პოსტი (3) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
06.06.2009 14:50
———————————————————————-
“პროგრესულო” – შე ციციკორევ შენა, პროგრესის მუხრუჭო!
აბა ერთი ეს გადაიკითხე, რა. დეტექტივია, პირდაპირ – 007.
—————————————
6 მაისის დასრულებას სააკაშვილი გასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავში ელოდა
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=8048
[ნინო მიქიაშვილი]
ზუსტად ერთი თვის წინ, გიორგობას, გვიან ღამით, როცა პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა – როცა რკინის ღობის მიღმა მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქვებსა და პლასტიკურ ტყვიებს დამიზნებით უშენდნენ, და ამის პარალელურად ნიღბიანი სპეცრაზმელები ”მი-შა, მი-შას” სკანდირებდნენ, ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა, პირადი დაცვის თანხლებით, აეროპორტს მიაშურა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებულ თვითმფრინავში იჯდა და მოვლენების განვითარებას ელოდებოდა.
ეს ინფორმაცია პრესა.გე-მ აეროპორტის ერთ-ერთი თანამშრომლისგან შეიტყო. ჩვენ მის ვინაობას ვერ ვასახელებთ, რადგან დასახელებას მინიმუმ ჩვენი რესპონდენტის (რომელსაც მრავალსულიანი ოჯახი სარჩენი ჰყავს) სამსახურის გარეშე დარჩენა შეიძლება მოჰყვეს.
”ტრაპზე ისე არბოდა, 5-5 საფეხურს ერთად აბიჯებდა. ვუყურებდით და ვიცინოდით, ზოგი – გულში, ხოლო ვისაც ვერ გვხედავდნენ, ისინი – ღიად და დაუფარავად. გვეგონა, ეს მისი მორიგი რეისი იყო, უცხოეთში, ან ბათუმში, მაგრამ ასე არ მოხდა – სააკაშვილმა ტრაპის კიბეები შეშინებულმა აირბინა (ეს აშკარად ჩანდა), თვითმფრინავის სალონში შევარდა და რამდენიმე საათი იქ იჯდა”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.
ამ ინფორმაციის გადამოწმება პრესა.გე-ს არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან უცდია და არც ოპოზიციის ლიდერებთან, რადგან მოსალოდნელი პასუხები წინასწარ ვიცოდით – ხელისუფლება უარყოფდა და ოპოზიცია არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ აეროპორტის თანამშრომლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყოველგვარი პოლიტიკური შეფასებებისა და კომენტარების გარეშე.
————————————
ჰოი, საოცრებავ!
დღეს “იმედის” ახალი ამბების კომენტატორმა მომხიბვლელმა გოგონამ ქრონიკის 2-საათიან რეპორტაჟში გამოიყენა წარმოუდგენელი და გაუგონარი ტერმინი – “არასაპარლამენტო ოპოზიცია”!
არა – “ქუჩის”, არა – “აგრესიული”, არა – “რადიკალური”!.. არამედ სწორედ – “არასაპარლამენტო ოპოზიცია”.
დედა, რა იყო ეს, ჰაა?
პროგრესულო, შენ არაფერს იტყვი ამ “აღმაშფოთებელ ფაქტზე”? “მაესტრო” და “კავკასია” არ გეყოფოდა, ახლა უგულავას “იმედმაც” რომ ოპოზიციას ასეთი ლოიალური ტერმინებით არ მიმართოს?
განსაკუთრებით საოცარი იყო ეს ბატონი პრეზიდენტის გუშინდელი ომახიანი განცხადებების შემდეგ, როცა მარტვილის ჩაის ფაბრიკიდან მთელ მსოფლიოს ამცნო მისი ყოფილი თანაგუნდელების კრიმინალური და კორუფციული წარსულის შესახებ! ეტყობა მარტვილში ჩასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის ფარული პროტესტი, რაც მას ოდითგან ჰქონდა კორუფციის და კორუფციონერების მიმართ და რასაც ასე ტანჯვით წლებია გულში ატარებდა.
ამიტომ მე დღეს მინიმუმ გენერალური პროკურორის განცხადებებს, ასობით მოწმის “გამიშვი-და-დამაკავე” ჩვენებებს და დაჭერის გრაფიკებს ველოდი… და ამ დროს – ასეთი მახვილი ზურგში?..
P.S. იმედია, გოგონა “იმედზე” სამუშაოს შეინარჩუნებს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s