საქართველოს გადამრჩენელ ელემენტთა სია – ოუ-(მი)-შენის 21 -აჩკო! და კიდო ერთი – ჩაიწვი, მიშა?!
Posted: 2011/01/27 Filed under: ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან, წერილები და მიმართვები, Uncategorized | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, საქართველო, საქართველო თუ მიშა?, ტურიზმი დატოვე კომენტარი(მეხუთე ელემენტის გარეშე, მაგ როლზე გვყავს უკვე მია – ვანკუვერიდან )
- ბურები – ხერხით – ხერხუნათი, ხელეჩოთი, წალდუნათი… და მონების მენეჯმენტის 200-წლიანი გამოცდილებით
- თოვლი (ვტაროი ვ მირე, პერვიი – ვ სან ფრანცისკო) – რომელსაც ღმერთი სპეციალურად ჩვენთვის ატრამბოვკებს და აწერს – ”მეიდ ფორ პრაუდ ჯორჯია – მიშისტან” (ეს იმიტომ, რომ შეცდომით ატლანტაში არ ჩააგდოს, სადაც სეტყვაც მაგარ თოვლად წავა – უნახავმა რა ნახაო)
- განათებული უშბა
- ტურიზმი (მე-2 და მე-3-ის ჩათვლით) ყოვლისმომცველი და უკიდეგანო -ანაკლიიდან მესტიამდე და აბრატნა, ქობულეთის და გონიოს ვერცხლის პესკებიდან ბორჯომის ნავთობსადენიან პარკამდე, გუდაურიდან ბაკურიანამდე და სიყვარულის ქალაქიდან – ქალაქამდე, რომელსაც ყველა ჩამოსული ორგაზმამდე უყვარს. ტურიზმი მიწაზე, ჰაერში და მიწისქვეშ(მეზოზოური) – ”მერსედესის” ნიშნის ჯინაზე!
- ბოლივუდი – ”მე რა ჯუპა ესჯაპანით” და ლექს-სენით – ყველაფრის ყველასთვის სანახებლად და პუწინის გულისგასახეთქად;
- ჯუგაანის სკოლა, რომელსაც შეჰშურვიან ჰარვარდი და ემ-აი-ტი, კებრიჯი და ოქსფორდი, სორბონა და ჰაიდელბერგი (არაცემენტი!), ჩოსერი და ჩოჩორი!
- მწვანე ლეპტოპები და მწვანე რეიტუზები. ბავშვობაში – უფრო პირველი და დიდობაში – უფრო მეორე;
- შაშკინის მანდა-ტურები, როგორც სისხამ-ტურები;
- ხათუნიკოს ციხე, როგორც აპოთეოზი ევროპელობისა;
- ნაცტელევიზია, როგორც არიცია და როგორც სერიული მოძალადე – ტვინზე, ნამუსსა და ადამიანობაზე;
- პოლიცია, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდითაა (მალე უკვე ფეხსალაგშიც და ლოგინშიც – სხვადასხვა გაჭედილობების და ოჯახური ძალადობის პროფილაქტიკისთვის);
- ნინო კალანდაძე, როგორც მიშპლომატიის ცისკრის ვარსკვლავი – ვენერა (გრუზჩიკის მკლავებიანი);
- ის მწვანეთმიანი და წვერებიანი კაცები, რომლებიც ვერც გავიგეთ, ვინ იყვნენ და რამდენი აგვაღლიტეს;
- საქართველოს შაპიტო პარლამენტი, როგორც ქართული სოფლის მეურნეობის უკანასკნელი პროდუქტი (ბინდისფერი ქლიავი)
- ლოკოკინები და ბაყაყები, სირაქლემა ემუ და ნიანგები (პუტინის გარდა) – ქართული მეცხოველეობის დრაივინგ ფორსები;
- ოპერა – უფრო ბათუმის ბოჩ-ელინური, მაგრამ შიგადაშიგ – ქუთაისის რომაული ოპერაც;
- უცნობი წარმოშობის ქართული ჯიშის ხორცი, რომელსაც ცეზარ ჩოჩელი ყველას აგვაქნის თავის ერთადერთ და განუმეორებელ საწარმოში;
- ”დუინგ ბიზნეს იიზის” რეიტინგები, რომელიც, რაც უფრო დედა გვეტირება, მით უფრო გაუმჯობესდება, რადგან რაც უფრო ნაკლები დავრჩებით, მით ადვილი იქნება აქ ბიზნესის დაწყება!
- მანქანის დაბურვაზე (ქვეყნის დაბურვა შენაძლება, და მანქანის -არა!), მანქანაში სექსზე, და ხშირად ჩასუნთქვაზე დაწესებული ქართველი ხალხის სა-კეთილ(ებ)-დღეო გადასახადი;
- პადოშა, რომელიც დედამიწის და მარსის ყველა მწვერვალზე ავა და მღვიმეში ჩავა, რათა იქ დააწეროს, რომ საქართველო ოკუპირებულია და შველას ითხოვს ინვესტიციების სახით.
- ურნალისტები, რათა შევიშნოთ და შევიყვაროთ სახელმწიფო, რომელიც უკვე შე(გვ)დგა;
- დაბოლოს – ტუნიზმი, როგორც ტურიზმის საბოლოო ალტერნატივა – თუ წინა – ოუ-მი-შენის 21-მა – არაფერი გვიშველა და მიშა ჩაიწვა…
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან (უცნობი ავტორის ლექსი, მწოდებული მამუკა აბულაძის მიერ, 20.01.2011)
Posted: 2011/01/21 Filed under: Uncategorized | Tags: დევნილები, დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, პოლიცია დატოვე კომენტარიბაგები. თოვლი
დრამატული პოეზია
2011.01.20
…————————–
———————-
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან
(თოვლი არაფერ შუაშია, უბრალოდ დაემთხვა)
დადგნენ გაფუყული პოლიციელები,
გააკეთეს დერეფანი,
და თეთრი ხალიჩის გავლით
ხელკავით ჩამოატარეს
მოხუცებულები,
ინვალიდები,
შვილმოკლული დედები,
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი,
სტუდენტები,
ახალდაქორწინებულები…
ფოტოალბომები,
სარეცხის მანქანები,
მეორად მაღაზიაში ნაყიდი ავეჯი…
და ოპერატორები გვიღებდნენ ვიდეოს…
და ერთადერთი მწვანე,
რომელიც ამ სიუჟეტში შემთხვევით გაერია,
იყო მინის სათამაშოებით მორთული ნაძვისხე…
– დარეკეთ მის პატრონთან? – კითხულობდა ერთი,
სხვაზე გაფიქრება რომ შეძლო…
– დავრეკეთ უკვე! – პასუხობდა მეორე…
– რაო მერე?..
– გზაში ვარო, გზაში, გზაში, გზაში…
ჩვენ გამოგვასახლეს ციდან,
საკუთარი თავებიდან გამოგვრეკეს გუშინ
და იარეთო გვითხრეს,
ასე:
პირდაპირ,
ირიბად,
მარჯვნივ,
მარცხნივ…
წრეზე,
კვადრატზე,
კუბზე…
და ლოკეთო მარილი –
საკუთარი თვალები,
თოვლში ჩარჩენილი აქა–იქ…
ცხვრების დუმილი და აფთრების ყმუილი
Posted: 2011/01/20 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: დევნილები, დემოკრატია და პლუტოკრატია, ვეტერანები, თავისუფლება, მიხეილ სააკაშვილი, პოლიცია %(count)s კომენტარისამი თვის წინ დევნილმა ნანა ფიფიამ, რომელსაც მინისტრის მოადგილემ ფოცხოეწერში თავის გადასარჩენად ბალახის ჭამა ურჩია, სამინისტროს წინ თავი დაიწვა!
საქართველოს მთავრობას ეს არ მოეწონა და გამოსავალი მონახა – სასწრაფოდ გაასახლოს დედაქალაქიდან და სხვა ქალაქებიდან ლტოლვილები, რათა თუ ისინი ისევ დაიწვავენ თავს, ეს არავინ გაიგოს!
როცა გაჭირვებულმა ადამიანმა ტუნისში თავი დაიწვა, ხალხმა ხელისუფლება ჩამოაგდო.
ამბობენ, რომ ქართული საზოგადოება ტუნისურზე უფრო განვითარებულია!
მაგრამ იქნებ ეს უფრო განვითარებული საზოგადოება კი არაა, არამედ ცხვრის ფარაა – სასაკლაოზე მირეკილი?
სიღნაღიზაცია გრძელდება!
შემდეგი ეტაპი – თბილისიდან უმუშევრებს და მათხოვრებს გაასახლებენ – ისინიც ”აფუჭებენ” ქალაქის ხედს და ინვესტორებს აფრთხობენ!
მათხოვრებს მიჰყვებიან ლოთები და მთვრალები (ხომ დაიჭირეს გმირთა მოედანზე ადამიანი მარტო იმისთვის, რომ ნასვამი იყო!)!
მერე დადგება ინვალიდების ჯერი!
მერე ალბათ ექიმებს გაასახლებენ, რადგან თბილისში ბევრი ექიმია და ფოცხოეწერში – ცოტა!
მერე გაასახლებენ იმ მასწავლებლებს, რომელთა საათობრივი დატვირთვა 18 საათზე ნაკლებია… და იმ მშობლებს, ვისაც 10-წელზე მეტია, შვილი არ შეეძინა!
მათ იმ ოჯახებსაც მიაყოლებენ, სადაც 6 და მეტი ბავშვია! და ბოლოს დადგება გამხდრების და მსუქნების, მაღლების და დაბლების ჯერი.
ხოლო ბოლოს ყველა იმას გაასახლებენ, ვინც ამ დროისთვის ნაცმოძრაობის რიგებში არ იქნება გაწევრიანებული!
და ეს იქნება ბედნიერი ქალაქი!
ქალაქი, სადც უყვართ პოლიცია და ლოცულობენ პრეზიდენტზე!
ქალაქი, სადაც ღამითაც დღეა და დღისითაც სამოთხეა!
ქალაქი, რომელსაც უყვარს უცხოელები და ფეხები ფართოდ აქვს გადაშლილი!
ქალაქი, სადაც ყველა მცხოვრები მონაა, ან ბოზია, ან ჩამშვებია, ან ურნალისტია, ან ყველა ერთადაა და რაც უფრო ”წარჩინებულია”, მით უფრო ბედნიერია!
ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!
ცხოვრება მშვენიერია!
აწ და მარადის, სანამ მიშაა ჩვენი მამა, ბათუმი – ჩვენი გოგონა, ვერა – ჩვენი მდგრადი (და ამდგრადი) და ”ტაბულა” – ჩვენი ევროპელობის ფიცვერცხლი!
გლორი, გლორი, მიშალუიაა! გლორი, გლორი, მიშალუიაა!..
გენოციდი ბედნიერების სახელით
Posted: 2011/01/15 Filed under: განვრცობილი ფიქრები | Tags: გენოციდი, ეკოლოგია, თავისუფლება, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მოწამლული გარემო, ნარკომაფია, ნარკოტიკები, ნაცმოძრაობა 2 CommentsI) მოწამლული ჰაერი
II) მოწამლული წყალი
III) არასაკმარისი და/ან სახიფათო საკვები
IV) კონტროლირებადი ნარკომანია
ნებისმიერი ცოცხალი არსების არსებობისათვის აუცილებელია ჰაერი, წყალი და საკვები. თუ ეს გარემო ფაქტორები არასაკმარისია, დაბინძურებულია ან საშიშ მინარევებს შეიცავს, ცოცხალი ორგანიზმები ვერ ვითარდებიან, მუტაციებს განიცდიან, ან კვდებიან. ასევე სასიკვდილოა ცოცხალი ორგანიზამებისათვის სხვადასხვა მავნე ჩვევები (მანია), რაც ამ ორგანიზმების სწრაფ, ან უფრო ხშირად – თანდათანობით ინტოქსიკაციას და ფიზიკურ ან მენტალურ დეგრადაციას იწვევს.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სავარაუდოდ – გაცნობიერებულად, ან მინიმუმ – უნებლიეთ, საზოგადოების დიდ ნაწილს არამცთუ არ უზრუნველყოფს სიცოცხლისათვის აუცილებელი ელემენტებით, არამედ ხელს უწყობს მათ გარემოს დაბინძურებას და აქედან გამომდინარე მოსახლეობის ინტოქსიკაციას და დეგრადაციას, რაც ეკოგენოციდის ტოლფასია.
განვიხილოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი.
[ავტორი დიდ მადლობას უხდის ქართული ჟურნალისტიკის ყველაზე მებრძოლ წევრებს მათ მიერ გაწეული გმირული შრომისათვის, რომელსაც ქართველი ხალხი კიდევ უფრო დააფასებს, როდესაც ამ ხელისუფლების ისტორიის სანაგვეზე დამკვიდრების შემდეგ უფრო დეტალური გამოძიებები ჩატარდება. ამავე დროს, შევეცდები საკუთარი აზრები არ მივაწერო მათ, რისთვისაც საკუთარ მოსაზრებებს დახრილი (Italic) ფონტით გამოვყოფ.]
I. მოწამლული ჰაერი (ცქრიალა შერმადინი – ”ჰაერი, რომელიც გვწამლავს” სტუდია ”მონიტორი”)
როგორც სტუდია ”მონიტორის” მიერ გადაღებული ფილმში ”ჰაერი, რომელიც გვწამლავს” (ავტორი ცქრიალა შერმადინი, რედაქტორი – ნინო ზურიაშვილი) აღნიშნულია, საქართველოში ჰაერი სისტემატურად ბინძურდება სამი ძირითადი მიზეზის გამო:
1) ტექნოლგიურად ჩამორჩენილი წარმოება, რომელიც მავნე მინარევებს ჰაერში გაუფილტრავად ან არასაკმარისი ფილტრაციით უშვებს;
2) მოძველებული წარმოების ავტომობილები, რომელთა დაუხვეწავი კონსტრუქციის გამო გამონაბოლქვი გაზები დიდი რაოდენობით ხვდება ჰაერში;
3) უხარისხო საწვავი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს აკრძალულ მძიმე მეტალებს და სხვა შენარევებს.
დედაქალაქში ამას ემატება მეოთხე ფაქტორიც – ქუჩებში დიდი ოდენობით საცობები.
საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა ჰაერის დაბინძურების გამოწვევას და მიჩუმათებაში შემდეგი არგუმენტებით მტკიცდება:
ა) საქართველოში არ კონტროლდება ჰაერში ორგანული ნივთიერებების კონცეტრაცია, რომელთა უმეტესობა კანცეროგენული (კიბოს გამომწვევ) ეფექტის მქონეა.
ბ) საქართველოში დაწესებული მომწამვლელი ნივთიერებების (ნახშირჟანგი, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგი) გაზომვა არ ხდება მთელს ტერიტორიაზე, არამედ მხოლოდ ე.წ. წერტილოვანი გაზომვები – მავნე წარმოებათა პუნქტებში (კასპი, რუსთავი, ზესტაფონი) და ისიც – საკმაოდ იშვიათად. მხოლოდ 4 ქალაქში, თბილისში კი – მხოლოდ ერთ ჯიხურში, ხდება ჰაერის შემოწმება გარემოს კონტროლის სახელმწიფო სამსახურის მიერ. მაშინაც კი, როცა დაბინძურების დამალვა არ ხერხდება, მაგალითად მანგანუმის კონცენტრაციის რაოდენობა ზესტაფონში 8-9-ჯერ მეტია დასაშვებზე, ეს პრაქტიკულად რეაგირების გარეშე რჩება. სერიოზული პრობლემაა დიდი რაოდენობით წვრილდისპერსიული ნაწილაკების არსებობა მტვერში, რაც საერთოდ არ კონტროლდება.
გ) რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოში დაწესებული მავნე ნივთიერებების ზღვრული დასაშვები კონცეტრაციები გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპული, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ამაყად აცხადოს, რომ მავნე ნივთიერებების რაოდენობა ”ნორმას” არ სცდება. სინამდვილეში, თუ ევროპულ ნორმებით ვიხელმძღვანელებთ, ფილმში მოყვანილი გაზომვების შედეგად თბილისში ნახშირჟანგის კონცენტრაცია 1,5-ჯერ, აზოტის ჟანგისა – 2,5 ჯერ, ხოლო გოგირდის ჟანგისა – 35-ჯერ (!) მეტია ევროპულ ნორმებზე. მაგრამ რადგანაც ქართული ნორმები ძალიან ”ლიბერალურია”, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენებურ ნორმაში ”ეტევა” (სავარაუდოდ, იგულისხმება, რომ ქართველები, როგორც ”უძველესი ევროპელები”, უფრო გამძლე ჯიშისანი ვართ). ეს კონცენტრაციები არაა საკმარისი იმისათვის, რომ მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, მაგრამ სავსებით რეალურია, რომ ისინი იწვევს მოსახლეობის ქრონიკულ ინტოქსიკაციას – იზრდება ავადობა, ნაადრევი სიკვდილიანობა, ინვალიდიზაცია, წამლების გამოყენების აუცილებლობა.
დ) საქართველოში სახელმწიფოს მიერ არ ხდება ტყვიის ნაერთების შემცველი ბენზინის (რომელიც ევროპაში 10 წელზე მეტია აკრძალულია) აკრძალვა, ან კონტროლი მაინც. მანქანის გამონაბოლქვ გაზში ტყვიის შემცველობის კონტროლი მხოლოდ ერთ ადგილზეა შესაძლებელი. კიდევ 2 ჯიხური მხოლოდ ნახშირჟანგის კონტროლს ახდენს. საინტერესოა, რომ თავად საქართველოს საინტარულ-ჰიგიენური სამსახურის მონაცემებით 2008 წლის ჩათვლით ტყვიის შემცველობა ჰაერში დასაშვებ ნორმას აჭარბებდა, ხოლო 2009 წლიდან, მოულოდნელად (იმის მიუხედავად, რომ ტყვიის შემცველი ბენზინის იმპორტი არ შემცირებულა), უეცრად ”ნორმალური” გახდა. ამ დროს, გერმანელების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით საქართველოში ტყვიის შემცველობა ძალიან მაღალია არა მარტო ჰაერში, არამედ ნიადაგშიც, ასევე იაშვილის სახ. ბავშვთა კლინიკაში ჩატარებული კვლევებით ფიქსირდება მისი მომატებული კონცენტრაცია ბავშვების თმებში, რაც ბავშვთა ქრონიკულ ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. ამის შედეგად კი ინტელექტის დაქვეითება არის მოსალოდნელი. ნებაყოფლობითი შემოწმების შედეგად შპს ”მონიტორინგმა” გამოავლინა,რომ საქართველოში იმპორტირებული საწვავი არ შეესაბამება სტანდარტებს. 2010 წელს უნდა შესულიყო ძალაში საწვავის კონტროლი მავნე ნივთიერებების (ბენზოლი, გოგირდი, ბენზპირენის) დაუშვებელ შემცველობაზე, მაგრამ პრეზიდენტისვე ბრძანებით გადავადება მოხდა 2011 წლამდე. რადგან სადღეისოდ შემოტანილი ბენზინი არ შეესაბამება თანამედროვე ”ევრო-5” სტანდარტს (ჩვენთან ასეთი სტანდარტის შესატყვისი ბენზინი საერთოდ არ შემოდის!), ხოლო აზერბაიჯანული ბენზინი (კომპანია ”სოკარი”), რომელიც ყველაზე მეტი შემოდის, ყველაზე უფრო მეტად შეიცავს ტოქსიურ მინარევებს, ამიტომაც ხელისუფლებას, (რომელიც ”სოკართან” წილშია ჩამჯდარი და პირდაპირ დაინტერესებულია ამ ბენზინის გაყიდვით – ს.თ.), არ აწყობდა სახელმწიფო კონტროლის შემოღება. სავარაუდოდ, ეს არც 2011 წელს დაიწყება, რადგან ჩვენი მოწამვლის აცილება მათთვის უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი შემოსავლების უმაღლეს დონეზე შენარჩუნება.
ე) საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2004 წელს გაუქმდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, იგი მანამდეც საკმაოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. გამოცხადდა, რომ კორუფციის აღმოფხვრის და სათანადო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შემოტანის შემდეგ ტექდათვალიერების ხელახლა განხორციელება დაიწყებოდა 2007 წელს, თუმცა იგი რამდენჯერმე გადაიდო და ამჟამადაც გადადებულია 2013 წლამდე. 2000 წელს საქართველოში იყო სულ 257,000 ავტომობილი. ამჟამად კი ქვეყანაში დარეგისტრირებულია 700,000-ზე მეტი ავტომობილი! ანუ დაახლოებით 160 ავტომობილი 1000 მოსახლეზე – საქართველო ამ მაჩვენებლით მსოფლიოში სადღაც მე-60-70 ადგილებს ინაწილებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მანქანათა 85% 10 წლის და მეტისაა, ხოლო 200,000 (28,5%!) – 20 წელზე მეტისაც კი! რაც გამონაბოლქვი აირების მეტი ტოქსიურობის გარანტიაა. ამას ისიც ემატება, რომ ასაკოვანი ავტომობილების მფლობელების უმეტესობას კატალიზატორი, ე.წ. კონვერტორი აქვს ამოღებული მაყუჩიდან, რითაც მავნე გამონაბოლქვების რაოდენობა ათმაგდება. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ კონვერტორი ჩვენს ბენზინს ვერ იტანს და ”იბიდნება”! ასე რომ, ნამდვილი მიზეზის – უხარისხო ბენზინის შეცვლის მაგიერ – გამოსავალი თურმე იმაშია, რომ კატალიზატორს აუქმებენ…
ავტოგამონაბოლქვების პრობლემის გადაწყვეტისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად არარეალური ”გამოსავალი” მონახა: საქართველოს მთავრობა მთლიანად ელექტრომობილებზე აპირებს გადასვლას! ამ პროგრამის ეფექტი ეკოლოგიაზე მინიმალური იქნება, რადგან მხოლოდ 4000 ავტომობილს (საერთო პარკის 0.5%-ს) შეეხება, სამაგიეროდ მისი ღირებულება 164 მილიონი დოლარი იქნება!!!
ვ) საქართველოში მოუგვარებელია ნაგავსაყრელების და ნაგვის ბიოგადამუშავების პრობლემა. თბილისთან არსებული ორი მთავარი ნაგავსაყრელი – გლდანის და იალღუჯის – დღემდე ნაგვის წვით გადამუშავებას მიმართავს, ხოლო პლასტმასის წვის შედეგად გამოყოფილი აირები უაღრესად მაღალი ტოქსიურობის კანცეროგენებს შეიცავენ და მათი დაშორება დასახლებული პუნქტებიდან გაცილებით შორი უნდა იყოს, ვიდრე ეს თბილისის სინამდვილეშია.
ზ) საქართველოში ტყეების და გამწვანების ზოლების ისედაც მცირე ფართობი ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდა. თბლისში გრძელდება სარეკრეაციო ზოლში ხეების გაჩეხვა, პარკებში ძლიერთა ამა ქვეყნისათა სახლების შენება და მეტიც, საერთოდ არნახული კამპანია, სილქნეტის კაბელების გაყვანის გაიოლების მიზნით – ხეების საერთოდ ამოძირკვა! ამავდროულად, გარემოს დაცვის სამინისტრო 2008 წ. ომის დროს გადამწვარი ტყეების აღდგენისათვის თითს არ ანძრევს,მაშინ როცა თავის დროზე ბევრი იყვირეს რუსების განხორციელებულ ეკოციდზე და სპეციალური თანხებიც გამოჰყვეს ამ მიზნით! წელს საქართველოში დეკემბერ-იანვრის პერიოდში გაჩენილი უცნაური ხანძრების შედეგად ათეულობით ჰექტარი ტყე დაიწვა, თან – მაინცდამაინც იმ ადგილებში, რომლებიც საკურორტო ზონებად ითვლება და დიდი ხანია ნაცმოძრაობის ნერწყვმორეული ვნებიანი მზერის სამიზნედ ქცეულა. ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გლეხებს ფულს ვაზის გაჩეხვაში ჰპირდებოდა, არაა გამორიცხული, რომ ხეთა ჭრის და ტყეთა მიზანმიმართული განადგურების უკან სწორედ გარემოს დაცვის სამინისტრო იდგეს, რომლის დასახელებაში ეს სიტყვა – ”დაცვის” – ძალიან უადგილოა და აჯობებდა ”გარემოს მდგრადი და ეფექტური განადგურების” სამინისტრო რქმეოდა.
თ) საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელება 100,000 მოსახლეზე ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 27%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ფილმში მოყვანილი სტატისტიკით სასუნთქ ორგანოთა სიმსივნეებიც და სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული დაავადებებიც დაახლოებით 2,5-2,7-ჯერ არის გაზრდილი. სავარაუდოდ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე მოსული ხვედრითი წილი (თამბაქოს მაღალ მოხმარების ანალოგიურად) ამ პრობლემის გამოწვევაში დაახლოებით 30-40% უნდა იყოს.
ამდენად, საქართველოს ხელისუფლება:
– არ აფინანსებს ატმოსფერული ჰაერის, მავნე წარმოების და გამონაბოლქვი აირების სათანადო გამოკვლევებს,
– არ ახდენს არსებული უცხოური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების გამოკვლევების შედეგების განხილვას და პოპულარიზაციას. სტუდია ”მონიტორის” და სხვა ეკოლოგიური ჟურნალისტური გამოძიებების გაცნობა ”მაესტროზე”, ”კავკასიაზე”, ან რადიო თავისუფლების პარტნიორ რადიოებში და ჟურნალ ”ლიბერალში” თუ შეგიძლიათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, – საზოგადოებრივ არხზე ან სხვა ნაციონალურ არხებზე! იქ ხომ ”ცხოვრება მშვენიერია!”
– არ აფრთხილებს მოსახლეობას (განსაკუთრებით ორსულებსა და მეძუძურ დედებს, ასევე ბავშვებს) მოსალოდნელი ხიფათის შესახებ,
– არ აწესებს სათანადო სადაზღვევო თუ მატერიალურ კომპენსაციას მიყენებული ზარალისათვის,
– არ აიძულებს საწარმოებსა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს აკონტროლონ პროდუქციული ციკლი და პროდუქტის უსაფრთხოება და გადაიხადონ სათანადო ჯარიმები, რომელიც მიმართული იქნებოდა ჯანდაცვით და პროფილაქტიკურ პროგრამებში.
დასკვნა: საქართველოს ხელისუფლება არის ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების აქტიური თანამონაწილე. მიზეზი კი ის არის, რომ ამ დამაბინძურებელი ფაქტორებიდან – ავტოიმპორტი, უხარისხო საწვავის იმპორტი, მონოპოლიზირებული და თავსგასული წარმოება, ტყეების განადგურება – საქართველოს მთავრობას სერიოზული წილი შესდის და რაში ანაღვლებს ხალხის განადგურებული ჯანმრთელობა?!
II. მოწამლული წყალი (”მოწამლული მაშავერა” – ნანა ბიგანიშვილი)
იმის თაობაზე, თუ როგორ ”ზრუნავს” საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობის ხარისხიან, სუფთა და არასახიფათო წყლით მომარაგებაზე მოგვითხრობს ნანა ბიგანიშვილის ჟურნალისტური გამოძიება ”მოწამლული მაშავერა” (სტუდია ”მონიტორი”), რომელიც ასევე ჟურნალ ”ლიბერალშიც” დაიბეჭდა.
2005 წელს საქართველოს მთავრობამ, რომლის პროდასავლურობაში ეჭვი იმ დროს მხოლოდ ერთეულებს თუ ეპარებოდათ (თავად ჯერ არ გახლდით მათ შორის) გაასხვისა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მომგებიანი საწარმო – შპს”მადნეული”. ოქროს და სპილენძის წარმოება, რომელიც მანამდე შევარდნაძის კლანის ძლევამოსილი გუბერნატორის ლევან მამალაძის მიერ კონტროლირდებოდა, ტენდერის შედეგად გადაეცა ცნობილი რუსი ოლიგარქის გენერალ სერგეი გენერალოვის ჰოლდინგს ”პრამიშლენნიე ინვესტორი”. ტენდერის შედეგად – ეს ისე, თვალის ასახვევად. ბატონი გენერალოვი ხომ მიხეილ სააკაშვილის გამზრდელი ბიძის – თემურ ალასანიას უახლოესი მეგობარია. ჰოდა დასხდნენ, ალბათ, გამზრდელ-გაზრდილი (და მერე როგორ გაზრდილი!) საღამოს ოროთახიანი ბინის ქუხნაში, დადგეს სამოვარი და ლიმნიან ჩაიზე და სუხარზე გადაწყვიტეს – ”მარიტა – შეთესო!”
აღსანიშნავია, რომ 2005 წელს საქართველოს მთავრობა გაცილებით უკეთ იქცეოდა, ვიდრე ამჟამად. ხალხზე ზრუნვის იმიტაციას მაინც ახდენდა. კერძოდ, მაშინ მიღებულ იქნა გარემოს უსაფრთხოების პროგრამა, რომლის მიხედვითაც მავნე ნარჩენების გამომყოფ საწარმოებს ევალებოდათ გარკვეული გამწმენდი ნაგებობის და ტექნოლოგიების დანერგვა, რაც გარემოს დაბინძურებას ააცილებდა. მათ ამისთვის შესაბამისი გრაფიკიც დაუმტკიცდათ. ”მადნეულის” შესაბამის გეგმაში აღნიშნული იყო, რომ კარიერში არსებული ქანების გარეცხვის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო სპეციალური მილსადენი, ქიმიური ნარჩენებით დაბინძურებული წყლის კოლექტორი სალექარით, გამწმენდი ფილტრები და ნაგავსაყრელი. ამის შედეგად ბოლნისის რაიონის სოფლის მეურნეობას ეკოლოგიური ზიანი არ მიადგებოდა. გამწმენდი ტექნოლოგიები ექსპლუატაციაში 2006 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ ისინი დღესაც არ მოქმედებენ. უფრო ზუსტად, რაღაც-რაღაცეები თვალის ასახვევად გაკეთდა, მაგრამ მდინარე მაშავერას დაბინძურება სახეზეა, და ერთადერთი, რაშიც კომპანია ”მადნეული” და სახელმწიფო აქტიურობენ, არის პი-არი და საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და მოტყუება, რომ ყველაფერი კარგადაა და განგაშის საბაბი არ არსებობს.
კომპანიის დირექტორი 2004-2008 წლებში იყო დღეს პარლამენტარი კობა ნაყოფია, რომელიც 2008 წლამდე თავისი კომპანიის თანხებით რეგულარულად აფინანსებდა იმ ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც მერე ღვაწლი დაუფასა და პარლამენტში ადგილი დაუბევა. ფილმში იგი გაღიზიანებული და დამცინავი ტონით ესაუბრება ”მონიტორის” ჟურნალისტს და ამბობს, რომ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ყველა ვალდებულება შეასრულა. სინამდვილეში კი ფილმში ნაჩვენებია, როგორ მიედინება დაბინძურებული, მღვრიე მოწითალო-მოყვითალო წყალი არა უკან – საწარმოოს ტექნოლოგიურ ციკლში, როგორც ეს პროექტისთ იყო გათვალისწინებული, არამედ მდინარე კაზრეთულაში, რომელიც სულ რაღაც 300 მეტრში მდინარე მაშავერას უერთდება. წყლის სერიოზულ დაბინძურებას რომ ადგილი აქვს, ამას ადასტურებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წლის მაისსა და ივნისში ჩატარებული წყლის გამოკვლევები. აღებული სინჯების ანალიზმა დაადასტურა, რომ მდინარე მაშავერაში წყალი სუფთაა მდ. კაზრეთულას მიერთების წერტილამდე, ხოლო შენაერთის შემდეგ ხდება წყლის მკვეთრი დაბინძურება მეტალებით. საინტერესოა ერთსა და იმავე დღეს ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რკინის კონცენტრაცია იყო 9.66, სპილენძი – 14.71, თუთიის – 5.864. ყველა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს დასაშვებ ნორმებს. იმავე დღეს, თავად ”მადნეულის” მიერ ჩატარებული გამოკვლევებით კი, სურათი ფანტასტიურად დამამშვიდებელია! – რკინა – 0.30, სპილენძი – 1,0, თუთია – 1,0! სამივე ეს მონაცემები თითქოს გადმოწერილია საქართველოში მოქმედი წყლის სისუფთავის ნორმატივების ცნობარიდან, რადგან ზუსტად ნორმის ზღვრული მაჩვენებლებია სამივე მეტალისთვის (ალბათ სიტყვა ”თითქოს” ზედმეტიცაა წინა წინადადებაში). ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავად გარემოს დაცვის სააგენტო ორივე ამ დოკუმენტს ისე ინახავს,რომ კითხვაც კი არ გაჩენია ”მადნეულის” ადმინისტრაციისადმი, როგორ მოხდა ასეთი წარმოუდგენელი განსხვავების დაფიქსირება, როცა მონაცემები 5-30-ჯერ განსხვავებულია. საერთოდ აზრს კარგავს გარემოს ეროვნული სააგენტოს არსებობა, როცა ის ასეთ აშკარა დანაშაულის ფაქტზე არამცთუ გამოძიების ინიციატივით გამოდის, არამედ არც კი ახდენს ამ ფაქტის გახმაურებას. რომ არა ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტის მონდომება, ეს ორი განსხვავებული მონაცემი საიმედოდ იყო უჯრაში გადამალული. მეტიც, ”მონიტორის” ჟურნალისტი ორი თვე ცდილობდა გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისაგან ან პრესს-სამსახურისგან ინტერვიუს აღებას, მაგრამ უშედეგოდ. სამინისტრო, რომელიც თქვენი, ჩვენი და ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, მიუვალ ქაჯეთის ციხედ იქცა, საიდანაც სერიოზულ, განგაშის დარ კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლებელია.
ბოლნისის მოსახლეობა კი მდინარე მაშავერას წყალს ბაღების და ვენახების სარწყავად იყენებს! ფილმში მოყვანილია სანიტარიის ექსპერტის მოსაზრება იმაზე, რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს ამას. სიმსივნეების სტატისტიკური მონაცემების ზრდაში 2000-2009 წწ. ფილმში მოყვანილია ციფრები,რომ საქართველოში სიმსივნეების რაოდენობა 2,5 ჯერ გაიზარდა, ხოლო ბოლნისში კი 4-ჯერ. ეკოლოგიურ ფაქტორზე მოდის დაავადებათა აღმოცენების 20-25%. 2007 წელს გერმანელებთან ერთად ჩატარდა კვლევა. კაზრეთში აღებულ მიწის სინჯებში სპილენძის კონცენტრაცია 49-ჯერ, თუთიის – 18-ჯერ, ხოლო კადმიუმის – 12-ჯერ აღემატება გერმანიაში დადგენილ ნორმებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებულია, რომ კადმიუმის მაღალი კონცეტრაცია სერიოზულად ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს! მართალია, როგორც ფილმში ექიმი ექსპერტი ირმა ღვინერია აცხადებს, სიმსივნეების ზრდაზე მოწამლული მაშავერას გავლენის მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, მაგრამ სხვა რა რჩება იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო არამცთუ თავად არ გამოდის ამ საშიშროების შესასწავლად კვლევების ინიციტორად, არამედ ყველანაირად ბლოკავს მსგავსი კვლევების ჩატარებას და შედეგების გახმაურებას.
ბოლნისის საკრებულოს წინა თავ-რე – გიორგი არევაძე – აღიარებდა მოსალდნელ ეკოლოგიური დაბინძურებს საფრთხეს და თავად წერდა ამაზე. ტელეინტერვიუც მისცა, სადაც განაცხადა, რომ რაიონის ეკოლოგიისთვის მადნეულის საქმიანობა კატასტროფის ტოლფასი იყო. მაგრამ მერე, ეტყობა, ნაცმოძრაობის ბონზებმა გააფრთხილეს, რომ მისი მოვალეობა სიმართლის ლაპარაკი კი არა, მეზღაპრეობა იყო და რამდენიმე დღეში სასწრაფოდ უარყო თავისი სიტყვები. ის, რომ ამ პერიოდში მართლაც ჯერ კიდევ ხდებოდა პრობლემის იდენტიფიკაცია და შესწავლა, ამაზე მიუთითებს ის, რომ თავად ბოლნისის რაიონის ბიუჯეტიდან 2004 წელს გამოიყო 40,000 ლარი მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობის შესწვლისათვის, ხოლო 2005 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ჩატარდა ტენდერი და 200,000 ლარი სათანადო შესწავლებისათვის დავით ტატიშვილის სამურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს გადაერიცხა. ამ გამოკვლევების შედეგები ამჟამად გასაიდუმლოებულია! არც კლინიკა და არც საკრებულო არ იძლევა კვლევის მონაცემებს! კლინიკის დირექტორმა ნუგზარ ბოლქვაძემ ამ გამოკვლევების ჩატარებიდან მალევე დატოვა თავისი თანამდებობა, ხოლო კლინიკის მესაკუთრე – პროფ. დ. ტატიშვილი, ახლაც კი, 5 წლის შემდეგ, მაშავერას და ბოლნისის ხსენებაზე შეშინებული იძახის ტელეფონში -”ა-პა-პა-პა!.. მე მაგასთან არაფერი კავშირი არ მაქვსო!” ფილმის ავტორებმა არაოფიციალური დასკვნა მოიპოვეს – ბეჭდის და ხელმოწერის გარეშე. ამავდროულად “რუსთავი-2”-ის არქივში (ეს ის დროა, როცა ამ ტელევიზიაში ჯერ კიდევ ჟონავდა სიმართლე და 100%-ით სამთავრობო პროპაგანდაზე არ იყვნენ გადართული) მოიძიეს ბატონი ბოლქვაძის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ბოლნისის მოსახლეობაში ფარისებრი ჯირკვლის შესწავლისთვის ჩატარდა 1712 ექოსკოპია, ხოლო 706 ქალს ასევე ჩაუტარდა სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა. 337-ს (19.7%) აღმოაჩნდა ფარისებრი ჯირკვლის, ხოლო 253-ს (35,8%) – სარძევე ჯირკვლის პათოლოგია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. არაოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა კაზრეთში, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ”მადნეულის” მავნე ზემოქმედების შედეგია. წესით, ამ გამოკვლევის შედეგებს უნდა მოჰყოლოდა გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გაფართოებული გამოკვლევების ჩატარება და სულ ცოტა – ”მადნეულის” მიმართ მკაცრი ფინანსური სანქციები. ასევე – რაიონის დაზარალებული მოსახლეობისათვის – კომპენსაციების გამოყოფა, რაიონში სასოფლო-სამეურნო პროდუქციის წარმოებაზე გარკვეული ხნით მორატორიუმის დაწესება.
სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოჰყვა.
ფილმში ნაჩვენებია ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ამაზრზენ როლს თამაშობს.
ნოდარ საბიაშვილი, 4 წელია ბოლნისის საკრებულოს თავ-რეა.
ნაცვლად იმისა, რომ იგი მოსახლეობას იცავდეს საწარმოს მავნე ზემოქმედებისაგან და ხალხს, განსაკუთრებით – ქალებსა და ბავშვებს სათანადო გამოკვლევებს და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უგეგმავდეს, სააკაშვილის რეჟიმის ეს პარაზიტი (ს.თ.) ყველანაირად ცდილობს, რომ დამალოს საგანგაშო ინფორმაცია და რაიონის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში თავისი უფლებამოსილების გადამეტების გზით აგზავნის დანაშაულებრივ წერილს, რომლითაც იგი მათ უკრძალავს, გასცენ რაიმე ინფორმაცია ბოლნისის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!
სააკაშვილის ძირმომპალი რეჟიმის პატარა ვინტიკი (მე არ ვაკადრებდი, თვითონ ამჯობინა ხალხის მსახურებას ეს თანამდებობა!) ბედავს და საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევით თავისივე ახლობლებს და მეზობლებს, რაიონის იმ მოსახლეობას, რომელმაც ის თითქოს აირჩია და რომელიც მის იმედად უნდა იყოს, უზღუდავს არა მარტო ჯანმრთელობის უფლებას, არამედ იმ უფლებასაც, რომ იცოდნენ მაინც, რა საფრთხე ემუქრებათ!
მან მშვენივრად იცის, რატომ არის წყალი მოწამლული, რატომ არ უნდა ბანაობდნენ ბავშვები იმ წყალში, სადაც ბაყაყებიც კი არ მრავლდებიან, რატომ არ უნდა ირწყვებოდეს ამ წყლით ბაღ-ვენახები და რატომ არ უნდა მიირთვას თავად მან და მისმა ახლობლებმა ამ ბაღ-ვენახებში მოწეული მოსავალი! მაგრამ ის ყველა ხერხით ცდილობს, რომ ეს სხვამ არავინ გაიგოს, რადგან მისი პირადი შემოსავალი და მის მიერ თანამდებობის შენარჩუნება იმ ხალხზე კი არაა დამოკიდებული, ვინც წესით და კანონით მას უნდა ირჩევდეს, არამედ, სააკაშვილის გათახსირებული საარჩევნო სისტემის მიხედვით – მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც ნოდარ საბიაშვილი მხოლოდ ერთი ნიშნის მიხედვით გამოარჩია თანამოქალაქეებისაგან – რომ ის უზადოდ მოატყუებს თავისი რაიონის ხალხს!
არ ეტყვის მათ, რომ ”მადნეული” მათ წამლავს! რომ მდინარე კაზრეთულა მათი და მათი შვილებისთვის სასიცოცხლო რისკის შემცველია.
მაგრამ ვინ არის ნოდარ საბიაშვილი? ერთი პატარა პარაზიტი ჭიაყელა.
ფილმში გაცილებით დიდი ზომის ნიანგია გამოკვლეული.
კობა ნაყოფია, სააკაშილის რეჟიმის მომხიბვლელი სახე და ჩაუქრობელი ”მატორი”!
ადამიანი, რომელიც ”მონიტორის” ჟურნალისტებს – გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო! – ”მატყუარებს” უძახის!
პარლამენტარი, რომლის 2008 წელს პარლამენტარად გახდომა სწორედაც რომ ტყუილზე და გაყალბებაზეა დაფუძნებული!
კობა ნაყოფია, რომელიც ”მადნეულის” დირექტორად ნამყოფია 2004-08 წლებში, სწორედ მაშინ, როცა ”მადნეულმა” ყველა ნორმის დარღვევით და სახელმწიფო გეგმის წინააღმდეგ მოახერხა ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირება და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონობით ეკონომია გააკეთა – არ შეისყიდა და არ დაამონტაჟა რა ძვირადღირებული საფილტრაციო აპარატურა და ნაგავსაყრელები, კოლექტორები და მილსადენები!
მაგრამ იქნებ სამაგიეროდ ბატონი კობას საწარმომ ისეთი საქმეები დააფინანსა ამ მიღებული მოგებით, რომ ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოს ხალხის მკვლელის, ბავშვების მწამლავის იმიჯი? იქნებ ბატონი კობა რამე სერიოზული მეცენატია და ”მადნეული” სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია? აგერ ”ბრიტიშ პეტროლეუმიც” არაა, თურმე, დაზღვეული მავნე კატასტროფებისაგან, მაგრამ მილიარდებს იხდის კომპენსაციებში, სამაგიეროდ!..
აბსოლუტურად მართალია!
ბატონი კობა დიდი მეცენატია! საქართველოს მასშტაბებით – ერთ-ერთი გამორჩეული!
აი, არასრული ნუსხა ”მადნეულის” მიერ დაფინანსებული ღონისძიებებისა, რომელთაც ქართველი ხალხის “გაბედნიერებას” ძალიან შეუწყო ხელი:
- ჯორჯიან ფეშენ ვიქი (არ ვიცი, ბოლნისის მოსახლეობის რამდენი პროცენტი ადევნებს თვალყურს აღელვებული ამ ”ევენთს”, მაგრამ ალბათ ეცოდინებათ მაინც!)
- ბრაიან ადამსის კონცერტი რიყეზე (როცა რუსების მიერ დაბომბილ ქართველობას რუსი გენერალოვის მიერ ჩამოყვანილი ადამსის მართლაცდა ლამაზი ხმით უამებდნენ სულიერ ჭრილობებს და აყვარებდნენ გენერალოვს და „მადნეულს“)
- თბილისის ჯაზ ფესტივალი
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (რომელიც, ბოროტი ხმების თანახმად – ნაცმოძრაობის ყულაბაში ფულის გადათეთრების მშვენიერი ”კანალია”)
- და ბოლოს ყველაზე მთავარი! – ჰოლივუდის ბლოკბასტერების გრანდმასტერის, – დიდი რენე ჰარლინის და გულთამპყრობელის – დიდი ენდი გარსიას, საოსკარო შედევრი – არ ვიცი რა ჰქვია, მგონი „ზაფხულის ცხელი დღეები“, თუ „ჯორჯია“ – უდიდეს და უდიადეს მხედართმთავარზე და პოლიტიკოსზე მიკაელ (მაიკ, მიშა) სააკაშვილზე!
სწორედ კობა ნაყოფიას ეკუთვნის კომპანია ”გოლდინვესტი”, რომელმაც ოქროდან შემოსული ფულით ეს ოქროშედევრი დააფინანსა!
ხოლო რაც ოქროდან დააკლდა ნაყოფიას, ის ქართველი ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე იმყოფია!
აწი იცოდეთ და იამაყეთ, ჩემო ჯანმრთელობაშელახულო თანამოქალაქეებო! თქვენს გაკადმიუმებით და გათუთიებით, თქვენ ფარისებრ ჯირკვალსა და სარძევე ჯირკვალში გადასულ მეტალებით, თქვენი ბავშვების შელახული ჯანმრთელობით – აი, ყველაფერ ამით დაფინანსდა ეს ჩვენთვის ეგზომ სანატრელი ფილმი, რომელიც რომ გამოვა ეკრანებზე, ყველა ჩვენი ტკივილი და ვარამი მოიხსნება წამიერად! პუტინს შერცხვება და აღიარებს, რომ მიჰქარა. დააბრუნებს აფხაზეთს და ოსეთს… და იქნება სოჭიც დააბრუნოს! იქნებ ალიევმაც დააბრუნოს საინგილო, ხოლო ერდოღანმა – ტაო-კლარჯეთი!.. ასეთია ხელოვნების შედევრების ძალა – პოლიტიკოსთა მიქარულს ხელოვნის ნიჭი ასწორებს!
ამიტომ, ვაპატიოთ ბატონ კობას, რომ გვწამლავს და თან გვატყუებს. ეს ხომ დიადი მიზნის მისაღწევად კეთდება – მის მიერ დაფინანსებული ფილმი გადაარჩენს საქართველოს და განა ამისთვის არ ღირს, რომ ყველამ ჩვენი წილი ხარკი გავიღოთ? ჩვენ – ჩვენი ჯანმრთელობით! კობამ – 40 მილიონით! პრეზიდენტმა კი – უძილო ღამეებით, ჩვენზე ზრუნვაში რომ ატარებს, ეკონომიკის მინისტრით და პრეს-სამსახურით გარშემორტყმული.
თუმცა, ალბათ ჩვენი თავგანწირვა მომავალში დაფასდება, ხოლო ბატონ კობას მიერ ნაცმოძრაობაში ჩადებული მილიონები უკვე დაფასდა – საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით, რომელიც მან ისტორიულ დღეს – 2010 წლის 26 მაისს – პრეზიდენტის ხელიდან მიიღო! და როდესაც ეს ორდენი მიიღო, ბატონმა კობამ ასევე მიიღო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ – პრეზიდენტის ფირმანი იმაზე, რომ რამდენიც უნდა და როგორც უნდა – მომავალში შეუზღუდავად და წარბშეუხრელად წამლოს ქართველი ხალხი! აი ნაყოფიას და სააკაშვილის ”საპრეზიდენტო ბრწყინვალების” (და – ხალხის ფეხებზე დაკიდების) ნაყოფი!
ბოლნისის რაიონში მაშავერას აკვატორიაში ბაღების და ვენახების დაბინძურების შემსწავლელი გერმანული კვლევის დასკვნა კი ასეთია, რომ მიწის ნაკვეთების 30%-დან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა შეიზღუდოს ბაღჩეული პროდუქტების, ხოლო ვენახების 50%-დან – ყურძნის რეალიზაცია. სანამ მომავალი გამოკვლევები უფრო კეთილსაიმედო შედეგებს არ დაადასტურებენ.
ეს კვლევა 2007 წელს ჩატარდა.
ახლა უკვე 2011 დადგა და რა თქმა უნდა, არაფერიც შეზღუდულა.
ბოლნისის რაიონიდან ყოველდღიურად ათეულობით ტონა ბოსტნეულით დატვირთული მანქანები თბილისის ბაზრობებში (ძირითადად – ნავთლუღის ბაზარში) და იქედან კი – მაღაზიებში ხვდება! როდესაც ჩვენ კარტოფილს, კიტრს, პომიდორს, ხახვს, სტაფილოს ან მწვანილს ვყიდულობთ, დიდი შანსია, ჩვენს სუფრაზე იგივე კადმიუმი და სხვა მავნე მინარევები ხვდებოდეს, რომლის გაწმენდაზე დაზოგილი ფულით ნაყოფია და სააკაშვილი საქართველოს ”ბედნიერ მომავალს აშენებენ” – ენდი გარსიას ფილმით გაცისკროვნებულს…
ხოლო ამ ბედნიერ მომავალს რომ ჯანმრთელად მოესწრნონ და დატკბნენ – ინფორმირებული ნაცები – გიგი წერეთელი, ფრიდონ თოდუა, გიგი უგულავა და სხვები – ბოსტნეულსაც კი ”გუდვილში” ყიდულობენ.
იქ მაშავერას წყლით მოწამლული პროდუქცია არ შედის… ამაზე ნაყოფიამ და სააკაშვილმა იზრუნეს. ამას კორპორატიული ინტერესების დაცვა ჰქვია… ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ამასთან არაფერ შუაშია.
III. საკვები, რომელიც არაა, ან სახიფათოა
(ლიკა შავგულიძის, მანანა მაზნიაშვილის, თემურ მარშანიშვილის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტის www.CDI.org სხვა მასალები სოფლის მეურნეობაზე)
საქართველოს მოქალაქეთა 53% დღეს სოფლად ცხოვრობს, 40% უშუალოდ ჩაბმულია სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა, ადგილზე შექმნილი აგროპროდუქციიის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8%-ია. შიდა ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 12%–ით კმაყოფილდება. ამდენად, ჩანს, რომ სოფლად ჭარბად არის თავმოყრილი მშრომელი ძალა, რომელიც არ ან ვერ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს.
2010 წელს ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ „მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა დღემდე ვერ ხერხდება, სწორედ სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაა. მწარმოებლურობის დონე კვლავ ძალიან დაბალია. არასაკმარისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსებაც. აგროსექტორი რომ განვითარდეს, საჭიროა მისი მოცულობა, სულ მცირე, სამჯერ გაიზარდოს“.
სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის მიმართ გამოჩენილი ყურადღება, ძირითადად გამოიხატება სოფლის მეურნეობის მინისტრების მიმართ ქება-კრიტიკის მონაცვლეობით, მთავრობის სხდომების სოფლის პეიზაჟების ფონზე – ზვრებსა და ბაღებში – ჩატარებით, სოფლის მეურნეობის ცალკეულ სეგმენტებში მთავრობის ძალოვანი მინისტრების გადასროლა-მივლინებებით და ისეთი ეგზოტიკური მიმართულებების რეკლამირებით და იმედჩაბღაუჭებით, როგორიცაა ბაყაყების, ლოკოკინების და ნიანგების მოშენება, რაც ახალი ქართული ბრენდი უნდა გახდეს…
ბოლო წლებია, ტენდენციად იქცა საქართველოში ნათესების, ზოგადად, დამუშავებული მიწის ფართობების შემცირება.
საშუალოდ, ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი 30 ათასი ჰექტრით იკლებს. ასევე პერმანენტულად მცირდება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი. 2000 წლიდან დღემდე იგი 2,5-ჯერ არის შემცირებული. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2001 წელს დაფიქსირდა. მაშინ სოფლის მეურნეობის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 21 პროცენტი შეადგინა. შემდეგ ეს რიცხვი ნელ-ნელა მცირდება და 2008 წელს 8,9 პროცენტამდე ჩამოვიდა. წინასწარი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გასულ წელს კიდევ უფრო შემცირდა. ბუნებრივია, შესაბამისად, იკლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა. ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში ეს წილი 2000 წლიდან, ასევე, მკვეთრად შემცირდა. თუ 2000 წელს იგი შეადგენდა 15,5 პროცენტს, 2008 წელს 6 პროცენტს ცოტათი აჭარბებდა.
რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი? რატომ მცირდება კატასტროფულად დამუშავებული ფართობები და რატომ ანაცვლებს ადგილობრივ აგრარულ პროდუქციას იმპორტი?
ქვეყანაში არ არსებობს აგრარული განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია.
ორ წელიწადზე მეტია, ბოლო მოწვევის პარლამენტი ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში მას არც ერთი კანონი აგრარულ საკითხებზე არ მიუღია.
ვინ დააზღვევს გლეხის ნაშრომს?
ერთადერთი სადაზღვევო კომპანია, ვინც ბოლო დროს აგრარული სექტორის დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა, ”ალდაგი ბისიაია”. კომპანიამ 2010 წ. ივლისში გააკეთა განცხადება, რომ იწყებდა საზოგადოებისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რაც აგრარულ სექტორში გარკვეული კულტურების დაზღვევას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ ეს სიახლე ჯერ მხოლოდ პროექტის დონეზე არსებობს. მუშაობა გრძელდება, მაგრამ როდის ამოქმედდება შეთავაზება, რა ფორმით და რა პირობებით, ამ ეტაპზე უცნობია. ერთადერთი, რაც ნამდვილად გარკვეულია, არის ის, რომ კომპანია მხოლოდ ცალკეულ კულტურებს დააზღვევს.
ხორბალი
როდესაც 2008-2009 წწ. ხორბლის რეკორდული მოსავლის გამო მსოფლიოში ფასები ძალიან დაბალი (160-200 დოლარი) იყო, სახელმწიფო დიდი რაოდენობით იმპორტს ახორციელებდა და ადგილობრივი მოყვანილი ხორბალი ფაქტიურად ხარჯებს ვერ უნაზღაურებდა ფერემერებს. ამიტომაც დაუმუშავებელი სათესი მიწების ფართობი 50-დან 60%-მდე გაიზარდა. ახლა კი, როცა მთელ მსოფლიოში ხორბალი კატასტროფულად დეფიციტური და ძვირი გახდა, არავითარი შედა რესურსი არ არსებობს – ადგილობრივი მოსავალი ხომ შარშანდელი 80,000 ტონიდან 30,000 ტონამდე შემცირდა! ეს კი საქართველოს წლიური მოთხოვნილების (800,000 ტონის) მხოლოდ 3.75%. მაშინ, როცა 90-იან წლებამდე საქართველო თავისი მოთხოვნილების ნახევარზე მეტს ადგილობრივი ხორბლით იკმაყოფილებდა!
ჩაი
საქართველოში 40 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან დღეს ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მხოლოდ 7 ათასი ჰექტარია, პროდუქციის წარმოება 1990 წლის შემდეგ 145 ათასი ტონიდან 2002 წელს 24 ათას ტონამდე შემცირდა (შემდეგ წლებში უმნიშვნელოდ იმატა). მსოფლიო ბაზარზე დაფასოებული, მარკირებული ქართული ჩაი, ჯერჯერობით, არ არსებობს.
დღეისათვის შიდა ბაზრის მოთხოვნილება 20 ათას ტონამდე შეადგენს, რომლის გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც მოდის, მაგრამ თუ ადგილობრივი პროდუქცია ხარისხიანი და შედარებით დაბალფასიანია, მისი ადგილზე რეალიზაცია პრობლემა არ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენნაირ სახელმწიფოში ჩაის არა მარტო მოყვანა, არამედ მისი რეკლამირებაც კი სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს. 90-იანი წლებში მოსახლეობის მხოლოდ 10-20% თუ მოიხმარდა ყოველდღიურად ყავას, ხოლო სოფლებში ეს რიცხვი ალბათ 5%-იც არ იყო, ჩაის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა კი, სავარაუდოდ, 50-75% იყო, შემდეგ თანადათან მოხდა ქართული საზოგადოების ინტენსიური ”ყავიზაცია”. რაც არც ჯანმრთელობის ფაქტორების და არც ფინანსურ-ეკონომიკური მოსაზრებით სასარგებლო არაა – საქართველო, რომელიც ჩაისმწარმოებელი ქვეყანა იყო, უარს ამბობს ჯანმრთელობისათვის ნაკლებ სახიფათო ჩაიზე და ყავის ინტენსიური მომხმარებელი და იმპორტიორი ხდება, რაც ქვეყნის და ოჯახების ბიუჯეტს გაუმართლებელ ტვირთად აწვება, არაფერი რომ ვთქვათ ყავადამოკიდებულებაზე, რამაც მასიური ეპიდემიის ხასიათი მიიღო.
ჩაის წარმოების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი მაინც სანედლეულო ბაზის არქონაა. სამწუხაროდ 1997-99 წწ. და 2004-05 წწ. ტყუილად გაიფლანგა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარი სუბსიდიებში. სუბსიდიებს აძლევდნენ ფერემრებს, ხოლო გამოყენების ეფექტურობის კონტროლი არ იყო.
ბოსტნეული
2007 წლიდან საქართველოში პამიდორის და ხახვის მოსავალი 1.6-ჯერ შემცირდა. თუმცა გაიზარდა კიტრის და სტაფილოს მოსავალი. და მაინც უკანასკნელ ხანებამდე საქართველო თავის მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებდა მხოლოდ ორ სასოფლო სამეურნეო პროდუქტზე – კარტოფილზე და მწვანილზე. ამ უკანასკნელის ევროპაში ექსპორტი ერთ-ერთი იშვიათი წარმატებული პროექტია. სამწუხაროდ, ბოლო წელს ორივე ამ პროდუქტის წარმოება შემცირდა, ხოლო კარტოფილის იმდენად, რომ უკვე 80%-ითაც ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას.
გაცილებით უფრო შემაშფოთებელია სხვა ბოსტნეულის შიდა და იმპორტირებული რესურსით დაკმაყოფილება – სტაფილოს და კომბოსტოს გარდა, რომლებიც ადრეც შემოდიოდა სომხეთიდან, წელს საქართველოს ბაზარი დაიკავა ისეთმა ეგზოტიკურმა პროდუქციამ, როგორიც იყო ეგვიპტური ლურჯი ხახვი და თურქული ნიორი, რომლის სიმეტრიულობა და ზომები მხოლოდ მის სიმწარეს და ფასს თუ ჩამორჩებოდა. ორივე ამ პროდუქტის ასტრონომიული ფასები მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას – მონოპოლიზირებული იმპორტი!
მეცხოველეობის პორდუქტები
რძე
საქართველოში რძეზე და რძის პროდუქტებზე მოთხოვნილება მაღალია. სადღეისოდ, ამ მოთხოვნილების უდიდესი წილი ხელვნური რძის ფხვნილით დამზადებული პროდუქტებით კმაყოფილდება. ამავე დროს, ქალაქებში რომ მომხმარებელს ჰკითხო, ხელოვნურ რძეს ამჯობინებენ, თუ ნატურალურს, უმრავლესობა სწორედ უკანასკნელს აირჩევს. მაშ რატომ არის, რომ არ გვაქვს ის, რაც გვირჩევნია, რომ გვქონდეს?
რძის მოგროვების, შენახვის, გადამუშავების, და პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანის დროს მთავარი პრობლემა ამ ნატურალური პროდუქტის მალფუჭებადობაა. ამიტომ, კუსტარული წარმოების დროს მისი მხოლოდ ახლო მანძილზე გასაღება-მოხმარება ხერხდება, ხოლო რამდენდაც რაიონებში და სოფლებში ყველაზე კატასტროფული მიგრაციის გამო თანდათან გამოირეცხა ის ფენა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს თავად არ აწარმოებდა და მხოლოდ მომხმარებელი იყო, მოთხოვნილება იმდენი არაა, რომ ჩიტი ბდღვნად ღირდეს. რძის მწარმოებელთა უნივერსალური ხსნა მთელ მსოფლიოში კოოპერაცია და აგლომერაციიაა – ხდება ძროხების ფერმების ჩამოყალიბება, ან – რძის კოლექტიური ჩაბარება რძის გამაცივებელ-შემნახველ პუნქტებში, ხდება ყველის დამზადება დიდ ან მცირე ქარხნებში, შეფუთვა-მარკირება და გადაზიდვა ასევე ცენტრალიზებულად. ეს ყველაფერი თავდაპირველად სერიოზულ დანახარჯებს და ფინანსურ, მენეჯერულ და ნდობით ფაქტორებზეა დამყარებული, მაგრამ პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში წარმატება გაცილებით რეალურია, ვიდრე კუსტარული, რამდენიმეძროხიანი კერძო მეურნეობების დროს.
მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნით, რძის პროდუქტებზე კომპანიებმა სავალდებულო ეტიკეტი განათავსეს, რომელზეც მითითებულია, რისგან არის დამზადებული პროდუქტი – ფხვნილისგან თუ ნატურალური რძისგან. სწორედ ამ ეტიკეტის გაჩენა იყო ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელმაც ნატურალურ რძეზე მოთხოვნა გაზარდა.
საინტერესოა, რომ ნატურალურ რძეზე მოთხოვნილებას ხელი შეუწყო საქართველოში რუსული რძის და ხილის წვენების ბაზრის ლიდერი კომპანიის ვიმ-ბილ-დანის შემოსვლამ, რომელიც დავით იაკობაშვილის დაარსებულია. მანამდე ქართული კომპანიები, რძის ფხვნილის სიააფის და ეტიკეტზე შემადგენლობის გაუშიფრაობის პირობებში, ნატურალური რძის ადგილზე შესყიდვით თავს არ იწუხებდნენ.
რძის ფხვნილი ბაზარზე გაძვირდა და დღეს 1 კგ– 9 ლარი ღირს, 1 კგ ფხვილით 10 ლიტრი რძე გამოდის, ანუ ლიტრი ფხვნილის რძე 90 თეთრი ჯდება. შესაბამისად, გლეხის რძე უფრო იაფია: 1 ლიტრი საშუალოდ 50 თეთრი ღირს. ახლა რძის წარმოებისთვის კარგი პირობებია, ადგილობრივი რძის შესყიდვებმა შეავიწროვა რძის იმპორტირებული ფხვნილი. ახლა ვიმ-ბილ-დანის ”სოფლის ნობათი” ნატურალური რძის ბაზრის 10%-ს იკავებს, ”სანტე” – 50%, ”ეკო-ფუდი” – 30%, ხოლო გლეხის რძე (შინამეურნეობის პროდუქცია) – 20%. სახელმწიფო რომ ცოტა საკვებით, ან ვეტერინარული სამსახურის ორგანიზებით, ან მედიკამენტებით დაეხმარებოდეს ფერმერს, ადგილობრივი რძის პროდუქცია ზამთარში, როცა მოთხოვნილება მაღალია, ხოლო წარმადობა დაბალი, 2-4-ჯერ შეიძლებოდა გაზრდილიყო. ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ახდენს გლეხური მეურნეობების თუნდაც მცირე დოზებით ფინანსურ ხელშეწყობას იმისთვის, რომ საქონელმა ზამთარში ელემენტარულად „არ იშიმშილოს“.
ამდენად, დაბალი წველადობით გამოწვეული რძის სიმცირე, არასტაბილური მიწოდება და, ზოგ შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელი ხარისხი არის ფაქტორები, რომელთა გამო კომპანიები, რომელთაც ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავიათ და, შესაბამისად, მასობრივად ჰყავთ პროდუქტებზე მომხმარებელი, რძის ფხვნილის გაიაფების დროს მომენტალაურად შეამცირებენ რძის შესყიდვას გლეხური და ფერმერული მეურნეობებისგან. ქართული ჯიშის ძროხები 3-4-ჯერ დაბალი წველადობით განსხვავდება ჰოლანდიური ჯიშის ძროხებისაგან, მაგრამ მთავარი პრობლემა ეს კი არ არის, არამედ საკვების ხარისხი და რაოდენობა. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ხორცის წარმოებასაც ეხება.
ქართველ ფერმერებს არ აქვთ საშუალება, უზრუნველყონ საქონელი თვით და სილოსით ზამთრის პერიოდში. ამის მიზეზები შემდეგია:
1) სახელმწიფოს მხრიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მიწის პრივატიზაცია, რომელიც შეეხო საძოვრებად გამოყენებულ ტერიტორიებს. დღეს სოფლების გარკვეულ რაოდენობას, განსაკუთრებით – თბილისის შემოგარენში, რომელიც უგულავას ერთი ბრძანებით უცებ ქალაქდ იქცა, საძოვრები აღარ გააჩნიათ, ხოლო ახალ მეპატრონეებს არავითარი სურვილი არ აქვთ მეცხოველეების პრობლემები უფასოდ შეამსუბუქონ. ხელისუფლება წამდაუწუმ ლაპარაკობს ტურიზმის განვითარებაზე, ხოლო საიდან უნდა უზრუნველყონ მილიონობით ტურისტი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, ამაზე არავინ ფიქრობს. ან ფიქრობს – იმპორტის გზით, იმპორტის, რომელიც მათ მიერ იქნება მონოპოლიზირებული. ქართველი ფერმერი ამ სქემაში ვერ ჯდება.
2) არის საძოვრები, რომლებიც მორწყვას საჭიროებენ, ხოლო სარწყავი სისტემები არ არსებობს – ან უკვე მოიშალა, ან სასწრაფოდ საჭიროებს რემონტს და გაფართოებას. საქართველოს სამელიორაციო სისტემა დღეს სახელმწიფო შპს–ების ხელშია. ოფიციალური ანაგარიშის თანახმად – “2004 წლიდან განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ღონისძიებების ჯამური ღირებულება შეადგენს 83.1 მლნ. ლარს, საიდანაც: ირიგაციაზე დაიხარჯა 54.5 მლნ ლარი; დრენაჟზე – 7.8 მლნ ლარი; ხოლო წყალდიდობის საწინააღმდეგო და ხევების რეგულირების ღონისძიებებზე – 20.8 მლნ. ლარი. აღნიშნული ღონისძიებებით წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება 80.0 ათას ჰექტარზე, მაგრამ თავად მოხსენების ავტორების მიხედვით ეს მთელი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 %-ს შეადგენს.“ თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახნავ–სათესი მიწები საქართველოში 810.000 ჰექტარია, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი აქვს კიდევ გასაკეთებელი სამელიორაციო დეპარტამენტს.
3) ნაწილ საძოვრებთან მისასვლელი გზები არის შესაკეთებელი – ეს განსაკუთრებით მთიან რეგიონებს ეხება.
4) ნაწილი საძოვრები კონფლიქტისპირა რეგიონებშია, სადაც საქონლის მწყემსვა უკვე სახიფათოა, ხოლო საქონლის გაშვება – უაზრო.
5) ასევე სერიოზული პრობლემაა საქონლის ავადობა, რაც ნაშიმშილებ საქონელს ადვილად ერევა. სახელმწიფოს მიერ სრულყოფილად არ ხდება არც საქონლის იმუნიზაცია, არც ეპიზოოტიური კერების სათანადო დამუშავება და დაავადებული საქონლის მკურნალობა ხდება ნორმალურად. ამას კი დიდი ოდენობით პირუტყვის დაცემა მოჰყვება ხოლმე. დაავადებათა კონტროლის სისუსტეზე საქსტატ–ის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს: 2003 წელთან შედარებით 2010 წლისათვის მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ოდენობა შემცირდა 22,5%-ით, მათ შორის ფურის და ფურ-კამეჩის – 35%-ით, ღორის – – 350%-ით, ცხვრის და თხის – 7%-ით. კატასტროფული მდგომარეობაა ღორთან დაკავშირებით: 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ღორის სულადობამ შეადგინა 99 ათასი, ეს მაშინ, როცა 2006 წელს 345 ათასი სული ღორი გვყავდა. სადღეისოდ ძეხვეულის მთავარი მწარმოებლები – „მითანა“ და „ნიკორა“ მხოლოდ იმპორტირებულ ღორის ხორცს იყენებენ.
ხორცეული პროდუქტები
საინტერესოა, რომ ღორის სულადობის მკვეთრი შემცირება 2007-08 წწ. მოხდა ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების და ღორების ”მასიური დაცემის” შესახებ ინფორმაციის გადაჭარბებული აჟიტირების მეთოდით მუსირების შემდეგ. როგორც შემდგომ გამოირკვა, ღორების ”მასიური დაცემა” დაემთხვა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული ფირმის მიერ უცხოეთიდან დიდი ოდენობით ღორის გაყინული ხორცის შემოტანას. საყურადღებოა ისიც, რომ ღორის ხორცით დატვირთული გემების ფოთის პორტში შემოსვლისთანავე ჯანდაცვის სამინისტრომ აჟიოტაჟური ინფორმაცია გაავრცელა. სოფლებში პირდაპირ ურჩევდნენ მოსახლეობას ღორები სასწრაფოდ დაეკლათ, მაშინაც კი, როცა ახლომდებარე სოფლებში დაავადების შემთხვევები არ იყო აღრიცხული. საინტერესოა ის, რომ ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია მსოფლიოში მხოლოდ 2009 წელს დაიწყო, როცა საქართველოში ღორის პოპულაციის უკვე 1/3-ც კი არ დარჩა. და ქართული ბაზარი უცხოური ღორის ხორცისათვის უკვე კაპიტულირებული იყო.
საგანგაშოა ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოტანილი მონაცემები, რომელთა მიხედვით, „ძირითადად, იმპორტირებულია დაბალი ხარისხის საქონლის ხორცი – დიდწილად კამეჩის ხორცი გადამამუშავებელი საწარმოებისა და იაფფასიანი რესტორნებისათვის“. საქონლის და ღორის ხორცის მთავარი მომწოდებლები არიან: ინდოეთი, აშშ, დომინიკა, ბრაზილია და სხვ“. ვერცერთი ეს ქვეყანა ვერ დაიკვეხნის განსაკუთრებული მკაცრი კონტროლით ექსპორტირებულ პროდუქციაზე, ხოლო საქართველო არავითარ კონტროლს არ ახორციელებს იმპორტის ხარისხზე. ნებისმიერი ეს ხორცი შეიძლება იყოს ჰორმონებით დამუშავებული (ამერიკული ხორცი, პირველ რიგში), რომლის იმპორტი, შესაძლო მავნე გავლენის გამო, აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში. კიდევ უფრო სათუოა ინდური და ბრაზილიური ხორცის უსაფრთხოობა – შენახვის პირობების, ვეტერინარული კონტროლის, ხანგრძლივი ტრანსპორტირების და სხვა ფაქტორების გამო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებს აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმაზე, სად უნდა, და სად არ უნდა შეიძინონ ხორცი! ეს ხალხი თავის ჯანმრთელობას – ჩვენი ჯანმრთელობისაგან განსხვავებით – ძაააალიან უფრთხილდება.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა წარმატებით მიმდინარეობს ზოგიერთი პროგრამა. ასეთად შეიძლება დასახელდეს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ფერმერების დახმარების და სახელმწიფო პროგრამის – „იაფი კრედიტის“ ბევრი წარმატებული პროექტი. სამწუხაროდ, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის პირველი ტრანში დამთავრდა, ხოლო „იაფი კრედიტის“ დაფინანსება, რომელიც 2008 წელს 117 პროექტს 62,4 მლნ ლარით აფინანსებდა, 2009 წელს 90%-ით შემცირდა, ხოლო 2010 წელს – საერთოდ შეჩერდა. 2011 წელს პროგრამის ბედი უცნობია. სავარაუდოდ, მხოლოდ წინა პროექტებიდან დაბრუნებული 2 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. ეს იმ ფონზე, როცა მთავრობა მილიონებს წარა-მარა ისვრის კონცერტებში, რამაც ფეისბუქზე აქტუალური ლოზუნგი დაბადა – „გვეყო სანახაობა, პური მოიტათ!“
პროდუქტების სიძვირის მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია:
– მეთესლეობის სრული დეგრადაცია. ადგილობრივი წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს, იმპორტირებულის ფასი განუხრელად იზრდება.
– სასუქების და პესტიციდების მკვეთრი ნაკლებობა. ყველაფერი იმპორტირებულია, ადგილზე წარმოების წახალისება არ ხდება.
– ძვირი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. 3000 სოფელზე საქართველოში მხოლოდ 1000 ტრაქტორი არსებობს. (ტრაქტორების გადაცემის ტრანსლაცია ყოველთვის პომპეზურად ხდება. უბედურება იმაშია, რომ ამ ტრაქტორების განაწილება შემდეგ ტიპიური კლანური პრინციპით ხდება).
– 2009 წლიდან პრაქტიკულად შეწყდა საბანკო კრედიტების გაცემა, 30-38% წლიური სარგებელი წარმოუდგენლად ძვირია ფერმერებისათვის.
– საქართველოში ტრადიციულად დაბალია კოოპერაციის კულტურა, ფერმერების უმრავლესობა ცდილობს ინდივიდუალურად გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტა ხშირად მხოლოდ კოოპერაციის მეშვეობით თუ შეიძლება.
– შემოტანილი პროდუქცია მონოპოლიზირებული არხებით შემოდის.
– პროდუქციის შემოტანის არარეგულარული გრაფიკი, რაც ხშირად დეფიციტური პერიოდების შემდეგ აჟიოტაჟურ მოთხოვნილებას ქმნის და ფასს კატასტროფულად სწევს მაღლა. აღნიშნული მიზეზი, ისევე როგორც წინა, სავარაუდოდ, უკავშირდება სახელისუფლებო წარმომადგენელების მხრიდან ბიზნესის კონტროლის, და მიზანმიმართული ფასწარმოქმნის წარმოებას.
სოფლის მეურნეობის ნორჩი მინისტრი კი ამ დროს იმითია გართული, რომ თავისი ახალგაზრდული გუნდი ღირსეულად წარმოაჩინოს – მათ შორის საერთაშორისო არენაზე მივლინებებით, ტელევიზიებისთვის იმის დარწმუნებით, რომ “ ხორბლის ფასი გაიზრდება, მაგრამ პურის – ჯერ არა“ და ბაყაყის და ნიანგის ხორცის ექსპორტის რევოლუციური იდეებით – განსაკუთრებით, უკვე გაზრდილი პურის ფასების ფონზე.
„მთავარი ის კი არაა, რამდენს ხარჯავს ბაკურ კვეზერელის უწყება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რამდენი მოადგილე ჰყავს, ან რამდენჯერ წავიდა საზღვარგარეთ ერთი წლის განმავლობაში, მთავარია, ვინმემ გააანალიზოს, რა შედეგი მოუტანა აგრო სექტორს მაგალითად, 1000 ტრაქტორის, ან 500 ძვირად ღირებული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანამ, ანუ ზოგადად – რა ეფექტის მომტანია ესა თუ ის ინიციატივა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს, ანუ რამდენად ეფექტურია ასეთი დანახარჯები. ერთი სიტყვით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს აგრო სექტორის განვითარების ერთიანი გეგმა და სტრატეგია. ასეთი გეგმა არ არსებობს, ამაშია საქმე. იმას გარდა, რომ გეგმა არ არსებობს, არ ჩანს სურვილი, რომ ასეთი შეიქმნას. არ არსებობს ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებისას დაიცავს. აი, მაგალითად, მე რომ მაწვნის ინდუსტრიაში, სიტყვაზე, ფული ჩავდო, არ არსებობს ხარისხის გამაკონტროლებელი კანონმდებლობა, არ არსებობს ცხოველთა ჯანმრთელობის გამაკონტროლებელი კანონმდებლობა, რა დანამატების გამოყენება შემიძლია ან არ შემიძლია მაწონში,“– განუცხადა ჟურნალისტებს საერთაშორისო არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ქეარ საერთაშორისო კავკასიაში“ დირექტორმა ჯონათან პადიფუტმა. ეს ორგანიზაცია მრავალ ინსტიტუციონალურ, საწვრთნელ და პირდაპირი დახმარების პროექტს ახორციელებს, მაგრამ, რა თქმა უნდა ვერ შეცვლის სამინისტროს.
სურსათის უვნებლობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დღეს ორი ურთულესი ამოცანა დგას: პირველი – უნდა გაიზარდოს შიდა წარმოება იმ დონემდე, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა, თუნდაც, 50–60%–ით დააკმაყოფილოს; და მეორე – ადგილობრივ ბაზარზე უნდა შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ გამიზნული, ევროკავშირის სტანდარტებს მორგებული ხარისხის პროდუქცია. ამასთან, მეორე ძალზედ ძნელი მისაღწევია, თუ პირველი პირობა არ შესრულდა, რადგან იმისთვის, რომ ექსპორტი დაიწყოს, ქვეყანაში სასურსათო უვნებლობის მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს.
ამ ეტაპზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედ საწარმოთა 90% საეჭვო ხარისხის საკვებს აწარმოებს. ამავე დროს, საქართველოს მთავრობა დღეს მოლაპარაკების პროცესშია ევროპულ ინსტიტუტებთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. საქართველო ევროკავშირის GSP+ სისტემის ბენეფიციარის სტატუსი 2005 წელს მიენიჭა, რომლითაც ქართული წარმოშობის 7200-მდე დასახელების პროდუქტს დღესაც შეუძლია შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთით, თუ, რა თქმა უნდა, ხარისხის სტანდარტებს დააკამყოფილებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება სურსათის უვნებლობის შემოწმება. მართალია, საქართველოს პარლამენტმა ამ სფეროში კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი და იმპორტირებული საკვების ხარისხს, მიიღო ჯერ კიდევ 2005 წელს, მაგრამ ამოქმედება ჯერ 2007 წლისთთვის გადადო, მერე 2009 –სთვის. 2010 წელს ამოქმედდა მხოლოდ რამდენიმე დასახელების პროდუქციისათვის – ღვინო, ლიმონათი, თხილი, მწვანილი – რომელიც ევროპაში გადის. საბოლოდ ეს კანონი მხოლოდ 2015 წლისთვის თუ ამოქმედდება.
საეჭვოა, რომ ეს გადავადების საბოლოო ვადაა, თუ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება მანამდე შეინარჩუნა.
ამოცანა გვეკითხება:
– რა ჰქვია ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად მავნე საკვების უვნებლობის საკითხის შესწავლას არ აპირებს?
– რატომ არ არსებობს საქართველოში ან იმპორტირებული, ან ქვეყანაში წარმოებული საკვების შემოწმების სისტემა შესატყვისი რეგულაციებით და თუნდაც ერთი გამართული ლაბორატორია?
– რატომ არაფრით არ მიიღო საქართველოს პარლამენტმა ნორმა, რომელიც თუ არ აკრძალავდა ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას, იმას მაინც დააკანონებდა, რომ თითოეულ ასეთი პროდუქტის მარკირებაზე გენმოდიფიცრებული პროდუქტის არსებობა მომხმარებლისთვის ნათლად იქნებოდა აღნიშნული?
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ მიზეზების ერთობლიობა, რომელიც ქმნის სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ სურათს:
- სახელმწიფო არ ახდენს გლეხობის ინფორმირებას იმის თაობაზე, რა თანამედროვე შესაძლებლობებით მოახერხებდნენ ისინი თავიანთი მეურნეობების განვითარებას ისე, რომ პროდუქციის მიწოდება იყოს სტაბილური, ხოლო ხარისხი – მუდმივად მაღალი.
- სახელმწიფო არ სთავაზობს გლეხობას არჩევანს, როგორ აჯობებს განავითარონ მეურნეობები – ერთად თუ ცალ–ცალკე; არ უხსნის – რა უპირატესობებს მოიცავს მცირე ზომის მეურნეობები და რა უპირატესობებს მოიცავს მსხვილი კოოპერაციები.
- სახელმწიფო არ ცდილობს სამელიორაციო და საირიგაციო არხების მასობრივ რეაბილიტირებას.
- სახელმწიფო არ აფინანსებს ისეთი აგრო მეცნიერებების განვითარებას, რომლებიც სტიმულს მისცემდა მეთესლეობის, სასუქების წარმოების, შესაწამლი ნივთიერებების წარმოებას.
- სახელმწიფო არ ან ვერ ზრუნავს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების იდენტიფიცირებაზე და არ ზრუნავს საქართველოს, როგორც აგრო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე.
- საქართველოს არ აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, შესაბამისად, სექტორში მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიციები არის ფრაგმენტული, უსისტემო და შესაბამისად, არაეფექტური.
დასკვნა: საქართველოს ხელისუფლებას რეალურად არ აინტერესებს სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტისათვის ნორმალური არსებობის პირობებს, ხოლო ყველასათვის – ნორმალური და უსაფრთხო საკვების მიღების შესაძლებლობას გააჩენდა.
საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლების მიერ ლობირებული და დაკრიშული იაფფასიანი უცხოური კვების პროდუქტების (ძირითადად – თურქული) მონოპოლისტური იმპორტისთვის სასათბურე პირობების შექმნა, როცა მათ მაქსიმალური სუპერმოგების მიღების საშუალება ეძლევათ. ეს ბატონები თავად მშვენივრად არიან ინფორმირებული სახიფათო და/ან გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ – სად და რომელი საკვების შეძენა არის ან არ არის რეკომენდებული და ამიტომ სულაც არ არიან დაინტერესებულნი, რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
IV. საქართველოს ნარკოტიკული რესპუბლიკა (სტუდია ”მონიტორი” ავტორი – ნანა ნასყიდაშვილი, www.monitori.ge, www.liberali.ge)
ავღანეთიდან მსოფლიოში გასული ნარკოტიკები ყოველწლიურად 100,000-მდე ადამიანს ჰკლავს. ნატოს ქვეყნებში ავღანეთიდან შესული ჰეროინის გადამეტდოზირებით 5-ჯერ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ტალიბანის მიერ ავღანეთში 8 წლის განმავლობაში განხორციელებული ტერაქტებით.
გაეროს ანტინარკოტიკული მოხსენების ანგარიშით, ყოველწლიურად დასავლეთის ქვეყნებში კავკასიიდან – უკრაინის, თურქეთის ან ბულგარეთის გავლით – 7 ტონამდე ჰეროინი ხვდება. მწვანეთა პარტიის ლიდერის გ. გაჩეჩილაძის გამოთვლებით ამიერკავკასიის რეგიონში რჩება 4 ტონა – შემოსულ 11 ტონასა და გასულ 7 ტონას შორის არსებული სხვაობა. აქედან უშუალოდ საქართველოში – 2,4 ტონამდე რჩება და ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწამვლის, დეგრადაციის და ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. თუ დავეყრდნობით აშშ სახ.დეპ-ის 2008 წლის მოხსენების სტატისტიკას, რომ საქართველოში 240-350,000 ნარკომანია, წელიწადში მომხმარებელზე 6-8 გ მოდის. 1 გ ნარკოტიკის ფასი შიდა ბაზარზე დაახლოებით 350-500 დოლარია, და ბოლო წლებში 700 დოლარსაც მიაღწია. ამიტომ 2 ტონის გასაღების შედეგად საქართველოში მოქმედ ნარკომაფიას წლიურად დაახლოებით 700 მილიონი-1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი გააჩნია.
როგორ ებრძვის საქართველოს სახელოვანი და სამგზის გაჰიმნებული პოლიცია თანამედროვეობის ამ უსაშინლეს სენს?
პრაქტიკულად არ ებრძვის!
რაც იმაში გამოიხატება, რომ წითელი ხიდიდან საქართველოში შემოსული 11 ტონა ნარკოტიკი მთელი ქვეყნის ტერიტორიას უპრობლემოდ გაივლის და ფოთის პორტშიც უპრობლემოდ იტვირთება საქართველოდან მიმავალ ბორნებზე. საქართველოში ბოლო პერიოდში წლიურად ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობა მხოლოდ 8-9 კგ (ანუ საერთო ტრანზიტის მოცულობის 0.4%!) იყო!. ეს მაშინ, როცა მოსაზღვრე ქვეყნების საბაჟო სამსახურები, სადაც ეს ნარკოტიკი ხვდება, თითქმის ყოველწლიურად საქართველოდან შემოსულ და ევროპისათვის გამზადებულ საკმაოდ დიდ პარტიებს აკავებენ. მაგალითად 2007 წელს მარტო უკრაინის საბაჟომ ილიჩევსკის პორტში საქართველოდან შემოსული ჰეროინის ორი დიდი პარტია – 174 კგ (23 ივლისი) და 105 კგ (29 ნოემბერს) – დააკავა, რაზეც უკრაინის საბაჟო დაცვის სამსახურის ოფიციალური პრეს-ორგანო და ინტერნეტ-სააგენტო www.24.ua. იუწყებოდნენ. 2007 წლიდან გაიხსნა ფოთი-ბურგასის საბორნე მარშრუტი, რომელიც ქართულმა ნარკოტრაფიკის მესვეურებმა უფრო პერსპექტიულად ჩათვალეს და მომსახურების დიდი ნაწილი იქეთ გადაამისამართეს. შედეგად კიდევ უფრო რეზონანსული იყო 2008 წლის 16 დეკემბერს „ბოსტონჰერალდ.კომ“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახული, საქართველოდან ბურგასის პორტში უკვე 400 კგ ჰეროინის დაკავების ფაქტი. მარტო ამ ტვირთის ფასი დასავლურ ბაზარზე ნახევარ მილიარდ დოლარს უახლოვდება! საქართველოს სახელოვან პოლიციას კი, რომელიც ყოველდღიურად ათეულობით ნარკოტიკების მომხმარებელს რამდენიმე მილიგრამის აღმოჩენის ბრალდებით აკავებს და აშანტაჟებს ან მრავალწლიან პატიმრობას უსჯის, ასეთი მსხვილი პარტიები, როგორც წესი ”გამოეპარებათ” ხოლმე. იშვიათი გამონაკლისი იყო 2010 წლის ივნისში – ამერიკული და ევროპული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ანტინარკოტიკული სამსახურის შესაძლო კრიმინალურობაზე ალაპარაკების შემდეგ, სამხრეთ ამერიკიდან შემოსულ და უკვე ადრესატამდე მისულ ჯართში კოკაინის სერიოზულ ოდენობის – 180გ-ისაღმოჩენა – რომელიც შაქრო კალაშოვის ბანდას დაბრალდა.
ამ საქმეში რამდენიმე თეთრი ლაქაა. ჯერ ერთი, ის ფაქტი, რომ ნარკოტიკები შემოტანიდან კარგა ხნის შემდეგ აღმოაჩინეს და არა პორტში, არამედ ფოთიდან კარგა შორს დაშორებულ სოფელში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი საპორტო სამსახურის უგერგილობას და უსაქმურობას (თუ დანაშაულებრივ ქმედებებს არა). მეორეც, აღმოჩენილი კოკაინის ოდენობა და ფული – 1,75 მლნ ევრო კია მნისვნელოვანი, მაგრამ ცოტა ფერმკრთალდება იმფონზე,რომ გახმაურებული ინფორმაციით ამავე ჯგუფმა ერთი წლის წინ 500-ჯერ დიდი პარტიის – 90 კგ კოკაინის – თურქეთში გატანა განახორციელა და ფანტასტიური მოგება ნახა. უცნაურია, რომ საქართველოს პოლიციამ მხოლოდ უკანასკნელი ნამცეცები აღმოაჩინა და დააკავა, მაშინ, როცა მთელი ტვირთი 99,9% უპრობლემოდ გავიდა დასავლეთში. დაბოლოს, ამ აღმოჩენის თარიღი საეჭვოდ დაემთხვა ესპანეთიდან შაქრო კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციის უკვე გახმაურებულ და მადააშლილ სურვილს. სავარაუდოდ, ამ ცხოველი ინტერესის უკან ორი შესაძლო მიზეზია – საქართველოს მთავრობა ძალიან დაინტერესებულია არსებული საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარად სხვადასხვა რანგის და კალიბრის ”მეწველი ძროხების” აღმოჩენაში და მათთვის კალაშოვის მასშტაბის მასტოდონტი ნამდვილად შეუდარებლად უფრო სასურველი კლიენტია, ვიდრე ერთ დღეში ექსპოროპრირებული 170 ჭინჭებით მოვაჭრე. სააკაშვილი და მერაბიშვილი შიშით შესცქერიან სულ უფრო დაცარიელებულ ხაზინას და კალაშოვის შავი ფულით ქვეყნის ხსნის და პოლიციური ლეგიონის დაპურების იმედი აქვთ. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სავარაუდოდ კალაშოვის ხალხი ვერაფრით ისე ვერ მოახერხებდა ასეთი მსხვილი პარტიის რეალიზებას, რომ არა საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა. და საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ კალაშოვი ესპანური ციხიდან სწორედ იქ გადმოამისამართოს, სადაც მის მიერ ყველაფრის „აღიარება“ შეიძლება მოხდეს, გარდა ამ ხელისუფლების დანაშაულებრივი კავშირებისა.
აშშ-ს სახ. დეპარტამენტმა 2008 წ. მოხსენებაში მთავრობის მიერ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის შესახებ ასეთი მკაცრი განცხადება გააკეთა ”საქართველოს მთავრობა სატრანზიტო ნარკოტიკების ბრუნვის სანდო სტატისტიკას არ ფლობს. 2004-06 წლებში ნარკოტიკების ამოღება საერთოდ არ მომხდარა. ზოგიერთისთვის ეს ნარკოტიკების ტრანზიტის არარსებობის მაჩვენებელია. სხვებისთვის კი პოლიციურ არაადექვატურ მუშაობაზე ან კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მეტყველებდეს.”
იმაზე, რომ საქართველოს შსს მაღალჩინოსნები უშუალოდ გარეულნი შეიძლება იყვნენ ნარკოტრეფიკში და სწორედაც ამ ტრეფიკის კონტროლიორებად და მთავარ მეწილეებად გვევლინებიან, ასევე გვაფიქრებინებს ანტინარკოტიკული სამსახურის ყოფილი თანამშრომლის თემურ რევაზიშვილის ინტერვიუ. 2005 წ. სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები თ. რევაზიშვილი და გ. ხუხია სოდი-ი დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კოდიას და მის მოადგილეს კახა მისირელს ნარკორეალიზიტარებთან კავშირსა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. რევაზიშვილის განცხადებით კოდუამ მას მანამდე ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა და ნარკობიზნესში თანამშრომლობა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი რევაზიშვილი მოტყუებით წყნეთში წაიყვანეს, 7 პოლიციელი დაესხა თავს და სცემეს, აღიარების გაკეთებას აიძულებდნენ და მოკვლა დაუპირეს. რევაზიშვილმა მოძალადე თანამშრომლებს აღიარებითი ჩვენება არ მისცა და გაქცევა მოახერხა. პროკურატურა კი დღემდე საქმეს არ იძიებს და ჟურნალისტების შეკითხვებზე დუმს. საინტერესოა, რომ ამ საქმეში 2005 წელს აქტიურ პოზიციას აფიქსირებდა და გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდიოდა თავისუფლების ინსტიტუტი (კერძოდ, თეა თუთბერიძე). გავა სულ ერთი წელი და თავისუფლების ინსტიტუტი მთავრობის სამსახურში მკვიდრად ჩადგება და მის მერე მსგავს ინიციატივებს პირმოკუმულობა შეცვლის, თუნდაც ისეთ რეზონანსულ საქმეში, როგორიც იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ რევაზიშვილის განცხადებებს ბრმად ვენდოთ, მაგრამ საინტერესო ის იგნორირებაა, რითაც მის უაღრესად მნიშვნელოვან განცხადებას საქართველოს ძალოვანი და საკანონმდებლო სტრუქტურები ეკიდებიან – პროკურატურას აზრადაც არ მოდის რევაზიშვილის განცხადებების გამოსაძიებლად საქმის აღძვრა.
მიუხედავად ვანო მერაბიშვილის მჭექარე განცხადებისა, რომ საქართველოს ვარდების რევოლუციამდე მთელი წინა 3-4 წლის განმავლობაში არ ამოუღია იმ ოდენობით ნარკოტიკები, როგორც ბოლო წლებში, და რომ ამოღების მაჩვენებლები მუდმივად იზრდება, შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს – ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის ფაქტები ძალიან მცირეა, 2007 წ. ამოღებულ იქნა 9,8კგ, 2008 წელს კი – 8,3 კგ ნარკოტიკი. ხოლო სოდ-ის ყოველდღიურ პრაქტიკაში ყველაზე წამყვან ადგილს წვრილი ნარკომომხმარებლების დაკავება იკავებს.
2008 წელს ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ინციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიღების მოთხოვნა 58,000 ხელმოწერით არის მხარდაჭერილი. კანონპროექტის ამოსავალი პუნქტია, რომ უნდა მოხდეს ნარკორეალიზატორის და ნარკოტეკების მომხმარებლის საკანონმდებლო დიფერენცირება და პასუხისმგებლობის სერიოზული დივერსიფიცირება, მაგრამ ორი წელია ეს პროექტი პარლამენტში უდევთ და საერთოდ არ განუხილავთ!
თავისი თავის გასამართლებლად საქართველოს ანტინარკოტიკული სამსახურის ბოსები, რომლებსაც ხელფასები ათასობით ლარი აქვთ და ჩვენს ხარჯზე უზრუნველად უსაქმურობენ მსხვილი ზვიგენების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამაგიეროდ ყოველდღე საგულდაგულოდ ისვრიან ბადეს წვრილი ლიფსიტების ტონობით დასაჭერად და საკუთარი არსებობის აუცილებლობის დასასაბუთებლად, ასეთ ფანტასტიურ არგუმენტს იშველიებენ – საქართველოს საბაჟოებზე მოქმედი რეგულაციების მიხედვით ტვირთის შემოწმება მხოლოდ არჩევითად ხდება (და რატომღაც სწორედ იმას აარჩევენ ხოლმე, სადაც ნარკოტიკი არაა – ბედი არ უმართლებთ ჩვენს ნატ პინკერტონებს!), ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, ე.წ. რენტგენ-სკანერი -საქართველოში მხოლოდ ახლახანს იქნა შეძენილი და ისიც ძალიან არჩევითად გამოიყენება! არგუმენტი – ძვირი ღირს! საქართველოს ასევე არ ჰყავს ნარკოტიკების აღმოჩენის გაცილებით იაფი საშუალება – გაწვრთნილი ძაღლები! რატომ არ ჰყავს? ამაზე პასუხი არაა, მით უფრო, რომ გაწვრთნილი ძაღლები საქართველოში პრობლემა არ უნდა იყოს, თუ სპეციალურად თავს არ არიდებ, რადგან ძაღლისთვის ძნელია იმის ახსნა, რომ არასასურველი ნივთიერება მხოლოდ ოპოზიციონერთა ბარგში უნდა აღმოაჩინოს! გაწვრთნილი ძაღლი საბაჟოს ”კარგად გაწვრთნილი” მოხელისგან განსხვავებით ხალხს ოპოზიციონერობის მიხედვით ვერ ანსხვავებს! ჰოდა წარმოიდგინეთ, რა კონფუზი იქნებოდა, რომ ასეთ ძაღლს კეზერაშვილის ფირმის ბარგში აღმოეჩინა საეჭვო ტვირთი, ნაცვლად – ოპოზიციონერის ბარგისა!
უსახსრობაზე უტიფარი მომიზეზება იმწამსვე ბათილდება, როგორც კი გავიხსენებთ, რომ საქართველომ 1998-2006 წელბში სწორედაც რომ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის მოსაწყობად არნახული უცხოური დახმარება – 158 მილიონი დოლარი მიიღო! მაგრამ ეს თანხა რატომღაც ვერ მოხმარდა საკმარისი ოდენობით რენტგენ-სკენერის შეძენას და ძაღლების გაწვრთნას – არამედ მთლიანად ძვირადღირებულ მივლინებებში, ავტომობილებსა და სპეცტექნიიკაში, ასევე კომპიტერულ ტექნიკასა და ოფისების აღჭურვაში დაიხარჯა! დღესაც კი სულ ერთი კონცერტის არჩატარება ეყოფოდა რენტგენ-სკანერების დამონტაჟებას სარფის, ფოთის და თბილისის საბაჟოებში, მაგრამ ფული რა შუაშია, როცა პოლიტიკური ნება არ არსებობს – კრიმინალური ნების სასარგებლოდ.
საინტერესოა ის ციფრები, რომელიც ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნებში ნარკომანების რაოდენობასა ეხება. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით – 70,000 ნარკომანია, თუმცა აშშ სახ.დეპარტამენტის ანგარიშით კი – 240-350,000. სომხეთში -120,000, აზერბაიჯანში – 20,000, ხოლო ყაზახეთში, რომელსაც საქართველოზე 4-ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს – 25,000. მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო ორი მონაცემის სარწმუნოობა საკმაოდ საეჭვოა და ალბათ რეალური მონაცემები გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. მაგრამ ანალოგიურად, საქართველოს მონაცემებიც სავარაუდოდ ორჯერ ნაკლებია რეალურზე და ამდენად, მაინც ვინარჩუნებთ საჩოთირო ლიდერობას. საქართველოში ნარკოტიკების ბრუნვაზე რეალური კონტროლის არარსებობა არის ასეთი შემაძრწუნებელი სტატისტიკის ძირითადი მიზეზი. ჩვენთან კანონი ერთია მომხმარებლისთვის და ბარიგისათვის. საკმარისია, რომ ამოღებული ნარკოტიკის ოდენობამ 2-3 დოზას გადაამეტოს, რომ მომხმარებელს გამსაღებლის სტატუსით ასამართლებენ. ამის ანალოგიით, კომუნისტების დროს 2 შეკვრა კარაქის მფლობელი სპეკულანტობის მუხლით უნდა გაესამართლებინათ. სამაგიეროდ მსხვილი ბარიგების აღმოჩენა-გასამართლება წელიწადში 1-2 ჯერ თუ ხდება, ხოლო უცხოეთის საზღვარზე მსხვილი პარტიის მოძრაობის ფაქტი, როგორც გითხარით, ვარდების რევოლუციის შემდეგ 7-წლიან პერიოდში სულ ერთხელ მოხდა!
– საქართველოს ხელისუფლება არ ებრძვის ნარკოტიკების ტრაფიკს. არავითარი ანალიზი, შესწავლა, პრევენციის სისტემა და აღმოჩენის ფაქტები არ ადასტურებს, რომ ქართული პოლიცია ამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლად მივიჩნიოთ.
– საქართველოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, – მისი ძალოვანი სტრუქტურები, თავად არიან ჩაბმულნი ნარკოტრაფიკის მართვაში და ამ გზით იღებენ კოლოსალურ მოგებას, რასაც შემდეგ საარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვასა და საქართველოს ხალხის წინააღმდეგ ზონდერბრიგადების გაწვრთნა-გამოკვებაში იყენებენ.
– საქართველოს ხელისუფლება არ ახდენს სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების სრულყოფილ აღჭურვას სპეციალური აპარატურით და გაწვრთნილი ძაღლებით, არ აწესებს სავალდებულო შემოწმებას სკანერით, რაც ნარკოტიკების აღმოჩენას გააადვილებდა და არაღმოჩენის მიზეზების მომიზეზებას გააძნელებდა.
– საქართველოს მთავრობა ძირითადად ებრძვის არა ნარკოდილერებს, არამედ ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომელთაც შემდეგ შანტაჟის გზით იყენებს უამრავი ბინძური ანტისაზოგადოებრივი მიზნებისათვის.
– საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ნარკოტიკების კონტროლის სფეროში შეიძლება შეფასდეს როგორც საკუთარი მოსახლეობის ნარკოშანტაჟი და ნარკოტერორიზმი.
– რამდენადაც ნარკოდამოკიდებული ადამიანი ადვილად ხდება შსს სამიზნე, ამით გაადვილებულია ამ მონსტრი ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია – საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის კოლპაკქვეშ მოქცევა. გარდა ამისა, ნარკოდამოკიდებული ადამიანი ვერასოდეს იქნება თავისი უფლებებისათვის აქტიური მებრძოლი და ასევე დიდი შანსია, რომ ქონებას კაპიკებში გაყიდის, რითაც კიდევ უფრო სასურველ საჩუქარს გაუკეთებს ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს დეპოპულაციაზე მუშაობს!
(გაგრძელება იქნება)
When Injustice Becomes Law, Resistance Becomes Duty – თუ უსამართლობა დაკანონდა, წინააღმდეგობა მოვალეობა ხდება
Posted: 2011/01/12 Filed under: განვრცობილი ფიქრები, ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან, წერილები და მიმართვები | Tags: არასაპარლამენტო ოპოზიცია, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე ლევანი, ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტები, მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა, ოპოზიცია, რესპუბლიკელები, სოზარ სუბარი, ქართული პარტია, ქრისტიან-დემოკრატები, Saakashvili დატოვე კომენტარიკითხვა:
როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამ (საზოგადოების მახრჩობელა, უკანონო, უსინდისო) მთავრობას?
პასუხი:
ყველაფრით!
– ნებისმიერი იმ ხერხით, რაც დასაშვებია:
1) პირველ რიგში, არჩევნებით და საარჩევნო გარემოს მაქსიმალურად გამოსწორებით, რომ მასში ბევრი ხვრელები არ რჩებოდეს მიშას ვირთხებისთვის.
2) მეორე რიგში (ან იქნებ პირველ რიგშიც კი) – ხელისუფლების პროპაგანდისტულ-ჰებელსურ მანქანის მემანქანეების, უსინდისო მატყუარების და კიდევ უფრო უძველესი ხელობის ურნალისტების მაქსიმალური მხილებით. და იმის მოთხოვნით, რომ საქართველოში არსებობდეს ერთი ეროვნული მასშტაბის თავისუფალი არხი, რომლის დაფინანსება არ მოხდება ხელისუფლების და მისი მარიონეტების მხრიდან. ახლა აშკარა გახდა, რომ ხელისუფლებამ ისევე მოუნდომა გატყავება და ნაჭერ-ნაჭერ აქნა ”ნეიტრალურ” ივანიშვილს, როგორც თავის დონეზე პოლიტიკურად ანგაჟირებულ პატარკაციშვილს და დამტკიცდა, რომ ”ნეიტრალიტეტი” არსებობის ოდნავ გახანგრძლივებას კი უზრუნველყოფს, მაგრამ გადარჩენას, ამ რეჟიმის პირობებში, -არა! მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის რესურსი უნდა მოხმარდეს ამ საქმეს – თავისუფალი მედიის აღორძინებას. ხალხმა ბათუმში, ქუთაისსა და თერნალშიც უნდა იცოდეს, ვინ არის ოთარ გვენეტაძე, რას აცხადებენ ხელისუფლების უსინდისო ადეპტები – ნუგზაარ წიკლაური და ვახტანგ ბალავაძე, ასევე ნამუსგაუპატიურებული დავით ამირეჯიბი და ხათუნა ოჩიაური – ვეტერანების დარბევის ფაქტზე. და იმ დროს, როცა ამერიკის ელჩიც და მთავრობისთვის აქამდე საამური სახალხო დამცველი ალაპარაკდნენ პოლიციის მხრიდან კანონდარღვევასა და ძალადობაზე, ჩვენი რაიონების მოსახლეობის მთავარი ტელე-სიახლე არ უნდაიყოს ოპრა უინფრი და ნემცოვის დაკავება! საერთოდ რამოდენა თვალთმაქცობაა ნემცოვის დაკავებაზე აღშფოთება იმ ადამიანისგან, ვისთვისაც ახალ წელს სანუკვარი მისალოცი პიროვნება პუტინზე არანაკლები დიქტატორი ლუკაშენკო გახდა!
3) გამოძიებებით და სასამართლო-პროცესუალური ფორმით (მიუხედავად იმის, რომ საქართველოში ამ საქმეთა წარმატების 1% შანსი თუა, მაინც საჭიროა). თითოეული ის ხოლუაშვილი და ჩემია ყოველ უკანონო გადაწყვეტილებაზე მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ეს მთავრობა მუდმივი არაა, და რომ სწორედ ისინი აგებენ პასუხს ამ უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებებისათვის! უნდა მოხდეს იურიდიულად ხელისუფლების მხრიდან ყველა დარღვევის სასამართლო ფორმით გასაჩივრება (სტრასბურგის სასამართლოს დონემდე) და ჟურნალისტური გამოძიებების თარგმნა და გავრცელება! რაც მეტი ნაგავი წარმოდინდება ჩვენს სახელისუფლებო კოკადან (და სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან იქ ნაგვის მეტი უკვე თითქმის არაფერი დგას!), მით მეტი იქნება ყურადღება და თვალების დაჭყეტა უცხოური უფლებადამცავი ორგანიზაციებიდან. ფაქტი, რომ მეფე შიშველია და უსამართლოა, მალე ძალიან აშკარა გახდება ყველასთვის -საქართველოს მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური წრეების ჩათვლით, რომლებმაც ეს ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ აქამდე დიპლომატიურად დუმდნენ! ამერიკის ელჩის ბოლო გამონათქვამები წესით არ უნდა უქმნიდნენ მიშიკოს იმის ილუზიას, რომ მის მიმართ რუზველტის სამოსაზე ნათქვამი ფორმულა იმოქმედებს…
4) პროტესტის აქციებით. ყველაფერზე, რაც უნდა გაპროტესტდეს! –
უნამუსოდ ჩაწყობილ ტენდერებზე, 2 წლით გახანგრძლივებულ ტყეების ჭრაზე, წყლის გაძვირებაზე, დასუფთავების მომატებულ გადასახადზე, გაერთიანებულ ქვითარზე და დენის ჩაჭრაზე დასუფთავების გადაუხდელობის გამო, ტრანსპორტის გაძვირებაზე (ჯერ სად ხართ!), ბენზინის გაძვირებაზე (მალე იქნება), ქონების და სხვა გადასახადების მომატებაზე (!), უკანონო დაჭერებზე, ბიუჯეტის უტვინო, ამორალურ და უკანონო ხარჯვაზე…
არაა საჭირო აქციების რეკორდულობა! 90 დღე, 300 ათასი!.. ეს ყველაფერი უკვალოდ არ გამქრალა. ახლა სხვა ეტაპია. უნდა იყოს (და იქნება!) მრავალი აქცია – განსაკუთრებით – რეგიონებში!
იყოს 100 და 500 კაცი… ყოველდღე მივიდეს სხვადასხვა პარტიის აქტივი და დააფიქსირონ პოზიცია ყველა დამპალ და ქურდ სამინისტროსთან! გუბერნატორების და პროკურორების სასახლეებთან ხალხიც თანდათან მოიმატებს და უცხოური ჟურნალისტების რაოდენობაც. იქნება ფიზიკური ძალადობაც, მაგრამ უეკლოდ ვარდნი არავის მოუკრებიან… მთავარია, ვეცადოთ,რომ ყველაფერი დაფიქსირდეს. ხალხი უნდა იცნობდეს ოთარ გვენეტაძეებს! ეს ხალხის ფიზიკური და ამოთარ გვენეტაძეების მორალური გადარჩენის უკანასკნელი შანსია!
მე, პირადად, მივესალმები ოპოზიციის აქციათა დივერსიფიკაციას!
იმუშაონ აქციების ფრონტზე იმ პარტიებმა, ვისაც ეს უკეთ გამოდის – ეროვნულმა ფორუმმა, ლეიბორისტებმა, ქართულმა პარტიამ!
ხოლო რესპუბლიკელებმა, მემარჯვენეებმა და ქდს-მა უფრო საარჩევნო გარემოზე იმუშაონ…
ყველამ ის საქმე აკეთოს, რაც უფრო გამოსდის და ხალხი მას დაუჭერს მხარს, ვინც უფრო შედეგიანი აღმოჩნდება. მე პირადად არჩევნები ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგები და სხვა სახის აქციები დაიწყება. ზოგიერთ მათგანში მივიღებ კიდეც მინაწილეობას, იმის გათვალისწინებით, ვინ და რა მოთხოვნით ჩაატარებს.
ხელისუფლებამ ხალხს ომი გამოუცხადა.
დაწერილია გეგმა, როგორ უნდა მოხდეს საქართველოდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა და გაყრა ან მხოლოდ მომსახურე პერსონალად გადაქცევა.
ხელისუფლებამ იჩქარა, როცა სინგაპურიზაციის შესახებ თავისი ხვაშიადი გაამჟღავნა! სამაგიეროდ, ხელისუფლებას სურს ჩამოასახლოს აქ ბლომად უცხოელი – ათასობით და ასიათასობით და შემდეგ ისინი აქციოს ეკონომიკურად და იურიდიულად პრივილეგირებულფენად – ერთი წინასწარი გარიგებით, რომ ეს ახალმოსახლეები ყოველთვის და მხოლოდ ნაცმოძრაობას მისცემენ ხმას!
ომს არ იგებენ მხოლოდ ერთი მეთოდით და ერთი სახეობით. ყველა დასაშვები მეთოდი მისაღებია.
დაუშვებელია
ა) იარაღის გამოყენება
ბ) დაუშვებელია ოპოზიციის წევრების მიერ სხვა ოპოზიციონერების მიმართ კომპრომატებით ომი. (მართალია, მე გია თორთლაძე ოპოზიციონერი დიდი ხანია, აღარ მგონია, მაგრამ ამ წუთში მის წინააღმდეგ რიტორიკის აზრიც არ მესმის). მე შეიძლება დიდ პოლიტიკოსად არ მიმაჩნდეს ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ ნამდვილად სერიოზულ პოლიტიკურ გამარჯვებად და ადამიანურ სიბრძნედ ჩავუთვალე მას ნინო ბურჯანაძესთან წინასწარ მოგებულ ომში არჩაბმის გადაწყვეტილება! ქალბატონ ნინოს კი მინდა ვუსურვო მომავალში მაინც სამიზნეების და ტაქტიკის სწორი არჩევა.
ადვილი არაა…
მაგრამ თუ ადვილი გეგმა გაქვთ – არ დაიჯეროთ. ეს მთავრობა არ იქნება ისე ადვილად გასაშვები, როგორც შევარდნაძე აღმოჩნდა.
ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე არის საქართველოს კიდევ უფრო გაპარტახების, ჩვენი შვილების სამუდამო მონობისთვის ან ჩვენი ქვეყნიდან გაყრის და ქვეყნის დაქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი! ეს ხელისუფლება არის კიბო, რომელიც შიგნიდან ღრღნის საქართველოს დაძაბუნებულ ორგანიზმს და გარეშე მტრისთვის კიდევ უფრო ადვილს ხდის საქართველოს მონელებას.
მაგრამ მოჩქარეს მოუგვიანდესო… ალბათ სჯობს, რევოლუციურ ნაბიჯებზე თავი შევიკავოთ… მიხეილ სააკაშვილი უკვე ვეღარ აკონტროლებს თავის მომხრეებს,რომლებიც კარგად ხედავენ, რომ მიშას მარგი ქმედების პოტენციალი უკვე უარყოფითი ხდება – ფულებს და ინვესტორებს ვეღარ იზიდავს, მისი სიმაგრის უკვე გოგა ხაჩიძესაც აღარ სჯერა, ის კი არადა -წვიმადა თოვლიც ვერ გაუკონტროლებია და ხან ადეიშვილის მილიარდების იმედადაა და ხან – ვანოს მანქურთების. იქამდე მივიდა საქმე, რომ ამერიკის ელჩი და პატრიარქი კი არა, უკვე თეა თუთბერიძეც აკრიტიკებს და ჟურნალი ტაბულა წლის ადამიანადაც აღარ თვლის, მიუხედავად ობამას ხელისანაბეჭდისა…
ამიტომ, ვიჩქაროთ, მაგრამ – ნელა. როგორც ოქტავიუსი იტყოდა – festina lente…
აქა ამბავი მონსტრ ქარტიაზე ჯვაროსნული ჟანადარკული ლაშქრობისა
Posted: 2011/01/07 Filed under: განვრცობილი ფიქრები, ია ანთაძის ბლოგები "რადიო თავისუფლების" ვებ-გვერდიდან, წერილები და მიმართვები | Tags: თავისუფლება, ია ანთაძე, მედიის თავისუფლება, მერაბიშვილი, ჟურნალისტები და კონფორმისტები, ჟურნალისტის ბედი საქართველოში, ჟურნალისტური ქარტია დატოვე კომენტარიმოკლედ, ქალბატონმა ნათია ახალაიამ და ბატონმა ანდრო ჭილაიამ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს.
ფაქტიურად, ეს ჯვაროსნული ლაშქრობა ნათია კობერიძის და გიორგი კაპანაძის, და – ერის გადამრჩენლის, ყველაზე რეიტინგული კომპანიის უქუსლო აქილევსის – ლაშა ხარაზიშვილის დასაცავად იყო განზრახული, მაგრამ ამის თქმა უხერხულია და ამიტომ გამოყენებული იქნა პადოშას მეთოდი – გამოცხადდა, რომ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის დაჩაგვრის წინააღმდეგ არის ამაღლებული ეს ხმა… აი, მაგალითად, ეკა კვესიტაძე – ანგელოზივით დაუცველი ქალბატონი, ან – ფეხშიშველი ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დაჩაგროს ვინმემ (ჰმ!) და მათ დაბალანსებულობაში (ჰჰჰჰჰჰმმმმმ!!!) რომ ეჭვი შეიტანოს!..
მაგრამ ქალბატონ ნათია დ’არკს და მის ჰიდალგოს მოუნდათ, რომ არა მარტო დაეცვათ საბრალო ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ირყევიან ქართაგან (მიშათაგან, ვანოთაგან, და სხვათაგან) ძლიერთა, ვითარცა ლერწამნი ( და თან ზოგიერთმა კიდეც მოასწრო ლერწმის შაქრის სერიოზული მარაგების გაკეთება დროულად, გალინა ბრეჟნევასავით), არამედ ეს მაქსიმალური ხმაურით გაეკეთებინათ.
ამიტომ, ქარტიის ყრილობამდე ზუსტად 18 საათით ადრე გაზეთ ”რეზონანსში” (!) გამოვიდა და მერე ფეისბუქზეც, ბატონ ანდრო ჭილაიას მიერ გავრცელდა სტატია – ”რა იხარშება ე.წ. ქარტიის ქვაბში?” http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=172953032747323&id=100000280976960¬if_t=like#!/note.php?note_id=10150094298157941&id=557597243
სტატიის ავტორი, ქალბატონი ნათია ახალაია, სწორედ რომ მილა იოვოვიჩის გმირივით შეაბჯრულა და უდრეკად იცავს ქართველი ჟურნალისტის მიშათბოძებულ უფლებას – წეროს ისე, როგორც უნდა (მიშას!), იმაზე, რაც უნდა (ვანოს!) და აიღოს ის ძღვენი, რაც ეთიკურად მიაჩნია (გიგის!)!
და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვინმემ ამაში დაგვაცენზუროს! არამცთუ სახენიღბიანმა უსახელოურმა სოლომონ თერნალელმა (ეგ საერთოდ ვინ აგდია, ეგ მშიშარა! ეგ რას მოვა უშიშარ დავით პაიჭაძესა ან უპრინციპულესს დოდოშკა… (აქ დამერხა! სკლეროზ… თუმცა რა სკლეროზ – დოდოშკა ერთადერთთან!), არამედ თუნდაც ამ ქარტიამ, ამ ცენზურის დამნერგავმა ცერბერებმა, ამ ბოლშევიკ-კომუნისტებმა!
ამ ”პრავდა-იზვესტიის” გადმონაშთებმა!
და რა თქმა უნდა – ია ანთაძემ! (მაგას არ ეღირსა ჭანტურიას და ვეშაპიძის პრემიები, მაგ ოხერს, როგორც გაგვიმწარა სიცოცხლე და არ შეგვარგო ლაივში ტანტალი!)
მაგრამ აქ მთავრდება პოემა (არ ვიცი – ჟანა დ’არკზე, თუ წამებულ ნათია კობერიძეზე) და იწყება პროზა -მოსაწყენი და იურიდიული…
საქმე ისაა, რომ
1) ია ანთაძე არაა ქარტიის საბჭოს წევრი
2) ია ანთაძემ , ლამის ერთი თვის წინ (ჯერ კიდევ წინა წელს – 28.12.2010) დაწერილ ბლოგში ”ნარმა… მიტკალი… რა გინდა – მითხარი…” არა ფართლეულზე, არამედ სწორედ ქარტიაზე ილაპარაკა, იმ როლზე რაც ქარტიამ შეიძლება შეასრულოს, და იმ კითხვებზე, რაც ამ როლის ორ სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიმართ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს…
3) ეს არის ია ანთაძის ხსენებული სტატიის ბოლო აბზაცები და ამის წამკითხავს, აბსოლუტურად არ უნდა გასჩენოდა ის პასკვილურ-ცილისმწამებლური ირონიული კითხვები, რაც ქალბატონ ნათია ახალაიას სტატიაში კი არ გაჩნდა, არამედ ჩამოთოვა და დაბარდნა:
”კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქარტია შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება. საბჭოს მანდატის გაფართოება კი ერთგვარი ძალადობა იქნება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არ ცნობენ ქარტიას.
დასაშვებია თუ არა საზოგადოების მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე, რათა ისინი გახდნენ ანგარიშვალდებულნი; თუ ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, ჟურნალისტს სიმართლის თქმა მოსთხოვოს; თუ მხოლოდ ჟურნალისტის საქმეა, რა ხარისხის ინფორმაციას გაავრცელებს? – სწორედ ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყდეს საზოგადოების მონაწილეობით. ორივე გადაწყვეტილება – საბჭოს ამჟამინდელი მანდატის შენარჩუნება ან გაფართოება – გადაარჩენს ქარტიას, როგორც სტანდარტის დამკვიდრების პროცესს, თუკი ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი.
ქარტიის ყრილობა კი დაეთანხმება იმას, რასაც საზოგადოება აირჩევს. ეს ერთადერთია, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.”
4) ქალბატონ ნათია ახალაიას, თუ ჰქონდა (და ეს მისი სრული უფლებაა,როგორც მოქალაქის და როგორც ჟურნალისტის) კითხვები ია ანთაძის მიმართ, მას შეეძლო (და უნდა!) –
- ან უნდა ეტვირთა მძიმე ტვირთი და 28 დეკემბრის მერე საცივის და გოჭის გარდა, ია ანთაძის ბლოგისთვისაც უნდა შეევლო თვალი,
- ან – თუ ისეთი უბირია, რომ არც ბლოგი იცის, არც ფეისბუქი (ჰუჰ, აბა ვნახოთ როდის გახსნა ”ექაუნთი”?),სადაც იას კედელზე და მრავალ სხვათა კედელზე არის იას სტატიის ლინკები და განხილვაც, რომელმაც უკვე 1100 კომენტარს გადააჭარბა, მაგრამ ქ-ნი ია სპეციალურად არ ცვლის ახალი ბლოგით, რათა ქარტიის ყრილობამდე ყველას ჰქონდეს შანსი სტატიასაც გაეცნოს და თავისი აზრიც გამოთქვას, რასაც ია, ყველგან სთხოვს საზოგადოებას – ბლოგზე და ინტერვიუებშიც!
- ან – ეს ოხერი ფეისბუქი არ იცის, ბლოგი არ იცის, ტელეფონის ნომრის აკრება მაინც არ იცის? – დაერეკა ჟ. დ’არკს იასთვის და ეკითხა, რატომაა, რომ ჟურნალისტების დამონებას, დაჩაგვრას და დაცენზურება-დაკომპლექსებას უჭერთ მხარსო? და იაც ეტყოდა, რომ არ უჭერს (ხოლო თუ მე დამიწერდა კედელზე,რატომ ვუჭერ, მეც ვეტყოდი,მაგრამ მე ვინ მაღირსებს მილა იოვოვიჩის სტუმრობას კედელზე… მე საწყალ უსახელოურს… ქალბატონი ჟ. დ’არკი ია ანთაძეს ისე სვრის ტალახში, რომ ვითომც არაფერიო – ეტყობა ჟურნალისტური სოლიდარობის სურვილით…
მაგრამ მოდი დავანებოთ თავი პირადად ქ-ნ ია ანთაძის ლაფში ამოთხვრის ენერგიულ სურვილს, რაც ადამიანურად გასაგებია (თუმცა არა მოსაწონი) – შური, ბატონო, შური… ის შური, რაც მოდელირებული ქრონიკის სულისკვეთების მქონე ურნალისტებს ყოველთვის ექნებათ პატიოსანი ჟურნალისტების მიმართ, ისევე როგორც ჩვენს სუშისკენ მოჩქარე მხედართმთავარს შურს ომის მოშიმშილე ვაჟკაცი ვეტერანების. შური არს მწუხარებაი სხუისა სიკეთესა ზედა… თან ისიც გავიხსენოთ, რომ ია ანთაძემ რამდენიმე დღის წინ მაესტროზე ”არგუმენტებში” ერთი სახელოვანი კაცის საპრეზიდენტო ამბიციებზე ილაპარაკა და ეს სურვილები ალბათ გაამძაფრა…
მაგრამ რაღა დღეს – 22 იანვრის საღამოს, როცა ქარტიის მეორე ყრილობამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩება?
რატომ და იმიტომ, რომ ქალბტონი ჟ. დ.არკისა და მისი ფეისბუკელი იმპროვიზირებული იმპრესარიოს სურვილი (და მჯერა – დავალებაც!) სწორედ ორმაგი დარტყმა იყო – არა მარტო იაზე, ქრამედ ქარტიაზე და სწორედაც რომ უფრო ქარტიაზე – რომ საშინლად დაძაბონ ხვალ სიტუაცია, რომ ქარტიის საბჭო წარმოაჩინონ კორუმპირებულ მოძალადე მონსტრად, რომელიც უკვე არა მარტო ამ ქარტიის აცახცახებულ წევრებს, არამედ პატიოსან და ქარტიის გარეთ ათასობით სხვა ჟურნალისტსაც (მათო შორისრამდენიმე ასეულ – სახელმწიფოს არჩამოშლის სადარაჯოზე მომუშავეთაც) შეიძლება გადაწვდეს!
და ხომ შეიძლება, რომ მათ არ მოუნდეთ ეთიკის ჩარჩოების დარღვევა, თუ გიგის და მიშას გადმოგდებული 30 ვერცხლის ჩხრიალს რომელიმე პატიოსანი ორგანიზაციის შეფასებისგან მორიდება გადაწონის??? მერე რა ეშველებათ მიშას და გიგის? ისედაც არა აქვთ ის 30 ვერცხლი და უნდათ, რომ 1-2 წელი ”პოსლეზე” ამუშაონ ურნალისტები და ახლა კიდევ ეს უნდათ, რომ ქართაგან ძლიერთა მერყევ ლერწმებს მეორე მხრიდან თუნდაც ნიავმა დაუბეროს???
მიშა ვერ იტანს კონკურენციას!
მას, იმ მამისმკვლელ იმპერატორ კომოდუსივით მხოლოდ მაშინ შეუძლია საბრძოლველად გასვლა, როცა მეტოქეს წინასწარ ზურგში დაჭრის.
მხოლოდ მაშინ ”იცავს” ჟურნალისტებს, როცა წინასწარ ნაყიდი ჰყავს და იცის, რომ მათ სხვა დაფინანსების წყარო ვერ ექნებათ.
მხოლოდ მაშინ არის გულადი, როცა ქალებს და ბავშვებს ასახლებს სატვირთო ფურგონებით და ომის ვეტერანებს ურტყამს მოძალადე უფორმო ზონდერბრიგადებით …
და როცა იცის, რომ ამას დაუსჯელობის ძალით გაზულუქებული ურნალისტები არავითარ შემთხვევაში არავის არ აჩვენებენ, არც გადაიღებენ – ფართოდ დახუჭული თვალებით!.. რადგან ისინი აღარც არიან ჟურნალისტები… ისინი მოხითხითე/მოტირალი ჯოკრებია, ოღონდ არა კარტის, არამედ – მეფის კარის ჯოკრები, რომელთაც მოჯოკვრა არ შეუძლიათ, მარტო ტინგიცი და ტუტუცობანა…
ჰოდა ამიტომ – სწორედ დღეს.
მაშინ, როცა ვერაფერს ვერსად ვეღარ გაუკეთებ კომენტარს… სწორედ იქ, საიდანაც არ ელი… და სწორედ ისე (დაბრალებით), რომ შეიძლება ენა ჩაგივარდეს და არც მიხვიდე იმ ყრილობაზე…
და მერე, როცა ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრინციპში უმრავლესობას უნდა – მართალი გითხრათ, კობა ჭუმბურიძე, მანანა იაშვილი, თორნიკე თევზაძე და თქვენი მონა-მორჩილი აშკარა უმცირესობაში ვართ, მგონი – უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ქარტიის გარეთ დარჩენილი ჟურნალისტები (აქვე დავამატებ, რომ ქარტიის გარეთ მრავალი პატიოსანი ჟურნალისტიცაა, რომელთა წინაშე ბოდიშს ვიხდი, თუ უნებლიეთ დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ისინი ყველა ჰეკლბერი ფინივით წყალწაღებულნი მგონია! თუ აქ ვინმეა ჰეკლბერი ფინი, სწორედ თავად გახლავართ!) – რომ ისინი არ იყვნენ ქარტიის მიერ გასარჩევი და დასაძრახი,მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების მხრიდან (!) მრავალი ურნალისტი არამცთუ დასაძრახი, არამედ -დასანძრ(ახ)ია!
ჰოდა, როცა ეს ყველაფერი მოხდება, გამოვლენ კამერების წინაშე ჩვენი კასტორი და პოლუქსი, ჩვენი ზიტა და შიამი, ჩვენი ბეტმენა და რობინა, ჩვენი ჟდარკი და მისი იმპრესარიო და იტყვიან, რომ სწორედ მათმა სტატიამ, ამ პაწაწა დავითიანმა შურდულმა დაამარცხა მონსტრი გოლიაფფი, რომელიც საცოდავ ლერწამისტებს საუკუნო შიშს და მონობას უქადდა! ბრრრ….
აი, ბატონებო და ქალბატონებო – რისი და ვისი დაბადების მოწმენი გავხდით ჩვენ დღეს! (და ჩაესვენა ლაშა ხარაზიშვილის ჩემპიონობის ვარსკვლავი). ახალი ვარსკვლავი ამოდის სულ რამდენიმე საათში – ახალი… ახალაია… ჭილაია…
ზეახალის დაბადება!
მაგრამ არის ერთი პოზიტიური მარცვალი, რომელიც, გაგეცინებათ და მეც მეხება… მთელმა ამ სამარცხვინო უტიფრობამ, რომლის მაგალითს ქვემოთ წარმოგიდგენთ, მე ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.
რომ ვასილ მაღლაფერიძე მართალია!
რომ არ შეიძლება იმ ხალხს, ვინც ქარტიაშია, ეს ხალხი გავუტოლოთ და ვაიძულოთ, რომ იქ ძალად შევიდნენ!!!
რომ არ გვინდა ჩვენ ქარტია, როგორც თავის დროზე კომპარტია იყო, მერე – მოქკავშირი, მერე – ნაცმოძრაობა! სადაც ხალხი იმიტომ შედიოდა, რომ პუწიოვკა ჰქონოდა, ხალადელნიკ ”როზენლევ”, აგარაკი – წყნეთში და სპა და ნომერი – ”რედისონ ბლუში” …
რომ ალეკო ელისაშვილსთვის კი არაა პრობლემა, რომ მას, ძალიან პატიოსან ჟურნალისტს – ქარტიამ ერთხელ მიუთითა, არამედ ის იქნება პრობლემა, თუ იმ ქვაბში მოიხრაკება, სადაც იმედის მოდელირებული ქრონიკის ბოდიშისარმომხდელი ნებიერი და გაღმაშემდაველები ურნალისტები იბინადრებენ! თანაბარი უფლებებით, რომ ისინიც უკვე ქარტიელები არიან (რა თქმა უნდა -პირველ მიქარვამდე! არა, ბიჭო, და ალეკოსავით მაგას მოითმენენ, რომ რაღაც ქარტიამ!.. ტი შტოო?!)
ასე რომ მე – ერთი უცნობი, უსახელო, ადამიანი, რომელმაც არც ჟურნალიზმის საფუძვლები ვიცი და არც ჟურნალისტური ეთიკა, მაგრამ, როგორც ანეგდოტშია ”სპინნიმ მოზგომ” ვგრძნობ სილამაზესაც და სიმახინჯესაც, ახლა იმას მივხვდი, რომ უმჯობესია ცოტა და კარგი, ვიდრე წყლით გაზავებული ღვინო ან ბენზინი და – ძალად შემორეკილებით გაზავებული ქარტია…
მადლობა ყველას, რომ სერიოზულად დამაფიქრეთ… კარგი იქნება, თუ მარტო მე არ დავრჩები ამ ამბავში მოგებული…
P.S. არის ერთი მტკივნეული დარტყმა, რაც ამ სტატიამ მომაყენა, მაგრამ იმ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ამჟამად არაფერს ვეტყვი…ალბათ თავად მეტყვიან… თუ იქაც ჩემმა უსახელოურობამ არ გადაწონა…
——-
ეს კი ჟურნალისტიკის საფუძვლები – და რა არის სტანდარტი და ეთიკა…
<span>ია ანთაძე –</span>
ძვირფასო ნათია, ორი მოკლე რჩევა მაქვს თქვენთვის.
1. სტატიის დაწერამდე თუ არა, ახლა მაინც წაიკითხეთ ჩემი ბლოგი “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე, რომელიც ზუსტად ქარტიის საბჭოს მანდატს ეხება. http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2260836.h…tml
2. 899 562517 – ჩაინიშნეთ ჩემი ტელეფონი და სანამ საჯაროდ დასვამდეთ შეკითხვებს ჩემთან დაკავშირებით, დამირეკეთ და, მკითხაობის ნაცვლად, ჩემი პოზიცია გააცანით თქვენი გაზეთის მკითხველებს.
დიდი მადლობა წინასწარ.
<span>ნათია ახალაია</span> – ია,მე გამიჩნდა კითხვები და სწორედ ამიტომ დავსვი ისინი სტატიაში.ვფიქრობ,ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმური იყო.როგორც ჩანს,ბლოგის სისტემატური მკითხველი არ ვარ.ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამას ჩემს დანაშაულად ნამდვილად არ მივიჩნევ.გმადლობთ ლინკისთვის.იმედი მაქვს, რადგან იგი მომაწოდეთ,მასში ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებთნ დაკავშირებით თქვენს პოზიციას გავიგებ.
<span>ია ანთაძე</span> – ნათია, დაწერთ ხვალ, რომ მე წინააღმდეგი ვარ ნებაყოფლობითობის პრინციპის დარღვევის? აბა, როგორ გაიგონ თქვენი გაზეთის მკითხველებმა ჩემი პოზიცია?
<span>ნათია ახალაია </span>– ია,მე ხომ საავტორო სტატია დავწერე. დავსვი კითხვები და გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. ვფიქრობ,რედაქტორს უნდა მიმართოთ. მე კი, ამაღამ თუ ვერა, ხვალ ბლოგზე თქვენს პუბლიკაციას გავეცნობი. მაინტერესებს.
<span>ია ანთაძე </span>- ეს როგორ? შეგეძლოთ, ჩემთვის გეკითხათ, არ მკითხეთ, ეჭვი გააჩინეთ, აღმოჩნდა, რომ ეჭვი უსაფუძვლოა და ახლა მე უნდა მივმართო რედაქტორს? მე კი მივმართავ, მაგრამ სად არის თქვენი პროფესიული ეთიკა?
<span>ნათია ახალაია </span>- ია,უკაცრავად,მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ.
ლაჩრების შური
Posted: 2011/01/05 Filed under: განვრცობილი ფიქრები, წერილები და მიმართვები | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, ვეტერანები, მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, მოშიმშილეები, ნაცმოძრაობა, ნეობოლშევიზმი, პოლიცია, საქართველო დატოვე კომენტარი”შური არს მწუხარებაი სხუისა სიკეთესა ზედა”
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ორბელიანის ამ სიტყვების სიბრძნეში.
შურს აქვს დასაწყისი. როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ მას არ აქვს ის, რაც სხვას აქვს.
შური უსასრულოა.
შურის მორჩენის სამი გზაა მხოლოდ:
ა) ადამიანმა უნდა შეიძინოს (სამართლიანად ან უსამართლოდ) ის, რაც სხვას აქვს და მას არა;
ბ) ადამიანმა სხვას უნდა წაჰგვაროს ის, რაც მას არა აქვს. ან უნდა გაანადგუროს მაინც, რომ არც სხვა ჰქონდეს.
გ) ადამიანმა ან თავისი თავი უნდა დაიბრმავოს, ან – ყველა დანარჩენი.
ყველაზე საშიში ლაჩართა შურია.
რადგან ლაჩრობა უხშირესად ვერ გამოსწორდება. ამდენად ა) ლამის გამორიცხულია.
ბ)-ც ძალიან ძნელია, გმირობას ვერ გახდი სხვას პალტოსავით და ვერ მოირგებ საკუთარ ღიპზე ან უკანალზე .
რჩება გ).
და რადგანაც ლაჩარი თავის თავს ვერ დაიბრმავებს (აბა რისი ლაჩარია?), მაშინ მხოლოდ ისტორიის გადაწერაა ”გამოსავალი”.
საქართველოს მთავრობა ვერ იტანს აფხაზეთის ომის ვეტერანებს.
ომის მატრაკვეცულად დამწყები და მერე 36 საათში წამგები ხელისუფლება, თვითმფრინავის ხმაზე ბენ ჯონსონივით გაქურციკებული კურდღელი და საიდუმლოდ დამალულ კაპიტულაციაზე ხელის მომწერი ტრიბუნგენიოსი ვერ იტანს ხალხს, რომლებმაც 13 თვე გაძლეს და ეომეს რუსეთს, რომლებსაც არ მიუტოვებიათ თავისი ნაწილები, რომლებიც ალყაშემორტყმულ სოხუმში მიდიოდნენ და თვითმფრინავში ფეთქდებოდნენ…
არ უნდა ერთსაათიან ოპერებში მილიონების გადამყრელ ხელისუფლებას, რომელსაც სინამდვილეში ლუჩანო პავაროტი ლევი პავაროტისგან ვერ გაურჩევია, არ უნდა, რომ ომის ვეტერანებს თუნდაც მინიმალური დახმარება გადაუხადოს! ურჩევნია, რომ ადრე ჩადოს მიწაში ეს გმირი ხალხი, ამდენი ხანი ჩუმად რომ იტანდნენ გაჭირვებას! მერე კი სიამოვნებით დააფრქვიოს რეჩები პანაშვიდებზე.
სააკაშვილი ოცნებობს იმ დროზე, როცა არცერთი აფხაზეთის ომის ვეტერანი არ იქნება ცოცხალი, როცა არც ერთი 2008 წლის ომის ვეტერანი არ იქნება ცოცხალი, როცა გორის გარბენის არცერთი მხილველი არ იქნება ცოცხალი და როცა ის ყველას ამაყად და შვებით მოუყვება, როგორ მოიგო ასწლიანი ომი რუსეთთან, როგორ დახოცა მტრის მთელი დივიზია, როგორ მიუძღოდა ტანკებს თეთრი ფორმულა-3-ის მანქანით (ან – რეაქტიული გამანადგურებლის შტურვალთან), როგორ იღებდა სევასტოპოლს და ვლადივოსტოკს! როგორ მარტოდმარტომ შეანგრია კრემლის კედელი თავით… მიუნჰაუზენობას ხომ საზღვარი არ აქვს…
და ეს ბასიშვილის ზონდერბრიგადები! ეს მანქურთებადქცეული ძალოვნები – 2008 წელს რომ უკან ფეხებს ირტყამდნენ და ახლა საკუთარ ხალხთან – მშიერ და ნაშიმშილებ ომის ვეტერანებთან და ქალებთან რომ დიდი ძალა აქვთ! ეს საშობაოდ ძალადობაზე დაგეშილი ლეგიონი, რომელიც ისევეა ქრისტიანი, როგორც ბარაბა, მაგრამ პირჯვრის გადაწერა მაგარი იციან – ამათი ლაჩრობის შური არის ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი და დამანგრეველი…
როცა ისინი ქალებს ურტყამენ, ჰგონიათ, რომ ამით გაძლიერდებიან!
როცა ისინი მოშიმშილეებზე ძალადობენ, იმედი აქვთ, რომ მათ შინელივით გააძრობენ გმირობას და თავად მოისხამენ!
როცა მათ სახლში ქართველ ხალხზე ძალადობაში მიღებული პრემია მიაქვთ, ჰგონიათ, რომ იმ ფულით ნაყიდი გოზინაყი ტკბილად დააბერებთ!
როცა ისინი საქართველოს და მის მომავალს ადღეგრძელებენ, ბოყინს და სლოკინს ბოლოკით ახშობენ და ვერ გრძნობენ, რომ ეს მათ დაბრედილ სინდისს აბოყინებს და ასლოკინებს ჯერ კიდევ სულთმობრძავს…
როცა ისინი პირჯვარს იწერენ და სანთელს ანთებენ, უცნაურია, რომ სააკაშვილის და მერაბიშვილს ხატს არ ეძებენ – წმინდა გიორგი როგორ მიიღებს მათ ლოცვას ან სანთელს, ისინი ხომ არ ინანიებენ, ქალებზე, მოშიმშილეებზე და ბავშვებზე ძალადობით გულმოცემულნი?!…
”არ მარადის იშვეთ მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!”
ორუელიდან – მიშამდე! From Orwell – to Misha!
Posted: 2011/01/04 Filed under: Uncategorized | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, Saakashvili დატოვე კომენტარი“ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უმეცრება ძალაა!”
(ჯორჯ ორუელი, “1984”)
———
”ლაჩარი გმირია!
ბოზი უმანკოა!
მკვლელი ანგელოზია!
შიმშილი ხსნაა!
სიცრუე სიმართლეა!
ჯოჯოხეთი სამოთხეა!”
(მიშა I დამპალი, საქართველოს კონსტიტუცია 2011 წლის ჩასწორება)
————-
“War is Peace! Freedom is Slavery! Ignorance is Strength!”
(George Orwell, “1984”)
———
Coward is Hero!
Whore is Virgin!
Killer is Angel!
Starvation is Salvation!
Lie is Truth!
Hell is Paradise!
(Misha the Rotten, Amendments to Georgian Constitution, 2011)
Exegi Monumentum! – გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს(განადგურების)თვის!
Posted: 2011/01/02 Filed under: ინტერმეცცო | Tags: დემოკრატია და პლუტოკრატია, მიხეილ სააკაშვილი, საქართველო, საქართველო თუ მიშა? %(count)s კომენტარი”მიშა მაგარია!” (2003) – ”საქართველო – შევარდნაძის გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2004) – ”საქართველო – ასლანის გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2005) – ”საქართველო – ჟვანიას გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2006) – ”საქართველო – რობაქიძის, გირგვლიანის, ცინდელიანის… გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2007) – ”საქართველო – ღირსების და ”იმედის” გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2008) – ”საქართველო – აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2009) – ”საქართველო – ბიზნესის გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2010) – ”საქართველო – ლტოლვილების და ვეტერანების გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2011) – ”საქართველო – ბურებისათვის!”
”მიშა მაგარია!” (2012) – ”საქართველო – ქართველების გარეშე!”
”მიშა მაგარია!” (2013) – ”მსოფლიო – საქართველოს გარეშე!”
:((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
Happy New Year! Is it?
Posted: 2011/01/02 Filed under: წერილები და მიმართვები | Tags: 2011, დემოკრატია და პლუტოკრატია, ვეტერანები, თავისუფლება, პოლიცია, New Year, Saakashvili დატოვე კომენტარიGeorgian President Mikhail Saakashvili has allotted 25 million GEL ($14 mln.) to carry out New Year concert in Batumi, Georgia on December 31st, 2010. A mixture of Andrea Bocelli and other famous opera singers and skate-dancers, as well as Brazilian carnival dancing and Cuban reggey masters has been watched by several thousand spectators (ticket was free) wearing umbrellas and coats in heavy non-stop rain.
At the same time Georgian government takes no measures at all to help salvation of Georgian sailors held captive by Somalian pirates, who threaten to execute them. At New Year eve Georgian War veterans had hunger strike at Heroes Square, whereas dozens of homeless IDPs live 80 days in tents in front to Ministry for Refugees and Accommodation! Government shows zero interest in those affairs.
Potyomkin-Facede Democracy Show Must Go On!
At Any Price – paid by people of Georgia…
Happy New Year? Is it?