მიმართვა უცხოეთის მთავრობებს და დონორ ორგანიზაციებს – შეუჩერეთ დახმარება სააკაშვილის მთავრობას!


მივმართავ უცხოეთის მთავრობებს და დონორ ორგანიზაციებს

– შეუჩერეთ დახმარება სააკაშვილის მთავრობას!

სულ ერთია, ამ ფულს სააკაშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის სასარგებლოდ – კი არა, სწორედ – ქართველი ხალხის დასაჩმორებლად და მოსახრჩობად იყენებს!

მტკიცებულება: „ტრანსპარენსი ინტერნეშენალ – საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი ანგარიში (2010 წ. 29 მარტი) „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის“

http://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/First%20Report%20on%20Misuse%20of%20Administrative%20Resources_GEO_0.pdf


რატომ უმეგობრდება ხელისუფლება ბორის ბერეზოვსკის? – პასუხი გოგი გვახარიას


მიზეზი #1:

ხელისუფლება უკვე ჩაჯიბულ ბადრის ქონებას აგებს ქეის წაგებით.

ქეი ვერ ქაჩავს, მთელმა მსოფლიომ იცის მისი აფერისტობის ამბავი, და შეიძლება ბადრის 8 მილიარდიანი ქონება ისევ ბადრის ოჯახს დაუბრუნდეს! რაც სააკაშვილისთვის სრული კოშმარი იქნება.
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც აფერისტ ქეის არ იყოს, ბადრის შიდა სამზარეულო იცოდა (ქეიზე ბევრად უკეთ!) და რომელსაც ქეიზე ბევრად უფრო სერიოზული რეპუტაციაც აქვს და რესურსებიც საერთაშორისო სასამართლოების პროცესებისთვის, ბორიაა!

ჰოდა, მთავრობა, ოღონდ ბადრის ოჯახს არ დაუბრუნდეს ქონება, (და რაც მთავარია – “იმედი”!), ბერეზოვსკის კი არა, – პუტინს გადააბარებდა ყველაფერს!

ამიტომაც დაუტკბნენ ბორიას, რომელიც როგორც ებრაული დაუწერელი კანონების მცოდნე (ქეისგან განსხვავებით!), ჯერ კიდევ ყოყმანობს, რადგან მკვდრის და ქვრივების მძარცველებს ებრაული სჯული არ წყალობს.

ზუსტი გარიგება მგონი ასეთი იქნება – ბორია იღებს ყველაფერს, რაც ქეიმ ვერ მიიღო, ითანხმებს ოჯახს ცოტაზე, დიდ ნაწილს თავად იტოვებს და უბრუნებს საქართველოს მთავრობას ორ ბრილიანტს: მთაწმინდის პარკს (“უგულავას გახსნილს”!) და “იმედს” – რომელიმე ახალი ვირტუალური მარკ მონემის მეშვეობით.

ამის მერე საქართველოს მთავრობა ჯოზეფ ქეის ციხეში სვამს (ბადრის ოჯახის გულის მოსაგებად).

არის #2 მიზეზიც:
ბერეზოვსკი, ნოვოდვორსკაიას და ბუკოვსკის არ იყოს, პუტინის დაუძინებელი მტერია და ჩვენი ხელისუფლება “ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია!”-თი ხელმძღვანელობს და ცდილობენ, თბილისი ანტიპუტინისტურ მექად გადააქციონ. თუ ამით პუტინის მხრიდან საქართველოში ახალი ლაშქრობის პროვოცირებას გამოიწვევენ, მგონი, სწორედ ეს უნდათ…

თან ხელისუფლებას ინვესტიციები ჭირდება. ისეთი გარემო შექმნეს, რომ აქ, ქუდი რომ შემოუგდო ვინმეს, არავინ შემოვა ამათ ხელში. მაგრამ ბორია ძველი კერკეტი კაკალია და მუქთად ან სანახევროდ მიცემულს შეიძლება დახარბდეს, მით უფრო, თუ ანტირუსული პლაცდარმი ექნება თავისი ტელევიზიით (პირველი კავკასიურ-ბერეზოვსკული არხით!)

ასეთია ჩემი კომენტარი! (რომლის უტყუარობაზე პრეტენზია არ მაქვს!)


ნანატრი სპეცრეპორტაჟი: გამარჯვებული ომის ქრონიკა! 20.03.2010


ტელეკომპანია “მიშასიმედი” – 20.03.2010.
სპეციალური “სპეცრეპორტაჟი”:

“საქართველომ სრულად იძია შური 2008 წელს განცდილი დროებითი მარცხისათვის.
რუსეთი განადგურებულია!
მან სრული კატასტროფა განიცადა!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აკლდა სერიოზული შეტევითი პოტენციალი, ჩვენმა ბიჭებმა თავი შეაკლეს და გაანადგურეს რუსული დივიზიონები!

ჩვენს წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანა საქართველოს ხელისუფლების დესანტმა – თბილისიდან პარლამენტის თავმჯდომარის, სწორუპოვარი დავით ბაქრაძის, და ნიუ-იორკიდან – სწორნაპოვნი რეფორმატორის – ალექსანდერ (კაკჰა) ლომაიას შემადგნელობით. სწორედ მათი უწყვეტი ტაში და მოძახილი, პირმშვენიერ სოფო ნიჟარაძის მიერ ნამღერ ჰიმნთან ერთად (ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი), იქცა ქართველთა მხედრიონის აღტყინების და მტრის სამაგალითო შემუსვრის ლაიტმოტივად და ენერჯაიზერად!

საქართველოს პრეზიდენტი, მდგომარეობის მთელი არაადამიანური სიმძიმის მიუხედავად, ბუნკერიდან ხელმძღვანელობდა ამ უთანასწორო ომში ჩაბმულ ქართულ დანაყოფებს! რამდენიმე დღის წინ “იმედის” სპეცრეპორტაჟში მიღებული ჭრილობების მიუხედავად, პრეზიდენტი, თითქოს ისევ 36 წლისააო, ყველასგან მიტოვებული და მაინც დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ ემოციურია, და მეტი არაფერი, ძველებურად დაუღალავად, მარადიული ღიმილით ტუჩებზე და სარკასტული შენიშვნებით მოწინააღმდეგის სარდლობის ზომა-წონაზე, – ისევ ის მიშა იყო, ისევ ის შუქურა, ისევ ძველი აღმაშენებელი და ვაშინგტონი, აქა-იქ – დე გოლით!

ახლა რაღას იტყვიან ჩვენი მთავრობის კრიტიკანები?!

ახლაც არ დაიჯერებენ, რომ პირველად მსოფლიოში პაწაწინა საქართველომ შეძლო და დაამარცხა დიდი მონსტრი? მიუხედავად რუსული ჟანგიანი ტანკებისა, დაშლილი ბირთვული არსენალისა და საცოდავი “მისტრალებისა”, მაინც ჩვენ მოვიგეთ!

ასეა! ვერაფერი ვერ შეაჩერებს ნაციას, რომელსაც წინ თავდაჯერებული და ამაყი, ქედმოუხრელი და წაუქცეველი, გაუქცეველი მენეჯერი მიუძღვება (თუ მიურბის)!

“მიხეილ – ვოვა შაიბნენ,
მიწას გაჰქონდა გრიალი,
მიხეილმა ვოვა დასცა,
დააწყებინა ღრიალი.”

სპეც.რეპორტაჟი მიჰყავდათ გიორგი არველაძეს და ნათია კობერიძეს.”

 


ნაცმოძრაობის ტაქტიკა – “დამმორჩილდი, ქართველო ხალხო, სხვა გზა მაინც არ გაქვს!” ჩვენი პასუხი: “გზა სწორედაც რომ თქვენს გარეშე გვაქვს!”


ეს ჩანაწერი არის თქვენი მონა-მორჩილის კომენტარი გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტ ნათია ახალაიასთვის ზვიად ქორიძის მიერ მიცემულ ინტერვიუზე
———————————————————————————————————

სააკაშვილიც და მერაბიშვილიც ახლა ცდილობენ დასავლეთის და საზოგადოების დარწმუნებას შემდეგში:

1) ახლა გარედან შემოჭრის საფრთხე დიდია (როდის იყო მცირე?) და არჩევნების დრო არაა!

2) თუ არჩევნებს ჩავატარებთ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ვინც მოიგებს (ანუ – ვისაც მთავრობა მოაგებინებს!), ის მოიგებს და არავითარი კითხვები არ დაისმება, არავითარი მიტინგი არ იქნება, რადგან რუსები 40 კილომეტრში არიან (გეგონება ამ მთავრობის ხელში, რუსები უკან დაიხევენ ან თავისით გავლენ! ასე რომ “რუსი 40 კმ-შია” ნიშნავს – “სააკაშვილი სამუდამოდ!”??)

3) თუ სააკაშვილი არ იქნება, საჭიროა ისეთი კანდიდატი, ვინ სააკაშვილის ან მერაბშვილის ელიტას ხელუხლებლად დატოვებს, რომ ტექტონიკური რყევები არ მოხდეს (ანუ – მათ ისევ გააგრძელონ ქვეყნის გამოხვრა). მერაბიშვილმა უკვე შეარჩია ასეთი ფიგურა – უნიათო და მომღიმარი დავით ჩანგალსარდალი დავით ბაქრაძე. მიშა ფიქრობს ჯერ კიდევ

4) არჩევნები არ გვინდა, ხოლო რევოლუციას ალიანსი ვერ მოაწყობს. ამიტომ თუ ჩვენი მოშორება გინდათ, გააკეთეთ აქცენტი ბურჯანაძეზე და ნოღაიდელზე. მაგრამ ეგენი ხომ პრორუსულები არიან!! ხალხო, ჩვენ არ ვჯობივართ პრორუსულ ოპოზიციას (ხელვნურად ხდება იმის ჩანერგვა საზოგგადოების შეგნებაში, რომ მთელი ოპოზიცია თურმე ნოღაიდელი და მისგან მართული ძალებია!)

აი, ამ ყალბი ლოზუნგებით ცდილობენ სააკაშვილი და მისი გოშია-ექს-პერტები ხალხის გაბრუებას და შერყეული სკამის შენარჩუნებას.

ეს ხალხი – სააკაშვილი და მისი “გუნდი” განწირულია დამარცხებისთვის!
ეს ხალხი საქართველოს წირავს დამარცხებისთვის!
ეს ხალხი არის არა ერთიანი იდეით შეკრული “გუნდი”, არამედ ამორალური, უზნეო, უსამართლო ბანდა! როგორც ნეტარი ავგუსტინი ბრძანებდა – ავაზაკთა ბანდა!

საქართველო, გააკეთე არჩევანი!ნგადაწყვიტე, რამდენ ხანს გინდა, რომ ავაზაკთა ბანდა გბატონობდეს, გყიდდეს, ნამუსს გხდიდეს, შვილებს გიკლავდეს და დაგცინოდეს…

არჩევანი უნდა გავაკეთოთ. უნდა დავანახოთ ყველას, რომ შეგვიძლია სწორი არჩევნის გაკეთება. რომ არ ვართ გიჟებისაგან და კრიმინალებისაგან სამართავი ბრბო, არამედ ხალხი ვართ – მდიდარი ისტორიით, ფანტასტიური კულტურით და პერსპექტივით, რომელიც ამ უზნეოებს არ უნდა დავამარხინოთ!

სწორი არჩევანი არის:

“არცერთი ხმა გიგი უგულავას!”

მივცეთ ხმები იმ ადამიანს, რომელიც გვჯერა, რომ უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის, დემოკრატიის, სამართლიანობის და ღირსების დამკვიდრებას!

ნუ მიეყიდებით იმ ახლადგამოჩეკილ “ერიშვილებს” და ფსევდომზრუნველებს, რომლებიც მიწაზე სამოთხეს და უფასო დენს და გაზს დაგპირდებიან, და რომლებიც ურცხვად გატყუებენ, რადგან უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. არამედ აირჩიეთ ის ხალხი და პარტიები, რომელიც არ გაყვლიფავენ და არ დაამცირებენ ხალხს!”

—–

“დიახ, ფარისეველნი მარხულობდნენ, მაგრამ იმავე დროს კვლავაც ძარცვავდნენ ქვრივ-ობოლთა სახლებს;
გარეგნულად მარხვას ინახავდნენ, მაგრამ უარს არ ამბობდნენ თავიანთ ამპარტავნებაზე, რომლის ძალითაც თავს რჩეულ და სხვებზე აღმატებულ ადამიანებად, მართალ მორწმუნეებად თვლიდნენ, ყველა დანარჩენს კი – მტაცებლებად, უკეთურებად და მემრუშეებად;
მარხულობდნენ, მაგრამ არათუ მშვიდნი ხდებოდნენ, არამედ, პირიქით…
დიახ, ფარისეველნი მარხულობდნენ, მაგრამ მათი მარხვა სხეულს არ სცილდებოდა და სულიერს არ ეხებოდა, ანდა, უფრო სწორად, მათ მარხვას გარკვეული, საგანგებო მიზანი ჰქონდა – ყველაზე მიწიური და უხეში, ყველაზე ანგარებითი და თავისმოყვარე, „რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“. და განა უმჯობესი არ იქნებოდა, თუკი სულაც არ იმარხულებდნენ?!”


საიდუმლო ჩანაწერები-3: ვინმე “მიშა” და ვინმე “ნიკუშა”. ჩაწერილია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელიდან “მოსადის” მიერ


(16.03.2010. 12:43 GMT)

ნ.: უან, თუ, სრი…
მ.: ნიკუშ, რავა ხარ!
ნ.: მიქელე, ვაი!.. პარდონ! ისადა… – „მიქელე, ვაა!“ უნდა მეთქვა…
მ.: როგორაა ჯექსონის საქმე? გამოდის?
ნ.: რომელი ჯექსონის? ჯესი ჯექსონის? ეგ ხომ უკვე პენსიაზე გავიდა…
მ.: არა, ტოო! – რა ჯესი ჯექსონის, ჯერ ობამა არ მეყოფა და ახლა – ჯესი ჯექსონის!… მაიკლზე გეკითხები, რაა, – გამოსი…დი სულ?!
ნ.: და ეგ როგორ უნდა გამოდიოდეს?
მ.: ახლა რამდენჯერ უნდა გკითხო, გამოსი…დი-მეთქი?! მინისტრი ხარ თუ სი…ი? როგორ უნდა გამოდიოდეს? – ჩამოგვყავს?
ნ.: მაიკლ ჯექსონი? როგორ უნდა ჩამოვიყვანოთ, რას ამბობ, მიშა?
მ.: როგორ და „უკრაინის ავიახაზებით“! როგორც „ურია ჰიპი“! არა, ბიჭო და, „ლუფტჰანზაზე“ ავუღებ ბიზნეს კლასს! – კრიზისია, მაგის დედაც!.. არჩევნების მოგება მინდა მაიკლით, არჩევნების ჩავარდნა კი არა უფულობის გამო…
ნ.რ: მიშა! მე დავსი…ი თუ – შენ?
მ.: რაებს ბედავ, ბიჭო? შენ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონია ჯერ კიდევ? 1992 კი არაა, სიმონ!
ნ.: და შენ შენი თავი ისევ პრეზიდენტი გგონია? 2005 კი არაა, სიმონ!
მ.: ჰო, კაი რა მოგივიდა… მოკლედ, მგალობლიშვილის გარდა იუმორი არ გესმით არც ერთს… რა არი, რატომ არ გამოდის მაიკლ ჯექსონი?.. „გაზპრომმა“ გადაგვიჯოკრა აქაც? ერთი ბენდუს უნდა ვუთხრა, ეს „გაზპრომი“ გენერალოვს აყიდიოს! ან – ბიძაჩემ თემურას ვეტყვი, რა… ამ ბიძაჩემის სახელი შემძულდა, მოკლედ. ანუ, სახელი კი არა, – გვარი!..
ნ.: მიშა, შენ რა მართლა ხომ არ გჭირდება თმის ანალიზი? არ იცი, რომ მაიკლ ჯექსონი მოკვდა?
მ.: ეგ როდის? ომამდე???
ნ.: რომელ ომამდე?
მ.: რომელ და ყირიმის! რომელი იყო ომი?!- კეზერამ რომ დამაწყებია მუხლებში ჩავარდნილმა! მაგას ლატარეისტი ბიზნესმენობა რა ვთქვი… სოფელს დავკარგავთო და… აგე!… სოფელი კი არა, კინაღამ ჩემი „როლექსი“ დავკარგე გორში!
აუ, ისე რას მეუბნები, მოკვდა მაიკლი? რას ამბობ? რაი კაი ბიჭი იყო? არ გამიგია. ამ ბათუმის „მასპინძელოში“ არ აჩვენებს MTV-ს. მე კიდე სხვაგან არსად ვყოფილვარ ამ ბოლო დროს… ჟალ.
ნ.: ჟალ რას ნიშნავს?
მ.: არაფერი. სიტყვაა რუსული.
ნ.: ვაა? ჰო, მართლა, ამ ომზე და რუსებზე გამახსენდა. როგორ დამთავრდა ის რაღაც ტელერეპორტაჟი? გამოვიდა? აქ სულ მაგაზე წერენ… „ფიგარო“ სულ გაგიჟდა…
მ.: ეეჰ, არაუშავდა… მარტო 25 წუთი იყო, მარა… რაღა ეს 25 წუთი და რაღა მაშინდელი 4 დღე! მანდ „ფიგარო“ გაგიჟდა და აქ ჯიგარო აგვეხა…
ნ.: რატო? გაგიძნელდა?
მ.: აბა, ბიჭო!… ვუყურებ, ვუყურებ, ვუყურებ და… ჰო ვიცოდი, რაც იქნებოდა და მაინც კინაღამ გარდერობში არ გავვარდი, ჰალსტუხის ასაღებად?.. რა ყოფილა ეს Posttraumatic Stress Disorder?!
ნ.: ვიცი, ძნელია.
მ.: აბაა…
ნ.: მიშა.
მ.ს: ჰაჯაან!
ნ.: არაფერი არ გინდა, მითხრა?
მ.: რაზე?
ნ.: არა, მართლა დასი…დი, ხო იცი!.. რაზე და ვარდზე! ალანას ბებოზე!! რატომ მითხარი, დამირეკეო?
მ.: აა, ჰოოო!.. აი, რა უნდა გითხრა ნიკოლოზ: მოკლედ ეს იყოს ამაზრზენი, საშინელი, დიდი შეცდომა… თავიდან შეცდომა მეგონა, მერე ვიფიქრე, „დასანანი ამბის“ დონეზე იყო… მერეე… ახლოს რომ მივედიი – მაინცა შეცდომა იყო, ხო იცი – საშინელი.
ნ.: ჰო, მიდი, გისმენ… აწეული მაქვს…
მ.: არადა ვუთხარი, ბიჭო, ტიტრები დაადეთ მეთქი! სუბტიტრები დაადეთ, არ გამაგიჟოთ მეთქი! არ დავინახო სუბტიტრების გარეშე… სუპერტიტრებიც დაადეთ… და გვერდტიტრებიც დაადეთ-მეთქი! შუაში დააწერეთ მეთქი – „ფაბრიკაცია“, ქვევით – „ბლეფი“ და ზევით, მარჯვენა კუთხეში დიდი ასოებით – „არ დაიჯეროთ!“ ა, როგორც ვერ ვიტან მაგ სიტყვებს „საკნის“ მერე, მაინც გავიჭირვე და ვუთხარი – სწორედ ეგრე დაიწეროს: „არ დაიჯეროთ, რასაც უყურებთ და რასაც ხედავთ და რასაც გაიგონებთ და რასაც მოისმენთ, არც აწ, და არც უკუნითი უკუნისამდე-მეთქი…“
ნ.: რა მაგრად გითქვამს! ჯიგარი ხარ! ეგ უკუნითი რამ გაგახსენა, რას გაარტყამ ხოლმე… მართალს იძახის გოგა – მაგარი ხარ!.. ავდარში, მაინც, ხო სუულ!.. მიდი აბა, ბოლომდეა აწეული…
მ.: ჰოდა მაგ სირებმა! სირებმა! სირისსირისსირებმააააა! სირ, სირ, სირ! სიროკებმა მაგენმა… მაგათი დამპალი ბუდე რა ვთქვი… მაგ სირებმა…
ნ.: საკმარისია!…
მ.: ჰოდა, მაგ სირებმა – არ დააწერეს!
ნ.: არ დააწერეს?? არ გამაგიჟო! არ დააწერეს? როგორ გაბედეს მაგ ტუტუცებმა, ტუტუცებმა, ტუტუცებმა, უზრდელებმა! თანამდებობისთვის შეუფერებლებმა! როგორ გაბედეს მაგ… უტვინოებმა…
მ.: კაი, ნიკუშ, რა მოგივიდა, რავა ბებიაჩემივით აღელდი შენც!
ნ.: რა ვქნა, ხომ იცი, რომ ვღელავ, თავს ვერ ვიკავებ!… ასეთ დროს ვიცი, ხოლმე… ეგ, ვირები ეგენი.
მ.: არა, „ვირები“ არ გინდა, მაგ სახელზე ტრეიდმარკია უკვე აღებული… ლიცენზია რომ გავეცი, დაგავიწყდა?..
ნ.: ვინ არიან ეგ უტვინოები?
მ.: მე პირადად ვუთხარი გიორგი არველაძეს! გიორგი არველაძემ უთხრა ეკა წამალაშვილს! ეკა წამალაშვილმა უთხრა მათე კერვალიძეს! მათე კირვალიძემ უთხრა ნათია კობერიძეს! ნათია კობერიძემ უთხრა გია ნოდიას და არ უთხრა – იასე ცინცაძეს! ახლა გამოვიდა, რომ იასე გმირია და არველაძე – ვირი! უტვინო, დაღლილი, ჯიუტი ვირი!
ნ.: მიშა, აკი ლიცენზიაო!
მ.: ავნერვიულდი, რა. ვირი, არა (წაშალე) – სირი, სირი, სირი, სირი!
ნ.: საკმარისია! ოთხჯერს მეტად ცხონებული კოტე მახარაძეც არ ამბობდა „გოლს“.
მ.: ეგ ვინაა?
ნ.: აღარ არი… მოკლედ ყველაფერი გადასარევია… ახლა ამას დავდებ!
მ.: ანუ ვსიოო?
ნ.: კი, მიშა, წადი, ჭამე ახლა…
მ.: რა დავიღალეე… კაი, მერე გამაგებინე, სად იქნება…
ნ.: აბა რას ვიზამ. საღამოს აქაური კულტურის მინისტრს უნდა შევხვდე, კაი ტიპია. იქნება პატრისია კაასი გამოუშვას!
მ.: მიაწექი პატრისიას! კაი, გლუქსმანი მომიკითხე… უთხარი, მიშა ისევ მაგარია-თქო.
ნ.: კი, გლუქსმანს მაგაში ეჭვი არ ეპარება.
მ.: ეჰჰ…

„ტუუ- ტუუ- ტუუ- ტუუ“
——————————————————
P.S. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ დაინტერესებულმა პირებმა, რომელთა გამოცნობა თქვენთვის მომინდვია, ინტერნეტში ამ რეალურად მომხდარი საუბრის საკმაოდ შეკვეცილი ვერსია განათავსეს. ურჩიეთ ყველას, რომ თუ მათ 16 მარტს მედიით გავრცელებული საუბრის სრული ვერსია აინტერესებთ, სწორედ აქ შეუძლიათ გაეცნონ.

mordexai ben ruru


პრეზიდენტის მწუხრი (კომენტარი კობა ლიკლიკაძის წერილზე “ხმა და შიშინი”, www.tavisupleba.org)


პრეზიდენტს უსმენს მტერი!
პრეზიდენტს უსმენს ხერხემალი!
პრეზიდენტს აღარ უსმენს ერი!
პრეზიდენტის შველა გვიან არი…

პრეზიდენტი აღარ არის პრეზიდენტი…
ის არის ფიტული, რომელსაც გარედან აწერია „პრეზიდენტი“,
ხოლო შიგნიდან გამოტენილია სურვილებით – მოფერების სურვილით, დაყვავების სურვილით, განდიდების სურვილით, დითირამბების სურვილით, სიამოვნებების სურვილით, ლამაზი სიზმრების სურვილით, ომის მოგების სურვილით, სამუდამო პრეზიდენტობის სურვილით, ქვეყნის დატოვების სურვილით, იმის დაჯერების სურვილით, რომ ის – ისევ ძლევამოსილი პრეზიდენტია…

მაგრამ ძლევამოსილი პრეზიდენტები განა თავიანთი სიკვდილის სცენარებს ადგენენ რედაქტორ გოგონებთან ერთად? განა თავისი ხალხის დაშინების მუღამის შემცირებას უფრთხიან? განა საკუთარი ჯარის ღალატის ასე ადვილად სჯერათ? განა 30 სოფლელ გულშეღონებულ და პირგამეხებულ მოქალაქეზე მეტს ვერ ნახულობენ, რომ რაიმეზე დაელაპარაკონ? და რაზე ელაპარაკებიან მერე, რომ ომის იმიტაცია “დასანანი” იყო?
და ომი რა იყო? ომიც იყო “დასანანი”? თუ იქნებ “შემაშფოთებელი” იყო?

სპექტაკლი… სპექტაკლი ვარდებით! სპექტაკლი სტატისტებით! სპექტაკლი დაბრუნებული კანადელებით, მადლიერი რუსი დისიდენტებით, გვირგვინოვანი მწუხრით, გამოსვლებით, თავის ქებით, ილუზიებით! სპექტაკლი ბიზნესმენ ჰიპით და “იურაი ჰიპით”!

ეს არის მწუხრი… პრეზიდენტის მწუხრი…

რამდენჯერ უნდა გითხრათ, მიქელე – ვაი! მართლაც რომ – ვაი!

„ეჰ, რა მსახიობი მიდის?“


Ménage-à-trois: მიშა – გიორგი – ეკა / Misha – John – Uncle Sam


მოდით, ასეთი პატარა ქეიზ სტადი შემოგთავაზოთ:

ჯონი არის ამერიკელი ექსპერტი, რომელსაც მიშა უხდის 100000 დოლარს, რომ მან კარგი რაღაცეები ასწავლოს და ცუდი რაღაცეებისგან თავშეკავება ურჩიოს… ამის წყალობით მიშა ოპოზიციას 5-6 პატარა ბრძოლას უგებს და ჯონის ხელფასიც 300000-მდე ადის.

მაგრამ ამასობაში მიშა ნათლიას – ბიძია სემს რაღაცეებს არ უჯერებს და სულ უფრო მეტად აბრაზებს… გაბრაზება იქამდე მიდის, რომ ბიძია სემი მიშას ჯერ რომ ტელეფონით უკეთებს ვორნებს, მერე ღია სივრცეშიც იწყებს მიშას კრიტიკას. მიშა ვა-ბანკზე მიდის და ჯონს თხოვს, რაიმე დიდი ფეირვერკი გაუკეთოს, რომ ეს ოპოზიცია სულ ჩაიფერფლოს…ჯონი სამუშაოს ასრულებს და შედეგი არის ფურორი! მთელი მსოფლიო გაგიჟებულია, ეს რა იკადრა მფრინავმა მიშამო (კინო იყო ასეთი – “ესკადრილია ლეტუჩაია მიშ”)…

მაგრამ ერთი პატარა ნიუანსი მერე მჟღავნდება:

ბიძია სემი წერილის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე ჯონს ხვდება და ეუბნება:
– “ჯონ, მიშამ გარეკა… ყველაფრის წინააღმდეგ მიდის – პრინციპების წინააღმდეგ, თავისი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სტრატეგიული ინტერესების წინააღდმეგ და, საერთოდ, – საღი აზრის წინააღმდეგ… რაღაც უნდა გააკეთო, ჯონ…”

ჰოდა, ამიტომაა, რომ ის ფურორი – კოშმარი გამოდის…

ეს ყველაფერს ხსნის:

იმას, რომ ეს გიჟური ჩანდა (მიშას ეფექტი)

იმას, რომ მერე ეს თითქოს გიჟური რაღაცეების ასრულების “ჭკვიანურ” რაიმეს ჰგავდა (ჯონის ეფექტი)

და ბოლოს იმას, რომ საზღვარგარეთ ამან საშინელი რეაქცია გამოიწვია და აგერ ახლა ბომბიც გასკდა – აუდიოჩანაწერი, (სადაც არველაძე ამბობს, მარტო ლაითად ვთქვათ, რომ მოდელირებაა, მიშა ამბობს, არაა საჭირო, თორემ მუღამი დაეკარგებაო!)!
თან თუ ბომბი რუსულ საიტ საროკაზე გასკდა, ვინ ოხერი იფიქრებს ძია სემზე? ძია სემი ხომ არარუსულენოვანია (?)! 🙂 (ბიძია სემის ეფექტი!)

მოკლედ, მე მითქვამს, ჰილარი დეიდა ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ მიშას წასაყვან თვითმფრინავს უკვე პილოტებს და სტიუარდებს ურჩევენ (სორრი, მიშა, სტიუარდესები არაო, ჰილარი დეიდამ – გამოცდილი ქალია! :)))


სპეც.შეფასება – სპეც.რეპორტაჟზე


მე მგონი, “იმედის” ამ სპეცრეპორტაჟმა დაადასტურა ბევრი რამ:

1) რომ ხელისუფლებამ, რომელმაც ეს მოიგონა და გაუშვა, თავად გაიკეთა ხარაკირი. და ეს მოუვიდა არა სიმამაცით , (“აბა, მეჯვრისხევის ქუჩაზე მნახე, ვინაა ვაარ!”:), არამედ – ელემენტარული სიგიჟით, რაზეც მთელი უცხოეთი თან განცვიფრებულია და თან დაუფარავად დასცინის უკვე მიშიკოს! “დემოკრატიის შუქურა” იქცა “დიდ სიმულიანტად” – GREAT IMITATOR, რაც ჩვენ კი ვიცოდით ბოლნისის, განმუხურის, ხურჩის, ახალგორის შემდეგ, მაგრამ ამ უცხოელებს მაინც ეეჭვებოდათ ბუშის მიერ მინიჭებული “ზვანიეს” ასე განაცარტუტება…

2) რომ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ “ეს სიუჟეტი ძალიან მიახლოებულია მოსალოდნელ რეალობასთან”, არის აბსოლუტურად შეგუებული იმ აზრს, რომ ის ჭირის დღესავით ეზარება ხალხს, რომ მისგან დაჩმორებული ჯარი ოცნებობს მას გადაუდგეს, რომ თუ მიშა მიწისქვეშეთში დაიმალება, მიწისზევით ხელისუფლებიდან არც აღარავინ დარჩება – ყოველ შემთხვევაში – წითელ ხიდს აქეთ (არადა, როგორი იმედი მქონდა გიგი წერეთლის, გოკა გაბაშვილის და პალიკო კუბლაშვილის!), რომ თბილისში რუსის ჯარი ისე შემოგრიალდება, დაცვის სახელგანთქმული მაჟინო-მანერჰეიმ-ახალაიას ხაზი არავის გაახსენდება (არადა,რამდენი მიმტკიცეს, – ვსიო, რუსის ტანკები ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს, ახალაიამ მიწა ამოთხარაო!) და ა.შ.

3) რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც თურმე არც რუსებთან მოლაპარაკებაზე წავა და არც მიწისქვეშეთში ჩავა – ირაკლი ალასანიაა !:)

4) რომ რუსები არასდროს დაანებენ ჩვენს ოკუპაციაზე ფიქრს თავს, სანამ ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილია!
ძაან მაინტერესებს, დავით აღმაშენებელს რომ ჩააცივდა ეს ჩვენ აწ უჰალსტუხო პეპელა („კურტკიანი“ დავარქვი, მგონი უკვე საწოლშიც აცვია „კურტკა“), დემეტრე თავდადებული რითი არ მოწონს? ქალებს რომ იყო გადაგებული და ნარკოტიკებზეც არ ამბობდა უარს, სამაგალითო არაა ვითომ? ჩვენ ბოდიში! ოღონდ ეგ დემეტრესავით მოიქცეს და ქალებიც ალალი იყოს მაგაზე, (რაც მართალი მართალია, – ძალადობით მგონი არ ძალადობს ჯერ) და არ გვინდა ტესტის ჩაბარება, ჯანდაბას, სიტყვაზე დავიჯერებთ! ოღონდ ეგ დემეტრესავით მოიქცეს და!

5) და ყველაზე საშინელი – რომ მთავრობა (ჯარს არ ვგულიხმობ!), რომელმაც რუსის აგრესიის დროს გაქცევა და დაწოლა ამჯობინა, საკუთარ ხალხთან მაგარ გულზეა და გვაშანტაჟებს – ისევ მაკარონი და 20 ლარი აიღეთ, თორემ გესვრით, გესვრითო!

არაა ეს ხალხი – მთავრობა!
არაა ეს ხალხი – ქართველები!
არაა ეს ხალხი – ხალხი!
ეგენი არიან თეთრცხელებიანი მანიაკები, რომელთაც უკვე მართლა საკუთარი სიზმრების და ლომკების ეშინიათ და ამიტომ ხშირად დუნდულთან გარჭობილ ფიშტოზე შეივლებენ ხელს, უმისამართოდ ცლიან მჭიდეს და ყვირიან მალიმალ – “დედას გიტირებდეთ, დედასა!”

ბებო, ბავშვს მიხედეთ, ბებო!
გადააყუდეთ და კომბოსტოს ფურცელი დაადეთ შუბლზე…

 

ჯანსულო ჯანსულო
მინდორს მოკო ფიორია
ჯანსულო ჯანსულო
აკა შარა ქომუჩითი
ჯანსულო ჯანსულო
ხასლას ლეკურ გილმობუნი
ჯანსულო ჯანსულო
ოდგიშიშა ქუგუ წვანჯი
ჯანსულო ჯანსულო
ხეს დამბაჩა მოჭკადილი
ჯანსულო ჯანსულო
გოყოთანქ დო ვადგოჩირთუ
ჯანსულო ჯანსულო
მუ რე ეთექ ქობაძღუნი
ჯანსულო ჯანსულო
ქუდი რე დო ბოხოხია
ნანა კიბირ უძგიძგანსი
ჯანსულო ჯანსულო
მეტ ვაფშუ გომოჭყორდუია


ნიმცოვიჩის დაცვა? არაა!.. ეს სულ სხვაა…


გიორგი არველაძე: „სხვისი არ ვიცი და მე ვიბრძოლებ”

www.ick.ge (Information Center of Kakheti)

——–

Gela Mtivlishvili: აფრენს!

——–

არა, არ აფრენს გიორგი ტახიროვიჩი!

არც მამამისი აფრენდა. კომუნისტების დროს რომ ფულებს ტომრებით „ღუნავდა“, მერე იმ ფულებით უშველებელი სასახლე ააშენა ნუცუბიძის პლატოზე, გააქირავა და ახლა ამერიკის რიგით მერამდენე ელჩისგან წელიწადში მილიონობით დოლარს იღებს შემოსავალს! თქვენ კი გგონიათ, „იმედის“ იმედადაა ტახირას ბიჭი? ეგ „იმედის“ და იმედის მოსასპობადაა! უიმედობის დასათესადაა! შიშის დასათესადაა! და მერე – დასათესადაა!..

ტახიროვიჩი, გგონიათ თავს იმართლებს? არაა!…

არველაძის ბოვში ეხლა გვეტყვის, – მეო, ეს ყველაფერი იმის გასაგებად მიმაჩნიაო, ვინ არის ნამდვილი პატრიოტი და ვინ მივიდოდა პრეზიდენტის სასახლესთან, რომ მატროსოვივით გადაფარებოდაო ჩვენს კონსტიტუციურ სიმბოლოსო!

ჰოდა, მე ვიყავი იქ ერთადერთი და თქვენ სად იყავით, ხალხოო!

მე არ დამიწყია გაქცევა და ჩემი შვილების ევაკუაცია და თქვენ რა ზნე დაგეცათო?!

მე არ მქონია ჩემი აურაცხელ ქონების გადარჩენაზე ფიქრი და თქვენ რატომ გამოჰკარით თქვენი საცოდავი ბოხჩებიო?!

მე თუ მივხვდი, რომ მატყუებდა (!!!!) ეს ონავარი ჩემი თანამშრომელი ნათია კობერიძე, თქვენ რა ჯანდაბის სიბეცე დაგემართათ, ეს როგორ მოგივიდათ, რომ მაგ მაცდური ქალის სპეცრეპორტაჟს ენდეთო?!

ამას იტყვის ის კაცი, ვინაც ყველაფერი სწორად გათვალა, რადგან ყველაფერი იცოდა, თორემ რომ არ ცოდნოდა, მაშინ გენახათ მაგის ქარავანი და საპალნეები წითელხიდთან.

ამას იტყვის და ბოლოს გვეტყვის: – კაი, თქვე მშიშრებო! რაც იყო, იყო! მიპატიებია ეს სიმხდალეო! კაი, არ დაგიჭერთ დეზერტირობისთვისო!

ამას იტყვის გიორგი ტახიროვიჩი!

ეს, ან დაახლოებით ეს იმავე აზრით, უკვე თქვეს გუშინ როინ ნიჟარაძემ და ნოდარ ლადარიამ, თამარა ჩერგოლეიშვილმა და დავით დარჩიაშვილმა, სხვა გაბრწყინებულებმაც!  რომლებმაც თავიანთი ძვირფასი დრო დაუთმეს იმის ახსნას, რომ თუ მომავალში ასეთ რამეს ვნახავთ, არხი უნდა გადავრთოთ და თუ „რუსთავი2“-ზე სერიალია „იმედის“ ტელე-ომის და რადიო-ომის ნაცვლად, სვეცკად უნდა ჩავიღიმოთ და უნდა მივხვდეთ, რომ ეს გათამაშებაა, ლამაზი პატარა გათამაშება, როცა „იმედი“ უიმედობად იქცა! რა მოგივიდათ ხალხო,  ლამისაა ევროკავშირში შევყავართ გიულის ბიჭს და თქვენ მეტი მიხვედრილობა არ უნდა გქონდეთ?  – აი, ჩვენი აზრის „გიენიოსების“ უბადლო არგუმენტი.

ნიმცოვიჩის დაცვა არაა ეს!

ეს ნაცმოძრაობის დაცვაა!

გაღმა შედავება, რომ კიდევ უფრო მეტი შერჩეთ!

მთელი საქართველო თუ არა, მისი 80% მაინც შერჩეთ საჯიჯგნად! ნაკლებზეც თანახმა იქნებიან… ოღონდ კი რაიმე შეინარჩუნონ საჯდომქვეშ…


გამოგონილი ომის “ქრონიკა” – კრიმინალური რეჟიმი არჩევნების წაგების შიშით ვა-ბანკზე მიდის!


საქართველოს მთავრობამ ქართველ ხალხზე მედიატერორისტული აქტი განახორციელა – ექსპერიმენტის სახით.
20.00 ქრონიკაში შემოგვთავაზეს მოდელირება და სიმულაცია იმის, რა შეიძლება მოხდეს, თუ 30 მაისს არჩევნების შემდეგ ოპოზიცია დაიწყებს საპროტესტო გამოსვლებს, რომელთაც “გამოუცნობი პირები” იარაღით დაარბევენ. ამას მოჰყვება არეულობა, რომლითაც ისარგებლებს რუსეთი და ჯარებს შემოიყვანს…
და ეს ყველაფერი ფილმად… რენე ჰარლინის გარეშე – დოკუმენტური კადრებით აწმყო დროში, ყოველგვარი სუბტიტრით, რომ ეს სინამდვილე არაა!- რომ უცნობებმა მოკლეს კოკოითი, ამის გამო რუსებმა მობილიზაცია გამოცხადეს და თვილისიკენ მოდიან…როგორ იბომბება გორი, როგორ გარბიან ჯარისკაცები და ქალები, როგორ მოდიან ტანკები, მერე ინფორმაცია იმაზე, რომ სააკაშვილი დაჭრილია…

რეალური შედეგი ამ ვირტუალურ შიზორეპორტაჟზე: – მასიური პანიკა საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით – გორში, ფოთში, ახლაგორის რაიონში, სადაც მოსახლეობა ტყეში გაიხიზნა. რამდენიმე ინფარქტით და ინსულტით გარდაცვლილი ადამიანი, ქალი, რომელსაც ორსულობა მოეშალა, საშინელი ფსიქოზი… გამწარებული ხალხის მივარდნა “იმედში” და … პრეზიდენტის შეშფოთება… რომელიც მეორე დღეს მსუბუქი “დანანებით” შეეცვალა…

ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა რამდენიმე მიზნით:

1) ხალხისთვის შოკში ჩამგდები ფორმით იმის ტვინში ჩასანერგად, რომ თუ დადგებით ოპოზიციის გვერდით, ნახეთ რა მოგივათ! ეს მესიჯი იყო ჩვენი მსოახლეობისთვისაც და დასავლეთისთვისაც – თუ დაგვჭირდა, სულ ფეხებზე დავიკიდებთ თქვენს დასკვნებს! – აი, ამ ფილმის ლეიტმოტივი, როგორც რეაქცია აშშ სახ. დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მწვავე კრიტიკულ დასკვნაზე.

2) იმისთვის, რომ ხალხი მივარდნილიყო “იმედში”, მომხდარიყო არეულობა, რომლის შედეგად ოპოზციის ზოგიერთ ლიდერს და აქტივისტებს დაიჭერდენენ და ადმინისტრაციული წესით 90 დღე ჩასვამდნენ – ზუსტად ისე, რომ მხოლოდ არჩევნების მერე გამოსულიყვნენ ციხიდან.

3) იმისთვის, რომ “იმედი”, რომელიც მალე შეიძლება დაიბრუნოს პატარკაციშვილის ოჯახმა, დახურონ “ხალხის მოთხოვნით” (ჩვენი ხელისუფლება ხომ ძაან ემორჩილება ხალხის ხმას!) და წაართვან ლიცენზია, რომელსაც მერე რეალ ტივის მისცემენ…

ეს მთავრობა რომ ამის ნახევარ ტვინს ატანდეს, არა დესტრუქციულ, არამედ კონსტრუქციულ აზროვნებას, საქართველო მართლაც წინ წავიდოდა, ახლა კი რეგრესში გადავვარდით, ნაღდად…

ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ნათია კობერიძეზე და თუნდაც გიორგი არველაძეზე ჯოხის გადატეხვა ამ შიზოფრენიას არაფერს უშველის!
საჭიროა სრულფასოვანი გამოძიება! საქართველოს მართავს ავაზაკთა ბანდა, რომელზეც ზედგამოჭრილია ნეტარი ავგუსტინის ეს სიტყვები:

“რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?”

ია ანთაძემ იანეთში გამოთქვა მოსაზრებას იმასზე, რომ მიშამ თავისი რეალური შიშები გავიმხილა ამ სიუჟეტით (ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ მთავრობა, ან ვინმე მთავრობის უმაღლესი ეშელონიდან დგას სიუჟეტის და ფილმის უკან და არა საცოდავი (ყველა გაგებით) ნათია კობერიძე…)

ა) სავსებით შეიძლება ეს არც იყო მიშა და იყო ვანო (არა მგონია, ვანოს ისე არ შეესვლებოდეს იმედის კორიდორებში, რომ ვერ მოეხერხებინა თავისი იდეების არათავის ტელევიზიაში იმპლემენტაცია და ამით გიგი უგულავას დისკრედიტაციაც (მე-4 მიზეზი, თუ ვანოს სცენარი იყო). მაშინ ეს შეიძლება საბოლოო დარტყმა აღმოჩნდეს მიშას რეპუტაციაზე, რომელზეც უცხოეთში სერიოზულად იფიქრებენ, რომ მას ფსიქიატრის გარდა მართლა აღარვინ უნდა შეხვდეს…

ბ) არაა გამორიცხული, რომ მიშას მართლა ჯერა თავის ალისას საოცრებათა სამყაროსავით გამრუდებულ მიკროკოსმოსში, რომ  რონ ასმუსის ის ყბადაღებული წიგნი და მერე სანაიას რეკონსტრუქციული სპეცრეპორტაჟი დასავლეთში სერიოზულად მიიღეს. გაიხსენეთ, იქ ბუში ლამის ატირებული იდაყვებს იკბენს – „ვაიმე, ჩემო ოქრო მიშავ, როგორ მაფრთხილებდი და მე სულელმა როგორ არ დაგიჯერევოოო“… და კიდევ – “ოღონდ არ მიყვირო, მიშა, და ყველაფერს მოვაკვარახჭინებო!”

ახლაც იგივე სცენარია, მოდი ვაჩვენოთ დასავლეთს, რა შეიძლება მოხდეს… თუ იტყვიან, რომ ეს ჩემი შიშებია, ვეტყვი, თქვენ ადრეც მაგას ამბობდით, სანამ რუსები არ შემოვიდნენ გორში!

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც ახლა მომივიდა თავში და რომელიც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანია!

– ეს სცენარი არის მიტინგების ხელახალი დაწყების პროვოცირება!

ამით ალასანია და ალიანსი უკანა პლანზე გადავა, არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაიწყება ბურჯანაძის, გაჩეჩილაძის, კუკავას, დავითაშვილის და ნოღაიდელის აქტივაცია… 2 თვის განმავლობაში ეს მიტინგები ჩაქრება (სააკაშვილი დასავლეთში ისევ გაათამაშებს პრორუსული ოპოზიციის კარტს!) და მერე აღმოჩნდება, რომ არჩევნებზე არც არავის უფიქრია! ხელისუფლებისათვის მისაღები კანდიდატი (სავარაუდოდ – გია ჭანტურია) ლანგარზე მიიღებს მერის ნომინალურ პოსტს, და ვალმოხდილი მიიღებს პატიების სიგელს მიხეილ სააკაშვილისგან…

ეს რომ შეიძლება ასე იყოს, ფილმისთვის სპეციალურად შექმნილი ის პლაკატი მაფიქრებინებს, სადაც ჩამოთვლილი ლიდერების ფოტოების გვერდით ალასანიას წითლადგადახაზული ფოტო იყო… ვითომ ეს ხაზს უსვამდა იმას, რომ ალასანია სეპარატისტებთან და რუსებთან მოსალაპარაკებლად ცხინვალში არ წავიდა, მაგრამ გადახაზვა რა საჭირო იყო?
არა, აქ სხვა აზრი იყო, – ამომრჩევლის გონებაში იმის ჩაცემენტება, რომ ალასანია მიუღებელია!

მაგრამ ერთი რამე დაავიწყდათ ჩვენს მუშნიზარანდიებს, რომ როცა შუშის სასახლეში ცხოვრობ, ქვების მასიური სროლა ძალიან სახიფათოა! მით უფრო, თუ რეჟიმის მთელი “სიძლიერე”, სწორედ ამ გამჭვირვალე შენობაშია კაშჩეის კვერცხში ჩადებული ნემსივით…

“დავი” – ნათქვამია…

რა ვქნათ:

1. უნდა მოგროვდეს ფაქტი ყველა დაზარალებულის შესახებ.
ამბობენ, რომ ორი ქალი გარდაიცვალა – ერთი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ჯარისკაცის დედა (დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაცია), მეორე – გლდანში. ანდრო ჭილაიამ განაცხადა, რომ იცის, როგორ მოეშალა ქალს მუცელი. განსაკუთრებით დიდი იყო შოკი გორის რაიონში და ფოთში. გოგა აფციაურს უთქვამს, რომ მასთან რეკავდა შეშინებული ხალხი და ეკითხებოდნენ, „მოდელირება“ და „სიმულაცია“ რა არისო! ასეთი ტერმინებით „აუხსნეს“ ხალხს რას აჩვენებდნენ… და ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომ საერთოდ შუიდან ნახა სიუჟეტი და ეს განცხადება არც გაუგონია…

2. უნდა იქნას გარკვეული, რა დრო დასჭირდა ამ გადაცემის მომზადებას – მინიმუმ რამდენიმე დღე – შეიძლება კვირა! ვინ იყო იდეის უშუალო ავტორი?

3. უნდა მოხერხდეს “იმედის” ჟურნალისტებისგან ინტერვიუების აღება. მე პირადად ისეთ ხასიათზე ვარ, რომ გავიგო, ვინმე ხვალიდან კიდევ დარჩა “იმედზე”, იმას სირცხვილის კარიდორი კი არა, სამუდამო სირცხვილი მივუსაჯო……

4. სარჩელი უნდა აღიძრას მიყენებული მორალური და ფიზიკური ზარალის გამო – არა უშუალოდ ნათია კობერიძეზე ან იმ გაქსუებულ წამყვანზე, რომელიც ვერ მიხვდა რა ჩეჩმაში ჩააყოფინეს ენა, არამედ ხელმძღვანელობაზე, –  გიორგი არველაძის და ბიძინა ბარათაშვილის ჩათვლით (როგორი ბედნიერებია ალბათ ნანა ინწკირველი და ვახო სანაია! რა გამართლებაა, დროზე რომ გაგაგდებენ!)

5. რაც მთავრია, სარჩელი უნდა აღიძრას “იმედის” დანაშაულებრივი გზით მითვისებაზე ჯოზეფ ქეის მიერ და დანაშაულებრივად ყალბად გადაფორმებაზე ვითომ „არაბულ“ კომპანიაზე, რაშიც ქეის დიდად დაეხმარა (და იდეაც მიაწოდა, დარწმუნებული ვარ) – საქართველოს ხელისუფლება.

6. უნდა იქნას გამოძიებული იმედის დღევანდელი მფლობელების ვინაობა და სტატუსი, მათ მფლობელობაში მყოფი სხვა საკუთრება – მთაწმინდის პარკი და ა.შ.

7. აღნიშნული სარჩელის მომზადებაში დახმარება უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს – Human Rights Watch, Transparency International, და სხვა…

8. ასევე უნდა მოხდეს სქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების დროული და სწორი ინფორმირება ჩვენი ხვითო ხელისუფლების მორალური და მენტალური დეგრადაციის ხარისხის შესახებ.

9. უნდა მოეწყოს საპროტესტო მიტინგი, ამავდროულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნებამდე მიტინგების სერიოზული ტალღის აგორება, ან მთავრობის ჩამოგდების მცდელობა სწორედ მთავრობას აძლევს ხელს, რომელიც იტყვის, აჰაა, ხომ ვამბობდი – „რუსული სცენარი“ დაიწყოო…

10. პარლამენტში არსებულმა ფრაქციებმა (ქრისტიან-დემოკრატებმა, თუ თავი მართლა ოპოზიცია ჰგონიათ) უნდა მოითხოვონ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მოსმენა, და ასევე ზემოდასმული კითხვებზე – “იმედის”მფლობელების შესახებ ინფორმაციის სასწრაფოდ გარკვევა. უნდა იქნას მიღებული შესაბამისი კანონი, რომ საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს მედიასაშუალება, რომლის მფლობელის ვინაობა იქნება დაფარული!

11. ოპოზიციამ უნდა დაძლიოს ყველანაირი წინააღმდგობა და დადგეს ერთი კანდიდატის გვერდით. მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ ირაკლი ალასანიას აქვს ამ რთულ პირობებში ხელისუფლების დამარცხების შანსი, რომელიც მთავრობის ამ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის შემდეგ გაიზარდა – უცხოეთმა დაინახა, რა საოცრად საშიშად ავანტიურისტული ხდება ეს მთავრობა… დამიჯერეთ, ავანტიურისტები არ უყვართ დასავლეთში… ახლა გაცილებით მეტია შანსი, რომ დასავლეთი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოზე დასკვნის შემდეგ (სხვათა შორის სწორედ ამ დასკვნამ გააბედინათ მიშისტებს, ალბათ, ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი ფილმის სახით) დაუჭერს მხარს ოპოზიციას, თუ ეს იქნება არა პრორუსული ოპოზიცია.

საქართველოს მართავს კრიმინალი შიზოიდი დეგენერატების ბანდა, რომელიც ხალხზე სისხლიანი ექსპერიმენტების ჩატარებაში დახელოვნდა! ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ ქვეყანა და ჩვენი შვილები.

P.S. ახლა უცებ ვიფიქრე, რომ ესენი პატრიარქის მოშორებას შეეცდებიან! აქამდეც უნდოდათ, მაგრამ ეხლა უფრო გამეტებით. უკვე ვა-ბანკზე არიან წასულები!

“ჩემს მერე თუნდ ქვა ქვაზე არ დარჩენილა!..”