პოსტი (4) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
06.06.2009 19:43
——–
აბესალომ,
———–
კაცო,
იქეთ გავიგე მაიკოს ებრძვით მუხლჩაუხრელად გოგი გვახარიას ბლოგზე, აქეთ – მე მიწუნებთ გემოვნებას. კაცი ხართ, თუ ადამიანი-ორკესტრი?
არ გადაიღალო, რაა!
აზროვნების უნარი შეიძლება იმან დამიწუნოს, ვისაც უკეთესი აქვთ – თქვენი კომენტარები კი ამის ილუზიასაც არ ქმნის.
მე ნიუსი კი არ “გამოვაცხვე”, არამედ მოგაწოდეთ – ისე რომ ერთი პწკარი არ შემიცვლია, წყაროც მიგითეთ და ავტორიც.
“მააალობის მაგიერია”, დალოცვილო? თუ არ მოგწონს, ნუ კითხულობ. თუ არ გჯერა – პრესა.გე-ს და მიქიაშვილს მისწერე.
თუ შენც, “პროგრესულის” არ იყოს, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ბ-ნ შოთა უტიაშვილის გჯერა?
აი იმის, სამი კვირა ქართველ ჟურნალისტებს რომ ეფიცებოდა – აკრძალული რეზინის და პლასტმასის ტყვიები არ გვიხმარიაო და მერე რომ გამოუტყდა უცხოელებს, კი ვიხმარეთ, გვეგონა კარგი იყოო!?
ნეტარ არიან შოთა უტიაშვილის მორწმუნენი?
არა მგონია.
კიდევ ერთი თხოვნა, მე კი ნუ გეცოდებით, საქართველო შეიცოდეთ, იმ კაცის ხელში, რომელსაც ისეთი რეპუტაცია აქვს, რომ ამ ნიუსს 100 კაცი რომ წაიკითხავს, თქვენი და პროგრესულის მეტს – არც შეეეჭვდება, რადგან ისეთივე შეხედულება აქვთ მასზე, როგორც იმ მწყემს ბიჭზე, “მგელი, მგელიო” რომ ყვიროდა. მაგრამ ის ერთი მწყემსი იყო და მგელმა ერთი-ორი ცხვარი დაუგლიჯა. ეს კიდევ პრეზიდენტობას ჩემობს და ქვეყანა დაიქცა მაგის პიარისშემყურე.
შალომ! :-))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s