მოდით, ვნახოთ ვენახი! (მრავალუცნობიანი ნაცნობი დრამა ფარდით, ნაგლეჯით და მოუხელთებელი სუფლიორით)


(მაგდა პოპიაშვილის სტატუსის ნაკვალევზე 🙂 

 1. ჯურნალისტი ჯაბა (ჯეი-ჯეი) იძახის, რომ ნახა ნაგლეჯი (მერე ამბობს, რომ ეს ნაგლეჯი მას არ აქვს და ისე ეტყობა, რომ არც არასდროს უნახავს, მაგრამ ხუ ქეარზ?), რომელზეც მთელი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების საიდუმლოა დაშიფრული ძალიან ადვილი კოდით.

 2. მერე ეს ჯეი-ჯეი ართმევს (ან იღებს. წართმევა და წაგლეჯა მგონი არ ყოფილა, ”ონ სამ პრიშოლ” ვარიანტი იყო) ინტერვიუს პოლიტიკური სპექტრის სერიოზულ სუბიექტს – ქვეყნის პირველი პირის ნათესავს და ქვეყნის ერთ დროს პირველი და მეორე პირის მეუღლეს – უბიწო ბიწაძეს (უ-ბეი-ს), სადაც ის ამბობს, რომ პოლონიუსის მსგავსად ფარდის უკან ისმენდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ვაჭრობას, როდესაც მოპარული პრეზიდენტობის მშვიდად შერგების სიამოვნება იცვლებოდა სერიოზულ დივიდენდებზე. ფაქტიურად ბატონი უ-ბეი ადასტურებს, რომ მის გარდა ყველა ბიწიერია – პრეზიდენტი ყიდულობდა და კომპრომატების მოგროვებას თხოვდა, ხოლო ოპოზიციის ლიდერი ყიდდა. ანუ, ბატონი უბიწო ფარდის იქედან დაესწრო ბიწიერების კლასიკურ ნიმუშს, რომელმაც ისე დაამუნჯა, რომ სამი წელი შოკის ეფექტიდან ვერ გამოვიდა. მან რა თქმა უნდა, უარი თქვა, ასეთ მანკიერ გარიგებებში მონაწილეობაზე, რადგან სათანადო უნარ-ჩვევები და რესურსები არ გააჩნდა (ეს მის უფროსს ჰქონდა, მისი განცხადებით…).

 3. ამ ამბების აქტიური მონაწილე, იუბილარი მიშა, რომელიც ამ დროს იუბილეს სკრომნად ოჯახურ წრეში აღნიშნავს და განუცხადებია, რომ არავითარი საჩუქრები, თუ მაინცდამაინც ბონიბონის კამფეტები (თურქულზე ყველაფერზე გიჟდება) და კურდღლებიანი საათები (Audemars Piguet, რამე) – იყოსო – სწორედ ეს ჩვენი სკრომნი მიშა თავისი სკრომნაია პრესს-მანანის პირით იძახის, – ჩვენ ეგ არ გვაინტერესებსო.

ანუ კაცზე ამბები ვრცელდება, რომ დღისით მზისით ქრთამის მიცემის ამბავს აბრალებენ და ის მართლა პლეიბოის ყურცქვიტასავით იძახის – ”ა ნამ ვსიო რავნო, ა ნამ ვსიო რავნოო”…

 4. ამ ამბების მეორე მონაწილე – ოპოზიციის კანდიდატი, რომელიც ნაგლეჯზე სუფთა წერის დიდოსტატად დაასახელეს, ყველას საფლავში ჩაყოლით ემუქრება და ჯერ კიდე მანამ, სანამ ჟურნალისტი მარტო იდგა ასენიზატორით ხელში, აცხადებდა, ეს ამბავი უბიწოთა ოჯახიდან მოდისო…

პრინციპში, ეს ერთი მართალი გამოუვიდა.

ვნახოთ, დანარჩენ სიმართლესაც თუ დაამტკიცებს, რაც საქართველოს სასამართლოს და ექსპერტიზის ხელში ისეთი ძნელი რამეა, რომ წესით, წმინდა ნიკოლოზსაც არ უნდა გაერისკა, თუნდაც საახალწლოდ!

 5. დაბოლოს, ამ ამბების დაუსწრებელი მონაწილე, ქ-ნი ნინო თატჩერი, რომელიც იძახის, ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვამსო (ეს პასუხი ფსიქოლოგიურ ტესტებში კვლევის მონაწილის არაგულწრფელობის 100%-იანი დასტურია!), ინტერვიუს იძლევა, სადაც თავისი მეუღლის განცხადებების შესახებ კითხვაზე ფაქტიურად დეზავუირებას უკეთებს ამ ინტერვიუს არსებობსაც კი – თქვენ, ალაოდ ხომ არა ხართ – რა გარგლიკურკლიტოლა, რის ინტერვიუ, რა ჟურნალისტი ჯეი-ჯეი და ჩემი უბიწო მეუღლეო? არავითარი ინტერვიუ არ ყოფილაო…. ვაბშემცო…

 ძაან დავიბენი, რამეთუ:

 ა) თუ პრეზიდენტი ვინმეს ქრთამს თავაზობდა, თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნით, როგორადაც ითვლება პრეზიდენტად დარჩენის დაუძლეველი სურვილი, ეს არა მარტო მის იმპიჩმენტს, არამედ მის დაჭერას უნდა მოასწავებდეს. და ამ დროს, პრესს-მანანას ნეჟნი ”ნევიჟუ-ნესლიშუები” ძაან უდროოა.

 ბ) თუ პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატი, თუნდაც ძალიან  კეთილშობილური მიზნით, – სისხლისღვრის  და არეულობის თავიდან ასაცილებლად და ქვეყნისათვის არალეგიტიმური პრეზიდენტის მომავალში უმტკივნეულოდ მოსაცილებლად – ქრთამის აღებაზე მიდიოდა, ესეც დასაჭერი მუხლია. კაკ ნი ჟალ, მუსიე ლევან!

 გ) თუ ამის ყველაფრის მხილველი და პრეზიდენტის მხრიდან კიდევ უფრო მეტ ბიწიერებაში ჩაყვინთვის შეთავაზების მოწმე (და ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი და იურისტი) – ბატონი უბიწო ამ ყველაფერს 3 წელი მუნჯად ინახავდა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ავტომატურად დგება და ხვალვე საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ბატონი ბიწაძე მინიმუმ მოწმის სტატუსით უნდა დაკითხოს, თუ არა – ეჭვმიტანილის, რომელსაც აღიარებითი ჩვენება უკვე მიცემული აქვს ჯურნალისტ ჯეი-ჯეისათვის.

 დ) დაბოლოს, თუ ქალბატონი ნინო ამჯერადაც, ისე როგორც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, არ იტყუება და არავითარი ინტერვიუ არ ყოფილა (არცა შიოლა ყოფილა?), მაშინ ჟურნალისტი ჯეი-ჯეი, რომელმაც ჯერ უნახავი ნაგლეჯი ნახა და მერე არარსებული ინტერვიუ შეთხზა – უნდა წავიდეს ციხეში თავისი ფანტასმაგორიული ცილისწამებისათვის!

მოკლედ ციხეში უნდა ჩაჯდეს ვინმე – ან 1 (ჯეი-ჯეი), ან მეორე (უბიწო), ან სამივე (უბიწო, მეფე-მზე და გრეჩიხა)

ხოლო, თუ, – მერამდენედ უკვე, –ამ ბედნიერ ერის დაქცეულ ქვეყანაში ისევ არავინ არაფერზე პასუხი არ აგო, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ეს არამარტო ბანანის რესპუბლიკაა, არამედ დამპალი და აყროლებული გასრესილი ბანანების პლუტოკრატიაა, სადაც ჯამლეტასგან ჯონდოს დაორსულების სავალალო ფაქტი მხოლოდ ერთი პატარა, შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენაა მასიურ სიდამპლეთა ყოვლისწამლეკი ეპიდემიის ფონზე

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s