When Injustice Becomes Law, Resistance Becomes Duty – თუ უსამართლობა დაკანონდა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება


კითხვა:

როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ (საზოგადოების მახრჩობელა, უკანონო, უსინდისო) მთავრობას?

პასუხი:

ყველაფრით!

– ნებისმიერი იმ ხერხით, რაც დასაშვებია:

1) პირველ რიგში, არჩევნებით და საარჩევნო გარემოს მაქსიმალურად გამოსწორებით, რომ მასში ბევრი ხვრელები არ რჩებოდეს მიშას ვირთხებისთვის.

2) მეორე რიგში (ან იქნებ პირველ რიგშიც კი) –  ხელისუფლების პროპაგანდისტულ-ჰებელსურ მანქანის მემანქანეების, უსინდისო მატყუარების და კიდევ უფრო უძველესი ხელობის ურნალისტების მაქსიმალური მხილებით. და იმის მოთხოვნით, რომ საქართველოში არსებობდეს ერთი ეროვნული მასშტაბის თავისუფალი არხი, რომლის დაფინანსება არ მოხდება ხელისუფლების და მისი მარიონეტების მხრიდან. ახლა აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებამ ისევე მოუნდომა გატყავება და ნაჭერ-ნაჭერ აქნა ”ნეიტრალურ” ივანიშვილს, როგორც თავის დონეზე პოლიტიკურად ანგაჟირებულ პატარკაციშვილს და დამტკიცდა, რომ ”ნეიტრალიტეტი” არსებობის ოდნავ გახანგრძლივებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ გადარჩენას, ამ რეჟიმის პირობებში, -არა!   მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის რესურსი უნდა მოხმარდეს ამ საქმეს – თავისუფალი მედიის აღორძინებას. ხალხმა ბათუმში, ქუთაისსა და თერნალშიც უნდა იცოდეს, ვინ არის ოთარ გვენეტაძე, რას აცხადებენ ხელისუფლების უსინდისო ადეპტები – ნუგზაარ წიკლაური და ვახტანგ ბალავაძე, ასევე ნამუსგაუპატიურებული დავით ამირეჯიბი და ხათუნა ოჩიაური – ვეტერანების დარბევის ფაქტზე. და იმ დროს, როცა ამერიკის ელჩიც და მთავრობისთვის აქამდე საამური სახალხო დამცველი ალაპარაკდნენ პოლიციის მხრიდან კანონდარღვევასა და ძალადობაზე, ჩვენი რაიონების მოსახლეობის მთავარი ტელე-სიახლე არ უნდაიყოს ოპრა უინფრი და ნემცოვის დაკავება! საერთოდ რამოდენა თვალთმაქცობაა ნემცოვის დაკავებაზე აღშფოთება იმ ადამიანისგან, ვისთვისაც ახალ წელს სანუკვარი მისალოცი პიროვნება პუტინზე არანაკლები დიქტატორი ლუკაშენკო გახდა!

3) გამოძიებებით და სასამართლო-პროცესუალური ფორმით (მიუხედავად იმის, რომ საქართველოში ამ საქმეთა წარმატების 1% შანსი თუა, მაინც საჭიროა). თითოეული ის ხოლუაშვილი და ჩემია ყოველ უკანონო გადაწყვეტილებაზე მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ეს მთავრობა მუდმივი არაა, და რომ სწორედ ისინი აგებენ პასუხს ამ უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებებისათვის! უნდა მოხდეს იურიდიულად ხელისუფლების მხრიდან ყველა დარღვევის სასამართლო ფორმით გასაჩივრება (სტრასბურგის სასამართლოს დონემდე) და ჟურნალისტური გამოძიებების თარგმნა და გავრცელება! რაც მეტი ნაგავი წარმოდინდება ჩვენს სახელისუფლებო კოკადან (და სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან იქ ნაგვის მეტი უკვე თითქმის არაფერი დგას!), მით მეტი იქნება ყურადღება და თვალების დაჭყეტა უცხოური უფლებადამცავი ორგანიზაციებიდან. ფაქტი, რომ მეფე შიშველია და უსამართლოა, მალე ძალიან აშკარა გახდება ყველასთვის -საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური წრეების ჩათვლით, რომლებმაც ეს ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ აქამდე დიპლომატიურად დუმდნენ! ამერიკის ელჩის ბოლო გამონათქვამები წესით არ უნდა უქმნიდნენ მიშიკოს იმის ილუზიას,  რომ მის მიმართ რუზველტის სამოსაზე ნათქვამი ფორმულა იმოქმედებს…

4) პროტესტის აქციებით. ყველაფერზე, რაც უნდა გაპროტესტდეს! –

უნამუსოდ ჩაწყობილ ტენდერებზე, 2 წლით გახანგრძლივებულ ტყეების ჭრაზე, წყლის გაძვირებაზე, დასუფთავების მომატებულ გადასახადზე, გაერთიანებულ ქვითარზე და დენის ჩაჭრაზე დასუფთავების გადაუხდელობის გამო, ტრანსპორტის გაძვირებაზე (ჯერ სად ხართ!), ბენზინის გაძვირებაზე (მალე იქნება), ქონების და სხვა გადასახადების მომატებაზე (!), უკანონო დაჭერებზე, ბიუჯეტის უტვინო, ამორალურ  და უკანონო ხარჯვაზე…

არაა საჭირო აქციების რეკორდულობა! 90 დღე, 300 ათასი!.. ეს ყველაფერი უკვალოდ არ გამქრალა. ახლა სხვა ეტაპია. უნდა იყოს (და იქნება!) მრავალი აქცია – განსაკუთრებით – რეგიონებში!

იყოს 100 და 500 კაცი… ყოველდღე მივიდეს სხვადასხვა პარტიის აქტივი და დააფიქსირონ პოზიცია ყველა დამპალ და ქურდ სამინისტროსთან! გუბერნატორების და პროკურორების სასახლეებთან ხალხიც თანდათან მოიმატებს და უცხოური ჟურნალისტების რაოდენობაც. იქნება ფიზიკური ძალადობაც, მაგრამ უეკლოდ ვარდნი არავის მოუკრებიან… მთავარია, ვეცადოთ,რომ ყველაფერი დაფიქსირდეს. ხალხი უნდა იცნობდეს ოთარ გვენეტაძეებს! ეს ხალხის ფიზიკური და ამოთარ გვენეტაძეების მორალური გადარჩენის უკანასკნელი შანსია!

მე, პირადად, მივესალმები ოპოზიციის აქციათა დივერსიფიკაციას!

 

იმუშაონ აქციების ფრონტზე იმ პარტიებმა, ვისაც ეს უკეთ გამოდის – ეროვნულმა ფორუმმა, ლეიბორისტებმა, ქართულმა პარტიამ!

 

ხოლო რესპუბლიკელებმა, მემარჯვენეებმა და ქდს-მა უფრო საარჩევნო გარემოზე იმუშაონ…

 

ყველამ ის საქმე აკეთოს, რაც უფრო გამოსდის და ხალხი მას დაუჭერს მხარს, ვინც უფრო შედეგიანი აღმოჩნდება. მე პირადად არჩევნები ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგები და სხვა სახის აქციები დაიწყება. ზოგიერთ მათგანში მივიღებ კიდეც მინაწილეობას, იმის გათვალისწინებით, ვინ და რა მოთხოვნით ჩაატარებს.

ხელისუფლებამ ხალხს ომი გამოუცხადა.

დაწერილია გეგმა, როგორ უნდა მოხდეს საქართველოდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა და გაყრა ან მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა.

ხელისუფლებამ იჩქარა, როცა სინგაპურიზაციის შესახებ თავისი ხვაშიადი გაამჟღავნა! სამაგიეროდ, ხელისუფლებას სურს ჩამოასახლოს აქ ბლომად უცხოელი – ათასობით და ასიათასობით და შემდეგ ისინი აქციოს ეკონომიკურად და იურიდიულად პრივილეგირებულფენად – ერთი წინასწარი გარიგებით, რომ ეს ახალმოსახლეები ყოველთვის და მხოლოდ ნაცმოძრაობას მისცემენ ხმას!

ომს არ იგებენ მხოლოდ ერთი მეთოდით და ერთი სახეობით. ყველა დასაშვები მეთოდი მისაღებია.

დაუშვებელია

ა) იარაღის გამოყენება

 

ბ) დაუშვებელია ოპოზიციის წევრების მიერ სხვა ოპოზიციონერების მიმართ კომპრომატებით ომი. (მართალია, მე გია თორთლაძე ოპოზიციონერი დიდი ხანია, აღარ მგონია, მაგრამ ამ წუთში მის წინააღმდეგ რიტორიკის აზრიც არ მესმის). მე  შეიძლება დიდ პოლიტიკოსად არ მიმაჩნდეს ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ ნამდვილად სერიოზულ პოლიტიკურ გამარჯვებად და ადამიანურ სიბრძნედ ჩავუთვალე მას ნინო ბურჯანაძესთან წინასწარ მოგებულ ომში არჩაბმის გადაწყვეტილება! ქალბატონ ნინოს კი მინდა ვუსურვო მომავალში მაინც სამიზნეების და ტაქტიკის სწორი არჩევა.

ადვილი არაა…

მაგრამ თუ ადვილი გეგმა გაქვთ – არ დაიჯეროთ. ეს მთავრობა არ იქნება ისე ადვილად გასაშვები, როგორც შევარდნაძე აღმოჩნდა. 

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე არის საქართველოს კიდევ უფრო გაპარტახების, ჩვენი შვილების სამუდამო მონობისთვის ან ჩვენი ქვეყნიდან გაყრის და ქვეყნის დაქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი! ეს ხელისუფლება არის კიბო, რომელიც შიგნიდან ღრღნის საქართველოს დაძაბუნებულ ორგანიზმს და გარეშე მტრისთვის კიდევ უფრო ადვილს ხდის საქართველოს მონელებას.

მაგრამ მოჩქარეს მოუგვიანდესო… ალბათ სჯობს, რევოლუციურ ნაბიჯებზე თავი შევიკავოთ… მიხეილ სააკაშვილი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის მომხრეებს,რომლებიც კარგად ხედავენ, რომ მიშას მარგი ქმედების პოტენციალი უკვე უარყოფითი ხდება – ფულებს და ინვესტორებს ვეღარ იზიდავს, მისი სიმაგრის უკვე გოგა ხაჩიძესაც აღარ სჯერა, ის კი არადა -წვიმადა თოვლიც ვერ გაუკონტროლებია და ხან ადეიშვილის მილიარდების იმედადაა და ხან – ვანოს მანქურთების. იქამდე მივიდა საქმე, რომ ამერიკის ელჩი და პატრიარქი კი არა, უკვე თეა თუთბერიძეც აკრიტიკებს და ჟურნალი ტაბულა წლის ადამიანადაც აღარ თვლის, მიუხედავად ობამას ხელისანაბეჭდისა…

ამიტომ, ვიჩქაროთ, მაგრამ – ნელა. როგორც ოქტავიუსი იტყოდა – festina lente…

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s