ნანატრი სპეცრეპორტაჟი: გამარჯვებული ომის ქრონიკა! 20.03.2010


ტელეკომპანია “მიშასიმედი” – 20.03.2010.
სპეციალური “სპეცრეპორტაჟი”:

“საქართველომ სრულად იძია შური 2008 წელს განცდილი დროებითი მარცხისათვის.
რუსეთი განადგურებულია!
მან სრული კატასტროფა განიცადა!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აკლდა სერიოზული შეტევითი პოტენციალი, ჩვენმა ბიჭებმა თავი შეაკლეს და გაანადგურეს რუსული დივიზიონები!

ჩვენს წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანა საქართველოს ხელისუფლების დესანტმა – თბილისიდან პარლამენტის თავმჯდომარის, სწორუპოვარი დავით ბაქრაძის, და ნიუ-იორკიდან – სწორნაპოვნი რეფორმატორის – ალექსანდერ (კაკჰა) ლომაიას შემადგნელობით. სწორედ მათი უწყვეტი ტაში და მოძახილი, პირმშვენიერ სოფო ნიჟარაძის მიერ ნამღერ ჰიმნთან ერთად (ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი), იქცა ქართველთა მხედრიონის აღტყინების და მტრის სამაგალითო შემუსვრის ლაიტმოტივად და ენერჯაიზერად!

საქართველოს პრეზიდენტი, მდგომარეობის მთელი არაადამიანური სიმძიმის მიუხედავად, ბუნკერიდან ხელმძღვანელობდა ამ უთანასწორო ომში ჩაბმულ ქართულ დანაყოფებს! რამდენიმე დღის წინ “იმედის” სპეცრეპორტაჟში მიღებული ჭრილობების მიუხედავად, პრეზიდენტი, თითქოს ისევ 36 წლისააო, ყველასგან მიტოვებული და მაინც დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ ემოციურია, და მეტი არაფერი, ძველებურად დაუღალავად, მარადიული ღიმილით ტუჩებზე და სარკასტული შენიშვნებით მოწინააღმდეგის სარდლობის ზომა-წონაზე, – ისევ ის მიშა იყო, ისევ ის შუქურა, ისევ ძველი აღმაშენებელი და ვაშინგტონი, აქა-იქ – დე გოლით!

ახლა რაღას იტყვიან ჩვენი მთავრობის კრიტიკანები?!

ახლაც არ დაიჯერებენ, რომ პირველად მსოფლიოში პაწაწინა საქართველომ შეძლო და დაამარცხა დიდი მონსტრი? მიუხედავად რუსული ჟანგიანი ტანკებისა, დაშლილი ბირთვული არსენალისა და საცოდავი “მისტრალებისა”, მაინც ჩვენ მოვიგეთ!

ასეა! ვერაფერი ვერ შეაჩერებს ნაციას, რომელსაც წინ თავდაჯერებული და ამაყი, ქედმოუხრელი და წაუქცეველი, გაუქცეველი მენეჯერი მიუძღვება (თუ მიურბის)!

“მიხეილ – ვოვა შაიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი,
მიხეილმა ვოვა დასცა,
დააწყებინა ღრიალი.”

სპეც.რეპორტაჟი მიჰყავდათ გიორგი არველაძეს და ნათია კობერიძეს.”

 

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s