თანამეცხედრეები vs ტალანტები


დღეს საჩუქარი მივიღე – ”კვირის პალიტრის” რამდენიმე ბოლო ნომერი. სამწუხარო რეალობაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების 90%-ს ინტერნეტიდან ვიღებ, ვერ მივეჩვიე ინტერნეტში პალიტრის კითხვას. ამიტომ, როცა ჩამოვდავარ და ჩემს ნაცნობ გაზეთების გამყიდველთან მივდივარ, ის მახვედრებს მოძველებულ პალიტრის ნომრებს, რომელსაც მე, ვასიკო კეჟერაძის მსგავსად ვეწაფები… ”კვირის პალიტრა” არაა ჩემთვის  იმდენად ახალი ამბების წყარო, იგი ბოლო ამბებზე ჩემთან მოსაუბრეა, რომლის აზრს მე უხშირესად ვეთანხმები და მომწონს. ახლა, როცა ცოტა უფრო დიდხანს მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა, ძალიან გამიხარდა, როცა აქ ჩამოსულმა მეგობარმა რამდენიმე ბოლო ნომერი ჩამომიტანა. ძალიან მადლობელი ვარ ლელა ჯიყაშვილის, ეთერ ერაძის, ეკა ლომიძის … აქ მაინც განსაკუთრებით მომეწონა სტატიები რეზო ლაღიძეზე და ბიძინა კვერნაძეზე, მედეა ჩახავაზე და ლიანა ასათიანზე…

და მერე…

მართალი გითხრათ, არც მე მოვიხიბლე რობერტ სტურუას ინტერვიუს იმ ნაწილით, სადაც მან სააკაშვილის სომხობა ახსენა. სააკაშვილის სომხობაზე ტაბუ არ მაქვს დადებული და მიმაჩნია, რომ კატასტროფული ამ ფაქტის კონსტატაციაში შეიძლება არაფერიც იყოს. ყველამ იცის, რომ სარკოზი და კისინჯერი ებრაელია და აზნავური და შერი სომხები. არც სააკაშვილის სომხობა გაუკვირდება ვინმეს მსოფლიოში. მე მგონია, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები – მწარედ დაგვსაჯა განგებამ – შევარდნაძის მმართველობის ბოლოს ინტენსიურად ავრცელებდნენ ხმებს, ზურაბ ჟვანია თითქოს არ იყო ქართველი, – ამბობდნენ, მამა სომეხი ჰყავდა და დედა ებრაელიაო. სწორედ ეს დაუდასტურებელი ინფორმაცია იყო, ალბათ, იმის მიზეზი, რომ ქართული საზოგადოებაც და ზურაბ ჟვანიაც ჩუმად მივიდნენ კონსენსუსამდე: საზოგადოება თანახმა იყო მის პოლიტიკურ ლიდერობაზე, მაგრამ მას არ უნდა ჰქონოდა პირველი კაცის – პრეზიდენტის ამბიციები. ბედის ირონია იმაშია, რომ ზურაბ ჟვანია რომ გვყოლოდა  პრეზიდენტად, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა ნაკლებ დაჩაგრული და უფრო წელში გამართული იქნებოდა, ვიდრე დღეს სააკაშვილის ხელში არის! ჩვენ არ გავახარეთ გაცილებით ლიბერალური, მამაცი და დემოკრატი ადამიანი (არ ვიცი, რამდენად სიმართლე იყო, მაგრამ ფარულად გამიგია ქირქილი მის ბაღისდროინდელ სახელზე, რომელიც ”ზურა” თითქოს არ იყო) და, სამაგიეროდ, გავაღმერთეთ ადამიანი, რომელიც მართლაც არის სომეხი გენის მატარებელი და, საუბედუროდ, ადამიანებისადმი ავადმყოფური სიძულვილის მატარებელიც!

მე ასე მგონია, რომ სააკაშვილის მარაზმატიულობას მის სომხობასთან არავითარი საერთო არ აქვს! იგი იმიტომ კი არ არის საქართველოს მოსახლეობის მოძულე, რომ სომეხია (არა მგონია, რომ მას ”სომხური იდენტობა” მეტად ჰქონდეს, ვიდრე ჟვანიას ჰქონდა – ანუ, ალბათ <1%), არამედ იმიტომ, რომ ასეთი მორიელია!

ამიტომ, ამ ასპექტში, ბატონი რობერტის მიერ ეს – ”სააკაშვილი სომეხია” მართლაც არ მომეწონა. ვფიქრობ, კრიტიკულ ინტერვიუში არ იყო საჭირო ამ საკითხზე ხაზის გასმა. სააკაშვილი სულ რომ ფალავანდიშვილ-დადიანების გენეალოგიის მატარებელი ყოფილიყო, მის საქციელში რეალიზებული ავადმყოფური ზრახვებია ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა და არა – მისი გენი. ამიტომაც დავეთანხმე და გავიზიარე ”ლიბერალში” ნინო ბექიშვილის სტატია ”პასუხი რობერტ სტურუას”. http://www.liberali.ge/pasukhi-robert-sturuas-mopasukhe   

თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ნეგატიური კონტექსტის გამო ვარ წინააღმდეგი ეროვნული იდენტიფიცირებაზე აქცენტირების, თორემ მე რომ სტატიაში ვახსენო ”სომეხი წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი ანდრე აგასი”, ეს, ალბათ, არ უნდა გახდეს ჩემი ჩაქოლვის საფუძველი. აი, მე რომ ვთქვა, “აგასის გამო წააგო აშშ ნაკრებმა, მაგ სომხის გამო”-მეთქი, ალბათ, არ ვიქნები პოლიტკორექტული.

მაგრამ მე მაინც ვერ მივხვდი იმას, რა შეიძლება მოჰყოლოდა რობერტ სტურუას ამ ერთ ფრაზას.

მოჰყვა კი ის, რაც ხდება ავტორიტარულ რეჟიმში, როდესაც ბელადის მიერ აქნეული ხელი – ატუ, მაგასო! და სხვადასხვა ჯურის ძაღლების აშვება მყისიერად ხდება. რეჟიმს დიდი ხანია ყელში ძვალად აქვს გაჩხერილი რობერტ სტურუა, როგორც მსოფლიოში ცნობილი ტალანტი, რომელიც ბედავს და სააკაშვილს ხელზე არ ეამბორება და მის სატანისტურ ”ბრწყინვალების ორდენს” (რაც, ვფიქრობ, მომავალში ქართველი ხალხის მიერ  პიროვნების კონფორმისტობის სამკერდე ნიშნად იქნება განხილული) მადლიერებით არ იღებს. ახლა კი რეჟიმს საბაბი მიეცა და …  ფეისბუქზე გამორჩეული აფთრების ზონდერკომანდა იქნა გამოყენებული, და მათი მთავარი მდედრობითი სქესის მწევარი, არც მეტი არც ნაკლები,  პოტენციურად ჩვენი მომავალი პირველი ლედობის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია – გიხაროდენ!

აი, თამარა ჩერგოლეიშვილის (სავსებით შეგნებულად გადავწყვიტე, რომ მასთან ჩემი წინა ურთიერთობისგან განსხვავებით ამის იქეთ მისთვის ჩემი მხრიდან ”ქალბატონის” წოდება ყველა სხვა ქალბატონის წარმოუდგენელი დამცირება იქნება) – სამთავრობო პროპაგანდისტული ჟურნალ ”ტაბულას” მთავარი რედაქტორის და შეთავსებით პროპაგანდის მინისტრის, ფეისბუქური ეპატაჟი –

წაიკითხეთ!

ისიამოვნებთ-თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ უნიკალური შემთხვევაა! სხვაგან ძნელად ნახავთ, რომ ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის თანამეცხედრე ასეთი ტონით და ასეთი სპეციფიკით საჯაროდ გამოხატავდეს თავის აზრებს.

 

როგორც შოთა რუსთაველმა ბრძანა – ”კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!”  

===============================================================

www.ambebi.ge/sazogadoeba/36601-idiotia-tsertili.html?goSite=401073

თამარა ჩერგოლეიშვილი: ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს.

სრული კი არა, დეგრადირებული სირია!

მერაბ აბდალაძე: ეს რობიკო …, არადა, როგორი დიდი რეჟისორი იყო? ასეთი რამ რომ ხდება, მეჩვენება, ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა, ან უახლოესმა მეგობარმა მიღალატა და ადამიანის მიმართ რწმენა მისუსტდება. ზუსტად ამ ღალატის გამო ქუჩაში რომ შემხვდეს, კარგად ვაგინებდი.

რუსუდან ვაშაკიძე: ასეთი აზრების პატრონი როგორ შეიძლებოდა, კარგი რეჟისორი ყოფილიყო? უბრალოდ ამ პერიოდში ალტერნატივები არ არსებობდა და არც არავის ახარებდნენ სხვას.

შო კვარა: კლიმაქტოიდური მოხუცის ბოდვები…

ერეკლე ურუშაძე: სირი კი არა, ყ…ა!

თამარა ჩერგოლეიშვილი: ერეკლე, ზუსტად ეგ მინდოდა დამეწერა, მაგრამ კდემამოსილებისაკენ მომიწოდებს გარემოცვა და… როცა პრესის თავისუფლება არ გვქონდა, ეს კაცი  გენიოსი გვეგონა – ახლა, ყველამ იცის, რომ პიტალო ყ…ა!

ლექსო მაჭავარიანი: მე მაქვს სტურუას სპქეტაკლები ნანახი და ისეთივე სირობაა, როგორიც ინტერვიუ…

თეონა ჯაფარიძე: ინტერვიუ საშინელია, კიდევ უფრო საშინელია ჟურნალისტი. სტურუას სპექტაკლებს რაც შეეხება, მოგწონთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა. ფაქტია, რომ ლონდონის  RIVERSIDE STUDIO-ში დადგმული მისი ”ჰამლეტი” ოფიციალურად ბოლო 50 წლის ”ჰამლეტების” საუკეთესო ხუთეულშია.

თამარა ჩერგოლეიშვილი: იმდენი ხნის წინ ვნახე ყველაფერი და ისეთი პატარა ვიყავი, რომ ვერაფერს ვიტყვი. მე ზოგადად თეატრი არ მიყვარს და მის შემფასებლად ვერ გამოვდგები… მე, რომელსაც თეატრი არ მესმის, რობერტ სტურუას პროფესიონალიზმში ეჭვი მეპარება…

ქეთი დევდარიანი: პოლიტიკური სიბეცე, ქსენოფობია, სექსიზმი და ალოგიკურობა ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ – რობიკო გონებაშეზღუდულია.

თამარა ჩერგოლეიშვილი: იდიოტია. წერტილი.

=============================================================

ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, ”ახლა კი ყველასთვის აშკარა გახდა ვინ არის ამ  რეჟიმის ნამდვილი დედა!”

 

ამ რეჟიმის ნამდვილი დედა არის ანტიმერიტოკრატია… ამ რეჟიმის ნამდვილი დედა არის ამორალური პარტოკრატია და ჰუკეროკრატია. ეს არის ინგლისურად მოტინგიცე, ცინიკურად მორატრატე და უშვერი სიტყვებით თავმომწონე კურტიზანები და ცანცარჭაბუკები, რომლებიც, გასაგებია, სად და როგორ იკაფავენ გზას. აბსოლუტურად არ მიკვირს თანამეცხედრე ჩერგოლეიშვილისაგან, რომ იგი ასეთი ცხოველური აღტაცებით ხმარობს ტერმინებს ”სირი” და ”პიტალო ყ…ე”, რადგან ეს მისი სადისერტაციო ნაშრომის საგანი უნდა იყოს, ჩემი აზრით.

ისიც აშკარაა, რომ თეატრი მან არ იცის, არ უყვარს და არც სჭირდება. რადგან მისი მთავარი სცენა ნაცური ცირკია, სადაც მას სურს მაღალ ჩექმებში გამოკვართულს, შოლტი ეკავოს და მამრი ”ვეფხვების” სმენაზე გაჯგიმულ წყობის წინ ჯოკონდას ღიმილით მიმოდიოდეს. რობიკო როგორ მოეწონება ქალს, რომლის იდეალი ცხოვრებაში დათა ახალაიაა!

აი, ესაა პიტალო ურნალისტიკა… მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ასეთ პიტალოებს შეეჭიდნონ, აძვრნენ, გადაძვრნენ… და იხტუნაონ კიდეც აქეთ-იქეთ… მასეთებს მრავალ პიტალო კლდეზე გადამხტარს უძახიან შემდეგ…

მე მჯერა, რომ როდესაც ”ტაბულა” და მისი რედაქტორი ფრაუ გებელსი ისევე ”ცნობილ” მედია-საშუალებებად დარჩებიან ისტორიაში, როგორ ნაცისტური Fritt Folk ან ჩაუშესკუს Scânteia, ბატონი რობერტ სტურუას სახელი და მისი ბრწყინვალე შედევრები მარტო ქართველი ხალხის კულტურის საგანძურში კი არ იქნება, არამედ მსოფლიო საგანძურშიც, სადაც არა მგონია, გია ნოდიას და ნოდარ ლადარიას ”შედევრები” მოხვდნენ, კობა ნაყოფიას მუტაციურ ნაყოფებზე რომ არაფერი ვთქვათ…

დიაგნოზი აშკარაა: – თამარა ჩერგოლეიშვილი იდიოტია. წერტილი.

P.S. ვიღაცამ თამარა ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით მადამ დე პომპადური ახსენა! ამ პარალელის ავტორებს ძალიან ცალხრივი ინფორმაცია აქვთ ამ ისტორიულ პიროვნებაზე და არ იციან, რომ ლუი მე-15-ის საყვარლობის გარდა, იგი კულტურის ბრწყინვალე მცოდნე და გამორჩეული მეცენატი იყო!

ჰმ, მადამ პომპადურები რომ იყვნენ ”მიშას ანგელოზები”, – ერთ-ერთი მაინც, რა გვიჭირდა… რურუას სულაც ”ატსტავკაში” გაუშვებდა კაცი …



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s