შაყირლიქსი (ხუმრობანარევი ხუმრობა)


–         დარეკეს?

–         რა თქმა უნდა.

–         რაო? რა გვინდაო!

–         თანასწორობა და პატივისცემაო!

–         ან ერთს რომ იმსახურებდეთ, ან – მეორეს, თხოვნა რა საჭირო იქნებოდა-თქო, -ვერ უთხარი?

–         ვერ ვეტყოდი… თუ გნებავთ, შეგაერთებთ.

–         ეჰჰ. კარგი… დარეკე ანდერსთან და უთხარი – ამით დაიწყოს. ვერაფერს გავაწყობთ. გვჭირდებიან ეგ (პატივ)საცემები

—————————

–         ახლა რაღაა?

–         ახლა იმან დარეკა, მაღალმა, ფერადსაროჩქებიანმა.

–         რაო, რა მინდაო?

–         რა უნდა უნდოდეს?! ვერ ხვდებით?

–         მაგის მეტი საფიქრებელი არ მქონდეს – მივხვდებოდი. ისე, მაგას რა უნდა, ნეტა მაგისიანები თუ ხვდებიან?

–         შემხვდესო.

–         გააჭირა საქმე.

–         შენც შეხვდი, რა მოხდება? უარესებსაც ხვდებიან ხოლმე.

–         არ მომწონს ეგ ტიპი. კიბოსავითაა. რომ შეხვდები, მერე ხელის ჩამორთმევას მოგთხოვს, მერე მაგიდასთან დაჯდომას, მერე – ფოტოსესიას, მერე – იმის დადასტურებას, რომ მაგათზე უკეთესი რეფორმატორი არავინაა, მერე ბოლოს თავისი პრობლემების მოგვარებას… ჩხუბში შევარდნისას არაფერ იკითხავს და რომ მიბეგვავენ, მერე უნდა რომ შენც შეყვე… გეგონება ჩვენი ომი და დავიდარაბა გვაკლდეს…

–         ჩვენ ომში და დავიდარაბაში ხომ გვიგზავნის ხალხს. ზოგიერთ სტრატეგიულზე სამჯერ მეტს გვიგზავნის.

–         რა ენაღვლება, რა?!. მაგას ოღონდ ხელი ჩამოართვი და ყველას გამოუშვებს, ნათესავების და მთავრობის მეტს.

–         რა ვი, მე გითხარი და… თუ გინდა, ნუ შეხვდები.

–         რას ვიფიქრებდი, ორი წელი გაძლებდა?! ჯადოს უკეთებს იმ ქვეყანას?

–         რა ჯადო, ტელევიზორში სიმართლეს არ აჭაჭანებს. ხალხი დაყრუებული ყავს. არჩევნებს აყალბებს. პოლიცია გესტაპოდ აქცია,  ჯარში – დედოვშჩინაა. სასამართლო ქაღალდზე არსებობს.

–          და ეგაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დემოკრატი ლიდერი?!.

–         მის უარესს ჯობია. ჟურნალისტებს არ კლავს და ბავშვებს, როცა იჭერენ, მალე უშვებენ.

–         წმინდანი ყოფილა! 🙂

–         უკეთესი არ უნდათ. ითემენენ… სანამ ითმენენ, ჩვენ რა? ჩვენ  ჯარს გვიგზავნის და…

–         ჯანდაბას, შევხვდები.

–         ტუალეტთან ისევ?

–         არა. იყოს ნორმალურად. ორი წელია ატუზული. ვნახავ, დაველაპარაკები. მაინეტრესებს, მართლა ისეთი არეკილია, როგორც მეუბნებიან? თუ შერჩა რამე ძველი დიდების ნაშთი.

–         ჟურნალისტებთანაც გამოხვალ შეხვედრის მერე?

–         არც იოცნებოს! და რა გარანტია აქვს, რომ თუ გამოვალ, რამეს კარგს ვიტყვი?!

–         მაინც ძაან გაუხარდება. მეშინია, მართლა არ გარეკოს სიხარულით. ამ კვირას რაღაც მიტინგი უნდა მოეწყოს მაგათთან და ნერვიულობით არ იყო.

–         რაზე შეატყვე? ღეჭავდა რამეს?

–         -ჰა, ჰა, ჰა!

——————–

–         ახლა რაღა ჯანდაბაა?

–         ახლა იმან დარეკა ისევ.

–         რომელმა?

–         რობინმა.

–         რაო?

–         თუ ეგ მაგას შეხვდება, შეხვდეს, მაგრამ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ჩვენც დავუყვავებთო.

–         თქვენ დაყვავებული არადა, გაყვავებული კი გყავთ-თქო… ისე, საიდან გაიგო? კიდევ ჰყავთ ჩანერგილი ქალები?

–         არა, კაცო! ამ გრძელის პრესსამსახურმა მთელ მსოფლიოს მოსდო! მთავრობა ზეიმობს. ოპოზიცია ტრაურშია! ხალხს გამოუცხადეს, უკვე დავიბრუნეთ ტერიტორიებიო!

–         ა, უყურე შენ?!

–         არ იცოდი?! მაგისთვის შენთან შეხვედრა კი არაა მთავარი. შუქურას რომ არ დაარქმევ, ამდენს კი ხვდება. მაგისთვის ისაა მთავარი, რომ თავის ხალხს უთხრას, – მხვდებიან, მელაპარაკებიანო.

–         კარგი ჰო… იმათ რა თქვეს, როგორ თქვი?.. რობინმა. აჰა, ე.ი. მეორე ბეტმენი ყოფილა!

–         მოკლედ, ჩვენ პასო…

–         არავის უთქვამს, წამოგვყევითო. ეგ რომ ჩავესს კოცნის, ჩემზე ხომ არ ვრცელდება?!

–         კარგი. მეც ესე ვუთხარი. ჩვენ ჩვენსას ვილაპარაკებთ-მეთქი. თქვენ, რაც გინდათ, ისე ჰქენითო – მიპასუხეს.

–         მერე?

–         არაფერი, ისევ ორი მარშრუტი გვექნება კორიდორებში დასახაზი, რომ ერთმანეთს არ შეეჯახონ.

–         მეტი დარდი არ მომცა.

—————–

–         დიდი ხანია, არ შემოსულხარ.

–         არ იცი, როგორაა ამ დროს?

–         ვიცი. ბებიას ვერ დავლაპარაკებივარ.

–         დროზე თუ დაელაპარაკები, კარგია. ურჩიე, საერთოდ ნუ დაელაპარაკება ნურავის. ჟურნალისტებს კი, არა მეზობლებსაც.

–         აბა! ეგ რა უთქვია?! გავგიჟდი, რომ გავიგე! რას იზამ, ყველას კი არ უმართლებს ბებიებში!

–         სამაგიეროდ იმათ შვილიშვილებში არ უმართლებს!

–         ხა-ხა-ხა!  კარგი. ამოღერღე, რა მოხდა.

–         ისევ იმან დარეკა?

–         ისევ რობინმა?

–         არა.

–         აბა ბეტმენმა?

–         არა, ეგ ლარი კინგის კაცია.

–         აბა ვინ, ბეტმენის თმაშეღებილმა ძმაკაცმა?

–         არა, მაგი ამ დროს ნაშებშია. არა, ისევ გრძელმა დარეკა, მაკკეინის ძმაკაცმა.

–         რაო?

–         შეხვედრის მერე, პატარა კუტოკით სასტუმროში ვიკრიბებით. პატარა მალჩიშნიკი გვექნება, მწვადი, ყაურმა, ჩაქაფული… ხომ არ დაგვეწვევითო…

–         ვიცი მე მაგათი მალჩიშნიკი როგორ დამთავრდება.

–         მეც ეგრე ვიცოდი, უარი ვუთხარი. იცი, რა მითხრა?

–         რაო?

–         გაგიჟდები.

–         მაინც რაო?

–         ოღონდ მაგან რობინს შემახვედროს სადმე მოფარებულშიო და…

–         უყურე შენ! სწორი გამოუცნია აბა იმას, წინასწარ ატაშოლი რომ მისცა.

–         აბა!

–         მაინც რას ნიშნავს ერთი მენტალიტეტი! მე და შენ ვერც ვიფიქრებდით – ვერ თხოვნას და ვერ წინასწარ უარს!

–         ეეჰ, არ გაგჭირებია, თორე, რა იცი, რას ითხოვ. მე რომ მაგათთან 300-ათასიანი მიტინგი ვნახე, მერე ვხვდები, როგორ ვულკანზე ზის.

–         აბა 60 ათასზე მეტი არ ყოფილაო!

–         იყო, მაგრამ ჩამოაწევინა! ბევრს იხდის… ძაან ბევრს იხდის…

–         მოკლედ უთხარი. არა! არც მალჩიშნიკი. არც რამე დაპირებები. არც ჩვენი ჩართვა მორიგებებში – თავად გაიჭირვოს. ომი თუ თავად გადაწყვიტა, მშვიდობაც თავად მოაგვაროს.

–         ყველაფერზე უარი ვუთხრა? ცოდვაა.

–         იცი, რას დაპირდი?! გუშინ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილა რაღაც ახალგაზრდული ოლიმპიადა. იცოდი?

–         როგორ ახალგაზრდული ოლიმპიადა? მათემატიკაში?

–         არა. ჩვეულებრივი სპორტული ოლიმპიადაა, ხუთი რგოლით, ცეცხლით, მედლებით. ოღონდ ჯუნიორებისთვის.

–         არ ვიცოდი. როდის იმართება?

–         ალბათ, ისიც ოთხ წელში ერთხელ. მოკლედ მომავალი ყოფილა 2015-ში! ჰოდა, ეგ მივცეთ!

–         ანუ ვუთხრა რომ…

–         იგზექთლი!

–         მერე?

–         რაღა მერე? მეტი რა უნდა უნდოდეს? ოლიმპიადა ექნება. ყველა იქ ჩავა. გზებს გაიყვანს, კრედიტებს აიღებს, ტურიზმი, რამე! თუ უნდა, არჩევნებს სწორედ ოლიმპიადას დაამთხვევს… მაგას რომ ვიცნობ, იმასაც გაახერხებს, რომ სულაც ტურისტებს მიაცემინებს ხმას არჩევნებში!

–         ჰა-ჰა-ჰა!

–         მოკლედ ეგრეა. აი, ეგ დაპირდი. და უთხარი მალჩიშნიკზე სარკოზიც დაპატიჟოს, თორემ იმას ძილი თუ გაუტყდა, ჩემს მტერს…

–         აღარ შემიძლია! მძინავს ეს ოხერი. ახლა რაღაა?

–         ისევ გაიგო იმან!

–         კი მაგრამ, ჯერ კენჭისყრა არ ყოფილა და როგორ გაიგო! რა, ამ ბოთემ ესეც დაფქვა?

–         არა. ამჯერად ჩუმად იყო. ეტყობა იმათ მაგის მთავრობაში ჰყავთ თავისი კაცი ჩანერგილი.

–         ვიცი, ვინც არის.

–         ყველამ იცის. ოპოზიციამაც იცის. მაგრამ, რა?..

–         ანუ, რობინსაც მოუნდა ოლიმპიადა? ხომ აქვთ ერთი, სანოვა…

–         არა. ვე-ემი უნდათ. თუ ვე-ჩე…

–         ეგ რაღა ჯანდაბაა?

–         მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

–         ეგენი რომ ფეხბურთს არ თამაშობენ?

–         ნუ, რასაც თამაშობენ – სოკერში…

–         აღარ შემიძლია, რა… ეს მსოფლიო კრიზისი… ეს ერაყი… ეს ავღანეთი… ეს კარზაი… ეს რესპუბლიკელების შტურმი… ეს ვი-კი-ლიქ-სიიიიიიი! და მე ამ დროს კიდე უნდა ვიჯდე და ორი ეგოისტის სპორტულ ღონისძიებებს ვგეგმავდე?!!

–         ძაან დაბოღმილი იყო. ჩვენო, იმენნა, მაგ გვამის შემოტანას რომ არ ვაპროტესტებთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გვაკადროთო? ისე ყვიროდა, ასიანი ბეტმენი ედგა გვერდით! ან ვე-ემი, ან – მაგანაც ოლიმპიადა დადოსო (ეგენი თურმე კუბას პირდებოდნენ იმ ოლიმპიადას, კასტროს ნდომებია ლამაზად აღსრულება!)

–         ჯანდაბას მაგათი თავი… კაი, ხო… ჩაატარებენ, როო? აქვთ მაგის თავი? ფულს იშოვნიან?

–         რაც მაგათ ოლიგარქები ყავთ – კაკ რაზ მოწველვის პრიჩინა ექნებათ!

–         შენ რა ანა ჩეპმენივით ბაზრობ?

–         დღეში 3 საათი რომ ილაპარაკებ ბეტმენ-რობინთან, შენც ანა ჩეპმენივით იბლატავებ. მოკლედ რა? ვაძლევთ?

–         კი…

–         კარგად დაფიქრდი?

–         რა ვქნა, რა?.. სამიტს ხომ არ ჩავშლი?! ახლა უარი იმას ნიშნავს, მოატრიალებს თვითმფრინავს და …

——————-

–         უფროსო! გაიღვიძეთ, უფროსო!

–         რა ხდება?

–         კამერონი რეკავს. აი, გამომართვი ყურმილი…

–         სულ გაგიჟდით? რა დროს კამერონია?.. (ყურმილს იღებს)

–         ჰაი, ჯეიმს! როგორ ხარ, ბრაზერ? რას გვიპირებ? ტიტანიკთან ერთად უნდა დაგვმარხო, თუ ავატართან? რამე ახალი ბლოკბასტერის გეგმა გაქვს? მოდი, დავილაპარაკოთ!

–         …

–         რაო?.. აა! დევიდი? რომელი დევიდი?

–         …

–         ააააა! აააააა!!!!!!!!! მაპატიემ, დევიდ, უცებ ვერ გიცანი. აქ კროსვორდებს ვავსებდი და ტიტანიკი რომ შევავსე, სწორედ იმ დროს რომ დარეკე, რაღაც სხვა ტალღაზე ვიყავი, ბრაზერ… ტო ესტ – სერ!

–         …

–         ”ტო ესტ” რას ნიშანავს? არა, არაფერს. ბეტმენს და რობინს ველაპარაკე დღეს და, გადმომედო ეტყობა ეს ჟარგონი… ბეტმენი და რობინი ვინაა? მაპატიე, ისევ ვერ გამოვედი ამ იმდბ-დან.. არა, არა, მღვიძავს, მღვიძავს… კი, კი.. დედოფალი როგორაა? მეუღლე, რამე? ხომ მშვიდობაა?

–         …

–         არაა მშვიდობა? ავღანეთი?!!!

–         …

–         აა! აააა!!!!!! ააააააა…. მივხვდი… ანუ, ლონდონს ჰქონდა ყველაზე მაღალი შანსი?

–         …

–         დევიდ, ეს ოხერი ჩემპიონატი ღირს ნერვების შლად?… ”მე მაგას ვერ მივხვდები”?.. რატომ, ვეცდები… ისე, ერთხელ ხო გქონდათ თქვენ?… შენ მაშინ დაბადებულიც არ იყავი?.. აფსუს…

–         …

–         არა, კარგი, რა… რა ჯარების გამოყვანა? ხომ ვთქვით, რომ თქვენ იქნებით ბოლო, ვინც ავღანეთიდან გამოვა… ნუთუ შეიძლება ფეხბურთის გამო სერიოზულმა ხალხმა სერიოზულ თემაზე…

–         …

–         ლულას ვკითხო? ლულას რატომ უნდა ვკითხო, მაგათაც ჰყავთ ავღანეთში ჯარები?.. ააა, ფეხბურთის გამო?…

–         …

–         … არა… არა… ჭორებია ეს… რა დავპირდი… ვის დავპირდი… რა უფლებით… სად ჩვენ და სად სოკერი. მითუმეტეს ვე-ემ! ბლატერი? ბლატერი სულ ეგრე ბლატაობს… და მერე თავად აწყობს ყველაფერს…

–         …

–         კარგი… კარგი ჯეიმს… ტო ესტ, დევიდ… ბოლო-ბოლო, თუ გაიყვან ჯარებს, მოინახება პოლიტიკოსი, რომელიც შემოიყვანს? რამდენს? რამდენს და 3 მილიონ ნახევარს! კი, კი, არ მოგჩვენებია. არა, ჩინეთი არ არის! საიდან ამდენი? ამდენი ამომრჩეველი ჰყავთ  და იქედან! კი, თუ მოინდომებს, ყველა ამომრჩეველს წამოიყვანს ავღანეთში! დ მოგებულიც დარჩება! არჩევნების მოგებაც გაუადვილდება!

–         …

–         არა, არ იზამ ამას!.. კარგი!.. შევთანხმდით! კი, მოსულა! შენი იქნება ვე-ემი! კი, გადავითამაშებთ!

——————

–         რას იზამ?

–         რა უნდა ვქნა. უნდა გადავითამაშოთ.

–         ასეთი რა გითხრა

–         ჯულიან ასანჯი აგერ მყავს, კენსიგტონ გარდენში იმალება და თუ გინდა, რომარ გავუშვა, ვე-ემი დააბრუნეო!

–         აუჰჰ?!

აბა… მოკლედ, მოიტა დაპირებების სია და მოგვიწევს გათენება… ესაა ცხოვრება? ესაა ნატო? როგორ იყო ის ლექსი – შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო?.. უკუღმა უნდა წამოვიდეთ… ე.ი. რადგან რობინს ვერ ვაძლევთ ვე-ემს, ამიტომ გრძელს შეგვიძლია დავაბრუნებინოთ ოლიმპიადა, თუ ოლიმპიადას არ ვაძლევთ…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s