სამთავრობო ავიაკატასტროფები ბოლო 50 წლის განმავლობაში


2010 წ. 10 აპრილი – პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლე მარიასა და პოლონეთის სამთავრობო დელეგაციის 90-ზე მეტ სხვა წევრთან ერთად. ტუ-154 თვითმფრინავი ჩამოვარდა სმოლენსკის (რუსეთი) აეროპორტთან 300 მეტრში. სავარაუდოდ – ნისლის, თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზის და/ან პილოტის შეცდომის გამო.
2005 წ. 30ივლისი – სუდანის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კარანგი. რომლის ვერტმფრენი სამხრეთ სუდანში ცუდი ხილვადობის გამო მთას შეეჯახა.
2004 წლის 26 თებერვალი – მაკედონიის პრეზიდენტი ბორის ტრაიკოვსკი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა მოსტართან, როცა ბოსნიაში საერთაშორისო კონფერენციაზე მიფრინავდა.
1994 წ. 6 აპრილი, – რუანდის დიქტატორი პრეზიდენტი, იუვენალ ჰაბიარიმანა და ბურუნდის პრეზიდენტი სიპრიენ ნტარიამინა – დაიღუპნენ კიგალისთან (რუანდა). თვითმფრინავი ამბოხებულებმა ჩამოაგდეს რაკეტით.
1988 წ. 17 აგვისტო, მოჰამად ზია ულ-ჰაკი, პაკისტანის პრეზიდენტი. მასთან ერთად დაიღუპა აშშ ელჩი პაკისტანში. თვითმფრინავი აფეთქდა ბაჰავალპურის აეროპორტის აფრენიდან რამდენიმე წუთში, თვითმფრინავში ჩამონტაჟებული ბომბის დეტონაციის გამო.
1986 წ. 19 ოქტომბერი – მოზამბიკის პრეზიდენტი სამორა მაშელი. დაიღუპა ლემბობოსთან (სამხრეთ აფრიკის რესპ). შტორმში პილოტის შეცდომის გამო.
1981 წ. 31 ივლისი – პანამის ლიდერი გენერალი ომარ ტორიხოსი. დეტალები უცნობია. დასაშვებია საბოტაჟი.
1981 წ. 24 მაისი, ეკვადორის პრეზიდენტი, ხაიმე როლდოს აგილერა. დაიღუპა 9 კაცთან ერთად შიდა რეისის დროს. ცუდი ამინდის გარდა, არის ეჭვი, რომ თვითმფრინავი სპეციალურად იყო დაზიანებული.
1976 წ. 30 ივლისი – მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი, ჯოელ რაკოტამალალა.დაიღუპა ზღვაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო 4 კაცთან ერთად.
1977 წ. 18 იანვარი – იუგოსლავიის პრემიერი, ჯემალ ბიედიჩი. სარაევო (იუგოსლავია). თვითმფრინავი თოვლიან შტორმში მთას შეეჯახა. მსხვერპლი – 7 ადამიანი.
1969 წ. 27 აპრილი – ბოლივიის პრეზიდენტი, რენე ბარიენტოსი. არგუო ვილაჯესთან (ბოლივია) ვერტმფრენი ელექტროსადენებს წამოედო და აფეთქდა.
1966 წ. 13 აპრილი – ერაყის პრეზიდენტი, აბდულ სალამ არიფი. მისი ვერტმფრენი ჭექა-ქუხილის დროს ჩამოვარდა. დეტალები უცნობია.
1961 წ. 17 სექტემბერი – გაეროს გენერალური მდივანი, დაგ ჰამარსკოლდი. 16 კაცი დაიღუპა ნდოლასთან (ზამბია). თვითმფრინავი ჯუნგლებში ჩამოვარდა, არის ეჭვი, რომ ბომბის აფეთქების გამო.

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s