ვინ მოგვერევა ჩვენ და შერონს?! (შერონსთოუნობით ამაღლების დღე)


ნაცური ბოზმონდის წევრები ირონიულად კითხულობენ, შერონ სტოუნში რა არ მოგწონთო?

შერონი რა შუაშია…

უბედურება ის საშინელი ქაჯური პროვინციალიზმი და სიყვითლეა, მთელი ეს ამდენი ურნალისტები და ურნალპოლიტიკოსები დუჟმორეულები რომ ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველოსთვის ამაზე ბედნიერი, ამაღლებული და გამარჯვებული დღე არ ყოფილაო! ენდი გარსიამ უკვე ლოურენს ოლივიეს და ენტონი ჰოპკინსს გადაასწრო გრანდიოზობით და ჰარლინი თურმე ჩაპლინი+ვისკონტია კვადრატში!

სისხლში ცურავთ, თქვე ახვრებო, რა გეშერონ-გეჰარლინებათ!

მაგრამ ეს ხომ კერპთაყვანისმცემლობის გამოთაყვანებული ზეიმია… :((

მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ედუსგან წინ არ წასულხართ!

იმას ჩრდილოეთიდან ამოუდიოდა მზე და თქვენ შერონის ტუფლიდან დალეული სადღეგრძელოებით გინდათ ცხონდეთ და შეხვიდეთ ისტორიაში… “რაღაც ორი რაიონი” დაკარგეთ და სულ რაღაც ასიოდე კაცი ქუჩებში დახვრიტეთ… :(((…  სამაგიეროდ, ქართველი ხალხი არასოდეს დაგივიწყებთ, რომ მისგან დაცინცლული მილიონებით მარტო სასახლეებს კი არ იშენებდით და თვითმფრინავებს ყიდულობდით, არამედ ამისთანა ქალი ჩამოგვიყვანეთ და რუსთაველის გამზირი (ჯერ სისხლარშემშრალი!!) კანად აქციეთ! ან – ვენად!!! ან – წითელხალიჩგადაფარებულ საყასბოდ!

მახსოვს, აწ პოლიტიკურადცხონებულმა მაია ნადირაძემ (შერონს მიუგავდა მზერა და ტუჩ-ფეხი) ირონიულად განგმირა საქართველოს პარლამენტის უმცირესობა, მიშას რომ არ წამოუდგნენ ფეხზე ოპოზიციონერები (მაშინ პადოშა არ იყო საპარლამენტო ოპოზიციის ქარიშხალა!) – “ვის არ წამოუდექით, თქვე საწყლებო, ნატოს არ წამოუდექითო??” (მიშა და ნატო ქნ მაიასთვის ისევე ერთი იყო, როგორც ივერია და საქართველო)

ვის არ წამოუდექით, თქვე საწყლებო, შერონს არ წამოუდექითო? ამას იძახის დღეს გივიე თარგამაძე, ალბათ…

ახლა მიშა შერონთან ასოცირდება… ნატომ გაცურა გვერდზე…

დიდი პროგრესია!

 ქუთაისში ხუმრობენ, ვინ მოგვერევა ჩვენ და  ჭიჭიკიესო?

 ჰოდა მიშაც ასე ამბობდა ადრე, ვინ მოგვერევა ჩვენ და ბუშსო? მოერიენ…

 ახლა იძახის მიშა – ვინ მოგვერევა ჩვენ და შერონსო? (ასე რომ, დღეს ჩვენ ვართ უკვე მოგებულები – შერონი ჩვენთანაა! გარსიაც!!!)

 შერონთან რა მაქვს სასაყვედურო – კარგი ქალია (ბ-ნი ნემო იტყოდა – ვისაც არ უყვარს შერონი-ო…) …, კაი ჭამა, კაი სვა… გვერდზე ამისთანა ვაშ-კაცი (ნაყოფია!) მოიჯინა და კაპიკიც არ გადაუხდია ამ სიამოვნებაში… :))  

რაც მე ამ ხალხის გამოთაყვანება და სრული ხბოური გადაბედნიერება ვნახე, ნართლაც დროულია ნანა ზარდიაშვილის წინადადება, რომ 5 ივნისს უნდა დაწესდეს ეროვნული (უფრო ზუსტად – ნაციონალური) დღესასწაული – ”შერონსთოუნობა”, როცა ქალწულობის დაბრუნების მოსურნე ქალბატონები მსხვილი თანხის ფასად ”რედისონ ბლუს” ესპრესოიან ნომერში გაგორდებიან ნაშერონალ საწოლზე და ამ ”განწმენდის აქტით” აღუდგებათ სანუკვარი აპკი… ამას ყველაფერს ქვეყნის და ხერხემლის პირმშვენიერი ურნალისტი ნოდარიკო მელაძე გააშუქებს და საქართველოც გაბრწყინდება (საპრეზიდენტო რაკურსით)! ასევე,  ”იმედზე”  დაწესდება ახალი შოუ ”ღამე შერონასთან” (პროდუსერი – ნაყოფია, შემჭვრეტი – მელაძე)…

 ეჰ, შერონ, შერონ, შე დალოცვილო, ი ყინულის სატოხი რამ დაგავიწყა, აქით რომ მოდიოდი? :)))

P.S. ეს კი – სერიოზულად. შერონ სტოუნი და ენდი გარსია არ მგონია ისეთი ქაჯები (ჭაჭისმოყვარული რენესგან განსხვავებით), რომელთათვისაც სულერთი იყოს იმის ცოდნა, რა მოხდა სწორედ იმ წითელხალიჩაგადაფარებულ ადგილზე და სწორედ იმ კინოთეატრში 26 მაისს! ვისაც შეგიძლიათ, რომ მიაწოდოთ, გაუგზავნეთ ის ვიდეომასალა, რაც არსებობს. ნახონ, რა ტონტონ-მაკუტებმა გაუმართეს ეს “დღე სასწაული”!

P.P.S. ეს კი მათთვის, ვინც შერონ სტოუნის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლა დაჩაგრული საქართველოსთვის რაიმე დიდი მხარდაჭერის გამოხატულება ჰგონია. როგორც მის სამშობლოში იტყოდნენ – Nothing personal, just business!

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/5319-sheron-stouni-me-miyvars-rusethi-da-yvelaferi-rac-ruseths-ukavshirdeba.html

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s