„გასაკეთებელი კიდევ ბევრია!“ (დრამა-ფარსი ორ ნაწილად ტრაგედიის პერსპექტივით)


  

 I ნაწილი – თეატრალური 

  

——————————– 

მოქმედების ადგილი – სუში ბარი.  

  

მოქმედი პირები: 

  

მიხეილ სააკაშვილი, – მ.ს. 

გიგი უგულავა, – გ.უ. 

ვანო მერაბიშვილი, – ვ.მ. 

ზურა ადეიშვილი – ზ.ა.  

მიმტანი – ყრუ-მუნჯი მიკატო 

  

————————- 

  

მ.ს.: – აბა, ჩქარა, სულ ნახევარი საათი გვაქვს, მასაჟზე მაგვიანდება.  

ვ.მ.: 7 წლის განმავლობაში მარტო 1-ჯერ მოწყობილი 6 მაისი და 7 ნოემბერი ძალიან ცოტაა. წინადადება შემომაქვს, 6 მაისი გამოცხადდეს პოლიციის გაბრწყინების დღედ, ხოლო 7 ნოემბერი – სპეცნაზის გაბრწყინების დღედ.  28 მაისი გვინდოდა ზონდერბრიგადების გაბრწყინების დღედ გამოგვეცხადებინა, ან „ბადრიაობად“… 

მ.ს.: „ბადრიაობა“ რა სირობაა? 

ვ.მ.: ბადრი ბასიშვილის აზრი იყო – „ბადრიაობა“ არ არისო და… თან ჩვენი ლტოლვილების დღესასწაული იქნებოდა… 

მ.ს.: „ჩვენი ლტოლვილები“ ვინ ოხრებია? 

ვ.მ.: ჩვენია 2008 წლის ლტოლვილები, განსხვავებით 1991-93 წლების ლტოლვილებისაგან, რომლებიც ჩვენი არაა… 

გ.უ.: არ ვარ თანახმა – 7 ნოემბერი უნდა იყოს ქალაქის დასუფთავების დღე! ეს ის დღე იყო, როდესაც ქალაქის დასუფთავების სამსახურმა ძლევამოსილი შტურმი წამოიწყო რუსეთის აგენტებსა და მაესტროებზე, რაც დღის ბოლოს „იმედის“, გიორგი თარგამაძის და ინგა გრიგოლიას განთავისუფლებით დამთავრდა! 

მ.ს.: თანახმა ვარ… რა სუშია?!! თითებს ჩაიტკვერ… 

ვ.მ.: ესეიგი, შენ ჩაგიტარებია 7 ნოემბერი, მერიკო! 

მ.ს.: ყველამ ჩავატარეთ – არ გვინდა ახლა! ყველას გვაქვს დამსახურება და არც დაგვეკარგება!.. 

გ.უ.: ასევე უნდა იქნას შემოღებული ნგრევის დღე. თან ყოველთვიურად – მაგალითად თვის პირველი პარასკევი – ამ დღეს დავანგრევთ ყველა იმ ობიექტს, რომელიც ჩვენი აზრით, უნდა დაინგრეს. 7 წელიწადში – ერთი თაბუკაშვილის #14, ერთი „მზიური“, ერთი დიდების მემორიალი ქუთაისში და ერთი „იმელის“ შენობა – ძალიან ცოტაა! „ყოველ თვესა ჩვენ თავს ვკითხოთ, – აბა, კიდევ რას დავანგრევთ?!“ 

მ.ს.: მომეწონა! საერთოდ, გენიოსი კაცი იყო ეს ილია! ეგეთები ბევრი რომ მოგვცა ჩვენს პარტიაში!.. რა იყო? სუში არ მოგწონს, ვანო? 

ვ.მ.: შამაია მირჩევნია. 

მ.ს.: აი, ალანაც სულ მაგას იძახის! შამაია და შამაია… მე კიდე შამაიას მაია მირჩევნია, ორჯონიკიძე! ჰააა-ჰყა-ჰყა-ჰყა… 

ვ.მ.: ამ პრესას რა ვუყოთ? 

გ.უ.: „პრესას“ რა უნდა უყო? ეგ საკითხი ხომ დავხურეთ? „პრესა“ მშვენივრად იმუშავებს – რაც არ მოგვეწონება, იმას არც გაყიდის. 

ვ.მ.: მედია უნდა  მეთქვა… „იმედი“ უნდა დავხუროთ – ზარალიანია… თან ამ დებილმა „რაკინმა“ გამოგვაჭენა და უკვე არავის არ ჯერა მაგათი დამოუკიდებლობა, მერე ამ შენმა ქრონიკამ და გამყრელიძის ინგლისურმა ექსპერტიზამ მთლად ცელი დაგვისვა. 

გ.უ.: „ჩემმა ქრონიკამ“?.. ყველამ ვიცით, ვისიც იყო… „იმედს“ თუ დავხურავთ, მაშინ სხვებმაც ჩააბარონ „რუსთავი2!“ 

მ.ს.: გიგი, რა მოგივიდა, ჯერ არ აურჩევიხართ მერად და უკვე რქებით გვაწვები? მართალია ყველაფერი, რასაც ვანო ამბობს… დამპალი ტავარი რომ უნდა შეატენო ვინმეს, არ იცი?.. 

გ.უ.: მე რაც ვთქვი, ის ვთქვი – თუ ჩამოვყრით კოზირებს, ყველა ჩამოვიდეს!.. მერობა რა ჩემ ფეხებად მინდა, თუ გავლენა არ მექნა… მარტო თქვენ უნდა დააჩმოროთ ხალხი და მე – ნაზუქები ვაცხო? რაჭველი ხომ არ გგონივართ? 

მ.ს.: რას გვთავაზობ? „იმედთან“ ერთად „რუსთავი2“-ც დავხუროთ და რეალტივის იმედად დავრჩეთ?  

ვ.მ.: ძაან აბლატავდი, გიგი, შენ მართლა… ისე, იმდენი პროფესია აითვისე ამ დღეებში, ცხოვრებაში არ დაიკარგები. ადრე მარტო სტიქაროსნობა იცოდი… 

მ.ს.: ზურა, შენ არაფერს იტყვი? 

ზ.ა.: „რეალ-ტივი“ მაინც რომ დახურულიყო, ალბათ უფრო ბალანსი იქნებოდა… 

მ.ს.: – ა, კაცი! თქვენსავით არ იქაჩება, ჩუმათაა და სახელმწიფოებრივად ფიქრობს. 

მოკლედ, გავაჭერი მე.  

რასკლადი ასეთია: „რუსთავი2“ რჩება. „იმედს“ ვხურავთ. წამალაშვილი დააჯარიმეთ და მოაშორეთ. არველაძე დაკითხვაზე დავიბაროთ, მაგასაც ჯარიმა, პრესაში რამე ხმაური, განცხადებას დაწერს და მერე ჩუმად წავიდეს სადმე – პარიზში ერთი-ორი თვე. მერე ვუშოვი რაიმეს… აგერ, გაეროში გავუშვებ. „რეალ-ტივი“ გავაუქმოთ დროებით და მოგვიანებით აღვადგინოთ – სხვა სახელით. შტატები შეცვალეთ. „იმედიდან“ შეგიძლიათ ვინმე – კერვალიძე, მაგალითად, ეგ მაინც არ ჩანს ეთერში… ვინმე სახელიანი ჟურნალისტი იშოვეთ – დათკა პაიჭაძე ან ნინკა შუბლაძე და იმის სახელის ქვეშ… ისე, უცხოელი – პრიბალტი ან პოლონელი აჯობებს… დონაძე მოაშორეთ. გიგი, შენ „პრაიმ-ტაიმი“ დაგრჩება – კარგად მუშაობენ – თავიდან რომ ნეგატივი იყო, ახლა მისაღებად ჩანან. დაჟე ნინოჩკაც კი მიდის მაგათთან – ვერ ხვდება, ბოლოს როგორ გაშავდება… ის კომპრომატი რომ დაიდება… 

სხვა რაც გინდოდათ, ყველაფერზე თანახმა ვარ – ნგრევა, პოლიციის და სპეცნაზის დღეების შემოღება… ივნისიდან ნულოვანი ტოლერანტულობაც უნდა განვაახლოთ. ერთი ორი  მიახვრიტეთ – ეფექტის მოსახდენად. ახლა ვინც გამოვუშვით, ყველა უნდა ჩავაბრუნოთ ციხეში. ფული იქნება ასაკრები. მძიმე წელი იქნება, არავინ ფულს აღარ იძლევა, გოთვერნები. ბორჯომი ან ქობულეთი რომ გაგვაყიდია, კარგი იქნება. ეს ტრამპი კიდე მაგარი სირია – ლას-ვეგასის მეტი არაფერი უნდა. ნახევარ თბილისს ვთავაზობ და „ვიფიქრებო“… ქალიშვილი ყავს მაგარი, იქნება რამე მოვახერხოთ… ვანო, კაცებში არ გვყავს შორენა? ჰააა-ჰყა-ჰყა-ჰყა… 

ვ.მ.: – შორენა რათ გვინდა, კაცებში შენ იმედზე ვართ.  

მ.ს.: წავედი მე ახლა, მასაჟის გარეშე არ ვვარგივარ…  

ჰო, გიგი… იმას შეეგუე, რომ ინგასთან მოგიწევს მუშაობა. პურის დაცხობასავით ადვილი არ იქნება, მაგრამ გამოგადგება… სამადაშვილს ჩინეთში გავუშვებ ცოტა ხნით… ეგეთი მუდო არაფერში გვარგია. ინგა ცეცხლია. მაგის გვერდით დიეტის გარეშეც არ გასუქდები. ჰააა-ჰყა-ჰყა-ჰყა… 

  

————————– 

გაგეცინათ?! 

განა რამე სასაცილოა? 

  

  

——————————– 

II ნაწილი – სერიოზული 

  

  

„გასაკეთებელი კიდევ ბევრია!“.  

აი, ის, რის გაკეთებასაც მართლა აპირებს ნაციონალური მოძრაობა: 

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია!..“ –  

  

1. საკვებ პროდუქტებზე, ჰიგიენურ საშუალებებზე და წამლებზე ფასების კონტროლირებადი ზრდა ვალუტის კურსის თანდათანობით მომატების პირობებში – – დაახლოებით 20-50% წლის ბოლომდე. ამის პარალელურად ელექტრონიკასა და ახალ ავტომანქანებზე ფასების 5-20% დაკლება მიმართული იქნება იმისაკენ, რომ ინფლაციის დეკლარირებული მაჩვენებელი მაღალი არ გამოჩნდეს;  

2. ბენზინის ფასის მომატება 2,50 ლარამდე (წლის ბოლომდე – სავარაუდოდ 3 ლარამდე); 

3. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა 20-30%-იანი შემცირება; 

4. საბანკო სექტორში არსებული ბანკების იძულებითი გამსხვილების პარალელურად თურქული, არაბული და ინდური ბანკების შემოყვანა;  

5. გარე ვაჭრობის სრული აკრძალვა და გარე მოვაჭრეების საჩვენებელი დარბევების მოწყობა, წვრილი მოვაჭრეების და მაღაზიების ფინანსური ტერორი სახაზინო შემოსავლების ზრდის და მსხვილი მოვაჭრეების სასარგებლოდ – რათა ახლადგახსნილსავაჭრო ცენტრებში ვაჭრობის თუნდაც დროებითი ბუმი შექმნან; 

6. საავტომობილო (მათ შორის ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების) გადაზიდვების სრული მონოპოლიზაცია და ფასების მომატება. ავტობუსის ფასი – 50 თეთრი, სამარშრუტო ტაქსების – 1 ლარი გახდება. სარკინიგზო ბილეთების გაძვირება კომფორტული მომსახურების საბაბით; 

7. ბაზრობების დახურვა ან ფინანსური დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურების, გასავლის ზედდებულების და ხელოვნურად წაყენებული ფინანსური ჯარიმების) წნეხის მეშვეობით წვრილი მოვაჭრეების რიცხვის იძულებითი შემცირება; 

8. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ტყეების და მდინარეების რესურსების უფრო აქტიური გაყიდვა პოტენციურ უცხოურ ინვესტორებზე;  

9. თბილისში და სხვა ქალაქებში ავტოსადგომებზე და ქუჩებში მანქანის დგომის საათობრივი გადასახადის შემოღება, ჯარიმების მკვეთრი პროგრესული სისტემით;  

10. მარჯვენა  საჭის და 10 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების მაღალი აქციზით დაბეგვრა – ჯარიმების სისტემა;  

11. საბავშვო ბაღების, სკოლების, ბიბლიოთეკების,  პარკების, ტერიტორიების და შენობების გამსხვილება-ოპტიმიზაცია და პრივატიზაცია-აუქციონები ხაზინის მაქსიმალურად შესავსებად. უცხოური – სომხური, თურქული, აზერბაიჯანული, ჩინური, ირანული, ინდური, პაკისტანური – უნივერსიტეტების/ტრენინგ ცენტრების გახსნა იქაური სტუდენტებისათვის სწავლის დაბალი საფასურით მოზიდვის მეთოდით; 

12. თბილისის და ბათუმის გადაქცევა სათამაშო ბიზნესის და გასართობი ინდუსტრიის ოაზისებად – უცხოელი კლიენტურის მოსაზიდად დაწესებული შეღავათების სისტემით; 

13. ძველი თბილისის უბნებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სპეციალური – კულტურული მემკვიდრეობის ფონდის – გადასახადის იდეის აღდგენა და მისი მეშვეობით ამ უბნებიდან ხელმოკლე მოსახლეობის თანდათანობით გასახლება პერიფერიაზე გამონთავისუფლებული ფართის რემონტისა და სარფიანად რეალიზიციის მიზნით.  

————————————- 

  

კიდევ გეცინებათ? 

  

თუ ასეა, ალალად გირჩევთ, ფსიქიატრს მიმართოთ… 😦  

  

 

  

         

 

   

 

 

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s