სეთურის 10 მცნება


1. წააგეთ ომი? – იზეიმეთ, წიგნი დააწერინეთ, ფილმი გადააღებინეთ და თქვით, რომ მოიგეთ!

2. ყულფმოჭერილი ბიზნესი სულ უფრო ღაფავს სულს? – მოუჭირეთ კიდევ უფრო მაგრად და გადაიხადეთ 1 მილიონი სარეკლამო სტატიებში “ფაინენშელ ტაიმსში” და  “ეკონომისტში”!

3. ლტოლვილები არ არიან კმაყოფილი? – გადაასახლეთ და ათქმევინეთ მინისტრს, რომ ლტოლვილების ბედნიერებისთვის მოხდა მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მერე რა, რომ დასაკარგავში!

4. ხალხი შიმშილობს? – გააძვირეთ პროდუქტები, რომ მიხვდნენ,  უნდა უხაროდეთ, უარესი – წინაა!

5. ბიუჯეტში გარღვევაა? – დაიჭირეთ ყველა, ვინც თავის რჩენას ახერხებს და შეაწერეთ ფული! ვინც გადაიხდის, გამოუშვით და დაიჭირეთ ორი იმდენი!

6. ხალხი უკმაყოფილოა? – მერე აგერ არაა “იმედი” და “ერორი”! მოიტყუეთ, მოიტყუეთ, მოიტყუეთ და არ გაწითლდეთ!

7. მიტინგი დაარბიეთ და ხალხი დახოცეთ? – დამალეთ გვამები, მორეცეხეთ სისხლი და სასწრაფოდ მოიყვანეთ წმინდა შერონი! შერონი აღადგენს თქვენს რეპუტაციას, როგორც ვიაგრა – იმპოტენტისას!

8. ქვეყანა იქცევა? ხალხი წყალმა წაიღო? – გადაკეტეთ წყალი ონკანებში და უთხარით ყველას, რომ წყლისგან იცავთ!

9. ფული გაგითავდათ? – გაყიდეთ, გაყიდეთ, გაყიდეთ… – მუზეუმები, ტყეები, მდინარეები, პარლამენტი, სამცხე, აჭარა, ადამიანები… მხოლოდ სინდისი არ გაყიდოთ, რომ ვერავინ მიხვდეს, სინამდვილეში რა ტუფტა იყო თქვენი სინდისი!

10. წვიმაა თუ ღვარცოფია – მიშა მაგარია!

პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! მომძღვნელმან სტინგისამ ჩუენისამ…

 

ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე! ...

ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე! …

 

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s