„მიხეილმა რა ჰქმნა!“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვა და საქმე (2003-2010)


აი, რას გვპირდებოდნენ და რას „მიაღწიეს“ მიხეილ სააკაშვილმა და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ:

დაპირება #1. საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში – ქვეყნის სტაბილურობის, ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფალ საბაზარო ეკონომიკის ხელშეწყობის და სასამართლო სისტემის რეფორმირების გზით.

– შეუსრულებელია!
შედეგი #1: ინტეგრაცია გადადებულია გაურკვეველი ვადით და საქართველო დღეს უფრო შორსაა ამ მიზნიდან, ვიდრე 2003 წელს იყო. რეგიონალური სტაბილურობის მიღწევის მცდელობის ნაცვლად ხდება სპექტაკლების, იმიტაციების, გაყალბების და პროვოკაციული მოდელირებების მასიური დადგმა საკუთარი პერსონის ჰიპერბოლიზაციის, რეჟიმის ფსევდო-წარმატებების ტირაჟირებისათვის და რუსეთთან ისედაც მძიმე ურთიერთობების კიდევ უფრო დასამძიმებლად,  რისთვისაც გამოიყენება ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების სატელევიზიო და საკომუნიკაციო კონტრპროპაგანდა. საზოგადოების დაშინება არნახული სატელევიზიო ფსიქოლოგიური ტერორის „ინოვაციებით“.

ქართული საზოგადოება დღეს უფრო გახლეჩილი და ურთიერთდაპირისპირებულია, ვიდრე 2003 წელს. არ არსებობს ოპოზიციური აზრის პატივისცემის და გათვალისწინების კულტურა. მთავრობის მხრიდან მოხდა მშვიდობიანი პროტესტების დასარბევად მრავალი ძალადობის აქტის დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის როგორც სახელმწიფო ძალისმიერი სტრუქტურების მხრიდან უკანონო ოპერაციების, ასევე არალეგალური სპეციალური ზონდერჯგუფების გამოყენების გზით. ოპოზიციის წევრების დაშინება და ტერორი. შეთითხნილი და ყალბი ბრალდებებით დაპატიმრებულთა, პოლიტიკური პატიმრების რიცხვის განუხრელი ზრდა
http://www.rferl.org/content/Georgian_Opposition_Mulls_Legal_Action_Against_President/2026010.html

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4766&lang=en

http://thefastertimes.com/foreignpolicy/2010/03/26/a-fish-called-georgia/

http://blogs.telegraph.co.uk/news/sarahmarcus/100029979/panic-and-fury-over-fake-television-report-on-russian-invasion-of-georgia/
http://www.rferl.org/content/In_EU_Frustration_With_Georgia_Now_Evident/1987346.html

http://www.rferl.org/content/Saakashvilis_Erratic_Response_To_Invasion_Hoax_Raises_Suspicions/1984530.html

http://www.newstatesman.com/europe/2007/11/russia-georgia-states-pro

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4136&lang=en

http://www.hrw.org/en/news/2009/05/07/letter-georgian-authorities-regarding-attacks-protesters

http://www.hrw.org/en/reports/2007/12/19/crossing-line-0

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4626&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3802&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3780&lang=en

http://www.rferl.org/content/Georgian_Opposition_Activists_Hold_Protest_In_Tbilisi/2029982.html

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4893&lang=en

 

დაპირება #2. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოს ფარგლებში. [„დაზუსტებული“ დაპირება – 2008 წ. იანვარში] სამხრეთ ოსეთზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა 2009 წლამდე.

– შეუსრულებელია!

შედეგი #2: უარის თქმა ეთნოკონფლიქტების გადაწყვეტაში სიტყვიერად დეკლარირებულ მშვიდობიან მოდელზე, საზოგადოების და ცნობიერების გაძლიერებული მილიტარიზაცია, კუნთებით თამაშით გატაცება და სამხედრო რიტორიკის დანერგვა. უცხოური და ადგილობრივი ექსპერტების აზრის იგნორირება, რუსულ პროვოკაციაში უგუნური ჩაყოლა, რასაც საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოსათვის უმძიმესი 2008 წ. აგვისტოს ომი მოჰყვა. დამატებით დაკარგულია 2 რაიონი სამხრეთ ოსეთში და კოდორის ხეობა. მტრის მიერ განადგურებულია 150-ზე მეტი ქართული სოფელი, გვყავს 30,000-ზე მეტი ახალი ლტოლვილი. ორივე ქართული მხარის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და არის საერთაშორისო აღიარების საშიშროება. ქართულ მიწაზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაბრუნება, ახალი ბაზების დამატება და კავკასიაში რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება.
http://www.nationalinterest.org/Article.aspx?id=23230

http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8281990.stm

http://news.bbc.co.uk/2/shared/bsp/hi/pdfs/30_09_09_iiffmgc_report.pdf

http://www.amnesty.org/en/library/asset/EUR04/005/2008/en/d9908665-ab55-11dd-a4cd-bfa0fdea9647/eur040052008eng.pdf

http://civil.ge/eng/article.php?id=18784

http://www.reuters.com/article/idUSLD12378020080914

http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2009/07/21/AR2009072102521.html?nav=emailpage

http://antiwar.com/orig/almond.php?articleid=3283

http://www.iwpr.net/report-news/georgia-creates-army-reserves

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4947&lang=en
  

დაპირება #3. ხელისუფლების დემოკრატიული დანაწილება – საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის ბალანსის დაცვით. ორპალატიანი პარლამენტის შექმნა. სრულფასოვანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება. სახელმწიფო მმართველობის დასავლური პრინციპების გამართული სისტემის დამკვიდრება.

– შეუსრულებელია!
შედეგი # 3:

დემოკრატიული ინსტიტუტების რეგრესი. დისბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის. კონსტიტუციის გადაკეთება პრეზიდენტის სასარგებლოდ და პარლამენტის როლის დაკნინება. “თვითმმართველობის” საბჭოური სისტემის აღდგენა. ხელისუფლების რუსული ტიპის ვერტიკალის აშენება, როდესაც ადგილზე მმართველობის სისტემა აბსოლუტურად არ კონტროლდება ხალხისაგან და გუბერნატორები მხოლოდ პრეზიდენტის უტყვი და მორჩილი აღმსრულებლებია. 2008 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში 80%-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა. ფსევდოოპოზიციური პარტიების და პოლიტიკანების კულტივაციის პროცესი, რომლებიც რეალურად მმართველი პარტიის სატელიტებს და მარიონეტებს წარმოადგენენ და დასავლური ორგანიზაციების შეცდომაში შეყვანა ევალებათ. რუსული „გამოცდილების“ მიხედვითვე ხდება მომავალი კონსტიტუციის მორგება სააკაშვილის პიროვნების სასარგებლოდ. ქვეყანაში მოსვლის პირველივე დღიდან ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა ახორციელებს აბსოლუტურად უზნეო და უპრინციპო საკადრო პოლიტიკას, როდესაც ადამიანების შერჩევა და დაწინაურება ხდება არა მათი საქმიანი თვისებების და პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ – მთავრობისადმი მათი ლოიალობის, მორჩილების და მაამებლობის მიხედვით.  გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის ლამის თინეიჯერული მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს ეიჯიზმს საკადროპოლიტიკაში, როდესაც დიპლომატიური, საგანმანათლებლო და აკადემიური წრეებიდან მიზანმიმართულად ხდება 45-60 წლის პირების მოშორება და მათ ნაცვლად აბსოლუტურად გამოუცდელი ანგაჟირებული პირების მასიურად დანიშვნა, რასაც ბევრ ინსტიტუტებსა და სფეროებში დროებითი კოლაფსი მოჰყვება ხოლმე.

როგორც ყოველივე ამის შედეგი დემოკრატიული ლოზუნგების საფარქვეშ მოხდა კლანურ-პარტიული მმართველობის არამცთუ შესუსტება, არამედ – კიდევ უფრო გაძლიერება და მკვეთრი გადახრა ავტოკრატიული მმართველობისაკენ

ბიზნესის სახელისუფლებო რეკეტის და ელიტარული კორუფციის დამკვიდრება: როცა კორუფცია შემცირდა საშუალო და ქვედა დონეზე, მაგრამ კონცენტრირდა და გაიფურჩქნა სააკაშვილის მმართველი კლანის ვიწრო წრეში. „მსოფლიო მნიშვნელობის“ „საუკუნო პროექტებზე“ მუდმივი დემაგოგიური პიარის უკან ხშირად თანხების გაფლანგვის, მითვისების და ტენდერების „განაწილებაში“ კორუფციული სქემების არსებობა. სტრატეგიული ობიექტების გაუმჭვირვალე გადაყიდვა ან – რუსულ, ან – ოფშორებში დარეგისტრირებულ საეჭვო წარმოშობის კომპანიებზე, ან სულაც – რეალურად არსებული კომპანიების მსგავსი სახელების მქონე ფიქტიურ კომპანიებზე. ხშირად, ხოლო 2008 წლის შემდეგ – გამუდმებით – ხდება არარეალური, ჰიპერბოლიზირებული ინვესტიციების ანონსირება და რეკლამირება, რომელიც მერე ჩუმად დავიწყებას ეძლევა.   

ათასობით მოქალაქის კერძო საკუთრების უკანონოდ დანგრევა და წართმევა. საკუთარი ბინებიდან ხალხის იძულებითი უკანონო გამოსახლება. ბიზნესისა და მესაკუთრეთა მასობრივი დატერორება საგადასახადო, პოლიციური და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ – ხშირად ნარკოტიკების ჩადების ან ნარკოტიკებით შეპარებით გაბრუებულ მდგომარეობაში მიღებული „აღიარებითი ჩვენებების“ გამოყენებით ან ახლობლების/არასრულწლოვანი შვილების მიმართ მუქარით

Georgia’s Public Defender’s reports (2006-2009)

http://www.ombudsman.ge/index.php?page=21&lang=0 

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4527&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=2221&lang=en

http://www.rferl.org/content/article/1079297.html
http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4527&lang=en

http://www.informaworld.com/smpp/content~content=a913044468&db=all

http://www.civil.ge/eng/article.php?id=21951

http://times.am/2010/05/01/candidates-named-for-mp-by-election/

 

დაპირება #4. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნა. იურისპრუდენციის სისტემის რეფორმირება დასავლური სტანდარტების მიხედვით. პენიტენციარული სისტემის რეფორმა და პატიმრების უფლებების დაცვა

– შეუსრულებელია!

შედეგი # 4:

სასამართლო რეფორმის სრული კრახი. სასამართლოს გადაქცევა პროკურატორის უსუსურ დანამატად. ადვოკატთა მისამართით ღია ტერორის და დაშინების, მოსყიდული ადვოკატების წრის შექმნის მიზანმიმართული პოლიტიკა. ორმაგი სტანდარტების დანერგვა, როდესაც ხელისუფლების მომხრეები მძიმე დანაშაულისათვის იღებენ გაცილებით უფრო მსუბუქ სასჯელს, ან საერთოდ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, ვიდრე ხელისუფლებისადმი არალოიალური ადამიანები – თუნდაც უმნიშვნელო დარღვევების შემთხვევაში. კანონის უზენაესობის არარსებობა, როცა შსს მინისტრის განკარგულება კანონზე გაცილებით მაღლა დგას.
მართლმსაჯულების პოლიტიზირება – ქვეყანაში ათეულობით პოლიტიკური პატიმრის არსებობა. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოსადმი მოქალაქეების სარჩელების უპრეცედენტო ზრდა და სახელმწიფოს მხრიდან სარჩელების განხილვაში მონაწილეობის (გირგვლიანის საქმე, რატიშვილის საქმე) ხელოვნურად დაყოვნება საარჩევნო კამპანიების პერიოდში.

პენიტენციარულ სისტემაში ფასადური შელამაზების ფონზე სრული განუკითხაობა და პატიმრებისადმი სადისტური მოპყრობის წაქეზება. წამების იარაღების მასიური შეძენა. პატიმრების რაოდენობის ზრდა 10,000-დან 30,000-მდე 6 წლის განმავლობაში.
http://transparency.ge/sites/default/files/TI%20Georgia%20-%20Plea%20Bargaining%20in%20Georgia%20ENG.pdf
http://www.freedomhouse.eu/images/nit2009/georgia-final.pdf

http://www.unhcr.org/refworld/country,,IWPR,,GEO,4562d8cf2,4ae845251a,0.html

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3477&lang=en
http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4198&lang=en

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4544&lang=en

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3517&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4015&lang=en

http://www.rferl.org/content/Does_Georgias_Interior_Minister_Aspire_To_Presidency/2012315.html
http://www.eurasianet.org/departments/civilsociety/articles/eav070706.shtml

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4903&lang=en

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3590&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3654&lang=en http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3655&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3479&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3719&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4561&lang=en

http://www.sras.org/georgia_young_ministers_younger_democracy

http://www.rferl.org/content/article/1067203.html

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4812&lang=en

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=1060&lang=en

http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/georgie528a2009.pdf

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=2317&lang=en
  

 

დაპირება #5. სამართლიანი არჩევნების დამკვიდრება.

– შეუსრულებელია!
შედეგი #5:

არჩევნების გაყალბების “დახვეწილი” სისტემის შექმნა, აქამდე არნახული ზეწოლის და მუქარის მეთოდების (მაგალითად, პატიმართა ოჯახების დაშინების, საარჩევნო გაყალბებაში სკოლის და მასწავლებლების გამოყენების, კომისიის მონაწილეთა დაშინების, საჩივრების მიღების და განხილვის ფაქტიურად უარყოფის) დამკვიდრებით და ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით.
http://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/First%20Report%20on%20Misuse%20of%20Administrative%20Resources_0.pdf
http://www.cfr.org/publication/15185/

http://www.freedomhouse.eu/images/nit2009/georgia-final.pdf

http://www.osce.org/documents/odihr/2008/09/32898_en.pdf

http://www.osce.org/documents/odihr/2008/03/29982_en.pdf

 

დაპირება #6. მედიის დამოუკიდებლობის დაცვა.
– შეუსრულებელია!

შედეგი #6:

მკაცრი პოლიტიკური კონტროლი მედიაზე. დამოუკიდებელი ტელევიზიების 92%-ის მონოპოლიზირება, დანაშაულებრივი სქემებით გაკოტრება ან საკუთარი დაახლოებული პირებისათვის ფარულად თუ ღიად გადაცემა. ტელევიზიების მფლობელთა შესახებ საჯარო ინფორმაციის დამალვა. ჟურნალისტთა მიმართ დაუფარავი თუ არაპირდაპირი მოსყიდვის, დაშინების და ტერორის გამოყენება. პროსამთავრობო ტელეარხების (მათ შორის – კერძო კომპანიების) ბიუჯეტიდან დაფინანსება და პროსამთავრობო ჟურნალისტების პრომოცია და დაჯილდოება.

http://www.transparency.ge/en/blog/ptax-amnesty-georgian-tv-channels-subsidy-pro-government-reportingp
http://transparency.ge/sites/default/files/Media%20Ownership%20November%202009%20Eng.pdf
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4099&lang=en
http://www.civil.ge/eng/article.php?id=22141

http://www.irex.org/programs/MSI_EUR/2010/EE_MSI_2010_Georgia.pdf

http://www.hrw.org/en/reports/2007/12/19/crossing-line-0

 

დაპირება #7. ძლიერი პროფესიული არმიის შექმნა და მომზადება ნატოს სტანდარტების შესატყვისად.

– შეუსრულებელია!
შედეგი #7:

ქართული ჯარის მშენებლობაში არაეფექტურად მსხვილი თანხების ჩადება, რომელთა დიდი ნაწილი კორუფციულ გარიგებებში წავიდა. იარაღით ვაჭრობის უკანონო კორუფციულ სქემებში მონაწილეობა. ჯარის სტრუქტურებში გამოცდილი და სპეციალურად მომზადებული პროფესიონალების ნაცვლად პოლიციური სისტემის ანგაჟირებული და აშშ სახ. დეპარტამენტის მოხსენებაში ნახსენები ოდიოზური ფიგურის აღზევება, რომელიც ეჭვმიტანილია პატიმრებისადმი სადისტურ მოქცევასა და დახოცვაში. ჯარში პოლიციური ტერორის სისტემის დანერგვა, ქართული ჯარის და უსაფრთხოების სამსახურის სახელის შელახვა მოგონილი ყალბი ბრალდებებით და შეთითხნილი საქმეებით.

http://www.mainjustice.com/2010/03/07/superseding-indictment-clarifies-alleged-fcpa-conspiracy/
http://www.nytimes.com/2009/05/06/world/europe/06georgia.html?_r=1

http://www.eurasianet.org/departments/insightb/articles/eav082809b.shtml

http://thefastertimes.com/thecaucasus/2009/08/28/an-unreasonable-appointment/

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4071&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4136&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3800&lang=en
http://civil.ge/eng/article.php?id=20510

 

დაპირება #8. ძლიერი, ქმედითი და ხალხისთვის სანდო არაკორუმპირებული პოლიციის ჩამოყალიბება.

– შეუსრულებელია!
შედეგი # 8:

მოხდა ქვეყნის მართვის ავტორიტარული სისტემისათვის აუცილებელი „ხერხემლის“ – პოლიციური რეჟიმის შექმნა. შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, პოლიციასთან საზღვრის დაცვის სისტემების გაერთიანება მონსტრი ორგანიზაციის სახით. მოქალაქეთა მასობრივი უკანონო მოსმენების პრაქტიკის დანერგვა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამოცხადებით მრავალი ათეული ადამიანის ადგილზე ლიკვიდაციის პრაქტიკის წაქეზება და დანერგვა. პოლიციის მიერ მოკლული ადამიანების საქმეების გამოძიების გაჭიანურება და მიჩუმათება. პოლიციური მაღალჩინოსნების უპირობო მხარდაჭერის და მათი დანაშაულის ხელისდაფარების პრაქტიკის ფონზე პოლიტიკური პოლიციის ჩამოყალიბება და ქვეყნის მმართველ ძალად გადაქცევა. პოლიციის სისტემაში იმ პირთა შენარჩუნება, რომლებიც მუდამ ხვდებოდნენ ომბუდსმენის ანგარიშებში, როგორც  კრიმინალურ და სადისტურ ქმედებებაში ეჭვმიტანილნი.

http://www.rferl.org/content/Does_Georgias_Interior_Minister_Aspire_To_Presidency/2012315.html
http://transparency.ge/sites/default/files/TI%20Georgia%20-%20Plea%20Bargaining%20in%20Georgia%20ENG.pdf
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3477&lang=en
http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4198&lang=en

http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4544&lang=en

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=3517&lang=en
http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4015&lang=en

 

დაპირება #9. კორუფციის დამარცხება. კერძო საკუთრების დაცვა და ხელშეუხებლობა. ბიზნესისთვის საუკეთესო პირობების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა. „დასაქმება! დასაქმება! დასაქმება!“

– შეუსრულებელია!
შედეგი # 9:

ბიზნესის სახელისუფლებო რეკეტის და ელიტარული კორუფციის დამკვიდრება: როცა კორუფცია შემცირდა საშუალო და ქვედა დონეზე, მაგრამ კონცენტრირდა და გაიფურჩქნა სააკაშვილის მმართველი კლანის ვიწრო წრეში. „მსოფლიო მნიშვნელობის“ „საუკუნო პროექტებზე“ მუდმივი დემაგოგიური პიარის უკან ხშირად თანხების გაფლანგვის, მითვისების და ტენდერების „განაწილებაში“ კორუფციული სქემების არსებობა. სტრატეგიული ობიექტების გაუმჭვირვალე გადაყიდვა ან – რუსულ, ან – ოფშორებში დარეგისტრირებულ საეჭვო წარმოშობის კომპანიებზე, ან სულაც – რეალურად არსებული კომპანიების მსგავსი სახელების მქონე ფიქტიურ კომპანიებზე. ხშირად, ხოლო 2008 წლის შემდეგ – გამუდმებით – ხდება არარეალური, ჰიპერბოლიზირებული ინვესტიციების ანონსირება და რეკლამირება, რომელიც მერე ჩუმად დავიწყებას ეძლევა.   

ათასობით მოქალაქის კერძო საკუთრების უკანონოდ დანგრევა და წართმევა. საკუთარი ბინებიდან ხალხის იძულებითი უკანონო გამოსახლება. ბიზნესისა და მესაკუთრეთა მასობრივი დატერორება საგადასახადო, პოლიციური და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ – ხშირად ნარკოტიკების ჩადების ან ნარკოტიკებით შეპარებით გაბრუებულ მდგომარეობაში მიღებული „აღიარებითი ჩვენებების“ გამოყენებით ან ახლობლების/არასრულწლოვანი შვილების მიმართ მუქარით. ფარული გარიგებების სისტემის შექმნა. არა მარტო მსხვილი, არამედ – ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საგადასახადო-პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევა. საგადასახადო პოლიციის თვითნებობა, ბიზნესის იოლად დაწყების ფასადური ლოზუნგების გვერდით ბიზნესის იოლად მოხრჩობის რეალური სისტემის არსებობა. ეფექტური ეკონომიკის და მცირე ბიზნესის რეალური ხელშეწყობის ნაცვლად ხდება წინასაარჩევნო პიარ-მიზნებით 2-3თვიანი „დასაქმება“, რაც სინამდვილეში მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობაა. ყოველივე ამის შედეგად მოხდა ინვესტიციების მკვეთრი შემცირება, საწარმოთა დახურვა, სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი ზრდა.
http://www.iwpr.net/report-news/georgians-question-squeeze-bribe-taking

http://www.transparency.ge/en/post/report/cottage-settlements-georgias-new-idps

http://www.thenational.ae/apps/pbcs.dll/article?AID=/20100203/BUSINESS/702039962&SearchID=73386665866676

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=4034&lang=en
http://businessneweurope.eu/story2034/Taxing_issues_for_business_in_Georgia

http://www.gbw.ge/news.aspx?sid=a565ec55-e2dc-4a80-ae2e-78c28add9cd8

http://www.teliasonera.com/2009/en/AR/FinancialStatements/C30.htm

http://civil.ge/eng/article.php?id=21471

http://civil.ge/eng/article.php?id=20436

http://civil.ge/eng/article.php?id=20217
  

დაპირება #10. სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შექმნა. ხალხისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის და განათლების ეფექტური სისტემების ჩამოყალიბება. 100 საავადმყოფოს აშენება. „საქართველო სიღარიბის გარეშე!!“ (ჰონდურასში აპრობირებული და Greenberg-Quinlan-Rossner მიერ საქართველოში გახმაურებული ლოზუნგი-დაპირება).  ხელფასების და პენსიების ზრდა. 2009 წელს მინიმალური პენსია უნდა გამხდარიყო 100 დოლარი.

– შეუსრულებელია!
შედეგი #10:

პენსია გაიზარდა  მხოლოდ 5 ლარით და – 10 ლარით თბილისში (წინასაარჩევნოდ). მინიმალური ხელფასი 50 დოლარიც კი ვერ გახდა. კოლოსალური თანხების დახარჯვა მოხდა არა ეკონომიკის განვითარებაზე, არამედ – „აყვავებული საქართველოს“ ფსევდო-იმიჯის დანერგვასა და პიარზე. დასავლეთში, უცხოური ლობისტური ფირმებისათვის (მათ შორის, სწორედ ზემოთხსენებული ჰონდურასული პოპულისტური ლოზუნგის ავტორებისათვისთვისაც) თანხების გადახდის გზით არჩევნების წინ ყალბი რეიტინგების პოპულარიზაცია. ცინიკური დემაგოგიის და აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი „სტატისტიკის“ მეშვეობით თავის მოწონება. მეცნიერებისა და განათლების სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამედიცინო რეფორმის კრახი. მოსახლეობის უმრავლესობისათვის სამედიცინო მომსახურების არახელმისაწვდომობის ზრდა. 100-დან არც ერთი საავადმყოფო არ იქნა აშენებული. ქვეყანაში შეიქმნა მსოფლიოში არნახული სისტემა, როცა რამდენიმე მონოპოლისტი ფარმაცევტული კომპანია არა მარტო აწარმოებს სამკურნალო პრეპარატებს, არამედ ფლობს სააფთიაქო ქსელს, კერძო საავადმყოფოებს და სადაზღვევო კომპანიასაც, რაც სრული მონოპოლიზაციის საწინდარია. ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის ნგრევის ხარჯზე სამთავრობო ელიტარული პროტექციით შექმნილი კერძო სამედიცინო-სადაზღვევო სექტორი მონოპოლისტად იქცა და მოსახლეობის ჯანდაცვა კატასტროფულად არახელმისაწვდომი გახდა. სახელმწიფოს მიერ შექმნილი სუბსიდიების სისტემა ხშირად არაეფექტურად ნაწილდება უმწეოთა სიაში „მოხვედრილი“ მთავრობის წევრების ახლობელთა სასარგებლოდ.

http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/04/23/georgia.saakashvili.clancy/

http://www.transparency.ge/en/blog/ppaying-attention-–-georgias-lobbying-effortsp
http://www.transparency.ge/en/post/general-announcement/transparency-international-disowns-advertisement
http://thehill.com/homenews/administration/4619-georgia-builds-up-its-lobbying-pr-efforts
http://www.rferl.org/content/in_the_news_gedmin_saakashvili_milken/2026708.html

http://hrh.ge/_HRH/file/research-healthcare-reform-georgia.pdf

http://humanrights.ge/index.php?a=article&id=2930&lang=en

 

Main References: 

US State Department Report on Georgia (2009) –  

http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2009/eur/136032.htm
Freedom House Report on Georgia (2009) –

http://www.freedomhouse.eu/images/nit2009/georgia-final.pdf
Failed State Index 2009 –

http://www.fundforpeace.org/web/index.php?option=com_content&task=view&id=391&Itemid=549

International Independent Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia: Heidi Tagliavini Report (2009) –

http://news.bbc.co.uk/2/shared/bsp/hi/pdfs/30_09_09_iiffmgc_report.pdf

Georgia’s Public Defender’s reports (2006-2009)

http://www.ombudsman.ge/index.php?page=21&lang=0 

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s