ნიმცოვიჩის დაცვა? არაა!.. ეს სულ სხვაა…


გიორგი არველაძე: „სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ”

www.ick.ge (Information Center of Kakheti)

——–

Gela Mtivlishvili: აფრენს!

——–

არა, არ აფრენს გიორგი ტახიროვიჩი!

არც მამამისი აფრენდა. კომუნისტების დროს რომ ფულებს ტომრებით „ღუნავდა“, მერე იმ ფულებით უშველებელი სასახლე ააშენა ნუცუბიძის პლატოზე, გააქირავა და ახლა ამერიკის რიგით მერამდენე ელჩისგან წელიწადში მილიონობით დოლარს იღებს შემოსავალს! თქვენ კი გგონიათ, „იმედის“ იმედადაა ტახირას ბიჭი? ეგ „იმედის“ და იმედის მოსასპობადაა! უიმედობის დასათესადაა! შიშის დასათესადაა! და მერე – დასათესადაა!..

ტახიროვიჩი, გგონიათ თავს იმართლებს? არაა!…

არველაძის ბოვში ეხლა გვეტყვის, – მეო, ეს ყველაფერი იმის გასაგებად მიმაჩნიაო, ვინ არის ნამდვილი პატრიოტი და ვინ მივიდოდა პრეზიდენტის სასახლესთან, რომ მატროსოვივით გადაფარებოდაო ჩვენს კონსტიტუციურ სიმბოლოსო!

ჰოდა, მე ვიყავი იქ ერთადერთი და თქვენ სად იყავით, ხალხოო!

მე არ დამიწყია გაქცევა და ჩემი შვილების ევაკუაცია და თქვენ რა ზნე დაგეცათო?!

მე არ მქონია ჩემი აურაცხელ ქონების გადარჩენაზე ფიქრი და თქვენ რატომ გამოჰკარით თქვენი საცოდავი ბოხჩებიო?!

მე თუ მივხვდი, რომ მატყუებდა (!!!!) ეს ონავარი ჩემი თანამშრომელი ნათია კობერიძე, თქვენ რა ჯანდაბის სიბეცე დაგემართათ, ეს როგორ მოგივიდათ, რომ მაგ მაცდური ქალის სპეცრეპორტაჟს ენდეთო?!

ამას იტყვის ის კაცი, ვინაც ყველაფერი სწორად გათვალა, რადგან ყველაფერი იცოდა, თორემ რომ არ ცოდნოდა, მაშინ გენახათ მაგის ქარავანი და საპალნეები წითელხიდთან.

ამას იტყვის და ბოლოს გვეტყვის: – კაი, თქვე მშიშრებო! რაც იყო, იყო! მიპატიებია ეს სიმხდალეო! კაი, არ დაგიჭერთ დეზერტირობისთვისო!

ამას იტყვის გიორგი ტახიროვიჩი!

ეს, ან დაახლოებით ეს იმავე აზრით, უკვე თქვეს გუშინ როინ ნიჟარაძემ და ნოდარ ლადარიამ, თამარა ჩერგოლეიშვილმა და დავით დარჩიაშვილმა, სხვა გაბრწყინებულებმაც!  რომლებმაც თავიანთი ძვირფასი დრო დაუთმეს იმის ახსნას, რომ თუ მომავალში ასეთ რამეს ვნახავთ, არხი უნდა გადავრთოთ და თუ „რუსთავი2“-ზე სერიალია „იმედის“ ტელე-ომის და რადიო-ომის ნაცვლად, სვეცკად უნდა ჩავიღიმოთ და უნდა მივხვდეთ, რომ ეს გათამაშებაა, ლამაზი პატარა გათამაშება, როცა „იმედი“ უიმედობად იქცა! რა მოგივიდათ ხალხო,  ლამისაა ევროკავშირში შევყავართ გიულის ბიჭს და თქვენ მეტი მიხვედრილობა არ უნდა გქონდეთ?  – აი, ჩვენი აზრის „გიენიოსების“ უბადლო არგუმენტი.

ნიმცოვიჩის დაცვა არაა ეს!

ეს ნაცმოძრაობის დაცვაა!

გაღმა შედავება, რომ კიდევ უფრო მეტი შერჩეთ!

მთელი საქართველო თუ არა, მისი 80% მაინც შერჩეთ საჯიჯგნად! ნაკლებზეც თანახმა იქნებიან… ოღონდ კი რაიმე შეინარჩუნონ საჯდომქვეშ…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s