ილიადან ილიაუნიმდე – ლოპე დე აგირე, თავისუფლების [ინსტიტუტის] პრინცი


ვისაც ჩემი ნაწერები წაუკითხავს, სწორი იქნება, თუ დაასკვნის, რომ მე დიდრექტორ ბ-ნ გიგი თევზაძეს ვერჩი. ამოჩემებული მყავს – კი ბატონო.

ახლა აგერ გამოცხადებული სირობების ქრონიკაა… სეზონია გახსნილი და… როგორ დავაკლებდი?!

მაგრამ მე გიგი თევზაძეს მარტო ამ წიგნის ამბავში არ ვუჩივი. წიგნი სულაც არაა მთავარი ჩემს მისდამი პრეტენზიებში და არაა გამორიცხული ეს წიგნი მის დონეზე არც განხილულიყო (თუმცა ის, რომ ჭავჭავაძეზე მობოდიალე დეისაძემ შეიარა ილიაუნში, – მოდი ერთი აქაც ვცდი, ჯანდაბა ჩემს თავსო და… – გაუმართლა!.. გჯერათ სასწაულების, ჰალე?)

1) ბ-ნი გიგი არის კორუმპირებული პიროვნება, რომლის წარსული ვაჟკაცობები მალე ამოტივტივდება. მან ლომაია-ბოკერია-რამიშვილთან ერთად ვარდების რევოლუციიდან მალე მოახდინა სერიოზული პროექტებიდან („ირმის ნახტომი“, „ილია ჭავჭავაძე“) თანხების გადაქაჩვა და ისე მოყუჩება, რომ მერე ნაცმოძრაობის ბონზების ნავსაყუდელი, ახალი ქართველის (ანუ ფსევდოლიბერალის) სამჭედლო გამხდარიყო, სადაც თავისუფლების ინსტიტუტი იქნებოდა მესაჭე და სეთურიზაციის ფლაგმანი. ხოლო მოგროვილი ფული, რემონტი, სხვა გადაყლაპული ინსტიტუტები, და მაღალი ხელფასებით ალმასებივით ყველა სხვა უნივერსიტეტიდან (პირველ რიგში – ჯავახიშვილიდან) ამოკრეფილი პედაგოგიური კადრები – ამ გვირგვინის მომავალი „სუსთეინიბილითის“ (სიცოცხლისუნარიანობის) საფუძველი.

2) გიგიმ შექმნა პოლიტიზირებული სისტემა ილიაუნში.
როგორ დავიჯერო, რომ რომელიმე ოპოზიციურად მოაზროვნე პროფესორი არ იმსახურებს ამ კათედრებზე ყოფნას. ერთი დამისახელეთ!
და მე 10-ს მაინც დაგისახელებთ, – ყოფილ მინისტრებს/მოადგილეებს/საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს/სპიკერებს, ოდოზურ მთავრობადამცველ (ს)ექსპერტებს და ამჟამინდელი რეჟიმის ბურჯებს. ნურავის გეწყინებათ და ილიაუნი ტიპიური პოლიტიკური მონსტრია, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის დაკვეთებს ასრულებს და ხანდახან რეჟიმს პოლიტიკას უკვეთავს კიდეც.

3) გიგიმ შეიფარა უნივერსიტეტში თავისუფლების ინსტიტუტი.
არ მითხრათ, ეხლა – მერე რაო!
მერე – ის! რომ როცა ასეთ ცხოველმყოფელ ჟესტს აკეთებ, ეს ალმა მატერ კი არა, ალმა მიშა გამოდის!
მოდით, მაშინ საია-საც მისცეს ოფისი…
თეა თუთბერიძე რომ ლექციებს ჰკითხულობდა ილიაუნში ასოცირებულ პროფესორად (არაა ეს ბედის ირონია?!), ესეც ძალიან დიდი ხარისხის დასტური იყო? თავისუფლების ინსტიტუტი კი დიდი ხანია ეწევა ქართული ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას, ფსევდოლიბერალიზმის ქადაგებას, თვალს ხუჭავს რა ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებზე და ისეთ ამინდს ქმნის, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციაა და ამ ამბავში ნიდერლანდებს რომ გავასწრებთ, მაშინ გვეშველება და ევროკავშირშიც და ნატოშიც მიგვიღებენ, თუნდაც სასამართლო უსამართლო იყოს, პოლიცია – პოლიტიზირებული, ბიზნესი – დატერორებული, ჯარი – გაპოლიციებული და მედია – მკვეთრად ჩაარტახებული.

4) უნივერსიტეტი ჩვენს შეგნებაში ყოველთვის იყო სტუდენტთა აქტიურობის სიმბოლო.
ილიაუნში, მე მგონი, იმ სტუდენტების აქტიურობაა წახალისებული, ვინც ნაციონალური მოძრაობისადმი მინიმუმ ნეიტრალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ახლა ფეისბუკზე რომ ბევრი სტუდენტი მიმეგობრდება თქვენს მონა-მორჩილს, და ჩემს კრიტიკაზე მოწონებას გამოხატავენ, ეს არაფერს არ ამტკიცებს, თუ არა იქნებ – სწორედაც რომ საპირისპიროს: მათ რომ ჰქონდეთ ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან და მეცნიერებთან უნივერსიტეტის კედლებში შეხვედრის თავისუფლება, არ ექნებოდათ განსხვავებული აზრის მოსმენისადმი ასეთი ლტოლვა. კარგად გვახსოვს, რა პრობლემა იყო დათო მაღრაძის შეღწევა ილიაუნში. დავიჯერო, ლევან ბერძენიშვილის და სოსო ცისკარიშვილის მოსმენა უფრო ნაკლებ საინტერესოა ილიაუნის აუდიტორიისათვის, ვიდრე სააკაშვილისა და პანფილოვის?

5) გიგი თევზაძემ შექმნა ყალბი პოსტულატების „სტამბა“, რომელთაგან ზოგიერთს ლევან რამიშვილი აწოდებს, ზოგს – ნოდარ ლადარია, ზოგს – გია ნოდია, გამახმოვანებლად კი ხშირად როინ ნიჟარაძეს იყენებენ. რამდენიმე ყველაზე ცნობილია – „გაუყიდავი და ობიექტური ჟურნალისტი არ არსებობს“. ან ეს – „ქართულ პრესას რეიტინგი არ აქვს და მყიდველი არ ჰყავს. რომ ჰქონდეს/ჰყავდეს, ხალხი ისევე დაიცავდა მედიას, როგორც ადრე რუსთავი2 დაიცვა.“

ნიჰილიზმის შტამპირება,
მორჩილების უპირატესობის ქადაგება,
რუსეთის, როგორც ჩვენი ერთადერთი მტრის ხატება
და ამ ხატების გამო მთავრობის გაღმერთება, მარტო იმიტომ, რომ არ ჩამოიშალა

აი, გიგი თევზაძის ილიაუნის კრედო, რომელიც ისე დიამეტრალურად განსხვავებულია ილია ჭავჭავაძის კრედოსაგან, რომ მე, ნუ გეწყინებათ და, ენა არ მომიბრუნდება, რომ ილიაუნს „ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი“ ვუწოდო.

5) გიგი თევზაძემ პირად ნინიას ბაღად აქცია ილიაუნი. და ამის დასტურად ისიც საკმარისია, რომ მამამისი, პროფესორი გურამ თევზაძე მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1500 ლარს ხელფასს უხდის. როგორ შეირჩა ბატონი გურამი და ვინ განსაზღვრა ეს სარგო? ორი კვირაა, ეს პრესაში დაიბეჭდა და არავითარი რეაგირება არ ყოფილა. ასე მივდივართ ევროპისკენ? ინტერესთა კონფლიქტი არაა ეს?

ასე რომ, ეკო დეისაძე და მისი სირობები (გინდა იდუმალი და ახლა უკვე – საქვეყნოდ გაცხადებული) არაა პრობლემის თავი – ჩემთვის მაინც!

ერეკლე დეისაძე აისბერგის წვერია და ამ აისბერგის ფუძე უკვე დიდი ხანია ჩვენი მყოფე სახელწიფოებრიობის საფუძველს შეასკდა და დაანგრია. რომელი „ტიტანიკი“ ჩვენი სახელმწიფო იყო… ამ აისბერგს სახელად კორუფცია ჰქვია, გვარად დემაგოგიაა, ხოლო მამის სახელი – უსამართლობა.

დეისაძე და მისი სირობები რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოეგონებინა გიგი თევზაძეს!

და მის პარალელურად ამ ამბის ჭეშმარიტმა მეფისტოფელმა (გვარს არ დავასახელებ!) მმკ და სმმ გამოიგონა, როგორც ნამდვილად ბნელი და აგრესიული ძალები, რათა მერე ამ შეჯახების ფონზე ბატონი გიგის გათეთრება მომხდარიყო, მერე – ეკლესიის მმკ/სმმ-ით გაშავება, ხოლო საჭიროების შესაბამისად – იქნებ სულაც პირიქით… შავი გიგი, თეთრი გულაშვილი და ა.შ. – პოლიტიკური ამინდის მიხედვით!

ხოლო მოგებული კი ყველა რასკლადში ამინდის მბრძანებელი – მეფისტოფელი იქნება.

დაბოლოს, ილიაუნში ნამდვილად ბევრი ღვაწლმოსილი და ზოგიც – მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი მუშაობს! ბევრი ბრწყინვალე სტუდენტია, ნამდვილად! თუ სადმე რაიმე პოტენციალი არის, ეს სწორედ ილიაუნია! მაგრამ მწარეა შენი პური, გიგი (ამას ახლა თევზაძეს ვეუბნები, მერ გიგის უკვე ვუთხარი!) ხომ ვიცით, რომ სიმახინჯეს ხშირად ლამაზ ტანსაცმელს აცმევენ, ბრილიანტებით მოსავენ და რეკლამაზე და მზითევზე ფულს არ ზოგავენ – ამაში რაიმე ახალია?
ცნობილი ბანდიტი ლოპე დე აგირეც კი უძახოდა თავის თავს „თავისუფლების პრინცს“, მაგრამ ამიტომ უნდა დავიჯეროთ, რომ მართლა ეგეთი იყო?

ძირს აგრესიული მოძალადე ფსევდომართლმადიდებლები!

ძირს რეჟიმის გამამაგრებელი ფსევდოლიბერალიზმი!

საქართველოს გაუმარჯოს! დემოკრატიულს და თავისუფალს, – ძალადობისაგან და მლიქვნელური დემაგოგიისაგან.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s