პოსტი (7) ია ანთაძის ბლოგზე – “თქვენსგამომიშისტის” ფენომენი


ავტორი: სოლომონ საიდან გვწერთ: თერნალი
07.06.2009 19:05
———-
კიაზოს
——–
ბ-ნო კიაზო, თქვენს მოკლე კომენტარში ორი წინადადება აღმოვაჩინე ისეთი, რომ ვფიქრობ, ან სიჩქარეში ცოტა დაუფიქრებლად დაწერეთ – ან გამოცდილი დემაგოგი ბრძანდებით.
” …რა პერსპექტივას გვიქადის იმათი მოსვლა ხელისუფლებაში, ვისაც კრიშად – ქურდული სამყარო და ავტორიტეტად – პატრიარქი (!?) ყავს”
ანუ, გამოდის პატრიარქი ვერ ხედავს ამ გაშუალებულ კავშირს ქურდულ სამყაროსთან, თუ – შეგნებულად თანახმაა ამაზე?? ცოტა უხერხული ხომ არაა თქვენი ეს ოპუსი? ამით პატრიარქს ხომ არ აკადრებთ – თვალი გაახილოს და დაინახოს, ვის უდგას გვერდით? ჭეშმარიტების ასეთი რა ჭვრეტა გაგაჩნიათ, რომ მთელს ოპოზიციას, ხელაღებით, ერთიანად – ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებთ? ანუ რა გამოდის, ერთადერთი ძალა, ვინც ხმალამოღებული ებრძვის ქურდულ სამყაროს – ნაცმოძრაობაა? თქვენ ერთი ტარიელ ონიანს ჰკითხეთ, მიშასთან რა აკავშირებს! და ისიც გამოიძიეთ, ქურდული სამყაროს რამდენი წარმომადგენელი გამოუშვეს ციხეებიდან სასწრაფო წესით 5 იანვრის და 21 მაისის არჩევნების წინ, რომ მათ საარჩევნო უბნებზე “სიტუაცია ემართათ” და ოპოზიციის ამომრჩევლები სამაგალითოდ დაეშინებინათ. ნაცმოძრაობას ქურდული სამყარო იმიტომ არ მოწონდათ, რომ მისი “პალაჟენია” უნდოდათ სათავისოდ. და მოახერხეს კიდეც. დღეს ყველაზე დიდი ქურდები სწორედ მთავრობაში გვყავს.
ეჭვი გეპარებათ?
“კეთილსინდისიერება და გულწრფელობა თავისთავად ღირსება არაა – ჰიტლერსაც გულწრფელად უნდოდა ებრაელთა განადგურება და კეთილსინდისიერად აღიარებდა ამას.”
კიაზო, ამას რომ ამბობ, დაფიქრდი, რას ამბობ?
 
რომ თურმე კეთილსინდისიერება ისაა, როცა ბანდის არაკაცი მეთაური თავის ბანდის არაკაცებს და დაბრმავებულ საზოგადოებას “გულწრფელად და კეთილსინდისიერად” ეუბნება – ამ და ამ ხალხის განადგურება მინდაო! ეს არის ამ ბანდიტების “კეთილსინდისიერება” ანდა “კეთილსინდისიერება” ის იქნებოდა ჰიტლერი რომ თავად ებრაელებს შეხვედროდა და „კეთილსინდისიერად“ ეთქვა – ხვალიდან რამდენიმე მილიონს გაზის კამერაში გაგიშვებთ, და რამდენიმეს – სახრჩობელაზეო? „გულწრფელად“ – კარგი, მაგრამ ეს „კეთილ“ – „სინდისიერი“ იქნებოდა?? ამ ორი სიტყვიდან რომელიმეს მნიშვნელობა გესმით?
თქვენც ზემო მაჩხაანის დაგებულმა „ასვალტმა“ დაგიბნელათ გონება?
აი, ამ თქვენმა აზროვნებამ არის, რომ ჩაწიხლა საქართველოც და ქართველობაც. ამიტომ გახდა ნაცმოძრაობა ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის და ფაშიზმის სინონიმი.
ძალიან გულწრფელად, მაგრამ დიდი სინანულით, გეუბნებით ამას.
Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s