რვაფეხა – სრულიად დეგრადირებული ხელისუფლების მიერ საზოგადოების გახრწნის უნარ-ჩვევები


  1. იდეოლოგიური ომი 
  2. ინტელიგენციიდან – ინწლიგენციამდე
  3. ფეკალისტების ავანგარდი
  4. თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ. ან ფეხებში მაინც დაახლიან – სხვების დასანახად…
  5. სერჟანტები – ცივის მთის ციციკორეები
  6. გამომაფხიზლებელი „იმედისტების“ შეთხელებული შერენგა…
  7. (ს)ექსპერტები და სექსოტები
  8. ახალი ცენტურიონ-ლიბერტარიანელები
  9. „ტანცუიუტ ვსე!“ – პოზიტივიზმი, როგორც ალტერნატიული ბანგი
  10. ზარდახშის გასაღები – რატომ არის დავით კეზერაშვილი ბრწყინვალე თავდაცვის მინისტრი
  11. ნიჰილიზმის ჭაობი
  12. P.S.: ისევ ინწლიგენწიის ინდულგენციასა და პასუხისმგებლობაზე

“აღმოცენდა ყვავილი კეკლუცი – გარნა დამალპობელი ხორცისა, სურნელოვანი – გარნა დამთრგუნველი სულისა.  

იხილა და იყნოსა ყვავილი იგი ერმან და უხაროდის, რამეთუ იყო უბრყვილ მიმართ არსისა და უმეცარ მიმართ შედეგისა.”

 

“ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლებამან უფლება განსჯა-განგებისა საქმეთა, სულგრძელობისა მიერ განსაგებელთა – ჰრქვეს კაცთა:

– ვიეთთაგან მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!

ვინათგან შემოადგა მოალყე დიდი მეციხოვნეთა რიცხვით მცირეთა – მათ, რომელნი იდგეს ზნეობასა ძველსა ზედა, ეყოთ ზიანი ძნელი და დარჩა წიაღსა შინა კაცთასა სიყვარული იგი, ვითა ბოლქვი უმწეო ნიადაგსა ზედა მწირსა და მოუსავალსა.

 

და იქმნა:

სინდისი – ცნებად გარდასულთა ჟამთა და სიტყვათღა სათრევად ძვირის მეტყველთაგან;

ძალა – იარაღად დათრგუნვისათვის სათნოებისა სულსა თვისსა შინა და მიმძლავრებისათვის მოყვასისა;

სიკეთე – ნიღბად ავისა განზრახვისა და ქმნისა;

დედაკაცი – განმართლებად მეძავეობისა და ბერწობისა;

მეგობარი – მალამოდ შიშისათვის წუთისოფლისა და საგნად სხვათა ფარულთა ანგარებათა;

ერი – ასპარეზად ნივთთა მოხვეჭისა და ხნულად მიმოთესვისათვის სიცრუვეთა;  

ვენახი და მინდორი – ადგილად მოყვასისა ნაღვაწის მითვისებისა;

პური და საქონელი ყოველი – თავნად აღებისა სარგებელთა და ვახშთა;

სოფელი – სივრცედ შურის მიგებისა და სიძულვილისა, რაიცა იქმნა ღმერთად.”

 

“შვა ამა ვითარებამან სიბრჯგუე გონებისა…” 

 

ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია”

 

1. იდეოლოგიური ომი 

საქართველოს მთავრობა იდეოლოგიურ ომს აწარმოებს.

იდეოლოგიური ომი ორ ფრონტზე მიდის

–         გარე, სადაც იგი რუსეთის მთავრობას უპირისპირდება,

და

–         შიდა, სადაც ოპოზიცია მას არადემოკრატიულობაში, ავტორიტარიზმში და ადამიანის და მედიის უფლებების შეზღუდვაში სდებს ბრალს.

ბოლო ხანებში მთავრობისთვის ძალიან საშიში ტენდენცია გამოიკვეთა – იხსნება საგარეო მეორე პოლიტიკური ფრონტი, სადაც საქართველოს მთავრობას არა რუსებთან, არამედ უკვე დასავლელებთან იმის უარყოფა უწევს, რაზეც იგი ოპოზიციის ბრალდებებს ისმენს…

A la guerre comme à la guerre! – „ომი – ომია“ და ყველა ომი საკუთარ სტრატეგიას საჭიროებს.

მთავრობის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ განსხვავებით 2008 წლის აგვისტოს ორდღიანი სამარცხვინო ომისა, იგი შიდა იდეოლოგიურ ომს საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს, რაც ძალზე მდიდარი, მრავალეშელონიანი სტრატეგიისა და საკმაოდ მწყობრი ტაქტიკის სკურპულოზური განხორციელების შედეგია. თუმცა, უბედურება იმაშია, რომ ამ ომში მთავრობის წარმატება საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის დამარცხების შედეგად მიიღწევა და შიდა ფრონტზე მთავრობის „გამარჯვება“ საბოლოოდ იმის გარანტია იქნება, რომ ორივე საგარეო ფრონტზე კატასტროფა გველის.

შიდა იდეოლოგიური ომის მთავარი სამიზნე – საზოგადოებაა, ხოლო მთავარი მოქმედი პირები (ჯარისკაცები) – საზოგადოების აქტიური წევრები. ამ წერილის მიზანი სწორედ იმაზე საუბარია, როგორ დარტყმებს ახორციელებს დამნაშავე რეჟიმი, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცი გააწევრიანოს თავის რიგებში და რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საზოგადოებრივი მენტალობა.

მთავრობის მთავარი მესიჯი ასეთია:

„დამმორჩილდი, თორემ წაგახდენ! (ფინანსურად, მორალურად, საზოგადოებრივად, ლეგალურად, იდეურად, და ა.შ.)“

სხვათაშორის, რა მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობა იდეოლოგიურ ომებს.

და როგორ ესმის ამ ომში გამარჯვება, კარგად ჩანს საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარის – ბატონ გივი თარგამაძის ინტერვიუდან სააგენტო ამბები.გე-სთან:

– ბატონო გივი, ეთანხმებით, რომ რუსეთმა იდეოლოგიური ომი მოგვიგო?

– რომ მოეგოთ, ამ შენობის თავზე (ალბათ, პარლამენტი იგულისხმება) რუსული დროშა იფრიალებდა.

2. ინტელიგენციიდან – ინწლიგენციამდე  

[ავტორი მადლობას უხდის რადიო თავისუფლების ვებ–გვერდის www.tavisupleba.org  ია ანთაძის ბლოგის – “იანეთის” მონაწილეებს, განსაკუთრებით, – დოდის/ბიძაჩვენს (ძუყნურიდან), რომლის ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარები ინტელიგენციის შესახებ (14-15.09.2009) გახდა ამ სტატიის საწყისი და ქვაკუთხედი. და სანამ ზოგიერთი მკითხველი ამას შენიშნავდეს, დავასწრებ და ვაღიარებ, რომ თუ ამ სტატიაში რაიმე ფასეული ნახეთ – სწორედ დოდის, უცხოს, მელანქოლიკოსის, კაპიტნის, ალექსანდრეს, თემურის, ირმას, შვეიკის, გენერალ-სინუსის, გია მარის, ირაკლის, ლაჩოს, მიშას, თორნიკეს, მოქალაქე ჟურნალისტის, ვახოს, სიბილას, O.K-ის, ხათუნას და სხვა ბლოგერთა ნაღვაწია, ხოლო დანარჩენი – თქვენი მონა–მორჩილის]

ავტორი: ბიძათქვენი საიდან გვწერთ: ძუყნური

14.09.2009

დასავლურ ენციკლოპედიებში განყოფილებაში „ინტელექტუალი“ ხშირად არსებობს ქვეგანყოფილება – „რუსი ინტელიგენტი“.

„ინტელიგენცია“ სოციალურ-პოლიტიკური ფენომენია, რომელიც სსრკ-მ ანუ რუსეთმა წარმოშვა და რომელსაც გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ალბათ ამ ფენისათვის (ან “ფენუკასათვის” – ლენინისეული ტერმინი – “პრასლოიკა”) მთავარი იყო საკუთარი მნიშვნელოვნების თუ სიდიადის გრძნობის დაკმაყოფილება. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ცნობადნი და რა თქმა უნდა, პრეტენზიულნი; რაღაცნაირები იყვნენ, კასტასავით. „ინტელიგენცია“ – წოდება იყო ერთგვარი. მწერალთა კავშირის მსგავსი კანტორების წევრობა უკვე თავისთავად გულისხმობდა “ინტელიგენტობას”. ინტელიგენტობაზე ხელფასიც იყო დანიშნული. ეს იყო ნაჯახირევი, ნაჩალიჩარი და ათას „მაიმუნობაში“ გამძვრალ-გამომძვრალი ტიპების ერთიანობა.
დღეს ასეთი ისთებლიშმენთი მოშლილია და ეს სიტყვა ადამიანის დახასიათებისთვის უფრო გამოიყენება, ვიდრე სოციალური ან პოლიტიკური როლის თუ საფეხურის.

შესაბამისად, ინტელიგენცია მხოლოდ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში არსებობს. დღეს მათ საკმაოდ სერიოზული პრივილეგიები დაკარგეს, მაგრამ ასე თუ ისე შემორჩათ გარკვეული ფუნქციები, ატროფირებული, მაგრამ მაინც. მაგალითად, „ს პოდსტავლენოი ზადნიცეი ილი კ გოსუდარსტვუ, ილი – კ ბიზნესუ“.

ვინ არის ინტელიგენტი?

ერთი საკმაოდ ცინიკური და არცთუ უსაფუძვლო განმარტებით –
„ინტელიგენტი ისაა, ვისაც ჭკუა მეტი აქვს, ვიდრე უნარი, ცოდნა მეტი აქვს, ვიდრე ჭკუა, ინფორმაცია მეტი აქვს, ვიდრე ცოდნა, ხოლო ამბიცია მეტი აქვს, ვიდრე ყველა ზემოთჩამოთვლილი ერთად აღებული“.

რით განსხვავდება ინტელიგენტი ინტელექტუალისაგან?
ინტელიგენტი – უფრო მორალის თვალსაზრისით ახასიათებს ადამიანს. ის აღზრდის პროდუქტია.
ინტელექტუალი – უფრო განათლების თვალსაზრისით ახასიათებს ადამიანს. ის განათლების პროდუქტია.

ინტელიგენტს ბრძოლის ეშინია, განსაკუთრებით, პოლიტიკური ბრძოლის, რადგან მასში ყველგან სიბინძურეს ხედავს. ამის გამო ის ხშირად შეიძლება მნიშვნელოვან მომენტებში განზე გადგეს იმის შიშით, რომ თავისი „სპეტაკი-მორალური“ სული არ გაესვაროს.
ინტელექტუალი მებრძოლია თავისი ბუნებით. ის სინამდვილეს ცრურწმენებზე დაყრდნობით კი არ უყურებს, არამედ ანალიტიკურ აზროვნებაზე დაყრდნობით. ის იდეებს ქმნის და ავითარებს, ნორმებს და კულტურულ ღირებულებებს განსაზღვრავს, კრიტიკულ აზროვნებას ამკვიდრებს და საკუთარი მიგნებების, აღმოჩენების შესახებ თავისუფლად საუბრობს.

ინტელიგენტს ყოველთვის გარკვეული სოციალური როლი ეკისრება. მისი ნამოღვაწარი გარკვეულ სოციუმს უნდა ხმარდებოდეს (ატროფირებული გაგებაა, ვიმეორებ , სსრკ-ს გარეთ არსად იხმარება).
ინტელექტუალს, თუ უნდა, არც არანაირი სოციალური როლი არ ექნება დაკისრებული ( თუ უნდა, საერთოდ, სოციოპათი იქნება).

პრივილეგიებდაკარგული საბჭოთა ინტელიგენციისაგან დღევანდელ საქართველოში დარჩა ე.წ. „ინწილიგენცია“, რომელთა პარალელურად, საბედნიეროდ, არსებობს ინტელექტუალთა მცირე ჯგუფი, რომლებიც (სამწუხაროდ), მოსახლეობის სადღაც 5%-ს თუ შეადგენენ. ცოტაა, მოკლედ, ნამდვილი ინტელექტუალი, მაგრამ ხომ არის!

რას აკეთებენ დღეს ინტელექტუალები?
ჯერ ერთი, როგორც ვთქვით, ცოტანი არიან. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ინტელექტუალს უწოდებს, სინამდვილეში ატროფირებული „ინწილიგენწიკები“ არიან. შედეგად, საზოგადოებაც ინტელექტუალებად თვლის მათ. რას იზამ, „უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენ“, ხომ გსმენიათ. ქვეყნებში, სადაც ცხენები არ ჰყავთ, ვირი ცხენი ჰგონიათ. ხოდა, ვირებისგანაც ცხენობას მოველით. სრულიად ამაოდ.

მეორე, რაიმე რომ გააკეთო, საშუალება უნდა გქონდეს, რომელიც ხშირად არ გაქვს.  რუსული ანეკდოტი, უფრო სწორად, КВН-ის ხუმრობა გახსოვთ ძველგაზრდებს? “Партия – наш рулевой”, – იყო ასეთი გავრცელებული ლოზუნგი და „კავაენშიკებმა“ ამ ლოზუნგს ასე უპასუხეს: «- О чём мечтаешь, молодёжь? “Партия, дай порулить!”
ხოოდა, არაო. არც აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ნებაყოფლობით.

მესამე, ინტელექტუალს ჭარბი ენერგოპოტენციალი აქვს და ამიტომ ის უმოქმედობას ვერ იტანს. ის დაუყოვნებლივ, ზოგჯერ ვერც ამჩნევს, ისე იწყებს წამოჭრილი პრობლემის მოსაგვარებელი გზების ძიებას და პოულობს კიდეც ეფექტურ გზას.

რას აწყდება ამ დროს?
1. გაღიზიანება.
ინტელექტუალის ენერგოპოტენციალი, შინაგანი თავისუფლება მავანს აშინებს, დისკომფორტს უჩენს, აღიზიანებს.

2. უარყოფა, გარიდება.
ეს ერთგვარი კომპრომისია: ვხედავ, მაგრამ არ მსიამოვნებს და ვითომ ვერ ვხედავ.

3. „ჩარეცხვა“.
ნებისმიერი კომპრომისი ხომ დროებითია. უკმაყოფილება, ბრაზი, ზიზღი, აგრესია გროვდება და აფექტის გზით „განწმენდას“ ცდილობს: „ან – ჩაგრეცხავ, ან –მოგარჯულებ“.
„ინტელექტუალს არ მოსწონს, „ჩარეცხილს“ რომ ეძახიან და აპროტესტებს, რითაც კიდევ უფრო ჩასარეცხი ხდება.

ხოლო „ჩასარეცხი“ ღონისძიებები ძირითადად ინტელექტუალის ენერგოპოტენციალის მკვეთრ შემცირებაზეა მიმართული. ეს ღონისძიებებია:
ა) შეურაცხყოფა – სრულიად უსარგებლო რომ იყავი, კი ვიცოდით, მაგრამ შენ პრეტენზიული უსარგებლო ყოფილხარ“.
ბ) დამცირება – ყველას ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებთ. გამოდის, ყველა სულელია და ერთი შენ ხარ ჭკვიანი?“
გ) დათრგუნვა – ფიზიკური და/ან სულიერი ბლოკირება: დაჭერა-დაპატიმრება, „მოღალატის“, „აგენტის“, ან სულაც „გიჟის“ იარლიყის მიკვრა და სხვა.

და მეოთხეც,
ინტელექტუალის ფუნქციები თანამედროვე საზოგადოებაში კონკრეტულ სპეციალობებზე ნაწილდება. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერების სპეციალობით, ვიღაცას იდეა უჩნდება, ვიღაც ამ იდეას ლაბორატორიულ ექსპერიმენტში ამოწმებს, ვიღაც ლაბორატორიულად უკვე შემოწმებულ თეორიებზე დაყრდნობით კომპიუტერებს და ატომურ ბომბებს აკეთებს.
საზოგადოებრივ მეცნიერებებში საქმე ბევრად უფრო რთულადაა. აქ მხოლოდ ადამიანები და იდეები მოქმედებენ. თუ ადამიანები იდეას არ მიიღებენ, ის დავიწყებას მიეცემა, ხოლო თუ მიიღებენ, ის რეალურ ძალას შეიძენს – ზოგჯერ დამანგრეველს, ზოგჯერ – აღმშენებელს. და ესეც კი შეიძლება 100 და მეტი წლის შემდეგ გამოჩნდეს. ამიტომაც აქ დიდი სივრცეა საზოგადოებრივი აზრის დარწმუნებისა და მასზე მანიპულირების ხელოვნებისათვის. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მასმედიის საქმე და საკეთებელია. ხოდა, მაგასთან დაკავშირებით რაც ხდება, იმაზე აღარაფერს ვიტყვი. ვიცით ისედაც. [1]

თუმცა, აგერ, ეს ბლოგოსფერო ხომ გაჩნდა. ერთი-ორი-სამი-ოთხი ასეთი სივრცე კიდევ და, მართლა საგრძნობლად გვეშველება ამ მხრივ, ჩემი აზრით.

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი

14.09.2009 22:50

ბიძაჩვენს (ძუყნურიდან)
———-

უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო კომენტარისათვის, რომელიც გვიან წავიკითხე.
გეთანხმებით, ინტელიგენცია არის ძირითადად რუსული ფენომენი, რომელიც ჯერ კიდევ ცარიზმის დროს წარმოიშვა.

ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ თათარ-მონღოლური გავლენის ქვეშ ჩამოყალიბებულ ფორმალურად ქრისტიანულ, მაგრამ მნიშვნელოვანწილად დესპოტურ (ნაკლებსამართლებრივ!) მონარქიას სჭირდებოდა თავისი თავის გაკეთილშობილება – “ნახეთ, მე ვინ მიჭერს მხარს!” პრინციპით. შესაძლოა, ეს იმდენად საშინაო მოხმარების ფენომენი არ იყოს, როგორც – საგარეო. საშინაოდ მათრახი და როზგიც მშვენივრად ჭრიდა.

მაგრამ ამავე დროს დასავლელ მმართველებსაც ხომ ჰქონდათ ანალოგიური მოთხოვნილება, რომ “ჩემი ოქრო – ჩემთან!” პრინციპით არა მარტო ლამაზ-ლამაზი ქვები და სასახლეები, არამედ ქალები (დედოფლებს – კაცები!) და ინტელექტუალებიც (ამათში ქალებიც შედიან! ტყუილად ნუ დამწამებთ ნურაფერს) ახლოს მოეგროვებინათ.
ასე რომ, მე არ გამოვრიცხავდი დასავლელი მეფეების სამეფო კარზეც ინტელიგენციის გაჩენა/არსებობის გარკვეულ საფუძვლებს.

მგონი, სამართლებრივი სახელმწიფოს უფრო ადრეული ჩამოყალიბება იყო იმის საწინდარი, რომ ევროპულ სახელმწიფოებში (განსაკუთრებით – ბურჟუაზიული რევოლუციების შემდეგ) ხელმწიფის ნავში ჩახტომა არ ითვლებოდა ინტელექტუალისათვის არსებობისა და შემოქმედებითი ზრდის ლამის აუცილებელ და მიღებულ გარანტიად.

ამავე დროს, დაგეთანხმებით, ინტელიგენციის “გაფურჩქვნის” პერიოდი ნამდვილად მოდის საბჭოთა პერიოდზე.
ჩემი აზრით, ეს იყო ნეპი, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ დაუშვა ცოტა კაპიტალიზმი ეკონომიკაში და ცოტა ინტელექტუალიზმი – აზროვნებაში.
როცა ლენინისეული დევიზი, რომ მზარეული ქალიც მშვენივრად შეძლებდა სახელმწიფოს მართვას, – დროებით სკივრში ჩადეს და ჩაკეტეს.
მაგრამ ყველაზე დიდი ბუმი „ინწილიგენციის“ ჩამოყალიბებისა დაიწყო ომის წინ – 1937 წლის ტერორის პარალელურად.
იმის კვალობაზე, რაც მეტ ინტელექტუალს ხვრეტდა და აციმბირებდა სტალინის ჯოჯოხეთური მანქანა, მით უფრო მეტ საშუალო დონის ჰუნვეიბინების “გაინწილეიგენციურებაზე” ჩნდებოდა მოთხოვნა. კონსტიტუციურად დეკლარირებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი ეფუძნება მუშებისა და გლეხების დიდ კლასებს, და რაღაც ამორფულ-ვიწრო ფენას – ინწილიგენციას (მოსამსახურეებს! ამავე დროს მოსამსახურეს, რომელსაც მარქსი, შოპენი, პუშკინი და გორკი ეცოდინებოდა, და თავადაც დაწერდა ერთ-ორ სტატიას ხელოვნებაზე “პრავდაში”, უკვე შეეძლო ხელი გამოეკრა ინწილიგენტობისათვის).
მუშების და გლეხების კლასებისაგან განსხვავებით, ინტელიგენციას ფენა (პრასლოიკა!) რომ ერქვა, ამას სამი მიზეზი ჰქონდა.

  1. იგი ორივე კლასის შედარებით განათლებული ელემენტების შემოდინებით ყალიბდებოდა.
  2. როგორც კარაქის ფენა პურზე, იგულისხმებოდა, რომ ის ისეთივე შედარებით (კლასებთან) თხელი უნდა ყოფილიყო.
  3. მაგრამ ამავე დროს არადეკლარირებულად იმის აღიარებაც ხდებოდა, რომ სწორედ კარაქი განსაზღვრავს ასეთი ბუტერბროდის გემოსაც და მასზე მასების ყურადღების ხარისხსაც. ანუ, რეჟიმისათვის 1 ინტელიგენტის მხარდაჭერა ათასობით მუშის მხარდაჭერის ტოლფასი იყო, რადგან ამ ერთს იმ ათასებზე ემოციურ-ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა შეეძლო. მოკლედ, სტალინის რეჟიმის პირობებში რაც ნაკლები მეიერჰოლდი მიხეილ ჯავახიშვილი რჩებოდა ცოცხალი ან თავისუფალი  (ამაზე კი სეროზულად “მუშაობდნენ” დოქსოპულოები და არავიძეები), მით მეტი ხდებოდა ლისენკოების და ტოროშელიძეების ხვედრითი წილი საბჭოთა “ინწლიგენციაში”, რომელთა დიდი ნაწილი ელემენტარულად გაუნათლებელი ხალხი იყო და ბრავადული ლოზუნგური მეტყველების გარდა, არაფერი იცოდა. რომ არაფერი ვთქვათ  ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების, – რაც წესიერ ინტელექტუალს უნდა ახასიათებდეს, – აბსოლუტურ იგნორირებაზე.

ერთადერთი პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირში ინტელიგენციის „გაკეთილშობილება“ მოხდა, ეს იყო 60-იანები “ატწეპელის” ხანა. მაშინ მოვიდნენ საკმაოდ სერიოზული ინტელექტუალები, რომლებმაც დაიჯერეს, რომ საბჭოთა კავშირშიც შესაძლებელი იყო სუნთქვა და მთავრობამაც დროებით “დაიჯერა”, რომ დოზირებული თავისუფალი აზროვნება ტოტალიტარული რეჟიმისათვის სახიფათო არ იყო. თავისი მნიშვნელობით 1956-1976 ყველზე პროდუქტიული და ხარისხიანი წლები იყო, როცა ნაწილობრივ მოხდა ინტელიგენციისა და ინტელექტუალების სინთეზი. საბედნიეროდ, ეს პერიოდი საქართველოში უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე რუსეთში და ისეთი შედევრები, როგორიც ოთარ იოსელიანმა, თენგიზ აბულაძემ, რობერტ სტურუამ, ოთარ ჭილაძემ და ჭაბუა ამირეჯიბმა შექმნეს, ნებისმიერი მრავალრიცხვოვანი ერისთვის იქნებოდა საამაყო, მიუხედავად იმისა, „ინტელიგენტებს“ დაარქმევდნენ მათ, თუ – „ინტელექტუალებს“.

ერთხელ ბლოგზე გამოქვეყნდა სიმონ დოლიძის წერილი “ნაციონალური მოძრაობა როგორც ნეობოლშევიზმი”, რომელშიც მგონი კარგად იყო დანახული დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტურად ბოლშევიკური სურვილი კომუნისტებისდროინდელი “წითელი ინტელიგენციის” ანალოგიურად მასაც ჰქონოდა “ვარდისფერი ინტელიგენცია”. ეს პროცესი ორი მიმართულებით წარიმართა – ძველების ჩარეცხვა და ახლების გაჩენა – „ინწელიგენწკურთხევა“. დაიწყო ბოლშევიკური კონკურსები – „მოდი დავწეროთ პატრიოტული სიმღერა“, „მოდი დავწეროთ სიმღერა მიშაზე“, „საუკეთესო ნარკვევი პატრულზე“, მალე გვექნება – „საუკეთესო რომანი ხერხემალზე“, ზუსტად იმის ანალოგიურად, როგორც იწერებოდა სიმღერები და ხოტბები სტალინზე და ბერიაზე…

მართალი გითხრათ, არის იმის ალბათობა, რომ თუ ეს რეჟიმი 50 წელი გაძლებს (თფუი, ეშმაკს!), მერე ისიც შეეგუოს ცოტაოდენ სიმართლეს, დადგეს ახალი ”ატწეპელი” და ისევ შეიქმნას რეალური შედევრები. მაგრამ მანამდე იმდენი რამის დანგრევას მოასწრებენ, რომ შეიძლება ის შედევრი მთლიანად ემიგრაციისთვის შეიქმნას, რადგან აქ ალბათ საქართველო აღარც დარჩება (ორჯერ – „თფუი, ეშმაკს!“)

ერთადერთი აბზაცი, რომელსაც ვერ დავეთანხმები თქვენს მრავალნაწილიან კომენტარში:

——–
“ინტელიგენტს ბრძოლის ეშინია, განსაკუთრებით, პოლიტიკური ბრძოლის, რადგან მასში ყველგან სიბინძურეს ხედავს. ამის გამო ის ხშირად შეიძლება მნიშვნელოვან მომენტებში განზე გადგეს იმის შიშით, რომ თავისი „სპეტაკი-მორალური“ სული არ გაესვაროს.”
——–

რადგან „სპეტაკ-მორალურის“ ირონიულობა ხაზგასმულია ბრჭყალებით, იმედს ვიტოვებ, რომ ირონიულობა ეხება ამ პასაჟსაც, „რადგან მასში ყველგან სიბინძურეს ხედავს“.
სიბინძურეს კი არ ხედავს, არამედ თავისი თბილი ადგილის, ლაურეატობის, პრემიების, დაჩის და მწერალთა კავშირის მანქანის დაკარგვის საფრთხეს ხედავს. და ამიტომ  მერე სიბინძურეს იმიზეზებს და ცხვირზე ცხვირსახოცაფარებული ეცლება ამ „ჭუჭყს“ და „საპირფარეშოს სუნს“.

2009 წლის აპრილ–ივლისის საპროტესტო აქციების დროსაც რეჟიმის აპოლოგეტების ცხვირსახოცაფარებულებაშიც სწორედ ამას ვხედავ – სიბინძურის მომიზეზებას, რომ მათ თავისი, უკვე „ვარდოვანი ინწილიგენწობის“ სიამტკბილობის მანდატები არ დაკარგონ. ამიტომ იღწვიან ამ მედიაშიც გააფთრებულნი. ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ ეხება იმ ხალხს, ვისაც ახლა არც არაფერი მიუღიათ (ინდაურიც კი!) და ვისი ალალი მოტივაციის („ქართული პოლიტიკა ბინძურია!“) გამორჩევა ვარდოვანებისაგან („ჩვენი პოლიტიკა ხალხს ემსახურება! საკნის პოლიტიკა – ბინძურია!“) ყოველთვის ადვილი არაა („ვიზრუნოთ ბაჭიებზე! ნუ გააჭირეთ საქმე ამ ხალხით!“).

ისე კი, ეჭვიანობა პოლიტიკაში გემოვნების ნიშნად მიმაჩნია და თავად ყოველთვის ეჭვით ვუყურებ იმ ინტელექტუალებს, რომლებიც ხელმწიფის ნავში ჩასახტომად გამალებით მორბიან და უხერხულად შორიდანვე მაღლა სწევენ ფეხს.

მინდა დავუყვირო ხოლმე – „ფრთხილად, მანდ მორევია!“

ავტორი: melanqolikosi

15.09.2009 01:37
ბატონებო და ქალბატონებო : საბჭოთა კავშირში იყო ინტელიგენტების სულ მცირე ორი (სინამდვილეში გაცილებით მეტი) კატეგორია. ერთი კატოგორიის ინტელიგენტები იყვნენ კისრის ზემოთ არსებული ნაწილის ( თავის) გაყიდვით მცხოვრები ხალხი. ამ ბიზნესს დაჩვეული ხალხისაგან მაინც და მაინც ბევრს არ უნდა ელოდეს ვინმე. ის ინტელიგენტები, ვინც ამას არ შვრებოდნენ მარგინალები ( სოციალური და არა კულტურულ-ინტელექტუალურ-ეთიკური თვალსაზრისით) იყვნენ. ვინც არ იყო და დავით კაკაბაძის და მისი წრის ხალხის მსგავსად, რბილად რომ ვთქვათ, ” ცოტა განზე გასწიეს”.
გამონაკლისებიც იყვნენ, საბედნიეროდ, მაგრამ ეს გამონაკლისები ამინდს ვერ ქმნიდნენ.

დასავლური გაგებით ინტელექტუალი, როგორც ეს დასავლურ ლექსიკონებში წერია, არის უსამართლობისგან გაგიჟებული და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი ადამიანი, რომელიც ამ დროს ყველანაირად სცდება თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებს. ამის კლასიკური მაგალითია მწერალი ზოლა, რომელმაც აღშფოთებულმა ჩაყო ცხვირი ადვოკატების საქმეში და დაიცვა მისი აზრით უსამართლოდ დასჯილი დრეიფუსი. სწორედ ზოლას თვლის ბევრი ინტელექტუალების მამად.

ასეთებს საბჭოთა კავშირში თუ არ ხოცავდნენ, საგიჟეთში ამწყვდევდნენ და გულაგში “ასვენებდნენ”. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივ ინერციას, ბედნიერად უნდა ჩათვალოთ თავი, თუ კი სადმე წააწყდებით რამოდენიმე ინტელექტუალს, რომლებიც მათი პროფესიული ინტერესების გარეთ მოკიდებენ ხელს, მით უმეტეს უანგაროდ, რამე საქმეს. ასეთებიც არიან, დიდება მათ. მაგრამ საქართველოს ინტელექტუალთა ქვეყნად გადასაქცევად კიდევ დიდი დრო და შრომაა საჭირო.

ახლა, როცა ამ საკმაო ხნის წინანდელ ნაწერებს გადავხედე, მხედველობაში მომხვდა ერთი გამოტოვებული ნიუანსი (სხვაც იქნება, ალბათ)

ინტელიგენციის არსებობის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ის, რომ დესპოტური, ტირანული თუ ავტოკრატიული მმართველი მოკლებულია კრიტიკულ ხმას. იგი ვერ დაუშვებს თავისი მმართველობის სერიოზულად მაკრიტიკებელ ოპოზიციას, რომელიც ხვალ უეჭველად მისი შეცვლის ამბიციით აღიჭურვება. სამაგიეროდ, მისთვის დასაშვებია კარის მრჩეველი, ან მასხარა ჯოკერი, ან კარის პოეტი, რომელიც თან “მეგობრულად აკრიტიკებს” და თან ვერასდროს პოლიტიკური ამბიცია და კონკურენციის უნარი ვერ ექნება. ასე რომ ოპოზიციის არ/ვერარსებობის პირობებში, სწორედ კარის ინტელიგენცია იყო იმპერატორის (მეფის /ტირანის /გენერალური მდივნის) მოშინაურებული “ოპოზიცია”.

ამის ლიტერატურულ მაგალითებად გამოდგება ნერონის მეგობარი პოეტი პეტრონიუსი (სენკევიჩის რომანიდან Quo Vadis), მეფე ლირის მასხარა, ხოლო განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი – მარშალ ბეტანკურის დაუვიწყარი გრეგ რიკიო, რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის, ჯურღმულშია ჩამწყვდეული, რათა მის “ოპოზიციურ გმირობას” მეტი რომანტიკული ხიბლიც მიეცეს და მეტი პრაგმატული გაფრთხილებაც – “ემანდ, მართლა რამე არ გაბედოთ!..” ზემოთმოყვანილი სამივე მაგალითის მოტივაციის და ქცევის განსხვავებულობა საკმაოდ ნიშანდობილივია იმ მხრივ, როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ინტელექტუალის პროცენტული შემცველობა “ინტელიგენტის” ამა თუ იმ კონკრეტულ პერსონაში.

როცა ვარდების რევოლუციის გმირებმა ახალი საზოგადოების ქოთანში ჩაყრილი თესლის მორწყვა დაიწყეს, მაშინვე – სანამ პოლიტიკურ ოლიმპოზე იყვნენ – დემონსტრაციულად უარი თქვეს ინტელიგენციაზე და საყოველთაო იგნორირებით მოახდინეს მათი “ჩარეცხვა”. მაგრამ როგორც კი პოლიტიკურად გაფარჩაკდნენ და მიხვდნენ, რომ  მათ ცუნდრუკულ ნაბიჯებს მარტო დასავლური მფარველების იმიჯი ვეღარ იხსნიდა, მაშინვე ააღორძინეს ინტელიგენციის „პრასლოიკა“… ოღონდ იმის მაგიერ, რომ მეტნაკლებად მისაღები და ავტორიტეტული ინტელექტუალებისთვის მოებოდიშებინათ და გვერდზე დაეყენებინათ, ისეთები ამოიყენეს გვერდით, რომელთა ფასი მისაღები იყო და, რომელთა მხრიდანაც თავად რეჟიმის გაუმჯობესების მოთხოვნა ისევე არ იყო მოსალოდნელი, როგორც – ფსევდოხელოვან გრეგ რიკიოსგან.

3. ფეკალისტების ავანგარდი

ივანე მრისხანეს ოპრიჩნინა ჰყავდა,

ცარიზმს –  შავრაზმელები,

დუვალიეს – ტონტონ მაკუტები,

ჰომეინის – ისლამური რევოლუციის გუშაგები…

მიხეილ სააკაშვილმა, როგორც არაორდინარულმა პიროვნებამ, ყველას გაასწრო გამომგონებლობაში და შექმნა ძალიან მოულოდნელი ნაზავი, რომელსაც მე ”ფეკალისტებს” ვუწოდებ.  

გაგიკვირდებათ, ალბათ, და შეიძლება ზოგიერთმა ნატიფმა ცხვირიც აიბზუოს, სულ გაგიჟდა ეს სოლომონიო… იმასაც ვხვდები, რა შორს შეიძლება წავიდეს ასეთი ნათლობები… მაგრამ, აბა, რა უნდა ვუწოდო პიროვნებებს, რომლებმაც ფეკალური მასების ტყორცნით „გამოიჩინეს თავი“?! ძალიან უგვანო იქნება, „სპეცნაზი“ რომ დავარქვა! რას ვერჩი იმ ასობით ვაჟკაცის ნათელ ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა, იმ ხალხს, ვინც საქართველოს (და არა მიხეილ სააკაშვილის ”არჩამოშლილი” რეჟიმის)  უსაფრთხოებაზე ზრუნავს და გული შესტკივა. მიშასიმედმა „ოპერატივნიკებმა“ კი პირდაპირი გაგებით ფეკალური მასების ცელოფნის პარკებში შეფუთვით  და რუსთაველზე ოპოზიციის საკნების მიმართ დამიზნებით გატყორცნით პირველად ისტორიაში (! – საინტერესოა, ბატონი მიხეილი, რომელიც ამ გამოთქმას წამდაუწუმ უმიზეზოდ ხმარობს, ამ მართლაც „პიონერობით“ რატომ არ ტრაბახობს??) სცადეს პირველად პოლიტიკურ ბრძოლაში სიბინძურის მასშტაბური და „ნატურალისტური“ გამოყენება.

კიდევ კარგი, ოლიმპიურ კომიტეტში არ შეუტანიათ განაცხადი სპორტის ახალ სახეობად დამკვიდრების მოთხოვნით – როგორი იქნება? – ევროპის ჩემპიონატი ”…-ის ტყორცნაში”!!!…

მიმიქარავს ჯოტია ცაავას რეკორდი!!

ფეკალისტების რაზმში ორი ტიპის სპეცმანქურთებია გაერთიანებული. ზემოთხსნებული ”პიონერები” – ზონდერები  (აქ არის ცალ-ცალკე ჯგუფები – ახალაიას, კოდუას, ბასიშვილის, კირკიტაძის, რურუას და თარგამაძის) და ურნალისტები – ძირითადად ეს არის გურგენ დონაძის პოლიციელ-(ჟ)ურნალისტები, ასევე – უგულავას გაზეთ ”პრაიმ-ტაიმის” დედარაცები, – რომლებმაც ფეკალური მასებით ოპოზიციური სახელების მოსვრის ”ნათელი” ტრადიცია ჟურნალისტიკაში დაამკვიდრეს. (აქვე უნდა შევნიშნო, რომ ბოლო ხანებში უგულავა ცდილობს „პრაიმ-ტაიმის“ ლოგო და ტელესტუდია ოპოზიციის მთავარ თავშესაყრად აქციოს, რაც, მე მგონი, დროებითი მანევრია და საკმაოდ მალე – არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე – ისევ ლაფის სროლით შეიცვლება, რომ პრაიმ-ტაიმზე „მიჩვეული“ უფრო მრავალრიცხვოვანი აუდიტორია გააკვირვონ).

რეალ-ტვ-ის მეთოდები უფრო დახვეწილად ბინძურია.

რამდენადაც, რუსთაველზე ბეემვე-დან ნობათების ტყორცნის მერე იმ სპეცზონდერებმა ისე მოიჯაყეს თავი, რომ ალბათ ის მანქანაც გაყიდეს და თავისივე თანამებრძოლების მხრიდანაც ვერ დაიმსახურეს პატივი და დიდება ზოგიერთი ცნობილი ოპრიჩნიკისაგან განსხვავებით, ხოლო ბატონ დონაძის სპეცურნალისტებს იმის პრეტენზია აქვთ, რომ იმავე საქმეს ემსახურებიან, რასაც უოლტერ ლიპმანი და ანა პოლიტკოვსკაია. მეზობლებშიც თავს იწონებენ ალბათ და წარმომიდგენია, რა ეფექტი იქნება, ერთ დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“  ყველაზე მამაცი ჟურნალისტური გამოძიებისთვის პრემია რომ მიიღონ! ვისგან? ნათელია ვისგანაც – პარტიისგან და ხერხემლისგან! – მამა მარჩენლისაგან…  არ მითხრათ, ახლა – ვერ გაბედავენო… ამათი გაბედვის პოტენციალი ხომ ჩვენი დემოკრატიული მიმტევებლობის და ხეებზე ფოთლების შერჩენის პორცენტული მაჩვენებლის პროპორციულად იზრდება!

ხალხო, მართალია, არ ვიცით, ვისია ეს ტელევიზია.

მართალია, არ ვიცით, ვინაა ია პაიჭაძე, რომელმაც თურმე ერთ დღეს ეს ტელევიზია დააარსა, ისე, რომ მერე იქ არც ჩნდება.

მართალია, არ ვიცით, რა ოფიციალური თანამდებობა აქვს ამ ტელევიზიაში გურამ დონაძეს და რა კავშირები – ვანო მერაბიშვილს…

მაგრამ დავინახოთ რა ის, რისი დანახვაც შეიძლება:

ა) ქალაქის მერია ამ ტელევიზიას სერიოზულ კუშს აძლევს რეკლამების განთავსების სახით.

ბ) ამ ე.წ. ტელევიზიაში არასდროს (!!!) არ მიუყენებიათ მცირედი ჩრდილიც კი ხელისუფლების წარმომადგენელებისათვის.

გ) წარმოდგინეთ, რომ მხეცებთან ასოცირება ხელისუფლების სახეებისაც მშვენივრად შეიძლება. განა ძნელია ზოგიერთი ხელისუფლის კურდღელთან ასოცირება?..

დ) თუ ყოფილი ცოლების და “მიტოვებული” შვილების შესახებ ლაპარაკი მოსულა (მე პირადად, არ ვარ ამის მომხრე, თუ ცოლების და შვილების რჩენა სახელმწიფოს ხარჯზე არ ხდება), – განა ხელისუფლებაში ცოტაა ასეთი ხალხი? თუ მორალურ ”ობლიკებს” ვიკვლევთ – განა ხელისუფალთა ოჯახები კრისტალურად სუფთაა და განა არ ვიცით ცნობილ სახელმწიფო მოხელე ზოგიერთ ბანოვანთა ასტრონომიული ხელფასები მათი ბუნებრივი „ტალანტებიდან“ რომელს უკავშირდება?!.

ე) განა ძნელი მისახვედრია, რომ ლადო ვარძელაშვილის მიერ რეალ ტვ-ის ჟურნალისტების ”შემთხვევითი” დაქირავება სულაც არ არის შემთხვევითი?

ვ) განა არ ვიცით, რატომ გადაადგილდება რეალ ტვ პოლიციის მანქანებით და რატომ არის ვახო კომახიძეზე შეთითხნილი ბინძური რეპორტაჟის ავტორი ყოფილი პოლიციელი, ისიევე როგორც მისი თანამოკლამეების 80%?

 

დავინახოთ შიშველი, ხალხო!

ეს თავადშემოსილი ღვაწლმოსილი ხალხიც ხომ თურმე ამისთვის ”იღწვის”… სულ გვეხვეწებიან – „შიშველი დაინახეო“, ეს პორნოინდუსტრიის ბო(ნ)ზები.

მეფე შიშველია!

მისი ხერხემალიც, მისი ზონდერებიც და მისი ურნალისტებიც!

მათ ერთადერთი მეთოდი დარჩათ – ფეკალური მასების სროლით უნდათ დაგვაშინონ.

ეს არის ყველაზე ბინძური ტერორიზმი:

მთავრობა ეუბნება მოქალაქეს – მე არ მოგკლავ, მაგრამ მე მინდა, რომ შენც იმ სიბინძურეში იცხოვრო მუდამ, სადაც მე ვარ ჩაფლული! თუ დამთანხმდები, ნებით იცხოვრებ აქ – შეეჩვევი ამ აყროლებულ ფუფუნებას, ხოლო თუ შემეწინააღმდეგები, მაინც მოვახერხებ შენს გასვრას – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით!

ვინც თანახმა ხართ, ჩაჰყევით ნებით. მე მგონი, ასეთი ბინძური წინადადების მომცემს მხოლოდ უნდა ებრძოლო, რადგან ჯერ ერთი, სხვა არჩევანი ამორალურად მიმაჩნია. და პრაგმატულადაც, – სხვისგან ბოროტ განზრახვით მოცხებულ ჭუჭყს ყოველთვის უფრო ადვილად მოახერხებ, რომ ჩამოირეცხო, ვიდრე საკუთარი ნებით მომღიმარი სახით შუბლზე მოცხებულს.

 

 

 

4. თუ მტერი არ ნებდება, მას ანადგურებენ. ან ფეხებში მაინც დაახლიან – სხვების დასანახად… 

ინწლიგენციის ხიბლი მარტო იმაში კი არაა, რომ რეჟიმს კეთილშობილება, რითმა და მუ(ჰ)სიკა შეჰმატოს, ახალგაზრდულ ჰუნვეიბინურ ავანგარდს  თმაშევერცხლილი და კეთილმოუბარი ზურგი გამოუწყოს… ინწლიგენცია იმისთვისაც მოიხმარება, რომ მტრულად განწყობილი მასების და ინტელექტუალების განეიტრალებაშიც ზონდერების და ურნალისტების გმირულ ბრძოლას ხოტბა შეასხას და „ჩარეცხილების“ „რენეგატობასა და ავკაცობაში“ ეჭვის შეტანის საფუძველი არ დატოვოს…

აი, მაგალითად – პაატა ბურჭულაძე…

ხომ აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ებრძვის! ანუ, შეიძლება, არ ებრძვის, მაგრამ მტრულ მოსკოვში რომ თუნდაც ჰუმანიტარულ კონცერტში მონაწილეობს, ამით ხომ საქართველოს ხელისუფლების იდეოლოგიურ ფლანგს ასუსტებს! ჰოდა, უჭირს ხელისუფლებას. აღარ იცის, ან ურნალისტები როგორ დაასაქმოს (დონაძის ტყვიის კალიბრი პაატასთვის წვრილია), ან რა მასშტაბის ინწლიგენცია უნდა გამოიყვანოს, რომ პაატას ბარიტონს გაუძლოს? წრიალებს რეჟიმი… მეჯვრისხევის სპრინტის  და წითელი ჰალსტუხის მონელება უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე მოსკოვში ბურჭულაძის სიმღერის… მცირეოდენი ჭინთვების მერე გადაწყვეტილებაც იბადება – პაატას თავს ანებებენ, სამაგიეროდ ზაზა აზმაიფარაშვილს, – დირიჟორს, რომელმაც პაატას კონცერტზე იდირიჟორა, ხსნიან… რა თქმა უნდა – სათანადო ”დასაბუთებით”… თურმე ოპერა რემონტზე იხურება… მართალია, ბალეტის დირექტორი არ მიდის იძულებით შვებულებაში, მაგრამ ბალეტის დირექტორის ქმარი გასხივოსნებული მინისტრია, ხოლო დირიჟორს არ ჰყავს მინისტრი ცოლი… ამ პოლიტიკური შურისძიების ყველაზე საინტერესო ეპიზოდი კი ისაა, რომ დირიჟორმა აზმაიფარაშვილმა მოსკოვში – მტრის ბუდეში – კი არ უდირიჟორა ბურჭულაძეს, არამედ – თბილისში… ხოლო შურისძიების ყველაზე საინტერესო მონაწილეები ის ინწლიგენწებია, ძალიან ”დროულად” რომ გაახსენდათ, რომ თბილისის ოპერას სერიოზული ვარსკვლავის აყვანა არ აწყენდა, ოზავა თანახმაა თურმე…

მეორე მაგალითი – ვახუშტი კოტეტიშვილი…

არ მოსწონდა ეს რეჟიმი… აბა, რა უნდა მოსწონებოდა ცანცარა ვაი-დემოკრატების და ვუი-კოსმოპოლიტების… ბატონი ვახტანგ კოტეტიშვილი ის კაცი არ იყო, „პატრინოტიზმის“ იაფი ლოზუნგები რომ გადაეყლაპა და იმ ხალხის გულზე მჯიღი რომ დაეჯერებინა კომუნიზმის იმპერიის ავზნეობაზე, რომელთაც ამ იმპერიის დროს არაფერი უჭირდათ, კგბ-ს კორიდორებში გაერო-სკენ იკვალავდნენ გზას, მაშინ, როცა კოტეტიშვილების ოჯახის ტრაგედია ყველამ იცის, თუმცა „პროფილს“ ამაზე, მგონი, არ ულაპარაკებია…

ბატონი ვახტანგი 2008 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. იმ უბედურ დღეებში რომ არავის გახსენებია, რა გასაკვირია… ქაშუეთის ეკლესიიდან რომ გამოასვენეს 12 აგვისტოს, ატროვებული ხალხი ”სარკო-სარკოს!” ბღაოდა… მაგრამ არც მერე მოსვლიათ აზრად ბატონი ვახტანგისათვის სათანადო პატივის მიგება…

უცნობმა რამდენჯერმე ახსენა თავის საკანში მეგობარი კახა ქუნთელია და ეს საკმარისი იყო, რომ სახელოვან ქირურგს პრობლემები შექმნოდა და უნივერსიტეტის პროფესორის ადგილს დამშვიდობებოდა.

მაგრამ ყველაზე მეტ პრობლემას სააკაშვილის ხელისუფლებას მამაცი და პირუთვნელი ჟურნალისტები უქმნიან, – ისინი, ვინ არც გატყდა და არც გაიყიდა…

მათ მიმართ კი დანდობა ნამდვილად არ არის. თუ თედო ჯორბენაძის შემთხვევაში ხელისუფლებამ უკან დაიხია, იგი ნამდვილად არ აპირებს, რომ უკანდამხევის იმიჯი განამტკიცოს. ჯორბენაძის შემთხვევამ ისინი მხოლოდ ერთ რამეში ”დაარწმუნა”, მარტო სოდით და კუდით შორს ვერ წავლენ, ნამდვილი შეტევა სწორედაც რომ იდეოლოგიურად უნდა იყოს მომზადებული, ამიტომ ვახო კომახიძის შემთხვევებში დაშინების კუდიან მხარეს დაემატა საკმაოდ წინასწარდახედული და უბინძურესი ტელედარტყმა – ფეკალისტური ჟურნალისტიკის ყველაზე ფანტასტიური ”სტანდარტებით” – ყოფილ ცოლებზე, მიტოვებულ შვილებზე (რომელთა რაოდენობა ეფექტის მოსახდენად გაიზარდა), ჩადენილ (არარსებულ) ხელმრუდობაზე, და არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულის და მოხდილი სასჯელის ჩიჩქნით… არასრულწლოვანი შვილების მიჭრილ-მოჭრილი ინტერვიუებით, ბინძური ქვეტექსტებით მოღალატეობაზე, ვითომდა ნოღაიდელისგან აღებულ ფულზე, საზღვარგარეთ ცხოვრების ბედნიერებაზე… და ეს ყველაფერი – ვახო კომახიძის გაკეთებული განცხადებიდან სულ რაღაც 5 საათში! როგორი „წინდახედულებაა“, როგორი შემართება, როგორი „პატრიოტიზმი“ (თან – კარგად ანაზღაურებული)!

და როცა ამას მოსდევს ბედნიერი და პრემირებული ნათია კობერიძის და ლაშა ხარაზიშვილის, ფიზიკურად ხელშეხებული და სამაგიეროდ გამინისტრისმოადგილებული გაპონ-ნიკა ავალიანის, მეუღლეძლიერი ეკა კვესიტაძის, და  სირცხვილისკარიდორგამოვლილ ელისო ჯარიაშვილის ბედნიერი კარიერების ამსახველი იდილიური კლიპები, ეს ხომ ცხადზე უცხადესი პროპაგანდაა, რომ „ბედნიერი“ ხელოვანი, მეცნიერი, ჟურნალისტი მხოლოდ უსინდისო მთავრობის გვერდზე შეიძლება იყო და მხოლოდ ამ წყალობით შეინარჩუნო ეს „ბედნიერი“ სტატუსი!

 

 

 

5. სერჟანტები – ცივის მთის ციციკორეები

 

ეს სტატია დიდი ხნის წინ (2009-ში) მინდოდა გამომექვეყნებინა, მაგრამ იმის გამო ვიკავებდი თავს, რომ ასეთი ჭრილობაზე მარილის მოყრა სატკივარს აძლიერებს, საზოგადოებას კიდევ უფრო ხლეჩს ანუ – საბოლოო ჯამში – კონსენსუსის შანსს ამცირებს და სამოქალაქო დაპირისპირებისას – ზრდის.

მაგრამ მას მერე, რაც ნაცოვიზიებმა პირში წყალი დაიგუბეს ვახტანგ კომახიძის წინააღმდეგ შეთითხნილ ბინძურ პასკვილზე, ხოლო ერის ვაი-ლიბერალებმა (მათ შორის – ნოდარ ლადარიამ და დავით პაიჭაძემ), სიჩუმე იუკადრისეს და კომახიძის რბილად გამათრახება ამჯობინეს, გადავწყვიტე, რომ მიშალიგენცია ძალიან გადაიჩეხა პირფერობის ჭიუხებში და რამდენ ვაზელინსაც ხარჯავენ მეფის საამებლად, უკვე იმდენივე ტროტილი აღარ ენანებათ მეფის მოკრიტიკეთა გასანეიტრალებლად.

გადავწყვიტე, რომ საზოგადეობის  განსასჯელად გამოვიტანო იმ პირთა დაუფარავი, მაგრამ მაინც ვიწრო წრეში ცირკულირებადი გამონათქვამები, რომელთაც ინტელექტუალობის, ისტორიკოსობის, ხელოვნებათმცოდნეობის, შემოქმედობის და საერთოდ ახ-ზრდილობის პრეტენზიები აქვთ. და ამ ღირსი გვამების „ლიბერალიზმი“.

ქვემოთ მოყვანილია ფეისბუკზე მათი რამდენიმე ტანც-კლასი.

დასაშვებია, რომ ზოგიერთმა მათგანმა ან უკვე წაშალა თავისი ეგზალტირებული და სისხლმოწყურებული ყმუილი, ხოლო ზოგი ამას მალე გააკეთებს.

როდესაც პიროვნება მოსაუბრის ციტატას იმეორებს, მე ციტატა {ფიგურულ ბრჭყალებში} ჩავსვი და იტალიური შრიფტითაა.  ხოლო [კვადრატულ ფრჩხილებში] თქვენი მონა-მორჩილის კომენტარებია. სტილი და ალფაბეტიც დაცულია.

 

http://www.facebook.com/home.php?#!/note.php?note_id=274794419158&id=100000067086328&ref=mf

Wednesday, February 10, 2010 at 10:15pm

 

Baia Tovlia

ზოგი რამთბილისის აეროპორტიდანკუდ” –ის თითქმის სრული შემადგენლობის მიერ გაცილებულივახტანგ კომახიძის შესახებ 

ვინაა შემდეგი? საქართველოს ჰაერს გაწმენდა ჭირდება!

დიახ, ბატონებო, მოღალატეს მოღალატის სახელი უნდა დაერქვას. მხოლოდ ფაქტები: ჟურნალისტი ვახო კომახიძე, “სიმართლის” გამოსატანად რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ კონტროლირებად ქალაქ ცხინვალში შეჰყავთ ( მასთან ერთად გრუ-ს აგენტი “ექსპერტი” ზაქარეიშვილი და კიტოვანის დროინდელი გრანტიჭამია მებუკე. პაატა ზაქარეიშვილი – რუსული ნეიტრალიტეტისა და კონფედერაციის მეხოტბე) .
ეს პერსონალიები დიდი ხნის შეთანხმებული კანდიდატურებია კარასინი-ნოღაიდელის ერთ-ერთ შეხვედრაზე და უშუალოდ ლავროვის უწყების დონეზე ვიზირებული. ამ ამბებს წინ უძღოდა ვახტანგ კომახიძის “ჟურნალისტური გამოძიება” ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების “საიდუმლო” დეტალებზე – საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ ეს ფილმო უშუალოდ ევგენი პრიმაკოვისა და სერგეი ლავროვის იდეაა და მათ მიერ მიერ რეკლამირებული რუსეთის მედიისათვის. პრიმაკოვის დახმარებით კომახიძის ფილმი შეისყიდა მაშინ შედარებით ლიბერალურმა რუსულმა ტელეკომპანია რენ ტევემ. და უჩვენა კიდეც. ეს ის მებუკე გახლავთ, რომლის ქმარმაც აფხაზეთიდან დევნილთა ფულები , ხოლო მანანამ – უცხოური გრანტები შეჭამეს. აი, როგორი ხალხი აარჩია რუსეთის გრუ-მ “სიმართლის სათქმელად” მარად მძინარე ცხინვალზე.
ცხინვალის რეჟიმთან საზოგადოების თვალის ასახვევად “სახალხო დიპლომატიის ” ფორმატში დაaკონტაქტეს ნინო ბურჯანაძის მიერ მიწოდებული კანდიდატურა ქართველი ჟურნალისტისა, ერთადერთი მიზნით : რამდენიმე თვის შემდეგ მან სკანდალურად უნდა დატოვოს საქართველო სააკაშვილის იმიჯის შესალახავად, პოლიტიკური დევნისა და საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან “აუტანელი” ზეწოლის მოტივით. და პოლიტიკური ვშესაფარი ითხოვოს კონკრეტულად შვეიცარიისსაქართველოში რუსეთის ინტერესების დამცველსახელმწიფოში.
რომელი ქრთველი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი დარჩით კიდევ? ვინ აპირებთ ჩაბარდეთ საქართველოს დაუძინებელ მტრებს? ვინაა შემდეგი? გრუ- სა და მისი მსახური ბანდიტი კოკოიტის სიმართლით მავალი? დროზე დატოვეთ ჩვენი ქვეყანა, საზღვარი აქვეა. თქვენ იქ გელიან.
ქართული ზეცა და ქართული ჰაერი თქვენგან გაწმენდას ელის.

განხილვა (შემოკლებული ვერსია)

 

Zaza Gelashvili

Didi cocxia sachiro am nagvis gasawmendad

February 10 at 11:08pm

 

Nino Chelidze

es vin dawera?

February 10 at 10:08pm

 

Besiki Begashvili

Eg nagvebi, rac ufro male moshordebian Saqartvelos-mit male gasuftavdeba chveni qveyana.Ise magat tito chitlaxi mouxdebat, aqedan watrevis win

February 10 at 11:53pm

Baia Tovlia

მცოდნე ადამიანმა დაწერა, მე გამოქვეყნებაში დავეხმარე. დღეს დავატრიალებ ისევ, ნახოს ხალხმა.
მართლა აყროლდა ქვეყანა. ნეტა ზაქარეიშვილიც თან წაეყვანა, იმას რას გვიტოვებდა?

 

Vaso Gabunia

gz მშვიდობისა, ჯაყო! ეს ერთი და სხვა მრავალი! პირცხელკარტოფილიანი ზახარა ჩვენ დაგვიტოვა?

February 11 at 9:40am

Baia Tovlia

აბა! ეგ მაწუხებს ყველაზე მეტად!

February 11 at 9:44am

 

Maia Simonia

agar gamoilien es taraknebi…uhh…

February 11 at 8:41pm

 

Nino Eristavi

მაგ დებილს ჯერ საკუთარ უბანში აღარ დაედგომებოდა,იმდენი სიცრუე და სიბილწე ილაპარაკა.ახლა თუ საქართველოც დატოვამივესალმები!

February 11 at 9:50pm

Levan Cholokashvili [ექიმი, თავადი! დეპუტატობის კანდიდატი გია თორთლაძის „დემოკრატიული“ პარტიიდან]

{Vaso Gabunia ზახარას სიტყვიერი ფაღარათი აქვს, კაცი ჩასუნთქვაზეც ლაპარაკობს და ამოსუნთქვაზეც}

February 11 at 11:11pm

Rusudan Nikuradze [მრავალშვილიანი დედა, ჟურნალისტი]

იმ საწყალ თავის შვილებს რა უყო ნეტა, სხვადასხვა ბავშვთა სახლებში რომ ყავს დარიგებული? დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვა სარჩენად. ყველაფერი შეიძლება შეუნდო ადამიანს, მაგრამ საკუთარი შვილების მიყრა? მე როგორც ოთხი შვილის დედას მაქვს მორალური უფლება, ასეთი შეკითხვა დავსვა. დაწეროს ვინმემ, სად არიან მისი შვილები. და ვინ უვლის?

 

Ketevan Gabiani [ხელოვნებათმცოდნე, იურისტი, პატრიოტი, რომელიც მხიარულად აცხადებდა, რუსის ჯარს ფულს თუ გადავუხდიდით გორში სტალინის ძეგლის დაბომბვაში, მერე რა მოხდა, ერთ კარგ საქმეს მაინც გავაკეთებინებდით, რადგან როგორც ხელოვნებათმცოდნე გაგიმხელთ, ეს ძეგლი ძალიან შორსაა ეტალონისგან, ესთეტიკა არ მომწონსო!]

ფუ, ესენი ვინ არიან!!!! …. ნებით თუ არ წავლენ, ძალით უნდა გაყარო რა ქვეყნიდანვიტყოდი ეხლა….

Tea Mikaia [ამ ქალბატონის კომპეტენციების და უნარ-ჩვევების ჩამოთვლისაგან თავს შევიკავებ] 

რაღა wეიცარია, პირდაპირ რუსეთისთვის მოეთხოვა თავშესაფარი, რამდენი თანამოაზრე დახვდებოდა🙂

February 12 at 12:34am

Ketevan Gabiani [ხელოვნებათმცოდნე, იურისტი, პატრიოტი. რატომ მეორდება ეს კომენტარი, არ ვიცი, ეტყობა ეფექტის გასაძლიერებლად, სხვათა შორის იგივე ქალბატონი სიცილით ურჩევდა  ტელეგადაცემაში ადვოკატ ლია მუხაშავრიას, დაჭიმული ნუ ხართ, დამშვიდდით, ჩვენ ერთმანეთს ხუმრობით უნდა ველაპარაკოთო. მშვენიერი „ხუმრობები“ აქვს პირმშვენიერ ქ-ნ ქეთევანს!]

ფუ, ესენი ვინ არიან!!!! …. ნებით თუ არ წავლენ, ძალით უნდა გაყარო რა ქვეყნიდანვიტყოდი ეხლა….

February 12 at 12:57am

Levan Cholokashvili

ცუდი ის არის, რომ ჩვენი ქვეყნისათვის კრიტიკულ სიტუაციაში, ფსბ ამ და სხვა დაკონსერვებულ ნაძირლებს ააქტიურებს და ისევ საქართველოს უქსევს… ამიტომ მაგისთანების მიმართ სულ სხვა აზრი და სურვილი მიჩნდება.

February 12 at 10:27am

Baia Tovlia

აი, და ვინჩი რომ გაგვეზრდება, მერე იქნებ ისტორიის მწარე ძირიც აღარ ვიდარდოთ🙂
სამწუხაროდ. ჯერ მამასთან გვაქვს მხოლოდ საქმე, თან კაცმა არ იცისვის მამსათან

[სავარაუდოდ -ქ-ნი, ბაია თოვლია, გულისხმობს რადიო „თავისუფლების“ ყოფილ და საზოგადოებრივი არხის ამჟამინდელ ჟურნალისტ დავით პაიჭაძის ცინიკურ გამონათქვამს, რომელმაც ვახო კომახიძეზე და მის მიტოვებულ ბავშვებზე საუბრისას „მოულოდნელად“ ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია გაიხსენა – ლეონარდოს მამა უპატრონოდ მიჰყრიდა თავის ბავშვებს და ამიტომ მერე ლეონარდოც ასე მიჰყრიდა ხოლმე თავის ხელოვნების ნიმუშებსო. ბ-ნმა დავითმა მერე წაშალა ფეისბუქზე ეს თავისი კომენტარი, თუმცა ბ-ნ ნოდარ ლადარიას მისდამი მიმართული კომენტარი დარჩა – იხ. ქვემოთ].

February 12 at 11:02am

Zelimkhan Udzilauri

სწორია, მაგრამ ნაბან წყალს ბავშვიც არ უნდა გადავაყოლოთ.მე პირადად პაატა ზაქარეიშვილის ასეთი მკაცრი შეფასებისაგან თავს ვიკავებ. პაატა თეთრი დროშით შედიოდა აფხაზ-ქართველთა ბრძოლებში და დაჭრილები გამოჰყავდა! ეგ ეგეთი ტიპია, ცოტა უცნაური,ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა.თუ განურჩევლად ყველას დავგმობთ, მაშინ ჩასაფრებული ოპოზიცია ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და რადიკალიზმს ან ფაშიზმს დაგვაბრალებენ.

February 12 at 11:03am

Nodar Ladaria

დათო [პაიჭაძისადმი] იმედი უნდა გაგიცრუო: ვახო კომახიძის ერთერთმა შვილმა ხელოვნების ისტორიის პედაგოგს განუცხადა, ეგვიპტურ ხელოვნებას არ ვისწავლი, იმიტომ რომ ეგ სატანიზმიაო😛

February 12 at 11:05am

Baia Tovlia

ბატონო ზელიმხან, პაატა ზაქარეიშვილი -ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ცხინვალში შევიდა და კოკოითს უთხრა, რა მაგარი კაცი ხარო, იქიდან გამოსულმა კი- ყველას, ვისაც არ დაეზარა, ის უთხრა, საქართველოში სამი დეფაქტო პრეზიდენტია და არც ერთს არ ვცნობო.
თეთრი ბილეთის და პოლიტიკური ნიშნით დევნილის მანტიის აფარება კარგად იციან….
რუსებთან ენის გამომნახავი კაცი გვყავს უკვე საქართველოში, შეუძლია დაისვენოს ზაქარეიშვილმა.

February 12 at 11:13am

Baia Tovlia

ბატონო ნოდარ, იმედს ბოლომდე მაინც ნუ დავკარგავთ, შანსი კიდევ არის. წყაროებს თუ ვენდობით, დაახლოებით ცხრა….

February 12 at 11:21am

Mirian Meskhi

ესენი ყველანი ცივის მთაზე უნდა შევკრიბოთ და როგორც გიორგი ბრწყინვალე მოექცა მოღალატეებს ისე უნდა მოვექცეთ ჩვენც 

February 12 at 11:56am

Nino Eristavi

თუ ასე ერჩის ძალა და გონი პაატა ზაქარეიშვილს,მაშინ უფრო მეტი პასუხი მოეთხოვება კოკოითთან სტუმრობის გამო!

February 12 at 1:10pm

Nino Eristavi

მართალია,ჩემი ნება,რომ იყოს,ცივის მთაზე ავაშენებდი ერთ დიდ სტადიონს,შევყრიდი შიგ ზოოპარკობანას თამაშის მოყვარულ ადამიანებს და გარეთ აღარ გამოვუშვებდი.წყალს და საკვებს კი მივაწვდიდი.უი,უცბად როგორ მომეწონა ჩემივე აზრი?!

February 12 at 1:14pm

Rusudan Nikuradze [მრავალშვილიანი დედა, ჟურნალისტი]

{Mirian Meskhi
ესენი ყველანი ცივის მთაზე უნდა შევკრიბოთ და როგორც გიორგი ბრწყინვალე მოექცა მოღალატეებს ისე უნდა მოვექცეთ ჩვენც.}
კარგია.

 

Tea Mikaia

სტურუაც მიეტმასნა ხუბუტიას კარს, მაგას ჯობია თქვას კავკასიური ფარაჯანოვმა როგორ დაუდგა🙂

February 12 at 7:29pm · Report

Nino Eristavi

რას ამბობთ,სტურუა ,,გენიოსია”,ასეთი ხალხი ,,დასაკარგი არ არის”,,,დიდი მამულიშვილია”!მის სპექტაკლებზე თაობები ,,უნდა აღიზარდოს”. აბა ჭოლას ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილია” ,,სანახავი”?!!!!

February 12 at 11:41pm · Report

Mirian Meskhi

ქალბატონო ნინო, ძალიან მომეწონა თქვენი იდეა. თუ ნებას მომცემთ ოდნავ გავავრცობ. შევქმნათ მოღალატეთა რეზერვაცია და ყველა მოღალატე იმ რეზერვაციაში დავასახლოთ. დაუნიშნოთ პირდაპირი რეისი მოსკოვში და იფრინონ რეზერვაციიდან მოსკოვში და უკან. რასაკვირველია დანარჩენ საქართველოსთან ყოველგვარი კავშირის გარეშე.იქ სტურუა დადგამს თავის პიესებს, პავლიაშვილი იმღერებს… See More

 

Mirian Meskhi

იქნებ გამოვზარდოდ არა? ეჰ, როგორც კუზიანი არ გასწორდება ისე არც მაგ კატეგორიას ეშველება რამე.

February 13 at 12:41am · Report

Mirian Meskhi

ისე საინტერესოა არა? რეზერვაციაში ერთმანეთს, რომ დაუწყებენ ქიშპობას. სხვდასხვა სახის დახვეწილ ინტრიგებს დახლართავენ და ღალარში გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

 

Levan Cholokashvili [ექიმი, თავადი! დეპუტატობის კანდიდატი გია თორთლაძის პარტიიდან]

კარგი აზრია რეზერვაცია,
და მას დავარქვათ ჟოპოლანდია : )))) 

——————————————————————————–

ერისთავები, მესხები, ჩოლოყაშვილები, მრავალშვილიანი დედები, სადეპუტატოები, თავადები… – რა ფრენაა აზრის, რა დახვეწილი სტილი, რა ოქროს სიტყვები და ბაჯაღლო „კაცთმოყვარეობა“!! – რეზერვაციის (ან იქნებ – საკონცენტრაციო ბანაკის?!) შექმნის მოსურნენი, ცივის მთის ციციკორეები, ხმალამოღებული ინწლიგენწები თუ მიშალიგენტები… შვეიცარია – მტრული ქვეყანა ყოფილა! რეალ-TV რომ კომახიძის შვილს არ ალაპარაკებს და მის მაგიერ თავად აკეთებს დასკვნებს, როგორი მამაა კომახიძე – ეს ალბათ „ცივის მთის რეზერვაციის“ მომავალი ბინადრის და „ტარაკნის“ სტატუსში შედის… თურმე საკუთარი პრემიერ-მინისტრის მკვლელობის გამოძიების სურვილი უცხო ქვეყნის დაკვეთაა, ხოლო ამ მკვლელობის „დაგაზული“ იმიტაციის თავსმოხვევა – „პატრიოტიზმის მწვერვალი“!..

ნეტა, სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში?

ნეტა, რომელი იცავდა გორის მისადგომებს?

ნეტა, რამდენის შვილი იბრძოდა ომში?

ნეტა, როგორი ნერვული ფალცეტით ყვიროდნენ „სარკო! სარკოს!“?

 

 

6. გამომაფხიზლებელი „იმედისტების“ შეთხელებული შერენგა…

 

მერე – 2010 წ.13 მარტს – „იმედმა“ გაგვტესტა!

არც მეტი, არც ნაკლები – მოგვიწყო ომი…

ჰო, რა იყო, არ მოგეწონათ?

ადრე ხომ იყო  ომი საქართველოში – თვეგამოშვებით, ახლა „იმედის“ გენიოსებმა (მათე-ბიჭი ხომ ჰყავთ! თან ნაღდად ბიჭია წინასგან განსხვავებით!) გადაწყვიტეს, რომ ომი წელგამოშვებით მაინცაა საჭირო… როგორც ელპიტე ამბობს თერნალში – „გამეიჯანგება ხალხი“.

თუმცა, არც ხალხი გამოიჯანგა და მთელი მსოფლიოც გაგიჟდა ასეთ „მოდელირებაზე“… „ყველზე დიდი შოკისმომგვრელი სიცრუე“ უწოდა მსოფლიოში უცნობილესმა ჟურნალმა „Time-მა“ „იმედის“ დადგმას – სუბტიტრების და სათანადო გაფრთხილების გარეშე ხალხის მასიურ დაზაფვრას. სწორედ იმ „ტაიმმა“, მიშა რომ ოცნებობდა,  მაგის გარეკანზე უფრო ადრე მოვხვდები, თუ ჯერ ნობელის პრემიას მომცემენო… ჰოდა, მისცეს – პირველი ადგილი მისცეს, რადგან ყველა მიხვდა, ლინკოლნ მიტჩელიდან დაწყებული და ნატოს ხელმძღვანელობით დამთავრებული, რომ პროსამთავრობო სატელევიზიო არხი („იმედის“ დღევანდელი სტატუსის BBC-სეული განსაზღვრება)  ასეთ „სიბრძნეს“ სამთავრობო „ბრძენის“ დაკვეთის გარეშე ვერ მოიფიქრებდა.

ანუ, „იმედი“ – ეს სიცრუის არხი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა (ისევე, როგორც რუსთავი2 და საზოგადოებრივი არხი), რომ 2008 წლის ნამდვილი ომი დაემალა ჩვენი ხალხისაგან! რომელმაც არ აჩვენა ლტოლვილები! რომელმაც არ მისცა საშუალება საზოგადოებას, რომ სცოდნოდა სიმართლე და სწორი ინფორმაცია ომის დროს – რის გამოც დაიღუპა და გაუბედურდა მრავალი ქართველი მშვიდობიანი ოჯახი, რომელიც ენდო მიშავიზიების პროპაგანდას და ტელევიზორით ელოდა, როდის აცნობებდნენ ჯავის ძლევამოსილ დაკავებას, როცა მის სახლში რუსების და ოსების შეიარაღებული პირები შევიდნენ, და ადგილზე დახოცეს. სწორედ ეს სიმართლის გამაყალბებელი არხი, მაშინ რომ არ ამბობდა, დატოვეთ სახლები და გაიქეცით, არც ჯარია მანდ და მთავარსარდალიც გარბის მოკლე დისტანციაზეო – აი ეს არხი ახლა პირიქით (უკუღმა) აყალბებს – ომი არაა და ის გვიძახის: – ომია, გადახტი, დაიმალე, გაიქეცი, პრეზიდენტი გაიქცა, ჯარი გადაუდგა, ოპოზიცია რუსს მოუძღვის, პრეზიდენტი ბუნკერშია, პრეზიდენტი მოუკლავთო!

არის ომი – და სიმართლეს გვიმალავენ!

არ არის ომი და მაინც სიმართლეს გვიმალავენ!

მაგრამ როგორც ამბობენ, – „არსენ, შენი ვაჟკაცობა აბანოში გამოჩნდებაო“… სწორედ მაშინ, როცა მთელი დიპლომატიური კორპუსი აღშფოთებულია და მთავრობისგან ვერა, მაგრამ „იმედის“ ხელმძღვანელობისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს, როცა მოხუცებს გული გაუსკდათ და ორსულებს მუცელი მოეშალათ, როცა მთელი ხალხი მონუსხეს ამ ტარტაროზებმა და ჯოჯოხეთის მაშხალებმა, სწორედ მაშინაა საჭირო ქუდზე ინწლიგენწი! სწორედ მაშინ ჩანს, ვის აქვს ვაზელინის განსაკუთრებული მარაგები და უნამუსობის და წარბშეუხრელობის უმაღლესი პოტენცია.

თეიმურაზ ზაქრაძე

იმედისიმედის შოკი 

Sun, March 14, 2010 at 10:26pm

http://www.facebook.com/notes/teimuraz-zakradze/imedis-imedis-shoki/364747328631

“იმედის” მოდელირებამ, მოახდინა ქირურგიული ოპერაცია, ერის გონებაზე, რომლის მიზანი იყო დაგვენახა ის რა გველის, თუ ასევე არხეინად გავაგრძელებთ ცხოვრებას, იმის იმედით, რომ აგერ ამერიკა დაგვეხმარება, აგერ ევროპაც “რაცხას” იზამს, ბოლოსდაბოლოს ხომ 21-ე საუკუნეაო!!!… მერე და საიდან მოვიტანეთ ნეტავ, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის აზროვნებით ვცხოვრობთ? საიდან 21-ე საუკუნე, თუ ჩვენი მთავარი მტერი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის არშინით ზომავს ყველაფერს, სულ ახლახან არ გამოვძვერით მისი კლანჭებიდან და ჩვენ რა, იქ არ ვიყავით? თუ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 21-ე საუკუნის შესაფერისი პროდუქციის შექმნა? ..თუ ჩვენ ისეთი დემოკრატიულები ვართ, რომ საგზაო მოძრაობის წესებს, დემოკრატიულ პრინციპებს, პოლიტკორექტულობას ისე ვიცავთ, რომ ლამის გერმანელებს შეშურდეთ? თუ რაშია ჩვენი 21-ე საუკუნის აზროვნება? როგორი თავდადებული და შეუპოვარი “ბიჭები” ვართ საკუთარი “ეგოს” დაკმაყოფილებაში, ეს არის ამ საუკუნის შესაფერი აზროვნება?
ადამიანს რომელიც ციხიდან გამოდის უბრუნებენ იმ ტანსაცმელს, რაც ჩაჯდომის წინ ეცვა, ჩვენც ასევე 200 წლიანი ციხიდან გამოსულებს იგივე სამოსი გვაქვს, რაც “დაპატიმრებებამდე” გვეცვა ე.ი. ჩვენი აზროვნება ჯერ კიდევ იქაურია. პირველი კი რაც უნდა გააკეთოს ყოფილმა პატიმარმა ამ შემთხვევაში, უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში და ბევრი, ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რომ ახალი ტანსაცმლის ყიდვის საშუალება ჰქონდეს, მაგრამ რაც მთავარია თავისუფლების არ უნდა შეეშინდეს და უკან დაბრუნების სურვილი არ უნდა გაუჩნდეს… ციხეში, ხომ ჭამა სმაზე აღარ ზრუნავდა… სწორედ ასეთი სურვილი, რომ არ იყოს, სწორედაც რომ ასეთი “შემოლაწუნება” აკეთებს ხშირად სიკეთეს, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ “პატიმრის” აზროვნების პატრონს კარგადაც შველის…
იმედმა მოახდინა მთავარი რამ, ამ “ოპერაციით” სამშობლოს დაცვის “ტვირთი” ზურგჩანთით ჩამოჰკიდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ბევრი მიუჩვეველობის გამო ამ სიმძიმისგან შოკში ჩავარდა, როგორია უცებ, რომ მხრებზე 80 კილო ტომარას ჩამოგადებენ. ეს ფსიქოლოგიური ტვირთი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამაშია ატეხილი წივილ -კივილის მთავარი მიზეზიც, იმიტომ, რომ ისინი ხომ 21-ე საუკუნეში ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ ამ საუკუნეში პასუხისმგებლობა აუცილებელი არ არის. არადა ცივილიზაციამ იმიტომაც მოაღწია ამ საუკუნემდე, რომ პირველ რიგში პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა ისწავლა. ის კი ვინც ცდილობს ამ ტვირთის თავიდან არიდებას, სათანადო უფლებებსაც არ იმსახურებს…
რაც შეეხება თავად სიუჟეტს და საზოგადოებაში გამოტანილ ზოგიერთ დასკვნებს.
1. აი, შეურაცყოფა მიაყენეს ჯარს. ამაზე მოგახსენებთ, როდესაც ჯარისკაცი გეტყვის: მაგზავნიან სასწავლებლად, მაგრამ არ მინდაო. როგორი დასკვნა უნდა გამოიტანო? რათქმა უნდა იქ ძალიან ვაჟკაცური ბიჭები მსახურობენ, მაგრამ თანამედროვე პირობებში ცოდნაა მთავარი, საქმე, რომ კარგად გაკეთდეს.
2. აი, გამოუვიდათ “მგელის” ძახილიო, მეორედ არავინ დაუჯერებსო….. ძალიანაც კარგი თუ პირველივე მომენტში არ დაუჯერებს, გადართავს მეორე, მესამე არხზე, მეგობარს დაურეკავს და სანამ ასე იქნება დაკავებული პანიკის დროც აღარ ექნება. ომის დროს კი პანიკაა მტრის მთავარი მოკავშირე.
3. მსოფლიოს ლიდერებს მიაყენესო შეურაცყოფა…. იცით რა? ამ მსოფლიოს ლიდერებისთვის ზედმეტი შეხსენება იმისა, რომ სწორედ მათი უმოქმედობის ბრალია მომხდარი ომი ძალიანაც კარგია.. პირიქით ამით უფრო დავეხმარებით, რომ კიდევ რამე შეცდომა არ ჩაიდინონ…
იმდენი “იჩალიჩა” ამ ვითომ ოპოზიციამ, რომ პატრიოტობა სამარცხვინო ცნებად გახადა, მტერსაც ეგ უნდა სწორედ. ვერც ერთი სხვა მეგობარი სახელმწიფო ვერ დაგვეხმარება, თუ არ გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენი სამშობლოს დაცვა, მხოლოდ თითეული ჩვენგანის საპატიო ვალია.

Koba Chumburidze…

როინ, ანუ ვიღაც ჭკვიანი დაჯდა და გადაწყვიტა ყველა ჩვენგანის მაგივრად, რომ ჭკუა გვასწავლოს? რით დაიმსახურა ეს? ან ვის ჰკითხა

 

Roin Hussein Nizharadze

{Koba Chumburidze…  

როინ, ანუ ვიღაც ჭკვიანი დაჯდა და გადაწყვიტა ყველა ჩვენგანის მაგივრად, რომ ჭკუა გვასწავლოს? რით დაიმსახურა ეს? ან ვის ჰკითხა}

კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გამოვეხმაურე კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებულ გამოხაურებებს, მათ შორის აქაც და სხვაგანაც. მე არ ვიცი, ეს დადგეს, თუ შემთხვევით გამოუვიდათ ასეთი ფორმის. საქე იმაში კი არაა ამას არველაძეს დავაბრალებთ, თუ ნათია კობერიძეს, ან მიხეილ სააკაშვილს (იცოცხლე კონსპირაციები მრავალია), არამედ იმაშია საქმე, თუ როგორ ვაფასებთ ექსტრემალურ სიტუაციას და როგორ ვმოქმედებთ. და საერთოდ გვჯერა იმისა რო საქმე ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდეს. არც ვინმეს შიშს ვუწუნებ, შიში ადამიანური მოვლენაა და ძლიერი ადამიანები შიშს გაცილებით ძლიერად და ორგანიზებულად ხვდებიან.

Sun at 11:56pm

Roin Hussein Nizharadze

{Levan Duchidze: ”აქ უბრალოდ რუსების თავდასხმაზე არ იყო ლაპარაკი. ერთმანეთის მიყოლებით აცნობეს ხალხს, რომ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მოკლეს და ქართული ჯარის ნაწილები მტრის მხარეზე გადავიდა. ბურჯანაძისგან არ უნდა განსხვავდებოდე, ამ ნიუსს მშვიდად რომ შეხვდე.”}

ქეთი ამ კომენტარს ლოცვასავით დაატარებ სტატუსიდან სტატუსზე:)))))

ყველაზე ცუდი სცენარი მოვლენების განვითარებისა, რომელმაც იმედმა შემოგვთავაზა ასეთი იყო. მათ შორის სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაცია და ჯარის დეზორიენტაცია. და ამაში რაა გაუგებარი და უცხო? ჯარიდან 100 კაცი გამოვიდეს და თქვას მე არ ვიბრძოლებ, ან ოპოზიციის მხარეს გადავდივარ – თქვენი აზრით არ შეიძლება მოხდეს? ან შესაბამისი გარემო რომ შეიქმნას პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციას არ მოიწადინებენ? შეურაცმყოფელი რაა ჯარისთვის? 20 წლის წინ იყო ჯარის ერთმა ნაწილმა, რომ გამოეყო და თბილისის ზღვაზე დაბანაკდა. ეხლა თქვენ გგონიათ რომ ასე უცებ მოხდა ცვლილება ქართულ ცნობიერებაში? ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მუხროვანის სატანკო ბატალიონმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. და თუ მსგავსი რამ მოხდა, თქვენ წარმოიდგინეთ ერთდროულად მოხდება ლევან დუჩიძის ჩამონათვალის განხორციელება.

გასაგებია რომ ჩვენ არ გვინდა, ვერ წარმოგვიდგენია ასეთი რამ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ასეთიც შეიძლება მოხდეს

Koba Chumburidze

როინ, ჰიტლერი უჩიოდა ჰააგაში თურმე სტალინს, რომ უწესო ომს აწარმოებსო, მშვიდობიან მოსახლეობას ითრევს ომშიო.
ჩვენი არმია აგვისტოს ომში იყო შეუდარებელი, დედაც უტირა რუსს და როცა უკანდახევის ბრძანება მიცეს, ამ ბრძანების შესრულება გაუჭირდათ (რაც რა თქმა უნდა ნაკლია, თუმცა ლაჩრობაზე ნამდვილად არ მეტყველებს).
აი, მეგობარ ქალბატონს კი, რომელსაც მარტოს, ორი ბავშვი ჰყავს და მოხუცი ოჯახში, ბომბის ჩამოვარდნისა ისე შეეშინდა, რომ სიჩქარეში კინაღამ დაიმტვრა და ამიტომ, ამ ერთ საკითხში, თვით ნაბიჭვარ ნოღაიდელსაც კი დავეთანხმები – ხელები უნდა დაამტვრიო ამ უგუნურების ცალტვინა შემოქმედს, დიაღაც პრეზერვატივს.

Dato Mindadze

ეს 1,2,3, არ მომწონს. 1.ჯარზე სერიოზული ცილისწამება იყო და გმირობის გათელვა. სწავლით კი სწავლობენ ბიჭები და ბევრ ჩვენგანსაც “ადაგვიჯოკრავენ”

Roin Hussein Nizharadze

{Koba Chumburidze როინ, ჰიტლერი უჩიოდა ჰააგაში თურმე სტალინს, რომ უწესო ომს აწარმოებსო, მშვიდობიან მოსახლეობას ითრევს ომშიო.}

ჰო მარა, მე რა შუაში ვარ:))))?

Koba Chumburidze

იმ შუაში ხარ, რომ მე დავწერე, რომ ვიღაცამ თვითნებურად და უტვინოდ გადაწყვიტა ერისთვის ჭკუა ესწავლებინა და რომ ამან ბევრი ადამიანი დასტრესა და ამის უფლება არ აქვს არც ერთ პრეზერვატივს.
ხოლო შენ დამიპოსტე, რომ უნდა ისწავლონ და არ დაპანიკდნენო.
ეგეც მართალია, მაგრამ ამას ადამიანებს ასწავლიან სხვაგვარად. უთითებენ სად არის თავშესაფარი, აწყობენ სასწავლო განგაშებს, აძლევენ რჩევებს და შენიშვნებს და არა თავს ესხმიან ტელევიზიით და ეუბნებიან, რომ სომხეთიდან შემოიჭრა ტანკების კოლონა და პრეზიდენტი მკვდარიაო.
ამ ხალხს არ ჰქონდა საშუალება ამ დღეს თავიდან ეყურებინა გადაცემისთვის სავარძელში მოკალათებულს.
ამ ხალხს უკვე აცვიოდა ბომბები და დაეხოცა ახლობლები. ამიტომ, ისინი ენდნენ ტელევიზიის იმ ნაწყვეტს, რასაც ყური მოჰკრეს.  აი ეს არის სირობა დიდი.
თორემ რაღაცგვარი გვერდითა დადებითი შედეგი გერმანულ ბანაკებში ტყვეებზე ჩატარებულ ცდებსაც კიჰქონდა, უამრავი ინფორმაცია მიეცა მედიცინას.
ამ დროს ამეებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, თუ იმაზე, რომ ასეთ იარაღს ვიღაც უმწიფარი იდიოტი ფლობს?

თეიმურაზ ზაქრაძე

მაინტერესებს მეგობრებო, განა “თვითნებურებები” არ გვესმის და არ იბეჭდება სულ ამ ბოლო წლების განმავლობაში? განსაკუთრებით ომის შემდეგ? განა აქამდე არ გვესმოდა ყველანაირი საზიზღობები? ომის დაწყების თაობაზე, რეჟიმზე, შიზოფრენიაზე, გარყვნილობებზე, დედის გინებები და უამრავი სხვა, რომლის ჩამოთვლა შორს წამიყვანს… თანაც “დამაჯერებელი” და და მენტორული ტონი? ე.ი თუ გრილ წყალში ჩაგვსვამენ და ცეცხლზე შემოგვდგამენ მოხარშვას ავიტანთ? და თუ ერთხელ გვითხრეს ცხელიო წყალი და ცოტა მოგვასხურეს ახლა ვინც გაგვაპრთხილა ისაა დამნაშავე? შაჰ აბასი კი თავს აჭრიდა ცუდი ამბავის მომტანს, ასე ფეოდალურად ჯობია? თუ როგორაა ჩვენი საქმე?

Yesterday at 12:44am

Roin Hussein Nizharadze

ბატ. კობა, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები უკვე რაზე ვდაობთ. იმაზე ეს გამიზნულად გააკეთეს თუ არა? თუ რატომ ქონდა საზოგადოებას ასეთი რეაქცია იმაზე, რაც გავიდა იმედის ეთერში. პირველზე გეტყვით: არ ვიცი. მეორეზე გეტყვით რომ საზოგადოებას ჰქონდა არაადეკვატური რეაქცია. აქ შიშზე, არ შიშზე ლაპარაკი არ არის. ლაპარაკი იმაზეა რომ ჩვენ ადამიანებმა უფრო გონიერად… See More და კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ინფორაცია, რომელსაც ტელევიზიები გვაწვდიან. ბოლო ბოლო იმას მაინც უნდა ვარკვევდეთ ეს ინცენირებაა თუ რეალური ვითარების გადმოცემა.
ესაა და ეს. . .

Zuka Bakashvili

ჭორპანიკა – ეს ხომ ჩვენი დამღუპველი სენია!!
ბატონო თეიმურაზ, ფეოდალურის გარდა არ იციან და რაქნან?!

Rozeta Gujejiani

{მსოფლიოს ლიდერებს მიაყენესო შეურაცყოფა…. იცით რა? ამ მსოფლიოს ლიდერებისთვის ზედმეტი შეხსენება იმისა, რომ სწორედ მათი უმოქმედობის ბრალია მომხდარი ომი ძალიანაც კარგია.. პირიქით ამით უფრო დავეხმარებით, რომ კიდევ რამე შეცდომა არ ჩაიდინონ… “}

– მართალი ბრზანდებით, ევროპამ ისეთი სამარცხვინო კონფორმიზმი გამოავლინა, რომ ამ ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხავს.

Rozeta Gujejiani

“მთავარი მაინც სამსობლო არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი!” – დავიწყოთ მძლავრი ანტისაოკუპაციო მოძრაობა.

Zaal Tsereteli

სრულიად გეთანხმები ბატონო თეიმურაზ!!)) ნეტა ყველა მასე ფიქრობდეს((

Mirian Meskhi

საკინკლაო არაფერი გვაქვს ჩემო ძვირფასებო. ერთი ნამდვილად ცხადია, რომ თეიმურაზის კომენტარი მართალია. რა ყველას თავისი თავი უყვარს და ეგოისტია? ასეთ რამეს, რომ ისმენ ტელევიზიიდან გული რატომ გისკდება? არ იცი რომ ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს ასეთი რამ? თუ მე ორ წუთში გავარკვიე, რომ ყველაფერი ბლეფი იყო, ელემენტარული ღილაკზე თითის დაჭერით, რა სხვას არ შეეძლო? რა უნდოდა გადართე რუსთავზე, პირველ არხზე და გადაამოწმე. თუ ომი დაიწყო რა იმედს ეკსკლუზივი აქვს. ვინც ეს ვაი ვიში აატეხა უბრალოდ უტვინო, მშიშარა და პანიკიორია. რა ომი თუ დაიწყება ერთ წინადადებას უნდა მოუსმინოთ და მერე გავიქცეთ ბენზინი მოვიმარაგოთ, საჭმელი და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები? მე გეტყვით ნორმალური კაცი როგორ იქცევა: 1. გადაამოწმებს ინფორმაციას; 2. თუ დადასტურდა ურეკავს თავის მეგობრებს;3. ხვდება მათ და ეთათბირება თუ როგორ შეუძლიათ თვითეულ მათგანს დაეხმაროს ქვეყანას და ასე შემდეგ.
და კიევ ერთი მინდა ყველას გასაგონად დავამატო. ნუ ეშინია ნურავის! საქართველოს დღეს ელემეტარულად თუ ერთად დავდგებით რუსი ვერ მოერევა. ჩვენ შეგვძლია 500 000 იანი ჯარის გამოყვანა. მაგრამ ესეც არ არის საჩირო. ელემენტარული ჩვენი ქვეყნისა და მისი ჯარის მხარდაჭერით 250 000-ან რუსულ დაჯგუფებასაც კი გავანადგურებთ, თუ შემოიჭრება და დაგვიწყებს ომს. როგორ? თუ გაინტერესებთ შევიკრიბოთ და აგიხსნით ტუ როგორ უნდა ომი შემოჭრილ რუსთან. აბა გეხვევით და გეამბორებით ყველას და იცოდეთ შინაურ მტერს თუ მოვერიეთ მაშინ გარეული ვერაფერს დაგვაკლებს!

Zuka Bakashvili

გაიხარეთ ბატონო მირიან.

Tinatin Naneishvili

gaixaret batono MIRIAN!

Vaso Gabunia

ბატონო მირიან +100!

Roin Hussein Nizharadze

ბარემ ამასაც ვიტყვი: პრეზერვატივი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთია, რომლის დანიშნულებაა სხადასხვა დაავადებების თავიდან აცილებაორივე სქესის ადამიანებისთვის. . . და კიდევ არასასურველ რეპროდუქციისგან გვიცავს.
ეხლა, თუ პრეზერვატივმა თავიდან აგვაცილა მოსალოდნელი საფრთხე და ხარისხიანად იმუშავაამას რა სჯობია. . . და თან მავნებლების რეპროდუცირებაც თუ შეაჩერა ხომ კაი და კაი. . .

ეს ისე სხვათაშორის

Ketevan Gabiani {Mirian Meskhi -’’იცოდეთ შინაურ მტერს თუ მოვერიეთ მაშინ გარეული ვერაფერს დაგვაკლებს’’}
ეს, და ყველა სხვა სიტყვა +10000000000000000000….

თეიმურაზ ზაქრაძე

როინ :-))))) ვაღიარებ ….ის ურჩევნია მამულსა…:-))))))

Koba Chumburidze

roin…  – აი ახლა კი გეთანხმები, ოღონდ პრეზერვატივმა პრეზერვატივი როა, უნდა იცოდეს.

მირიან, თქვენ წერთ – ”თუ მე ორ წუთში გავარკვიე, რომ ყველაფერი ბლეფი იყო, ელემენტარული ღილაკზე თითის დაჭერით, რა სხვას არ შეეძლო? რა უნდოდა გადართე რუსთავზე, პირველ არხზე და გადაამოწმე.”
იმაზე არ გიფიქრიათ, რომ უკვე ომგადატანილმა ხალხმა, ვისაც იქ ბომბები აცვიოდა ციდან და საკუთარი თავის გარდა მწე არავინ ეგულებოდა, შესაძლოა ბოსტანში მიიღო ეს ინფორმაცია და პულტზე მოხდენილი თითის დაჭერით ვერ გადართო და პირდაპირ ბავშვების გასახიზნად გაიქცა დაითხილი?
თეიმურაზ – თუ თქვენ ტურტლიანი და ავანტურისტი ოპოზიციის უპასუხისმგებლო ყიყინს და ხელისუფლების ქცევას აიგივებთ, მაშინ თქვენი პოზიციაც გასაგებია იმასთან დაკავშირებით, რომ რახან მათგან მოვისმინეთ, ერთხელ ამათაც მისცენ თავს ამგვარი სიმახინჯის უფლება.

თეიმურაზ ზაქრაძე

კობა თქვენი არგუმენტაცია პირიქით ადასტურებს ჩემს დასკვნებს, საუბარია პირად პასუხისმგებლობაზე, პერსონალურად თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზე, აღმოჩენაა, რომ სამოქალაქო პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული? და სათანადოდ სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ, ახლა რომ ყალიბდება? მოქალაქე საკუთარ პოზიციას უნდა გამოხატავდეს პირველ რიგში და არა კალკირებულს, რამდენჯერ გამიგონია: მითხარი რა გავაკეთოო და გავაკეთებო!!! ესაა პოზიცია? სწორედ ასეთებს მიუთითეს, რომ აზროვნებაა საჭირო, საკუთარი აზროვნება. რაც პირველ რიგში მისცემს იმის საშუალებას, რომ კრიტიკულად შეაფასოს ყველანაირი ინფორმაცია, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის მავნე. ისევ გერონტი ქიქოძეს მივმართავ …. სადაც არ არის არჩევანი იქ არ არის თავისუფლების შეგნება და სადაც არ არის თავისუფლების შეგნება იქ არ არსებობს განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის…. დღეს ნათლად გვაქვს არჩევანი, ან უკან, ან წინ, მაგრამ თავისუფლების შეგნების სერიოზული პრობლემაა, აქედან გამომდინარე კი გარჩევის უნარიც სიკეთესა და ბოროტებას შორის…

Koba Chumburidze

{Teimuraz… – ”სწორედ ასეთებს მიუთითეს, რომ აზროვნებაა საჭირო, საკუთარი აზროვნება”.}
უკაცრავად და ”ასეთები” აღმოჩნდა მთელი საქართველო (სადაც, ვეჭვობ რომ ამ უბადრუკობის შელამაზების მსურველი ასეულს აღემატებოდეს)
ხოლო ისეთი, ვინც მიუთითა და ამის უფლება მიინიჭა, არის ვინ?! ერის დიდი გამომაფხიზლებელი? დამიკონკრეტეთ გეთაყვა, უსახელო უფლისციხელია თუ აქვს ვინაობა? და თუ ასეთი შეუპოვარი გმირია, მაშინ ვიმეორებ – ნინაზე დიდი ორდენი რატომ არ ერგება და რატომ გაკიცხა პრეზიდენტმა ამ სირული საქციელისთვის?
მე მესმის თქვენი ვალდებულებები, მაგრამ თუ გამოსარჩლებაა, ცოტა დამაჯერებელიც უნდა იყოს. რა გრაციოზული პასაჟითაც არ უნდა აუაროთ ჩემს მარტივ კითხვებს გვერდი, მაინც გამოჩნდება, ვინ რას ცდილობს და არ ღირდეს იქნება ასეთი მცდელობა, და იმ გამოსასარჩლებელსაც ვინძლო ერჩივნოს რომ აღარ გამოესარჩლონ.
ილიაობას კი ცოტა მეტი დამსახურება უნდა.

Roin Hussein Nizharadze

{ილიაობას კი ცოტა მეტი დამსახურება უნდა.}
————————————————————-
მართალია. . . ბურთივით მრგვალლი მაინც უნდა იყო:))))))))))))))

არა და ილია რა მაგრად გვაკლია კაპიტალიზმის მშენებლობაში

Koba Chumburidze

roin – მაგ ფრაზაში – ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი – ილიას მრგვალობაზე მთავარი ისაა, რომ ლიბერალი იყო :))))))))

Roin Hussein Nizharadze

ჰო, მრგვალად ესმოდა საქმე:)))

Koba Chumburidze

პითაგორას თუ ვერწმუნებით სწორედ მრგვალია სრულყოფილი

თეიმურაზ ზაქრაძე

გამოდის, რომ რადგან პრეზიდენტმა გაკიცხა, რასაც სავსებით ვეთანხმები, ამიტომ ჩაქოლვის უფლება გვაქვს? პრეზიდენტმა ნინოებიც გაკიცხა, რატომ არ ჩავქოლეთ? საზოგადოების პრობლემაც ამაშია
გეთაყვა, რომ ვიღაცის “ნებას” რომ არის მიჩერებული და საკუთარი ერთიანი სტანდარტი არ გააჩნია ქვეყნის თავისუფლებასთან მიმართებაში…
ილიაობაზე კი დიდი მადლობა, თუნდაც ასეთ კონტექსტში მოხსენიებაც კი , ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის, მაგრამ მე მხოლოდ მოქალაქე ვარ, რომელიც “ეგოისტურად” დაინტერესებულია თავისუფალ მოქალაქეებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთ პირობებში არ იქნება ზიზღი, შური, აგრესია და ბევრი სხვა მანკიერება…

Koba Chumburidze

თეიმურაზ, მიუხედავად დედაჩემის კრიტიკული მდგომარეობისა ამ პროვინციული უტვინობის გამო, მე ვიყავი პირველი აქ, ვინც კობერიძის დასაცავად ხმა აიმაღლა. ჯერ ერთი რეალური დამნაშავე უნდა დაისაჯოს და იმიტომ.
მეორეც – სტრელოჩნიკებზე ხელის შეწმენდის მცდელობა არის ყველაზე დიდი თახსირობა ამ სიტუაციაში.
აი სწორედ ეს არის კურდღლობაც, ლაჩრობაც, პანიკიორობაც და ასე შემდეგ და ვგონებ მიმიხვდი, რასაც ვგულისხმობ და ნუღარ გავქექავთ ამას ბოლომდე, რამეთუ სხვა შეწმენდებიც გამახსენდება მაშინ.
ჩაქოლვა კი რას მიქვია? მე ვამაყობ, რომ ამ ქვეყანაში პირველთაგანი ვიყავი, ვინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ იბრძოდა.
და მზად ვარ დავუპირისპირდე ნებისმიერს, ვინც ბრბოს აქეზებს ამ მიმართულებით, მაშინაც კი, როცა ჩემთვის მიუღებელ პერსონაზე აქეზებენ. აი ის პანღური კი, რომელიც პოლიციამ ამოსცხო იმ ორ მაღალჩინოსანს, ამის შემთხზველზე რო ახია, ამას ხომ მაინც ვერ უარყოფ.
ილიაობა შენი მისამართით არ მიწერია და შენ საერთოდ არ იგულისხმები არსად. მე ვლაპარაკობ ამ გადაცემის შემთხზველ ცალტვინაზე, რომელსაც მეტისმეტი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და როგორც ჩანს, წაიტეხავს კიდეც ამაზე კისერს.

თეიმურაზ ზაქრაძე

მაშინ რა პრობლემაა გეთაყვა? ზოგადი ტენდენციების განხილვის იმედი მქონდა, გამოსავალია მოსაძებნი, ესაა მთავარი… საფრთხე ხომ არ დამთავრებულა.. ჯერ თავისუფლებაა მოსაპოვებელი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სრულყოფილობისთვის ბრძოლა…

Koba Chumburidze

თავისუფლებისათვის ბრძოლას ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ისეთი ხელისუფლებაც სჭირდება, რომლის გონიერების მეტი იმედი ექნება ხალხს და ყველა სისულელეს ასე იოლად აღარ დაიჯერებს ამიტომ

თეიმურაზ ზაქრაძე

მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ეკუთვნით თავისუფალი სამშობლო…იმიტომაცაა მიწების 20% ოკუპირებული, რომ ერის 20% -ის გონებაში არ არის თავისუფალება… და არ მგონია ამაში არ დამეთანხმო..

Marta Omiadze

ბატონო თემურ, ” სამშობლოს დაცვის 80 კგ-იანი ტვირთი” “იმედის ” გუშინწინდელმა გადაცემამ ჩამოგვკიდა მოქალაქეებს ე.ი. ?
93-ში ჩემი ქმარი წავიდა აფხაზეთში საომრად, 08-ში კი უკვე ჩემს სრულწლოვან ბიჭს ეჭირა ავტომატი და “იმედის” “ჩამოსაკიდებელი” რა მჭის?!
გუშინწინ ახალი წელთაღრიცხვა დაგიწყიათ შოკური გადაცემით , თქვენ, როგორც მამაკაცს, როგორ? ნუთუ, სულ არ გიტარებიათ “სამშობლოს დაცვის ტვირთი” წინა წლებში ?

Koba Chumburidze

Teimuraz – ჩვენ დამოუკიდებლობა არ მოგვიპოვებია, ორჯერვე რუსეთის დაშლის შედეგად აღმოვჩნდით თავისუფლები. ასე, რომ როგორც ჩემმა აქაურმა მეგობარმა ხატიამ აღნიშნა, ჯერ ის 20% არ გაგვითავისუფლებია. თუმცა მაგისი დროც მოვა.
ჯერ კი ასეთ დღეში ვართ, რომ ვიღაც ბენტერას ისე დაუმსახურებლად აბარებენ სერიოზული საქმის საჭეს, რომ ის თავკერძა თავს უფლებას აძლევს ასე მოიქცეს. მაგაზე უარესი კი ისაა, რომ ამ აბდლობის გამართლებასაც შეეცდება ვიღაც და მერე ვიღაცეები შემოუერთდებიან რეპლიკებით – გაიხარე, ნეტა ყველა ასე ფიქრობდეს და ასეთი მარაზმები.
მე ის მაინტერესებს, ამ ვირტუალურ სამყარუკაში რომ ერთმანეთს წითელ კოჭებს გაუგორებენ, ეგ რეალობას ცვლის? ურმებს გადაბრუნებაც ახასიათებთ, დრონიც მეფობენ, არა არის დაფარული, რაცა არ გაცხადდეს და ასე შემდეგ.

თეიმურაზ ზაქრაძე

მეგობრებო, ყველას ბრძოლის თავისი მეთოდები და უნარი გააჩნია და კარგი იქნებოდა, თუ ამაში ერთმანეთს პატივს ვცემთ… კობა, ეს დრო უკვე მოსულია, რუსეთს დიდი იმედი აქვს სხვა მეთოდებით “შემოძვრეს” საქართველოში რასაც იმაზე უარესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე აქამდე…მართალი ხარ აქამდე თავისუფლება მართლაც არ მოგვიპოვებია, იმიტომაც ვერ დავაფასეთ. ახლა კი ნამდვილადაა მოსაპოვებელი და ამ შემთხვევაში უკვე ვეღარავინ წაგვართმევს….

Koba Chumburidze

რუსეთი მიმავალი სახელმწიფოა და ჩვენი ჭკუის მაქსიმუმი იქნება მის ნანგრევებში არ მოვყვეთ. და თან ისეთი არმია და შეიარაღება ვიქონიოთ, რომ მეორედ ვერ გაბედონ, რაც გაბედეს. ჩემი აზრით, ტრაკში დაჭრილი საუკეთესო გენერალი და განადგურებული გენშტაბი კაი ჭკუის სასწავლი იყო მათთვის და დანარჩენი სტინგერების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენნაირ ორიოდე ქვეყანას ჩვენთან ერთად რო გაებედა ეს ომი, ახლა შესაძლოა კრემლში დემოკრატიული რეჟიმი მჯდარიყო.
თუმცა მე ისიც მეამაყება, რომ ქართველმა გაბედა ის, რაც ევროპულ გრანდებს შავ სიზმარშიც არ დასიზმრებიათ, ანუ რუსზე შეტევით მისვლა.
მით უმეტეს არ ჰქონდა უფლება ვიღაც კურდღელს თავისი ბინძური ენით ეხსენებინა მტრის მხარეზე გადავიდაო ქართველი სამხედროები. მტრის მხარეზე გადამსვლელები ყველამ საკუთად ყოფილ თანაგუნდელებში მოიკითხოს.

თეიმურაზ ზაქრაძე

რუსეთი “წავა” თუ ჩვენ ბოლომდე გავძლებთ.. და პრორუსული ძალები ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ..

Koba Chumburidze

თეიმურაზ, ვერ ვიჯერებ, რომ ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ქონების წარმოშობის დადგენა ვანოს გაუჭირდეს. რა ხდება? რა საზოგადოებრივი გაკიცხვები? ასეულობით მილიონებზეა საუბარი.

თეიმურაზ ზაქრაძე

დემოკრატიაში პოლიტიკოსი მარცხდება იდეოლოგიურად… . მათ კი წამებულის გვირგვინი სჭირდებათ სწორედ.. “დაგვარბევენ ხალხო, აბა რას იზამენ”.. ხომ გახსოვს..

Koba Chumburidze

მე იმიტომ ვთქვი – უნდა დაუმტკიცო. და თუ ვერ დაუმტკიცე ასეული მილიონების მითვისება, მაშინ ის თოფურიძე რო გამოხტება ხოლმე სამთუმნიან მექრთამეებზე – არ გაუვათო, კარიკატურად აქცევს მათ

Koba Chumburidze

ჩემი ბოლო პოსტი ნახეთ აბა და ამიხსნას ვინმემ, ეს იმიტაციაა თუ ნაღდი

თეიმურაზ ზაქრაძე

“….ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”…

Marika Kaxadze

getabxmebi tea, magram ajiotaji, romelic am gadacemam gamoicvia vis ciskvilze asxams cxals?! sakitxavi ai, es aris

ხატია შიუკაშვილი

{თეიმურაზ ზაქრაძე ; “სწორედაც რომ ასეთიშემოლაწუნებააკეთებს ხშირად სიკეთეს, ძალიან მტკივნეულია, მაგრამპატიმრისაზროვნების პატრონს კარგადაც შველის იმედმა მოახდინა მთავარი რამ, ამოპერაციითსამშობლოს დაცვისტვირთიზურგჩანთით ჩამოჰკიდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს “..}

– არ გეტანხმებით, რადგან
არ მგონია, რომ ამ სიუჟეტის”ომის იმიტაციის” შემდეგ საქართველოს თითოეული მოქალაქე უფრო თვირთმძიმენი შეიქმნენ–:))) “ავადსახენებელი” პეტრე მამარაძის განცხადება გამახსენდა ახლა ტვ. იმედის წინ რომ გააკეთა;, დახლოებით ასეთი შინაარსისი იყო; ხალხი შიშით დაიზაფრა, პანიკაში ჩავარდა ზოგი მათგანი ბანკომატს მიაწყდა (ფულისთვის?–:)) ზოგი მათგანი ბენზინ გასამართ სადგურებს”. ( რომ გაქცეულიყვენე ალბათ ხომ? იმავ წუთს დაუფიქრებლად, უკანმოუხედავად რომ დაეტოვათ საკუთარი სამშობლო და სახლი? თუ კი თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი “შემოლაწუნებები ” უშველის ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ ამის გაკეთება ხშირად დასჭირდება ხელისუფლებას, რადგან მგონია ფილმი “ნატვრის ხის” გმირივით ისევ “გაშტერდებიან” და ამიტომ ხშირად “შემოლაწუნება” დასჭირდებათ”!–:))))

თეიმურაზ ზაქრაძე

იმიტომ სხვა თემები უნდა იყოს მთავარი, იმის მაგივრად რაც გვესმის, ვინ, ვის რა უთხრა, როგორ შეხედა? და ათასი სისულელე..უნდა იყოს სერიოზული საუბარი ქვეყანაზე, დემოკრატიაზე, ბიზნესის და სახელმწიფოს მართვის პრინციპებზე… და ბევრი სხვა რამ…ადამიანები პერსპექტივას უნდა ხედავდნენ…უნდა იყვნენ მოქალაქეები და არა მოსახლეობა… განსხვავება კი პრინციპულია…

Gio Armani

დარწმუნებული ვარ, ასეთი რამ ა.შ.შ რომ მომხდარიყო რამოდენიმე ასეული და შეიძლება ათასეული ადამიანიც შეეწირებოდა.. ამას კი არავის აპატიებენ…

 

—————————————-

აი, ძვირფასო ბატონებო, როგორ უნდა დაცვა!

სამშობლოს – არა! პრეზიდენტის და მისი სიმაგრის – დაცვა!

ჩვენ ვიძახით – „დაიცავი საქართველო!“

პოლიცია იძახის – „მიშა! მიშა!“

ხოლო მიშალიგენცია კვერს უკრავს – „მაგარია, მაგარიაო!“

ძალიან საინტერესო ფენომენია ბ-ნი როინ ნიჟარაძე, რომელმაც „ჰუსეინი“ აირჩია თავისი ლიბერალიზმის, თუ თავისი შუბოსნობის მარკად. ბატონი როინი დიდრექტორ გიგი თევზაძის გუნდის წევრია, ისევე, როგორც ნოდარ ლადარია და დავით პაიჭაძე. მისი მთავარი ფუნქციაა, ბატონ გიგის შეეხიდოს იმის დამტკიცებაში, რომ ჟურნალისტის ობიექტურობა – ფიქცია და ბლეფია, რომ „იმედის“ სპეცრეპორტაჟს/მოდელირებულქრონიკას პრეზერვატივის მსგავსად დაცვის ფუნქცია ჰქონდა, რომ ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, თუ მოსახლეობა მთავრობის მსგავსად მხოლოდ რუსეთს აღიქვამს მტრად, და არა – უსამართლობას (ან მხოლოდ – რუსეთის უსამართლობას), და არა – მედიის დამონებას.

მედია თურმე რუსეთშია მხოლოდ დამონებული, საქართველოში რასაც უნდათ იმას წერენ. იმას, რომ არავინ არ იცის, ვინაა „იმედის“ და „რუსთავი2“-ის მფლობელი და რატომ უნდა ვიხადოთ 36 მილიონი ნაცტელევიზიების ვალების დასაფარავად, რათა მათ ურნალისტებს მსუქანი პრემია არ მოაკლდეთ, ბატონი როინი ამაზე ჯოკონდასავით მომღიმარედ დუმს…

ბატონი მირიან მესხი, რომელიც იქ ცივის მთაზე აპირებდა კომახიძის და ზაქარეიშვილის ან დაკვლას, ან რეზერვაციაში მოთავსებას და ახლა აგერ ისეთი რიხით ლაპარაკობს, შალვა ახალციხელს შეშურდებოდა… მივცეთ ერთი ბატალიონი ბატონ მირიანს… უფრო სწორად დავაწეროთ მაისურზე – „მირიან მესხის რუსთამჟლეტი დივიზია“  და მარტოდმარტო აიღებს კრასნოდარს, ხოლო მერე იმ 250000 თანამებრძოლის დახმარებით – ნოვგოროდამდეც მივა… ხოლო იმის იქეთ – როგორც პრეზიდენტმა თქვა – მეორე დიდი ქვეყანა – ესტონეთია და ამიტომ იქ ჩააგებს სისხლიან ხმალს, რომელზეც არ ვიცი, რუსების სისხლი მეტი იქნება, თუ – „რენეგატი“ (= პრეზიდენტის და მისი რეჟიმის მაკრიტიკებელი) ქართველების…

P.S.  ისე, ამ მაგალითებიდანაც ჩანს, რომ თუ პირველ (კომახიძის) შემთხვევაში ინწლიგენწური შაბაში უპირობო ერთიანობის პირობებში ჩატარდა, „იმედის“ მართლაც უპრეცედენტო შოკმა ის გამოიწვია, რომ თეიმურაზ ზაქრაძეს და მირიან მესხს ფეისბუკის  ტერიტორიაზე ბ-ნ კობა ჭუმბურიძის და სხვათა საკმაოდ დასაბუთებული კითხვების უგერგილო მოგერიებაზე უწევდათ ჭაღარა თავების კანტური…

ეკას მოყვრები

ეს კი ამ ამბის აპოგეაა – როცა „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა წამალაშვილი მისი და გიორგი არველაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გახმაურების შემდეგ ლამის 3 დღე დუმდა.

ყველა ფიქრობდა, დაადებდა თუ არა ეკა ხელს იმას, ვისი იდეაც იყო ეს ჯოჯოხეთური მარაზმი, და ვინც ყველამ ვიცოდით, ვინც იყო. ეკას ფაქტიურად მხოლოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგა – შეეძლო არ ეთქვა, ის სატელეფონო საუბარი ყალბიაო (ყალბი რომ არაა, ესეც ხომ ცხადია, თორემამ მთავრობას შენ დაასწრებდი ექსპერტიზას?)

და აი ამ მომენტში ინწლიგენწი არა, ერთი „უბრალო“  ჯერკიდევარრედაქტორი სულ „უბრალო“ კომენტარს „სდებს“:

Tamara Chergoleishvili:  

გიორგი, სხვის თვალში ბეწვის ძებნა, მაშინ როდესაც დირეებით ხარ სავსე გაუმართლებელია. ეს ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა. მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ. რაც შეეხება ეკას მიერ თანამდებობის დატოვება არ დატოვების საკითხს, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. ამბობთ იცოდა რა შედეგიც მოყვებოდა და მაინც დარჩაო. თანამდებობის დატოვება ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირადად მე, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მას ჩემი ჟურნალის რედაქციაში. მართალი გითხრათ ძალიანაც მინდა რომ ეკა ჩემი ჟურნალის რედაქციაში გადმოვიდეს. მაგრამ, ეკამ ეს გამოსავლად არ ჩათვალა, არ გაიქცა იმ გემიდან, რომელიც იძირებოდა. თავისი სათქმელი თქვა, მაგრამ პასუხისმგებლობა, სხვის ქმედებაზეც აიღო. თუ დააკვირდებით, მას ისიც არ უთქვამს, ვაფრთხილებდი და არ დამიჯერესო. ეს მასზე მხოლოდ კარგად მეტყველებს. რაც შეეხება იმ ქათმებს, რომლებიც მას აკრიტიკებს, მათ პასუხისმგებლობის აღება არაფერზე შეუძლიათ, იტყუებიან ჩვენებებში, ითხოვენ რომ მათი ბოროტმოქმედი შვილები გამოუშვან, ტირიან, ჩხავიან. ეკა სდუმს.

———————

სხვამ ვინ, თუ არა ამ ქალბატონმა, თუ არა „რუსთავი-2“ ის ტრაგიკულად ჩამონგრეული შენობის მარეკონსტრუქტირებელი „არტიქსის“ ხელ-ლის რუსუდან ჩერგოლეიშვილის დამ (http://presa.ge/index.php?text=news&i=10395) და ლიბერტარიანული პრესის (ჟურნალი „ტაბულას“) „საქართველოს ჟუჟუნებთან“ დამაკავშირებელი ბეწვის ხიდის კონსტრუქციულმა დახვეწილობამ, უნდა იცოდეს, რომ „სხვის თვალში ბეწვის ძებნა, მაშინ როდესაც დირეებით ხარ სავსე გაუმართლებელია“!  რა მრავლისმეტყველად ლიბერალურია (თუ – ომერტულ-დონკარლეონურია?) ფრაზა ეკა წამალაშვილის (თამარასეულ) ღირსებაზე – დუმილზე – „თუ დააკვირდებით, მას ისიც არ უთქვამს, ვაფრთხილებდი და არ დამიჯერესო. ეს მასზე მხოლოდ კარგად მეტყველებს.“

და ეს თითქოსდა გაუგებარი პასაჟი, ვინმე ქათმებზე?! რაც შეეხება იმ ქათმებს, რომლებიც მას აკრიტიკებს, მათ პასუხისმგებლობის აღება არაფერზე შეუძლიათ, იტყუებიან ჩვენებებში, ითხოვენ რომ მათი ბოროტმოქმედი შვილები გამოუშვან, ტირიან, ჩხავიან...

 

რა უცნაურია, არა? რატომ უნდა ტიროდნენ ვიღაცეები ქ-ნ თამარასთან? ის ხომ ერთი უბრალო მოქალაქეა? საიდან უნდა იცოდეს, ვინ რაზე ტირის, და ვინაა ბოროტმოქმედი??

აი, ესაა ჩვენი საზოგადოება – ხელგადაწრიახებულთა პატრიოტბანაკი, სადღაც ვიღაც „გასწავლის“ – „ლიდერი ყოველთვის მართალია!“

და თუ ლიდერის სიმართლეში ეჭვი გეპარება, მერე შეიძლება შენი ახლობელი ისეთ დღეში აღმოჩნდეს, რომ მიხვდე, რომ „ლიდერი ყოველთვის მართალია!“ უნდა იყვირო…

რას გვიყვება და გვასწავლის ბატონი დეფაქტომინისტრის  მეუღლე – მაშინ ჯერკიდევარრედაქტორი ლიბერალ-დუმილისტი?

და სხვას ვის, თუ არა სწორედ მასავით ერთ „უბრალო“ მოქალაქეს შეეძლო ასეთი მრავალმნიშვნელოვანი ჰეფი-ენდის მოფიქრება – „ეკა სდუმს.“…

ეს მომენტის კონსტატაცია იყო, თუ – გამგებისთვის გასაგები დირექტივა?

გასაგიჟებელი მოქალაქეობრივი პათოსია!! – „დადუმდი და გადარჩები?!“ (უჰჰ, რას გაიხარებდა ნოებოლშევიკების შუქურული „ნეოდემოკრატიის“ ამ ახალი „აღმოჩენით“ ცხონებული მარტინ ლუთერ კინგი?!)

ეკას ჰქონდა გამოსავალი? ხომ ბევრმა ვიცით, რომ შეზღუდული?

ეკა სდუ(მს)!

ეკა სდუ(ლ)!

ეკა ბუძიწ სდუ(ტ)?.. 😦

 

—————————-

Nino Danelia –  levan (ramishvils), sruli mxardachera aqvt im adamianebs, vistanac saerto girebulebebi mqonda da imedia, jer kidev maqvs. xo, imatgan vitxov, aba, visgan unda movitxovo, malxaz gulashvilisgan tu nino burjanajisagan? xoda, imis nacvlad, rom girebulebiti ertoba kopiliko, isev chven mogvdgnen xelisuplebidan da exla nu gvakritikebt, qvekanas vashenebto. gamsaxurdia ambobda jer tavisupleba, mere demokratiao, shevardnadze – jer stabiluroba, mere demokratiao, misha – jer usaprtxoeba da mere demokratiao. agar dadga qveknis sashveli. ertaderti, rac shegvidzlia demokratiuli institutebis msheneblobaa. qveknis sheneba, tavisupali mediis kontrols arasodes nishnavda da raga saqartvelo iqneba gamonaklisi? ekas kvelgan davicav, ritic shemedzleba, tuki sajarod itkvis ra xdeboda da visi idea iko is, rac moxda. ase, shentan var, dzaxili saqmes ar ushvelis. gamchvirvaloba – es termini mgoni pirvelad scored shengan gavige bevri clis cin. kvelgan kompromisi??? ristvis???? vistvis???? da vin xeirobs amit? romel girebulebebzea laparaki? ar vici, dzalian sasocarkvetili var, dzalian. mapatiet shriptisatvis, ar maqvs qartuli fonti😦

Nino Danelia dzalian sackenia, roca idzulebuli xar “adamianta garkveuli jgupi” profesiul pasuxismgeblobaze da tanamoqalaqeebze magla daakeno. roca idzulebuli xar, rom ar tqva vis mouvida es genialuri dadgma tavshi da sh. da “becvis dzebnas rac sheexeba”, badri patarkacishvilis pulic kvelam kargad icoda saidan modioda da sanam dzalauplebaze ar gamoacxada pretenzia, manamde mshvenivrad ikenebda xelisupleba am puls. amitom, martla sakutar direebs mivxedot kvelam, albat ase ajobebs.
sul ar mindoda am diskusiashi chartva :(((((

Levan Ramishvili

მაგარი ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი – ეკას ეს გადაცემა სააერთოდ არ უნდოდა გასულიყო, როცა ამაში ხელმზღვანელობა ვერ დაარწმუნა, მერე ცდილობდა რომ იმ სახით არ გასულიყო როგორც გავიდა, მასალა მას არ მოუმზადებია, და ნაცვლად იმისა რომ მას მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, “ვკონცენტრირდებით” მაინც მასზე, იმიტომ რომ ფოფხაძის ბარტყებს რა უნდა მოვთხოვოთ. ასეთი მიდგომის უფრო ფართო ტენდენციის გამოვლინებაა. ყველა სფეროში ასე მოხდა – “ვკონცენტრირდითიმათზე, ვისაც რაღაც ღირებულებები ქონდა და მათ დაცვას ცდილობდა, ზოგჯერ წარმატებით და ზოგჯერ წარუმატებლად, ზოგჯერ ღიად და ზოგჯერ დახურულ კარს მიღმა, აბა უპრინციპო კარიერისტებისთვის რა უნდა მოგვეთხოვა. ამკონცენტრაციისშედეგი ყველგან ერთია ღირებულებების მატარებელი ადამიანები უკანა პლანზე გადავიდნენ და მათ ადგილას უპრინციპო კარიერისტები აღზევდნენ. 

———————–

ბრავო, ბ-ნო ლევან!

შეგძლებია, კაცო, სიმართლის თქმა!

თორემ, ასე მეგონა, საქართველოს ძლევამოსილი შტატების კონსტიტუციის შედგენისა და  მარკ მულენისადმი დემაგოგიური სტატისტიკის მიბოლების გარდა, არაფერი შეგეძლოთ უკვე… ერთი, ის „ზოგჯერ წარმატებით“ დამისახელეთ, რა! ოღონდ, თქვენი საკადრო „ზოგჯერ წარმატება“ მანახა და ის დამანახა, რომ ეს წარმატება ხალხისთვის და ქვეყნისთვის ფიასკო არ ყოფილა, და იქნებ მართლა დავიჯერო, რომ უკვე განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ამ დემოკრატიის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჯერჯერობით ფეხბურთშიც ისე ვერ ვტენით რუსებს, როგორც რაგბში!..

 

 

7. 

()ექსპერტები და სექსოტებიაქა ამბავი საოცარი კნიაზ ბარნოფისა

 

ბავშვობიდან ყველას გვახსოვს ზღაპარი მოჯადოებულ ბაყაყზე, რომელსაც დადებითი უფლისწულის მხრიდან დადებითი ემოციების წყალობით ფანტასტიურ მზეთუნახავად გადაქცევა და ბედნიერი დედოფლობა ეღირსა.

მაგრამ ცხოვრებაში პირიქითაც ხდება – ნახულობ ხანდახან ბუნჩულა, გულწრფელმზერიან, დაუნჯებულ, სქელ მინებსამოფარებულ დიდრონთვალებიან დახვეწილ და ზრდილ ყმაწუილს და თავად ნერვიულობ, პოლიტოლოგობაში მის პირველ აცაბაცა ნაბიჯებს და სათვალის ნერვიულ შესწორებას რომ აკვირდები, გიხარია მისი სწორი მიგნებები და სამართლიანი კრიტიკა… მერე უკვე ეს ყმაწვილი უფრო მოწიფულად და გამართულად დასრიალებს პოლიტოლოგიის სამთოსათხილამურო ტრასებზე და მისი სათვალეც თითქოს ინგემარ სტენმარკის გარუჯულ ხატებას გაგონებს, მერე უკვე კოსტუმა ექსპერტად  რომ წარმოგიდგენენ ერთ მშვენიერ საღამოს, გიკვირს, თურმე რა სწრაფად გაურბენია წლებს, მაგრამ კალენდარში ნახულობ, რომ მხოლოდ 9 კვირას გაუვლია იმ პირველი შეხვედრიდან…თან გიკვირს, რომ ეს ჯეელი ახლა არაფერს ახალს არ ამბობს, არაფერს იმისგან განსხავებულს, რაც „კურიერის“ (თუ „მოამბის“? თუ „ქრონიკის“? – რა განსხვავებაა, როო? ) არაექსპერტმა წამყვანმა უკვე ისე მოგიყვა ნახევარი საათის წინ, რომ ტკბილად ჩაგეძინა, რადგან ბავშვობიდან გამოყოლილი გაქვს ჩვევა – ზღაპრებზე ტკბილად გეძინება!..

გადის კიდევ 5 დღე (5 კარგი ციფრია, ჰალე!) და უცებ ამჩნევ ტიტრებზე, რომ ამ „შენს“ ექსპერტს, უკვე მეორე „თაითლი“ მიუთლია – სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი!

 ვაა, როგორ მოახერხა? – ფიქრობ გაკვირვებული და იხსენებ, შენ დროს რამდენი წელი უნდა გეთოხნა უმცროს მეცნიერ მუშაკად, რომ უფროს მეცნიერ მუშაკობამდე მიგეღწია.

– რა ნიჭიერი თაობაა? – გიხარია, და გრძნობ, როგორ იშმუშნები და წითლდები, რადგან უსმენ ამ მხცოვან (მეცნიერულად, თორემ ისე – ასაკით, – ისევ ის ღლაპია, ხუჭუჭა, პატარა, პრინციპში) მოღვაწეს და ვერაფერს ვერ იგებ.

ანუ, ვერ იგებ, რა მოგწონდა ამ კაცში?! რა იყო, რასაც გულწრფელობად უთვლიდი? რატომ ტყუის ასე ხშირად და ასე ურცხვად? რატომ ახამხამებს ასე ხშირად თვალებს და კიდევ უფრო ხშირად ტყუის?

მოკლედ… განსხვავებით ზღაპრისგან – აქ ამ მწარე სინამდვილეში ახალგაზრდა, ლამაზი, პირმშვენიერი, გონებაგახსნილი ყმაწვილი თანდათან იქცევა მხრებში თავჩარგულ თავდაღუნულ, თვალების ამრიდებელ და ნერვულად მოხამხამე, პირფერ მარიონეტად, რომელიც ისე დაზუთხულ პასუხს იძლევა, რომ საერთოდ შეიძლება დაინახო ზემოდან ჩამოშვებული ძაფებიც და   ყურთან მიმაგრებული ყურსასმენი, რომ დირექტივები მიიღოს… მოკლედ, ზღაპარში ევოლუცია ხდებოდა და აქ – რეალში დევალვაციაა და ინვოლუცია…

ან მრ. ჩიტიეფფი რომ ავიღოთ! არის ახლა მრ. ჩიტიეფფი ისეთი, მარტივად რომ ვთქვათ, მიუხვედრელი, რომ ვერაფრით ვერ ხვდება, რას ეკითხებიან კანონიერებაზე, მორალზე, ექსპერტიზაზე??? დაუჩემებია – არა, მაინც რუსეთი რომ უარესია?!

მე მგონი, რომ ვკითხო, ბენზინი ძვირია საქართველოში თუ იაფია-მეთქი, მეტყვის –  რუსეთი აგრესორიაო. ვეკითხებით, შეიძლებოდა თუ არა საქართველოს ქალაქში ქართულ მიწაზე საქართველოს მთავრობას რუსის ოკუპანტისთვის ფული შეეძლია – შენი ჭირიმე, გორი ისე დამიბომბე, რომ სტალინის ძეგლიც აფეთქდესო! მრ. ჩიტიეფფი მეუბნება – გააჩნიაო! და გვეკითხება, ღალატი რა არისო? აი, ასეთი ჩიტ-ექსპერტები გვყავს ჩიტაძის ქუჩიდან, რომლებთაც მგონი „ღიმილის ბიჭების“ მეტი არც არაფერი უნახავთ და ღიმილის მეტს არაფერს დაიმსახურებდნენ, ეს რომ სატირალი არ იყოს… თუმცა არა, რონ ასმუსის „პატარა წიგნი ომზე, რომელმაც მსოფლიო ვერ გააღვიძა“ წაუკითხავს კიდევ!

თესა და თესა მთავრობამ ენჯეოები და ექსპერტები… რწყო და რწყო მერე… მოსარწყავად დოლარები, ცენტრები, ინსტიტუტები და დირექტორობა არ დაიშურა.  უკეთა პიარი (მათ შორის – ოპოზიციურ არხებზე), ჩანერგა საზოგადოების ტვინებში ამ დედისიმედების მახვილგონიერება (დროებით!) და მერე უცებ აათამაშა ის ძაფები, რომლის მეშვეობით ეს ხალხი უკვე იმ მუსიკას უკრავს და იმ ტემპში, რასაც მთავრობა უკვეთავს. სარეველების ჩათესვის იგივე მეთოდები ჟურნალისტიკასა და ენჯეოებშიც გამოიყენა ხელისუფლებამ – მარტო ნეტარი კოკი იონათამიშვილის მრავალჯეადი გაყალბები სხვადასხვა რანგის არჩევნებში და მისი მარადუჭკნობი nGnI რად ღირს!

დილით ხელფასი – საღამოს ექსპერტული დასკვნა,

საღამოს პრემია – დილით ექსპერტული აზრი,

დღეს მანქანა – ხვალ საექსპერტო სტატია…

თანაც „დენგი ვპერიოდ“ არაა საჭირო.

ამ ქალაქში „პოსლეზეც“ ხომ მოსულა,

აქ ჯამლეთამ ბონდო დააორსულა…

და რა შუაშია აქ ექსპერტული?

იქნებ ეს (ს)ექსპერტულია?

და ყველა ეს შარაშევები, ჭყოიზეფები, ბარნოფფები, ჩიტიეფები,  და სხვა ჩიტები სწორედ რომ (ს)ექსპერტების ტიპს განეკუთვნებიან? გარკვეულ სექსოტურ ქვეჯგუფს?

არიან არა მარტო ახალგაზრდებიც.

არიან თმადავერცხლილი  ჭაღარწვერა სარჯველები თუ თავად ამირეჯიპები, იულ ბრინერის ფაქტურის ხალხიც…  მათი აწმყოში ოდიოზურობა  პირდაპირპროპორციულია მათი რეიტინგისა წარსულში!

მათი პროცედურებიც მსგავსია: პაწა ცენტრობა, პაწა მაყუთი, პაწა კაი დაზღვევა და საზღვარგარეთ მკურნალობა თუ დასვენება, პრეზიდენტის ამალაში საპატიო ადგილი და კაი ადგილი „პოსლეზე“…

არგუმენტები? ფანტასტიური:

– ესენი (ნაცმოძრაობა) არაფერს არ დათმობენ, რადგან გაფუფუნებულები არიან და ძალიან ძლიერები არიან! [ამიტომ უნდა შევეგუოთ?]

– მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი გმირი, რომელიც რუსეთს არ დაუწვა! [აბა მეჯვრისხევის ქუჩის გარბენა რით  დამთავრდა? აბა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი რა ჯანდაბაა? და ის იმდენი ხალხი რომ ჩააწვინა მიწაში და ლტოლვილად აქცია, ეს რაა – ამაყად დაჯდომა, თუ ქურდულად ჩაკუნცხება?]

– სტალინის ძეგლის აფეთქების შეთავაზება იყო რუსი ჯარისკაცებისათვის საკუთარი მამის აფეთქების შეთავაზება ფულის ფასად და ფსიქოლოგიური ტესტი! [და რომ არ „ჩაიჭრნენ“ ეს სალდაფონები ამ ტესტში? და საკუთარი ქალაქის დაბომბვაში ფულის გადახდა და ოკუპანტთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებში შესვლა ღალატის მუხლი რომაა კანონით?]

ძნელია, ილაპარაკო ასე მწარედ იმ ხალხზე, ვისგანაც ზოგს იცნობდი და პატივს სცემდი, ვინც მიგაჩნდა, რომ საქართველოს გადარჩენაზე, საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნის ღირსეული ადგილის დამკვიდრებაზე, ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე ზრუნავდა და მერე… აღმოჩნდა, რომ ოღონდ საკუთარი თბილი ადგილი იშოვონ(არ დაკარგონ) და თავსაც დაიბრმავებენ და საზოგადოებასაც… (ს)ექსპერტობა დაბოლების ზღვარზე და დაბოლების მეშვეობით!

ვინმეს სჯერა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მთავრობა დასავლური ღირებულებების  დანერგვისთვის იღწვის?

ვის სჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მართლა მსოფლიოში პატივცემული და დაფასებული აღიარებული ლიდერია? „დემოკრატიის ჩემპიონი“? ერთი ფარერის კუნძულებია მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში ეგრე… ეგაა, ფული ვერ იშოვეს, რომ ამ აზრის გაჟღერება/დაჯერება დააპიარონ!..

ვის სჯერა, რომ საქართველო სააკაშვილის ხელში რაიმეს მიაღწევს საერთაშორისო არენაზე?

რა ჭიკჭიკია ეს?

არა მგონია, ამის თუნდაც კნიაზ რენდელ ან ქაუნთ ბარნოფს სჯეროდეს, ან – მოჭიკჭიკე მრ. ჩიტუნებს…

8. ახალი (ცენტურიონ-) ლიბერტარიანელები

საქართველო – საოცრებათა ქვეყანად იქცა, სადაც ”დემოკრატები” დემოკრატიას ებრძვიან, ”ლიბერალები” – ნეოკონსერვატორობაზე ოცნებობენ, „ანტი-კორუფციის“ ლოზუნგის უკან უდიდესი კორუფციული ჭაობია, სამართალი თითქოსდა ფულზე არ იყიდება, მაგრამ პარტიული კუთვნილების და რეჟიმის ერთგულების მიხედვით რიგდება, სადაც ლიბერალური ჟურნალი ფილოსოფოსებს სტატიებს უკვეთავს ჟუჟუნებისათვის და სადაც „ადამიანის უფლებების დაცვა“ მხოლოდ იმიტომ და ისე ხდება, რომ ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელ დარღვევებზე ლაპარაკს თავი აარიდონ. (აგერ, ბევრის ღირსი ეკა ხერხეულიძე ყველაზე მტკივნეულად პატიმრებისათვის ოჯახის წევრებთან გრძელვადიან პაემნების არარსებობას მიიჩნევს ჩვენი შუქურული დემოკრატიის მთავარ და ლამის ერთადერთ ნაკლად! ასეა, ვის რა სტკივა!..)

ქვეყანა, სადაც განათლებას ანგრევენ, რადგან განათლებული ხალხი ძნელად მოსატყუებელია, სადაც ჯანდაცვას არღვევენ, რადგან ავადმყოფი ხალხი ადვილად სამართავია, სადაც ბიზნესმენობა და ბიზნესში წარმატება ხელმწიფის კარზე წყდება და მანამ გრძელდება, სანამ მეფეს ამ ბიზნესის მთლიანად მიტაცების ან ვინმე სხვა უფრო დასაფასებელი კაცისთვის გადალოცვის სურვილი არ გაუჩნდება.

ვინ არის ამ ქვეყანაში „ლიბერტარიანელი“?

თეა თუთბერიძე არის ”ლიბერტარიანელი”?!

თეას დამოუკიდებლობა  ეს არის დამოუკიდებლობა გაუნათლებლისა, რომელიც დამოუკიდებელია იმიტომ, რომ ფეხებზე ჰკიდია ყველა ავტორიტეტი. მან რომ ავტორიტეტები აღიაროს, მაგალითად ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა ან ელისო ჩაფიძე, მაშინ მას დიდხანს სწავლა და დიდი გარჯა დასჭირდება, იმისთვის რომ თავადაც ჰქონდეს ავტორიტეტობის სულ მცირე პრეტენზია. ამაზე უფრო ადვილი არაა, ერთ დღეს დაწერო ”კმარა!” დაუძახო ყველას ”წითელი პროფესორი”, მოთხარო ალმა მატერი, აღიარო, რომ კარგად არ სწავლობდი, დაიდო მაგიდაზე რამდენიმე ათეული წიგნი, გახდე მასწავლებლების დირექტორი, დაირქვა (აბა, სხვა როგორ?) „პრო(ნ)ფესორი“ და გქონდეს ისეთი ავტორიტეტი, რომ ერისათვის ყველაზე პოპულარულ პიროვნებას – კათოლიკოს-პატრიარქს დაუპირისპირდე და შენი ავტორიტეტის ერთადერთ გარანტს – პრეზიდენტს, თავიდან ააცილო ეს მძიმე ხვედრი. ის უგვანი და უხამსი ”ხუმრობები”, რასაც თუთბერიძე ავრცელებს ეკლესიის წინააღმდეგ, ისევე შორსაა ლიბერტარიანელობისაგან, როგორც ანარქია – თავისუფლებისაგან. თუ დღეს თეა თუთბერიძე წარმოადგენს სააკაშვილის რეჟიმის სახეს, ეს ძალიან სწორი ხატებაა ასლისა დედანთან, ხოლო თუ ის არ წარმოადგენს, აბა, გამაგებინეთ, ვის ჯანდაბას წარმოადგენს? და ნეულავიმი ჯოსავით „… ონა კამუ ნუჟნა?“

კახა ბენდუქიძე – წონიანი ლიბერტარიანელი. ადამიანი, რომელიც ყველაფრის გაყიდვის ადვოკატია, რომელიც არის უკიდურესად მომჭირნე, როცა საქმე საზოგადოების სოციალურ ხარჯებს ეხება, მაგრამ არასდროს წასულა სახელმწიფო აპარატის უსაფუძვლოდ გაბერილი ხარჯების წინააღმდეგ, სანამ მთავრობაში იყო. ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოს სტრატეგიული ობიექტების ძირითადად რუსი მფლობელების ხელში მოხვედრას და რომელსაც არასდროს დაუხევია უკან ღია ტელეეთერში ”ედინაxუი”-ს ტიპის ”მარგალიტების” დაფრქვევისაგან და დღეს კი მოულოდნელად საქართველოს განათლების ბურჯად იქცა, ახალგაზრდა თაობის მენტორად, რომელიც თავისი ნიკით ამას გვეხვეწება ფეისბუქის გვერდებზე:

– „გამოიყენეთ ქართული ანბანი!“

არა – ”ფონტი” ანდა – ”შრიფტი”, არამედ სწორედაც რომ – ”ანბანი”!

ქართული ანბანის გამოყენებას მუხლმოდრეკილად გვეხვეწება საქართველოს ბოლომდე გამყიდველი ბატონი კახა, და ისეა გულდათუთქული ქართული ენის და ქართული ანბანის დღევანდელი მდგომარეობით, რომ ლამის იოანე საბანისძე დავინახო მისი სათვალეების ლინზების უკან… მაგარ-მაგარ სლენგებსაც მოუკლო სულ-განათლებულმა. მე კი სულ ეს მაწუხებს, რამდენად ლამაზია ლიბერტარიანელობა ადამიანისა, რომელსაც ეს ლიბერტარიანელობა უკონტროლო გაყიდვის, ყველაფრის მონეტიზაციის და  დახურდავებისთვის ჭირდება, თან ისე მოხერხებულად, რომ მისი ქონება სულ უფრო იზრდება, ყოველი ”ჩატენდერების” და ყოველი უტენდეროდ წასული სახელწიფო შესყიდვის შემდეგ… რა ლიბერალიზმია ასეთი, რომ 50 წელს გადაშორებულ უცნობ და გამოუსვლელ მანდილოსანს თვალისდახამხამებაში აქცევს უაღრესად წარმატებულ  ბიზნესვუმენად და უძრავი ქონების მასტოდონტად, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბიზნესის სრული გან-არტახების მედროშის და აწგანათლებისბურჯ ბატონ კახას ღვიძლი დაა?!

თურმე მემარჯვენე ლიბერტარიანელი ბიზნესმენი ყოფილა ბატონი დავით კეზერაშვილიც (ჟუჟუნათჟურნალ „ტაბულას“ მეცენატ-პრეტორიანელი ცენტურიონი)…  მასზე – იხ. ქვემოთ (#10) 

ლიბერალიზმის კიდევ ერთი ბურჯი – ბატონი ნოდარ ლადარია ნამდვილად ჭკვიანი ადამიანია და ლიბერალიზმი არ ესმის-თქო, ვერავინ იტყვის. რელიგიის საკითხებზეც მისი კრიტიკული აზრების გაგება გაცილებით საინტერესოა, ვიდრე თვითნაბადი ალმას ქალბატონ თეასი. მაგრამ ბ-ნი ლადარიას გაგებებიც ხან უსასრულოდ ”ბეზრაზმერნია” და ხანაც – ალისას სამყაროსავით საოცრად გამრუდებული. აი, პატარა მაგალითი ბატონი ნოდარის “ლადარიზმებისა”. ამჯერად, – რუსული ცარისტული კულტურის თაობაზე:

Nodar Ladaria

…ვინმეს კიდევ დარჩა რაიმე ილუზია? მე კი პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ პუშკინსა და ბენკენდორფს, არაკჩეევსა და ჩაადაევს, ლორის-მელიქოვსა და ლერმონტოვს შორის…

 

Nodar Ladaria

სხვათა შორის, პასტერნაკის ”დოქტორი ჟივაგოც” ამასვე ამტკიცებს: ”ასპროცენტიანად პატიოსანი” და
”უსაზღვროდ ჭკვიანი” ადამიანის სრული უსარგებლობა…

 

Nodar Ladaria

თავის დროზე ზურაბ ავალოვმა (ავალიშვილმა) შენიშნა, რომ საქართველოს ისტორია ორი საწყისის ”თანამშრომლობით” ვითარდებოდა: კოლაბორაციონისტი მეფეები დემოგრაფიას უზრუნველყოფდნენ, თავდადებულნი კი იდენტობას… ასევე რუსეთის ფენომენი ერთნაირად შექმნეს კატკოვებმა და ჩერნიშევსკებმა. ერთ საქმეს აკეთებდენ მაგენი…

December 27 at 5:42pm

Nodar Ladaria

ჰიტლერსა და თომას მანს შორის არსებითი დაპირისპირება იყო. არსებითი შეუთავსებლობა. ამგვარი რუსეთში არ ყოფილა.
საკვირველი არაფერია: ნაბოკოვმა თავის პაროდიაში ჩერნიშევსკიზე ყველაფერი ისედაც აჩვენა… თუმცა ეს გამონაკლისი მხოლოდ წესს ადასტურებს.

December 27 at 5:55pm

Nino Bekishvili

სტალინსა და პასტერნაკს შორის არაარსებითი იყო?
ან ბრეჟნევსა და ბროდსკის შორის?

December 27 at 5:57pm

Nodar Ladaria

თომას მანის ”შექმნაში” ნაცისტურ რეჟიმს არანაირი წვლილი არა აქვს. პასტერნაკისა და ბროდსკის ამბოხი ”დედობრივი წიაღის” წინააღმდეგ იყო…

December 27 at 6:04pm

Nodar Ladaria

სხვა თუ არაფერი, თომას მანს ჰიტლერის ნაჩუქარი ”დაჩა” არ ჰქონია სადმე სოფელ უმარბაიტენში :)))

December 27 at 6:07pm

Zaal Andronikashvili

{ჰიტლერსა და თომას მანს შორის არსებითი დაპირისპირება იყო. არსებითი შეუთავსებლობა.”} – შენ თუ გგონია, რომ პუშკინსა და ბენკენდორფს შორის არსებითი შეუთავსებლობა არ ყოფილა, ან ვთქვათ ჩაადაევსა და არაკჩეევს (ან თუ გინდა ალექსანდრე I შორის) ან ისტორია არ იცი, ან არ გინდა რომ დაინახო. ისე, რა მონაწილეობა მიიღო ბენკენდორფმა პუშკინის შექმნაში ჰა?:-)) მგონი ლიტერატურათმცოდნეობაში ახალი აღმოჩინის ზღვარზე დგეხარ ნოდარ და არ დაგვიმალო, გვითხარი!:-))))
ისე, მანდელშტამსა და სტალინზე რას იტყვი, ერთი და იგევე იყვნენ, არა?:-)))

December 27 at 6:07pm

Zaal Andronikashvili

შენა, და პუშკინს ჰონდა ბენკენდორფის ნაჩუქარი დაჩა?:-)))) თუ ჩაადაევს ჰქონდა არაკჩეევის, ჰა?:-))))

December 27 at 6:08pm

—————————————–

 

მაგრამ კულტურა კულტურაა – და, აი, რა ბრძანა ბ-ნმა ლადარიამ რადიო „თავისუფლების“ შესახებ (დისკუსიის მონაწილეთა სტილი დაცულია): 

David Paitchadze:

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მურად (6–მარცვლიანი კავკასიური გვარი) დღეს იყო ცხინვალში. იქ მას ორი რამ მოხვდა თვალში: მანქანათა საცობები (пробки, რომლითაც ამაყობენ ცხინვალელები) და ახალგაზრდების სიმრავლე ქალაქის ქუჩებში. კაფეებსა და რესტორნებს არ აკლია სტუმრები. ბავშვებსა და მოზარდებს ეტყობათ, რომ თავისუფლდებიან 1992–2008 წლის მანძილზე სამგზის წარმოებული ომის ტრავმებისაგან. მურადი ამბობს, რომ ცხინვალში აღმშენებლობაა.
April 14 at 1:37pm
2 people like this.

Eka Tsamalashvili:

etkoba muradma agmoachina eg ambavi;-)
April 14 at 1:40pm

Nodar Ladaria:

ესლიბერთი”, ამერიკის ხმის ქართული რედაქციისა არ იყოს, კარგა ხანია დასახურია.

Nino Moses

kargi dzagli iko murada
April 14 at 1:41pm

Zaza Gelashvili

Albad magrad datvra Cxinvalshi:))

Olesya Vartanyan

Murad Gukemukhov, jurnalist iz kabardino-balkarii, v tskhinvali poehal v kommandirovku. esli bi chashe slushali etu peredachu, navernoe i drugie ego reportaji slishali bi, mojet i mnenie o nem bilo bi drugoe
April 14 at 1:58pm

 

Olesya Vartanyan Nodar Ladaria

— pochemu doljni zakrit?
April 14 at 1:58pm

 

Irakli Rogava

batono nodar, mere da gekitxebian tqven daxurvis ambebs? uuflebobas ra vutxari torem, daxurvebi da tundac tavze ar acyenda zogierts, liberalur-demokratiul konteqstshi.
April 14 at 2:23pm

Nico Nergadze {Nodar Ladaria: {ესლიბერთი”, ამერიკის ხმის ქართული რედაქციისა არ იყოს, კარგა ხანია დასახურია.}
ამაზე ოლესიას გარდა პრობლემა არავის აქვს?
April 15 at 2:49am

Jimsher Rekhviashvili

ამერიკის ხმის ქართული რედაქცია არ დაუხურავთ! არც ლიბერტის დახურვას აპირებენ. ისე, ლიბერტი ერთადერთი საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც საქართველოს (ცხინვალიან-სოხუმიანად) ერთიან საინფორმაციო ველში აქცევს: აფხაზი, ქართველი და ოსი ჟურნალისტები ყოველ დღე ერთსაათიან პროგრამას ამზადებენ. “ეხო კავკაზას” ეთერში გასულ რეპორტაჟებს სოხუმიდან და ცხინვალიდან შესაძლოა აკლდეს სიმწვავე და კრიტიკული მიდგომა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ისიც საქმეა, რომ ინფორმაცია იცვლება და ჩვენს საზოგადოებებს ყრუ კედელი არ ჰყოფს. შესაძლოა, ამ ურთიერთობიდან სამომავალოდ რაღაც კარგი გამოდნეს… თუ არადა, აგერ თორნიკე კილანავა. გართმევთ ვინმე?
April 15 at 3:48am

Gogi Gvakharia

ნოდარ, ქართველი მემარჯვენეები ახლა უკვე მედიასაშუალებების დახურვა-აკრძალვას მოითხოვთ? რაღა დაგვრჩება? ”სარკე”, ”ტაბულა” და ”24 საათი”?:)
April 15 at 5:01am

War Resister – Nodar Ladarias

kvelafris daxurva unda Data Axalaias kantoris garda.. Nodar, chemo kargo, Axalaias katsichamiebis kantora rom dagebxurat tavis droze arts Amerikis Xma gagakritikebdat da arts Liberty.
Es ukve meramdene komentaria rodeesats tkvengan sul tsezuris da motxovnebi modis. ESETS TKVENI DEMOKRATIA.
April 15 at 8:14am

War Resister

DA AM PROPAGANDIS GAMUDMEBUL GRCHIALSHI UKVE KVELAFERI GAVITSKDEBA. Chemi rchevaa, gaanebe am propagandas tavi da sakme gaakete. OSEBTAN DA AFXAZEBTAN DALAPARAKEBAA SACHIRO AM GAUTAVEBELI MTRIS XATEBIS SHEKMNIS MAGIVRAD. MIshas tavidanve eg rom gaeketebina ase tsudada ar ikneboda sakme.
April 15 at 8:17am

——————————–

„ვენეც ლიბერალიზმა“! – რომელი მარტინ ლუთერი და რისი კალვინი?!

ლიბერალიზმის პროტესტანტი მრისხანე ნოდარიკო ლადარიკო ხელში „დავინჩის კოდით“ და ლიბერალური რადიოების დასახური გასაღებების აცმით.

 

9. „ტანცუიუტ ვსე!“ – პოზიტივიზმი, როგორც ბანგი ხალხისათვის

 

რა ჭირდება დღეს საქართველოს მოსახლეობას?

ჩემი აზრით – სამართალი, ადამიანის უფლებების დაცვა, კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო, მედიის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები, რაც – ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის სწორი ბალანსის კონსტიტუციურად აღდგენის პირობებში –  პასუხისმგებლობით აღჭურვილი ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.

ხელისუფლების აზრით კი ხალხს ჭირდება გართობა და ლამაზი, სურნელოვანი ზღაპარი, სასურველია – მელოდრამატული, ცოტა ცრემლით და დიდი იმედით.

ასე რომ, ხელისუფლება, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გვაბოლებდა, სინამდვილეში თურმე სეთურის სამფლობელოსაკენ მიგვერეკება.

იყო კი არქიფო სეთურის სამთავრო დემოკრატიის შუქურა?

ან – ევროკავშირისა და ნატოს ინტეგრალური ნაწილი?

თუმცა პროგრესი ნამდვილად არის – მაია ასათიანი ზებუს გარეგნულადაც სჯობს, მომხიბვლელად დადის, თვალებიც ლამაზად აქვს მოხატული და პროფილიც – უკეთესი. კიდევ ერთი შესამჩნევი სხვაობა – სიმართლის თქმისთვის სპირიდონა სულანჯიებს კისერში აღარ ურტყამენ, უბრალოდ საგადასახადო ართმევს წარმოების საშუალებებს ან პატრული აღმოუჩენს ჯიბეში ჰეროინს…

მაგრამ ყოველგვარი ირონიის გარეშე – არის რაღაც მომხიბვლელი ამ პროფილურ-ვაშლურ სენტიმენტალიზმში. რაღაც ისეთივე მშობლიური, როგორც „ჩვენი ეზო“ და ისეთივე თბილი, როგორც „ზიტა და გიტა“. ეს არის ბედნიერებისაკენ ლტოლვა, რომელიც ყოველგვარი სეთურის ფაქტორის მიუხედავად, მით უფრო დიდია, რაც უფრო მწარეა დაქცეული რეალობით იმედგაცრუება.

იდეალიზაცია და სენტიმენტალიზმი, მელოდრამატულობა და ჰეფიენდურობა – აი, ის მაგნიტი, რომელიც იზიდავს ნებისმიერ ჩვენგანს „პროფილისკენ“, ან „მშვენიერი ცხოვრებისკენ“ ან „სამოთხის ვაშლებისკენ“.

ჩვენ დავიღალეთ…

20 წელია გვგონია, რომ გაბრწყინებისკენ მივდივართ და ყოველ მცირე წარმატებას კი მერე დიდი ჩავარდნა მოჰყვება ხოლმე.

ჰოდა, როგორც დეპრესიაში ჩავარდნილი ხალხი ეტანება შოკოლადს და ტრანკვილაიზერებს, ისე ჩვენც ვეტანებით სერიალებს და მელოდრამებს. ამაში ცუდი არაფერია, ფსიქოთერაპიას გვიცვლის.

ცუდი ისაა, თუ ადამიანი პურს და ყველსაც შოკონარკოტიკით ანაცვლებს და საკუთარი რეალური ცხოვრებიდან გამოგონილი ბედნიერების მორევში თავფეხიანად გადაეშვება. ამ გადაცემების პრობლემა მათი სენტიმენტალიზმი კი არაა, არამედ მათი სენტიმენტალიზმის ფარდის იქეთ რეალიზმის დაჩრდილვის და გაყალბების სახელმწიფო პროპაგანდისტული მცდელობა. სულ არაა აუცილებელი, რომ ”პროფილში” და ”სამოთხის ვაშლებში”, კორუფციის, ნეპოტიზმის და მედიაცენზურის რეპორტაჟები გადიოდეს, მაგრამ როცა ეს ნეგატივი სამთავრობო არხებზე არსად ხვდება, მაშინ ეს მელოდრამატული კომპოტი დაუჯერებლად ტკბილი, მსუყე და გულისამრევი გამოდის.

სამთავრობო პროპაგანდა ძალიან ზუსტადაა გათვლილი.

აგერ „მაფიის ღამე“ რომ ავიღოთ, სადაც პროსამთავრობო სახეების გვერდით ნეიტრალური და თქვენ წარმოიდგინეთ, – ოპოზიციის მხარდამჭერი პირებიც ჩნდებიან.

ეს გადაცემა, ისევე, როგორც „პროფილი“ და „ნანუკას შოუ“, მხოლოდ ამისთვისაა საჭირო  – რომ აჩვენოს ხალხის ერთიანობა, რომ ყველა ერთად ერთობა და ტირის, რომ არ არსებობს სხვაობა იმ ხალხსა, რომელიც გირგვლიანის მკვლელობას ამართლებს (რადგან სანდრომ თურმე შეიგინა!), და იმ ხალხს შორის, რომელიც გირგვლიანის მკვლელების ნაადრევ გამოშვებას უსამართლობად თვლის.

ყველა მოდის და „მაფიის ღამეს“ თამაშობს, ყველა უყვება ნანუკას თავის ამბებს, ყველა ტირის და მერე იცინის მაია ასათიანთან  ერთად, რადგან – „ნაროდ ი პარტია ედინი!“

და „ტანცუიუტ ვსე!“.

გმირები არ არიან მხოლოდ წარსულში, ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ – ნათია კობერიძის, ლაშა ხარაზიშვილის და ნანუკა ჟორჟოლიანის გვერდით ცხოვრობენ(!), –ცხოვრებას ცვლიან დაიმედისგმირები არიან (ნათია კობერიძე, ლაშა ხარაზიშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი!) – იმ ”იმედის”, რომელიც ზემოთდასახელებული შოკს გვიწყობს მოდელირებული ომის სახით, ისინი კი მაინც გმირები არიან – იმ ქვეყანაში, სადაც „…სიმართლისთვის თავს გასწირავს პოლიცია

წარმატების საიდუმლო დღეს ჩვენს ერთობაშია,

ჩვენი ძალა გამჭვირვალე ახალ შენობაშია

ნურაფრის გეშინია, ზარი შემოსულია

ჯგუფი გამოსულია,

აბა, ჰულიაააა…“

ალბათ, გახსენდებათ, რა ეფექტი მოჰყვა პოპულარულ სერიალ ”შუა ქალაქში”  ჯანდაცვის მინისტრის და გიგი უგულავას გამოჩენას, ისევე როგორც – ”ღამის შოუში”.

ან – ვანო ჯავახიშვილის ვანო მერაბიშვილით ჩანაცვლებას ”ვანოს შოუში”!

–         „გაბანძდნენ!“

–         „სარეკლამო პლაკატებად იქცნენ!“

–         „გიგის პლატუკები!“

აი, საერთო სულისკვეთება, რომელიც ფეისბუქზე გაჩენილ ლოზუნგებში – „აღარ ვუყურებ „შუა ქალაქს“!“ და „არ მიყვარს უგულავა „შუა ქალაქში!“ – აისახა, ხოლო „ვანოს შოუს“ უმეტესობა უკვე დიდი ხანია ისედაც აღარ უყურებდა…

მაგრამ განა ეს სწორია?

ეს ხომ ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა.

ხელისუფლებამ საკუთარი ბინძური მანტია გადააფარა ხალხისთვის საყვარელ ადამიანებს და სახეებს – ორი მარტივი გათვლით – ან თავად „გაკეთილშობილებულიყო“, ანდა ეს ხალხიც ისევე გაბითურებული მაინც გამოეყვანა, როგორც თავადაა და მერე ჩვენთვის შემოებღვირა:

„- ჩემგან რა გინდა, ტოო – ყველა ეგეთია!

ყველა ჩემთანაა და თუ მე არ მოგწონვარ, ე.ი. ამათზეც ამბობ უარს!

მე – საქართველო ვარ!“

რა ჰქნას ირაკლი ჩხეიძემ? ან ღლონტებმა რა ჰქნან? ან ვანო ჯავახიშვილმა როგორ აუკრძალოს შოუს მასპინძლობა არხის დე-ფაქტო პატრონ ხერხემალ-მედიამაგნატს? და ამ ფონზე, როცა ხელისუფლებამ გონება მოიკრიბა და კვარტალში ორჯერ გურამ დოჩანაშვილს ახალ-ახალ მედალს აძლევს და აბრწყინებს, მე იმიტომ ავითვალწუნო ჩემთვის ძვირფასი თამრიკო ჭოხონელიძე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის (100%-ით – „რა კარგია, რომ გვესტუმრეთ!“) შოუში გამოჩნდა? გული ჩამწყდება ხოლმე, როცა მუხრან მაჭავარიანს ვხედავ ჩვენი ბედოვლათის გვერდით, მაგრამ თან იმას ვფიქრობ, რა ექნა – კარი ცხვირწინ მიეხურა? და თუ ჭაბუა ამირეჯიბს, ჩვენთვის სათაყვანო და ჯერაც ჯეროვნად შეუფასებელი მსოფლიო შედევრის ავტორს, გიგი უგულავაზე კარგი სიტყვა დასცდა, ამიტომ „დათა თუთაშხიას“ ავტორის მოქალაქეობრივ პოზიციაზე დავფიქრდე? ეს ხომ ჩემი მხრიდან მკრეხელობა იქნება და მეტი არაფერი?!

ამასწინ ფეისბუქის ერთ-ერთი ცნობილი ბლოგერის – ბ-ნ მნათეუს სუთიძის ბლოგი ვიხილე. ეს კაცი, თავისი თეოლოგიური ტრაქტატებით და სურათებით სულ ცოტა კარდინალ მაზარინის ხნის რომ მეგონა, თუ არა – რიშელიესი, სინამდვილეში უწვერული ჭაბუკი ყოფილა ცხოვრების პრესტუდენტურ ეტაპზე.

შევედი ამ გვერდზე თუთბერიძის „მარგალიტების“ მაგვარი ანტიპატრიარქული ნოუთების და გზავნილების მოლოდინში და სახტად დავრჩი, იქ რომ კოლექცია ვიხილე… ჩემთვის საყვარელი და პატივსაცემი ბევრი მწერილის და პუბლიცისტის ლამაზი ესეები და თბილი ჩანახატები… თან მომეწონა ეს სამოთხის ბაღი თავისი ჩიტების ჭიკჭიკით და თან გავბრაზდი, როცა მივხვდი, რომ ეს რამდენადაც შეიძლება ესთეტურ-ბუნებრივი მონატრება იყოს სიმყუდროვისა და სილამაზის, მშვიდობისა და ჰუმანიზმის, იმდენად – შირმა და ფასადური ოქრომკედი – ამ ჩვენი ავადმყოფი ხელისუფლებისაგან დაავადებული საზოგადოების ჭლექიან გულ-მკერდზე…

და რა უნდა ვქნა ამის საპასუხოდ – ჩემს ბლოგზე მაია ორჯონიკიძის, ნოდარ ლადარიას და გიგა ზედანიას პოლიტიკური კონტექსტის (”არსად ისე არ დემოკრატიაა, როგორც აქ,  – ჩემს სამშობლოში!”) მქონე სტატიები განვათავსო? აღვფრთოვანდე ეკა ხერხეულიძის და ხათუნა ოჩიაურის უფლებისდამცველობასა და ხელოვნებათდამცველობაზე? თუ სიხარულის კურცხლი მოვიდინო იმაზე, რომ ყოველგვარ „მაფიის ღამემდე“ დღისით მზისით ბოლო დეკადის 200%-იანი მაფიოზი ხათუნა გოგორიშვილი ბოლოსდაბოლოს ეღირსა მისი მაფიოზურ-გამყალბებლური ტალანტის დაფასებას, ოღონდ – ”პატიოსანი მოქალაქის” რანგში?!

ბუ-ჰე-ჰე! ბუ-ჰე-ჰე!

სად არის ის, ”ლონდონში რომ სწავლობდა”?

– რომელიი?!..

აა, ჰოოო, უკვე დაზუსტებაა საჭირო!

ისე, რა ამბავია, ეს ორი სახელი და ორი ლონდონში მოსწავლე ადამიანი? თან – ორივე ასე ცნობილი?

ძალიან მინდა, რომ მეც მქონდეს იმის ბედნიერება, კულტურასა და მეცნიერებაში ჩავეფლო, ის წიგნები წავიკითხო, რაც დიდი ხანია მინდა და დრო ვერ მოვნახე და ის ცოდნა შევივსო ისტორიასა და ბუნებისმეტყველებაში, რაც ყოველთვის მინდოდა შემევსო… ძალიან მინდა პოეზიის საღამოებსა და სპექტაკლებზე ვიარო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ამდენი დროს არ ვუთმობდე ამ ოხერ პოლიტიკურ გარჩევებს… ადამიანურად არაფერი გასაყოფი არ მაქვს ალიკა რონდელისგან და დავით დარჩიაშვილისგან – დასავლური ორიენტაციაც მაქვს და რუსეთის იმპერიულობაც კარგად მესმის. მაგრამ დღეს, როცა რონდელი და დარჩიაშვილი სააკაშვილ-მერაბიშვილ-უგულავას საქციელების გათეთრებით არიან ძირითადად დაკავებული, ჩემი მათი გვერდით დადგომაც რომ ამ გათეთრებებში თანამონაწილეობად და ამდენად – მიუღებლად მიმაჩნია?!

 

 

10. ზარდახშის გასაღებირატომ არის დავით კეზერაშვილი ბრწყინვალე თავდაცვის მინისტრი?

აგვისტოს ომის შემდეგ თუ კულტურის მინისტრის მოულოდნელ გამოცვლას არ ჩავთვლით, თავდაცვის მინისტრის ნაგვიანევი, მაგრამ მაინც წასვლა, იმის დასტურად ჩათვალა ბევრმა, რომ მთავრობამ ის თუ არ დაადგინა, ვისი ბრალი იყო ეს საშინელი კატასტროფა, იმას მაინც მიხვდა, რომ ვინმეზე ხელი უნდა შეეხოცათ…

ასეა კიი?

თუ იმის დასტურია, რომ აწი მარბელიას პლიაჟზე მონებივრე ისრაელის მოქალაქეს საქართველოს ომი და მშვიდობა ნაკლებად შეაწუხებს?

ამაშიც არ ვარ დარწმუნებული, რადგან ბატონი დავით კეზერი დღესაც რჩება თავდაცვის მინისტრად. თანაც ერთ-ერთ საუკეთესო მინისტრად.

ერთი პატარა დაზუსტებით, ოღონდ!

ბატონი კეზერაშვილი არასდროს ყოფილა საქართველოს თავდაცვის მინისტრი!

იგი უბრალოდ თავდაცვის (თავის დაცვის) მინისტრი იყო!

კიდევ იყო სააკაშვილის (თავ)დაცვის მინისტრი!

იყო ნაცმოძრაობის (თავ)დაცვის მინისტრი!

და რადგან ნაც(თავ)დაცვის მთავარი ელემენტი ფულია, ბატონი დავითი იყო ნაც.ხაზინადარი! ანუ „ლარჩიკზე“ – ზარდახშაზე – იჯდა და მისი მთავარი ინსტრუმენტი სწორედაც რომ „ჩოთქი“ იყო – სოლომონ ისაკიჩის მსგავსად. ხოლო თავდაცვის მინისტრის ატრიბუტიკა – იარაღი, ჯარი, სპეცნაზი და „კობრები“ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ეს ზარდახშა კარგად და ეფექტურად შეევსო…

იგი იყო გოჩა ძასოხოვის და კიბარ ხალვაშის ბიზნესის (თავ)დაცვის მინისტრი, სანამ ეს ხალხი მის ზარდახშას ავსებდა. ხოლო როგორც კი იგრძნო, რომ ნაკადი შესუსტდა, მაშინ მათზე თავდასხმის მინისტრად იქცა!

იგი იყო და არის კომპანიების „ჯეოსელის“ და „ნატახტარის“ მთავარი დამცველი, მაგრამ იქცევა მათ მთავარ დამაქცევრად, როგორც კი წველადობა დაიკლებს!.. ბატონი კეზერაშვილი იცავდა მიხეილ სააკაშვილს მინისტრ ოქრუაშვილისაგან და ეცდება დაიცვას მინისტრ მერაბიშვილისგანაც, რადგან იმ ზარდახშას ორი გასაღები აქვს – ერთი ბატონ კეზერას აქვს გარუჯულ კისერზე ჩამოკიდებული და მეორე – ბატონ პრეზიდენტს აქვს შენახული რომელიღაც ბანკის სეიფში…

აი, სწორედ ამ გადაჯაჭვულობის გამო არის ახალი ცენტურიონი, ახალი ლიბერტარიანელი და მსოფლიოს მოქალაქე – მარბელიის პლაჟების დიდად დამაფასებელი და საქართველოს სოფლების დასაცავად მუხლებზე დაჩოქილი მომხვეწარ-მომხვეჭელი დავით კეზერა ყველაზე საუკეთესო (თავ)დაცვის მინისტრი, რომელსაც კი მისი ფიურერი ინატრებდა…

და როგორი ჯენტლმენური გინება იცის!

მიმიქარავს ადმირალი სერ ფრენსის დრეიკი!

 

 

11. ნიჰილიზმის ჭაობი

ნაცმოძრაობა არის პუტინიზაცია ქართულად.

ნაცმოძრაობამ შექმნა საზოგადოების დაჩმორების უნივერსალური სქემა:

ა) ბიზნესის ნაცმონოპოლიზაცია – არავინ არ შოულობს ფულს, თუ იქედან (მინიმუმ) ნახევარს ნაცმოძრაობას არ უხდის. სამაგიეროდ, ნაცმოძრაობა მათ (გარკვეულ დრომდე) არსებობის საშუალებას აძლევს.

ბ) კარიერის ნაცმონოპოლიზაცია – ვერავინ ვერ აკეთებს კარიერას, თუ ნაცმოძრაობას არ აპიარებს! როგორც „იანეთის“ ერთმა კომენტატორმა – მიშამ (არა სააკაშვილმა და არა ნიუ-იორკელმა!) ჩამოაყალიბა ნაცმოძრაობის ცინიკური ფორმულა: თუ ხარ ავტორიტეტი, მეხოტბე უნდა იყო. თუ არ ხარ მეხოტბე, უმუშევარი უნდა იყო!“

გ) სამართლის ნაცმონოპოლიზაცია – ვერავინ ვერ იქნება სამართლიანობის იმედად, თუ ნაცმოძრაობის წევრი არაა. ნაცმოძრაობის წევრებს კი მანამ აქვთ სამართლის გარანტია, სანამ მათი ახლობლები ფავორში არიან. თორემ შეიძლება მინისტრი იყო და ლტოლვილად იქცე.

დ) სამხედრო-პოლიტიკური იერარქია:

ჯარისკაცები-ურნალისტები

სერჟანტები – ცივის მთის აღმსრულებლები

ლეიტენანტები – (ს)ექსპერტ – იდეოლოგები

პოლკოვნიკები – ქურუმები (ლიბერტარიანელები)

გენერლები (4): მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უგულავა. ყოველ მათგანს დიდმარშლობა ესიზმრება და იცის, რომ სიზმრის რეალიზაციის გზა დანარჩენების ნეიტრალიზაციაზე გადის.

დიდი მარშალი: ბეტანკური, რომელმაც კარგად დაიწყო და როგორაც დაამთავრებს, ხომ ვიცით… (მგონი, დოჩანაშვილისადმი ამდენი მედლები იმის ხვეწნაა, რომ ფინალი გადაწეროს ბეტანკურისადმი ჰეფიენდურად)

საბოლოო ჯამში, ეს იგივე ვერტიკალია, რაც პუტინმა დანერგა.

სააკაშვილმა გადმოიღო ეს ნერგი და ზედ უნდოდა დემოკრატია დაემყნო. საჩვენებლად, თორე რა თავში იხლიდა! ასეთმა „პიარ-მიჩურინობამ“ რა ვაშლიც მოგვცა, კი ვხედავთ.

ხალხი მიხვდა, რომ მას მხოლოდ ამ არჩევანს თავაზობენ:

– ან იყოს პუწინის მონა,

– ან – მიშას და მიშისტების!

მიშისტები თვალს გვიპაჭუნებენ – ჩვენი მონა იყავი, ჩვენ უფრო მოგივლით, ქართულად მაინც დაგელაპარაკებით და თან კაბინეტში  ილია ჭავჭავაძე გვაქ დაკიდებულიო!

ვაი, რომ მართლა დაკიდებული აქვთ, ილიაც, შოთაც და ექვთიმე თაყაიშვილიც. მიშა სააკაშვილს ბალთაზარ კოსას, დონ ვიტო კორლეონეს და ედუარდ შევარდნაძის სურათები რომ ეკიდოს კედელზე ბიძამისის – კგბ-ს გენერლის – ფოტოსთან ერთად, ეგ უფრო ალალი იქნებოდა.

მე თუ მკითხავთ, პუტინის და მიშას მონობას შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ და არ მგონია, რომ ქართველი ხალხი რომელიმეს იმსახურებდეს!

არ გვინდა დამპალი პუტინის მონობა და პუტინის მონები!

და არ გვინდა ქართულადმოლაპარაკე მიშას მონობა და მიშას მონები!

გვინდა ვიყოთ თავისუფლები, ვისწავლოთ თავისუფლება არა – მონობის სწავლებით, არამედ – დემოკრატიით და სამართლიანობით.

თუ ბატონი ბეტანკური ამის შანსს ნებით არ მოგვცემს, ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება. არ დავიწყებ  ახალი ფინალის ძიებას და გავიმეორებ იმას, რაც ჩემს წინა განვრცობილ ფიქრებში ვთქვი კიდეც:

საქართველოს მთავრობის მცდელობა მიმართულია მისი ავტოკრატიული მმართველობის უვადოდ გასაგრძელებლად და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ნიჰილიზმში გადაყვანას, ხოლო მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის დაბნევას საკუთარი დემოკრატიულობის შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის ამ მცდელობამ საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მოსახლეობის მიერ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისადმი ნიჰილიზმი, ხოლო პერსპექტივაშისაქართველოს, როგორც საზოგადოების, ერის და სახელმწიფოს სრულ კრახი მოსალოდნელი და უცილობელი მორალური, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო. ამის შედეგი კი მხოლოდ ორი შეიძლება იყოსდიქტატორული რეჟიმის აბსოლუტიზაცია, ანსისხლიანი რევოლუცია საყოველთაო ქაოსით და ქვეყნის საბოლოო დეზინტეგრაციით. სამწუხაროდ, ორივე შესაძლებელია მოხდეს და პირველი მეორეს არ გამორიცხავს.

ჩვენი ამოცანაა გავაცნობიეროთ, რომ ამ დამმონებელი და სულშიჩამფურთხებელი რეჟიმისადმი არც შეგუება შეიძლება და არც – სისხლიანი დაპირისპირება. უნდა მივხვდეთ, რომ მის მიერ არჩევნების გასაყალბებლად სათბურებში ხელოვნურად კულტივირებული ფსევდოოპოზიციური პარტიები, გუშინდელი შევარდნაძის მინისტრები, პოლიციის მაღალჩინოსნები და ინტერპოლით ძებნილები და მათი პოპულისტური დაპირებები – უფასოდ დაპირებულ წყალზე და განახევრებულ დენსა და გაზზე, – ისევე აორთქლდება არჩევნების მეორე დღესვე, როგორც „მილიონი სამუშაო ადგილი“, „100 ახალი საავადმყოფო“ და „საქართველო სიღარიბის გარეშე!“ აორთქლდა!

ჩვენი გზა გადის არჩევნებზე, ჩვენი ხმების დაცვაზე, ქვეყანაში სამართლიანობის და მოქალაქეთა ღირსების დაცვაზე, დასავლურ (არა-ფსევდო) დემოკრატიულ ღირებულებებზე და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანებს საკუთარი ტალანტის გამოვლენის თანასწორი პირობები ექნებათ, სადაც ჩვენივე თავი უნდა ჩვენ გვეყუდნეს, სადაც „ენა, მამული და სარწმუნოება“ არ იქნება დასახურდავებელი ვიღაც მწვანერეიტუზიანი სუბიექტების მიერ, სადაც ჩვენს შვილებს მრავალმილიარდიან საუკუნო ვალებს იმიტომ არ აჰკიდებენ, რომ ვიღაცას პარლამენტის გადატანები და ესტაკადები არჩევნების მოსაგებად სჭირდება, სადაც არავინ დაგვიხოცავს ქუჩაში შვილებს და ძმებს და ამის გასამართლებლად რომელიმე გამჭვირვალე შენობაზე და მოცეკვავე შადრევანზე არ მიგვითითებს.

მე მჯერა, რომ გავიმარჯვებთ!

იმიტომ არ გადარჩენილა საქართველო ათასწლეულები, რომ სააკაშვილის ვიგინდარების ხროვამ დაუსვას წერტილი, რომ მისმა ფულით ნაყიდმა მედროვე ინწლიგენწებმა არ დაგვიბრმავონ თვალები და არ გვაფიქრებინონ, რომ შადრევან I არის ჩვენი დროის აღმაშენებელი და რომ ჩვენი შვილების მომავლის გაყიდვაში აღებული ფული შეგვერგება!

ილიას გზით უნდა ვიაროთ!

ბარაბას, იუდას და ბერბიჭაშვილის გზის მეხოტბეებს ჩემი გულწრფელი სამძიმარი…

 

 

12. P.S. ეპილოგის ნაცვლად – ისევ ინწლიგენციის ინდულგენციასა და პასუხისმგებლობაზე…

 

უკვე 6 თვე გავიდა მას მერე, რაც ”იანეთში” – ია ანთაძის ბლოგზე –  ინტელიგენციის რაობაზე, როლზე და პასუხისმგებლობაზე დავიწყეთ დისკუსია.

არ ვიცი, იქნებ მეჩვენება, რომ დღეს უფრო მეტი მონაწილე უფრო  კატეგორიულია ინწლიგენციის სავალალო პროსამთავრობო პირფერობასა და მოთხვრილი სახის წმენდაზე, მაგრამ, მგონი, არა.

არცაა გასაკვირი, სახელისუფლო გუნდის ლაფში ამოსვრა ხომ სწრაფი ტემპებით მიდის „წინ“ – სრული ლაფიზაციისაკენ. ამის ფონზე ინწლიგენციის ”გამწმენდ” სერვისზე მოთხოვნილებაც და ანაზღაურებაც იზრდება. და იზრდება (იმ ხალხის მიერ, ვინც ამას არ მიიჩნევს დასაშვებად) – აღნიშნულით გაღიზიანებაც.

საზოგადოება სულ უფრო იხლიჩება, უფსკრული სულ უფრო დიდდება,

საერთაშორისო ვითარება სულ უფრო არასახარბიელო ხდება და… ჩვენი  მთავრობა სულ უფრო მეტად იხრება იმისკენ, რომ გახვრეტილ ნავში გადარჩენის ერთადერთი გზა – ხმამაღლა ყვირილია – „ვინ შემოგვიერთდება ბედნიერების ნავსაყუდელისკენ უსწრაფესად მიცურებაში? ადგილები შეზღუდულია! ჩვენ ბედნიერების ჩემპიონები ვართ! მსოფლიოში პირველად!.. მიშა მაგარია… გვიშვ…“

აი, ჩვენი კამათის ნაწყვეტები ბლოგზე გიორგი მარგველაშვილის სტუმრობისას (19-20.04.2010).

მადლობა დისკუსიის ყველა მონაწილეს და მადლობა ია ანთაძეს, რომ ფიქრის და მსჯელობის ასეთი სერიოზული ასპარეზი და ატმოსფერო შექმნა „იანეთში“ (www.tavisupleba.org) .

——————————————-

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი

19.04.2010 23:46

ია,

ძალიან გთხოვთ, “ზეობის” მარგველაშვილისეული ინტერპრეტაცია მომაწოდოთ (მას ჰკითხოთ) და განმიმარტოთ (თქვენაც და მან – პირველ რიგში), ის ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე, მათ შორის რამიშვილი და იაკობაშვილი, არ წარმოადგენენ დღევანდელი ხელისუფლების მიერ საზოგადოების ზემოთ დაყენებულ პრივილიგირებულ კასტას? ისინი არ ზეობენ მიშას რეჟიმის პირობებში? თუ ჭაბუა ამირეჯიბის უტყვ რეკლამას რომ ვნახულობ დღეში რამდენჯერმე, ამიტომ სწორედ ბატონი ჭაბუა ან ბატონი მიხეილ ნანეიშვილი წარმოადგენენ „ზეობის“ ნიმუშს? რა თქმა უნდა, მე ჩემს კითხვაში დასახელებული ხუთეულის მიმართ ტერმინ “ინტელექტუალს” საკმაოდ ირონიულად ვხმარობ, ამაში მგონი ეჭვი არ შეჰპარვია ბატონ გიორგის და იმის თქმას არ აპირებს, რომ ბრძენი, თუნდაც დილეგში გამოკეტილი, მაინც ზეობს უზურპატორზე…

როდესაც რონდელის, დარჩიაშვილის, იაკობაშვილის, ნოდიას და რამიშვილის გვარებს ვთვლიდი და მათ ზეობაზე ვლაპარაკობდი, იმას ვგულისხმობდი, რომ დღეს მათია ხელისუფლება, მათია გრანტები, მათია პრესა და მედია (სამთავრობო), მათია სამთავრობო მივლინებები, ხელფასები და პრემიები [ძალიან მაინტერესებს, იაკობაშვილსაც სხვა მინისტრებივით და გუბერნატორებივით ერთი იმდენი პრემიაც აქვს მიღებული, რამდენიც ხელფასი?], მათია იმის განსაზღვრა, რა არის სიმართლე და რა – არა, ვინ დაიცვან (წამალაშვილი და კობერიძე) და ვინ – არა (გირგვლიანი, კომახიძე), როდის დაიწყონ ომი, რა გამოაცხადონ მოგებად, რა ჩათვალონ პატრიოტიზმად და რა – არა.

ჩვენ ყველა – როგორც საზოგადოების წევრები – ამაში ძალიან ძვირ ფასს ვიხდით! ისინი კი – არა! რადგან ხელისუფლება ხელშეუხებელთა კასტად თვლის..

და ახლა რა გამოდის, რომ მათ კასტურობას გიორგი მარგველაშვილის მეგობრობაც ამყარებს?

მე არ ვაპირებ ამ ადამიანებთან ენის მოჩლექით ლაპარაკს და თუმცა, ადამიანურად მესმის, რომ ბატონი გიორგი რადიოში რთული არჩევნის წინაშე დავაყენე (თავად ბრძანა – რადიოეთერის ფორმატისთვის არააო ეს შეკითხვა), მაგრამ, მისდამი პატივისცემის გათვალისწინებით, ძალიან მინდა ვთხოვო, მის მიერ შერჩეული მეგობრების უპირობო ინტელექტუალობაში თუ არ ეპარება ეჭვი, ჩვენ მაინც ნუ მოგვთხოვს, რომ მათი ზეობით (ჩემი ინტერპრეტაციით) მოხიბლული ვიყო.

რაც შეეხება იმას, რომ მე მათ „ხალხის მტერი“ არ უნდა ვუძახო, – არც დამიძახებია. მაგრამ მომკალი და „ხალხის მეგობრებად და ქომაგებად“ ისევე ვერ მივიჩნევ, როგორც ნებისმიერი რეჟიმის მეხოტბე ყრუ და ბრმა ინტელიგენციას. საკუთარი ჯიბის მეგობრობა, ზემოდან ქედმაღლური ლაპარაკი და ხალხის დაბრმავება, როცა დარჩიაშვილი ნებისმიერ უხერხულ კითხვაზე იძახის, – ეგ არ ვიცი, არ გამიგია, უნდა გადავამოწმოო – და არაფერი არ გადაუმოწმებია ამ 6 წლის განმავლობაში, – ნამდვილად არ მიმაჩნია „ხალხის ქომაგობად“.

ფსიქოლოგებისგან გამიგია, ბავშვს არასოდეს უთხრათ, რომ ცუდია, უთხარით, რა კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ვერ მოიქეცი კარგად, ეს არ იყო კარგი ბიჭის შესაფერი საქციელიო!

ჩავთვალოთ, რომ ბატონი გიორგის მეგობრები ბავშვებია – ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი – და ენა მოვუჩლიქოთ?

ასეთია ჩემი კომენტარი!

ავტორი: ირმა

20.04.2010 00:34

ქალბატონმა ნაირამ ბრძანა, რომ ინტელქტუალები უფრო მეტი დამნაშავეები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი კონკრეტული დამნაშავეები.

მე არ მგონია, რომ ეს რეჟიმი დარჩიაშვილის ან ლადარიას ინტელექტზე დგას. და ხელისუფლება იმიტომ არის იქ სადაც არის და ისეთი როგორიც არის, რომ რონდელი უჭერს მხარს. ამის მიზეზი ინტელქტუალური მხარდაჭერა კი არ არის, არამედ არის ძალადობა და პოლიციური რეჟიმი, ხალხის დაშინება და ა.შ. ასე რომ ძალადობა უფრო ბევრია და არა ინტელექტუალების მიერ შემოთავაზებული იდეოლოგია.

ასე რომ, არანკალები (დაუფასებელი, უფულო, მაგრამ მაინც ინტელექტუალები) ინტელექტუალები ეწინააღმდეგებიან ხელისუფლებას მაგრამ ერთ გადაწყვეტილებას ვერ აცვლევინებენ.

არც ეგ მგონია რომ იგივე დარჩიაშვილი კაცის მკვლელზე უარესია.

პ.ს არანაირად არ ვამართლებ მათ ხშირად აბსურდამდე მისულ სახელმწიფოს აღმავლობისა და ხელისუფლების ქებადიდებას.


In Response

ავტორი: ია ანთაძე

20.04.2010 00:35

ირმა, ეს სახელმწიფო ორ რამეზე დგას – ძალადობაზე და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე. ისევე, როგორც “იმედი” არის დაფუძნებული კრეატივზე და “რეალ ტვ” – შიშველ ძალაზე. ერთგან მოდელირებული ქრონიკა გაკეთდა, მეორეგან ვახო კომახიძეზე სიუჟეტი. ერთი მედლის ორი მხარეა. ზუსტად ასეა. დარჩიაშვილი იმ მედლის მეორე მხარეა, რომელსაც პირველ მხარეს დათა ახალაია ახატია.

ავტორი: გია მარ საიდან გვწერთ: გორი

20.04.2010 01:29

რონდელი, დარჩიაშვილი, ლადარია ეგებ ალტერნატივას ვერ ხედავენ ამ ხელისუფლების? განსაკუთრებით რონდელი, ყოველთვის საინტერესო დასკვნები აქვს და აწონ დაწონილი.. ცუდსა და უარეს შორის არჩევანია და რა გასაკვირვია თუ გაჩეცილაძეს და მის ძმას არ ემხრობა ადამიანი? სააკაშვილი ცუდი, მგრამ პოლიტიკოსია, ეგ გრეჩიხები პოლიტიკის მიღმა არიან და ერთხელ უკვე ვნახეთ, არა, პოლიტიკოსი ჯაბა ხელისუფლებაში.. კარგი არ იყო მგონი.. ეს ალასანია როგორც იქნა გამოჩნდა და ეგეც ისე ხშირად მიმიკრირდება, ნდობა გეკარგება მაგისიც.. ასე რომ ამხანაგებო ჯობს ინტელექტუალებზე იდგეს ხელისუფლება, ვიდრე ნეანდერტალელებზე…

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: ნასწავლ გაუნათლებელთა პოლკი

20.04.2010 01:26

ქალბატონმა ნაირამ ძალიან სწორად ბრძანა: დარჩიაშვილს და მის სულიერ ძმებს “განათლებულს” ვერ ვუწოდებ, ”ერუდირებული კი არიანო. ვეთანხმები – კაცს რომ რაღაც უსწავლია, რაღაც დაუზეპირებია და შუეძლია ტერმინებით მეტნაკლები უადგილურობით ჟონგლირება ასეთს ჯობია „ნასწავლი“ დავუძახოთ, ალბათ, და არა – „განათლებული“.

მახსენდება მაგალითი ისტორიიდან: ალფრედ როზენბერგი, გერმანული ნაციზმის ერთი გამოჩენილი ინტელექტუალ-იდეოლოგი, ფრიად ნასწავლი კაცი ბრძანდებოდა, მაგრამ დიდი არამზადა და გარეწარი ვინმე იყო. საკითხავია როზენბერგის დარ ერუდირებულ გარეწარს შეიძლება “განათლებული” ვუწოდოთ? ალბათ არა, სხვათა შორის ნიურნბერგში ეს “ნასწავლი არამზადა” გაასამართლეს. ბევრი სამხედრო რომელიც მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდა დაინდო ტრიბუნალმა, მართებულადაც, მაგრამ ეს “ინტელექტუალი ნაცისტი” ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ ჩათვალეს და სიკვდილით დასაჯეს 1946-ში.

ავტორი: xatuna საიდან გვწერთ: tb

20.04.2010 02:04

კაპიტანო, ალბათ მეშლება, და თქვენი სიტყვები, რომ “კარგია მაძღარი ცხოვრება ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე” გია ნოდიას ან დათო დარჩიაშვილს არ ეკუთვნის, არა?
“მაძღარი ცხოვრება” ცოტა გაუგებარია ჩემთვის, მაგრამ სასიამოვნო რომ არ არის ვხვდები.

შვეიკის შედარებას რომ ვკითხულობდი, ტანში გამცრა, რაღაც მოულოდნელმა შიშმა შემიპყრო.
ასე წერენ ადამიანები, რომლებსაც პირადი უსიამოვნება აქვთ ვინმესთან…

ე. ი. ეს დათო, დარჩიაშვილი, არის, არ ვიცი, რა დონის გაიძვერა და თქვენ რომ სტუმრად მოყვანა გნებავთ, მაღრაძე (შევარდნაძის ყოფილი მინისტრი და მოქ.კავშირის დეპუტატი, თუმცა, ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, პოლიტიკაში საერთოდ, ხელმოცარული პოეტები მიდიან, აბა, სადღაც ხომ უნდა წავიდნენ?) ვერშემდგარი და უნიჭო პოეტი, – საქართველოს ბუმბერაზი პატრიოტია?
ვაიმე, ხალხნო, რა დაგემართათ?
რა მაძღარ ცხოვრებას ეწევა გია ნოდია, ნაირა გელაშვილის ახლობელი და think-tank-ს ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო სახსრებით არ ფინანსდება? ააა. იმიტომაც ფინანსდება უცხოეთიდან, რომ საბოლოოდ ჩამარხოს ჩვენი ქვეყანა, არა? კი მაგრამ, ამ ქვეყნის დამაქცევართან როგორ მეგობრობს ის ქალი?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: თბილისი

20.04.2010 02:24

ვფიქრობ საინტერესო რადიოინტერვიუ იყო.  ბატონმა გიორგიმ საკმაოდ კარგად გამოიყენა მისთვის განკუთვნილი დრო და საინტერესო პასუხებიც გასცა.  თუმცა ხელისუფლების მომხრე ინტელექტუალებთან დაკავშირებით ვერ დავეთანხმები.  ჩემი მეგობარი რომ იყოს რომელიმე მათგანი მაინც ვიტყოდი იმას,რასაც ვფიქრობ,რადგან ეს ადამიანები აშკარად ხელისუფლების ფანატიკოსი მხარდამჭერები არიან.  ინტელექტუალისთვის კი ფანატიზმი დამღუპველია! მე პირადად ვფიქრობ ნამდვილი ინტელექტუალი ვერ უნდა ეგუებოდეს პარტიულ დოგმებს და ყველა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი. ,,ვარდების ხელისუფლების” მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე ბატონ ინტელექტუალებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ყველას, ვინც ცდილობს გაამართლოს ადამიანის მკვლელობა, ტელევიზიების დარბევა, ტერორი და ა. შ. სახელისუფლებო ინტელექტუალებს პოლიტიკოსებზე უფრო კარგად გამოსდით დემაგოგიური მონოლოგები. ამიტომ ისინი ჩემთვის ორმაგად უფრო მიუღებლები არიან, ვიდრე პოლიტიკოსები. დემაგოგი ინტელექტუალის ატანა შეუძლებელია და ერთი სული გაქვს, როდის დაამთავრებს ,,ბრძნული აზრების”ფრქვევას. თვითონაც იცის, რომ ცრუობს, მაგრამ მაინც ურცხვად იტყუება. ,,ნაციონალურ არხებზე” მათ ხშირად იწვევენ ხელისუფლების საქმეების ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის და გასამართლებლად. თუმცა მეტად ხელოვნურები არიან და ადამიანებში ზიზღს იწვევენ. ასე რომ, მე პირადად მათ ადგილზე რომ ვიყო, ხშირად აღარ გამოვჩნდებოდი საჯაროდ და კიდევ უფრო არ შევაძულებდი თავს ადამიანებს.
თორემ ,,ვარდების ხელისუფლების”დასარული მათი მოღვაწეობის დასარულიც იქნება და ვერაფრით ვერ გაიმართლებენ თავს. ისინი ხშირად ზიზღით საუბრობენ ყოველგვარ ,,საბჭოურზე”. თუმცა ნეტავ რით განსხვავდებიან სტალინის ,,ინტელიგენციისგან”? არაფრით! უბრალოდ ესენი ,,ლიბერალიზმის” ნიღბებს ატარებენ!

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia

20.04.2010 05:21

… რაც შეეხება ინტელექტუალებს და ძალოვნებს, ორივეზე დგას დღევანდელი ხელისუფლება და ის, რომ ოპოზიცია ძვრას ვერ უშვება მას, მისი საბედისწერო შეცდომების მიუხედავად. არამარტო ოპოზიციის სისუსტის, არამედ ინტელექტ- და ძალა მოხვეჭილი ხელისუფალთა გამოცაა. ეს ასეც უნდა იყოს, ყველანაირად ძლიერმა გაერთიანებამ უნდა მართოს ქვეყანა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ფსევდო-ინტელექტუალებთან და ძალით და უსამართლოდ ძალა მოხვეჭილ ხალხთან გვაქვს საქმე. ფსევდო-ინტელექტუალებს იმიტომ არ ვუწოდებ, რომ განათლებას ვუწუნებ. არა, განათლების ბოროტად გამოყენებაში და უზნეობაში ვდებ მათ ბრალს.
რომელი უფრო ძლიერი ბოძია ხელისუფლებისთვის? რა თქმა უნდა ძალა! საბედნიეროდ, მათი ინტელექტუალები არ არიან იმ იდეოლოგიის და ზნის მატარებელნი, რომელიც ხალხს მოსწონს და მისდევს (არ ვამბობ, რომ ხალხს მართებული მოსწონს და მისდევს. უბრალოდ – საბედნიეროდ, თანაკვეთა არაა). ძალა ინარჩუნებს ხელისუფლების სავარძლებს. ეს ხელისუფლება, პარლამენტის უმრავლესობიანად არჩევნებით მოვიდა (2008 წელს). არჩევნები ჩატარდა მასობრივი გაყალბებებით – დაშინება, გარიგება, შანტაჟი. ამ სამივეს ახორციელებდა ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ასე კარგად მოირგო მიხეილმა.
ყველაზე ცუდი შედეგი ამ ყველაფრისა, არის უსამართლობა, ძალიან საზიზღარი ფორმით გაჩენილი. სოლომონის კომენტარიდან მოვიყვან ამონარიდს:
როდესაც რონდელის, დარჩიაშვილის, იაკობაშვილის, ნოდიას და რამიშვილის გვარებს ვთლიდი და მათ ზეობაზე ვლაპარაკობდი, იმას ვგულისხმობდი, რომ დღეს მათია ხელისუფლება, მათია გრანტები, მათია პრესა და მედია (სამთავრობო), მათია სამთავრობო მივლინებები, ხელფასები და პრემიები (ძალიან მაინტერესებს, იაკობაშვილსაც სხვა მინისტრებივით და გუბერნატორებივით ერთი იმდენი პრემიაც აქვს მიღებული, რამდენიც ხელფასი), მათია იმის განსაზღვრა, რა არის სიმართლე და რაარა, ვინ დაიცვან (წამალაშვილი და კობერიძე) და ვინარა (გირგვლიანი, კომახიძე), როდის დაიწყონ ომი, რა გამოაცხადონ მოგებად, რა ჩათვალონ პატრიოტიზმად და რაარა

.
ჩვენ ყველაამაშიროგორც საზოგადოების წევრებიძალიან ძვირ ფასს ვიხდით! ისინი კიარა! რადგან ხელისუფლება ხელშეუხებელთა კასტად თვლის... 
 


ეს არის ის რელობა, რომლის გამოც, ადამიანს, შეიძლება გული გაუსკდეს.

ავტორი: შვეიკი საიდან გვწერთ: კონფორმისტთა ქვეყნიდან

20.04.2010 10:45

ძვირფასო ქალბატონო ხათუნა, დიდი კეთილგანწყობით თქვენს მიმართ, მინდა გითხრათ: ვწუხვარ, რომ “მაგალითი ისტორიიდან” აღიქვით ‘შედარებად’. არ ვადარებ, ვერ შევადარებ, რადგან ბატონი დარჩიაშვილი ალფრედ როზენბერგის კალიბრის ფიგურა ნამდვილად არ არის.

როზენბერგი მართლაც დიდი მასშტაბის ინტელექტუალი და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგიური ბურჯი იყო, მისი ნეგატიური წვლილი ნაციზმის ეპოქაში განუზომლად დიდია და სამართლიანადაც დაისაჯა. მასზე არ მომერიდება ვთქვა “გაიძვერა” და “არამზადა”,  მეტსაც იმსახურებს, უბრალოდ ჩემი სტილი არაა უწმაწური ეპითეტების ფრქვევა. განათლებული ადამიანიც შეიძლება იყოს ავკაცი. ამის მაგალითები ბევრია და როზენბერგი ერთ-ერთი ასეთია.

რაც შეეხება დარჩიაშვილს. მასზე ის ვთქვი მხოლოდ რომ ნაირა გელაშვილს ვეთანხმები – ეს უფრო ერუდირებული კაცია ვიდრე განთლებული მეთქი, ნასწავლია აშკარად, ტერმინებით კარგად ჟონგლიორობს, მაგრამ ეს ალბათ არ ნიშნავს განათლებულობას. ამ რეჟიმის “ბურჯი” ნამდვილად არ არის! რატომღაც მგონია, რომ თუ შეიცვლება პოლიტიკური ამინდი, ეგ ბატონი ადვილად შეეწყობა ახალ ლიდერებსაც. ასე რომ მას არაფერი ცუდი არ ემუქრება ნამდვილად.

ერთ გზავნილში თუ დავწერე ამ ორ ადამიანზე, ეს არ ნიშნავს რომ მათ ვადარებ ერთმანეთს. ვერც განათლებულობის დონით შეედრებიან ერთმანეთს, ვგონებ, და ვერც მოტანილი ზიანით. მიაქციეთ ყურადღება, რომ ვამბობდი “მაგალითი” და არა “შედარება”.

რაც შეეხება “ვერშემდგარ” და “უნიჭო” მაღრაძეს, აბა რა გითხრათ? ჩემ თავს არ მივცემ უფლებას შევაფასო მისი ნიჭიერება, არ მგონია ეს სწორი ტონი. თუ თვლით რომ უნიჭოა, დააყენეთ საკითხი რომ გამოცვალონ ჰიმნის ტექსტი, განა ცოტა გვყავდა მაღალნიჭიერი პოეტები საქართველოში? შევარდნაძის მინისტრობას და მოქკავშირის დეპუტატობას უხსენებთ – განა დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ძირითადად სწორედ მოქკავშირის დეპუტატებით არაა დაკომპლექტებული? ბატონი “პრეზიდენტი” კი, თუ გახსოვთ, მინისტრიც გახლდათ და იმ ავადსახსენებელი მოქკავშირის დეპუტატთა უმრავლესობის ლიდერიც ბრძანდებოდა.

ავტორი: misha

20.04.2010 12:46

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.04.2010 01:27
ირმა

,
აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ხელისუფლების მთავარი ძალა თავად ძალადობაა, თორემ ის რომ FB როგორ იცავს ესა თუ ის ინტელექტუალი მთავრობის გადაწყვეტილებებს დიდად არ ცვლის მდგომარეობას :)”

ცვლის ლაჩო, როგორ არ ცვლის. თუ ისე მივუდგებით საკითხს, რომ მხოლოდ ინტელექტუალურ განსხვავებებზე ვისაუბრებთ, დავეთანხმბი, რომ ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს, მაგრამ როდესაც ინტელექტუალი,  მითუმეტეს სახელმწიფო სამსახურში, რომელიც იღებს ვალდებულებას, ესაუბროს საზოგადოებას ამათუიმ ტრიბუნიდან, მალავს, თავს არიდებს დანაშაულებებს, რომელსაც ჩადის სახელმწიფო, გუნდი, რომელშიც იგი მოისაზრება, გამოდის – მისი მფარველია და ყველაფერზე წამსვლელი. მითუმეტეს, როდესაც 24 საათი თავისივე ტელევიზიებით ატყუებენ ხალხს.
საქართველოში საზოგადოება იყოფა ინფორმირებულ საზოგადოებად (თბილისი) და არაინფორმირებულ საზოგადეობად (რეგიონების უმეტესი ნაწილი). აქ კი გავლენა დიდია ასეთი ინტელექტუალებისა, მათი აზრების შეხედულებების ერთადერთ ინფორმაციად მიწოდება, როდესაც ალტერნატივა არ არსებობს, არ შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურობის ზეობად. აქ კი ვეთანხმები სოლომონს, რადგან ისინი იყენებენ ხელისუფლების ბერკეტებს, რომ თავისი აზრები მოახვიონ საზოგადოებას და ხელისუფლების (დამნაშავის) სასარგებლოდ შეცვალონ მისი აზრი.
გიორგის მინდა ვკითხო: მისი მეგობრები მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა, იმაზე, რასაც ხელისუფლება სჩადის? მე არ ვამბობ ინტელექტუალურ განსხვავებებზე, არამედ კონკრეტულ დანაშაულობებზე, რომელსაც ასე გამალებით ჩქმალავენ და მალავენ. როდესაც მოვა დრო და საზოგადოება შესძლებს მიიღოს მართალი ინფორმაცია, აიღებენ პასუხისმგებლობას? თუ იტყვიან ზოგიერთებისავით, არა ბატონო, – მე ასეთ რამეზე ინფორმაცია არ მქონდაო? იმ ქალაქების გერმანელი მოქალაქეებივით, სადაც საკონცენტრაციო ბანაკები იყო გვერდით! თუ ვერ სწვდება მათი ინტელექტი საერთო სურათს საქართველოში ყოფისა?
ინტელექტუალები მაშინ იქნებიან, როდესაც მათი შეხედულების გვერდით მოითხოვენ სხვისი შეხედულებებიც გადიოდეს იმ რეგიონებში, სადაც მხოლოდ მათი ტელევიზიები მაუწყებლობენ. და არ იქნებიან ერთადერთი ინტელექტუალები თუ ექსპერტები ამათუიმ საკითხის განმარტებისას.
 

ავტორი: misha

20.04.2010 13:04

ავტორი: misha
20.04.2010 12:46
ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.04.2010 01:27
აქედან გამოდინარე (რაც ქვემოთ დავწერე) ხელისუფლება იმ საზოგადოებაში ჩაიდენს დანაშაულს და ძალადობას, რადგან ყავს ინტელექტუალები, რომლებიც დაამახინჯებენ სიმართლეს, გვერდს აუვლიან, დამალავენ. ამით კი ხელისუფლებას ეძლევა საშუალება მიიღოს ის გადაწყვეტილებ,ა რომელსაც იღებს და რეაქციაც არ იქნება ამაზე. აბა საუბრობდნენ ეს ინტელექტუალები იმას, რაც რეალურია? მიიღებს კი ხელისუფლება ძალადობისკენ მიმართულ გადაწყვეტილებებს?

ავტორი: misha

20.04.2010 13:18

ავიღოთ დარჩიაშვილი.
რამდენიმე დღის წინ განაცხადა მერაბიშვილი ყველაზე კარგი შინაგან საქმეთა მინისტრია, რაც საქართველოს ყოლიაო.

ახლა წარმოვიდგინოთ საჩხერის რაიონი, სოფელი მთაში და ტელევიზორთან მჯდარი ადამიანი, რომელიც ამ ინტელექტუალის მეტს ვერავის უსმენს. ნახავს სიუჟეტს თუ როგორ ებრძვის მერაბიშვილი კორუფციას, ნახავს კლიპს როგორია ჩვენი პოლიცია. დასასრულს მოუსმენს დარჩიაშვილს, რომ მერაბიშვილი ყველაზე კარგი მინისტრია, მაგრამ გამოტოვებს ან სულაც არ იტყვის რობაქიძეზე, გირგვლიანზე, დახვრეტილ ხალხზე (აგერ კიდევ ერთი ფაქტი – მოკლული მოხუცი), ნაცემ ადამიანებზე, წართმეულ ბიზნესებზე, ან სულაც იტყვის, ვისაც წაართვეს, ყაჩაღი იყო, რუსეთის აგენტი და იმიტომ წაართვესო. დასაბუთების გარეშე.
ახლა დავსვათ კითხვა – ეს ინტელექტუალია თუ დამნაშავე?

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid

20.04.2010 15:21

მიშა,

გასაგებია თქვენი პოზიცია. მე ამ პროცესებს ერთმანეთთან მიმართებაში ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მთავრობის ძალადობის აქტები ბევრად უფრო მეტი “ეფექტის” მომხდენია, ვიდრე მთავრობის გადაწყვეტილებების ინტელექტუალური მხარდაჭერა. თქვენს მიერ დასახელებული პერსონა კი ჩემი აზრით ერთ-ერთია მცირეთაგან, რომელიც დისკუსიაში შედის ყველასთან, ყველა არხზე. მეც მიმაჩნია, რომ საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე “ძლიერი” შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს, თქვენ არ ფიქრობთ ასე? ვისთვის ძლიერი კარგთან ასოცირდება, ვისთვის სხვა რამესთან. ის რომ დარჩიაშვილის განცხადებასთან მიმართებაში საზოგადოებას არ ახსენდება რობაქიძე, გირგვლიანი და ასე შემდეგ, ეს საზოგადოების ბრალია და არანაირ კავშირში არ არის ინტელექტუალურ მხარდაჭერასთან. მახსოვს გირგვლიანთან დაკავშირებით 50 კაცი ძლივს იკრიბებოდა აქციებზე თავიდან…

და ბოლოს, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენ პასიურად ვაკვირდებით პოზიცია-ოპოზიციის “პოლემიკას”, ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ხალხის (თუნდაც მიკერძოებული ადამიანების) არსებობა ხელისუფლებაში სასარგებლოა. დღეს ოპოზიცია ისეთივე წარუმატებელი და ჭკუამოკლეა, როგორც პოზიცია. მათი განცხადებები ხშირად სცილდება გონიერების საზღვრებს, ჭკვიანი ხალხის არსებობა ორივე მხარეს კი ერთგვარი თავდაცვაა.

ავტორი: misha

20.04.2010 16:02

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.04.2010 15:21

მაპატიეთ, ზოგ რამეში ვერ დაგეთანხმებით.

ძალადობის აქტები გეთანხმებით უფრო მეტი “ეფექტის” მომხდენია, მაგრამ ჩემი აზრით ეს “ეფექტი” მოკლევადიანია. ხოლო ინტელექტუალური მხარდაჭერა – უფრო გრძელვადიანი. მათი გავლენის ობიექტებიც, ძალადობაზე ემოცია, ხოლო ინტელექტუალურ მხარდაჭერისას აზროვნება, მსოფლმხედველობა. აქედან გამომდინარე, რა უფრო საზიანოა საზოგადოებისთვის, არაა ძნელი გასარკვევი.
ის პერსონა, მე რომ ვახსენე კი დისკუსიაში შესული არსად მინახავს, რადგან მე დისკუსიას არ ვარქმევ იმას, როდესაც ასეთი პასუხებია: “მაგაზე არ მაქვს ინფომაცია, უნდა გავერკვე”, “ეგ ჩემს კომპეტენციაში არ შედის, არ მაქვს პასუხი”, “თუ მერაბიშვილმა დააშავა, არსებობს კომპეტენტური ორგანო (მერაბიშვილის) და იქ უნდა გამოიძიონ ეგ საქმე” და ასე შემდეგ.

სხვათაშორის მარტო ამ პერსონამ არ იცის ასეთი დისკუსია. კიდევ დაუსრულებელი დემაგოგია არაა დისკუსია ჩემი აზრით. რადგან ხშირად კანონი, კონსტიტუცია არაა განმსაზღვრელი რეალური ცხოვრებისა. დისკუსიის დროს აპელაცია იმაზე, რაც ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის მხოლოდ ქაღალდია, არაა რეალური დისკუსია.
გირგვლიანთან დაკავშირებით კი ის შემიძლია გითხრათ, რომ საზოგადოება ხელისუფლების მეცადინეობით გააშტერეს. ჯერ ხმები გაავრცელეს, რომ ის ცუდი ადამიანი იყო და ქართული წესები კი მოითხოვდა(!) ამ ადამიანის დასჯას გინებისთვის. კანონი? არაა საჭირო კანონი. ხელისუფლებამ გამოიყენა ისევ შირმად კანონი მხოლოდ მოკლულის წინააღმდეგ, ხოლო სრული უგულვებელყოფა იყო დამნაშავის მიმართ კანონის მოთხოვნისა. ხალხისთვის კი ძნელია გაიგოს ინტელექტუალების მიერ მიწოდებული აბურდული ინფორმაცია.
ასოცირებასთან დაკავშირებით სრულიად გეთანხმებით, მაგრამ აქ გამოტოვილია საზოგადოების ადგილი და როლი. სახელმწიფოს ინტერესები, დემოკრატია, გამჭვირვალობა, სამართლიანობა. დამოკიდებულებაც ასეთია ამ გამონათქვამის: “მომინდომა რა ახლა ამან დემოკრატია და სამართლიანობა”.

პრობლემაც ამაშია!

ამ ინტელექტუალებმა საპირწონე გახადეს, და ხალხი დავობს სრული სერიოზულობით, რომელი უფრო მთავარია სახელმწიფოსთვის, ის, რომ ქუჩაში აღარ იპარავენ მანქანებს თუ დემოკრატია? ის, რომ აღარ არიან ქურდები და მამაძაღლები,  თუ – სამართლიანობა? ეს კი ტრაგედიაა საზოგადოებისთვის, რომელსაც პრეტენზიაა აქვს ევროპელობაზე.
ბოლოს, ჭკვიანი ხალხის ყოფნა კარგია ყველგან, მაგრამ რას ემსახურება ეს ჭკუა – ეს მიმაჩნია მთავარ პრობლემად! თავდაცვაც კი კარგია, მაგრამ ვისგან და რისგან იცავ თავს, ამას უნდა ჰქონდეს განმარტება.

ავტორი: გენერალ-სინუსი საიდან გვწერთ: ხრეშის კარიერიდან

20.04.2010 16:15

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid
20.04.2010 15:21-ზე

{თქვენს მიერ დასახელებული პერსონა კი ჩემი აზრით ერთ-ერთია მცირეთაგან, რომელიც დისკუსიაში შედის ყველასთან, ყველა არხზე.} 
———————————–
გააჩნია, ვისი პოზიციიდან შევაფასებთ. თუ საზოგადოების დაცულობის ინტერესიდან – მაშინ გეთანხმებით. საზოგადოება რაც უფრო მეტ არგუმენტს (თუნდაც ყველაზე აბსურდულს) მოისმენს, მით უფრო მეტ საპირისპირო არგუმენტზე იფიქრებს და, შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი ამაღლდება (ანუ „чем хуже, тем лучше“-ს პრინციპი მოქმედებს ამ დროს).
მაგრამ თუ თავად დარჩიაშვილების მოქმედებებს შევაფასებთ, მაშინ სამწუხარო დასკვნამდე მივალთ (ალბათ) – მათი მოქმედებები, სულ მცირე, უპატიოსნოა. როცა იმის შესახებ, რაც გაწყობს, ხმამაღლა გაჰყვირი, ხოლო ისეთივე ფაქტზე, რომელიც არ გაწყობს, ამბობ – არ გამიგია, არ დავინტერესებულვარ, გამოძიება, ალბათ, ყველაფერს დაადგენსო!…

ჩემი აზრით, პატიოსნების დეფიციტი აშკარაა.

მაგალითად – „приветствую, маэстро!“ თურმე „ქვეყნის ღალატია“, ხოლო $50000-ის მტრისთვის შეთავაზება – ხუმრობა!

მე არ ვაფასებ, თითოეული ეს შემთხვევა ღალატია თუ ხუმრობა. სტანდარტების ორგვარობაზე ვსაუბრობ.

საერთოდ კი ბოროტების შეგნებულად ჩადენა იმდენად დიდი სისულელე მგონია, რომ ამ ხალხს „ჭკვიანს“ ვერ დავარქმევ🙂

ავტორი: Lacho საიდან გვწერთ: Madrid

20.04.2010 17:44

მიშა,

კარგია რომ არ მეთანხმები🙂 მცირე რემარკა:
“მაგაზე არ მაქვს ინფორმაცია, უნდა გავერკვე”, “ეგ ჩემს კომპეტენციაში არ შედის, არ მაქვს პასუხი” – ეს პასუხები ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე, მაგალითად, გაჩეჩილაძის პასუხი ერთ-ერთ შეკითხვაზე, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი სააკაშვილის ბრალია. აღიარება, რომ ინფორმაცია არ გაქვს და კომპეტენციების გამიჯვნა მარტივი საქმე უნდა იყოს და ნორმალურ მოვლენად მეჩვენება, მაგრამ ქვეყანაში სადაც მასწავლებელმა ან ლექტორმა ყველაფერი იცის, ეგ მემგონი ისევ პრობლემური საკითხია. როგორც ჩანს, ჩემგან განსხვავებით, ბევრად “აღმატებული” წარმოდგენა გაქვთ ხელისუფლების მხარდამჭერ ინტელექტუალებზე. მათ შორის ვერ ვხედავ ადამიანებს რომელთაც ძალუძთ მსოფლმხედველობის, აზროვნების განპირობება, უფრო მეტიც, ეს ინტელექტუალები არ არიან პოპულარულები. (სიმართლე გითხრათ ვერც ოპოზიციის მხარდამჭერ ინტელექტუალებში ვხედავ ასეთ ფიგურებს – ცინცაძე, ცისკარიშვილი, მარგველაშვილი და ასე შემდეგ). ნახეთ IRI გამოკითხვის შედეგები და დარწმუნდებით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სხვა აქტუალური თემები აქვს საფიქრად, რაც რეალობის ადექვატურობას არ არღვევს, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ხმის მიცემისას მნიშვნელოვანია ლიდერი და ეს მდგომარეობა 2004 წლიდან მოყოლებული თითქმის შენარჩუნებულია. ნამდვილად არ ვხედავ აღნიშნულის მიზეზს ლადარიაში, (სხვათაშორის ამ უკანასკნელს საკმაოდ კრიტიკული წერილები აქვს განათლების რეფორმაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე), დარჩიაშვილში, რონდელში და ასე შემდეგ. ქართული საზოგადოება მარტივ საკითხებზე ვერ არის ჩამოყალიბებული, თქვენ შეგიძლიათ ეს პერმანენტული დაბნეულობა თუ გაურკვევლობა სამთავრობო ინტელექტუალებს დააბრალოთ, მაგრამ მე პრობლემებს სხვა მიმართულებით ვხედავ. შიშის დინამიკა და/ან უპასუხისმგებლობის გრძნობა აიძულებს ადამიანებს თავი მოიტყუონ, ეს შიშიც ნორმალურად მეჩვენება, ვიდრე გათითოთკაცებულია საზოგადოება, ეს კი დიდწილად ოპოზიციის უნიათო პოლიტიკის შედეგია. რამდენი ადამიანი ზის ციხეებში აქციების გამო? შეძლო ვინმემ მათი დაცვა? ჩვენ, ქვეყნის გარეთაც ვერ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, შევძელით ქართველი ოლიმპიელის უფლებების დაცვა? ვერ შევძელით, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები, რომლებმაც დატესტეს ტრასა, ამბობენ რომ არცერთი მათი სერიოზული შენიშვნა გათვალისწინებული არ იყო და რომ ტრასა მაღალი რისკის მონაკვეთებს შეიცავდა. ქართული საზოგადოება ინტერესდება, როცა მაგალითად ბი-ბი-სის რადიომ ნახევარ საათიანი სპეციალური ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა? ვის დავაბრალოთ, დარჩიაშვილს? საწყალი მამა კი ითხოვს, ოღონდ სიმართლე თქვან და ჩივილს არ ვაპირებო. რატომ აქვს ასეთი პოზიცია დაღუპული სპორტსმენის მამას, ხომ არ ეშინია რომ საზოგადოება ვერ გაუგებს დაღუპული შვილის სანაცვლოდ კომპენსაციის მოთხოვნის ფაქტს? არ უნდა მოითხოვოს? ჩვენ ბევრი რამის გვეშინია, ზოგჯერ საკუთარი თავებისაც კი.

კვლევის შედეგები: http://www.iri.org.ge/geo/poll/October2009.pdf
ლადარიას რიგი კრიტიკული წერილები და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო სტატიები:
http://24saati.ge/index.php/category/opinion/pressombudsman/2010-01-18/2776
http://24saati.ge/index.php/category/opinion/pressombudsman/2009-12-28/2383

[ავტორის კომენტარი: სოსო ცინცაძე – ოპოზიციის მხარდამჭერი? ძალიან დიდ კითხვის ნიშანს დასვამდი ლაჩოს ასეთ ინტერპრეტაციაში. უფრო სწორედ, არ დავსვამდი კითხვის ნიშანს – ჩემი აზრით, ეს ასე არაა! რატომღაც ბოლოდროს სულაც პირიქით მგონია. ს.თ.]

ავტორი: misha

20.04.2010 18:32

ლაჩო, საქმეც მაგაშია, რომ იციან, მაგრამ არ იძახიან.

კარგად იციან, მაგრამ აწყობთ, რომ არ იცოდნენ. გაჩეჩილაძის პასუხზე ვერ მოგახსენებთ, რადგან გიორგი არაა ჩემთვის იმ კომპეტენციის მატარებელი, რომ იცოდეს, გლობალური კრიზისი რამ გამოიწვია. თუმცა კი შეიძლება ჰქონდეს ეს შეხედულება, რადგან ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს არამარტო ჩვენთან, რომ ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთგვარი დამაჩქარებელი იყო დაწყებული პროცესებისა. მაგრამ განსხვავებას კი ვხედავ დარჩიაშვილის კომპეტენციასა და გაჩეჩილაძის კომპეტენციას შორის თუნდაც თანამდებობრივად. ალბათ იცით, რომ დარჩიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია და კენჭისყრაში იღებს მონაწილეობას, სადაც კანონები იწერება.
მსოფლმხედველობის შეცვლა კი ძალუძთ, სამწუხაროდ ქართული საზოგადოება არაა იმ დონეზე, რომ ასეთნაირ ინტელექტუალებს გაუწიონ წინააღმდეგობა აზრის ჩამოყალიბებაში.

სამწუხაროდ საქართველოში არამარტო სოციალურ სფეროშია დიდი განსხვავება ჯგუფსა და დანარჩენ მოსახლეობას შორის, არამედ ინტელექტუალურ ჭრილშიც ასეა. საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმირებულობისა და სხვა მიზეზების გამო ჩამორჩება საზოგადოების ერთ ნაწილს. ამ ნაწილზე კი გავლენის მოხდენა შეიძლება, მითუმეტეს ასეთი ტოტალური შეტევებით ცნობიერებაზე, რასაც ჩვენი ტელევიზიები აკეთებენ. პოპულარულები არ არიან, მაგრამ რეგიონებში მაინც მხოლოდ მაგათ უსმენენ, არა იმიტომ, რომ აინტერესებთ არამედ სხვა არაა. ვერ ხვდება სხვა აზრი იმ ტელევიზიებში, არც აზრი და არც – ინფორმაცია.

ყველამ რომ საქართველოში ყველაფერი იცის, ეს მარტო ლექტორებს არ ეხებათ, საერთოდ ეს ქართველების ბუნებაა, უფრო სწორად კი არ ვიცით? არც ვიცით, მაგრამ მაინც შეგვიძლია ყველაფერი, აი – ესაა პრობლემა.
მე არ ვამბობ, რომ არ არიან ინტელქტუალები. არა, არიან, მაგრამ “ხელგაშვერილი” ინტელექტუალები არიან. რატომ იშვერენ ხელს კი არ ვიცი. ამის ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, რადგან უნდა ვიცნობდეთ თვითოეულის ფსიქოტიპს, რომ დავადგინოთ, ვინ რას ელის და რა აკმაყოფილებს.
კერძოდ, ინტელექტუალების შეფასება, ლადარიასი, ცინცაძისა, თუ ცისკარიშვილის ეს თვითოეული ადამიანის მსოფლმხედველობასა და განათლებულობაზეა დამოკიდებული, ზოგს მოსწონს, ზოგს არა. მე კრიტიკულ წერილებს და კონსტიტუციაზე შეხედულებებს არ ვგულისხმობ, როცა ინტელექტუალებზე ვსაუბრობ ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა და მოვალეობაც. არა მე არაგულწრფელობაზე, ფაქტების დამახინჯებაზე, ვიღაცის საამებლად პირში წყლის ჩაგუბებაზე ვსაუბრობ. კონკრეტულზე და არა ზოგადზე. რა თქმა უნდა დარჩიაშვილს შეუძლია უყვარდეს მერაბიშვილი, მაგრამ როცა ისაუბრებს მის შეცდომებზეც, დარღვევებზეც, არ დამალავს და არ გამოიშტერებს თავს, ყველაფრის მიუხედავად რომ იტყვის, – მაინც მომწონსო, აი მაშინ იქნება გულწრფელი. ხალხსაც გათვიცნობიერებული ექნება, რომ მას ასეთი მინისტრი მოსწონს.

ავტორი: misha

20.04.2010 19:01

საზოგადოების ჩამოყალიბებას რაც შეეხება, აქ კი ძირეულად არ დაგეთანხმებით.

საზოგადოება თავსითავად არ ყალიბდება, მას ხელისშემწყობი პირობები სჭირდება – იდეა. იდეას კი ინტელექტუალები აყალიბებენ და სამართლიანობის განცდით, ერთიანობის შეგნებით მიყავთ ამ იდეის განხორციელებამდე. ამის ბერკეტები ნორმალურ სახელმწიფოში აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რადგან ეს იდეა აუცილებლად უნდა პასუხობდეს ყველას მოთხოვნებს.

ახლა გადავხედოთ საქართველოს. რაა აქ იდეა?

რა იდეებითაც გაერთიანდა საზოგადოება 2003 წელს, ყველაფერი საშუალება აღმოჩნდა, ხელისუფლებაში მოსვლისა და ფულის შოვნისა. სხვათაშორის ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, ზვიადსაც (აქ შეიძლება ვიდავოთ, რადგან თვითონ ზვიადი არ ვთვლი, რომ საშუალება იყო მისთვის. მაგრამ შეცდომები კი დაუშვა), შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. რა დაუტოვეს ოპოზიციას? არაფერი. მთელი რესურსები მიმართეს იქეთ რომ სახელმწიფოს შექმნის ექსკლუზიური უფლება მოეპოვებინათ, ყველა დროში ყველა ოპოზიცია ხან ვისი აგენტი იყო ხან ვისი. შექმნეს ხელისუფლებებმა კასტები მხარდამჭერებისა და ყოველთვის უპირისპირებდნენ საოგზდოებას, მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასე წლების მანძილზე საზოგადოება იყოფოდა, იშლებოდა. ერთ ნაწილს მიაჩნდა, ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია ნანატრი სახელმწიფოს შექმნა ამის გამო კი მას ეკუთვნის ყველა სიმდიდრე რაც ქვეყანაშია, მიაჩნით რომ დამსახურებულად უნდა გამდიდრდნენ, რადგან ისინი არიან ქვეყნის მშენებლები, სხვა თუ გააკრიტიკებს ის სახელმწიფოს მტერია. მიზანმიმართულად ინეტელექტუალები აიგივებენ სახელწიფოს თავის თავთან, რომ საზოგადოება ვერ გაერკვეს რაა სახელწიფო და რა მმართველობა.
ყველა ძალაუფლების ბერკეტი ერთ გუნდში მოაქციეს, და ფინანსებიც. თან ყველა დაპირება უგულვეყვეს და ხალხში გააჩინეს განცდა, რომ ყველა ტყუილად ლაპარაკობს, რადგან მოვლენ ხელისუფლებაში და მაინც ასე იქნება. ოპოზიციას არ აქვს ბერკეტები და არც ფინანსები, რომ ხალხს რამე ღირებული დაანახვოს, ლაპარაკმა კი აზრი დაკარგა საქართველოში. იმიტომ რომ არასდროს არავის პასუხისმგებლობა არ აუღია საქციელზე და დაპირებების შეუსრულებლობაზეც. ეს კი ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. მან უნდა ასწავლოს ხალხს, რომ ყველა პასუხისმგებელია თავის ნაბიჯებზე თუ ნალაპარაკევზე.
ასეთი საზოგადოება კი ვერ დაიცავს ვერც ქუმარიტაშვილის და ვერ ვერავის ინტერესებს. ეგ კიარა და მამას შვილი მოუკლეს, თან იარაღი ჩაუდეს და ის ვერ იცავს თავის შვილის ღირსებას. ვერ აღწევს სამართლიანობას.
საზოგადოების ეს ყოფა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და არა – ოპოზიციას. თუმცა ოპოზიცია უწოდო ზოგიერთებს, ესეც დიდი შეცდომაა.



3 Comments on “რვაფეხა – სრულიად დეგრადირებული ხელისუფლების მიერ საზოგადოების გახრწნის უნარ-ჩვევები”

  1. ირაკლი says:

    სოლომონ,

    ბრავო!
    შენ იცი, მე როგორი დამოკიდებულება მაქვს თუნდაც 90იანი წლების ინტელიგენციის – ბედნიერი, დიდ-სათვალეებიანი კომუნისტების და შევარდნაძის მეგობრების მიმართ, ანუ იცი რამდენს და როგორ ლამაზ-ლამაზებს დავწერდი, მაგრამ შენ ყველაფერი ამოწურე, ყველას სათქმელი თქვი. ძლიერი ხარ.

  2. ბატონო სოლომონ, თქვენ ჩემთვის აღმოჩენა ხართ!

  3. marita says:

    xshirad vkitxulob solomonis fiqrebs da ici ra mixaria rom dges wera kidev sheszlebiat chvens qveyanashi….ase rom dro gava da dro rom mova am fiqrta nakads aaxmovaneben taobani


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s