პოსტი (8) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
07.06.2009 21:17
—————————-
კავკასიოლოგს
————–
გამოტყდი ნოშრევან, რომ თავად ხარ “თქვენსგამომიშისტიც”, “კიაზოც”, “აბესალომიც”… და ამიტომაა, რომ მაგათ მაგიერ სწუხარ და ნერვიულობ.
უფრო ჭკვიანი მეგონე – თუ დაცვა გინდოდა – კიაზოს მაგიერ ბარემ გაგეცა პასუხი – ან არადა გეცლია იმ კაცისთვის, 20 წუთში რომ მიპასუხე.
ეგ ხომ დემაგოგიის პირველი ხერხია – “რა იყო?” “ვერ გავიგე”, “ვითომ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია??”
აბა რაა მნიშვნელოვანი – ზემო მაჩხაანის “ასვალტი”?
დავიჯერო, ასე ძნელი გასაგები იყო ჩემი ის ორი კითხვა?
დავიჯერო ქართული გადაგავიწყდა – გერმანისტიკაში გადავარდნილს?
თუ “მარტვილის თეზისების” დახვეწაზე მუშაობდი ამ დღეებში?
მგონი პროფილის შეცვლა გინდა და გოგის ბლოგზე აპირებ გადასვლას :-))
დავალებებს მაძლევ? დემაგოგიის კარდინალო რიშელიევ?
კარგი, მივიღებ მაგ “შეკვეთას”, მაგრამ მოდი რაღაც მასწავლებელ-მოწაფის საშინაო დავალებას რომ არ დაემსგავსოს ჩვენი კამათი (შენს “მასწავლებლობას” ნამდვილად ვერაფრით დავთანხმდები, არც შენ უნდა გსურდეს ჩემისთანა “მოწაფე”) დუელი დავგეგმოთ და ბარიერთან მისვლის დროც დავთქვათ.
ვთქვათ – ხვალ საღამო, ორშაბათი, 18 საათი.
ჰოდა ზუსტად საღამოს 6 საათზე ორივემ გამოვაქვეყნოთ ჩვენი ესსე – მაქსიმუმ ორი ჩანაწერი (7000 ასონიშანი).
ჩემი თემა იქნება – “რატომ მომწონს (მირჩევნია) ოპოზიცია?”
შენი თემა – “რატომ მომწონს (მირჩევნია) ნაცმოძრაობა?”
ვინც თავის პოსტს არ გამოაქვეყნებს ან დააგვიანებს – (პოსტის დროს სისტემა, როგორც ვიცი, ავტომატურად აწერს იმის მიხედვით, როდის დაიდო სერვერზე ტექსტი, და არა იმას – როდის გამოქვეყნდა მოდერატორის მოდიფიკაციის მერე), – წაგებულად ჩაითვლება.
თუ დუელის პირობები გაკმაყოფილებს – შევთანხმდეთ, დღეს შუაღამემდე შენი თანხმობა აქ, ბლოგზე გამოაქვეყნე.
ჰო, მერე არ დაიწყო – ინტერნეტი გამეთიშა, სერვერი არ მუშაობდა… თუ პრობლემები გაქვს (რა, ვანო “დი-ეს-ელ”-ის ფულს არ გიხდის? არ დავიჯერებ!) ინტერნეტ-კაფეში მიდი. ან სულაც – შოთა უტიაშვილთან, მაგას კარგი სიჩქარე ექნება.
არაა გამორიცხული, ჩვენი ეს დუელი ქ-ნმა იამ შემდეგი ბლოგისთვის შესაფერ თემად ჩათვალოს.
თუ არადა, მკითხველი აქაც მიაგნებს – ნოშრევან კავკასიოლოგი vs სოლომონ თერნალელი. სახელით ნაღდად მჯობნი, კავკასიის არწივო.
მოსულა?
თუ ახლავე აღიარებ დამარცხებას?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s