30 მაისს ყველანი წავიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ ჩვენი სამშობლო!


მალე 30 მაისი მოვა და ზოგიერთი ჩვენთაგანი, ალბათ ჩვეულებისამებრ, აპირებს, არ წავიდეს არჩევნებზე…

მიზეზი არ დაილევა
– „მაინც გააყალბებენ!“
„უჰ, რამდენჯერ უნდა წავიდე?“
„რა აზრი აქვს?“
„მეტი საქმე არ მაქვს!“ …

მართლაც და, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე, იშვიათად რომ 50%-ზე მეტი მიდიოდეს.

მაგრამ ეს იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შორის განსხვავება არის, მაგრამ უმნიშვნელო. არავინ არაა გიჟი-გადარეული, არავინ არაა აუტანელი, არავინ ართმევს მოსახლეობას პირიდან უკანასკნელ ლუკმა-პურს და ატყავებს გადასახადებით, რათა მერე უაზრო გიგანტური ესტაკადები და მინის ხიდები აშენონ გასართობად… ხოლო თუ ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაშინ იქაც მნიშვნელოვნად იზრდება უბნებზე მიმსვლელი ამაომრჩევლის რაოდენობა და ადამიანები მკაფიოდ ეუბნებიან გაქსუებულ ხელისუფლებას – „არა!“ და ცვლიან კიდეც მას.

მაგრამ ჩვენთან ხომ ნამდვილად არ არის სიტუაცია ისეთი, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც ერთნაირად ასატანი ან ვერასატანი იყოს?

1) ჯერ მოდით იმაზე, რომ ვითომდა „მაინც გააყალბებენ“.

ყოველთვის მით მეტია გაყალბების შანსი, რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა უბნებზე. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მეტი ხარისხი იმასაც უკავშირდებოდა, რომ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლები ამომრჩეველი მივიდა უბნებზე.
გაცილებით ძნელია ურნაში ჩაგდებული ბიულეტენის ამოღება, შეუმჩნევლად გადაგდება და გაყალბებულით შეცვლა, ვიდრე ლამის ცარიელ ურნაში გაყალბებული ბიულეტნების პირდაპირ ჩაყრა.

გარდა ამისა, რაც მეტი ამომრჩეველი მიდის უბანზე, მით მეტია იმის შანსი, რომ უბნის გარეთ სომხური კარუსელის დატრიალება უყურადღებოდ არ დარჩება. მიკროავტობუსებთან სიებით შექუჩებული ხალხი თავად ვერ იგრძნობს თავს კომფორტულად, როცა უბანზე ამომრჩეველი ბლომად იქნება. მოუწევთ ლოდინი იმისთვის, რომ სიხალვათეს დაელოდონ. ხოლო რაც მეტად დაელოდებიან, მით ნაკლებ უბანს „მოივლიან“ თავიანთი უკეთური საქმის აღსასრულებლად.

2) თავის გამართლების მეორე ხშირი მიზეზი: „ადრე რომ მივედი, მერე რა გამოვიდა, მაინც ხომ აყალბებდნენ?!“!
კიდევ მოვინდომოთ ხალხო! ახლა ხომ ყველამ გაიგო, ან რა „სამართლიანია“ სააკაშვილი, ან რა „დემოკრატი“! ახლა ხომ ვხედავთ, რომ აღარვინ ხვდება მას და არავინ განიხილავს ნაცმოძრაობას პროგრესულ და ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებად!

ეს ქვეყანა ხომ ჩვენი დედაა!!
განა მშობლებს ან შვილებს მხოლოდ ერთხელ, ან ორჯერ, ან სამჯერ ვუვლით??
განა როდესმე შეიძლება ვთქვათ – „რამდენი უნდა ვუარო, გუშინ ხომ ვაჭამე საჭმელი, ახლა თავიი დამანებეთ!“???

ეს ქვეყანა – ჩვენი სამშობლოა!
და სამშობლოსაც ისე ჭირდება მოვლა და ზრუნვა, როგორც მშობელს ან შვილს
– მ უ დ ა მ ! გ ა მ უ დ მ ე ბ ი თ!!!
და ერთ-ერთი ასეთი ზრუნვა – არჩევნებია.

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენი ეს ულამაზესი და საყვარელი არსება – უსინდისო მტარვალს და მოძალადეს არ ჩაუვარდეს ხელში! და თუ ეს უბედურება მოხდა, მაშინ მით უფრო საჭიროა თავგამეტებით მცდელობა, რომ ხელიდან გამოვგლიჯოთ, დავიხსნათ ჩვენი სამშობლო!

3) ახლა კი მთავარი:
– ნუთუ ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება?

ხალხო, ნუთუ ჩვენ მართლა ვერ ვხვდებით, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მთავრობის ხელში ცალი ფეხი სამარეში აქვს უკვე და მეორე – მოლიპულზე?

ნუთუ გგონიათ, რომ არჩევნების გაყალბებაში აღებული ფული შეერგება ვინმეს? ან ამათგან აღებული მაღალი ხელფასები „უზრუნველყოფს“ თქვენი შვილების მომავალს?

დაგავიწყდათ, რა დღეში ვიყავით 2008 წლის აგვისტოში??

არჩევნების გაყალბებაში გიგისგან და მიშასგან რესტორნებში „დატრენინგებულ“ სახლმმართველობების ძვირფას ქალბატონებს და ვაჟბატონებს მივმართავ: – არ გიფიქრიათ, როგორ მოგიბრუნდებოდათ ხალხის რისხვა, თუ ამ გაყალბების დიდოსტატების ხოშით დაწყებულ ომში თქვენი მეზობლები შვილებს დაკარგავენ, ან – სახლ-კარს? ან თქვენ თავად რომ დაკარგოთ ოჯახის წევრი ნაციონალების მიერ „ქვეყნის გასამთლიანებლად“ დაწყებულ პროვოკაციაში, ძაან „ტკბილი“ იქნება ის არჩევნებზე სამათხოვროდ გადმოგდებული შაქარი?? უგულავას მოცემული 10 ლარი პენსია ან თუნდაც 100-300 ლარი გაჭირებული ხალხის ხარჯზე მიღებული ხელფასი იქნება ხალხისთვის აღლეტილი მილიონების და მილიარდების, ქუჩაში დახოცილი ბიჭების სიცოცხლის ფასი?
ირინა ენუქიძეს და მრავალ სხვა დედას უკვე მოუკლეს შვილი. ვეღარ მივხვდით, რომ იმუნიტეტი ჩვენს შვილებსაც არ გააჩნიათ – როცა ასეთი უსამართლო ავაზაკთა ბანდა მართავს ქვეყანას???

ძვირფასო მეგობრებო! უმორჩილესად გთხოვთ, დაჩოქილი და თავმოდრეკილი:

– 30 მაისს ყველა წავიდეთ არჩევნებზე
და :

ვუთხრათ „არა“ – უსამართლობას!
ვუთხრათ „არა“ – უმუშევრობას და ცრუდასაქმებას!
ვუთხრათ „არა“ – გაყალბებას!
ვუთხრათ „არა“ – ძალოვანთა უკონტროლო თარეშს!
ვუთხრათ „არა“ – ქუჩაში ახალგაზრდების დახვრეტას!
ვუთხრათ „არა“ – განათლების გაპარტახებას, გაძვირებას და დაქცევას!
ვუთხრათ „არა“ – გაუბედურებულ და არახელმისწავდომ სამედიცინო მომსახურებას!
ვუთხრათ „არა“ – ხალხის ხარჯზე გაპარპაშებულ გაქსუებულ მიშისტებს!
ვუთხრათ „არა“ – ჩვენი ქონების წართმევას!
ვუთხრათ „არა“ – ჩვენი სამშობლოს ჩუმად თუ ღიად გაყიდვას, დაქუცმაცებას და მიტაცებას!
ვუთხრათ „არა“ – კორუფციას და კლანურობას!
ვუთხრათ „არა“ – უზნეო ბანდიტებს და ცანცარა მედროვეებს!
ვუთხრათ „არა“ – ხალხის ისეთ პირობებში ჩაგდებას, როცა ყველა ემიგრაციას აპირებს!

საქართველო ჩვენია და ჩვენი უნდა იყოს!
ხმა მივცეთ საქართველოს მომავალს!
ხმა მივცეთ მას, ვისიც გვჯერა! ვინც ვიცით, რომ არ გვატყუებს!
არ შემოვხაზოთ 5-იანი! ნუ დავი-5-ებით!

ჩვენი სახლში დარჩენა საქართველოს დაღუპვაა!
„5“-იანი – საქართველოს დაღუპვაა.
ასევე სისულელეა ყველას გადახაზვა – გაუქმებული ბიულეტინები ბათილდება და ყველაზე ადვილი გასაყალბებელია.

შემოვხაზოთ მხოლოდ იმ პარტიის და იმ კანდიდატის ციფრი, რომლის პროგრამაც და საქმიანობაც, პიროვნული თვისებებიც და გუნდიც მოგვწონს! თქვენ – მოგწონთ!

არასოდეს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენს უფლებაზე, გავაკეთოთ არჩევანი.
რადგან როცა ამაზე უარს ვიტყვით, იქ დაიწყება და მალევე გაფორმდება ჩვენი მონობა! და მერე არაფერ ოქრო-ვერცხლს არ ექნება ფასი, რადგან მონას ყოველთვის წაართმევენ ყველაფერს – სიცოცხლის ჩათვლით, რადგან მას უკვე ყულფი აქვს ყელში წაჭერილი და ხმა – არ გააჩნია!

წავიდეთ არჩევნებზე! წავიდეთ ჩვენი ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან ერთად! საერთო ჯამში 50 ათასი კაციც კი არ იქნება ჩაბმული გაყალბების მანქანაში. ჩვენ კი 2,5 მილიონი ვართ – 50-ჯერ მეტი! დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ გვედარდება ჩვენი სამშობლო – მარტო სადღეგრძელოებში არ ვართ მაგრები.

30 მაისს საარჩევნო უბნებზე უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი!
როცა ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყდეს, ნუ გავდგებით განზე!!
გაიგოს ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ!
ხალხი, – რომელიც ნორმალურ მთავრობას იმსახურებს!

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s