დავეხმაროთ გაჭირვებულებს, მაგრამ – არა ხელისუფლებას!


თუ მოდელირებულ საქართველოში არ ცხოვრობთ და საქართველოს – საქართველოს ხელისუფლების მიერვე – ბი-ბი-სი-ზე დაფინანსებული რეკლამებით არ ეცნობით, მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება ასეთი გოდება და მუდარა:

18 წლის . .-ძე, თეატრალური პირველი კურის სტუდენტი ავარიის შედეგად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება… ვითხოვთ შველას…

12 წლის გოგონა შველას ითხოვს. ოჯახი უსახლკაროა…

…26 წლის ახალგაზრდა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია ონკოლოგიური დაავადების გამო… გთხოვთ გადაარჩინოთ სიცოცხლე…

…სომალელი მეკობრეების  ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები კვლავ მიმართავენ თხოვნით საქართველოს მთავრობას!..

…გლდანულას დასახლებაში მცხოვრები ორი ოჯახი, რომელთაც საცხოვრებელი სახლები რამდენიმე თვის წინ მეწყერმა დაუნგრია ითხოვს დახმარებას…

ჟურნალისტ .ს.-სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი…

…11 თვის ე.-ს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტბი და აპარატი

დიაბეტით დაავადებულს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია (ფეხის ნაწილის ამპუტაცია)

პატარა .-ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაციათირკმლის გადანერგვა… ოჯახი ითხოვს…

… 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სჭირდება გულის გადანერგვა. მას სიცოცხლის რამდენიმე თვე თუ დარჩა. უმორჩილესად გთხოვთ…

… 12 წლის შალვას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!, ერთ თვეში თუ ოპერაცია არ გაკეთდა, მერე გვიან შეიძლება იყოს… გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება…

… 17 წლის .ფ.-ესაჭიროება ჩვენი დახმარება. მას აღმოაჩნდა ჰოჯკინის დაავადება…

… 3 და 10 წლის ობოლი დები დედის გარდაცვალების შემდეგ ქუჩაში არიან დარჩენილები… გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება…

… გთხოვთ დავეხმაროთ ვარიანში მცხოვრებ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მრავალშვილიანი ოჯახს, რომელთაც ცოტა ხნის წინ წლინახევრის ბავშვი უფულობის და უმკურნალობის გამო დაეღუპათ…

 

ეს მხოლოდ მცირედია გამწარებული და უსასოოდ მყოფი იმ ქართველების ხვეწნა- მუდარისა, რაც ძირითადად გაზეთებით, ხოლო ზოგჯერ – ტელევიზორებითაც ისმის…

გატყავებული, სამედიცინო ხარჯების დასაფარავად  ყველაფრის დამგირავებელი და უსახსროდ დარჩენილი… ბიზნესდანგრეული და ბანკების მხრიდან ხშირად კაბალური კრედიტებით დაქცეული… სახლ-კარიდან გამოყრილი ოჯახები… ბავშვები, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს… უცხოეთის ციხეებში გამოწყვდეული და სამშობლოს მხრიდან თანადგომის გარეშე დარჩენილი ქართველები… მეკობრეების მძევლები… ტრეფიკინგის მსხვერპლნი… ნაწამები… უმუშევრადდარჩენილნი…მოტყუებით სახლ-კარ გაყიდულნი… იმედგადაწურულნი… განწირულნი… უსასონი…

 

საქართველოს მოსახლეების დიდი ნაწილი, რომელიც უპოვარი და სიღატაკის ზღვრის ქვემოთაა და რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება…

====================================

 

ამ ქვეყანაში კი ამ დროს:

– პრეზიდენტი სასახლის აშენება 800 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, ხოლო ყოველთვიური შენახვის ხარჯები ნახევარ მილიონს აჭარბებს;

 – პრეზიდენტი უკვეთავს Boeing Dreamliner უახლესი მოდელის თვითმფრინავს, რომელზეც მხოლოდ მილიონერები და რამდენიმე განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტია რიგში ჩაწერილი და რომელიც 67 მილიონი დოლარი ჯდება;

– პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და მისი ძმაკაცები ფლობენ 50 მილიონად ნაყიდ მადნეულის და კვარციტის საბადოებს, რომელთაც მათთვის წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოაქვთ;

– პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელიც უკვე არის საქართველოს უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტების დე-ფაქტო მფლობელი, იფორმებს 15%-იან წილს ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის დასაფინანსებლად მისი შვილი ამერიკის მთავრობის სახელწიფო ფონდს – ათასწლეულის გამოწვევის ფონდს 60 მილიონი დოლარის გამოყოფას თხოვს;

– საქართველოში ბოლო წლებში ერთადერთი დაწესებულებები, რომლების რეგულარულად შენდება და რემონტდება – პოლიციის განყოფილებებია. სავარაუდოდ,  პოლიციის განყოფილების ეს ახალი შენობები ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდა. ეს პოლიციის შენობები ადამიანების დაშინების – და 26 მაისის შემდეგ – უკვე წამების – ადგილებადაც იქცნენ…

– საქართველოს მთავრობამ შეამცირა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, უმწეოთა დაზღვევის პროგრამები, ბავშვთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების საზღვარი 15 წლიდან 1 წლამდე დაიწია. კატასტრფულად შემცირდა სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალობის დაფინანსება…

– საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის დაფინანსების არნახულად გაზრდის დეკლარირებული დაპირების ნაცვლად, აბსოლუტურად არ გაზარდა ამ მხრივ ასიგნაციები.

– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პირადად პრეზიდენტის მხრიდან მითითების საფუძველზე) ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების მიზანმიმართული გაჩერებით და პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესისათვის სასათბურე მონოპოლისტური პირობების შექმნით  მოახდინა ერთ წელიწადში ხორცის ფასის 8 ლარიდან 18 ლარამდე გაძვირება. ანალოგიურად პარლამენტარ არჩილ გეგენავას ბიზნესისათვის სასათბურე მონოპოლისტური პირობების შექმნით  მოხდა შაქრის და სხვა პროდუქტების გაძვირება.

– ქ. თბილისში სამარშრუტე ტაქსების ”რეფორმის” შედეგად მოხდა ამ ბიზნესის სრული მონოპოლიზაცია თბილისის მერ გიგი უგულავას ახლობლების მიერ რესოტარანში დაფუძნებულ 100-100 ლარიან 4 კომპანიაში, რასაც 1 ივლისიდან შედეგად მოჰყვება მგზავრობის ფასის 50-დან 80 თეთრამდე გაძვირება.

 

 

მთავრობა ფულის ეკონომიას აკეთებს!

 

მათ ქამრების შემოჭერა დააანონსეს და ჩვენ და ჩვენს საჭიროებებს შემოუჭირეს ქამარიც და ყულფიც!

 

ისინი არ ფიქრობენ, რომ გაჭირვებული ადამიანების დახმარება მთავრობის პასუხისმგებლობაა! პირიქით, ისინი გაჭირვებულ ადამიანებს თავიდან და თვალსწიერიდან იშორებენ. მაგალითი, – ლტოლვილების გადასახლება თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან.

 

სამაგიეროდ მათ გაზარდეს თავისი ხარჯები – პარლამენტარების ხელფასები გაიზარდა, ხოლო ხელისუფლების წევრებისადმი პრემიების გაცემა კანონად იქცა და წლის დასაწყისში საკუთარ თავზე ბრძანებითაც კი ფორმდება ხოლმე… თბილისის მერიის ყოველი მანქანის შენახვა ბიუჯეტს თვეში 6 ათას ლარამდე უჯდება…

 

ჰოდა, არა აქვს ამ მთავრობას უმწეოთა და ავადმყოფთა დასახმარებელი ფული!

 

ისინი ძლივს ახერხებენ საკუთარი ხარჯების და მზარდი აპეტიტის დაკმაყოფილებას… ამიტომ სულ ახალ-ახალ მაქინაციებს იგონებენ, რომ ჯიბიდან ფული ამოგვცინცლონ, ბიზნესი აგვაცალონ, დაგვაჯარიმონ, გაგვატყაონ!…

 

მოქალაქეებო! მამულიშვილნო! დავეხმაროთ მთავრობას!

თუ ნაცმოძრაობის ლიდერებს და აპოლოგეტებს დავუჯერებთ, ეს  ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ამიტომ,  რომელიმე დარჩიაშვილის ან თორთლაძის ინიციატივით ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო (სინამდვილეში კი პრეზიდენტის პირადი ნოტარიალური კანტორა) ამაზე კანონს მიიღებს, ნებაყოფლობით ვიტვირთოთ ეს, ჩვენი სათუთი მთავრობისთვის შეუფერებელი, ტვირთი:

 

გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები მივხედავთ ერთმანეთს! გადავუსხამთ სისხლს! მოვაგროვებთ ფულს საზღვარგარეთ სამკურნალოდ და დანგრეული სახლების აღსადგენად! შევიძენთ წამლებს ონკოლოგიური და დიაბეტიანი ავადმყოფებისთვის! მივხედავთ ჩვენს ლტოლვილებს და ემიგრანტებს, გამოვიხსნით მძევლებს და ავუნაზღაურებთ იურისტების თანხას – უცხოეთის ციხეებში პატიმრებს!

 

ის კი არა, იმ ხარჯებსაც სიხარულით გადავიხდით, რასაც სტრაბურგის სასამართლო ჩვენს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევისათვის დააკისრებს! მთავრობა კიდე, გულმოცემული, უფრო ხშირად და მეტად დაარღვევს – რა ენაღვლებათ, რა… მათი რა წასულა?!

 

 

========================

სერიოზულად გეკითხებით: რა ვქნათ – არ დავეხმაროთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს? ხელი მთავრობისკენ გავიშვიროთ – მაგათ უნდა მოგიარონო? დასაველთში ეს იქნებოდა გასაკვირი საქციელი, რადგან იქ ადამიანები იმიტომ იხდიან გადასახადებს, რომ ეს ყველაფერი დაფინანსდეს და მთავრობამ დაფაროს, და თუ იაპონიის მსგავსი ტრაგედია არ დაატყდათ თავს, არ ფიქრობენ, რომ მთავრობის ნაცვლად ისევ თავად უნდა ითამაშონ მაშველი რგოლის როლი.

 

მაგრამ ჩვენ დასავლეთი არ ვართ.

უნდა დავეხმაროთ…

 

მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ დასავლეთისგან?

 

ამიტომ უნდა მოვთხოვოთ და ვაიძულოთ მთავრობას, რომ სწორედ ამაში დახარჯოს ფულის და არა თავის განცხრომის, ნუვორიშული და ბაზისური ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად… უნდა მოვთხოვოთ უცხოურ მთავრობებს, რომ თუ მართლაც ქართველი ხალხის მეგობრები არიან და არა ავღანეთში ქართული საზარბაზნე ხორცის ექსპორტიორი და ხალხზე მოძალადე მთავრობის, ნუ აძლევს დახმარებას ამ ქურდ და ამორალურ ხელისუფლებას, ან ისე მისცეს, რომ თავად აკონტროლოს, როგორც უზნეო, დეგრადირებულ პირებს აკონტროლებენ – დახმარება მოშიმშილე ოჯახში მიიტანა, თუ მთლიანად თავად შეთქვლიფა გზაში, ან – ბოზებს დაახარჯა!

 

სხვანაირად, რაც უფრო მეტად დავიხარჯებით ერთმანეთის შველაში, ხოლო პარალელურად სახელმწიფო კატასტროფული გადასახადებით, ჯარიმებით და ყოფითი ხარჯებით გაგვფცქვნის, მერე სულ უფრო მეტად გაუადვილდება პატიოსანი ადამიანების დამონება, რადგან სულ უფრო ცოტა იქნება დამხმარებელი, და სულ უფრო მეტი – მონობისთვის განწირული და ოჯახის და თავის გადასარჩენად ყველაფერზე მზადყოფი გაღატაკებული, ერთ-დროს სხვისი დამხმარე, ადამიანი…

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s