პოსტი (2) ია ანთაძის ბლოგზე “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
05.06.2009 21:03
————
კირილეს
——-
სინამდვილეში პუტინის “ნაშები” და მიშას “მიშები” ხელიხელგადაჭდობილი მუშაობენ საქართველოს დასაჩოქებლად. ერთმანეთისგან მტრის ხატს ქმნიან, რომ არსებობა გაიხანგრძლივონ და მეტი გრანტები/დაფინანსება გაინაღდონ ნებისმიერ მხრიდან.
პუტინის ივანოვმა არ მოგვიყვანა მიშა?
პუტინის უახლოესმა მეგობარმა ხაბურძანიამ არ გაუღო პარლამენტის კარები ვარდოსან მიშას?
2008 წლის გაყალბებული არჩევნები პირველმა პუტინის ლავროვმა არ მიულოცა სააკაშვილს?
პუტინის კარის ბიზნესმენი ბენდუქიძე არ დანიშნა მიშამ საქართველოს გამყიდველად?
პუტინის მოქალაქე არ არის მიშას საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე?
პუტინის ახლობელმა კგბ-ს გენერალმა გენერალოვმა – სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას ძმაკაცმა (ისე, როგორი “მეგობრობის და გაგების ოთხკუთხედი” გამოვიდა?) არ ჩაიგდო ხელში საქართველოს ერთერთი ყველაზე სერიოზულ საწარმო – ოქროს გადამმუშავებელი “მადნეული”?
პუტინის გაზპრომმა და რაო-ეესმა არ ჩაიგდეს ხელში მთელი საქართველოს სიმდიდრეები – “თბილისის წყლიდან” და რუსთავის მეტალურგიულიდან დაწყებული და ენგურჰესით დამთავრებული?
პუტინის ჯარისკაცები და ოფიცრები არ იყვნენ მიშას დადგმულ სპექტაკლში – “ძლევამოსილმა მიშამ უიარაღოდ უკუაგდო რუსთა ლაშქარი განმუხურში” – სტატისტებად რომ იქირავა ბ-ნმა მიხეილმა?
პუტინის დაგებულ ხაფანგში არ შეჯირითდა მიშა? თან წინასწარ რომ იძახოდა წლობით – ვიცი, ხაფანგს გვიგებენო!?
პუტინის ოცნებები არ შეასრულა ამ თავისი შეჯირითებით?
ვინ უნდა იყოს მიშას მადლობელი – საქართველო? თუ პუტინი?

 

კირილე, შტირლიცი ხომ გინახავს? ერთი სერია მაინც? შტირლიცი სულ ჰიტლერის და გერმანიის მზეს ფიცულობდა, მაგრამ რუსეთის საქმეს აკეთებდა. ასე რომ სიტყვიერ “შეტევებს” ნუ მიაქცევ დიდ ყურადღებას…
ეჰ, კირილე, კირილე! შენ ვის “ტოპკებს” აგდებ გაფიცებ? ლევან რამიშვილის? თუ გოკა გაბაშვილის? თუ წუგზარ ნიკლაურის? ეგ იყო ფრენბურთის მშვენება და ტოპკების მასტერა, სანამ ფეხბურთში ფეხი არ მოსტეხეს თანაგუნდელებმა.
ვერ მუშაობ სერიოზულად, იცი?იქნება “ნაშებთან” გაგევლო ტრენინგი? ან “პროგრესულთან”?

ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
05.06.2009 19:08
——-
მინდა თავიდან გაგეცნოთ – აქამდე უბრალოდ “სოლომონი” ვიყავი. მაგრამ ბლოგზე ახალი მონაწილეა, ასევე სოლომონი (გორიდან) და დიდ ეჭვებში ჩააგდო ბლოგის ვარსკვლავი პოეტი, ჰუმანისტი და რეაქციონერი, თავის თავს რომ progressive-ს უწოდებს.
———————–
ორიოდ სიტყვა progressive-ზე, რომელიც ისეთივე “პროგრესულია”, როგორც ნაცმოძრაობა. ეს პიროვნება, რომლის ჰორიზონტზე და სტილზე თავად შეგიძლიათ შეიქმნათ შთაბეჭდილება, ბლოგზე ერთი მიზნით არის შემოსულ/შემოგზავნილი – რომ ია ანთაძე, ბექა, ხარა, მე და მთავრობის ნებისმიერი ოპოზიციონერი “საკანისტებად” შეგვრაცხოს და “ჭორიკანა” გვიძახოს.

ვაცხადებ, – ისეთი აზროვნების და მოცემულობების პატრონისაგან, როგორიც progressive-ი ბრძანდება, მე, ცნობილი ანდაზის გათვალისწინებით, წიხლი არ მეწყინება.

მეტიც, არც მინდა მისგან დადებითი რემარკები.

ასე რომ მიდი, „პროგრესულო“, შენი დილეტანტურ-შარიკოვული ღვარძლი კარგი დახასიათებაა – შენთვისაც და ჩვენთვისაც.

იმ ქვეყანაში, სადაც ნაციონალური არხები მხოლოდ ჭორების გავრცელებით და სიმართლის დამალვით არიან დაკავებულნი, საუკეთესო დაცვა შეტევაა და „პროგრესულიც“ უტევს „ჭორიკნობას“, (ამ დროს ვცდილობ ყველა ინფორმაციაზე წყარო მივუთითო). თან შიგადაშიგ დილეგებით და მერაბიშვილის ზონდერ-ბრიგადებით მემუქრება. პირდაპირ მაჰათმა განდია!

მიშას თავგადაკლულ მომხრეებსაც კი უკვე უჭირთ მიშაზე კარგის თქმა.

ჩაკვდა ჩვენი ეკლესიის კარისმტრეველი მინისტრის მიერ შეჰქმნილი ნაც-შლიაგერად ქცეული უნიჭო სიმღერა “მიშა მაგარია”. რადგან თუ დღესაც ამტკიცებ, რომ “მიშა მაგარია”, ან – ქართულში ვერ ერკვევი, ან – ფსიქიატრი გჭირდება. და სწორედ ეს არის შარიკოვების დაბოღმვის ძირითადი მიზეზი. მათ ხომ ასე მოსწონდათ მიშა, “მიშისტობა”, პარლამენტის მაგიდაზე შეხტომით გაკეთებული ბრეგაძისეული სუპერკარიერა. და არა მარტო მიშისტობა, არამედ უფრო წვრილ-წვრილ ნაცისტობაც – “კირკიტაძისტობა”, “ბრეგაძისტობა“…

ნეობოლშევიზმი – როგორც ნაცმოძრაობის დროშა.

ნაცმოძრაობის მიგნებები: მასების და ჯარის კომისრები, სასამართლოში ვიშინსკის “სამართლის” დამკვიდრებლები, ზონდერბრიგადები და მიშაიუგენდი, ჰებელსური პროპაგანდა, არჩევნების გაყალბების თეორეტიკოს-პრაქტიკოსი ჩემპიონები, დიპლომატიაში დილეტანტიზმის დამნერგავები, მასკულტურის და ჰუნვეიბინების შემოქმედნი. გავა დრო და 2003 წლიდან დაწყებული კოშმარი სწორედ ამ ფენომენების ანალიზით შევა ქართულ ისტორიაში.

მასშტაბში ვერ შეედრებიან ჰიტლერს და სტალინს, მაგრამ სქემები გადმოშუშეს და იღწვიან… “გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ” (ვარლამ არევიძე) – ახალი ადამიანის შექმნაზე მუშაობენ – ჯეობარის სტანდარტებზე აღზრდილი მასის, რომელიც ბელადის დანახვაზე მომენტალურად აბღავლდება – “მიშაააააა!” ან – “გრიშააააა!”

კავკასიოლოგს ეღიმება გერმანისტულ ულვაშებში. ღირსეული ოპონენტია (“პროგრესულისგან” განსხვავებით) და გენიალურად მარტივ ლოგიკას აგებს – ოპოზიცია რადიკალურია (და ნაცმოძრაობა? წიკლაური? ხერხეულიძე? თუთბერიძე?); ოპოზიციამ რუსთაველი გადაკეტა და ხალხს სიცოცხლე გაუმწარა (თაბუკაშვილის სახლი?, მოკლული ბიჭები? დაჭერები?); ოპოზიციამ (კორკოტამ!) 5 ლარი ამოაცალა საფულიდან „სამართალდაცავს“ (მრავალჯერად პროვოკატორს! და მთავრობამ რამდენ მილიარდი ამოგვაცალა?); ოპოზიციამ დაჭრა პოლიციელები (2 რკინისჯოხიანი ზონდერი! და დაჭრილი ოპოზიციონერები როგორ გადაამისამართეს საავადმყოფოებიდან ციხეში?); ოპოზიციონერებმა სცემეს ჟურნალისტებს (პროვოკატორ ავალიანს! და „იმედი“? მაესტროს გამორთვები?); ოპოზიციამ ვერ შეაგროვა სტადიონზე 100,000 კაცი (ჰმ?)…და ა.შ. და ა.შ.

სასაცილოა იმის თქმა, რომ საქართველოს დღეს სააკაშვილზე უკეთესი პოლიტიკოსი არ ჰყავს! ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ღირსია, რომ დაიღუპოს მიშას ხელით.

ფარულ მიშისტებს მოსწყინდათ ჩრდილში მალვა. სიზმრად ესიზმრებათ, როგორ არბევენ ვანოს უსახური მანქურთები ამ „თავგასულ ხალხს“! რა დიდი სიამოვნებით დაეცემიან მიწაზე: „მამამან ჩვენმან, მომძღვნელმან პურისა ჩვენისა, უშიშმა ვითარცა უხორცომ, შადრევანმა ჩვენის ფანტაზიისა, იცოცხლოს და ჩვენზე იმეფოს მარად!“

მოდით ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები – რამდენს გვინდა თავისუფალი საქართველო და რამდენს – “მიშისტანი”?



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s