ნუ გაპადოშდებით! ნუ გაკიკუვდებით! (წერილი ოპოზიციას)
Posted: 2011/06/27 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: არასაპარლამენტო ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპოზიცია, ოპოზიციური 8-იანი დატოვე კომენტარიმათე, 5,29: უკეთუ თვალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, … და უკეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე... რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი…
—————————————————————————————-
არ მახსოვს, რამე წერილი თუ მიმიწერია ნაციონალური მოძრაობისათვის… ან – მიშა სააკაშვილისადმი… თუ გამომითქვამს რაიმე სურვილი, თხოვნა (გარდა ერთისა!), რაიმეს გაუმჯობესებაში თანამონაწილეობის იდეა, ან – უფრო უკეთ გაკეთების კონკრეტული თუ თუნდაც თეორიული მოსაზრება…
ოპოზიციისადმი კი დამიწერია. და არა ერთხელ…
რა გრჯიდაო, მკითხავთ, ვინ გთხოვდა, ან რისი იმედი გქონდაო…
რა ვიცი, კაცი იმედით ცხოვრობს…
ნაციონალური მოძრაობისადმი არ მიწერა სწორედ იმედით აიხსნება, ანუ – აბსოლუტური უიმედობით, რამეთუ 2006-07 წლიდა და განსაკუთრებით – 2008 წლის სექტემბრიდან, ხოლო საბოლოოდ – 2009 წლის გაზაფხულიდან, დავრწმუნდი, რომ მათთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა, კედელზე ცერცვის შეყრაა და უფრო მეტიც – საკუთარი თავის, აზროვნების და მორალის უკიდურესი უპატივცემულობაა!
100-ჯერ მითქვამს და გავიმეორებ ნეტარი ავგუსტინეს მიერ ნათქვამ სიტყვებს – „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“ – არაფერი, უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება არის ავაზაკობის უაღრესად დახვეწილი მეთოდების მფლობელ ავაზაკთა ბანდა, რომელიც შორიდან მაცქერალ ქართული საზარბაზნე ხორცის მუშტრებს საფუძველს ააძლევს, რომ თქვან, – ჰო ვერაა მთლად დემოკრატიული, მაგრამ მთლად პირსისიხლიანი არააო! ამას ამბობენ ხელისუფლებაზე, რომელმაც გარყვნა ყველა და ყველაფერი, რაც მიიკარა და მიიზიდა… ეს განსაკუთრებით იმ „ხელოვნებზე“ ითქმის, რომლებიც ხელისუფლების ნავში ჩასკუპდნენ… დააკვირდით, დასუქდნენ (ნუ, ახლა ვისაც გასახდომი ოპერაციები არ უკეთებია), დაჯიპდნენ, ლოსკი დაედოთ, მაგრამ ხელოვნება? ოვა ხელოვნება? – ჩკა…
ოპოზიციას დავუბრუნდეთ.
უბედური დედააო შვილმკვდარი დედა… უფრო უბედურიც მინახავს… დედას რომ ვაჟი ხელიდან წაუვა, განარკომანდება, გაჯიბგირდება, მერე ძარცვას მიჰყოფს ხეს, მერე – კაცის კვლას… ასეთ დედას, თუ შვილის იმპერატორის ტოგის ბრწყინვალება არ ჭრის თვალს, წესით უბედური ჰქვია… ჰოდა წარმოიდგინეთ, ამ უბედურ დედას ახლა ერთადერთი იმედი რომ უმცროს ქალიშვილზე აქვს, დაჰკანკალებს, ცდილობს, ბიჭისთვის დაკლებული ყურადღება ამას არ დააკლოს, მზე და მთვარე მასზე ამოსდის, ბედნიერია, რომ ხედავს, როგორი მზეთუნახავი და თან გამრჯე და ყურადღებიანი შვილი ეზრდება, როგორ ყველა შენატრის მის სილამაზეს, სინორჩეს, ჭკუას, სათნოებას და ადამინობას…
ჰოდა ეს ერთადერთი დარჩენილი იმედიც … გაუბოზდება…
ვინ არაკაცი იზამს ამ საქმეს?
ვინ იზამდა – სწორედ მისმა ვაჟკაცმა ჰქმნა ეს საქმე… რომ შეხედა, დედაჩემს ჩემი დანახვა არ უნდა და ჩემს დაზე მზე ამოსდისო, მასე არ უნდაო და ყველა ღონე იხმარა – საჩუქრები, დაპირებები, დათრობა, მუქარა…
აი, ალბათ, ასეთ დღეში ვართ ახლა…
ხელისუფლება – სწორედ ის ერთდროს იმედისმომცემი ვაჟკაცია (მერე „იმედის“ ჩამქრობად რომ მოგვევლინა), დღეს რომ საყოველთაო უზნეობის და გარეწრობის თითითსაჩვენებელ მაგალითად იქცა …
მზეთუნახავი გოგო – ოპოზიციის აქამდე ჯერ კიდევ სანდო ნაწილი (ბარემ არ იყო ასე უნაკლო და მზეთუნახავი, მაგრამ დედის თვალი ნაკლს ვერ ხედავს ხოლო ყველა ღირსებას – ლუპით ჭვრეტს)
დედა – კიდე – ქართული საზოგადოებაა… დაბეჩავებული, ჩაწიხლული და პირგამეხებული…
ჯერ კიდე ორი წლის წინ დავწერე, რომ ხელისუფლების პიარის მთავარი ლოზუნგი ომში დამარცხების და ეკონომიკური კრიზისის კვალობაზე გახდა უმარტივესი – “კარგით… მე – დამპალი ვარ, მაგრამ დაგიმტკიცებთ, რომ ყველა ჩემსავით დამპალია!“
არსენალში ბევრი საშუალებები აქვს – პირველ რიგში მოსყიდული ტელევიზიები და ურნალისტები, მერე დაპადოშებული და დაბაჭუკებული ერთდროსპარტიები ან ფსევდოპარტიები, დატერორებული და სულთმობრძავი ქართული ბიზნესი… ჯერ ერაყში და მერე ავღანეთში გასაგზავნი დარჩეული ვაჟკაცების მუდმივად მზარდი კონტიგენტი, უკანალის მომწმენდი და გამომწმენდი – გრინბერგ-ქვინლან-როსნერი, სექსპერტები, მიშალიგენცია…, ასევე ბრაიზ-ტეფტული ჩიპლომატიური კორპუსი და რაც მთავარია, სრული ეკონომიკური სტაგნაციის და მეწარმეობის აბსოლუტური ნაცმოძრაობული მონოპოლიზაციის კვალობაზე მოსახლეობის და პოლიტიკური პარტიების ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ კიკუობის სურვილი და მზადყოფნის მასაშტაბები სულ უფრო იზრდება…
კი დავწერე დასაწყისში მორალური ციტატა, მაგრამ ამ წუთში ალბათ ვერ მოვახერხებ მილიონი თუმნით მოხიბლული კიკუობის დემორალიზებული კანდიდატების მორალიზაციას… უბრალოდ მინდა, მარტივი და გასაგები ენით ავუხსნა, რომ თუ ბატონები ბიზნესის კეთების პერსპექტივამ მოხიბლა, რომ ნამეტნავად სცდებიან, თუ ეგ ბოზნესი ბიზნესი ჰგონიათ… ყოველ შემთხვევაში, წამგებიანი ბიზნესი რომაა, იმის ჩვენებას ვაპირებ…
ძვირფასო მილიონის მოგების სურვილით აღჭურვილო ბატონებო და ქალბატონებო!
1. როგორ გგონიათ, ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ყოველდღე ახალ-ახალ მაქინაციებს და არნახულ ინოვაციებს იგონებს, რომ მოსახლეობის ჯიბიდან ამოცინცლული ფული მაქსიმალურად მოაგროვოს და თავისი საშინელებათა პატარა მაღაზიის პირდაპღებულ მონსტრ ყვავილს – პოლიციას ჩაახეთქოს, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა თქვენ ამ მილიონს მართლა მოგცემენ? როდესმე, ალბათ მოგცემენ – პენსია რომ 100 დოლარი გახდება, მერე…
2. ვთქვათ და მოგცეს… ქვეყანაში, სადაც ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 16%-ს აცდა, ხორცი 240%-ით გაძვირდა, ხილი – 100%-ით, შაქარი – 35%, თქვენთვის ამ ფულის დარიგების საბოლოო შემდეგ ხლისუფლებას ხომ იმწამსვე გაუჩნდება იმის სურვილი, რომ თქვენი ეკონომიკური სიდუხჭირე აღადდგინოს და კიდევ უფრო მალე დაგიბრმავოთ თვალები – უკვე 100,000 ლარით, მერე 10,000-ით და ბოლოს ისევ იმ 3 თუმანზედ ჩამოგიყვანოთ, რომელიც კიკუს ფინანსურ მადას ძველ დონეზე დააბრუნებს? ამისთვის კი ორი მეთოდი არსებობს:
ა) ინფლაციის გაზრდა
ბ) თქვენთვის სოსო თოფურიძის მოგზავნა და … (გაუჭირდებათ?)
3. და რაც მთავარია – თქვენ ახლა გაქვთ შანსი, რომ ერთიანობის პირობებში უკვე დასავლეთისთვისაც გვარიანად მოყირჭებული მიშა არქიტექტურის საფუძვლიანად შესასწავლად გაუშვათ, ხოლო ნაცმოძრაობა – თუ ვერ დაამარცხეთ, ისეთ მაჩვენებელზე ჩამოიყვანოთ, რომ მისი გავლენა მნიშვნელოვნად შეზღუდოთ და საკანონმდებლო მაკრატელი ხელიდან გააგდებინოთ… ამის მაგიერ რა გინდათ, რომ პარლამენტში ახალ პადოშად დაჯდეთ? ნუთუ ამ ადამიანის ისტორიამ მხოლოდ ის დაგანახათ, როგორი მანქანით დადის? ნუთუ მისგან განსხვავებით თქვენ მაინც ვერ ხვდებით, რომ იგი თავისი სურვილით ამოეწერა იქედან, სადაც ალიოშა ჯაფარიძის, მირონ ხერგიანის, გურამ თიკანაძის სახელებია? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მისი ნაგრამისათვის „პადოშოვიჩობა“ გადაფარავს იმ მანქანის და სხვა „ბენეფიტებს“, დღეს რომ დიდი დემოყრატი თავს იწონებს საახლობლოში? ნუთუ თქვენც გინდათ, რომ მასავით იკრუსუნოთ – დემოყრატია დაირღვა, რატომ მეც არ მიმამთხვიეთ შერონზეო?… რვიანში შემავალი სუბიექტებისათვის და ადამიანებისათვის პადოშობა მისაღები და სასურველი გახდა?.. იქნებ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენებზეც ოცნებობთ?
4. მაგრამ თუ თქვენ მიშას გაუპრავბეთ საპარლამენტო არჩევნებს და გადაყლაპავთ (როგორც თავის დროზე გადაყლაპა დიდმა პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ აბსოლუტურად შეუფარავი ანკესი წყნეთის აგარაკის სახით!) ამ მილიონიან შეთავაზებას, ამით ხომ დაკარგავთ იმას, რაც მიშასგან განსხვავებთ – რომ ხალხს არ ეზარებით, რომ ხალხი ხვდება, რომ მას მიშა ატყავებს და არა თქვენ, რომ ხვალ თუ მიშა თქვენზე ფეხის შეწმენდას დაიწყებს, როგორც დიდი ხანია იწმინდავენ ფეხს არა მარტო პადოშაზე, დავითაიაზე და ჯონდიზე, არამედ – თავად ნაცმოძრაობის შიგნით – დავით ბაქრაძეზე, გიგი წერეთელზე და კობა ხაბაზზეც, რომ მაშინ საზოგადოება მწარედ გაიცინებს და ნიშნისმოგებით იტყვის – ეგრე მოგიხდებათო…
5. დიდი მხატვრული შედევრია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენს რეალობასთან დაკავშირებით ზოგჯერ მახსენდება ფილმი: „მამაცი გული“. ბოლოს მაშინ გამახსენდა, მასიური გამოსვლები რომ დაანონსეს ზოგიერთმა პარტიებმა… ვიძახდი, ჯერ ადრეა მეთქი… ახლა კი ის გამახსენდა, შოტლანდიელი გვაროვნები, თურმე მხოლოდ იმისთვის გამოდიოდნენ ინგლისის მეფესთან საბრძოლველად, რომ ჯარის დანახებით უკეთესი მამულები მიეღოთ… თუმცა ისიც გასახსენებელია, როგორ დაასრულეს საკუთარი ხალხის ინტერესების „მსახურება“ და ამ გაპადოშებას მათი კარიერის როგორი “შთამბეჭდავი” ფინალი მოჰყვა.
6. დაბოლოს, შვილზე ფიქრი, მარტო ის არაა, რა ვუყიდოთ და სად მოვაწყოთ. შვილზე ფიქრი ისაა, როგორ გვარს დავუტოვებთ, რას იგრძნობს, როცა მამამისის სახელს გაიხსენებენ…
ასე რომ, ჯერ კიდევ არგათახსირებულო ოპოზიციის წევრებო – უმორჩილესად გთხოვთ, ნურც გაკიკუვდებით და ნურც გაპადოშდებით… ძალა ერთობაშია და ნუ გავუპრავებთ მიშას დაპრემიერებას…
დავარღვევ ტრადიციას და ნაცმოძრაობის კანონშემოქმედებით ჩიორებასც დავუსმევ კითხვას, რომელიც ია ანთაძემ დასვა ბლოგზე. თქვე ოჯახაშენებულებო (ქვეყნის ხარჯზე!)! – ეს განსხვავებული ნორმა რომ დაგიწესებიათ – თქვენიან და თქვენთან მომლაპარაკებელ კიკუ-პადოშებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევებში რომ ლამის 1 მილიონ ლარს ჰპირდებით და ვინც არ გაკიკუვდება, – იმათ მხოლოდ 50,000-ს, ეს ხომ წმინდა წყლის მოქრთამვაა! მოსყიდვის დაკანონებას ცდილობთ?? ამაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ?
საინტერესოა, რომ ძველ რომში არჩევნების წინ აქტიურდებოდნენ ხმების შემსყიდველები, დადიოდნენ ეს ნაკლებპატივცემული და ძალიანაც ვერცნობილი ხალხი და სხვადასხვა გვარების და თემების ლიდერებს ურიგდებოდნენ, რამდენად გაყიდიდნენ ისინი საკუთარი 100, 500 თუ სულაც 3,000 ამამრჩევლის ხმას… თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ უფრო დემოკრატია იყო, თუნდაც ამ უმსგავსო ფორმით – რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკას სამართლიანობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, იმის შანსს მაინც ტოვებდა, რომ რომელიმე შეძლებული გვარი მიაფურთხებდა ამის შემომთავაზებელს, ხოლო სხვები მეტნაკლებად თანაბრად განაწილდებოდნენ ისეთ მდიდარ კანდიდატების “მხარდამჭერებად”, როგორებიც კრასუსი, პომპეუსი, თუ ცეზარი იყვნენ… ჩვენთან კი მხოლოდ ერთ კაცს აქვს ბოძებული (ვისგან, აი ეს მაინტერესებს) ხალხის ხმების ყიდვის უფლება და მხოლოდ პალიკო კუბლაშვილი დადის შავი პორტფელით, საიდანაც მაგიურად ხან ორ შეკვრა ფქვილს და მაკარონს იღებს, ხან – ოფისს – რუსთაველის გამზირზე, ხან კიდე მილიონს?
ვის უნდა მილიონი?
ფული არ ყარსო, ვესპასიანემ თქვა… კი, ყარს, ფული ბატონებო! არცერთი ძაღლის დანაფსამი ფული არ ყარს ისე მძაფრად, როგორც მიშას ფული! – ჩვენი დახოცილი ბიჭების სისხლია ზედ დაქცეული და მზეზე გახრწნილი… ეს ფული კიდეც ყარს და კიდეც წამლავს ყველას! სერიოზულად გაფრთხილდით, რამე ისეთს ნუ აიღებთ, თქვენ და თქვენი შთამომავლობა რომ ვერასოდეს ჩამოირეცხავს!
========
If your right eye causes you to sin, tear it out and throw it away! It is better to lose one of your members than to have your whole body thrown into hell. Mathew, 5,29
P.S. რამდენადაც საქართველოში არ ვარ და ტელევიზიებით გასულ ინფორმაციებს და გაზეთებსაც იმდენად ვერ ვეცნობი, ჯერ არ ჩავთვალე საჭიროდ, პერსონალურად რომელიმე პარტიის ან ლიდერის გვარები ვატრიალო და პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო… ვნახოთ, ორშაბათიც გათენდება…
სეთურის 10 მცნება
Posted: 2011/06/22 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: ბოზმონდი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, პოლიცია, სეთური დატოვე კომენტარი1. წააგეთ ომი? – იზეიმეთ, წიგნი დააწერინეთ, ფილმი გადააღებინეთ და თქვით, რომ მოიგეთ!
2. ყულფმოჭერილი ბიზნესი სულ უფრო ღაფავს სულს? – მოუჭირეთ კიდევ უფრო მაგრად და გადაიხადეთ 1 მილიონი სარეკლამო სტატიებში “ფაინენშელ ტაიმსში” და “ეკონომისტში”!
3. ლტოლვილები არ არიან კმაყოფილი? – გადაასახლეთ და ათქმევინეთ მინისტრს, რომ ლტოლვილების ბედნიერებისთვის მოხდა მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მერე რა, რომ დასაკარგავში!
4. ხალხი შიმშილობს? – გააძვირეთ პროდუქტები, რომ მიხვდნენ, უნდა უხაროდეთ, უარესი – წინაა!
5. ბიუჯეტში გარღვევაა? – დაიჭირეთ ყველა, ვინც თავის რჩენას ახერხებს და შეაწერეთ ფული! ვინც გადაიხდის, გამოუშვით და დაიჭირეთ ორი იმდენი!
6. ხალხი უკმაყოფილოა? – მერე აგერ არაა “იმედი” და “ერორი”! მოიტყუეთ, მოიტყუეთ, მოიტყუეთ და არ გაწითლდეთ!
7. მიტინგი დაარბიეთ და ხალხი დახოცეთ? – დამალეთ გვამები, მორეცეხეთ სისხლი და სასწრაფოდ მოიყვანეთ წმინდა შერონი! შერონი აღადგენს თქვენს რეპუტაციას, როგორც ვიაგრა – იმპოტენტისას!
8. ქვეყანა იქცევა? ხალხი წყალმა წაიღო? – გადაკეტეთ წყალი ონკანებში და უთხარით ყველას, რომ წყლისგან იცავთ!
9. ფული გაგითავდათ? – გაყიდეთ, გაყიდეთ, გაყიდეთ… – მუზეუმები, ტყეები, მდინარეები, პარლამენტი, სამცხე, აჭარა, ადამიანები… მხოლოდ სინდისი არ გაყიდოთ, რომ ვერავინ მიხვდეს, სინამდვილეში რა ტუფტა იყო თქვენი სინდისი!
10. წვიმაა თუ ღვარცოფია – მიშა მაგარია!
პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! პოლიქრონიონ! მომძღვნელმან სტინგისამ ჩუენისამ…
ხალხზე თუ არ ვიზრუნე და სულ მათ კაი ცხოვრებაზე თუ არ ვიფიქრე, აპა, რისთვის ვარ მე! …
დავეხმაროთ გაჭირვებულებს, მაგრამ – არა ხელისუფლებას!
Posted: 2011/06/17 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: ბოზმონდი, გაქსუებული მთავრობა, გაჭირვებულები, დახმარება ხალხს, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, პოლიცია, საქართველო თუ მიშა?, სოლიდარობა, უმწეონი, ხალხი დატოვე კომენტარითუ მოდელირებულ საქართველოში არ ცხოვრობთ და საქართველოს – საქართველოს ხელისუფლების მიერვე – ბი-ბი-სი-ზე დაფინანსებული რეკლამებით არ ეცნობით, მაშინ თქვენთვის ნაცნობი იქნება ასეთი გოდება და მუდარა:
…18 წლის ქ. ჯ.-ძე, თეატრალური პირველი კურსის სტუდენტი ავარიის შედეგად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება… ვითხოვთ შველას…
…12 წლის გოგონა შველას ითხოვს. ოჯახი უსახლკაროა…
…26 წლის ახალგაზრდა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია ონკოლოგიური დაავადების გამო… გთხოვთ გადაარჩინოთ სიცოცხლე…
…სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები კვლავ მიმართავენ თხოვნით საქართველოს მთავრობას!..
…გლდანულას დასახლებაში მცხოვრები ორი ოჯახი, რომელთაც საცხოვრებელი სახლები რამდენიმე თვის წინ მეწყერმა დაუნგრია ითხოვს დახმარებას…
… ჟურნალისტ ბ.ს.-ს სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი…
…11 თვის ე.-ს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და აპარატი…
… დიაბეტით დაავადებულს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია (ფეხის ნაწილის ამპუტაცია)…
… პატარა ა.-ს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, თირკმლის გადანერგვა… ოჯახი ითხოვს…
… 35 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სჭირდება გულის გადანერგვა. მას სიცოცხლის რამდენიმე თვე თუ დარჩა. უმორჩილესად გთხოვთ…
… 12 წლის შალვას სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება!, ერთ თვეში თუ ოპერაცია არ გაკეთდა, მერე გვიან შეიძლება იყოს… გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება…
… 17 წლის ი.ფ.-ს ესაჭიროება ჩვენი დახმარება. მას აღმოაჩნდა ჰოჯკინის დაავადება…
… 3 და 10 წლის ობოლი დები დედის გარდაცვალების შემდეგ ქუჩაში არიან დარჩენილები… გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება…
… გთხოვთ დავეხმაროთ ვარიანში მცხოვრებ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მრავალშვილიანი ოჯახს, რომელთაც ცოტა ხნის წინ წლინახევრის ბავშვი უფულობის და უმკურნალობის გამო დაეღუპათ…
ეს მხოლოდ მცირედია გამწარებული და უსასოოდ მყოფი იმ ქართველების ხვეწნა- მუდარისა, რაც ძირითადად გაზეთებით, ხოლო ზოგჯერ – ტელევიზორებითაც ისმის…
გატყავებული, სამედიცინო ხარჯების დასაფარავად ყველაფრის დამგირავებელი და უსახსროდ დარჩენილი… ბიზნესდანგრეული და ბანკების მხრიდან ხშირად კაბალური კრედიტებით დაქცეული… სახლ-კარიდან გამოყრილი ოჯახები… ბავშვები, რომლებმაც მარჩენალი დაკარგეს… უცხოეთის ციხეებში გამოწყვდეული და სამშობლოს მხრიდან თანადგომის გარეშე დარჩენილი ქართველები… მეკობრეების მძევლები… ტრეფიკინგის მსხვერპლნი… ნაწამები… უმუშევრადდარჩენილნი…მოტყუებით სახლ-კარ გაყიდულნი… იმედგადაწურულნი… განწირულნი… უსასონი…
საქართველოს მოსახლეების დიდი ნაწილი, რომელიც უპოვარი და სიღატაკის ზღვრის ქვემოთაა და რომელიც ხელისუფლებას მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება…
====================================
ამ ქვეყანაში კი ამ დროს:
– პრეზიდენტი სასახლის აშენება 800 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, ხოლო ყოველთვიური შენახვის ხარჯები ნახევარ მილიონს აჭარბებს;
– პრეზიდენტი უკვეთავს Boeing Dreamliner უახლესი მოდელის თვითმფრინავს, რომელზეც მხოლოდ მილიონერები და რამდენიმე განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტია რიგში ჩაწერილი და რომელიც 67 მილიონი დოლარი ჯდება;
– პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და მისი ძმაკაცები ფლობენ 50 მილიონად ნაყიდ მადნეულის და კვარციტის საბადოებს, რომელთაც მათთვის წლიურად 100 მილიონ დოლარზე მეტი მოგება მოაქვთ;
– პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელიც უკვე არის საქართველოს უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტების დე-ფაქტო მფლობელი, იფორმებს 15%-იან წილს ბათუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის დასაფინანსებლად მისი შვილი ამერიკის მთავრობის სახელწიფო ფონდს – ათასწლეულის გამოწვევის ფონდს 60 მილიონი დოლარის გამოყოფას თხოვს;
– საქართველოში ბოლო წლებში ერთადერთი დაწესებულებები, რომლების რეგულარულად შენდება და რემონტდება – პოლიციის განყოფილებებია. სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილების ეს ახალი შენობები ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდა. ეს პოლიციის შენობები ადამიანების დაშინების – და 26 მაისის შემდეგ – უკვე წამების – ადგილებადაც იქცნენ…
– საქართველოს მთავრობამ შეამცირა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, უმწეოთა დაზღვევის პროგრამები, ბავშვთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების საზღვარი 15 წლიდან 1 წლამდე დაიწია. კატასტრფულად შემცირდა სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალობის დაფინანსება…
– საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის დაფინანსების არნახულად გაზრდის დეკლარირებული დაპირების ნაცვლად, აბსოლუტურად არ გაზარდა ამ მხრივ ასიგნაციები.
– საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (პირადად პრეზიდენტის მხრიდან მითითების საფუძველზე) ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების მიზანმიმართული გაჩერებით და პარლამენტარ ცეზარ ჩოჩელის ბიზნესისათვის სასათბურე მონოპოლისტური პირობების შექმნით მოახდინა ერთ წელიწადში ხორცის ფასის 8 ლარიდან 18 ლარამდე გაძვირება. ანალოგიურად პარლამენტარ არჩილ გეგენავას ბიზნესისათვის სასათბურე მონოპოლისტური პირობების შექმნით მოხდა შაქრის და სხვა პროდუქტების გაძვირება.
– ქ. თბილისში სამარშრუტე ტაქსების ”რეფორმის” შედეგად მოხდა ამ ბიზნესის სრული მონოპოლიზაცია თბილისის მერ გიგი უგულავას ახლობლების მიერ რესოტარანში დაფუძნებულ 100-100 ლარიან 4 კომპანიაში, რასაც 1 ივლისიდან შედეგად მოჰყვება მგზავრობის ფასის 50-დან 80 თეთრამდე გაძვირება.
მთავრობა ფულის ეკონომიას აკეთებს!
მათ ქამრების შემოჭერა დააანონსეს და ჩვენ და ჩვენს საჭიროებებს შემოუჭირეს ქამარიც და ყულფიც!
ისინი არ ფიქრობენ, რომ გაჭირვებული ადამიანების დახმარება მთავრობის პასუხისმგებლობაა! პირიქით, ისინი გაჭირვებულ ადამიანებს თავიდან და თვალსწიერიდან იშორებენ. მაგალითი, – ლტოლვილების გადასახლება თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან.
სამაგიეროდ მათ გაზარდეს თავისი ხარჯები – პარლამენტარების ხელფასები გაიზარდა, ხოლო ხელისუფლების წევრებისადმი პრემიების გაცემა კანონად იქცა და წლის დასაწყისში საკუთარ თავზე ბრძანებითაც კი ფორმდება ხოლმე… თბილისის მერიის ყოველი მანქანის შენახვა ბიუჯეტს თვეში 6 ათას ლარამდე უჯდება…
ჰოდა, არა აქვს ამ მთავრობას უმწეოთა და ავადმყოფთა დასახმარებელი ფული!
ისინი ძლივს ახერხებენ საკუთარი ხარჯების და მზარდი აპეტიტის დაკმაყოფილებას… ამიტომ სულ ახალ-ახალ მაქინაციებს იგონებენ, რომ ჯიბიდან ფული ამოგვცინცლონ, ბიზნესი აგვაცალონ, დაგვაჯარიმონ, გაგვატყაონ!…
მოქალაქეებო! მამულიშვილნო! დავეხმაროთ მთავრობას!
თუ ნაცმოძრაობის ლიდერებს და აპოლოგეტებს დავუჯერებთ, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ამიტომ, რომელიმე დარჩიაშვილის ან თორთლაძის ინიციატივით ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანო (სინამდვილეში კი პრეზიდენტის პირადი ნოტარიალური კანტორა) ამაზე კანონს მიიღებს, ნებაყოფლობით ვიტვირთოთ ეს, ჩვენი სათუთი მთავრობისთვის შეუფერებელი, ტვირთი:
გამოვაცხადოთ, რომ ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები მივხედავთ ერთმანეთს! გადავუსხამთ სისხლს! მოვაგროვებთ ფულს საზღვარგარეთ სამკურნალოდ და დანგრეული სახლების აღსადგენად! შევიძენთ წამლებს ონკოლოგიური და დიაბეტიანი ავადმყოფებისთვის! მივხედავთ ჩვენს ლტოლვილებს და ემიგრანტებს, გამოვიხსნით მძევლებს და ავუნაზღაურებთ იურისტების თანხას – უცხოეთის ციხეებში პატიმრებს!
ის კი არა, იმ ხარჯებსაც სიხარულით გადავიხდით, რასაც სტრაბურგის სასამართლო ჩვენს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევისათვის დააკისრებს! მთავრობა კიდე, გულმოცემული, უფრო ხშირად და მეტად დაარღვევს – რა ენაღვლებათ, რა… მათი რა წასულა?!
========================
სერიოზულად გეკითხებით: რა ვქნათ – არ დავეხმაროთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს? ხელი მთავრობისკენ გავიშვიროთ – მაგათ უნდა მოგიარონო? დასაველთში ეს იქნებოდა გასაკვირი საქციელი, რადგან იქ ადამიანები იმიტომ იხდიან გადასახადებს, რომ ეს ყველაფერი დაფინანსდეს და მთავრობამ დაფაროს, და თუ იაპონიის მსგავსი ტრაგედია არ დაატყდათ თავს, არ ფიქრობენ, რომ მთავრობის ნაცვლად ისევ თავად უნდა ითამაშონ მაშველი რგოლის როლი.
მაგრამ ჩვენ დასავლეთი არ ვართ.
უნდა დავეხმაროთ…
მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ დასავლეთისგან?
ამიტომ უნდა მოვთხოვოთ და ვაიძულოთ მთავრობას, რომ სწორედ ამაში დახარჯოს ფულის და არა თავის განცხრომის, ნუვორიშული და ბაზისური ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად… უნდა მოვთხოვოთ უცხოურ მთავრობებს, რომ თუ მართლაც ქართველი ხალხის მეგობრები არიან და არა ავღანეთში ქართული საზარბაზნე ხორცის ექსპორტიორი და ხალხზე მოძალადე მთავრობის, ნუ აძლევს დახმარებას ამ ქურდ და ამორალურ ხელისუფლებას, ან ისე მისცეს, რომ თავად აკონტროლოს, როგორც უზნეო, დეგრადირებულ პირებს აკონტროლებენ – დახმარება მოშიმშილე ოჯახში მიიტანა, თუ მთლიანად თავად შეთქვლიფა გზაში, ან – ბოზებს დაახარჯა!
სხვანაირად, რაც უფრო მეტად დავიხარჯებით ერთმანეთის შველაში, ხოლო პარალელურად სახელმწიფო კატასტროფული გადასახადებით, ჯარიმებით და ყოფითი ხარჯებით გაგვფცქვნის, მერე სულ უფრო მეტად გაუადვილდება პატიოსანი ადამიანების დამონება, რადგან სულ უფრო ცოტა იქნება დამხმარებელი, და სულ უფრო მეტი – მონობისთვის განწირული და ოჯახის და თავის გადასარჩენად ყველაფერზე მზადყოფი გაღატაკებული, ერთ-დროს სხვისი დამხმარე, ადამიანი…
“მიშას სახელით!” (ფიქრები რადიო ”თავისუფლებაზე” გოგი გვახარიას ბლოგის და ნესტან ცეცხლაძის დღიურების შარიკოვულ კომენტარებზე)
Posted: 2011/06/16 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: 2011 წლის 26 მაისი, გოგი გვახარია, დემოკრატია, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ნეობოლშევიზმი, ნესტან ცეცხლაძე, ჟურნალისტის ბედი საქართველოში, საქართველო თუ მიშა?, ურნალისტები %(count)s კომენტარიქვეყანა გადაგვარდა…
ისე, რაც თავი მახსოვს, სულ გადაგვარებული იყო… სხვა იყო და სულ სხვას ირქმევდა…
გვქონდა ე.წ. სოციალიზმი, რომელიც არ იყო სოციალიზმი. სინამდვილეში იყო ავტორიტარიზმი. სოციალიზმი იყო შვედეთში…
მერე გვქონდა დამოუკიდებლობა, რომელიც არ იყო დამოუკიდებლობა, იყო დილეტანტების დამოუკიდებლობა და ახვრების თარეში. დამოუკიდებლობა იყო ბალტიისპირეთში.
ახლა გვაქვს დემოკრატია, რომელიც სინამდვილეში არაა დემოკრატია, არის დამპალი ავტოკრატია! დემოკრატია არის ბალტიისპირეთში, შვედეთში, საბერძნეთში, ბრაზილიაში, ინდოეთში… განაშიც კი მეტი დემოკრატიაა…
დღეს ის, რომ ქვეყანა გადაგვარდა, ჩანს არა მარტო იმაში, როგორ ეპყრობა ხელისუფლება ხალხს – შემდგარია ფეხებით, – არამედ იმაშიც, რომ წარმოიშვა ადამიანებზე ძალადობის გამმართლებელ პროფესიონალ შარიკოვთა კასტა! ეს ძაღლისგულიანი ერთგულები ძალიან საჭირონი გახდნენ ამ ხელისუფლებისათვის, რომელსაც არ უნდა, რომ „დიქტატორს“ უძახოდნენ. განსხვავებით კადაფისგან და ბაშარ ასადისგან, მათ უნდათ, რომ დემოკრატის იმიჯი ჰქონდეთ. ამიტომ, გარდა სისხლიანი ზონდერბრიგადებისა, მათ არანაკლებ სჭირდებათ ცინიკოს ყურუმსაღთა კასტა, რომელიც პიონერული მზადყოფნით მყისიერად განაცხადებს, რომ ძალადობა სახელმწიფოს წინააღდეგ (მიტინგი!) უსაშინლესი ძალადობაა, ხოლო ძალადობა ხალხზე (რტყმევა, წამება, უსაფუძვლო დაკავება, დაპატიმრება, ახლობლების დაშინება, მკვლელობა, გვამების ელექტროშოკით დადაღვა და მერე სახურავებზე შემოდება, ათეულობით ადამიანის უკვალოდ გაქრობა!!! ) – ეს თურმე არის აუცილებელი, გამართლებული და თავად ხალხისთვისვე უაღრესად სასარგებლო, აღმზრდელობითი ღონისძიება!
რეჟიმის ყველაზე დიდი მეგობარია უსინდისო ფილოსოფოსი, უნამუსო ჟურნალისტი და ჩათლახი დამკვირვებელი, რომლებიც კარგი ანაზღაურების ფასად ნებისმიერ დასკვნაზე ხელს მოაწერენ!
რეჟიმის ყველაზე დიდი მტერია პატიოსანი მოქალაქე, პატიოსანი მასწავლებელი, პატიოსანი ექიმი, და განსაკუთრებით – პატიოსანი ჟურნალისტი!
იმიტომ, რომ ის, რასაც რეჟიმი გამუდმებით ეწევა, – ტიპიური გებელსური პროპაგანდის წარმართვა, – აბსოლუტურად ვერ იტანს თავისუფალ და პატიოსან ჟურნალისტს. და თუ რეიხის მთავარ პროპაგანდისტს ათობით და ასობით ჟურნალისტის ციხეში და ბანაკებში გამომწყვდევა არაფრად უღირდა, სააკაშვილს ჯერ კიდევ ეპრობლემება ეს – კარგად ახსოვს, რომ ყველაზე მეტი აღ-შეშფოთება სწორედ „იმედის“ შტურმს, ჟურნალისტების იატაკზე დაწვენას და მერე ჯოზეფა ქეისთვის „იმედის“ღამეულ გადაფორმებას მოჰყვა…
ამიტომ 26 მაისის შემდეგ განსაკუთრებული სიმწვავით დაიწყო მოუსყიდველ ჟურნალისტებზე მოდერნიზებული სსრკ-ული (ან – ნაცისტური) მეთოდებით შეტევა – სოციალურ ქსელებში ერთდროს ფრენდები და, ასევე, ე.წ. „უბრალო მოქალაქეები“ უტევენ გოგი გვახარიას, ურჩევენ, რომ ნუ გადავა პოლიტიკური საკითხების განხილვაზე, ნუ დაიცავს “ნეტგაზეთის“ დარბეულ ჟურნალისტებს, ნუ წერს 26 მაისის დარბევის პერიპეტიებზე… უტევენ, და უფრო მეტიც, ცინიკურად დასცინიან პატისან და ძალიან მაგარ ჟურნალისტს – ნესტან ცეცხლაძეს, იწუნებენ მის პროფესიონალიზმს… დასცინიან, რომ შეეშინდა, ქილიკობენ მის ვარცხნილობაზე… მოკლედ ფსიხიჩესკი შეტევაა – „პა პროსბე ტრუდიაშიხსია“…
აი, ასეა… მიშას ორი ტიპის ზონდერები ჰყავს – იარაღიანი გოთვერნები და ბეზ…
ხალხს პირველები არბევენ, ხოლო ეს რომ ვერავინ ნახოს და გაიგოს, ამიტომ მეორეებს ჟურნალისტებს უსევენ… და თან გამუდმებით ამაყად გვაჩვენებენ ქართული ჟურნალისტიკის სამ სვეტს – თანამეცხედრეებს – ბედნიერების ნავსაყუდლებს – ნანუკა ჟორჟოლიანს, ეკა კვესიტაძეს და თამარა ჩერგოლეიშვილს… და ამით ეუბნებიან ყველას – თუ გინდათ გახდეთ ცნობილი, გქონდეთ ბევრი ფული და იმდენი რეკლამა, რომ აღარ გეცოდინებათ, სად შეიტენოთ (თამარა ჩერგოლეიშვილის სტილი და სიტყვები დაცულია!) – მაშინ გახდით რეჟიმის მეუღლე, მოეფერეთ რეჟიმს, სადილი დაახვედრეთ რეჟიმს, აქეთ და ადიდეთ რეჟიმი, ცივი ნიავი არ მიაკაროთ რეჟიმს, ბავშვები გაუჩინეთ და აღუზარდეთ რეჟიმს, პატრინოტები(!), – რომლებიც ყოველთვის იმღერებენ პოლიციის ჰიმნს და „მიშა მაგარიას!“ და რომელბიც არასოდეს მოხვდებიან მიტინგზე, რადგან ეცოდინებათ, რომ მიტინგი ცუდია, სახელმწიფო – კარგი და სახელმწიფო მხოლოდ მაშინ შედგება, თუ მიტინგზე გამოსულ ხალხს შესდგება!!!
ხოლო თქვენ, – გოგი გვახარიავ და ნესტან ცეცხლაძევ, – იცოდეთ, რომ თქვენ ამ ხალხს (ისევე, როგორც მათ მომთვინიერებლებს) არ უყვარხართ! – აი იმ ხალხს, ვინც მიშას უმღერის და ამით ცხოვრობს, არ უყვარხართ, რადგან თქვენ მათ ლუკმაპურს ართმევთ და თან სულიერ სიმშვიდეს ურღვევთ – მათ უნდათ, რომ მსოფლიო დონის ჭეშმარიტად დემოკრატიული ლიდერის მადლიერი ხელიდან თქვლეფდნენ სალაფავს, ხოლო თქვენ ამბობთ და აჩვენებთ, რომ ეს ლიდერი შიშველია, სასტიკი და მატყუარაა… თქვენ ამბობთ, რომ საქართველო ამქვეყნიური სამოთხისგან არათუ ძალიან შორსაა, არამედ სულ უფრო შორდება, იმის კვალობაზე, როგორ უზრდიან ხალხს სამთავრობო დაწესებულებებთან მინიმალურად მიახლოების დისტანციას, ხოლო სპეცნაზს – ხალხის დარბევისას დასაშვები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპექტრს! ჰოდა, არ სიამოვნებს ამ ხალხს… ეშინიათ, რომ მათ გეჯაში არ გამწარდეს სალაფავი, რადგან რეჟიმი ანჩხლდება და შეიძლება, შაქრის მაგიერ წიწაკა ჩააყაროს ფაფაში… ამიტომაც მწარდებიან და იღრინებიან შარიკოვები! ზოგს ზემოდან ურეკავენ და ეუბნებიან “ფას”, ხოლო სხვები – ყველაზე “თვითშეგნებულები” თავისით გადმოდიან შეტევაზე … პატრიოტული ამბავია, ვინც ფსოუს წყალი ვერ დალია, სამაგიეროდ რუსთაველზე ხალხის სისხლი დალია სულმოუთქმელად – ლაღიძის წყალივით. ისინი ხვდებიან, რომ მათ მსოფლიო კრიზისი კი არ ემქრებათ, არამედ – გოგი გვახარია და გიორგი მაისურაძე! ხვდებიან, რომ პუტინი სინამდვილეში მათი მომხრეა, რომ უპუტინოდ ძალიან გაუჭირდებათ თავიანთი არსებობის აზრის დადასტურება, ამიტომ პუტინი მოკავშირეა, რომელსაც სულ აგინებ და ამით საკუთარ ტახტს იმყარებ! ხოლო აი, ნესტან ცეცხლაძე კი – ძალიან საშიშია მათთვის, სწორედ იმით, რომ სუსტი, კაფანდარა გოგოა და წარმოუდგენლად ძნელია აუხსნა შეშფოთებად მსოფლიოს, რატომ გადის ქართული სახელმწიფოს შედგომის მიშისტური „გზა“ ნესტან ცეცხლაძის და მისნაირი პატიოსანი და სულით ძლიერი ჟურნალისტების ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის უკვე უამრავ ფაქტზე!
აი, ეს არის მარტივი მიზეზი იმ აფთრული ყმუილისა, რაც ყოველგვარ ადამიანობას მოკლებულია და აყროლებული მონობის სუნი უდის, – რაც არ უნდა შეფუთონ გებელსებმა და ურნალისტებმა, და ამ „მოქალაქეებმა“, პატრიოტულ-ცინიკურ პათოსში და სახელმწიფოს გაძლიერების მარადიულ მირაჟში!
ძლიერი სახელმწიფო დამცირებული ხალხისაგან ვერ შეიქმნება!
ყოველთვის, როცა ეს ძალადობრივი მონსტრი ხალხს და განსაკუთრებით – პატიოსან ჟურნალისტებს შესდგება და ძალადობს, ის საკუთარ აგონიას აჩქარებს, რადგან პუტინი და კომპანია სწორედ იმას ელოდება, როდის გახდებიან ისინი ქართველი ადამიანებისთვის უფრო ნაკლები მოძალადეები, ვიდრე ეს დამპალი რეჟიმი, რომელიც თავისი მზარდი ძალადობით თავის საფლავსაც თხრის და ქვეყნისაც…
=============================================
ახლა კი, გოგი გვახარიას სტილში – „წითელი ზონა“ – სააკაშვილის შარიკოვების ამაყი ყეფა [ჩემი კომენტარები კვადრატულ ფრჩხილებშია „ბოლდ–იტალიკით“]:
=============================================
ბატონო გოგი, ძალიან მომწონს თქვენი კინო კრიტიკა და “წითელი ზონა”. მაგრამ არ ვეთანხმები თქვენს პოლიტიკურ პროცესებზე გაკეთებულ კრიტიკულ შენიშვნებს. ამ ბოლო დროს ძალიან ტენდენციური გახდით თქვენ შეფასებებში. მაგალითად ვერ დამარწმუნებთ რომ ნესტან ცეცხლაძე კარგი ჟურნალისტი არის. (გიო)
—–
“დედათა ბუნება იწრო არს”- ნინშნავს, ქალის ბუნება სათუთიაო. ეს ისე, ცნობისთვის. რაც შეეხება ნესტან ცეცხლაძეს, გულწრფელი ნამდვილად არის, მაგრამ ნუ გვარწმუნებთ რომ მაგარი ჟურნალისტია(ნუ მეტყვით ასე არ მითქვამსო), თორემ მერე ამაზე დაიწერება სტატიები, როგორ ვერ ვარჩევთ ნამდვილ ჟურნალისტიკას და იმას, რომ ვისაც არ ეზარება, ჟურნალისტობს. (ავტორი: 1212 საიდან გვწერთ: marsi – საშუალო სატისტიკური ჟუჟნა)
——
ბატონი გოგის უკეტესი ბლოგებიც გვახსოვს, ეს ცოტა არათანმიმდევრული მეჩვენა, დაახლოებით `ხელი გავიქნიე ფეხი~-ს სტილში… უფრო კონკრეტულად – უნიჭო და უგემოვნო `მასმოდის~ გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, არც ნესტან ცეცხლაძის გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულწრფელი და გულჩვილი ადამიანი აუცილებად კარგი პროფესიონალი უნდა იყოს, მითუმეტეს ჟურნალისტი – ეს პროფესია ინფორმაციის მოპოვება-მიწოდების გარდა შინაგან ძალას და კონცენტრაციას მოითხოვს, თუ გნებავთ, მოვლენების ცივი გონებით დანახვის და რაც მთავარია, გაანალიზების უნარს… თუ ჟურნალისტს ეს არ შეუძლია, უარი უნდა თქვას ამ პროფესიაზე, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელია და არა ობიექტური შემფასებელი! რამდენჯერაც ჟურნალისტი ექსტრემალუს სიტუაციაში აღმოჩნდება, თუ იმდენჯერ დეპრესიაში ჩვარდა, ჯობს, საბავშვო მოთხრობები წეროს, სადაც ყოველთვის კეთილი დასასრული გარანტირებულია! (Jurnalisti, tbilisi)
[ანუ, რა აკლია ნესტან ცეცხლაძეს? – თანამეცხედრე ნანუკა ჟორჟოლიანს, თანამეცხედრე ეკა კვესიტაძეს და თანამეცხედრე თამარა ჩერგოლეიშვილს რომ აქვთ, -” მოვლენების ცივი გონებით დანახვის და რაც მთავარია, გაანალიზების უნარი”, აი ეგა??
მართლაც, ეგ ჩამოთვლილი ბანოვნები ხომ ნამდვილად არ არიან ”ერთ–ერთი მხარის წარმომადგენელი და არაობიექტური შემფასებელი!!!” პირიქით, მათი ობიექტურობა აქსიომატურია და ბალანსირება – ეკვილიბრისტული! და თანაც, ტარგეტ–ქორწინებით განმტკიცებული უსაფრთხოების ბეჭდით შემოსილებს არც არასდროს მოუხდებათ ”დეპრესიაში ჩავარდნა”!
ბრავო, ურნალისტო, ბარემ დაგეწერა, სად გიხდიან ვერცხლეულს – რეალ–ტივიში, ტაბულაში, თუ იმედ/ერორში? საბავშვო მოთხრობებს შენ რომ ვერასდროს დაწერ, აშკარაა, მაგას სინდისი და გული ჭირდება…]
—-
ბატონო გოგი, თქვენი საქმის კარგი პროფესიონალი ხართ, დაანებეთ რა პოლიტიკას თავი. აი “X მენის” ახალი სერიაა გამოსული, მაგაზე ვისაუბროტ არ ჯობია? (sandrius, xaShuri) – [ამ წერილს გაფრთხილების აშკარა სუნი დაჰკრავს].
—-
გოგი, ერთი თემა რომ აიღო და მას მისდიო აჯობებდა. მაგალითად, გეი უფლებებზე არ გინდა დაკონცენტრირდე? ავტორიტეტი გაქვს მეტნაკლებად ორივე მხარეს და ხალხიც მეტნაკლებად მოგისმენს. ამ წერილს რაც შეეხება, ყველაფერს შეეხება და საბოლოოდ არაფრს. მიშა არ მოგწონს, ეს გასაგებია. ამის იქით რა გინდა, ვერ მივხვდი. კონფორმიზმს ებრძვი? ადამიანი ადამიანისთვის მგელი რომაა, ამას არ ეთანხმები? უკმაყოფილო რომ ხარ, გასაგებია, მაგრამ რა გინდა, არ ჩანს. რა უნდა გაკეთდეს, (ანუ შენი შემოთავაზებები) არც ეგ ჩანს. აბა ეგრე ჭკვიანური სახით უკმაყოფილებს გამოხატვა ყველას შეუძლია, გოგი. მაგრამ ყველაფრით ყოველთვის უკმაყოფილება ცუდი თვისებაა. “აგვისტოს 5 დღე” რომ არ მოგეწონა, ეგ გასაგებია, მაგრამ ეს ვის გაუკვირდებოდა. როდის იყო შენ ჰოლივუდის ბლოკბასტერები მოგწონდა? ჰოდა შეეშვი ამ ფილმის კრიტიკას. შენ არ მოგწონს, სხვას მოეწონება. ინგლისურენოვან “თავისუფლებაზე” წავიკითხე შენი სტატია ამ ფილმზე, ისეთი საოცარი მაგალითი მოიყვანე, რომ დისკუსიამ მთლიანად ისტერიული სახე მიიღო სომხების ე.წ. გენოციდზე და საქართველო და ეს ფილმი საერთოდ აღარც ახსოვს არავის. მოკლედ, გირჩევ გეი უფლებებზე დაკონცენტრირდე, იქნებ რამე ღირებულიც გამოგივიდეს ავტორი: (ako საიდან გვწერთ: USA 13.06.2011 06:34)
[აი, კიდევ ერთი გაფრთხილება და ”რჩევა”, ალბათ, საქართველოს საელჩოდან ამერიკაში]
—-
[გოგი გვახარიას ციტატა] : „შევეგუოთ კრავის როლს? ველოდოთ, სანამ არ შეგვახრამუნებს მგელი – სულ ერთია, ვინ იქნება – რუსი ვანია; შეფიცული ყმაწვილი ჯოხით ხელში; პოლიციელი, რომელიც დაუსჯელი რჩება, რადგან არ აქვს პირადობის აღმნიშვნელი ნიშანი; ვიღაც ისაკაძის მრევლი, ახლა უკვე წყევლა-კრულვაზე რომ გადავიდა? შევეგუოთ ”მასმოდას” და ამ მართლაც რომ ”ლობიოობას” ძალაუფლების ოქროსფერ სივრცეში? თუ ახალ მაჰათმა განდის ველოდოთ?
ალბაათ ამ სტრიქონებისთვის დაიწერა ეს სტატია. ყველა გავლანძღოთ ამერიკის და ე.წ რვიანის გარდა. არადა მკვლელობა რუსთველზე ამერიკელების სანქციით მოხდა, ხოლო ე.წ რვიანი მეორე დღეს სამძიმარსააც არ ამბობდა გარდაცვალებუების გამო. და სიტუაციისთვის შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა მართალი და არასწორი გზის გამო. გაყიდული რვიანი და რადიო “თავისუფლება” და რამდენს გიხდიან? (ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: ონი 13.06.2011 05:41) –
[რა კარგია, რომ ონშიც უკვე ხალხი დილას არა პურის ჩაკვრით, ლოცვით, მოსწავლის რვეულის გასწორებით ან საქონლის საძოვარზე გადენით იწყებს, არამედ – გოგი გვახარიას მოთხრით! თან როგორ ბროდვეული დიალექტით შეიცვალა ტიპიური ”ქვე შენი ჭირიმე”!]
—-
ერთი კომუნისტი რობ სტურუა არ გვეყო ეხლა ეს ლევაკ/მარქსისტი გვახარია დაგვემატა? ამდენი საბჭოთა ნომენკლატურის გამოზრდილი და ამ სისტემაში გატუტუცებული “ინტელიგენტი” ერთი პატარა საქართველოთვის ნამეტანი ზედმეტი იქნება, ისე გოგი შეგახსენებ ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვებს: @ “ჲნტელიგენცია გამოზრდილი კოლონიზატორების მიერ არის თავისი ხალხის მტერი” – თქვენი საქმეც ცუდადაა… ავტორი: [zepp საიდან გვწერთ: აქედან
13.06.2011 04:54 ]
—–
[გესლი ნესტან ცეცხლაძის მიმართ]:
ქ-ნ ნესტან, არაა ჟურნალისტობა თქვენი საქმე, დაანებეთ თავი, ძალიან დილეტანტურად გამოგდით (იმედია პირად შეურაცხოფად არ მიიღებთ),
<<<გვიყვება შეხვედრაზე ამერიკელ გამომძიებელ ჟურნალისტთან, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო. მისი სახელია სანდრა პედი.
წლის განმავლობაში მან ერთ თემაზე 100 სტატია გამოაქვეყნა. თავიდან ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას არ გაქცევს. ამიტომ საჭიროა, სულ წერო და მუდმივად აქვეყნო. მერე მოგაქცევენ ყურადღებასო.>>>
მხოლოდ ეს დასკვნა გამოიტანეთ ხომ შეხვედრიდან 🙂 დამიჯერეთ (ან ნუ დამიჯერებთ) მილიონჯერაც რომ გამოაცხოთ თქვენი შედევრები, ნეტგაზეთს და პალიტრას მაინც ვერასდროს ვერ გაცდებით 🙂 დროის ფუჭი კარგვაა..
პ.ს.
პულიცერი არ ქვია მაგ ჯილდოს, პილიტზერის ჯილდო ჰქვია, თუმცა არ მიკვირს რომ არც ეგ იცით.. ავტორი: (sizmara საიდან გვწერთ: NL
08.06.2011 12:52)
[სიზმარ, დეპოში ხარ, შე დაბრედილო! ”ნეტგაზეთს” და ”პალიტრას” ვერ გაცდებითო!!!?? და ”გაცდენა” რაა, ნეტა? –„ იმედამდე“ და „ერ–ორ“-ამდე მისვლა? შენისთანა მიშმონები კი უგალობთ ოსანას მაგ ურნალისტურ მედიას, მაგრამ მოვა დრო, როცა ყველას და ყველაფერს სამართლიანად მიეზღვება! მერე ვნახავთ, როგორ შლიდნენ იქნება ურნალისტები CV-დან მაგ მიშავიზიებში მუშაობის ფაქტებს.! ”პილიტზერი” არა, – პილესოსი, იუზგარ! პილესოსის პრემია გეკუთვნის, მიშას ირმის ნახტომის მტვრის ბუდევ!]
—–
ნესტან, აი, შენ გულწიკი: ❤ ნეტგაზეთის დახურვა რამ გაფიქრებინა, მაგითაა, თავი კიტრივით რომ მომაქვს :))
ისე, რა მაგარი ვარცხნილობა გაქვს 🙂 ავტორი: ზურაბ ალხანიშვილი
08.06.2011 01:57
[ამის დამწერ ბოღმისგუდას ალხანიშვილზე უფრო ”ჩალხანაშვილი” მოუხდებოდა]
ნესტან ცეცხლაძის მონოლოგი არის უგემური კოქტეილი შემდეგი ინგრ…ედიენტებით: გრანტის ლოდინი, თვალთმაქცობა (რა ვქნა ?!ხალხს ინფორმაცია არა აქვს! -მა დახურა), გრანტის ლოდინი, უშინაარსობა, გრანტის ლოდინი, უნიჭობა, გრანტის ლოდინი და გრანტის ლოდინი (ხელფასი არ აუღიათ!). ეგრედ წოდებული “თავისუფალი მედიის” ნაწილი, ისევე როგორც რადიო თავისუფლება, ამართლებს თავის არსებობას და ფინანსდება უცხოეთიდან მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დარჩება მშიერი. ამიტომაც ამუქებენ სიტუაციას და ერთ–ორ შემთხვევით თუ გამიზნულად მიტყეპილ ადამიანზე (იქ ყველა ნამდვილად არ იყო ადამიანი) რაღაც გასაოცარი და ქრისტესმიერი თანაგრძნობით ლაპარაკობენ, რომ უცხოელები გრანტების აუცილებლობაში დაარწმუნონ. მიზანი: შეკვეცილი გრანტების გაზრდა და ახლების მიღება. იქვე ექიმებსაც გაჰკრა კბილი ვითომ პოლიტიკურ მიკერძოებაში ან არაპროფესიონალიზმში. იმდენად ჩლუნგი მონოლოგი იყო და ისე “დაიბომბა” ნესტან ცეცხლაძე, რომ გადაწყდა (ალბათ) ამ სტატიით დახმარება აღმოჩენოდა. ნესტან ცეცხლაძეს იმანაც კი არ უშველა რომ თავის არაფრისმთქმელ სახელსა და გვარს გვერდით “ჟურნალისტი”-ც რომ მიუწერა – ვითომ წონას მივცემო. კი არ უნდა “ჟურნალისტობდე“, არამედ ურნალისტი უნდა იყო! ნესტან ცეცხლაძის მონოლოგმა კი გამოიწვია თანაგრძნობა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მის “სასტავს” ხელფასები არ აუღიათ. უცებ გამახსენდა ერთი სცენა: მეხიკოს ცენტრში უნიჭო და მახინჯი მარიაჩები რომ დგანან და მანქანებს აჩერებენ – იქნებ ვინმემ წამიყვანოს, მამღეროს, დამაკვრევინოს და ცოტა ფულიც გადამიხადოსო (თან რომ დრო და დრო მწარდებიან და წამოიძახებენ – ღმერთი არა გწამთ?! მშია!-ო) (ავტორი: nika საიდან გვწერთ: Tbilisi)
[აქ უკვე პირდაპირ მოწოდებაა – “დაანებეთ თავი ჟურნალისტობას! მოდით ჩვენთან – ურნალისტებთან, აქ, ნეხვში, თბილა! თან ფულიც იმდენია, რომ ურნალისტებმა არ ვიცით, სად შევიტენოთ“]
========
ეს ის ხალხია – სირცხვილის კარიდორებს და სალომე ზურაბიშვილისგან „თქვენობით“ კრიტიკას რომ ვერ იტანდა ურნალისტების მიმართ! სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ აპირებდნენ (თითქოს) ჟურნალისტების უფლებების დაცვას! ეს ის ხალხია, ვინ ურნალისტი გაპონი ნიკა ავალიანი გაამინისტრა! ხალხის მატერორიზებელი ნანუკა ჟორჟოლიანი გააჰბენდიერა და მეუღლის ოფლით მონაპოვარი იმედის სტუდია უფეშქაშა! შერონის უნიტაზებზე მლოცველი ნოდარიკო ჟურნალისტის ეტალონად დაგვისახა, ხოლო ხალხის გამბითურებელი ლაშა ხარაზიშვილი – პირუთვნელი ნიუსმეიკერის! ეს ის ხალხია, დანაშაულის ფალსიფიკატორი გარეწარი დონაძე ღვაწლისათვის რომ დააჯილდოვა! მათ მიზნად დაისახეს ნესტან ცეცხლაძის, ნეტგაზეთის, მედია პალიტრის, ლიბერალის, მაესტროს, რადიო თავისუფლების გაჩუმება! ისინი გებელსის მიმდევრები არიან – სიმართლე მათთვის ყველაზე დიდი მტერია!
საინტერესო საუბრები კარგ (პროსახელისუფლებო!) ნონკონფორმიზმზე და ცუდ (ანტისახელისუფლებო!) კონფორმიზმზე
Posted: 2011/06/12 Filed under: Uncategorized | Tags: ”ტაბულა”, ბილწსიტყვაობა, ბოზმონდი, ბოკერია, გიორგი მაისურაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, თამარა ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი, ლიფონავა, მიშა მშვილდაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ჟურნალისტები და კონფორმისტები, ურნალისტები 3 Commentsია ანთაძემ თავის ბოლო ბლოგზე ”შუაშისტების შანსი” (http://www.tavisupleba.org) საუბრისას აღნიშნა, რომ 26 მაისის შემდეგ ხელისუფლებამ და მისთან დაახლოებულმა ინსტიტუტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ურნალისტებმა მკვეთრად გააძლიერეს ზეწოლა ე.წ. ”შუაშისტებზე” – იმ ადამიანებზე, რომელბიც აქამდე ცდილობდნენ გარკვეული დისტანცია შეენარჩუნებინათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და თანაბრად კრიტიკული ყოფილიყვნენ ორივე მხარის მიმართ. 26 მაისის შემდეგ მათ მოსთხოვეს აქციის დარბევის შეფასებისას, ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გაშუქებისას, მკვეთრად პროსახელისუფლებო პოზიციის განუხრელად დაცვა. ფეისბუქიდან გადმოწერილი ეს ”პოლილოგიც” ასეთი ზეწოლის (ზაალ ანდრონიკაშვილზე და გიორგი მაისურაძეზე) და შესაბამისად რუდუნებითი მხარდაჭერის (თურმე ”ნონ–კონფორმისტ” გიორგი ლიფონავას მიმართ, რომელიც მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში 7 ნოემბრის შემდეგ გადაღებული კლიპით ”მიშა მაგარია” შევიდა) მკაფიო მაგალითია.
ქართული ფეისბუქისათვის და ნაცური პარტისტორიისათვის ამ ”ბელეტრისტიკის” დაკარგვა დაუშვებლად მივიჩნიე.
”ბელეტრისტიკა” კაზმულ სიტყვას ნიშნავს, ხოლო ეს მასალა საკმაოდაა შეზავებული კოპროლალიური საკმაზით, რაც ნაციონალური ურნალისტიკის დიასახლისის და მოურავების სერიოზული დამსახურებაა მოდერნფეშენქართული (ნაცური) სიტყვის სამზარეულოში!
{კოპროლალია – უწმაწური სიტყვებისა და ბილწსიტყვაობის მიმართ ავადმყოფური მიდრეკილება.
თინეიჯერულ ასაკში კოპროლალია ზოგჯერ შეგნებულად გამოიყენება მოზარდების მიერ თავისი ”თვითმყოფადობის” და ”სიმაგრის” (coolness) დემონსტრირებისათვის. მოზრდილებში იგი იშვიათად შეიძლება ასევე იყოს ზრდილობის მწვავე დეფიციტის, ხოლო უფრო ხშირად – ნევროლოგიური ან მენტალური დარღვევების (ყველაზე ხშირად – ე.წ. ტურეტ-ის სინდრომის) ერთ-ერთი ნიშანი.}
===============================
მორიგი სირობა დაიდო :დ Giorgi Liponava
{ზაალ ანდრონიკაშვილი: Natural Born Conformist
andronikashvili.blogspot.com
Giorgi Liponava vici, cavikitxe chemtan vilaze )))
June 8 at 6:32pm
Lexo Machavariani თესლი მუზა ხარ ამ ხალხისთვის :დ
June 8 at 6:32pm
Lexo Machavariani ”ნონკონფორმისტი არტისტი შეკვეთებს არ იღებს. საერთოდ.” გაიგე ბიჭო შენ !!!
June 8 at 6:34pm
Giorgi Liponava magari cheshmaritebaa)))
June 8 at 6:34pm
Lexo Machavariani შე პატრიოტო მეძავო შენ … :დ
June 8 at 6:35pm
Tamara Chergoleishvili ძალიან მომეწონა ის მიგნება რომ ლიფონავა თავს იმართლებს 😀 ჟურნალისტი რომ შეგეკითხება კონფორმისტი ხარ თუ არაო, წადი შენი დედას შევეციო უნდა უთხრა, სხვანაირად თავის მართლება გამოვა 😀 რამდენ სიბრიყვეს ამბობს ეს ზალიკო.
June 8 at 6:38pm
Lexo Machavariani სამაგიეროდ თავის 15 წუთ დიდებას მიიღებს :დ
June 8 at 6:40pm
Tamara Chergoleishvili მოკლედ საბჭოთა ინტელიგენციაა ლიფონავა, არ უნდა ამას ალია ბალია – ახლა მთავარია გავიგოთ, სად ყიდულობს ცეკას, უკაცრავად ნაც მოძრაობის სასისკებს. 😀
June 8 at 6:42pm
Lexo Machavariani გინდა დაგენიძლავები, რომ ჟურნალი თვალით არ უნახავს და საიტზე ნანახი ამონარიდების საფუძველზე დაწერა ეს პოსტი :დ
June 8 at 6:44pm
Ana Alex Tabatadze magas ra mnishvnelobaaq mtlianad caikitxa tu ara? mashin egre nu chrit mag amonarids.. “misha magaria” nonkonformizmis garda yvelaferia.
June 8 at 6:47pm
Lexo Machavariani ნონკონფორმიზმი იცი რა არის ანა ? :დ
June 8 at 6:47pm
Tamara Chergoleishvili მმართველი პარტიის მხარდაჭერა რომ კონფორმიზმია ეს ძალიან მაგარია 😀 გამოდის დღეს შეერთებულ შტატებში დემოკრატები კონფორმისტები არიან.
June 8 at 6:48pm
Ana Alex Tabatadze ki leqso marto shen ar gagegeba ragaceebi, da marto sheni megobraic araa giorgi 🙂 magram miuxedavad magisa ver davetanxmebi ragaceebshi
June 8 at 6:48pm
Tamara Chergoleishvili უკაცრავად ანა, მეც მაინტერესებს რომ ტერმინებში გავერკვეთ და ეგებ გვითხრათ, თქვენი აზრით რას ნიშნავს კონფორმიზმი? 😀
June 8 at 6:49pm
Tamara Chergoleishvili აი დეფინიცია: conformist – person who uncritically or habitually conforms to the customs, rules, or styles of a group. ანუ კონფორმისტი ნიშნავს ადამიანს, რომელიც კრიტიკის გარეშე, როგორც წესი ეგუება ჯგუფის ჩვევებს, წესებს.
June 8 at 6:51pm
David Abulashvili ერთი კარგი ძველი იტალიური ფილმია – “კონფორმისტი”…
June 8 at 6:52pm
Tamara Chergoleishvili აი მე რომ დავფიქრდე, ტვინი დავძაბო, კრიტიკულად შევხედო ყველაფერს და არსებულ სიტუაციაში ყველა დანარჩენის მხარდაჭერას – მიშას მხარდაჭერა ვარჩიო (იმიტომ რომ ქვეყანა ვიღაცამ უნდა მართოს) კონფორმისტი ვიქნები? 😀 ანუ ობამას ვინ დღეს მხარს უჭერს – ყველა კონფორმისტია?
June 8 at 6:52pm
Lexo Machavariani ტიპიური საბჭოთა ინტელიგენტის ნააზრევი დადო ზაალმა ისე, რომ ვერ კი მიხვდა ამას :დ
ხელისუფლება აუცილებლად ცუდია. მისი მომხრე კონფორმისტია. ნამდვილი ხელოვანი აუცილებლად ხელისუფლების მოწინააღმდეგეა.
წითელ ზონას მაინც არ უყურებდეთ ყოველ კვირა ამის დედა ვატირე :დ
June 8 at 6:54pm
George Lominadze ვიკიპედიას უფრო ვრცელი განმარტება აქვს 🙂 :
Conformity is the act of matching attitudes, beliefs, and behaviors to what individuals perceive is normal of their society or social group.
http://en.wikipedia.org/wiki/Conformity
June 8 at 6:55pm
Lela Tepnadze ”არ ვისაუბრებ ლიფონავაზე, როგორც არტისტზე (მგონი მიზეზების ახსნა საჭირო არ არის), არამედ ლიფონავაზე, როგორც სიმპტომზე.”– მე ეს “მომეწონა” ყველაზე მეტად. ვაიმე!!!!!
June 8 at 6:56pm
Lexo Machavariani აბა ეხლა გაიხსენე გიორგი 7 ნოემბრის შემდგომ დღეებში ნაცემ ქართულ საზოგადოებას როგორ უყვარდა სააკაშვილი :დ
June 8 at 6:57pm
Tamara Chergoleishvili დამასწარი ლექსო – ლიფონავა თბილისში ცხოვრობს არა? მიშამ თბილისში არჩევნები გრეჩიხასთან წააგო.
June 8 at 6:58pm
Lexo Machavariani აღარ ახსოვთ :დ
June 8 at 6:58pm
Lexo Machavariani აღარ ახსოვთ კი არა, დავიწყება უნდათ როგორ ეტრფოდნენ გაჩეჩილაძეებს. სტადიონებს რომ ავსებდნენ და ხელში აყვანილს დაარბენინებდნენ.
June 8 at 6:59pm
George Lominadze აი, ამას მიაქციეთ ყურადღება – “their society or social group”
რა არის ლიფონავას society or social group? საქართველო? თბილისი? თუ მისი პროფესიულ-სამეგობრო წრე? 😀
June 8 at 7:01pm
Ana Alex Tabatadze vis agar axsovs? ufroscorat gachechiladzeebis saertod ra shuashi arian. ratomgac am opoziciis fonze martla mixaria ro misha arsebobs magram eseti siyvaruli da trfiali ar mesmis.
June 8 at 7:01pm
Ana Alex Tabatadze mashin ra shuashi iyo nokonformistiuli nabiji?
June 8 at 7:01pm
Lexo Machavariani იმ შუაში არიან, რომ შენ იმ დროს მგონი ბერლინში იყავი და ჩვენ აქ ამ ჩლუნგებს ვებრძოდით :დ
June 8 at 7:01pm
Ana Alex Tabatadze rogor rit? facebookshi postavdi
June 8 at 7:02pm
Lexo Machavariani ჩემი სივი დაგიდო? :დ
June 8 at 7:03pm
Tamara Chergoleishvili აჰა – ე. ი. იმდენად დაუჯერებელია, რომ ლიფონავამ გრეჩიხას წინააღმდეგ “ბრძოლაში” მიშას დაუჭირა მხარი და ტალეირან გრეჩიხას, მიშა არჩია – რომ ნაღდად ცუდ წრეში ტრიალებს, მეგობრებს აყვა 😀
June 8 at 7:03pm
Ana Alex Tabatadze ara egre ar shecuxde
June 8 at 7:03pm
Lexo Machavariani არც ვაპირებ :დ
June 8 at 7:03pm
Tamara Chergoleishvili ებრძვოდი არა – ებრძოდი.
June 8 at 7:03pm
Lexo Machavariani წაშალა )
June 8 at 7:04pm
Ana Alex Tabatadze ra shuashia daujerebeli? ai egaa problema
June 8 at 7:04pm
Ana Alex Tabatadze manamde cavshale sanam sheamchniet 🙂
June 8 at 7:04pm
Ana Alex Tabatadze ara sanam daposte
June 8 at 7:05pm
Lexo Machavariani მოკლედ წავედი ეხლა მე. დააგროვეთ კომენტარები და საღამოთი ერთიანად დაგერევით ყველას :დ
June 8 at 7:05pm
Tamara Chergoleishvili შენ მერე არტისტი ხარ? შენ დაუჭირე მხარი ვისაც გინდა, მარა ,,მიშა მაგარიას” ავტორი (რომელსაც თავი ახალი ქართული კინოს ფუძემდებელი გონია ყველაფერ ,,სიკეთესთან” ერთად) ამბობს ასეთ რაღაცას (რომ ნონკონფორმისტია), უბრალოდ სასაცილოა, თორე ვისაც უნდა იმას მისცეს ხმა. როდესაც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს რეჟისორი და მისი კლიპი ერთმნიშვნელოვნად პროგანადისტულია, ნონკორმიზმზე საუბარი მართლა უსინდისობაა. თან რა მიშას დაბალ რეიტინგზე ლაპარაკობს ვერ გავიგე – ყველაფერი მიშას ხელში იყო, ტელევიზიებიდან დაწყებული – ჯარით დამთავრებული, პატარა ბავშვმაც იცოდა რომ მიშას ,,გადადგომა” ფორმალობა იყო. საერთოდ ვერ ვხდები ამ საშუალო ნიჭის სერიალების რეჟისორს და ჩვეულებრივ, რიგით მიშას მხარდამჭერს რატომ უთმობს ეს ხალხი ამდენ დროს. მეც პირველი კონეტარი დავწერე ამ თემაზე, და ალბათ უკანასკნელი. რა სისულელეა ამაზე კამათი, ამას ისევ გიგი თევზაძე და ,,ეროვნული იდეის შექმნა” ჯობია, რომლის გამოისობითაც ახალგაზრდობას კარიერული წინსვლა გარანტირებული აქვს. :)))
June 8 at 7:05pm
Lexo Machavariani ნაფტა რაც ხარ იცი
June 8 at 7:06pm
George Lominadze Tamara Chergoleishvili
მაგას მე მეუბნებით?
არა, მაგ აზრით არ მითქვამს ეგ – მეგობრებს აჰყვა არა ტოროლა. 😀
უბრალოდ, იმის მიხედვით, თუ რა სოციალური გარემოს მიმართ განიხილავ ადამიანის საქციელს, ერთი და იგივე პიროვნება შეიძლება ერთ შემთხვევაში კონფორმისტი აღმოჩნდეს, და მეორე შემთხვევაში – ნონკომფორმისტი. ამიტომ არის მთელი ეს საუბარი სრული უაზრობა. 🙂
June 8 at 7:09pm
Tamara Chergoleishvili ნაფტა ღრმად ჩაისუნთქე და აღარ ამოისუნთქო – რამდენ ხანს გაძლებ, მაინტერესებს.
June 8 at 7:10pm
Leo Nafta მე კი ამოვისუნთქავ და ახლა ცივ ნიავსაც ჩავყლაპავ, რამეთუ გავდივარ გარეთ, მაგრამ თქვენ რა კარგი ნომერი გააფუჭეთ ამ ინტერვიუთი აზრზე არ ხართ.
June 8 at 7:13pm
Lexo Machavariani ისე გავაფუჭეთ, რომ პოსტებს უძღვნიან :დ
June 8 at 7:14pm
Tamara Chergoleishvili გოიმი ხარ.
June 8 at 7:15pm
Leo Nafta ეგრე იყოს ლექსო. ტქვენი საქმის თქვენ იცით. არ დამენანა 5 ლარი, მარა ასეთი ტემპით თუ გააგრძელეთ და შემდეგ ნომერში კახუჩელა გამოჭიმეთ ჩოხით და იმასაც ნონკონფორმისტი ვარო აძახებინეთ, ნამდვილად აღარ ვიყიდი.
June 8 at 7:15pm
Leo Nafta Tamara Chergoleishvili სამ დურაკ :დ
June 8 at 7:15pm
Natalia Gamkrelidze აუ ამ ტიპმა თავის ბლოგს მიხედოს ურჩევნია.. თვალი დამთხარა
June 8 at 7:16pm
Tamara Chergoleishvili თუ კახუჩელა შექმნის ისეთ პროდუქტს რაზეც სამ სამ რეცენზიას დაწერენ “მხცოვანი” კრიტიკოსები (თუნდაც ცუდს) და მერე უნივერსიტეტის პროფესორები დააყრიან – ვაი ნოთ? 😀 ლიფონავასთან რა მოსატანია და ვენითი ფეას ყდაზე რომ ლედი გაგა და ჯასტინ ბიბერი იჭიმებიან, გგონია მთელი ვენითი ფეა დგას და ჯასტინ ბიბერზე მასტურბირებს?
June 8 at 7:20pm
Abbie Ubik lol
June 8 at 7:20pm
Tamara Chergoleishvili ლომინაძემ ისეთი ღრმა კომენტარი დაწერა რომ ჩავიძირე 😀
June 8 at 7:21pm
Leo Nafta გოგო, ლეიდი გაგა და ჯასტინ ბიბერი სხვა თემაა. ისინი სადმე ამბობენ რომ ახალი მუსიკის ფუძემდებლები არიან, ან ნონკოფორმისტები? ჩვეულებრივი, ბულვალური პოპ სთარები არიან და მშვენივრად აქვთ გაცნობიერებული ეს და არ აქვთ ამხელა ამხელა პრეტენზია.
June 8 at 7:23pm
Leo Nafta პოლიტიკური პრეტენიზია ტოეს. გავედი მოკლედ, მე. კოტე, დაიძარი, იქ არის უკვე ზამზა და ზომბიც გზაშია.
June 8 at 7:24pm
Tamara Chergoleishvili ვის აქვს პრეტენზია? პრეტენზია იმას აქვს ვინც მთავრობას დაფინანსებას სთხოვს და ჩემი ფულით უნდა ჩემს უკითხავად “კულტურის” კეთება – ლიფონავას პრეტენზია სად ნახე? მოვიდა, მელაპარაკა, დამარწმუნა და ჩემი ნებით შევწირე თანხა. 😀 და ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველი ინვესტიცია გავაკეთე კინოში და გაამართლა.
June 8 at 7:26pm
Natalia Gamkrelidze მე ვერ გავიგე ვინმეს მხაარს უჭერდე + იმას აკეთებდე რაც გიყვარს და + ამაში ფულს იღებდე რატოა ცუდი”? :დ
June 8 at 7:26pm
Tamara Chergoleishvili ძალიან პრეტენზიულია ლიფონავა – ასე ამბობს, ნონკონფორმისტი ვარო :DDDDD დედაშენია ნაფტა სიმპატიური 😀
June 8 at 7:27pm
Leo Nafta ამოიღე დანახარჯი? :დ
June 8 at 7:29pm
Tamara Chergoleishvili ვის აქვს გაცნობიერებული რომ ჩვეულებრივი ბულვარული პოპსტარია? ლედი გაგას? დაგიდებ ახლა მაგის ინტერვიუს და წაიკითხე – სექსის დროს ჩემში პენეტრაციის საშუალებას არავის ვაძლევ იმიტომ რომ ის ჯადოსნური ნიჭი გაიპარება რითაც დამაჯილდოვესო 😀
June 8 at 7:29pm
Tamara Chergoleishvili კი. რეკლამა სად შევიტენო აღარ ვიცი – მომავალი კვირიდან 8 გვერდს ვამატებ.
June 8 at 7:29pm
Tamara Chergoleishvili “I have this weird thing that if I sleep with someone they’re going to take my creativity from me through my vagina.” (c) Lady Gaga
June 8 at 7:33pm
Tamara Chergoleishvili http://www.vanityfair.com/online/daily/2010/08/lady-gaga-september-issue.html
June 8 at 7:33pm
David Kovziridze რა გაუტრაკეს ამ ლიფონავას საქმე, არ ეზარებათ მაინც
June 8 at 7:34pm
Keti Ketiani რა აუცილებელია ტერმინების მოშველიება ამ შემთხვევაში..საქმე ძალზედ მარტივად არის,ვფიქრობ, ადამიანს აქვს ჯაბი, რომელიც სხვა ჯაბებთან შედარებით კარგად ფეიდია ენდ ჰი დაზ ნოტ გივ ე შეთ ჩტო კ ჩემუ:)) ლედი გაგას ციტირება..it’s really something:D
June 8 at 7:46pm
George Lominadze Tamara Chergoleishvili
რომელმა კომენტარმა ჩაგძირათ? ყველაფერი რომ ფარდობითია? ეგ ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა თქვა. 😀
June 8 at 7:53pm
June 8 at 8:15pm
Keti Ketiani სწორი წერილია, რას ერჩით?:)
June 8 at 8:17pm
am zaal andronikaSvils dedis mutlis gineba gadaeciT vinme muCual frendma Cemgan da mismarTi (bunebrivia am etapze internetSi) sadac dameaparakeba, gagvixerxeT sadme raaa. aqve minda visargeblo semTxveviT da leo naftas da Cem muCual frendebsac vTxovo analogiuRI mesijis mitana am ukanasknelTan 9Tumca es aseTi aqtualuri aRar aris da Tan milioni welia sxva woniT kategoriaSia, mara ,agis dedis mutelic mwyiria, ramodenime xania:)
June 8 at 8:22pm
Maia Simonia http://andronikashvili.blogspot.com/2011/05/blog-post_30.html?spref=fb ესეც “შეურაცხყოფილი” ზ.ანდრონიკაშვილის “დითირამბები” 🙂
June 8 at 8:35pm
Giorgi Maisuradze ბრავო, ბრავო, დისკუსიაც ამას ჰქვია…
June 8 at 8:42pm
Misha Mshvildadze – giorgi maisiraZe da nikaraguidan aqaurobaze uketesad ro chans aqaurobis ambebi iseTi adgilebidan macqrali xalxis mier irakli kakabaZis leqso maWvarianis mimart am dreebis winandeli qaming autis gaprotesteba ro ar momismenia, sesesabamisad, mati sesfotebisac ar mjera. (maMENT Rirseulad gadxvewili xalxisac ar mwams:)
June 8 at 8:50pm
Lexo Machavariani თესლი მუზა ხარ ამ ხალხისთვის
es gamaxsenda muzaze:D:D:D
Муза
Когда я ночью жду ее прихода,
Жизнь, кажется, висит на волоске.
…Что почести, что юность, что свобода
Пред милой гостьей с дудочкой в руке.
И вот вошла. Откинув покрывало,
Внимательно взглянула на меня.
Ей говорю: “Ты ль Данту диктовала
Страницы Ада?” Отвечает: “Я”.
June 8 at 8:52pm
Royan Jose Nizhara ეს ანდრონიკაშვილი და დიმა ჯაიანი რატომღაც ძალიან ერთმანეთს მაგონებენ. . . ნეტა რისი ბრალია. . .
June 8 at 10:32pm
Royan Jose Nizhara ლიფონავს ფანი ვარ. . . 🙂 ოღონდ მართლა!
June 8 at 11:02pm
Lexo Machavariani მიშას გაბრაზება იმდენად რთული საქმეა, რომ შემიძლია მოგილოცოთ, თქვენ ეს მოახერხეთ :დ
June 8 at 11:47pm
Lexo Machavariani Giorgi Maisuradze გიორგი, შენ ხომ იცი, რომ პატივს გცემ და რაღაც-რაღაცეებში თუ გეთანხმები არა, გეკამათები მაინც ისე, რომ ამ პატივისცემას ვინარჩუნებ. იგივე ეხება Gogiსაც, რომელთანაც ლიფონავას ინტერვიუს შესახებ უკვე ვიკამათეთ.
მაგრამ ნუ მომთხოვთ პატივი ვცე ანდრონიკაშვილს, რომელიც საკუთარი არაადეკვატური პოსტით, სავსებით იმსახურებს მიშა მშვილდაძის ასეთ რეაქციას. არაადეკვატურებს პატივს არ ვცემ. ბოდიში.
June 8 at 11:51pm
Ana Alex Tabatadze dervishebi mshvenieria! me dzalian momcons
Thursday at 12:44am
Royan Jose Nizhara აჰა, გამახსენდა, ანდრონიკაშვილი და ჯაიანი თავადები არ არიან:)))))
Thursday at 12:45am
Next Dila Dreamhacker dzn kai blogia:]
Thursday at 12:45am
Lexo Machavariani ”ნონკონფორმისტი არტისტი შეკვეთებს არ იღებს. საერთოდ” – ამას რომ ადამიანი დაწერს, ადეკვატურია ის შენი აზრით ? “დ
Thursday at 12:46am
Lexo Machavariani ანუ კუნფუ რომ კონცერტზე უკრავს, კონფორმიზმს ნიშნავს ეს ავტომატურად :დ
Thursday at 12:51am
Lexo Machavariani Ana Alex Tabatadze ანუ მიშა მაგარიას დროს ლიფონავა კონფორმისტი იყო და დერვიშებს რომ იღებდა ნონკონფორმისტი გახდა ? :დ
Thursday at 12:59am
Lexo Machavariani კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კონფორმიზმი ნუ გგონიათ ხელისუფლების მომხრეობა. სხვადასხვა რამეა ეს :დ
Thursday at 1:00am
Ana Alex Tabatadze leqso ar mgonia xelisuflebis momxre konformizmi. ubralod arafer shuashi ar iyo liponavas mier am klipze xazgasma imisa rom nonconformistulia. egaa da eg.
Thursday at 1:05am
Lexo Machavariani ნონკონფორმისტულია ანა. ეწინააღმდეგება საზოგადოების უმრავლესობის აზრს ეს კლიპი. ასე იყო მაშინ და ასეა დღესაც კი. ახლაც კი ამაზე გვიწევს კამათი :დ
Thursday at 1:06am
Ana Alex Tabatadze me ar vtvli ro dgesac ki egrea 🙂
Thursday at 1:07am
Lexo Machavariani ანუ შენ ფიქრობ, რომ საზოგადოება ეთანხმება ამ კლიპს და თვლის, რომ მიშა მაგარია :დ
Thursday at 1:08am
Ana Alex Tabatadze klipi mgoni didad ar axsovs sazogadoebas, magram misha maaria 😉
Thursday at 1:09am
რაც შეეხება საჭირო იყო თუ არა. ჟურნალისტი სვამს კითხვას: – სანამ თქვენს ბოლო ფილმზე ვისაუბრებთ, მინდა შევეხო თემას, რომელსაც გამუდმებით ახსენებენ თქვენი კრიტიკოსები. 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში, გადაიღეთ „მიშა მაგარია“…. ბევრი თვლის, რომ ეს კონფორმიზმი იყო და თქვენც ხელისუფლების კარის რეჟისორს გიწოდებთ.
ამაზე ლიფონავა პასუხობ: ეს კლიპი გადავიღეთ იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილის რეიტინგი ყველაზე დაბალი იყო. ჩემი აზრით, მაშინდელ ვითარებაში ეს მკვეთრად გამოხატული ნონკონფორმისტული ნაბიჯი იყო.
რას არ ეთანხმები აქ ?
Thursday at 1:09am
ყველაზე საკაიფო ისაა, რომ აქ ვიღაცეები გულწრფელად ცდილობენ ამ ადექვატური ინტელექტუალიზმის ბურჯებს რაღაც აუხსნან 🙂
არა, ნამუსი თქვენთან საქონელიც აღარ არის საერთოდ? ლიბერტარიანელი კეზერაშვილის სპონსორობა არ გყოფნით, როგორც ირკვევა, რეკლამაც აღარ იცით სად შეიტენოთ და ნონკონფორმისტობაც მომინდომეს კიდევ…
მოინდომეთ ერთია და თან ისიც გწყინთ, რომ ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, არაადექვატურებს და წარუმატებლებს არანაირად არ გვესმის “მიშა მაგარიას” ნონკონფორმისტული სულისკვეთება და არც ღმერთქალას ნატიფი და დახვეწილი ლექსიკა აღგვაფრთოვანებს მაინც და მაინც.
რას ვიზამთ? ადექვატურის სახელი გერქვას, ყველა როდია ღირსი!
Thursday at 1:19am
Lexo Machavariani დათო, გუშინ რაც გითხარი გახსოვს ?
Thursday at 1:19am
Keti Ketiani socially unacceptable,zato xelisyflebistvis misagebi khelovani:) that’s cool:D
Thursday at 1:20am
:]] მე ვაბშე ვერ ვხვდები რაზეა აქ კამათი, ზაალი ამბობს რომ ეს არ არის ნონკონფორმიზმი და თქვენ ამბობთ რომ ეს კონკონფორმიზია? და ვიღაცა კონფორმისტია ვიღაცა ნონკონფორმისტი so what??რა პრობლემაა ვერ ვხედავ :]] პროსტა ზაალი ამ ბლოგში სწორია მგონი ნონკონფორმიზმი თუ გაინტერესებთ დაიწყეთ მეცხარემეტ საუკუნიდან ჩადით სიტუაციონისტებამდე,, ლიფონავაც ნონკონფორმისტია და გიდებორიც? :] თუ აქ მასსტაბებზეა ლაპარაკი? მე ამ სოფელში ვარ ნონკონფორმისტი, მე ამ ქალაქში მე ა მქვეყანაში?
Thursday at 1:30am
ამის გარდა ლექსო მაინტერესებს რამდნეი ქონდ მიშას რეიტინგი? უსუფაშვილის ხელა? აი ვინმე დაბალრეიტინგიან “პერსპექტიულ” პოლიტიკოსზე რტო გადავიღო პროპაგანდული კლიპი – შენი აზრით ნონკონფორმიზმი იქნება ჩემი მხირდან თუ თრეში?? მემგონი თრეში. და თრეშიც არაა სხვათაშორის ცუდი — ძაან მიყვარს. და თუ ამას ვერ აცნობიერებს ვინმე რო თრეშს აკეთებს არაუშავს – თრეშ სინემას დამაარსებელი ედ ვუდი მთელი ცხოვრება ვერ ხვდებოდა რომ ის რასაც იღებდა – იყო თრეში – მერე აღიარეს.
Thursday at 1:32am
Next Dila Dreamhacker პროსტა მემგონი აქ ლინგვისტურ დონეზეა კამათი -ყველას გვიყვარს სიტყვა “ნონკონფორმისტი” უფრო დეზლია და აბა ვინა არის ნონ და ვინ არი კონფორმისტი მაგაზეა დავა?: ვერაფერი ვერ გავიგე, რა არის ამ რაღაცეებში ცუდი :]
Thursday at 1:33am
Lexo Machavariani ზურა, დავა აქ იმაზეა არის ზაალი არაადეკვატური თუ არა.
Thursday at 1:33am
Lexo Machavariani მე ვფიქრობ რომ არის.
Thursday at 1:33am
Next Dila Dreamhacker მე რაც პოსტებს გადავხედე დავაი მაზე მიდის არის თუ არა ლიფონავა ნონკონფორმისტი, მემგონი არ არის. so what?
Thursday at 1:34am
Lexo Machavariani ხომ გითხარი უკვე, დავა მიდის ზაალის დაწერილი სისულელე არის სისულელე თუ არა.
Thursday at 1:36am
Lexo Machavariani რაკი ეს სისულელე ლიფონავას კონფორმიზმს ეხებოდა, ამ საკითხსაც შევეხეთ :დ
Thursday at 1:38am
Lexo Machavariani ბოდიში, სისულელე კი არა – სირობა. ეს უკვე ჩამოყალიბებული ჟანრია ქართულ პუბლიცისტიკაში.
Thursday at 1:39am
David Zurabishvili ერთობ საინტერესო დიალოგია, go boys 🙂
Thursday at 1:40am ·
Lexo Machavariani NO ENTRY FOR LOOSERS გამოვკიდო უნდა სტატუსად …
Thursday at 1:41am
Keti Ketiani arada erti mxare ashkarad dzlieria meoreze:)
Thursday at 1:41am
Leo Nafta ლიფონავა ჭეშმარიტებაა, ნუ მაცდუნებთ
Thursday at 1:59am
Lexo Machavariani ნაფტა შენი მომავალი დათო ზურაბიშვილია, ერთ 20 წელიწადში ერთმანეთისგან ვერ განგასხვავებთ ვერავინ :დ
Thursday at 2:00am
Leo Nafta ხო?
Thursday at 2:01am
Lexo Machavariani ნუ თუ დემაგოგიაში ივარჯიშებ, ხო …
Thursday at 2:02am
Lexo Machavariani გადამითარგმნე რა დაწერე
Thursday at 2:04am
Lexo Machavariani მაგას გეუბნები … კიდევ ერთი ოცი წელი და დაეწევი :დ
Thursday at 2:07am
Lexo Machavariani თითზე ჯვარი დაისვი, რომ არ დაგავიწყდეს :დ
Thursday at 2:09am
David Zurabishvili ამ ოც წელს რაღაც საეჭვოდ აწვებით ეს ადექვატურები.. კი თქვა ისე მთავარმა ადექვატურმა ამ ოთხი წლის წინ, მოსემ ოცდახუთი წელი ატარა უდაბნოში ხალხიო…
Thursday at 2:16am
Lexo Machavariani ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდი, ოცს ვაწვებით თუ ოცდახუთს ?
Thursday at 2:17am
David Zurabishvili ოცდახუთი ოთხი წლის წინ იყო, გრაფიკით მიდიხართ. ახლა, ერთი-ორი წელი შეიძლება დაამრგვალო…
Thursday at 2:19am
Lexo Machavariani დაგტოვებთ მე, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება.
Thursday at 2:19am
David Zurabishvili Ana Alex Irina Tabatadze
თქვენ კიდვვ ჩემს ფონზე თუ მიშას არსებობა გიხარიათ, “მიშა მაგარიას” ნონკონფორმისტობას როგორ ვერ ამჩნევთ? პირდაპირ თვალში უნდა გეცეთ წესით…
Thursday at 9:26am
Leo Nafta David Zurabishvili რავვიცი, გუშინ შენ გვეჩხუბე მე და იათაშვილს – ბერძენიშვილის გვერდი რატომ გააკათეთო :)) ლექსო, ის გაუგებარი რაღაცეები წავშალე და შენც თუ წაშლი პასუხებს კარგი იქნება.
Thursday at 10:15am
Tamara Chergoleishvili ”მოინდომეთ ერთია და თან ისიც გწყინთ, რომ ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, არაადექვატურებს და წარუმატებლებს არანაირად არ გვესმის “მიშა მაგარიას” ნონკონფორმისტული სულისკვეთება და არც ღმერთქალას ნატიფი და დახვეწილი ლექსიკა აღგვაფრთოვანებს მაინც და მაინც.” – არა არ გვწყინს, ფარისევლებად და ლუზერებად მიგიჩნევთ და ამას არ ვმალავთ.
Thursday at 11:25am
Leo Nafta თამუნა, ნონკონფორმისტის განსაზღვრება რომ მარტო ვიკიპედიით იცი – გასაგებია, მაგრამ ფარისევლობა როგორ განისაზღვრება?
Thursday at 11:34am
Leo Nafta კრიტწერიუმები :დ
Thursday at 11:34am
Tamara Chergoleishvili ”თამუნა, ნონკონფორმისტის განსაზღვრება რომ მარტო ვიკიპედიით იცი – გასაგებია” – ლუზერობის მორიგი გამოვლინება:D ჰიპოკრისი დაძებნე და განმარტებას ნახავ.
Thursday at 11:44am
Tamara Chergoleishvili მოქალაქეთა კავშირის აქტიური წევრი გიორგი მაისურაძე და ცეკას სასისკებზე გაზრდილი ზალიკო ანდრონიკაშვილი რომ ლიფონავას კონფორმიზმზე ლექციებს უკითხავენ – ფარისევლობა და ლუზერობის გამოვლინებაა.
Thursday at 11:47am
Tamara Chergoleishvili ხოლო ის საზოგადოება, რომელიც ლიფონავას ჟურნალის გარეკანზე ყოფნას მორალურ ჭრილში განიხილავს – უბრალოდ ბრიყვია. ბრიყვის განმარტებაც გინდა? დააკვირდი საკუთარ თავს და ეგაა.
Thursday at 11:48am
Leo Nafta ახლა რა გინდა, შეგახსენო რომ შენი ქმარი გიორგის და ზალიკოს მეგობარი იყო იმ წლებში და ერთად იბრძოდნენ? რა ყლეურიშედარებები და ,,წამოახებები” გიყვარს, გაჩუმდი რა
Thursday at 11:50am
Leo Nafta პროექტში არ იყავი შენ მაშინ.
Thursday at 11:50am
Tamara Chergoleishvili ჩემს ქმარს ბევრი ფარისეველი მეგობარი ყავდა – უბრალოდ კლანური არ არის და მეგობრობა ადამიანის შეფასებაში ხელს არ უშლის. მოკვდა სიცილით ამ აბსურდის მოკლე შინაარსი რომ მოვუყევი. მგონი ახლაც იცინის 😀
Thursday at 11:52am
Leo Nafta ხო, დათა ახალია ხომ ყავს ახლა არაფარისეველი? შტერი ხარ რა
Thursday at 11:54am
Tamara Chergoleishvili დათა ახალაიას პრინციპულობასთან გიორგი მაისურაძე და ზალიკო ახლოსაც ვერ მივლენ. ახალაია 23 წლის იყო კანონიერ ქურდებს რომ სიცოცხლე გაუმწარა, მაშინ მხართეძოზე წამოგორებული ზურაბიშვილი კომენტარებს არიგებდა სტალინმა ვერაფერი უქნა ქურდებს და თქვენ ფეხებს ვერ მოსჭამთო. მე დათა ახალაიას არ ვიცნობ, მაგრამ ერთი ახალაია მირჩევნია 50 მაისურაძეს, ზალიკოს და ზურაბიშვილს 😀
Thursday at 11:58am
Tamara Chergoleishvili 27 წლისაა და უკვე მეტი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული ვიდრე მთელ შენს სამეგობროს ერთად აღებულს.
Thursday at 11:59am
Leo Nafta Tamara Chergoleishvili ხოლო ის საზოგადოება, რომელიც ლიფონავას ჟურნალის გარეკანზე ყოფნას მორალურ ჭრილში განიხილავს – უბრალოდ ბრიყვია. ბრიყვის განმარტებაც გინდა? დააკვირდი საკუთარ თავს და ეგაა. —- ამას მე მეუბნები გოგო? უსინდისო ხარ, თან უტიფარი უსინდისო. რა მორალური ჭრილი, არ მიცნობდე მაინც ამის დედა ვატირე, მორალური ჭრილიდან რომ არაფერს ვერაფერს ვხედავ არ იცი? დავაი რა
Thursday at 12:00pm
Leo Nafta Tamara Chergoleishvili 27 წლისაა და უკვე მეტი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული ვიდრე მთელ შენს სამეგობროს ერთად აღებულს. — ,,ქვეყნისთვის” 🙂 პატრიოტინ ხარ?
Thursday at 12:01pm
Guga Gegechkori ginda da akeTeb = nonkonformisti
ar ginda da aketeb = konformisti
rac sheexeba konformizm – nonkonformizmulobis undergraundshi yofnis sakiTxs, situacia zedmetad sasaciloa, rodesac mTavroba exvetseba xalxs undergraund modzraobisa da “duxis” daqoqvas da xalxi “ara, ara chven tkbili tyuilebi gvirchevniao” gaidzaxis, sid vishess mtavrobis mxares dgoma utsevs
Thursday at 12:02pm
Tamara Chergoleishvili რასაკვირველია პატრიოტი ვარ.
Thursday at 12:04pm
Tamara Chergoleishvili ჰო, ქვეყნისთვის – კანონიერი ქურდებისთვის ამ ქვეყანაში ადგილის გაქრობა ერთ-ერთი უმთავრესი სიკეთე მგონია.
Thursday at 12:05pm
Tamara Chergoleishvili და დათა ახალაია ამ სიკეთის ერთ ერთი მთავარი შემოქმედი. არ ვხუმრობ.
Thursday at 12:06pm
Tamara Chergoleishvili ჰო, ქვეყნისთვის – კანონიერი ქურდებისთვის ამ ქვეყანაში ადგილის გაქრობა ერთ-ერთი უმთავრესი სიკეთე მგონია — კი. არა მარტო ეგ – რეფორმირებული პოლიცია, რომელმაც სხვათა შორის გუშინ, გახეული მთვრალი რომ მოვდიოდი გამაჩერა და ძალიან ზრდილობიანად მკითხა, პირადობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი თუ გაქვსო – არ მქონდა, სად ცხოვრობო და ვუთხარი და გადაამოწმა იქვე და კარგი მეგობაროო და წავიდა. კიდევ ბევრი რაღაცაა და დაუნახავი არ ვარ, მაგრამ ეს საბჭოთა პათოსი მაგიჟებს და მამწარებს, რაც დაჩემდა ხელისუფლებას! და არა მგონია ვილჰემ რაიხის და გრინვეის მოტრფიალე შენი ქმარი ამას ესლამებოდეს და მოწონდეს. ურბალოდ, სისტემა შეიქმნა, ამაზრზენი სისტემა, ფასადებით, კარგი პოლიციით და გაკეთებული გზებით – ნონკონფორმისტი კარის ინტელიგენციასთან ერთად. გიგია პირველი იყო ამის მოწინააღმდეგე სულ.
Thursday at 12:11pm
Guga Gegechkori bicho ar ici ra xalxTan gaqvs saqme da visTan etad gitsevs cxovreba???
Thursday at 12:13pm
Guga Gegechkori ertI xelis mosmiT ginda deda motyna??? ar gamodis mase
Thursday at 12:13pm
Leo Nafta შემეშვი შე ჩემა, შენზე კარგად ვიცი და ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, სვხა რამეზეა აქ ლაპარაკი.
Thursday at 12:14pm
Guga Gegechkori raze?
Thursday at 12:15pm
Guga Gegechkori yleebis deda rom movtyan amaze vinme ver vTanxmdebiiiiiT?????????
Thursday at 12:15pm
Leo Nafta აბა ეს აბსტრაქტული ,,არ იცი სად ცხოვრობ”? მომბეზრდა რა. ძალიან კარგად ვიცი და მინდა რომ ხელისუფლება საბჭოთა გადმონაშთივით არ აზროვნებდეს, რამე გაუგებარია? გადამრევ
Thursday at 12:17pm
Leo Nafta მაგაზე ვთანხმდებით გუგა :)))
Thursday at 12:17pm
Guga Gegechkori sabchota gadmonasti tu yle xalxis tvinamde raghacis dasvlis mcdelobebis koriantelia, mashin venacvale sabchota gadmonashts
Thursday at 12:28pm
Tamara Chergoleishvili დაანებე ჩემს ქმარს თავი და მე მელაპარაკე. წაიღო ტვინი. ახლა მეც აღარ მელაპარაკო, მივდივარ – დღეს გიგი უგულავას ვიდეოკონფერენციის მოდერაციას ვაკეთებ და მიხარია – დიდი ხანია მინდა ამ პროექტის დაწყება.
Thursday at 12:29pm
Leo Nafta ბიჭო, გუგა, განსხვავება რეზო ჩხეიძეს, ჯანსუღ ჩარკვიანს და რეზო ამაშუკელს და ლიფონავას შორის არაფერია. ისინიც ამბობენ ნონკონფორმისტები ვიყავით მაშინო, ,,მონანიება” გავაშვებინეთ ედიკას და ზვიადას ვიცავდით როცა მწერალთა კავშირიდან რიცხავდნენო.
Thursday at 12:30pm
Leo Nafta Tamara Chergoleishvili — იიი, აღარ ელაპარაკო, გიგის ვიდეოკონფრეცაზე მიდის :))) გამოიძინე შე ჩემა, გადაგრია ამდენმა უძილობამ ვერ ხედავ? :დ :დ
Thursday at 12:32pm
Guga Gegechkori anu ra gansxvavebaa yleobis gjera Tu cheshmaritebas ghaghadeb?? rogor adareb, vighacas visi produqciac kargia, jansugh charkvianebs, visi produqciac ylis shvilobaa. da kidev erTi monaniebis dedac movtyan
Thursday at 12:39pm
Tamara Chergoleishvili ნუ, მაგ ლოგიკით ვუდი ალენსა და რეზო ჩხეიძეს შორისაც არ უნდა იყოს განსხვავება. ნახე რეებს ამბობს ვუდი 😀 “I am pleased with Obama. I think he’s brilliant. The Republican Party should get out of his way and stop trying to hurt him.
…it would be good…if he could be a dictator for a few years because he could do a lot of good things quickly.” – ნუ რეზო ჩხეიძეა რა … 😀
Thursday at 12:40pm
Leo Nafta ვახ, აი ეს მართლა არაადეკვატური შედარებები მკლავს რა :დ ობამას პიარსა და საკაშვილის პიარს შორის, ვუდი ალენსა და ლიფონავაზე :))) სად ვცხივრიბთ არადა, რატომ მატყუებ? :დ :დ
Thursday at 12:43pm
Leo Nafta Guga Gegechkori ბიჭო, ეგ რა შუაშია? რა როგორ ვადარებ, მაშინაც იყო სისტემა და ახლაც არის (შეგნებულად არ ვიმეორებ რთველიაშვილის სიტყვეს – ,,რეჟიმი”)
Thursday at 12:44pm
Guga Gegechkori mokled anarqisti prezidenti ginda shen
Thursday at 12:46pm
Tamara Chergoleishvili მომბეზრდა ნაფტა ზედაპირული მსჯელობა. რა შუაშია ბიჭო ობამას პიარი – ევასება ტიპს და ამბობს მინდა დიქტატორი იყოსო, ამის გამო კრიტიკოსებმა მემარცხენე ბატი ეძახეს, მაგრამ კონფორმისტი ხარო არავის უყვირია 😀
Thursday at 12:46pm
Leo Nafta გუგა, საერთოდ არ მინდა პრეზიდენტი. თამუნა, ვის ეძახეს მემარცხენე ბატი?
Thursday at 12:50pm
Tamara Chergoleishvili ვუდი ალენს 😀
Thursday at 12:51pm
Tamara Chergoleishvili მემარცხენეების დიქტატურისკენ მიდრეკილება ხომ არავის უკვირს 😀 ამიტომ უბრალოდ ბატი ეძახეს ჩემს საყვარელ მემარცხენეს 😀
Thursday at 12:52pm
samtsuxarod adamianisTvis damaxasiaTebeli, cocxali arsebis motsyobis evoluciuri aspeqtebi, am arsebis formashi moqcevis aucileblobasac moiazrebs (sistema, Tu reJimi Tu rac ginda). samstuxarod Tu sabednierod adamianebma es sistema movigoneT… rom sxvisi sakuTrebis miTvisebiT gamotsveul usamarTlobebs ar qonodaT gasaqani. tu ginda gangebas (ghmerts) vaginoT dedis muteli, ratom gagvachina. aghshpotebis met mizezs ver vxedavSee More
Thursday at 12:53pm
Lexo Machavariani გუგა ქართულ კლავიატურაზე თუ არ გადახვალ, შენს კომენტარებს ჩათვალე ტყუილად წერ :დ
Thursday at 12:53pm
Guga Gegechkori leqso gagecineba, magram ver davayene qarTuli shifti da toolbarebidanac saerTod gamqaria lengvij bari :)))
mishveli??
Thursday at 12:58pm
Leo Nafta შიფტებიდან დააყენე ბიჯო
Thursday at 12:59pm
Lexo Machavariani გიშველი, ოღონდ დისტანციურად ვერა, კაშპიროვსკი არ ვარ.
Thursday at 1:00pm
Leo Nafta Misha Mshvildadze am zaal andronikaSvils dedis mutlis gineba gadaeciT vinme muCual frendma Cemgan da mismarTi (bunebrivia am etapze internetSi) sadac dameaparakeba, gagvixerxeT sadme raaa. aqve minda visargeblo semTxveviT da leo n…aftas da Cem muCual frendebsac vTxovo analogiuRI mesijis mitana am ukanasknelTan 9Tumca es aseTi aqtualuri aRar aris da Tan milioni welia sxva woniT kategoriaSia, mara ,agis dedis mutelic mwyiria, ramodenime xania:) —- შე თვიკმაყოფილო მიშას კარის ჯმაბაზო, ცოტა დაფიქრდი სანამ დაწერ რამეს. მოგიტყანთ ქუდურლი და ძველბიჭური მენტალიტეტის გადაშენება. ეს ძროხა რა დღეშია ნახე
Thursday at 2:37pm
Leo Nafta Tamara Chergoleishvili ქუჩის ბირჟებზე სხვა რამეს კი არ ამბობენ? ეს უსახო, მჭერმეტყველი და გადიდკაცებული ტიპი – იგინე ხო, იგინე, სხვა რა უნდა ქნა პრინციპში, საბჭოთა ცეკას ნარჩენი
Thursday at 2:41pm
Tamara Chergoleishvili მოქალაქეთა კავშირის აქტიური წევრი გიორგი მაისურაძე და ცეკას სასისკებზე გაზრდილი ზალიკო ანდრონიკაშვილი – უხ ვენაცვალე ჩორგოლეიშვილს გამზრდელ სისკებს!!!.. რა პენალი დაგირტყა ნაფტა!:) ისე გიგაზე ამბობენ მაშინ ძირითადად მასტურბაციით და ფეხბურთის ყურებით იყო დაკავებულიო, მაგრამ მისი ძველი მეგობარი “მაგარი მიშა” რომ მოქალაქეთა კავშირის და ედიკას ტრაკში იყო ბოლომდე შემძვრალი ეგ ეტყობა დაავიწყა:)) ახალაიას ნუ შეეხები ლეო. შარში გაგხვევს, ხედავ შენ რა უქნია შავებსითვის… ქურდის ქურდი ცხონდაო ხომ გაგიგია – აი მაგას ექნება თუ ექნება ნაწოვი მაგარი სისკები!:)))
Thursday at 2:50pm
David Zurabishvili Tamara Chergoleishvil: “ერთი ახალაია მირჩევნია 50 მაისურაძეს, ზალიკოს და ზურაბიშვილს :D”
ესე იგი სამი ახალაია (დათა, ბაჩო და მამა როლანდი) როგორც მინიმუმ 150 მაისურაძეს ზალიკოს და ზურაბიშვილს ჯობია ამ ანგარიშით.
ეს სტატუსად უნდა წავიღო
Thursday at 3:02pm
Tamara Chergoleishvili წაიღე. მიჩუქნია 😀
Thursday at 3:04pm
Leo Nafta დათოზე სტატუსების ჩუქებას, შენი ჩადებულ/ამოღებული ფულით ფილმებს და ჟურნალებს რომ პროდიუსერობენ, იმ სირებს მიხედო ჯობი
Thursday at 3:07pm
Leo Nafta ქურდული მენტალიტეტი გადაშენდაო და ტიპი ვირტუალში ჩაიცუცქა და კაი ბიჭური იბაზრა.
Thursday at 3:08pm
Tamara Chergoleishvili მე ბევრი საქმის ერთდროულად კეთება შემიძლია ცანცარ. არ იტირო. ვთხოვ მიშას რომ აღარ შეგაგინოს ხოლმე. ვერ დაგპირდები, რომ შემისრულებს, მაგრამ … 😀 ვისი დედის გინება გაგიკვირდა შე ფარისეველო, რამდენი დათვრები იმდენი სტატუსზე რომ გამოდგები და ყველას სამ ასოზე გვიშვებ 😀
Thursday at 3:10pm
Lexo Machavariani ჟურნალის პროდუსერობა მე მეხებოდა ნაფტა ?
Thursday at 3:11pm
Tamara Chergoleishvili მერე მე რომელიმე ჯგუფს ვეკუთვნი? რამეს ვპროდიუსერობ და პოლიტკურ დებატებში გამოვდივარ? საჯარო პირი ვარ? მე სრული უფლება მაქვს რაც მინდა ის ვაკეთო, იმიტომ რომ ყველა მკიდიხართ. დამიპადიეზდე და მცემე თუ გინდა, ან მიშას უთხარი, მომერევა თან. საერთოდ ყლეზე მკიდია სად რას ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემთვის სახელმწიფო არ არსებობს – იმ, დღესაც გითხარი ეგ შენთან, მაკამ რომ გაიკვირვა. მაგრამ ტიპი, რომელიც ზედმეტად პოლიტქორექტულია და რაღაცეების ,,დასაბუთების” პრეტენზია აქვს, ასე ბირჟავიკივით არ უნდა იქცეოდეს. ლექსო, შენ არა, მიშაზე ვთქვი
Thursday at 3:15pm
Lexo Machavariani მიშა ჟურნალს პროდუსერობს ?
Thursday at 3:16pm
Lexo Machavariani ჟურნალებს უფრო სწორად :დ
Thursday at 3:16pm
Leo Nafta ჟურნალი სადმე ვახსენე? ფილმის პროდიუსერი ხომ არის?
Thursday at 3:17pm
Lexo Machavariani Leo Nafta დათოზე სტატუსების ჩუქებას, შენი ჩადებულ/ამოღებული ფულით ფილმებს და ჟურნალებს რომ პროდიუსერობენ, იმ სირებს მიხედო ჯობი
Thursday at 3:17pm
Leo Nafta კაი, ამოაგდე მაქედან ჟურნალი
Thursday at 3:18pm
Lexo Machavariani ამოგიგდებ მე შენ რაღაცეებს, რომ გნახავ :დ
Thursday at 3:20pm
Leo Nafta ერთადერთი საღი ადამიანი ქეთია მანდ, ყველაზე მეტად ეგ მიყვარს. დანარჩენებს ერთ ქვაბში გყრით – შენც კი ლექსო, ძალიან ემსგავსები ამ ბოლო დროს მალშხიას. ნუ თამარა სხვა ,,ფენომენია” საერთოდ, სტატისტიკებით რომ დადის სულ, სრული პოხუისტი :დ ყველა კიდია მაგას :დ :დ
Thursday at 3:21pm
Lexo Machavariani საღი ქეთის აზრი რომ იცოდე ამ ყველაფერზე, მე დათო ზურაბიშვილად ჩამთვლიდი :დ
Thursday at 3:22pm
Leo Nafta რა გაუტრაკე ამ დათო ზურაბიშვილს?
Thursday at 3:23pm
Lexo Machavariani პიარში ვეხმარები
Thursday at 3:23pm
Tamara Chergoleishvili საზიზღრობაა ეს თამარა.
Thursday at 3:25pm
Leo Nafta რათ უნდა პიარი? ამ დაყლევებულ ქვეყანაში ან ლეიბორისტებს აძლევენ ხმას ან მიშას. უსუფაშვილი რომ გახდეს პრეზიდენტი იგივე ისტერიკა დაიწყება, რაც ახლაა – ეგ სომეხიო, ეს ზურაბიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის ერთ – ერთი დამაარსებელი იყო და თინა ხიდაშელი ბოკერიას ძმაკაციო :დ
Thursday at 3:26pm
Lexo Machavariani მე რა ვიცი რად უნდა … მაგრამ გამაპიარეო და ვაპიარებ აგერ მეორე კვირაა. ყველა სტატუსში ვახსენებ :დ
Thursday at 3:26pm
Leo Nafta Tamara Chergoleishvili რაკეტა, რომელმაც უძილობის ფონზე გარეკა :დ
Thursday at 3:28pm
Lexo Machavariani Leo Nafta Lexo Machavariani ამოგიგდებ მე შენ რაღაცეებს, რომ გნახავ — ვერაფერსაც ვერ ვიზამ :დ
შენ რომ ვერაფერსაც ვერ იზამ, ვიცი ეგ მე. კარგია შენც თუ ხვდები :დ
Thursday at 3:35pm
Giorgi Maisuradze თამარ, შენგან ისეთი კომპლიმენტები მივიღე, რომ მთელი თვე მეყოფა შთაგონების წყაროდ :)))
Thursday at 3:36pm
Leo Nafta აუ მიზამ უნდა დამწერა, ახლა ვასწორებდი და მოუსწრია ნახვა ამ ტრაკს :დ
Thursday at 3:36pm
Leo Nafta Giorgi Maisuradze შენ კაცო საკუთარ კედელზე არ იყურები? :დ
Thursday at 3:37pm
Leo Nafta იხედები
Thursday at 3:37pm
Leo Nafta ათვალეიერებ?
Thursday at 3:37pm
Tamara Chergoleishvili ნაის გიორგი. შენ შთაგონებას მიეცი გაქანება და მე და ჩემი ლიბერტარიანელი მეგობრები რომ “საშოპინგოდ გავფრინდებით მიშას თვითმფრინავით და ექსკლუზიურ სასტუმროებში ვიცხოვრებთ” – იქიდან კანფეტებს ჩამოგიტან.
Thursday at 3:40pm
Leo Nafta მალადეც
Thursday at 3:42pm
Lexo Machavariani წავედი ეხლა მე … საზიზღრობა უნდა ვნახო :დ
ღამე დაგერევით.
Thursday at 3:42pm
Giorgi Maisuradze უი, თამარ, ეს გეწყინა? :)))
Thursday at 3:42pm
Tamara Chergoleishvili მხოლოდ ძალიან ახლო და საყვარელ ადამიანებს აქვთ უნარი მაწყენინონ.
Thursday at 3:51pm
სტატია სულელურია, ავტორი ვერ აზროვნებს. ლიფონავამ ტქყვა მარტივი რამ. მისი აზრიტ ხალხში არაპოპულარული ხელისუფლების მხარდაჭერა არის ნონკონფორმიზმი. ამ დებულებაზე შეიძლება ვიკამატოთ. მაგრამ ნაცვლად ამისა, სტატიის ავტორს მოჰყავს უსუსური პარალელი გვიანი საბჭოტა პერიოდიდან. საბჭოტა პერიოდში, ინტელიგენციის დიდი ნაწილი ტანამშრომლობდა ხალხში არაპოპულარულ ხელისუფლებასტან, ღებულობდა სანაცვლოდ პრივილეგიებს და პარალელურად ახდენდა ლაიტად (დაშვებული უსაფრტხოების და ტავისუფლების ფარგლებში) ხალხში პოპულარული იდეების დეკლარირებას. სიყალბე და კონფორმიზმი სწორედ ეგ არის. ერტი მხრივ ხელისუფლებისაგან და სისტემისგან მიიღო ყველაფერი, და მეორე მხრივ ფორმალურად იყო მისგან დისტანცირებული. მატგან განსხვავებიტ ლიფონავა ღიად უჭერს მხარს ხელიუფლებას, იღებს ტავის ტავზე პასუხისმგებლობას და ახდენს ხალხში არაპოპულარული იდეების დეკლარირებას. ანუ ლიფონავას შემტხვევაში რეზო ჩხეიძე არის არა პარალელი არმედ ანტიპარალელი.
Thursday at 5:26pm
Lexo Machavariani ლევან, უკვე მეორედ მომწონხარ 🙂
Thursday at 5:27pm
ბოდიში, რომ აქამდე ვერ მოვიცალე აქაურობისთვის, მოკლედ გეტყვით: ნაფტა, სუუ ყლეზე მკიდიხარ, პროსტა ამასწინეებზე გიგინებია ჩემთვის, ერთმა ფრენდმა მითხრა, ხოდა, მაშინვე რეაქცია დაგვიანებული იყო, ყლეობაა ერთი კვირის მერე რო ტიპი სუ სხვა ხასიათზე და სუ სხვა საქმეებშია და უცებ რო მიადგები და ძმაო და სირობებს უძაბავ, ჰოდა სტატიის ავტორის მიმართ ერთი დედისპროჭი რო გამოვისროლე, მექანიკურად მოყვა მეორეც, აი დაბადების დღეებზე რო მწვადს შეწვავენ და ქათამსაც რო წააკლავენ ისე ყლეურად, არავინ კი არ ჭამს, მარა მაინც რო არი. შემიძლია თამამად გითხრა, რო შეიძლება არც გამხსენებოდი, მარა არ გაგიმართლა და ასე ყისმათად შემომედედისმუტელე, მარა ღმერთი რჯული პირველი შენ იყავი, ასე რომ ბოდიშსაც არ მოგიხდი, პროსტა პირობას ვდებ, რომ აწი მე აღარ შეგაგინებ, სანამ შენ არ გიმტყუნებს ნერვები, მოკლედ ფის.
Thursday at 8:30pm
Lexo Machavariani მოდი და გაიგე ეხლა რა უნდა უპასუხო :დ
Thursday at 8:33pm
რაც შეეხება სტატიის ავტორს, აქ საქმე გაცილებით მარტივადაა, კონფორმიზმზე ლექციას ვერ მივიღებ ტიპისგან, რომელიც მიშა მაგარიას გადაღებაზე ატრაკებს და მოამბის სტუდიაში კი იჯდა ჯიგრულად, სანამ უსწორდებოდა(თ) და თუ პროსტა დიდი კბილები აღმოიჩინა და ვიღაცეების ლაითად შეჭმა მოუნდა, ყველა მონადირემ უნდა იცოდეს თავისი კბილების ზუსტი ზომები, თორემ მსხვერპლი შეიძლება ან შეჭამო, ან ყლე მოაჭამო, მოკლედ მძაგს ეს ინტელექტუალურ ფორმაში შეფუთული ბლატაობა, ეგრევე დედისპროჭი ვფიქრობ ასეთ დროს ყველაზე ადეკვატური პასუხია
Thursday at 8:34pm
ვალენტინ მუნ Lexo Machavariani ლევან, უკვე მეორედ მომწონხარ 🙂 ლევან მალადეც ძმაო, იქნებ შახის ცოლობას თუ არა ტაბულაში დარაჯობას მაინც გამოკრა ხელი!:)))
Thursday at 11:20pm
Lexo Machavariani ეს ტაბულა რომ არ ყოფილიყო, რა გეშველებოდათ თქვე ჩემისებო :დ
Thursday at 11:22pm
ვალენტინ მუნ – ლექსო, ასე არ სეიძლება, ნუ უტეხავ ლევანს გულს კარიერის დასაწყისშივე და ნუ ეუზრდელები… რას ქვია რა ეშველებოდა – ბოლობოლო რუსთავი 2 ში იმუშავებდა დამლაგებლად:)) ხომ იცი ყველა სრომა დასაფასებელია. აი შენ ვიდზე კი გევხარ მექისეს, მარა როგორც გატყობ შენც თამარას ჩამოტანილი კანფეტებიტ იკვებები:))
Thursday at 11:27pm
Lexo Machavariani არა რა, მართალია მიშა. ის არა მაგარი რომ არის, მეორე.
Thursday at 11:32pm
Lexo Machavariani საიდან მყავს ამდენი გამოსირებული ფრენდებში, კიდევ რამდენი უნდა მოვაშთო საინტერესოა :დ
Thursday at 11:38pm
Tamara Chergoleishvili ჰო, ამ მწვანე არსებას უბრალოდ არ ვიმჩნევ.
Friday at 12:05am
Leo Nafta მიშა, რაღაც არასწორი ინფორმაცია გაქვს მგონი, პირველად ამ გვერდზე გადაიკვეთა ჩვენი გზები. არასდროს მიგინებია შენთვის, ან რატომ მეგინებინა, რა დამიშავე? უბრალოდ შენი ჩართვა ამ დისკუსიაში და ამ ფორმით იყო საძაგლობა და მაგას გავეცი პასუხი, მეტი არაფერი. კარგი, ეგრე იყოს. იმედია აღარ გადავიკვეთებით.
Friday at 12:52pm
Ager A Oboba აჰა
Yesterday at 12:45pm
ნაფტა, მე არასდროს მაქვს არასწორი ინფორმაცია, თემო საჯაიას მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ რომ გადავიღეთ და შალვა რამიშვილი შემოგვერეიტინგა (ეგ თესლი ყოველთვის გრძნობს ხოლმე, სად ირება რეიტინგი:) ამ თემების განხილვა მიდიოდა გიორგი კევლეს თუ რომელიღაც მაგ თქვენი ახალი მარქსის ვოლზე (გყავთ ასეთი რამდენიმე) სადაც ჩემ მიმართ შენი გამონათქვამები (აღარ გავიმეორებ) სადღაც ერთი კვირის დაგვიანებით მაჩვენა ერთმა ჩემმა მეგობარმა (გიორგი ტაბატაძემ) ჰოდა იქ რეაქციის მიცემა დაგვიანებული იყო და ამ თემაზე იმიტომ ამომივარდი, მოკლედ, მე ეს ამბები უკვე გადავიტანე, ასე რომ სიმსვიდე და სიყვარული მისურვებია, და იმედია, ცოტა ინფორმაციას მაინც მოიძიებ ჩემზე, რა მასტი ვარ და ა.შ. თორემ შენს მიერ ჩემი ძროხად (უკვე ამ თემაში) მოხსენიება უკიდურესად ბანალური სტერეოტიპია, ეგეთი საერთოდ არ ვარ:)
Yesterday at 4:11pm
Leo Nafta კაი 🙂
Yesterday at 5:23pm
Rusudan Vashakidze უი რა კამათი ყოფილა აქ, ეხლა წავიკითხე აუზზე სწორედ ლიფონავას ინტერვიუ და საინტერესოდ ჩავარაკრაკე, ჩემთვის ძალიან მარტივად გასაგები აღმოჩნდა რაც სურს მას და რა როგორ გამოსდის ეს შეიძლება იყოს საკამათო თემა, ინტერვიუში არაგულწრფელი ვერაფერი ვნახე
Yesterday at 6:07pm
Rusudan Vashakidze ნონკონფორმიზი კიდევ დისტანციის აღმნიშვნელი არ არის, შეიძლება ხელისუფლების ოპოზიცია იყო და ამასთან საშინლად კონფორმისტი. ბევრი ვიცი ასეთი ადამიანი:) ისინი ტიპიური კონფორმისტები არიან, მერე რა რომ “მიშა მაგარია” არ გადაუღიათ:)
Yesterday at 6:14pm
თანამეცხედრეები vs ტალანტები
Posted: 2011/06/11 Filed under: ინტერმეცცო, წერილები და მიმართვები | Tags: ”პალიტრა”, ”ტაბულა”, ბილწსიტყვაობა, ბოზმონდი, თამარა ჩერგოლეიშვილი, ნაცმოძრაობა, რობერტ სტურუა, ურნალისტები დატოვე კომენტარიდღეს საჩუქარი მივიღე – ”კვირის პალიტრის” რამდენიმე ბოლო ნომერი. სამწუხარო რეალობაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბების 90%-ს ინტერნეტიდან ვიღებ, ვერ მივეჩვიე ინტერნეტში პალიტრის კითხვას. ამიტომ, როცა ჩამოვდავარ და ჩემს ნაცნობ გაზეთების გამყიდველთან მივდივარ, ის მახვედრებს მოძველებულ პალიტრის ნომრებს, რომელსაც მე, ვასიკო კეჟერაძის მსგავსად ვეწაფები… ”კვირის პალიტრა” არაა ჩემთვის იმდენად ახალი ამბების წყარო, იგი ბოლო ამბებზე ჩემთან მოსაუბრეა, რომლის აზრს მე უხშირესად ვეთანხმები და მომწონს. ახლა, როცა ცოტა უფრო დიდხანს მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა, ძალიან გამიხარდა, როცა აქ ჩამოსულმა მეგობარმა რამდენიმე ბოლო ნომერი ჩამომიტანა. ძალიან მადლობელი ვარ ლელა ჯიყაშვილის, ეთერ ერაძის, ეკა ლომიძის … აქ მაინც განსაკუთრებით მომეწონა სტატიები რეზო ლაღიძეზე და ბიძინა კვერნაძეზე, მედეა ჩახავაზე და ლიანა ასათიანზე…
და მერე…
მართალი გითხრათ, არც მე მოვიხიბლე რობერტ სტურუას ინტერვიუს იმ ნაწილით, სადაც მან სააკაშვილის სომხობა ახსენა. სააკაშვილის სომხობაზე ტაბუ არ მაქვს დადებული და მიმაჩნია, რომ კატასტროფული ამ ფაქტის კონსტატაციაში შეიძლება არაფერიც იყოს. ყველამ იცის, რომ სარკოზი და კისინჯერი ებრაელია და აზნავური და შერი სომხები. არც სააკაშვილის სომხობა გაუკვირდება ვინმეს მსოფლიოში. მე მგონია, ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები – მწარედ დაგვსაჯა განგებამ – შევარდნაძის მმართველობის ბოლოს ინტენსიურად ავრცელებდნენ ხმებს, ზურაბ ჟვანია თითქოს არ იყო ქართველი, – ამბობდნენ, მამა სომეხი ჰყავდა და დედა ებრაელიაო. სწორედ ეს დაუდასტურებელი ინფორმაცია იყო, ალბათ, იმის მიზეზი, რომ ქართული საზოგადოებაც და ზურაბ ჟვანიაც ჩუმად მივიდნენ კონსენსუსამდე: საზოგადოება თანახმა იყო მის პოლიტიკურ ლიდერობაზე, მაგრამ მას არ უნდა ჰქონოდა პირველი კაცის – პრეზიდენტის ამბიციები. ბედის ირონია იმაშია, რომ ზურაბ ჟვანია რომ გვყოლოდა პრეზიდენტად, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა ნაკლებ დაჩაგრული და უფრო წელში გამართული იქნებოდა, ვიდრე დღეს სააკაშვილის ხელში არის! ჩვენ არ გავახარეთ გაცილებით ლიბერალური, მამაცი და დემოკრატი ადამიანი (არ ვიცი, რამდენად სიმართლე იყო, მაგრამ ფარულად გამიგია ქირქილი მის ბაღისდროინდელ სახელზე, რომელიც ”ზურა” თითქოს არ იყო) და, სამაგიეროდ, გავაღმერთეთ ადამიანი, რომელიც მართლაც არის სომეხი გენის მატარებელი და, საუბედუროდ, ადამიანებისადმი ავადმყოფური სიძულვილის მატარებელიც!
მე ასე მგონია, რომ სააკაშვილის მარაზმატიულობას მის სომხობასთან არავითარი საერთო არ აქვს! იგი იმიტომ კი არ არის საქართველოს მოსახლეობის მოძულე, რომ სომეხია (არა მგონია, რომ მას ”სომხური იდენტობა” მეტად ჰქონდეს, ვიდრე ჟვანიას ჰქონდა – ანუ, ალბათ <1%), არამედ იმიტომ, რომ ასეთი მორიელია!
ამიტომ, ამ ასპექტში, ბატონი რობერტის მიერ ეს – ”სააკაშვილი სომეხია” მართლაც არ მომეწონა. ვფიქრობ, კრიტიკულ ინტერვიუში არ იყო საჭირო ამ საკითხზე ხაზის გასმა. სააკაშვილი სულ რომ ფალავანდიშვილ-დადიანების გენეალოგიის მატარებელი ყოფილიყო, მის საქციელში რეალიზებული ავადმყოფური ზრახვებია ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა და არა – მისი გენი. ამიტომაც დავეთანხმე და გავიზიარე ”ლიბერალში” ნინო ბექიშვილის სტატია ”პასუხი რობერტ სტურუას”. http://www.liberali.ge/pasukhi-robert-sturuas-mopasukhe
თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ნეგატიური კონტექსტის გამო ვარ წინააღმდეგი ეროვნული იდენტიფიცირებაზე აქცენტირების, თორემ მე რომ სტატიაში ვახსენო ”სომეხი წარმოშობის ამერიკელი ჩოგბურთელი ანდრე აგასი”, ეს, ალბათ, არ უნდა გახდეს ჩემი ჩაქოლვის საფუძველი. აი, მე რომ ვთქვა, “აგასის გამო წააგო აშშ ნაკრებმა, მაგ სომხის გამო”-მეთქი, ალბათ, არ ვიქნები პოლიტკორექტული.
მაგრამ მე მაინც ვერ მივხვდი იმას, რა შეიძლება მოჰყოლოდა რობერტ სტურუას ამ ერთ ფრაზას.
მოჰყვა კი ის, რაც ხდება ავტორიტარულ რეჟიმში, როდესაც ბელადის მიერ აქნეული ხელი – ატუ, მაგასო! და სხვადასხვა ჯურის ძაღლების აშვება მყისიერად ხდება. რეჟიმს დიდი ხანია ყელში ძვალად აქვს გაჩხერილი რობერტ სტურუა, როგორც მსოფლიოში ცნობილი ტალანტი, რომელიც ბედავს და სააკაშვილს ხელზე არ ეამბორება და მის სატანისტურ ”ბრწყინვალების ორდენს” (რაც, ვფიქრობ, მომავალში ქართველი ხალხის მიერ პიროვნების კონფორმისტობის სამკერდე ნიშნად იქნება განხილული) მადლიერებით არ იღებს. ახლა კი რეჟიმს საბაბი მიეცა და … ფეისბუქზე გამორჩეული აფთრების ზონდერკომანდა იქნა გამოყენებული, და მათი მთავარი მდედრობითი სქესის მწევარი, არც მეტი არც ნაკლები, პოტენციურად ჩვენი მომავალი პირველი ლედობის ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატია – გიხაროდენ!
აი, თამარა ჩერგოლეიშვილის (სავსებით შეგნებულად გადავწყვიტე, რომ მასთან ჩემი წინა ურთიერთობისგან განსხვავებით ამის იქეთ მისთვის ჩემი მხრიდან ”ქალბატონის” წოდება ყველა სხვა ქალბატონის წარმოუდგენელი დამცირება იქნება) – სამთავრობო პროპაგანდისტული ჟურნალ ”ტაბულას” მთავარი რედაქტორის და შეთავსებით პროპაგანდის მინისტრის, ფეისბუქური ეპატაჟი –
წაიკითხეთ!
ისიამოვნებთ-თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ უნიკალური შემთხვევაა! სხვაგან ძნელად ნახავთ, რომ ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის თანამეცხედრე ასეთი ტონით და ასეთი სპეციფიკით საჯაროდ გამოხატავდეს თავის აზრებს.
როგორც შოთა რუსთაველმა ბრძანა – ”კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!”
===============================================================
www.ambebi.ge/sazogadoeba/36601-idiotia-tsertili.html?goSite=401073
თამარა ჩერგოლეიშვილი: ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მეტყვის, რომ რობერტ სტურუა სრული სირი არ არის, აღარ დამირეკოს.
სრული კი არა, დეგრადირებული სირია!
მერაბ აბდალაძე: ეს რობიკო …, არადა, როგორი დიდი რეჟისორი იყო? ასეთი რამ რომ ხდება, მეჩვენება, ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა, ან უახლოესმა მეგობარმა მიღალატა და ადამიანის მიმართ რწმენა მისუსტდება. ზუსტად ამ ღალატის გამო ქუჩაში რომ შემხვდეს, კარგად ვაგინებდი.
რუსუდან ვაშაკიძე: ასეთი აზრების პატრონი როგორ შეიძლებოდა, კარგი რეჟისორი ყოფილიყო? უბრალოდ ამ პერიოდში ალტერნატივები არ არსებობდა და არც არავის ახარებდნენ სხვას.
შო კვარა: კლიმაქტოიდური მოხუცის ბოდვები…
ერეკლე ურუშაძე: სირი კი არა, ყ…ა!
თამარა ჩერგოლეიშვილი: ერეკლე, ზუსტად ეგ მინდოდა დამეწერა, მაგრამ კდემამოსილებისაკენ მომიწოდებს გარემოცვა და… როცა პრესის თავისუფლება არ გვქონდა, ეს კაცი გენიოსი გვეგონა – ახლა, ყველამ იცის, რომ პიტალო ყ…ა!
ლექსო მაჭავარიანი: მე მაქვს სტურუას სპქეტაკლები ნანახი და ისეთივე სირობაა, როგორიც ინტერვიუ…
თეონა ჯაფარიძე: ინტერვიუ საშინელია, კიდევ უფრო საშინელია ჟურნალისტი. სტურუას სპექტაკლებს რაც შეეხება, მოგწონთ თუ არა, ეს თქვენი საქმეა. ფაქტია, რომ ლონდონის RIVERSIDE STUDIO-ში დადგმული მისი ”ჰამლეტი” ოფიციალურად ბოლო 50 წლის ”ჰამლეტების” საუკეთესო ხუთეულშია.
თამარა ჩერგოლეიშვილი: იმდენი ხნის წინ ვნახე ყველაფერი და ისეთი პატარა ვიყავი, რომ ვერაფერს ვიტყვი. მე ზოგადად თეატრი არ მიყვარს და მის შემფასებლად ვერ გამოვდგები… მე, რომელსაც თეატრი არ მესმის, რობერტ სტურუას პროფესიონალიზმში ეჭვი მეპარება…
ქეთი დევდარიანი: პოლიტიკური სიბეცე, ქსენოფობია, სექსიზმი და ალოგიკურობა ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ დავასკვნათ – რობიკო გონებაშეზღუდულია.
თამარა ჩერგოლეიშვილი: იდიოტია. წერტილი.
=============================================================
ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, ”ახლა კი ყველასთვის აშკარა გახდა ვინ არის ამ რეჟიმის ნამდვილი დედა!”
ამ რეჟიმის ნამდვილი დედა არის ანტიმერიტოკრატია… ამ რეჟიმის ნამდვილი დედა არის ამორალური პარტოკრატია და ჰუკეროკრატია. ეს არის ინგლისურად მოტინგიცე, ცინიკურად მორატრატე და უშვერი სიტყვებით თავმომწონე კურტიზანები და ცანცარჭაბუკები, რომლებიც, გასაგებია, სად და როგორ იკაფავენ გზას. აბსოლუტურად არ მიკვირს თანამეცხედრე ჩერგოლეიშვილისაგან, რომ იგი ასეთი ცხოველური აღტაცებით ხმარობს ტერმინებს ”სირი” და ”პიტალო ყ…ე”, რადგან ეს მისი სადისერტაციო ნაშრომის საგანი უნდა იყოს, ჩემი აზრით.
ისიც აშკარაა, რომ თეატრი მან არ იცის, არ უყვარს და არც სჭირდება. რადგან მისი მთავარი სცენა ნაცური ცირკია, სადაც მას სურს მაღალ ჩექმებში გამოკვართულს, შოლტი ეკავოს და მამრი ”ვეფხვების” სმენაზე გაჯგიმულ წყობის წინ ჯოკონდას ღიმილით მიმოდიოდეს. რობიკო როგორ მოეწონება ქალს, რომლის იდეალი ცხოვრებაში დათა ახალაიაა!
აი, ესაა პიტალო ურნალისტიკა… მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ასეთ პიტალოებს შეეჭიდნონ, აძვრნენ, გადაძვრნენ… და იხტუნაონ კიდეც აქეთ-იქეთ… მასეთებს მრავალ პიტალო კლდეზე გადამხტარს უძახიან შემდეგ…
მე მჯერა, რომ როდესაც ”ტაბულა” და მისი რედაქტორი ფრაუ გებელსი ისევე ”ცნობილ” მედია-საშუალებებად დარჩებიან ისტორიაში, როგორ ნაცისტური Fritt Folk ან ჩაუშესკუს Scânteia, ბატონი რობერტ სტურუას სახელი და მისი ბრწყინვალე შედევრები მარტო ქართველი ხალხის კულტურის საგანძურში კი არ იქნება, არამედ მსოფლიო საგანძურშიც, სადაც არა მგონია, გია ნოდიას და ნოდარ ლადარიას ”შედევრები” მოხვდნენ, კობა ნაყოფიას მუტაციურ ნაყოფებზე რომ არაფერი ვთქვათ…
დიაგნოზი აშკარაა: – თამარა ჩერგოლეიშვილი იდიოტია. წერტილი.
P.S. ვიღაცამ თამარა ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებით მადამ დე პომპადური ახსენა! ამ პარალელის ავტორებს ძალიან ცალხრივი ინფორმაცია აქვთ ამ ისტორიულ პიროვნებაზე და არ იციან, რომ ლუი მე-15-ის საყვარლობის გარდა, იგი კულტურის ბრწყინვალე მცოდნე და გამორჩეული მეცენატი იყო!
ჰმ, მადამ პომპადურები რომ იყვნენ ”მიშას ანგელოზები”, – ერთ-ერთი მაინც, რა გვიჭირდა… რურუას სულაც ”ატსტავკაში” გაუშვებდა კაცი …
როგორ იხრწნებოდა „ფოლადი“. (დეგრადაციის ანატომია) ნაწილი I: License to Kill – მკვლელობის ლიცენზია
Posted: 2011/06/08 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: ”ნულოვანი ტოლერანტულობა”, დემოკრატია და პლუტოკრატია, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, საპროტესტო მოძრაობა, საქართველო დატოვე კომენტარიმკვლელობა დანაშაულია.
დედამიწაზე არსებული ქვეყნებიდან ჩემთვის უცნობია რომელიმე, სადაც მკვლელობა დანაშაული არ იყოს, მიუხედავად იმისა, ეს ქვეყნები დემოკრატიულია, თუ პირსისხლიანი რეჟიმები.
მსოფლიოს საკანონმდებლო კოდექსების უმრავლესობა განიხილავს ადამიანის მკვლელობას, როგორც უმაღლესი ხარისხის დანაშაულს და მისთვის შესაბამისად მაღალი ხარისხის სასჯელია გათვალისწინებული. განსხვავება დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის ძირითადად იმაშია, რამდენად მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკური ხელისუფლება მკვლელობის გამოყენებასა საკუთარ ღონისძიებათა არსენალში. რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო მიუღებელია მისთვის მკვლელობის, როგორც მოქმედების მეთოდის გამოყენება და პირიქით, რაც უფრო პირსისხლიანია რეჟიმი, მით უფრო ადვილად მიდის იგი მკვლელობაზე. ყველაზე მეტად ავტოკრატიული რეჟიმები სწორედ ამ პრინციპს ქადაგებენ – „მე ჩირადაც არ მიღირს ვინმეს მკვლელობა, მაგრამ წამსაც არ ვაცოცხლებ იმას, ვინც მკვლელობას ჩემი ნებართვის გარეშე ჩაიდენს!“. ტიპიური პირსისხლიანი რეჟიმის ყველაზე თვალნათელი მახასიათებელი სწორედ მკვლელობაზე ლიცენზიის ერთპიროვნული მონოპოლიაა, რომელსაც იგი მოწყალებით უბოძებს თავის სატრაპებს – „მოჰკალი ათი ჩემთვის და შეგიძლია მეთერთმეტე მოჰკლა შენთვის!“. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დეგრადაცია სწორედ იმ გახმაურებული მკვლელობების მაგალითზე ჩანს ყველაზე მკვეთრად, რაც მათ შეუკვეთეს, ჩაიდინეს და მიაჩუმათეს.
მე ვეცდები ეს მკვლელობები დავალაგო არა ქრონოლოგიურ, არამედ, თუ შეიძლება ითქვას, „აღმავლობით“ ჯაჭვში, რათა რეჟიმის გახრწნის საფეხურები უფრო ნათლად გამოჩნდეს. რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებები სუბიექტურია, და ვიღაცას, პირიქით, ეს საფეხურები „დიდი გზის ეტაპებად“ ეჩვენება. ასე ფიქრის მის უსაზღვრო თავისუფლებას მე ვერ შევზღუდავ… უბრალოდ ჩემი აზრი მაქვს იმ ხალხზე, ვინც ასე ფიქრობს.
აი, ნაცმოძრაობის თავიდანვე დამპალი „ფოლადის“ სრული ეროზიის ეტაპები, ჩემი ინტერპრეტაციით.
====================================================================
1. აფრასიძეების ოჯახის განადგურების ოპერაცია (2004 წ. 24 მარტი)
ამ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით სპეციალურმა შენაერთებმა, რომელშიც გია გულუას ბატალიონის რამდენიმე ასეული ადამიანი შედიოდა, ვერტმფრენების გამოყენებით ალყა შემოარტყა და იერიში მიიტანა სოფ. ეცერზე, სადაც იმყოფებოდნენ მკვლელობებსა და ადამიანების გატაცებებში ეჭვმიტანილი რეციდივისტები, აფრასიძეების კრიმინალური კლანის წევრები ევგენი აფრასიძე და მისი შვილები ომეხ და გოჩა აფრასიძეები. ევგენი და ომეხ აფრასიძე ლიკვიდირებულ იქნენ. ამასთან არსებობს მოწმეთა ჩვენება, რომ აფრასიძეები ცოცხლად ტყვედ აიყვანეს, ხელფეხი შეუკრეს და მერე დახვრიტეს. ძალის მასიური გამოყენება და მთელ სოფელში კონტრტერორისტული ოპერაციის განხორციელება, როდესაც ვერტმფრენების გამოყენებისას (ერთი მათგანი სერიოზულად დაზიანდა) ორივე მხრიდან მოსალოდნელი იყო დიდი მსხვერპლი, გამაოგნებელი იყო ქართული საზოგადოებისათვის. ბევრი ადამიანი, მათ შორის კონტრტერორისტული საქმიანობის სპეციალისტებიც, მიიჩნევდნენ, რომ აფრასიძეების აყვანა უფრო ლოკალური ოპერაციით და სულაც სოფლის გარეთ იყო შესაძლებელი. მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ გამაოგნებელი მასშტაბები და განსაკუთრებული სისასტიკე (ადგილზე ლიკვიდაცია ნაცვლად ტყვედ აყვანისა და გასამართლებისა!) წარმოადგენდა ამ ოპერაციის მთავარ მიზანს. ამ მეთოდით ხელისუფლებამ მესიჯი გაუგზავნა მთელ საზოგადოებას – „სადაც სვანებს ამას ვუკეთებთ, იცოდეთ, თუ დაგვჭირდა, ყველას გაგანადგურებთ!“ სამწუხაროდ, ბევრმა მაშინ მხოლოდ სახელმწიფოს მოძლიერებით განცდილი სიხარული და კრიმინალური კლანის მოშორებით განცდილი შვება იგრძნო. და ძალიან ცოტა დაფიქრდა იმაზე, რომ ეს დემონსტრაციული მკვლელობა ის პირველი ეშვი იყო, რაც კრიმინალურ დრაკონთან მებრძოლ „მზეჭაბუკს“ თავად ამოუვიდა! ეს იყო თავიანთ მოქალაქეებზე, თუნდაც კრიმინალებზე, პირველი „შედგომა“.
ამ ოპერაციაში ყველაზე საინტერესო გიორგი ბარამიძის როლია. ბუნჩულა, მუდამ ხალისიანი ბარამიძე (რომელსაც მე „ბუკვალურა“ დავარქვი „მოფერებით“) რატომღაც ვერ მყავდა წარმოდგენილი შინაგან საქმეთა მინისტრის როლზე. მისი ფაქტურის შესაფერ პოროსის მარმარილოდ უფრო ისეთი ადგილი მიმაჩნდა, როგორიც ბოლოსდაბოლოს უკავია კიდეც (თუმცა, რას აკეთებს, რო?). სამაგიეროდ, მიშამ წარმოიდგინა ქვეყნის მთავარ პოლიციელად და შეიძლება იმ ფარულ ვნებებს მისცა გასაქანი, რაც პირმთვარიან და მუდამ მომღიმარ ინტელექტუალ ბარამიძეს ფარულად ჰქონდა. ვინ იცის, მასაც ბავშვობაში მიშასავით აწვალებდნენ უბნის ყოჩები და ისიც ნატრობდა იმ დღეს, როცა, მათზე თუ არა სხვებზე მაინც, შურისძიების საშუალება მიეცემოდა… ჰოდა, როცა ხუთოსანი რემბოს ან ტერმინატორის იმიჯის მორგებას იწყებს, ეს საკმაოდ სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს, რადგან ნამდვილი რემბოსაგან განსხვავებით მას „ტორმუზები“ ნაკლებად უჭერს! შეიძლება არც კი ჰქონდეს „ტორმუზები“…
ბარამიძეს შეიძლება ოპერაციის ხელმძღვანელობა აპატიონ სვანებმა (აფრასიძეების კლანი მათ უმრავლესობას სისხლს წოვდა და ატერორებდა), მაგრამ სისხლიანი ფინალის შემდეგ გაცემულ ბრძანებას – „კუბდარი მომართვითო“ – ალბათ, არასოდეს დაუვიწყებენ. ამ მონათმფლობელური ჟესტით გიორგი ბარამიძემ ელემენტარულ ადამიანობას აქცია ზურგი, როცა ჯერ კიდევ თბილი ცხედრების ფონზე ამ ცხედრების ნათესავებს და მეზობლებს სუფრის გამართვა აიძულა… ამან ის ბარბაროსული „წესი“ გაგვახსენა, როცა ომში გამარჯვებული ტომის ლიდერი დამარცხებულს თვალს დათხრიდა, ცოლს გააუპატიურებდა და ნადიმს იწყობდა. როგორ განსხვავდება ეს ბარბაროსული საქციელი მიცვალებული მკვდრისადმი იმ დამოკიდებულებისაგან, რასაც ჩვენი მასწავლებლები ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ განსაკუთრებული აქცენტირებით გვინერგავდნენ… მაგრამ ნაციონალურ მთავრობას „ალუდა ქეთელაური“, და ალბათ ვაჟა-ფშაველა, საერთოდ, „გადმონაშთად“ მიაჩნია…
სხვათაშორის, შემდგომში, აფრასიძეების საძვალის გათხრის და იქ კახი კალაძის ძმის – ლევან კალაძის ვითომდა ნეშტის „აღმოჩენა“ ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა იყო – ჯერ ერთი, უნდოდათ, ამ „საქმის გახსნით“ წარმატებული ნატ პინკერტონების იმიჯი შეექმნათ, და პიროვნულად კახი კალაძის გული მოეგოთ, რათა მერე „პატრიოტული ინვესტირების“ ნაციონალურ ხაფანგში შემოეტყუებინათ. და თან საზოგადოებისათვის, რომელმაც ძირითადად ჩუმად, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, საგრძნობად გამოხატა სისხლიანი ოპერაციით უკმაყოფილება და სვანების (მოსახლეობის და არა მხოლოდ – კრიმინალების) დაშინების მცდელობაც მინუსში ჩაუთვალა საკაშვილს, დაეყვედრებინათ – ხომ ხედავთ, რა მონსტრებზე აგიჩვილდათ გული, თქვე უგუნურებოო?!. თუმცა უნდა ითქვას, რომ „ვანო პიქჩერზის“ ეს ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი საკმაოდ უნიათო გამოდგა და მალევე დადგინდა, რომ თითქოს-და ლევან კალაძის ძვლები, სულ ცოტა 50 წლის წინ იყო დამარხული! ისე, დღეს რომ მომხდარიყო ეს სპექტაკლი, მე ეჭვი მეპარება, რომ სიმართლე გაგვეგო… :(( დღეს ხელისუფლება გაცილებით უფრო ფანტასტიურ და თეთრი ძაფით ნაკერ ტყუილებს გვაყლაპებს და საზოგადების ნაცტელევიზიებით თვალახვეული ნაწილი ამას ყლაპავს…
რამდენიმე წლის შემდეგ, ომის წაგების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შერყეული მაგარ-იმიჯის აღსადგენად გამაოგნებელი აღიარებითი ჩვენება მისცა მთელ მსოფლიოს ტელევიზორით – თავმომწონე ღიმილით დემოკრატიის შუქურყოფილმა განაცხადა, რომ სწორედ მან გასცა აფრასიძეების ადგილზე განადგურების ბრძანება! ამით მან აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული აფრასიძეების საქმის სასამართლო გამოძიებით და სამართლიანი სასჯელის მისჯით! რომ საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა საკუთარი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის ბრძანება ერთპიროვნულად გასცა! ამით ამერიკაში „განათლებულმა“ იურისტმა (Sic!) სააკაშვილმა ყველას გაგვიმეორა ლუი XIV-ის სიტყვები – „სახელმწიფო – ეს მე ვარ!“. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა „ექს-შუქურა“ მიშასა და აბსოლუტური მონარქ ლუი მე-14-ს შორის? მე მგონი, მხოლოდ ის, რომ ლუი მე-14 პარიკს ატარებდა და უფრო წარმატებული მხედართმთავარი იყო, ხოლო ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში სხვაობა მიზერულია…
====================================================================
2. ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა (2006 წ. 2 მაისი)
თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან 500 მეტრში და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტოტრაფიკის წერტილში, მაშინ ჩოგბურთის კორტებთან (სადაც ყოველთვის უამრავი მშობლები და ბავშვები მოძრაობდნენ) განხორციელებული პოლიციური დევნის და ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაციის ოპერაცია ფანტასტიურად მაჩვენებელია იმის, როგორ ყოველთვის ფეხებზე ჰკიდია ამ ხელისუფლებას ადამიანების უსაფრთხოება, უფლებები და მათ შორის ყველაზე უწმინდესი – სიცოცხლის უფლება.
თუ ზემოთხსენებულ აფრასიძეების საქმეში ხელისუფლებამ ის ადამიანები დახოცა, რომელთა კრიმინალური საქმიანობა ეჭვს არ იწვევდა, ამჟამად პოლიციამ მასიური ცეცხლის გახსნით მანქანაში ჩახოცა ორი ახალგაზრდა, რომელთაც მაქსიმუმ, თუ პოლიციის ჩანაწერებს ვენდობით, ქურდობის მხოლოდ განზრახვა თუ ჰქონდათ! ამით, საქართველოს ძლევამოსილმა და პრეზიდენტისაგან შეგულიანებულმა („ნულოვანი ტოლერანტულობა!“ „ადგილზე ლიკვიდაცია!“ „ყველანი ციხეში!“) პოლიციამ ყველას გამოგვიცხადა – არამცთუ დანაშაულის ჩადენის, არამედ დანაშაულის დაგეგმვის შემთხვევაშიც ჩვენ უფლება გვაქვს ადგილზე გავანადგუროთ პოტენციური (Sic!) დამნაშავეო!
პოლიციის მთავარი არგუმენტი, რატომ მოახდინეს მათ ახალგაზრდების დახოცვა, იყო ის, რომ პირველი ცეცხლი მანქანიდან გაიხსნა! თუნდაც ეს ასე ყოფილიყო, გაუგებარია, რატომ უნდა დაწყებულიყო ახალგაზრდების დევნა (მით უფრო, თუ პოლიციამ იცოდა, რომ მათ იარაღი ჰქონდათ!) ქალაქის ცენტრში – ამ ოპერაციის დროს მხოლოდ შემთხვევით მოხდა, რომ ვინმე გამვლელი არ დაიღუპა! თუმცა სოზარ სუბარის დიდი მეცადინეობის წყალობით, მოგვიანებით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მანქანიდან ცეცხლი საერთოდ არ ყოფილა წარმოებული! ახალგაზრდები ისე დახოცეს, რომ მათ არამცთუ პირველებს, არამედ საერთოდაც არ გაუსვრიათ!
განსხვავებით სვანეთში ჩატარებული ოპერაციისაგან, ხელისუფლებამ ეს მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა თბილისის ცენტრში! ისე, რომ უამრავი თვითმხილველი შეესწრო. ოპერაციას თან ახლდა მასირებული მედია-მხარდაჭერა – განსხვავებით სხვა შემთხვევებისაგან (განსაკუთრებით – როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და გიორგი გამცემლიძის მკვლელობები) სამთავრობო არხებმა ეს სპეცოპერაცია დღის მთავარ თემად აქციეს. დავალება აშკარა იყო – თბილისელებს უთხრეს – ჩვენ მარტო სვანეთში არ ვხოცავთ დამნაშავეებს, თუ დაგვჭირდა, სწორედ თქვენ თვალწინ და სწორედ დღისით-მზისით დავხოცავთ. მერე რა, რომ გაცილებით უფრო ადვილი და ნაკლებ სისხლიანი იქნებოდა პოტენციურ დამნაშავეთა აყვანა სწორედ დანაშაულის ადგილზე, თუ პოლიციამ იცოდა, სად და რომელიც ბინის გასაქურდად მიდიოდნენ ისინი. მთავარი სწორედ ეს მესიჯი იყო – „ყველას დაგხოცავთ!“
…ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მკვლელები არამცთუ არ დაუსჯიათ, არამედ დააჯილდოვეს და დააწინაურეს. ეს საქმე ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლოშია გადაცემული.
====================================================================
3. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა (2006 წ. 28 იანვარი)
არ ვაპირებ ამ ცნობილ საქმეზე დაწვრილებით შევჩერდე. მოკლედ კი ყველამ ვიცით, რომ იმ საღამოს სანდრო გირგვლიანი ბარ შარდენში შეხვდა თავის მეგობარ გოგონას, რომელიც შსს მაღალჩინოსნის ვასილ სანოძის დაბადების დღის სუფრაზე იყო, სადაც ასევე იმყოფებოდნენ შსს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი მეგობრები (!) – პოლიციის მაღალჩინოსნები დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი. გირგვლიანს არ მოეწონა ის საზოგადოება, ვისთანაც მისი მეგობარი გოგონა სუფრას უჯდა და საკმაოდ ხმამაღლა უთხრა, – ამათთან (სავარაუდოდ – „ამ ძაღლებთან“) რა გინდაო?.. ამის შემდეგ მან თავის მეგობართან ერთად ბარი დატოვა, მაგრამ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ვერ აიტანეს ასეთი შეურაცხყოფა, გამოიძახეს პოლიციელთა სადამსჯელო ბრიგადა, რომელმაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე უკანონოდ დააკავეს, აიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე და სასტიკად სცემეს. პოლიციელებმა გირგვლიანი წამებით მოკლეს… მაგრამ სააკაშვილის ჯიბის სასამართლომ „დაადგინა“, რომ თურმე გირგვლიანი ნაწამები კი არ იყო, არამედ, სავარაუდოდ, თავდამსხმელებს გაექცა, ეკლიან მავთულხლართებს გამოედო, დავარდა, რაღაც ბასრ საგანზე მიიღო მრავლობითი ჭრილობები და სისხლის დაკარგვის და გადაცივების გამო გარდაიცვალა!! „გამოძიების“ შედეგად ადამიანის უკანონო დაკავებაში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალი დაედოთ და გაასამართლეს პოლიციელები – გერონტი (გია) ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე. მიუხედვად იმისა, რომ პროცესზე ლევან ბუხაიძემ ოლეგ მელნიკოვიც ამოიცნო, როგორც სადისტური წამების ყველაზე აქტიური პირი და ხელმძღვანელი, ამ უკანასკნელს ბრალი არ წარუყენეს, სასამართლომ უარი თქვა მოესმინა სატელეფონო ზარების ჩანაწერები, არ მოინდომა ყურადღებით და მთლიანად ენახა ოქროყანის გზაზე სათვალთვალო ვიდეოკამერების იმ ღამის ვიდეოჩანაწერები, არ დააზუსტა, ვის ეკუთვნოდა სამთავრობო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მკვლელობის მონაწილეთა მიერ იმ ღამით უამრავი ზარი განხორციელდა და საიდანაც ისინი, სავარაუდოდ, სამოქმედო ინსტრუქციებს იღებდნენ. დამნაშავეებს უფლებამოსილების გადამეტების (სანდრო გირგვლიანის უკანონოდ დაკავების და სასაფლაოზე აყვანის და ფიზიკური შეურაცხყოფის) ბრალდებით მინიმალური სასჯელი 7-7 წელი შეუფარდეს, შემდეგ ამინისტიით გაუნახევრეს და პრატიკულად ამ ნახევრის მოხდამდეც კი, საქართველოს „ჰუმანისტი“ პრეზიდენტის მიერ (რომელიც მკვლელობის მცდელობის აშკარად შეთითხნილი ბრალდებით გასამართლებულ 13 წლის გვანცა ყუფარაძეს მუდამ უარს ეუბნება ამინისტიაზე!) – ციხიდან გამოუშვეს!! თან ისე, რომ ეს შეწყალება საქართველოს პატრიარქის თხოვნას დააბრალეს, რაც უარყოფილ იქნა საპატრიარქოს მიერ.
2011 წ. 26 აპრილს ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლომ განიხილა გირგვლიანის ოჯახის სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ განახორციელა და, მეტიც, დაარღვია ეფექტური გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულების უფლება. სასამართლოს დასკვნა არის ვერდიქტი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თავს დემოკრატიულად ასაღებს, ხოლო სინამდვილეში ტიპიური პოლიციური რეჟიმია. ამიტომაც ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებათა სასამართლოს დასკვნაში გამოყენებულია ტერმინი – „სასამართლო გაოგნებულია“! მართლაც, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, სადაც თავის დროზე სააკაშვილი სტაჟირებას გადიოდა და თავისი „ცხოვრების სიყვარულს“ შეხვდა, გაოგნებულია იმით, რომ … საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, პროკურატურა, მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე (ასევე დავამატებდი – მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე/დღევანდელი უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი ბანოვანი მეუღოლე!), და თავად პრეზიდენტი – ანუ მთელი სახელმწიფო მანქანა …როგორ „ყველა ერთად, შეხმატკბილებულად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“.
თუ აფრასიძეები კრიმინალები იყვნენ, ხოლო ვაზაგაშვილზე და ხუბულოვზე სახელმწიფომ პოტენციური დამნაშავეების იარლიყის მიკვრა სცადა, სანდრო გირგვლიანის ბრალი მხოლოდ ის იყო, რომ მან სახელმწიფო ბობოლებს, სააკაშვილის მიერ აღზევებულ უტიფარ „ძალოვნებს“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, მათ იგი სადისტურად აწამეს და მოკლეს! აბსოლუტურად ვეთანხმები სოზარ სუბარს, რომ გირგვლიანის საქმე იქცა ლაკმუსის ქაღალდად და ტესტად, რომელსაც სააკაშვილის ფურთხით და ზიზილ-პიპილოებით ნაგებმა „დემოკრატიის“ ხუხულამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა! ის, რომ რეჟიმი დღემდე წარმატებით ახორციელებს თავის სადამსჯელო ფუნქციებს, ვერ ჩაითვლება მისი სიმაგრის და უძლეველობის გარანტიად. სინამდვილეში სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმემ დაანახა მთელს საქართველოს (და მადლობა ამისთვის იმდროინდელ „იმედს“, რომელიც მაშინ ჭეშმარიტად მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი სიფხიზლის სადარაჯოზე მდგომი ჟურნალისტიკის მაგალითი იყი და არა დღევნადელი „ავლაბრის ტურფა“), რომ ეს ვითომ პროდასავლელი დემოკრატიული სისტემა მზად არის სადისტურად მოკლას ადამიანი და რაც მთავარია, არ დასაჯოს ამისთვის მკვლელები! სანდრო გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვა და მკვლელების შეწყალება უნდა გამხდარიყო ყველა პატიოსანი ადამიანისა და დასავლური მთავრობებისათვის იმის ინდიკატორი, რომ პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავეებს იფარავს და სამართალს აბრმავებს, ან ავადაა, ან თავად არის კრიმინალი! სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ბევრი ჩვენთაგანი, დროზე ვერ მივხვდით, რომ ეს მთავრობა, მორალურად უკვე არამცთუ ჩამოიშალა, არამედ გაიხრწნა და საშიში ინფექციის წყაროდ იქცა…
ამ საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა, რომ გვერდზე დადგომოდა ჩვენი დროის ყველაზე დიდ მებრძოლს – ქალბატონ ირინა ენუქიძეს. მე პირადად ჩემს სირცხვილად მიმაჩნია, რომ ძალიან პასიური ვიყავი და მჯეროდა, რომ სააკაშვილი ამ გაკვეთილიდან სათანადო დასკვნებს გააკეთებდა და უახლოეს ხანებში (საკუთარი იმიჯის გადასარჩენად) მერაბიშვილს და იმ პირებს, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და ჩაიდინა, უხმაუროდ და ნელ-ნელა (შევარდნაძის დაბალანსების სტილში) ჩამოიშორებდა… რომ დასავლური მთავრობებიც უფრო მეტად იაქტიურებდნენ და აიძულებდნენ სააკაშვილს უარი ეთქვა მერაბიშვილზე… სამწუხაროდ, ერთი „გაკვეთილი“, რაც რეჟიმმა გირგვლიანის საქმიდან გამოიტანა, იყო ის, რომ მათ შერჩათ და შერჩათ იმიტომ, რომ ომერტა მაფიოზურად დაიცვეს! ხოლო მეორე ის, რომ იმისათვის, რათა ასეთი „ჩავარდნები“ აეცილებინათ, მათ … ერთადერთი დარჩენილი ეროვნული მასშტაბის დამოუკიდებელი ტელევიზია და მისი მფლობელი თავიდან უნდა მოეცილებინათ!!!
======================================================================
4. ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა (2004 წ. 23 ნოემბერი)
ეს მკვლელობა ქრონოლოგიურად გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე სხვა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ იგი არ იქცა საზოგადოების გაფრთხილების ისეთ მკვეთრ სიგნალად, როგორც გირგვლიანის ან თუნდაც გამცემლიძის მკვლელობები. მნიშვნელოვანწილად, ეს იმ დროს ქართული საზოგადოების “მიშაფილიით” სავალალო დაბრმავებას უკავშირდება.
ვარდების რევოლუციის პირველ წლისთავზე დიდუბის ეკლესიის მახლობლად საპატრულო პოლიციამ სცადა ავტომანქანის გაჩერება. ახალგაზრდებმა მანქანა გააჩერეს, მაგრამ პოლიციელმა 19 წლის ახალგაზრდას – ბუტა რობაქიძეს ესროლა და მოკლა. ამის შემდეგ პოლიციელებმა სცადეს ნივთმტკიცებათა არნახული ფაბრიკაცია – თბილისის პოლიციის უფროსმა ზურაბ მიქაძემ პოლიციის განყოფილებიდან შემთხვევის ადგილზე მიიტანა ავტომატები, ხოლო შსს დაქირავებულმა ურნალისტმა და გარეწარმა გურამ დონაძემ გადაიღო ფოტოები, როდესაც ეს იარაღი ავტომანქანაში და მოკლულის გვამის გვერდზე იყო დაწყობილი. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია შემთხვევის ადგილზე არავის უშვებდა, ხოლო მოკლულის მეგობრები ჰყავდათ მიწაზე დაწვენილი და მათზე მიდიოდა არნახული მუქარა, რომ მათ ეღიარებინათ მანქანაში იარაღის არსებობობის და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის „ფაქტი“! ახალგაზრდების და მათი ოჯახების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა ზეწოლას და გარდაცვლილი რობაქიძე არ შერაცხეს ტერორისტად და კრიმინალად. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად პოლიციელთა მიერ დადგმული სპეტქაკლი აშკარა გახდა, პოლიციელმა ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ როდესაც გასროლა მოახდინა, მას მოეჩვენა, რომ რობაქიძე შეიარაღებული იყო, მაგრამ შემდეგ დარწმუნდა, რომ ახალგაზრდას იარაღი არ ჰქონდა. მკვლელს – პოლიციელ ბაშალეიშვილს სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა.
სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები განვითარებულ დემოკრატიებშიც ხდება. პრობლემა აქ ძირითადად ისაა, რომ ნორმალურ ქვეყანაში არამარტო მკვლელობის ჩამდენი პოლიციელის პასუხისგების საკითხი დადგებოდა, არამედ იმ პირებისა, – მიქაძე, დონაძე და დანარჩენი პოლიციელები, რომლებიც საქმის რეალობის გაყალბებას ცდილობდნენ. როგორც ჩემმა ნაცნობმა უცხოელმა იურისტმა მითხარ, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა მოწმეებზე და მათ ოჯახებზე სერიოზულ და ხანგრძლივ ზეწოლას და ნივთმტკიცებათა სერიოზულ ფაბრიკაციის მცდელობას, ამ შემთხვევაში ამერიკული მართლმსაჯულება, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მეტ სასჯელს დააკისრებდა პოლიციელებს ამ ქმედებებისათვის, ვიდრე ქართულმა სასამართლომ ბაშალეიშვილს უდანაშაულო პირის მკვლელობისთვის მიუსაჯა.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება არნახულად ნელა მიდიოდა და პროცესი დასრულდა 2006 წლის 16 აგვისტოს – ანუ დანაშაულის ჩადენიდან 20 თვის შემდეგ! არ გამოვრიცხავ, რომ პროცესის შედეგებზე (იმაზე, რომ ბაშალეიშვილმა ბრალეულობა აღიარა და მას 4 წელი მაინც მიუსაჯეს) გავლენა მოახდინა იმ ძლიერმა რეზონანსმა, რაც სწორედ ამ დროს გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას ჰქონდა!
======================================================================
5. გიორგი გამცემლიძის მკვლელობა (2008 წ. 8 მაისი)
31 წლის გიორგი გამცემლიძის მანქანა ღამით გააჩერა ორმა პოლიციელმა. გამცემლიძემ, რომელსაც, შემდგომში პოლიციელთა მტკიცებით, მანქანაში იარაღი ჰქონდა, ჯერ მანქანით გაქცევა სცადა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მანქანა ბორდიურზე ავარდა და გაჩერდა, მანქანიდან გადმოხტა და ისე სცადა გაქცევა. პოლიციელი აბუაშვილი გაეკიდა გაქცეულს, ესროლა და ადგილზე მოკლა. მოწმეების ჩვენებით აბუაშვილს არ მოუხდენია გაქცეულის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ სროლას აპირებდა და მისი პირველივე ნასროლი დამიზნებითი და სასიკვდილო (კისრის არეში) აღმოჩნდა. ისევე, როგორც რობაქიძის შემთხვევაში, აქაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან მოკლულის ახლოს იარაღის დადების მცდელობას. აღნიშნული დაინახეს იქ მაცხოვრებელმა პირებმა, რომელმაც ჩვენება მისცეს, რომ სწორედ პოლიციელმა დადო ახლომდებარე სხვენის თავზე იარაღი და რომ გაქცეულ გამცემლიძეს ხელში იარაღი არ ჰქონია. სხვათაშორის, თავად პოლიციელი აბუაშვილი თავიდან ამას აღიარებდა, რომ მას არ დაუნახავს გამცემლიძის ხელში იარაღი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ჩვენება „მოულოდნელად“ შეცვალეს, რამდენადაც ორივე მათგანზე პროკურატურამ (თუ საგადასახადომ?) სასწრაფოდ საქმე აღძრა მოგონილი ბრალდებებით), ორივემ შეცვალა ჩვენება. ამდენად, გამოძიება „მივიდა“ დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელის მიერ იარაღის გამართლებულ გამოყენებას და სასჯელის ზომად მხოლოდ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა! და ეს იმ ქვეყანაში, სადაც 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა 35-ლარიანი ფიცრის მომპარავ 65 წლის ლტოლვილ მოხუცს, ხოლო 9-წლიანი პატიმრობა – გოჭის მომპარავ ახალგაზრდას! აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი თავად იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და გარემოს დაცვის იმდროინდელი მინისტრის ნათესავი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მკვეთრად დადგა პოლიციელის მხარეზე, რითაც ყველას შეგვახსენა, რომ სწორედ პოლიციელი, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან იარაღით აღჭურვილი ადამიანი არის ყოველთვის დაუსჯელი და მას ყველაფერი ეპატიება. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ პოლიციელებმა იცოდნენ, სანამ ისინი რეჟიმის ერთგულნი არიან, მათ არაფერი ემუქრებათ. მე იმასაც კი ვუშვებ, რომ თავად პოლიციელი აბუაშვილი შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ ადამიანის მკვლელობისათვის სამართლიანი სასჯელი ელოდა. მაგრამ ის მოსამართლეებმა და პროკურატურამ „გაამხნევეს“ და თავიდან მიცემული აღიარებითი ჩვენება შეაცვლევინეს. სახელმწიფომ ამ საქმის გამოძიებისას იმდენად კონკრეტული ვახტანგ აბუაშვილი კი არ დაიცვა, არამედ დაიცვა საკუთარი იმიჯი და მოწმეების სრულიად აშკარად და „დროულად“ დაშინებით და საქმის აშკარა გაყალბებით ყველას ცინიკურად განგვიცხადა, რომ გირგვლიანის საქმეში მის მიერ „დაშვებული შეცდომა“, როცა აღიარა, რომ პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს და ამით თავისი „რეპუტაცია შელახა“, აღარ განმეორდებოდა!!! განსხვავებით გირგვლიანის მკვლელობის განმახორციელებელი და დამკვეთი მაღალჩინოსნებისგან, აბუაშვილი არ იყო პოლიტიკურად ჟღერადი ფიგურა. ასევე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მელნიკოვის, სანოძის, ახალაიას და ალანიას მსგავსად მას რაიმე პოლიტიკურ მკვლელობაში შეიძლებოდა ჰქონოდა ხელი გასვრილი… და მაინც, სახელმწიფო მას მთასავით გვერდით დაუდგა და დაგვარწმუნა, რომ არცერთი პოლიციელი არ იქნება დასჯილი, თუნდაც ნაცმოძრაობის წევრის მკვლელობის გამო.
კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – 2004 წელს ბუტა რობაქიძის მეგობრები ვერ აიძულეს, რომ გარეწარი დონაძის მიერ დადგმული სპექტაკლის სცენარი მიეღოთ და გარდაცვლილი უდანაშაულო ბიჭი ლამის ტერორისტად შეერაცხათ. 2008 წელს რეჟიმმა უკვე წარმატებით დააშინა ის ორი მოწმე, რომელიც თავდაპირველად სიმართლის აღდგენას და დაცვას თავისი ინიციატივით ცდილობდნენ… დღეს, სამწუხაროდ უკვე ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ რიგითი მოქალაქე გაბედავს და რეჟიმის ძალადობრივი ქმედების დანახულ ფაქტს ამ რეჟიმის ერთგულ სასამართლოში განაცხადებს :((
================================================================
6. როინ შავაძის და გია კრიალაშვილის მკვლელობები (2008 წ 16 აგვისტო, 2009 წ. 21 მაისი)
ეს ორი მკვლელობა წარმოადგენს სააკაშვილის მხრიდან სამხედრო პირების ლიკვიდაციის ამაზრზენ ნიმუშს. ორივე მათგანი საკმაოდ გამორჩეული სამხედრო იყო, მიღებული ჰქონდათ როგორც საქართველოს, ასევე აშშ სარდლობის ჯილდოები, მათი სამხედრო გამოცდილება ეჭვს არ იწვევდა. როინ შავაძეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვაზე წაუყენეს ბრალი (თუმცა აქტიურად გაავრცელეს ხმები, რომ იგი აგვისტოს ომში მოღალატე იყო), ხოლო გია კრიალაშვილს ბრალი დასდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზებაში.
არცერთი ეს ბრალდება არ დასტურდება.
როინ შავაძის უამრავი ტყვიით დაცხრილული და წარმოუდგენლად ნაწამები ცხედარი აბსოლუტურად შოკირებულ მეუღლეს პროზექტურაში ანახეს და უთხრეს, რომ იგი ბათუმის ტრასის გვერდით მინდორში ნახეს, ხოლო შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომ მან ბათუმიდან თბილისამდე ბადრაგით ტრანსპორტირებისას გაქცევა სცადა და ამ დროს იქნა ლიკვიდირებული. ჯერ ერთი, უცნაურია, იმ დაზიანებების მქონე შავაძეს (გვამზე მთელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი!), როგორ უნდა მოეხერხებინა ბადრაგიანი სპეცავტომობილიდან გაქცევა. მეორეც, საინტერესოა, რამდენად გამართლებულია ნარკოტიკების შენახვაზე ბრალდებული პირის გაქცევისას მისი ადგილზე ჩაცხრილვა. დაბოლოს, ფაქტია, რომ რამდენიმე ათეული სასიკვდილო ჭრილობიდან ყველა ტყვია გვამს წინიდან აქვს მოხვედრილი, რაც გაქცევისას ლიკვიდაციის ვერსიას საბოლოოდ აბსურდულს ხდის.
კრიალაშვილის გვამი კი სპეციალურად დადგმული სპექტაკლის და სროლების შემდეგ მიკროავტობუსიდან ტრასაზე დააგდეს. არსებობს ეჭვი, რომ მისი ლიკვიდაცია სულ სხვაგან რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რის შემდეგ გვამი პროზექტურაში მიიტანეს, იქ სპექტაკლისათვის „მოამზადეს“ და შემდეგ ტრასაზე გადმოაგდეს. საინტერესოა, რომ ამ ფაქტს პირველად მრავალი მოწმე ჰყავდა (რომლებიც მრავალმა ჩვენთაგანმა ტელევიზიით იხილა), რომ გასროლები სწორედ მიაკროავტობუსიდან ხდებოდა, საიდანაც მერე გვამი გადმოაგდეს. სამწუხაროდ, როგორც ეს ბოლო წლებში ხდება, სასმართლო მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების ჩვენებებს ითვალისწინებს და აბსოლუტურ აქსიომად და შეურყვნელ სიმართლედ იღებს, სხვა ჩვენებები და ნივთმტკიცებები, რაც გამოძიების ვერსიას ყირაზე აყენებს, მიშურ-ქართულ ჯიბის სასამართლოს კატეგორიულად არ აინტერესებს. ისიც ფაქტია, რომ მოწმეთა უმრავლესობა რამდენიმე დღეში თავის პირველად ვერსიას ცვლის და ქართულ ვაი-სასამართლოს, გასაგები მიზეზების გამო არც იმის დადგენა არ აინტერესებს, ხომ არ მოხდა მათზე ზეწოლა. ქართულ ვაი-სასამართლოს, რომელსაც ბრალდებულის გამამართლებელი გადაწყვეტილება შემთხვევათა მხოლოდ დაახლოებით 1%-ში გამოაქვს, მხოლოდ ის აინტერესებს, რით გაახაროს რეჟიმის გული!
დასაშვებია, რომ როინ შავაძე, გარდა მაღალპროფესიონალი სამხედრო პირისა, პატრიოტი ადამიანი იყო და აღშფოთებული და გაოგნებული იყო ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიბეცით, სილაჩრით და უთაობით, რასაც ორდღენახევარიან (და არა „5-დღიან“, როგორც 5-იანზე დაცენტრილი ნაცმოძრაობის ლიდერები გვინერგავენ!) ომში კატასტროფული შედეგი მოჰყვა. მაგრამ დავუშვათ, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო! მით უფრო გასაკვირი არ არის, რომ „ენვერული თავგადასავლების“ სერიალის დამდგმელი ხელისუფლება მის არა დაკითხვას და აღიარებითი ჩვენებების მიღებით ჯაშუშურ ჯაჭვზე გასვლას, არამედ – დაკავებიდან რამდენიმე საათში ლიკვიდაციას ახდენს??? ეს ხომ მაშინვე სწორედ იმ ვარაუდს ამყარებს, რომ შავაძემ რაღაც ისეთი იცოდა და არც მალავდა, რის გამოც სასწრაფოდ თავიდან მოიშორეს?!
გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის გარდა, ამ საქმეზე კობა ოთანაძე და კობა კობალაძეც დააკავეს. მათ წინააღმდეგ ერთადერთი „არგუმენტი“ (თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მრისხანე კითხვას – „ვინ დაქოქა ტანკები?“) იყო საეჭვო სუბიექტის – გია ღვალაძის აღიარებითი ჩვენებები. კობა კობალაძე შემდგომში, მიუხედავად სააკაშვილის მიერ ტელევიზორში გაცემული „სანქციისა“ – „ეგ გარეწარი კობალაძე ადრე იყო დასაჭერიო!“, რაც „კონსტიტუციური გარანტის“ და „დემოკრატიის ბურჯის“ მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის წარმოუდგენელი დარღვევაა, გაანთავისუფლეს, თუმცა გმირ გენერალს იარაღის ტარების ბრალდება წაუყენეს და ციხეში გატარებული ორი თვე ასე „დაუკანონეს“!
დავუშვათ, რომ გია კრიალაშვილი მართლაც იყო მითიური ამბოხის ორგანიზატორი. დავუშვათ, მას მართლაც ჰქონდა ამბოხის რუს მეკავშირეებთან შეთანხმებული გეგმა. განა მით უფრო უცნაური და ალოგიკური არ არის, რომ ასეთ ადამიანს, რომელიც სიმართლის დამდგენი გამოძიებისათვის ოქროს ზოდი უნდა გამხდარიყო, დაკავებისას კლავენ? ამით ხომ სიმართლის დადგენის და უცხოეთის სხვა აგენტების და პროცესის წარმმართველების გამოვლენის შანსი ისპობა?! ამიტომ ლოგიკურად შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც შავაძის, ისე ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება არა – სიმართლის დადგენით, არამედ, სიმართლის დამალვით იყო მაქსიმალურად დაინტერესებული! თან ისეთი დამალვით, რომელსაც მომავალშიც ნაკლებ სავარაუდოა, ფარდა აეხადოს.
ჩემს მიერ მოყვანილ მკვლელობათა ჯაჭვში ამ მკვლელობებს რამდენიმე საინტერესო მახასიათებელი აქვს:
ა. ხელისუფლებამ ორივე შემთხვევაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისების გადაფარვა სცადა უკვე არა მარტო პიარ აქციებით, ავტობუსების აფეთქებით, ყალბი ტერორისტული აქტებით და შპიონებით, არამედ უკვე ადამიანთა გამიზნული და სადისტური ლიკვიდაციითაც!!! არ დაგვავიწყდეს, რომ როინ შავაძე მოკლეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ წააგო ომი, გასროლის გარეშე ჩააბარა რუსეთს კოდორის ხეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამხედრო პლაცდარმი იყო, გააფორმა დღემდე საზოგადოებისაგან დამალული კაპიტულაციის აქტი რუსეთთან და ეს იყო პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო მიხვდა, თუ რა დონის სუპერავანტურისტთან ჰქონდათ საქმე სააკაშვილის სახით. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ მუხროვანის „ამბოხის“ საქმე შეკერეს და გია კრიალაშვილი მოკლეს 2009 წლის მასიური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო მიხვდა, თუ რაოდენ არაპოპულარული იყო სააკაშვილის რეჟიმი ქართველ ხალხში და სააკაშვილმა ისევ ნაცად მაშველ რგოლს – რუსეთის აგრესიას და რუსული შეთქმულების მირაჟს მოუხმო. მკვლელობა განხორციელდა 26 მაისის სტადიონის მასიურ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ ეს მოვლენა ან ჩაეშალათ და ან გადაეფარათ.
ბ. სააკაშვილის მთავრობამ სპეციალურად შეარჩია სამხედრო პირები, რომელთაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება და უშიშარი ხალხის სახელი ჰქონდათ. ლაჩარი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სერიოზული დარტყმა მიაყენონ სწორედ მამაცებს. სააკაშვილის მხრიდან შავაძის და კრიალაშვილის ლიკვიდაცია იყო საზოგადოებისთვის გაგზავნილი საზარელი მუქარის შემცველი – „ჩვენ დავხოცავთ ყველას – მიუხედავად მათი სიმამაცისა, წოდებისა და ცხოვრების გზისა! და დავხოცავთ მაშინ და ისე, როგორც დაგვჭირდება!“
გ. ეს მკვლელობები იქცა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჯარის მიმართ დამოკიდებულების მკვეთრი შემობრუნების მაჩვენებელი. ადრე ჯარი იყო თავმოწონების და სიამაყის სიმბოლო, ახლა ჯარი იქცა იმ ინსტიტუტად, რომელსაც ცდილობენ გადააბრალონ ომში დამარცხება, აქციონ განტევების ვაცად, გააკონტროლონ ახალაიურ-კომისრული შანტაჟით, ძალად აკიდებული საბანკო კრედიტებით და საბოლოოდ გადააქციონ ქართველი ხალხის არა – დაცვის არამედ, – დაშინების ინსტრუმენტად. ქართულმა სახელმწიფომ დაგვანახა, რომ პოლიციისაგან განსხვავებით, ჯარისკაცობა არ არის იმუნიტეტის მატარებელი, პირიქით. ჯარისკაცი არის ის, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი შინ და გარეთ ადვილად გაწირავს!
====================================================================
7. ნიკა კვინტრიძის და სულიკო ასათიანის მკვლელობა
2011 წლის 26 მაისის სისხლიანი აღლუმი, რომელსაც ფეისბუქზე მოსწრებულად „ძაღლუმი“ დაერქვა, იქცა სააკაშვილის რეჟიმის პირსისხლიანობის კიდევ ერთ დასტურად. რეჟიმის ძალოვნებმა, სპეცნაზმა და ზონდერბრიგადების წევრებმა დაამტკიცეს, რომ ისინი სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოლიციის – თანამედროვე გესტაპოს – ღირსი მანქურთები არიან, რომელთაც შეუძლიათ „წარმატებით“ სცემონ და აწამონ მოხუცები და ბავშვები, მოკლან მამაკაცები, მორალური შეურაცხყოფა მიაყენონ აქციის მონაწილეებს (მათ შორის ცნობილ სახეებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ არაკაცებისათვის არ არიან ცნობადი, მათთვის ცნობადობის ზღვარი გია თორთლაძეზე და კობა ხაბაზზე გადის). ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს კიდევ „ახალი“ გვამები – 4 თუ 8… არის საკმაოდ ავტორიტეტული პირების (უფლებადამცველი მანანა კობახიძე, იურისტი თამარ კორძაია) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცნაზმა დარბევის ღამეს რუსთაველის კინოთეატრში გააუპატიურა ქალები, ხოლო კუდის თანამშრომლებმა, ცნობილი სადისტის „მაიმუნას“ მეთაურობით (რომელიც გასამართლებული იყო ახალგაზრდა ქალის სადისტური გაუპატიურების გამო, მაგრამ მერე სამსახურში აღადგინეს და რომან შავაძის სადისტურ მკვლეობაში მთავარი როლი ითამაშა), ბათუმში რეზინის ჯოხების და ხელჯოხების გამოყენებით გააუპატიურეს კაცები… 40-მდე ადამიანი დღემდე დაკარგულთა სიაში რჩება და არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი მართლაც გარდაცვლილი იყოს და მათი გვამები ან ვერასდროს ვნახოთ, ან აქციის ადგილიდან – საკმაოდ შორს, რაც პოლიციას და ნაცმოძრაობის ლიდერებს მხრების აჩეჩვის საფუძველს მისცემს… სხვათაშორის, ჩემი დამოკიდებულება 26 მაისში მონაწილე პოლიტიკური ლიდერებისადმი გამოვხატე სტატიაში „2011 წ. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე“ და სულაც არ ვფიქრობ, რომ აქციის კატასტროფულ შედეგებზე მისმა ორგანიზატორებმა პასუხი არ უნდა აგონ. მაგრამ ამ აქციის შედეგად აშკარაა, რომ სააკაშვილმა საბოლოოდ გადააბიჯა ყველა ზღვარს და მისი პოლიტიკური მმართველობის დასასრული ვერაფრით ვერ იქნეს მშვიდობიანი. სააკაშვილის რეჟიმი არის ისევე ანტიჰუმანური, როგორც ლუკაშენკოს და მუბარაქის რეჟიმები და იგი უნდა გასამართლდეს! ყოველი დღე მისი მმართველობისა იქნება მეტი ტყუილის, მეტი ამორალობის, მეტი ცრემლის და მეტი სისხლის საწინდარი. მიხეილ სააკაშვილს, ძალიანაც რომ უნდოდეს, პირადად უკვე გავლილი აქვს ვერდაბრუნების წერტილი…
მაგრამ მე მაინც მინდა შევჩერდე ამ ორი ცხედრის ამბავზე. აშკარაა, რომ ეს არის ყველაზე უფრო მასშტაბური და სისხლიანი სპექტაკლი, რაც ნერონ სააკაშვილს აქამდე დაუდგამს. ასევე აშკარაა, რომ რეჟიმი, რომელიც 2003-2009 წლებში „ნულოვან ტოლერანტულობას“ თავის სამოქმედო პროგრამად აცხადებდა, რომელმაც ამ წლებში 69 ადამიანი (ნათია მიქიაშვილის ფილმი „მერაბიშვილის ანატომია“) ქუჩაში პინოჩეტის და ფრანკოს რეჟიმების ანალოგიურად დახვრიტა და იშვიათი გამონაკლისის გარდა მაინცდამაინც არ ცდილობდა ამაზე თავი ემართლებინა, ახლა უკვე ვერაა მოტორზე, იცის, რა რომ რეპუტაციის სიმაგრეში სერიოზყული ხარვეზები აქვს, რომელსაც შერონ სტოუნი თუ ეშველის და ამიტომ გვამების შელამაზებაზე გადავიდა. ხელფეხშეკრული გვამები სახურავებზე არ დადიან და დენის სადენებს ხელს არ ჰკიდებენ. ქალაქის ცენტრში ერთსართულიანი მაღაზიის თუნუქის სახურავზე მაისის თვეში დაგდებული ორი გვამის მიტინიგის დაშლიდან მხოლოდ 48 საათის შემდეგ „აღმოჩენა“ მხოლოდ ბრმების ქალაქში თუ შეიძლება. დაბოლოს აშკარაა, რომ ნიკა კვინტრიძე ხელფეხშეკრული გადაღებულია იმ ღამით და როგორ მოხვდა ხელფეხშეკრული ადამიანი ორი დღის შემდეგ მკვდარი მაღაზიის თავზე, ამას ალბათ როდესმე მოყვება რომელიმე პოლიციელი, ის ვინც თავისი აღიარებითი ჩვენებით თავის თავს აარიდებს სასჯელს და მაშინვე გაიმეტებს ამ სადისტური ანგარიშსწორების და სპექტაკლის თანამონაწილეებს, როცა სააკაშვილის რეჟიმს აგონია დაეწყება.
სულიკო ასათიანი იყო ადამიანი, რომელიც სააკაშვილის სურათს ჯიბით ატარებდა. სულიკო ასათიანის შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში სწორედ სააკაშვილის ავანტურისტული სიბეცის წყალობით დაიღუპა. სულიკო ასათიანმა ჯერ დაღუპული შვილის გმირობის მედალი მიიღო მიწაზე ნახოხები მხედართმთავრის ხელიდან, ხოლო 2011 წლის 26 მაისის ღამეს სიკვდილიც ამ ადამიანის ხელიდან მიიღო, ისევე როგორც უკვე ცხედრად ქცეულმა – დენის დარტყმა – სავარაუდოდ შსს საამმართველოს სარდაფში, რომელიც დღეს ისევე შეიძლება იყოს გვამების საწყობი, როგორც ამას ჰუმანისტი ვარდოვნები კახა თარგამაძის პერიოდზე ჰყვებოდნენ.
================================================================
რა იქნება ხვალ?
რეჟიმი წინ მიდის, რეჟიმი ისევე ვერ ჩერდება, როგორც ველოსიპედისტი, რომელიც თოკზე მიდის, მისი გადარჩენა მხოლოდ მოძრაობაა. საუბედუროდ ამ მოძრაობას ახალ-ახალი მსხვერპლი მოჰყვება…
ერთი გვამი შეიძლება ბურჯანაძის ესკორტს დააბრალო, ორი – დენის დარტყმას მარკეტ „ციცის“ სახურავზე, სამი-ოთხი – წყალდიდობას და მეწყერს, 6-12-ს ავტობუსის გადავარდნა გააპრავებს, 50-ს ალბათ თვითმფრინავის კატასტროფა დაჭირდება… 200-ზე მეტი?…
200-ზე მეტის წამალი – კატინია. მერე, თუ სამარხს როდესმე გათხრიან, საჭიროა რომ იქ დროულად ჩაიდოს რაიმე რუსული ნივთმტკიცება… მაგალითად, რომელიმე რუსული სიგარეტის ბიჩოკები, რაც გივი თარგამაძის იდეურ შვილებს საშუალებას მისცემს ამტკიცონ, რომ ეს ქართველი ხალხის ჯალათებმა ჩაიდინეს! კატინშიც ხომ ასე იყო, ათეულობით წელი საბჭოთა პროპაგანდა სწორედ ამას ამტკიცებდა…
და არც იქნებიან, ფორმალურად მაინც, გივი თარგამაძის იდეური შვილები მტყუანნი… რამეთუ ეს ყველაფერი, მართლაც ქართველი ხალხის ჯალათების მიერ ხდება…
P.S. მე განგებ არ შევეხე არ თავში პოლიტიკურ მკვლელობებს – ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, ბადრი პატარკაციშვილის – „აუხსნელ“ სიკვდილს. ეს გაცილებით უფრო რთული თემაა. ერთი რამ შემიძლია მხოლოდ ახლა ვთქვა. მაშინაც კი, თუ ზურაბ ჟვანია სააკაშვილის ბრძანებით არ მოუკლავთ და მხოლოდ შემთხვევითი, საბედისწერო სიკვდილის მსხვერპლია, ის მაინც, რა ტაბუ დაედო მისი სიკვდილის გამოძიებას, და როგორ მიაყოლეს მას რამდენიმე ადამიანი, განსაკუთრებით – ლევან სამხარაული, მაფიქრებინებს, რომ სწორედ ეს სიკვდილი გახდა სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. რადგან როდესაც მასწავლებელზე მოსაკლავად ხელს აღმართავ, ან მისი სიკვდილის ნამდვილ მიზეზს დამალავ, ამის მერე ან თავად ხდები მონსტრი, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, ან სხვები გაქცევენ მონსტრად, მათ ხელში ხომ უბრალო მექანიკური სათამაშო ხარ…
=======================================
P.P.S. ამ სიტყვების დაწერიდან გავიდა 9 თვე და რეჟიმის ლუსტრაცია ნელა, მაგრამ მაინც მიდის – უკვე საერთაშორისო არენაზე. და იმის პარალელურად, რომ მთელი მსოფლიო სულ უფრო მეტ პარალელს ნახულობს საკაშვილსა და პუტინს შორის, რომ სულ უფრო მეტი ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აქვეყნებს არასახარბიელო ანგარიშებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის, პატიმართა და დაკავებულთა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც – სააკაშვილის სასამართლოს მიერ არჩევითი სამართლის გამოყენებისა და პოლიტიზირებული პროცესების შესახებ, სულ უფრო გამაოგნებელი ხდება სააკაშვილის მანქურთი ძალოვნების მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ტერორის და ძალადობის მასშტაბები. 2012 წ. 28 თებერვალს – პარლამენტში სააკაშვილის მორიგი უტიფარი და ყალბი ანგარიშის წარდგენის დღეს – ხაშურის პოლიციაში მიიყვანეს ქურდობაში ეჭვმიტანილი (ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი) ქვიშხეთელი სოლომონ ქიმერიძე, რომელიც არც იყო გატარებული პოლიციის მიერ, როგორც ეჭვმიტანილი და დაკავებული, ქიმერიძის გვამი იმავე დღის შუადღეზე სახლში მიიტანეს მრავლობითი დაზიანებებით, რომელთა ხასიათის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი პოლიციაში წამებით მოკლეს! პოლიციის განცხადებით, “სოსო ქიმერიძე მესამე სართულიდან მეორეზე ჩამოყვანისას კიბის უჯრედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა”! პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი 47 წლის ადამიანის გარდაცვალებაზე შსს არამცთუ მოკვლევას არ აწარმოებს, არამედ საკუთარი ზონდერების და ნაცმოძრაობის აქტივისტების მეშვეობით დააშინა ოჯახის წევრები და დაბლოკა პანაშვიდზე ჩასული საზოგადოების წევრების, ოპოზიციონერების და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ოჯახის წევრებთან შეხვედრა! ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის სახელმწიფო კრიმინალი და ტერორი! მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური ბანდა, რომელიც უნდა გასამართლდეს საზოგადოების წინაშე ჩადენილი მრავლობითი უმძიმესი დანაშაულებების ორგანიზების, განხორციელების და ამ დანაშაულებათა საშუალებით ქართველი ხალხის მასობრივი ტერორის ბრალდებით.
ვინ მოგვერევა ჩვენ და შერონს?! (შერონსთოუნობით ამაღლების დღე)
Posted: 2011/06/06 Filed under: ინტერმეცცო | Tags: ”ენძი” გარსია, ”ერ-2”, ”იმედი”, ბოზმონდი, გაყიდული ჟურნალისტები, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, ნაყოფია ნამყოფია, ნაცმოძრაობა, რენე ჰარლინი, საქართველო, შერონ სთოუნი დატოვე კომენტარინაცური ბოზმონდის წევრები ირონიულად კითხულობენ, შერონ სტოუნში რა არ მოგწონთო?
შერონი რა შუაშია…
უბედურება ის საშინელი ქაჯური პროვინციალიზმი და სიყვითლეა, მთელი ეს ამდენი ურნალისტები და ურნალპოლიტიკოსები დუჟმორეულები რომ ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველოსთვის ამაზე ბედნიერი, ამაღლებული და გამარჯვებული დღე არ ყოფილაო! ენდი გარსიამ უკვე ლოურენს ოლივიეს და ენტონი ჰოპკინსს გადაასწრო გრანდიოზობით და ჰარლინი თურმე ჩაპლინი+ვისკონტია კვადრატში!
სისხლში ცურავთ, თქვე ახვრებო, რა გეშერონ-გეჰარლინებათ!
მაგრამ ეს ხომ კერპთაყვანისმცემლობის გამოთაყვანებული ზეიმია… :((
მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ ედუსგან წინ არ წასულხართ!
იმას ჩრდილოეთიდან ამოუდიოდა მზე და თქვენ შერონის ტუფლიდან დალეული სადღეგრძელოებით გინდათ ცხონდეთ და შეხვიდეთ ისტორიაში… “რაღაც ორი რაიონი” დაკარგეთ და სულ რაღაც ასიოდე კაცი ქუჩებში დახვრიტეთ… :(((… სამაგიეროდ, ქართველი ხალხი არასოდეს დაგივიწყებთ, რომ მისგან დაცინცლული მილიონებით მარტო სასახლეებს კი არ იშენებდით და თვითმფრინავებს ყიდულობდით, არამედ ამისთანა ქალი ჩამოგვიყვანეთ და რუსთაველის გამზირი (ჯერ სისხლარშემშრალი!!) კანად აქციეთ! ან – ვენად!!! ან – წითელხალიჩგადაფარებულ საყასბოდ!
მახსოვს, აწ პოლიტიკურადცხონებულმა მაია ნადირაძემ (შერონს მიუგავდა მზერა და ტუჩ-ფეხი) ირონიულად განგმირა საქართველოს პარლამენტის უმცირესობა, მიშას რომ არ წამოუდგნენ ფეხზე ოპოზიციონერები (მაშინ პადოშა არ იყო საპარლამენტო ოპოზიციის ქარიშხალა!) – “ვის არ წამოუდექით, თქვე საწყლებო, ნატოს არ წამოუდექითო??” (მიშა და ნატო ქნ მაიასთვის ისევე ერთი იყო, როგორც ივერია და საქართველო)
ვის არ წამოუდექით, თქვე საწყლებო, შერონს არ წამოუდექითო? ამას იძახის დღეს გივიე თარგამაძე, ალბათ…
ახლა მიშა შერონთან ასოცირდება… ნატომ გაცურა გვერდზე…
დიდი პროგრესია!
ქუთაისში ხუმრობენ, ვინ მოგვერევა ჩვენ და ჭიჭიკიესო?
ჰოდა მიშაც ასე ამბობდა ადრე, ვინ მოგვერევა ჩვენ და ბუშსო? მოერიენ…
ახლა იძახის მიშა – ვინ მოგვერევა ჩვენ და შერონსო? (ასე რომ, დღეს ჩვენ ვართ უკვე მოგებულები – შერონი ჩვენთანაა! გარსიაც!!!)
შერონთან რა მაქვს სასაყვედურო – კარგი ქალია (ბ-ნი ნემო იტყოდა – ვისაც არ უყვარს შერონი-ო…) …, კაი ჭამა, კაი სვა… გვერდზე ამისთანა ვაშ-კაცი (ნაყოფია!) მოიჯინა და კაპიკიც არ გადაუხდია ამ სიამოვნებაში… :))
რაც მე ამ ხალხის გამოთაყვანება და სრული ხბოური გადაბედნიერება ვნახე, ნართლაც დროულია ნანა ზარდიაშვილის წინადადება, რომ 5 ივნისს უნდა დაწესდეს ეროვნული (უფრო ზუსტად – ნაციონალური) დღესასწაული – ”შერონსთოუნობა”, როცა ქალწულობის დაბრუნების მოსურნე ქალბატონები მსხვილი თანხის ფასად ”რედისონ ბლუს” ესპრესოიან ნომერში გაგორდებიან ნაშერონალ საწოლზე და ამ ”განწმენდის აქტით” აღუდგებათ სანუკვარი აპკი… ამას ყველაფერს ქვეყნის და ხერხემლის პირმშვენიერი ურნალისტი ნოდარიკო მელაძე გააშუქებს და საქართველოც გაბრწყინდება (საპრეზიდენტო რაკურსით)! ასევე, ”იმედზე” დაწესდება ახალი შოუ ”ღამე შერონასთან” (პროდუსერი – ნაყოფია, შემჭვრეტი – მელაძე)…
ეჰ, შერონ, შერონ, შე დალოცვილო, ი ყინულის სატოხი რამ დაგავიწყა, აქით რომ მოდიოდი? :)))
P.S. ეს კი – სერიოზულად. შერონ სტოუნი და ენდი გარსია არ მგონია ისეთი ქაჯები (ჭაჭისმოყვარული რენესგან განსხვავებით), რომელთათვისაც სულერთი იყოს იმის ცოდნა, რა მოხდა სწორედ იმ წითელხალიჩაგადაფარებულ ადგილზე და სწორედ იმ კინოთეატრში 26 მაისს! ვისაც შეგიძლიათ, რომ მიაწოდოთ, გაუგზავნეთ ის ვიდეომასალა, რაც არსებობს. ნახონ, რა ტონტონ-მაკუტებმა გაუმართეს ეს “დღე სასწაული”!
P.P.S. ეს კი მათთვის, ვინც შერონ სტოუნის მხრიდან საქართველოში ჩამოსვლა დაჩაგრული საქართველოსთვის რაიმე დიდი მხარდაჭერის გამოხატულება ჰგონია. როგორც მის სამშობლოში იტყოდნენ – Nothing personal, just business!
ვაჰ, სოფელო!..
Posted: 2011/06/02 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: აფხაზეთი, მიხეილ სააკაშვილი, რუსეთი, სერგეი ბაღაფში დატოვე კომენტარისერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.
იგი აფხაზეთის არაღიარებული (ვანუატუს და ნაურუს თუ არ ჩავთვლით) რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო.
ვუთანაგრძნობ აფხაზ ხალხს და მისი ოჯახს და ახლობლებს ბატონი ბაღაფშის გარდაცვალების გამო.
მიხეილ სააკაშვილი ცოცხალია და ენერგიის და მადის ნაკლებობას არ უჩივის. იგი აღიარებული და ნაწილობრივ ანექსირებული საქართველოს პრეზიდენტია.
მიხეილ სააკაშვილმა მოიარა ევროპა და ამერიკა, განათლდა კოლუმბიის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ევროსაბჭოს სტაჟორი იყო, იურისტი კაცია, ამერიკაში იურიდიულ კანტორაში ნამუშევარი. ცნობილი ფილოსოფოსის ანდრე გლუქსმანის და ცნობილი მფრინავ-პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის ძმაკაცია და გლუქსმანის შვილი მასზე წიგნებს წერს. ბავშვობაში საბნის ქვეშ შემძვრალი კრის დე ბურგის არვიცოდი-და თურმე აკრძალულ „ლედი ინ რედს“ უსმენდა და დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდა… მერე, როცა დრომ მოიტანა და სსრკ კგბ-ს დაქვემდებარებულ სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა და სპეცლიმიტით და კგბ-სვე გენერალ ბიძამისის რეკომენდაციით კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში მოეწყო, მაშინაც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა, ოღონდ, მხოლოდ ისეთ საქართველოზე, სადაც თავად იქნებოდა პრეზიდენტი და სადაც თავის ჭკუაზე დაალაგებდა, ააშენებდა, და შეღებავდა ყველაფერს… ბატონი სააკაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამს თავის პროდასავლელობას, რომ მისი ამოცანაა საქართველო გაიყვანოს დასავლურ ორბიტაზე, შეიყვანოს ნატოში (ალბათ – სეატოშიც! თუკი სინგაპურზე მიდგა საქმე) და ევროკავშირში… გახადოს წარმატებული, მდიდარი და კეთილდღეობის ნავსაყუდელი ქვეყანა, „გაერთიანებული და გაძლიერებული ევროპული ქვეყანა“, „კავკასიის შვეიცარია“, „კავკასიური სინგაპური“, „ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა“, „ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციით მზეამოსული“ და ა.შ… სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩამოთვლილი სულ უფრო გვშორდება (სინგაპურის და პოლიციური/პოლიციით-მზეამოსული სახელმწიფოს გარდა), მირაჟივით… ეტყობა იმიტომ, რომ იქეთ არ მიგვათრევს ბატონი სააკაშვილი, თუმცა თვითონ ჰგონია, რომ არასაკმარისად სწრაფად და ენერგიულად მიგვათრევს… მეტი ტრაქტორი და ბულდოზერია, ალბათ, საჭირო, რომ ქვეყანა შედგეს… ან, – კიდევ უფრო მეტად შეგვდგეს… ამიტომ ბატონი სააკაშვილი ტყავიდან ძვრება – ყველაგან სადაც ომია, ქართველებს აგზავნის ნატოს და ევროკავშირის მოქალაქეების მაგიერ, რათა მერე ამ ქვეყნების ლიდერებმა ყველაფერზე, მის ყველანარ უმსგავსობაზე თვალი დახუჭონ… ყველას ექაჩება საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად და არწმუნებს, რომ საერთოდ არაფერს გადაახდევინებს… უფასო ყველის ამბავია…
სერგეი ბაღაფში ნამდვილად არ იყო დასავლური ორიენტაციის პიროვნება. პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე მისი მთავარი დასაყრდენი არა დასავლური დემოკრატიები, არამედ სწორედაც რომ რუსეთის იმპერია იყო. ბატონი ბაღაფშის ამოცანა იყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება და აფხაზეთის აღიარების პროცესისი შეუქცევადად გადაქცევა (თუ – ბოლომდე მიყვანა არა). ამ მხრივ, ბატონი ბაღაფში სააკაშვილზე უფრო მოკრძალებულ ამოცანას ისახავდა და ამიტომ მეტსაც მიაღწია. ტერიტორიები რაც ჰქონდა, იმაზე მეტი დატოვა (ბატონმა სააკაშვილმა ამისთვის კარგი „პლაცდარმი“ შეუქმნა კოდორის ხეობისთვის „ზემო აფხაზეთის“ სახელის დამკვიდრებით)… რომ მოვიდა, არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა და ახლა უკვე 5-ია. მართალია, აქედან ზოგიერთი ისეთია, სადაც აფხაზეთი კი არა, ალბათ რუსეთიც არ იციან, მაინცდამაინც. და მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ ბაღაფში დღეს აფხაზი ხალხისთვის უფრო წარმატებული და პოპულარული პოლიტიკოსია, ვიდრე სააკაშვილი – ქართველებისათვის.
თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ საბოლოოდ ის პოლიტიკა, რასაც ბაღაფში მემკვიდრეობით ატარებდა, აფხაზ ხალხს ბედნიერებამდე მიიყვანს! მაგრამ განა სააკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის გვირაბში ქართველებისთვის სინათლე ჩანს? ან პერსპექტივის განცდა მაინც არის?
სერგეი ბაღაფშის მთავარი მხარდამჭერი რუსეთის იმპერია კია, მაგრამ ეს თავიდან სულაც არ იყო ასე! პირიქით, რუსეთი ისე აქტიურად უჭერდა მხარს ბაღაფშის ოპონენტს და პუტინის თანამესანგრეს, კგბ-ს კრეატურას რაულ ხაჯიმბას, რომ ბაღაფშის გამარჯვების შემდეგ კარგა ხანს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს. ხოლო მერე აიძულეს, რომ ხაჯიმბა, რომლის მომხრეები ბაღაფშის მომხრეებს იარაღით უპირისპირდებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტად აეყვანა…
ბაღაფშის პოლიტიკურ კარიერაში სიძნელეები სწორედ მაშინ დაიწყო, როცა თითქოს მისთვის რუსეთის უპირობო მხარდაჭერის ოქროს ხანა დადგა. გავრცელებული ხმებით, რუსეთი სწორედ აფხაზეთიდან აპირებდა საქართველოსთან ომის პროვოცირებას, საზღვარზე აფხაზურ-ქართული შენაერთების დაპირისპირების და შემდეგ მსხვერპლის და „აფხაზეთზე თავდასხმის გამო პასუხის“ საბაბით სამეგრელოში შეჭრით (უკვე რუსული დივიზიებით) და სწორედ ბაღაფში იყო ის ადამიანი, რომელიც ამ გეგმებს შეეწინააღმდეგა. არა მგონია, ეს საქართველოს და ქართველების სიყვარულით მოსვლოდა, მაგრამ თუ ეს მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით და საკუთარი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა, მაშინაც კი ამ ნაბიჯის სიბრძნე აშკარაა ისტორიული პერსპექტივაში. შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო გრანდიოზულ „ოსურ ხაფანგში“ თავგამეტებით ისკუპა, აფხაზეთის ტერიტორიიდან ბაღაფშს ისევ არ შემოუყვანია აფხაზური ნაწილები – თავისი ხალხის მსხვერპლსაც მოერიდა და თავის რეპუტაციასაც. საინტერესოა, მის ადგილზე ბატონი სააკაშვილი რას იზამდა? მგონი, მხოლოდ რიტორიკული კითხვაა, რადგან ბატონ სააკაშვილს არც თავისი ხალხის მსხვერპლი ადარდებს (გაიხსენეთ – „ჯარისკაცი იმის ჯარისკაცია, რომ უნდა დაიღუპოს!“) და არც იმის პრობლემა არ აქვს, რომ რეპუტაცია გაყალბებებით და დადგმული სპექტაკლებით (ხურჩის ცნობილი სპექტაკლი, განმუხურის კომედია, სერიალები ენვერ-კოჭოიაზე…) „გაამშვენიეროს“…
ბაღაფშისთვის კი შემდეგი პრობლემები კი სულ უფრო მწვავე ხდებოდა. რუსეთი სულ უფრო ცინიკურად ითხოვდა „ვალების“ დაბრუნებას. როგორც ამბობენ, долг платежом красен! 2008 წლის აგვისტოს მერე საქართველოს მთავრობამ რუსეთის სახალხოდ აგრესორად ანათემისა და ეგზალტირებული კრულვის ფონზე დაჩქარებული ტემპებით გააგრძელა ჩუმად რუსეთისთვის ენერგეტიკული და სხვა ობიექტების მიყიდვა-დათმობა. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ენგურჰესის გასხვისების მოლაპარაკებები იყო, რომელსაც გილაურის მთავრობა ვეღარ უარყოფს, მაგრამ კატეგორიულად არ ამხელს, რა ხდება. კულუარული ინფორმაციების თანახმად, შეთანხმებას ხელი აფხაზების ხისტმა პოზიციამ შეუშალა – მათ უარი თქვეს ენგურჰესის მათ მხარეზე დარჩენილი ნაწილის სამმართავი პუნქტის რუსეთისთვის გადაცემაზე. ამის შემდეგ რუსეთს მის კმაყოფაზე მყოფი აფხაზეთისაგან სულ უფრო უჭირს იმ დათმობების მიღება, რასაც იგი იოლად მოელოდა. ერთადერთი, რაც ბაღაფშმა იოლად დათმო, ეს სამთავრობო აგარაკები იყო, რომელთა გავერანებული მდგომარეობიდან აღდგენის რესურსი აფხაზეთს არ გააჩნდა. რკინიგზა იქნებოდა ეს, აფხაზეთიდან ქვიშა-ღორღის გატანა, აფხაზეთში კვალიფიციური სამუშაო ძალის შემოყვანის მიზეზით ათეულათასობით კაზაკის და მათი ოჯახების ჩამოსახლება, აეროპორტის გადაცემა თუ, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის და სასაზღვრო ტეროტორიების გადაცემა, ბაღაფშის მთავრობა ძალიან ძნელად ან სულაც არ თმობდა ამ ყველაფერს, რითაც რუსეთის მთავრობის შენიღბულ, მაგრამ მაინც საგრძნობ გაღიზიანებას იწვევდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რუსეთმა რომ მიშას დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნოს და მერე იმაზე ჩუმად სამჯერ მეტი მოთხოვოს, ბატონი მიხეილი რაიმეზე უარს ეტყვის? ასე მგონია, ჩერქეზების გენოციდის აღიარება კი არა, სულაც ავღანეთიდან გამოიყვანს ჩვენს ანტიტერორისტულ შენაერთებს და დაღესტანში და ინგუშეთში საპატრულოდ გაუგზავნის რუსეთის პრეზიდენტს!
სერგეი ბაღაფშზე რუსეთიდან წარმოებული წნეხის მასშტაბის რეალურად შეფასებას ამჯერად, ალბათ, ვერავინ შეძლებს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს საკმაოდ ძლიერი წნეხი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რა ხასიათზე იქნებოდნენ პუტინ-მედვედევი, როცა მათი სამხედრო, დიპლომატიური და ფინანსური მილიარდებიანი დახმარებების წყალობით უცებ დამოუკიდებლად ქცეული აფხაზეთი როგორ იწყებდა ევროკავშირისკენ იმედის თვალით ყურებას და „ჩვენ თანახმა არ ვართ!“ განცხადებებით პასუხს მადააშლილი სუზერენის მიერ ტერიტორიების და სხვა სიმდიდრეების მიტაცების მცდელობებზე.
ბაღაფში საკმაოდ ოსტატურად ახერხებდა დიპლომატიურ თამაშს. მისი პასუხი რუსეთის მტაცებლურ მოთხოვნებზე მოზომილი და დამთმობი იყო. მაგრამ მერე უცებ მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ ხდებოდა „შემთხვევით“ ინფორმაციის გაჟონვა და აფხაზი ხალხის მხრიდან საკმაოდ ხმაურიანი საპროტესტო მუხტის გამოხატვა. ამის მერე ბაღაფშს „არაფერი რჩებოდა“ იმის გარდა, რომ რომ რუსეთისთვის დათმობები ან მომავლისთვის გადაედო, ან უარეყო, ან – ისეთ მინიმუმზე დაეყვანა, რომ რუსი პატრონებიც მთლად არ მოემდურებინა და აფხაზი საზოგადოებაც დაეშოშმინებინა. ამ მხრივ, სერგეი ბაღაფშის პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კრედოსაგან, რომელიც ორიოდ სიტყვით ასე შეიძლება გამოიხატოს -„ არავითარი დათმობა – ხალხს!“
მაგრამ რუსი მმართველების სულ უფრო ცუდად შეფარული გაღიზიანების და ლავროვის მოხშირებული ვიზიტების ფონზე ბოლო ორი წლის განმავლობაში საინტერესო პოზიცია გამოიკვეთა: ბაღაფშის ყველაზე აგრესიული კრიტიკა და აფხაზი ხალხის ინტერესების ღალატში და რუსებისთვის აფხაზეთის სიმდიდრეების გადაცემაში დადანაშაულების ყველაზე მწარე ბრალდებების ავტორად იქცა ადრე ყველაზე პრორუსული აფხაზი პოლიტიკოსი რაულ ხაჯიმბა! პოლიტიკაში ოღონდ მეტოქე დაასუსტო და მართლაც ყველაფერი მოსულა, მაგრამ… რაულ ხაჯინბას მთავარი მინუსი წინა საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მისი პრორუსულობა იქცა… ამის მერე ხაჯიმბამ რუსი პატრონებისგან დისტანცირება დაიწყო და თუ ადრე პროქართულობას აბრალებდა ბაღაფშს და ანქვაბს, ახლა სწორდაც რომ პრორუსულობის ბრალდებებით იწყო მათი მეთოდურად დაძირვა!
სავლეს პავლედ ქცევის ეს საინტერესო პროცესი მხოლოდ შირმა იქნებოდა, რომ არა სერგეი ბაღაფშის უეცარი მოსკოვური გარდაცვალება, რომელმაც მე ჯერ კიდევ 20-იან წლებში მარშალ ფრუნზეს მოსკოვში ბრმა ნაწლავის საოპერაციოდ ჩასვლა და „მოულოდნელი“ სიკვდილი გამახსენა. უცნაური ის იყო, რომ ბაღაფშის ოპერაციიდან მეორე დღეს რატომღაც არავის უხსენებია სიმსივნე და მეტასტაზები, ხოლო შემდეგ, როცა მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, მიუხედავად ბრავადული განცხადებებისა (საშიში არაფერიაო, რომელიც ტიპიურად „პრავდის“ სტილში იყო და უკუღმა უნდა წაგეკითხა!) მესამე დღეს ბაღაფში მოულოდნელად გარდაიცვალა… ის, რომ გვამი მაშინვე კი არ გადაასვენეს სოხუმში, არამედ რამდენიმე დღით მოსკოვში დატოვეს „პანაშვიდის გადასახდელად“ კვალის ჩაფარცხვის ოპერაციას ჰგავდა…
საინტერესო კი ის არის, რომ თუ ამჟამად ბაღაფშის მმართველობის დროს მომხდარი საიდუმლო გარიგებების „გახსნა“ დაიწყო, ამით მოგებული სწორედ ის ყველაზე „მამხილებელი“ ოპონენტი აღმოჩნდება, რომელიც გარდაცვლილს აფხაზი ხალხის ინტერესების ღალატში დებდა ბრალს, თუმცა თავად ვისი და რისი დამცველია, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ჰოდა, საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე ბაღაფშის ასეთი მოულოდნელი წასვლა სწორედ ხაჯიმბას და მის ფარულ (თითქოს „დაპირისპირებულ“!) მფარველებს უხსნის ხელებს, რომ სავსებით მოსალოდნელი ორი შედარებით პროდასავლელი და პრაგმატიკოსი ლიდერიდან (შამბა და ანქვაბი, ამ უკანასკნელს ბოლო 3 წელიწადში სამი ტერორისტული აქტი მოუწეყვეს!) კი არ გაკეთდეს არჩევანი, არამედ – „აფხაზი ხალხის უფლებების გმირულად დამცველ“ რაულ ხაჯიმბაზე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს ისევე ლამაზად და უხმაუროდ გადააბარებს რუსეთს, როგორც ამას საქართველოში რუსეთთან მუდამ მეომარი და რუსეთისთვის ყველაფრის მიმყიდველ-დამთმობი მიხეილ სააკაშვილი ახერხებს…
სერგეი ბაღაფში კავკასიური ტრადიციების მიმდევარი ადამიანი გახლდათ და საკუთარი ხალხის ცემა-ტყეპით და, დაშინებით, ნულოვანი ტოლერანტულობით თავი არ გამოუჩენია. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მისი მმართველობა კორუფციისაგან თავისუფალი იყო, მაგრამ ამ მხრივ, რომ მიხეილ სააკაშვილს და ედუარდ კოკოითს ძალიან „ჩამორჩებოდა“, აშკარაა.
ამ წერილში განზრახ არ შევეხე სერგეი ბაღაფშის დამოკიდებულებას აფხაზეთის ქართულ მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ იგი ამ მოსახლებისათვის მისაღები და მოსაწონი პოლიტიკოსი იყო. მის დროს გალის მოსახლეობა ოფიციალურად გაფორმდა, როგორც აფხაზეთის აბსოლუტურად უუფლებო და დისკრიმინირებული საზოგადოება, ქართველების ათობით და ალბათ, ასობითაც დაყაჩაღების და მკვლელობის ფაქტები უხშირესად გამოუძიებელი რჩებოდა. მაგრამ ჩემი მიზანი ამჯერად არ ყოფილა სერგეი ბაღაფშის ქართველ მოსახლეობასთან დამოკიდებულების ანალიზი. ამჯერად, მე მსურდა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ მოხდა, რომ არადემოკრატიული რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სერგეი ბაღაფში უფრო ახერხებდა თავისი ხალხის (აფხაზების) ინტერესების დაცვას და არაკონფლიქტური მმართველობის წარმოებას, ვიდრე დემოკრატიული დასავლეთის მიერ ერთ დროს „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხული მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის ინტერესების „დაცვას“! მე მგონი, სანამ აფხაზებს ისეთი ლიდერები ეყოლებათ, როგორც მათთვის (sic!) სერგეი ბაღაფში იყო, ხოლო ქართველებს ისეთი, – როგორიც მიხეილ სააკაშვილია, არავითარი პერსპექტივა არ არსებობს იმისთვის, რომ აფხაზებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ! იმ საქართველოში, რომელიც თავის მოსახლეობას ამორალურად და ცინიკურად, საშინელი ძალადობის გამოყენებით უსწორდება, ყველანაირად ამცირებს და ატყავებს! მგონი, პირიქით, არაა გამორიცხული, რომ 2010 წელს ქართული ხელისუფლების მიერ დაწყებული ლტოლვილების დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან მასიური და უკანონო, ღირსების შემლახავი „დეპორტაციის“ შემთხვევებმა საპირისპირო პროცესებს დაუდოს საწყისი – ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთში აფხაზი დე-ფაქტო ლიდერების მმართველობის ქვეშ, რადგან რუსული/საბჭოთა ლოზუნგი „Бей своих, чтоб чужие боялись!“ სამწუხაროდ, სწორედ სააკაშვილის „ქართულმა“ სახელმწიფომ გადმოიღო, რომელსაც ქართული არაფერი შერჩა, ლამის, ჰიმნის გარდა!
რა თქმა უნდა, არგუმენტები არ მაქვს, ვილაპარაკო, რომ სერგეი ბაღაფშის უეცარი გარდაცვალება რუსეთის ხელისუფლების მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ყოველივე დაფარული გაცხადდების… ეს სწორედ რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დროს გახდება ცხადი. და თუ ჩემი ვარაუდი სწორია, მაშინ კიდევ ერთი საინტერესო საკითხი დგება დღის წესრიგში – რატომ უნდა ეზრუნა რუსეთს თავისი „მოკავშირის“ – სერგეი ბაღაფშის თავიდან მოშორებაზე და რატომ იტანს უდრტვინველად „მოსისხლე მტრის“ მიხეილ სააკაშვილის ბაქიბუქს და კიტრის პწკალით ჩხვლეტებს? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ სერგეი ბაღაფში იყო ის ადამიანი, ვინც საკმაოდ დახვეწილად არ აძლევდა რუსეთს აფხაზეთში თავისი ინტერესების სრულად გატარების შესაძლებლობას, ხოლო მიხეილ სააკაშვილის გამყიდველი, უნიათო და რეგვენი ხელისუფლებლება კი სწორედაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?!
აფხაზ ხალხს ვუსურვებ არ დაეკარგოთ დემოკრატიის შენარჩუნების ჟინი!
მხოლოდ ეს იქნება იმის გარანტია, რომ მომავალი პრეზიდენტი გარდაცვლილზე უკეთესი თუ არა, უარესი არ იქნება…
P.S. სერგეი ბაღაფში წარმოშობით ლაზი იყო და ცოლი ქართველი ჰყავდა.
რამდენადაც გამიგია, კარგი მეოჯახე და მამა იყო.
ჩვენი – აფხაზების და ქართველების – ბედის სიმწარე და უკუღმართობაა ეს, რომ ეს ადამიანი თავისი და მეუღლის სამშობლოს – საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ლამის მთელი თავისი სიცოცხლე და, ნებით თუ ინერციით, ის გზა გააგრძელა, რომელიც ორივე ჩვენი ხალხის მომავლისათვის კატასტროფული შეიძლება იყოს… მაგრამ ვაღიაროთ, ამაში ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების წვლილიცაა, და, განსაკუთრებით, საქართველოს ბოლო ორი ხელისუფლების – უდიდესი ბრალია.