთადენით
2011 წელი 7 ოქტომბერი – ”სარკოზობა”თბილისში და სიტყვა ”ოკუპაციის” 1001-ჯერ საზეიმოდ გამეორება
2011 წ. 2 ნოემბერი – რუსეთის სამარცხვინო თანხმობა მისთვის კაპიტულანტური პირობებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. პაზორ! პაზორ! ი ეშჩო პაზორ!
2011 წელი ვარდების რევოლუციის ვარდისფერპერანგიანი გმირის ვენახში გამობრწყინება და რუკაზე რუსეთის დაშლილი იმპერიის საზღვრების დემონსტრირება – საქართველოს კიდევ ერთი (მერამდენე!) მიშკურთხეული გამარჯვება

P.S. როგორც თანდათან ირკვევა ამ გასაიდუმლოებული შეთანხმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაციიდან, თურმე ამ დოკუმენტში ფსოუს კორიდორი ზუგდიდამდე, ხოლო ლარსის -გორამდე ფიქსირდება, რაც, სავარაუდოდ, იმის წინაპირობაა, რომ კერძო კომპანიის მიერ საბაჟო კონტროლი ზუგდიდთან და გორთანაც განხორციელდება. ანუ, თავისი სიჯიუტის შედეგად საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ იმას ”მიაღწია”, რომ თავად დააფიქსირა – საიდან იწყება მისი დე-ფაქტო საზღვრები! თანაც საბაჟო მონიტორინგი არ შეეხება არც საჰაერო და საზღვაო ტვირთებს! მარაზმია, მოკლედ – რუსეთს თუ მოუნდა შეიარაღებას დე ფაქტო რესპუბლიკებში ან საზღვაო ან საჰაერო გზით შეიტანს, ხოლო თუ ტვირთი ლარსით შევა და გორში არ ”გამოვა” (და ვინმე ელოდა, რომ ლარსიდან მერე გორში გადმოვიდოდა?), ვითომ გვექნება ამ ტვირთების შესახებ ინფორმაციის მიღების გარანტია?

თუმცა ვენახის ვარდისფერპერანგიან შებერილს უხარია და გვაბოლებს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ დავაჩოქეთ და გავანადგურეთ! ნუთუ შეიძლება რამემ მის ამ ახურვებულ ოპტიმიზმს ხელი შეუშალოს?!
ვერა!.. ვერა!.. და სოფო!!!


საქართველოს ეროვნული ბანძი


ალბათ ყველას გახსოვთ, საქართველოს პირველი ეროვნული ვალუტის – კუპონის – პირველ ეგზემპლარებზე დაბეჭდილი ეს წინასწარმეტყველური ფრაზა, სადაც ასო ”კ” რატომღაც ისე იყო ამოტვიფრული, რომ ”ძ”-დ აღიქმებოდა. ფრაზა მალე გამართლდა და კუპონი ისე გაბანძდა, რომ კუპიურზე ნულების რაოდენობის გამო ნულების ზომის შემცირების აუცილებლობა დადგა.

მის მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა და თითქოს ეროვნული ბანკი გამოსწორდა, მაგრამ პრობლემამ უფრო სისტემური ხასიათი მიიღო და საქართველოს მთავრობად საქართველოს ნაციონალური (ანუ ეროვნული) ბანძი მოგვევლინა. საქართველოს ნაციონალურმა ბანძმა გააბანძა ყველა და ყველაფერი – რასაც კი ხელით თუ აზრით შეეხო: სასამართლო, იუსტიცია, მედია, ბიზნესი, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სოციალური ურთიერთობები.

 

და გაბანძების ბოლო მაგალითი – ეროვნული ბანკიც ეროვნულ ბანძად იქცა და დაევალა კომერციული ბანკების მიმართ არა მსოფლიოში მიღებული ზედამხედველობა და გაჯანსაღება, არამედ დაძირვა. ბადრი პატარკაციშვილის სტანდარდ ბანკის გაკოტერბის დროიდან შემუშავებულ დაძირვის უნარ-ჩვევებს დაემატა უფრო დამხეცებული და დივრსიფიცირებული პაკეტი:  

–         კომერციულ ბანკებზე პროკურატურის ზედამხედველობის ფუნქცია,

–         კომერციული ბანკების ინკასაციისთვის ფირმა “Vano Burglars Unlimited” გამოყენების დაძალება,

–         ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიშზე ასტრონომიული თანხის – 5000 ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში პირის სპეცკონტროლზე აყვანის ინოვაცია,

–         კომერციული ბანკების საინკასაციო მანქანების მიმართ სპეცადყაჩაღების ყოჩაღოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა და

–         მთავარი ნაციონალური ბანძისათვის არასასურველ ბანკებში ანგარიშის მოსურნე ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირებისათვის საკუთარი აგენტურის ამოქმედება

–         კომერციულ ბანკების სახელმწიფო კლიენტებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რათა ეს უკანასკნელები მიხვდნენ, სად შეიძლება ანგარიშის გახსნა და სად – არა;

–         სერიოზული  სამეცნიერო აღმოჩენების დაპატენტება – რომ ”საქართველოს ტეროტორიაზე ევროს და დოლარის გადატანა ფულის გათეთრებაა! ” რომ თუ ფულის გათეთრებაში მონაწილეობს სიტი ბანკი, დოიჩე ბანკი, საქართველოს ბანკი და ”ქართუ” – მხოლოდ ”ქართუ” უნდა დაყაჩაღდეს, როგორც ჯაჭვის ბოლო რგოლი, ხოლო დანარჩენების მიმართ კითხვებიც კ არ უნდა დაისვას, რომ თუ ბანკის სათავეში არსებულ შსს სპეცაგენტს ბანკის მფლობელი სამსახურიდან ანთავისუფლებს, ეს უკვე ეროვნული ბანკის ზედამხედველობიდან გამოსვლის კრიმინალურ მცდელობად უნდა შეფასდეს…

–         და რაც მთავარია – ყველა ამ ბანძური აჯაფსანდალის პროპაგანდისტული შელამაზება, და იმის გამუდმებით ძახილი, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ყველაზე მყარი, ყველაზე მხეცი და ყველაზე უფრო გამართულია, რომელსაც ვერავითარი კრიზისი ვერ შეაყანყალებს!

 

აი, ამაში, აბსოლუტურად ვეთანხმები ფორმალურად ბანკირს და სულით კონტროლიორს გიორგი ქადაგიძეს! ეკონომიკურმა კრიზისმა ბანკი შეიძლება შეაყანყალოს, მაგრამ ბანძს და ისიც ნაციონალურ ბანძს – ვერაფერს დააკლებს.

 საქართველოს ეროვნული ბანძი უძლიერესია! ანუ – გასაგები ენით რომ ვთქვათ – უბანძესია!

 დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!