ჩემი ფეისბუქელი მეგობრების ხმა – მივდივართ არჩევნებზე!!!


მინდა გაგიზიაროთ ჩემი მეგობრების მოსაზრებები – რატომ მიდიან არჩევნებზე, რისი იმედით, და რა პროტესტის გრძნობით.
მეგობრებო, ვისაც ჯერ არ გამოგითქვიათ თქვენი აზრები, გთხოვთ მომწეროთ. გავაკეთოთ კოლექტიური კოლაჟი თემაზე – “რატომ მივდივარ არჩევნებზე!” მთელი დღის განმავლობაში მე დავამატებ თქვენს მოსაზრებებს ამ ჩანაწერს.
შეგიძლიათ მესიჯად მომწეროთ და იმასაც გამოვაქვეყნებ.

==========================================

Natia Trapaidze
მე, ნათია ტრაპაიძე მივდივარ არჩევნებზე, რადგან:

1. პირველი: თბილისი არა არის მხოლოდ სხვების ქალაქი,ის ჩცენიცაა და რაც აქ ხდება ეს ჩვენც გვეხება. ჩემთვის თბილისი უფრო მეტია ვიდრე ტერიტორია ამ წერტილიდან იმ პუნკტამდე. ეს ჩემი სახლია. არსად ისე მშვიდად არ ვგრძნოთ თავს, როგორც აქ, ამ ქალაქში. მიყვარს თბილისი და აქ მცხოვრები ხალხი. მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ არა ამ უცხო და სხვა თბილისში, არამედ ჩვენს დახვეწილ და არა პროვინციულ, თავშეკავებულ, სადღაც სევდიან მაგრამ მიმტევებელ და სიყვარულით სავსე ქალაქში.

2. ხმას ვაძლევ ირაკლი ალასანიას, რადგან აბსოლიტური კარტ ბლანშის მდოგმარეობაში ბოლო წლებში აქ ყველაფერი უსიყვარულოდ გაკეთდა, ქალაქის და ჩვენს უსიყვარულოდ. ეს მაღონებს და მადარდებს. ყველაზე დიდი საწუხარი კი ჩვენი ასეთი პოლარიზებაა. ირაკლი პირველია ვინც ხელისუფლების შეცვლა ქუჩის პოლიტიკის მაგივრად არჩევნების გზით შემოგვთავაზა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა ვაფასებ მის თავშეკავებულობას, სიდინჯეს და საქმისადმი პროფესიულ მიდგომას.

3. და ბოლოს „ეს მე არ მეხება ან არ მაინტერესებს“ – დღეს არ შეიძლება!!! ახლა ამის დრო არ არის!!!!! ავად ხსენებულ ამერიკაში, სადაც ყველაფერი ჩვენზე ბევრად უკეთ არის არჩევნების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობაა. ( ნახეთ კლიპი). ჩვენ მით უმეტეს არ გვაქვს ნიჰილიზმის ფუფუნების უფლება.

http://www.youtube.com/watch?v=fX40RsSLwF4

Temuri Xabeishvili
ხვალ, ჩვენი სწორი არჩევანის შემთხვევაში ჩვენ არ შევცვლით მხოლოდ ჩვენ კონკრტეტულ ცხოვრებას, არ შევცვლით, მხოლოდ ჩვენ ბედს, მომავალს და ა.შ. არამედ შევცლით ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის მომავალს.

მერწმუნეთ ,,ნაცებისათვის” მშვიდობინად თბილისის ხელიდან წართმევა, ეს იქნება უდიდესი გამარჯვება საქართველოში, ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ მათ საჯიჯგნად ეს ქალაქი და ეს ქვეყანა, ისედაც საკმარისად ჯიჯგნეს და ძარცვეს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.
საკმარისია, ეყოთ, თუმცა მათ არასდროს ეყოფეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვამყოფინოთ ჩვენი სწორი არჩევანით.
ხვალ ყველამ ერთად მხარი უნდა დაუჭიროთ ამ ქალაქის და ქვეყნის დაუსრულებელი ჯიჯგნის დასასრულს, ხვალ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ამ ქვეყნის მომავალი.

Vasil Tabidze
მივდივართ აუცილებლად.
მითუმეტეს რომ გავიგე, როგორ ეშინიათ ხალხის მისვლის ნაცებს!!!

Khathouna Maisashvili
მივდივართ – სულ ორ თვლაში. ჩემი ოჯახიდან თითოეულ უბანზე ორ–ორი ამომრჩეველი უწევს. ლიზა პირველად მიდის არჩევნებზე. ძალიან გაუხარდა, ერთმა – ო რ მ ა (2-მა!) მერობის კანდიდატმა პირდაპირ მას რომ მიმართა ეკრანიდან.

Comrade Leon Trotsk’rialashvili
მე თბილისში არ ვაძლევს ხმას, გორში ვაძლევ ალიანსს ხმას, იმის მიუხედავად რომ იქ ნაცები 70% – ზე ნაკლებს არ აიღებენ. უბრალოდ ჩემი ვალი მინდა მოვიხადო.

Ekaterine Alpaidze
კარგია, რომ ამის გჯერათ, სოლომონ. მე არ მჯერა, მაგრამ მაინც მოვდივარ არჩევნებზე. მერე სინდისმა რომ არ შემაწუხოს.

Nino Beridze
აუცილებლად მივდივართ!
არ არის ეხლა დაზარების დრო, მე პირადად დილის 8 საათზე მივდივარ, იმიტომ რომ მერე როგორც ჟურნალისტი პირველად უნდა დავაკვირდე არჩევნებს…:)

Zaza Piralishvili
გუშინ ვფიქრობდი: წავალ,თუმცა კი, ცხადია, ნაცები გაიმარჯვებენ–მეთქი;
ამ დილით ვიფიქრე, წავალ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს–მეთქი.
ახლა კი ვფიქრობ, რომ წავალ, რადგან მხოლოდ ჩემი და ათასობით ჩემისთანის წასვლა თუ უშველის საქმეს, ნაცების ბიუროკრატული და პოსტლიბერალური მმართველობისგანაც გვიხსნის და ქართულ პოლიტიკაში შემომძვრალ ქუჩის ბიჭებსაც დააბრუნებს თავ–თავიანთ ბირჟებზე. ჯანდაბას, პოლიტიკურად ნუ გავიმარჯვებთ, მთავარია, რომ ამ თვითკმაყოფილ ჰომო–ენჯეოშნიკებსა და ძველებს დავანახებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი ალტერნატივა არსებობს. იქნებ, ამის შემდეგ იმაზეც დაფიქრდნენ, რომ ხმებს კი არ ითვლიან, არამედ სწონიან.

Dato Mdivani
ცხოვრებაში პირველად ვიცი, კონკრეტულად ვინ უნდა შემოვხაზო – ანუ, მივდივარ რომ ხმა მივცე – არა მხოლოდ ნაცების წინააღმდეგ, არამედ – ალიანსის სასარგებლოდ!:)

Nana Zardiashvili
რაღა თქმა უნდა მივდივარ- ვი შტო, რაზეა ლაპარაკი :)))

Dachi Grdzelishvili
მივდივარ. თუ არ წავალ, მომავალ არჩევნებამდე პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და ცხოვრებაზე, ხმის ამოღების მორალური უფლება არ მექნება.

Tea Pirtskhalava
მე, თეა ფირცხალავა, აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე, დილის 8 საათზე საარჩევნო უბანზე ვიქნები, ვაკის რაიონში, შემოვხაზავ 2 და ხმას მივცემ ირაკლი ალასანიას და დათო საგანელიძეს. თქვენც იგივეს გირჩევთ, შესაბამისად…
შემდეგ დავივლი ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის და სხვა საარჩევნო უბნებს და “სიტუაციას გავაკონტროლებ”….
დედიმისის შვილია ვინმე და რამე გაბედოს… :))))))

Tamriko Khundadze
აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე, არ ვაპირებ დავი–ხუთ–ო.
ვთხოვ ყველას, ვისაც გული ერჩის, თვალი უჭრის, სისხლი უდუღს, წადით არჩევნებზე და ხმა მიეცით, შემოხაზეთ ციფრი 2!!!

Nana Chincharauli
მივდივარ და მივიჩქარი :))) თუმცა არ ვიცი ვის ვაძლევ ხმას. ვიცი, რომ არ დავი-5-ები!:)))

Guram Kutsiava
„გარდამავალი პერიოდი“ – ეს საკრალური ფრაზა ამოგვივიდა ყველას ყელში!
როდემდე ვითმინოთ ამ ნაძირლების დემაგოგიური რიტორიკა!
როდემდე ვითმინოთ გარდამავალი: მოღალატეების, ბოზების, კარიერისტების და მედროვეების ბოგინი!
ამიტომ 30–ში ჩავსვათ მიშას გარდამავალი ამალა სწრაფმავალ ელმავალში და მივაბრძანოთ კრემლის აპარტამენტებში – „გარდამავალი პერიოდის“ და „სუვერენული დემოკრატიის“ სამშობლოში!

Ioseb Toreli
წადი, წადი, წადი, წადი… არჩევნებზე ბლია…)))))))))

Mari Akhsiashvili
მე მივდივარ არჩევნებზე, რადგან მინდა, ჩემი ხმა ჩემგან მიუვიდეს გიგი უგულავას და არა, როგორც ჩემი ოპოზიციონერი მეგობრები ამბობენ, იმ პრინციპით – ”სახლში დარჩენილი ყველა ამომრჩევლის ხმა ნაციონალურ მოძრაობას მიუვაო” 🙂

თინიკო ჯახუა
მივდივარ და მერე როგ-2 ღრმად დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში! 🙂

Niko Inassaridze
მე აუცილებლად მივდივარ არჩევნებზე, რადგან პლიაჟზე ფრენბურთის ვითომ-მოთამაშე ღიპიანი და წითელშორტებიანი მასხარა ჯერ თბილისს მოვაშოროთ და მერე უკვე – მთელს საქართველოს.

Irina Uplisashvili
2! – მხარს ვუჭერ ალასანიას! პოლიტიკოსს, რომელმაც ახალი ხედვა შემოიტანა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ორი ათეული წლის მერე პირველმა უთხრა უარი “ქუჩის” პოლიტიკას და ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას.
მან თანმიმდევრული ნაბიჯებით ნაწილობრივ დაძლია ის უიმედობა, რომელიც ამდენი წლის უშედეგო ბრძოლის შედეგად გაჩნდა მოსახლეობაში …მივცეთ შანსი! მოიგებს თუ არ მოიგებს?…რომც არ მოიგოს-ეს იქნება ლუსტრირება იმისა, რომ საზოგადოება მზად არის უკვე ურა-ურას ძახილით კი აღარ შეცვალოს საქართველოს თუნდაც მიუღებელი ხელისუფლება, არამედ ერთობით და გონებრივი ქმედებით-ემოციების გარეშე…რადგან ამ არჩევნებმა შემოიტანა მცირე, მაგრამ მაინც შესამჩნევი კომპონენტები ცივილური სვლისა!

Ann Petriashvili
არჩევნებზე აუცილებლად წავალ და იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე, მინდა ნორმალურ, და რაც მთავარია, ნორმალურების ქვეყანაში ვიცხოვრო და ხმას მივცემ სწორედ ამიტომ ალასანიას!

Lela Vakhania
მივდივარ ჩემს ქალიშვილთან ერთად, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ირაკლი ალასანიას და თინა ხიდაშელს ვუჭერთ მხარს.

Nino Tuntia
მივდივარ და ისე მივდივარ რომ პირველ ამომრჩეველსაც უნდა მივასწრო და სიტუაციას დავაკვირდე. და დღის ბოლომდე, თუ პირში სული შემრჩა, იქნებ ჩემს უბნამდეც მივხოხდე და ჩემი ბიულეტენით ვისარგებლო.

Lela Vakhania
მივდივარ არჩევნებზე იმიტომ, რომ უფსკრულის პირას ვდგავართ. ახლა წყდება, ჩვენი ქვეყანა რა გზით ივლის.
თუ არ გამოვფხიზლდით, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ შვილებს ვეღარ ვიცნობთ, ისინი სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან, ერთმანეთს ვერ გავუგებთ.
ის რაც ჩვენ გვიყვარდა, იმათ აღარ ეყვარებათ.
დასცინებენ იმას, რაც ჩვენთვის ძვირფასია.
და ეს მავანისა და მავანის გეგმის ნაწილი მგონია, ამ გეგმას სულ ხუთიოდე წელი დასჭირდება, მერწმუნეთ.

Ninia Kachlishvili
ჩვენი არმისვლით კიდევ ერთი ხმა ემატება ნაცებს, მაგათაც ეგ უნდათ, ამიტომ – ყველანი არჩევნებზე !!!!!
რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ადამიანს ზოგადად ვაფასებ მათი გაკეთებული საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამისად, ჩემი ხმაც 3 ნომერზე წავა! 🙂

Mordvinova Sonja
იმიტომ, რომ ეს ჩემი, როგორც მოქალაქის, ვალია…
იმიტომ, რომ რაც უფრო ბევრნი მივალთ, მით უფრო ნაკლები შანსი ეძლევათ გაყალბების.
იმიტომ, რომ მინდა ცვლილებები უკეთესისაკენ და მჯერა, რომ ალიანსი – ჩვენთან, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად – შეცვლის …..
იმიტომ, რომ აღარ მინდა მცხვენოდეს, რომ ასეთი ხალხი მართავს ჩემს ქვეყანას (აკი მეუბნებიან – ვისაც იმსახურებ, ის მოდის ხელისუფლებაშიო)…

Irina Tabatadze
მივდივარ, ისევე როგორც ყოველთვის მივდიოდი. ვთვლი, რომ თუ ხარ ქვეყნის მოქალაქე და არა სტუმარი საკუთარ მიწა-წყალზე, სულ ცოტა, არჩევნებზე უნდა მიხვიდე და გამოხატო შენი ნება.
მეორე ამბავია რა გამოვა, მაგრამ არწასვლა არავის ეპატიება.
მიდით და ხმა მიეცით სასიკეთო ცვლილებებს!

Solomoon ternali
სოფო ნიჟარაძემ ვერ მოიგო ევროვიზია.
2 მილიონი დახარჯული ევრო და საბოლოოდ – ადგილი მხოლოდ ათეულში.
მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა შანსი დღეს ათასობით მომხრე და მოსყიდული ამ საბაბით შეეკრიბა სტადიონზე, თავი მოეწონებინა, როგორც “ერის მამას” და ენერგეტიკული ვამპირიზმის მორიგი სეანსი ჩაეტარებინა…

ცუდია, რომ ამას ვწერ. შინაგანად ხომ მეც ძალიან გამიხარდებოდა სოფო ნიჟარაძის გამარჯვება…

მაგრამ ამაზე ცუდია, რომ გვყავს მთავრობა, რომელიც მხოლოდ საკუთარი პიარისთვის ზრუნავს და რომლისთვისაც ყველაფერი მიზნის მიღწევის – საკუთარი მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის – საშუალებაა.

დღეს – 30 მაისს – ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს.
შეგვიძლია ჩვენი არჩევანით ვუთხრათ გაზულუქებულ, უსინდისო და ყველაფრის მიმთვისებელ ავაზაკთა ბანდას, რომ არ გვინდა მათი თარეში. ვიღაცას ეხამუშება ალბათ ჩემი ეს სიტყვები. ეს არაა ჩემი სიტყვები – “რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?!” – ეს ნეტარი ავგუსტინის სიტყვებია.

ჩვენი არჩევნით ვუთხრათ მათ – ხელისუფალთ, რომ ჩვენ – ამ ქვეყნის მოქალაქეები – უნდა ვიყოთ ამ ქალაქის და ამ ქვეყნის განმკარგველნი. რომ ჩვენ ისინი დავიქირავეთ და ისინი კი თავზე დაგვაჯდნენ, ქვეყანა გააპარტახეს, ლტოლვილები ამრავლეს, ხალხი დახოცეს, ბიზნესი მოსპეს, მედია დაიმონეს, სამართალი გაამრუდეს და არც უნდათ, რომ მშვიდობით წავიდნენ…

დავანახოთ ყველას და პირველ რიგში – საკუთარ თავს, რომ ჩვენ უკეთესის ღირსნი ვართ!
რომ ჩვენ არ ვართ მონები, რომელთაც კლავენ, ძარცვავენ, ამცირებენ, და მერე სამათხოვროდ გადმოგდებული კონცერტების, შოუების, და მწვადების სანაცვლოდ გვეუბნებიან – კიდევ უნდა დაგიმონოთ 4 წლით, უკვე ხომ მაინც შეჩვეულები ხართო!

წავიდეთ არჩევნებზე. ვუთხრათ “არა!” ამ უსამართლო და ცვედან მთავრობას, რომელსაც მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებთან აქვს დიდი გული, რომელიც მხოლოდ თეატრალურ დადგმებში იცემს გულზე მჯიღს, რომელსაც ძალა საკუთარი ხალხის დასაშინებლად სჭირდება, რომელიც ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ მათი მთავარი ძალა ეს ხალხი უნდა იყოს სწორედ – ხალხი, რომელსაც ისინი ატყავებენ და ამცირებენ, რომელიც უნდათ იმ დღეში ჩაყარონ, რომ ყველა გაიქცეს ამ ქვეყნიდან, რათა განუკითხავად ითარეშონ ამ მიწაზე, განუკითხავად გაყიდონ ყველაფერი, რაც ჯერ არ გაუყიდიათ.

მივიდეთ არჩევნებზე. ვუთხრათ “არა!” – მონობას!
სადაც რომაელთა, არაბთა, მონღოლთა, სელჯუკთა, სპარსელთა, თურქთა და რუსთა მონობა არ აგვიტანია, ნურც სააკაშვილის მონობას ავიტანთ!

ეს მთავრობა ჩვენი სირცხვილია! მთელ მსოფლიოში ახსოვთ და იცინიან იმის გახსენებისას, როგორ მიირთმევდა სააკაშვილი ჰალსტუხს! ხოლო ის – ეროვნულ დღესასწაულზე ამის გამეორებას გვპირდება ვითომ ხუმრობით! ყველას ახსოვს მიტოვებული უცხოელი მინისტრი და გორული სპრინტი! ყველამ იცის, რა მხადარმთვარები იყვნენ, რა ბაქიბუქით დაიწყეს და როგორ სამარცხვინოდ წააგეს ომი, როგორ მოაწერეს ხელის კაპიტულაციის აქტს, რომელიც დღემდე დამალული აქვთ! როგორ მიატოვეს უმეთაუროდ ჯარი და დაცვის გარეშე – მოსახლეობა! და მანქანათა რიგს როგორ ახტებოდნენ წითელ ხიდზე ჩვენი ხელისუფალნი! რაც არ უნდა მილიონები ხარჯოთ პროპაგანდისტულ ფილმებში, რაც არ უნდა გააენდიგარსიავოთ მიხეილ ნიკოლოზოვიჩ სააკაშვილი, ისევ ის ბითური დარჩება, რაც არის!

აღარ გვინდა სირცხვილი! აღარ გვინდა მშენებლობების უნებლიე ნგრევები, რომელსაც გიგი უგულავა ისე ხსნის, რომ მისი მეგობრების ცოლების მიერ დაკრიშულ ბიზნესს არაფერი დააკლდეს! არ გვინდა ნანგრევებში დამარხული და გმირების მემორიალის უტვინოდ და უნამუსოდ დანგრევით გამოწვეული დედბის და ბავშვების მსხვერპლი! არ გვინდა ლამაზი ქართული დანგრეული ძეგლების ნაცვლად შემოჩეჩებული მრავლამილიონიანი ფალიური სიმბოლოები, სადაც დაცემული გმირების სახელს და ადგილს გვპირდება თავად გმირობაზე აცრილი სარდალი!

გვინდა გონიერი, ჭკვიანი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი მთავრობა!

მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი – მონობას და ღირსეულ ცხოვრებას შორის. თითოეული ჩვენთაგანის ხმა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ – ღირსებისკენ გადადგმული სწორი ნაბიჯი იქნება – ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავლის გადასარჩენად!

დიდი მადლობა, რომ ნება მომეცით თქვენი ეს მოქალაქეობრივი პოზიციები დღეს საკუთარ ჩანაწერში დამეფიქსირებინა.

Advertisements

One Comment on “ჩემი ფეისბუქელი მეგობრების ხმა – მივდივართ არჩევნებზე!!!”

  1. irmisa ამბობს:

    ბატონო სოლომონ,როგორ ხართ და რატომ არ შემოგვივლით ხოლმე ბლოგზე მოსაკითხად მაინც.:)

    ერთიორი მესიჯი კი ვიცანი მაგრამ არ გამოვხატე…

    ყველას ძალიან უყვარხარ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s