ილიაუნის წინ ცემა-ტყეპის შესახებ (04.05.2010)


ეს გაკეთდა იმ მარტივი სურვილით, რომ საზოგადოება უნდათ გახლიჩონ!

და ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში საზოგადოების გახლეჩა ვის აწყობს?!
განსაკუთრებით ამ არჩევნების წინ!

კარგად დაფიქრდით, ხალხო, რატომ იყო ჩვენი ძლევამოსილი პოლიცია ასეთი ჩაურეველი?! სწორედ პოლიციის ძლევამოსილი შეფის ინტერესები იკვეთება ამ დაპირისპირების უკან.

და ცნობილი ლიბერალები თავისი ეპატაჟურობით სულაც არ არიან უცოდველები.
ისევე როგორც ეპატაჟური ფანატიკოსები!
ორივე მხარე, გინდოდათ თუ არა, ვანოს თამაშს თამაშობდით, ძვირფასებო!

იმის მაგიერ, რომ 6-ში წმინდა გიორგის დღესასწაულზე პოლიციის აღლუმი ერთად გავაპროტესტოთ ყველამ – ერმა და ბერმა, მორწმუნემ და ლიბერალმა!

მიდით, აკეთეთ “სირობების” პრეზენტაციები “ალმა მატერში” და ურტყით ერთმანეთს ლიბერალიზმის გადასარჩენად და “უფლისა სახელითა”!

მიდით, იცეკვეთ ისე, რომ თქვენზე გამობმული ძაფები არ გამოჩნდეს!

მერე იმაზე დაერიეთ ერთმანეთს, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია!
მერე იმაზე, რატომ დახოცეს თვითმფრინავის ბიჭები!
მერე იმაზე, გიორგი სააკაძე უფრო დიდი მოღალატე იყო, თუ იოსებ სტალინი – უფრო დიდი გმირი!
მერე გიგი თევზაძეს უძახეთ “განათლების ბურჯი” და ბასილ მკალავიშვილს – “ეკლესიის კელაპტარი”!

მიდით, ურტყით ერთმანეთს – ქერებმა – შავგვრემნებმს, ქალებმა – კაცებს, მაღლებმა – დაბლებს, მეგრელებმა – კახელებს, სტიქაროსნებმა – სტუდენტებს…

და ეს ყველაფერი ერთი მარტივი შემოგდებული მიზეზისა გამო, რომ არ გავერთიანდეთ იმ მთავარი მაჯლაჯუნას წინააღმდეგ, ვინც დღეს თავზე გვაზის და გვახრჩობს თავისი საცეცებით! რომ ჩვენი გათიშულობის წყალობით არჩევნები მოიგონ! საკურთხეველში შემვარდნი სტიქაროსანი და დიდი “ლ(უ)იბერალი” გიგი ისევ გამერდეს და მერე გა-ლუი-ვდეს კიდეც! რომ ამაყად თქვას – “სახელმწიფო, ეს მე ვარ!”
ხოლო ხერხემალმა: -“კანონი, ეს მე ვარ!”

ბექა მინდიაშვილი და გიგი თევზაძე არ არიან უცოდველი კრავები და მღვდელ გაპონს მახსენებენ! მოვა დრო და გიგი თევზაძეს მისი კორუფციული გარიგებები მოეკითხება და იქნებ ეს იყოს მისი ათეიზმის და ჯვართმოძულეობის ჭეშმარიტი მიზეზი. თორემ სირობებს რომ უწევ პროპაგანდას და პროფესორწოდებული თეა თუთბერიძე გყავს ჟანა დ’არკად წითელკუთხემიჩენილი, არა მგონია, სადმე ხატის დაკიდება იყოს საშინელი “დანაშაული” ლიბერალიზმის წინაშე.
და მიმიქარავს ისეთი ლიბერალიზმი, სადაც მთავრობის მოსყიდულ პიარ-აგენტებს მიჰყავთ პარადი ილიას სახელს ამოფარებულთ! (ბოდიშს ვითხოვ იმ მრავალი პატიოსანი და ბრწყინვალე ლექტორის მიმართ, ვინც ამ კედლებში ასწავლის… სხვა რა გზაა, რამეთუ გიგი თევზაძემ მოპარული ფულებით ინტელექტუალური ელიტის ფაქტიური პრივატიზაცია მოახდინა).

და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც ახალი ინკვიზიციაა და ვაი ჩვენ, თუ რწმენას აქეთკენ მივყავართ! რა დამოუკიდებელიც თავის დროზე ბასილი მკალავიშვილი იყო კახა თარგამაძისაგან, ისეთივე დამოუკიდებლობა ექნება ამ კავშირსაც დღევანდელი ხერხემლისგან. (ბოდიშს მოვიხდი ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნისა და საქართველოს ეკლესიის პატრიარქის წინაშე, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ არ არის ეს ყველაფერი თქვენდა და ჩვენდა სასიკეთოდ მოწყობილი)

თვალები გაახილეთ, ხალხო!

“რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა და მოსასპობმა თაბაგარმა?!”


One Comment on “ილიაუნის წინ ცემა-ტყეპის შესახებ (04.05.2010)”

  1. lex tempus says:

    ძლივს ვნახე ორივე მხარისადმი მიმართული კრიტიკა…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s