ლაჩრების შური


”შური არს მწუხარებაი სხუისა სიკეთესა ზედა”

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ორბელიანის ამ სიტყვების სიბრძნეში.

შურს აქვს დასაწყისი. როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ მას არ აქვს ის, რაც სხვას აქვს.

შური უსასრულოა.

შურის მორჩენის სამი გზაა მხოლოდ:

ა) ადამიანმა უნდა შეიძინოს (სამართლიანად ან უსამართლოდ) ის, რაც სხვას აქვს და მას არა;

ბ) ადამიანმა სხვას უნდა წაჰგვაროს ის, რაც მას არა აქვს. ან უნდა გაანადგუროს მაინც, რომ არც სხვა ჰქონდეს.

გ) ადამიანმა ან თავისი თავი უნდა დაიბრმავოს, ან – ყველა დანარჩენი.

ყველაზე საშიში ლაჩართა შურია.

რადგან ლაჩრობა უხშირესად ვერ გამოსწორდება. ამდენად ა) ლამის გამორიცხულია.

ბ)-ც ძალიან ძნელია, გმირობას ვერ გახდი სხვას პალტოსავით და ვერ მოირგებ საკუთარ ღიპზე ან უკანალზე .

რჩება გ).

და რადგანაც ლაჩარი თავის თავს ვერ დაიბრმავებს (აბა რისი ლაჩარია?), მაშინ მხოლოდ ისტორიის გადაწერაა ”გამოსავალი”.

საქართველოს მთავრობა ვერ იტანს აფხაზეთის ომის ვეტერანებს.

ომის მატრაკვეცულად დამწყები და მერე 36 საათში წამგები ხელისუფლება, თვითმფრინავის ხმაზე ბენ ჯონსონივით გაქურციკებული კურდღელი და საიდუმლოდ დამალულ კაპიტულაციაზე ხელის მომწერი ტრიბუნგენიოსი ვერ იტანს ხალხს, რომლებმაც 13 თვე გაძლეს და ეომეს რუსეთს, რომლებსაც არ მიუტოვებიათ თავისი ნაწილები, რომლებიც ალყაშემორტყმულ სოხუმში მიდიოდნენ და თვითმფრინავში ფეთქდებოდნენ…

არ უნდა ერთსაათიან ოპერებში მილიონების გადამყრელ ხელისუფლებას, რომელსაც სინამდვილეში ლუჩანო პავაროტი ლევი პავაროტისგან ვერ გაურჩევია, არ უნდა, რომ ომის ვეტერანებს თუნდაც მინიმალური დახმარება გადაუხადოს! ურჩევნია, რომ ადრე ჩადოს მიწაში ეს გმირი ხალხი, ამდენი ხანი ჩუმად რომ იტანდნენ გაჭირვებას! მერე კი სიამოვნებით დააფრქვიოს რეჩები პანაშვიდებზე.

სააკაშვილი ოცნებობს იმ დროზე, როცა არცერთი აფხაზეთის ომის ვეტერანი არ იქნება ცოცხალი, როცა არც ერთი 2008 წლის ომის ვეტერანი არ იქნება ცოცხალი, როცა გორის გარბენის არცერთი მხილველი არ იქნება ცოცხალი და როცა ის ყველას ამაყად და შვებით მოუყვება, როგორ მოიგო ასწლიანი ომი რუსეთთან, როგორ დახოცა მტრის მთელი დივიზია, როგორ მიუძღოდა ტანკებს თეთრი ფორმულა-3-ის მანქანით (ან – რეაქტიული გამანადგურებლის შტურვალთან), როგორ იღებდა სევასტოპოლს და ვლადივოსტოკს! როგორ მარტოდმარტომ შეანგრია კრემლის კედელი თავით… მიუნჰაუზენობას ხომ საზღვარი არ აქვს…

და ეს ბასიშვილის ზონდერბრიგადები! ეს მანქურთებადქცეული ძალოვნები – 2008 წელს რომ უკან ფეხებს ირტყამდნენ და ახლა საკუთარ ხალხთან – მშიერ და ნაშიმშილებ ომის ვეტერანებთან და ქალებთან რომ დიდი ძალა აქვთ! ეს საშობაოდ ძალადობაზე დაგეშილი ლეგიონი, რომელიც ისევეა ქრისტიანი, როგორც ბარაბა, მაგრამ პირჯვრის გადაწერა მაგარი იციან – ამათი ლაჩრობის შური არის ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და დამანგრეველი…

როცა ისინი ქალებს ურტყამენ, ჰგონიათ, რომ ამით გაძლიერდებიან!

როცა ისინი მოშიმშილეებზე ძალადობენ, იმედი აქვთ, რომ მათ შინელივით გააძრობენ გმირობას და თავად მოისხამენ! 

როცა მათ სახლში ქართველ ხალხზე ძალადობაში მიღებული პრემია მიაქვთ, ჰგონიათ, რომ იმ ფულით ნაყიდი გოზინაყი ტკბილად დააბერებთ!

როცა ისინი საქართველოს და მის მომავალს ადღეგრძელებენ, ბოყინს და სლოკინს ბოლოკით ახშობენ და ვერ გრძნობენ, რომ ეს მათ დაბრედილ სინდისს აბოყინებს და ასლოკინებს ჯერ კიდევ სულთმობრძავს…

როცა ისინი პირჯვარს იწერენ და სანთელს ანთებენ, უცნაურია, რომ სააკაშვილის და მერაბიშვილს ხატს არ ეძებენ – წმინდა გიორგი როგორ მიიღებს მათ ლოცვას ან სანთელს, ისინი ხომ არ ინანიებენ, ქალებზე, მოშიმშილეებზე და ბავშვებზე ძალადობით გულმოცემულნი?!…

 

”არ მარადის იშვეთ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!”

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s