პოლონური ბორტი #1-ის დაღუპვა სმოლენსკთან – დილეტანტის ვერსია


რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ქვემოთმოყვანილი დაკვირვებები და ვარაუდები ზუსტი და სწორია.

1) თუ დააკვირდით, ფრაგმენტების გაფანტვის არემარე იყო გადახნულივით და მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თვითმფრინავის მიწასთან კონტაქტი გრძელი კვალის ტრაექტორიას ტოვებს. ეს კი მაშინ ხდება, როცა მფრინავი დაშვებას ცდილობს და უბრალოდ ზოლს აცილებს, ან ვერ აღწევს ზოლამდე – კაჩინსკის თვითმფრინავს სულ რაღაც 300-400 მეტრი დააკლდა საფრენ ბილიკამდე. თვითმფრინავი რომ ვერტიკალურად ჩამოვარდნილიყო, მისი დაცემის ადგილზე გაცილებით დიდი ღრმული იქნებოდა, ალბათ და ცალკეული ფრაგმენტებიც ასე დიდი ვერ იქნებოდა. ხეზე გარჩენილი შასიც მე პირადად იმის შთაბეჭდილებას მიქმნის, რომ ჰორიზონტალურად მფრინავი მანქანა გზადაგზა ხეებთან კონტაქტში ნაწილებს კარგავდა და ნელ-ნელა იშლებოდა (თუმცა ეს “ნელ-ნელა” მაქსიმუმ 2-5 წამი იქნებოდა).

2) მაგრამ პილოტის “შეცდომა” შეიძლება არ იყო უნებლიე

ა) თვითმფრინავის დაშვების ადგილზე ამინდის რამდენიმე ბიუროს პროგნოზით (ფაქტიურად – მეტეოდაკვირვებითაც) სერიოზული ნისლი არ იყო – http://www.netgazeti.ge

მიუხედავად ამისა, იგი მეოთხეჯერ ასრულებდა დაშვების მცდელობას. არაა გამორიცხული, რომ ამ მანევრების დროს მან ძალიან ბევრი საწვავი დახარჯა და შეიძლება უბრალოდ ვეღარ მიაღწია საფრენ ზოლამდე. არ ვიცით, რამდენად ზუსტად უჩვენებდი საწვავის რაოდენობას შესაბამისი ინდიკატორი.

ბ) მაგრამ თუ ნისლი სერიოზული არ იყო, და მხოლოდ ზომიერი მოღრუბლულობის ფარგლებში ჯდებდა, რატომ ვერ უნდა დამჯდარიყო თვითმფრინავი? ტუ-154-ს, რამდენადაც მე ვიცი, გაცილებით მეტად ჭირდება მიწის სამსახურების დახმარება დაჯდომისას, ვიდრე „ბოინგს“, „აირბასს“ ან სხვა თანამედროვე თვითმფრინავებს. თუ დავუშვებთ, რომ დისპეტჩერები სმოლენსკში (ვინმეს მითითებით) ცდილობდნენ, რომ კაჩინსკის თვითმფრინავი მოსკოვში ან მინსკში გადაემისამართებინათ, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ღონისძიების ან გადადებას ან მის ჩატარებას კაჩინსკის გარეშე, მაშინ არაა გამორიცხული, რომ პილოტს უბრალოდ მობეზრდა მიწის სამსახურების უხეირო დახმარება და ცოტა „ინიციატივა“ გამოამჟღავნა, რაც კატასტროფულად დამთავრდა. ამავე დროს მეორე ვერსია პირველს ეწინააღმდეგება გარკვეულად. უკვე მესამე მცდელობაზე წასვლა საკმაოდ ამცირებდა იმის შანსს, რომ თვითმფრინავს მოსკოვისკენ წასასვლელი სამყოფი საწვავი კიდევ ექნებოდა.

გ) დისპეტჩერებისთვის „ვინმეს“ მითითების ვერსია იმიტომ გამოჩნდა, რომ არის მასალა იმის თაობაზე, როგორ ცდილობდა კაჩინსკი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მემორიალურ ღონისძიებაში მთავარი როლის შესრულებას და როგორ ეწინააღმდეგებოდა მის ამ განზრახვას რუსეთის სახელისუფლებო ელიტაც და პოლონეთის პრემიერ-მინისტრიც. ბოლო მომენტში ვარიანტი – „ვნახოთ, რა ჩემ ფეხებს დაჯდება!“ სულაც არაა გამორიცხული ისეთი ქვეყნის ლიდერშიფისგან, რომელიც ლონდონში პლუტონიუმით შეიარაღებულ კილერებს აგზავნის…

თუმცა მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ვინმეს კაჩინსკის სიკვდილი უნდოდა!

არც რუსეთის მთავრობას და არც პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ეს არ უნდა ნდომებოდათ სუფთა პრაგმატული მიზეზების გამო!
– ეს სიკვდილი, სულ რომ კრისტალურად სუფთა გამოჩნდნენ, მათ რეპუტაციაზე ლაქას მაინც დატოვებს!

უბრალოდ, რუსეთის ძალოვნებმა ვერ გათვალეს, რომ კაჩინსკი არ იყო ადვილად დასათანხმებელი და გადამფიქრებელი ადამიანი. ამიტომ ზეწოლა კატასტროფით დამთავრდა – ალბათ სწორედ კაჩინსკიმ უბრძანა პილოტს – „დასვი, მაგასაც ვნახავთ როგორ დამაგვიანებენ!“ აქ ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ თბილისში ჩამოფრენისას კაჩინსკის თვითმფრინავი ბაქოში დაჯდა, პილოტის გადაწყვეტილების გამო. უკმაყოფილო კაჩინსკიმ პილოტი სამსახურიდან დაითხოვა და იმის წინაპირობა შექმნა, რომ შემდგომი პილოტი მის შესაძლო სარისკო ბრაძნებას უყოყმანოდ დაემორჩილებოდა…

3) თვითმფრინავი იყო რეკორდულად ხიფათიანი. 6-7 შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მან დანიშნულების ადგილამდე დიდი პრობლემით, ანდა სულაც – ვერ, მიაღწია! 5 თვის წინ კაჩინსკიმ ითხოვა ახალი თვითმფრინავის შეძენა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა მას ელეგანტურად მომჭირნე უარი უთხრა. რამაც ტუსკის მომავალ კარიერას შესაძლოა სერიოზული დაღი დაასვას!

ასე რომ, სავარაუდოდ, რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა:
– ღრუბლიანი ამინდი (მაგრამ არა – წარმოუდგენელი ნისლი!)
– დისპეტჩერების უხეირო დახმარება (შესაძლოა საბოტაჟი)
– პილოტის არასწორი გადაწყვეტილება (შეიძლება კაჩინსკის მხრიდან ზეწოლის გამო)
– თვითმფრინავის შეზღუდული შესაძლებლობები და სავარაუდო ტექნიკური გაუმართაობა
– უიღბლობა და ისტორიული ადგილის ფატალური ფაქტორი
გახდა ალბათ ამ თვითმფრინავის რეისის ტრაგიკული დასასრულის კომბინირებული მიზეზი.

P.S. ეს კი – საინტერესო მასალები – თვითმფრინავის დაშვების რეკონსტრუქციები და ინტერვიუ დისპეტჩერთან
http://topnews.ru/video_id_6743.html

http://www.lifenews.ru/news/20288

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s