მიშური ციხოკრატია (ნაწილი პირველი – რაოდენობა)


საქართველო მოსახლეობის მიხედვით პატიმართა რაოდენობით მე-12 ადგილზეა მსოფლიოში. მაშინ როცა 2004 წელს 88-ე ადგილზე ვიყავით! (World Prison Population List, 2011)

საქართველოს ციხეებში სხვადასხვა მონაცემებით 21,000-დან 35,000-მდე ადამიანი იხდის სასჯელს.

 თუ გავიხსენებთ, რომ შევარდნაძის პერიოდში პატიმართა რაოდენობა 7,000-11,000 ფარგლებში მერყეობდა, ეს კატასტროფული მაჩვენებელია.

სავალალო ფაქტია, რომ საქართველო ოფიციალური მოანცემებითაც კი ევროსაბჭოს ქვეყნების საპრიზო სამეულშია 100,000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით  – 523 კაცი!

ჩვენს წინ მხოლოდ ორი ქვეყანაა – თურქეთი – 630 და რუსეთი – 580.

თან  523 კაცი –  ეს პატიმართა რაოდენობის ოფიციალურ (გამოხშირულ) მონაცემებს ეყრდნობა, ხოლო თუ 30,000 პატიმარს ვიანგარიშებთ, რასაც უფლებადამცავი ორგანიზაციები უფრო სარწმუნოდ თვლიან, გამოდის, რომ საქართველოში 100,000 მოსახლეზე ლამის 750 პატიმარი მოდის და საქართველო ამ მხრივ სამარცხვინო მსოფლიო ჩემპიონი შეიძლება იყოს (დასამშვიდებლად ვიტყვით, რომ ამ სტატისტიკაში არ შედის ირანის, ჩრდილო კორეის, კუბის, ბელორუსიის ანუ იმ ქვეყნების მონაცემები, სადაც პატიმართა რაოდენობას ან არ აქვეყნებენ, ან წინასწარ ცნობილია, რომ არასწორია). აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭომ ანალოგიური მონაცემები გამოაქვეყნა 2006 წელსაც და მაშინ საქართველოში ეს ციფრი 200 იყო (!), რაც რუსულ მაჩვენებელს (576) ლამის სამჯერ ჩამორჩებოდა!

არ არსებობს არავითარი ოფიციალური მონაცემები, რამდენ ადამიანს გაუფორმდა ე.წ. საპროცესო შეთანხმება და რამდენი „განთავისუფლდა“ ათასობით და ათეულათასობით ლარის ან დოლარის შეთანხმებით თუ გირაოს სახით გამოძალვის შემდეგ. მე პირადად 4 ასეთი ადამიანი ვიცი. სამწუხარო რეალობაა, რომ არცერთი მათგანი არ აპირებს ჩივილს, რაც იმის გარანტიაა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ანალოგიური მეთოდებით ბიუჯეტის „შევსებას“.  ამას წინათ პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმა დაასახელა ციფრი, რომ ასეთი დაშინებული და გატყავებული ადამიანების რაოდენობა შეიძლება 50,000-საც კი აღწევდეს. არავითარი კომენტარი ან უარყოფა ამ ინტერვიუს მთავრობის მხრიდან ან მოჰყოლია.

საქართველომ უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც „გაითქვა სახელი“.

ისრაელის 2 მოქალაქე ჩვენი ქვეყნის მინისტრის მიერ იქნა ჩაწერილი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ისინი ქვეყანაში შემოიტყუ (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და მთავარი მეხაფანგის ფუნქცია იკისრა. არაა გასაკვირი, რომ ამის შემდეგ საქართველოს ქმედებები ისრაელის პრესამ „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ აქტებს ტერორისტულ შეადარა.  

აქ მოწოდებულია საქართველოს რამდენიმე ციხე, მათი მოცულობა და რეალური (გა)“დატვირთვა“:

ციხე # 1 (თბილისი) -გათვლილია 750 პატიმარზე, პატიმართა რაოდენობა – 1209 (09.12.2009)

საპატიმრო #8 (თბილისი) – გათვლილია 2500 პატიმარზე. რეალური რაოდენობა – 2905 (14.11.2009)

 ზუგდიდის ციხე #4 – გათვლილია 305 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 578 (16.11.2009)

საპატიმრო  #10 – გათვლილია 370 პატიმარზე. რეალური რაოდენობა 388 (26.11.2009)

საპატიმრო  #2 – გათვლილია 2744 პატიმარზე, რეალური რაოდენობა 3082 (04.12.2009

ციხე #8 (თბილისი) – გათვლილია 3672 პატიმარზე. რეალური  რაოდენობა 3790 (15.12.2009)

ამ ციხის ტუბერკულოზური განყოფილების ტევადობა – 540 პაციენტი. რეალურად კი იყო 733 (25.12.2009)

სამედიცინო დახმარების მოცულობა ციხეებში აბსოლუტურად არაადექვატურია. აი, რამდენი იხარჯება თვიურად ერთი პატიმრის სამედიცინო მოვლაზე:

Tbilisi prison No.1 – 1,26 $

Tbilisi prison camp No.3 – 0,71 $

Tbilisi prison camp No. 8 – 1,20 $

Tbilisi prison camp No. 10 – 0,95 $

Rustavi prison No.1 – 1,75 $

Rustavi prison No.2 – 1,24 $

Rustavi prison No.6 – 1,50 $

Kutaïsi prison No.2 – 1,52 $

Batumi prison No.3 – 1,00 $

Zugdidi prison No.4 – 0,70 $

Zugdidi prison No.5 (female inmates) – 1,24 $

Ksani prison No.7 – 0,94 $

Geguthi prison No.8 – 0,60 $

Khoni prison No.9 – 1,31 $

Avсhala prison – 1,45 $

http://www.ishr.org/ISHR-Georgia-Report-2010-Prison-Conditions-in-the-Republic-of-G.1367.0.html

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s